You are on page 1of 12

დაგაბნიათ შრომის

უსაფრთხოების
კანონმდებლობამ?

10 ძირითადი ელემენტი შედეგიანი შრომის უსაფრთხოების


პროგრამის განსახორციელებლად

Professionals for
Professionals

თბილისი, 2018
2

შინაარსი

შესავალი ....................................................................................................... 3
შრომის უსაფრთხოების პროგრამის საჭიროება ........................................... 4
შრომის უსაფრთხოების პროგრამის ელემენტები ........................................ 5
როგორ დავნერგოთ შრომის უსაფრთხოების პროგრამა ? .......................... 11
რატომ ISO Consulting ? ............................................................................. 12

www.isoconsulting.ge
3

შესავალი
2018 წლის 7 მარტს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“.

კანონის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი


პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების
საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული
დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა
და კონსულტაციის გაწევას, აგრეთვე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის
საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.

კანონი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა


წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებს და
პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს
შექმნასთან.

არსებობს მრავალი ელემენტი, რომლებზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება და შესაბამისი


ღონისძიებების მიმართვა, რათა შეძლოთ "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის
მოთხოვნების დაკმაყოფილება.

წინამდებარე დოკუმენტი დაგეხმარებთ საკანონმდებლო მოთხოვნების გააზრებაში, რათა


შეიმუშაოთ თქვენი ორგანიზაციის „შრომის უსაფრთხოების პროგრამა“, რომელიც პასუხობს
საკანონმდებლო მოთხოვნებს.

მისი შემუშავების დროს გამოყენებულ იქნა საერთაშორისოდ აღიარებული რეკომენდაციები და


მიდგომები.

www.isoconsulting.ge
4

შრომის უსაფრთხოების პროგრამის


საჭიროება
„შრომის უსაფრთხოების პროგრამა“ წარმოადგენს მიხედვით, „შრომის უსაფრთხოების პროგრამა“,
ქმედებების მკაფიოდ განსაზღვრულ გეგმას, რათა რომელიც შემუშავდება ერთი ორგანიზაციისთვის,
მოახდინოთ ტრავმების და პროფესიული ვერ იქნება სრულად გამოყენებადი მეორე
დაავადებების პრევენცია. ორგანიზაციის მიერ.

„შრომის უსაფრთხოების პროგრამით“ წინამდებარე დოკუმენტი აჯამებს შრომის


განსაზღვრული დოკუმენტები, ამავდროულად, ჰიგიენის და უსაფრთხოების პროგრამის ზოგად
მოითხოვება საქართველოს კანონით „შრომის ელემენტებს. ეს მიდგომა დაეხმარება მცირე
უსაფრთხოების შესახებ“. ასეთი პროგრამა უნდა ორგანიზიაციებს შეადგინონ პროგრამა, რომელიც
მოიცავდეს, მინიმუმ, კანონმდებლობით შეესაბამება მათ სპეციფიკურ საჭიროებებს.
განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ამავდროულად, შრომის ჰიგიენის და
იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციები უსაფრთხოების პროგრამა დაგეხმარებთ შრომის
განსხვავდებიან მათი ტიპის, ზომის ან უსაფრთხოების მიმართ სტრუქტურულ
მისაწოდებელი პროდუქტისა და მომსახურების მიდგომაში.

www.isoconsulting.ge
5

შრომის უსაფრთხოების პროგრამის


ელემენტები

ელემენტი 1 - პერსონალური პასუხისმგებლობები

იმისათვის, რომ თქვენი ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების პროგრამა იყოს შედეგიანი,


უმთავრეს პირობას წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების მიმართ ორგანიზაციის
ცალკეული თანამშრომლის როგორც ინდივიდუალური, აგრეთვე ერთობლივი
პასუხისმგებლობების განსაზღვრა, რადგან შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება განიხილება
ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის და დასაქმებულთა ერთობლივ
პასუხისმგებლობად.

გახსოვდეთ: - შრომის უსაფრთხოება არ წარმოადგენს თანამშრომლის საქმის


დამატებით ნაწილს! შრომის უსაფრთხოება არის ნებისმიერი დასაქმებულის
პასუხისმგებლობის არსებითი კომპონენტი სამუშაოს შესრულების მთლიან ციკლში.

