You are on page 1of 13

2)აღწერეთ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების მოდელები და მიუთითეთ მათი

ძირითადი მახასიათებლების თაობაზე. გვ17-24

ესეიგითითოეული სახელმწიფო თავადვე განსაზღვრავს თუ მართლმსაჯულების


როგორი მოდელი დაამკვიდროს. არსებობს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების 2
მოდელი: კონცენტრირებული და დიფუზური მართლმსაჯულების მოდელები. ჯერ
განვიხილოთ დიფუზური მართლმსაჯულების მოდელი.

დიფუზური მართლმსაჯულების მიხედვით უზენაესი/უმაღლესი სასამართლო


გარდა, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებისა, განიხილავს ასევე
კონსტიტუციურ-სამართლებრივ დავებსაც. დიფუზურ მოდელს უწოდებენ ასევე
ამერიკულ ან ანგლო-საქსურ მოდელსაც, რადგანაც მისი პროტოტიპი სწორედაც რომ
აშშ-ა.

ხსენებული მოდელის მიხედვით, საერთო იურისდიქციის ნებისმიერ სასამართლოს


შეუძლია კანონის არაკონსტიტუციურდ ცნობა და თუ ეს გასაჩივრდება უზენაესში
და უზენაესიც არაკონსტიტუციურად ცნობს, მაშინ ეს გადაწყვეტილება
სავალდებულო იქნება ყველა სხვას ასამართლოსთვის. მიუხედავად იმისა რომ
კანონი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, იგი მაინც აგრძელებს მოქმედებას და
მის გასაუქმებლად პარლამენტია საჭირო.

დიფუზური მოდელი ხასიათდება 4 ძირითადი ნიშნით:

1) საკონსტიტუციო კონტროლი ატარებს უნივერსალურ ხასიათს, ანუ იგი


ვრცელდება არა მხოლოდ კანონებზე, არამედ ყველა ნორმატიულ აქტზე.

2) საკონსტიტუციო კონტროლი არასისტემატიზირებულ ხასიათს ატარებს. იგი


ხორციელდება დროგამოშვებით, აქვს კონკრეტული ხასიათი და შესაზლებელია,
განხორციელდეს ნებისმიერი დონის საერთო სასამართლოს მიერ, ნებისმიერი საქმის
განხილვისას, რომელიც ეხება მოქალაქეთა კანონიერ ინტერესს.

3) საკონსტიტუციო კონტროლი ატარებს კაზუალურ ხასიათს. მისი


განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში,
როდესაც ერთ-ერთი მხარე მიიჩნევს, რომ მეორე მხარის მოთხოვნა ეფუძნება
კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმას.

4) საკონსტიტუციო კონტროლი ატარებს შეზღუდულ შედარებით ხასიათს.


სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა მხოლოდ მოდავე მხარეებისთვის ,
არ ვრცელდება სხვა სუბიექტებზე და არ შეიძლება მისი შემდგომი გამოყენება
ანალოგიური საქმეების განხილვისას.
რაც შეეხება დიფუზური მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებს. დიფუზური
მოდელის დადებით მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ იგი იძლევა დასმულ
საკითხთან დაკავშირებით სამართლიანობის სწრაფ და შეუფერხებელ
შესაძლებლობას. ხოლო რაც შეეხება უარყოფით მხარეს, მთავარი უარყოფითი ისაა,
რომ აწ უკვე ერთხელ განხილული საკითხი შესაძლოა კიდევ ერთხელ განიხილოს
სასამართლომ, რადგანაც როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს ნორმის
არაკონსტიტუციურობაზე, ამ გადაწყვეტილების მოქმედების ფარგლები
შეზღუდულია მხოლოდ კონკრეტულ პირთა წრით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას
რომ დიფუსური მართლმსაჯულება არის არასტაბილური, რადგანაც მოქალაქე ვერ
დაეფუძნება უკვე არსებულ პრეცედენტს, მხოლოდ იმიტომ რომ სასამართლომ მის
შემთხვევაში შეიძლება სრულიად სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღოს.

