You are on page 1of 6

საშინაო დავალება

სტუდენტი: ელენე შარიაშვილი; ნია ჩიხრაძე

თემა: საქმის გაჭიანურების გარეშე განხილვა, როგორც ევროპული კონვენციის მე-6


მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპის გარანტიები;

ყოველი ადამიანი, მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების


საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის
სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

ადამიანის უფლება, თავისი საქმე სასამართლომ განიხილოს გონივრულ ვადაში,


არაერთი საერთაშორისო პაქტითა და კონვენციით არის გარანტირებული. ამის
მაგალითებია:

 სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მე-


14 (3) მუხლი- „მისთვის წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი
ბრალდების საფუძვლიანობის განსაზღვრისას, ყველას აქვს უფლება, როგორც
მინიმუმ, მიიღოს შემდეგი გარანტიები სრული თანასწორობის საფუძველზე:....
გაასამართლონ გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე“
 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მე-6 (1) მუხლი- „მისთვის
წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის
განსაზღვრისას, ყველა აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის განხილვის უფლება...“
 ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, მე-8 (1) მუხლი -„ყველას აქვს
მისი საქმის განხილვის უფლება... გონივრულ ვადაში“ ნია

სასამართლო განხილვის ვადა ითვლება „გონივრულად“ მანამ, სანამ ადგილი არ ექნება


„გაუმართლებელ გაჭიანურებას“

სამი ძირითადი საკითხი წამოიჭრება გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლების


კონტექსტში: როდის იწყება და მთავრდება შესაბამისი ვადა და რა კრიტერიუმებზე
დაყრდნობით უნდა გავარჩიოთ გონივრულ ვადაში ჩატარებული საქმის განხილვა
გაუმართლებლად გაჭიანურებულისგან?

ერთ-ერთ პირველ საქმეში სასამართლომ მკაფიოდ და დამაჯერებლად ჩამოაყალიბა


გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლების დანიშნულება: “ამ დებულების ნამდვილი
მიზანი სისხლის სამართლის საქმეებში არის იმის უზრუნველყოფა, რომ პირები ბრალდების
ქვეშ არ იყვნენ ძალზე დიდი ხნით და რომ ბრალდების საფუძვლიანობა განისაზღვროს“.
ხანგრძლივ სამართალწარმოებას შეუძლია მნიშვნეელოვანი წნეხის ქვეშ მოაქციოს
ბრალდებულები და გაამძაფროს მომავალთან, მსჯავრდების შიშთან და სასჯელის
გაურკვეველ სიმძიმესთან დაკავშირებული განცდები. ამით შეიძლება აიხსნას ის სიხშირე,
რომლითაც ეს უფლება გამოიყენება განმცხადებლის მიერ. ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლების საფუძველზე
მრავალი საქმე გადაწყვიტა. ელენე

ცხადია, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხივლის უფლება შეიძლება ეფექტურად


განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში იქნება
გამოტანილი. ამის ალტერნატივა იქნებოდა განუსაზღვრელი ვადით მისი გადადება, რაც
მართლმსაჯულებაზე უარის თქმის ტოლფასია. გონივრულ ვადაში საქმის განხილვის
უფლების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, თუ მხედველობაში მივიღებთ,
რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება კანონის უზენაესობის ფუნდამენტური
ელემენტია.

თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ დროული სასამართლო განხილვა ყოველთვის არ შედის
ბრალდებულის ინტერესებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის პატიმრობაში არ იმყოფება.
დაცვას შეუძლია ისარგებლოს, მაგალითად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
ხანდაზმულობის ვადით, რამაც შეიძლება უბიძგოს მას სამართალწარმოების შეყოვნების
ტაქტიკის გამოყენებისკენ. ერთ-ერთ საქმეში დროის ელემენტი სიკვილ-სიცოცხლის საკითხს
უკავშირდებოდა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინაშე პირი ამტკიცებდა, რომ
ტრინიდადისა და ტობაგოს გენერალური პროკურორი სრულიად აკონტროლებდა
სააპელაციო სამართალწარმოების სისწრაფეს. თუ ის დიდხანს გაგრძელდებოდა, მაშინ
გამოირიცხებოდა სიკვდილით დასჯის განჩინების სისრულეში მოყვანა. თუმცა მის საქმეში
სამართალწარმოება უჩვეულოდ სწრაფად დასრულდა. ადამიანი უფლებათა კომიტეტმა
განიხილა, იყო თუ არა დარღვეული დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დროის უფლება და
უარყოფით დასკვნამდე მივიდა. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია საერთაშორისო პაქტის
დარღვევას. ნია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ


მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.

