You are on page 1of 25

კანონპროექტისათვის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს


ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ „პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-2/84; 01.06.2017)

კანონპროექტის მიხედვით სხვა საკითხებთან ერთად შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობაში


მკვიდრდება ტერმინი რისკის შეფასება.
საინფორმაციო ფურცელი

რისკების შეფასება, როგორც შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმი ევროპის ქვეყნებში


(ნორვეგიის, დანიის, შვედეთის, ისლანდიისა და ფინეთის მაგალითზე)

სამუშაო ადგილზე მუშაკთა


რისკების შეფასების ზოგადი პრინციპები უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით
ზომების შემოღების შესახებ ევროკავშირის 89/391/EEC დირექტივის1 6.3 (ა) და 9.1 (ა) მუხლების
თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია, მოამზადოს უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის რისკების
შეფასების დოკუმენტი. ევროკავშირის ქვეყნებში რისკების შეფასება სამუშაო ადგილებზე
უბედური შემთხვევების და დაავადებების განვითარების პრევენციის უმთავრეს საშუალებად
არის მიჩნეული.
რისკების წინასწარი შეფასება და მათზე რეაგირება ხელს უწყობს ისეთი ხარჯების შემცირებას,
რაც უბედური შემთხვევების ან პროფესიული დაავადების განვითარების შედეგად ეკისრება
საწარმოს ან დაწესებულებას, ამცირებს ავადმყოფობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობის
შემთხვევებს, სამსახურიდან თანამშრომელთა გადინების ტენდენციას და მოტივაციისა და
პროდუქტიულობის ზრდის ფაქტორად გვევლინება.

ისლანდიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთში შრომის უსაფრთხოების შესახებ


კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საწარმოში2, სადაც მუშაობენ დასაქმებულები, უნდა

1 Council Directive 89/391/EEC of 12 June 1989 on the introduction of measures to encourage improvements in the
safety and health of workers at work
2 არა მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე.

1
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
შედგეს რისკის შეფასების დოკუმენტი. თვითდასაქმებულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ
სამუშაოს შესასრულებლად აყვანილი სხვა დასაქმებულები, ეს ვალდებულება არ აკისრიათ.

დამსაქმებელმა სამუშაოს ხასიათისა და საქმიანობის გათვალისწინებით სისტემატურად და


ადეკვატურად უნდა გააანალიზოს ის საფრთხეები და რისკფაქტორები, რომლებიც შეიძლება
წარმოიშვას სამუშაოს ხასიათის, სამუშაო გარემოსა და პირობების გამო და იზრუნოს მათ
აღმოფხვრაზე. თუ საფრთხეებისა და რისკფაქტორების სრულად განეიტრალება შეუძლებელია,
უნდა შეფასდეს მათი გავლენა დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
დამსაქმებელმა ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაო პირობებიდან გამომდინარე
პროფესიული სამედიცინო სერვისის ხელმისაწვდომობა.

თუ იგეგმება ცვლილებები სამუშაო პროცესში, დამსაქმებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს,


შეიძლება თუ არა, რომ ამ ცვლილებებმა დაავადებები და უბედური შემთხვევები გამოიწვიოს.

რისკების შეფასების საფუძველზე მზადდება სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის და პრევენციული


ღონისძიებების გათვალისწინებით.

ჯანდაცვის ღონისძიებების მიზანია ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების


გზით:
 დაიცვას დასაქმებულთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა სამუშაოდან ან სამუშაო გარემოდან
მომდინარე ზიანისაგან;
 ორგანიზაციული საკითხები მოგვარდეს ისე, რომ
 დასაქმებულმა შეასრულოს მისთვის შესაფერისი სამუშაო,
 დასაქმებულს გაუადვილდეს მენტალური და ფიზიკური შეგუება სამუშაო გარემოსთან;
 შემცირდეს ავადმყოფობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევები.

პრევენციის ღონისძიებების მიზანია სამუშაო ადგილზე არსებულ საფრთხეებთან და რისკებთან


გამკლავების ღონისძიებების უზრუნველყოფა, მაგალითად:
 სამუშაო პროცესებისა და ტრენინგის დაგეგმვა,
 აღჭურვილობის, ქიმიური ნივთიერებების ან ქიმიურ ნივთიერებათა ნარევების შერჩევა,
 სამუშაო ადგილზე დამცავი აღჭურვილობის, არმატურის, მოწყობილობების გამოყენება და
სხვ.
2
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
ნორვეგიის, დანიის, შვედეთის და ისლანდიის შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით
დამსაქმებელი ვალდებულია, წერილობით მოამზადოს უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის რისკების
შეფასების დოკუმენტი; ფინეთის კანონით კი დამსაქმებელმა ეს დოკუმენტი უნდა შეადგინოს
წერილობით ან სხვა სახით, რომელის შემოწმებაც შესაძლებელია იქნება, თუმცა პრაქტიკაში,
როგორც წესი, წერილობით ფორმას ანიჭებენ უპირატესობას.

