You are on page 1of 11

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

რეფერატი

უხარისხო პროდუქტით მიყენებული ზიანისთვის


პასუხისმგებლობის სამართლებრივი პრობლემა
ქართული და ევროპული კანონმდებლობის მიხედვით

შეადგინა მერი ქურციკიძემ

2020 წელი

საგნის ხელმძღვანელი: თ.ზოიძე


სტრუქტურა:

შესავალი - თემის ზოგადი მიმოხილვა და აქტუალურობა; პროდუქტის და


უხარისხო პროდუქტის ცნება;

უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობის


სამართლებრივი ინსტიტუტი ქართულ სამოქალაქო სამართალში- უხარისხო
პროდუქტით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობის სუბიექტი;
პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქტით მიყენებული ზიანისთვის;

სასამართლო პრაქტიკა- შესაბამისი გადაწყვეტილება და ანალიზი;

დასკვნა

შესავალი

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყნის


პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება,რომლის განმსაზღვრელი ორი
კრიტერიუმი პროდუქციის ხარისხი და კონკურენტუნარიანობაა,რაც
მნიშვნელოვნად განაპირობებს პროდუქციის ხარისხის მარეგულირებელი
კანონმდებლობის თეორიული და პრაქტიკული ნაკლოვანებების შესწავლას.
უხარისხო და მოხმარებისათვის უვარგის პროდუქციასთან ბრძოლა უშუალო
კავშირშია მომხმარებელთა ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების
დაცვასთან.
პროდუქციის უხარისხობის მიზეზი შეიძლება იყოს ქარხნული,ინსტრუქციული
თუ კონსტრუქციული შეცდომები, მომხმარებელთა არაინფორმირებულობა ან ცრუ
ინფორმირებულობა,ვარგისიანობის ვადის ასვლა, შეფუთვის, შენახვის, აწყობის
წესების დარღვევა და ა.შ. მაშასადამე, როგორც ჩანს, წუნის აჩენაში ბევრი შიდა თუ
გარე ფაქტორი შეიძლება მონაწილეობდეს, მათ შორის ისეთი სუბიექტის,
როგორიცაა სახელმწიფო.

უხარისხო პროდუქტის გამოყენებით ზიანი ადგება ადამიანის სიცოცხლესა და


ჯანმრთელობას ან ნივთებს. არის პროდუქტები,რომლებიც, თავიანთი წუნის გამო,
საშიშია მომხმარებელთათვის. შესაბამისად, ამ სახის პროდუქტის ამოყენების
შედეგად დამდგარი ზიანი უნდა ანაზღაურდეს.

სსკ-ს 1011-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პროდუქტი არის ყველა


მოძრავი ნივთი და ამ ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი
იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადენელი ნაწილი“ ( ასევე,
ელექტროდენიც). სსკ-ის მიზნებისთვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად
პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. პროდუქტი,ასევე,
მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ
არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელიც მიწოდებულია ან
სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისთვის.

შეიძლება ითქვას,რომ სსკ იმეორებს გერმანული კანონმდებლობის გავლენით


უხარისხო პროდუქტით მიყენებული ზიანის პასუხისმგებლობის ევროდირექტივის
დებულებებს. დირექტივის მე-2 მუხლის თანახმად,პროდუქტი ნიშნავს ყველა
მოძრავ ნივთს, მაშინაც, როცა იგი სხვა მოძრავ ან უძრავი ნივთის ნაწილს შეადგენს
და ცალსახად მიუთითებს, რომ ელექტროდენიც პროდუქციაა.

პროდუქტი ითვლება უხარისხოდ, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას,


რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო ამ
პროდუქტისაგან. უსაფრთხო პროდუქტად ითვლება, რომელიც
დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისიანობის დაცვისას არ
შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს. პროდუქტი არ
შეიძლება მივიჩნიოთ უხარისხოდ, თუ მოგვიანებით უკეთესი პროდუქტი იქნა
ბრუნვაში გაშვებული.

გერმანული სამართლის მიხედვით,სამოქალაქო სჯულდების 434-ე პარაგრაფში


მოცემულ ნივთობრივად უნაკლო ნივთის განმარტებაში სწორედ მხარეთა მიერ
ნივთის შეთანხმებულ თვისებაზეა საუბარი და არა მხოლოდ ხარისხზე.
შეთანხმებული ხარისხის ნივთს შეიძლება არ გააჩნდეს შეთანხმებული თვისება.