ჩვენ განვიხილავთ შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებას: №40022/05, 16 ივლისი,


2009 წ, „კობელიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kobeliani v. Georgia);

ფაქტობრივი გარემოებები

 2000 წლის 20 ივლისს განმცხადებლის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე


რამდენიმე ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით. სასამართლო პროცესამდე იგი წინასწარ
პატიმრობაში იმყოფებოდა.
 2001 წლის 30 ივლისს პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება და საქმე განსახილველად
ნინოწმინდის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა.
 2005 წლის 18 იანვარს ასპინძის რაიონულმა სასამართლომ, რომელსაც გადაეცა
განმცხადებლის საქმე, უსაყვედურა პროკურორს საბრალდებო დასკვნაში არსებული
ხარვეზებისა და განმცხადებლის საქმიანობის ფინანსური აუდიტის განუხორციელებლობის
გამო და საქმე დამატებით გამოძიების ჩასატარებლად გააგზავნა.
 2006 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, განმცხადებელი ბარლდებულად წაყენებულ
დანაშაულში ცნობილ იქნა ნაწილობრივ დამნაშავედ, ნაწილობრივ კი გამართლებულ იქნა.
ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მსჯავრდების ნაწილში მისთვის სასჯელი არ
დაუკისრებიათ. 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენი ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო
სასამართლომ 2006 წლის 23 ოქტომბერს, ხოლო უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის 15
მაისს.

კონვენციის 6.1 მუხლზე დაყრდნობით, განმცხადებელმა ადამიანის უფლებათა


ევროპული სასამართლოს წინაშე გაასაჩივრა სისხლის სამართლის საქმის წარმოების
ხანგრძლივობა.

ევროპული სასამართლოს შეფასება

კონვენციის 6.1 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ განმცხადებლის საჩივრის


შესწავლისას სასამართლომ მიუთითა იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც გამოიყენება საქმის
განხილვის ხანგრძლივობის გონივრულობის შესაფასებლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ
განმცხადებლის წინააღმდეგ პირველ ინსტანციაში მიმდინარე სამართალწარმოების
პერიოდი მეტისმეტად ხანგრძლივი იყო და არ აკმაყოფილებდა მე-6 მუხლით
გათვალისწინებული „გონივრული ვადის“ მოთხოვნას.

პერიოდი, რომლის მიხედვითაც ხდება სასამართლო წარმოების „გონივრული


ხანგრძლივობის“ დადგენა, არ შემოიფარგლება უმოქმედობის კონკრეტული პერიოდით,
არამედ მოიცავს აღნიშნული სასამართლო წარმოების მთლიან ხანგრძლივობას, აღძვრის
მომენტიდან სისხლის სამართლის ბრალდების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე. ელენე

წინამდებარე საქმეში კი ეს პერიოდი დაიწყო 2000 წლის 20 ივლისს და დასრულდა 2007


წლის 15 მაისს. ე.ს სისხლის სამართალწარმოება მიმდინარეობდა 6 წლის, 9 თვის და 25 დღის
განმავლობაში სამ ინსტანციაში. ამ პერიოდის გონივრულობა უნდა შეფასედ საქმის
გარემობებისა და შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: საქმის სირთულე,
განმცხადებლის და შესაბამისი ორგანოების მოქმედება.

სასამართლომ განიხილა მისთვის წარდგენილი მასალები, და მიიჩნია, რომ მთავრობას


არ ჰქონდა წარმოდგენილი რაიმე ფაქტი ან არგუმენტი, რომელიც დაარწმუნებდა მას,
გამოეტანა განსხვავებული დასკვნა წინამდებარე საქმეზე, განსაკუთრებით იმის
გათვალისწინებით, რომ მთავრობას არ განუმარტავს და არ დაუსაბუთებია პირველ
ინსტანციაში 2001 წლის 12 ივლისიდან 2005 წლის 18 იანვრამდე სასამართლო წარმოების
გაჭიანურება. აღნიშნულ საკითხზე პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით
სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეში სასამართლო წარმოების პერიდი იყო
მეტისმეტად ხანგრძლივი და არ აკმაყოფილებდა „გონივრული ვადის“ მოთხოვნას.
შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.
წინამდებარე საქემის შემდეგ, გატარდა სასამართლო სისტემის რეფორმა და სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსი იმგვარად შეიცვალა, რომ სასამართლო სისტემას შეეძლო
დაპირისპირებოდა გაჭიანურებული სამართალწარმოების პრობლემას. ნია

