You are on page 1of 50

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის
სტრატეგია საქართველოსათვის
2010-2015

მომზადებულია:
პოლიტიკის მართვის კონსალტინგის ჯგუფის (PMCG) და
Oxford Policy Management (OPM) მიერ

თბილისი

2009 წლის სექტემბერი

სარჩევი

1
ტერმინების განმარტება....................................................................................................................................................................... 4

1. პრეამბულა........................................................................................................................................................................................ 6

2. შესავალი............................................................................................................................................................................................ 7

3. საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის განმსაზღვრელი ფაქტორების


მიმოხილვა................................................................................................................................................................................................... 7

3.1. არაგადამდები დაავადებები და ცხოვრების წესის რისკ-ფაქტორები.................................................9


3.1.1. არაგადამდები დაავადებები........................................................................................................................................ 9

3.1.2. ცხოვრების წესი.................................................................................................................................................................. 9

3.2. ინფექციური დაავადებები.........................................................................................................................14


4. საქართველოში ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის დანერგვის პერსპექტივები...................14

4.1. სტრატეგიული დაგეგმვის ძირითადი პრინციპები...................................................................15


5. ხედვა და სტრატეგიული პრიორიტეტები.................................................................................................................... 16

5.1. ხედვა და მიზანი...............................................................................................................................16


6. 2010-2015 წლების სტრატეგიული პრიორიტეტები.................................................................................................. 17

6.1. ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის სტრატეგიული პრიორიტეტების შერჩევის


კრიტერიუმები....................................................................................................................................................17
6.2. სტრატეგიული ამოცანები...............................................................................................................17
6.2.1. სტრატეგიული ამოცანა 1: თამბაქოს მოხმარების კონტროლი......................................................18

6.2.2. სტრატეგიული ამოცანა 2 : ჯანსაღი კვების ხელშეწყობა..................................................................20

6.2.3. სტრატეგიული ამოცანა 3 : ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა...................................................23

6.2.4. სტრატეგიული ამოცანა 4: ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების კონტროლი......25

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი


შედეგები.......................................................................................................................................................................................... 25

6.2.5. სტრატეგიული ამოცანა 5 : ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა......................................27

ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი შედეგები............28

6.2.6. სტრატეგიული ამოცანა 6: ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა......................................................30

6.2.7. სტრატეგიული ამოცანა 7: ტრავმატიზმის შემცირება........................................................................32

6.2.8. სტრატეგიული ამოცანა 8: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კომორბიდული რისკ-


ფაქტორებისა და კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით სკრინინგულ პროგრამებში მოსახლეობის
მონაწილეობის ხელშეწყობა/წახალისება....................................................................................................................... 35

7. ზოგადი ღონისძიებები ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის განხორციელებისთვის..........37

2
8. სტრატეგიის განხორციელება და საჭირო რესურსი...................................................................................................... 38

8.1. სტრატეგიის განხორციელება.........................................................................................................38


8.2. სტრატეგიის განხორციელებისთვის სიმძლავრეების განვითარება.......................................38
8.3. ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის კომუნიკაციის საშუალებები....................................................40

9. მონიტორინგი და შეფასება......................................................................................................................................................... 41

10. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა 2010-2011


წლებისათვის........................................................................................................................................................................................... 42

10.1. მიდგომა.......................................................................................................................................................42
10.2. 2010-2011 წლებში განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებები.........................................42
10.3. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სფეროში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარე
პროგრამები..........................................................................................................................................................48
10.4. ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფინანსური უზრუნველყოფა..........................................................49

ტერმინების განმარტება

ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის


მდგომარეობა და არა უბრალოდ ინვალიდობის და დაავადების

3
არარსებობა1

ჯანმრთელობის ხელშეწყობა შესაძლებლობების შექმნას, რაც ადამიანს თავისი ჯანმრთელობისა და


მისი განმსაზღვრელი ფაქტორების უკეთესი კონტროლისა და
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. 2 ეს
მოიცავს ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისკენ
მიმართული საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს და
პროფესიული ფაქტორების კომპლექსს.3

ჯანმრთელობის შესახებ ინდივიდების, ადამიანთან ჯგუფებისა და საზოგადოებისთვის იმ


განათლება ცოდნის განვითარება, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობასთან
დაკავშირებულ ქცევაზე, შეხედულებებსა და რწმენაზე.

ჯანმრთელობასთან პიროვნების მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომლის


დაკავშირებული ქცევა მიზანი ჯანმრთელობის ხელშეწყობა, შენარჩუნება და დაცვაა,
მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ამ ქცევის ობიექტური შედეგები. 4
ფიზიკური აქტივობა ჩონჩხის კუნთების გააქტიურებით შესრულებული ნებისმიერი
მოძრაობა, რასაც თან ახლავს ენერგიის ხარჯვა.5
სკრინინგი ასიმპტომურ პირთა შემოწმება დაავადების ან უუნარობის ადრეული
გამოვლენის მიზნით.

სარისკო ქცევა ქცევა, რაც ზრდის სპეციფიკური დაავადების ან ჯანმრთელობის


პრობლემის აღმოცენების ალბათობას.6
რისკ-ფაქტორი სოციალური, ეკონომიკური, ბიოლოგიური, გარემო ფაქტორები, რაც
ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას სპეციფიკური დაავადების,
ავადმყოფობისა და ტრავმის მიმართ.
პრევენცია პირველადი დაავადების გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა, რაც ხელს შეუშლის
დაავადების აღმოცენებას.

პრევენცია მეორეული დაავადების გართულებების თავიდან აცილება.

პრევენცია დაავადების, ტრავმისა და ინვალიდობის განვითარების რისკის


შემცირება და უკვე აღმოცენებული დაავადებების პროგრესირების
შეჩერება. 7

ინტერსექტორალური სხვადასხვა სექტორებს შორის აღიარებული თანამშრომლობა, რომელიც


თანამშრომლობა ჯანმრთელობის შუალედური და გრძელვადიანი გამოსავლების
გაუმჯობესების მიზნით ყალიბდება. ამგვარი თანამშრომლობის შედეგად
მოსალოდნელია შესაფერისი ღონისძიებების განხორციელება უფრო
ეფექტური, ეფექტიანი და მდგრადი, ვიდრე ეს მხოლოდ ჯანდაცვის
სექტორის მონაწილეობისას იქნებოდა შესაძლებელი.8
1
. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
2
. Ottawa Charter for Health Promotion. WHO, Geneva,1986
3
. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
4
. WHO, Health Promotion Glossary, 1986
5
. Physical activity, WHO
6
. WHO, Health Promotion Glossary, 1998
7
. Glossary of Terms used in Health for All series. WHO, Geneva, 1984

4
თემზე ორიენტირებული დახმარება დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოების (ინსტიტუციების)
ფსიქიკური სამსახურები გარეთ და გარეშე. შედგება ყოველმხრივი და ინტეგრირებული
ფსიქიატრიული და სოციალური მომსახურეობისაგან, რაც
ხორციელდება ფსიქიატრიული, სოციალური და პირველადი
ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სათემო სამსახურების მჭიდრო
თანამშრომლობით.
დაავადებიანობა მოსახლეობაში დაავადების გავრცელების მაჩვენებელი კონკრეტული
მომენტისთვის.
ავადობა დროის გარკვეულ პერიოდში აღმოცენებული დაავადების ახალი
შემთხვევების რაოდენობა.

ადვოკატირება ინდივიდუალური და სოციალური მოქმედებების ერთობლიობა,


ჯანმრთელობისთვის რომელთა მიზანი ჯანმრთელობის სფეროში კონკრეტული ამოცანებისა
და პროგრამების შესრულებისთვის პოლიტიკური ინტერესისა და
მხარდაჭერის მოპოვება, სოციალური მიმღებლობის გაუმჯობესება და
სისტემური დონის ცვლილებების მიღწევაა.9

DALY („დალი“) ინდექსი, რომელიც ასახავს სიცოცხლის წლების რაოდენობას


შრომისუნარიანობის გათვალისწინებით.

1. პრეამბულა

უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველომ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა


დემოკრატიული, ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკის ფორმირებისა და

8
. Intersectoral Action for Health: A Cornerstone for Health for All in the 21st Century. WHO, Geneva, 1997
9
. Report of the Inter-Agency Meeting on Advocacy Strategies Development: Development Communication in Action. WHO, Geneva, 1995

5
სტიმულირებისათვის. ნახტომისებური ცვლილებები მოხდა საჯარო სექტორის
გამჭირვალობასა და მასში დასაქმებული სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურების
ზრდის თვალსაზრისით. აღსანიშნავია სამოქალაქო საზოგადოების პროგრესული
განვითარება, რაშიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სერიოზული როლი ითამაშეს. ამგვარი
დადებითი ცვლილებების მიუხედავად, ჯერ კიდევ თვალსაჩინოა საქართველოს
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის
კომპლექსური, სისტემური რეფორმების აუცილებლობა. არსებითი მნიშვნელობა აქვს
პრევენციული სამსახურების განვითარებას, რაც შექმნის პირობებს დაავადებების თავიდან
აცილების, დროული გამოვლენისა და ადრეული ჩარევის შედეგად ჯანმრთელობის უკეთესი
გამოსავლების მიღწევისათვის. დღეისათვის არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის დიდი
ნაწილი არ იცავს ცხოვრების ჯანსაღ წესს. მაღალია თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული
საშუალებების ბოროტად მოხმარების მაჩვენებელი. ხელშეწყობა სჭირდება ჯანსაღი კვების,
ფიზიკური აქტივობისა და უსაფრთხოების მარტივი პრინციპების დანერგვას. აღსანიშნავია,
სამედიცინო პერსონალის ინერტულობა და დაბალი მოტივაცია ჯანმრთელობის
ხელშეწყობისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სრულად


აცნობიერებს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის პრევენციული
ღონისძიებების მნიშვნელობას, და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით
განსაზღვრავს სტრატეგიულ ამოცანებსა და ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება
მომდევნო ხუთი წლის მანძილზე უნდა მოხდეს.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის შემოთავაზებული სტრატეგია მიმართულია


ჯანმრთელობის დაცვის პროცესში პიროვნების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის
გაძლიერებისკენ, რაც მისი სათანადოდ ინფორმირებისა და ქცევის შეცვლის წახალისებით
მიიღწევა. ამასთანავე, უდავოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლის გაძლიერება ჯანსაღი
გარემოს შექმნის, ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და სექტორთაშორისი
თანამშრომლობის განვითარებისა და რესურსების ეფექტური გადანაწილების
თვალსაზრისით.

სტრატეგიის განხორციელება დაგეგმილია ეტაპობრივად. ინსტიტუციური


შესაძლებლობების განვითარებისა და აუცილებელი ინსტრუმენტების ჩამოყალიბებისთანავე
ფართო მასშტაბით ამოქმედდება კონკრეტული სტრატეგიული ამოცანების
განხორციელებისკენ მიმართული ღონისძიებები. მონიტორინგისა და შეფასების ეფექტური
სისტემის ჩამოყალიბება ამ სტრატეგიის ინტეგრალური ნაწილია, რაც მიღწეული შედეგების
ანალიზსა და მომდევნო ეტაპების სწორად დაგეგმვას შეუწყობს ხელს.

2. შესავალი

6
წინამდებარე სტრატეგია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის
მდგომარეობის მაჩვენებლების, ქცევითი რისკ-ფაქტორების გავრცელების, საერთაშორისო
გამოცდილებისა და მეცნიერული მონაცემების საფუძველზე შემუშავდა. ჯანმრთელობის
ხელშეწყობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემოთავაზებული პროექტი სრულად
ასახავს ჯანმრთელობის ხელშეწყობის კონცეფციას და მის სამივე სფეროს მოიცავს. ესენია:
განათლება ჯანმრთელობის შესახებ, ჯანმრთელობის დაცვა და ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

ჯანმრთელობის შესახებ განათლება, რაც მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას


გულისხმობს, ადამიანის შეხედულებებზე, დამოკიდებულებასა და ქცევებზე დადებითი
ზემოქმედების საშუალებას იძლევა. ინფორმირებული მოქალაქე უკეთ ზრუნავს საკუთარ
ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

ჯანმრთელობის ხელშეწყობა დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის


გაძლიერებისკენ მიმართულ სტრატეგიებსა და პრაქტიკულ ღონისძიებებს მოიცავს.
დაავადებათა პრევენცია, თავის მხრივ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების
ადრეულ გამოვლენასა და შემცირებას ითვალისწინებს. როგორც პირველადი, ასევე
მეორეული პრევენცია ჯანმრთელობის ხელშეწყობის მოდელის ელემენტებია. პრევენციული
პრაქტიკის წარმატებული განხორციელება, საზოგადოებრივი და ინდივიდუალური დონის
ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების ინტეგრეციასა და ეფექტიან კოორდინაციას
მოითხოვს.

წინამდებარე სტრატეგია, იზიარებს რა ჯანმრთელობის ხელშეწყობის თეორიულ


პრინციპებს, მიზნად ისახავს საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის ჯანმრთელობის
ხელშეწყობის ღონისძიებების საბაზისო პირობების განსაზღვრას, რაც ხელს შეუწყობს
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, დაავადებათა პრევენციას და მოსახლეობის
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. Aამ პირობებს შორის აღსანიშნავია
სახელმწიფოს, როგორც პროცესის მესაკუთრისა და წარმმართველის როლი; ღონისძიებების
ჰარმონიზაცია; მოქნილობა და სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფა; ნათელი
ანგარიშვალდებულება და სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ინფორმირება.

3. საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის


მდგომარეობის განმსაზღვრელი ფაქტორების მიმოხილვა

სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, სამოქალაქო ომმა, იძულებით


გადაადგილებულ პირთა დიდმა რაოდენობამ, მზარდმა უმუშევრობამ და ინტენსიურმა
მიგრაციამ, რომლებიც საქართველოში 1990-იანი წლებიდან შეიმჩნევა უარყოფითი
ზეგავლენა მოახდინეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შემაშფოთებელია,
რომ საქართველოში ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები საშუალო ევროპულ
პარამეტრებთან შედარებით გაცილებით დაბალია. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა
2007 წლის მაჩვენებლებით საქართველოში 75.1 წელია, 10 რაც ევროკავშირის ქვეყნებთან
შედარებით თითქმის სამი ერთეულით ნაკლებია (78.5 წელი). მართალია 2001-დან 2007

10
. World Health Organization Regional Office for Europe (2009); Health for All Database [HFA-DB], Offline Version, January 2009
edition, WHO Europe, Copenhagen.

7
წლამდე ჩვილ ბავშვთა სიკვდილობა 20-დან 14-მდე შემცირდა, ეს ჯერ კიდევ ორჯერ
აღემატება 2015 წლისთვის ათასწლეულის განვითარების მიზნებით განსაზღვრულ
მაჩვენებელს. აღსანიშნავია 2001-დან 2007 წლამდე დედათა სიკვდილობის კლება 58.7-დან
15.6-მდე, რაც ათასწლეულის განვითარების ამოცანებით დადგენილ სამიზნე მაჩვენებელს-
12.3-ს უახლოვდება.11

საქართველოში კვლავაც მაღალია არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული


სიკვდილობა და ავადობა. 2007 წელს სიკვდილობის ოთხ ძირითად მიზეზებს შორის
აღსანიშნავია: სისხლის მიმოქცევის დაავადებები (66.9%); ავთვისებიანი სიმსივნეები (10.9%);
ტრავმები, სხეულის დაზიანება და მოწამვლა (3.2%); და სასუნთქი გზების დაავადებები
(2.9%). არაკლასიფირებული სიმპტომები, ნიშნები და პათოლოგიები სიკვდილის მიზეზია
შემთხვევათა 8.2%-ში.