რისკების შეფასების დოკუმენტი ინახება საწარმოში და ხელმისაწვდომია როგორც მენეჯმენტისა


და სხვა თანამშრომლების, ასევე შრომის ინსპექტორატისთვის, რომელიც ზედამხედველობს
რისკების შეფასებას და უფლება აქვს დამსაქმებელს დააკისროს სანქციები ხარვეზების აღმოჩენის
შემთხვევაში.
ევროკავშირის ზემოაღნიშნული დირექტივით
რისკების შეფასების დოკუმენტი გათვალისწინებული უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის
ღონისძიებების განხორციელება სავალდებულოა
ყველა დამსაქმებლისათვის როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში3. საქართველოს
კანონმდებლობაში ამ დირექტივის ტრანსპოზიციის ვადაა 2019 წელი. პერსპექტივაში საჭირო
გახდება რისკების შეფასების დოკუმენტის შედგენა არა მხოლოდ მძიმე, მავნე და
საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უკეთ
უზრუნველყოფისათვის4.
დანიის შრომის ინსპექციის სამსახურს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის
გათვალისწინებით შემუშავებული და ჩამოყალიბებული აქვს რისკების შეფასებისათვის საჭირო
კითხვარები წარმოების 36 დარგისა და დამატებით კიდევ 50 სექტორისათვის5. ზოგადად,
რისკების შეფასებაში აისახება დაწესებულებაში არსებული:
 ფიზიკური პირობები;
 ერგონომიული პირობები;
 ფსიქო-სოციალური პირობები;
 ქიმიური პირობები;

3 გამონაკლისია შეიარაღებული ძალები, პოლიცია და სხვა სამოქალაქო თავდაცვის სამსახურები.


4 წარმოდგენილი კანონპროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მხოლოდ მძიმე, მავნე და
საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხებს
5 უმეტესად მცირე საწარმოებისა და დაწესებულებებისათვის.

3
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
 უბედური შემთხვევების რისკები.

გამოვყოფთ დასაქმების 2 სფეროს:


1. მშენებლობასა და კონსტრუირებას;
2. საოფისე სამსახურს.
მშენებლობა და კონსტრუირება გამოირჩევა
მშენებლობა და კონსტრუირება დასაქმებულთა გადინების ინტენსივობით და
უბედური შემთხვევების სიხშირით, რაც
დაკავშირებულია სიმაღლიდან ჩამოვარდნის, სიმძიმეების აწევის, ხმაურისა და მტვრის
ზემოქმედებასთან და სხვ. მშენებლობაში რისკების შეფასების კითხვარი უფრო ფართოა და მეტი
ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს დამსაქმებლისაგან, თუმცა დასაქმებულებიც
ვალდებულია შეასრულოს უსაფრთხოების მოთხოვნები და ამით იზიარებს პასუხისმგებლობის
ტვირთს დამსაქმებელთან ერთად.

დაწვრილებით, თუ რა კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი რისკების შეფასების მიზნით იხ. დანართი
N 1 - კითხვარი მშენებლობაზე სამუშაო პირობების დადგენისა და რისკების შეფასებისათვის.

რისკების გამოვლენა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით. დაწესებულების სტრუქტურიდან,


კულტურიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე დიდი კომპანიები
საოფისე სამსახური მიმართავენ ანკეტური მეთოდით გამოკითხვას, მცირე კომპანიები ან
დეპარტამენტები კი ამ საკითხებს განიხილავენ თანამშრომლებთან
შეხვედრაზე ან სამუშაო ადგილების შემოვლისას.
დანიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მონაცემებით, თუ რისკების შეფასებისას გამოვლენილი
ფიზიკური, ერგონომიული, ქიმიური, განსაკუთრებით ფსიქო-სოციალური პრობლემები
დროულად არ იქნა მოგვარებული, დაწესებულებაში სამუშაო ვითარება თავისთავად ვერ
გაუმჯობესდება. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს მიეწოდებოდეთ ინფორმაცია
ნებისმიერი პრობლემის გაჩენისა და მისი გადაწყვეტის თაობაზე.

დაწვრილებით, თუ რა კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი რისკების შეფასების მიზნით იხ. დანართი
N 2 კითხვარი ოფისში სამუშაო პირობების დადგენისა და რისკების შეფასებისათვის, რომელიც
გამიზნულია თანამშრომლებთან შეხვედრაზე განსახილველად.

4
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
ვითარება საქართველოში

2015-16 წლებში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა

რამდენი საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით - 4

რამდენ საქმეზე იქნა გამოტანილი განაჩენი - 8

2016 სასამართლოში შესული საქმეების რაოდენობა - 10

სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა - 85

რამდენი საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით - 9

რამდენ საქმეზე იქნა გამოტანილი განაჩენი - 11

2015 სასამართლოში შესული საქმეების რაოდენობა - 13

სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა - 82

0 10 20 30 40 50 60 70 80 90

5
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
2015-16 წლებში სამუშაოს შესრულებისას დაღუპულთა რაოდენობა