ხარისხი უფრო ვიწრო ცნებაა, ვიდრე- თვისობრიობა. თვისებრიობის ცნება


მოიცავს არა მარტო თვით ნივთის დამახასიათებელ თვისებებს (ახალი თუ ნახმარი,
სიდიდე, წონა, ასაკი და ა.შ),არამედ იმ ფაქტობრივ, ეკონომიკურ და სამართლებრივ
დამოკიდებულებებსაც, რომლებიც ნივთის არსებულ მდტომარეობიდან
გამომდინარეობს და მას გარკვეული პერიოდის მანძილზე ახასიათებს. მაგ.; თუ
გაირკვევა, რომ ნახატი ცნობილ მხატვარს არ ეკუთვნის, ეს ფაქტი მის ხარისხზე
ავლენას ვერ მოახდენს, შესაბამისად, გერმანული სამართლისგან განსხვავებით,
ნივთობრივ ნაკლად არ ჩაითვლება.

უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობის


სამართლებრივი ინსტიტუტი

უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობის სუბიექტი;


სსკ-ს 1011-ე მუხლი კომიკურია თავისი შინაარსით, ვინაიდან ის პროდუქტის
ცნებასთან ერთად განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება მივიჩნიოთ მწარმოებლად -
პასუხისმგებლობის სუბიექტად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით
მწარმოებლად მიიჩნევა, ვინც საბოლოო პროდუქტი, ძირითადი ელემენტი, ან
პროდუქციის ნაწილის წარმოება განახორციელა, მწარმოებლად ასევე ითვლება
ყველა, ვინც საკუთარი სახელით სასაქონლო ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით
გამოდის, როგორც მწარმოებელი.

ტერმინი „მწარმოებელი“ მოიცავს როგორც მათ, ვისაც ბუნებრივად შეიძლება


ეწოდოს ასე, ე.ი მზა პროდუქტის ან შემადგენელი ნაწილების დამამზადებლებსა და
ნედლეულის მწარმოებლებს, ისე მათაც, ვინც მაინცდამაინც არ ერგებიან ამ სიტყვის
ლიტერატურულ მნიშვნელობას. ამრიგად, მისი მნიშვნელობა უფრო ფართოა და
მოიცავს „ თვით- მარკირებლებსაც“, ე.ი სუბიექტებს, რომლებიც საკუთარი
სახელების, სავაჭრო ნიშნების და სხვა განმასხვავებელი ნიშნების მიმაგრების
მეშვეობით საკუთარ თავს მწარმოებლებლად წარმოგვიდენენ.

მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება მწარმოებლის სტატუსთან


დაკავშირებით. დაზარალებულისათვის ეს საკითხი საინტერესოა მრავალი
ფაქტორის გამო. საქონლის ყიდვის შემთხვევაში მას შეუძლია სარჩელით მიმართოს
გამყიდველს, მარამ გამყიდველი და მყიდველი დაკავშირებული არიან
ხელშეკრულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელლი განპირობებულია ან
შეზღუდულია სახელშეკრულებო ურთიერთ-ვალდებულებებით.

პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქტით მიყენებული ზიანისთვის;

ძირითად პრინციპს წარმოადგენს „მწარმოებლის პასუხისმგებლობა“. უხარისხო


პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისთვის.
არ აქვს მმოშვნელობა იმას, იმყოფებოდა თუ არა მწარმოებელი სახელშეკრულებო
ურთიერთობაში დაზარალებულთან.

მტკიცების ტვირთი ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ


შორის. ამგვარად, დაზარალებულს, რომელსაც წარმოდგენა არ შეიძლება ჰქონდეს
წარმოების არცერთ სტადიაზე და ტექნოლოიურ პროცესზე, ძნელია დავაკისროთ
მტკიცების ტვირთი. ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, მატერიალური სამართლებრივი
ნორმებით მტკიცების ტვირთის გადანაწილება მხარეებს შორის, რაც საშუალებას
მისცემს სასამართლოს , ზუსტად განსაზღვროს, თუ რომელი ფაქტები განეკუთვნება
შესაგებლის საფუძველს, რომლებიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს.
დაზარალებულის მტკიცების ტვირთი ზიანის მიყენების ფაქტით უნდა
შემოიფარგლებოდეს, ვინაიდან მას არ შეუძლია ამტკიცოს, კონკრეტული
პროდუქტის წარმოებისას რაში იყო დაშვებული შეცდომა.

მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაში გამყიდველის ვალდებულება, აანაზღაუროს


ზიანი, დამოკიდებულია მისი ბრალის არსებობაზე საქონლის უხარისხობის გამო.
მარამ თუ ამყიდველი მხოლოდ სავაჭრო შუამავლის რომს ასრულებს, ამ შემთხვევაში
მისი ბრალის დამტკიცება არც თუ ისე ადბილი იქნება.

