You are on page 1of 4

სამართლებრივი დასაბუთება და არგუმენტაცია

 ჰამურაბის პრინციპები, რომლებიც დღემდე შემორჩენილია:


1) უდანაშაულობის პრეზუმფცია - პირი ითვლება უდანაშაულოდ, მანამ სანამ მისი
დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით ანუ მანამ სანამ საპირისპირო არ
დამტკიცდება.
2) სასჯელი დანაშაულის პროპორციულია - ტალიონის პრინციპი თვალი თვალის წილ
3) ადამიანი ვერ დაისჯება ისეთი ქმედებისათვის, რომელიც კანონთა კრებულით არ არის
მიჩნეული დანაშაულად.
 ჰამურაბის პრინციპი, რომელიც დღეს აღარ არის შემორჩენილი:
სასჯელის კატეგორია დამოკიდებული იყო დამნაშავის და დაზარალებულის სოციალურ
სტატუსზე. ერთი და იგივე დანაშაულზე სრულიად განსხვავებული სასჯელი იყო, იმის
გათვალისწინებით რა სოციალური სტატუსისაა დამნაშავე და დაზარალებული. თუ დამნაშავის
სოციალური სტატუსი უფრო მაღალია ვიდრე დაზარალებულის, მაშინ სასჯელი საგრძნობლად
მსუბუქდება.
 სამართალშემოქმედება არის სახელმწიფოს საქმიანობის, მისი აქტივობის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ფორმა, რომლის უშუალო მიზანია სამართლებრივ ნორმათა შექმნა, შეცვლა,
შევსება ან გაუქმება.
 სუბიექტთა წრის მიხედვით სამართალშემოქმედება შეიძლება იყოს:
პოლისუბიექტური - სამართლებრივი აქტის მიღება ხდება კოლეგიალურ რეჟიმში
მონოსუბიექტური - სამართლებრივი აქტის შემუშავება ხდება ერთპიროვნულად
 მოქმედების არეალის მიხედვით სამართალშემოქმედება შეიძლება იყოს:
ზოგადი მოქმედების - საერთო სახელმწიფოებრივი მოქმედების
ლოკალური მოქმედების - ავტონომიური რესპუბლიკების; ადგილობრივი თვითმართველობების
 სამართლებრივი აქტი შეიძლება იყოს:
ნორმატიული - მუდმივი ხასიათისაა, მრავალჯერადი გამოყენების წესი
ინდივიდუალური - ერთჯერადი ხასიათისაა
 სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის
ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მიღებული (გამოცემული) შესასრულებლად სავალდებულო აქტი.
 სამართლებრივი აქტის მახასიათებლებია:
კომპეტენცია - გამომცემ ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უფლებამოსილება
კანონიერება - სამართლებრივი აქტი მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით
სავალდებულო ხასიათი - კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს სამართლებრივი აქტის
შესასრულებლად სავალდებულო ხასიათს
 ნორმატიული აქტების იერარქია:
საკანონმდებლო აქტების იერარქია
საქართველოს კონსტიტუცია;საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
საქართველოს ორგანული კანონი;საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი;
საქართველოს კანონი; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.
კანონქვემდებარე აქტების იერარქია
საქართველოს პრეზიდენტის აქტები;
საქართველოს პარლამენტის აქტები;
საქართველოს მთავრობის აქტები;
ავტონომიების, ადგილობრივი თვითმართველობების და სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და
თანამდებობის პირების აქტები.
 ნორმატიული აქტის რეკვიზიტები
1. ნორმატიული აქტის სახე;
2. ნორმატიული აქტის სათაური;
3. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი(ცვლილების შეტანის თარ.);
4.ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (განსაზ.ვად);
5. უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;
6. ნორმატიული აქტების მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული
სარეგისტრაციო ნომერი.
 კანონქვემდებარე აქტის სტრუქტურა
1. სათაური - რის შესახებაა აქტი;
2. პრეამბულა - გადმოიცემა ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები;
3. ძირითადი ნაწილი - კონკრეტული შინაარსი;
4. დასკვნითი ნაწილი - ხელმოწერა და ძალაში შესვლის თარიღი.
 ნორმატიული აქტების ურთიერთმიმართება
თუ ქცევის მარეგულირებელმა ნორმებმა სამართლებრივი მშვიდობა და სწორი ორიენტაცია უნდა
უზრუნველყოს, მაშინ ისინი ერთმანეთს კი არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ არამედ ერთმანეთთან
უნდა იყვნენ შეხამებული.