რამდენი საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით - 10

რამდენ საქმეზე იქნა გამოტანილი განაჩენი -12

2016 სასამართლოში შესული საქმეების რაოდენობა - 13

სამუშაოს შესრულებისას დაღუპულთა რაოდენობა - 58

რამდენი საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით - 8

რამდენ საქმეზე იქნა გამოტანილი განაჩენი - 12

2015 სასამართლოში შესული საქმეების რაოდენობა - 12

სამუშაოს შესრულებისას დაღუპულთა რაოდენობა - 42

0 10 20 30 40 50 60 70

მოამზადა მაია ხმალაძემ

6
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
12.07.2017
გამოყენებული წყაროები:
BAR KONTOR’S SECTOR GUIDE ON H&S RISK ASSESSMENTS IN THE WORKPLACE
http://bar-kontor.dk/Files/Billeder/BARkontor/pdf/RISK-ASSESSMENTS-IN-THE-
WORKPLACE_Netudgave.pdf

Risk assessment in the workplace


https://workplacedenmark.dk/en/health-and-safety/risk-assessment

Council Directive 89/391/EEC of 12 June 1989 on the introduction of measures to encourage improvements in
the safety and health of workers at work
http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/ALL/?uri=CELEX%3A31989L0391

Arbejdstilsynet - Danish Working Environment Authority (WEA)


http://engelsk.arbejdstilsynet.dk/en/inspection

ფინეთის, ნორვეგიის, დანიის, ისლანდიის, შვედეთის კანონები შრომის უსაფრთხოების შესახებ


Finland No. 738/2002 Occupational Safety and Health Act
http://www.finlex.fi/en/laki/kaannokset/2002/en20020738.pdf
Norway Working Environment Act
http://www.arbeidstilsynet.no/binfil/download2.php?tid=92156
Denmark Working Environment Act
http://engelsk.arbejdstilsynet.dk/en/regulations/acts/working-environment-act/arbejdsmiljoeloven1
Iceland Working Environment Act
http://www.vinnueftirlit.is/media/almenn-skjol/act_no_46-1980_work_enwironment_health_and_safety.pdf
Sweden Work Environment Act (1977:1160)
http://www.government.se/4ac754/contentassets/86e9091526644e90b78d2ff937318530/sfs-19771160-work-
environment-act

ინფოგრაფიკა, რომელიც ასახავს 2015-16 წლებში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა და


დაღუპულთა რაოდენობას, ამ შემთხვევების გამო სასამართლოში შესული საქმეების რაოდენობას და
მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეყრდნობა საქართველოს ომბუდსმენის ოფიციალურ ვებგვერდზე,
ასევე netgazeti.ge-ს ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებს. ომბუდსმენი, თავის მხრივ, ეყრდნობა
შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას, ნეტგაზეთი კი - უზენაესი სასამართლოდან
მიღებულ ინფორმაციას.
უკან დაბრუნება
http://netgazeti.ge/news/192710/
http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelis-gancxadeba-magaroelta-gardacvalebastan-
dakavshirebit.page
http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-gancxadeba-batumshi-msheneblobaze-
dasaqmebuli-piris-dagupvastan-dakavshirebit.page

7
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
დანართი N 1

კითხვარი მშენებლობაზე სამუშაო პირობების დადგენისა და რისკების შეფასებისათვის

1. დიახ არა

გაურკვეველია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ახლად მიღებული დასაქმებულისათვის ტრენინგის და ინსტრუქტაჟის ჩატარებაზე და რას
მოიცავს ეს ტრენინგი და ინსტრუქტაჟი?

ახლად მიღებული დასაქმებულთათვის გაურკვეველია, თუ რა დავალებების შესრულების უფლება აქვთ და რისი გაკეთება შეუძლიათ ისე,
რომ საფრთხე არ შეექმნას მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას?

გყავთ ისეთი ახლად მიღებული დასაქმებულები, რომელთათვისაც არ აუხსნიათ ან ინსტრუქტაჟი არ ჩაუტარებიათ, თუ როგორ უნდა
შეასრულონ სამუშაო უსაფრთხოდ?

უზრუნველყოფილია თუ არა ჯეროვანი ზედამხედველობა სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებაზე?

დასაქმებულებს აუხსნეს და ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს თუ არა სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებაზე მაშინ, როცა შეიცვალა მათი ფუნქციები,
აღჭურვილობა, ტექნოლოგიები ან ნივთიერებები და მასალები?

დასაქმებულებისათვის გაურკვეველია, რომ უსაფრთხოება პრიორიტეტულია ჩაბარების ვადებთან, ეფექტიანობასთან, მომსახურებასთან,


ხარისხთან და ა.შ. შედარებით?

არის თუ არა დასაქმებულისათვის ნათელი, რა უნდა გააკეთოს, თუ ისეთი გაუთვალისწინებელი საფრთხე შეექმნება, როგორიცაა, მაგალითად,
წარმოების შეფერხება?

გყავთ ისეთი დასაქმებული სხვა საწარმოდან, რომელსაც არ აუხსნეს და არ გაუწიეს ინსტრუქტაჟი მის საქმიანობასთან დაკავშირებით
საწარმოში არსებულ უსაფრთხოების და ჯანდაცვის მდგომარეობაზე?

8
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
2. დიახ არა

გყავთ თუ არა ისეთი დასაქმებულები, რომელიც არ იყენებენ პერსონალურ დამცავ საშუალებებს, მაგალითად, ჩაფხუტს?