აღსანიშნავია არაგადამდები დაავადებების ტვირთის ზრდაში ტრავმების როლი. 2002


წლიდან ტრავმების, მოწამვლის და სხვა გარეგანი მიზეზებით გამოწვეული დაზიანებების
სიხშირის კოეფიციენტი შედარებით სტაბილური იყო ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის,
ბავშვების გარდა. 2005-2007 წლებში აღინიშნა ბავშვთა ტრავმატიზმის მატება, რაც ამ
მიმართულებით მუშაობის გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს.12

საგანგაშო რჩება ტუბერკულოზით დაავადების მაჩვენებლებიც, განსაკუთრებით


მამაკაცებში [ფილტვის ტუბერკულოზით ავადობა 2007 წელს ყოველ 100000 კაცზე 95-ს
შეადგენს].13

საკმაოდ ხშირია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც შეიძლება


სერიოზული ავადობა, დაუძლურება და შრომის უნარის დაკარგვა გამოიწვიოს.14
ოფიციალური წყაროების თანახმად, საქართველოში ფსიქიკური დარღვევების გავრცელების
მაჩვენებელი 1992 წლიდან სამჯერ გაიზარდა.15 უფრო მეტიც, სტიგმის გამო მოსახლეობა
ხშირად თავს არიდებს ფსიქიატრიული დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში
მისვლას, რის გამოც ბევრი შემთხვევა გამოუვლენელი და არანამკურნალევი რჩება.

სამეცნიერო ლიტერატურა ცალსახად მიუთითებს არაგადამდები დაავადებების


ეტიოპათოგენეზში ქცევითი რისკ-ფაქტორების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლისა და
ნარკოტიკების მოხმარება, ადინამია, არაბალანსირებული დიეტა) როლზე. 16,17 აქედან
გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ინტენსიური

11
. Georgia Health System Performance Assessment 2008, Full report, MoLHSA.
12
NCDCPH, Health and Health care in Georgia in 2007; Statistical Yearbook, Tbilisi, 2008.
13
. Georgia statistical reports 2007. http://www.ncdc.ge/GEO/Statistics/Statistical_Reports/2007/TUB.pdf
14
. MoLHSA, National Health Report, 2005..
15
The Situation of People with Mental Health Problems and People with Intellectual Disabilities, Needs
Assessment Report, Georgia, www.osmhi.org/contentpics
16
. Ian Graham et al., European guidelines on cardiovascular disease prevention in clinical practice: Executive summary., Atherosclerosis
194 (2007) 1–45., 2007.08.024
17
. Danaei Goodarz., The Preventable Causes of Death in the United States: Comparative Risk Assessment of
Dietary, Lifestyle, and Metabolic Risk Factors., April 2009 Issue of PLOS MEDICINE .

8
ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება ცხოვრების წესის ძირითადი რისკ-ფაქტორების
კონტროლსა და დაავადებათა ადრეული იდენტიფიცირებისკენ.

3.1. არაგადამდები დაავადებები და ცხოვრების წესის რისკ-ფაქტორები

3.1.1. არაგადამდები დაავადებები

არაგადამდები, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,


საქართველოში ჯანმრთელობის ძირითადი პრობლემაა. ქვეყანაში ათიდან ცხრა სიკვდილის
მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო და უბედური შემთხვევებით გამოწვეული
ტრავმატიზმია. ცნობილია, რომ ეს დაავადებები უკავშირდება ისეთ გავრცელებულ რისკ-
ფაქტორებს, როგორიც არის მოწევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების
ბოროტად გამოყენება, არაჯანსაღი კვება და ადინამია. ცნობილია რომ ყველა ეს ფაქტორი
პრევენციას ექვემდებარება.

3.1.2. ცხოვრების წესი

2006-2007 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის


სამინისტროს მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით თბილისში
ჩატარებული კვლევის საფუძველზე ირკვევა, რომ ინფორმაცია ჯანდაცვის შესახებ არ აღწევს
სამიზნე ჯგუფის უდიდეს ნაწილამდე, ხოლო ყოველწლიურად ჯანდაცვასთან
დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრება 10%-ზე ნაკლები.18 უფრო მეტიც, ჯანდაცვის
პროფესიონალები ხშირად არ იძლევიან ჯანსაღი ცხოვრებისათვის სასარგებლო რჩევებს
(მოწევის შეწყვეტაზე, წონის დაკლებაზე, მარილისა და ცხიმების მოხმარების შემცირებაზე,
ფიზიკური აქტივობის გაზრდაზე და ალკოჰოლის მიღების შემცირებაზე). შედეგად,
პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობს შეცვალოს თავიანთი ცხოვრების სტილი,
ხოლო კიდევ უფრო ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც წარმატებით აღწევს დასახულ
მიზანს.

3.1.2.1. თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარება

თამბაქოსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება მზარდ


ჯანმრთელობისა და სოციალურ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში.

გასული 15 წლის მანძილზე საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვმა


თხუთმეტჯერ იმატა და 2005 წლისთვის 50,000-ს მიაღწია. სხვადასხვა წყარო მიუთითებს
რომ 2006 წელს ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 250,000-ს შეადგენდა. 19 ამ ეტაპზე
ქვეყანაში ცოტა რამ კეთდება ამ პრობლემის დასაძლევად. ნარკოტიკულ

18
. Non-communicable diseases risk factors survey in Georgia 2006-2007, WHO and MoLHSA by CINDI, Tbilisi 2007.
Retrieved from http://www.ncdc.ge/ in June 2009.

19
antinarkotikuli politika, sSjsds da jandacvisa da socialuri sakiTxebis saparlamento komiteti, 2007. SeniSvna: angariSSi erTmaneTisgan
gamoyofilia `narkotikebis momxmareblebi” da `narkotikebze damokidebuli pirebi”.

9
დამოკიდებულებასთან ბრძოლის მიზნით შემუშავებული იქნა პოლიტიკა სტრატეგიულ
გეგმასთან ერთად, თუმცა მის განხორციელებას ჯერ კიდევ სერიოზული ხელშეწყობა
სჭირდება. ნარკოტიკების მოხმარების პრევენციისათვის გამოყოფილი საერთო რესურსებიც
საკმაოდ შეზღუდულია. ნარკოტიკული დამოკიდებულება უფრო დანაშაულად ითვლება და
ექვემდებარება დაჯარიმებას, ვიდრე დაავადებად; არსებულ სანქციებსა და აკრძალვით
ზომებს რეალურად უმნიშვნელო შედეგი აქვს და პრობლემის გადაჭრისათვის საკმარისი არ
არის.

რაც შეეხება თამბაქოს მოხმარებას, სხვადასხვა წყაროთი დასტურდება თამბაქოს


მოხმარების საგანგაშო მაჩვენებლები. უკანასკნელი 16 წლის მანძილზე მოწევა ქალებში 6-
ჯერ გაიზარდა და კვლავაც იზრდება. 2005 წელის მონაცემებით, 20 მოსახლეობის
დაახლოებით 27-30% თამბაქოს მომხმარებელია, აქედან 50-65% მამაკაცი, ხოლო 22% ქალია.
საქართველოში თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ღონისძიებები, ჯერ კიდევ არ
მოიცავს ყველა სფეროს. თამბაქოს პროდუქტზე ფასის ზრდა ინფლაციის ტემპს არ
აღემატება. მართალია, თამბაქოს რეკლამა აკრძალულია ტელევიზიასა და რადიოში, მაგრამ
ბეჭდური მედია, გარე რეკლამები, სიგარეტის რეალიზაციის პუნქტებში არსებული რეკლამა
და რეკლამირების სხვა გზები ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება. კანონი “საქართველოში
თამბაქოს კონტროლის შესახებ” ითვალისწინებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა
და ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ზომებს, მაგრამ კანონით
განსაზღვრული შეზღუდვები ხშირად ირღვევა. პრობლემებია თამბაქოს კოლოფის
მარკირებისა და შეფუთვის ნორმებთან დაკავშირებითაც.21

3.1.2.2. ფიზიკური აქტივობა

არასახარბიელო მდგომარეობაა მოსახლეობის მიერ ფიზიკური აქტივობის


რეკომენდებული რეჟიმის დაცვის თვალსაზრისითაც. თბილისში 2006 წელს ჩატარებული
კვლევის მონაცემებით მოზრდილი მოსახლეობის დიდი ნაწილი (ცხრილი 3.1.:43.5%)
ყოველდღიურად 6 საათზე მეტს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს. გამოკითხულთა 85.6%
ინტენსიურად (ვარჯიშს თან ახლავს ოფლის გამოყოფა) მხოლოდ წელიწადში
რამოდენიმეჯერ ვარჯიშობს. მოქალაქეების ცხრა პროცენტი არ არის დაკავებული საშუალო
ინტენსივობის ფიზიკური აქტივობებით. თუმცა 60.7% აღნიშნავს, რომ კვირის უმეტეს
დღეებში ზომიერად იტვირთება.22 სამწუხაროდ, მონაცემები ბავშვებში ფიზიკური
აქტივობის დონის შესახებ საქართველოში არ მოიპოვება.

უკანასკნელ წლებში განხორციელებული ინიციატივები, რაც სკოლებსა და უბნებში


სპორტული მოედნებისა და გამაჯანსაღებელი კომპლექსების შენებას ითვალისწინებდა
ძალზე ეფექტიანი ღონისძიებებია ბავშვებში ფიზიკური აქტივობის წახალისების
თვალსაზრისით და, ამდენად მუდმივ მხარდაჭერას საჭიროებს. ამასთანავე, აუცილებელია

20
. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯანმრთელობის ეროვნული მოხსენება, 2005.
21
. Population Survey on Tobacco Economy and Policy in Georgia., A survey of Georgian population,
Department of Statistics by FCTC, 2007
22
. არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების კვლევა საქართველოში 2006-2007 წწ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, CINDI, თბილისი 2007 http://www.ncdc.ge/

10
მოსახლეობის ინფორმირება ფიზიკური აქტივობის სასურველი რეჟიმისა და მისი
მნიშვნელობის შესახებ.

3.1.2.3. ჯანსაღი კვება

საქართველოს მოსახლეობის დიეტური ჩვევების შესახებ მეცნიერული მონაცემები


მცირეა. თუმცა, არსებული სტატისტიკა მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობის
კვების ჩვევებს საფუძვლიანი კორექტირება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად
ახალ ხილსა და ბოსტნეულს მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი
ღებულობს. (ცხრილი 3.1; 31.5%). გამოკითხულ ადამიანთა ერთ მესამედზე მეტი კვირის
მანზილზე ხილს არ მიირთმევს. ხოლო თითქმის 80% არასოდეს მოიხმარს დაკონსერვებულ
ან გამომშრალ ხილს.13

სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სხვა ორგანიზაციებში განთავსებულ კვების


ობიექტებს არ მოეთხოვებათ ჯანსაღი კვების სტანდარტების დაცვა. ამიტომ ბავშვები
სკოლაში ყოფნის დროს ან საერთოდ საუზმის გარეშე რჩებიან ან უწევთ მსუბუქი საკვებით ან
ნამცხვრებით დანაყრება.23

საკვების მოხმარების ნორმებისა და ჯანსაღი კვების სააგიტაციო ეტიკეტების


არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენს და განსაკუთრებულ ყურადღებას
საჭიროებს.14

3.1.2.4. ჭარბი წონა და სიმსუქნე

არაჯანსაღი კვებისა და დაბალი ფიზიკური აქტივობის შედეგად სწრაფად იზრდება


სიმსუქნის მაჩვენებელი. ჭარბი წონის მქონე (ცხრილი 3.1: 34.9%) და მსუქანი (29.4%)
მოზრდილი მოსახლეობის პროცენტული წილი მაღალია, ისევე როგორც იმ პირთა
რაოდენობა, რომელთა წელის გარშემოწერილობა აჭარბებს ოპტიმალურ/ფიზიოლოგიურ
პარამეტრებს (ცხრილი 3.1; მამაკაცები – 38.8%, ქალები – 54.4%).13

3.1.2.5. ალკოჰოლის მოხმარება

არსებულ მეცნიერული მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქართველოში ალკოჰოლის


ჭარბად მოხმარება მხოლოდ ზომიერი პრობლემაა. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს
ალკოჰოლის მოხმარების არასრული შეფასებით იყოს განპირობებული. თბილისის რისკ-
ფაქტორების კვლევაში13 (2006-2007) აღნიშნულია, რომ რესპონდენტთა 36.7%-ს არასოდეს
მიუღია ძლიერი ალკოჰოლური სასმელები. 36.9% ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს სვამს
წელიწადში რამდენიმეჯერ; 19.2% - 2-3-ჯერ თვეში (უმეტესად მამაკაცები); 3.8% - კვირაში
ერთხელ, 2.3% - კვირაში 2-3-ჯერ, ხოლო 0.6% ყოველდღიურად მოიხმარს ძლიერ
ალკოჰოლურ სასმელებს (ამ ჯგუფში მხოლოდ მამაკაცები არიან). რესპონდენტთა ერთი
მეხუთედი (უმეტესად ქალები) არასოდეს სვამს ღვინოს. თითქმის ნახევარი ღვინოს
მიირთმევს წერიწადში რამდენიმეჯერ და ამ ჯგუფში შედარებით მეტი ქალია. ნახევარზე
23
. რისკ-ფაქტორების და ღონისძიებების ანალიზი, ანგარიშის პროექტი, 2009,
სშჯსდს/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტი

11
მეტს (55.8%) არასოდეს მიუღია 6 ან მეტი ჭიქა ერთ ჯერზე. 1.1% (28 რესპონდენტი) მოიხმარს
ამ რაოდენობის ალკოჰოლს ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღიურად. ამ უკანასკნელ
ჯგუფში მხოლოდ ერთი მდედრობითი სქესის რესპონდენტი იყო.

3.1.2.6. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კო-მორბიდული რისკ-ფაქტორების


მართვა

საქართველოში არასათანადო ყურადღება ეთმობა გულ-სისხლძარღვთა


დაავადებების თანმხლები მდგომარეობების (კო-მორბიდული რისკ-ფაქტორები) მართვას,
რომლებმაც შეიძლება დაამძიმონ დაავადების მიმდინარეობა და გააუარესონ გამოსავლები.
უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით მოზრდილი მოსახლეობის ორ
მესამედზე მეტს მომატებული აქვს სისხლში ქოლესტერინის დონე (ცხრილი 3.1.: 72.1%) და
მხოლოდ მათმა მცირე ნაწილმა (6.8%) იცის ამის მნიშვნელობის შესახებ. მცირეა იმ
ადამიანთან რიცხვიც, ვინც მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო მკურნალობას
ექიმის დანიშნულებით იტარებს. (ცხრილი 3.1: რესპონდენტების 41.2%). ჯეროვნად არ ხდება
სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი. მაგ. თბილისის კვლევაში რესპონდენტთა მხოლოდ
17.8%-ს ჰქონდა გაზომილი გლუკოზის დონე სისხლში ბოლო 12 თვის განმავლობაში.24

ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტების ინფორმირებულობის დონე


დაავადებათა ადრეული დიაგნოსტირების მნიშვნელობისა და სკრინინგის პროცედურების
შესახებ დაბალია. ჯანდაცვის პროფესიონალებიც ნაკლებ ყურადღებას უთმობენ
დაავადებათა მეორეულ პრევენციას და ყოველთვის არ უწყობენ ხელს პაციენტის მიერ
მკურნალობის რეჟიმის დაცვას, რამაც შეიძლება არასასურველი კლინიკური გამოსავლები
გამოიწვიოს.

