You are on page 1of 182

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

2006 წლის 2 მარტის მდგომარეობით

სარჩევი

ზოგადი ნაწილი

კარი I

სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობა და მისი პრინციპები

თავი I. სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობა, მისი ამოცანები და


მოქმედების სფერო;

თავი II . სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები;

კარი II

სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები

თავი III. სასამართლო;

თავი IV. პროკურორი;

თავი V . გამომძიებელი;

თავი VI. ბრალდებული, მისი დამცველი, სამოქალაქო მოპასუხე და მისი


წარმომადგენელი.

თავი VII. დაზარალებული და მისი წარმომადგენელი;

თავი VIII. მოწმე და პროცესის სხვა მონაწილეები;

თავი IX. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა გამომრიცხველი


გარემოებები, აცილება;

თავი X . სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ზომები;

კარი III

მტკიცებულება

თავი XI _ მტკიცებულების ცნება, საგანი, მტკიცების პროცესი

კარი IV

1
ზოგადი ნაწილის სხვა დებულებანი

თავი XII. პასუხისმგებლობა საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის და


სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის;

თავი XIII. საპროცესო ვადები და ხარჯები;

თავი XIV. შუამდგომლობა, საჩივარი და მათი განხილვის ზოგადი წესი;

თავი XV. სასამართლო განხილვის ზოგადი დებულებანი;

კერძო ნაწილი

კარი V.

წინასასამართლო გამოძიება

თავი XVI. წინასასამართლო გამოძიების საფუძვლები;

თავი XVII _ საგამოძიებო მოქმედებები

თავი XVIII _ ფარული საგამოძიებო მოქმედებები;

თავი XIX _ სხვა საპროცესო მოქმედებები

კარი VI

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება,

აღკვეთის ღონისძიების შერჩევა, შეკვეცილი პროცესი

თავი XX _ სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, პირის სისხლის

სამართლის პასუხისგებაში მიცემა (ბრალდებულად ცნობა);

თავი XXI _ კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

თავი XXII _ აღკვეთის ღონისძიებანი;

თავი XXIII _ ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, შეკვეცილი


პროცესი;

კარი VII

წინასასამართლო სხდომა და საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში

თავი XXIV _ წინასასამართლო სხდომა;


2
თავი XXV _ საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში;

თავი XXVI _ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;

თავი XXVII _ განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება

კარი VIII

განაჩენის და სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების გასაჩივრება და გადასინჯვა

თავი XXVIII _ აპელაცია;

თავი XXIX. კასაცია;

თავი XXX _ განაჩენისა და სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების გადასინჯვა


ახლად

აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო;

კარი IX

ცალკეული კატეგორიის საქმეთა წარმოება, რეაბილიტაცია

თავი XXXI _ წარმოება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე;

თავი XXXII _ წარმოება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების

შესახებ;

თავი XXXIII _ რეაბილიტაცია;

თავი XXXIV _ საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში

კარი X

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XXXVI _ გარდამავალი დებულებანი;

თავი XXXVII _ დასკვნითი დებულებანი.

ზოგადი ნაწილი

კარი პირველი

სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობა და მისი პრინციპები

თავი I. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, მისი ამოცანები და

3
მოქმედების სფერო

მუხლი 1. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ამოცანები

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ამოცანებია: დაადგინოს

დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და


მისი

ჩამდენი პირი; უზრუნველყოს კანონის სწორად გამოყენება; არ დაუშვას


უდანაშაულო პირის

მსჯავრდება; დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; საზოგადოებაში

დაამკვიდროს კანონის, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის იდეების პატივისცემა.

მუხლი 2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება დროში, კანონის

ანალოგია

1. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის კანონმდებლობა, რომელიც

მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.

2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ

გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება

ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მდგომარეობა.

3. კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის

საპროცესო კოდექსის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება საქართველოს


კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

მუხლი 3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება სივრცეში

1. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი


საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება


აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს
გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის ან სხვა

4
მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, თუ საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს


სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს
უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზეც.

4. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს,


აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ
დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე,
ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობის იურისდიქციას.

5. საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო


სახელმწიფოს სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოს დავალების
შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზენიბისთვის

1. სასამართლო _ მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო.

2. მოსამართლე _ ორგანო, რომელიც ერთპიროვნულად, არსებითად განიხილავს


სისხლის სამართლის საქმეს.

3. მაგისტრატი მოსამართლე. მოსამართლე, რომელიც წყვეტს ამ


კოდექსითგათვალისწინებულ საკითხებს.

4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო . 12 მოქალაქისაგან შემდგარი ჟიური და


თავმჯდომარე მოსამართლე, რომლებიც მართლმსაჯულებას ახორციელებენ ამ
კოდექსით დადგენილი წესით და შემთხვევებში.

5. სასამართლო ინსტანციები - პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების


სასამართლოები.

6. სასამართლო გადაწყვეტილება _ სასამართლოს ან მოსამართლის ბრძანება,


განჩინება, დადგენილება, განაჩენი.

7. განაჩენი _ პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების


გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის
ჩადენაში ან ამართლებს მას.

5
8. განჩინება - კოლეგიური წესით გამოტანილი სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის
სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე.

9. დადგენილება გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად


გამოაქვს საქმის განხილვისას; გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება
ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიების პროცესში და
საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე. (წინასწარი და სასამართლო გამოძიების
პროცესში).

10. შემაჯამებელი გადაწყვეტილება _ გადაწყვეტილება, რომელიც ამთავრებს


სისხლის სამართლის პროცესის ამა თუ იმ სტადიას.

11. სასამართლო ბრძანება (მოსამართლის ბრძანება) _ მაგისტრატი მოსამართლის


ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა სისხლის სამართლის
საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, მოქალაქეთა კონსტიტუციური
უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების ნებართვას.

12. სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) -


გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო (მოსამართლე).

13. პროკურორი _ საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი მოადგილეები და


მისადმი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი.

14. სახელმწიფო ბრალმდებელი - პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას


პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.

15. კერძო ბრალმდებელი _ დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, რომელიც


მხარს უჭერს ბრალდებას სასამართლოში.

16. გამომძიებელი - საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა


სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის
შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობის პირი, რომელიც აწარმოებს
გამოძიებას.

17. ბრალდების მხარე - პროკურორი, აგრეთვე დაზარალებული და მისი ადვოკატი -


წარმომადგენელი კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის დროს;

20. დაცვის მხარე _ ბრალდებული, დამცველი;

18. ახლო ნათესავი - მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია,
შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული), ოჯახის წევრი,
მუდმივი თანამცხოვრები, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი,
მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი.
6
19. დაკავშირებული პირი - პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის
საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები,
რომ იგი მიღებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ
ქონებით სარგებლობს ბრალდებული.

20. კანონიერი წარმომადგენელი _ ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი.

21. ბრალდებული - პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი,


რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული დანაშაული და რომელიც ამასთან დაკავშირებით დაკავებულია
ან წაყენებული აქვს ბრალდება.

22. მსჯავრდებული _ პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს


გამამტყუნებელი განაჩენი ან ნაფიც მსაჯულთა გამატყუნებელი ვერდიქტი.

23. გამართლებული _ პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს


გამამართლებელი განაჩენი.

24. დამცველი - პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად


უფლებამოსილი არის აწარმოოს საადვოკატო საქმიანობა.

25. არასრულწლოვანი _ პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

26. მცირეწლოვანი _ პირი, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია.

27. სისხლის სამართლის პროცესი - გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის,


სასამართლოსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეთა კანონით
მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ კოდექსის პირველი
მუხლით გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად.

28. საპროცესო მოქმედება _ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ტარდება ამ


კოდექსითდადგენილი პროცედურის ფარგლებში.

29. საგამოძიებო (სასამართლო) მოქმედება _ საპროცესო მოქმედება, რომელიც


ტარდება მტკიცებულებათა შეკრების, დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების
მიზნით.

30. საპროცესო გადაწყვეტილება - გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება,


სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება.

31. პროკურორის სანქცია - პროკურორის მიერ გამომძიებლის, ქვემდგომი


პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ
შემთხვევებში.

7
32. სისხლის სამართლის საქმე _ საგამოძიებო და სასამართლო ოქმების,
დოკუმენტების, ექსპერტების დასკვნების, ნივთიერ და სხვა მტკიცებულებათა
ერთობლიობა.

33. კერძო გამოძიება _ დაცვის მხარის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა


ერთობლიობა, რომლის მიზანია დაცვისათვის მტკიცებულებების შეკრება და
წარდგენა.

34. გამოძიება - უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით


განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ან
სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა და მისი ჩამდენი პირის მხილება.

35. სისხლისსამართლებრივი დევნა - ამ კოდექსით გათვალისწინებული


უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა,
რომლის მიზანია ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლისა და სისხლის
სამართლის საპროცესო კანონებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების
უზრუნველყოფა.

36. ბრალდებულის პირველი წარდგენა მოსამართლესთან - ბრალდებულის


წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან, ბრალის საფუძვლიანობის, აღკვეთის
ღონსიძიების, შეკვეცილი პროცესის, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა
საკითხების გადაწყვეტის მიზნით.

37. წინასასამართლო სხდომა - მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობის,


მოწმეთა სიის დამტკიცების, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა
საკითხების გადაწყვეტა.

38. საქმის არსებითი განხილვა - სასამართლოს (მოსამართლის), ნაფიც მსაჯულთა


სასამართლოს წინაშე მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევა, მხარეთა
კამათის წარმართვა პირის მსჯვარდების ან გამართლების მიზნით.

39. სასჯელის დანიშვნის სხდომა - სხდომა, რომელზედაც მოსამართლე


(სასამართლო) წყვეტს მსჯავრდებულისათვის სასჯელის დაკისრების, პირობითი
გათავისუფლების (პრობაციის) საკითხს, სასჯელის ზომასა და ოდენობას.

40. აპელაცია - დასაზუსტებელია.

41. გამოძიების ადგილი _ საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის


განთავსების ადგილი.

42. საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიზნებისათვის:

8
ა) გადაცემა - სახელმწიფოს მიერ პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოსათვის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
წესდების შესაბამისად;

ბ) ექსტრადიცია - ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის პირის


გადაცემა საერთაშორისო ხელშეკრულების ან ეროვნული კანონმდებლობის
შესაბამისად.

47. თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის


პროცესი) ამ კანონის მიზნებისათვის, საჯარო სამსახურში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით
გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის
იურიდიული პირისხელმძღვანელი ან მისი მოადგილე, ან საწარმოში, რომელშიც
სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი
ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც ბრალად
ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შესაბამისად სამოხელეო ან სამეწარმეო
ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
ჩადენა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა,
გადასახადებისაგან თავის არიდება ან საბაჟო წესების დარღვევა, მიუხედავად იმისა,
გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.

43. საპროცესო კონფისკაცია - დანაშაულის იარაღის და საგნის უსასყიდლოდ


ჩამორთმევა.

44. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა - დანაშაულებრივი


გზით მოპოვებული ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების,
აქციების (წილის) ან ამ ქონების ექვივალენტური ფულადი სახსრების ჩამორთმევა.

45. რეკეტი - შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად


მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა,
რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა
არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი
კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის
დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.

46. რეკეტული დაჯგუფება- თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული


იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი
გაერთიანება.

47. რეკეტირი - პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად


წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს
რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება
რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ

9
დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების
გადაწყვეტაში.

48. რეკეტული ქონება - რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული


შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე
რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან
დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი,
რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან
სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

49. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ბრალდებული, რომლის მიმართაც


განიხილება საქართველოში ექსტრადიციის საკითხი, ან პირი, რომლის მიმართაც
განიხილება საზღვარგარეთ ექსტრადიციის საკითხი.

50. საექსტრადიციო პატიმრობა - პატიმრობა, რომელიც გამოიყენება საზღვარგარეთ


ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიციის უზრუნველსაყოფად .

51. ზიანი _ უშუალო ზიანი და ანაცდენი სარგებელი.

52. ღამის დრო _ 22 საათიდან 6 საათამდე.

53. საექსპერტო დაწესებულება - ექსპერტი

54. დამცველთა სია - დასაზუსტებელია.

55. ქონების ჩამორთმევა - დანაშაულის იარაღის და საგნის უსასყიდლოდ


ჩამორთმევა.

56. ბრალდებულის პერსონალური ინფორმაცია - სახელი, გვარი, დაბადების


თარიღი, თვე, რიცხვი და ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი და
თანამდებობა, განათლება.

7. საფუძვლიანი ეჭვის სტანდარტი - ფაქტების ან ინფორმაციის არსებობა, რაც,


მოცემული საქმის გარემოებათა ერთობლიობით, დააკმაყოფილებდა ობიექტურ
დამკვირვებელს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა.

58. ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტი - წინასასამართლო სხდომის დროს


წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დამაკმაყოფილებელია სხდომის
მოსამართლისათვის, რათა ვარაუდის მაღალი ხარისხით იქნეს გამოტანილი
გამამტყუნებელი განაჩენი.
10
თავი II. სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები

მუხლი 5. კანონის წინაშე თანასწორობა

1. ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დისკრიმინაციის გარეშე


სარგებლობს კანონის თანაბარი დაცვით. სისხლის სამართლის პროცესის
ორგანოები ვალდებული არიან, დაიცვან ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ
აღიარებული სტანდარტები და არ მოახდინონ დისკრიმინაცია ნებისმიერი პირის
მიმართ მისი სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური
ან სხვა მოსაზრების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის,
ქონებრივი მდგომარეობის,წარმოშობის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

2. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო


სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისა და
საქართველოს სხვა სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს კონტროლის
პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური
იმუნიტეტის მქონე პირის, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად
სარგებლობს იმუნიტეტით, - სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის,
დაპატიმრებისა და სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების
გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და
საქართველოს სხვა კანონები.

მუხლი 6. პიროვნების ღირსების ხელშეუხებლობა

1. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და პროცესის სხვა მონაწილეები,


სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე ვალდებული არიან დაიცვან
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა ღირსება.

2. დაუშვებელია ადამიანის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედება წამების,


ძალადობის, სასტიკი მოპყრობის, მოტყუების, სამედიცინო ჩარევის, ჰიპნოზის, ასევე
სხვა ისეთი ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც ზემოქმედებენ ადამიანის
მეხსიერებასა ან აზროვნებაზე. დაუშვებელია აგრეთვე მუქარა ან პირისათვის ისეთი
შეღავათების დაპირება, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული. იძულება
შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში
და ფარგლებში.

მუხლი 7. უდანაშაულობისა და თავისუფლების პრეზუმფცია

1. პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება


სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

11
9

2. არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების


მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

3. მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც


არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის
(მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

4. პირი უნდა იმყოფებოდეს თავისუფლებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ


დადასტურდება მისი დაპატიმრების აუცილებლობა.

მუხლი 8. ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა


არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა

1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებებისა და


თავისუფლებების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ თვით კონსტიტუციითა და ამ
კანონით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე.

2. პირის დამნაშავედ ცნობა, სასჯელის შეფარდება, ასევე მართლსაწინააღმდეგო


ქმედების ჩამდენი პირის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების
დანიშვნა მხოლოდ სასამართლოს უფლებაა.

3. უპირატესობა ყოველთვის ენიჭება უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის


ყველაზე მსუბუქ ფორმას.

მუხლი 9. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

1. არავის აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად


ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის, საფოსტო
გზავნილის, პირადი ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო
საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით გადაცემული პირადი ხასიათის ინფორმაციის
ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.

2. საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები


პირადიცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა
საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია.

3. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონო
გამჟღავნებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს ზიანის
სრულადანაზღაურების უფლება.

4. პირადი მიმოწერა და პირადი შეტყობინება ღია სასამართლო სხდომაზე შეიძლება


გამოქვეყნდეს მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც იგი ეხება. თუ ასეთი
თანხმობა არარის, ის ქვეყნდება დახურულ სასამართლო სხდომაზე.
12
მუხლი 10. ლეგალურობა

1. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის


განსჯადობასაც კანონით ექვემდებარება მისი საქმის განხილვა.

2. გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კანონით განსაზღვრული


წესით ახორციელებს კანონით უფლებამოსილი ორგანო და პირი.

მუხლი 11. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

ყველას აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად ხელი


მიუწვდებოდეს მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობაზე დაფუძნებულ, სწრაფ,
საჯარო, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და კანონიერ სასამართლოზე.

10

მუხლი 12. სამართლიანი პროცესი და სწრაფი მართლმსაჯულება

1. ბრალდებულს აქვს სამართლიანი პროცესის უფლება.

2. ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფ მართლმსაჯულებაზე ამ კოდექსით დადგენილ


ვადებში. ბრალდებულს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ უფლებაზე, თუ
ესაუცილებელია დაცვის სათანადოდ მომზადებისათვის.

3. სასამართლო ვალდებულია, უპირატესობა მიანიჭოს და პრიორიტეტული წესით


განიხილოს ის საქმე, რომელშიც აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის
მიმართ გამოყენებულია პატიმრობა.

მუხლი 13. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

თუ ორივე მხარე უარს არ განაცხადებს, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში,


პირის ბრალეულობის საკითხს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

მუხლი 14. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა

1. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი


ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

2. სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მხარეს ამ


კანონითგანსაზღვრული წესით უფლება აქვს: წარადგინოს შუამდგომლობა;
მოიპოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს მტკიცებულება; ჯვარედინად დაკითხოს
მოწინააღმდეგე მხარის მოწმე; მოითხოვოს საკუთარი მოწმის მოწვევა და დაკითხვა.

მუხლი 15. სასამართლოს სხდომის საჯაროობა და ზეპირობა

13
1. სასამართლო სხდომა ტარდება ზეპირად და საჯაროდ. სხდომის დახურვა
დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ.

მუხლი 16. სისხლის სამართლის პროცესის სახელმწიფო ენაზე განხორციელება


სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში - აგრეთვე
აფხაზურ ენაზე. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის
სამართალწარმოების ენა, ამ კოდექსით დადგენილი წესით, დაენიშნება თარჯიმანი.

მუხლი 17. კანონიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა

1. სასამართლო ხელისუფლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი


ხელისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მოსამართლე
დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და
კანონს.

2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის


სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის
ყველა მონაწილისათვის.

3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის
გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვიდან ამავე
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლისსამართლებრივი დევნა
ჩერდება.

4. ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში პირის კანონიერ ინტერესს პრიორიტეტი


აქვს დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით .
პიროვნების კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში
საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.

მუხლი 18. მტკიცებულების დასაშვებობა

11

1. ამ კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, აგრეთვე


ამგვარად მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა
მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას,
დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.

2. მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს წყვეტს სასამართლო.

14
3. დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ბრალდებას,
განაჩენს ან სხვა შემაჯამებელ გადაწყვეტილებას.

4. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

მუხლი 19. მტკიცებულების ძალა

1. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

2. პირი მიმართ ბრალდების წარდგენისათვის და პირის დაკავებისათვის საჭიროა


საფუძვლიან ეჭვი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული.

3. საქმის არსებითი გაბნხილვისათვის სასამართლოში წარმართვისათვის


აუცილებელია ბრალდებამ აჩვენოს, რომ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის
გამოტანის მაღალი ალბათობა.

4. პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სასამართლო უნდა


დარწმუნდეს, რომ ბრალდებამ გონივრული ეჭვის მიღმა დაადასტურა პირის
ბრალეულობა.

5. ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის


დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ
გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა
ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა
ერთობლიობას.

მუხლი 20. მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევა

1. ყველა მტკიცებულება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა,


უშუალოდ და ზეპირად უნდა იქნეს გამოკვლეული სასამართლოში.

2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და


წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.

3. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლია მხოლოდ ის მტკიცებულება,


რომელიც მხარეთა მონაწილეობით იყო გამოკვლეული სასამართლოში.

მუხლი 21. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება

არავინ არის ვალდებული, ჩვენება მისცეს თავისი თავის ან სხვა იმ პირთა


წინააღმდეგ, რომელთა წრეც განისაზღვრება ამ კანონით.

მუხლი 22. სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობა

სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას


პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რომლის დროსაც
15
ხელმძღვანელობს საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული
სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით.

მუხლი 23. ბრალდების წარდგენა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე

1. პირისათვის ბრალდების წარდგენა დაუშვებელია, თუ არ არსებობს


დასაბუთებული ვარაუდი, რომ მის მიერ ჩადენილია დანაშაული. წარდგენილი
ბრალდების საფუძვლიანობა ამ კანონით დადგენილი წესით მოწმდება
სასამართლოს მიერ.

2. საჯარო სისხლის სამართლებრივი დევნის დროს პირის სისხლის სამართლის


პასუხისგებაში მიცემა მხოლოდ პროკურორის პრეროგატივაა. კერძო სისხლის
სამართლებრივი დევნის დროს ამ ფუნქციას დაზარალებული ახორციელებს
ადვოკატწარმომადგენლის მეშვეობით.

12

მუხლი 24. განმეორებით დევნისა და მსჯავრდების აკრძალვა

დაუშვებელია ერთი და იმავე ქმედებისათვის პირის განმეორებით მსჯავრდება, თუ


მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან განჩინება.

მუხლი 25. სასჯელის დამძიმების აკრძალვის პრინციპი

მსჯავრდებულის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, ზემდგომ სასამართლოს


უფლება არა აქვს მას უფრო მძიმე სასჯელი შეუფარდოს.

კარი II

სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები

თავი III

სასამართლო

მუხლი 26. სასამართლო როგორც მართმსაჯულების ორგანო

1. სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც


უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის
სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი
განაჩენი.

2. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო


ვალდებულია, ამ კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით განიხილოს
სისხლის სამართლის საქმე, შუამდგომლობა, განცხადება და საჩივარი.

16
მუხლი 27. სასამართლოს უფლებამოსილება

1. სისხლის სამართლის საქმე პირველი ინსტანციით, ტერიტორიული განსჯადობის


მიხედვით განიხილება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ.

2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის


კოდექსის XXX მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის
საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი ედება ამ ნაწილით
გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენაშიც, სისხლის სამართლის საქმე,
ამ კოდექსის დადგენილი წესით, განიხილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაში


შედის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით
ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
სასამართლოს ბრძანების გაცემა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების
საკითხის გადაწყვეტა, პროცესის მწარმოებელი ორგანოს უკანონო მოქმედების გამო
საჩივრების გადაწყვეტა, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებების განხორციელება. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე
გადაწყვეტილებას იღებს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი
მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გამოძიება ან საპროცესო
მოქმედება ტარდება, უნდა ჩატარდეს ან უკვე ჩატარდა. საპროცესო მოქმედების
სხვადასხვა რაიონში ჩატარების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გამოძიების
ადგილის მაგისტრატი მოსამართლე. კანონით პირდაპირ განსაზღრულ შემთხვევაში
გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემაც.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს და მაგისტრატი მოსამართლის


განჩინების,ბრძანების და დადგენილების გამო საჩივარს განიხილავს სააპელაციო
სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია.

13

5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს და მაგისტრატი მოსამართლის განაჩენისა


და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამო სააპელაციო საჩივარს
განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატა.

6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე, განჩინებაზე და სხვა შემაჯამებელ


სასამართლო გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

7. საქართველოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა


ამკოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს
საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში

17
შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო
გადაწყვეტილების გადასინჯვის საჩივარს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

ალტერნატიული ნაწილები:

8. თუ პროკურორის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომა ითვალისწინებს ერთ წელზე


მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოზე საქმის განხილვა.

9. თუ პროკურორის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომა ერთ წელზე ნაკლებია საქმეს


განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც ასევე ამტკიცებს საპროცესო
შეთანხმებას ამ საქმეზე.

10. თუ პროკურორის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომა ითვალისწინებს ერთ წელზე


მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას ისეთ საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია
ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ან ფულად-საკრედიტო სისტემაში ან
საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილ დანაშაულთან, მხარის მიერ ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოზე საქმის განხილვის მოთხოვნის შემთხვევაში საჭიროა
საქმის განმხილველი სასამართლოს თანხმობა.

მუხლი 28. ტერიტორიული განსჯადობა

1. სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება დანაშაულის ჩადენის


ადგილის მიხედვით. ხოლო თუ არსებობს დანაშაულთა ან ერთი დანაშაულის
ეპიზოდთა ერთობლიობა, _ ყველაზე მძიმე დანაშაულის ან დანაშაულის ეპიზოდის
ჩადენის ადგილის მიხედვით.

2. თუ სხვადასხვა ტერიტორიაზე რამდენიმე ერთი და იმავე კატეგორიის დანაშაულია


ჩადენილი, საქმეს განიხილავს ის სასამართლო, რომელმაც პირველად დაიწყო
საქმის განხილვა ან რომლის ტერიტორიაზეც რაოდენობრივად უფრო მეტი
დანაშაულია ჩადენილი.

3. მხარის შუამდგომლობით, ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე


უფლებამოსილია, სისხლის სამართლის საქმე მასში მონაწილე დაზარალებულთა
და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელის მიხედვით ან სხვა საბაბით,
რომელიც დაკავშირებულია ნაკლები საპროცესო ხარჯების გაწევასთან,
განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს.

4. თუ სასამართლო (მოსამართლე) დაადგენს, რომ საქმე მისი განსჯადი არ არის, იგი


განჩინებით (დადგენილებით) განსჯადობის მიხედვით სხვა სასამართლოს
გადასცემს საქმეს.

5. განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე.

14
18
მუხლი 29. სასამართლოთა შემადგენლობა

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლე და მაგისტრატი


მოსამართლე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავშირებულ გადაწყვეტილებას
იღებს ერთპიროვნულად. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაკუთრებით
მძიმე კატეგორიის დანაშაულის საქმეს განიხილავს სამი მოსამართლისგან
შემდგარი კოლეგია, გარდა იმ შემთხვევბისა, როდესაც საქმე განიხილება ნაფიც
მსაჯულთა მონაწილოებით.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე რაიონულ


(საქალაქო) სასამართლოში განიხლება 12 ნაფიცი მსაჯულის და მოსამართლის _
სხდომის თავმჯდომარის მონაწილეობით.

3. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივრებს


განიხილავს ერთპიროვნულად.

4. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სისხლის


სამართლის საქმეს სააპელაციო წესით განიხილავს სამი მოსამართლისგან
შემდგარი კოლეგია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში


საკასაციო საჩივარს განიხილავს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია ან
დიდი პალატა _ ცხრა მოსამართლის შემადგენლობით.

6. სასამართლო კოლეგიის ყველა მოსამართლეს მტკიცებულების გამოკვლევაში


მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების თანაბარი უფლება აქვს.

7. ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლო განხილვაში ასევე მონაწილეობენ


სათადარიგო მოსამართლე და ნაფიცი მსაჯულები.

მუხლი 30. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე წარმართავს სხდომას; მოსამართლეთა


თათბირის მიმდინარეობას; მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად
წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულება; უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას;
აგრეთვე, ასრულებს ამ კოდექსით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 31. სასამართლო სხდომის მდივანი

1. სასამართლო სხდომის მდივანი ამოწმებს, გამოცხადა თუ არა სასამართლო


პროცესზე გამოძახებული პირი და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს;
თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტს,
აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს.

19
2. მხარეთა შენიშვნები სასამართლო სხდომის ოქმთან დაკავშირებით განიხილება
ამავე სასამართლოს მიერ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო სხდომის მდივანი
მოწმის სახით აძლევს ჩვენებას. სასამართლო სხდომის მდივნის მიერ მხოლოდ
ჩვენების მიცემის ფაქტი მისი აცილების საფუძველი არ არის. სასამართლო სხდომის
მდივანს ჯერ დაკითხავს მისი დაკითხვის ინიციატორი, შემდეგ კი მოწინააღმდეგე
მხარე.

მუხლი 32. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა და მხარეთა თანასწორობა

1. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია, მხარეებს თავიანთი უფლებებისა და


კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ
არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.

2. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია, თავი შეიკავოს ბრალდების


დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად
მოპოვებისა და გამოკვლევისაგან. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა
მხარეთა კომპეტენციაა.

15

გამონაკლის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, დასვას დამაზუსტებელი


კითხვა თუ ეს აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად.

3. განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსამართლეს


უფლება არა აქვს, აზრი გამოთქვას ბრალდებულის (მსჯავრდებულის) დამნაშავედ
თუ უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

4. თუ სისხლის სამართლის პროცესში ორივე მხარე მონაწილეობს, ერთი მხარის


შუამდგომლობასათან, საჩივართან ან განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლო
ისმენს მეორე მხარის აზრსაც.

მუხლი 33. სასამართლო დავალება

1. თუ ცალკეული საპროცესო მოქმედების ჩატარება საქმის განხილვის ადგილას


შეუძლებელია, სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს, ამ მოქმედების
ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომი დონის სხვა
სასამართლოს (მოსამართლეს).

2. სხვა სახელმწიფოს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოში სასამართლო


დავალების გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოსა და ამ სახელმწიფოს
შორის სამართლებრივი დახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებით.

თავი IV

პროკურორი
20
მუხლი 34. პროკურატურა

პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების


უზრუნველსაყოფად პროკურატურა პროცესუალურად ხელმძღვანელობს
გამოძიებას. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით,
პროკურატურა სრული მოცულობით ატარებს დანაშაულისა და სხვა
მართლსაწინააღმდეგო ქმედების წინასასამართლო გამოძიებას; სასამართლოში
მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;

მუხლი 35. პროკურორი

1. პროკურორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით.

სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება


ბრალდების მტკიცების მოვალეობა.

2. თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას პროკურორი დამოუკიდებელია


და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

3. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ


მიღებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში
ცვლილება ან იგი შეცვალოს ახალი გადაწყვეტილებით.

4. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში.

5. კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და


მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ადმინისტრაციული ორგანოს,
თანამდებობის პირის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.

6. პროკურორი უფლებამოსილია:

ა) საქმის გამოძიება დაავალოს წინასწარი გამოძიების ამა თუ იმ ორგანოს ან


გამომძიებელს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში.

გ) საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმებისა და


გამოძიების წარმოებისას წამოჭრილ სხვა საკითხებზე სავალდებულო მითითება
მისცეს გამომძიებელს და/ან ქვემდგომ პროკურორს;

16

დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის


სამართლის საქმე მთლიანად;

21
ე) გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემის შესახებ;

ზ) ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის ან გაუქმების,


ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ან/და ფარული
საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად,
აგრეთვე, ამ კოდექსით დადგენილ სხვა შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართოს
სასამართლოს;

თ) გააუქმოს გამომძიებლის დადგენილება;

ი) საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით, საქმე ჩამოართვას


ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს. საქართველოს გენერალურ პროკურორს,
მის მოადგილეს, აგრეთვე, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს თავის
სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად,
ერთი საგამოძიებოორგანოდან ამოიღოს ნებისმიერი საქმე და იგი გამოსაძიებლად
გადასცეს სხვა საგამოძიებო უწყებას;

კ) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი


პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა პროკურორს;

ლ) შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება;

მ) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გამო,


ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება
მისცეს სასამართლოს;

ნ) შეცვალოს ბრალდება;

ო) სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოს მისი


დასაშვებობის საკითხის განხილვაში;

პ) აზრი გამოთქვას სასამართლო განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხზე;


მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია
ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის,
ბრალდებულის შერაცხადობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ბრალდებულის
გათავისუფლების შესახებ.

ნ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

თავი V

გამომძიებელი

22
მუხლი 36. გამოძიების ორგანოები

1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს


პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო
დანაყოფების გამომძიებლები.

2. უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, ყველა გამომძიებელს თანაბარი


უფლებამოვალეობები აქვს და მათ მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით
განხორციელებული ყველა საგამოძიებო მოქმედება თანაბარი იურიდიული
ძალისაა.

3. გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს,


პროკურორის დავალებით უფლება აქვს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან
დაკავშირებით განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა
საგამოძიებო მოქმედება.

მუხლი 37. საგამოძიებო ქვემდებარეობა

17

1. სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების


გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის
დადგენილი.

2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები:


საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს
მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის,
კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის,
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის,
გამომძიებლის, პოლიციელის, უმაღლესი სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე
ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, ადვოკატის, აგრეთვე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე, 332-ე-342-ე და 3711 მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის გამომძიებელი


იძიებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 189-ე, 190-ე, 192-ე, 193-ე,
195-ე-201-ე, 204-ე-213-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე-221-ე
მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამომძიებელი იძიებს საქართველოს


სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე359-ე, 383-ე392-ე, 394-ე403-ე მუხლებით

23
გათვალისწინებულდანაშაულებს, აგრეთვე, იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამომძიებელი იძიებს საქართველოს


სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 377-ე -381-ე მუხლებით გათვალისწინებულ
დანაშაულებს, აგრეთვე, სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე
მომხდარ დანაშაულებს.

6. თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე-403-ე მუხლებით


გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების
გამომძიებელი.

7. თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველ


ნაწილში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის,
გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა.

8. ერთ წარმოებაში რამდენიმე საქმის (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ)


გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო
ქვემდებარეობასაც განეკუთვნება უფრო მძიმე დანაშაული.

9. თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო


ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია, ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო
მოქმედებები და საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის საქმე
გადასცეს პროკურორს.

10. დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს ზემდგომი პროკურორი.


დავის გადაწყვეტამდე მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი
განიხილება საერთო წესით.

მუხლი 38. ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა

1. წინასწარ გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის იურისდიქციაც


ვრცელდება ტერიტორიაზე, სადაც დანაშაული მოხდა.

2. თუ სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს


გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება ყველაზე
მძიმე დანაშაული.

3. თუ სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩადენილია ერთი კატეგორიის რამდენიმე


დანაშაული, საქმის საგამოძიებო ქვემდებარეობის საკითხს წყვეტს ზემდგომი
პროკურორი.

მუხლი 39. გამომძიებლის სტატუსი

24
1. გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც თავისი
კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია აწარმოოს სისხლის სამართლის საქმის
გამოძიება. პროკურორი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს გამოძიებას
სარგებლობს გამომძიებლის სტატუსით.

2. საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა


ჩატარების შესახებ ყველა გადაწყვეტილებას გამომძიებელი იღებს
დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით გათვალისწინებულია
მოსამართლის ბრძანება ანპროკურორის თანხმობა, და პასუხს აგებს მათი სრულად
და დროულად ჩატარებისათვის.

3. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და


ობიექტურად.

4. გამომძიებელი ვალდებულია, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან


დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება. თუ გამომძიებელი არ
ეთანხმება პროკურორის მითითებას, მას უფლება აქვს საქმე და თავისი მოსაზრებები
წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელიც აუქმებს ქვემდგომი
პროკურორის მითითებას ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. აღნიშნულ
საკითხზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა.

5. გამომძიებელი ვალდებულია, შეასრულოს მოსამართლის ბრძანება


საგამოძიებომოქმედების ჩატარების თაობაზე.

6. კანონის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების


შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისა და
ადმინისტრაციული ორგანოსათვის.

7. თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი


უფლებამოსილია:

ა) ჩაატაროს ამ კოდექსში აღნიშნული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო


მოქმედება, გარდა იმ მოქმედებისა, რომლის განხორციელება განეკუთვნება
პროკურორის კომპეტენციას.

ბ) შესაბამის ორგანოს მისცეს წერილობითი მითითება დაკავებულთა და


დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილას მიყვანის შესახებ;

გ) მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა;

დ) მოიწვიოს თარჯიმანი, სპეციალისტი, ამოსაცნობი პირის;

ე) პირი ცნოს დაზარალებულად და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები;

25
ვ) მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში
დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და საქმის მასალები საპროცესო
ხელმძღვანელ პროკურორს ან სასამართლოს;

ზ) სხვა გამომძიებლისათვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით მიმართოს


საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს;

თ) შეასრულოს კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

თავი VI

ბრალდებული და მისი დამცველი

მუხლი 40. ბრალდებულის სტატუსი

პირი ბრალდებულია, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და
ცნობილ იქნა ბრალდებულად ან დაკავებულ იქნა ამ კოდექსით დადგენილ
შემთხვევებში და წესით.

მუხლი 41. ბრალდებულის უფლება-მოვალეობები

1. ბრალდებულს უფლება აქვს:

ა) დაკავების ან ბრალდებულად ცნობისთანავე დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ


ენაზე ეცნობოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ ეჭვი და გადაეცეს დაკავების
ოქმის ან/დაბრალდებულად ცნობის დადგენილების ასლი, ასევე აცნობოს, რომ მას
აქვს დამცველის ყოლის, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის
შეკავების უფლება; რომყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია
გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან
რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას,
ბრალდებულად ცნობის დადგენილების ასლი გადაეცემა მის დამცველს;

ბ) მისცეს ან არ მისცეს ჩვენება;

გ) მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებასა და სასამართლო


განხილვაში;

დ) პროცესის ყველა სტადიაზე ისარგებლოს დაცვის უფლებით და იგი


განახორციელოს დამოუკიდებლად ან/და დამცველის მეშვეობით; ამასთან, დაცვის
მომზადებისათვის მას უნდა ჰქონდეს: გონივრული დრო და საშუალება, თავისუფალი
და კონფიდენციალური ურთიერთობა დამცველთან; დამცველის დასწრება
მოითხოვოს მისი მონაწილეობით ჩატარებული ნებისმიერი საგამოძიებო
მოქმედების დროს;
26
ე) ნებისმიერ დროს შეცვალოს დამცველი;

ვ) უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა იმ


შემთხვევებისა, როცა დამცველის დანიშვნა სავალდებულოა;

ზ) დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ


ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის
სისხლის სამართლის პროცესის ენა ან გააჩნია ისეთი ფიზიკური ნაკლი, რაც
თარჯიმნის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს;

თ) დაკავებისთანავე და დაპატიმრების შემთხვევაში პროცესის ნებისმიერ სტადიაზე


მიიღოს სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა.
ბრალდებულის ასეთი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლო გაჭიანურების
გარეშე; საკუთარი ხარჯით მოითხოვოს დაუყოვლებლივ სამედიცინო შემოწმების
ჩატარება მის მიერ არჩეული ექსპერტის მიერ, თუ არ არსებობს ამ კანონით
დადგენილი აცილების საფუძვლები.

ი) არ შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა


როდესაც სახეზეა მისი გაქცევის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის ან
განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე.

კ) განემარტოს დამცველის მოწვევის უფლება დაკავების, დაკითხვის ან სისხლის


სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით მიცემის ან თავისუფლების
შეზღუდვის სახით იძულების ღონისძიების გამოყენების წინ.

ლ) განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება;

მ) მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება;

ნ) მონაწილეობა მიიღოს მისი ან მისი დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ


საგამოძიებო მოქმედებაში;

ო) გამომძიებლის მოქმედება და გადაწყვეტილება გაასაჩივროს პროკურორთან,


პროკურორისა - ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ
შემთხვევებში - სასამართლოში;

პ) ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი


და ადგილსამყოფელი; თავისი მდგომარეობა ასევე შეატყობინოს კრედიტორს, სხვა
ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი
ვალდებულებები აკისრია.

ჟ) მიიღოს უკანონო დაკავების, დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში


იძულებით მოთავსების ან სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად მიყენებული
ზიანის ანაზღაურება;

27
რ) განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით
დადგენილი უფლებები;

ს) დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში


და წესით გაეცნოს ბრალდების მტკიცებულებებს, მიიღოს ასლი;

20

ტ) მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და


გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან
პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად;

უ) მოითხოვოს დაცვის მტკიცებულების გამოკლევა იმავე პირობებში, როგორშიც


ბრალდების მტკიცებულების გამოკვლევა ხდება;

ფ) გამოვიდეს სასამართლო კამათში;

ქ) გამოვიდეს საბოლოო სიტყვით;

ღ) იცნობდეს მხარის შეტანილ საჩივარს და მის შესახებ გამოთქვას მოსაზრება;

ყ) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნა;

შ) გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება. მიიღოს


გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების ასლი;

ჩ) ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

ც) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ბრალდებულის მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა არ შეიძლება


შეფასდეს მისიბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

3. ბრალდებული ვალდებულია:

ა) გამოძახებისთანავე გამოცხადდეს გამომძიებელთან, პროკურორთან და


სასამართლოში;

ბ) ამ კოდექსით გათვალისწინებული ექსპერტიზის, საექსპერტო გამოკვლევისათვის


ნიმუშების აღების, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების,
პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ გამოტანილ
კანონიერ დადგენილებათა შესრულებისას ხელი არ შეუშალოს გამომძიებელს,
პროკურორს, ექსპერტსა და სხვა უფლებამოსილ პირს.

გ) არ დაარღვიოს მისთვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პირობა და სათანადო


ქცევის ვალდებულება.

28
4. თუ ბრალდებული არ შეასრულებს თავის საპროცესო მოვალეობებს, მის მიმართ
შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის
საპროცესო იძულების სხვა ღონისძიება.

მუხლი 42. ბრალდებულის უფლება, მოიპოვოს მტკიცებულება

1. ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯებით თვითონ ან/და დამცველის


დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ
მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი
ძალა აქვს.

2. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა


საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი
წარმომადგენელი დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს, იგი უფლებამოსილია
ბრძანების გაცემის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს. უნდა იქნეს
მიღებული ყოველი ზომა, რათა ბრალდების მხარისათვის ცნობილი არ გახდეს
დაცვის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისშესახებ.