მომხდარა თუ არა უბედური შემთხვევა, რომლის შემდეგაც მისი გამეორების პრევენციაზე არავის უზრუნია?

გყავთ ისეთი დასაქმებული, რომელსაც არ ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი და ტრენინგი იმ საქმიანობის თაობაზე, რომელსაც ახორციელებს?

იყენებთ თუ არა ისეთ უსაფრთხოების აღჭურვილობას, რომლის შემოწმებაც არ ხდება რეგულარულად?

დასაქმებულებს არასაკმარისი დრო აქვთ თავიანთი ფუნქციების უსაფრთხოდ შესასრულებლად?

იქმნება თუ არა ისეთი სიტუაციები, სადაც დასაქმებულს უხდება სხეულის უხერხულად მოხრა ან მობრუნება?

ხომ არ გაქვთ ამწევი მოწყობილობების დეფიციტი, როცა საქმე ეხება 11 კგ-ზე მეტი წონის ტვირთს ან უხერხულ აწევას, გათრევას ან მიწოლას?

ხომ არ არის სამუშაო ადგილი მოუწესრიგებელი ხელსაწყოების, მოწყობილობების, ნარჩენების და სხვა ნივთების გამო იმ ადგილებში, სადაც
დასაქმებულებს უხდებათ გადაადგილება, რაც ქმნის შეჯახების ან დაცემის რისკს?

არის თუ არა ისეთი სამუშაო არეალი, სამოძრაო გზები და ბილიკები, რომლებიც არ არის დასუფთავებული და დალაგებული ან
არაადეკვატურად არის განათებული?

არის თუ არა ისეთი სამუშაო პირობები, რომლებიც დასაქმებულებს უქმნით წაბორძიკების საფრთხეს, მაგალითად, ნივთები იატაკზე ან
არათანაბარი ზედაპირი?

დასაქმებულებს ხომ არ ექმნებათ დაწესებულების ტერიტორიაზე ამწეს, სატვირთო ავტომობილის ან მტვირთავი სატრანსპორტო საშუალების
ქვეშ მოყოლის ან მათ მიერ გზის გადაღობვის გამო შექმნილ ხერგილში მოქცევის საშიშროება?

არის თუ არა დაწესებულების ტერიტორიაზე სამანქანო გზები, რომლებიც არ არის მონიშნული?

9
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
არის თუ არა სრიალა იატაკები და ზედაპირები, მაგალითად, დაღვრილი სითხის გამო?

ექმნებათ თუ არა დასაქმებულებს დაცემის რისკი, როცა მუშაობენ, მაგალითად, ხარაჩოზე, კიბეზე ან დაკიდული კაბინიდან?

ექმნებათ თუ არა დასაქმებულებს დაცემის რისკი იატაკის ღრიჭოების გამო?

ხომ არ არის სახურავზე, კიბის ან სხვა ბაქნებზე და სხვ., მოაჯირების ნაკლებობა, რაც ქმნის დაცემის საშიშროებას?

შეიძლება დასაქმებულმა შემთხვევით ჩართოს მანქანა-დანადგარები?

გაქვთ ისეთი მანქანა-დანადგარები მოძრავი ნაწილებით, რომლებიც არ არის დაცული სპეციალური ეკრანირებით, მაშუქებით ან სხვა მსგავსი
დამცავი საშუალებით?

გაქვთ თუ არა ისეთი დანადგარები, რომლებსაც არ აქვს საავარიო გამოსართავი?

ხელმიუწვდომელია სახელმწიფო ენაზე მანქანა-დანადგარების სწორად მოვლისა და გამოყენების ინსტრუქციები?

გაქვთ ისეთი მანქანა-დანადგარები, რომლებსაც არ უვლიან ისე, როგორც მიუთითებს მომწოდებელი?

არაჯეროვნად ტარდება ამწეების, მტვირთავი ამწეების, პრესების და სხვა მსგავსი საშუალებების ინსპექტირება?

რომელიმე დასაქმებული ხომ არ მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართვის მოწმობის გარეშე?

დასაქმებულები ხომ არ მუშაობენ დაუდევრად ისეთ ბასრ საგნებთან ან ხელსაწყოებთან, როგორიცაა: მინა, მეტალის ფირფიტა, დანა და
სატეხი?

დასაქმებულები ხომ არ მუშაობენ დაუდევრად ისეთ ხელსაწყოებთან, რომლებიც ანაკუწებს, ხერხავს, ფხეკს, ჭრის ან აპობს?

ხელმიუწვდომელია სახელმწიფო ენაზე ხელსაწყოების სწორად მოვლისა და გამოყენების ინსტრუქციები?

გაქვთ ისეთი ხელსაწყოები, რომლებსაც არ უვლიან ისე, როგორც მიუთითებს მომწოდებელი?

10
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
იქნება ისეთი სიტუაციები, როცა დასაქმებულები არ იცავენ უსაფრთხოების მოთხოვნებს ქიმიურ ნივთიერებებთან და ტექნიკურ
აღჭურვილობასთან მუშაობის დროს?