ელემენტი 2 - შრომის უსაფრთხოების კომიტეტის ჩამოყალიბება

სამუშაო სივრცის უსაფრთხოება მოითხოვს, რომ შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების


კომიტეტში, წარმოდგენილი იყვნენ, ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების საკითხებით
დაინტერესებული მხარეები.

მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების კომიტეტის


არსებობა მოითხოვება სხვადასხვა დარგობრივი ინდუსტრიის მიერ, აგრეთვე ეს მოთხოვნა
მოცემულია ISO 45001 სტანდარტში. ამიტომ, მისი არსებობა ორგანიზაციაში კარგი იდეაა.
ამ კომიტეტის წევრები ერთობლივად ახდენენ შრომის ჰიგიენასა და უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაციას და გადაწყვეტას.

www.isoconsulting.ge
6

ელემენტი 3 - შრომის უსაფრთხოების წესები

უმაღლესმა ხელმძღვანელობამ უნდა ჩამოაყალიბოს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა.

შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბების შემდეგ, მნიშვნელოვანია მისი


განხორციელება. საჭიროა წესების დადგენა, რათა დაიცვათ დასაქმებულთა ჯანმრთელობა
და უსაფრთხოება, თუმცა უმჯობესია თავიდან ავირიდოთ მათი ზედმეტად კონტროლი ან
უსაფუძვლო ბიუროკრატია.

გაითვალისწინეთ: - წესების განსაზღვრისას, საჭიროა, მოთხოვნებსა და კონტროლს


შორის არსებობდეს კარგად გააზრებული ბალანსი.

ელემენტი 4 - სათანადო სამუშაო პროცედურები

შრომის უსაფრთხეების წესებთან ერთად, მნიშვნელოვანია სამუშაო პროცედურების


განსაზღვრა, რაც საგრძნობლად შეამცირებს სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაზიანების
რისკებს.

სამუშაო სივრცის საფრთხის ანალიზი წარმოადგენს სათანადო პროცედურების


განსაზღვრის პირველ ნაბიჯს. ასეთი ანალიზის დროს ხდება სპეციფიკური სამუშაოს
შესასრულებლად ცალკეული საქმიანობის შეფასება, რათა მოხდეს საფრთხის
იდენტიფიკაცია და ამ საქმის შესრულების ყველაზე უსაფრთხო გზის დადგენა. სამუშაო
სივრცის საფრთხის ანალიზი მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

 სამუშაოს სახეობის განსაზღვრას


 სამუშაოს დანაწილებას თანმიმდევრულ ეტაპებად
 ცალკეულ ეტაპზე საფრთხეების იდენტიფიკაციას
 პრევენციული ღონისძიებების დადგენას.

www.isoconsulting.ge
7

ელემენტი 5 - ინსტრუქტაჟები

საკმაოდ რთულია ასწავლო და ცალკეულ თანამშრომლამდე დაიყვანო შრომის ჰიგიენის და


უსაფრთხოების პოლიტიკა. სათანადო წესების და რეგულაციების შესახებ ტრენინგების
ორგანიზებით, თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ და დაიმახსოვრონ ეს წესები,
უფრო მეტიც - დაიცვან ისინი სამუშაოს შესრულებისას.

შესავალი ინსტრუქტაჟების ჩატარება საჭიროა, ახალი თანამშრომლის მიღებისას, ან


თანამშრომლის ერთი პოზიციიდან მეორეზე გადაყვანისას.

შესავალი ინსტრუქტაჟის თემები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

 საგანგებო სიტუაციების პროცედურებს


 პირველადი დახმარების პროცედურებს
 შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების პასუხისმგებლობებს, მათ შორის
საკანონმდებლო მოთხოვნებს
 ტრავმების, ინციდენტების ან სახიფათო შემთხვევების ანგარიშგების წესებს
 პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენებას
 საფრთხის შემცველ სამუშაოზე უარის თქმის უფლებას
 ინფორმაციას მის სამუშაო სივრცესთან ან/და სამუშაოს გარეთ არსებულ
საფრთხეებთან დაკავშირებით
 შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების წესების დაცვის საჭიროებებს
 სხვა .
ამავდროულად, სწავლებები უნდა ტარდებოდეს რეგულარულად, წინასწარ
განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ან საჭიროების მიხედვით.