მუხლი 43. დასწრების უფლების შეზღუდვა

1. მოსამართლეს უფლება აქვს, მოწმის დაკითხვის დროს უარი თქვას


ბრალდებულის დასწრებაზე, თუ გამოიყენება მოწმის დაცვის ერთ-ერთი
სპეციალური ღონისძიება.

2. ბრალდებულს დროულად უნდა შეატყობინონ მისი ან/და მისი დამცველის


შუამდგომლობით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების დრო და ადგილი.
ბრალდებულს არა აქვს მათი ჩატარების არასაპატიო მიზეზით გადადების
მოთხოვნის უფლება. თუ ბრალდებული დაპატიმრებულია, ასეთ მოქმედებებს
ესწრება მისი დამცველი. თუ ბრალდებულს ან/და მის დამცველს გონივრულ ვადაში
არ ეცნობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი, ასეთი მოქმედება
არ უნდა ჩატარდეს.

21

მუხლი 44. ბრალდებულის შუამდგომლობით სასამართლო განხილვის გადადების


დაუშვებლობა

1. დამცველის შეცვლის მოტივით სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია,


თუ იგი მიზნად ისახავს სასამართლო განხილვის გაჭიანურებასა და მისთვის ხელის
შეშლას.

2. დამცველის მიერ დაცვის მოვალეობის განხორციელების ხანგძლივი ვადით


შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია, თუ

29
ეს იწვევს სასამართლო განხილვის არაგონივრულ გაჭიანურებასა და მისთვის
ხელის შეშლას.

მუხლი 45. ბრალდებულისა და მისი დამცველის ურთიერთობის


კონფიდენციალურობა

1. ბრალდებულის ურთიერთობა მის დამცველთან კონფიდენციალური და


თავისუფალია.

2. კონფიდენციალურია ასევე პირის ურთიერთობა მის შესაძლო დამცველთან,


რომელსაც ადგილი ჰქონდა პირის ბრალდებულად ცნობამდე.

3. დაკავებული ან დაპატიმრებული ბრალდებულის ურთიერთობა დამცველთან


შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ ვიზუალური კონტროლით.

მუხლი 46. ბრალდებულის დამცველის სამართლებრივი მდგომარეობა

1. დამცველი არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს


ბრალდებულის ინტერესებს და უწევს იურიდიულ დახმარებას.

2. იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებენ ბრალდებულს, ანდა


ამსუბუქებენ მის პასუხისმგებლობას დამცველმა უნდა გამოიყენოს დაცვის ყველა
კანონიერი საშუალება და ხერხი. დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს
ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ. დამცველს უფლება არა აქვს,
ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ წარადგინოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე
ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებული
არასწრულწლოვანია, ან აქვს ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი.

3. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად დამცველი


წარადგენს ადვოკატთა კოლეგიის, ასოციაციის, ფირმის, ბიუროს ორდერსა და
თავის მოწმობას.

4. დამცველს უფლება აქვს, ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით და ამ


კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. დამცველი ვერ ისარგებლებს იმ
უფლებებით, რომლებითაც თვით ამ უფლებათა ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება
მხოლოდ უშუალოდ ბრალდებულმა ისარგებლოს.

5. დამცველი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების


ჩატარების ადგილას და სასამართლოში;

მუხლი 47. სავალდებულო დაცვა

ბრალდებულს ან პირს, რომელსაც ენიშნება სამედიცინო ხასიათის


იძულებითიღონისძიება ვალდებულია ჰყავდეს დამცველი (სავალდებულო დაცვა)
თუ:
30
ა) იგი არასრულწლოვანია;

ბ) არ იცის სამართალწარმოების ენა;

გ) აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ დაცვის
განხორციელებას;

დ) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების


გამოტანამდე;

ე) ჩადენილი ქმედებისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია


პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;

ვ) მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;

ზ) ბრალი ედება იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელზეც ამ კოდქსით


გათვალისწინებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განხილვა;

22

თ) იგი თანმდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო


ორგანოებში გამოცხადებას.

ი) თუ პროცესის მონაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური


ღონისძიება (გარდა ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიებისა).

კ) მისი სასამართლო დარბაზიდან გაძევების შემთხვევაში;

ლ) საკასაციო საჩივრის განხილვის დროს (განხილვის ვადით);

მ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 48. დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე

1. ბრალდებულის დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელებისა და


მართმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონით განსაზღვრული წესით,
სახელმწიფო გაიღებს დაცვის ხარჯებს, თუ:

ა) ბრალდებული გადახდისუუნარობის მოტივით მოითხოვს დამცველის დანიშვნას;

ბ) არსებობს ამ თავით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის შემთხვევა;

2. სახელმწიფოს ხარჯზე დამცველის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს


პროკურორი ან მოსამართლე.

31
3. პროკურორის და სასამართლოს გადაწყვეტილება დამცველის დანიშვნით
გამოყოფის შესახებ სავალდებულოა საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის
სამსახურისათვის.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო


ასევე გაიღებს დაცვისათვის საჭირო სხვა ხარჯებსაც, თუ ეს ხარჯები პირდაპირ
კავშირშია ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან.

5. სახელმწიფო შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლით დადგენილი დაცვის


ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ პროკურორის შუამდგომლობით,
სასამართლო დაადგენს, რომ ბრალდებულს დამცველის დანიშვნის დროს
საკმარისი სახსრები გააჩნდა დამცველის მოწვევისათვის და განზრახ აარიდა თავი
ამას. ამ შემთხვევაში, მიუხედავად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებისა,
ბრალდებულმა სახელმწიფოს უნდა აუნაზღაუროს დამცველის მომსახურებასთან
დაკავშირებული ხარჯები.

6. სახელმწიფო ასევე შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლით დადგენილი დაცვის


ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ პროკურორის შუამდგომლობით,
სასამართლო დაადგენს, რომ ბრალდებულს დამცველის დანიშვნის დროს
არსებული მდგომარეობისაგან განსხვავებით, დამცველის მოწვევისათვის საკმარისი
სახსრები გაუჩნდა და იგი თავს არიდებს მის გამოყენებას. ამ შემთხვევაში,
სახელმწიფოს არ აუნაზღაურდება დანიშნული დამცველის მომსახურებასთან
დაკავშირებით უკვე გაწეული ხარჯები.

7. თუ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე


შემთხვევა, დაკავებულ ან დაპატიმრებულ ბრალდებულს გამომძიებელი ან
პროკურორი დაკავებისთანავე წარუდგენს დამცველთა სიას. ბრალდებულს უფლება
აქვს დამცველად მოიწვიოს პირი, როგორც წარმოდგენილი სიიდან, ისე მისი
არჩევანით. ამ მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნის შესახებ არ მიიღება და
პროკურორი უფლებამოსილია წარდგენილი სიიდან მას დაუნიშნოს დამცველი.

8. დამცველის დანიშვნისთანავე სასამართლომ, პროკურორმა ან გამომძიებელმა ეს


ფაქტი უნდა შეატყობინონ დამცველს. ასეთი შეტყობინება დამცველისათვის ქმნის
დაუყოვნებლივ გამოცხადებისა და დაკისრებული მოვალეობის განხორციელების
ვალდებულებას.

მუხლი 49. ბრალდებულის მიერ დამცველის მოწვევა

დამცველს ირჩევს და მოიწვევს ბრალდებული ან ბრალდებულის


ნებისგათვალისწინებით მისი კანონიერი წარმომადგენელი. გამომძიებელს,
პროკურორს, მოსამართლეს უფლება არა აქვთ რეკომენდაცია გაუწიონ კოკნრეტულ

32
დამცველს. ბრალდებული (მისი კანონიერი წარმომადგენელი) და დამცველი
თავიანთ ურთიერთობებსაწესრიგებენ შეთანხმების საფუძველზე.

23

თავი VII

დაზარალებული და მისი წარმომადგენელი

მუხლი 50. პირის დაზარალებულად ცნობა

1. დაზარალებული არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც


მორალური,ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან
შეურაცხი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად.

2. სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული იურიდიული პირი მონაწილეობს


წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით,
რომელსაც ენიჭება დაზარალებულის ყველა უფლება და ეკისრება ყველა
მოვალეობა.

3. იმ დანაშაულის საქმეზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა


დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე
ახლო ნათესავს. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში
დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით.

4. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში დაზარალებულია ფიზიკური


ან იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.

5. დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ გამომძიებელს,


პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს
განჩინება.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პირი დაზარალებულად ცნოს


სასამართლო კამათის დაწყებამდე.

7. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას დაზარალებული


ბრალმდებელია. დაზარალებულს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ
მომენტში შეუძლია, უარი თქვას კერძო სისხლისსამართლებრივ დევნაზე.

8. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ განჩინების (დადგენილების)


გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროცესის
მწარმოებელი ორგანო ვალდებულია გააუქმოს ეს განჩინება (დადგენილება).

მუხლი 51. დაზარალებულის უფლება-მოვალეობები

1. დაზარალებულს უფლება აქვს:


33
ა) მიიღოს განმარტება თავის უფლება-მოვალეობათა შესახებ;

ბ) მისცეს ჩვენება;

გ) მტკიცებულების გამოთხოვის, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საქმის


გარემოებათა შემოწმებისა და სამართალწარმოების დროს წამოჭრილი სხვა
საკითხების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს;

დ) გამომძიებელთან ან პროკურორთან წარადგინოს მტკიცებულება;

ე) გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედება ან გადაწყვეტილება გაასაჩივროს


პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში კი, შესაბამისად, ზემდგომ
პროკურორთან;

ვ) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;

ზ) საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნით იშუამდგომლოს პროკურორთან


და მისი

დაკმაყოფილების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს მასში;

თ) კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის დროს ისარგებლოს ამ კოდექსით


გათვალისწინებული ბრალდების მხარის უფლებამოსილებით, გარდა აღკვეთის
ღონისძიებისშუამდგომლობის დაყენებისა;

ი) კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეზე გაასაჩივროს სასამართლო


განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება და პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე
გამოთქვას აზრი;

24

კ) მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების


შეწყვეტისდადგენილების (განჩინების), განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო
გადაწყვეტილებისასლი;

ლ) ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე და ისარგებლოს


თარჯიმნის უფასო მომსახურებით;

მ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

ნ) იყოლიოს წარმომადგენელი დაზარალებულად ცნობის მომენტიდან და


სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში უარი თქვას მის მომსახურებაზე;

ო) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გათავისუფლდეს


წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებისაგან;

34
პ) დაცვის სპეციალური ღონისძიების გატარება მოსთხოვოს პროკურორს, თუ
საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავების ან ოჯახის წევრების
სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას;

ჟ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. დაზარალებული ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის ან


სასამართლოს გამოძახებით.

მუხლი 52. ინფორმაცია და განმარტება

1. თუ არსებობს პირის დაზარალებულად ცნობის საფუძველი, გამომძიებელი,


პროკურორი ან სასამართლო დადგენილებით (განჩინებით) ცნობენ პირს
დაზარალებულად და აცნობებენ უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სისხლის
სამართლის პროცესში. პირის უარი დაზარალებულის სამართლებრივ სტატუსზე მას
არ ათავისუფლებს ამ კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობებისაგან და ხელს
არ უშლის სისხლის სამართლის პროცესის წარმოებას.

2. პირის დაზარალებულად ცნობისთანავე მას განემარტება უფლებები და


მოვალეობები. მას ასევე განემარტება მისთვის საზიანო ის შედეგები, რაც მის
გამოუცხადებლობას ან მოვალეობათა დარღვევას შეიძლება მოჰყვეს.

3. თუ დაზარალებულმა გამოთქვა სურვილი, პროკურორმა მას წინასწარ უნდა


შეატყობინოს შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო:

ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან;

ბ) ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევისა და მისი გადასინჯვის


საკითხის განხილვა;

გ) წინასასამართლო სხდომა;

დ) სასამართლოს მთავარი სხდომა;

ე) სასამართლო სხდომა სასჯელის შეფარდების შესახებ;

ვ) სააპელაციო და საკასაციო სასამართლო სხდომა.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ცნობა დაზარალებულს წერილობით


უნდა გადაეცეს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სხვაგვარი საშუალებით გადაცემა
გონივრულია მოცემულ გარემოებებში და საკმარის დროს იძლევა ადექვატური
გადაწყვეტილების მისაღებად.

მუხლი 53. დაზარალებულის წარმომადგენელი

35
1. დაზარალებული საკუთარ ინტერესებს სისხლის სამართლის პროცესში
წარმოადგენს და იცავს პირადად ან ადვოკატის მეშვეობით.

2. თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან


შეზღუდულქმედუნარიანია, ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია
დაიცვას თავისი ინტერესები, ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. ამ
შემთხვევაში პროკურორი უზრუნველყოფს ამ პირის საქმეში ადვოკატის
მონაწილეობას, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო ანაზღაურებს. დაზარალებულის
ინტერესები შეიძლება დაიცვას აგრეთვე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა.

25

3. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში,


რომელსაც გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის
ორგანო, პროკურორი უზრუნველყოფს არასმქონე დაზარალებულის ინტერესების
წარმომადგენლად ადვოკატის მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე. ამ შემთხვევაში
გამოიყენება ამ კოდექსის 48-ე მუხლის ანალოგიური წესები.

4. დაზარალებულის წარმომადგენელს უფლება აქვს, ისარგებლოს დაზარალებულის


ყველა უფლებით და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
დაზარალებულის წარმოამდგენელი ვერ ისარგებლებს იმ უფლებით, რომლითაც
თვით ამ უფლების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ უშუალოდ
დაზარალებულმა ისარგებლოს.

5. დაზარალებულის წარმომადგენელს უფლება არა აქვს იმოქმედოს


დაზარალებულის ინტერესების საზიანოდ.

თავი VIII

მოწმე და პროცესის სხვა მონაწილეები

მუხლი 54. მოწმე

1. მოწმეა ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის


სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის
სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემის
შესახებ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და
ფიცის დადების შემდეგ.

2. სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით, უფლებებითა და


მოვალეობებით სარგებლობს ასევე: გამომძიებელი, პროკურორი, ბრალდებული,
დაზარალებული და მისი წარმომადგენელი, ექსპერტი და თარჯიმანი.

36
მუხლი 55. მოწმის მიერ ფიცის დადება

1. სასამართლოში მოწმე დებს სამოქალაქო ან რელიგიური ფიცს.

2. ფიცს არ დებენ 14 წელს მიუღწეველი პირები.

3. ფიცის დადების წინ სასამართლომ მოწმეს უნდა აუხსნას ფიცის მნიშვნელობისა და


წინასწარგანზრახულად ყალბი ჩვენების მიცემით გამოწვეული სისხლის
სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

4. რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე


შემდეგნაირად მიმართავს მოწმეს:

"დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ თქვენ მთელი


შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ".

ამაზე მოწმე უპასუხებს:

"ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!"

5. არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცი დაიდება შემდეგნაირად:


მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

"დაიფიცეთ, რომ თქვენ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და


არაფერს დამალავთ".

მოწმე უპასუხებს: "ვფიცავ".

6. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს
ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან თავისი ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი
დადასტურებით. ასეთი დადასტურება შემდეგნაირად ხორციელდება: მოსამართლე
მიმართავს მოწმეს:

"სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით ადასტურებთ თუ არა,


რომ თქვენ იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ?".

მოწმე უპასუხებს: "დიახ, ვადასტურებ".

26

7. მოწმის მიერ ფიცის ან ფიცის შემცვლელი დადასტურების დადების ფაქტი


დასტურდება მის მიერ ფიცის ან დადასტურების ტექსტზე ხელმოწერით.

მუხლი 56. მოწმის უფლება-მოვალეობანი

1. მოწმეს უფლება აქვს:

37
ა) იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;

ბ) თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა,


ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს
თარჯიმნის უფასო მომსახურებით;

გ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს,


მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;

დ) არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მისი ოჯახის


წევრებსა და ახლო ნათესავებს;

ე) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;

ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება;

2. მოწმე ვალდებულია:

ა) გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;

ბ) უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;

გ) არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ


იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ;

დ) დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;

ე) სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის


დარბაზი;

3. მოწმე შეიძლება იძულებით მიიყვანონ 177-ე მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 57. პირი, რომელიც არ არის ვალდებული იყოს მოწმე

1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის


შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის
ვალდებულება არ ეკისრებათ:

ა) დამცველს _ იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ


საქმეში დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ) დაზარალებულს ან იმ პირის წარმომადგენელს, რომლის მიმართაც გამოიყენება


სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება _ იმ გარემოების შესახებ, რომელიც
მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის მოვალეობის
შესრულებასთან დაკავშირებით;

38
გ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან
წარმომადგენლობის მიღებამდე _ იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის
ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;

დ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ პირს ან ადმინისტრაციულ ორგანოს


ემსახურებოდა _ იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა
წარმომადგენლობის განხორციელებასთან ან სხვა იურიდიული დახმარების
გაწევასთან დაკავშირებით;

ე) სასულიერო პირს _ იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა


აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;

ვ) ბრალდებულის ოჯახის წევრსა და ახლო ნათესავს _ თუ იგი არ დათანხმდება


მისცეს ჩვენება, როგორც ბრალდების მოწმემ;

ზ) სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს _ იმ ფაქტის გამო,


რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;

თ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური


რესპუბლიკებისუმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს _ იმ ფაქტის
გამო, რომელიც მათგაანდეს როგორც წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს;

27

ი) მოსამართლეს _ იმ გარემოების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა


თათბირის საიდუმლოებას;

კ) ჟურნალისტს _ პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან


დაკავშირებით.

2. მოწმედ არ შეიძლება დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური


ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.

3. სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს მოწმის მოვალეობისაგან


გაათავისუფლოს:

ა) სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო)


საიდუმლოების დაცვა;

ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან


გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ
მიღებულიინფორმაციის წყარო და შინაარსი;

39
გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს
კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას.

მუხლი 58. ექსპერტი

1. ექსპერტია სპეციალური ცოდნის, ჩვევების, გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი,


რომელიც, ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო
გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის,
მოსამართლის ან მხარის შუამდგომლობით მოსამართლის (სასამართლოს) მიერ.
გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს
მტკიცებულებათა აღმოჩენაში, დამაგრებაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.

2. ექსპერტი მიუკერძოებელია იმის მიუხედავად, თუ ვის მიერ იქნა მიწვეული.

3. ექსპერის მიწვევისა და ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ამ კოდექსის


XIX თავით.

მუხლი 59. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი

1. ექსპერტს უფლება აქვს:

ა) იცოდეს, რა მიზნით გამოიძახეს;

ბ) გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა


და გადაიღოს ასლი;

გ) მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა;

დ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე და ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე, თუ


დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის
წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;

ე) ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის,


მოსამართლის (სასამართლოს) ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების
ჩატარებას;

ვ) ექსპერტიზის ჩატარების დროს დასვას ექსპერტიზის საგანთან და საექსპერტო


კვლევასთან დაკავშირებული შეკითხვა;

ზ) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანთან და საექსპერტო კვლევასთან


დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში;

თ) დასკვნა შეადგინოს და ჩვენება მისცეს მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის ან


სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა;

40
ი) მტკიცებულების აღმოჩენის, დამაგრების, გამოკვლევისა და
დემონსტრირებისათვის გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალება,
სპეციალური ცოდნა და გამოცდილება;

კ) გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტების საცდელი


ნიმუში;

28

ლ) ექპსერტიზის ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო


დამატებითი ინფორმაცია.

2. ექსპერტი ვალდებულია:

ა) გამოცხადდეს მხარისა და სასამართლოს გამოძახებით;

ბ) ჩატარებულ ექსპერტიზასთან, გაცემულ დასკვნასთან და შესრულებულ


მოქმედებასთან დაკავშირებით მისცეს ჩვენება;

გ) დასმულ საკითხებზე მისცეს დასაბუთებული და მიუკერძოებელი დასკვნა;

დ) თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებ


ექსპერტიზისჩატარების ინიციატორს და/ან პროცესის სხვა უფლებამოსილ
მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს, ექსპერტი ვალდებულია იგი ასახოს დასკვნაში;

ე) დაიცვას და საექსპერტო გამოკვლევის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარების


ინიციატორს დაუბრუნოს კვლევის ობიექტი, თუ საექსპერტო კვლევის შედეგად ასეთი
ობიექტი სრულად არ გაიხარჯა;

ვ) ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს


ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა საექსპერტო გამოკვლევისას;

ზ) თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძველი, განაცხადოს თვითაცილება;

3. ექსპერტი ასევე სარგებლობს ამ კოდექსის XIX თავში მითითებული უფლებებითა


და ეკისრება მოვალეობები.

მუხლი 60. თარჯიმანი

1. თარჯიმანს იძახებენ, როცა:

ა) ბრალდებულმა, დამცველმა, დაზარალებულმა, მისმა წარმომადგენლებმა არ


იციან ან სათანადოდ არ იციან სისხლის სამართლის პროცესის ენა;

ბ) საჭიროა სისხლის სამართლის პროცესის ენაზე ითარგმნოს წერილობითი ტექსტი;

41
2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს
გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს - განჩინება.

3. წესები, რომლებიც ეხება თარჯიმანს, ვრცელდება იმ პირზედაც, რომელსაც ესმის


ყრუ-მუნჯთა ნიშნები.

4. პროცესის სხვა მონაწილეს თარჯიმნის მოვალეობის შესრულების უფლება არა


აქვს.

მუხლი 61. თარჯიმნის უფლება-მოვალეობები

1. თარჯიმანს უფლება აქვს:

ა) თარგმანის დასაზუსტებლად შეკითხვა დაუსვას პროცესის მონაწილეებს;

ბ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისა და


სასამართლო სხდომის ოქმს;

გ) გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი;

დ) უარი თქვას თარგმნაზე, თუ ამისათვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია;

2. თარჯიმანი ვალდებულია:

ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;

ბ) ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი;

გ) ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით


ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისა და სასამართლო სხდომის ოქმში, აგრეთვე
სხვა საპროცესო დოკუმენტში;

დ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი


გამოძიების მასალა, აგრეთვე მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შემცველი ცნობები;

თავი IX

სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა გამომრიცხველი გარემოებები,

აცილება

29

მუხლი 62. მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლოს სხდომის


მდივნის სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხველი
გარემოებები

42
1. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი
ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:

ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული;

გ) იმავე საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა როგორც ბრალდებული,


დამცველი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი, მოწმე ან დაზარალებულის
წარმომადგენელი;

დ) ბრალდებულის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია;

ე) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავები არიან;

ვ) არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და


მიუკერძოებლობაში.

2. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი


იმავე საქმესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობდა,
როგორცგამომძიებელი, პროკურორი, პირველი ან სააპელაციო ინსტანციის
სასამართლოსმოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე, საგამოძიებო კოლეგიის
მოსამართლე ან

სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი აგრეთვე ვრცელდება იმ მოსამართლეზე,


რომელიც სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობდა ახლად
აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

3. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე


შეტანილი საჩივრის განხილვაში. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს
მოსამართლე ვერმიიღებს მონაწილეობას იმ საქმის განხილვაში, რომლის შესახებაც
შეტანილ საჩივარზე მანმიიღო გადაწყვეტილება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში


მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს ადრე
ამავე საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.

5. პროკურორისა და გამომძიებლის მიერ თავისი ფუნქციის განხორციელება


სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მათ
შემდგომ მონაწილეობას.

6. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე გამომძიებელი


მონაწილეობას ვერ მიიღებს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე
ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებაში, თუ დაცვის მხარე ამის წინააღმდეგია.

მუხლი 63. სისხლის სამართლის პროცესში დამცველის, დაზარალებულის


წარმომადგენელის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი დამცველი ან
43
დაზარალებულის წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის
სამართლის პროცესში, თუ:

ა) იგი იმავე საქმეში მონაწილეობდა როგორც მოსამართლე, პროკურორი,


გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე, ექსპერტი ან თარჯიმანი;

ბ) იგი იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც


ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ან იმ დაზარალებულის
ინტერესებს, რომელსაც ის წარმოადგენს.

მუხლი 64. სისხლის სამართლის პროცესში ექსპერტის ან თარჯიმნის მონაწილეობის


გამომრიცხველი გარემოებები1. ექსპერტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს
სისხლის სამართლის პროცესში, როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად
დამოკიდებულია სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ან/და
ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან. ექსპერტის თვითაცილების საფუძველია,
აგრეთვე მისი პროფესიული არაკომპეტენტურობა.

2. ექსპერტად საქმეში მონაწილეობის უფლება არა აქვს პირს, რომელიც აღნიშნულ


საქმეზე ატარებდა რევიზიას ან სხვა უწყებრივ შემოწმებას.

3. თარჯიმნის აცილების საფუძველია მისი პროფესიული არაკომპეტენტურობა.

მუხლი 65. თვითაცილება

1. თუ არსებობს მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებელის, სასამართლოს


სხდომის მდივნის, დამცველის ან დაზარალებულის წარმომადგენლის, ექსპერტის,
თარჯიმნის სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი
გარემოება, მათ დაუყოვნებლივ უნდა განაცხადონ თვითაცილება.

2. გამომძიებელი თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს საპროცესო


ხელმძღვანელ პროკურორთან, ხოლო პროკურორი _ მოსამართლესთან
(სასამართლოში).

3. მოსამართლე თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს სასამართლოს


თავმჯდომარესთან.

4. დამცველი, დაზარალებულის წარმომადგენელი, აგრეთვე ექსპერტი, თარჯიმანი


და სასამართლოს სხდომის მდივანი თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს
მოსამართლესთან (სასამართლოში).

5. თვითაცილების განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.

მუხლი 66. აცილების შუამდგომლობის დაყენების წესი

44
1. თუ არსებობს პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ (გარდა ექსპერტისა) ამ
თავით განსაზღვრული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის
გამომრიცხავი რომელიმე გარემოება და მათ არ დაუყენებიათ განცხადება
თვითაცილების შესახებ მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილების
შუამდგომლობა.

2. აცილების შუამდგომლობა ამისათვის უფლებამოსილმა პირმა უნდა


გააკეთოსდაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც
მისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში
შუამდგომლობა არ განიხილება.

3. მოსამართლის, პროკურორის, დამცველის, დაზარალებულის წარმომადგენლის,


აგრეთვე თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას ამისათვის უფლებამოსილი პირები
აყენებენ მოსამართლესთან (სასამართლოში).

4. გამომძიებლის აცილების შუამდგომლობას ამისათვის უფლებამოსილი პირები


აკეთებენ საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორთან.

მუხლი 67. თვითაცილების განცხადების ან აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის


წესი

1. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს


მისცეს განმარტება.

2. მოსამართლის თვითაცილების განცხადებაზე ან მისი აცილების შუამდგომლობაზე


გადაწყვეტილებას იღებს:

ა) სასამართლოს თავმჯდომარე;

ბ) საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლე, _ მისი აცილების


შუამდგომლობის შემთხვევაში;

გ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა ან


თვითაცილება დაყენებულია მოსამართლის ან მოსამართლეთა უმრავლესობის
მიმართ, _ ის მოსამართლე, რომლის მიმართაც აცილების თაობაზე შუამდგომლობა
არ დაყენებულა, ან რომელსაც თვითაცილება არ განუცხადებია, კოლეგიურად ამავე
სასამართლოს სხვა მოსამართლესთან ერთად;

დ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, _ კოლეგიურად ამავე სასამართლოს სხვა


შემადგენლობა, თუ აცილების შუამდგომლობა ან თვითაცილება გაცხადებულია
სასამართლოს მთელი შემადგენლობის მიმართ ან მათ მიერ დაყენებულია
თვითაცილება.

3. აცილების შესახებ გადაწყვეტილებას პროკურორი, სასამართლოს თავმჯდომარე,


კოლეგიის წევრი მოსამართლე ამავე სასამართლოს სხვა მოსამართლესთან
45
ერთად, სასამართლოს სხვა შემადგენლობა იღებენ 24 საათის განმავლობაში,
ხოლო მოსამართლე (სასამართლო) დაუყოვნებლივ სათათბირო ოთახში.

4. გაცხადებული აცილების საკითხზე პროკურორს ან მოსამართლეს (სასამართლოს


თავმჯდომარეს) გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს - განჩინება.

მუხლი 68. მოსამართლის ან სასამართლო სრული შემადგენლობის აცილების


შემთხვევაში საქმის სხვა მოსამართლისათვის გადაცემა ან საქმის განმხილველი
სასამართლოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრა

1. საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლე აცილების შესახებ


გადაწყვეტილების შემთხვევაში საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს,
რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს ან უშაულოდ იღებს
წარმოებაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აცილება მისცეს იმ რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს მოსამართლეს, სადაც არ არის სისხლის სამართლის საქმის
განმხილველი სხვა მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს
გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

2. სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმის სხვა


სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად იგი გადაეცემა შესაბამისად
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის
განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.

3. თუ აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე


დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის
შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.

მუხლი 69. აცილების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თვითაცილების განცხადება ან


აცილების შუამდგომლობა, არ საჩივრდება.

2. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გამომძიებლის თვითაცილების


განცხადება ან მისი აცილების შუამდგომლობა შეიძლება ერთი კვირის
ვადაში,ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მოსამართლესთან ან
საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის ზემდგომ პროკურორთან. საჩივარი
განიხილება დადგენილი წესითა და ვადაში.

3. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება თვითაცილების განცხადების ან


აცილების შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების შესახებ შეიძლება ერთი კვირის
ვადაში, ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

46
4. საქმის არსებითად განხილველი მოსამართლის მიმართ თვითაცილების
განცხადების ან აცილების შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ
გადაწყვეტილება შეიძლება ერთი კვირის ვადაში, ერთჯერადად გასაჩივრდეს
ზემდგომ სასამართლოში. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო
პალატის მოსამართლის (მოსამართლეთა) თვითაცილების ან აცილების
შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ერთი
კვირის ვადაში, ერთჯერადად გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს
თავმჯდომარესთან.

თავი X

სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებანი

მუხლი 70. დაცვის სპეციალური ღონისძიება

1. საქმის არსებითი განხილვის დროს, დაუშვებელია სასამართლოში პროცესის


მონაწილის დაკითხვა მისი ვინაობის გასაიდუმლოებით ან იდენტიფიცირების
შეცვლით. სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილე იკითხება უშუალოდ და
ზეპირად.

2. მოსამართლე (სასამართლო), მხარის შუამდგოლობით უფლებამოსილია


გამოიყენოს პროცესის მონაწილეთა დაცვის ერთი ან რამდენიმე შემდეგი
სპეციალური ღონისძიება:

ა) საჯარო რეესტრიდან ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერიდან დაზარალებულის ან


მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობის შემცველი მონაცემების,
კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა
შესაბამისი ინფორმაციის შეცვლა ან ამოღება;

ბ) დაზარალებულის ან მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის


შემცველი საპროცესო და ამ მუხლის ა) ქვეპუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტის
გასაიდუმლოება;

გ) ფსევდონიმის მინიჭება;

დ) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური


ღონიძიება.

3. პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პროცესის


მონაწილეთა დაცვის შემდეგი სახის სპეციალური ღონისძიების გამოყენებაზე:

ა) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური


ღონიძიება;

ბ) გარეგნობის შეცვლა;
47
გ) საცხოვრებელი ადგილის დროებითი ან მუდმივი შეცვლა.

4. სასამართლოში არსებითი განხილვისას პროცესის მონაწილის დაკითხვის შემდეგ


პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება ამ მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებში ჩამოთვლილი ნებისმიერი დაცვის სპეციალური ღონისძიების
გამოყენების თაობაზე.

5. პროკურორი უფლებამოსილია პროცესის მონაწილესთან დაკავშირებული


პირების მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული დაცვის ნებისმიერი
სპეციალური ღონისძიება.

6. ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ


მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება.
დაცვის მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობა წარედგინება მოსამართლეს
გამოძიების ადგილის მიხედვით.

7. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების


განხორციელების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

8. თუ პროცესის მონაწილის მიმართ წინასწარი გამოძიების დროს გამოყენებული


იყო ამ მუხლის მე-2 ნაწილის `ა~, `ბ~ და `გ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაცვის
სპეციალური ღონისძიება, სასამართლოში მისი დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულს ან
მის დამცველს, მოთხოვნის შემთხვევაში, მოსამართლე (სასამართლო) აძლევს
გონივრულ ვადას დაცვის მომზადებისათვის, მაგრამ არაუმეტეს 7 დღისა.

მუხლი 71. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა

1. პროცესის მონაწილეს ნებისმიერ სტადიაზე შეუძლია, ერთი ან რამდენიმე დაცვის


სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს
(სასამართლოს). მოსამართლე (სასამართლო) მის მიმართ დაცვის სპეციალური
ღონისძიების გამოყენების მიზნით მიმართავს სასამართლოს თავმჯდომარეს.

2. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი


საფუძვლით:

ა) საქმე განიხილება ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვა


თავისი ბუნებით არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას;

ბ) პროცესის მონაწილის ვინაობისა და საქმეში მონაწილეობის გასაჯაროებით


მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება მისი ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს,
ჯანმრთელობას ან ქონებას;

გ) პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე;

48
დ) პროცესის მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება რეალური
საფრთხე;

მუხლი 72. შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება

1. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას მოსამართლე


განიხილავს დახურულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან: პროკურორი
შუამდგომლობის ავტორი და პროცესის მონაწილე, რომლის მიმართაც მოითხოვება
დაცვის ზომების გამოყენება (გარდა 70-ე მუხლის თ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა).

2. 70-ე მუხლის თ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური


ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს
დახურულ სხდომაზე, რომელსაც ესწრება პროკურორი და შუამდგომლობის ავტორი.
თუ არსებობს მოწმის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის რეალური საფრთხე
მოსამართლე მისი მონაწილეობის გარეშე იხილავს შუამდგომლობას და გამოაქვს
შესაბამისი გადაწყვეტილება.

მოწმის მონაწილეობის გარეშე გამოტანილი მოწმის სრული ანონიმურობის დაცვის


დადგენილება ძალაში შედის იმ შემთხვევაში, თუ პროკურორის მონაწილეობით,
შუამდგომლობის ავტორი დადგენილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში
ჩვენების მისაცემად წარუდგენს მოსამართლეს მოწმეს.

3. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა განიხილება


შუამდგომლობათა განხილვის საერთო წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების
შემთხვევაში მოსამართლის (სასამართლოს) გადაწყვეტილებაში მითითებულ უნდა
იყოს:

ა) დაცვის რომელი სპეციალური ღონიძიება იქნეს გამოყენებული;

ბ) პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის სპეციალური ღონისძიება და ამ


ღონისძიების გამოყენების ვადა;

გ) სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ევალება დაცვის სპეციალური ღონისძიების

აღსრულება;

4. დაცვის სპეციალური ღონისძიება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უვადოდ.

5. დაცვის სპეციალური ღონისძიების გადაწყვეტილება საჯაროდ არ ცხადდება.

6. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილების თაობაზე,


დასაცავი პირის ამოცნობისა და იდენტიფიცირების მონაცემების გარეშე
წერილობითეცნობებათ მხარეებს, შუამდგომლობის ინიციატორსა და იმ პირს,
რომელსაც შეეხო ეს ზომა.
49
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიღებული
გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს საქმეზე შემაჯამაბელ
გადაწყვეტილებასთან ერთად.

6. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ვადის ამოწურვის შემთხვევაში,


შესაძლებელია მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ კვლავ არსებობს
მოცემული ღონისძიების საჭიროება. დაცვის სპეციალური ღონიძიების ვადის
გაგძელების შუამდგომლობა განიხილება ამ თავით დადგენილი წესით.

7. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის


შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია, დაცვის სპეციალური ღონისძიების დამნიშვნელი
მოსამართლის (სასამართლოს), ხოლო თუ არა, იმავე სასამართლოს სხვა
მოსამართლის დადგენილებით (განჩინებით) ეს ღონისძიება უქმდება, რაც
დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს.

მუხლი 73. შეტყობინება დაცვის სპეციალური ღონისძიების შესრულების შესახებ


დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების აღსრულების შესახებ სამი დღის
ვადაში უნდა ეცნობოს მოცემული ღონისძიების გამოყენების ინიციატორსა და
მოსამართლეს (სასამართლოს).

მუხლი 74. ინფორმაციის დაცვა

სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების


თაობაზე საჯარო არა არის. იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ გადაწყვეტილების
მიმღები მოსამართლის, შუამდგომლობის განხილვაში მონაწილე პირებისა და იმ
უფლებამოსილი თანამდებობის პირისათვის, რომელმაც უნდა აღასრულოს
სასამართლოს გადაწყვეტილება.

კარი III

მტკიცებულება

თავი XI

მტკიცებულების ცნება, მტკიცების საგანი და პროცესი

მუხლი 75. მტკიცებულების ცნება და მტკიცების საგანი

მტკიცებულებაა კანონით გათვალისწინებული წესით სასამართლოში წარდგენილი


ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა
ობიექტი, რომლის საფუძველზე მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან
უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ახორციელებენ
მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო
სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც
ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება
50
გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი; აგრეთვე, გარემოებებს, რომლებიც
გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე,
ახასიათებს მის პიროვნებას.

მუხლი 76. დაუშვებელი მტკიცებულება

1. მტკიცებულება დაუშვებელია, თუ იგი მიღებულია კანონით დადგენილი წესის


არსებითი დარღვევით და აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას, ასევე
მოპოვებულია კანონიერად, მაგრამ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების
გამოყენებით ამ კანონით განსაზღვრული წესით.

2. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია კანონით დადგენილი


წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის ვარაუდი მისი შესაძლო გამოცვლის,
მისი ნიშნებისა და თვისებების არსებითი შეცვლის, ან მასზე დარჩენილი კვალის
არსებითი გაქრობის შესახებ.

3. ბრალდების მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მტკიცებულების


დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

4. დაცვის მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი


მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ.

5. მტკიცებულების დაუშვებლად მიიჩნევის საკითხს წყვეტს სასამართლო.

6. დაუშვებლად მიჩნეული მტკიცებულება ამოიღება სისხლის სამართლის საქმიდან


და სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადის განმავლობაში ინახება
სასამართლოს კანცელარიაში.

მუხლი 77. პრეიუდიცია

1. თუ მხარეები საეჭვოდ არ ხდიან, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება:

ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი;

ბ) განაჩენი ადრე ნასამართლობაზე;

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი


გარემოება და მისი სამართლებრივი შეფასება;

დ) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით


დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და მისი სამართლებრივი შეფასება;

ე) ასევე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი რაზეც მხარეები მიაღწევენ


შეთანხმებას საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე.

51
2. მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად
დადგენილი ფაქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა გამოკვლევის
შედეგებს.

მუხლი 78. ბრალდებულის ჩვენება

1. ბრალდებულის ჩვენებაა საქმის გარემოებათა შესახებ მის მიერ სასამართლოში


მიცემული ინფორმაცია.

2. ჩვენების მიცემა ბრალდებულს უფლებაა.

3. ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემის


ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მისი ბრალეულობის დამადასტურებელი
მტკიცებულება.

4. ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ


სასამართლო განაჩენს, თუ იგი საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებების
ერთობლიობით არ დასტურდება.

მუხლი 79. მოწმის ჩვენება

1. მოწმის ჩვენებაა საქმის გარემოებათა შესახებ მის მიერ სასამართლოში მიცემული


ინფორმაცია.

2. მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს


წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს, ან თუ დადგინდება, რომ ფსიქიკური
ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას,
დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.

3. თუ მოწმის ჩვენებაში (ჩვენებებში) არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება


აქვს მოსამართლესთან იშუამდგომლოს, ამ ჩვენების (ჩვენებების) ან მისი ნაწილის
დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა.

მუხლი 80. ირიბი ჩვენება

1. ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ


ინფორმაციას.

2. ირიბი ჩვენება დასაშვებია მხოლოდ ინფორმაციის წყაროს მითითებით.

3. საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები


მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

მუხლი 81. ექსპერტის დასკვნა და ჩვენება

52
1. ექსპერტის დასკვნაა ჩატარებული კვლევის ან მოქმედების მიმდინარეობისა და
დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების ამსახველი წერილობითი დოკუმენტი და
სასამართლოში მიცემული ჩვენება.

2. ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორც კვლევით


ნაწილს, ისე ექსპერტიზით დადგენილ შედეგს.

მუხლი 82. დოკუმენტი

1. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის


ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების დადგენისათვის საჭირო ცნობას.

2. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია


სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, ან/და ფოტო, კინო, ვიდეო, ბგერისა თუ სხვა
ჩანაწერის სახით, ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

3. დოკუმენტს მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა


და ის ავთენტურია.

4. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე


ნივთიერი მტკიცებულებაც, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისება აქვს.

5. თუ ამოღებული და საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვის,


ანგარიშგებისა და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება
კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად.

მუხლი 83. ნივთიერი მტკიცებულება

1. ნივთიერი მტკიცებულებაა ნებისმიერი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა


ობიქეტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-
თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივ
გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან
ბრალდების უარყოფისა თუ დადასტურების საშუალება იყოს.

2. შედარებითი კვლევის ნიმუში შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულებაა.

3. ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს; დათვალიერებისას


უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს საგნის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.

4. ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით დათვალიერება


დასაშვებია.

მუხლი 84. ნივთიერი მტკიცებულების შენახვა

1. ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რაც გამორიცხავს მის


დაკარგვასა და მისი თვისებების შეცვლას.
53
2. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრესა თუ
მფლობელს არ უბრუნდება, ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის
სამართლის საქმის შენახვის ვადით.

3. ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა


ფასიანი ქაღალდები, თუ მათ ინდივიდუალურ ნიშნებს მტკიცებულებითი
მნიშვნელობა არა აქვს, ინახება საბანკო დაწესებულებაში.

4. სასამართლოს გადაწყვეტილებით ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება ინახებოდეს


სხვა ადგილას.

მუხლი 85. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის


პროცესის დამთავრებამდე

1. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე გამოძიების ორგანო მესაკუთრეს


ან მფლობელს უბრუნებს: მალფუჭებად საგანს ან ნივთიერებას, ყოველდღიურ
ყოფაცხოვრებაში აუცილებელ საგანს, შინაურ ცხოველსა და ფრინველს,
სატრანსპორტო საშუალებას, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული.

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი


მფლობელი არ არის ცნობილი, არ არსებობს მისი კანონიერი წარმომავლობის
დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით,
საგანი გამოსაყენებლად, შესანახად ან მოსავლელად უნდა ჩაბარდეს შესაბამის
ადმინისტრაციულ ორგანოს; თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით უნდა მოხდეს
მისი რეალიზაცია ან კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს სხვა
სახელმწიფო დაწესებულებას.

3. თუ ნივთიერი მტკიცებულება მალფუჭებადია ან სწრაფი გაუფასურება ელის და იგი


არ უბრუნდება მფლობელს, დასაშვებია მისი საკომისიო წესით რეალიზაცია ან
სახელმწიფო დაწესებულებისათვის გადაცემა. ასეთი ქონების რეალიზაციით
მიღებული თანხა, საკომისიო ხარჯების გამოკლებით ინახება სასამართლოს
სადეპოზიტო ანგარიშზე და იგი გამოყენებულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის
პროცესის მიზნებისათვის.

მუხლი 86. გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ სისხლის


სამართლისნ პროცესის დამთავრებისას

1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების


შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ან დადგენილებაში ნივთიერი მტკიცებულების
საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:

ა) თუ დანაშაულის იარაღსა და საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება,


ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია;

54
ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა
შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს,
ნადგურდება;

გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო


დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით, მას
გადაეცემა;

დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის


შედეგად მიყენებული ზიანისა, ხოლო ზიანის ანაზღაურების შემდეგ საპროცესო
ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი
მიადგა, გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტს;

ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და


დოკუმენტი, ბრალდებულსა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი
პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

2. დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების


წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება სასამართლო
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის
საქმესთან ერთად.

3. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში


მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება
იმ ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას და
საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.

მუხლი 87. მტკიცებულებათა შემოწმება

მხარის მიერ შეკრებილი და წარდგენილი მტკიცებულება ყოველმხრივ და


ობიექტურად უნდა შემოწმდეს, რაც ითვალისწინებს მის ანალიზსა და შეჯერებას სხვა
მტკიცებულებებთან.

მუხლი 88. მტკიცებულებათა შეფასება

1. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი


შემხებლობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

2. არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

3. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის


გამომრიცხავ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მუხლი 89. შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე მხარეებს შორის ინფორმაციის


გაცვლა
55
1. სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა
ბრალდების იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რის მტკიცებულებად წარდგენასაც
ბრალდება სასამართლოში აპირებს, უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე
ასევე ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს
ასევე გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები.

2. დაცვის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბრალდების მხარე


უფლებამოსილია დაცვის მხარისაგან მიიღოს ის ინფორმაცია, რის მტკიცებულებად
წარდგენასაც დაცვა სასამართლოში აპირებს.

3. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ, იმ მომენტისათვის არსებული


მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადუცემლობა იწვევს ამ მასალის
დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მხარეების მიერ


ინფორმაციის გაცვლა ხდება მოსამართლის მეშვეობით.

5. დაცვის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის


შუამდგომლობით შეიზღუდოს სასამართლოს მიერ მხოლოდ ფარული საგამოძიებო
მოქმედებებით მიღებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო
სხდომამდე.

6. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე ხუთი დღით ადრე მხარეებმა


ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის არსებული სრული
ინფორმაცია, რის მტკიცებულებად წარდგენასაც აპირებენ სასამართლოში.

7. მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია


დოკუმენტების ასლების, სხვა მასალის თაობაზე კი ცნობის სახით. დასაშვებია
ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერებაც, თუ ეს არ იწვევს მის ან მასზე არსებული
კვალის დაზიანებას ან განადგურებას.

8. დაცვის მხარის მიერ ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, არ იწვევს
არსებით სასამართლო განხილვაზე ამ მტიკიცებულების დაუშვებლად ცნობას. ამ
შემთხვევაში დაცვას ეკისრება საპროცესო ხარჯები.

თავი XII

საპროცესო პასუხისმგებლობა წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში


საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის
მუხლი 90. იმ პირთა საპროცესო პასუხისმგებლობა, რომლებიც აწარმოებენ
გამოძიებას და სისხლისსამართლებრივი დევნას თუ გამომძიებელმა დაარღვია
კანონი სისხლის სამართლის საქმის შემდგომ გამოძიებას იგი შეიძლება

56
ჩამოაშოროს საპროცესო ხელმძღვანელმა პროკურორმა, ხოლო პროკურორი -
ზემდგომმა პროკურორმა.

მუხლი 91. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა საპროცესო


პასუხისმგებლობა გამოცხადებასა და თავიანთ მოვალეობათა შესრულებაზე უარის
თქმისათვის

1. თუ ექსპერტი, თარჯიმანი, ნაფიცი მსაჯული, მოწმე უარს იტყვის გამოცხადებაზე ან


ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა მოვალეობის შესრულებაზე, მას
მოსამართლე აკისრებს 2000 ლარამდე ჯარიმას.

3. იძულებით მოყვანის შემთხვევაში პროცესის მონაწილე არ თავისუფლდება


გამოუცხადებლობისათვის პასუხისმგებლობისაგან. ამასთანავე მას დამატებით
ეკისრება იძულებით მოყვანისათვის გაწეული ხარჯები.

მუხლი 92. საპროცესო პასუხისმგებლობა სხვა საპროცესო მოვალეობათა


შეუსრულებლობისათვის

ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო მოვალეობათა


შეუსრულებლობისათვის მოსამართლე 1000 ლარამდე ჯარიმას დააკისრებს:

ა) დაზარალებულსა ან მოწმეს, - თუ ის უარს იტყვის გამომძიებლის, პროკურორის,


სასამართლოს კანონიერ მოთხოვნაზე ექსპერტიზაში მონაწილეობის ან/და
შედარებითი კვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ;

ბ) იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს, თუ ის ხელს


უშლის ნაფიცი მსაჯულის, ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტის,
თარჯიმნის სასამართლოში გამოცხადებას.

მუხლი 93. პასუხისმგებლობა სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის

1. სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე;


ხოლო სხდომის დარბაზში, _ სხდომის თავმჯდომარე.

2. სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, დაადგინოს პროცესის


მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან
სხდომის დარბაზში ცალკეული საგნების შეტანის აკრძალვა.

3. დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია,


შეზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა.

4. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, თავმჯდომარის


განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს
უპატივცემულობისათვის რაც საკმარისი ხარისხისაა, რათა ხელყოს სამართლიანი
სასამართლოს უფლება, პროცესის მონაწილე მოსამართლის (სასამართლოს)
57
დადგენილებით (განჩინებით) შეიძლება გააძევონ სასამართლო სხდომის
დარბაზიდან. პროცესის მონაწილის დარბაზიდან გაძევება არ აფერხებს პროცესის
მსვლელობას. სხდომაზე დამსწრე მოსამართლის (სასამართლოს)
დადგენილებითშესაძლებელია გაძევებულ იქნეს სასამართლო სხდომის
დარბაზიდან წესრიგის დარღვევისათვის.

5. თუ გადაწყვეტილება გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან დამცველს, საქმის


მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან
დაცვას ახორციელებს ერთზე მეტი ბრალმდებელი ან დამცველი. გაძევებული
ბრალმდებლის ან დამცველის არასათანადო ქცევის შესახებ მოსამართლე
წერილობით ატყობინებს ზემდგომ პროკურორს ან ადვოკატთა გაერთიანებას.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროცესი გადაიდება 48


საათამდე ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება
მართლმსაჯულების ინტერესებს ან ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ამ დროში
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გაძევებული ბრალმდებლის ან/და დამცველის
ნაცვლად სხვა ბრალმდებლის ან დამცველის მოწვევა (ხოლო თუ ბრალდებული
უარს ამბობს სხვა დამცველის მოწვევაზე, დამცველის დანიშვნა).

7. თუ ბრალდებული გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან,


სასამართლო განაჩენი ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილება ცხადდება მისი
თანდასწრებით, ხოლო თუ იგი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას,
გამოცხადება ხდება მისი მონაწილეობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში ბრალდებულს
გადაეცემა განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების ასლი.

8. გაძევებულ პირს შეიძლება დაეკისროს 500 ლარამდე ჯარიმა.

9. თუ მოსამართლის (სასამართლოს) მიმართ გამოხატულია აშკარა


უპატივცემულობა, მოსამართლეს (სასამართლოს) შეუძლია გამოიტანოს
დადგენილება (განჩინება) საპროცესო პასუხისმგებლობის სახით პირის 30 დღემდე
ვადით ადმინისტრაციული დაპატიმრების შესახებ. ასეთი განჩინება დაუყოვნებლივ
აღსრულდება. თუ განჩინება გამოტანილ იქნა მხარის მიმართ, სასამართლო სხდომა
გადაიდება აღნიშნული ვადით. ამ ნაწილში გათვალისწინებული პატიმრობა არ
გამოიყენება იმ ბრალდებულის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით
შერჩეული აქვს პატიმრობა.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული დადგენილება (განჩინება) შეიძლება 24 საათის


განმავლობაში გასაჩივრდეს იმავე სასამართლოს თავმჯდომარესთან, ხოლო თუ
დადგენილება (განჩინება) გამოტანილია სასამართლოს თავმჯდომარის მიერ,
ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარესთან. სასამართლოს თავმჯდომარე
საჩივრის შესვლიდან 24 საათში იხილავს მის საფუძველიანობას და დადგენილებით
აუქმებს, ცვლის ან ძალაში ტოვებს გასაჩივრებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ამ დადგენილების შემდგომი გასაჩივრება დაუშვებელია.
58
თავი XIII

საპროცესო ვადები და ხარჯები

მუხლი 94. საპროცესო ვადების გამოთვლის წესი

1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით,


თვეებით. ვადების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის
საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა, დაპატიმრებისა და
შინაპატიმრობისა, რომელთა ხანგრძლივობაც გამოითვლება წუთებით.

2. საპროცესო ვადაში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და სხვა


უქმე დღეები.

3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე.


თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ
ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი, _ ამ თვის ბოლო დღე-ღამეს.

მუხლი 95. ვადის დაცვა

1. ვადა გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა


დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე გადაეცა დაზღვეულ ფოსტას, გადაეცა ან განეცხადა
მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, გადაეცა წინასწარი პატიმრობის ადგილის ან
სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ პირი შესაბამისად
დაპატიმრებულია ან იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში.

2. სასამართლოს გადაწყვეტილებით ვადა _ გარდა დაკავების და პატიმრობის


ვადისა _ გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ იგი გაცდენილია დაუძლეველი ძალის ან
გარემოებების გამო (ფორსმაჟორი).

მუხლი 96. ვადის გაცდენის შედეგები

დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჩატარებული საპროცესო ქმედება ბათილია, თუ


ვადა არ იქნება აღდგენილი.

მუხლი 97. გაცდენილი ვადის აღდგენა

1. მხარის შუამდგომლობით მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია


აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა, თუ ეს არ იწვევს ბრალდებულის
უფლებებისა და გარანტიების არამართლზომიერ შეზღუდვას.

2. გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობა მოსამართლესთან (სასამართლოში)


წერილობით უნდა იქნეს შეტანილი ვადის გაცდენიდან ერთი კვირის განმავლობაში .

3. საპატიო მიზეზით ვადის გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ


პირს.
59
მუხლი 98. საპროცესო ხარჯები

1. საპროცესო ხარჯებია:

ა) ბრალდებულის დამცველის მომსახურების ხარჯი;

ბ) დაზარალებულის წარმომადგენლის მომსახურების ხარჯი;

გ) ექსპერტის გამოცხადების და საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი;

დ) თარჯიმნის გამოცხადების და საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი;

ე) მოწმის გამოცხადების ხარჯი;

ვ)) ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნისათვის საჭირო ხარჯი;

ზ) ბრალდებულის ან მისი დამცველის შუმადგომლობით სახელმწიფო ბიუჯეტის


სახსრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ხარჯი;

თ) დაცვის მხარისათვის ბრალდების მხარის მიერ გადაცემული ინფორმაციის


ასლების გადაღების ხარჯი;

ი) ნაფიც მსაჯულთა გამოცხადებისა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის


ხარჯი;

2. ექსპერტს ან თარჯიმანს ანაზღაურება არ ეძლევა, თუ საქმიანობისათვის


სახელმწიფოს მიერ დანიშნული აქვს ხელფასი.

მუხლი 99. საპროცესო ხარჯების გადახდევინება

1. ბრალდებულის დამცველის და დაზარალებულის წარმომადგენლის მომსახურების


ხარჯებს გაიღებს უშუალოდ ბრალდებული და დაზარალებული, ხოლო თუ დაცვა
ანწარმომადგენლობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე _ სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. წინასასამართლო გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლო


განხილვის მარეაბილიტირებელი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე,
მარეაბილიტირებელი საფუძვლით გამართლებულის მიერ დაზარალებულის,
მოწმის, თარჯიმნისა და ექსპერტის მოწვევის; მარეაბილიტირებელი საფუძვლით
გამართლებულის მიერ წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულებების შენახვისა და
გადაგზავნის; მარეაბილიტირებელი საფუძვლით გამართლებულის ან მისი
დამცველის შუამდგომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების; აგრეთვე,
მათი შუამდგომლობით ბრალდებისგან მიღებული ინფორმაციის ასლების
გადაღების ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. მსჯავრდებულს ეკისრება მისი ან მისი დამცველის მიერ დაზარალებულის მოწმის,


თარჯიმნისა და ექსპერტის მოწვევის, წარდგენილი მტკიცებულების შენახვისა და
60
გადაგზავნის, მისი ან/და მისი დამცველის შუამდგომლობით ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედების, ბრალდებისგან მიღებული ინფორმაციის ასლის
გადაღების ხარჯების ანაზღაურება. გადახდისუუნარობის გამო სასამართლოს
უფლება აქვს, მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს
პროცესის ხარჯებისაგან.

4. რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს საპროცესო ხარჯები თითოეულ მათგანს


ბრალის ხარისხისა და დანიშნული სასჯელის სიმკაცრის გათვალისწინებით
წილობრივად გადახდება.

5. გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები


თავისუფლდებიან საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.

6. საპროცესო ხარჯების შესახებ ცნობას წინასასამართლო გამოძიების ეტაპზე


ადგენს პროკურორი და წარუდგენს საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს.
საქმის არსებითი განხილვისას საპროცესო ხარჯების შეცვლის შემთხვევაში
პროკურორი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილებები ასახოს ცნობაში და
წარუდგინოს სასამართლოს.

7. პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში


სასამართლო განხილვის ამ მიზეზით გადადების ხარჯები დაეკისრება აღნიშნულ
პირს.

თავი XIV

შუამდგომლობა, საჩივარი და მათი განხილვის ზოგადი წესი

მუხლი 100. შუამდგომლობის განცხადების უფლება და წესი

1. სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე პროცესის


მონაწილეებს აქვთ შუამდგომლობის განცხადების უფლება. სისხლის
სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ სისხლის სამართლის პროცესის სხვა
მონაწილეებს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ან ორგანოში შუამდგომლობა
შეაქვთ ბრალდების ან დაცვის მხარის მეშვეობით.

2. შუამდგომლობა წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის


მოხედვით ან საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს (სასამართლოს).

3. შუამდგომლობის განცხადება შეიძლება მთელი პროცესის განმავლობაში.

4. შუამდომლობის განხილვის დაწყებამდე მის ავტორს უფლება აქვს, უკან


გაითხოვოს იგი.

61
5. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. წერილობითი
შუამდგომლობა უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. ზეპირი
შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს ოქმში.

6. ერთი და იგივე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია


გადაწყვეტილება, იმავე მოსამართლესთან (სასამართლოში) აღარ განიხილება.

7. წინასასამართლო გამოძიების ეტაპზე შუამდგომლობა განხილულ და


გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი განცხადების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღისა,
ხოლო სასამართლოში _ დაუყოვნებლივ, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ
დადგენილი შემთხვევებისა.

მუხლი 101. შუამდგომლობის გადაწყვეტა

1. შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ მასში ასახული მოთხოვნის


შესრულება ხელს უწყობს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების
განხორციელებას, ხოლო თუ იგი მიმართულია სისხლის სამართლის პროცესის
გაჭიანურების ან ხელის შეშლისაკენ, _ უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორი მას ასაბუთებს ზეპირად და პასუხობს მოსამართლისა და


პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს.

3. თუ სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა,


აგრეთვე მისი დამცველი ან წარმომადგენელი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა,
მისცენ განმარტება და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებანი.

5. შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს მისი


დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის გადაწყვეტილებას.

6. შუამდგომლობის განხილვის შედეგების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს


მის ანმცხადებელს. იმ შემთხვევაში თუ შუამდგომლობის განმცხადებელს უარი ეთქვა
მის დაკმაყოფილებაზე, მას აგრეთვე უნდა ეცნობოს უარის თქმის მოტივები.

7. შუამდგომლობის წარდგენისას სასამართლოს წარედგინება საქმის იმ მასალების


ასლები, რომლებიც აუცილებელია მისი განხილვისათვის.

მუხლი 102. საჩივრის შეტანის უფლება და წესი

1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს, ამ კოდექსით დადგენილ


შემთხვევებში, უფლება აქვს, გაასაჩივროს მოსამართლის (სასამართლოს) ქმედება
ან გადაწყვეტილება.

2. მოსამართლის (სასამართლოს) ქმედებასთან და გადაწყვეტილებასთან


დაკავშირებით საჩივარი, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
შეაქვთ ზემდგომ სასამართლოში.
62
3. საჩივარი შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. წერილობითი საჩივარი
უნდადაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. ზეპირი საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს
ოქმში.

4. საჩივარი შეაქვთ იმდენ ეგზემპლარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას მის


განხილვაში მონაწილეთათვის გადაცემა.

5. საჩივრის შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე.

6. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივრის შეტანა შეიძლება 10


დღის ვადაში მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა იმ ქმედებისა თუ
გადაწყვეტილების თაობაზე, რომელსაც იგი უკანონოდ და დაუსაბუთებლად
მიიჩნევს.

7. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივარი განხილულ უნდა იქნეს


მისი შეტანიდან 3 დღეში.

მუხლი 103. გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საჩივრის შეტანასთან


დაკავშირებით

კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის შეტანა აჩერებს


გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სხვა შემთხვევაში საჩივრის შეტანა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას აჩერებს, თუ ამას მხარეთა
შუმადგომლობით საჭიროდ ჩათვლის საჩივრის განმხილველი პირი.

მუხლი 104. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი

1. საჩივრის განხილვა არ შეიძლება დაევალოს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს,


რომლის მოქმედებაც საჩივრდება.

2. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, ვალდებულია თავისი


უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის
სამართლის პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა დარღვეული უფლებებისა და
კანონიერი ინტერესების აღსადგენად.

მუხლი 105. გადაწყვეტილება საჩივრის გამო

1. საჩივრის განხილვის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი


გადაწყვეტილება:

ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის გაუქმების ან შეცვლის


შესახებ;

ბ) გასაჩივრებული ქმედების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ;

გ) საჩივრის უარყოფის შესახებ.


63
2. სისხლის სამართლის საქმეს უნდა დაერთოს საჩივარი და მისი
განხილვისშედეგები.

მუხლი 106. საჩივრის გამო გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება

საჩივრის განხილვის შედეგების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის ავტორს.


იმ შემთხვევაში თუ საჩივრის განმცხადებელს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე, მას
აგრეთვე უნდა ეცნობოს უარის თქმის მოტივები.

თავი XV

სასამართლო განხილვის ზოგადი დებულებანი

მუხლი 107. სასამართლო სხდომის საჯაროობა

1. სასამართლო სხდომა ტარდება ზეპირად და საჯაროდ. სისხლის სამართლის


საქმის განხილვის სტენოგრაფირების, ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და
აუდიოჩაწერის, აგრეთვე რადიოთი და ტელევიზიით და სხვა ელექტრონული
საშუალებებით ტრანსლაციის წესს და შეზღუდვის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს
სასამართლო მოტივირებული გადაწყვეტილებით. ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა
და აუდიოჩაწერის შეჩერება ან აკრძალვა სისხლის სამართლის საქმის განხილვის
დროს დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესის დარღვევის
შემთხვევაში, რის თაობაზედაც სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული
გადაწყვეტილება. სასამართლომ ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა მიიღოს
განსასჯელის პიროვნული ღირსების უფლება.

2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს სასამართლო განიხილავს


დახურულ სხდომაზე.

3. მხარის შუამდგომლობით, მოსამართლეს შეუძლია მიიღოს სხდომის


ნაწილობრივი ან სრული დახურვის გადაწყვეტილება:

ა) პროფესიული ან პირადი საიდუმლოების დაცვის მიზნით;

ბ) არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით;

გ) თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება,


რომელიც მოითხოვს სხდომის დახურვას.

4. მოსამართლე უფლებამოსილია, წესრიგის დაცვის მიზნით საკუთარი ინიციატივით


ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სასამართლო სხდომა.

5. თუ დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკითხის გადაწყვეტა


მოითხოვს ისეთი გარემოების საჯაროდ განხილვას, რომელიც საჯაროდ არ უნდა
64
გაცხადდეს და სხდომის დახურვის შუამდგომლობას მოწინააღმდეგე მხარე არ
ეთანხმება, ეს საკითხი განიხილება დახურულ სხდომაზე.

6. მოსამართლე ვალდებულია, საჯაროდ გამოაცხადოს სხდომის დახურვის


საფუძველი.

7. სასამართლოს შეუძლია, დაავალდებულოს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირი,


არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დახურულ
სხდომაზე.

8. სასამართლო სხდომაზე 14 წელს მიუღწეველი პირი არ დაიშვება, გარდა იმ


შემთხვევისა თუ ის პროცესის მონაწილეა.

9. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ


სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

10. სასამართლო სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია არ დაუშვას სხდომაზე პირი,


რომელიც შეუფერებელ ფორმაში ან მდგომარეობაში გამოცხადდა.

11. თუ საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, სხდომის


სატელევიზიო ან რადიოტრანსლაცია, ასევე ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან
აუდიოჩაწერა დაუშვებელია.

მუხლი 108. სასამართლო განხილვის ადგილი და უწყვეტობა

1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს სასამართლოს სხდომათა დარბაზში.

შემთხვევის ან სხვა ადგილის, ნაგებობის, ტრანსპორტისა და სხვა ისეთი ობიექტის,


რომლის

მიტანაც სასამართლო სხდომის დარბაზში შეუძლებელია, დათვალიერების მიზნით,


აგრეთვე დასაკითხი პირის მძიმე ავადმყოფობის ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო,
სასამართლო სხდომა მხარეთა შუამდგომლობით შესაძლებელია ჩატარდეს
სასამართლოს დარბაზის გარეთ. აღნიშნული წესი არ გამოიყენება საქმის ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის დროს.

2. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის


საჭირო დროისა. სასამართლოში საქმის განხილვის გადადება მხარეთა
შუამდგომლობით მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით)
შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, მხარის, მათი
წარმომადგენლების ავადმყოფობის, მოწმის ან ექსპერტის გამოუცხადებლობის,
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ დადგენილ
შემთხვევაში. საქმის გადადების პერიოდში, მოსამართლე უფლებამოსილია,
განხილოს სხვა სისხლის სამართლის საქმე.

65
მუხლი 109. სასამართლო სხდომის განაწესი

1. სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლოს შემოსვლისა და დარბაზიდან


გასვლის წინ სასამართლოს მდივანი შესაბამისად აცხადებს:

აბრძანდით, სასამართლო მოდის!

აბრძანდით, სასამართლო გადის!

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სასამართლო სხდომის ყველა დამსწრე ფეხზე


დგება.

2. სასამართლო განხილვის ყველა მონაწილე მოსამართლეს (სასამართლოს)


მიმართავს თავაზიანად და პატივისცემით, რის შემდეგაც ფეხზე ამდგარი აკეთებს
საჭირო განცხადებას. სასამართლოში ქცევის წესებიდან გამონაკლისი დასაშვებია
სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

მუხლი 110. სასამართლოს სხდომის დაწყება წინასასამართლო და საქმის არსებითი


განხილვის სხდომა იწყება მოსამართლის (საქმის კოლეგიური წესით განხილვის
შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლის) მოხსენებით განსახილველი საქმის
შესახებ.

მუხლი 111. მხარეთა გამოცხადება სასამართლო სხდომაზე

1. მხარე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე.

2. მხარე ვალდებულია სასამართლო განხილვის დაწყებამდე გონივრულ ვადაში


შეატყობინოს სასამართლოს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ.

მუხლი 112. ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე საქმის არსებითი განხილვა

1. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის არსებითი განხილვა შეიძლება მხოლოდ


მისი და ბრალდების მხარის წინასწარი თანხმობით, იმ პირობით, რომ განხილვას
ესწრება ბრალდებულის დამცველი.

2. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი ბრალდებულის მიმართ და საქმის არსებითად


განხილვის სხდომაზე რომელიმე მათგანი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა,
სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა მხარეთა თანხმობით განაგრძოს სხვათა
მიმართ. იმ ბრალდებულის დამცველს, რომელიც არ ესწრება განხილვას, აქვს
სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობის უფლება.

3. თუ ბრალდებული შეგნებულად ჩაიყენებს თავს ისეთ მდგომარეობაში, რაც


გამორიცხავს სასამართლო სხდომაზე მის მონაწილეობას ან თუ ის სხდომიდან
წესრიგის დარღვევის გამო იქნა გაძევებული, მხარის შუამდგომლობით
სასამართლოს შეუძლია, საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს ან გააგრძელოს

66
ბრალდებულის დასწრების გარეშე. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით
გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის დებულებები. თუ აღარ არსებობს ისეთი
გარემოება, რომელიც ხელს უშლის ბრალდებულის სხდომაში მონაწილეობას,
სასამართლო გასცემს განკარგულებას მისი მოყვანის შესახებ, მანამდე, ვიდრე არ
დაწყებულა განაჩენის გამოცხადება.

მუხლი 113. ბრალმდებლის და დამცველის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში


და მათი გამოუცხადებლობის შედეგები ბრალმდებლის და დამცველის საპატიო
მიზეზით გამოუცხადებლობისას საქმის განხილვა უნდა გადაიდოს. საქმეში ახლად
ჩაბმული ბრალმდებელი და დამცველი უნდა უზრუნველყონ დროით, რომელიც
საჭიროა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის ან დაცვის მოსამზადებლად .

მუხლი 114. ბრალდებულის გაყვანა სასამართლოს სხდომიდან

1. მხარეთა შუამდგომლობით სასამართლო უფლებამოსილია, გასცეს


განკარგულება ბრალდებულის სხდომიდან გაყვანის შესახებ, თუ ამას მოითხოვს
პროცესის მონაწილის მიმართ გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება.

2. მხარის შუამდგომლობით სასამართლო უფლებამოსილია, გასცეს განკარგულება


ბრალდებულის სხდომიდან გაყვანის შესახებ, როცა განიხილება საკითხი მისი
ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ და ბრალდებულის დასწრება ამ
საკითხების განხილვისას

მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მუხლი 115. დაზარალებულის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი


გამოუცხადებლობის შედეგები

1. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეზე დაზარალებულის ან მისი


წარმომადგენლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა სასამართლო
განხილვას არ აფერხებს.

2. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეზე დაზარალებულის არასაპატიო


მიზეზით განმეორებით გამოუცხადებლობისას სისხლისსამართლებრივი დევნა
წყდება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებული მოითხოვს მის გაგრძელებას.

მუხლი 116. სასამართლოს განხილვის დაწყების ან დაწყებული განხილვის შეჩერება

1. სასამართლოს განხილვა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეჩერდეს


თუ:

ა) ბრალდებული მიიმალა - მის მოძებნამდე;

ბ) უცნობია ბრალდებულის ადგილსამყოფელი - ამ გარემოების დადგენიდან


ბრალდებულის მოძებნამდე;
67
გ) ბრალდებული ფსიქიკურად ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადდა,
რაცნდადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული
ექსპერტიზისნდასკვნით - ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის
გამოჯანმრთელებამდე, ხოლო თუ ასეთი რამ 6 თვის განმავლობაში არ მოხდა,
აღიძვრება წარმოება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების
გამოსაყენებლად;

დ) კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლომ მიმართა საქართველოს


საკონსტიტუციო სასამართლოს - მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის


შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) მხარის შუამდგომლობით გამოაქვს
სასამართლო განხილვის დაწყების ან დაწყებული განხილვის შეჩერების
გადაწყვეტილება.

3. სასამართლო განხილვის დაწყების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღება იმ


შემთხვევაში, თუ სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს კანონით
დადგენილი ვადის დადგომით.

4. თუ საქმეში ჩაბმულია ორი ან მეტი ბრალდებული, ხოლო სასამართლო განხილვის


დაწყების ან დაწყებული განხილვის შეჩერების საფუძველი ყველა ბრალდებულს არ
ეხება, სასამართლოს მხარის შუამდგომლობით შეუძლია გამოყოს და არ დაიწყოს ან
შეაჩეროს განხილვა ცალკეული ბრალდებულის მიმართ.

5. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში არსებული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს,


საქმის განხილვა უნდა დაიწყოს/განახლდეს.

6. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს


საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და

„ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქმის განხილვა არ ჩერდება.

მუხლი 117. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქმის არსებითი განხილვის


დროს, როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის
არსებითად განმხილველი სასამართლო მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე
წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთან ერთად, სასამართლო აუქმებს
გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე, წყვეტს ნივთიერი მტკიცებულებების
საკითხს.

მუხლი 118. სასამართლო სხდომაზე განჩინების (დადგენილების) გამოტანის წესი 1.


სასამართლო განხილვის დროს ყველა გადასაწყვეტ საკითხზე სასამართლოს
გამოაქვს განჩინება, ხოლო მოსამართლეს _ დადგენილება.
68
2. განჩინება, დადგენილება, ბრძანება სასამართლოს ან მოსამართლეს გამოაქვს
სხდომის დარბაზში და მიღებულ გადაწყვეტილებას წერილობით აფორმებს
გონივრულ ვადაში.

3. სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) ცხადდება საჯაროდ.

მუხლი 119. სასამართლოს თათბირი და კენჭისყრა კოლეგიალური განხილვის დროს

1. სასამართლოს თათბირი საიდუმლოა. სასამართლოს სათათბირო ოთახში


აკრძალულია კომუნიკაციის ყოველგვარი საშუალებით სარგებლობა.

2. სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვასთან დაკავშირებული


საკითხებიnგადაწყვიტოს ადგილზე თათბირით.

3. სასამართლო შემადგენლობის თათბირსა და კენჭისყრაში მონაწილეობს


მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლე.

4. სხდომის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს თათბირს და აყალიბებს საკითხებს,


რომელთა თაობაზეც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.

5. საკითხთა არსისა და მათი თანმიმდევრობის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობისას,


სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.
გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის
შესახებ მიიღება მხოლოდ ერთხმად.

6. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს კენჭისყრაში


მონაწილეობისაგან. სხდომის თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.

7. თუ თათბირის დროს ერთსა და იმავე საკითხზე განსხვავებული აზრი წარმოიშობა,


პირველად კენჭი ეყრება ბრალდებულის სასარგებლო აზრს.

8. თუ მოსამართლე სამართლებრივ საკითხზე კენჭისყრისას უმცირესობაშია, იგი


ვალდებულია, განაჩენის გამოცხადების მომენტიდან სამი დღის ვადაში წერილობით
ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი. განსხვავებულ აზრი წარედგინება სხდომის
თავმჯდომარეს და დაერთვის გადაწყვეტილებას.

მუხლი 120. სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნება

1. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას სასამართლოს მიერ მიღებული

გადაწყვეტილება ზეპირად ცხადდება. ზეპირი გადაწყვეტილება ფიქსირდება ოქმში ,


ხოლო წერილობითი დაერთვის ოქმს, რის შესახებაც ოქმში აღნიშვნა კეთდება.

2. სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

3. სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.


69
მუხლი 121. სასამართლო სხდომის ოქმი

1. სასამართლო სხდომის შესახებ დგება ოქმი. იგი შეიძლება შედგეს სტენოგრაფიისა


და ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ოქმში სიტყვასიტყვით აისახება
სასამართლო პროცესის მიმდინარეობა.

2. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის


დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ოქმს ხელი უნდა მოაწერონ, რის შესახებაც
უნდა აცნობონ მხარეებს.

3. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის მხარეებისათვის


გაცნობის შესაძლებლობა

4. სასამართლო სხდომის ოქმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ 5


დღის ვადაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. შენიშვნებს განიხილავს იმავე საქმის
განმხილველი მოსამართლე (სასამართლო).

5. შენიშვნების განხილვის შემდეგ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს


დადგენილება (განჩინება), რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან
უარყოფს მათ.

ოქმზე შენიშვნები და მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილება (განჩინება)


დაერთვის საქმეს.

კერძო ნაწილი

კარი V

წინასასამართლო გამოძიება

თავი XVI

წინასასამართლო გამოძიების საფუძვლები

მუხლი 122. წინასასამართლო გამოძიების დაწყების მოვალეობა

1. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი,


პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ წინასასამართლო გამოძიება.
გამომძიებლის მიერ წინასასამართლო გამოძიების დაწყების თაობაზე
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

2. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიების დაწყების შესახებ განმცხადებელს


წერილობით აცნობოს 3 დღის ვადაში.
70
მუხლი 123. ინფორმაცია დანაშაულის შესახებ

1. წინასასამართლო გამოძიების დაწყების საფუძველია ინფორმაცია დანაშაულის


შესახებ, რაც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის
სამართლის საქმის გამოძიებისას ან მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის
საშუალებით.

2. ინფორმაცია დანაშაულის შესახებ შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.

3. ზეპირი ცნობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და


განცხადების მიმღები თანამდებობის პირი.

მუხლი 124. საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნა

თუ წინასასამართლო გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის


სამართლის საქმის გამოძიება განეკუთვნება გამოძიების სხვა ორგანოს,
გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებათა შესრულების შემდეგ პროკურორი
დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით.

მუხლი 125. წინასასამართლო გამოძიების ვადა

წინასასამართლო გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადებში, მაგრამ არა უმეტეს


შესაბამისი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით დადგენილი
სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.

მუხლი 126. წინასასამართლო გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა

1. გამომძიებელი ან პროკურორი უზრუნველყოფენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის


შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს. ამ მიზნით მათ შეუძლიათ სისხლის
სამართლის პროცესის მონაწილეს ჩამოართვან ხელწერილი - ვალდებულება, რომ
მათი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები და
გააფრთხილონ ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

2. სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის ვალდებულება არ


შეიძლება დაეკისროს ბრალდებულსა და მის დამცველს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება მხარეთა


შუამდგომლობით შეიძლება განახორციელოს სასამართლომ, თუ საქმე დახურულ
სხდომაზე განიხილება.

მუხლი 127. წინასასამართლო გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის


შეწყვეტის საფუძვლები

71
1. წინასასამართლო გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი
დევნა არ უნდა დაიწყოს ან შეწყდეს, თუ:

ა) არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო (სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე _


32-ე მუხლები);

გ) ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას;

დ) კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;

ე) გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი


სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;

ვ) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი


ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

ზ) არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ანდა


სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) იმავე ბრალდებით
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე;

თ) არსებობს პროკურორის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნისა ანდა


წინასასამართლო გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

ი) თუ პროკურორი (საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დროს) ან


დაზარალებული (კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის დროს) უარს იტყვის
ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ;

კ) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის


სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი);

ლ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე


და 322-ე მუხლები და ამავე კოდექსის 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 323-ე, 339-ე, 370-
ე, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებულ
შემთხვევები);

მ) მსჯავრდებული შეწყალებულია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა,


სისხლისსამართლებრივი დევნა, აგრეთვე, უნდა შეწყდეს, თუ:

ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;

ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხმა;


72
გ) გარდაიცვალა ბრალდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება
საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა
გამო გამოძიების წარმართვისათვის;

დ) სისხლის სამართლებრივი დევნა ეწინაღმდეგება სისხლის სამართლის


პოლიტიკას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების


გარდა, საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი
დევნა, აგრეთვე, უნდა შეწყდეს ბრალდების იმ ნაწილში, რომლისთვისაც იგი არ
ყოფილა გადმოცემული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

4. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები


გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის
განხილვას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. იგივე წესი გამოიყენება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე - 38-ე მუხლებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის “ვ” და “მ” ქვეპუნქტებში აღნიშნული


გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო
ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთან,
ბრალდებულს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილის “გ”, “ე”, “ვ”, და “მ” ქვეპუნქტებში აღნიშნული


საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასასამართლო გამოძიების
შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში
სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასასამართლო გამოძიება გრძელდება
ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი
განაჩენითა და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებით.

მუხლი 128. წინასასამართლო გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის


შეწყვეტის გადაწყვეტილება

1. წინასასამართლო გამოძიების ან/და სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის


გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი ან მოსამართლე დადგენილებით, ხოლო
სასამართლო განჩინებით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება


ბრალდებულს, მის დამცველს და დაზარალებულს.

3. მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას


დაუშვებელია დადგენილებაში (განჩინებაში) ისეთი ფორმულირების შეტანა,
რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის უდანაშაულობას.

73
4. ბრალდებულსა და მის დამცველს განემარტებათ საქმის მასალების გაცნობისა და
სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასასამართლო გამოძიების შეწყვეტის
შესახებ დადგენილების (განჩინების) გასაჩივრების უფლება და წესი.

მუხლი 129. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასასამართლო გამოძიების


შეწყვეტის დადგენილების (განჩინების) გასაჩივრება

1. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და


წინასასამართლო გამოძიების შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ
ბრალდებულმა და მისმა დამცველმა.

2. საჩივარი სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს დადგენილების (განჩინების)


ასლის მიღებიდან 7 დღის ვადაში.

მუხლი 130. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასასამართლო


გამოძიების განახლება

1. თუ სასამართლომ (მოსამართლემ) ან პროკურორმა გააუქმა დადგენილება


(განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასასამართლო გამოძიების
შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის
ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასასამართლო
გამოძიება უნდა განახლდეს.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასასამართლო გამოძიების


განახლების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ბრალდებულსა და დამცველს,
დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს.

მუხლი 131. სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება საქმეთა გაერთიანება ხდება


პროკურორის დადგენილებით ან მხარეთა შუამდგომლობით მოსამართლის
(სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით).

მუხლი 132. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა 1. წინასასამართლო გამოძიების


სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე
წარმოებისათვის გამოყოს სისხლის სამართლის საქმე.

2 სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის სისხლის


სამართლის საქმის გამოყოფა ხდება მხარეთა შუამდგომლობით მოსამართლის
(სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით).

3. გამოყოფას ექვემდებარება საქმის მასალების დედნები, ხოლო მათი ასლები


რჩება იმ საქმეში, რომლიდანაც გამოიყო მასალები.

თავი XVII

საგამოძიებო მოქმედებები
74
მუხლი 133. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესები

1. წინასასამართლო გამოძიების დაწყების მომენტიდან საგამოძიებო მოქმედებები


შეუზღუდავად ტარდება.

2. საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს გამომძიებელი, ხოლო ამ კოდექსით


დადგენილ შემთხვევებში _ მხარეებიც. პროკურორს უფლება აქვს დაესწროს
საგამოძიებო მოქმედებას.

3. საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩატარდეს პროკურორის მონაწილეობის გარეშე,


თუ ის ამას მოითხოვს.

4. დაცვის მხარის შუამდგომლობით მოსამართლის (სასამართლოს) ბრძანების


(განჩინების) საფუძველზე საგამოძიებოს მოქმედებას ატარებს გამომძიებელი.

5. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი


პირი მონაწილეებს განუმარტავს: უფლებებს, მოვალეობებსა და საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების წესებს. საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი
ვალდებულია, უზრუნველყოს მონაწილე პირთა უფლებების განხორციელების
შესაძლებლობა.

6. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველია გამომძიებლის


დადგენილება ან მოსამართლის (სასამართლოს) ბრძანება (განჩინება),
გამომძიებელი მას ხელმოწერით აცნობს იმ პირს, რომლისთვისაც დადგენილების
(ბრძანების, განჩინების) შესრულება სავალდებულოა.

7. საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩაატაროს ერთდროულად რამდენიმე


გამომძიებელმა.

8. გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებისა,


საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ღამით დაუშვებელია. საგამოძიებო მოქმედება
უნდა ჩატარდეს გონივრულ ვადაში.

9. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოიყენონ დანაშაულის


კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების
მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.

10. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის


შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება.

11. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ქირურგიული ან სამედიცინო


გამოკვლევის სხვა მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევს
ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ იმ პირის თანხმობით,
რომელსაც ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს; აგრეთვე, მშობლის, მეურვის ან

75
მზრუნველის თანხმობით, თუ ამ პირს 16 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია ან
ფსიქიკურად დაავადებულია; ან სასამართლოს ბრძანებით.