ახლა გადავიდეთ კონცენტრირებულ მართლმსაჯულების მოდელზე. აღნიშნული


მოდელის პირობებში არდებობს სპეციალიზირებული მოდელი, რომელიც
ახორციელებს საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას საკონსტიტუციო
სამართალწარმოების გზით. გარდა საკონსტიტუციო სასამართლოებისა, ამ მოდელის
პირობებში შეიძლება ასევე შეიქმნას კვაზისასამართლო ორგანოები, როგორებიცაა:
საკონსტიტუციო საბჭო, საკონსტიტუციო კომიტეტი, პალატა და ა.შ.

მართლმსაჯულების კონცენტრირებული მოდელი საკმაოდ ქმედითია, რაც


რამდენიმე ფაქტორში გამოიხარება. თუნდაც ის რომ საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტების გასაუქმებლად არაა საჭირო
პარლამენტის დამატებითი გადაწყვეტილება. არაკონსტიტუციურად ცნობა
თავისთავად გაუქმებას ნიშნავს. ასევე ამ მოდელის დადებითი არის ის რომ იგი
გამოყოფილია საერთო სასამართლოების სისტემისგან და მათგან დამოუკიდებლად
მოქმედებს.

საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ამ მოდელს საფუძველი ჩაეყარა 1849 წელს,


გერმანიაში, ე.წ. „წმინდა პავლეს ეკლესიის“ სხდომაზე. შემუშავდა პროექტი,
რომელიც შეიცავდა არა მხოლოდ ადამიანთა უფლებათა ჩამონათვალს, არამედ მათი
დაცვის გარეანტიებსაც, რაც გულისხმობდა სპეციალური სასამართლოს შექმნას,
რომელიც უზრუნველყოფდა ამ ყოველივეს. გარდა ამისა, მოქალაქეებსაც
ენიჭებოდათ უფლება რომ გაესაჩივრებინათხელისუფლების წამომადგენელთა
ნებისმიერი არაკონსტიტუციური თუ უსამართლო ქმედება (ეს პროექტი 1 საუკუნის
შემდეგ ამოქმედდა გერმანიაში).
ახლა ვისაუბროთ კონცენტრირებული მოდელის უპირატესობებზე დიფუზურ
მოდელთან შედარებით:

• დიფუზურის დროს ნორმის არაკონსტიტუციურობის საკითხი მხოლოდ


მონკრეტული დავის დროს განიხილება, ხოლო კონცენტრირებულის დროს
სასამართლოს მოსარჩელემაც კი შეიძლება მიმართოს ამგვარი მოთხოვნით.

• დიფუზურის დროს კონკრეტულ საქმეთა განხილვა საერთო სასამართლოების


ინსტანციების გავლით ხდება, რაც დაკავშირებულია ხანგრძლივ და საკმაოდ ძვირ
პროცესთან, ხოლო კონცენტრირებულის დროს არსებობს მხოლოდ 1 ორგანო,
რომელიც უშუალოდ კონცენტრირებულია ამ ტიპის დავების განხილვაზე.

• დიფუზურის დროს მოსამართლეს შეუძლია აკრძალოს არაკონსტიტუციური


ნორმის გამოყენება, მისი მოქმედება შეაჩეროს, თუმცა მაც მისი გაუქმება არ შეუძლია
და მთელი ამ დროის განმავლობაში ნორმა აგრძელებს მოქმედებას (კონგრესს უნდა
მიმართოს სასამართლომ ნორმის გაუქმების თხოვნით). თუმცა კონცენტრირებულის
შემთხვევაში ეს ძალიან მარტივადაა, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე,
არაკონსტიტუციურად ცნობა თავისთავად გაუქმებას ნიშნავს.

• ძირიტადი უპირატესობა არის ის რომ კონცენტრირებული მოდელის დროს


არსებობს სპევიალური ორგანო, რომელიც უშუალოდ ორიენტირებულია ერთი
ტიპის საქმეთა განხილვაზე, რაც სამართლაწარმოების ხარისხს საკმაოდ ზრდის.

