You are on page 1of 26

სამოქალაქო საპროცესო

სამართალი ერთი

თემა I - სამოქალაქო საპროცესო


სამართლის პრინციპები.

მოწვეული ლექტორი - ანა ჩოგოვაძე


• საჯარო და პოლიტიკურ დისკუსიებში საპროცესო სამართალი ხში-
რად ჩრდილში ექცევა. მართლწესრიგის შესახებ საზოგადოების წარმო-
დგენებში და ცნობიერებაში, ძირითადად, მატერიალურ-სამართლებრივი
რეგულაციები დომინირებს. და მაინც: საპროცესო სამართლის გარეშე
მატერიალური სამართალი დაემსგავსებოდა თვითმფრინავს, რომელიც
ინსტრუქტაჟის, ასაფრენი და დასაფრენი ბილიკების გარეშე ფუნქციო-
ნირებს. საპროცესო სამართალი უზრუნველყოფს მატერიალური სამა-
რთლის გაცოცხლებას, ამოქმედებას, და, რაც უმთავრესია, მის ფაქტო-
ბრივ გამოყენებას სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვით.

• გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო ამ ფუნქციას


შემდეგნაირად აჯამებს:
“საპროცესო სამართალი ემსახურება კანონის შესაბამის და აქედან
გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილების მიღებას, და, რაც მთავარია, ამ
კანონიერების ფარგლებში ასევე სამართლიანი გადაწყვეტილების
უზრუნველყოფას“ (გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასა-
მართლო, 2020 წლის 27 მაისის განჩინება - 2 BvR 2054/19 -).

• საპროცესო სამართალი არის სამართლისა და სამართლიანობის პრაქტიკული


განხორციელების ძირითადი საშუალება და ამით, ცოცხალი სამართალი
 
სამოქალაქო საპროცესო სამართლის
პრინციპების ცნება და მნიშვნელობა
• სიტყვა “პრინციპი” ლათინური წარმომავლობის სიტყვაა და ნიშნავს
“საფუძველს”, “საწყისს”.
• ესაა ზოგადი დებულებები, რომლებიც წარმოადგენენ რომელიმე
თეორიის, მოძღვრების, , მეცნიერების ძირითად ამოსავალს
(სახელმძღვანელოს);
• პრინციპები წარმოადგენენ ნორმატიულად ფუძემდებლურ სამართლებრივ
იდეებს, რომლებზეც აგებულია სამოქალაქო პროცესის ყველა ინსტიტუტი
და რომლებიც განსაზღვრავენ პროცესის ბუნებას და სამოქალაქო
საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების მეთოდებს.
• პრინციპების პრაქტიკული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი
უზრუნველყოფენ, გარანტირებულს ხდიან კანონიერი და დასაბუთებული
გადაწყვეტილებების გამოტანას და აღსრულებას, კანონიერ
მართლმსაჯულებას.
• პრინციპში აისახება პროცესის წყობა, სტრუქტურა, სამოქალაქო
სამართალწარმოების თავისებურებები, სამოქალაქო საპროცესო
სამართლის და მისი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების არსებითი ნიშნები.
• სამართლის პრინციპი თვითონ სამართლის ნორმისაგან
განსხვავებით, ნაკლებ ცვალებადია, შესაბამისად უფრო
მყარია, ვიდრე სამართლის ნორმა, რომელიც შეიძლება
შეიცვალოს მთლიანად ან ნაწილობრივ, ხოლო პრინციპი
უფრო სტაბილურია.
• პრინციპები უზრუნველყოფენ მთლიანობაში სამოქალაქო
საპროცესო სამართლის სტაბილურობას.
• სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრონციპები
გამოხატულია როგორც ზოგადი შინაარსის მქონე
ცალკეულ ნორმაში, ისე მთელ რიგ საპროცესო ნორმაში,
რომლებითაც გარანტირებულია ზოგადი სამართლებრივი
მითითებების პრაქტიკაში განხორციელება. ამდენად.
ზოგიერთი პრინციპი გამოხატულია სამოქალაქო
საპროცეო სამართლის ნორმაში, ზოგიერთი კი ცალკეული
ნორმისა და ინსტიტუტის შინაარსში.
1. სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპი

