You are on page 1of 2

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, დამზადება, წარმოება,შენახვა, გასაღება.

ქმედების
შემადგენლობის იურიდიული დახასიათება

აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის


საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც მოწესრიგებულია ნარკოტკული საშუალების, მისი ანალოგის ან
პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის საგანს წარმოეადგენს ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი და პრეკურსორი. განსახილველი
ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: 1.ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო
დამზადება; 2.უკანონო წარმოება; 3.უკანონო შეძენა; 4უკანონო შენახვა; 5.უკანონო გადაზიდვა; 6.უკანონო
გადაგზავნა; 7.უკანონო გასაღება. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები
ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის ბრუნვის კანონით დადგენილი
წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან
პრეკურსორის უკანონო დამზადებაში იგულისხმება განზრახი მოქმედება, როცა პირი, ვისაც არ აქვს საამისო
კანონიერი უფლებამოსილება, ნარკოტიკების შმეცველი მცენარისგან, პრეპარატისგან, ანდა ქიმიური თუ სხვა
სახის ნივთიერებისგან მიიღებს მოხმარებისა და გამოყენებისთვის მზა ერთ ან რამდენიმე ნარკოტიკულ
საშუალებას, მის ანალოგს ან პრეკურსორს, რომელიც შეტანილია სპეციალური სიაში და მათ ბრუნვაზე
დაწესებულია სახელმწიფო კონტროლი. უკანონო დამზადებად ჩაითვლება ასევე მოქმედება, რომლის
შედეგადაც მოცემულ ნარკოტიკულ საშუალებაში გაიზარდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობა და
ამდენად, ეს ნივთიერება უფრო ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალება გახდა. უკანონო დამზადება
დამთვარებულ დანაშაულად ჩაითვლება მაშინ, როცა მიღებულ იქნება უკვე გამოყენებისთვის მზა ნივთიერება,
თუკი პირი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით ცდილობდა ნარკოტიკული საშუალების დამზადებას, მაგრამ ვერ
მოახერხა გამოყენებისათვის მზა ნივთიერების შექმნა, მაშინ ადგილი ექნება ნარკოტიკული ნივთიერების
უკანონო დამზადების მცდელობას და მისი მოქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ მე-19, 260-ე მუხლის I
ნაწილით. უკანონო წარმოების დროს ადგილი აქვს ქიმიური ნივთიერებისაგან, მცენარეებისა ან ბუნებრივი
მასალებისგან ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის სერიულ მიღებას. ამდენად,
უკანონო წარმოება უფრო საშიშია თავისი მნიშვნელობით, ვიდრე უკანონო დამზადება, ვინაიდან წარმოება
უფრო მასშტაბურია. უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანლოგის ან პრეკურსორის
მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით: მათი ყიდვა, მათი მიღება გასესხებული ნივთის სანაცვლოდ,
სხვისთვის გაწეული სამსახურისა ან სამუშაოსთვის ფულის ნაცვლად ნარკოტიკული საშუალების მიღბა; სხვა
ნივთში გაცვლა; ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალების მითვისება; ველურად აღმოცენებული ნარკოტიკული
მცენარეების შეგროვება, ანდა მათი შეგროვება მიწის ისეთ ნაკვეთზე, რომელსაც ჰყავს მესაკუთრე, მაგრამ ეს
მცენარეები მესაკუთრის მიერ არაა დათესილი ან მოყვანილი და ისინი ბუნებრივად აღმოცენდნენ. ამ
შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალების მოყვანაზე ადამიანის შრომა არაა დახარჯული და ამდენად მათ არ
აქვთ მატერიალური ღირებულება, თანაც ისინი არ იმყოფებიან ვინმეს მფლობელობაში. უკანონო შეძენად
უნდა ჩაითვალოს ასევე მოსავლის აღების შემდეგ დაუცველ მინდვრებში დარჩენილი ნარკოტიკული
საშუალების შემცველი მცენარეების შეგროვება. საქმე ისაა, რომ მართალია, ამ შემთხვევაში ეს მცენარეები