• სპეციალიზებული სასამართლო საკითხს უფრო დეტალურად და


ამომწურავად შეისწავლის.

• ასევე კონცენტრირებულ მოდელში საკონსტიტუციო სასამართლოს


გადაწყვეტილება საყოველთაო ხასიათს ატარებს.

• საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, მაშინ როდესაც


საერთო სასამართლოების შემთხვევაში გვაქვს ინსტანციები.

• რაც შეეხება დიფუზური მოდელის დადებითს, ეს არის სასამართლო სისტემის


უფლებამოსილება, იმსჯელოს კანონების კონსტიტუციურობაზე, რაც იმას ნიშნავს,
რომ სასამართლო მუდამ ორიენტირებულია კონსტიტუციის დაცვაზე.

4)დაახასიათეთ საკონსტიტუციო კონტროლის სახეები და იმსჯელეთ


საკონსტიტუციო კონტრ

ოლის არსის თაობაზე. გვ3-5, კახიანიდან გვ24-29


საკონსტიტუციო კონტროლის არსი

საკონსტიტუციო კონტროლის ზოგადი არსი ნორმატიულ აქტთა


კონსტიტუციურობის საკითხის დადგენაა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუცია ქვეყანაში უმაღლესი


იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტია, იგი ძირითადი, კანონია
რომლისგანაც ყველა სხვა სამართლებრივი აქტი თუ კანონი გამომდინარეობს.
ამიტომაც ყველა მათგანი კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს. კონსტიტუციით
გარანტირებული სიკეთეები რომ დაცული იყოს, აუცილებელია კონსტიტუციის
უზენაესობის დაცვა და მისი მუდმივი კონტროლი. არის შემთხვევები როცა
კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპი შეიძლება დაიღვეს, იქიდან გამომდინარე
რომ ზოგჯერ სამართლებრივი აქტი არ შეესაბამება კონსტიტუციას ან პირდაპირ
ეწინააღმდეგება, ამ დროს საჭიროა კონსტიტუციის დაცვა, რაც საკონსტიტუციო
კონტროლის გზით ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის დაცვის
ვალდებულება აქვს ყველა საჯარო თუ კერძო, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს,
სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, სამართლებრივი აქტის
საკონსტიტუციო კონტროლისა და კონსტიტუციის დადგენილი სამართალწარმოების
წესით შემოწმების უფლებამოსილება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს, სწორედ საკ. სასამართლოს არსიდან გამომდინარეობს
საკონსტიტუციო მართლმსაჯულება (საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელება
სპეციალური სამართალწარმოების მიხედვით).

ტერმინი საკონსტიტუციო სამართალწარმოება გამოიყენება იმ პროცესუალური


მოქმედებების აღსანიშნავად, რომელსაც ახორციელებს საკონსტიტუციო
სასამართლო კონკრეტული საქმის

განხილვის ეტაპზე. რაც უფრო ეფექტიანი იქნება კონტროლი უფრო უკეთ იქნება
უზრუნველყოფილი კონსტიტუციური ღირებულებების დაცვა.

ჰანს კელზენი მიიჩნევდა რომ კონსტიტუციის როგორც უმთავრესი, ძირითადი


კანონის სამართლებრივი დაცვა აუცილებელი იყო. მისი მტკიცებით, თუ უფლებათა
შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არ არის გამართლებული, მაშინ ამ მიზნის
მიღწევის საშუალებაც ვერ იქნება გამართლებული. იგი მიიჩნევდა რომ
კანონმდებლის დასახული მიზნის ემოწმება - კონსტიტუციასთან შესაბამისობის
შეფასება - არის სწორედ კონსტიტუციის დაცვის საუკეთესო მექანიზმი და იგი
საკონსტიტუციო მართლმსაჯულებით ხორციელდება.