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 5. მართლმსაჯულების


განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის
საწყისებზე
მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ
სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის
თანასწორობის საწყისებზე.
კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, არავის არ აქვს უფლება მიითვისოს ან
უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება, ვერც ერთი ორგანო ვერ მიითვისებს
მართლმსაჯულების ფუნქციას, რადგან ეს ფუნქცია მხოლოდ სასამართლოს
ეკუთვნის.

ნოტარიუსი, რეესტრი, არბიტრაჟი, მედიაცია - ზოგიერთი კატეგორიის სამოქალაქო


საქმეებთან მიმართებით იღებენ გადაწყვეტულებებს, თუმცა არ შეიძლება თქმა, რომ ისინი
ახორციელებენ მართლმსაჯულებას, რადგან კონსტიტუციის თანახმად სასამართლოა
ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს
მართლმსაჯულება, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებული ფუნქცია.
2. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი მორჩილების
პრინციპი

მუხლი 6. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი


დამორჩილება
1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება
მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება
მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე
ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
2. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ
საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან
ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის
განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა
განახლდება.
3. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის
საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო
გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით.
• მოსამართლის დამოუკიდებლობის საფუძველის ხელისუფლების დანაწილების
პრინციპი.
• მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი მორჩილება
ფაქტობრივად ორი დებულებაა, თუმცა შეადგენს ერთ პრინციპს, რადგან
მოსამართლეთა დამოუკიდებლობას განაპირობებს მათი კანონისადმი
მორჩილება, ხოლო მოსამართლეთა მხოლოდ კანონისადმი მორჩილება, თავის
მხრივ, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა მოსამართლე
ნამდვილად დამოუკიდებელია.
• მოსამართლე ემორჩილება როგორც მატერიალურ, ისე პროცესუალურ კანონს .
• მოსამართლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია პოლიტიკური,
ეკონომიკური და სამართლებრივი გარანტიებით.
• მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და
მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
• მოსამართლის დამოუკიდებლობის იურიდიული გარანტიებია -
მართლმსაჯულების განხორციელების კანონით დადგენილი წესი,
მოსამართლის შეუცვლელობა, თანამდებობაზე მოსამართლის გამწესების წესი.
• მოსამართლე არ არის ვალდებული მისცეს რაიმე ახსნა-განმარტება უკვე
განხილულ ან მის წარმოებაში არსებული საქმის ირგვლივ.
• სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოსამართლის და მისი ოჯახის
უსაფრთხოება, რადგან მოსამართლის დამოუკიდებლობის იურიდიული
გარანტიაა მისი პიროვნების ხელშეუხებლობა.
3. სასამართლოს და კანონის წინაშე
თანასწორობის პრინციპი
• სასამართლოს და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი
განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში.
• სასამართლოს და კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია
განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და
სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი
მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
• კანონი დიდისა და და პატარისათვის ერთნაირი უნდა იყოს (ილია).
• რომაული პრინციპი - კანონი ყველას ერთნაირად (თანაბრად )
ელაპარაკება.
• ეს პრინციპი უზრუნველყოფილია იმით, რომ ყოველი საქმე განიხილება
ერთი და იგივე წესით, დადგენილია ერთი და იგივე საპროცესო ფორმა,
საქმის მონაწილენი სარგებლობენ თანაბარი სამართლებრივი
გარანტიებით.
• მართლმსაჯულება ხორციელდება ყველასათვის ერთიანი
სასამართლოს მიერ
4. მხარეთა საპროცესო თანასწორუფლებიანობის პრინციპი