ცხრილი 3.1: საქართველოში ქცევითი რისკ-ფაქტორების გავრცელება სამი კვლევის


საფუძველზე
რისკ-ფაქტორები პროცენტული მაჩვენებლები
ქალები კაცები სულ
თამბაქოს მოხმარება

24
. არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების კვლევა საქართველოში 2006-2007 წწ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, CINDI, თბილისი 2007 http://www.ncdc.ge/

12
23% 62% 42.2%*
22% 50-65% 27-39%**
14.9% 59.8% 36.1%***
ალკოჰოლის მოხმარება *
დაბალი მოხმარება - - 27,5%
მაღალი მოხმარება - - 0,5%
დიეტა*25
იყენებს იოდიზირებულ მარილს - - 85.6%
იკვებება ახალი ბოსტნეულით თითქმის ყოველდღე - - 31.5%
სვამს უალკოჰოლო სასმელებს 1-2-ჯერ კვირაში - - 36.5%
ფიზიკური ვარჯიში*
საშუალო დატვირთვის ვარჯიში რეგულარულად (6-7 დღე კვირაში) - - 60.7%
აქვს ვარჯიშის შესაძლებლობა - - 92.6%
ყოველდღიურად 6 სთ-ზე მეტ ხანს მჯდომარედ ატარებს 38.2% 49.1% 43.5%
თავისუფალ დროს ფიზიკური აქტივობა ოფლდენით რამდენიმეჯერ წელიწადში - - 85.6%
სხეულის მასა*
ნორმალური სხეულის მასის ინდექსი - - 34%
ჭარბი წონა 34.9% 40.2% 34.9%
სიმსუქნე 31.6% 27.1% 29.4%
წელის გარშემოწერილობა აღემატება ოპტიმალურ დონეს 54.4% 38.8% -
დეპრესია* 28.4% 25.1%
Qქოლესტერინის გაზომვა*
არასოდეს გაუზომია - - 87%
ჰიპერქოლესტერინემია 75.5% 70.7% 72.1%
იცოდა ჰიპერქოლესტერინემიის შესახებ 5.9% 7.7% -
სისხლში გლუკოზის გაზომვა *
ინფორმირებულობა ჰიპერგლიკემიის შესახებ 17.3% 19.7% -
ჰიპერტენზია
მოსახლეობა გადის ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო მკურნალობას ექიმის - - 41.2%
რეკომენდაციით
მიიღეს ექიმის რეკომენდაცია არა-ფარმაკოლოგიური მკურნალობის შესახებ - - 29.7%
არარეკომენდებული წამლების მიღება - - 46.3%
წყარო:

არა გადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების კვლევა საქართველოში 2006-2007წწ., მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და
საქრთველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, CINDI (სამიზნე ჯგუფი: 2,472 თბილისში, ასაკი
25-65 წელი)

ეროვნული ანგარიში ჯანმრთელობის შესახებ, სშჯსდს 2007

***
მოსახლეობის გამოკითხვა თამბაქოს ეკონომიკისა და პოლიტიკის შესახებ საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის
გამოკვლევა. სტატისტიკის დეპარტამენტი, FCTC, 2007 (ეროვნული შერჩევა, სამიზნე ჯგუფი:1685, ასაკი 13-70 წელი)

3.2. ინფექციური დაავადებები

ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ტუბერკულოზი, გრიპი და აივ


ინფექცია/შიდსი კვლავ უმთავრეს პრობლემებად რჩება.

25

13
ინტენსიური ჩარევების მიუხედავად, ტუბერკულოზის გავრცელების დონე და
სიხშირე საქართველოში კვლავ მაღალია. 2007 წლის მონაცემებით ტუბერკულოზის
გავრცელება ყოველ 100000 კაცზე 118, ხოლო სიხშირე 100000 კაცზე 95-ს შეადგენდა.

მაღალია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიხშირე, მათ შორის


სიფილისისა და გონორეის (8.7 და 16.7 ყოველ 100000 კაცზე შესაბამისად 2007წ.). 26 შეიმჩნევა
შიდსის შემთხვევების მატების ტენდენციაც: 1.8-დან (2000წ) 7.8-მდე (2007წ.) ყოველ 100000
კაცზე.27

აუცილებელია გაგრძელდეს ფართომასშტაბიანი ღონისძიებები იმუნიზაციის მოცვის


გაუმჯობესებისა და ბავშვთა ინფექციური დაავადებების კონტროლის მიზნით, რათა
მიღწეული იქნას ბავშვთა ჯანმრთელობისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნებით
განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლები.

4. საქართველოში ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის


დანერგვის პერსპექტივები

საქართველოში ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის დანერგვისათვის


კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მაღალი დონის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და
მულტისექტორული თანამშრომლობის ეფექტიან კოორდინაციას.

ფაქტორები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის


პრაქტიკის გაუმჯობესებას შემდეგია:

 ეკონომიკური კრიზისი, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს უახლოესი პერიოდის


ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტზე.
 ჯანდაცვის სამსახურებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა და ხარისხი, რის გამოც
დაბალია სამედიცინო მომსახურების უტილიზაცია, პაციენტების დიდი ნაწილი
თვით-მკურნალობას მიმართავს, სამედიცინო და სამოქალაქო საზოგადოება
არასათანადო ყურადღებას აქცევს პრევენციულ და ცხოვრების ჯანსაღი წესის
დამკვიდრებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რასაც ჯანმრთელობისთვის სავალალო
შედეგები მოყვება.
 ჯანმრთელობის ხელშეწყობისადმი მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება.
 არასაკმარისად მძლავრი პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართული
იქნება უთანასწორობის შემცირებისკენ შემოსავლების, სოციალური
უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანმრთელობის საკითხებთან მიმართებაში.
 ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვისა და დანერგვის შედეგების
შეფასებისთვის არაადექვატური საინფორმაციო უზრუნველყოფა.

26
. საქართველოს სტატისტიკური ანგარიში 2007, http://www.ncdc.ge/GEO/Statistics/Statistical_Reports/2007/STD.pdf
27
. საქართველოს სტატისტიკური ანგარიში 2007, http://www.ncdc.ge/GEO/Statistics/Statistical_Reports/2007/Shidsi.pdf

14
 ჯერ კიდევ არასაკმარისად განვითარებული პრევენციაზე ორიენტირებული
პირველადი ჯანდაცვის სისტემა.
 ჯანმრთელობის ხელშეწყობის პრაქტიკის განხორციელებისთვის არასაკმარისი
ადამიანური და ფინანსური რესურსი.
 ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნებისთვის არსებული კანონების აღსრულების
სისტემების სისუსტე.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობის პრაქტიკის


გაუმჯობესებისთვის არსებობს რამოდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა,
როგორიცაა:

 ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის პოლიტიკური მხარდაჭერა;


 ჯანმრთელობის ხელშეწყობის ინიციატივების პრიორიტეტულობის აღიარება
საერთაშორისო ორგანიზაციების და არაერთი ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციის მიერ;
 ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ფინანსური მხარდაჭერა დონორი
ორგანიზაციების მიერ;
 ჯანმრთელობის ხელშეწყობის რესურსების დაჩქარებული ამოქმედება, პოლიტიკური
ნებისა და ხელმძღვანელობის კონტექსტში;
 გაუმჯობესებული კოორდინაციისა და ჰარმონიზაციის შესაძლებლობა
ჯანმრთელობის ხელშეწყობის ინტეგრირებული სტრატეგიის არსებობის პირობებში;
 ადამიანთა ქცევაში ცვლილებების ხელშეწყობა მეცნიერულად დასაბუთებული
ინტერვენციების საფუძველზე (მაგ. მარილის იოდიზირება, იმუნიზაციის კამპანია,
ძუძუთი კვება);
 პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიწოდებაში
მისი როლის გაზრდა;
 განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმა;
 კერძო სექტორისა და ჯანდაცვის დაზღვევის სწრაფი განვითარება და ეფექტიანი
სახელმწიფო-კერძო სექტორის პარტნიორობების ჩამოყალიბება.

4.1. სტრატეგიული დაგეგმვის ძირითადი პრინციპები


წინამდებარე სტრატეგია ეფუძნება შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს:
 ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მნიშვნელოვანი
სოციალური ინვესტიციაა;
 კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული
უთანასწორობის შემცირებას;
 ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც
სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორს;
 ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი პარტნიორობების,
ქსელებისა და ალიანსების ფორმირება;

15
 ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მონაწილეობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის
აუცილებელი წინაპირობაა;
 ყველა ადამიანს აკისრია სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი ჯანმრთელობაზე;
 ჯანმრთელობის ხელშეწყობა მოითხოვს სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარებას
და აქტივობების ინტეგრირებას სხვადასხვა სექტორებში.
 ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის აუცილებელია შესაფერისი პროფესიული
ეთიკისა და სტანდარტების დამტკიცება და დანერგვა;
 ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოლიტიკა და გადაწყვეტილებები სარწმუნო
კვლევების მასალებს უნდა ეყრდნობოდეს;
 ჯანმრთელობის ხელშეწყობის წარმატებულობისთვის აუცილებელია მრავალმხრივი
ჩარევა;
 ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ქცევის ტიპების მონიტორინგის
სისტემების ჩამოყალიბება და ამოქმედება;
 აუცილებელია ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის განხორციელების
შედეგების სისტემატური შეფასება.

5. ხედვა და სტრატეგიული პრიორიტეტები

5.1. ხედვა და მიზანი

ხედვა, რომელსაც ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგია ემყარება, საქართველოს


მოსახლეობისთვის საუკეთესო ჯანმრთელობის მდგომარეობის მიღწევას გულისხმობს,
რამდენადაც ეს იდეალურ პირობებში იქნებოდა შესაძლებელი.

საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის შემოთავაზებული


პროექტი სრულად იზიარებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დევიზს
ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობისთვის
იმ შესაძლებლობების შექმნას, რაც მათ თავიანთი ჯანმრთელობისა და მისი განმსაზღვრელი
ფაქტორების უკეთესი კონტროლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების
საშუალებას მისცემს.

6. 2010-2015 წლების სტრატეგიული პრიორიტეტები

6.1. ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის სტრატეგიული


პრიორიტეტების შერჩევის კრიტერიუმები

16
წინამდებარე გეგმის სტრატეგიული ამოცანები საქართველოში სიკვდილობისა და
ავადობის უმთავრესი მიზეზების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა. ათიდან ცხრა
სიკვდილის მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო და ტრავმებია, რომელთა
დიდი ნაწილი არასწორი ქცევითაა განპირობებული და, ამდენად, შეიძლებოდა თავიდან
აგვეცილებინა. სტატისტიკური მონაცემები და არაერთი კვლევა ადასტურებს
საქართველოში ცხოვრების არაჯანსაღი სტილისა და ქცევითი რისკ-ფაქტორების სიმრავლეს,
რასაც სათანადო რეაგირება ესაჭიროება. ასევე, კარგადაა ცნობილი უუნარობის
განვითარებაში (DALY-ს სტრუქტურა) არტერიული ჰიპერტენზიის, სიმსუქნის, ალკოლოჰისა
და ნარკოტიკების მოხმარების, ადინამიის, თამბაქოს, არასწორი კვებისა და დაუცველი
სექსის გადამწვეტი როლის თაობაზე.28 სარწმუნო მეცნიერული ფაქტები მიუთითებს, რომ
სათანადო ჩარევის შედეგად წარმატებითაა შესაძლებელი არასწორი ქცევის შეცვლა და
შედეგად მასთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილობის ტვირთის შემცირება.
გამომდინარე აქედან, წინამდებარე სტრატეგია აქტენს აკეთებს სიკვდილობისა და ავადობის
უდიდეს მიზეზებთან დაკავშირებულ რისკებზე და გვთავაზობს მათი აღმოფხვრის
მეცნიერულად დასაბუთებულ გზებს.

6.2. სტრატეგიული ამოცანები


ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიული გეგმის ამოცანებია:

1. თამბაქოს მოხმარების კონტროლი


2. ჯანსაღი კვების ხელშეწყობა, მათ შორის, ბავშვების/დედების კვების პრინციპების
დაცვა
3. ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა
4. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შემცირება
5. ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა
6. ტრავმატიზმის შემცირება
7. ინფექციების კონტროლი, მათ შორის, სქესობრივი გზით გადადებული
დაავადებებისა და შიდსის.
8. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კომორბიდული რისკ-ფაქტორებისა და კიბოს
ადრეული გამოვლენის მიზნით სკრინინგულ პროგრამებში მოსახლეობის
მონაწილეობის ხელშეწყობა.

6.2.1. სტრატეგიული ამოცანა 1: თამბაქოს მოხმარების კონტროლი


ფაქტები

28
The European health report 2005, Public health action for healthier children and populations.,
http://www.euro.who.int/document/e87325.pdf

17
მოწევა წარმოადგენს რისკ-ფაქტორს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის 29
(გულის კორონარული დაავადება, სტენოკარდია, პერიფერიულ სისხლძარღვთა
დაავადებები), სხვადასხვა ტიპის კიბოსა 30 (ფილტვის, პირის ღრუს, ხმოვანი იოგების,
საყლაპავის, ღვიძლის, პანკრეასის, კუჭის, თირკმლების, ნაღვლის ბუშტის და საშვილოსნოს
ყელის, ასევე, ზოგიერთი ტიპის ლეიკემიის) და სასუნთქი სისტემის დაავადებებისთვის 31
(ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, სასუნთქი გზების ინფექციები).
მეცნიერული ფაქტები ადასტურებს, რომ ეფექტიანი ღონისძიებებით შესაძლებელია
მწეველთა რაოდენობის შემცირება და მოწევასთან დაკავშირებული კატასტროფული
შედეგების თავიდან აცილება.

თამბაქოს მოხმარების კონტროლის მოსალოდნელი შედეგები

თამბაქოს მოხმარების კონტროლის შედეგად მოსალოდნელია: 32

1. თამბაქოს მოხმარებისგან ახალგაზრდებისა და ბავშვების დაცვა


2. მწეველებში თამბაქოს მოხმარების აღკვეთა

ეს შედეგები შეიძლება მიღწეული იქნეს შემდეგი გზებით:

1. თამბაქოს მავნეობის თაობაზე მშობლების, მასწავლებლების, ახალგაზრდებისა და


ბავშვების ინფორმირებულობის გაზრდა.
2. ახალგაზრდებსა და მოზრდილ მოსახლეობაში მწეველების გამოვლენა და მათთვის
თამბაქოს მოწევის შეწყვეტისთვის კვალიფიცირებული დახმარების აღმოჩენა.
3. თამბაქოს მოხმარების კონტროლში სამოქალაქო საზოგადოებისა და თემის როლის
გაძლიერება და მისი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, რაც თამბაქოს
კონტროლისთის სათემო ალიანსების ჩამოყალიბებისა და ამოქმედების გზით
შეიძლება განხორციელდეს.
4. პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და ჰოსპიტლების ამბულატორიულ
განყოფილებებში პრევენციული პრაქტიკის, კერძოდ თამბაქოს მოწევის
კონტროლისკენ მიმართული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
5. თამბაქოს შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების სისტემის გაძლიერება,
ჯანდაცვის სექტორის აქტიური თანამონაწილეობით.