საკონსტიტუციო კონტროლის სახეები


სხვადასხვა ქვეყანაში საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტი არაერთგვაროვანია.
თითქმის ყველა სახელმწიფოში იგი თავისებურებებით ხასიათდება.

1) დროში განხორციელების მიხედვით საკონსტიტუციო კონტროლი შეიძლება იყოს


წინასწარი (პრევენციული) ან შემდგომი (რეპრესიული).

წინასწარია კონტროლი, როდესაც სამართლებრივი აქტის კონსტიტუციურობის


შემოწმება ხდება მის ძალაში შესვლამდე, ხოლო შემდგომია კონტროლი, როდესაც
საკითხი ამა თუ იმ აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე განიხილება ამ აქტის
ძალაში შესვლის შემდეგ. წინასწარი კონტროლის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ
იგი სადავო სამართლებრივი აქტის პროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის
შემოწმების საშუალებას იძლევა, რაც ცხადია ამცირებს ალბათობას, რომ უკვე ძალაში
შესული აქტი კონსტიტუციასთან შეუსაბამო რაიმე დებულებებს შეიცავდეს. ეს,
თავის მხრივ, ხსნის კანონქვემდებარე აქტების შემდგომი გაუქმების პრობლემასაც,
რაც, როგორც წესი, ხდება შემდგომი კონტროლის პირობებში კანონის
არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში. ნაკლი კი ისაა, რომ კონტროლის ამ
ფორმის განხორციელების შემთხვევაში, კონტროლის ორგანო იძულებულია
იმსჯელოს იმ აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ შესულა
ძალაში და შესაბამისად, არც ამ აქტის მოქმედებით გამომდინარე მოსალოდნელი
შედეგები არის მისთვის ცნობილი, ანუ არ არსებობს პრაქტიკიდან მიღებული
ინფორმაცია ამ აქტის რეალიზაციის შედეგების თაობაზე.

წინასწარი საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმს საქართველოს კანონმდებლობაც


ამკვიდრებს. მაგ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია
განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების
საკონსტიტუციო კონტროლი მათ რატიფიცირებამდე.

პრეზიდენტის ვეტოსაც განიხილავენ როგორც კონსტიტუციის სამართლებრივი


დაცვის ერთ-ერთი ძლიერმოქმედ საშუალებად. კანონპროექტზე ხელის მოწერამდე
პრეზიდენტს შეუძლია შეამოწმოს ამ აქტის კონსტიტუციურობაც (რეალურად, ამ
სამუშაოს პრეზიდენტის კანცელარია ან პრეზიდენტს დაქვემდებარებული რომელიმე
სხვა ორგანო ასრულებს). შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტის ვეტო წინასწარი
კონტროლის ფორმით ხორციელდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ჯერ კიდევ
ხელმოუწერელი და აუმოქმედებელი აქტის კონსტიტუციურობის საკითხი
განიხილება.თუმცა ავტორების აზრით პრეზიდენტის ვეტოზე საქმე გვაქვს
საკონსტიტუციო ზედამხედველობასთან და არა საკონსტიტუციო კონტროლთან,
გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც წესი, ვეტო სუსპენზიურ ხასიათს ატარებს, ანუ
პრეზიდენტის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში საბოლოო არ არის და იგი შეიძლება
გადალახული იქნეს პარლამენტის წევრთა კანონით განსაზღვრული უმრავლესობის
მიერ.

2) განხორციელების ადგილის მიხედვით საკონსტიტუციო კონტროლი შეიძლება


იყოს შინაგანი ან გარეგანი.

შინაგან კონტროლს ახორციელებს თავად აქტის გამომცემი ორგანო, ხოლო გარეგანი


კონტროლი ხორციელდება არა აქტის მიმღები ორგანოს მიერ. შინაგანი კონტროლი,
როგორც წესი, პრევენციული კონტროლის ფორმით ხორციელდება. ამის მაგალითია
პარლამენტის საქმიანობა, რაც კანონშემოქმედითობას უკავშირდება. საკანონმდებლო
პროცესის სხვადასხვა სტადიაზე პარლამენტი უდიდეს სამუშაოს ასრულებს
სამართლებრივი აქტების პროექტების კონსტიტუციურობის შემოწმების
თვალსაზრისით და კონსტიტუციასთან შეუსაბამო სამართლებრივი აქტების
მიღებაზე უარით.