ამისათვის, საჭიროა შიდა სასწავლო პროგრამების შემუშავება, ან მათი აუთსორსინგზე


გადაცემა.

მუხლი 5, პუნქტი 2 - „დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულებისთვის


სწავლების (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება და მათ გასაგებ ენაზე მიაწოდოს
ინფორმაცია“

www.isoconsulting.ge
8

ელემენტი 6 - სამუშაო სივრცეების პერიოდული ინსპექტირება

რადგან სამუშაო ადგილების ინსპექტირება საკანონმდებლო მოთხოვნაა, ამიტომ


უმჯობესია ინსპექტირება გამოიყენოთ უფრო „პროაქტიული მიდგომისთვის“ და არა
„თანამშრომლების დასაშინებლად“.

პერიოდული ინსპექტირების მეშვეობით უფრო მარტივია გამოავლინოთ საფრთხეები და


გაატაროთ სათანადო პრევენციული ღონისძიებები.

სასურველია, შიდა ინსპექტირება ჩაატაროს შრომის უსაფრთხოების კომიტეტმა,


განსაკუთრებით მაშინ, თუ კომიტეტის წევრებს აქვთ ინსპექტორის ან აუდიტორის
შესაბამისი კვალიფიკაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, შიდა ინსპექტირების
განმახორციელებელ ჯგუფს, სამუშაოს შედეგიანი შესრულებისთვის, უნდა გააჩნდეს:

 მარეგულირებელი მოთხოვნების და პროცედურების სათანადო ცოდნა


 ცოდნა სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ
 მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
ინსპექტირების განსახორციელებლად, ინსპექტირების ჯგუფს, შეიძლება დასჭირდეს
სათანადო ჩეკლისტები.

ელემენტი 7 - ტრავმების/ინციდენტების აღრიცხვა, კვლევა


და ანგარიშგება

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და ISO 45001 სტანდარტი


მოითხოვს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული
დაავადებების შემთხვევების რეგისტრაციას, მოკვლევას და ანგარიშგებას.

მიუხედავად თქვენი დიდი მცდელობისა, ინციდენტები შეიძლება მაინც მოხდეს.

ტრავმის სიმძიმისა და თანმდევი ღონისძიების მიუხედავად, ის განიხილება როგორც


დაგროვილი გამოცდილება, რომელიც გამოიყენება შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების
სისტემის გასაუმჯობესებლად.

www.isoconsulting.ge
9

შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების პროგრამით, თქვენ უნდა განახორციელოთ ასეთი


შემთხვევების ანგარიშგება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მხარეებთან, აგრეთვე
მათი გამომწვევი მიზეზების კვლევა.

ელემენტი 8 - საგანგებო სიტუაციების და პირველადი დახმარების


პროცედურები

ხშირ შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების დროს (მაგალითად ხანძარი, ნგრევა და სხვა)


სწრაფმა და სწორმა რეაგირებამ შესაძლოა შეამციროს მნიშვნელოვანი დანაკარგები.

სამუშაო სივრცეში ყველა თანამშრომლის სწავლებამ, თუ რა რეაგირება მოახდინონ


საგანგებო სიტუაციების დროს და რა ქმედებები განახორციელონ პირველადი
დახმარებისთვის, შესაძლებელია თავიდან აგარიდოთ უბედური შემთხვევები და
დანაკარგები.

„შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა“ და ISO 45001 სტანდარტი, მოითხოვს,


შრომის უსაფრთხოების პროგრამით ასეთი ტრენინგების ორგანიზებას და
სიმულაციური ტესტების ჩატარებას, რათა დარწმუნდეთ, რომ საგანგებო
სიტუაციებზე მიმართული ღონისძიებები შედეგიანია.

ელემენტი 9 - შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების საკითხებისთვის


პერსონალის წახალისება

შრომის უსაფრთხოების პროგრამის ჩამოყალიბების და დანერგვის შემდეგ, სათანადო


ძალისხმევა დაგჭირდებათ მის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად.