თამბაქოს მოხმარების კონტროლთან დაკავშირებული კონკრეტული ღონისძიებები

თამბაქოს მოხმარების კონტროლისკენ მიმართული სპეციფიკური ღონისძიებები


მოიცავს ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ, ინსტიტუციურ, სისტემურ და სამართლებრივ
ჩარევას, რომელიც არაერთ სფეროს შეეხება (ეკონომიკა, სამართალი, განათლება,
კანონმდებლობა, ჯანმრთელობის დაცვა) და წარმატების მისაღწევად შეთანხმებულ
მოქმედებას მოითხოვს.

29
. WHO Cardiovascular disease: prevention and control.
http://www.who.int/dietphysicalactivity/publications/facts/cvd/en/
30
. WHO Tobacco Free Initiative: Cancer. http://www.who.int/tobacco/research/cancer/en/index.html
31
. WHO Chronic respiratory diseases. http://www.who.int/respiratory/en/
32
. WHO Framework Convention on Tobacco Control. http://www.who.int/fctc/text_download/en/index.html

18
თამბაქოს კონტროლისთვის დადასტურებულია ქვემოთ წარმოდგენილი
ღონისძიებების ეფექტიანობა. ამდენად, მათი განხორციელება მნიშვნელოვანია წინამდებარე
სტრატეგიის თამბაქოს კონტროლის ამოცანის მისაღწევად.

ინდივიდუალურ ეფექტიანი საკომუნიკაციო საშუალებებით ცალკეული პირებსა


დონეზე და სამიზნე ჯგუფების ინფორმირება თამბაქოს მოხმარების
რისკის შესახებ.
ჯანმრთელობის ტრენინგის ყოვლისმომცველი პროგრამის ჩამოყალიბება და
დაცვის დანერგვა პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის,
პროფესიონალები მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, რაც მათ ბავშვებსა და
ახალგაზრდებში მწეველობის გამოცნობის საშუალებას
მისცემთ.
სკრინინგისა და მკურნალობის მეთოდებთან (მათ შორის
თამბაქოს შემცვლელებთან) დაკავშირებით პირველადი
ჯანდაცვის მიმწოდებლებისა და ადგილობრივი
ფარმაცევტებისთვის ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამის
შემუშავება და განხორციელება
თამბაქოს მოხმარების კონტროლის მტკიცებულებაზე
დამყარებული კლინიკური გაიდლაინის შემუშავება და
დანერგვა.
თემები თემებისთვის იმ აუცილებელი ინსტრუმენტების მიწოდება,
რომლებიც ადამიანებს მოწევის შეწყვეტისკენ უბიძგებს
(მაგალითად, ადგილობრივი მასწავლებლების, ჯანმრთელობის
სფეროს პროფესიონალების, სოციალური მუშაკების და
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების
ინფორმირებულობის გაზრდა თამბაქოს მოხმარების
კონტროლთან დაკავშირებით ტრენინგებისა და ინფორმაციის
გავრცელების გზით).

ჯანდაცვის სისტემა სადაზღვევო სქემებში პრევენციული, კერძოდ თამბაქოს


მოწევის კონტროლის ღონისძიებების ინტეგრირების
ხელშეწყობა.
კანონმდებლობა ყოველწლიურად თამბაქოს ფასის ზრდის ადვოკატირება.

19
“საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის
აღსრულების სისტემის გაძლიერება

შეფასების ინდიკატორები თამბაქოს კონტროლისთვის

თამბაქოს კონტროლის ამოცანის განხორციელების წარმატებულობა შეფასდება შემდეგი


ინდიკატორებით:
1. მოსახლეობის რა ნაწილი (%) აცნობიერებს თამბაქოს მოწევის მავნეობას.
2. თამბაქოს მწეველობის გავრცელების მაჩვენებელის ცვლილება ასაკისა და
სქესის მიხედვით.

6.2.2. სტრატეგიული ამოცანა 2 : ჯანსაღი კვების ხელშეწყობა


ფაქტები

არასრულფასოვანი კვება, ზედმეტი წონა და სიმსუქნე გულ-სისხლძარღვთა და


სასუნთქი სისტემის დაავადებების, 33დიაბეტისა34 და კიბოს35 ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
და პირიქით, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი კვება ადამიანს სხვადასხვა სახის
ავთვისებიანი სიმსივნეებისან და გულის დაავადებებისგან იცავს. ბავშვების ცუდად კვება
სუსტი ჯანმრთელობის საწინდარია.36 ორსულის არასწორი კვება და ჭარბწონიანობა
უარყოფითად აისახება ნაყოფის ჯანმრთელობაზე.37

არაჯანსაღი დიეტა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა საქართველოში. მეცნიერული


ფაქტები ადასურებს, რომ ჯანსაღი დიეტა აუმჯობესებს ჯანმრთელობის გამოსავლებს. 38

ჯანსაღი კვების ხელშეწყობის მოსალოდნელი შედეგები

33
. WHO Cardiovascular diseases. http://www.who.int/cardiovascular_diseases/en/
34
. WHO Obesity and overweight. http://www.who.int/dietphysicalactivity/publications/facts/obesity/en/
35
. WHO Cancer prevention. http://www.who.int/cancer/prevention/en/
36
. WHO Diet, nutrition and chronic diseases in context: Infancy and Childhood and adolescence.
http://www.who.int/nutrition/topics/4_dietnutrition_prevention/en/index1.html
37
. WHO/Food And Agriculture Organization of the United Nations. Diet, nutrition and chronic diseases in
context. http://www.fao.org/DOCREP/005/AC911E/ac911e06.htm#bm06.2.1
38
. Breg Alfred O., Behavioral Counseling in Primary Care to promote a Healthy Diet., U.S. Preventive Services
Task Force., American Journal of preventive Medicine., 2003; 24(1):93-100.

20
ჯანსაღი კვების ხელშეწყობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ სექტორის
თანამშრომლობას, რომელიც გარკვეული სახით მონაწილეობს საკვების წარმოების ან
სურსათით მომარაგების პროცესებში.

ჯანსაღი კვების ხელშეწყობის ამოცანის განხორციელების მოსალოდნელი შედეგები


შემდეგია: 39,40

 საქართველოს ყველა მოქალაქე იცავს ბალანსირებულ დიეტას


 ყველა ბავშვი და მომავალი დედას იკვებება ადეკვატურად
 იკლებს ჭარბი წონისა და სიმსუქნის გავრცელების მაჩვენებლები
 მატულობს ჩვილის დაბადებიდან რამდენიმე საათში ძუძუთი კვების შემთხვევები

აღნიშნული შედეგების მიღწევის საშუალებებია:


1. ბავშვების მისამართით კვების პროდუქტების რეკლამირების და პროპაგანდის
აკრძალვა
2. ძუძუთი კვების ხელშეწყობის შესახებ კანონის (მიღებულია საქართველოს
პარლამენტის მიერ 1999 წელს) აღსრულების სისტემის გაძლიერება
3. პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და ჰოსპიტლების ამბულატორიულ ნაწილებში
პრევენციის პრაქტიკის გაძლიერება, რაც ჯანსაღი კვების ხელშეწყობისკენ იქნება
მიმართული.
4. საკვებ პროდუქტებზე მარილის, შაქრის, ნაჯერი და უჯერი ცხიმებისა და
კალორიების შემცველობის მაჩვენებელი იარლიკების შემოღება, შესაფერისი
კანონმდებლობის ფარგლებში.
5. კვების სტანდარტების დანერგვის ადვოკატირება სკოლებში, საავადმყოფოებსა და
სამუშაო ადგილებზე.
6. ძუძუთი ადრეული კვების ინიციატივის გაფართოვება (დაბადებიდან რამდენიმე
საათში)
7. ძუძუთი კვების ხელშეწყობა და დროული და ადეკვატური დამატებითი კვების
უზრუნველყოფა
8. ბავშვის ჯანსაღი კვების პრაქტიკის ხელშეწყობა

კონკრეტული ქმედებები ჯანსაღი კვების ხელშეწყობისთვის


დადასტურებულია ჯანსაღი კვების ხელშეწყობისთვის ქვემოთ წარმოდგენილი
ღონისძიებების ეფექტიანობა. ამდენად, მათი განხორციელება მნიშვნელოვანია
წინამდებარე სტრატეგიის ჯანსაღი კვების ხელშეწყობის ამოცანის მისაღწევად.

ინდივიდუალურ კომუნიკაციის ეფექტიანი საშუალებებით სამიზნე ჯგუფებში


დონეზე ინფორმაციის გავრცელება (ბავშვები, მშობლები, მომავალი დედები
და მთლიანად მოსახლეობა).
ძუძუთი კვების პროპაგანდა მედიის დახმარებით.
39
. WHO. Report of a Joint WHO/FAO Expert Consultation. Diet, Nutrition and the Prevention of Chronic
Diseases. Geneva 2003. http://whqlibdoc.who.int/trs/WHO_TRS_916.pdf
40
. English Department of Health, 9 March 2005. Choosing a better diet.
http://www.dh.gov.uk/en/Publicationsandstatistics/Publications/PublicationsPolicyAndGuidance/DH_4105356

21
დედათა და ბავშვთა სამსახურებების მიერ ძუძუთი კვების
პროპაგანდა.
ჯანმრთელობის ტრენინგის ყოვლისმომცველი პროგრამის შემუშავება და დანერგვა
დაცვის პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის,
პროფესიონალები მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის ჯანსაღი კვების, ძუძუთი
კვების და სიმსუქნის პრევენციის შესახებ.
სიმსუქნის პრევენციისა და მკურნალობის მტკიცებულებებზე
დამყარებული გაიდლაინების შემუშავება და დანერგვა.

პირველად ჯანდაცვასა და ჰოსპიტლებში წონის კონტროლის


ბაზისური და სპეციალიზებული სამსახურებისა განვითარება, რაც
ორიენტირებული იქნება მრავალკომპონენტიან ჩარევებზე და
დაეფუძნება დიეტის, ფიზიკური დატვირთვისა და ქცევის
შეცვლისკენ მიმართულ პროგრამებს.
სკოლები სკოლებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვის/გავრცელების აკრძალვა.
სისტემები პურის ფქვილში რკინისა და ფოლიუმის მჟავას დამატება

იოდიზირებული მარილზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის


უზრუნველყოფა

ჯანსაღი დიეტის პროპაგანდისკენ მიმართული პრევენციული


ზომების ჩართვა დაზღვევის სქემებში.

კანონმდებლობა კვების პროდუქტებში მარილის, ცხიმების, შაქრის, შემცველობისა და


კალორიების შემცველობის მაჩვენებელი იარლიყების შემოღების
შესახებ კანონის ადვოკატირება.
სკოლებში, საავადმყოფოებსა და სამუშაო ადგილებზე კვების
სტანდარტების შემოღების ადვოკატირება.

“ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური


საკვების მოხმარების» შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების
გაუმჯობესება.

შეფასების ინდიკატორები ჯანსაღი კვების ხელშეწყობისთვის

1. მოსახლეობის რა ნაწილი (%) აცნობიერებს ჯანსაღი კვებისა და ბალასირებული


დიეტის პრინციპებს.
2. სიმსუქნის გავრცელების დინამიკა
3. მოსახლეობის წილი, რომელთაც დაუდგინდათ შარდში იოდის დაბალი დონე
4. ახალშობილებში ნერვული ღეროს დეფექტების მაჩვენებელი
5. იმ სკოლების რაოდენობა, სადაც ბავშვებს ხელმისაწვდომ ჯანსაღ საკვებს სთავაზობენ
6. იმ საავადმყოფოების რაოდენობა, სადაც შექმნილია ძუძუთი კვების
ხელშეწყობისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობები.
7. დაბადებიდან რამოდენიმე საათში ძუძუთი კვების დაწყების მაჩვენებლის დინამიკა
8. ოთხ თვემდე ძუძუთი კვების გაგრძელების მაჩვენებლის დინამიკა

22
9. ჩიყვით ავადობის დინამიკა
10. ქალთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ჩვილს 4 თვის ასაკამდე ძუძუთი
კვებავენ.

6.2.3. სტრატეგიული ამოცანა 3 : ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა


ფაქტები

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ადინამია და ჭარბი წონა რისკ-ფაქტორებს


წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადების, დიაბეტისა და კიბოსთვის. საქართველოში
ადინამია განსაკუთრებით გავრცელებულია ქალაქებში. არსებობს მტკიცებულებები იმის
თაობაზე, რომ ფიზიკური აქტივობის გაზრდის შედეგად უმჯობესდება ჯანმრთელობის
მდგობარეობა და ზოგადი თვითგრძნობა.41,42

ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის მოსალოდნელი შედეგები

ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგებია:43,44


1. ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფიზიკური აქტივობის სასურველი დონის მიღწევა (სულ
მცირე, დღეში 60 წუთამდე ზომიერი დატვირთვა და კვირაში ორჯერ ინტენსიური
ვარჯიში).
2. მოზრდილებსა და მოხუცებში ფიზიკური აქტივობის სასურველი დონის მიღწევა
(ზომიერი ფიზიკური აქტივობა 30 წუთით კვირაში 5 ან მეტი დღის განმავლობაში).

აღნიშნული შედეგების მიღწევის საშუალებებია:

1. ფიზიკური აქტივობის სასურველი დონის შესახებ ინფორმირებულობის ზრდა


მთლიანად მოსახლეობაში, მათ შორის ხანდაზმულებში.
2. ფიზიკური აქტივობის დანერგვა ადრეულ წლებში – სკოლებში და უმაღლეს
სასწავლებლებში.
3. სასწავლო შენობებში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის
შესაძლებლობების/ინფრასტრუქტურის განვითარება.
4. ფეხითა და ველოსიპედით სიარულისათვის ინფრასტრუქტურის განვითარება.
5. პარკებისა და დასასვენებელი ადგილების კეთილმოწმობა და ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესება.
6. ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ ფიზიკური აქტივობის თაობაზე პაციენტების
კონსულტირება.
41
. Healthy People 2010, conference edition. Washington DC: U.S. Department of Health and Human Services;
2000. Available at: http://www.health.gov/healthypeople/Document/HT ML/Volume2/22Physical.htm.
Accessed May 30, 2002.
42
. Bauman A, Bellew B, Vita P, Brown W, Owen N. Getting Australia active: towards better practice for the
promotion of physical activity. Melbourne: National Public Health Partnership, 2002.
43
.WHO Move for Health. http://www.who.int/moveforhealth/en/
44
. English Department of Health, 9 March 2005. Choosing activity: a physical activity action plan.
http://www.dh.gov.uk/en/Publicationsandstatistics/Publications/PublicationsPolicyAndGuidance/DH_4105354

23
7. დამქირავებლებისთვის პრაქტიკული რჩევების და საუკეთესო გამოცდილების
გაზიარება იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება აქტიურობის პროპაგანდა სამუშაო
ადგილებზე და მიღებული პრაქტიკის გავრცელება აქტიურ ფიზიკურ და
კულტურულ გარემოსთან დაკავშირებით.

კონკრეტული ღონისძიებები ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისთვის

დადასტურებულია ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისთვის ქვემოთ


წარმოდგენილი ღონისძიებების ეფექტიანობა. ამდენად, მათი განხორციელება
მნიშვნელოვანია წინამდებარე სტრატეგიის ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის
ამოცანის მისაღწევად.

ინდივიდუალურ კომუნიკაციის ეფექტიანი საშუალებებით სამიზნე


დონეზე ჯგუფებში ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური
აქტივობის რეკომენდებული რეჟიმის თაობაზე.
ჯანმრთელობის ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ ფიზიკური აქტივობის
დაცვის რეჟიმის რეგულარული შეფასებისა და რეკომენდებული
პროფესიონალები დატვირთვის თაობაზე პაციენტების კონსულტირების
ხელშეწყობა.