• სასამართლოს დანიშნულებაა გაარკვიოს სიმართლე და ეს


მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც საქმეში ორივე
მხარეს ერთნაირ მდგომარეობაში ჩააყენებს.
• კანონი მხარეებს თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს
უფლებების დაცვის საკითხში.
• რომაელი იურისტების აზრით - მოსარჩელისათვის არ უნდა
იყოს ნებადართული ის, რაც არ არის ნებადართული
მოპასუხისათვის.
• სასამართლომ ორივე მხარეს უნდა მიანიჭოს თანაბარი
შესაძლებლობები (აუდიატურ ეტ ალტერა პარს - მოუსმინეთ
მეორე მხარესაც).
• ეს პრინციპი მჭიდროდაა დაკავშირებული შეჯიბრებითობის
პრინციპთან.
5. შეჯიბრებითობის პრინციპი
მუხლი 4. შეჯიბრებითობის პრინციპი
1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის
საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი
უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ
თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე
მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები
თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ ,
თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ
მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს
დადასტურებული ეს ფაქტები.
2. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს
შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში
გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
• შეჯიბრებითობა ნიშნავს შედავებას, შებრძოლებას და
გამარჯვებისკენ სწრაფვას.
• სამოქალაქო საქმის განხილვა მიმდინარეობს შეჯიბრებითი
ფორმით.
• სამოქალაქო სამართალწარმოების მიზანია ა რა ჭეშმარიტების
დადგენა, არამედ მხარეთა შეჯიბრის საფუძველზე
სასამართლოს დარწმუნება ამ თუ იმ პოზიციის სისწორეში
• საქმის იურიდიული მხარის გამორკვევა, სათანადო კანონის
მონახვა და შეფარდება სასამართლოს მოვალეობა.
• მომეცი ფაქტები - მოგცემ სამართალს.
• თვით სასამართლო თავისი ინიციატივით არ აგროვებს
მტკიცებულებებს, არამედ საქმეს წყვეტს მხოლოდ იმ
ფაქტობრივი მასალის მიხედვით, რომელსაც მას წარუდგენენ
მხარეები.
• საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში “წმინდა”,
“სრული” შეჯიბრებითობა არ არსებობს (მე-4 მუხლის მეორე
ნაწილი).
• შეჯიბრებითობის პრინციპი ნიშნავს, რომ მხოლოდ მხარეები წყვეტენ, თუ რომელ
გარემოებებსა და, მაშასადამე, ფაქტებს წარმოადგენენ, ხოლო სამართლებრივი შეფასება
კი სასამართლოს კომპეტენციაა.
• სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა დააყრდნოს მოწინააღმდეგე მხარის
მიერ წარმოდგენილ მეორე მხარისთვის ხელსაყრელ ფაქტებს ან მტკიცებულების
შეფასების ხელსაყრელ შედეგებს - თუმცა, შეძლებისდაგვარად მას შემდეგ, რაც
შესაბამის სამართლებრივ მითითებას გააკეთებს - იმ შემთხვევაშიც კი , თუ სარგებლის
მიმღები მხარე ამაზე პირდაპირ არ უთითებს.
• სასამართლო თავისუფალია სამართლებრივი შეფასებისას.
• მხარეებს არ შეუძლიათ - არც ცალკე და არც ერთობლივად - სასამართლოს იძულება,
წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეამოწმოს მხოლოდ ან უპირატესად ერთი
განსაზღვრული სამართლებრივი ასპექტის ფარგლებში, ან არ განიხილოს მოთხოვნის
უფლების კონკრეტული მატერიალური საფუძველი. განსაკუთრებით მოთხოვნის
უფლებათა კონკურენციის პირობებში, მხოლოდ სასამართლოს საქმეა, გადაწყვიტოს , თუ
რომელი სამართლებრივი ასპექტებით (აგრეთვე, წინდახედულობიდან გამომდინარე , ე .წ .
დამატებითი დასაბუთებებით) დაასაბუთებს გადაწყვეტილებას, რომლითაც აკმაყოფილებს
სარჩელს. როდესაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს, სასამართლომ, ამისგან
განსხვავებით, უნდა განიხილოს მოთხოვნის უფლების ყველა ის სამართლებრივი
საფუძველი, რომლებსაც შეიძლება დააყრდნოს თავისი გადაწყვეტილება; მეტიც , ეს უნდა
მოხდეს იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელ სამართლებრივ შეხედულებებს შეეხნენ
მხარეები საქმისწარმოებისას.
• გერმანიის საპროცესო სამართლის მიხედვით, მოსამართლემ,
საჭიროებისამებრ, მხარეებთან ერთად უნდა განიხილოს მათ
შორის საქმესა და დავასთან დაკავშირებული ურთიერთობა -
როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი კუთხით - და
დასვას კითხვები. მოსამართლემ ხელი უნდა შეუწყოს მხარეთა
მიერ დროული და სრულყოფილი განმარტებების გაკეთებას
ყველა არსებით ფაქტზე; განსაკუთრებით იმას, რომ მხარეებმა
განავრცონ არასაკმარისად წარმოდგენილი მითითებები
მოყვანილ ფაქტებზე, დაასახელონ მტკიცებულებები და
დააყენონ საქმისთვის მნიშვნელოვანი შუამდგომლობები .
სასამართლოს ეს ვალდებულება საქმისწარმოების
ხელშეწყობის მხრივ გავლენას არ ახდენს შეჯიბრებითობის
პრინციპზე, ვინაიდან მხარეებს სრული დამოუკიდებლობა აქვთ,
რომ გადაწყვიტონ, რა სახით მოახდენენ რეაგირებას
მოსამართლის მითითებებზე. განსაკუთრებით, დაურთავენ თუ
არა საქმეს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მათთვის
ხელსაყრელი იქნებოდა მოსამართლის მითითების მიხედვით
• საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლი.
6. სამართალწარმოების სახელმწიფო ენაზე
განხორციელების პრინციპი
მე-9-ე მუხლის მე- 4-ე ნაწილი
• სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არ
მცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.

• საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე -


აფხაზური.
• ნებისმიერი დოკუმენტი სასამართლოს უნდა წარედგინოს სახელმწიფო ენაზე. თუ
დოკუმენტი საჭიროებს სახელწმიფო ენაზე თარგმნას, იგი უნდა ითარგმნოს
სახელმწიფო ენაზე, დამოწმდეს სათანადოდ და ისე წარედგინოს სასამართლოს.
• იმ ენის არჩევანის უფლება, რა ენაზეც პირმა უნდა მისცეს ახსნა-განმარტება
სასამართლოს, მხოლოდ ამ პირს ეკუთვნის. სასამართლო არ არის
უფლებამოსილი გადაწყვიტოს ეს საკითხი.
• თარჯიმნის მომსახურებით სამართალწარმოების არმცოდნე პირი სარგებლობს
უსასყიდლოდ.
• სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლი.
• სამართალწარმოების სახელმწიფო ენაზე განხორციელების პრინციპის დარღვევა
განიხილება, როგორც სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმათა არსებითი
და უხეში დარღვევა, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო
გადაწყვეტილების გაუქმებას.
7. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობის პრინციპი.

მუხლი 9. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა


1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომებზე, თუ ეს არ
ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს.
დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია აგრეთვე
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მხარის
მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
11. სასამართლოს შენობაში, ასევე სამოქალაქო საქმის განხილვის ფოტო-,
კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
დადგენილი წესით. (11.07.2007. №5290 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს)
2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობენ მხარეები და მათი
წარმომადგენლები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში _ მოწმეები ,
ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები.
3. საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს გამოაქვს
მოტივირებული განჩინება.
• პროცესის საქვეყნოობა იმაში მდგომარეობს,
რომ ყველა მსურველს უფლება აქვს
თავისუფლად დაესწროს სასამართლო
სხდომას, იმყოფებოდეს სხდომის დარბაზში
საქმის განხილვის დროს პროცესის
დაწყებიდან , მის დამთავრებამდე.
• სამოქალაქო საქმის დახურულ სხდომაზე
განხილვის ორი სახე არსებობს:
1. ყველა შემთხვევაში როდესაც ამას უპირობოდ
მოითხოვს კანონი.
2. მხარის ან მისი წარმომადგენლის
შუამდგომლობით ან სასამართლოს
ინიციატივით
• მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება (1.05.2013 N 580)
1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო -, ვიდეოჩაწერა . სასამართლომ
მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო -, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა . თუ სასამართლოს
მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე , მხარეები
ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო -, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე .
2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის
ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია
განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე . საზოგადოებრივი მაუწყებელი
ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი
მოთხოვნისთანავე.
3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით , ასეთი
უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ
საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე . თუ ასეთი განცხადება
წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ , მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის
საფუძველზე. პირს , რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას , ეკისრება იმავე
პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც . (12.06.2015. N3696 ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან)
4. სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო -, ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ
წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება ,
სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა .
აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისას დაუშვებელია სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა , ხმაური , შუქის
ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს .
ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს ) შეუძლია მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზომები .
5. თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ , სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება , კინო -, ვიდეო -,
აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების , მათი ვინაობის , გარეგნული ნიშნების ან /და სხვა
პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე .
6. თუ დაზარალებულის ან/და მოწმის უსაფრთხოების ინტერესები ამას მოითხოვს , მხარის მოტივირებული შუამდგომლობის
საფუძველზე სასამართლოს შეუძლია აკრძალოს დაზარალებულის ან /და მოწმის გადაღება , მისი ვინაობის , გარეგნული
ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელა .
7. ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება , კინო -, ვიდეო -, აუდიოჩაწერა და ეთერში
გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე . დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს
შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების , მათ შორის , მობილური ტელეფონის , კომპიუტერის , ფოტო -, კინო -,
ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა .
8. კანონიერების პრინციპი

• სამოქალაქო პროცესი უფლების დაცვის ერთ-ერთი ფორმაა და კანონის


დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დარღვეული
ან სადავო უფლების სათანადო დაცვა კანონით დადგენილი საპროცესო
წესით და ასევე განახორციელოს მიღებული გადაწყვეტილების
აღსრულებაც.
• სასამართლო ვალდებულია საქმე საქართველოს კონსტიტუციის და
კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტოს.
• სასამართლომ ნებისმიერი აქტის მიღებისას თუ საპროცესო მოქმედების
განხორციელებისას სწორად უნდა გამოიყენოს როგორც მატერიალური
(რეგულაციური) სამართლის, ისე საპროცესო სამართლის შესაბამისი
ნორმები.
• გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იქნეს, თუ რომელი კანონის
საფუძველზე გადაწყდა ეს კონკრეტული დავა
• კანონიერების პრონციპის განხორციელება უზრუნველყოფილია მთელი
რიგი საპროცესო გარანტიებით. ეს გარანტიებია: მოსამართლეთა
დამოუკიდებლობა და მხოლოდ კანონისადმი მათი მორჩილება, კანონისა
და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობა, პროცესის
შეჯიბრებითობა, მხარეთა თანასწორუფლებიანობა, საქმის განხილვის
საქვეყნოობა, საქმის განხილვის უშუალობა და ასე შემდეგ
9. დისპოზიციურობის პრინციპი

მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი


1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ
კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის
ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის
საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის
(განცხადების) შეტანის შესახებ.
2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით
დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე,
ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

ვისაც სურს განახორციელოს თავისი უფლებები , თვითონვე უნდა იზრუნოს ამაზე .