მწარმოებლის ზიანის ანაზღაურების მოვალეობა მცირდება ან საერთოდ


გამოირიცხება, თუ ზიანის დადგომა გამოიწვია დაზარალებულის ან მის ნაცვლად
პასუხისმგებელი პირის ბრალეულმა ქმედებამ. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ
მცირდება, თუ ზიანი გამოწვეულია პროდუქტის ნაკლით და იმავდროულად მესამე
პირის ქმედებით. უხარისხო პროდუქტი რომელიც გამოიწვევს გარდაცვალებას,
სხეული ან/და ჯანმრთელობის დაზიანებას, პროდუქტის მწარმოებელი
პასუხისგმებელია აანაზღაუროს ზიანი.
სასამართლო პრაქტიკა:

სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი - ( იხ. საქმე №  ას-752-712-2015 )


წუნდებული პროდუქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

2013 წლის 18 მარტს თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ნ-ა ხ-ის სახელზე
გაიცა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის
ნებართვა. ნ-ა ხ-ის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ ვ-ა
კ-ძე და ზ-ლ ზ-ძე. ერთ-ერთმა სამუშაოთა მწარმოებელმა პროექტიდან გამომდინარე,
შპს ,,ნ ს-ი - N S-E”-ს შეუკვეთა M300 (B25) მარკის ბეტონი, რომელიც მან 2013 წლის
აპრილის თვეში 5 ეტაპად მიაწოდა. აღნიშნული სამუშაოების საბოლოო
ღირებულებამ 22 706,22 ლარი შეადგინა თუმცა შპს ,,ნ ს-ი - N S-E”-მა შეკვეთილი
M300 (B25) მარკის ბეტონის ნაცვლად მიაწოდა B7.5 კლასის (M100) ბეტონი, რომლის
ხარისხიც ბევრად დაბალი იყო ვიდრე შეკვეთილის. მიწოდებული ბეტონის ხარისხი
არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ ნორმებსა და რეკომენდაციებს, რის გამოც
საცხოვრებელი სახლის ექსპულატაციაში მიღება შეუძლებელი გახდა. საცხოვრებელი
სახლის დემონტაჟის ღირებულება კი 11 267,44 ლარს შეადგენდა. აქდან გამომდინარე
საცხოვრებელი სახლის მეპატრონემ სარჩელი აღძრა შპს ,,ნ ს-ი - N S-E”-ს წინააღმდეგ
და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული სარჩელი თბილისის
საქალაქო სასამათლოს სამოქალაქო კოლეგიის 2014 წლის 11 აპრილის
გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელისათვის დაევალა
მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხეს წარმოდგენილი ჰქონდა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი,


რომელიც დასაბუთებული იყო იმით, რომ მას სახელშეკრულებლო ურთიერთობა
მოსარჩელესთან არ ჰქონია. მისი თქმით მან შეთანხმებული ხარისხის ბეტონი
მიაწოდა ვ-ა კ-ძე-ს, რომელსაც მიწოდებულ პროდუქტთან დაკავშირებით არანაირი
პრეტენზია არ გამოუთქვამს. შესაბამისად იგი უთითებდა, რომ იგი ამ დავაში
არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და
მიუთითა რომ სსკ-ის 1009-ე მუხლში „წუნდებული პროდუქტის მწარმოებლის
პასუხისმგებლობა“ პირდაპირ წერია, რომ წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი
პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისთვის მიუხედავად იმისა,
იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებლო ურთიერთობაში დაზარალებულთან.
მოპასუხე მხარემ B25 (M300) მარკის ბეტონის ნაცვლად აწარმოა B7.5 კლასის (M100)
ბეტონი და მიაწოდა მოსარჩელე მხარის მენარდეს. ხარისხთან დაკავშირებით
აღსანიშნავია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილი,
რომლის თანახმადაც ნივთობრივად უნაკლოა პროდუქტი, თუ იგი შეთანხმებული
ხარისხისაა ხოლო თუ ხარისხი წინასწარ არ არის შეთანხმებული, მაშინ იგი
უნაკლოდ ჩაითვლება თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან
ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. აქედან გამომდინარე მოპასუხემ აწარმოა არა თუ
ხელშეკრულებით წინასწარ შეთანხმებული ხარისხის პროდუქტი არამედ
აღნიშნული პროდუქტი უხარისხოდ ჩაითვლებოდა ხარისხის წინასწარი
შეთანხმების გარეშეც, რადგან ბეტონის ხარისხი არ შეესაბამებოდა საქართველოში
მოქმედი ნორმების რეკომენდაციებსა და შენობის პროექტს.

