You are on page 1of 2

პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის.

სსკ-ის 1011-ე მუხლის თანახმად, პროდუქტია ყველა მოძრავი ნივთი და ამ ნივთთან


დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი
ნივთის შემადგენელი ნაწილი. „პროდუქტი” ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ
საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო
მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი
კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის. რაც შეეხება მწარმოებელს,
მწარმოებლად მიიჩნევა პირი, რომელმაც აწარმოვა საბოლოო პროდუქტი, ძირითადი
ელემენტი ან პროდუქტის ნაწილი.ასევე ყველა, ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო
ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით გამოდის, როგორც მწარმოებელი.

პროდუქტი ითვლება უხარისხოდ, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას,


რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო ამ
პროდუქტისაგან. უსაფრთხო პროდუქტად ითვლება, რომელიც
დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისიანობის დაცვისას არ
შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს. პროდუქტი არ
შეიძლება მივიჩნიოთ უხარისხოდ, თუ მოგვიანებით უკეთესი პროდუქტი იქნა
ბრუნვაში გაშვებული.

უხარისხო პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული


ზიანისათვის. არ აქვს მნიშვნელობა იმას, იმყოფებოდა თუ არა მწარმოებელი
სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან. მწარმოებელი არაა
პასუხისმგებელი აანაზღაუროს ზიანი როცა: მას ეს პროდუქტი არ გაუტანია
სარეალიზაციოდ;საქმის გარემოებათაგან გამომდინარე, შეიძლება იმის ვარაუდი,
რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტს არ ჰქონდა სარეალიზაციოდ
გატანისას;მწარმოებელს პროდუქტი არ უწარმოებია არც გასაყიდად ან სხვა
კომერციული მიზნით, არც თავისი პროფესიული საქმიანობის
ფარგლებში;პროდუქტს აქვს ნაკლი, რომელიც სარეალიზაციოდ მისი გატანისას
შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ნორმებს, ანდა შეუძლებელი იყო ნაკლის აღმოჩენა
მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა
სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანის დროს;ნაკლი გამოწვეულია იმ პროდუქტის
კონსტრუქციით, რომლის შემადგენელიც გახდა ეს ნაწილი.

მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ მცირდება, თუ ზიანი გამოწვეულია პროდუქტის


ნაკლით და იმავდროულად მესამე პირის მოქმედებით.ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება ვრცელდება ზიანზე, რომელიც წარმოიშვა სიკვდილით ან სხეულის
ანდა ჯანმრთელობის დაზიანებით

თუ მწარმოებლის მიკვლევა შეუძლებელია, თუნდაც პროდუქტზე მითითებული


იყოს მისი სახელი, პროდუქტის ბაზარზე ფაქტობრივად განმათავსებელი ითვლება
ამ პროდუქტის მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი მოთხოვნიდან
ერთი თვის ვადაში ატყობინებს დაზარალებულს მწარმოებლის ან იმ პირის
ადგილსამყოფელს, რომელმაც მას პროდუქტი მიაწოდა.ზიანის დადგენის მტკიცების
ტვირთი დაზარალებულს ეკისრება. დაზარალებული ასევე ვალდებულია
დაამტკიცოს წუნდებულ პროდუქტსა და მიყენებულ ზიანს შორის
მიზეზშედეგობრივი კავშირი.თუ რამდენიმე მწარმოებელია პასუხისმგებელი
მიყენებული ზიანისათვის ისინი პასუხს აგებენ სოლიდარულად.არ შეიძლება
წინასწარ გამოირიცხოს ან/და შეიზრუდოს მწარმოებლის პასუხისმგებლობა
უხარისხო პროდუქტისათვის. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება არის ბათილი.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც აქვს თუ არა მყიდველს უფლება მოსთხოვოს ზიანის


ანაზღაურება მაღაზიას უხარისხო პროდუქტისათვის. ამ შემთხვევაში
დაზარალებულმა ზიანის ანაზღაურება უნდა მოსთხოვოს მაღაზიას, თუ უხარისხო
პროდუქტი მაღაზიაში არის გაყიდვაში. მაღაზია არის პასუხისმგებელი, რადგან
რეალიზაციას უკეთებდა უხარისხო პროდუქტს. მყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს
მაღაზიას ზიანის ანაზღაურება. დაზარალებული, რომელიც უჩივის მაღაზიას
უხარისო პროდუქტისათვის და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, მაღაზიამ უნდა
დააკმაყოფილოს იგი. მაღაზიას თავის მხრივ აქვს მოთხოვნის უფლება (რეგრესის)
წესოთ მწარმოებლის მიმართ.მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი იმ
მომენტიდან, როცა ზიანის ანაზღაურების უფლების მქონემ გაიგო ან უნდა გაეგო
ზიანის, ნაკლის ანდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.მოთხოვნა
ქარწყლდება იმ მომენტიდან 10 წლის შემდეგ, როცა მწარმოებელმა ზიანის
გამომწვევი პროდუქტი სარეალიზაციოდ გაიტანა.

მწარმოებლის პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტით გამოწვეული


ზიანისათვის არ შეიძლება წინასწარ არც გამოირიცხოს და არც შეიზღუდოს.
საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია

You might also like