პიროვნება თავისუფალია განკარგოს საკუთარი მატერიალური უფლებების და
ამ უფლებების დაცვის საპროცესო საშუალებები
• დისპოზიციურობის პრინციპი გერმანულ სამართალშიც შეუზღუდავად
მოქმედებს წარმოების დაწყებისა და დავის საგნის განსაზღვრისას.
• დისპოზიციურობის პრინციპი არ აბრკოლებს სასამართლოს
პროცესის აქტიურად მართვაში.
• სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
საპროცესო გარანტიაა, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას , რომ
სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აბსოლუტურია, რომლის
შეზღუდვა დაუშვებელია. იმ შემთხვევაში, თუ პირი ამ უფლებას ბოროტად
გამოიყენებს, ანუ სასამართლოს უფლების რეალურად დაცვის მიზნით
კი არ მიმართავს, არამედ სასამართლო რესურსის ფუჭად გახარჯვის,
მეორე მხარისათვის საპროცესო-სამართლებრივი დისკომფორტის
ან სხვა არაკანონიერი მიზნით და ეს აშკარაა, სასამართლო
უფლებამოსილია მისი განცხადება წარმოებაში არ მიიღოს, რაც
დეტალურად უნდა იყოს ასახული და მოტივირებული იმ საპროცესო
დოკუმენტში, რომლის საფუძველზეც მხარის სასამართლო
ხელმისაწვდომობის უფლება შეიზღუდა
• სარჩელის მიღებაზე უარის თქმა მარტოოდენ იმ დასაბუთებით, რომ
სასარჩელო მოთხოვნას დაკმაყოფილების პერსპექტივა არ გააჩნია,
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის
კონტექსტში სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების უხეშ
დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.
• მხარეების მიერ დავის საგნის განსაზღვრა დისპოზიციურობის
პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. ეს იმას ნიშნავს,
რომ სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს სასარჩელო
მოთხოვნის ფარგლებს, შეცვალოს სარჩელის საგანი და
საფუძველი, გაადიდოს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა.
• აღნიშნული უფლება დისპოზიციურობის პრინციპიდან
გამომდინარე, მოსარჩელის პრეროგატივაა. სწორედ ის არის
უფლებამოსილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებული წესითა და ფარგლებში საკუთარი
სასარჩელო მოთხოვნის მოდიფიცირება მოახდინოს.
• დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს
არამარტო მოსარჩელის უფლება, განსაზღვროს დავის საგანი,
არამედ გადაწყვიტოს ისიც, თუ ვის მიმართ იქნეს წარდგენილი
მოთხოვნა.
• ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც სასამართლო მოპასუხეთა
წრის შერჩევაში ერევა, სავალდებულო თანამოპასუხეობაა,
მაგალითად, როდესაც სარჩელის საგანს საერთო უფლება
წარმოადგენს (სსსკ 86.„ა“)
• მხარეთა მორიგება დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა .
მხარეები უფლებამოსილნი არიან თავად განსაზღვრონ აღსასრულებელი
აქტით (განჩინებით) დამტკიცებული შეთანხმების პირობები და მორიგების
გზით დაასრულონ დავა. მორიგება მხარეთა შეთანხმებაა, შესაბამისად,