საწარმო ხომ არ იყენებს ისეთ აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება აფრქვევდეს გაზს ან საწვავის მტვერს და რის გასწორებაც შეუძლებელია
სათანადო წესით?

დასაქმებულები მუშაობენ თუ არა ქიმიურ ნივთიერებებთან, რაც ქმნის კანზე ქიმიური დამწვრობის მიღების საშიშროებას, მაგალითად,
შესხურების, გადასხმის, გაჟონვის გზით?

არის თუ არა ხანძრის ან აფეთქების საშიშროება იმიტომ, რომ დასაქმებულები მუშაობენ გარეთ ღია ცეცხლთან ან ფეთქებად აირებთან?

შეიძლება თუ არა დასაქმებულს დაარტყას ელექტროდენმა, მაგალითად, მოკლე ჩართვის გამო?

დასაქმებულები მუშაობენ თუ არა ისეთ გარემოში, სადაც ნივთები არ არის დამაგრებული ან მიბმული არმატურაზე ან სხვაგვარად დაცული
ჩამოვარდნისგან?

11
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
დიახ არა

დასაქმებულებს უხდებათ თუ არა მძიმე ნივთების აწევა ან დატვირთვა ხელით? მაგალითად, რადიატორების, არმატურის, კიბეების,
ფანჯრების ან სამშენებლო მასალების?

დასაქმებულებს უხდებათ თუ არა ისეთი მძიმე ხელსაწყო-იარაღების ტარება მუშაობის დროს, როგორიცაა: სამტვრევი ჩაქუჩი, სატკეპნელი,
შალაშინის დაზგა?

დასაქმებულებს უხდებათ თუ არა მძიმე ნივთების და იარაღების ტარება სიარულის დროს?

დასაქმებულებს უხდებათ თუ არა ბევრი 3 კგ-ზე მძიმე ნივთის აწევა სამუშაო დღის განმავლობაში?

იქმნება თუ არა სახიფათო სიტუაცია, როცა რამდენიმე ადამიანი ერთად წევს ტვირთს?

დასაქმებულებს უწევთ თუ არა ტვირთის აწევა მოუხერხებელ სამუშაო პოზაში, მაგალითად, სხეულიდან შორს, მხრებს ზემოთ ან
მუხლებამდე?

დასაქმებულებს უხდებათ თუ არა დიდი ძალის გამოყენება ისეთი მანქანა-დანადგარების გასაწევად, როგორიცაა ურიკა?

არის თუ არა ზედაპირი უსწორმასწორო, დაქანებული, რბილი ან სრიალა, ან თუ არის კიბეები იქ, სადაც დასაქმებულებს უხდებათ
ტვირთის გაწევა და მოქაჩვა?

მეტისმეტად მცირე ადგილია ტვირთის გასაწევად და მოსაქაჩად?

ბევრი გაჩერება და მოსახვევია იქ, სადაც დასაქმებულს უხდება ტვირთის გაწევა და მოქაჩვა?

დასაქმებულს მიაჩნია თუ არა, რომ ის ნივთები, რომლის გაწევა და მოქაჩვა უხდება, მძიმეა?

12
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
აღჭურვილობა დეფექტური ხომ არ არის ან ხომ არ საჭიროებს შეკეთებას?

აღჭურვილობა ისეთი დიზაინის ხომ არ არის, რომ დასაქმებული იძულებულია იმუშაოს მოუხერხებელ პოზაში?

არის თუ არა დაწესებულების მუშაობა მონოტონური, განმეორებითი? ეს არის ხშირი, განმეორებითი ერთგვაროვანი მოძრაობა მთელი
სამუშაო დღის მანძილზე.

დასაქმებულები მონოტონურ, განმეორებით სამუშაოს ასრულებენ დიდი სისწრაფით და დროში დაჩქარებულად?

დასაქმებული მუშაობს არაკომფორტულ სამუშაო პოზაში?

დასაქმებული მუშაობს წელში მოხრილი ან გვერდზე გადახრილი ან კისერმოხრილი?

დასაქმებული მუშაობს ისე, რომ ხელები მხრებზე მაღლა აქვს აწეული?

დასაქმებული მუშაობს გაჭიმული?

დასაქმებული სამუშაოს შესასრულებლად უნდა დაიკუზოს, დაიხაროს ან მუხლებზე დადგეს?

დასაქმებული დიდ ხანს მუშაობს ერთსა და იმავე პოზაში?

სამუშაო ადგილზე ისეთი სივიწროვეა, რომ დასაქმებულს ეზღუდება მოძრაობის თავისუფლება?

დასაქმებული მუშაობს მოღუნული ან მოხრილი მაჯებით ან თითების ჩაჭიდებით?

შეუძლებელია, რომ დასაქმებულმა ზეგავლენა მოახდინოს ისეთი სამუშაოს დაგეგმვაზე, ორგანიზებასა და განხორციელებაზე, რომელიც
დაკავშირებულია საგნების, იარაღის ან ტვირთის ხელით ოპერირებასთან?

შეუძლებელია, რომ დასაქმებულმა, რომელსაც აწუხებს კუნთების ან სახსრების ტკივილი, განახორციელოს ისეთი დავალებები და
ფუნქციები, რაც ნაკლებ ფიზიკურ ძალას მოითხოვს?