დადგენილია, რომ შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების შედეგიანი მენეჯმენტი, ამცირებს


პროფესიული დაავადებების გავრცელების მასშტაბებს და ტრავმების მოხდენის
ალბათობას, აუმჯობესებს საქმისადმი მიდგომას და ადამიანების შრომისუნარიანობას,
ამასთანავე ამცირებს შრომის უსაფრთხოებაზე გაწეულ საკომპენსაციო დანახარჯებს და
ზრდის შრომის მწარმოებლურობის დონეს.

www.isoconsulting.ge
10

ელემენტი 10 - სამუშაო სივრცის სპეციფიკური საკითხები -


ტექნიკური უსაფრთხოება

ინდუსტრიიდან გამომდინარე, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ შრომის უსაფრთხოების


სპეციფიკური საკითხების გადაწყვეტა. მაგალითად: მოწყობილობა-დანადგარების
ტექნიკური მომსახურება, ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესები და
სხვა.

www.isoconsulting.ge
11

როგორ დავნერგოთ შრომის


უსაფრთხოების პროგრამა ?
შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების კარგი პროგრამა იძლევა ქმედებების სახელმძღვანელოების მკაფიო
ერთობლიობას. თუ სრულყოფილად მიჰყვებით პროგრამის ელემენტებს, აუცილებლად შეამცირებთ
პროფესიულ დაავადებებს და ტრავმებს. წარმატების გასაღები მდგომარეობს იმ მიდგომებში, რომელებიც
გამოიყენეთ პროგრამის დასანერგად და შესანარჩუნებლად.

აუცილებელია, რომ უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მოახდინოს თავიანთი ვალდებულების


დემონსტრირება და პროგრამის მხარდაჭერა:

 სათანადო რესურსების უზრუნველყოფით, როგორებიცაა დრო, ფინანსები, სამუშაო გარემო


და პერსონალი
 თანამშრომლების სწავლებით ან სერტიფიცირებით, საჭიროებისამებრ
 თანამშრომლებისთვის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხობის შესახებ სათანადო
ინფორმაციის მიწოდებით
 შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების შედეგების მიღწევის წახალისების პროგრამაში
ჩართვით
 შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრებში ჩართულობით.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა დაყვანილი უნდა იყოს ყველა თანამშრომლამდე! განსაკუთრებული


ყურადღება უნდა გამახვილდეს ახლად მიღებულ თანამშრომლებზე. შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა და
პროგრამა პერიოდულად უნდა გადაისინჯოს. უმჯობესია პროგრამა წარმოდგენილი იყოს ერთ დოკუმენტად.

www.isoconsulting.ge
რატომ ISO Consulting ?
გამოცდილება
 ჩვენ არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ
შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის
დასანერგად (Knauf, NRG Georgia და სხვა).

 ჩვენი პროფესიონალები ჩართულნი იყვნენ „შრომის


უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის
შემუშავების პროცესში.

 ჩვენ ვმუშაობთ სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტთან,


რათა მოხდეს ISO 45001 სტანდარტის ქართულ ენაზე
გამოცემა.

ჩვენი ცოდნა
 ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ განსხვავებულები და
ინოვაციურები.

 ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საკანომდებლო


მოთხოვნების უკეთ გააზრებაში.

 ჩვენი კონსულტაციების და ტრენინგების გამოყენებით,


თქვენ შესძენთ „დამატებით ფასეულებას“ თქვენს
ბიზნესს.

 მომსახურების გაწევის მაღალი კულტურა: ობიექტურობა,


მიუკერძოებლობა, კონსტრუქციულობა.

ტრენინგები
 ჩვენი ტრენინგები მომზადებულია დიდ ბრიტანეთში,
Lloyd's Register (UK) ლონდონის აკადემიის მიერ.

 ჩვენ შეგვიძლია ცალკეული ბიზნესისთვის


ინდივიდუალური ტრეინინგის კურსის ორგანიზება.

 ჩვენი უპირატესობაა ტრენინგზე დამსწრეთა 100%-ის


უმაღლესი შეფასება და კმაყოფილება.

ISO Consulting – Professionals for professionals


T. +995 32 2104577

www.isoconsulting.ge

You might also like