12. თუ საგამოძიებო მოქმედება დაკავშირებული არ არის სხეულის გაშიშვლებასთან,


ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, ან მისი ჩატარება არ
მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიულ ცოდნას, მას ატარებს გამომძიებელი.

13. თუ საგამოძიებო მოქმედება დაკავშირებულია სხეულის გაშიშვლებასთან,


ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან ან მისი ჩატარება
განსაკუთრებულ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს, გამომძიებლი მას ატარებს
სამედიცინო ექსპერტის მონაწილეობით. თუ შემოწმება ითვალისწინებს
გაშიშვლებას, სპეციალისტი და გამომძიებელი უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი
სქესისაც არის შესამოწმებელი.

მუხლი 134. მოსამართლის ბრძანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება 1.


საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ბინის,
მიმოწერის, პირადი ჩანაწერის, საფოსტო, სატელეგრაფო და სხვა შეტყობინებების
საიდუმლოების შეზღუდვასთან და ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ
შემთხვევაში, ტარდება იმ პირის ნებართვით, რომლის უფლებების შეზღუდვასაც
იწვევს ეს მოქმედება, ხოლო მისი ნების საწინააღმდეგოდ შეიძლება ჩატარდეს
მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის (სასამართლოს) ბრძანებით
(განჩინებით).

2. მოსამართლის (სასამართლოს) ბრძანებაში (განჩინებაში) აღნიშნული უნდა იყოს


მისი შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის გვარი, პირი, რომელმაც მას
შუამდგომლობით მიმართა, განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება იგი,
ბრძანების მოქმედების ვადა, თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა
შეასრულოს ბრძანება, მოსამართლის ხელმოწერა, დამოწმებული სასამართლოს
ბეჭდით.

3. ჩხრეკის ან ამოღების ბრძანებაში (განჩინებაში) აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს ის


უძრავ-მოძრავი ქონება, სადაც ნებადართულია საგამოძიებო მოქმედება და ის
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მას ფლობს (თუ მათი ვინაობა ცნობილია);
ფიზიკური პირი, რომლის პირადი ჩხრეკა უნდა ჩატარდეს; ჩხრეკის თუ ამოღების
დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა
ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; უფლება, წინაამდეგობის არსებობისას
პროპორციული იძულების გამოყენების შესახებ. ჩხრეკის ან ამოღების ბრძანება
ძალადაკარგულია, თუ იგი არ აღსრულდა 10 დღის ვადაში.

4. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების ბრძანებაში


(განჩინებში), აგრეთვე მითითებულ უნდა იყოს: იმ პირის სახელი და გვარი, ვისაც
ეგზავნება დასაყადაღებელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი; გამგზავნის
76
სახელი და გვარი, მისამართი (თუ არის ცნობა ამის შესახებ); დაყადაღებული
საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის სახე; ყადაღის დადების ვადა; იმ საფოსტო-
სატელეგრაფო დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს
საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი; გამომძიებლის უფლება საფოსტო-
სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერებასა და ამოღებაზე.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება


გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს
საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების
განადგურება ან შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა
საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი
სხვა ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ან
არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება
ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, პროკურორის დადგენილებით, რის
შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ჩატარდა აღნიშნული
საგამოძიებო მოქმედება უნდა ეცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 12
საათის განმავლობაში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არა სამუშაო დროს,
მაშინ ამ დროის გასვლიდან არაუგვიანეს ერთი საათისა), და გადაეცეს სისხლის
სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებენ
საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე
მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა, მხარეთა მონაწილეობით (თუ
სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია) ამოწმებს სასამართლო
გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას.
მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი,
რომელმაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება მოსამართლის ბრძანების გარეშე
ჩაატარა. მასალების განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება:

ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ და მიღებული ინფორმაციის


დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.

მუხლი 135. გამოკითხვის წესი

1. ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც შეიძლება ფლობდეს საქმისათვის


მნიშვნელოვან ინფორმაციას ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს
გამომძიებლის ან მხარეთა მიერ. დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება
მტკიცებულების წარმოდგენაზე ან ინფორმაციის გაცემაზე.

2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს საკუთარი სახსრებით ისარგებლოს ადვოკატის


მომსახურებით, საკუთარი თავის წინაღმდეგ არ მისცეს ჩვენება და უფლება
განემარტოს აღნიშნული უფლებების შესახებ გამოკითხვის დაწყებამდე.

77
3. გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა
აუცილებელი ინფორმაცია, რაც უნდა აღინიშნოს საგამოძიებო მოქმედების ოქმში.

მუხლი 136. დაკითხვის წესი წინასასამართლო გამოძიების დროს

1. გამოსაკითხი პირი წინასასამართლო ეტაპზე მხარის შუამდგომლობით


მაგისტრატი მოსამართლის წინაშე შეიძლება დაკითხულ იქნეს მოწმის სახით თუ:

ა) არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური


საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის დაკითხვას საქმის არსებითი
განხილვის დროს;

ბ) იგი ხანგძლივი დროით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას;

გ) გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის XXX მუხლებით


გათვალისწინებულ დანაშაულის ფაქტზე და სხვა წყაროებიდან შეუძლებელია
გამოძიებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიღება;

დ) ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების გამო.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების


მიცემა სავალდებულოა და უარის თქმა იწვევს სისხლისამართლებრივ
პასუხისმგებლობას.

3. ამ მუხლით დადგენილ შემთხვევაში გამოსაკითხ პირს იძახებენ სასამართლო


უწყებით.

მუხლი 137. დაკითხვის ზოგადი წესი

1. დაკითხვის დაწყებამდე მოსამართლე (სასამართლო) ადგენს მოწმის ვინაობას,


ფიცის დადების შემდეგ მოსამართლე (სასამართლო) მოწმეს განუმარტავს:
უფლებამოვალეობებს; რა საქმეზეა გამოძახებული; რომ ვალდებულია თქვას
ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით და აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე
უარის თქმისათვის, ცრუ და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების
მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ; რომ იგი
ვალდებული არ არის მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი ან ახლო ნათესავების
მამხილებელი ჩვენება; მაგისტრატი მოსამართლე ასევე ადგენს, რა
დამოკიდებულება აქვს მოწმეს ბრალდებულთან და დაზარალებულთან,.

2. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწვევის ინიციატორმა მხარემ მოწმეს უნდა


შესთავაზოს, თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმის შესახებ. თავისუფალი თხრობის
შეწყვეტა დაუშვებელია, მაგრამ, თუ დასაკითხი ლაპარაკობს გარემოებებზე,
რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, მაგისტრატ მოსამართლეს საკუთარი
ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით შეუძლია მისი შეჩერება. თავისუფალი

78
თხრობის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით
შეიძლება დაუსვან კითხვები.

3. მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც


მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.

4. ნასამართლობის შესახებ მოწმეს შეკითხვა შეიძლება დაესვას, თუ იგი საჭიროა


მოწმის სანდოობის დადგენის გამო.

5. თუ მოწმეს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი


იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენება ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით,
სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით.

6. დაკითხვისას მოწმეს შეუძლია გამოიყენოს დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის


შემცველი სხვა ობიექტი.

7. მხარეებს შეუძლიათ, დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტი, ჩანაწერი ან


ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელსაც ის იყენებდა დაკითხვისას, ხოლო
შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ ან დაურთონ საქმეს.

8. დაკითხვისას მხარეებს შეუძლიათ მოწმეს წარუდგინონ საქმეზე დართული საგანი,


დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

9. ჯვარედინი დაკითხვის გარდა, მისახვედრი კითხვების დასმა დაუშვებელია.


მისახვედრია კითხვები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მიანიშნებენ
მოსალოდნელ პასუხს.

მუხლი 138. არასრუწლოვნის დაკითხვა

1. არასრულწლოვანი შეიძლება დაიკითხოს იმ პირობით, თუ მას შეუძლია


სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
ინფორმაცია.

2. არასრულწლოვნის დაკითხვა ტარდება მისი პედაგოგის ან კანონიერი


წარმომადგენლის დასწრებით.

3. 7 წლამდე ასაკის პირის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ კანონიერი


წარმომადგენლის თანხმობითა და დასწრებით; მას უფლება აქვს გამოთქვას თავისი
მოსაზრებასდა მოსამართლის (სასამართლოს) ნებართვით, დააზუსტოს დასმული
შეკითხვა.

4. 14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას ილაპარაკოს მხოლოდ


სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ
ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე.

79
მუხლი 139. ყრუ-მუნჯი და მძიმედ დაავადებული პირის დაკითხვა

1. ყრუ-მუნჯის დაკითხვა ტარდება შესაბამისი ცოდნის მქონე თარჯიმნის


მონაწილეობით. თუ დასაკითხი არის ყრუ, მისდამი შეკითხვების დასმა შეიძლება
წერილობით; თუ ის მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებზე პასუხები წერილობით გასცეს.

2. მძიმედ დაავადებულის დაკითხვა ტარდება მკურნალი ექიმის დასკვნის


გათვალისწინებითა და საჭიროების შემთხვევაში მისი დასწრებით.

მუხლი 140. მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს

1. ბრალდების მოწმის დაკითხვას იწყებს ბრალდების მხარე, აგრძელებს დაცვის


მხარე და პირიქით.

2. მოწმე უნდა დაიკითხოს სხვა მოწმეთაგან განცალკევებით. ამასთან სასამართლო


იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის
დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ.

მუხლი 141. ამოღების, ჩხრეკის მიზანი და საფუძველი

1. ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოაჩენილ და ამოღებულ იქნას


საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის
შემცველი სხვა ობიექტი.

2. ჩხრეკის ჩატარება შეიძლება აგრეთვე ძებნილისა და გვამის აღმოსაჩენად.

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი


სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი,
რომ ის ინახება გარკვეულ ადგილას, გარკვეულ პირთან და მათი ძებნა საჭირო არ
არის.

4. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის ან ინფორმაციის შემცველი


სხვა ობიექტის ამოსაღებად შეიძლება ჩატარდეს ჩხრეკა, თუ არსებობს საფუძვლიანი
ეჭვი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილას, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად
საჭიროა ძებნა.

მუხლი 142. ამოღებისა და ჩხრეკის წესი

1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის (სასამართლოს)


ბრძანების (განჩინების) საფუძველზე გამომძიებელს უფლება აქვს, საგნის,
დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის აღმოსაჩენად
და ამოსაღებად შევიდეს საცავში, სადგომში ან სხვა მფლობელობაში.

2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია


მოსამართლის(სასამართლოს) ბრძანება (განჩინება) ხელმოწერით გააცნოს პირს,

80
რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას, ამ მუხლის მე-
10 ნაწილით გათვალისწინებილ ერთ-ერთ პირს.

3. გამომძიებელს უფლება აქვს, ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ


მისულპირს ამოღებისა თუ ჩხრეკის დამთავრებამდე აუკრძალოს წასვლა,
ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა.

4. მოსამართლის (სასამართლოს) ბრძანების (განჩინების) წარდგენის შემდეგ


გამომძიებელი პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა წინადადებას
აძლევს, ამოსაღები საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი
სხვა ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე. ამოსაღები ობიექტის
ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში,
ხოლო ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმის, ასევე არასრულად გადაცემის
შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით.

5. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ


ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღნიშნულია მოსამართლის
(სასამართლო) ბრძანებაში (განჩინებაში). ასევე ამოღებულ უნდა იქნეს
ინფორმაციის შემცველი ყველა სხვა ობიექტი, რომელსაც შესაძლოა მტკიცებულების
მნიშვნელობა ჰქონდეს ამ საქმისათვის, ან აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულზე,
აგრეთვე, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგანი, ნივთიერება თუ
ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

6. ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი ყველა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება


თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი ამოღებამდე, თუ შესაძლებელია, ჯერ უნდა
წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ
იქნას, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში
შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა
ხელმოწერები, ვინც მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში.

7. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს უფლება აქვს გააღოს


დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს
ისინი.

8. დასაშვებია გასაჩხრეკის და მასთან ერთად მყოფი სხვა პირის პირადი ჩხრეკა, თუ


არსებობს საკმაო საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მათ დამალეს ამოსაღები საგანი,
დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ასეთი შემთხვევა
ითვლება გადაუდებლად და, შესაბამისად, მოქმედებს ამ კოდექსით
გათვალისწინებული წესები.

9. ამოღების ან ჩხრეკის დროს გამომძიებელმა შესაძლებლობა უნდა მისცეს იმ პირის


ან მისი ოჯახის თუნდაც ერთი სრულწლოვანი წევრის დასწრება, რომელთანაც
ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. თუ მისი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია,

81
უნდა მოიწვიონ სახლის მფლობელი ან/და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს
წარმომადგენელი.

10. იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ამოღება ან ჩხრეკა


უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.

მუხლი 143. პირადი ჩხრეკა

1. დაკავების უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს (ფიზიკური პირის გარდა)


უფლება აქვთ საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას პირადი ჩხრეკით ამოიღონ
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის
შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ
არსებულ ნივთებში ან სატრანსპორტო საშუალებაში, სხეულზე ან სხეულში.

2. პირადი ჩხრეკისას მოქმედებს ამ კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით


გათვალისწინებული წესები.

3. დამკავებელი ფიზიკური პირი უფლებამოსილია, განაიარაღოს დაკავებული.

4. თუ პირად ჩხრეკას თან სდევს გაშიშვლება, იგი უნდა ჩაატაროს იმავე სქესის
თანამდებობის პირმა, ამ დროს დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა
მონაწილეობა.

მუხლი 144. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და


დიპლომატიურ წარმომადგენელთან

1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის


მქონე პირის, აგრეთვე, მის მიერ ან/და მისი ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ
შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ
ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით.

2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლობის


ხელმძღვანელის თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს მეშვეობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამოღების ან


ჩხრეკის ჩატარებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენელის დასწრება სავალდებულოა.

მუხლი 145. ჩხრეკისა და ამოღების წარმოების წესი მასობრივი ინფორმაციის


საშულების რედაქციაში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკურ
პარტიების სათავსოებში

1. დაუშვებელია მასობრივი ინფორმაციის საშუალების რედაქციაში, საზოგადოებრივ


ორგანიზაციასა და პოლიტიკური პარტიის სათავსოში არსებული იმ საგნის,
82
დოკუმენტის თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღება, რომლის მიმართ
არსებობს საჯაროდ გავრცელების გონივრული მოლოდინი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება იმ


შემთხვევაზე, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამოსაღები საგანი,
დოკუმენტი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დანაშაულის საგანი ან
იარაღია.

მუხლი 146. ამოღებული ნივთის უკან დაბრუნება

1. თუ ამოღებული საგანი, ნივთიერება, დოკუმენტი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა


ობიექტი მხარის მიერ სასამართლოში მტკიცებულებად არ იქნა წარდგენილი, იგი
უბრუნდება იმ პირს, ვისგანაც იქნა ამოღებული. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული
საგანი, ნივთიერება, დოკუმენტი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი
უბრუნდება მის კანონიერ მფლობელს. თუ ნივთის დაბრუნება შეუძლებელია, იგი
ნადგურდება ან საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფოს.

2. თუ ამ მუხლის შესაბამისად დაბრუნებულ საგანთან, ნივთიერებასთან,


დოკუმენტთან ან ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტთან დაკავშირებით მესამე პირი
აცხადებს პრეტენზიას, დავა განიხილება სამოქალაქო წესით.

მუხლი 147. დათვალიერების მიზანი და სახეები დანაშაულის კვალის, ნივთიერი


მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით
გამომძიებელსა და მხარეებს უფლება აქვთ, დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი,
საცავი, სადგომი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა
ობიექტი.

მუხლი 148. დათვალიერების ზოგადი დებულებები

1. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ


ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე ჯერ უნდა
წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ
იქნას, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში
შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა
ხელმოწერები, ვინც მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში.. დათვალიერებაში
მონაწილე პირს უფლება აქვს, გამომძიებლის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს,
რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
გარემოების გამოვლენას.

2. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი


სხვა ობიექტის დასათვალიერებლად საჭიროა ხანგრძლივი დრო ან დამატებითი
ტექნიკური საშუალება, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების
ჩატარების ადგილზე.
83
3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ
გამოიწვევს საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა
ობიექტის ან მასზე არსებული კვლის განადგურებას ან დაზიანებას.

მუხლი 149. შემთხვევისა და სხვა ადგილის დათვალიერება

1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან


აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი
დაცული უნდა იყოს.

2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე


მფლობელპირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარების
აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს
მოსამართლეს, რომელიც ამ კოდექსის 134-ე მუხლით გათვალისწინებული
საფუძვლების არსებობისას დათვალიერების ჩასატარებლად გასცემს ბრძანებას.
ბრძანება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება
დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება იურიდიული პირის ან
ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში - მის ხელმძღვანელს ან
წარმომადგენელს.

მუხლი 150. გვამის დათვალიერება

1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას გამომძიებელი ატარებს ექსპერტის


მონაწილეობით.

2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება და საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის


აღება სავალდებულოა.

3. ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე


დაუშვებელია.

მუხლი 151. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი და მიზანი

1. მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წამოჭრილი ვერსიის


შესამოწმებლად გამომძიებელსა და მხარეებს უფლება აქვთ ჩაატაროს საგამოძიებო
ექსპერიმენტი. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია მოაწყოს ცდა, რათა
შეძლებისდაგვარად აღადგინოს გამოსაკვლევი მოვლენა, გარკვეული მოქმედება,
ვითარება და გარემოება ამა თუ იმ ფაქტის აღქმის, მოქმედების ჩადენის ან
მოვლენის დადგომის შესაძლებლობის, მისი მექანიზმისა და კვალის წარმოქმნის
შესამოწმებლად.

2. საგამოძიებო ექსპერიმენტი ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შესამოწმებლად


ტარდება იმ მიზნით, რომ:

84
ა) აღმოაჩინონ საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი
სხვა ობიექტი, რომლის ადგილსამყოფელიც ცნობილია იმ პირისათვის, რომლის
ინფორმაცია (ჩვენება) მოწმდება;

ბ) დააზუსტონ ადგილი, სადაც აღმოჩენილი იყო საგანი, დოკუმენტი, გვამი, კვალი თუ


ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი;

გ) გამოავლინონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ადგილი


ან მარშრუტი;

დ) შეამოწმონ ჩვენების უტყუარობა მისი აღდგენისა და შემთხვევის ვითარებასთან


შეჯერების გზით;

ე) შეამოწმონ ერთი და იმავე გარემოების შესახებ რამდენიმე პირის ჩვენების


დამთხვევა ან განსხვავება;

მუხლი 152. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების წესი

1. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ ექსპერტი.


საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირები.

2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი,


რომლის ჩვენება უნდა შემოწმდეს. მხარეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ
საგამოძიებო ექსპერიმენტში, ხოლო მათი შუამდგომლობით ჩატარებულ
ექსპერიმენტში მათი მონაწილეობა სავალდებულოა. საგამოძიებო ექსპერიმენტის
მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.

3. თუ ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა


შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) ან ვერსიას. იმ პირს,
რომლის მიერ მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) შემოწმება ხდება ეძლევა
წინადადება, აღიდგინოს შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან
თვითმხილველიც თავად იყო. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერიმენტი ტარდება
არაერთგზის.

4. ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებას,


რომელშიცხდებოდა აღსადგენი მოქმედება და შემთხვევა.

5. თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე


შემოწმების მიზნით, გამომძიებელი საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის
თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას), წინადადებას
აძლევს ჩვენების მიმცემ პირს დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ინფორმაცია
(ჩვენება), რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ
მიცემული (ინფორმაციის) ჩვენების დაზუსტება.

85
6. რამდენიმე პირის ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე ერთდროული შემოწმება
დაუშვებელია.

7. პირი, რომლის ინფორმაცია (ჩვენება) მოწმდება ადგილზე, განმარტებას იძლევა


სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და მისახვედრი კითხვების გარეშე.

8. ბრალდებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების შედეგებს მტკიცებულების


მნიშვნელობა აქვს მაშინ, თუ გარკვეული შემთხვევის, საგნისა და ფაქტის შესახებ ამ
პირის ინფორმირებულობა შეიძლება აიხსნას დანაშაულის ჩადენაში მისი
მონაწილეობით.

9. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს


მოქმედების გამეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტის,
კვლის თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დათვალიერებაში და
გამომძიებლისა და სხვა მონაწილეთა ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით,
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.

მუხლი 153. პირის და საგნის ამოსაცნობად წარდგენა

1. წინასასამართლო გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება


ამომცნობის თანხმობით.

2. სასამართლოში ამომცნობი პირი სარგებლობს მოწმის უფლებებით და ეკისრება


მოვალეობები

3. თუ ამომცნობი ბრალდებულია, ამოცნობა ტარდება მისი თანხმობით.

4. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი უნდა გამოკითხოს ამოსაცნობი ობიექტის


ინდივიდუალური და გვაროვნული ნიშანთვისებების თაობაზე და იმ გარემოების
შესახებ, რომელშიც ამომცნობმა ნახა ეს ობიექტი. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა
განმარტოს, კონკრეტულად რა ნიშანთვისებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.

5. ამომცნობს ამოსაცნობი პირი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ ორ ისეთ


პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ
განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.

6. ამოცნობამდე ამოსაცნობი პირი უფლებამოსილია, ნებისმიერი ადგილი დაიკავოს


სხვა პირთა შორის.

7. ამოსაცნობი საგანი ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ ორ, სხვა


ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ მიუთითოს საგანი, რომლის
ამოცნობაც შეუძლია და განმარტოს, რა ნიშანთვისებებით ამოიცნო იგი.

8. პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ამოსაცნობის ვიზუალური დაკვირვების


გარეშე.
86
9. როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა
შეუძლებელია, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში
ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ ორი სხვა ფოტოსურათი, რომლებზეც
აღბეჭდილი ობიექტები მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისა და
ამოსაცნობისაგან.

10. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ


ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშანთვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის
ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. ერთი და იმავე ამომცნობის მიერ
ერთი და იგივე ობიექტის განმეორებით ამოცნობა დაუშვებელია გარდა იმ
შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა.

11. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი ობიექტის ამოცნობისას, რომლის


ანალოგის შერჩევა შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ ერთი ამოსაცნობი
ობიექტის მიხედვით.

მუხლი 154. გვამის ექსჰუმაციის საფუძველი და მიზანი

1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, მხარის


შუამდგომლობით, შეიძლება გვამის ექსჰუმაცია (ამოღება).

2. გვამის ექსჰუმაციის ბრძანება სავალდებულოა დასაფლავების ადგილის


ადმინისტრაციისათვის (თუ ასეთი არსებობს), გარდაცვლილის ნათესავებისა და სხვა
პირებისათვის.

მუხლი 155. გვამის ექსჰუმაციის წესი

1. ექსჰუმაციას გამომძიებელი ატარებს დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის


(მისი არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლის მონაწილეობით. ექსჰუმაციაში
მონაწილეობს ექსპერტი. ამ საგამოძიებო მოქმედებაში პროკურორის მონაწილეობა
სავალდებულოა.

2. გარდაცვლილის ნათესავებს უფლება აქვთ, დაესწრონ ექსჰუმაციას.

მუხლი 156. ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ოქმის შესახებ

1. საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების


მსვლელობისას ან მისი დამთავრების შემდეგ.

2. ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით ან დამზადდეს ტექნიკური საშუალებით.

3. ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და


თარიღი; მისი დაწყებისა და დამთავრების დრო; ჩატარების პირობები; იმ პირის
თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება; საგამოძიებო
მოქმედების მონაწილეთა სახელი და გვარი; ხოლო საჭიროების შემთხვევაში _ მათი
87
მისამართიც; ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს გამომძიებლის მოქმედების
თანამიმდევრობა, საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების მონაწილე პირთა განცხადებები და შენიშვნები.

4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო ფოტო


დაკინოგადაღება, აუდიო და ვიდეოჩაწერა, დამზადდა კვლის ანაბეჭდი ან ტვიფარი ,
შედგა ნახაზი ან სქემა, საგამოძიებო მოქმედების ოქმში უნდა აღინიშნოს
გამოყენებული ტექნიკური საშუალების ტექნიკური მახასიათებლების, მათი
გამოყენების პირობებისა და მიღებული შედეგების თაობაზე. ტექნიკურ საშუალებათა
გამოყენების თაობაზე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს წინასწარ უნდა
ეცნობოს და ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს ოქმში. ამ ნაწილში აღნიშნული
ინფორმაციის შემცველი მასალა უნდა დაილუქოს, დადასტურდეს საგამოძიებო
მოქმედებაში მონაწილეთა ხელმოწერებით და დაერთოს საქმეს.

5. შედგენის შემდეგ ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა


მონაწილეს. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნა,
დამატება ან შესწორება, რაც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა,
დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს ხელმოწერით. საგამოძიებო
მოქმედების ოქმის ასლი გადაეცემა მოქმედების მონაწილე მხარეებს.

6. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე პირი. თუ


საგამოძიებო მოქმედების მონაწილე უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამ ფაქტის
შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რასაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო
მოქმედების ჩამტარებელი პირი. ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა
მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ოქმის ხელმოწერაზე უარის მიზეზი, რაც ასევე
უნდა აღინიშნოს ოქმში. თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე ფიზიკური ნაკლის
ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოქმს ხელს ვერ აწერს, მას უფლება აქვს
მოიწვიოს გარეშე პირი, რომელიც ხელმოწერით მის ნაცვლად ადასტურებს ოქმს.

მუხლი 157. ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენის თავისებურებანი 1.


გამოკითხვის ოქმში უნდა აისახოს გამოსაკითხი პირის სახელი, გვარი, ასაკი,
მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან/და თანამდებობა,
საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა ბრალდებულსა
თუ დაზარალებულთან, მიცემული ინფორმაციის შინაარსი, მისი დამოკიდებულება
სასამართლოში გამოცხადებასა და ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით.

2. ამოღებისა და ჩხრეკის ოქმში მითითებული უნდა იყოს, რა ადგილას და რა


ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის
შემცველი სხვა ობიექტი; ნებაყოფლობითაა ის გადაცემული, თუ _ იძულებით
ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის,
ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვაროვნული
ნიშანთვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას სცადეს,

88
გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან
ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ანდა, თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა
წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი
გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის
სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში _ სახლის მფლობელს
ანდა ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის აღმასრულებელი
ორგანოს იმ წარმომადგენელს, რომელიც ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან
ჩხრეკა ტარდებოდა იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ან
დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი, შესაბამისად,
გადაეცემა ამ საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის,
ადმინისტრაციული ორგანოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.

3. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღების, დათვალიერებისა და


ამოღების, შეჩერებული გზავნილის დათვალიერების ოქმში აღინიშნება, რომელი
საფოსტოსატელეგრაფო გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა
გადაეცეს ადრესატს ანდროებით შეჩერდეს და რა ვადით, რომელი
კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა
გამოვლინდა ამის შედეგად.

4. დათვალიერების ოქმში ინდივიდუალური ან/და გვაროვნული ნიშანთვისებების


მითითებით უნდა აღიწეროს ყველა აღმოჩენილი კვალი, საგანი, დოკუმენტი თუ
ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რა დროს, როგორ
ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური
საშუალება იქნა გამოყენებული და რა შედეგი მიიღეს, ვინ მონაწილეობდა
საგამოძიებო მოქმედებაში; რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის
შემცველი სხვა ობიექტი დაილუქა; ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს ლუქის
ინდივიდუალური ნიშნები; სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი ან/და
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტები. ამოღებული ობიექტის
მფლობელს აძლევენ ოქმის ასლს. საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ
ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღების შემთხვევაში ცალკე ოქმი არ
დგება და ეს მოქმედება აღიწერება დათვალიერების ოქმში.

5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნით, სად და რა


პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი,
კონკრეტულად რაში გამოიხატა შემთხვევის ვითარებისა და გარემოების აღდგენა,
რა შინაარსისაა ადგილზე მიღებული ინფორმაცია (ჩვენება), რა საგანი, დოკუმენტი,
ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი იქნა აღმოჩენილი,
დათვალიერებული და ამოღებული; რა დააზუსტა პირმა თავის ინფორმაციში
(ჩვენებაში). რა საცდელი მოქმედება, როგორი თანამიმდევრობით, ვის მიერ,
რამდენჯერ მოეწყო და რა შედეგი იქნა მიღებული.

89
6. ამოსაცნობად წარდგენის ოქში აისახება ამომცნობის, აგრეთვე ამოსაცნობად
წარდგენილი პირების ვინაობა (მათ შორის მისი მისამართი); ამოსაცნობად
წარდგენილი სხვა ობიექტების ინდივიდუალური ან/და გვაროვნული ნიშანთვისებები.

7. ექსჰუმაციის დროს დათვალიერების ან ამოცნობის ჩატარებისას ცალკე ოქმი არ


დგება და მოცემული საგამოძიებო მოქმედების შინაარსი აღინიშნება ექსჰუმაციის
ოქმში.

თავი XVIII

ფარული საგამოძიებო მოქმედება

მუხლი 158. ფარული საგამოძიებო მოქმედების ცნება, სახეები

1.. ფარულია საგამოძიებო მოქმედება, რომლის მიზანია აღმოჩენილ და ამოღებულ


იქნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან
ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ამ გზით მოპოვებული ინფორმაციის
საჯაროობა შეზღუდულია ამ თავით დადგენილი წესით.

2. ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია:

ა) ვიზუალური კონტროლი - თვალთვალი, რომელიც კონსპირაციულად ტარდება


უშუალოდ უფლებამოსილი პირის მიერ ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით;

ბ) საკონტროლო შესყიდვა - საგნის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა


ობიექტის შეძენა (რეალიზაცია) ანდა შეძენის (რეალიზაციის) სიტუაციის შექმნა, მისი
გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე;

გ) კონტროლირებადი მიწოდება - ისეთი საგნის ან ნივთიერების კონტროლირებადი


გადაადგილება, რომლის თავისუფალი რეალიზაცია (მიმოქცევა) კანონით
აკრძალული ან შეზღუდულია;

დ) სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და


ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებასთან,
კომპიუტერულ ქსელთან, სახაზო კომუნიკაციასთან და სასადგურო აპარატურასთან
მიერთებით);

ე) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა)


კონტროლი, ყადაღის დადება და ამოღება; ბრალდებულის კორესპონდენციის
ცენზურა;

ვ) დანაშაულებრივ დაჯგუფებაში საიდუმლო თანამშრომლის შეგზავნა;

90
ზ) კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა _ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციის
შექმნა დანაშაულებრივ დაჯგუფებაში შესაღწევად და ინფორმაციის მისაღებად.

3. დასაშვებია ერთდროულად რამდენიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების


ჩატარება;

4. აკრძალულია ფარული მონაწილეობა საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან


რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობაში, თუ იგი მიზნად არ ისახავს საქართველოს
კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან/და ძალადობით შეცვლას; ქვეყნის
დამოუკიდებლობის ხელყოფას; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ან/და თუ
ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას; არ აღვივებენ
ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

მუხლი 159. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადაწყვეტილება 1.


ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადაწყვეტილებას, გარდა ამ მუხლის
მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იღებს პროკურორი.

2. 161-ე მუხლის დ) და ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო


მოქმედება ტარდება პროკურორის შუამდგომლობით მოსამართლის
(სასამართლოს) ბრძანების (განჩინების) საფუძველზე.

3. შუამდგომლოში დასაბუთებული უნდა იყოს, რომ მოთხოვნილი ფარული


საგამოძიებო მოქმედებით მიპოვებულ იქნება ის ინფორმაცია, რომლის მოპოვება
სხვა საგამოძიებო მოქმედებით შეუძლებელია.

მუხლი 160. ფარული საგამოძოებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესი

1. მოსამართლე (სასამართლო), მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი


მოსმენის გარეშე განიხილავს შუამდგომლობას, მასზე დართულ მასალებს და იღებს
ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გასცემს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ბრძანებას;

ბ) გამოიტანს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დადგენილებას


(განჩინებას).

2. ფარული საგამოძიებო მოქმედების ბრძანებაში აღინიშნება საგამოძიებო


მოქმედების ჩატარების ფარგლები, პირობები, ადგილი, ობიექტი, საშუალება, ხერხი
(მათ შორის ტექნიკური), ვადა, ბრძანების აღმასრულებელი პირი (ორგანო) და სხვა
საჭირო ინფორმაცია. ფარული საგამოძიებო მოქმედების ბრძანება საჯაროდ არ
ცხადდება.

3. ფარული საგამოძიებო მოქმედების ბრძანება გაიცემა 30 დღემდე ვადით.


პროკურორის შუამდგომლობით, დასაშვებია ამ ვადის 30 დღემდე ვადით
91
გაგრძელება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ბრძანება ძალას კარგავს მისი
გაცემიდან 15 დღის ვადაში, თუ ამ პერიოდში საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყო.

4. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

5. გადაუდებელი აუცილებლობისას ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება ამ


კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. ფარული საგამოძიებო
მოქმედების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მოცემული მოქმედების შედეგად
მიღებული ინფორმაცია დაუყოვლებლივ უნდა განადგურდეს.

6. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი პირი უშუალოდ


მონაწილეობს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, ამასთან, მას უფლება
აქვს გამოიყენოს ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი, ღია ან ფარული დახმარება.

7. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი პირი ადგენს და


გამომძიებელსა და პროკურორს მოთხოვნისთანავე წარუდგენს ცნობას საგამოძიებო
მოქმედების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე.

8. ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე ამ გზით მოპოვებული


ინფორმაცია უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს.

9. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება გასცდა მოსამართლის ბრძანებით


განსაზღვრულ მოქმედებათა ფარგლებს, ამ გარემოების შეტყობინებიდან 24 საათში
უკვე განხორციელებულ მოქმედებათა კანონიერების დადგენის, შემდგომი
მოქმედების შეწყვეტის, გაგრძელების ან მისი ფარგლების გაფართოების
შუამდგომლობით პროკურორი მიმართავს მოსამართლეს (სასამართლოს). ამ
მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს მოსამართლის ბრძანების ფარგლებს გარეთ
უკვე მოპოვებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.

10. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეწყდება, თუ:

ა) შესრულდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ბრძანებაში


გათვალისწინებულიკონკრეტული ამოცანა;

ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ობიექტურად


შეუძლებელია ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების ბრძანებაში
გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება;

გ) შეწყდა წინასასამართლო გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა;

დ) გავიდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა.

11. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ, თუ


მიღებული ინფორმაცია საჭირო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნისათვის, ის
პროკურორის ზედამხედველობით უნდა განადგურდეს, რის შესახებაც დგება ოქმი.
92
მუხლი 161. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უფლების მქონე
პირი (ორგანო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უშუალოდ ან სხვა პირის
დახმარებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უფლება აქვს
წინასასამართლო გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით აღჭურვილ ორგანოს.

მუხლი 162. ფარული საგამოძიებო მოქმედების მინიმუმამდე დაყვანა

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი პირი (ორგანო)


ვალდებულია, მაქსიმალურად შეზღუდოს იმ კომუნიკაციისა და პირის მონიტორინგი,
რომელსაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვს.

2. თუ წინასწარ ცნობილია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი


სასულიერო პირი, ადვოკატი, ჟურნალისტი ან იმუნიტეტის მქონე პირია, მოცემული
მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ
უკავშირდება მათ კანონით დაცულ საქმიანობას.

მუხლი 163. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადება და ამოღება

1. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საფოსტო-


სატელეგრაფო გზავნილი შეიცავს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან
ინფორმაციას,პროკურორი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადების
შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს (სასამართლოს).

2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღება ნიშნავს, რომ იკრძალება


ადრესატისათვის მისი გადაცემა და მისი მიღების ფაქტის შეტყობინება პროკურორის
განკარგულებამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების
შეწყვეტამდე ან განაჩენის გამოტანამდე.

3. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღებისა და ამოღების ბრძანება


(განჩინება) შესასრულებლად გადაეცემა შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო

დაწესებულების უფროსს.

4. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულების უფროსი აჩერებს მოსამართლის


(სასამართლოს) ბრძანებაში (განჩინებაში) აღნიშნულ გზავნილს და ამის თაობაზე
დაუყოვნებლივ ატყობინებს გამომძიებელს.

5. დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს გამომძიებელი ხსნის და


ათვალიერებს საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულებაში. საფოსტო-სატელეგრაფო
დაწესებულების წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს გამომძიებლის
მოქმედებას. თუ გამომძიებელმა სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის
მქონე ინფორმაცია აღმოაჩინა, მან უნდა ამოიღოს შესაბამისი საფოსტო-
სატელეგრაფო გზავნილი ან გადაიღოს მისი ასლი. სისხლის სამართლის
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში

93
გამომძიებელი, პროკურორის თანხმობით, იძლევა მითითებას, დათვალიერებული
საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი გადასცენ ადრესატს ან მოსამართლის
(სასამართლოს) ბრძანებაში (განჩინებაში) მითითებული ვადით შეაჩერონ ის.

მუხლი 164. ყადაღის მოხსნა საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე პროკურორის


შუამდგომლობით მოსამართლე (სასამართლო) დადგენილებით (განჩინებით)
აუქმებს საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღას. ყადაღა ასევე
უქმდებამოსამართლის (სასამართლოს) ბრძანებაში აღნიშნული ვადის ამოწურვისას,
სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის ან განაჩენის
გამოტანისთანავე.

მუხლი 165. ფარული საგამოძიებო მოქმედების საჯაროობა

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების განსაიდუმლოებამდე ამ მოქმედების შედეგად


მიღებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ გამომძიებელს და
პროკურორს.

2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაციის


განსაიდუმლოება ხდება წინასასამართლო გამოძიების შეწყვეტისთანავე ან
წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე 5 დღით ადრე.

3. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება (გრძელდება) ამ მუხლის მე-2


ნაწილში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ მისი შედეგების
განსაიდუმლოება ხდება, მოსამართლის ბრძანებაში მითითებული ვადის
ამოწურვისთანავე.

4. ფარული საგამოძიებო მოქმედების განსაიდუმლოების თაობაზე პროკურორმა


წერილობით უნდა აცნობოს დაცვის მხარეს.

მუხლი 166. ფარული საგამოძიებო მოქმედების რეესტრი

1. სასამართლოში დგება ფარული საგამოძიებო მოქმედების ბრძანების (განჩინების)


რეესტრი. ბრძანების (განჩინების) გამცემ (გამომტან) მოსამართლეს (სასამართლოს)
რეესტრში შეაქვს ინფორმაცია, ვინ, როდის, ვისი შუამდგომლობით, ვის მიმართ და
რა ვადით გასცა ბრძანება. რეესტრის მონაცემებში ასევე მიეთითება სისხლის
სამართლის საქმის ნომერი. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული
ინფორმაციის განსაიდუმლოების შემდეგ, საჯაროა რეესტრის ინფორმაციაც.

2. ფარული საგამოძიებო მოქმედების რეესტრის შესაბამისი ნომერი უნდა


აღინიშნოს, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ამ თავით
გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანებაში.

თავი XIX
94
სხვა საპროცესო მოქმედებები

მუხლი 167. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი

1. თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად


საჭიროა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ
ხელობის სპეციალისტთა დასკვნა, ასევე თუ სხეულზე ან ინფორმაციის შემცველ სხვა
ობიექტზე აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან
თავისებურება, ტარდება ექსპერტიზა.

2. ექსპერტიზა ტარდება მხარეთა ინიციატივით.

3. თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი ერთ-ერთ მხარესთან ინახება, ექსპერტიზის


ინიციატორი მხარე ექსპერტიზის დანიშვნის შუმადგომლობით მიმართავს
მოსამართლეს (სასამართლოს). შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში
საექსპერტო კვლევის ობიექტი გადაეცემა ექსპერტს.

4. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის (პროკურორის) დადგენილება და


დაცვის მხარის მიმართვა, მოსამართლის (სასამართლოს) ბრძანება (განჩინება)
სავალდებულოა სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის
და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია.

5. ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში ან დაცვის მხარის შუამდგომლობაში


(მიმართვაში) აღინიშნება ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ექსპერტის წინაშე
დასმული კითხვები, დასკვნის შედგენის ვადა, საექსპერტო დაწესებულების
დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.

6. დაცვის მხარეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯზე


ექსპერტიზის ჩასატარებლად მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი. ამ კოდექსის 48-
ე მუხლით დადგენილ ფარგლებში და წესით დაცვის მხარეს უფლება აქვს მისი
ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს
სახელმწიფოს ხარჯზე.

7. ექსპერტიზა შეიძლება ჩაატაროს ერთმა ან რამდენიმე ექსპერტმა.

მუხლი 168. ექსპერტიზის ობიექტი

1. ექსპერტის გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს საგანი, ნივთიერება, დოკუმენტი,


სხეული, პირის ფსიქიკური მდგომარეობა, გვამი ან ინფორმაციის შემცველი სხვა
ობიექტი.

2. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის


საშუალებას იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით.

95
3. ექსპერტიზის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც
საჭიროასაექსპერტო გამოკვლევისათვის.

4. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე გამოკვლევის დაუხარჯავი ობიექტი შეფუთული


და დალუქული სახით უნდა დაუბრუნდეს ექსპერტიზის დამნიშვნელ (მომწვევ) პირს
ან ორგანოს, ხოლო თუ ექსპერტიზა ტარდება ამ კოდექსის 167-ე მუხლის მე-3
ნაწილის საფუძველზე, საექსპერტო კვლევის ობიექტი უნბრუნდება მხარეს,
რომელთანაც ობიექტი ინახებოდა ექსპერტიზის დანიშვნამდე.

5. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე ექსპერტიზის


საგანთან დაკავშირებული მონაცემი, რომელიც ასახულია სისხლის სამართლის
საქმის მასალებში.

6. ჩატარებული გამოკვლევის ან დასკვნის შესავსებად ან დასაზუსტებლად


ექსპერტიზა შესაძლებელია ჩატარდეს დამატებით ან განმეორებით.

მუხლი 169. ექსპერტის დასკვნა

1. საჭირო გამოკვლევების შემდეგ ექსპერტი იძლევა ზეპირ ან წერილობით


დასკვნას, წერილობით დასკვნას იგი ადასტურებს თავისი ხელმოწერით.

2. ექსპერტის წერილობით დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი,


გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო
ხარისხი და სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი და თანამდებობა), ექსპერტის
გაფრთხილება განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა
მას, რა მასალები გამოიყენა ექსპერტმა, რა საგანი, დოკუმენტი ნიმუშები ან სხვა
ობიექტები გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა,
დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი
და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.

3. ექსპერტიზის ვადის დარღვევის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორი


მხარე უფლებამოსილია, დავალება გააუქმოს და ექსპერტს არ აუნაზღაუროს უკვე
ჩატარებული სამუშაოსთვის გაწეული შრომა და ხარჯები.

4. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის შემდეგ დარჩენილი ნივთები,


ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებენ
ექსპერტის დასკვნებს.

5. ექსპერტი დასკვნას წარუდგენს ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორ მხარეს.

6. ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევა დაიწყო,


მაგრამ ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ან საკუთარი

96
არაკომპეტენტურობის გამო. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს დასმულ კითხვაზე
პასუხის გაუცემლობის მიზეზის დასაბუთებას.

მუხლი 170. ნიმუშის აღება

გამომძიებელს უფლება აქვს, აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების,


საგნის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თვისებების ამსახველი ნიმუში.

მუხლი 171. ნიმუშის აღების საფუძველი

ნიმუშის აღება ტარდება მხარის შუამდგომლობით მოსამართლის (სასამართლოს)


ბრძანებით (განჩინებით), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ნიმუშის ამღები პირი, ის
პირი, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, როგორი ნიმუშებია ასაღები და რა
რაოდენობით, როდის და ვისთან უნდა მივიდეს პირი ნიმუშების ასაღებად, როდის
და ვის უნდა გადაეცეს ნიმუშები მათი აღების შემდეგ, აგრეთვე, ამ საგამოძიებო
მოქმედებისათვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია.

მუხლი 172. გამოცხადების სავალდებულოობა, მიყვანა

1. მხარს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მოსამართლესთან თავისი მოწმის


გამოძახების შესახებ.

2. პირი, რომელსაც კანონით დადგენილი შემთხვევებში იძახებს გამომძიებელი,


პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო), ვალდებულია გამოცხადდეს ზუსტად
დანიშნულ დროს და ადგილას, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის
შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მიიყვანონ.

3. მიყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო და


სხვა საპროცესო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში ბრალდებულის,
დაზარალებულის, მოწმის მონაწილეობა, თუ ეს პირები უარს ამბობენ
ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და, ამასთან, დადგენილია გამოუცხადებლობის
არასაპატიო მიზეზები.

4. ექსპერტიზის დანიშვნის ინიციატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ბრალდებულის,


დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი
სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა, ან თუ აუცილებლადაა მიჩნეული ექსპერტიზაზე
აღნიშნულ პირთა დასწრება.

5. იძულებით მიყვანა ხდება მხარეთა შუამდგომლობით მოსამართლის


(სასამართლოს) ბრძანების (განჩინების) საფუძველზე.

6. მიყვანის შესახებ ბრძანებაში ან განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისაყვანი


პირის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა, საცხოვრებელი ან სამსახურის
ადგილი; მისი მიყვანის საფუძვლები; როდის, სად უნდა მიიყვანონ პირი; ვის
ევალება მიყვანა.
97
მუხლი 173. მიყვანის ბრძანების (განჩინების) აღსრულება

1. მიყვანის ბრძანება (განჩინება) აღსასრულებლად გადაეცემა პოლიციის ორგანოს.

2. როდესაც მისაყვან პირს აღმოაჩენენ, პოლიციის მუშაკი მას ხელწერილით აცნობს


მიყვანის ბრძანებას (განჩინებას) და მიჰყავს ბრძანებაში (განჩინებაში) მითითებულ
ორგანოში (პირთან). ამასთან, ბრძანებაზე (განჩინებაზე) უნდა გაკეთდეს ჩანაწერი
პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მიყვანის დროის, აგრეთვე მიყვანასთან
დაკავშირებით მისი განცხადებებისა და საჩივრების შესახებ.

3. მიყვანის ბრძანება (განჩინება) უნდა აღსრულდეს გონივრულ ვადაში.

4. თუ პოლიციის მუშაკი დაადგენს, რომ მიყვანა შეუძლებელია, მიყვანის ბრძანებაზე


(განჩინებაზე) იგი წერილობით მიუთითებს ამის მიზეზებს და აღსრულების გარეშე
უბრუნებს განჩინების (დადგენილების) გამომტან მოსამართლეს (სასამართლოს).

მუხლი 174. პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში

1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულმა სისხლის სამართლის


კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა სსკ-ის 34-ე
მუხლითგათვალისწინებულ შეურაცხაობის მდგომარეობაში ან ასეთი ქმედების
ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხადი და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები
მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, მოსამართლე
(სასამართლო) პროკურორის შუამდგომლობით გასცემს პირის სამედიცინო
დაწესებულებაში მოთავსების ბრძანებას.

2. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის შეიძლება, აგრეთვე,


მოათავსონ პირი, რომლის ფსიქიკური მდგომარეობაც გამორიცხავს
ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემას, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი
დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მან ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება .

3. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე მოსამართლის


(სასამართლოს) ბრძანება (განჩინება) დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ
განჩინებისაგან (დადგენილებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს:
სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო
მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი
თავსდება.

4. თუ ბრალდებულის მიმართ გაცემულია პატიმრობის ბრძანება და არსებობს


სამედიცინო დაწესებულებაში მისი მოთავსების საფუძველი, მოსამართლე
(სასამართლო), პროკურორის შუამდგომლობით პატიმრობის ბრძანებას ცვლის
სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების ბრძანებით. თუ აღარ არსებობს პირის
სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი ყოფნის საფუძველი, პირის სამედიცინო

98
დაწესებულებაში მოთავსების ბრძანება ასევე შეიძლება შეიცვალოს პატიმრობის
ბრძანებით.

5. ბრალდებულს უფლება აქვს გაასაჩივროს მოსამართლის ბრძანება მისი


სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ. ამ შემთხვევაში მოქმედებს
პატიმრობის შესახებ ბრძანების გასაჩივრების წესი.

მუხლი 175. სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა

1. ბრალდებული ან პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის


იძულებითი ღონისძიება, სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს არა
უმეტეს სამი თვის ვადისა.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სტაციონარული ექსპერტიზის ჩამტარებელი ექიმის


დასკვნის საფუძველზე, ეს ვადა მოსამართლის (სასამართლოს) ბრძანებით
(განჩინებით) შეიძლება კიდევ სამი თვით გაგრძელდეს. ვადის შემდგომი
გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული
პირი ამაზე თანახმა იყოს.

3. ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე თუ პირი სამედიცინო


დაწესებულებაში რამდენჯერმე იყო მოთავსებული, ამ დაწესებულებაში მისი ყოფნის
საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.

მუხლი 176. ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და ზოგადი წესი სასჯელის


აღსრულების, ქონების ჩამორთმევის და საპროცესო ხარჯების ანაზღაურების
უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისის
ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან ბრალდებულის
მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებას. ქონებას ყადაღა
ედება სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონით დადგენილი წესით.

კარი VI

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება,

აღკვეთის ღონისძიების შერჩევა, შეკვეცილი პროცესი

თავი XX

სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა

მუხლი 177. სისხლისსამართლებრივი დევნის სახეეები

99
1. სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება იყოს საჯარო ან კერძო.

2. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ


პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა.

3. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება შეუძლია


დაზარალებულს, თუ პროკურორმა უარი თქვა საჯარო სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყებაზე ან მის გაგრძელებაზე.

4. დაზარალებულის მიერ კერძო დევნის განხორციელების დროს პროკურორს


უფლება აქვს, შეწყვიტოს კერძო დევნა და დაიწყოს საჯარო.

მუხლი 178. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება

1. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავების ან


ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ).

2. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება დაზარალებულის


წარმომადგენლის მიერ სასამართლოში პირის მიმართ კერძო ბრალდების
წარდგენისთანავე.

3. სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს და დაწყებული უნდა შეჩერდეს


თუ:

ა) საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ,


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, შესაბამისად, თანხმობა არ
მისცეს საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის
თავმჯდომარის ან მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე იმ
ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი;

ბ) დაისვა საკითხი უცხოელისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის შესახებ - საკითხის


დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე.

მუხლი 179. დისკრეციული დევნა

1. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობის სახელმძღვანელო


პრინციპებს იღებს საქართველოს გენერალური პროკურორი.

2. დისკრეციულობის უფლებამოსილების გამოყენებით საჯარო


სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე პროკურორის უარი დაზარალებულის
მიერ შვიდი დღის ვადაში ერთჯერადად შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ
პროკურორთან.

მუხლი 180. პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა

100
1. ბრალდების წარდგენის საფუძველია წინასასამართლო გამოძიების
ეტაპზეშეკრებილი იმ ინფორმაციის ერთობლიობა, რაც საკმარისია დასაბუთებული
ვარაუდისათვის, რომ კონკრეტულმა პირმა დანაშაული ჩაიდინა.

2. ბრალდების წარდგენისათვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი


უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილების გამოტანის შემდეგ
პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება
პროკურორის ან პროკურორის დავალებით გამომძიებლის მიერ წაყენებულ უნდა
იქნეს დადგენილების გამოტანიდან ან დაკავებიდან არა უგვიანეს 24 საათისა].

3. პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ


დადგენილებაში აღინიშნება:

ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ბრალდების ფორმულირება _ ინკრიმინირებული ქმედების აღწერა მისი


ჩადენისადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით
გამოწვეული შედეგის მითითებით;

გ) გამოძიებით მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც საკმარისია დასაბუთებული


ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;

დ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი,


რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.

4. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას ამ


პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.

5. გამომძიებელი (პროკურორი) პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის


პასუხისგებაში მიცემის დადგენილებას გააცნობს ბრალდებულსა და მის დამცველს
(თუ ბრალდებულის ინტერესებს იცავს დამცველი), რომლებიც ხელმოწერით
ადასტურებენ დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტს.
დადგენილების ასლს ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით
გამომძიებელი (პროკურორი) გადასცემს ბრალდებულსა და მის დამცველს. თუ
ბრალდებული ან მისი დამცველი უარს ამბობენ დადგენილების გაცნობისა და მისი
ასლის მიღების ფაქტის ხელმოწერით დადასტურებაზე, გამომძიებელი (პროკურორი)
არკვევს ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზებს და დადგენილებაზე ცნობის სახით
აღნიშნავს ამას.

6. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს


საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, გამომძიებელი (პროკურორი)
თანამდებობის პირის ან რეკეტირის მიმართ ბრალდების წასაყენებლად იძახებს
მისი ინტერესების დამცველს და გააცნობს თანამდებობის პირის ან რეკეტირის
101
ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დადგენილებას,
რაც ჩაითვლება ბრალდების წაყენებად.

ბრალდებულის დამცველი წერილობით ადასტურებს თანამდებობის პირის ან


რეკეტირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის
დადგენილების გაცნობის ფაქტს.

7. საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის


თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებულის
სახით სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია
საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახითსახით სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს
მოსამართლის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.

მუხლი 181. დაკავების გამოყენების პირობა და მიზანი

1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა.

2. პირი დაკავებულად ითვლება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით


გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან.

3. დაკავების მიზანია პირის უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე


წარდგენა.

მუხლი 182. დაკავების საფუძველი

1. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და ამასთან პირი


მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს საქმისათვის
მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, მოსამართლე,
პროკურორის შუამდგომლობით, გასცემს ბრძანებას პირის დაკავების თაობაზე.

2. პირის დაკავება მოსამართლის ბრძანების გარეშე შესაძლებელია, თუ არსებობს


საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და:

ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;

ბ) თვითმხილველები, მათ შორის, დაზარალებულებიც, პირდაპირ მიუთითებენ ამ


პირზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე;

გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდება ჩადენილი დანაშაულის აშკარა


კვალი;

102
დ) პირი მიიმალა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ შემდგომ იგი ამოიცნო
დაზარალებულმა;

ე) პირის მიმართ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) ძებნის წარმოების


შესახებ.

2. დაუშვებელია დაკავებისაგან გათავისუფლებული პირის იმავე ეჭვით ხელმეორედ


დაკავება.

მუხლი 183. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება

1. დაკავების უფლება აქვს გამოძიების უფლებამოსილებით აღჭურვილი


სახელმწიფო ორგანოების იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ
ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, აწარმოებს გამოძიებას
ან სისხლისსამართლებრივ დევნას.

2. თუ არსებობს ამ კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ ქვეპუნქტში


აღნიშნული საფუძველი, დაკავება ასევე შეუძლია სხვა ნებისმიერ ფიზიკურ პირს.

მუხლი 184. დაკავების იმუნიტეტი

არ შეიძლება დაკავებული იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი


ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი,
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო
დამცველი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის,
დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ
ვრცელდება მე-186 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაზე.

მუხლი 185. დაკავების წესი

1. თუ არსებობს დაკავების საფუძვლები, დამკავებელი მოხელე ვალდებულია,


დაკავებულს გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს; განუმარტოს, სახელდობრ, რა
დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და აცნობოს, რომ მას აქვს დამცველის ყოლის,
დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება; რომ
ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს
გამოყენებული. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულის
მიერ გაკეთებულ იქნა ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე.

2. დამკავებელმა დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს


დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.

3. თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან/და


აპირებს თავიდან მოიშოროს, დააზიანოს ან გაანადგუროს მტკიცებულებითი

103
მნიშვნელობის მქონე საგანი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი
დამკავებელ მოხელეს უფლება, აქვს ჩაატაროს პირადი ჩხრეკა.

4. ფიზიკური პირი ვალდებულია, დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს უახლოეს


პოლიციის დაწესებულებაში, სხვა სამართალდამცავ ორგანოში, ან გადასცეს იგი ამ
ორგანოების წარმომადგენელს. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევაში ფიზიკური პირი უფლებამოსილია, განაიარაღოს დაკავებული და/ან
ჩამოართვასმტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე საგანი, ნივთიერება ან
ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რაც დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს
უფლებამოსილ თანამდებობის პირს.

5. დამკავებელმა მოხელემ დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს


დაკავების ოქმი. თუ ობიექტური მიზეზების გამო დაკავების ოქმის შედგენა
დაკავებისთანავე შეუძლებელია, ოქმი უნდა შედგეს პოლიციის დაწესებულებაში
დაკავებულის მიყვანისთანავე. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის,
რა ვითარებაში, კანონში აღნიშნულ რომელ საფუძველზეა დაკავებული,
დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის
ჩადენაშია ეჭვმიტანილი, მისი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის ზუსტი დრო,
ბრალდებულის უფლებების ჩამონათვალი; შესაბამის შემთხვევაში, აგრეთვე, ის
ობიექტური მიზეზი, რომლის არსებობის გამო შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის
შედგენა დაკავებისთანავე. ოქმს ხელს აწერენ დამკავებელი, დაკავებული და მისი
დამცველი (მისი ყოფნის შემთხვევაში). დაკავებულს გადაეცემა დაკავების ოქმის
ასლი. თუ დაკავებისას ჩატარდა დაკავებულის პირადი ჩხრეკა, ამ მოქმედების
თაობაზე ცალკე ოქმი არ დგება.

6. დაკავების ადგილას მიყვანისთანავე ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის


დასადგენად დაკავებული უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და შედგეს სათანადო ცნობა .

7. დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. დაკავების მომენტიდან 24


საათში დაკავებულს უნდა წარედგინოს დადგენილება მისი სისხლისსამართლის
პასუხისგებაში მიცემის თაობაზე. თუ ამ ვადაში დაკავებულს ბრალდება არ
წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

8. დაკავების დრო ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში.

9. დაკავებული უნდა მოთავსდეს დროებითი ყოფნის იზოლატორში.

მუხლი 186. დაკავებულის გათავისუფლების საფუძველი და წესი

1. დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, თუ:

ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;

104
ბ) არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით
წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ;

გ) გავიდა დაკავების კანონით დადგენილი ვადა;

დ) არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის


პირის თანხმობა;

ე) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.

2. დაკავებული თავისუფლდება პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით.

3. დაკავებული თავისუფლდება დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის


დადგენილებით, თუ გავიდა დაკავების ვადა.

4. გათავისუფლებისას დაკავებულს მიეცემა ცნობა, რომელშიც აღინიშნება, ვინ, სად,


როდის, რის საფუძველზე დააკავა იგი და რის საფუძველზე და როდის იქნა
გათავისუფლებული.

5. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული, უკანონო და


დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით
ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მუხლი 187. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის


სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ

1. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ვალდებულია, პირის დაკავების,


დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების
შემდეგ არა უგვიანეს 5 საათისა, შეატყობინოს ეს მისი ოჯახის რომელიმე წევრს,
ხოლო თუ ასეთი არ არსებობს, - რომელიმე ნათესავს ან ახლობელს; დაპატიმრების
ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი, აგრეთვე,
შეატყობინონ სამუშაო ან სწავლის ადგილას. შეტყობინების ასლი ან მისი
დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეს თან ერთვის.

2. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში


ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ამ მუხლის
პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადებში ეს უნდა შეატყობინონ საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს.

მუხლი 188. დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში


მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფი, მისი საცხოვრებელი ბინისა და ქონების
მეურვეობის ღონისძიებანი

1. თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ


პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, კმაყოფაზე მყოფი
105
სხვა პირი, რომელიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩება,
პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ
ნათესავს, სხვა პირს ან დაწესებულებას, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება
ქონება, გაატარონ მისი დაცვის ღონისძიება.

2. გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ


დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს,
რის შესახებაც გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის
სამართლის საქმეს დაერთვის, ანდა კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის
ოქმში.

თავი XXI

კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება

მუხლი 189. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ფარგლები


კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა
და სასამართლო განხილვა ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი წესით თუ ამ
თავით სხვა რამ არის გათვალისწინებული.

მუხლი 190. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უფლება

1. დაზარალებულს უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში


ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით მიმართოს რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოს კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების
მოთხოვნით.

2. დაზარალებულის განცხადება კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის


განხორციელებაზე უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებულ ინფორმაციას. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს
დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.

3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება შეტანილია გამომძიებელთან ან


პროკურორთან, მან იგი უნდა გადასცეს განსჯადობის მიხედვით რაიონულ
(საქალაქო) სასამართლოს.

მუხლი 191. მოსამართლის მოქმედება დაზარალებულის განცხადებასთან


დაკავშირებით

1. დაზარალებულის განცხადებას კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების


შესახებ იხილავს მაგისტრატი მოსამართლე.

2. განცხადების მიღების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს განმცხადებელს


პასუხისმგებლობა შეგნებულად ცრუ დასმენისათვის და ჩამოართვას ხელწერილი.

106
3. მოსამართლე განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში მიმართავს
პროკურატურას საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე აურის
დადასტურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილში გათვალისწინებული მოთხოვნის მიღებიდან


პროკურატურა ორი კვირის ვადაში ვალდებულია მოთხოვნის წარმდგენ
მოსამართლეს უარყოს ან დაუდასტუროს უარი საჯარო სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყებაზე ან გაგრძელებაზე.

5. თუ არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული კერძო სისხლისსამართლებრივი


დევნის საფუძველი, მოსამართლე ადასტურებს კერძო სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყებას, ნიშნავს წინასასამართლო სხდომის თარიღს და ბრალდებულს
უგზავნის დაზარალებულის განცხადებისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
ასლს.

6. კერძო სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების დადასტურებისთანავე პირი,


რომლის მიმართაც დაზარალებული ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას
სარგებლობს ბრალდებულის სტატუსით, ხოლო დაზარალებული ბრალმდებლის
სტატუსით.

დაზარალებული ბრალმდებლის უფლებამოსილებას ახორციელებს ადვოკატის -


წარმომადგენლის მეშვეობით.

მუხლი 192. დაზარალებულის მიერ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფარგლები

1. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების დროს დაზარალებულს


უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით მოიპოვოს მტკიცებულებები. ამ მიზნით იგი
უფლებამოსილია: გამოკითხოს ნებისმიერი პირი; გამოითხოვოს დოკუმენტები
ფიზიკური, იურიდიული პირებისაგან ან ადმინისტრაციული ორგანოსგან;
ექსპერტიზის ჩატარებისათვის მიმართოს საექსპერტო დაწესებულებას ან
დამოუკიდებელ ექსპერტს და მოიპოვოს წერილობითი დასკვნა.

2. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა


საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც დაზარალებული დამოუკიდებლად
ვერ ახორციელებს, იგი უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით ბრძანების
გაცემის შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს.

3. დაზარალებულის შუამდგომლობით დაუშვებელია ფარული საგამოძიებო


მოქმედების ჩატარება.

მუხლი 193. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა

1. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება ამ კოდექსით დადგენილ


შემთხვევებში, აგრეთვე როდესაც:

107
ა) გარდაიცვლება დაზარალებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებულის
ახლო ნათესავი მოითხოვს დევნის გაგრძელებას;

ბ) თუ დაზარალებული განმეორებით, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა


სასამართლო განხილვაზე;

გ) დაზარალებული უარს იტყვის კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის


წარმოებაზე.

2. საქმის არსებითი განმხილველი სასამართლოს სათათბირო ოთახში გასვლამდე


დაზარალებულს უფლება აქვს უარი თქვას სისხლისამართლებრივი დევნის
განხორციელებაზე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის შემთხვევაში გარდაცვლილი


დაზარალებულის ახლო ნათესავს ენიჭება ამ თავით გათვალისწინებული
ბრალმდებლის სტატუსი.

4. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის ნებისმიერ სტადიაზე პროკურორს


უფლება აქვს შეწყვიტოს კერძო სისხლისსამართლებრივი და დაიწყოს საჯარო
სისხლისამართლებრივი დევნა.

5. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილად ითვლება მხარეთა


შუამდგომლობით მოსამართლის მიერ დევნის შეწყვეტის დადასტურებისთანავე.

6. პროკურორი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული


გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს მხარეებს და სასამართლოს.

თავი XXII

აღკვეთის ღონისძიებანი

მუხლი 194. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი და საფუძველი 1. აღკვეთის


ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ მან ჩაიდინა დანაშაული, თავი არ აარიდოს
სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი
საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს
წინასწარი პატიმრობა ან აღკვეთის სხვა ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ
უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ამ ნაწილით
გათვალისწინებულ მიზნებს.

2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული


ვარაუდი, რომ პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს
საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
108
3. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის
გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის
საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას,
მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე
აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტსა და სხვა გარემოებებს.

4. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას


პროკურორი ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის
ღონისძიების სახის მიზანშეწონილობა და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების
გამოყენების მიზანშეუწონლობა.

5. სასამართლო უფლებამოსილია, აღკვეთის ღონისძიების სახით პირს პატიმრობა


შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, უფრო მსუბუქი აღკვეთის
ღონისძიების გამოყენებით.

მუხლი 195. აღკვეთის ღონისძიების სახეები

აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, ხელწერილი გაუსვლელობისა და


სათანადო ქცევის შესახებ, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში
გადაცემა, პირადი თავდებობა და წინასწარი პატიმრობა.

მუხლი 196. გირაო

1. გირაო არის ფული ან უძრავი ქონება, რომელიც ბრალდებულის სასამართლოში


გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოსათვის მიცემული
წერილობითი ვალდებულებით სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს
ბრალდებულს ან სხვა პირს. თუ გირაოს შეტანა ფულადი ფორმით შეუძლებელია,
ბრალდებულისა ან/და სხვა მესაკუთრის თანხმობით, შეიძლება ყადაღა დაედოს მის
ქონებას. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი ან გაიცემა საბანკო ანგარიშის
ამონაწერი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

2. გირაოს, როგორს აღკვეთის ღონისძიების გამოყენება დაუშვებელია მხოლოდ


მაშინ, თუ შესაძლებელია საფუძვლიანი დასაბუთება იმისა, რომ:

ა) პირი მიემალება გამოძიებას;

ბ) ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას;

გ) ჩაიდენს ახალ დანაშაულს;

3. სასამართლოს წინაშე წარდგენილ შუამდგომლობაში პროკურორი მიუთითებს


გირაოს თანხის ოდენობასა და მისი შეტანის ვადას. გირაოს ოდენობა უნდა
განისაზღვროს ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით.
გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 1000 ლარზე ნაკლები.
109
4. გირაოს წერილობითი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გირაოს თანხა
ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ გირაოს სახით შეტანილია სხვა ფასეულობა,
უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია და ამონაგები თანხა, რეალიზაციასთან
დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით, უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით


განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ, რასაც
იგი ხელმოწერით ადასტურებს.

6. სასამართლო უფლებამოსილია პროკურორის შუამდგომლობით გირაოს


გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, ბრალდებულს შეუფარდოს წინასწარი
პატიმრობა, მის მიერ პროცესის მწარმოებელი ორგანოს დეპოზიტზე გირაოს თანხის
სრული ან ნაწილობრივი (მაგრამ არანაკლებ თანხის 50%-სა) მოცულობით
შეტანამდე.

7. თუ გირაოს შემტანმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ


გირაოს სახით შეფარდებული თანხის დეპოზიტზე შეტანა ან დაარღვია გირაოს
წერილობითი ვალდებულება პროკურორი უფლებამოსილია, მიმართოს
სასამართლოს და მოითხოვოს აღკვეთის უფრო მძიმე ღონისძიების გამოყენება.

8. გირაოს შემტანს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის


ვადაში სრულად უბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა ან სხვა
ფასეულობა, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ
ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება უფრო მკაცრი
აღკვეთის ღონისძიებით არ შეცვლილა.

9. თუ ბრალდებულის სახელით გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო


გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროკურორს, რომ იგი ვერ
უზრუნველყოფს გირაოს წერილობითი ვალდებულების შესრულებას და ამავე დროს
ბრალდებული უკვე მიმალული არ არის, გირაოს შემტანს ერთი თვის ვადაში
სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა ან სხვა
ფასეულობა.

მუხლი 1961. ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ


ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ არის ბრალდებულის
წერილობითი ვალდებულება, რომელსაც იგი აძლევს სასამართლოს იმის შესახებ,
რომ არ დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, არ აწარმოებს დანაშაულებრივ
საქმიანობას, ხელს არ შეუშლის საქმეზე მტკიცებულებათა შეკრებას, გამოცხადდება
სასამართლოზე.

ხელწერილის მიმცემი კისრულობს ვალდებულებას, არ გავიდეს ხელწერილში


აღნიშნული დასახლებული პუნქტიდან პროკურორის ან მოსამართლის ნებართვის

110
გარეშე და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი მითითებული
დასახლებული პუნქტის ფარგლებში.

მუხლი 197. არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა

1. მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან დახურული საბავშვო დაწესებულების


ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში გადაცემის მიზანია, აღნიშნულ პირთაგან ერთ-
ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს არასრულწლოვანი ბრალდებულის
გამომძიებელთან (პროკურორთან) ან სასამართლოში გამოცხადებისა და სათანადო
ქცევის წერილობითი ვალდებულება.

2. არასრულწლოვნის გადაცემა მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა პირის


მეთვალყურეობაში შეიძლება მხოლოდ ამ პირთა თანხმობით.

3. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს ან სხვა პირს უფლება აქვთ, ნებისმიერ მომენტში


თქვან უარი არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე იმ მიზეზის გამო, რომელიც
გამორიცხავს არასრულწლოვნის სათანადო ქცევის შესაძლებლობას.

4. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს, დახურული საბავშვო დაწესებულების


ხელმძღვანელს ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ
არასრულწლოვნისათვის წარდგენილი ბრალდების არსი; სასჯელი, რომლიც
შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ
დაეკისრებათ, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც
იგი გადაეცა მეთვალყურეობაში. ეს ცნობები უნდა აისახოს სასამართლო სხდომის
ოქმში.

5. პირს, რომელიც მეთვალყურეობს არასრულწლოვანს, ნაკისრი ვალდებულების


შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ
ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების
პირობის დარღვევის შემთხვევაში, მხარის შუამდგომლობით, სასამართლოს
შეუძლია პირი, რომელიც მეთვალყურეობდა არასრულწლოვანს დააჯარიმოს 2000
ლარამდე ჯარიმით.

მუხლი 198. პირადი თავდებობა

1. პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას,


რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და სასამართლოს
გამოძახებით მათთან გამოცხადებას.

2. თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს სასამართლო.

111
3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან
თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.

4. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც


არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს
ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ
ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა
თავდებობა. გარდა ამისა, თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის
შესახებ, რომლებიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

5. თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის


გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს
იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა,
გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

6. თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა


თავდებობა, თითოეულ თავდებს, მხარეთა შუამდგომლობით, სასამართლომ
შეიძლება დააკისროს ჯარიმა 2000 ლარამდე ოდენობით.

მუხლი 199. პატიმრობის გამოყენების წესი და პირობები

1. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ თუ იგი


წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას:

ა) პირის მიმალვისა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის


შეშლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად;

ბ) პირის მიერ შემდგომი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად;

2. ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების, ხოლო თუ დაკავება


არ მომხდარა, ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების
აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოს მიერ
განაჩენის გამოტანამდე.

3. საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში


დაპატიმრების შემთხვევაში მისი პატიმრობის ვადები აითვლება საქართველოს
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მისი ფაქტობრივი გადმოცემის
მომენტიდან. საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო
სახელმწიფოში პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული
სასჯელის საერთო ვადაში.

4. ბრალდებულის პატიმრობა არ შეიძლება აღემატებოდეს 9 თვეს, რომლის გასვლის


შემდეგ ბრალდებული გათავისუფლებულ უნდა იქნეს პატიმრობიდან გარდა იმ

112
შემთხვევისა, როდესაც დამცველის სავალდებულო თანხმობით ბრალდებული
სასამართლოს წინაშე დააყენებს ამ ვადის გაგრძელების შუამდგომლობას, თუ ეს
აუცილებელია დაცვის სათანადოდ განსახორციელებლად.

5. საქართველოში ექსტრადიციის მიზნით პირის უცხო სახელმწიფოში


დაპატიმრებისა და სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე
ბრალდებულის ყოფნის დრო არ ითვლება პატიმრობის ვადაში.

6. გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ, საგამოძიებო იზოლატორის


ადმინისტრაციას მისცენ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ან ერთმანეთთან
დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულთა ცალ-ცალკე ყოფნისა და
ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის მითითება.

7. წინასასამართლო გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და


წინასასამართლო გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობიდან
თავისუფლდება მოცემული გადაწყვეტილების მიღების დღეს. გამამართლებელი
განაჩენის გამოტანისას ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება
დაუყოვნებლივ, სასამართლოს დარბაზში. სასამართლოს მიერ
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის
ღონისძიებით შეცვლის ან ისეთი სასჯელის დანიშვნის დროს, რომელიც
დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, ბრალდებული
პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ, სასამართლო დარბაზიდან, ხოლო
თუ იგი სასამართლო სხდომაში არ მონაწილეობდა, - არა უგვიანეს იმ დღისა, როცა
საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია მიიღებს პატიმრობიდან პირის
გათავისუფლების ოფიციალურ შეტყობინებას. სასამართლო საპატიმრო ადგილის
ადმინისტრაციას უგზავნის განაჩენს, ადგენილებას ან განჩინებას, რომლითაც
შეიცვალა ან გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან
გაუქმების თაობაზე ოფიციალურად დამოწმებული შეტყობინება, რომელიც
კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებით გადაიცა და ეს დასაბუთებულ ეჭვს არ
იწვევს სასამართლო განაჩენის, დადგენილების ან განჩინების მიღებამდე
გათავისუფლების საფუძველია.

მუხლი 200. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება

1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და შეცვლა ხდება მაგისტრატი მოსამართლის


(სასამართლოს) ბრძანებით, დადგენილებით (განჩინებით).

2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით პროკურორი


მოსამართლეს მიმართავს ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი
წარდგენის დროს. ეს არ გამორიცხავს პროკურორის უფლებას, აღკვეთის
ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს წინასასამართლო სხდომის
ან საქმის არსებითად განხილველ მოსამართლეს.

113
4. აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს მისი
წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების,
შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა
იმ შემთხვევებისა, როდესაც სახეზეა სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით
გათვალისწინებული საფუძვლები.

5. მხარეს უფლება აქვს დააყენოს იმ პირის გამოძახებისა და დაკითხვის


შუამდგომლობა რომლის ინფორმაცია ასაბუთებს აღკვეთის ღონისძიების
შუამდგომლობას.

6. მოსამართლე უფლებამოსილია, შუამდგომლობის შემტან პირს წინადადება მისცეს


წარმოადგინოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო
დოკუმენტები.

7. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს


აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ბრძანებას, ხოლო თუ საქმეში არ მოიპოვება
პირის მიმართ ასეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური
(საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს აღკვეთის
ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის დადგენილება. აღკვეთის ღონისძიების
შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია, სათანადო
საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული აღკვეთის
ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს სხვა აღკვეთის ღონისძიება.

8. აღკვეთის ღონისძიების შერჩევის ან შეცვლის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს:

ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის, პროკურორის,


ბრალდებულისა და მისი დამცველის ვინაობა, წარდგენილი ბრალდების არსი,
განკარგულება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. ამასთან, ზუსტად უნდა
იყოს მითითებული, რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება; რომელი
თანამდებობის პირი ან ორგანოა ვალდებულია, შეასრულოს ბრძანება;
დადგენილების გასაჩივრების წესი; მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს
ბეჭედი. აღკვეთის ღონისძიების გაუქმების დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: მისი
შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულისა და
მისი დამცველის ვინაობა; აღკვეთის ღონისძიების გაუქმების განკარგულება;
რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა ვალდებულია შეასრულოს დადგენილება;
დადგენილების გასაჩივრების წესი; მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

9. ბრალდებულის დაპატიმრების, აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენებისა და


შეცვლის სასამართლო ბრძანება, აგრეთვე მოსამართლის დადგენილება აღკვეთის
ღონისძიების გაუქმების შესახებ დგება ხუთ ეგზემპლარად. მათგან ერთი რჩება
საქმეში, ორი გადაეცემა მხარეებს, მეოთხე იგზავნება დაპატიმრებულის მოთავსების

114
ადგილას ან აღკვეთის სხვა სახის ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელ
პირთან; მეხუთე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

10. ბრალდებულს უფლება აქვს მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების


შეცვლის ან გაუქმების თაობაზე შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართოს
ნებისმიერ დროს. მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის
განუხილველად დატოვების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა
მიმართულია პროცესის გაჭიანურებისაკენ ან შუამდგომლობაში აღნიშნული
გარემოება უკვე იქნა განხილული სასამართლოს მიერ.

11. რაც უფრო მეტად ხანგრძლივდება პატიმრობის ვადა, მით უფრო საფუძვლიანად
უნდა იქნას დასაბუთებული მისი გამოყენების მიზანშეწონილიბა.

12. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა


მოსამართლეს შეიძლება წარედგინოს ბრალდებულის მიმალვის შემთხვევაშიც.

მუხლი 201. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის (გაუქმების) ბრძანების


(დადგენილების) გასაჩივრების წესი

1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის (გაუქმების) ბრძანება


(დადგენილება) მისი გამოცემიდან 48 საათში შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაში.

2. თუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებულ იქნა მიმალული


ბრალდებულის მიმართ მას უფლება აქვს, დაკავებიდან 48 საათში გაასაჩივროს იგი
ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

3. საჩივარი შეაქვთ ბრძანების (დადგენილების) გამცემ (გამომტან)


მოსამართლესთან (სასამართლოში), რომელიც მას დაუყოვნებლივ უგზავნის
შესაბამის სასამართლოს. გასაჩივრების ფაქტი ბრძანების (დადგენილების)
აღსრულებას არ აჩერებს.

4. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს


იხილავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა. საჩივრის განხილვის დღე და
დრო გონივრულ ვადაში ეცნობება მხარეებს.

5. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად


მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა საჩივრის განხილვას არ
აბრკოლებს.

6. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ


გადაწყვეტილებას:

ა) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) ძალაში დატოვებისა და საჩივრის


დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
115
ბ) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების (შეცვლის) და საჩივრის
დაკმაყოფილების შესახებ.

7. საჩივრის შემტან მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის სათათბირო ოთახში


გასვლამდე უკანვე გაითხოვოს თავისი საჩივარი.

8. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები


გადაეცემამხარეებს, ეგზავნება ბრძანების (განჩინების) ან დადგენილების გამცემ
მოსამართლეს (სასამართლოს), ბრძანების (განჩინების) ან დადგენილების
აღმასრულებელ ორგანოს, რჩება საქმეში.

9. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი დადგენილება


საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავი XXIII

ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, შეკვეცილი პროცესი

მუხლი 202. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში

1. დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან 24 საათში ბრალდებული უნდა


წარედგინოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც დაკავებულთა მოთავსების ან


პატიმრობის ადგილიდან ბრალდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია
მისი ავადმყოფობის, სტიქიური უბედურების ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო,
მოსამართლეს შეუძლია სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების
ან პატიმრობის ადგილას.

3. თუ პირი დაკავებიდან 24 საათში არ წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს იგი


დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

მუხლი 203. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის პროცესი


მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის
სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით:

ა) არკვევს ბრალდებულის ვინაობას;

ბ) არკვევს ესმის თუ არა ბრალდებულს პროცესის ენა;

გ) ბრალდებულს განუმარტავს უფლებებსა და ბრალდების არსს;

დ) არკვევს ბრალდების საფუძვლიანობას;

116
ე) ბრალდებულს აცნობებს მისთვის წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული
მაქსიმალური სასჯელის ზომას შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების
გათვალისწინებით;

ვ) არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა


თანხმობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას განაჩენის შეკვეცილი პროცესით
გამოტანის შესახებ;

ზ) იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას;

თ) იხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს;

ი) ასრულებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

კ) განუმარტავს ბრალდებულს წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის


საჩივარის (სარჩელის) შეტანის უფლებას.

მუხლი 204. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომის


უწყვეტობა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა ტარდება
უწყვეტად.მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იგი შეიძლება გადაიდოს მხოლოდ
შეკვეცილი პროცესის მიზნებისათვის.

მუხლი 205. შეკვეცილი პროცესის შედეგად განაჩენის გამოტანის საფუძველი

1. თუ მხარეები თანახმა არიან საპროცესო შეთახმებაზე, მოსამართლე


იღებსგადაწყვეტილებას განაჩენის შეკვეცილი პროცესით გამოტანის თაობაზე.

2. ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან წარდგენამდე დადებული


საპროცესო შეთანხმების პირობები აისახება საპროცესო შეთანხმებაში, ხოლო
სასამართლოში - სხდომის ოქმში.

3. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე.

საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს, ისე


პროკურორს.

4. ბრალზე შეთანხმებისას ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.

5. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული არ ეწინააღმდეგება წაყენებულ


ბრალდებას და სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე ეთანხმება
პროკურორს. ბრალდებულთან სასჯელზე შეთანხმების დადებამდე პროკურორი
იღებს საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობას.
სასჯელზე შეთანხმებისას სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი.

117
6. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია და საპროცესო შეთანხმება ყველასთან
არიდება, სისხლის სამართლის საქმე უნდა გამოიყოს იმ ბრალდებულის
(ბრალდებულთა) მიმართ, რომელთანაც იდება შეთანხმება.

7. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს


მოსალოდნელი სასჯელის მინიმუმის შემცირება ან მიიღოს გადაწყვეტილება
ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.

8. სასჯელის შემცირების, ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის


თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო
ინტერესი, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე,
ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხი.

9. საპროცესო შეთანხმების დადება დაუშვებელია დამცველის უშუალო


მონაწილეობისა და თანხმობის გარეშე.

10. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია, ბრალდებული


გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას
სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

11. განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს


უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან
განთავისუფლების შუამდგომლობით. ამ შემთხვევაში სამოქალაქო
პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

12. იმ ბრალდებულისათვის (მისი დამცველისათვის), რომლის შესახებაც სხვა


ბრალდებული გამოძიებას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე აწვდის
მამხილებელ ინფორმაციას, ამ საპროცესო შეთანხმების შინაარსი, გამოძიებისთვის
მიწოდებული ინფორმაციის ჩათვლით, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

13. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს


ბრალდებულს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წამების,
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის
პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

მუხლი 206. განაჩენის გამოტანა შეკვეცილი პროცესის შედეგად

1. შეკვეცილი პროცესის შედეგად განაჩენის გამოტანამდე მოსამართლე უნდა


დარწმუნდეს, რომ ბრალდება საფუძვლიანია, შეთანხმება დადებულია ძალადობის,
დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე; ნებაყოფლობით
და რომ ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული
დახმარება, ასევე ბრალდებული სრულად აცნობიერებს:

ა) იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი;

118
ბ) იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის
აღიარებს;

გ) რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია,


მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია,
რომელსაც იგი სასამართლოს მიაწვდის საპროცესო შეთანხმების განხილვისას;

დ) რომ მას აქვს შემდეგი უფლებები:

დ.ა) დაცვის უფლება;

დ.ბ) უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე;

დ.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე (მათ შორის ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოზე კანონით დადგენილ შემთხვევაში);

ე) ბრალდებული ეთანხმება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ეჭვს ქვეშ არ


აყენებს ბრალის აღიარებას (გარდა სასჯელზე შეთანხმების შემთხვევისა);

ვ) სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული აცნობიერებს რომ როცა არ


ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალდებას, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი
განაჩენი.