13
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
დასაქმებულს არასაკმარისი დახმარება და მხარდაჭერა აქვს კოლეგების მხრიდან, რომ სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია საგნების,
იარაღის ან ტვირთის ხელით ოპერირებასთან, განახორციელოს უსაფრთხოდ?

დასაქმებულს არასაკმარისი დახმარება და მხარდაჭერა აქვს მენეჯმენტის მხრიდან, რომ სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია საგნების,
იარაღის ან ტვირთის ხელით ოპერირებასთან, განახორციელოს უსაფრთხოდ?

14
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
4. დიახ არა

დასაქმებულს უხდება თუ არა მუშაობა ისეთ ხმაურში, რომ იძულებულია კომუნიკაციის დროს 1 ½ მ მანძილით დაშორებულ პირს
ელაპარაკოს ყვირილით?

დაწესებულება ვერ ახერხებს უფრო უხმაურო მანქანა-დანადგარების შეძენას?

რომელიმე დასაქმებული თავს არიდებს ყურის დამცველების გამოყენებას მიუხედავად ძლიერი ხმაურისა?

იმ ოთახში, სადაც არის ხმაური, ჭერის ხმის იზოლაცია არასაკმარისია?

არის ისეთი ოთახები, სადაც ხმა „რეზონირებს“ (ექოს გამოსცემს უმნიშვნელოდ)?

არის ისეთი ოთახები, სადაც ძნელია ხმის გაგონება, როცა რამდენიმე ადამიანი საუბრობს?

მოწყობილობები იმდენად ხმაურიანია, რომ მათი ხმა აწუხებთ დასაქმებულებს, როცა ისინი ერთმანეთთან საუბრობენ?

სამუშაო ადგილზე ხალხის, მანქანა-დანადგარების ან მოწყობილობების ხმაური შემაწუხებელია?

გარედან შემოსული ხმაური შემაწუხებელია?

15
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
დიახ არა

დაწესებულება ვერ იძენს ისეთ მანქანა-დანადგარებს, რომლებსაც აქვს ნაკლები ვიბრაცია?

დაწესებულება ვერ ახერხებს უფრო უხმაურო მანქანა-დანადგარების შეძენას?

დასაქმებულები იყენებენ ისეთ პერკუსიულ, მბრუნავ ან ვიბრირებად ხელსაწყოებს ან მანქანა-დანადგარებს, როგორიცაა: სამტვრევი ჩაქუჩი,
სამოქლონო იარაღები, მოტორიანი ჯაჭვური ხერხი, პნევმატური ჩაქუჩი, ან ვიბრაციულ და მბრუნავ მაქუცმაცებელ ხელსაწყოებს? (როგორც
ხანმოკლე დროით - პერკუსიული ხელსაწყოებით, ასევე ხანგრძლივი დროით მბრუნავი ხელსაწყოებით მუშაობამ შეიძლება შექმნას პრობლემა)

დასაქმებულები იყენებენ ისეთ ხელსაწყოებსა და მანქანა-დანადგარებს, რომელთა გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით ვიბრაციის ძალა

აღემატება 2,5 m/s2 ?

დასაქმებულები იყენებენ ისეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებშიც ისინი განიცდიან ვიბრაციას როგორც
მძღოლები/ოპერატორები?

16
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
დიახ არა

რომელიმე დასაქმებული ხომ არ მუშაობს მუდმივად მძიმე დატვირთვით მკაცრად შემჭიდროვებული ვადების (ცაიტნოტის) რეჟიმში?

ხშირად ხდება, რომ დასაქმებულები დროზე ვერ ამთავრებენ დავალებებს?

ხშირად ხდება აუცილებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება?

აუცილებელი ხდება, რომ დასაქმებულებმა იმუშავონ ძალიან სწრაფად?

დასაქმებულთათვის გაურკვეველია სამუშაოს მიზანი?

არასაკმარისი ყურადღება ექცევა დასაქმებულების აზრს მათი სამუშაოს თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე?

არასაკმარისი ყურადღება ექცევა დასაქმებულის აზრს, თუ როგორ უნდა შესრულდეს სამუშაო?

არასაკმარისი ყურადღება ექცევა დასაქმებულის აზრს საკუთარ სამუშაო დატვირთვაზე?

დასაქმებულებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ როდის შეისვენონ?

დასაქმებულებს ნაკლებად აქვთ კოლეგების მხარდაჭერა და დახმარება?

დასაქმებულებს ნაკლებად აქვთ მენეჯმენტის მხარდაჭერა და დახმარება?

17
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
დასაქმებულებს არასაკმარისი ინფორმაცია ეძლევათ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეასრულონ სამუშაო დამაკმაყოფილებლად?

დგება თუ არა ისეთი განსაკუთრებული საფრთხის შემცველი დავალებების შესრულების საჭიროება, რომელთა განხორციელებისას
დასაქმებული შეიძლება გახდეს უბედური შემთხვევის მსხვერპლი ან მოწმე?

საგანგებო მდგომარეობაში, რომელიც იქმნება მძიმე უბედური ან ფატალური შემთხვევების დროს, სამოქმედო გეგმით მენეჯმენტისა და
დასაქმებულებისთვის გაურკვეველია, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას?