შინაგანი კონტროლის პროცედურა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაშიც არის


დამკვიდრებული. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის
შესაბამისად, პარლამენტის ბიურო აკეთებს დასკვნას შეესაბამება თუ არა, ან ხომ არ
ეწინააღმდეგება ესა თუ ის კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას. ცხადია,
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს კანონმდებლობაში საქართველოს
კონსტიტუციაც მოიაზრება, შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში, იურიდიული
დეპარტამენტი კანონპროექტის კონსტიტუციურობასაც ამოწმებს.

რაც შეეხება გარეგან კონტროლს, იგი როგორც წესი, მომდევნო კონტროლის ფორმით
ხორციელდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თერთმეტი სხვადასხვა
უფლებამოსილებით არის აღჭურვილი. ყოველი უფლებამოსილების რეალიზაციის
პროცესში ადგილი აქვს გარეგან კონტროლს, რადგან ამ უფლებამოსილებების
ფარგლებში სასამართლო ამოწმებს სხვადასხვა ორგანოს თუ თანამდებობის პირის
მიერ მიღებული აქტის ან ქმედების კონსტიტუციურობას. ამასთან, ერთადერთი
გამონაკლისის გარდა საკონსტიტუციო კონტროლი ყოველთვის მომდევნო
კონტროლის ფორმით ხორციელდება.

3) ფორმის მიხედვით საკონსტიტუციო კონტროლი შეიძლება იყოს კონკრეტული ან


აბსტრაქტული.

კონკრეტული კონტროლის პირობებში, საკითხი ამა თუ იმ აქტის


კონსტიტუციურობის თაობაზე, როგორც წესი, განიხილება და წყდება კონკრეტული
სასამართლო დავის შემთხვევაში, ან დაკავშირებულია სამართლებრივი ნორმის
რეალიზაციის პროცესში წარმოშობილ კონკრეტულ გარემოებებთან. შესაბამისად,
იგი ყოველთვის მომდევნო ხასიათისაა.

კონტროლის აღნიშნული ფორმა ფართოდ გამოიყენება ანგლოსაქსური


სამართლებრივი სისტემის ქვეყნებში. ამ სახელმწიფოებში ნორმატიული აქტის
კონსტიტუციურობის საკითხი, როგორც წესი, დგება როცა კონკრეტული საქმის
განხილვისას სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ კანონი ან მისი ნორმა, რომლის
საფუძველზეც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არ შეესაბამება კონსტიტუციას,
უნდა შეწყვიტოს საქმის განხილვა და თავადვე იმსჯელოს საეჭვო ნორმის
კონსტიტუციურობაზე.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი კონკრეტული კონტროლის ფორმა ზოგიერთ


საკონსტიტუციო კონტროლის ევროპული მოდელის სახელმწიფოშიც არის
დამკვიდრებული, ანუ იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც საკონსტიტუციო
სასამართლოები ფუნქციონირებენ. განსხვავება ამერიკული მოდელისგან ის არის,
რომ როდესაც კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო მიდის დასკვნამდე,
რომ კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც მან საქმეში უნდა გამოიყენოს არ
შეესაბამება კონსტიტუციას, მან უნდა შეაჩეროს საქმის განხილვა და მიმართოს
საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული აქტის კონსტიტუციურობის საკითხის
გარკვევის მოთხოვნით. კონტროლის ეს ფორმა არსებობს გერმანიაში, ავსტრიაში,
ესპანეთში, ბელგიაში, თურქეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში, მათ შორის
საქართველოშიც.

თუმცა საქართველოში კონკრეტული კონტროლის სხვა როცედურაც არსებობს.


კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ”
ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო პირის სარჩელის საფუძველზე
უფლებამოსილია შეამოწმოს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობა
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად
უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. ამ უფლებამოსილების
ფარგლებში განხორციელებული საკონსტიტუციო კონტროლიც კონკრეტულ
კონტროლად განიხილება, რადგან კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია მხოლოდ
კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, თუ სადავო
ნორმატიული აქტი უშუალოდ (კონკრეტულად) მოსარჩელის კონსტიტუციის მეორე
თავით აღიარებულ უფლებას არღვევს.

რაც შეეხება აბსტრაქტულ კონტროლს, იგი საკონსტიტუციო კონტროლის


ორგანოების მიერ კონკრეტული სასამართლო დავისგან ან სხვა რაიმე კონკრეტული
გარემოებებისგან დამოუკიდებლად ხორციელდება, ანუ კონტროლის ამ ფორმის
პირობებში, საკითხი ამა თუ იმ აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე შეიძლება
აღიძრას ნებისმიერ დროს, მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. კონტროლის ეს ფორმა
მოქმედებს საკონსტიტუციო კონტროლის ევროპული მოდელის ქვეყნებში.

6) აღწერეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების წესი და


მიუთითეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატთა მიმართ მოთხოვნები, ანუ ცენზები (45-52).

ფორმირების წესი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება.


საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში ხელისუფლების სხვადასხვა შტო
მონაწილეობს და თითოეული მათგანი დანიშვნა/არჩევის უფლებამოსილებით
თავად სარგებლობს. საქართველოს კონსტიტუციის (მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი)
თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 3-ს ნიშნავს
პრეზიდენტი, 3-ს სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5-ის უმრავლესობით ირჩევს
პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. ამგვარი
თანაფარდობა დადგინდა 1995 წლის კონსტიტუციის მიღების დღიდან და დღემდე
უცვლელია. თუმცა, გარკვეული ცვლილებები მაინც შეინიშნება. კერძოდ,
პარლამენტი 3 წევრს ირჩევდა არა სრული, არამედ სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე


არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა განწესდება საკონსტიტუციო
სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მისი წინამორბედის
უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუადრეს მის
მიერ ფიცის დადების მომენტისა.

იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება


ვადაზე ადრე შეუწყდება, ამ ფაქტიდან არაუგვიანეს 20 დღისა განწესდება
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება
მის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ
არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე
შეწყვეტა დაემთხვა საქართველოს პარლამენტის არასასესიო პერიოდს,
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი განწესდება პარლამენტის უახლოესი
სესიის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში.
• საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნა

საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს


შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი
საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 3-ს ნიშნავს ერთპიროვნულად.

2004 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად შეიცვალა საქართველოს


პრეზიდენტის სტატუსი, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში
აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
გამოითქვა წინადადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დასანიშნი
კანდიდატურა პრეზიდენტისთვის წარედგინა მთავრობას, თუმცა ამ წინადადების
გაზიარების აუცილებლობა დადგა არა 2004, არამედ 2010 წლის საკონსტიტუციო
რეფორმის შედეგად, როდესაც საქართველოს მთავრობამ აღმასრულებელი
ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს სტატუსი შეიძინა, ხოლო პრეზიდენტს
ჩამოსცილდა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ძირითადი
ფუნქციები.

2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმამ საქართველოს პრეზიდენტი თითქმის


სრულად ჩამოაცილა აღმასრულებელ ხელისუფლებას და მას მხოლოდ სახელმწიფოს
მეთაურის სტატუსი დაუტოვა, როგორც ეს საპარლამენტო რესპუბლიკისთვისაა
დამახასიათებელი, თუმცა პრეზიდენტს მაინც დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოს
შემადგენლობის 1/3-ის ერთპიროვნულად დაკომპლექტების უფლებამოსილება.
რეალურად კი საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი
საერთოდ აღარ წარმოადგენს ხელისუფლების არც ერთ შტოს, ამიტომ აღნიშნული
საკითხი შეიძლება ითქვას, რომ სამომავლო გადაწყვეტას საჭიროებს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისას პრემიერ-მინისტრის
თანახელმოწერის (კონტრასიგნაციის) შემოღებით. გარდა ამისა, დღეს
აღმასრულებელი ხელისუფლება დაკავშირებულია პარლამენტთან
ნდობა/უნდობლობის პროცედურით და შესაძლოა, სხვა საკითხებთან ერთად ეს
გარემოებაც იყოს გასათვალისწინებელი.