მიიჩნევა, რომ მორიგება სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა , რომელზეც
მხარეები ორმხრივად თანხმდებიან და რომელიც სასამართლოს მხრიდან
განჩინებით მტკიცდება, რაც მხარეთა შეთანხმებას სავალდებულოდ
შესასრულებელ და იძულებით აღსასრულებელ დოკუმენტად აქცევს.
მხარეებს უფლება აქვთ სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მორიგდნენ,
მათ შორის, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც. მხარეთა
მორიგება მხარეთა უფლებაა, ამავდროულად აღნიშნული გზით დავის
დასრულება სასამართლოს პრიორიტეტია. საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსით რეგლამენტირებულია, რომ სასამართლომ ყველა ზომა
უნდა მიიღოს დავის მორიგების დასრულების მიზნით. მათ შორის, სასამართლო
უფლებამოსილია მხარეებს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზეც
მიუთითოს და ამ გზით დავის მორიგებით დასრულების მიზანშეწონილობაში
დაარწმუნოს.
• მართალია, მორიგება მხარეთა უფლებაა, რომლის გამოყენება მათ
სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ , თუმცა , აღნიშნული
არ ნიშნავს იმას, რომ მათ სრული, აბსოლუტური (შეუზღუდავი) უფლებები აქვთ
მორიგების პირობების განსაზღვრის კონტექსტში. მორიგების დადებისას
მხარეები სამოქალაქო გარიგების დადების თავისუფლებით
სარგებლობენ, თუმცა, გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს, ზნეობის
ნორმებს და არ უნდა არღვევდეს მესამე პირის ინტერესებს.
• როგორც სარჩელის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებაა
დისპოზიციურობის გამოვლინება, ასევე სარჩელზე უარიც მოსარჩელის
დისპოზიციური უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეს (მოსარჩელეს )
ნებისმიერ დროს აქვს უფლება, უარი თქვას თავის სასარჩელო
მოთხოვნაზე. მხარე უფლებამოსილია, უარი თქვას, როგორც მთლიან
სასარჩელო მოთხოვნაზე, ისე მის ნაწილზე 46. თუმცა , ნიშანდობლივია , რომ
სასამართლომ მოსარჩელისათვის იმ სამართლებრივი შედეგების
განმარტება უნდა უზრუნველყოს, რომელიც სარჩელზე უარს სდევს თან .
• დისპოზიციურობა, როგორც ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა .
• სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია , რომ მოპასუხე
აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ
მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას .
• სარჩელის გამოხმობის უფლებაც დისპოზიციურობის პრინციპის
გამოვლინებაა, რა დროსაც, მოსარჩელე მის მიერ ინიცირებულ
სასარჩელო წარმოებაზე უარს ამბობს, თუმცა, აღნიშნული უარი
დროებითი ხასიათისაა და მოსარჩელეს იმავე დავაზე იმავე საფუძვლითა
და იმავე მხარის მიმართ სარჩელის ხელახლა აღძვრის უფლებას
უტოვებს.
• სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და ასევე უარი მის
გასაჩივრებაზე, ასევე წარმოადგენს მხარის დისპოზიციური უფლების
გამოვლინებას.
 