18
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
7. დიახ არა

დასაქმებულები მუშაობენ დაუდევრად სახიფათო ქიმიურ ნივთიერებებთან, მაგალითად, ისეთ ქიმიურ ნივთიერებებთან რომლებსაც აქვს
ნარინჯისფერი პიქტოგრამა?

საწარმო ვერ ახერხებს გამოიკვლიოს საწარმოში გამოყენებული სახიფათო ქიმიური ნივთიერებების ჩანაცვლება შესაძლებელია თუ არა
ნაკლებად სახიფათო ქიმიური ნივთიერებებით?

დასაქმებულებს აქვთ თუ არა შეხება გარემოს დაბინძურების პროცესებთან ან სამუშაო ოპერაციებთან, სადაც გამოიყენება ქიმიური
ნივთიერებები ან ჰაერის დაბინძურება ისე ხდება, რომ ეს საფრთხეს უქმნის სხვა დასაქმებულების ჯანმრთელობას?

დასაქმებულები მუშაობენ თუ არა სახიფათო ქიმიური ნივთიერებებთან ისე, რომ არ არიან ინფორმირებულები, თუ რა საფრთხეს შეიცავს
ამგვარი სამუშაო?

რომელიმე დასაქმებული არ იყენებს პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას მოთხოვნის მიუხედავად?

დასაქმებულები განიცდიან თუ არა მათივე ან სხვა დასაქმებულების მუშაობის შედეგად წარმოქმნილი მტვრის ზემოქმედებას, რომელიც
მოშორებული უნდა იქნეს შესაბამისად?

საწარმომ ვერ გამოიკვლია შესაძლებელია თუ არა შეიცვალოს წარმოების მეთოდი, რომ ნაკლებ დამაზიანებელი ან ნაკლებად სახიფათო
ქიმიური ნივთიერებები იქნეს გამოყენებული სახიფათო ქიმიური ნივთიერებების ნაცვლად?

დასაქმებულები მუშაობენ სახიფათო ქიმიურ ნივთიერებებთან მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს პირობებთან ადაპტირებული ადგილის
მომხმარებლის ინსტრუქციები არ არის შედგენილი?

რომელიმე დასაქმებული მუშაობს თუ არა ქიმიურ ნივთიერებებთან, მაგალითად, ეპოქსიდთან ისე, რომ არ აქვს გავლილი შესაბამისი
ტრენინგი/სწავლება?

დასაქმებულები მუშაობენ თუ არა სპრეის ან ფხვნილის სახით წარმოებულ ქიმიურ ნივთიერებებთან?

19
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
გავლენა კანზე
რომელიმე დასაქმებული მუშაობს თუ არა სველ საგნებთან უშუალოდ კანზე შეხებით 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში?

8. სამსახურში გამოუცხდებლობა ავადმყოფობის გამო დიახ არა

თუ არის შექმნილი ისეთი შრომის პირობები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დასაქმებულის სამსახურში გამოუცხდებლობა ავადმყოფობის
გამო?

საწარმოს შეუძლია თუ არა შეცვალოს შრომის პირობები, რათა შეამციროს დასაქმებულის სამსახურში გამოუცხდებლობა ავადმყოფობის
გამო?

სხვა
საწარმო ასევე უნდა ფლობდეს ინფორმაციას, რომელიც არ არის შეტანილი კითხვარში, მაგრამ მნიშვნელოვანია სამუშაოზე ჯანმრთელობისა და
უსაფრთხოების შესაბამისი პირობების გაანალიზებისათვის:
 ახალგაზრდა დასაქმებულები;
 ორსულები;
 შიდა კლიმატი.
უკან დაბრუნება

20
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
დანართი N 2
კითხვარი ოფისში სამუშაო პირობების დადგენისა და რისკების შეფასებისათვის

ფიზიკური პირობები კომენტარები

შიდა კლიმატი

სამუშაო გარემო ისეა მოწესრიგებული, რომ


დამლაგებლებს შეუძლიათ შეასრულონ
თავიანთი სამუშაო?
სისუფთავე დამაკმაყოფილებელია?
ტემპერატურა კომფორტულია?
შეიძლება თუ არა, თავი ავარიდოთ ძალიან
მაღალ ტემპერატურას, სიცივეს, ორპირ ქარს?
სავენტილაციო სისტემა დამონტაჟებულია და
გამართულად მუშაობს ?
შესაძლებელია თუ არა მზის თვალისმომჭრელი
შუქის დაფარვა?
ოფისი რეგულარულად ნიავდება?
საოფისე დანადგარები, როგორებიცაა
ფოტოპირგადასაღები აპარატები, ინტენსიურად
მომუშავე პრინტერები მოთავსებულია კარგად
განიავებად სივრცეში მუდმივი სამუშაო
ადგილებიდან მოშორებით?
არის ნესტის ლაქები კედლებსა და ჭერზე, და
ხშირად იგრძნობა ნესტის სუნი?
პრობლემაა სტატიკური ელექტრობა?

სხვა დაკვირვებები შიდა კლიმატზე

განათება

ოფისი ნათდება დღის შუქით?