საპროცესო შეთანხმების ყველა პირობა ასახულია ოქმში;

2. შეკვეცილი პროცესის შედეგად განაჩენის გამოტანამდე სასამართლო


ვალდებულიაუშუალოდ ბრალდებულისაგან დარწმუნდეს რომ ბრალდებულის
მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების
მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.
მოსამართლე აგრეთვე ვალდებულია განურმარტოს ბრალდებულს, რომ მის მიერ
საჩივის შეტანა წამების, არაადამიანურ ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს
არ შეუძლის შეკვეცილი პროცესის განხორციელებას თუ საპროცესო შეთანხმება
დადებულია ბრალდებულის სრული და თავისუფალი თანხმობით.

3. მოსამართლე უფლებამოსილია, არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება და მის


საფუძველზე განაჩენი გამოიტანოს.

4. თუ საპროცესო შეთანხმება ეჭვს არ იწვევს და მოთხოვნილი სასჯელი კანონიერია,


ამ კოდექსით დადგენილი წესით მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი.

5. საპროცესო შეთანხმების შედეგად განაჩენის გამოტანაზე მოსამართლის უარი 15


დღის ვადაში მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლო
ინსტანციაში.

119
6. ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე
ნებისმიერმომენტში უარი თქვას საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას
დამცველის თანხმობა არ სჭირდება.

7. მხარეებს უფლება აქვთ, საპროცესო შეთანხმების პირობები შეცვალონ განაჩენის


გამოტანამდე.

მუხლი 207. შეკვეცილი პროცესის შედეგად გამოტანილი განაჩენის გადაცემა,


ძალაში შესვლა და გასაჩივრება

1. განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში ბრალდებულს, მის კანონიერ


წარმომადგენელს და დამცველს გადაეცემათ განაჩენის დამოწმებული ასლი.

2. შეკვეცილი პროცესის შედეგად გამოტანილი განაჩენი არ ექვემდებარება


გასაჩივრებას და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, გარდა ამ მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახალაღმოჩენილ გარემოებათა


გამო.

4. მსჯავრდებულს შეკვეცილი პროცესის შედეგად განაჩენის გამოტანიდან 15 დღის


ვადაში უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი
განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:

ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით;

ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;

გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით ან დაშინებით;

დ) საქმის განხილველმა მოსამართლემ უგულვებელყო ამ კოდექსით


გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

5. თუ ბრალდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა,


დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია,
ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი შეკვეცილი პროცესის
შედეგად გამოტანილი განაჩენის გაუქმების თაობაზე.

6. თუ განაჩენი პროკურორის საჩივრის საფუძველზე გაუქმდა, იგი უფლებამოსილია


განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

7. თუ შეკვეცილი პროცესის შედეგად გამოტანილ სასამართლოს განაჩენი გაუქმდა


ან განაჩენის გამოტანამდე ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი
განაცხადა, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მანამდე მიცემული ჩვენების მის
საწინააღმდეგოდ გამოყენება.

120
8. საპროცესო შეთანხმების დადება დაზარალებულს ზიანის ანაზღაურებაზე
სამოქალაქო წესით დავის უფლებას არ ართმევს.

მუხლი 208. ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება

1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის საგამოძიებო


ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო
ხელშეწყობით შეიქმნა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები,
საქართველოს გენერალურ პროკურორს შეუძლია, სასჯელისაგან ბრალდებულის
სრულად გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს.
შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი თავისუფლდება
სასჯელისაგან, თუმცა იგი ითვლება ნასამართლევად.

2. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე დგება


წერილობითიშეთანხმება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და საქართველოს
გენერალურიპროკურორი.

3. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შეთანხმებაში აღინიშნება, რომ თუ პირი


არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი
განაჩენი შეიძლება გაუქმდეს ამ თავით დადგენილი წესით.

4. სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას სასამართლოს


დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გენერალური პროკურორი.

მუხლი 209. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომის


დანიშვნის შესახებ

1. თუ შეკვეცილი პროცესის საფუძველზე განაჩენი არ გამოტანილა, მხარეთა


მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მაგისტრატი მოსამართლე ნიშნავს
წინასასამართლო სხდომის თარიღს.

2. წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრისას, მაგისტრატი მოსამართლე


მხედველობაში იღებს საქმის სირთულესა და მოცულობას. მოსამართლემ მხარეებს
საკმარისი დრო და საშუალება უნდა მისცეს დაცვისა და ბრალდების
მოსამზადებლად.

3. წინასასამართლო სხდომა უნდა დაინიშნოს ბრალდებულის სასამართლოში


პირველი წარდგენის სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.

კარი VII

წინასასამართლო სხდომა და საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში

თავი XXIV
121
წინასასამართლო სხდომა

მუხლი 210. წინასასამართლო სხდომა

1. თუ ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი წარდგენის შემდეგ


ბრალდება შეიცვალა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულს
განუმარტავს ბრალდების არსს და წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული
სასჯელის ზომას, ასევე კანონით დადგენილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი
გარემოებების შესახებ.

2. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული


თავს დამნაშავედ წადგენილ ბრალდებაში და რა მოცულობით. ბრალდებულის მიერ
წარდგენილი ბრალდების აღიარების შემთხვევაში, მოსამართლე არკვევს
საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ
კოდექსით გათვალისწინებული დებულებები შეკვეცილი პროცესის შესახებ.

3. თუ ბრალდებულს ბრალდება წარედგინა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს


განსჯადი დანაშაულის ჩადენაში, მოსამართლე ვალდებულია, ბრალდებულს
განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან
დაკავშირებული ბრალდებულის უფლებები. ამის შემდეგ, მოსამართლე არკვევს,
ამბობენ თუ არა უარს მხარეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. თუ მხარეთა მიერ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი არ იქნა განცხადებული მოსამართლე
ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.

4. წინასასამართლო სხდომის მოსამართლე:

ა) განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე;

წინასასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება შეზღუდულია მხოლოდ მისი


დასაშვებობისშესახებ შუამდგომლობით. შუამდგომლობის ავტორს შეუძლია
მოითხოვოს სავალდებულო წესით მოწმის გამოძახება და დაკითხვა.

ბ) განიხილავს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, შეცვლის ან


გაუქმების თაობაზე;

გ) განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის


მიზნით;

დ) იხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს.

ე) წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს.

5. არსებით განხილვაზე საქმის წარმართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ


ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი
ხარისხით
122
იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა.

6. თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი


ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა
ჩაიდინა წინასასამართლო სხდომის მოსამართლე წყვეტს სისხლისსამართლებრივ
დევნას.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის


მიერსისხლისსამართლებრივი დევნის განახლებისას აღკვეთის ღონისძიების სახით
წინასწარი პატიმრობა არ გამოიყენება.

მუხლი 211. საქმის არსებითი განხილვისათვის მომზადება

წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის


არსებითად განხილვის მოსამზადებლად:

ა) განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის სხდომის დაწყების თარიღს;

ბ) საქმის არსებითი განხილვაზე მოსაწვევ პირებს უგზავნის სასამართლო უწყებებს;

გ) ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას;

დ) არაპატიმარ ბრალდებულს წერილობით განუმარტავს არსებით სხდომაზე


გამოუცხადებლობის შედეგებს;

ე) იღებს სხვა ზომებს საქმის არსებით სხდომაზე განხილვის მოსამზადებლად.

თავი XXV

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში

მუხლი 212. საქმის არსებითი განხილვის დაწყების ვადა

სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს


წინასასამართლო სხდომის დასრულებიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

მუხლი 213. სხდომის თავმჯდომარე

საქმის არსებითი განხილვის სხდომას წარმართავს სხდომის თავმჯდომარე.

მუხლი 214. მხარისა და მოწმის გამოცხადება

1. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი მოწმეების გამოცხადება სასამართლოში.


სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეებისა და
მოწმეების გამოცხადების ფაქტს და გამოუცხადებლობის მიზეზებს.

123
2. გამოცხადების შემოწმებისა და უფლებების განმარტების შემდეგ მოწმედ
დასაკითხი პირები, გარდა ბრალდებულისა, ტოვებენ დარბაზს. სხდომის
თავმჯდომარე უფლებამოსილია, გასცეს აღნიშნული პირების მათთვის განკუთვნილ
ოთახში გაყვანის განკარგულება და იღებს ზომებს, რომ დაკითხვამდე მათ
ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდეთ.

მუხლი 215. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება. პროცესის მონაწილეთა


საქმეში მონაწილეობის გამორიცხვის და აცილების საკითხის გადაწყვეტა1. სხდომის
თავმჯდომარე აცხადებს სასამართლოს შემადგენლობას, ასევე აცხადებს,თუ ვინ
უჭერს მხარს ბრალდებას და მხარეებს ეკითხება, ხომ არ გააჩნიათ მოსამართლის,
პროკურორის, დამცველის, წარმომადგენლის, სხდომის მდივნის, თარჯიმნის ან
პროცესის სხვა მონაწილის აცილების საფუძველი.

2. სხდომის თავმჯდომარე მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ აცილება


მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ
შემადგენლობას. ეს წესი გამოიყენება სათადარიგო მოსამართლის მიმართაც.

მუხლი 216. მოსამართლის მიერ ბრალდებულის პიროვნების დადგენა და


უფლებების განმარტება

1. სხდომის თავმჯდომარე ადგენს ბრალდებულის ვინაობას (სახელი, გვარი,


დაბადების წელი, თვე, დღე და ადგილი) და განუმარტავს უფლებებს, ბრალდების
არსს, ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციასა და სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს, შემამსუბუქებელი
დადამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით. სხდომის თავმჯდომარე
ბრალდებულს ასევე განუმარტავს, რომ მისი ნებაა წარდგენილი ბრალდების
ირგვლივ ჩვენება მისცეს, როგორც დაცვის მოწმემ. თუ საქმეში რამდენიმე
ბრალდებულია, ასეთი განმარტება ეძლევა თითოეულ მათგანს.

2. თავმჯდომარე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ და, თუ


ცნობს, _ რაში. ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ იგი შეზღუდული არ არის
წინასასამართლო გამოძიების დროს მის მიერ ბრალდების აღიარებით ან
უარყოფით; არ არის ვალდებული პასუხი გასცეს დასმულ კითხვას და რომ პასუხის
გაცემაზე უარი არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.

3. ბრალდებულის მიერ წარდგენილი ბრალდების აღიარების შემთხვევაში,


მოსამართლე არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ
შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული შეკვეცილი პროცესის
დებულებები.

მუხლი 217. შუამდგომლობის განცხადება და გადაწყვეტა

1. სხდომის თავმჯდომარე არკვევს, აქვთ თუ არა მხარეებს შუამდგომლობა.

124
2. საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის
შემთხვევაში სასამართლო მხარეთა შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის
საკითხს; არკვევს საქმის არსებითად განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის
მიზეზს.

3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში დამატებით წარდგენილი მტკიცებულების


დასაშვებობის საკითხი განიხილება ნაფიცი მსაჯულების გარეშე.

4. დამატებით წარდგენილი მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის


შემდეგ სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით შეუძლია, გონივრული ვადით
გადადოს საქმის განხილვა, თუ მხარეებს ესაჭიროებათ დამატებითი დრო დაცვის ან
ბრალდების პოზიციების მოსამზადებლად.

მუხლი 218. საქმის განხილვა პროცესის მონაწილეთა გამოუცხადებლობის


შემთხვევაში

1. პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომის


თავმჯდომარე, ამ კოდექსით დადგენილი წესით, იღებს სხდომის გადადების ან/და
პროცესის მონაწილის მოყვანის გადაწყვეტილებას.

2. გადადებულ საქმეს განიხილავს მოსამართლეთა იგივე შემადგენლობა.

მუხლი 219. სასამართლო გამოძიების დაწყება - მხარეთა შესავალი სიტყვა


სასამართლო გამოძიების დაწყებისთანავე მოსამართლე ბრალდებას უფლებას
აძლევს, წარადგინოს ბრალდების შესავალი სიტყვა. ამის შემდეგ დამცველს ეძლევა
უფლება, წარადგინოს დაცვის შესავალი სიტყვა.

მუხლი 220. მტკიცებულების გამოკვლევის ზოგადი წესი

1. მტიცებულებების გამოკვლევა იწყება მხარეების მიერ შესავალი სიტყვის


წარდგენისშემდეგ.

2. ჯერ იკვლევენ ბრალდების მხარის, შემდეგ _ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ


მტკიცებულებებს. გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და
მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე.

3. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში


მონაწილეობს დაცვის მხარე, ხოლო დაცვის მხარის წარდგენილ მტკიცებულებათა

გამოკვლევაში მონაწილეობს ბრალდების მხარე.

მუხლი 221. მოწმის დეპონირებული ჩვენების გამოკვლევა

1. წინასასამართლო გამოძიების დროს მოწმის დეპონირებული ჩვენების


სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი ჩვენების აუდიო ან

125
ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება
საქართველოს ფარგლებს გარეთ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია და
ამოწურულია მისი სასამართლოში წარმდგენის ყველაგონივრული შესაძლებლობა
და ჩვენება მიცემულია ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ,


დააშინეს ან მოისყიდეს, არსებობს არსებითი წინააღმდეგობა მიცემულ ჩვენებებს
შორის, მხარეს უფლება აქვს, მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი აუდიო
ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა იშუამდგომლოს ამ მუხლის პირველი ნაწილის
დაუცველად. მხოლოდ ეს მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს
გამამტყუნებელ განაჩენს.

მუხლი 222. პირდაპირი დაკითხვა

1. პირდაპირ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელმაც მოწმე გამოიძახა.

2. პირდაპირი დაკითხვისას პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა არ დაიშვება.


მხარეს უფლება აქვს, იშუამდგომლოს მიმანიშნებელი კითხვის განრიდების ან/და
ასეთი კითხვისა და მასზე პასუხის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.

მუხლი 223. ჯვარედინი დაკითხვა

1. ჯვარედინ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელსაც მოწმე არ გამოუძახებია.

2. ჯვარედინი დაკითხვისას დაიშვება პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა.

მუხლი 224. სადავო შეკითხვები

1. სადავოა კითხვა რომელიც ეფუძნება, დაუშვებელ მტკიცებულებას., მას უკვე გაეცა


პასუხი ან რომელიც უკვე განრიდებულ იქნა.

2. მოწმის დაკითხვის დროს დასმულ სადავო კითხვებს მხარის შუამდგომლობით

განარიდებს თავმჯდომარე.

მუხლი 225. ბრალდებულის მიერ საქმის არსებით განხილვამდე მიცემული


ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა

1. თუ ბრალდებული წინააღმდეგია, საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ მოწმის


სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და
ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის დემონსტრირება, ასევე მისი
მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. უკვე მიცემული ინფორმაციის საჯაროდ
წაკითხვაზე ან დემონსტირებაზე ბრალდებულის უარი არ შეიძლება გამოყენებულ
იქნეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

126
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება
ფარული საგამოძიებო მოქმედებით მიღებულ ინფორმაციაზე.

მუხლი 226. წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევა

წერილობით მტკიცებულებას, მათ შორის საგამოძიებო მოქმედების ოქმს, საჯაროდ


კითხულობს მხარე. მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის გადმოცემისას
დასაშვებია მისი კომენტირება.

მუხლი 227. შემოწმების თავისებურება სასამართლო განხილვის დროს

თუ შემოწმება საჭიროებს პირის გაშიშვლებას, იგი ამ კოდექსით დადგენილი წესით


ტარდება ცალკე ოთახში. შემოწმების შედეგები აისახება ოქმში. შემოწმების
დამთავრების შემდეგ შემმოწმებელი ბრუნდება სასამართლო სხდომის დარბაზში და
საჯაროდ კითხულობს ოქმს.

მუხლი 228. სასამართლო გამოძიების დამთავრება

მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ თავმჯდომარე არკვევს, ხომ არ სურთ


მხარეებს რაიმე დაუმატონ სასამართლო გამოძიებას. შუამდგომლობის განხილვისა
და გადაწყვეტის შემდეგ თავმჯდომარე აგრძელებს სასამართლო გამოძიებას ან
დამთავრებულად აცხადებს მას.

მუხლი 229. ბრალდებაზე უარის თქმა

1. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე ბრალდებას უფლება აქვს, უარი თქვას


ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე. თუ ბრალდებამ მთლიანად თქვა უარი
ბრალდებაზე, მაშინ სასამართლოს გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. თუ
ბრალდებამ უარი თქვა ბრალდების ნაწილზე, სასამართლო განჩინებით იღებს
ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის
გადაწყვეტილებას.

2. ბრალდების მიერ გათხოვილი ბრალდება და ის მტკიცებულებები, რომლებსაც ის


ეყრდნობა არ შეიძლება ხელახლა წარედგინოს სასამართლოს.

მუხლი 230. მხარეთა დასკვნითი სიტყვა

1. სასამართლო გამოძიების დასრულების შემდეგ მხარეები წარადგენენ დასკვნით


სიტყვას. დასკვნით სიტყვას წარადგენს ჯერ ბრალდების, ხოლო შემდეგ დაცვის
მხარე. მხარეებს უფლება არა აქვთ, გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება,
რომელიც სასამართლოზე არ გამოკვლეულა.

2. თუ საქმეში მონაწილეობს რამდენიმე ბრალმდებელი, დამცველი ან


ბრალდებული, მაშინ თავმჯდომარე მათ აძლევს წინადადებას, რომ შეათანხმონ
გამოსვლათა რიგითობა. პროცესის ამ მონაწილეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში,
127
დასკვნითი სიტყვის წარდგენის თანამიმდევრობის ამ მუხლით დადგენილი წესის
გათვალისწინებით ტარდება წილისყრა.

მუხლი 231. რეპლიკა

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ, კიდევ ერთხელ,


რეპლიკის სახით მოკლედ გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი ან შენიშვნა. საბოლოო
რეპლიკის უფლება ნებისმიერ შემთხვევაში აქვს დაცვის მხარეს.

მუხლი 232. ბრალდებულის საბოლოო სიტყვა

მხარეთა მიერ დასკვნითი სიტყვის წარდგენისა და რეპლიკით გამოსვლის შემდეგ


ბრალდებულს უფლება აქვს გამოვიდეს საბოლოო სიტყვით.

მუხლი 233. სასამართლოს გასვლა სათათბირო ოთახში

ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ სასამართლო განაჩენის


გამოსატანად გადის სათათბირო ოთახში.

თავი XXVI

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

მუხლი 239. ამ თავის მოქმედების სფერო

ეს თავი ადგენს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, მათი მართმსაჯულების


განხორცილებაში მონაწილეობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განხილვის
წესებს. ამ კოდექსის ნორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ამ თავით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად ვრცელდება ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო განხილვაზე.

მუხლი 241. ნაფიცი მსაჯულის მოვალეობები

ნაფიცი მსაჯული ვალდებულია:

ა) გამოცხადდეს მოსამართლის მიერ მითითებულ და დროს და შეასრულოს ნაფიცი


მსაჯულის ფუნქცია;

ბ) დროულად შეატყობინოს სასამართლოს მისი, როგორც ნაფიცი მსაჯულის


უფლებამოსილების შესრულების შემაფერხებელი გარემოების შესახებ;

გ) დადოს ფიცი;

დ) ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებისას შეასრულოს


სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითება;
128
ე) თავი შეიკავოს მისი მონაწილეობით სასამართლო პროცესის შესახებ განცხადების
ან კომენტარის გაკეთებისაგან;

ვ) განსაჯოს მიუკერძოებლად და მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც


განხილულ იქნა სასამართლო პროცესზე.

მუხლი 242. ნაფიცი მსაჯულის შრომის ანაზღაურება

სახელმწიფო ნაფიც მსაჯულს ყოველ ნამსახურევ დღეზე უზრუნველყოფს


ანაზღაურებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 243. ნაფიც მსაჯულთა წინაშე წაყენებული მოთხოვნები

პირი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ნაფიც მსაჯულად თუ:

ა) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეყვანილია ამომრჩეველთა


ერთიან საარჩევნო სიაში;

ბ) ფლობს სისხლის სამართლის პროცესის ენას;

გ) ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში,


სადაც მიმდინარეობს პროცესი;

დ) შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს


შეუშლის მისი, როგორც ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას.

მუხლი 244. შეუთავსებლობა

პირი ვერ მიიღებს მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად სისხლის სამართლის პროცესში,


თუ არის ამ კოდექსით დადგენილი პროცესის მონაწილეთა აცილების რომელიმე
საფუძველი და იგი:

ა) სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია;

ბ) პროკურატურის, იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია;

გ) ირიცხება საქართველოს შეიარაღებული ძალებში;

დ) სასულიერო პირია;

ე) აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა;

ვ) არის პროცესის მონაწილის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი;

ზ) ბრალდებული იყო ან მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის


ჩადენაში და არ არის რეაბილიტირებული;

თ) მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით.


129
ი) პირის მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ
პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე.

მუხლი 245. უარი ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე

პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორცელებაზე,


თუ:

ა) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში იგი უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;

ბ) იგი ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან


ზარალს;

გ) ჯამრთელების მდგომარეობის გამო;

გ) ხანგძლივი ვადით იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ;

დ) იგი 70 წელს გადაცილებულია.

მუხლი 246. ნაფიც მსაჯულთა სიის მომზადება და გამოქვეყნება

1. ყოველი წყვილი წელიწადის 1 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი


საბჭოგანსაზღვრავს ნაფიც მსაჯულთა რაოდენობას, რაც საჭირო იქნება მომდევნო
ორი წლის განმავლობაში და ამ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც საჯაროდ, კომპიუტერული პროგრამის
მეშვეობით, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან არჩევს მოქალაქეთა სიას ნაფიცი
მსაჯულის ფუნქციის შესასრულებლად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებილი წესის შესაბამისად შერჩეული


მოქალაქეების სია კანდიდატთა შერჩევიდან 30 დღის განმავლობაში უნდა
გამოქვეყნდეს სახელმწიფოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში და გამოიკრას
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შენობაში.

3. გამოქვეყნებისთანავე სია წარედგინება სააპელაციო სასამართლოების


თავმჯდომარეებს და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო
სასამართლოების თავმჯდომარეებს.

4. სიის შედგენისა და გამოქვეყნების შემდეგ, ნოემბრის პირველი 15 დღის


განმავლობაში, პირს, რომელიც თვლის, რომ კანდიდატი არ აკმაყოფილებს
შესაბამის მოთხოვნებს ან სურს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის
განხორციელებაზე, უფლებამოსილია, შეიტანოს განცხადება აცილების შესახებ
განსჯადობის მიხედვით სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარესთან,
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს
თავმჯდომარესთან და მოითხოვოს საკუთარი თავის ან სხვა კანდიდატის სიიდან
ამოღება.
130
5. აცილების შესახებ განცხადების წარდგენიდან 14 დღის განმავლობაში შესაბამისი
თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სიიდან ამორიცხვის ან
განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. კანდიდატს, რომლის მიმართაც სასამართლოში წარდგენილია განცხადება


აცილების შესახებ, სასამართლო დაუყონებლივ უგზავნის განცხადების ასლს.
კანდიდატი უფლებამოსილია, განცხადების მიღებიდან 2 დღის განმავლობაში
წერილობით წარადგინოს საკუთარი მოსაზრება განცხადების ირგვლივ.

7. აცილების შესახებ განცხადების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული


გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

8. ნაფიც მსაჯულთა საბოლოო სიის მომზადების შემდეგ იგი უნდა გამოქვეყნდეს


საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში და დაეგზავნოს სასამართლოებს.

9. საბოლოო სიაში ჩართული პირის გამოძახება სასამართლოში ნაფიცი მსაჯულის


უფლებამოსილების განსახორციელებლად დასაშვებია მომდევნო წლის 1
იანვრიდან ორი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც სია ძალადაკარგულად
ითვლება. საბოლოო სიაში ჩართული პირი ვალდებულია სააპელაციო
სასამართლოების თავმჯდომარეებს აცნობოს მისი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა
გარემოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ რამაც
შესაძლოა დააბრკოლოს მის მიერ ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის შესრულება.

მუხლი 247. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა

1. საქმის არსებითი განხილვის დღეს, სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა


საბოლოო სიიდან წილისყრის მეშვეობით არჩევს არანაკლებ 30 ნაფიცი მსაჯულის
გვარს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში შედის პირველი 12
კენჭისყრის შედეგად შერჩეული კანდიდატი. კენჭისყრის რიგითობის
გათვალისწინებით, დარჩენილმა ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა შეცვალონ აცილების
შედეგად გამოკლებული ნაფიცი მსაჯულები. ნაფიც მსაჯულთა არჩევის შემდეგ უნდა
განისაზღვროს აგრეთვე სათადარიგო ნაფიცი მსაჯულები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განხორციელებული პროცედურის


შემდეგ, მხარეები ნაფიც მსჯაულებს კითხვებს უსმევენ მოსამართლის მეშვეობით.
მხარე უფლებამოსილია სხდომის თავმჯომარესთან დააყენოს შუამდგომლობა
ნაფიცი მსაჯულის აცილების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ


ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ნაფიც მსაჯულს
უფლება აქვს მოითხოვოს ნაფიც მსაჯულად მონაწილეობისაგან გათავისუფლება.
მას შემდეგ, რაც სხდომის თავმჯდომარე გადაწყვეტს გათავისუფლებისა ან/და
აცილების საკითხს, ყველა გამოკლებული ნაფიცი მსაჯული შეცვლილი უნდა იქნას
სიით მომდევნო ნაფიცი მსაჯულით.
131
4. 12 ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით სიის ჩამოყალიბების შემდეგ, ბრალდებისა
და დაცვის მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, დასაბუთების გარეშე მოითხოვოს ორი
ნაფიცი მსაჯულის ამორიცხვა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან. ისინი
ამორიცხულ უნდა იქნან ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან და მათი ჩანაცვლება
უნდა მოხდეს სიით მომდევნო ნაფიცი მსაჯულით. ამ ნაწილით გათვალისწინებული
ნაფიცი მსაჯულის ამორიცხვა დაუშვებელია დისკრიმინაციული საფუძვლით.

5. თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად განხორციელებული აცილებისა


და გათავისუფლების საკითხების გადაწყვეტის შედეგად საბოლოო სიაში დარჩება 14
ნაფიც მსაჯულზე ნაკლები, სხდომის თავმჯდომარემ არაუმეტეს ხუთი დღით
გადადებს საქმის არსებითი განხილვის დაწყებას და ნაფიც მსაჯულთა
შემადგენლობის ხელახლა შერჩევის მიზნით შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს
თავმჯდომარეს მიმართავს არა უმეტეს ოცდაათი დამატებითი ნაფიცი მსაჯულის
კანდიდატურის წარმოდგენის თაობაზე. დამატებითი ნაფიცი მსაჯულის
კანდიდატურები სასამართლოში გამოძახებულ უნდა იქნან ნაფიც მსაჯულთა
შერჩევის პროცედურის დასრულებიდან ხუთი დღის განმავლობაში.

6. აცილებისა და გათავისუფლების საკითხს სასამართლო წყვეტს სათათბირო


ოთახში გაუსვლელად.

მუხლი 248. სხდომის თავმჯდომარისა და ნაფიცი მსაჯულების უფლებამოსილება

1. ნაფიცმა მსაჯულებმა თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე უნდა გადაწყვიტონ


ბრალეულობის თუ უდანაშაულობის საკითხი. ბრალეულობის დადასტურების
შემთხვევაში ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ სასჯელის განსაზღვრისას
სასჯელის შემსუბუქების მიზანშეწონილობა.

2. სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა


უფლებამოსილებებთან ერთად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე,
უზრუნველყოფს მტკიცებულებულეთა დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას,
სასჯელის დადგენას.

3. ნაფიც მსაჯულებს არ უნდა აცნობონ ბრალდებულის ადრინდელი სისხლის


სამართლის პასუხისგებაში ან პატიმრობაში ყოფნის შესახებ (თუ მისი
ნასამართლობა არ არის წარდგენილი ბრალდების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელ
ნიშანად), აგრეთვე სხვა ნებისმიერი მტკიცებულების შესახებ, რომელსაც კავშირი
არა აქვს ბრალის დამტკიცებასთან და შესაძლოა მხოლოდ გამოყენებულ იქნას
სასჯელის შესამსუბუქებლად ან დამამძიმებლად ბრალის დადასტურების
შემთხვევაში.

მუხლი 249. ვერდიქტის ფორმა

132
1. ყოველ ბრალდებულზე, სხდომის თავმჯდომარემ უნდა მოამზადოს ვერდიქტის
ორი ფორმა, რომელიც ნაფიც მსაჯულებს წარედგინება: ერთი გამამართლებელი
ვერდიქტის, მეორე - გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანისათვის.

2. ვერდიქტის ფორმა შემდეგნაირად უნდა იკითხებოდეს:

ა) გამამართლებელი ვერდიქტის ფორმა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ (საქმის


ნომერი და დასახელება) საქმეზე ბრალდებული (სახელი, გვარი) არ ცნო დამნაშავედ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლის (ნაწილის) ნომერი)
გათვალისწინებული (დანაშაულის დასახელება) ჩადენაში.

ბ) გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ (საქმის


ნომერი და დასახელება) საქმეზე ბრალდებული (სახელი, გვარი) დამნაშავედ სცნო
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლის (ნაწილი) ნომერი)
გათვალისწინებული (დანაშაულის დასახელება) ჩადენაში. ბრალდებულს უნდა
შეუმსუბუქდეს სასჯელი: (დიახ) (არა)

3. მხარის შუმადგომლობით მოსამართლე ვალდებულია განუმარტოს ნაფიც


მსაჯულებს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით ნაკლებად მძიმე
დანაშაული, რომლის შემადგენლობის ელემენტები შეიცავს ბრალდების მიერ
წაყენებული დანაშაულის ელემენტებს. ამ შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულებს დამატებით
წარედგინებათ გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა, რომელიც ამ მუხლის მე-2
ნაწილის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად შეიცავს ნაკლებად მძიმე დანაშაულის
დასახელებას და შესაბამის მუხლს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსიდან.

მუხლი 250. სხდომის თავმჯდომარის მითითებები გამოსაყენებელი კანონის თაობაზე

1. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს სათათბირო ოთახში გასვლამდე,


საჯარო სხდომაზე განუმარტავს:

ა) სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლს, რომელიც შეესაბამება სასამართლოში


წარმოდგენილ ფაქტებს და მოცემული ქმედების კვალიფიკაციისთვის საჭირო
სამართლებრივ საკითხებს;

ბ) უდანაშაულობის პრეზუმფციის არსს;

გ) რომ ფაქტებთან, ბრალეულობას ან უდანაშაულობასთან დაკავშირებით ისინი არ


უნდა მოექცნენ სხდომის თავმჯდომარის შეხედულების გავლენაში;

დ) რომ თათბირის დაწყებამდე ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით აირჩიონ


უფროსი ნაფიცი მსაჯული, რომელიც წარმართავს თათბირს და ჩაატარებს
კენჭისყრას სხვადასხვა საკითხებზე;

133
ე) რომ თითოეულ წაყენებულ ბრალდებაზე მათ უნდა სცადონ, მიაღწიონ
ერთსულოვან ვერდიქტს. თუ ისინი 6 საათის განმავლობაში ვერ მიაღწევენ
ერთსულოვან გადაწყვეტილებას ბრალეულობასთან დაკავშირებით თითოეულ
წაყენებულ ბრალდებაზე, მათ შეუძლიათ ჩაატარონ კენჭისყრა და უმრავლესობით
მიაღწიონ გადაწყვეტილებას;

ვ) რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის


დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას;

ზ) რომ უპირველეყოვლისა კენჭი უნდა უყარონ ყველა წარდგენილ ბრალდებაზე


გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი მიღწეული არ არის, კენჭი ეყრება
გამატყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანმიმდევრობით;

თ) რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ თითოეული ბრალდებისათვის წარდგენილი


ვერდიქტის ფორმებიდან მხოლოდ ერთს, _ გამამართლებელი ან გამამტყუნებელი
ვერდიქტის ფორმას;

ი) რომ ისინი ვალდებული არიან პასუხი გასცენ სასჯელის შემსუბუქების შესახებ


დასმულ კითხვას.

2. მსაჯულს უფლება აქვს, სათათბირო ოთახში გასვლამდე, დაუსვას შეკითხვა


მოსამართლეს ინსტრუქციებთან დაკავშირებით.

მუხლი 251. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირი და კენჭისყრა

1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირში მონაწილეობენ მხოლოდ ნაფიცი


მსაჯულები. თათბირი და კენჭისყრა ტარდება ზეპირად. ნაფიც მსაჯულთა მიერ
არჩეული უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს.

2. გამამტყუნებელი ვერდიქტისათვის საჭიროა 12 ნაფიცი მსაჯულიდან, სულ ცოტა 9-


ის ხმა.

3. სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციის მისაღებად საჭიროა 12 ნაფიცი


მსაჯულიდან, სულ ცოტა 7-ის ხმა.

4. ვერდიქტის ფორმას თან უნდა ახლდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ მიცემულ ხმათა
დათვლის შედეგები.

5. კენჭისყრისას თავის შეკავება დაუშვებელია. თუ ნაფიცი მსაჯული უარს აცხადებს


კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ასეთი ხმა ითვალება ბრალდებულის სასარგებლოდ.

მუხლი 252. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადება

134
1. როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მიაღწევს ვერდიქტს ყველა წარდგენილ
ბრალდებასთან დაკავშირებით, მათ უნდა შეატყობინონ სხდომის თავმჯდომარეს და
დაბრუნდნენ სასამართლოს სხდომის დარბაზში.

2. სხდომის თავმჯდომარემ უნდა ჰკითხოს ნაფიც მსაჯულთა მიერ კენჭისყრით


არჩეულ უფროსს, მიაღწიეს თუ არა შეთანხმებას ვერდიქტთან დაკავშირებით.
დადებითი პასუხის შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა მიერ არჩეული უფროსი სხდომის
თავმჯდომარეს გადასცემს ვერდიქტის ფორმებს.

3. სხდომის თავმჯდომარემ უნდა წაიკითხოს ვერდიქტის ფორმა და უნდა


დარწმუნდეს შემდეგში:

ა). ვერდიქტი თითოეულ ბრალდებაზე სწორი კენჭისყრის შედეგად არის მიღებული;

ბ) არ არის აშკარა წინააღმდეგობა ვერდიქტის ფორმებს შორის;

გ) ვერდიქტი გამოტანილია ყველა წარდგენილ ბრალდებაზე.

4. თუ სხდომის თავმჯდომარე ვერდიქტის ფორმებს ამ მუხლის მე-3 ნაწილში


მოცემულ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევს, იგი სასამართლოს წინაშე
გამოსაცხადებლად უნდა დაუბრუნდეს ნაფიც მსაჯულთა უფროსს.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად უფროსი ნაფიცი მსაჯული აცხადებს


ვერდიქტს სასამართლო სხდომის დარბაზში.

6. თუ სხდომის თავმჯდომარე თვლის, რომ ვერდიქტის ფორმა ეწინააღმდეგება ამ


მუხლის მე-3 ნაწილის პირობებს, იგი უბრუნებს ვერდიქტის ფორმას უფროს ნაფიც
მსაჯულს და მოითხოვს ნაფიც მსაჯულთა დაბრუნებას სათათბირო ოთახში
შეცდომების გასასწორებლად.

7. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, მართმსაჯულების განხორციელებაში


მონაწილეობისათვის სხდომის თავმჯდომარე მადლობას უხდის ნაფიც მსაჯულებს
და დაითხოვს მათ.

8. თუ ვერდიქტი გამამართლებელია, დაპატიმრებული ბრალდებული დაუყოვნებლივ


უნდა გათავისუფლდეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი
ვერდიქტის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში გამოიტანოს გამამართლებელი
განაჩენი.

9. გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე, სხდომის თავმჯდომარე


ნიშნავს სასჯელის შეფარდების სხდომას. სასჯელის შეფარდების სხდომა უნდა
გაიმართოს ვერდიქტის გამოცხადებიდან ერთი კვირის ვადაში.

მუხლი 253. ნაფიც მსაჯულთა მიერ ვერდიქტის გამოტანის უუნარობა

135
1. სხდომის თავმჯდომარე დაითხოვს ნაფიც მსაჯულებს და ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა
ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღს თუ ნაფიცი მსაჯულები
სათათბირო ოთახში მესამედ დაბრუნების შემდეგაც ვერ ასწორებენ შეცდომებს;

2. თუ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევბში მეორე


მოწვევის ნაფიცი მსაჯულები ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ვერდიქტთან
დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარემ უნდა დაითხოვოს ნაფიცი მსაჯულები და
გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.

მუხლი 254. სასჯელის ზომის შემსუბუქების რეკომენდაციიის შედეგები

თუ ნაფიცი მსაჯულები 12-იდან შვიდის უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის ზომის


შემამსუბუქებელ რეკომენდაციას, რომელიც ეფუძნება საქმის ფაქტობრივ
გარემოებებს, სხდომის თავმჯდომარეს არ შეუძლია ბრალდებულს შეუფარდოს
სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულისთვის განსაზღვრული მაქსიმალური
ზომის ორ მესამედზე მეტი.

მუხლი 255. სასამართლო სხდომა სასჯელის შეფარდების შესახებ

1. სასჯელის შეფარდების სხდომაზე მხრეები მტკიცებულებათა ერთობლიობის, ასევე


სხვა მტკიცებულების საფუძველზე, შემამსუბუქებელი და დამამძიემებელი
გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს წარუდგენენ მოსაზრებებს
სასჯელის ზომებთან დაკავშირებით.

2. მხარეს უფლება აქვს გამოხატოს პოზიცია მოწინააღმდეგე მხარის მიერ


სასჯელთან დაკავშირებით წარდგენილ მოსაზრებაზე.

3. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს სასჯელს უფარდებს ნაფიც მსაჯულთა მიერ


სასჯელის შემამსუბუქებელი რეკომენდაციის გათვალისწინებით.

მუხლი 256. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი

1. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტისა და სასჯელის შეფარდების სხდომის შემდეგ


სხდომის თავმჯდომარემ უნდა გამოიტანოს წერილობითი განაჩენი, რომელიც
ერთმნიშვნელოვნად უნდა ეყრდნობოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ
ვერდიქტს.

2. სხდომის თავმჯდომარემ ეჭვი არ უნდა შეიტანოს ნაფიც მსაჯულთა მიერ


გამოტანილ ვერდიქტში და არც რეკომენდაციაში სასჯელის შემსუბუქების შესახებ.

3. განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს. ნაფიც


მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი ნაფიც მსაჯულთა მიერ სასჯელის

136
შემამსუბუქებელი რეკომენდაციის გათვალისწინებით მოტივირებული უნდა იყოს
მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი


გამოცხადებისთანავე.

მუხლი 257. განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრება

1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი


საბოლოოა და გადასინჯვას არ ექვემდებარება

2. მხარეს შეუძლია საკასაციო წესით გაასაჩივროს გამამტყუნებელი განაჩენი, თუ


ნაფიც მსაჯულთა სხდომის თავმჯდომარემ:

ა) მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება;

ბ) უკანონო გადაწყვეტილება მიიღო მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის


განხილვისას, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი;

გ) არსებითი შეცდომა დაუშვა ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ


განმარტებების მიცემისას;

დ) განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყდნო ნაფიც


მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს;

ე) განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო კანონის მოთხოვნების დარღვევით


გამოტანილ ვერდიქტს.

2. მხარეებს აგრეთვე შეუძლიათ გაასაჩივროს განაჩენი საკასაციო წესით, თუ


წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დამტკიცდება, რომ განაჩენი მიღწეულ
იქნა ნაფიცი მსაჯულის მიუკერძოებლობის დარღვევით - მოსყიდვით, მუქარით, ან
სხვა ძალადობით.

3. საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმე ხელახალი


განხილვისათვის გადაეცემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალი
შემადგენლობას.

მუხლი 258. სასჯელის გასაჩივრება საკასაციო წესით

1. მხარეებს უფლება აქვთ საკასაციო წესით გაასაჩივრონ ნაფიც მსაჯულთა


სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში, თუ:

ა) სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია;

137
ბ) არ იქნა გათვალისწინებული ნაფიც მსაჯულთა მიერ სასჯელის შემამსუბუქებელი
რეკომენდაცია;

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული საფუძვლით ნაფიც მსაჯულთა


სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში გაუქმების შემთხვევაში, საქმე სასჯელი
ხელახალი დადგენისთვის უბრუნდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის
თავმჯდომარეს.

ალტერნატიული თავი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე

მ უ ხლ ი 239. ნაფიც მსაჯულთა მო ნაწილეობა სასამართლო პროცესში

1. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან მხარის მოთხოვნით სასამართლოს


მიერ საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულთა ჟიურის მონაწილეობით.

2. ნაფიც მსაჯულთა ჟიურს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის


დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, იყოს წარმოადგენლობითი, ასახავდეს
საზოგადოებრივ მრავალფეროვნებას.

3. ნაფიც მსაჯულთა ჟიური შედგება 12 ძირითადი მსაჯულისაგან და სათადარიგო


მსაჯულებისაგან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. მოსამართლე, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევამდე, მხარეებთან


შეთანხმებით უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულთა ჟიური დაამტკიცოს 8 ძირითადი
მსაჯულის შემადგენლობით.