სკოლები, საზოგადოება საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიური გამოყენება


და სამუშაო ადგილები საზოგადოების რესურსის სახით სპორტული და ფიზიკური
ვარჯიშების ჩასატარებლად, მათ შორის, სამუშაო საათების
შემდეგ.

სპორტულ ღონისძიებებში მოსახლეობის მონაწილეობის


ხელშეწყობა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და
გარეუბნების კეთილმოწყობის გზით.

დამქირავებლებისთვის პრაქტიკული რჩევების და


პრაქტიკაში არსებული საუკეთესო მაგალითების მიწოდება
იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება აქტიურობის პროპაგანდა
სამუშაო ადგილებზე და ამ პრაქტიკის დანერგვის
ხელშეწყობა.
ჯანმრთელობის პირველადი ჯანდაცვასა და ჰოსპიტლებში ადინამიაზე
დაცვის სისტემები სკრინინგისა და ფიზიკურ აქტივობაზე კონსულტირების
პრაქტიკის გაუმჯობესება.

შეფასების ინდიკატორები ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისთვის

24
1. მოსახლეობის რა ნაწილი (%) აცნობიერებს ფიზიკური აქტივობის რეჟიმის დაცვის
მნიშვნელობას.
2. მოსახლეობის რა ნაწილი (%) იცავს ფიზიკური აქტივობის რეკომენდებულ რეჟიმს

6.2.4. სტრატეგიული ამოცანა 4: ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების


კონტროლი

ფაქტები

ალკოჰოლის მოხმარება იწვევს ჭარბ წონას, სიმსუქნეს და გულ-სისხლძარღვთა


დაავადებებს, დიაბეტს (ჭარბი წონიდან გამომდინარე), ღვიძლის ციროზს, კიბოს45, კუჭ-
ნაწლავის დაავადებებს (ციროზი, გასტრიტი, ჰეპატიტი), სხეულის წინასწარ განზრახულ და
შემთხვევით დაზიანებებს, მათ შორის, დაკავშირებულს ავტო-საგზაო შემთხვევებთან,
თვითმკველობას, ნეიროფსიქიატრიულ აშლილობებს.

კიდევ უფრო მძიმეა ნარკოტიკების მოხმარების შედეგები, რაც მნიშვნელოვნად


ზრდის ინფექციების (აივ, B და C ჰეპატიტი),46 უეცარი სიკვდილისა და ფსიქიკური
პრობლემების რისკს. ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში გავრცელებული და მზარდი
პრობლემაა. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ როგორც ალკოჰოლის, ასევე ნარკოტიკების
ბოროტად მოხმარების დაძლევა შესაძლებელია.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებული


მოსალოდნელი შედეგები

ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების შემცირების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგებია:


47

1. ალკოჰოლსა და/ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობის


შემცირება
2. მძიმე მსმელების რაოდენობის შემცირება.
3. ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მომხმარებელი ადამიანების რაოდენობის
შემცირება.

ეს შედეგები შეიძლება მიიღწევა შემდეგი საშუალებებით:

1. ალკოჰოლის რეალური ფასის ზრდის ადვოკატირება

45
janmrTelobis msoflio organizacia, evropis regionuli ofisi, 2001. alkoholi evropaSi – moxmareba, ziani da
Sesabamisi politika. http://www.euro.who.int/document/E76240.pdf
46
WHO Substance misuse, Policies and plans to reduce the demand for drugs.
http://www.euro.who.int/alcoholdrugs/20090515_1
47
WHO: Management of substance abuse. http://www.who.int/substance_abuse/en/

25
2. ალკოჰოლის რეკლამირებისა და პროპაგანდის აკრძალვის ადვოკატირება
3. ალკოჰოლის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის
4. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის შეჩერება
5. ადგილობრივი პარტნიორობების ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებენ ალკოჰოლისა
და ნარკოტიკების მოხმარების საკითხებზე
6. ჯანმრთელობის ცენტრებისა და ჰოსპიტლების ამბულატორიული სამსახურების
განვითარება პრევენციის პრაქტიკის გაძლიერების, კერძოდ ალკოჰოლის და
ნარკოტიკების მოხმარების კონტროლის გაუმჯობესების მიზნით.

კონკრეტული ღონისძიებები ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების


შემცირებისთვის

დადასტურებულია ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შემცირებისთვის ქვემოთ


წარმოდგენილი ღონისძიებების ეფექტიანობა. ამდენად, მათი განხორციელება
მნიშვნელოვანია წინამდებარე სტრატეგიის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების
შემცირების ამოცანის მისაღწევად.

ინდივიდუალურ კომუნიკაციის ეფექტიანი საშუალებებით სამიზნე ჯგუფებში


დონეზე ინფორმაციის გავრცელება ალკოჰოლისა და ნარკომანიის
მავნეობის შესახებ.
ჯანმრთელობის ტრენინგის ყოვლისმომცველი პროგრამის შემუშავება და
დაცვის დანერგვა პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის,
პროფესიონალები მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის ალკოჰოლის
მომხმარებლის ჩვევების დადგენის შესახებ ბავშვებსა და
ახალგაზრდებს შორის.

ალკოჰოლის მოხმარების დადგენის და მკურნალობის ფაქტებზე


დაფუძნებული სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინების)
შემუშავება და დანერგვა.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამოვლენის და


მკურნალობის საკითხებზე ტრენინგის ყოვლისმომცველი
პროგრამის შემუშავება და დანერგვა პირველადი ჯანდაცვის
მომსახურების მუშაკებისთვის და ადგილობრივი
ფარმაცევტებისთვის.

ნარკოტიკების მოხმარების დადგენის და მკურნალობის ფაქტებზე


დაფუძნებული სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება და
დანერგვა.

საზოგადოება საზოგადოებისთვის იმ აუცილებელი ინსტრუმენტების მიწოდება,


რომლებიც უბიძგებს ადამიანებს ალკოჰოლის ზომიერი
მოხმარებისა და ნარკოტიკებზე უარის თქმისკენ (მაგალითად,

26
ადგილობრივი მასწავლებლების, ჯანმრთელობის სფეროს
პროფესიონალების, სოციალური მუშაკების და ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობის გაზრდა
ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების კონტროლთან
დაკავშირებით, ტრენინგებისა და ინფორმაციის გავრცელების
გზით).

ჯანმრთელობის ალკოჰოლის ზომიერი რაოდენობით მიღების პროპაგანდისკენ


სისტემა მიმართული ზომების ჩართვა დაზღვევის ყველა სქემაში.
კანონმდებლობა ყოველწლიურად ალკოჰოლზე ფასის ზრდის ადვოკატირება.

ალკოჰოლთან დაკავშირებული განცხადებების და რეკლამის


აკრძალვის ადვოკატირება.

ალკოჰოლის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ადვოკატირება.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის შეწყვეტის


ადვოკატირება.

ალკოჰოლის ყიდვის კანონიერი ასაკის გაზრდის ადვოკატირება.

სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე მძღოლების შერჩევით


შემოწმების ადვოკატირება.

შეფასების ინდიკატორები ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების


კონტროლისთვის

1. მოსახლეობის რა ნაწილი (%) აცნობიერებს ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებასთან და


ნარკომანიასთან დაკავშირებულ საფრთხეს.
2. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების გავრცელების დინამიკა, ასაკისა და სქესის მიხედვით.
3. ნარკომანიის შემთხვევების დინამიკა, ასაკისა და სქესის მიხედვით.

6.2.5. სტრატეგიული ამოცანა 5 : ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა


ფაქტები

ფსიქიკური ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სფეროა. ფსიქიკური


ჯანმრთელობის შესუსტებამ ადამიანი თვითმკვლელობამდე შეიძლება მიიყვანოს და ხელი
შეუწყოს ნარკომანიის, თამბაქოს მოხმარების, ალკოჰოლიზმის გავრცელებას.

27
დეპრესია, რაც საქართველოში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, უნარების
შეზღუდვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და DALY-ის სტრუქტურაში მნიშვნელოვან როლს
თამაშობს. 48

არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა


დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი


შედეგები

ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის დაგეგმილი ღონისძიებების


განხორციელების შედეგად მოსალოდნელია:

1. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის ცოდნის გაღრმავება


2. ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული სტიგმის შემცირება
3. ფსიქიკურ ჯანმრთელობას სფეროში უთანასწორობის შემცირება
4. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიერ დახმარების
ძიების ქცევის შეცვა.
5. ბავშვების და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება
6. გავრცელებული ფსიქიკური პრობლემების : დეპრესიისა და შფოთვის, შემთხვევების
შემცირება

ამ შედეგების მიღწევა შესაძლებელია შემდეგი გზებით:

1. ფსიქიკური პრობლემების გამო ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის შემცირების


მიზნით, ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობის შესახებ მეტი ინფორმაციის
გავრცელება საზოგადოების, პროფესიულ და პოლიტიკურ დონეებზე.
2. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თემებისა და ოჯახების ქმედითუნარიანობის
გაძლიერება.
3. ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ცალკეული პირები და სოციალური ჯგუფები,
განსაკუთრებით ისინი, ვინც იზოლირებული, ღარიბია ან დაუცველია, მეტად
შეძლებენ მოქმედებას და საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული კონკრეტული


ქმედებები

დადასტურებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ქვემოთ


წარმოდგენილი ღონისძიებების ეფექტიანობა. ამდენად, მათი განხორციელება
მნიშვნელოვანია წინამდებარე სტრატეგიის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის
ამოცანის მისაღწევად.

48
. WHO Mental health: Depression. http://www.who.int/mental_health/management/depression/definition/en/

28
ინდივიდები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკასთან დაკავშირებული
პროფესიონალები, ფორუმების და დისკუსიების ორგანიზება;
პოლიტიკოსები
ჯანმრთელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში პირველადი ჯანდაცვის
დაცვის ექიმებისა და ექთნების ტრეინინგი;
პროფესიონალები საზოგადოებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტირების
სამსახურებთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
საზოგადოება და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად
ოჯახები ადგილობრივი სათემო ინიციატივების ხელშეწყობა;

სკოლებში მუშაობა, განსაკუთრებით ფიზიკური და


ფსიქოლოგიური ძალადობის («ბულინგის») პრობლემების
გადასაჭრელად და ინიციატივები იმ ახალგაზრდების რიცხვის
შესამცირებლად, რომლებსაც მისაღებად მიაჩნიათ ძალადობა
გარკვეულ სიტუაციებში.

მშობლებისთვის ისეთი პროგრამების შემოღების ადვოკატირება,


რომლებიც გამორიცხავს ბავშვის აღზრდაში ფიზიკური დასჯის
გამოყენებას და გააუმჯობესებს მშობლების აღმზრდელობით
უნარ-ჩვევებს.
სისტემები ფსიქიკური ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემების
გაძლიერება.

ფსიქიკური პრობლემების გამოვლენისა და მონიტორინგის


სისტემის გაუმჯობესება და შესაფერისი საინფორმაციო
სისტემების განვითარება.

თემზე ორიენტირებული ფსიქიკური სამსახურების განვითარება.

საზოგადოება, იზოლაციის აღმოფხვრის მიზნით სპორტული და კულტურული


კულტურა საქმიანობის ხელმისაწვდომობის ამაღლება და მოხალისეების
ხელშეწყობა.
კანონმდებლობა საკანონმდებლო ინიციატივისთვის მხარდაჭერა, რომელიც
მიმართული იქნება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების
უთანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამუშაო
ადგილებზე, ჯანდაცვის დაწესებულებებში, სკოლებსა და
სხვადასხვა საზოგადოებაში.

შეფასების ინდიკატორები ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის

29
1. მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების
მიმართ.
2. დეპრესიითა და შფოთვით ავადობის დინამიკა ასაკისა და სქესის მიხედვით

6.2.6. სტრატეგიული ამოცანა 6: ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა

ფაქტები

საქართველოში მაღალი რჩება ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევათა


რაოდენობა, ასევე პრობლემას წარმოადგენს ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებისადმი
რეზისტენტულობა. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში მაღალია სხვადასხვა შტამებით
გამოწვეული გრიპის საფრთხე. სწრაფად იზრდება ნარკომანებში ინფექციური დაავადებების
მაჩვენებლები, კერძოდ აივ/შიდსი და B და C ჰეპატიტები.

არსებობს წყალმომარაგებასთან, ჩამდინარე წყლებთან და კანალიზაციის


სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის შედეგად იზრდება წყლით
გადაცემული ინფექციური დაავადებების რიცხვი.

ინფექციური დაავადებები მძიმე ტვირთად აწვება ოჯახებს და თემებს. თუმცა


არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ შესაძლებელია ინფექციური დაავადებების
გავრცელების შემცირება.

ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის მოსალოდნელი შედეგები

ინფექციური დაავადებებთან ბრძოლის შედეგად მოსალოდნელია ყოველწლიურად:

1. ბავშვთა ასაკის ინფექციების შემცირება


2. სქესობრივი გზით გადაცემული დაავადებების შემთხვევების შემცირება

3. აივ ვირუსის შემთხვევების შემცირება

4. გონორეით ავადობის შემცირება

5. ქლამიდიით ავადობის შემცირება

6. სიფილისით ავადობის შემცირება

7. საავადმყოფოსშიდა ინფექციებით ავადობის შემცირება

8. თემში აღმოცენებული პნევმონიით ავადობის შემცირება

9. საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევების შემცირება

10. ტუბერკულოზით ავადობისა და დაავადებიანობის შემცირება

30
ამ შედეგების მიღწევის შესაძლო გზებია:

1. იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა


2. ყველა ბავშვის სავალდებულო იმუნიზაცია ზოგადი ინფექციური დაავადებების
წინააღმდეგ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.

3. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა (სგდ) და აივ ვირუსის შესახებ


მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა

4. C, B და A ჰეპატიტების, აგრეთვე აივ ვირუსის იდენტიფიკაცია მაღლი რისკის


პირებში (მ.შ. ნარკომანები)

5. ახალგაზრდებში ქლამიდიაზე სკრინინგი

6. 65 წლის ზემოთ მაღალი რისკის პირების (პაციენტების ქრონიკული დაავადებებითა


და დაქვეითებული იმუნიტეტით) გრიპისა და პნევმონიის საწინააღმდეგო
ვაქცინაცია.

7. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მიერ მედიკამენტური მკურნალობის


რეჟიმის დაცვის გაუმჯობესება.

8. საკვები პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კანონების და


ნორმების შესრულების გაუმჯობესება.

კონკრეტული ღონისძიებები ინფექციური დაავადებების შესამცირებლად

დადასტურებულია ინფექციური დაავადებებთან ბრძოლაში ქვემოთ ჩამოთვლილი


საქმიანობების ეფექტიანობა. ამდენად, მათი განხორციელება მნიშვნელოვანია წინამდებარე
სტრატეგიის ინფექციური დაავადებების შემცირების ამოცანის მისაღწევად.

ინდივიდუალურ დონეზე ეფექტიანი საკომუნიკაციო საშუალებებით მოსახლეობასა და


სამიზნე ჯგუფბში სგდ-ის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

მოზარდების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით


შიდსის საწინააღმდეგო საინფორმაციო პროგრამების
შემუშავება.