10. ზეპირობისა და წერილობითობის შეხამების პრინციპი

• სამოქალაქო პროცესი აგებულია ამ


ორი საწყისის შეხამებაზე.
• სასამართლო საქმეს იხილავს როგორც
წესი ზეპირად.
• სამართალწარმოება სასამართლოში
ხორციელდება წერილობითისა და
ზეპირი ფორმის შეხამებით
11. უშუალობის პრინციპი

• მტკიცებულებები სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს


უშუალოდ, უშუალო აღქმის საფუძველზე.
• სასამართლო გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს
მხოლოდ სასამართლო სხდომაზე შემოწმებულ და
გამოკვლეულ მტკიცებულებას.
• სასამართლო პირადად უნდა გაეცნოს მტკიცებულებებს და
არა სხვა პირთა მეშვეობით.
• უშუალობა იმაში მდგომარეობს, რომ საქმის განხილვის
დროს პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებულია
პირადად, ე.ი. უშუალოდ გამოიკვლიოს მტკიცებულებები,
ანუ უშუალოდ მოისმინოს მხარეთა ახსნა-განმარტებები,
მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტთა დასკვნები, გაეცნოს
წერილობით მტკიცებულებებს, დაათვალიეროს ნივთიერი
მტკიცებულებები.
12. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულობის პრინციპი

მუხლი 10. სასამართლო გადაწყვეტილებათა


სავალდებულოობა
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს
გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები),
აგრეთვე თავისი უფლებამოსილების
განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული
მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა
სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო
საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის,
ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ
მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

You might also like