5. სასამართლო განხილვის დაწ ყებიდან ნაფიც მსაჯულთა ჟიურის მიერ ვერდიქტის


გამოტანამდე, მოსამართლეს უფლება აქვს ნაფიც მსაჯულთა რაოდენობა შეამციროს
ცხრამდე და აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაათავისუფლოს ნაფიცი
მსაჯული დაკისრებუ ლი მოვალეობის შესრულებისგან.

მუხლი 240. ნაფიცი მსაჯული

ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს საქართვ ელოს მოქალაქე, გარდა პირისა,


რომელიც:

ა) განსახილველ საქმეში მონაწილე მხარის ახლო ნათესავი ან მასთან


დაკავშირებული პირია;

ბ ) ნასამართლევია საქართვ ელოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-126; 142-164;


177-182; 190-221; 307-322; 332-342; 349-354; 364-377; მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულისათვის;

138
გ) არის «საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ»
საქრთველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.

დ ) ფლობს ხარისხს იურისპრუდენციაში, ფსიქოლოგია ში, ფსიქიატრია ში ან არის


სასულიერო პირი.

მუხლი 241. მოსამართლე

საქმის განმხილველი მოსამართლე წარმართავს სასამართლო პროცესს.


მოსამართლე უზრუნველყოფს გარანტიებს მხარეთა ჯეროვან მომზადებისათვის,
დადგენილ ვადაში პროცესის დაწყებას, მხარეების თანაბარ შესაძლებლობას,
წარმოადგინონ მტკიცებულებები, და სასამართლო პროცესის შეუფერხებლად
მიმდინარეობას.

საქმის განმხილველი მოსამართლე:

ა ) წარმართავს მოსამზადებელ სხდომას;

ბ ) მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს პროცესის ჩატარების ვადებს;

გ) განსაზღვრავს განსახილველი საქმეების განრიგს და სასამართლო


პროცესისათვის ყოველდღიურად განკუთვნილი საათების რაოდენობას ;

დ ) უზრუნველყოფს პროცესის დროულ წარმართვას;

ე) უზრუნველყოფს საქმის განხილვის უწყვეტობას;

ვ ) აჯამებ სამართლებრივ არგუმენტებს საქმის განხილვის დასაწყისში და ბოლოში


მტკიცებულებათა წარმოდგენისათვის ხელის შეშლის გარეშე;

ზ ) უშვებს ხანმოკლე გასაუბრებას და მცველთან მსაჯულთა სმენადობის არეალის


მიღმა;

თ) ხანგრძლივი სასამართლო პროცესისას განიხილავს საქმის განხილვის განრიგის


შეცვლის საკითხს მსაჯულთა მიერ პირადი საქმეების მოგვარებისათვის.

მუხლი 242. მსაჯულობის კანდიდატთა სიის შედგენა

1. ნაფიცი მსაჯულების შერჩევას ახდენს საქმის განმხილველი მოსამართლე ამ


თავით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

2. სასამართლო ვალდებულია შეატყობინოს მხარეებს კანდიდატების შერჩევის


პროცედურის თარიღისა და დროის შესახებ ამ პროცედურის ჩატარებამდე სამი
დღით ადრე. მხარეებს უფლება აქვთ დაესწრონ მოსამართლის მიერ მსაჯულების
შერჩევის პროცედურას.

139
3. მოსამზადებელი სასამართლო სხდომის გამართვამდე 10 დღით ადრე საქმის
განმხილველი მოსამართლე ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, მის მიერ
განსაზღვრული ბიჯის გამოყენებით ადგენს მსაჯულობის კანდიდატთა სიას 50 პირის
შემადგენლობით.

4. მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება იმ ამომრჩეველთაგან,


რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სასამართლ ოს განსჯად ტერიტორიაზე
გამართულ უკანასკნელ არჩევნებში.

5. მსაჯულობის კანდიდატთა სიაში ანბანური თანმიმდევრობით მიეთითება პირის


გვარი, სახელი და მისამართი. სიას ხელს აწერს სიის შედგენაზე პასუხისმგებელი
სასამართლო მოხელე.

6. მოსამზადებელი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე


მსაჯულობის კანდიდატებს ეგზავნებათ უწყება, სადაც მითითებულია სასამართლო
სხდომის დაწყების დღე და საათი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული აცილების
საფუძვლებ ი.

7. მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრული აცილების


საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს სასამართლოს უწყების
მიღებიდან ორი დღის განავლობაში.

8. ამომრჩეველთა სიას შესაბამისი საარჩევნო კომისია ყოველწლიურად,


არაუგვიანეს 1 თებერვლისა, უგზავნის შესაბამის სასამართლოს.

9. ერთი და იგივე პირი ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ან ნაფიცი მსაჯული


შეიძლება იყოს წელიწადში მხოლოდ ერთხელ.

მუხლი 243. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის მოსამზადებელი ნაწილი

1. სასამართლო სხდომის მდივანი აცხადებს მსაჯულობის კანდიდატთა ვინაობას.


მსაჯულობის კანდიდატთა სიის ასლი გადაეცემათ მხარეებს.

2. თუ მსაჯულობის კანდიდატთა რაოდენობა 50-ზე ნაკლებია, მოსამართლე მოიწვევს


დამატებით მსაჯულების კანდიდატებს არაუგვიანეს სამი დღისა ამ კანონით
დადგენილი წესით.

3. მოსამართლე საქმის განხილვის დაწყებამდე:

ა) მიმართავს მსაჯულობის კანდიდატებს და განუმარტავს მათ მოწვევის მიზანს;

ბ ) წარადგენს საკუთარ თავს და სხდომის მდივანს;

გ) აცხადებს თუ რომელი საქმე განიხილება და აკეთებს განსახილველი საქმის


მოკლე მიმოხილვას, გააცნობს ნაფიც მსაჯულებს წაყენებული ბრალდების შინაარსს;

140
დ ) აცხადებს საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებს;

ე) ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს კანონს, რომელიც გამოყენებული იქნება საქმის


განხილვისას;

ვ ) განს აზღვრავს სასამართლო სხდომის ხანგრძლივობასა და სხვა პროცედურულ


საკითხებს.

4. სასამართლო ნაფიც მსაჯულთა ჟიურის გააცნობს

ა) მხარეთა მიერ შეთანხმებულ ტერმინთა განმატებებს;

ბ) საქმის მოკლე მიმოხილვას, წაყენებული ბრალდების შინაარსის ჩათვლით;

ც) მოწმეთა ვინაობას;

დ) ბრალდებისა და დაცვის ვერსიებს;

ე) დაკისრებული მოვალეობის განგათავისუფლების შესახებ ნაფიც მსაჯულთა


მოთხოვნებისა და ნაფიც მსაჯულთა დასაბუთებული აცილების საკითხის
გადაწყვეტის პროცედურებს;

ფ) გამოსაკვლევ საკითხებსა და იმ კითხვებს, რომლებიც უნდა დასვას


სასამართლომ და სასამართლოს ნებართვით დამცველმა, აგრეთვე ყველა დროით
შეზღუდვებს.

მუხლ 244. ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, აცილება და თვითაცილება

1. სამართლანი და მიუკერძოებელი ნაფიც მსაჯულთა ჟიურის შერჩევის მიზნით


მოსამართლე ატარებს მსაჯულობის კანდიდატთა საწყის ზეპირ ან წერილობით
გამოკითხვას, ან ორივეს ერთად.

2. მოსამართლე ამოწმებს ყველა იმ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს


მსაჯულობის კანდიდატთა აცილების საფუძველი და მხარეებს საშუალებას აძლევს
კითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატ ებს და წარადგინონ დამატებითი
მასალები აცილების შესახებ .

3. მსაჯულობის კანდიდატთა აცილების შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს


თითოეულ მხარეს. აცილების უფლებას პირველი ახორციელებს ბრალდების მხარე
და შემდეგ დაცვის მხარე. თვითაცილება ხორციელდება დასაბუთებული
შუამდგომლობის საფუძველზე.

4. თითოეულ მხარეს ცალ-ცალკე აქვს მაქსიმუმ 12 დასაბუთებული და 6


დაუსაბუთებელი აცილების უფლება.

141
5. თუ დანაშაული ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, როგორც დაცვის
ისე ბრალდების მხარეს აქვთ ცალ-ცალკე 12 დაუსაბუთებელი აცილების უფლება.

5- მსაჯულობის კანდიდატთა დაკითხვამდე სასამართლოს შეუძლია, მოითხოვოს


ყველა კითხვის მისთვის წარდგენა წერილობითი ფორმით.

7. მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია გასცეს სწორი და ამომწურავი პასუხი


მისთვის დასმულ შეკითხვებზე, ასევე წარმოადგინოს სხვა აუცილებელი ინფორმაცია
მისი პიროვნებისა და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი ურთიერთობის
შესახებ, აგრეთვე ყველა იმ გარემოების შესახებ, რამა მას შეიძლება ხელი
შეუშალოს საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვაში.

8. ნაფიც მსაჯულთა მიმართ დასმული კითხვები არ უნდა ხელყოფდეს მათ პირად,


პროფესიულ და კომერციულ საიდუმლოებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს
აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ნაფიცი მსაჯულობის
კანდიდატს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება შეიძლება
დაეკისროს მხოლოდ მხარეთა დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას
სასამართლოს გადაწყვეტილებით.

9. დაუსაბუთებელი აცილების უფლება არ შეიძლება გახდეს მსაჯულობის კა


ნდიდატთა დისკრიმინაციის საფუძველი რასის, კანის ფერის, ენის, სქესისა, რწმენის,
მსოფლმხედველობის, პოლიტიკური შეხედულებების, რაიმე გაერთიანებაში
წევრობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის,
ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის,
ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების წესის, დაბადების ადგილის, ასაკის ან
ნებისმიერი სხვა ნიშნის მიხედვით.

10. მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს


შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რაც მას
ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში. მხარეებს
უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი დამოკიდებულება მსაჯულობის კანდიდატის
თვითაცილების თაობაზე.

11. აცილებისა და თვითაცილების შუამდგომლობებს მოსამართლე განიხილავს


საჯაროდ, სათათბირო ოთახში გასვლის გარეშე და იღებს დასაბუთებულ
გადაწყვეტილებას. აცილებული მსაჯულობის კანდიდატმა უნდა დატოვოს
სასამართლო სხდომის დარბაზი.

12. თუ თვითაცილებისა და აცილების შემდეგ მსაჯულობის კანდიდატთა რაოდენობა


სიაში 14-ზე ნაკლებია, მოსამართლე გადადებს სხდომას არაუმეტეს ათი დღისა და
მოიწვევს დამატებით 50 კანდიდატს ნაფიცი მსაჯულთა ჟიურის რაოდენობის
შესავსებად.

142
13. თუ სისხლის სამართალწარმოება ერთდროულად ორი ან მეტი პირის წინააღმდეგ
მიმდინარეობს, აცილების უფლება განხორციელდება ერთობლივად, მაგრამ
თითოეულ განსასჯელს ექნება დამატებით 3 აცილების განხორციელების უფლება,
ხოლო ბრალდების მხარეს - იმავე რაოდენობის აცილების უფლება, რამდენიც
განსასჯელებს ერთობლივად. თუ ერთი განსასჯელი არ გამოიყენებს დაუსაბუთებელი
აცილების უფლებას სხვა განსასჯელს ან განსასჯელებს აქვს უფლება, ისარგებლონ
გამოუყენებელი აცილების უფლებით.

14. აცილებათა დასრულების შემდეგ მოსამართლე კენჭის ყრის მეთოდით


დარჩენილი მსაჯულებიდან არჩევს 12 ძირითად ნაფიც მსაჯულს. ხოლო დანარჩენი
მსაჯულები საქმის განხილვაში მონაწილეობენ როგორც სათადარიგო მსაჯულები.

15. სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომებს, მაგრამ უფლება არა


აქვს ესწრებოდეს ან მონაწილეობას იღებდეს მსაჯულთა საქმიანობაში.

16. მსაჯულთა შერჩევის შემდეგ მოსამართლე ნიშნავს საქმის განხილვის დღეს,


შერჩევის დღიდან არა უგვიანეს სამი დღისა.

მუხლი 245. ნაფიც მსაჯულთა მიერ ფიცის დადება

1. ნაფიც მსაჯულთა ჟიურის შემადგენლობის დაკომლექტების შემდეგ დაუყოვნებლივ


სასამართლო განუმარტავს მსაჯულებს მათ ვალდებულებებს, სასამართლო
პროცედურებსა და მოწმეების ან სასამართლოსათვის წერილობითი კითხვების
წარდგენის პროცედურას.

2. ჟიურის თავმჯდომარეს არჩევის შემდეგ მსაჯულები დებენ ფიცს, ფიცის ტექსტს


კითხულობს მოსამართლე: «ვიღებ რა საკუთარ თავზე ნაფიცი მსაჯულის
საპასუხისმგებლო მოვალეობას, ვფიცავ პატიოსნად და მიუკერძოებლად
აღვასრულო იგი, გავითვალისწინო ყოველი კანონიერი მტკიცებულება, მივიღო
გადაწყვეტილება შინაგანი რწმენის საფუძველზე, არ გავამართლო დამნაშავე და
გავამტყუნო უდანაშაულო, როგორც შეეფ ერება თავისუფალ მოქალაქეს და
სამართლიან ადამიანს."

3. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ სიაში რიგითობის მიხედვით ყოველი მსაჯული


პასუხობს- "ვფიცავ!"

4. ასეთივე წესით დებენ ფიცს სათადარიგო მსაჯულები.

5. ფიცის მიღების პროცედურა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

6. ფიცის მიღების პროცედურისას დარბაზში მყოფი ყველა პირი წამოდგება ფეხზე.

7. ფიცის მიღების შემდეგ მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს მათ უფლება-


მოვალეობებ ს.

143
მუხლი 246. ნაფიც მსაჯულის უფლებები

ნაფიცი მსაჯული უფლებამოსილია:

1. მიიღოს სასამართლოსგან განმარტება მის უფლებებზე და მოვალეობებზე,


საპროცესო და საკანონმდებლო საკითხებზე.

2. წინასწარ მიიღოს ინფორმაცია საქმის გარემოებების და გამოსაკვლევი


მტკიცებულებების შესახებ

3. სხდომის მიმდინარეობისას აწარმოოს ჩანაწერები

4. მოწმეების ან სასამართლოსადმი მიმართული კითხვები გადასცეს მოსამართლეს


წერილობითი ფორმით.

5. მიიღონ ინფორმაცია მხარეებს შორის არსებითი განხილვის დროს საპროცესო


შეთანხმების მიღწევის შესახებ და შეიტყონ შეთანხმების არსი.

6. ნაფიც მსაჯულს და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ დროულად


მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება რაც პირდაპირ კავშირშია
მათ მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის ჯეროვნად განხორციელებასთან.

7. სახელმწიფო მოხელეებს და სახელმწიფოს სახსრებით დაფინანსებულ


სამსახურში დასაქმებული პირები ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში
მონაწილეობის დროს ინარჩუნებენ სამუშაო ადგილსა და ანაზღაურებას.

8. დღიური, სამგზავრო ხარჯების და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების


ოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

9. სასამართლო ვალდებულია მოახდინოს ნაფიცი მსაჯულის კანონიერი


ინტერესების ინდივიდუალიზებული აკომოდაცია, თუ სხვაგვარად შეუძლებელია
ნაფიცი მსაჯულის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვა. სასამართლო
თავისუფლდება აკომოდაციის ვალდებულებისაგან, თუ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი
ინტერესების აკომოდაციით დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე
მართლმსაჯულებისათვის ან მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი.

მუხლი 247. ნაფიც მსაჯულთა მოვალეობანი

1. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრძალებათ:

ა) პროცესის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;

ბ ) ვერდიქტის გამოტანამდე საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან


დაკავშირებით;

144
გ) განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს გარდა სხვა
პირებთან ურთიერთობა;

დ ) განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სასამართლო


სხდომის ფარგლებს გარეთ;

ე) მსაჯულთა თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა.

2. ნაფიცი მსაჯული მოვალეა ესწრებოდეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ


სასამართლო სხდომებს.

3. საქმის განხილვისას ნაფიც მსაჯულთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ იმ


საკითხთა განხილვისას, რომელთა გადაწყვეტა მათ უშუალო კომპეტენციას
განეკუთვნება.

4. მოსამართლე აფრთხილებს ნაფიც მსაჯულებს, რომ ამ მუხლის 1-ლი და მე-2


პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ისინი გათავისუფლდებიან ნაფიც მსაჯულთა
მოვალეობის შესრულებისაგან მოსამართლის გადაწყვეტილებით ან მისივე
გადაწყვეტილებით ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. ასეთ
შემთხვევაში გათავისუფლებული მსაჯულის ადგილს იკავებს სათადარიგო მსაჯული

5. მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) მიერ კანონით განსაზღვრული


ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

მუხლი 248. მტკიცებულების დასაშვებობის განხილვა ნაფიც მსაჯულთა


სასამართლოზე მტკიცებულების დაუშვებლობის შესახებ მხარის შუამდგომლობის
თაობაზე მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, ნაფიც
მსაჯულთა დაუსწრებლად. მხარეთა მოსარებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე
იღებს გადაწყვეტილებას ამ მტკიცებულებათა საქმიდან ამოღების შესახებ.

მუხლი 249. მოსამართლის განმარტებები ნაფიც მსაჯულთა ჟიურის მიმართ

1. მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა ჟიურის ვერდიქტის გამოსატანად სათათბირო


ოთახში გასვლამდე აძლევს განმარტებას თუ რომელი საკანონმდებლო ნორმების
საფუძველზე უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული.

2. განმარტებისას მოსამართლეს ეკრძალება რაიმე ფორმით მისი პირადი


შეხედულების გამოხატვა იმ საკითხებთან დაკავშირებით რომელთა გადაწყვეტაც
ნაფიც მსაჯულთა ჟიურის კომპეტენციას განეკუთვნება

3. მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს:

ა) უდანაშაულობის პრეზუმპციის ცნებას და იმ გარემოებას, რომ ყოველგვარი


დაუსაბუთებელი ეჭვი წყდება განსასჯელის სასარგებლოდ;

145
ბ ) წესს იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს, მხოლოდ
სასამართლო პროცესის დროს გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს, რომ არანაირი
მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში სხვისი მითითებით, რომ
მათი ვერდიქტი არ უნდა იქნეს მიღებული ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ
მტკიცებულებათა გათვალისწინებით.

გ) თათბირის, კენჭისყრისა და გადაწყვეტილების გამოტანის წესს.

4. მოსამართლე განმარტებას ამთავრებს ნაფიცი მსაჯულებისათვის იმის შეხსენებით,


რომ მათ დადეს ფიცი.

5. მოსამართლის განმარტებების მოსმენის შემდეგ ნაფიცი მსაჯულებს უფლება აქვთ


მოსამართლეს დაუსვან დამატებითი შეკითხვები.

6. მხარეებს უფლება აქვთ გააპროტესტონ მოსამართლის განმარტებათა


სამართლიანობა და ობიექტურობა. თუ მხარეები ასეთ უფლებას არ გამოიყენებენ
ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლამდე, მოსამართლის განმარტებათა
სამართლიანობა და ობიექტურობა ვერ გახდება სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის
საფუძველი.

მუხლი 250. ნაფიცი მსაჯულის შეცვლა სათადარიგო მსაჯულით

1. თუ პროცესის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ ნაფიც მსაჯულს არ შეუძლია


შეასრულოს თავისი მოვალეობები ან მოსამართლის მიერ ნაფიცი მსაჯული
გათავისუფლებული იქნება მისი მოვალეობის შესრულებისაგან, ნაფიცი მსაჯული
შეიცვლება ნაფიცი მსაჯულთა სიაში მომდევნო სათადარიგო მსაჯულით.

2. თუ ნაფიც მსაჯულთა რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდება ნაფიც მსაჯულთა კანონით


განსაზღვრულ რაოდენობაზე, მოსამართლე იწყებს მსაჯულთა ხელახალ შერჩევას.

მუხლი 251. ნაფიც მსაჯულთა თათბირი

1. მოსამართლის განმარტების მიღების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები გადიან


სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად. არავის აქვს უფლება
იმყოფებოდეს სათათბირო ოთახში ნაფიც მსაჯულთა გარდა და რაიმე სახით
გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა ჟიურის ვერდიქტზე.

2. ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ სასამართლო სხდომის დასრულებამდე


გამართონ წინასწარი თათბირი პროცესის მსვლელობისას წამოჭრილი საკითხის
უკეთ გასარკვევად. წინასწარი თათბირი უნდა მიმდინარეობდეს ყველა მსაჯულის
მონაწილეობით და მოსამართლემ წინასწარ უნდა განუმარტოს მსაჯულებს მათი
უფლების შესახებ წინასწარი თათბირისას ასევე მათი მოვალეობა არ მიიღონ
გადაწყვეტილება საქმის სრულ განხილვამდე.

146
3. ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში ღია კენჭისყრით, ხმათა უბრალო
უმრავლესობით ირჩევენ ჟიურის თავმჯდომარეს.

4. ჟიურის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ნაფიც მსაჯულთა ჟიურის თათბირს,


ჟიურის სახელით მოსამართლეს მიმართავს შეკითხვით, აჯამებს კენჭისყრის
შედეგებს, ადგენს შესაბამის დოკუმენტებს, ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო
სხდომაზე აცხადებს მას.

5. ჟიურის თავმჯდომარის გათავისუფლების შემთხვევაში, ჟიური თავისი


შემადგენლობიდან ირჩევს ახალ თავმჯდომარეს.

6. სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, მოსამართლის თანხმობით, ნაფიც


მსაჯულებს უფლება აქვთ შეწყვიტონ თათბირი.

7. ნაფიც მსაჯულებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ რაიმე ინფორმაცია იმ


მსჯელობათა შესახებ, რომ ელთაც ადგილი ჰქონდა თათბირის დროს.

მუხლი 252. ნაფიც მსაჯულთა ჟიურის თათბირისა და ხმის მიცემის პროცედურურა.

1. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ ჟიურის თავმჯდომარე


თანმიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს მოსამართლის მიერ
განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით.

2. თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს თავის დადებით ან უარყოფით


დამოკიდებულებას ბრალდებასთან დაკავშირებით. ნაფიც მსაჯულს უფლება არა
აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

3. ნაფიცი მსაჯულები ხმას აძლევენ ნაფიც მსაჯულთა სიაში მათი რიგითობის


მიხედვით. ჟიურის თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს და აჯამებს კენჭისყრის
საერთო შედეგებს.

მუხლი 253. მოსამართლის მიერ დამატებითი განმარტების მიცემა

1. თუ თათბირის პროცესში ნაფიცი მსაჯულები ჩათვლიან, რომ სჭირდებათ


დამატებითი განმარტებები კანონის ან მოსამართლის განმარტებასთან
დაკავშირებით, ისინი ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ჟიურის
თავმჯდომარე მოსამართლეს წარუდგენს დამატებითი განმარტებების მოთხოვნას.

2. მოსამართლე დამატებით განმარტებებს აკეთებს მხარეების თანდასწრებით. რის


შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები ბრუნდებიან სათათბირო ოთახში ვერდიქტის
გამოსატანად.

მუხლი 254. ნაფიც მსაჯულთა ჟიურის ვერდიქტი

1. ნაფიც მსაჯულთა ჟიური განსჯის და იღებს გადაწყვეტილებას ფაქტების შესახებ.

147
2. ნაფიც მსაჯულთა ჟიური ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს
მოსამართლის მიერ სამართალებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული
განმარტებების საფუძველზე.

3. ნაფიც მსაჯულთა ჟიური გადაწყვეტილებას აქვეყნებს ვერდიქტის ფორმით.


ვერდქტი ადგენს ან უარყოფს წაყენებული ბრალის მიხედვით დანაშაულის ჩადენის
ფაქტს. ნაფიც მსაჯულების ჟიურიმ ვერდიქტში შეიძლება მოითხოვოს სასჯელის
შემსუბუქება ან დააწესოს სასჯელის მაქსიმალური ზღვარი.

მუხლი 255. ნაფიც მსაჯულთა ჟიურის ვერდიქტის გამოტანის წესი

1. გამამტყუნებელი ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა მიღებულ


გადაწყვეტილებას.

2. ნაფიც მსაჯულთა ჟიური ვერდიქტს იღებენ ურთიერთშეთანხმებით.

3. თუ ნაფიც მსაჯულთა ჟიური 6 საათის განმავლობაში ვერ მიაღწევს


ურთიერთშეთანხმებას, 12 ან 11 მსაჯულის მონაწილეობის შემთხვევაში
ვერდიქტისათვის საჭიროა 10 ხმა, 10 მსაჯულის მონაწილეობისას - 9, ხოლო 9 ან 8
მსაჯულის მონაწილეობისას - ერთხმად.

4. მოსამართლეს აქვს დისკრეციული უფლება მოითხოვოს გადაწყვეტილების


ერთხმად მიღება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლით.

5. თუ განსახილველ საქმეში განსასჯელს შეიძლება შეეფარდოს სამუდამო


პატიმრობა გადაწყვეტილების მიღებისას ნაფიც მსაჯულთა რაოდენობა არ უნდა
იყოს 12-ზე ნაკლები და გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ერთხმად.

6. სასჯელის შემსუბუქების ან სასჯელის მაქსიმალური ზღვარის დაწესებისათვის


საჭიროა ნაფიც მსაჯულთა მინიმუმ შვიდი ხმა.

7. ჟიურის თავმჯდომარე ადგენს ნაფიც მსაჯულთა ჟიურის გადაწყვეტილების ოქმს,


სადაც შეაქვს კენჭისყრის საერთო შედეგები და ადასტურებს მას თავისი
ხელმოწერით.

მუხლი 256. ვერდიქტის მიღების უუნარობა

1. თუ ნაფიც მსაჯულთა ჟიური უუნაროა გამოიტანოს ვერდიქთი, ჟიურის


თავმჯდომარეს უფლება აქვს მოახსენონ მოსამართლეს იმ საკითხის შესახებ,
რომლის გარშემოც არ არსებობს შეთანხმება და მოითხოვონ დამატებითი
განხილვის ჩატარება, მოისმინონ მხარეების საბოლოო სიტყვა ან მოითხოვონ
მტკიცებულებების კიდევ ერთხელ გამოკვლევა.

2. თუ ნაფიც მსაჯულთა ჟიური ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული


დამატებითი გამოკვლევის შემდეგაც უუნაროა გამოიტანოს ვერდიქტი, მოსამართლე
148
დაითხოვს ნაფიც მსაჯულთა ჟიურის და იწყებს ახალი ჟიურის შერჩევის წესს ამ
კანონით დადგენილი წესით.

მუხლ ი 257. ვერდიქტის გამოცხადება

1. ჟიურის მსაჯულის მიერ ვერდიქტის ხელმოწერის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები


ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ვერდიქტს გადასცემენ
მოსამართლეს.

2. მოსამართლე ამოწმებს არის თუ არა ვერდიქტი ყველა წაყენებულ ბრალდებაზე და


ვერდიქტის თითოეულ ბრალდებაზე კენჭისყრის სისწორეს.

3. თუ მოსამართლე ვერდიქტს ამ მუხლის მე-2 ნაწილს შესაბამისად მიიჩნევს,


ვერდიქტი გადაეცემა ჟიურის თავმჯდომარეს, რომელიც აცხადებს ვერდიქტს.

4. თუ ვერდიქტი ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ


მოთხოვნებს, იგი ვერდიქტს უბრუნებს ჟიურის თავმჯდომარეს და მოითხოვს ნაფიცი
მსაჯულების სათათბირო ოთახში დაბრუნებას შეცდომის გამოსასწორებლად.

5. ნაფიც მსაჯულთა ჟიური ვერდიქტს არ ასაბუთებს.

6. ვერდიქტის გამოცხადებას დარბაზში მყოფი ყველა პირი ისმენს ფეხზე მდგომი.

მუხლი 258. მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანა.

1. მოსამართლეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ნაფიც მსაჯულთა


ვერდიქტის საფუძველზე წესით გამოაქვს წერილობითი განაჩენი.

2. მოსამართლე არ ასაბუთებს განაჩენს გარდა სასჯელის ნაწილისა.

3. ნაფიცი მსაჯულების ჟიურის მიერ სასჯელის შემსუბუქების გადაწყვეტილების


გამოტანის შემთხვევაში მოსამართლემ სასჯ ელის მაქსიმალურ ზომად პირს
შეიძლება შეუფარდოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაქსიმალური სასჯ ელის ორი მესამედი.

4. ვერდიქტიდან გამომდინარე შედეგები განისაზღვრება ნაფიც მსაჯულთა


მონაწილეობის გარეშე.

მუხლი 259. განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრება

1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამმართლებელი განაჩენი


საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

2. მხარეს შეუძლია სააპელაციო სასამართლოში საკასაციო წესით გაასაჩივროს


გამამტყუნებელი განაჩენი, თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოსამართლემ:

149
ა ) დაარღვია მტკიცებულებების დასაშვებობობის განხილვის წესი ან მიიღო უკანონო
გადაწყვეტილება;

ბ ) მხარეთა შუამდგომლობის განხილვისას მიიღო უკანონო გადაწყვეტილება,


რითაც დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;

დ ) დაუშვა არსებითი შეცდომა ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ


განმარტებების მიცემისას;

ე) განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყრდნო ნაფიც


მსაჯულთა ვერდიქტს.

ვ ) დაეყრდნო კანონის დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს.

საკასაციო წესით განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, თუ მხარე დაამტკიცებს, რომ


განაჩენი მიღწეულ იქნა მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევით ნაფიც
მსაჯულებზე უკანონო ზეგავლენით ან ძალადობით.

საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმე ხელახალი


განხილვისათვის გადაეცემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალ შემადგენლობას.

თავი XXVII

განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება

მუხლი 254. განაჩენის დადგენა საქართველოს სახელით

1. განაჩენი დგინდება და ცხადდება საქართველოს სახელით.

მუხლი 255. განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა

1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს


კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა
ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო


განხილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა
ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება
დასაბუთებული უნდა იყოს.

4. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის


პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

150
მუხლი 256. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები

1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ


საკითხებს:

ა) ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით


გათვალისწინებული ქმედება;

ბ) არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;

გ) შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება;

დ) უნდა დაისაჯოს თუ არა ბრალდებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;

ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს ბრალდებულს და რა ზომით;

ვ) უნდა მოიხადოს თუ არა ბრალდებულმა დანიშნული სასჯელი;

ზ) რა სახის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში უნდა მოიხადოს ბრალდებულმა


თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი;

თ) შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების


საკითხს;

ი) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;

კ) ვის და რა ოდენობით უნდა დაეკისროს საპროცესო ხარჯები;

ლ) ვის და რა ოდენობით უნდა აუნაზრაურდეს დანაშაულის შედეგად მიყენებული


ზიანი;

მ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის მიმართ უნდა გამოიყენონ თუ


არა იძულებითი მკურნალობა.

3. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას მოსამართლე


(სასამართლო) თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად
წყვეტს ამ მუხლის პირველი ნაწილის ა - ზ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს.

4. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე ბრალდებულის მსჯავრდებისას ამ მუხლის


პირველ და მესამე ნაწილებში აღნიშნული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი
ბრალდებულის მიმართ ცალ-ცალკე.

5. თუ განაჩენის დადგენისას დადგინდა, რომ ქმედების ჩადენისას ბრალდებული


შეურაცხ მდგომარეობაში იყო ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ გახდა ასეთი,
სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) სამედიცინო
ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.

151
მუხლი 257. სასამართლო თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე
გადაწყვეტილებათა მიღების წესი

1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის სასამართლო


თათბირი ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს 256-ე


მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ
საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის
სამართლის საქმეს.

4. საკითხები წყდება ხმათა უბრალო უმრავლესობით. სასჯელის ზომად უვადო


თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ერთხმად.

5. თითოეულ საკითხზე პირველად კენჭი ეყრება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც


ყველაზე სასიკეთოა ბრალდებულისათვის. თუ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის
გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს
სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ,
გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლის ხმა ბრალდებულის
გასამართლებლად უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც
ბრალდებულისათვის ყველაზე სასიკეთოა.

მუხლი 258. განაჩენის სახეები

1. სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.

2. განაჩენი შეიძლება იყოს ზოგი ბრალდების მიმართ გამამტყუნებელი, ხოლო სხვა


ბრალდების მიმართ - გამამართლებელი.

მუხლი 259. გამამტყუნებელი განაჩენი

1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას


ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ.

2. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი


დგინდება მხოლოდ იმ პირობით, რომ ემყარება სასამართლო განხილვის დროს
გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

3. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოიტანონ:

ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;

ბ) სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით;

გ) სასჯელის დაუნიშნავად.

152
4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას
სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის
მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავებისა, წინასწარ პატიმრობაში,
შინაპატიმრობაში, აგრეთვე ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში
ყოფნის დრო ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.

5. გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან


გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის
გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული
სასჯელის მოხდისაგან.

6. გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ მისი


გამოტანის მომენტისათვის:

ა) ამოიწურა ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის


ხანდაზმულობის ვადა;

ბ) ბრალდებული გარდაიცვალა.

მუხლი 260. გამამართლებელი განაჩენი

1. გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს ბრალდებულის სრულ უდანაშაულობას


მისთვის წაყენებულ ბრალდებაში.

2. გამამართლებელი განაჩენი არ უნდა შეიცავდეს გამართლებულის


უდანაშაულობის გამომრიცხავ ან სახელის გამტეხ ფორმულირებებს.

მუხლი 261. განაჩენის ფორმა

1. განაჩენი შედგება შესავალი, აღწერილობითი-სამოტივაციო და სარეზოლუციო


ნაწილებისაგან.

2. განაჩენს ხელი უნდა მოაწეროს ყველა მოსამართლემ, განსხვავებული აზრის


მქონის გარდა.

3. განაჩენში შეტანილი შესწორება განაჩენის გამოცხადებამდე წინასწარ უნდა


შეათანხმოს და ხელმოწერით დაადასტუროს ყველა მოსამართლემ.

მუხლი 262. განაჩენის შესავალი ნაწილი

განაჩენის შესავალ ნაწილში აღინიშნება:

ა) განაჩენი დადგენილია საქართველოს სახელით;

ბ) განაჩენის დადგენის დრო და ადგილი;

153
გ) განაჩენის დამდგენი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა,
სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალმდებელი, დაზარალებული, მისი
წარმომადგენელი, დამცველი;

დ) ბრალდებულის პერსონალური ინფორმაცია და მასთან დაკავშირებით


საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები;

ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც ბრალდებულს წარედგინა ბრალდება.

მუხლი 263. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს


იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დადგენილად
ცნო. ამასთან, მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი,
ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული
უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა და
მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო
სხვა. აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი
გარემოებანი, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული, ან
დანაშაულს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული, - ბრალდების შეცვლის
საფუძველი და მოტივები.

2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა,


პირობითი მსჯავრის გამოყენება, ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის
კანონით გათვალისწინებულ უდაბლეს ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და
უფრო მსუბუქ სასჯელზე გადასვლა, საპროცესო იძულების ღონისძიების გაუქმების ან
შემდგომი გამოყენების გადაწყვეტილება, პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის
სპეციალური ღონისძიების გამოაყენების, შეცვლის ან გაუქმების გადაწყვეტილება.

მუხლი 264. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი

1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:

ა) ბრალდებულის სახელი და გვარი;

ბ) ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის გადაწყვეტილება;

გ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვითაც ბრალდებული


მიჩნეულია დამნაშავედ;

დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც ბრალდებულს დაენიშნა ყოველი


დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა;

ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;

154
ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, დაპატიმრების, შინაპატიმრობისა
და სამედიცინო დაზესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების დროის ჩათვლის
შესახებ;

ზ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და


მისთვის დაკისრებული მოვალეობები;

თ) ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა;

ი) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის და საპროცესო


კონფისკაციის საკითხის გადაწყვეტა;

კ) მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური


წოდების ჩამორთმევის გადაწყვეტილება;

ლ) პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების,


შეცვლის ან გაუქმების საკითხი;

მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება, რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს იგი;

2. თუ პირს ბრალდება წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის


რამდენიმე მუხლით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა იყოს
მითითებული, რომელ ბრალდებაში გაამართლეს იგი და რომელში დასდეს მსჯავრი.

3. სასჯელის მოხდისაგან ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა


აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.

4. ყველა შემთხვევაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს


ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას სასამართლოს მიერ დანიშნული
სასჯელის სახისა და ზომის შესახებ არ წარმოიშვას რაიმე ეჭვი.

მუხლი 265. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი


გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება:
ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი, სასამართლოს მიერ
დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ
სასამართლოს დასკვნას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი,
რომელიც ხსნის, თუ რატომ მიიჩნევს სასამართლო არასარწმუნოდ ან
არასაკმარისად მტკიცებულებას, რომელსაც ემყარებოდა წაყენებული ბრალდება,
ანდა რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა, ან
რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული.

მუხლი 266. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი

გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:

155
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი;

ბ) გადაწყვეტილება ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების


შესახებ;

გ) გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების


გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია, - აგრეთვე, სასამართლო სხდომის
დარბაზიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ;

დ) გადაწყვეტილება საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა


შესახებ;

ე) გამართლებულის უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური


ზიანი;

ვ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;

ზ) რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენი.

მუხლი 267. განაჩენის გამოცხადება

1. განაჩენი დგინდება სხდომის დარბაზში ან სათათბირო ოთახში. განაჩენის


სარეზოლუციო ნაწილს მოსამართლე საჯაროდ აცხადებს სხდომის დარბაზში.

2. ბრალდებული განაჩენს ფეხზე ამდგარი ისმენს.

3. თუ მსჯავრდებულმა (გამართლებულმა) არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის


სამართლის პროცესის ენა, განაჩენის გამოცხადებისთანავე ან სინქრონულად, ის
ბრალდებულს უნდა ეთარგმნოს მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.

4. თუ დაპატიმრებული ბრალდებული არ ესწრება განაჩენის გამოცხადებას


სასამართლო უზრუნევლყოფს მის ჩაბარებას.

5. თავმჯდომარე მხარეებს განუმარტავს განაჩენის გასაჩივრების წესსა და ვადებს.


მსჯავრდებულს განუმარტავენ შეწყალების შესახებ შუამდგომლობის უფლებასაც.

მუხლი 268. მსჯავრდებულისა და გამართლებულისათვის განაჩენის ასლის გადაცემა


განაჩენის ასლი მსჯავრდებულს ან გამართლებულს უნდა გადაეცეს განაჩენის
გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღისახოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი
პირის ბრალდების საქმეზე - არა უგვიანეს 14 დღი. პროცესის სხვა მონაწილეს
განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით იმავე ვადაში გადაეცემა.

მუხლი 270. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა

1. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს


მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
156
2. სასამართლო განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზშივე
ათავისუფლებს პატიმრობიდან:

ა) გამართლებულს;

ბ) მსჯავრდებულს სასჯელის დაუნიშნავად;

გ) მსჯავრდებულს სასჯელისაგან გათავისუფლებით;

დ) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა იმ


ვადით, რომელიც არ აღემატება მისი წინასწარ პატიმრობაში და სამედიცინო
დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის დროს;

ე) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა


პირობით ან განაჩენის აღსრულების გადავადებით;

ვ) მსჯავრდებულს, რომელსაც დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის


დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

მუხლი 271. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის


წესი

1. განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ


გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. განაჩენის აღსრულების შესახებ
განკარგულებას მოსამართლე ან სასამართლოს თავმჯდომარე განაჩენის ასლთან
ერთად უგზავნის იმ ორგანოს, რომელსაც ევალება განაჩენის აღსრულება.

2. განაჩენის აღმსრულებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს განაჩენის დამდგენ


სასამართლოს აღსრულების შესახებ.

3. თუ განაჩენი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის საპატიო, სამხედრო ან


სპეციალური წოდების ანდა სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევას, სასამართლო
განაჩენის ასლს უგზავნის ორგანოს, რომელმაც მსჯავრდებული დააჯილდოვა ანდა
მიანიჭა მას საპატიო, სამხედრო ან სპეციალური წოდება.

4. დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის


აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი.

5. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება _ თავისუფლებააღკვეთილი


მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე მის კმაყოფაზე მყოფი სხვა
პირი მზრუნველობისათვის გადასცეს შესაბამის დაწესებულებას, ნათესავებს ან სხვა
პირებს, იგი ამის შესახებ ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით აცნობებს სამეურვეო
ორგანოს, აგრეთვე მსჯავრდებულს.

6. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილება (განჩინება)

157
დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს იმ ნაწილში, რომელიც ეხება ბრალდებულის
პატიმრობიდან გათავისუფლებას.

მუხლი 272. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განაჩენის


კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც
მსჯავრდებულს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, საპატიმრო ადგილის
ადმინისტრაცია ვალდებულია სასამართლოს და მსჯავრდებულის ოჯახს
შეატყობინოს, სად გაიგზავნა იგი სასჯელის მოსახდელად, ხოლო შემდგომ აცნობოს
მათ სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლის შესახებ.

მუხლი 273. განაჩენის აღსრულების გადავადება

1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება


შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი
გამოტანის შემდეგ _ განჩინებით (დადგენილებით), შემდეგი საფუძვლების
არსებობისას:

ა) მსჯავრდებული დაავადდა ფსიქიკურად ან დაავადებულია სხვა მძიმე


ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, _ მის გამოჯანმრთელებამდე ან
ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;

ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა, _


მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.

მუხლი 274. განაჩენის აღსრულება სისრულეში მოუყვანელი სხვა განაჩენის


არსებობის დროს თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს სისრულეში მოუყვანელი
რამდენიმე განაჩენი, რაც არ იყო ცნობილი ბოლო განაჩენის გამომტანი
სასამართლოსათვის, ამ სასამართლოს ან განაჩენის აღსრულების ადგილზე იმავე
დონის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-60-61
მუხლების საფუძველზე გამოაქვს განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულისათვსი
სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.