მოყვანილ იქნა კანონიერად და მასზე გარკვეული შრომაცაა დახარჯული, მაგრამ მოსავლის აღების შემდეგ იგი
ნარჩენის სახით დატოვებულ იქნა დაუცველ ადგილზე თვით მესაკუთრის მიერ. ამდენად ეს მცენარეები უკვე
გამოსულია მესაკუთრის მფლობელობიდან მისივე ნებით და არავის საკუთრებაშ არ იმყოფება. უკანონო
შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება. რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული
ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელი მიჩენაში. მაგალითად, მისი შენახვა ბინაში, მანქანის
საბარგულში იმის მიუხედავად, მანქანას ატარებს ეს პირი, თუ იგი უძრავ მდგომარეობასი იმყოფება. მაგრამ,
თუკი აღნიშნული მანქანით პირი ახდენს ამ ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვას ერთი ადგილიდან სხვა
ადგილას მისი შენახვის მიზნით, მაშინ ეს ქმედება ჩაითვლება არა უკანონო შენახვად, არამედ უკანონო
გადაზიდვად.შენახვა შეიძლება ნარკოტიკული საშუალების თან ტარებით. ამ შემთხვევაშიც თუ ეს
დაკავშირებულია აღნიშნული ნივთიერების გადაზიდვასთან სხვა ადგილას, ქმედება დაკვალიფიცირება
უკანონო გადაზიდვით და არა უკანონო შენახვით. კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს დროს, რომლის
განმავლობაშიც უკანონოდ იყო შენახული ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი ან პრეკურსორი. შენახვის
ხანგრძლივობა სასამართლოს შეუძლია მხედველობაში მიიღოს მხოლოდ სასჯელის განსაზღვრისას. უკანონო
გადაზიდვას ადგილი აქვს მაშინ როცა ხდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული
საშუალების ნებისმიერი მეთოდით გადაადგილება ერთია დგილიდან საქართველოს სხვა ადგილას მისი
განთავსების მიზნით, ტვირთის გამგზავნის ან ადრესატის თანდასწრებით. უკანონო გადაზიდვისას
მნიშვნელობა არ აქვს ტრანსპორტის რა საშუალება იქნა გამოყენებული. მთავარია გადაზიდვა ხდებოდეს
საქართველოს ტერიტორიაზე. უკანონო გადაგზავნაში იგულისხმება სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებული ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი საშუალებით
გადაადგილება ტვირთის გამგზავნისა და ადრესატის დაუსწრებლად. ეს დანაშაული დამთავრებულად
ჩაითველაბა აღნიშნული ნივთიერების ბარგის სახით ფოსტაში ან სხვა დაწესებულებაში ჩაბარების
მომენტიდან მისი სხვა ადგილას გადაგზავნის მიზნით. უკანონო გასაღებაშ იგულისხმება ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის სხვა პირისთვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი
როგორც საზღაურით ისე საზღაურის გარეშე. ეს ხერხებია: გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება,
ვალის გადახდით. უკანონო გასაღებაშ უნდა ჩაითვალოს ასევე ნარკოტიკული საშუალების სხვის ორგანიზმში
შეყვანა პირის თანხმობით, მაგრამ ასეთი ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება უკანონო გასაღებად, თუ ეს
ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის თვით მომხმარებელს ან იმყოფება მომხმარებლისავე მართლზომიერ
მფლობელობასა და გამგებლობაში. უკანონო გასაღება დამტავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა
გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე.
სუბიექტური მხრივ განხილული ქმედებები შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ. სსკ-ის 260-ე მუხლის
I ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მაკვალიფიცირებული მნიშვნელობა არ აქვს მიზანს.
ეს იმას ნიშნავს რომ თუ რა მიზნით ჩაიდინა პირმა ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებანი, სასამართლომ უნდა
დაადგინოს მხოლოდ სასჯელის ინდივიდუალიზაციის საკითხის გადასაწყვეტად.

You might also like