შეიცვალა კანონმდებლობა ზუსტი საპროცესო ვადების განსაზღვრის მიზნით. ახალი


სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც ძალაში შევიდა 2010 წლის 1- ლი
ოქტომბრიდან, ითვალისწინებს შემდეგ ვადებს:

 225-ე მუხლი- სასამართლო სხდომაზე საქმის არებითი განხილვა უნდა


დაიწყოს წინასასამართლო სხდომის დასრულებიდან არა უგვიანეს 14 დღისა;
 169-ე მუხლი- ბრალდება წაყენებული უნდა იქნეს დადგენილების
გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
 293-ე მუხლი (1) სააპელაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან
სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.
 295-ე მუხლი- თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი
დასაშვებია, სააპელაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის
ვადაში. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოაქვს სააპელაციო საჩივრის
დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში.
 302-ე მუხლი - საკასაციო საჩივარი შეიტანება მისი გამოცხადებიდან 1 თვის
ვადაში;
 303-ე მუხლი- საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარზე შემაჯამებელი
გადაწყვეტილება მიიღება საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლიდან
არა უგვიანეს 6 თვისა. ელენე

გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლების სამართლებრივი ასპექტები შედარებით


მარტივია. მთავარი სირთულე, განსაკუთრებით კონვენციის იმპლემენტაციის პირველ
ეტაპზე, უკავშირდებოდა განსახილველი საქმეების ფაქტობრივ ასპექტებს. კომისიას ხშირად
უწევდა რამდენიმეწლიანი საქმეების დეტალური ანალიზი იმის გასარკვევად,
სამართალწარმოების გაჭიანურება გამართლებული იყო თუ არა.

ყველაზე იოლი გზა იმის გასარკვევად სამართალწარმოება გონივრულლ ვადაში


დასრულდა თუ არა, იქნებოდა ზუსტი ვადის განსაზღვრა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა,
რომ ასეთი მიდგომას სასურველ შედეგი გამოეღო. ერთ შემთხვევაში დაშვებელი ვადა
შეიძლება ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდეს, ხოლო სხვა შემთხვევაში ზედმეტად ხანგრძლივი.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ
საქმეში არსებული გარემოებების საფუძველზე.

სასამართლო ზოგადად იყენებს სტანდარტულ ფორმულირებას სამართალწარმოების


ხანგრძლივობის შეფასების მიმართ საკუთარი მიდგომის განსაზღვრისთვის: „სასამართლო
დასაწყისშივე იმეორებს, რომ სამართალწარმოების ხანგრძლივობის გონივრულობა უნდა
შეფასდეს თითოეულ საქმეში მოცემული კონკრეტული გარემობების მიხედვით. კერძოდ,
საქმის სირთულის, განმცხადებლისა და ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების
ქმედებების გათვალისწინებით. აუცილებელია, სხვა საკითხებთან ერთად, იმ რისკის
მნიშვნელობის მხედველობაში მიღება, რომლის წინაშეც დგას განმცხადებელი“. ნია

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ორგანოები პასუხისმგებელი არიან სისხლის


სამართალწარმოების ორგანიზებასა და მართვაზე, დაცვის დამოკიდებულებამ შეიძლება
გავლენა იქონიოს მის ხანგრძლივობაზე. დაცვის მხრიდან თანამშრობლობას შეუძლია
დააჩქაროს პროცესი, ხოლო საჩივრებით, წარდგინებებით, შუამდგომობებითა და სხვა ტიპის
ქმედებებით საპირისპირო შედეგის მიღებაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს,
რომ არსებობს თანდაყოლილი წინააღმდეგობა გონივრულ ვადაში გასამართლების
უფლებასა და დაცვის მომზადებისთვის საკმარისი დროის უფლებას შორის. ნებისმიერმა
დრო, რომელიც გონივრულად დაიხარჯა ასეთი მომზადებისათვის არ შეიძლება გამოიწვიოს
გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლების დარღვევა.