მაღალი რისკის ჯგუფებში პრეზერვატივების


ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სქესობრივი გზით
გადამდები ინფექციების, აივ შიდსის, და არასასურველი
ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

ჯანდაცვის სახელმწიფო პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების ტრენინგები და


მიმწოდებელები და აღჭურვა იმუნიზაციის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
ჯანდაცვის სისტემები

31
მაღალი რისკის ჯგუფებში C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე
სკრინინგის შემოღების ადვოკატირება.

მაღალი რისკის პირებისთვის (მ.შ. ნარკომანები) B და A


ჰეპატიტის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ახალგაზრდებში ქლამიდიაზე სკრინინგის დანერგვის


ხელშეწყობა.

ჯანდაცვის მიმწოდებლებისთვის გრიპისა და პნევმონიის


ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ხანდაზმულებში გრიპის პრევენციასთან დაკავშირებით


მეცნიერულად დასაბუთებული სახელმძღვანელო პრინციპების
შემუშავება და განხორციელება.

ტუბერკულოზის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის


უზრუნველყოფა.

კანონმდებლობა საკვები პროდუქტების ჰიგიენის, კვების მუშაკების ტრენინგისა


და კვალიფიკაციის, კვების სტანდარტების მონიტორინგის
სისტემის გაძლიერება.

საკვები პროდუქტების ჰიგიენასთან დაკავშირებული ნორმების


შესრულება.

საკვები პროდუქტებით მოწამვლის შემთხვევების


საფუძვლიანი გამოძიება.

შეფასების ინდიკატორების ინფექციების კონტროლისთვის

1. ცვლილება ტუბერკულოზის ახალ შემთხვევათა (ავადობა) რაოდენობაში და


გავრცელების (დაავადებიანობა) მაჩვენებელში;
2. იმ მოსახლეობის წილი, რომელმაც იცის, თუ რა ზიანი მოაქვს სქესობრივი გზით
გადამდებ დაავადებსა და აივ-ს
3. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ავადობის (ახალი შემთხვევების)
მაჩვენებელი
4. ცვლილება ბავშვებში ინფექციებით ავადობის მაჩვენებელში;
5. ქლამიდიის ინფექციით ავადობის დინამიკა;
6. საზოგადოებაში აღმოცენებული პნევმონიის ავადობის დინამიკა;
7. საავადმყოფოსშიდა ინფექციებით ავადობის დინამიკა.

6.2.7. სტრატეგიული ამოცანა 7: ტრავმატიზმის შემცირება

32
ფაქტები

სხეულის დაზიანება სიკვდილის მესამე ყველაზე გავრცელებული მიზეზია


საქართველოში. 2005-2007 წლებში აღინიშნა ბავშვებში ტრავმატიზმით გამოწვეული
სიკვდილობის ზრდა.49 სხეულის უნებლიე დაზიანების შემთხვევები გავრცელებულია
არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. 50 თუმცა, მეცნიერული ფაქტები
მიუთითებენ, რომ სხეულის დაზიანების შემთხვევებისა და ამით გამოწვეული
სიკვდილობის შემცირება შესაძლებელია.

ტრავმატიზმის შემცირების მოსალოდნელი შედეგები

ტრავმატიზმთან ბრძოლის შედეგად მოსალოდნელია:


1. სხეულის შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის
შემცირება.
2. უბედურ შემთხვევის ფონზე სხეულის შემთხვევითი დაზიანების მაჩვენებლის
შემცირება.
3. ავტო-საგზაო შემთხვევებში დაღუპული ან სერიოზულად დაშავებული ადამიანების
რაოდენობის შემცირება.
4. ავტო-საგზაო შემთხვევებში დაღუპული ან სერიოზულად დაშავებული ბავშვების
რაოდენობის შემცირება.
5. ყოველ 100 მლნ მანქანა/კილომეტრზე მსუბუქად დაშავებული ადამიანების
რაოდენობის შემცირება.
6. ოჯახებში ცეცხლსასროლი იარაღით შემთხვევით დაღუპული ადამიანების
რაოდენობის შემცირება.

ამ შედეგების მიღწევა შესაძლებელია შემდეგი გზებით:

1. საგზაო უსაფრთოების უზრუნველყოფისთვის შესაფერისი კანონმდებლობის


შემოღების ადვოკატირება. 51
2. უსაფრთხოების ზომებისა და დაზიანებების თავიდან აცილების შესახებ ცოდნის
ამაღლება ბავშვებში, მშობლებში, მასწავლებლებში, ჯანდაცვის და სხვა სფეროს
სპეციალისტებში.
3. ტრავმატიზმის პრევენციისკენ მიმართული კანონმდებლობის აღსრულების
გაუმჯობესება.

კონკრეტული ღონისძიებები ტრავმატიზმის შემცირებისთვის

49
. NCDCPH, Health and Health care in Georgia in 2007; Statistical Yearbook, Tbilisi, 2008.
50
. WHO The global burden of disease: 2004 update. Part 4.
http://www.who.int/healthinfo/global_burden_disease/GBD_report_2004update_part4.pdf
51
. WHO Global status report on road safety.
http://www.who.int/violence_injury_prevention/road_safety_status/2009/en/

33
დადასტურებულია ტრავმატიზმის შემცირებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი
საქმიანობების ეფექტიანობა. ამდენად, მათი განხორციელება მნიშვნელოვანია წინამდებარე
სტრატეგიის ტრავმატიზმთან ბრძოლის ამოცანის მისაღწევად.

ინდივიდუალურ ეფექტიანი საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაციის გავრცელება


დონეზე მიზნობრივ ჯგუფებში ტრავმატიზმის თავიდან აცილებისა და
უსაფრთხოების საკითხებზე.

 უსაფრთხოების საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება


ფეხით მოსიარულეთა შორის დაზიანების თავიდან აცილების
მიზნით.

 ადამიანების ინფორმირება სახლის პირობებში დაზიანების


თავიდან აცილების რეკომენდებული გზების თაობაზე.
საზოგადოება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უსაფრთხო თემების
მოდელის შემოღება მოსახლეობაში ტრავმების თავიდან ასაცილებლად.

მშობლების განათლება ბავშვებში დამწვრობის და დამდუღვრის


თავიდან ასაცილებლად.
კანონმდებლობა საგზაო უსაფრთხოებისთვის შესაფერისი საკანონმდებლო
ცვლილებების ადვოკატირება:
 მანქანის მართვის მოწმობის გაცემის ასაკის რეგულირება
ავარიების თავიდან აცილების მიზნით
 მოტოციკლის მძღოლებისათვის სავალდებულო ჩაფხუტების
ტარება, თავის და სახის არეში დაზიანების თავიდან აცილების
მიზნით
 მოტოციკლისტების მგზავრებისათვის ჩაფხუტების ტარება
დაზიანების თავიდან აცილების მიზნით
 ჩარევა ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტებისათვის
ხილვადობის გასაუმჯობესებლად სიკვდილიანობის და
უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით
 წითელი მაჩვენებლების გამოყენება გზებზე ავარიების თავიდან
აცილების მიზნით
 სიჩქარის გადამეტების გამოსავლენი მოწყობილობების
გამოყენება გზებზე ავარიების თავიდან აცილების მიზნით

შეფასების ინდიკატორების ტრავმატიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის

1. შემთხვევითი დაზიანებისგან (ტრავმებისაგან) სასიკვდილო შემთხვევების


რაოდენობა და სიხშირე

34
2. შემთხვევითი ტრავმების შემთხვევათა რაოდენობა და სიხშირე
3. გაუთვალისწინებელი არასასიკვდილო შემთხვევების რაოდენობა და სიხშირე
(ავტოსაგზაო შემთხვევები)
4. ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული ან მძიმედ დაშავებულთა რაოდენობა
5. ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ბავშვების
რაოდენობა

6.2.8. სტრატეგიული ამოცანა 8: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების


კომორბიდული რისკ-ფაქტორებისა და კიბოს ადრეული გამოვლენის
მიზნით სკრინინგულ პროგრამებში მოსახლეობის მონაწილეობის
ხელშეწყობა/წახალისება

ფაქტები

საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილობის ყველაზე ხშირი


მიზეზია. ეს მაჩვენებელი უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე უცვლელი რჩება და 100000
კაცზე 640-ს შეადგენს. ეს ციფრი ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთა
შედარებით მაღალია, თუმცა დსთ-ს ქვეყნების საშუალო დონეს არ აღემატება. 52 ასევე
მაღალია ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეული ავადობა და სიკვდილობა. ცნობილია,
რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და კიბოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ DALY-ს
სტრუქტურაში.

მეცნიერული ფაქტებით დასტურდება, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და


ავთვისებიანი სიმსივნეებით ავადობა და დაავადებიანობა რისკის ადრეული გამოვლენისა
და დროული ჩარევის საფუძველზე შეიძლება შემცირდეს.

სკრინინგებში მონაწილეობის ხელშეწყობის შედეგები


პირველადი ჯანდაცვის დონეზე სკრინინგისა და შემთხვევების აქტიური გამოვლენის
ფონზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია:

1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის შემცირება

2. ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეული სიკვდილობის შემცირება

3. არტერიული წნევის კონტროლის გაუმჯობესება

4. ჰიპერქოლესტერონემიის გავრცელების შემცირება


ამ გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად, რაც ცხადია წინამდებარე სტრატეგიის
მოქმედების ვადებს სცდება, განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

52
MoLHSA, Georgia Health System Performance Assessment, Full report, 2008

35
1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ავთვისებიანი სიმსივნეების რისკ-
ფაქტორებისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის
ინფორმირებულების გაზრდა
2. პირველად ჯანდაცვასა და ჰოსპიტლების ამბულატორიულ განყოფილებებში
პრევენციისა და სკრინინგის პრაქტიკია გაუმჯობესება
3. საშვილოსნოს ყელის და მკერდის კიბოზე სკრინინგის53 ხელშეწყობა მისი
ეფექტიანობისა და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით.

კონკრეტული ქმედებები სკრინინგის ინიციატივებში მოსახლეობის


მონაწილეობის ხელშესაწყობად

აღნიშნული სტრატეგიული ამოცანის მისაღწევად შემოთავაზებულია შემდეგი


ინტერვენციები:

ინდივიდუალურ დონეზე ყველა სრულწლოვანი მოქალაქის ინფორმირება


არტერიული წნევის გაზომვის, ქოლესტერინის
შემოწმებისა და სხვა ეფექტიანი ღონისძიებების
თაობაზე, რომელთა მიზანი ადრეულ ეტაპზე
გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს
გამოვლენაა.

ჯანდაცვის სისტემები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და საშვილოსნოს


ჯანდაცვის მომწოდებლები ყელისა და მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტირების
მიზნით პირველადი ჯანდაცვის დონეზე სკრინინგის
პროგრამების დანერგვა.

მეცნიერულად დასაბუთებული გაიდლაინების


შემუშავება და გავრცელება გულსისხლძარღვთა და
სიმსივნური დაავადებების მნიშვნელოვანი რისკ-
ფაქტორების გამოსავლენად.

ჰიპერტონიის, დიაბეტის, ჰიპერლიპიდემიის მართვის


პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით მეცნიერულად
დასაბუთებული სახელმძღვანელო პრინციპების
შემუშავება და გავრცელება.

შეფასების ინდიკატორები სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობის


ხელშეწყობისთვის

1. მოსახლეობის რა ნაწილი (%) აცნობიერებს სკრინინგის მნიშვნელობას


2. მოსახლეობის რა ნაწილი (%) მონაწილეობს სკრინინგის პროგრამებში

53
WHO Cancer: Screening and early detection of cancer. http://www.who.int/cancer/detection/en/

36
3. გულსისხლძარღვთა სიკვდილობისა და ავადობის დინამიკა
4. სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილობისა და ავადობის
დინამიკა.
5. ჰიპერტენზიით დაავადებიანობისა და ავადობის დინამიკა.
6. ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებიანობისა და ავადობის დინამიკა.

7. ზოგადი ღონისძიებები ჯანმრთელობის ხელშეწყობის


სტრატეგიის განხორციელებისთვის

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის წარმატებული განხორციელებისთვის


მნიშვნელოვანია რამოდენიმე სისტემური პირობის დაკმაყოფილება, კერძოდ:

1. პირველადი ჯანდაცვის სამსახურების გაძლიერება და პრევენციულ მომსახურებაზე


ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რაც საქართველოს პირველადი ჯანდაცვის
რეფორმის უმთავრესი ამოცანაა;

2. სოციალური მარკეტინგის და საინფორმაციო კამპანიების განხორციელება, რაც


ეფექტიანი ინტერვენციებისა და კულტურული თვალსაზრისით კომპეტენტურ და
ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ჩამოყალიბებულ გზავნილებზე
იქნება დაფუძნებული და მრავალმხრივი არხებით მოსახლეობის ფართო მასებს მოიცავს.

3. შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა და კანონაღსრულების სისტემის


გაძლიერება, რაც სამართალდამცავ ორგანოებსა და ადგილობრივ სათემო თუ
არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით შეიძლება
54,55
განხორციელდეს.

4. ჯანმრთელობის ხელშემწყობისთვის საინფორმაციო სისტემების განვითარება, რაც


სათანადო სიზუსტით წარმოაჩენს პრობლემის სირთულეს და განხორციელებული
ღონისძიებების შედეგებს.

5. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სფეროში კვლევებისა და ინტერვენციების შეფასების


უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია ჩატარებული ინტერვენციების ეფექტიანობის
შეფასებისა და ახალი პროგრამების დასაგეგმად, როგორც მოკლევადიან, ასევე
გრძევადიან პერსპექტივაში.

6. საზოგადოების ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა.

7. სექტორთაშორისი თანამშრომლობის და მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკის


ციკლის დანერგვა ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის, რაც შექმნის პირობებს

54
. Kensington and Chelsea, England. Environmental Health and Trading Standards Department
Enforcement Policy: 2008. http://www.rbkc.gov.uk/environmentalservices/General/enforcementpolicy02.pdf
55
. Oxford. Environmental Health Enforcement and Prosecution Policy.
http://www.oxford.gov.uk/files/seealsodocs/1597/129.pdf

37
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ-ეკონომიკური, გარემო და საკანონმდებლო
ფაქტორების გათვალისწინების და ყოვლისმომცველი ინტერვენციების
56
განხორციელებისთვის.

8. სტრატეგიის განხორციელება და საჭირო რესურსი

8.1. სტრატეგიის განხორციელება

წინამდებარე სტრატეგია, მისი ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებაში ჩართული


ყველა დაინტერესებული მხარის სერიოზულ ძალისხმევას და საქართველოს მთავრობის
მიერ მძლავრი საკოორდინაციო მექანიზმების ამოქმედებას მოითხოვს. არსებითი
მნიშვნელობა აქვს სტრატეგიის განხორციელებაში შემდეგი სამთავრობო უწყებების
მონაწილეობას:

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო

 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

 საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული


კომისია.

 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

8.2. სტრატეგიის განხორციელებისთვის სიმძლავრეების განვითარება

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგის განხორციელებისთვის უდავოდ


მნიშვნელოვანია ქვეყანაში შესაფერისი სიმძლავრეების განვითარება, რაც სისტემის ყველა
დონესა და პროცესში მონაწილე ყველა სექტორს შეეხება.

56
. NICEPublic Health Programme Guidance PH06. Behaviour change.
http://www.nice.org.uk/guidance/index.jsp?action=byType&type=5&status=3

38
ცხრილში 8.1. შეჯამებულია სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებში
ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის სიმძლავრეთა განვითარების საჭიროებები.