მუხლი 275. განაჩენის აღსრულებისას გამოვლენილ ბუნდოვანება-უზუსტობა


აღმოფხვრა

1. განაჩენის გამომტან სასამართლოს უფლება აქვს აღმოფხვრას მასში არსებული


ბუნდოვანება-უზუსტობები, რაც არ გამოიწვევს განაჩენის გაუქმებას ან შეცვლას:

ა) დააზუსტოს დაკავებისა და დაპატიმრების თარიღები, აგრეთვე ვადა, რომელიც


ჩაითვალა სასჯელის დანიშვნისას;

ბ) შესწორება შეიტანოს პროცესის მონაწილის სახელსა და გვარს;

გ) დააზუსტოს საპროცესო ხარჯები;


158
დ) განაჩენში შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს
სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის
ღონისძიების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული განმარტებებისა და დაზუსტების შეტანა


თავიანთ განჩინებაში შეუძლიათ აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების
სასამართლოებს.

მუხლი 276. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში


აღსრულება

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად,


საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის
საქართველოში აღსრულების საკითხს განსჯადობის დაცვით, მსჯავრდებულის
ადგილსამყოფლის მიხედვით განიხილავს საქართველოს სასამართლო.

2. საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმიწფოს სასამართლოს განაჩენის


საქართველოში აღსრულების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის
დაუსწრებლად, საქმის მასალების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების


თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება).

4. განჩინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და


ადგილი, აგრეთვე განაჩენის გამოტანის დრო;

ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის საქართველოში


უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებისა და საქმიანობის შესახებ;

გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომელშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის


კანონის საფუძველზე;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც


გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;

ე) სასჯელის სახე და ვადა, რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა


მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყებისა და დამთავრების თარიღის მითითებით,
სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.

5. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულება ხდება


იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორც საქართველოს სასამართლოს განაჩენის
აღსრულება საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.

159
6. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო
სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების
შემთხვევაში ასეთი განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.

7. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო


სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს
სასამართლოს განჩინების (დადგენილების) ასლი შესაბამისი სახელმწიფოს
კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

8. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო


სასამართლოს განაჩენით საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი
პირის მიმართ დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, როგორიც
საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის მიმართ.

9. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ


გამოიყენება განაჩენის გამომტანი უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მიერ
გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი ამ აქტით დადგენილი პირობებისა და
წესების შესაბამისად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და
შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი XXVIII

აპელაცია

მუხლი 277. ზოგადი დებულებები

1. სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს


განაჩენი ან განაჩენის ნაწილი, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა და რომელსაც
მხარემ უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად თვლის.

2. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ მხარეებს.

3. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს სააპელაციო საჩივრის

განხილვის დაწყებიდან 2 თვის ვადაში.

4. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო

საჩივრის შეტანა დაუშვებელია.

მუხლი 278. სააპელაციო საჩივრის ფორმა და შეტანის ვადა

1. სააპელაციო საჩივარი შეიძლება განსჯადობის მიხედვით შეტანილ იქნეს

160
სააპელაციო სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიორიაზეც მდებარეობს ის

სასამართლო, რომლის განაჩენიც საჩივრდება.

2. სააპელაციო საჩივარში აღინიშნება:

ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი;

ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო

მდგომარეობა;

გ) გასაჩივრებული განაჩენის გამომტანი სასამართლო, მისი გამოტანის თარიღი;

დ) განაჩენის გასაჩივრებული დებულებანი;

ე) გასაჩივრებულ დებულებათა უკანონობისა ან/და დაუსაბუთებლობის არსი;

ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი;

ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახლად გამოვლენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ;

თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.

3. სააპელაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის ძალაში შესვლიდან ორი კვირის

ვადაში. თუ განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა ან თუ


ბრალდებული

პატიმრობაში იმყოფებოდა, განაჩენის გასაჩივრების ვადა მსჯავრდებულისათვის


იწყება

განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან.

4. სააპელაციო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.

5. სააპელაციო საჩივარში მიეთითება, თუ რა ნაწილში საჩივრდება განაჩენი და

საჩივრის დამადასტურებელი არგუმენტები.

6. სააპელაციო გასაჩივრებისათვის ამ მუხლის დადგენილ ვადაში ძირითადი


საჩივრის

161
ხარვეზის შესავსებლად შეიძლება დამატებითი სააპელაციო საჩივრის შეტანა. ხოლო
თუ ეს ვადა გასულია, მოსამართლე აპელანტს განუსაზღვრავს ხარვეზის შევსების
ვადას.

მუხლი 279. მხარისათვის სააპელაციო საჩივრის ასლის გადაგზავნა, შესაგებელი

1. სასამართლო სააპელაციო საჩივრის ასლს არაუგვიანეს 5 დღის ვადაში


გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარმოადგინოს შესაგებელი სააპელაციო
საჩივარზე. მეორე მხარემ სასამართლოს შესაგაბელი უნდა წარუდგინოს საჩივრის
ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

2. აპელანტს უფლება აქვს, სასამართლოსაგან მიიღოს საჩივრის შესაგებლის ასლი


სააპელაციო ინსტანციაში საჩივრის დასაშვებობის განხილვის დაწყებამდე
არაუგვიანეს 3 დღით ადრე.

3. სააპელაციო საჩივარში და შესაგებელში უნდა აღინიშნოს თუ რა მოცულობით


სურთ მხარეებს მტკიცებულებათა გამოკვლევა.

მუხლი 280. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გაადაწყვეტა

1. თუ სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია, იგი,


ზეპირი მოსმენის გარეშე, საჩივარს განჩინებით განუხილველად ტოვებს. ეს უფლებას
არ ართმევს საჩივრის შემტან პირს, გაასაჩივროს განაჩენი საკასაციო წესით.

2. თუ სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი საკმარისად დასაბუთებულია, მას


გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე, და ნიშნავს სააპელაციო
სხდომის თარიღს. სააპელაციო სხდომა საჩივრის დასაშვებად ცნობიდან უნდა
გაიმართოს ორი კვირის ვადაში.

მუხლი 281. მხარეთა გამოცხადება

თუ სააპელაციო სხდომაზე აპელანტი ან მისი წარმომადგენელი არასაპატიო მიზეზით


არ გამოცხადდება, სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივარს განუხილველად
ტოვებს, რაც არ საჩივრდება.

მუხლი 282. სააპელაციო სხდომა

სააპელაციო საჩივრის განხილვა წარმოებს პირველი ინსტანციით საქმის არსებითად


განხილვის სხდომაზე მოქმედი ნორმების შესაბამისად, შემდეგი ცვლილებებით:

ა) განხილვა იწყება მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით საქმის არსის შესახებ;

ბ) შესავალი და დასკვნითი სიტყვებით პირველად გამოდის აპელანტი, ხოლო


შემდეგმოწინააღმდეგე მხარე.

162
გ) პირის მოწმის სახით გამოძახება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
სააპელაციო საჩივარი ან/და შესაგებელი ამ მოწმის მიერ საქმის პირველ
ინსტანციაში განხილვისას მიცემულ ჩვენებას არასარწმუნოდ აცხადებს.

დ) განაჩენის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი აკისრია


აპელანტს.

ე) მტკიცებულებების გამოკვლევა არ უნდა გასცდეს სააპელაციო საჩივრისა და


შესაგებლის ფარგლებს.

მუხლი 283. სააპელაციო განაჩენი და შებრუნება საუარესოდ

1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ


გადაწყვეტილებას:

ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის


ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს;

ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის


ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;

გ) შეაქვს ცვლილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში;

დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს


ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის


სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.

3. სააპელაციო ინსტანციას უფლება არა აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად


გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის
უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს
მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმის გადასინჯვა
ხდება მსჯავრდებულის, მისი დამცველის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ
შეუტანია ბრალდების მხარეს.

4. სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად


გამოიტანოს გამამტყუნებული განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო
მკაცრიმუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, ან სხვა გზით გააუარესოს
მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო
საჩივარი ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის
სასამართლოში.

მუხლი 284. სააპელაციო საჩივრის სარევიზიო საწყისი თუ სააპელაციო საჩივარი


შეტანილია დანაშაულის ერთი თანამონაწილის მიერ და იგი მთლიანად ან
163
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია
გადასინჯოს განაჩენი სხვა მსჯავრდებულთა მიმართაც.

თავი XXIX

კასაცია

მუხლი 285. ზოგადი დებულებები

1. საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო (უმაღლესი) სასამართლოს


სისხლის სამართლის პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის
აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ:

ა) არსებითად დაირღვა საპროცესო კანონი, რაც არ გამოუვლენია პირველი ან


სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და
გადაწყვეტილების მიღების დროს;

ბ) მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა;

გ) გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება


მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

2. საკასაციო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს საკასაციო საჩივრის


განხილვის დაწყებიდან 2 თვის ვადაში.

მუხლი 286. საკასაციო საჩივრის ფორმა

1. საკასაციო საჩივარში კასატორმა უნდა განმარტოს, რა მოცულობით ასაჩივრებს


განაჩენს და რა მოცულობით შუამდგომლობს მის გაუქმებას ან შეცვლას, ასევე
დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა.

2. საკასაციო საჩივარში აღინიშნება:

ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შედის საჩივარი;

ბ) მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც შეაქვს საჩივარი (სახელი, გვარი,

საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა);

გ) გასაჩივრებული განაჩენი, მისი გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი;

დ) მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა


ადასტურებს ამას;

ე) დამატებით წარმოდგენილი მასალები.

164
მუხლი 287. საკასაციო საჩივრის შეტანა

1. საკასაციო საჩივარი შეიტანება უზენაეს სასამართლოში სააპელაციო განაჩენის


გამოცხადებიდან ან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებიდან ორი
კვირის ვადაში. თუ განაჩენის გამოცხადებას მსჯავრდებული არ ესწრებოდა ან თუ
იგიპატიმრობაში იმყოფებოდა, განაჩენის გასაჩივრების ვადა მისთვის იწყება
განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან.

2. სასამართლო საკასაციო საჩივრის ასლს არაუგვიანეს 5 დღის ვადაში


გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარმოადგინოს შესაგებელი საკასაციო
საჩივარზე. სასამართლოს შესაგებელი უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 3 დღისა.
კასატორს უფლება აქვს, სასამართლოსაგან მიიღოს საჩივრის შესაგებლის ასლი
საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე.

3. საკასაციო გასაჩივრებისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში


ძირითადი საჩივრის ხარვეზის შესავსებლად შეიძლება დამატებითი სააკასაციო
საჩივრის შეტანა.

მუხლი 288. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა

1. საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე, ამოწმებს საკასაციო საჩივრის


დასაშვებობას.

2. საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი


სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის


საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული
პრაქტიკისაგან.

3. თუ საკასაციო პალატა საჩივარს დაუშვებად მიიჩნევს, იგი საჩივარს


განუხილველად ტოვებს განჩინებით.

4. თუ საკასაციო პალატა საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს, იგი ნიშნავს საკასაციო


სხდომის თარიღს. საკასაციო სხდომა უნდა გაიმართოს საჩივრის დასაშვებად
ცნობიდან ორი კვირის ვადაში.

მუხლი 289. საკასაციო სხდომის მომზადება

1. მხარეებს უნდა ეცნობოთ საკასაციო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი.

2. პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, საკასაციო სხდომის


ჩატარებამდე დააყენოს შუამდგომლობა სხდომაში მონაწილეობის შესახებ, რის

165
შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საკასაციო საჩივრის განმხილველი
სასამართლო.

3. უზენაესი სასამართლოს პალატის საქმის განმხილველ შემადგენლობას


მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს დიდ
პალატას, თუ:

ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთიანი


სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას.

მუხლი 290. მხარეთა გამოცხადება

თუ საკასაციო სხდომაზე კასატორი ან მისი წარმომადგენელი არასაპატიო მიზეზით


არ გამოცხადდება, საკასაციო პალატა კასატორი საკასაციო საჩივარს
განუხილველად ტოვებს.

მუხლი 291. საკასაციო სხდომა

1. სხდომის თავმჯდომარე ადგენს, რომ სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები. ამის


შემდეგ, მომხსენებელი მოსამართლე აკეთებს მოხსენებას საქმის შესახებ.

2. მომხსენებელი მოსამართლის შემდეგ სიტყვით გამოდიან მხარეები.


თავდაპირველად სიტყვა ეძლევა კასატორს. თუ მსჯავრდებული ესწრება სხდომას,
მისი საბოლოო სიტყვის უფლება გარანტირებულია.

3. განაჩენის უკანონობის მტკიცების ტვირთი აკისრია კასატორს.

4. საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და შესაგებლის ფარგლებში.

5. მხარეთა გამოსვლის შემდეგ კასატორი, ხოლო შემდეგ მოწინააღმდეგე მხარე


სარგებლობს რეპლიკის უფლებით.

მუხლი 292. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

1. თუ საკასაციო პალატა დაადგენს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, იგი


განაჩენით აუქმებს ან ცვლის მას.

2. თუ საკასაციო პალატა უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განაჩენს, ხოლო


საკასაციო საჩივარს კი დაუკმაყოფილებლად, გამოაქვს განჩინება.

3. საკასაციო პალატას განაჩენის ნაწილობრივი გაუქმება ან შეცვლა შეუძლია იმ


ფარგლებში, რა ფარგლებშიც ამას ითხოვდა კასატორი.

4. თუ საკასაციო პალატა მსჯავრდებულის სასარგებლოდ აუქმებს ან ცვლის განაჩენს


იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის კანონის გამოყენებისას დაირღვა კანონი
166
და ეს სამართლებრივი შეცდომა სხვა მსჯავრდებულსაც ეხება, ვისაც საკასაციო
საჩივარი არ შეუტანია, განაჩენი სარევიზიო წესით მის მიმართაც გადაისინჯება.

5. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განჩინებაში უნდა აღინიშნოს


საფუძველი, რის გამოც საჩივრის დასკვნები არასწორად ან არაარსებითად არის
მიჩნეული.

6. თუ განაჩენი გაუქმდა ან შეიცვალა, განაჩენში უნდა აღინიშნოს, კანონის რომელი


მუხლის მოთხოვნები დაირღვა და რაში გამოიხატა ეს დარღვევები.

7. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და შეიძლება


გადაისინჯოს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილი
გარემოების საფუძველზე.

8. საკასაციო ინსტანციის განჩინება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, საბოლოოა


და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

მუხლი 293. შებრუნება საუარესოდ

1. საკასაციო პალატას უფლება არა აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად


გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის
უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს
მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმის გადასინჯვა
ხდება მსჯავრდებულის, მისი დამცველის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ
შეუტანია ბრალდების მხარეს.

2. საკასაციო პალატას უფლება აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად


გამოიტანოს გამამტყუნებული განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო
მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, ან სხვა გზით გააუარესოს
მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი
სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველ და სააპელაციო
ინსტანციის სასამართლოში.

თავი XXX. ახლად გამოვლენილ გარემოებათა

გამო განაჩენის გადასინჯვის წესი

მუხლი 294. განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები ახლად გამოვლენილ გარემოებათა


გამო ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო გადასინჯვას ექვემდებარება
განაჩენი, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია


მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

167
ბ) არსებობს გარემოება, რომლებიც მოწმობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის
დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების
დაუშვებლობას, რომლებიც საფუძვლად დაედო გაანჩენს;

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ


მოსამართლემ, პროკურორმა ან გამომძიებელმა, გადასასინჯ საქმესთან
დაკავშირებით, ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება,


რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო გადასასინჯ საქმეში გამოყენებული სისხლის
სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს


გადაწყვეტილება,რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ
საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას


იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენაშიც პირი გადასასინჯი განაჩენით იქნა
მსჯავრდებული;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი


განაჩენისგამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ
გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ
დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც
მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან
დანაშაულის ჩადენას იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი
დევნა შეწყვეტილი იყო განაჩენით.

მუხლი 295. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადები


1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების
მსჯავრდებულის სასარგებლოდ გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია.

2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გამართლებულის ან


მსჯავრდებულის საზიანოდ გადასინჯვა დასაშვებია მის მიმართ განაჩენის
გამოტანიდან ერთი წლის ვადაში.

მუხლი 296. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის


შუამდგომლობის შეტანა

1. განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა განსაჯდობის მიხედვით წერილობით


შეაქვთ სააპელაციო სასამართლოში.

168
2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა
შეტანიის უფლება აქვთ მხარეებს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების
შემთხვევაში - მის კანონიერი მემკვიდრეს ან წარმომადგენელს.

3. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და


მტკიცებულებები.

4. შუამდგომლობის შეტანა არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.

მუხლი 297. შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმება

1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის


შეტანიდან ერთი თვის ვადაში, სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, ამოწმებს,
ეყრდნობა თუ არა შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს და რამდენად არის ის დასაბუთებული.

2. თუ შუამდგომლობა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან


დაუსაბუთებელია, სასამართლო განჩინებით უარს ამბობოს მის დაკმაყოფილებაზე.
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში.

3. თუ შუამდგომლობა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაყენებული


დასაბუთებულია, სასამართლო ნიშნავს საქმის არსებითი განხილვის თარიღს და
მხარეებს აძლევს გონივრულ ვადას მტკიცებულებების მოპოვებისა და საქმის
არსებითი განხილვის მომზადებისათვის.

მუხლი 298. სასამართლო სხდომა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.


განაჩენი

1. საქმის არსებითი განხილვა ტარდება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში


სასამართლოს მთავარი სხდომისათვის დადგენილი ნორმების შესაბამისად.

2. საქმის განხილვის შედეგად, სასამართლო განაჩენს ან უცვლელად ტოვებს ან


ცვლის ან აუქმებს მას და ადგენს ახალ განაჩენს.

კარი IX

ცალკეული კატეგორიის საქმეთა წარმოება, რეაბილიტაცია

თავი XXXI

წარმოება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე

მუხლი 299. გამოყენების სფერო

169
1. არასრულწლოვანთა პროცესი წარმოებს იმ პირის მიმართ, ვისაც ქმედების
ჩადენის მომენტისათვის 14 წელი შეუსრულდა, მაგრამ 18 წელი ჯერ არ შესრულებია.

2. არასრულწლოვანი სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით, თუ ამ თავის


ნორმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 300. არასრულწლოვანის ღირსების დაცვა

არასრულწლოვანს, პროცესის ყველა სტადიაზე, ეპყრობიან განსაკუთრებული


ყურადღებით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი ასაკი და
რესოციალიზაციის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, ასევე მისი
ხელახალი აღზრდისათვის ხელშეწყობის აუცილებლობა. არასრულწლოვანის
მიმართ სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში სავალდებულოა ბავშვის
უფლებათა საერთაშორისო გარანტიების სრული დაცვა.

მუხლი 301. არასრულწლოვანთა პროცესის ზოგადი პრინციპები

1. სასამართლო სხდომა, რომელსაც ესწრება არასრულწლოვანი ბრალდებული,


დახურულად ტარდება.

2. არასრულწლოვანი ბრალდებულის მშობლებს, კანონიერ წარმომადგენლებს ან


ახლო ნათესავებს, ასევე პედაგოგოს უფლება აქვთ, დაესწრონ სასამართლო
სხდომას ან საპროცესო მოქმედებას, რომელშიც მონაწილეობს არასრულწლოვანი.
თუ პროკურორი ან სასამართლო ჩათვლის, რომ ეს არასრულწლოვანი
ბრალდებულის ინტერესებს ემსახურება, მას შეუძლია სავალდებულო წესით
უზრუნველყოს მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის
მონაწილეობა.

3. არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის მიზნით, სასამართლოს შეუძლია


აუკრძალოს არასრულწლოვანი ბრალდებულის მშობელს, კანონიერ
წარმომადგენელს, ახლო ნათესავს ან პედაგოგს სასამართლო სხდომაზე დასწრება
ან საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა.

მუხლი 302. ერთობლივი საქმიდან არასრულწლოვანის საქმის გამოყოფა

თუ არასრულწლოვანი ბრალდებულია იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელშიც ასევე


იმხილება სრულწლოვანი, არასრულწლოვანი საქმე ცალკე გამოიყოფა და ის
გასამართლდება სრულწლოვნისაგან განცალკევებით.

მუხლი 303. პროკურორი არასრულწლოვანთა პროცესში

1. არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა სისხლისსამართლებრივ


დევნასახორციელებს პროკურორი, რომელსაც აქვს არასრულწლოვანთა აღზრდის
გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური სწავლება პედაგოგიკასა და
ფსიქოლოგიაში.
170
მუხლი 304. არასრულწლოვანის სქმის გამოძიების თავისებურებანი

არასრულწლოვანტა პროცესში, გამოკვლეულ უნდა იქნეს არასრულწლოვანის


ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობები, ოჯახური ვითარება და სხვა
გარემოებები, რაც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების
შესაძლებლობას იძლევა.

მუხლი 305. სავალდებულო დაცვა

კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეარჩიოს და


მოიწვიოს არასრულწლოვანი ბრალდებულის დამცველი.

მუხლი 306. არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოძახება

არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოძახება, თუ ეს შესაძლებელია, უნდა


განხორციელდეს მშობლების, კანონიერი წარმომადგენლის ან იმ დაწესებულების
ხელმძღვანელის მეშვეობით, სადაც ბრალდებული ცხოვრობს.

მუხლი 307. წინასწარი პატიმრობის შეფარდება არასრულწლოვანი ბრალდებულის


მიმართ

1. წინასწარი პატიმრობა არ დაენიშნება არასრულწლოვან ბრალდებულს,


რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.

2. არასრულწლოვანი ბრალდებულს, რომელსაც აღკვეთ ღონისძიებად შერჩეული


აქვს წინასწარი პატიმრობა, უნდა მოთავსდეს სრულწლოვანი პატიმრებისა და
არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით.

5. წინასწარ პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს


შეხვდეს თავის კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავებს, თუ ამით არ
იქმნება რეალური საშიშროება პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მიმართ, ან
არსებობს მტკიცებულების განადგურების საშიშროება. არასრულწლოვანი
ბრალდებულის ამ უფლების შეზღუდვა ხდება მხოლოდ მოსამართლის
გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, თუ მისი
გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს.

მუხლი 308. არასრულწლოვანი ბრალდებულის გაყვანა სასამართლო სხდომის


დარბაზიდან

1. მოსამართლეს (სასამართლოს), მხარის შუამდგომლობით, შეუძლია გამოიტანოს


დადგენილება (განჩინება) არასრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო
სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, რათა მის დაუსწრებლად გამოიკვლიოს
მტკიცებულებები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ მასზე.
171
2. არასრულწლოვანის დარბაზში დაბრუნების შემდეგ, მოსამართლე (სასამართლო)
საჭირო მოცულობითა და ფორმით აცნობს მის არყოფნაში მტკიცებულებათა
გამოკვლევის შინაარსს.

3. არასრულწლოვანი ბრალდებულის დამცველი ყოველთვის ესწრება სასამართლო


სხდომას.

თავი XXXII

სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება

მუხლი 309. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საფუძელი

1. თუ სისხლის სამართლის პროცესის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომ


დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადდა, ან
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა პირმა, რომლის შერაცხადობა საეჭვოა და
არსებობს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების
აუცილებლობა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლო (მოსამართლე) გამოაქვს
განჩინება დადგ. ამბულატ. ან სტაც. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის
დანიშვნის შესახებ.

2. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშნის დროს, მოსამართლე


(სასამართლო) წყვეტს აღკვეთი ღონისძიებისა და სისხლის სამართლის პროცესის
შეჩერების საკითხს. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ინიშნება ერთ თვემდე
ვადით, რაც მხარის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ერთი თვით.

3. პირს, რომლის მიმართაც ტარდება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა,


გააჩნია ბრალდებულის ყველა უფლება.

4. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისას უნდა გაირკვეს პირის


შერაცხადობის საკითხი.

5. თუ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ პირი


შერაცხადია ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად არ დაავადებულა,
სასამართლო სისხლის სამართლის პროცესს განაგრძობს ამ კოდექსით
გათვალისწინებული საერთო წესებით.

6. თუ დადგინდა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხადმა ან


ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, სასამართლო
იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების
გამოყენების შესახებ.

172
7. გადაწყევტილების მიღებისას, სასამართლო სათათბირო ოთახში განიხილავს და
წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) მოხდა თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

ბ) ჩადენილია თუ არა ეს დანაშაული ან მართლსაწინააღმდეგო ქმედება იმ პირის


მიერ, რომლის საქმესაც განიხილავენ;

გ) არის თუ არა ეს პირი ფსიქიკურად დაავადებული;

დ) უნდა გამოიყენონ თუ არა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება იმ პირის


მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან
რომელმაც შეურაცხ მდგომარეობაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

ე) საჭიროებს თუ არა ეს პირი ფსიქიატრიულ მკურნალობას.

8. განჩინება (დადგენილება) სამედიციო ხასიათის ღონისძიების გამოყენების შესახებ


დგება ამ კოდექსით გათვალისწინებული განაჩენის ფორმის და წესების
შესაბამისად. ამასთანავე, განჩინების (დადგენილების) სარეზოლუციო ნაწილში
სასამართლო იღებს ერთერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ცნობს, რომ პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, ან რომ


პირმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხ მდგომარეობაში, და ამ
პირის მიმართ გამოიყენებს ან არ გამოიყენებს სამედიცინო ხასიათის იძულებით
ღონისძიებას;

ბ) შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას და გამოძიებას დანაშაულის შემთხვევის


ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო;

გ) შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, თუ არ დადგინდა, რომ პირი არ


მონაწილეობდა ჩადენილ ქმედებაში.

მუხლი 310. სასამართლოს მიერ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების


შეცვლა ან გაუქმება

1. პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასამართლო ცვლის ან აუქმებს


სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას.

2. სასამართლოს მიერ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან


გაუქმების და საერთო წესით წარმოების განახლების საკითხის განხილვის
საფუძველია:

ა) იმ სამედიცინო დაწესებულების ექსპერტის დასკვნა, სადაც პირი იძულებითი


მკურნალობისათვის იმყოფება;

173
ბ) ექსპერტის დასკვნის პროკურორის წარდგინება ან იძულებითი
მკურნალობისათვის გაგზავნილი პირის დამცველის, ახლო ნათესავის, კანონიერი
წარმომადგენლის შუამდგომლობა.

3. საექიმო კომისიის დასკვნას დასაბუთებულობის შემოწმების დამთავრებისთანავე


სასამართლო ისმენს მხარეთა კამათს, რომელიც შედგება პროკურორისა და
დამცველის სიტყვებისაგან. თუ სასამართლო საექიმო დასკვნას სარწმუნოდ
მიიჩნევს, იგი აუქმებს სამდიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას და აგრძელებს
სისხლის სამართლის პროცესს განაჩენის გამოსატანად.

4. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ


სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც საჯაროდ ცხადდება სასამართლო
სხდომაზე. განჩინების ასლს სასამართლო გადასცემს ან უგზავნის მხარეებს.

5. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გაუქმების უარყოფის შემთხვევაში,

სასამართლომ შუამდგომლობა ხელახლა განსახილველად შეიძლება მიიღოს


უარყოფის შესახებ განჩინების გამოტანიდან 6 თვის შემდეგ.

თავი XXXIII

რეაბილიტაცია

მუხლი 311. რეაბილიტაციის საფუძვლები

1. უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებული, ბრალდებული ან იძულებითი


მკურნალობისათვის გაგზავნილი რეაბილიტირებულ უნდა იქნეს, თუ დადგინდება
მისი უდანაშაულობა ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნის უსაფუძვლობა.

2. რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე


მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება),
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 130-ე მუხლის
პირველი ნაწილის ა - დ, ზ-ი ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, აგრეთვე
სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო
სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმება.

მუხლი 312. ნაწილობრივი რეაბილიტაცია

ნაწილობრივ რეაბილიტაციას ექვემდებარება პირი, თუ ზემდგომმა სასამართლომ


შეცვალა ქმედების კვალიფიკაცია ან სასჯელის ღონისძიება ისე, რომ ფაქტობრივად
მოხდილი სასჯელი აღმოჩნდა მეტი ან უფრო მკაცრი, ვიდრე საბოლოოდ
დანიშნული.

174
მუხლი 313. სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან
დაუსაბუთებელი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები

1. საქმის შედეგის მიუხედავად, უნდა ანაზღაურდეს ზიანი, რომელიც პირს მიადგა


გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს უკანონო ქმედების შედეგად და
რამაც ბრალდებულსა თუ სხვა პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი
მიაყენა.

2. ზიანი არ ანაზღაურდება, თუ იგი გამოწვეული იყო ცრუ აღიარებით (თვითგათქმით),


რომელიც მიღებულია რაიმე უკანონო იძულების გარეშე.

3. ზიანი ანაზღაურდება სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად.

4. მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვადა აითვლება გამამართლებელი


განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანის დღიდან და
განისაზღვრება 3 წლით.

მუხლი 314. რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

თუ გამამართლებელი განაჩენი ან განჩინება (დადგენილება) რეაბილიტაციის


შესახებ გაუქმებულია და გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია, მხარე
უფლებამოსილია, შეცდომით რეაბილიტირებულისათვის ასანაზღაურებული ზიანის
დაბრუნების ან რეაბილიტაციის სხვა ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით მიმართოს
სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების გზით.

თავი XXXIV

საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში

მუხლი 315. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის


ზოგადი დებულებანი

1. საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში ხორციელდება


საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა
და ამ კოდექსის შესაბამისად.

2. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს


თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს წესდებისა (რომის სტატუტის) და სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

175
3. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი
თანამშრომლობისას უფლებამოსილ მხარეს წარმოადგენენ საქართველოს
გენერალური პროკურატურა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

მუხლი 316. საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების სახეები და კომპეტენტური


ორგანოები.

1. სისხლის სამართლის სფეროში საქართველოს გენერალური პროკურატურის


კომპეტენციას დაქვემდებარებული საერთაშორისო თანამშრომლობის სახეებია :

ა) საერთაშორისო-სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველზე საგამოძიებო


მოქმედებების ჩატარება;

ბ) ბრალდებულ ან მსჯავრდებულ პირთა ექსტრადიცია სისხლისსამართლებრივი


დევნის განხორციელების, განაჩენის აღსრულების ან სამედიცინო ხასიათის
იძულებითი ღონისძიების გამოყენების მიზნით;

გ) საერთაშორისო-სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველზე


სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა


შემთხვევები.

2. სისხლის სამართლის სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს


კომპეტენციას დაქვემდებარებული საერთაშორისო თანამშრომლობის სახეებია :

ა) სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით მსჯავრედებულ პირთა გადაცემა;

ბ) განაჩენის აღსრულება;

გ) ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ეტაპირების უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა


შემთხვევები.

მუხლი 317. საგამოძიებო მოქმედების ჩატარება უცხო სახელმწიფოს თხოვნით.

1. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თხოვნით საგამოძიებო მოქმედებები


ხორციელდება გონივრულ ვადაში.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების


ჩატარებისათვის აუცილებელია მოსამართლის (სასამართლოს) გადაწყვეტილება,
საგამოძიებო მოქმედება ტარდება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური
სასამართლოს ან საქართველოს შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

176
3. საქართველოს კომპეტენტური ორგანო უცხო სახელმწიფოს თხოვნას
სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ ასრულებს ამ კოდექსის ნორმების
შესაბამისად. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, მას უფლება აქვს, გამოიყენოს უცხო სახელმწიფოს სისხლის
სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ნორმები 4. საერთაშორისო
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების
განხორციელებას შეიძლება ესწრებოდეს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს
წარმომადგენელი.

5. თუ თხოვნის შესრულება შეუძლებელია, მიღებული დოკუმენტები უნდა


დაუბრუნდეს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, ამასთან, უნდა მიეთითოს მისი
შესრულების ხელშემშლელი მიზეზები. თხოვნა ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, როცა
მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს,
სუვერენიტეტსა და უშიშროებას.

მუხლი 318. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში საგამოძიებო


მოქმედების ჩატარების შესახებ თხოვნის გაგზავნა.

1. დაცვისა და ბრალდების მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ საგამოძიებო


მოქმედების ჩატარება უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

2. თუ საერთაშორისო სამართლებრივ დახმარებას ითხოვს დაცვის მხარე, იგი


შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის სასამართლოს. იმ საგამოძიებო
მოქმედებათა ჩასატარებლად, რომელთათვისაც ამ კოდექსით დაწესებულია
სასამართლო კონტროლი, სასამართლოს მიმართავს ბრალდების მხარეც.
სასამართლო გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების
თაობაზე საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურის
განსახორციელებლად ეგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

3. საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნის ფორმა


და შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით
დადგენილ რეკვიზიტებს.

4. თხოვნა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ


შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ხოლო შემდეგ
დადასტურდეს წერილობით.

მუხლი 319. უცხო სახელმწიფოში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედების


იურიდიული ძალა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი კანონმდებლობის
შესაბამისად განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებას საქართველოში
ჩატარებული ანალოგიური საგამოძიებო მოქმედების თანაბარი იურიდიული ძალა
აქვს.

მუხლი 320. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გამოძახება


177
საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად უცხო სახელმწიფოს მოქალაქის
საქართველოში გამოძახება ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებით
დადგენილი წესით. ამ პირის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მის მიმართ
იძულებითი ღონისძიების გამოყენება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს
პირი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩაიდენს დანაშაულს.

მუხლი 321. საქართველოში ექსტრადიცია

1. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით


გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, საქართველოს გენერალური
პროკურორი ან მისი მოადგილე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს
მიმართავს საქართველოს მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხო
ქვეყნის მოქალაქის ექსტრადიციის მოთხოვნით, თუ იგი ბრალდებულის სახით
მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან მის მიმართ გამოტანილია
გამამტყუნებელი განაჩენი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა


პირს ბრალად ედება ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც საქართველოს სისხლის
სამართლის კანონმდებლობით დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ერთ წელზე
მეტი ვადით ან იგი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ამავე ვადით.

3. ექსტრადიციის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა შინაარსს, იმ კანონის სანქციის


მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისათვის;

გ) მითითებას პირის დაკავების ან დაპატიმრების, მისი დაკითხვისა და ჩხრეკის


საჭიროების შესახებ;

4. მოთხოვნას უნდა დაერთოს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემისა და ძებნის


გამოცხადების შესახებ დადგენილებების ასლები, მოსამართლის ბრძანება
აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ, ხოლო
მსჯავრდებულის ექსტრადიციის შემთხვევაში - გამამტყუნებელი განაჩენის ასლი.
ექსტრადიციისათვის საჭირო მასალების ყველა გვერდი დამოწმებული უნდა იყოს
გერბიანი ბეჭდით. მოთხოვნა შეიძლება მიღებულ იქნეს ტექნიკური საშუალების
გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.

5. საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს არ მოითხოვოს პირის


ექსტრადიცია, თუ დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე და ხასიათი არათანაზომიერია
ექსტრადიციასთან დაკავშირებით გასაწევ ხარჯებთან.

მუხლი 322. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია

178
1. საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ
ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მის მიერ
ძებნილი პირის ექსტრადიცია.

2. ექსტრადიციის მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო


ხელშეკრულებითდადგენილ რეკვიზიტებს და მომდინარეობდეს კომპეტენტური
ორგანოდან. მოთხოვნა შეიძლება მიღებულ იქნეს ტექნიკური საშუალების
გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.

3. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს


საქართველოს გენერალური პროკურორი, რაზედაც გამოაქვს შესაბამისი
დადგენილება.

4. საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია დაუშვებელია,


გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. თუ პირი, რომლის ექსტრადიციასაც მოითხოვს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური


ორგანო, მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან სასჯელს იხდის
საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება
გადავადდეს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე, სასჯელის მოხდამდე ან
სასჯელისაგან გათავისუფლებამდე.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს


გენერალურ პროკურორს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება პირის დროებით,
გარკვეული ვადით გადაცემის შესახებ. თუ ამ პირს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს
სასამართლო შეუფარდებს უფრო მკაცრ ან საქართველოში მოუხდელი სასჯელის
თანაბარ სასჯელს, იგი სასჯელს მოიხდის იმავე სახელმწიფოში და საქართველოში
დაბრუნებას აღარ ექვემდებარება.

მუხლი 323. ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლები

ექსტრადიცია დასაშვებია, თუ:

ა) ქმედება, რომლის ჩადენისათვისაც გადასაცემი პირი იდევნება, საქართველოს


სსკ-ის თანახმად დანაშაულია და ამ დანაშაულისათვის კანონი ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას ერთ წელზე მეტი ვადით;

ბ) გარანტირებულია სპეციალურობის პრინციპის დაცვა;

გ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქმედება არ არის ხანდაზმული;

დ) გადასაცემი პირი იმავე ან სხვა ქმედების გამო სისხლისსამართლებრივი წესით


არ იდევნება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ან არ არის
მსჯავრდებული;

179
ზ) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ პირს მინიჭებული არა აქვს
პოლიტიკური თავშესაფარი ან ლტოლვილის სტატუსი.

თ) თუ მომთხოვნი სახელმწიფოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა გადასაცემი


პირის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის ზომად არ ითვალიწინებს
სიკვდილით დასჯას.

ი) თუ არ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მომთხოვნი


სახელმწიფოს მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ
განხორციელდება დევნა მისი რასის, რელიგიის, მოქალაქეობრივი კუთვნილების,
პოლიტიკური შეხედულების გამო.

მუხლი 324. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ


სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონისძიების გამოყენება

1. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის


საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს შესაბამის რაიონულ
პროკურორს, რომელიც 48 საათში პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის
შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს დაკავების
ადგილის მიხედვით.

სასამართლო შუამდგომლობას იხილავს ამ კოდექსის 204-205-ე მუხლებით


გათვალისწინებული წესით. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისათვის
სასამართლო გადაწყვეტილების გადაცემიდან 7 დღის ვადაში იგი შეიძლება
გასაჩივრდეს ზემდგომ სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს
განიხილავს 10 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა ეცნობოს მიღებული


გადაწყვეტილების თაობაზე.

2. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის


ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

4. თუ დადგინდა, რომ ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი საქართველოს


მოქალაქეა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი


საფუძველი დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პირმა უცხო სახელმწიფოს
ტერიტორიაზე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კანონით დასჯადი
ქმედება, საქართველოს გენერალური პროკურატურა სისხლისსამართლებრივი

180
დევნის განხორციელების მიზნით შესაბამისი ქვეყნიდან გამოითხოვს სისხლის
სამართლის საქმეს.

მუხლი 325. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი პირის დაკითხვა

1. ექსტრადიციის საქმის მწარმოებელი პროკურორის მიერ საექსტრადიციო


პატიმრობაში მყოფი პირი უნდა დაიკითხოს მისი მოქალაქეობრივი კუთვნილებისა
და სხვა პიროვნული მონაცემების შესახებ.

2. პროკურორი განუმარტავს ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს მის


უფლებამოვალეობებს და ეკითხება, აქვს თუ არა რაიმე საწინააღმდეგო მისი
შესაბამის სახელმწიფოში ექსტრადიციის თაობაზე.

მუხლი 326. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს საპროცესო


კანონმდებლობით ბრალდებულისთვის მინიჭებული ყველა უფლებით.

2. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს მისი ექსტრადიციის შესახებ


საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილების
მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა გაასაჩივროს იიგი თბილისის
სააპელაციოსასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 10 დღის ვადაში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით


შეიძლება გასაჩივრდეს მხარეების მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში
დადგენილების მიღებიდან 5 დღის ვადაში, რომელიც საჩივარს განიხილავს 5 დღის
ვადაში.

მუხლი 327. ტრანზიტი

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესით, უცხო


სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თხოვნის საფუძველზე საქართველოს
გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ბრალდებული ან
მსჯავრდებული პირის საქართველოს გავლით ტრანზიტული გადაყვანის შესახებ.

2. ტრანზიტულ გადაყვანას დაქვემდებარებული პირის საქართველოს


სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დროებითი შესახელება ხორციელდება
დაპატიმრების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ბრძანებით.

მუხლი 328. ნივთიერ მტკიცებულებათა და დოკუმენტთა გადაცემა

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისათვის ჩამორთმეული საგნები და


დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებებად სისხლის
სამართლის საქმეზე, ეგზავნება ექსტრადიციის მომთხოვნ ორგანოს.

181
2. მატერიალური ღირებულების მქონე საგნებისა და დოკუმენტების გაგზავნა, თუ
ისინი არ ეკუთვნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს, უნდა მოხდეს მათი
შენახვისა და მესაკუთრისათვის დაბრუნების გარანტიის მიღების შემდეგ. გარანტიას
იძლევა ორგანო, რომელიც მოითხოვს პირის ექსტრადიციას.

მუხლი 329. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ


საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალების გაგზავნა
თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც
საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, გავიდა საქართველოს
ტერიტორიიდან და მისი საქართველოში ექსტრადიცია შეუძლებელია, გამოძიებული
საქმის ყველა მასალა უნდა გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას
ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილ ორგანოს,
რომელიც აღნიშნულ მასალებს უგზავნის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ
ორგანოს ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
სისხლისსამართლებრივი დევნის შემდგომი განხორციელების მიზნით.

მუხლი 330. საერთაშორისო ძებნის გამოცხადება

საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე დაპატიმრების


ბრძანების გაცემის შემდეგ, გასცემს განკარგულებას ძებნის წარმოების შესახებ.
ძებნის წარმოებისათვის არ არის საჭირო რაიმე სპეციალური თხოვნა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

182

You might also like