სამუშაო ადგილი საკმარისად არის განათებული?

21
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
მაგიდის ნათურები ისეა მოთავსებული, რომ
შუქი ეცემა გვერდიდან თვალის დონეზე ქვემოთ?
შესაძლებელია სამუშაოს შესრულება შუქის
გამაღიზიანებელი არეკვლის და კაშკაშის გარეშე?
სხვა დაკვირვებები შუქზე

ხმაური

არის პრობლემები ხმაურთან და ხმებთან


დაკავშირებით?
სხვა დაკვირვებები ხმაურზე

ერგონომიული პირობები კომენტარი

შესაძლებელია სამუშაო პოზის ცვლილება?


თანამშრომელი იცნობს და მიმართავს თუ არა
მოწყობილობების (მონიტორის, კლავიატურის,
სკამის, მაგიდის) რეგულირების საშუალებებს?
შესაძლებელია თანამშრომლის სკამის
დასაჯდომის და საზურგის რეგულირება?
კლავიატურას და მაუსს ისეთი მდებარეობა აქვს,
რომ თანამშრომელს დაყრდნობილი აქვს
წინამხარი (ხელი მაჯიდან იდაყვამდე)?
მაგიდაზე არის საკმარისი ადგილი მონიტორის,
კლავიატურის, მაუსის,
დოკუმენტების/საქაღალდისათვის?
მონიტორის სიმაღლე ისეა რეგულირებული, რომ
ხედვის კუთხე მცირედ იყოს დახრილი?

მონიტორის ხედვის მანძილი არანაკლებ 50-70 სმ-


ია?
მონიტორის ეკრანი ციმციმებს?

მონიტორის კაშკაშის განეიტრალება


შესაძლებელია?
თანამშრომელს აქვს თუ არა საკმარისი ადგილი,
რომ სამუშაო მაგიდასთან სკამი უკან გაწიოს და
ისე ადგეს?

22
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
ყუთები, მოუწესრიგებელი ნივთები ხელს ხომ არ
უშლის თანამშრომელს სამუშაოს შესრულებაში?
სხვა დაკვირვებები ერგონომიულობაზე

ფსიქო-სოციალური პირობები კომენტარი

ინტენსიური სამუშაო დატვირთვა ხანგრძლივი


პერიოდის მანძილზე გრძელდება?
ინტენსიური სამუშაო პერიოდის შემდეგ არის თუ
არა დასვენებისა და დახარჯული ენერგიის
აღდგენის შესაძლებლობა?
ხშირად დგება ზეგანაკვეთური სამუშაოს
შესრულების აუცილებლობა?
თანამშრომლებს ნათლად ესმით, რას ელიან
მათგან?
თანამშრომლებს აქვთ უფლება მოახდინონ
გავლენა თავიანთი სამუშაო დატვირთვის
განაწილებასა და ორგანიზებაზე?
თანამშრომლებს აქვთ საჭირო ინფორმაცია, რომ
თავიანთი სამუშაო შეასრულონ
დამაკმაყოფილებლად?
არის ბულინგის შემთხვევები?
არის სექსუალური ძალადობის შემთხვევები?
თანამშრომლებს აქვთ იმის განცდა, რომ
აღიარებასა და დაფასებას დამსახურებისამებრ
იღებენ?
არის თუ არა ფიზიკური ძალადობის რისკი
სამუშაოსთან დაკავშირებით?
არის ტრენინგის/განვითარების, ასევე სამუშაო
ფუნქციების ცვლილებების შესაძლებლობა?
უზრუნველყოფილია პროფესიული,
მენეჯერული და კოლეგიალური მხარდაჭერა
ყოველდღიურ მუშაობაში?
სხვა დაკვირვებები ფსიქო-სოციალურ პირობებზე

23
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
სამსახურში გამოუცხადებლობა ავადმყოფობის კომენტარი
გამო

თანამშრომლის ავადმყოფობა და ამის გამო


სამსახურში გამოუცხადებლობა შრომის
პირობებით არის გამოწვეული?
სხვა დაკვირვებები ავადმყოფობის გამო
სამსახურში გამოუცხადებლობაზე

სხვა პირობები კომენტარი

თანამშრომლებს გავლილი აქვთ თუ არა


საკმარისი ტრენინგი და ინსტრუქტაჟი?
რა საშიში ქმედებები და სიტუაციები შეიძლება
წარმოიშვას?
ხდება უბედური შემთხვევების და სახიფათო
სიტუაციების თავიდან აცილება?
ისეთ ნივთიერებებთან მუშაობისას, რომელსაც
აქვს წარწერა „სახიფათოა“, შესაძლებელია თუ არა
მათი გამოყენების ინსტრუქციის გაცნობა და
შესაბამისი დამცავი საშუალებების (მაგ.,
ხელთათმანების) ხმარება?
სხვა პირობები

უკან დაბრუნება

24
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება
სამოქმედო გეგმა

პრობლემის მიზეზი გადაწყვეტის გზა პასუხისმგებელი შესრულების ვადა


პირი და პრიორიტეტები

დამსაქმებელი თარიღი დასაქმებული თარიღი

უკან დაბრუნება

25
კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება

You might also like