სიმძლავრეების შექმნის თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობა აქვს შემდეგი ჩვევების


განვითარებას:

1. ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა


2. ჯანმრთელობის ხელშემწყობისთვის საინფორმაციო მასალის დიზაინი (მათ შორის
ფორმატიული შეფასება და ნაბეჭდი და ელექტრონული მასალის გამოცდა)
3. ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული მასალების გამოყენება
4. ზედამხედველობა და მონიტორინგი
5. ადვოკატირება

ცხრილი 8.1. სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებში ჯანმრთელობის


ხელშეწყობისთვის სიმძლავრეების განვითარების საჭიროებები

მიზნობრივი ჯგუფები Kგანსავითარებელი კომპეტენციები და რეკომენდებული ვადები


უნარ-ჩვევები ინტერვენცია
ჯანმრთელობის დაცვის 1. პიროვნებათშორისი სასწავლო პროგრამა 2010-2011
მომწოდებლები: კომუნიკაცია&კონსულტირება
(ა)პირველადი ჯანდაცვის ექიმები და ქცევითი რისკ-ფაქტორების თაობაზე
ექთნები 2. ჯანმრთელობის შესახებ მასალის
(ბ) საავადმყოფოს პერსონალი გამოყენება
3. ორგანიზაციისა და მართვის
საფუძვლები
სკოლის ადმინისტრატორები და 1. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სასწავლო პროგრამა 2010-2011
მასწავლებლები კონცეფცია
2. პიროვნებათშორისი კომუნიკაცია
3. ჯანმრთელობის კლასების მომზადება
და განხორციელება
4. ჯანმრთელობის ხელშეწყობის მასალის
გამოყენება
  
სადაზღვევო კომპანიები 1. ჯანმრთელობისა ხელშეწყობისა და სასწავლო პროგრამა 2010-2011
პრევენციის პროგრამების საბაზო
პაკეტის დაგეგმვა
საქართველოს შრომის, 1. მონიტორინგი და შეფასება პრაქტიკაში 2010-2011
ჯანმრთელობისა და სოციალური 2. KAP* გამოკვლევის გეგმა სწავლება, სასწავლო
დაცვის სამინისტრო/დაავადებათა 3. ჯანმრთელობის ხელშეწყობის ტურები
კონტროლის სახელმწიფო ცენტრი / კამპანიების დაგეგმვა და შემუშავება
საქართველოს განათლებისა და 4. ჯანმრთელობის დაცვის ეკონომიკის
მეცნიერების სამინისტრო საფუძვლები
 
არასამთავრობო ორგანიზაციები და 1. პროექტის შეფასების (ევალუაციის) სასწავლო პროგრამა, 2010-2011
პროფესიული ასოციაციები ჩვევები სამუშაო შეხვედრები
2. ჯანმრთელობის ხელშეწყობის
კამპანიების ჩატარების ჩვევები
მედია და 1. ეფექტიანი ბეჭდვითი, სატელევიზიო სემინარი/სამუშაო 2010-2011
არასამთავრობო ორგანიზაციები და რადიომასალების დაპროექტება. შეხვედრები
 

39
2. სპეციფიკური გზავნილების
შემუშავება
სხვადასხვა, მათ შორის 1. ადვოკატირების უნარ-ჩვევები ტრენინგი 2010-2011
გადაწყეტილების მიმღებები და 2. მარტივი ალგორითმების შემუშავების ადვოკატირების
პოლიტიკოსები, დონორები, უნარ-ჩვევები საკითხებზე;
ჟურნალისტები და წარმოების 3. ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის პოლიტიკასთან
სხვადასხვა დარგის პოლიტიკური გზავნილების დაკავშირებული
წარმომადგენლები ფორმულირებისა და დისსემინაციის ფორუმები და
ჩვევები შეხვედრები მრგვალი
მაგიდის გარშემო
*KAP-ცოდნის, მიდგომისა და პრაქტიკის მიმოხილვა (KAP)

8.3. ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის კომუნიკაციის საშუალებები

მოსახლეობის ინფორმირებისა და ჯანსაღი ქცევის განვითარებისთვის


ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგია მრავალფეროვანი და ურთიერთგამაძლიერებელი
საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას ითვალისწინებს, როგორიცაა63:

 მასმედია–რადიო- ან ტელეგადაცემები, რაც ფართო აუდიტორიის მოცვის


საშუალებას იძლევა.

 გავლენიან ჯანდაცვის პროფესიონალებთან, თანატოლებთან, ოჯახის წევრთან,


მეგობართან უშუალო ურთიერთობა;

 ჯანმრთელობის მხარდაჭერისადმი მიძღვნილი ბეჭდვითი ან ელექტრონული


მასალის გავრცელება, როგორიცაა საინფორმაციო ფურცლები, პლაკატები, გრაფიკები,
სასწავლო ბარათები, ბულკეტები, აუდიო და ვიდეო-კასეტები. მათი გამოყენება
რეკომენდებულია მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოწოდებული
განცხადებების (მიმართვების, შეტყობინებების) და პიროვნებათშორისი
კომუნიკაციის გასამყარებლად.

საინფორმაციო მასალების შემუშავებაში აუცილებელია სამიზნე ჯგუფების


მონაწილეობა და მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება. მასალა
ფოკუსირებული, მიმზიდველი, საკვანძო საკითხებზე ორიენტირებული უნდა იყოს.57

ცხრილი 8.2. განსაზღვრავს კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებს, რომლებმაც უნდა მიიღონ


სპეციალური, ინდივიდუალურად შემუშავებული, კულტურული თვალსაზრისით
კომპეტენტური და შესაფერისი გზავნილები (მიმართვები, შეტყობინებები). საინფორმაციო
კამპანიის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სამიზნე ჯგუფებისთვის
შესაფერისი გზავნილების მიწოდება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით
თანმიმდევრულად და სისტემატურად.

57
MoLHSA Georgia Principles for a Health Promotion Strategy 2006-2008, Prepared by OPM in 2005

40
ცხრილი 8.2. სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად ჯანმრთელობის განათლების
ღონისძიებებისთვის ძირითადი სამიზნე ჯგუფები

სტრატეგიული ამოცანა მიზნობრივი ჯგუფები ჯანმრთელობის განათლების


ინტერვენციებისთვის

თამბაქოს მოხმარების გაკონტროლება მშობლები; ორსულები; მოზრდილები&ხანდაზმულები;


ბავშვები და ახალგაზრდები

ჯანსაღი კვების ხელშეწყობა ხანდაზმულები; ორსულები; ბავშვები&ახალგაზრდები

ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა მოზრდილები; ხანდაზმულები; ბავშვები&ახალგაზრდები

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ახალგაზრდები; მოზრდილები; ორსულები; ნარკომანები;


მოხმარების შემცირება

ტრავმატიზმის შემცირება მოზრდილები; ასაკოვანი ადამიანები (დაცემის თავიდან


აცილება); ბავშვები&ახალგაზრდები

ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა მოზრდილები და ახალგაზრდები (სგგი-ის თავიდან


აცილება)
მშობლები (მათი ვალდებულებაა ხელი შეუწყონ
იმუნიზაციას)
პროსტიტუტები (აივ-ის, C და B ჰეპატიტის თავიდან
აცილება)
ხანდაზმულები (გრიპისა და პნევმონიის საწინააღმდეგო
ვაქცინაცია)
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 45 წლის ზემოთ პირები (გულ-სისხლძარღვთა
კომორბიდული რისკ-ფაქტორებისა და დაავადებების პრევენცია)
კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით 35 წელს გადაცილებული ქალები (ინფორმაცია ძუძუსა და
სკრინინგულ პროგრამებში საშვილოსნოს ყელის კიბოზე სკრინინგის თაობაზე)
მოსახლეობის მონაწილეობის
ხელშეწყობა/წახალისება

9. მონიტორინგი და შეფასება

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის დანერგვის პროცესის შეფასებისა და


შედეგების აღნუსხვისთვის აუცილებელია მონიტორინგისა და შეფასების ქმედითი სისტემის
ჩამოყალიბება. მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩომ უნდა მოიცავას მონაცემები
განხორციელების მთელი ციკლის: რესურსების/შენატანების, პროცესების, შუალედური და
საბოლოო შედეგების შესახებ. მთავარი ამოცანა იქნება მონიტორინგისათვის ძირითად
ინდიკატორებთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული შემოდინების უზრუნველყოფა.

41
ამ ინფორმაციის გენერირება შესაძლებელია არსებული საინფორმაციო სისტემებით მოხდეს,
თუმცა რიგ შემთხვევებში საჭირო იქნება სპეციფიკური კვლევების ორგანიზება, რაც ქცევითი
რისკების გამოვლენისა და მოდიფიცირების ხარისხის დადგენის საშუალებას მოგვცემს.
სტრატეგიის განხორციელების წარმატებულობის შეფასება რეკომენდებულია
სისტემატურად 3-5 წლიანი ინტერვალები.

10. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის განხორციელების


სამოქმედო გეგმა 2010-2011 წლებისათვის

10.1. მიდგომა

წინამდებარე სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილია ის კონკრეტული ღონისძიებები,


რომელთა განხორციელება ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის დანერგვის ადრეულ
პერიოდშივე უნდა მოხდეს (2010-2011 წლებში). ეს შექმნის საფუძვლებს მომავალში ახალი
ინტერვენციების დაგეგმვისა და მოქმედების სფეროს გაფართოვებისთვის.

ითვალისწინებს რა რესურსების მხრივ არსებულ შეზღუდვებს, მოსახლეობის


ჯანმრთელობის პრიორიტეტულ საჭიროებებსა და იმ კონკრეტულ ჯგუფებს, რომლებიც
სავარაუდოდ ყველაზე მეტად ისარგებლებენ ჯანმრთელობის ხელშეწყობისკენ მიმართული
ჩარევებით, გეგმა იყენებს ეტაპობრივ მიდგომას და ყურადღებას ამახვილებს ისეთ
ქმედებებზე, რომელთა მიზანია (1) ქვეყანაში სიმძლავრეების განვითარება, რაც შექმნის
საფუძვლებს მომდევნო წლებში სტრატეგიის განხორციელებისთვის, და (2) მოსახლეობის
გაცნობიერებულობის დონის ამაღლება ცხოვრების სტილის რისკ-ფაქტორების თაობაზე, რაც
ხელს შეუწყობს ქცევის მოდიფიცირებას.

10.2. 2010-2011 წლებში განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებები

ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის 2010-2011 წლების სამოქმედო გეგმა


განსაზღვრავს კონკრეტულ ღონისძიებებს შემდეგ სფეროებში (იხ. სურათი 1):

1. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის საინფორმაციო უზრუნველყოფა სათანადო


მონაცემთა ბაზისა და სამეცნიერო მტკიცებულებების მოპოვების გზით

ეს გულისხმობს ნაციონალურ დონეზე მონიტორინგის შესაძლებლობების


განვითარებას, რომელიც ქცევითი რისკებისა და ჯანმრთელობის განმსაზღვრელი სხვა
ფაქტორების შესწავლისა და აღნუსხვის საშუალებას მოგვცემს, და შექმნის მეცნიერულ
საფუძვლებს პოლიტიკის შემუშავების, ადვოკატირებისა და პროგრამების შეფასებისთვის.58
ეს კომპონენტი ასევე ითვალისწინებს სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსის
58
. A strategy for health promotion in the Eastern Mediterranean Region 2006—2013;WHO-EM/HLP/036/E <
http://www.emro.who.int/dsaf/dsa794.pdf

42
მობილიზებას ჯანმრთელობის ხელშეწყობის ცალკეული პროგრამის ეფექტიანობის
შეფასების მიზნით. რაც მომდევნო პროგრამების დაგეგმვისას უნდა იქნას
გათვალისწინებული.

ამ მიმართულებით შემოთავაზებული კონკრეტული ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:

 ჯანსაღი ქცევის მონიტორინგის კვლევა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობით


სამიზნე ჯგუფზე.
 კვლევა საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი რისკების
თაობაზე.
 ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის განხორციელების პროცესზე
მონიტორინგისა და შედეგების შეფასებისთვის კვლევები და ზედამხედველობა
მიმდინარე პერიოდში.

2. ჯანმრთელობის ხელშეწყობით დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, ძირითადი


პარტნიორებისა და ინსტიტუტების სიმძლავრეების გაძლიერება

ეს გულისხმობს ჯანმრთელობის ხელშეწყობის სფეროში პროფესიული


კომპეტენციების განვითარებას, შესაფერისი ინიციატივების დაგეგმვის, განხორციელების,
მონიტორინგისა და შეფასებისთვის.

ამ მიმართულებით შემოთავაზებული კონკრეტული ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:

 ჯანმრთელობის ხელშეწყობის თაობაზე სასწავლო მოდულის ინტეგრაცია

(ა) დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამებში;

(ბ) საბაზისო (სასკოლო) განათლების პროგრამებში

 სასწავლო მოდულების შექმნა და სასწავლო კურსის ჩატარება

სამიზნე ჯგუფი (1): სკოლის მასწავლებლები

მიზანი: ჯანმრთელობის ხელშეწყობის კონცეფციის სწავლების ჩვევების განვითარება

სამიზნე ჯგუფი (2): ჯანდაცვის პროფესიონალები

მიზანი: ქცევითი რისკის მოდიფიცირების თაობაზე პაციენტების კონსულტირების ჩვევების


განვითარებისთვის

სამიზნე ჯგუფები (3): სკოლების ადმინისტრაცია; უნივერსიტეტების ადმინისტრაცია;


საავადმყოფოების ადმინისტრაცია.

მიზანი: ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის კანონაღსრულების გაუმჯობესება

43
სამიზნე ჯგუფები(4): ყველა დაინტერესებული მხარე საჭიროებების ანალიზის საფუძველზე

მიზნები: კანონაღსრულების შესაძლებლობების გაძლიერება; მონიტორინგისა და შეფასების


შესაძლებლობების გაძლიერება.

 სხვა ღონისძიებები

(ა) თემზე დაფუძნებული გადაუდებელი დახმარებისა და კარდიო-პულმონარული


რეანიმაციის კურსის დანერგვა ტრავმატიზმით გამოწვეული სიკვდილიანობის
შესამცირებლად.

(ბ) ცხელი ხაზისა და სატელეფონო კონსულტაციებისთვის პერსონალის ტრეინინგი


(მოწევის, ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობის, ალკოჰოლის მოხმარების შესახებ, ასევე
სატელეფონო ფსიქოლოგიური კონსულტაციები)

3. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის დანერგვისთვის ინტეგრირებული


ინსტრუმენტების შემუშავება

ეს კომპონენტი ითვალისწინებს ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამების


დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისთვის გზამკვლევების შემუშავებას. სულ მცირე,
შესაძლებელია ოთხი გზამკვლევის შემუშავება ოთხი პრიორიტეტული ამოცანის – თამბაქოს
მოხმარების კონტროლის, ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობისა და ალკოჰოლის
მოხმარების შემცირებისთვის.