არსებობს ორი შესაძლო მიზეზი, რის გამოც, სამართალწარმოების გაჭიანურება


შეიძლება დაბრალდეს ბრალდებულს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია საპროცესო
გარანტიების მეტისმეტად ხშირი გამოყენება, მაგალითად, საქმის განხილვის გადადების
არაერთხელ მოთხოვნა. გარდა ამისა, დაცვა შეიძლება ისე მოქმედებდეს, რომ ეჭქვეშ
დააყენოს ბრალდებულის ინტერესი სამართალწარმოების სწრაფად დასრულებაში. ერთ-ერთ
საქმეში სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა
შუამდგომლობების დიდი რაოდენობა, რომლებიც იყო უსაფუძვლო და სასამართლოს
შესაბამისად, არ შეუფერხებია სამართალწარმოების მსვლელობა. თუმცა, სასამართლოს
მოსაზრებით „მათ ეჭვქვეს დააყენეს განმცხადებლის განზრახვა, სამართალწარმოება
სწრაფად დასრულებულიყო“. ელენე

თუმცა აღსანიშვანია, ისიც რომ ბრალდებულს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა


სამართალწარმოების გაჭიანურებაზე, ვინაიდან დაცვა აქვს უფლება, გამოიყენოს საპროცესო
გარანტიები. როგორც წესი, ეროვნული და საერთაშორისო ორგანოების გადასაწყვეტი არ
არის, რამდენად გონივრული იყო დაცვის ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყვეტს
სამართალწარმოების ხანგრძლივობის გაზრდას. გარდა ამისა ბრალდებლს არ ევალება
გამოძიების დახმარება და შესაბამისად, დაუშვებელია, რომ არახელსაყრელ მდგომარეობაში
აღმოჩნდეს დუმილის უფლების გამოყენების გამო. თვით საქმის განხილვის გადადების
მოთხოვნა, თუ დამაჯერებელ მიზეზებს ემყარება, არ შეიძლება ბრალდებულის წინააღმდეგ
იქნეს გამოყენებული. იმ საქმეთა მაგალითები, რომლებშიც საქმის განხილვის გაჭიანურების
პასუხისმგებლობა ბრალდებულს დაეკისრა , საკმაოდ იშვიათია.

სასამართლოს მიდგომის მიხედვით, განმცხადებელს არ შეიძლება დაბრალდეს


ავადმყოფობა, თუმცა არსებობს სასამართლო განხილვაზე დასწრების ძირითადი
ვალდებულება და თუ ბრალდებული თავს არიდებს მის შესრულებას, შედეგად მიღებული
სამართალწარმოების გაჭიანურება მისი პასუხისმგებლობა იქნება.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ ფაქტორის მნიშვნელობის გადაფასება.


მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება ბრალდებულის „გაკიცხვა“ მრავალრიცხოვანი
წარდგინებებისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მათ განხილვაზე დახარჯული დრო სახელმწიფოს
დაბრალდეს. ძირითადი საკითხია არა ბრალდებულის, არამედ სახელმწიფოს
პასუხისმგებლობის არსებობა. შესაბამისად, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით
გამოწვეული შეფერხება არ შეიძლება მასვე დაბრალდეს, თუმცა არც სახელმწიფოს
პასუხისმგებლობას იწვევს. საქმეში, რომელშიც ბრალდებულმა გამოიწვია
სამართალწარმოების გაჭიანურება სასამართლო სხდომებზე გამოუცხადებლობით
გადამწყვეტ გარემოებად ჩაითვალა, სასამართლოზე მისი დასწრების მიზნით , სახელმწიფოს
მიერ მიღებული გონივრული ზომები. აქედან გამომდინარე, სამართალწარმოების
ხანგრძლივობას არ გამოუწვევია კონვენციის დარღვევა. ნია

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ჩვენი მართლმსაჯულების


ხელისუფლებისთვის, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი არის სახელმძღვანლო
სტანდარტი, რათა არ მოხდეს ბრალდებულის უფლებების დარღვევა, და მართლმსაჯულება
განხორციელდეს გონივრულ ვადაში, გაჭიანურების გარეშე. სასამართლოს კონკრეტული
საქმის გადასაწყვეტად განსხვავებული დრო სჭირდება. ვადის ხანგრძლივობა შეიძლება
დაკავშირებული იყოს კონკრეტული საქმის სირთულესთან, ან ის ქმნიდეს მნიშვნელოვან
პრეცედენტს მართლმსაჯულების სისტემაში.

საქართველოს კანონმდებლობა, იცნობს კონკრეტულ ვადებს, რა ვადებშიც უნდა მოხდეს


ქმედების განხორციელება , მაგ: საპელაციო საჩივრისთვის დადგენილია 6 თვიანი ვადა, რაც
მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ პროცესის გაჭიანურება არ მოხდეს. ელენე

You might also like