უხარისხო პროდუქტის განმარტება იძლევა ასევე სსკ-ის 1010-ე მუხლი, კერძოდ


პროდუქტი წუნდებულად ითვლება თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას,
რომელიც მოსალოდნელი იყო. ანუ როგორც ხარისხის, ისე უხარისხობის
კრიტერიუმად აღებულია საიმედოობა. აქედან გამომდინარე, თუ ამა თუ იმ
საქონლის გამოყენება ან მოხმარება საიმედოა ესეიგი ხარისხიანია თუ არა უხარისხო.

ამრიგად უტყუარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოპასუხემ აწარმოა წუნდებული


პროდუქტი, რომელიც მან სარეალიზაციოდ გაიტანა, აგრეთვე აღნიშნული
პროდუქტი არ უზრუნველყოფდა იმ საიმედოობას, რომელიც ყველა გარემოების
გათვალისწინებით მისგან იყო მოსალოდნელი. სწორედ ამ პროდუქტის გამოყენებას
მოჰყვა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება. ყოველივე აღნიშნულის
გათვალისწინებით სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ მან არსებითი
მნიშვნელობა არ მიანიჭა იყო თუ არა უშუალოდ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის
სახელშეკრულებლო ურთიერთობა სწორად მიმაჩნია და სწორედ შპს ,,ნ ს-ი - N S-E”
წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს აღნიშნულ სიტუაციაში.

მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2014 წლის 11


აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში იმ საფუძვლით,
რომ იგი არასათანადო მოპასუხე იყო, რადგან მას არ ჰქონია სახელშეკრულებლო
ურთიერთობა მოსარჩელესთან და პროდუქტი მისთვის არ მიუწოდებია თუმცა
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი
დატოვა, რის შემდგომაც მოპასუხემ გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოში
გაასაჩივრა. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილება თუმცა საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად დატოვა.

დასკვნა

საბაზრო ურთიერთობების პირობებში ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და


მომხმარებელთა უფლებების დაცვა არამარტო სამართლებრივადაა გამართლებული,
არამედ სასურველია ცივილიზებული საზოადოების დამკვიდრებისა და
კეთილდღეობისთვის .საქართველოში ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზა
ჩამოყალიბებულია, მაგრამ ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა
სრულყოფას და დახვეწას მოითხოვს.
სსკ-ში პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქციით მიყენებული ზიანისთვის
ერთადერთი ინსტიტუტია,რომელზეც მეცნიერული კომენტარი არ გაკეთებულა.
შესაძლოა, იყო იმედი, რომ იმ დროისათვის, როდესაც დაიწერებოდა სსკ-ის
კომენტარი, ეს სფერო ცოდნის უფრო ნაყოფიერ წყაროდ იქცეოდა,ვინაიდან
კანონების პრაქტიკაში გამოყენების შედეგად გარკვეული გამოცდილება
დაგროვდებოდა.

უხარისხო პროდუქციით გამოწვეული ზიანის პასუხისმგებლობის ინსტიტუტის


სრულყოპისათვის საჭიროა, ქვეყნის მასშტაბით სასამართლო გადაწყვეტილებების
ანალიზის საფუძველზე გაკეთდეს გარკვეული დასკვნები, თუმცა ამ სფეროში
პრაქტიკის სიმცირის გამო რჩება ერთი ზა - საკანონმდებლო მასალის კრიტიკული
ანალიზის საფუძველზე გაკეთდეს სარეკომენდაციო სახის რეკომენდაციები და
შენიშვები.

და ბოლოს, საბაზრო ურთიერთობების პირობებში უმთავრესი მოთხოვნა, რასაც


უნდა პასუხობდეს ბაზარზე გატანილი ნებისმიერი პროდუქცია, არის პროდუქციის
უსაფრთხოების პრინციპი. ნებისმიერი მეწარმე ვალდებულია, სამომხმარებლო
ბაზარზე გაიტანოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელი პროდუქცია და
კეთილსინდისიერად მოეპყროს მომხმარებლის უფლებების დაცვას. სახელმწიფო კი,
თავის მხრივ, ვალდებულია, შექმნას სამართლებრივი დაცვის გარანტიები
ეკონომიკური ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. გ. ხუბუა, სამართლებრივი თეორია, თბ., 2004, გვ. 20


2. თ. ლილუაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
კომენტარი , თბ., 2004, გვ.196
3. თ. ზოიძე, სადისეტარციო ნაშრომი, „წუნდებული პროდუქტით მიყენებული
ზიანის ანაზღაურება“ , გვ.40-41

You might also like