ამ მიმართულებით შემოთავაზებული კონკრეტული ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:

 სახელმძღვანელო რეკომენდაციების/გზამკვლევების შემუშავება ჯანმრთელობის


ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისთვის; ასევე
ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება;
 სადაზღვევო სქემებში ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების
ინტეგრირების მექანიზმების შემუშავება (მ.შ. პაციენტების წახალისებისა და
მომსახურების მიმწოდებლის ანაზღაურების მექანიზმები)
 კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა,
შემდეგ საკითხებზე:
 თამბაქოს მოწევის შეწყვეტა
 ჯანსაღი კვება
 ფიზიკური აქტივობა
 ზოგადსაექიმო პრაქტიკაში ჯანმრთელ პირთა სამედიცინო შემოწმება
(დანერგვა)
 ჰიპერტენზიის, ჰიპელიპიდემიის, დიაბეტის მართვა (დანერგვა)

44
4. ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება

ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის პოლიტიკური, საკანონმდებლო და


ინსტიტუციური მხარდაჭერის მოსაპოვებლად აუცილებელია ადვოკატირების
შესაძლებლობების გაძლიერება. ეს ითვალისწინებს ძირითადი დაინტერესებული მხარეების,
მათ შორის პოლიტიკოსების, მეცნიერების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებას და ჩართვას ჯანმრთელობის ხელშეწყობის
პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

ამ მიმართულებით შემოთავაზებული კონკრეტული ღონისძიებები მოიცავს


ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის პოპულარიზაციისა და დაინტერესებული
მხარეების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის ფორუმების, სამუშაო
შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას.

5. ფართო საინფორმაციო კამპანიების განხორციელება

ეს კომპონენტი მიმართულია საზოგადოებისა და სპეციფიკური სამიზნე ჯგუფების


ინფორმირებისა და, ამის საფუძველზე, ქცევითი რისკების შემცირებისკენ. მიზანშეწონილია
ქვეყნის მასშტაბით თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების, ჯანსაღი კვების, ფიზიკური
აქტივობის, იმუნიზაციის, სკრინიგული პროგრამების თაობაზე საინფორმაციო კამპანიების
ორგანიზება.

ამ მიმართულებით შემოთავაზებული კონკრეტული ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:

 თამბაქოს საწინააღმდეგო ნაციონალური საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება


 იმუნიზაციის ნაციონალური საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობა

 კამპანიის დაწყება ეროვნულ დონეზე ჯანსაღი კვების პროპაგანდის და ბავშვებში


ჭარბწონიანობის პრევენციის მიზნით

o ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე საინფორმაციო კამპანია


მოიცავს ნარკომანიის, ფიზიკური დატვირთვის, ალკოჰოლის ჭარბი
მოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს

6. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სფეროში მარეგულირებელი წესებისა და


კანონმდებლობის განახლება და კანონაღსრულების გაუმჯობესება

ეს გულისხმობს შესაბამის სფეროში იმ საჯარო პოლიტიკისა და კანონმდებლობის


განახლებას და აღსრულებას, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მოსახლეობის
ჯანმრთელობაზე. ეს უნდა გაკეთდეს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისა და ისეთი
კრიტერიუმების დაკმაყოფილების პარალელურად, როგორიც არის კულტურულ
თავისებურებებთან შესაბამისობა, გენდერული თანასწორობა, რელიგიური და ეთიკური
ფასეულობების სრული პატივისცემა.

45
ამ მიმართულებით შემოთავაზებული კონკრეტული ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:

 მოქმედი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელს შეუწყობს


ადგილობრივად კანონაღსრულების პროცესის გაუმჯობესებას.
 ძუძუთი კვების ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების
გაუმჯობესება (მიღებულია პარლამენტის მიერ 1999 წელს).
 “საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის აღსრულების გაუმჯობესება
 კვების სტანდარტების სკოლებსა და საავადმყოფოებში დაწესების იდეის
ადვოკატირება.
 კვებასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებების შეტანის ადვოკატირება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით
 ახალი კანონმდებლობის ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და
ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზით გამოწვეული დაზიანებების აღსაკვეთად.

7. ჯანმრთელობის ხელშეწყობაში საზოგადოებისთვის მთავარი როლის მინიჭება

ამ სფეროში განხორციელებული ღონისძიებები მიმართული უნდა იყოს


საზოგადოების მონაწილეობის გააქტიურებისკენ პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა
და განხორციელებაში, ყველა დონეზე. ამ ინიციატივებმა უნდა გააძლიერონ საზოგადოების
წევრებისა და თემების ქმედუნარიანობა: მოახდინონ მათი ინტერესების იდენტიფიცირება
და ჩართონ ადამიანები ჯანმრთელობის ხელშეწყობის ჩარევებში აქტიური ავტორებისა და
არა მომხმარებლების სახით.

ამ მიმართულებით შემოთავაზებული კონკრეტული ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:

 თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ მასწავლებლების, ჯანდაცვისა და


სოციალური მუშაკების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლების ინფორმირება და მათი ცოდნის ამაღლება ამ საკითხზე სასწავლო
კურსებისა და ინფორმაციის გავრცელების გზით.
 სასწავლო კურსების ჩატარება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის
წარმომადგენლებისთვის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ადვოკატირების
ჩვევების განვითარების მიზნით.

8. მულტისექტორული რეაგირების უზრუნველყოფა

მულტისექტორული რეაგირება ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებზე სათანადო


ინფორმაციასა და ცოდნას უნდა ემყარებოდეს. ამ სფეროში განხორციელებული ჩარევები
უნდა აძლიერებდეს პარტნიორობას სექტორებს შორის, რაც შექმნის საფუძვლებს საჭირო
ცვლილებებისთვის, და უზრუნველყოფს ჯანმრთელობის ხელშეწყობის ინტეგრირებას
ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვისა და განვითარების ყველა პროგრამაში არსებითი და
განუყოფელი ელემენტის სახით.

ამ მიმართულებით შემოთავაზებული კონკრეტული ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:

46
 სტრატეგიასთან დაკავშირებული ფორუმების ჩატარება, სადაც გავრცელდება
ინფორმაცია მიღებულ შედეგებზე და განიხილება შემდგომი ღონისძიებები.
 კვლევებისა და შეფასების ანგარიშების გავრცელება დაინტერესებულ ორგანიზაციებსა
და პირებს შორის.

სურათი 1: საქართველოში ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიისთვის ძირითადი


სამოქმედო სფეროები.

საქართველოში ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიისთვის ძირითადი


სამოქმედო სფეროები

ჯხ ჩარევის სფეროები ჯხ გარემო ქცევის


მოდიფიცირების
ამოცანები
1.საინფორმაციო ბაზის
შექმნა, მტკიცებულებების
მოპოვება, მ.შ. კვლევები თემი თამბაქოს მოწევის
კონტროლი
2.ჯხ სიმძლავრის
განვითარება ჯანსაღი კვება
დაინტერესებულ მხარეებში

ფიზიკური აქტივობა
3. ინტერგირებული
სკოლები
ინსტრუმენტების ალკოჰოლის და
ნარკოტიკების მოხმარება
შემუშავება და ჯანდაცვის ჯანმრთელობის
სისტემების გაძლიერება
ინფექციების პრევენცია და
მდგომარეობა
იმუნიზაციის ქცევა
4.ჯხ-ის ადვოკატირება ჯანდაცვის სისტემა ავადობის,
ტრავმატიზმის პრევენცია
დაავადებიანობისა
5. ფართომასშტაბიანი
საინფორმაციო კამპანიების და სიკვდილობის
ჩატარება ფსიქიკური ტვირთი
ჯანმრთელობის
6. მარეგულირებელი ხელშეწყობა
ინსტიტუციური გარემო
წესების შემუშავება,
განახლება და სკრინინგებში
განხორციელება მონაწილეობის ქცევა

7. საზოგადოებისთვის
მთავარი როლის მინიჭება

8. მულტისექტორული
პასუხის უზრუნველყოფა

47
10.3. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სფეროში დონორი ორგანიზაციების
მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები

საერთაშორისო დახმარების სფეროში ბევრი პარტნიორი და დონორი ორგანიზაცია


ამახვილებს ყურადღებას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის
საქმიანობაზე საქართველოში. ჯანმრთელობის ხელშეწყობა არაერთი პროექტის უმთავრესი
კომპონენტია და ამ სფეროში მრავალმხრივ ჩარევებს ისახავს მიზნად. ამ პროექტების
უმრავლესობა ხელს უწყობს ცხოვრების ჯანმრთელ წესის დანერგვას, ასევე კვლევებისა და
ქმედითუნარიანობის განვითარების ღონისძიებებს.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სფეროში მიმდინარე და უახლოესი პერიოდისთვის


დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების ჩამონათვალი იხ. ცხრილში 10.1. პროექტის
ბიუჯეტი არ ასახავს მხოლოდ ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის განკუთვნილ თანხებს და
წარმოდგენილია ჯამური სახით.

ცხრილი 10.1. ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით


მიმდინარე პროექტები

დონორი ორგანიზაცია და პროექტის დასახელება ვადები პროექტის საერთო


ბიუჯეტი
გლობალური ფონდი
სახელმწიფოს რეაგირების გაძლიერება შიდსის/ HIV –ეფექტური 2009-2015 14, 000, 950 აშშ დოლარი
პრევენციისა და კონტროლის მიზნით საქართველოში
შიდსის/ HIV –ის პრევენციის, მკურნალობის, მეთვალყურეობისა და 2008-2010 11,449, 497 აშშ დოლარი
ავადმყოფთა მხარდაჭერის პროგრამების აქსელერაცია
საქართველოში
საქართველოში უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობოს 2005-2010 5.536 965 აშშ დოლარი
(DOTS-ის) სტრატეგიის განხორციელების გაგრძელება-
ტუბერკულოზის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის წინააღმდეგ ივლისი 2007- 10,923,950 აშშ დოლარი
ბრძოლის საქმეში არსებული ხარვეზის შევსება ივლისი 2010
ამერიკის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი
ტუბერკულოზის მკურნალობისა და კონტროლის პროგრამა 2003-2010 7 მილიონი აშშ
დოლარი
შიდსის/აივ პრევენციის პროგრამა 2002-2009 6.5 მილიონი აშშ
დოლარი
შიდსის/აივ პრევენციის პროგრამა 2009-2014 მიმდინარეობს
ტენდერი
B ჰეპატიტის ვაქცინაციის პროგრამა მაღალი რისკის 2009-2011 მიმდინარეობს
პოპულაციაში (ჯანდაცვის მუშაკები, სამედიცინო ტენდერი
სტუდენტები, მოზარდები)
ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა ქალთა ჯანმრთელობის 2004-2009 12 მილიონი აშშ
დაცვის პროგრამის ფარგლებში დოლარი
საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და 2009-2014 მიმდინარეობს
ოჯახის დაგეგმვის სამსახურების მდგრადობის ტენდერი
უზრუნველყოფის პროგრამა
2007-2009 900.000 აშშ დოლარი
გადაუდებელი დახმარების სამსახურების განვითარების

48
პროგრამა
2009-2011 190000 აშშ დოლარი
ტრავმატიზმით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის
შემცირება (საქართველოს საგზაო უსაფრთოების ალიანსი)
2010-2014 მიმდინარეობს
ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების პროექტი (სადაზღვევო
ტენდერი
სქემებში ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების
ინტეგრაცია)
ევროკავშირი
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ხელშეწყობის პროგრამა:
გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის 2008-2011 5 მილიონი ევრო
სტრატეგიების გაუმჯობესება და ჯანმრთელობის
ხელშეწყობა.
ახალგაზრდებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის 2006-2009 2.9 მილიონი ევრო
ინიციატივა(UNFPA)
სამეგრელოს რეგიონში იძულებით გადაადგილებულ 2007-2010 1 მილიონი ევრო
პირებისთვის ხარისხიან პჯდ მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობისა და უტილიზაციის გაუმჯობესება.
ჯანმრთელობის შესახებ განათლების კომპონენტი (OxfamGB)
UNICEF
ენტერობიოზის პრევენციის პროგრამა 2009 90 000 აშშ დოლარი

ბავშვთა ჯანსაღი კვების პროექტი ქვემო ქართლში 2009 227 052 ლარი

ბავშვის/მშობლის წიგნის შემუშავების პროექტი (2009) 2009 146 780 ლარი

ნაციონალური ნუტრიციული კვლევა 2009 120 000 აშშ დოლარი

10.4. ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფინანსური უზრუნველყოფა

2009 წელს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის ბიუჯეტში საზოგადოებრივი


ჯანდაცვის პროგრამების წილი მხოლოდ 2.3 %-ს შეადგენს და ოთხი ძირითადი პროგრამის
დაფინანსებას ითვალისწინებს: 59

 დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა


 აივ/შიდსით დაავადებული პაციენტების ადრეულად გამოვლენისა და მკურნალობის
სახელმწიფო პროგრამა
 ეპიდემიების თავიდან აცილების სახელმწიფო პროგრამა
 მოსახლეობის ცოფის საწინააღმდეგო მედიკამენტებით უზრუნველყოფის
სახელმწიფო პროგრამა.

59
. MoLHSA Health care budget of 2007-2009. Tbilisi, MoLHSA, 2009.

49
სამკურნალო მომსახურების სახელმწიფო პროგრამები ფარავს ტუბერკულოზს,
ფსიქიკურ მომსახურებას და ინფექციური დაავადებების მკურნალობას.

დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი, 2009


წელისთვის, 4.611 მილიონი ლარია აფინანსებს იმუნიზაციას (1.8 მილიონ ლარი), ჯანდაცვის
მიმწოდებლების ანაზღაურებისა და ვაქცინების შესყიდვის ჩათვლით. ის შეიცავს
ნარკოტიკების მომხმარებლების რეაბილიტაციის, პროფესიული დაავადებების პრევენციის
და მონიტორინგის, გენეტიკური დარღვევების ადრეული დიაგნოსტიკის და პრევენციის და
ეპილეფსიის მკურნალობის კომპონენტებს, აგრეთვე ჯანმრთელი ცხოვრების წესის
ხელშეწყობის კომპონენტებს.

სახელმწიფო პროგრამის მეორე კომპონენტი ეხება ცოფის საწინააღმდეგო


მედიკამენტებით უზრუნველყოფას, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 1.3 მილიონი ლარია.
ბოლოს არის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამა, რომლის
ბიუჯეტია 534,500 ლარი.

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის არასახარბიელო მაჩვენებლები და


ჯანმრთელობის რისკების გავრცელების მაღალი დონე იმაზე მიუთითებს ჯანმრთელობის
ხელშეწყობისთვის დამატებითი რესურსის მოზიდვაა საჭირო. ამდენად, ამ სფეროში
როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაფინანსენის წყაროების მოძიება უდავოდ
მნიშვნელოვანი საკითხია.

ფინანსური ხელშეწყობაა საჭირო სტრატეგიის განხორციელების ადრეულ ეტაპებზე


დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებებისთვისაც. წინასწარი შეფასებით, ერთი
საინფორმაციო ნაციონალური კამპანიის ღირებულება 150 000-250 000 აშშ დოლარია. რაც
შეეხება კვლევების ხელშეწყობას, მიზნობრივი ჯგუფების ზომიდან და
ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, კვლევის ღირებულება შეიძლება იყოს 100 000-დან
250 000 ლარამდე მერყეობდეს. ამ სამუშაოების შესასრულებლად შესაძლებელი იქნება
თანხების მობილიზება საერთაშორისო დახმარების ფარგლებში.

ბოლოსიტყვაობა:

საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და


ამასთან დაკავშირებული დადებითი სოციალური და ეკონომიკური გამოსავლები
საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას
იმსახურებს. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგია ის ქმედითი ინსტრუმენტია, რამაც
ჯანმრთელობის მდგომარეობის რეალურ გაუმჯობესებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
ჯანმრთელობის შესახებ ინტენსიური საგანმანათლებლო ინტერვენციები საქართველოს
თითოეულ მოქალაქეს იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვავს, რაც მას
საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალებას მისცემს. მულტისექტორული
თანამშრომლობისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის პირობებში კი
შესაძლებელი იქნება იმ გარემო ფაქტორებზე ზემოქმედება, რომლებიც სერიოზულ
ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

50

You might also like