• პარლამენტის მიერ არჩევა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს სრული შემადგენლობის


არანაკლებ 3/5-ის უმრავლესობით ნიშნავს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის
მიერ მოსამართლის არჩევის წესი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
წესრიგდება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარე,
ფრაქცია, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი
წარუდგენს კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე.
თავის მხრივ, პარლამენტი სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით,
ამავდროულად, სხვა კანდიდატებზე მეტი ხმით ირჩევს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
არჩევისას პარლამენტში კენჭისყრა ფარულია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად


ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. კენჭისყრის
წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს კანდიდატთა სიას და
მათ წერილობით თანხმობას. პლენარულ სხდომაზე განხილვის დასრულების შემდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულ
კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3
წევრის არჩევისას 3 კანდიდატი მონაწილეობდა და რომელიმე მათგანმა ვერ მიიღო
ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია, უფრაქციო
პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია,
კენჭისყრიდან 10 დღის შემდეგ პარლამენტს იგივე კანდიდატურა წარუდგინოს. თუ
არჩევისას 3-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და კანდიდატთა საჭირო
რაოდენობა ვერ აირჩა, იმართება ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში, კენჭი ეყრება
იმ 3 კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს.

• უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშვნა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული


კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნ კანდიდატებს
უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ასახელებს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარე. კენჭისყრის შედეგად დანიშნულად ჩაითვლება ის სამი კანდიდატი,
რომელიც პლენუმის დამსწრე წევრთა ხმათა 2/3-ს მიიღებს. თავის მხრივ, „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პლენუმი
უფლებამოსილია, განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა
არანაკლებ ორი მესამედისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი
დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა.

ცენზები

საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის


განსაზღვრავს მოქალაქეობრივ, ასაკობრივ, განათლების, სპეციალობით მუშაობისა
და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაციის ცენზებს. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს
მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება,
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული
პროფესიული კვალიფიკაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ
შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

7)აღწერეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის სტატუსი


და მისი საქმიანობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები. გვ59-63

2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ კონსტიტუციაში დარჩა მხოლოდ


ერთი ტერმინი (აქამდე 2 იყო)-„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე“,
რომელიც ზუსტად გამოხატავდა ამ პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

უფლებამოსილების ვადები-ესეიგი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს


ირჩევენ 10 წლის ვადით, რომლის გასვლისთანავე შეუწყდება მას უფლებამოსილება.
2016 წლამდელი რედაქციით მას უფლებამოსილება მაშინ შეუწყდებოდა, როდესაც
ამოიწურებოდა ეს 10წლიანი ვადა და თუ იგი ამ დროს მონაწილეობდა საქმის
განხილვაში, უფლებამოსილება შეუწყდებოდა საქმის საბოლოო გადაწყვეტისთანავე.
თუმცა ეს ნორმა გასაჩივრდა, რადგან ასეთ შემთხვევაში რთული იყო ასეთი
მოსამართლის ჩანაცვლება და ასევე მოსარჩელე მიიჩნევდა რომ მოსამართლეს უნდა
ჰქონოდა შესაძლებლობა, კაბინეტში გასულს დაესრულებინა მიმდინარე საქმეები. ეს
10 წლიანი ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილია რომ მოსამართლემ
სრულყოფილად განახორციელოს მისი უფლებამოსილება და არ მოხდეს ხელშეშლა
და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, თუ არ იარსებებს ამის ლეგიტიმური
საფუძველი.

ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილების 10წლიანი ვადა მკაცრად იქნება


დაცული (იმენნო 10 წლის თავზე რომ გააბუნძულო მოსამართლე), შესაძლოა
პრობლემები შეიქმნას, კერძოდ შეიძლება დაყოვნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსამართლის ჩანაცვლება, რაც გამოწვეული იქნება იმით რომ ეს ჩანაცვლების
პროცედურა მეტად კომპლექსურია (უზენაესი სასამართლო და პარლამენტი
კოლეგიურად განიხილავენ კანდიდატის საკითხს და ამან რიგ შემთხვევაში
შეიძლება დიდი დრო წაიყოს), რაც შემდგომ აფერხებს საკონსტიტუციო
სასამართლოს დროულ და გამართულ ფუნქციონირებას (რაც თავის მხრივ ეჭვქვეშ
აყენებს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას).
ასევე არაკონსტიტუციურად იცნო ორგანული კანონის მე-18 მუხლის ის
ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე იმ
შემთხვევაში, თუ შესაბამისმა ორგანომ კანონით დადგენილ ვადაში ვერ ჩაანაცვლა
იგი.

იმუნიტეტი-საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტით


გათვალისწინებულია მოსამართლის იმუნიტეტი, რომლის მიხედვითაც,
მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საკნოსტიტუციო სასამართლოს ნებართვის
გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ მისგან თანხმობა არ იქნება,
თავისუფლებაშეზღუდული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს (თუ მინიმუმ 6
წევრი დაუჭერს მხარს, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება). თუ თანხმობა იქნა
საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, დაკავებული მოსამართლის
უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე (გამართლების შემთხვევაში, აღდგება უფლებამოსილება).
მოსამართლისთვის გარდა მოსამართლეობისა, მხოლოდ სამეცნიერო და
პედაგოგიური საქმიანობა შეიძლება (ანაზღაურებადი). ფიცის დადების მერე ტოვებს
სხვა თანამდებობებს.

უფლებამოსილების შეწყვეტა-საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ


ორგანული კანონით განსაზღვრულია ის შემთხვევები და საფუძვლები, როდესაც
შესაძლებელია მომსამართლის უფლებამოსილებების ვადამდე შეწყვეტა. ეს ხდება
შემდეგ შემთხვევებში: 1) თუ იგი ზედიზედ 6 თვე ვერ ასრულებდა მოვალეობას (ანუ
ვიღაცის ნათესავი თუ იყო და ისე თუ შეძვრა :დდ), ან 2) წელიწადში 3 თვე არ
ასრულებდა უფლებამოსილებას (არასაპატიო მიზეზით), 3) თუ დაიკავა
მოსამართლეობასთან შეუთავსებელი თანამდებობა, 4) დაარღვია სათათბირო
ოთახის საიდუმლოება ან 5) ჩაიდინა მისთვის შეუფერებელი საქციელი, 6) დაკარგა
საქართველოს მოქალაქეობა, 7) სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად
აღიარა ან მხარდამჭერის მიმღებად ცნო, 8) ასევე როცა არსებობს მის მიმართ
კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, 9) თუ დაიბრიდა ან უგზო-
უკვლოდ დაკარგულად იქნა აღიარებული (დაბრედილადაც შეიძლება
გამოცხადდეს). ყველა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო
სასამართლოს პლენუმი დადგენილებით (ხმების ნახევარზე მეტია საჭირო).
განსხვავებული პროცედურაა, როდესაც პირადი განცხადებით გადადგება
მოსამართლე თანამდებობიდან. ასეთ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმი ამოწმებს მისთვის წარდგენილ საბუთებს და დადასტურების შემთხვევაში
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განკარგულებით აფორმებს
უფლებამოსილების ვადამდე შეწყტევტას. ვადამდე შეწყვეტის განკარგულება
დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, უზენაეს სასამართლოსა და
პარლამენტს.

You might also like