 ნორმატიული აქტების მოქმედება სივრცეში:


1. საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მტელ ტერიტორიაზე, თუ
თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი და სავალდებულოა
შესასრულებლად;
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები მოქმედებს ავტონომიური
რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით...
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები მოქმედებს ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის მტელ ტერიტორიაზე, გარდა კანონით განსაზღვრული
შემთხვევებისა.
 ნორმატიული აქტებიგს მოქმედება პირთა წრის მიმართ:
პირთა წრის მიხედვით, ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების,
მოქალაქეობის არმქონე პირებისა და საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ, თუ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
 ნორმატიული აქტების მოქმედება დროში:
1. ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში
შედის მხოლოდ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ;
2. ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე - ეს ნიშნავს გამოქვეყნების დღეს 24
საათზე;
3. თუ ნორმატიულ აქტში მითითებულია, რომ იგი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებიდან
განსაზღვრული დროის შემდეგ, მისი ძალაში შესვლის თარიღის ათვლის დროს
გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი გამოქვეყნების დღე;
4. ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან ამავე აქტით
სხვა რამ არ არის დადგენილი;
5. ნორმატიული აქტი შეიძლება მიღებულ იქნეს განსაზღვრული ვადითაც, ამ ვადის გასვლის
შემდეგ კი ნორმატიული აქტი ითვლება ძალადაკარგულად.
 10 პრინციპი
1. კანონიერების პრინციპი - ვლინდება როგორც სამართლებრივი აქტების მიღების
პროცედურასთან,ისე მის შინაარსთან მიმართებით. წარმომადგენლობითი და
აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც იღებენ სამართლებრივ აქტებს და აკონტროლებენ
სხვა ორგანოების სამართალშემოქმედებას, თავიანთ უფლებამოსილებას უნდა
ახორციელებდნენ მკაცრად განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, კანონის
საფუძველზე და მხოლოდ მის შესასრულებლად.
2. საჯაროობის პრინციპი - ვლინდება საკანონმდებლო პროცესის გამჭირვალობაში, რაც
გულისხმობს ნორმატიული აქტების პროექტების საჯარო, თავისუფალ განხილვებს და
მათში დაინტერესებული სუბიექტების ჩართვას, აგრეთვე ამ აქტების გამოცემის
პროცედურების საჯაროობასა და გამჭირვალობას.
3. მეცნიერული დასაბუთების პრინციპი - სახელმწიფოში საზოგადოებრივ ურთიერთობათა
უზენაესი რეგულატორის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს მხოლოდ საკანონმდებლო
ტექნიკის თვალსაზრისით გამართულმა და მეცნიერული შესწავლის საფუძველზე
შემუშავებულმა სამართლებრივმა აქტმა.
4. დემოკრატიზმის პრინციპი - ეს პრინციპი გულისხმობს სამართალშემოქმედებით პროცესში
სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფების, საზოგადოების წარმომადგენლების
მონაწილეობას. იგი ქმნის სახელმწიფოს მართვაში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის
იურიდიულ გარანტიებს (რეფერენდუმი, საკანონმდებლო ინიციატივა და სხვა).
შესაბამისად, ის უნდა იყოს დაფუძნებული დემოკრატიაზე და არ უნდა შეიზღუდოს ვინმეს
უფლებები.
5. პროფესიონალიზმის პრინციპი - სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა და მართლწესრიგის
დამკვიდრება უწინარესად სრულყოფილი ნორმატიული ბაზის, განსაკუთრებით კი -
სრულყოფილი კანონების არსებობას გულისხმობს. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო
პროცესში პროფესიონალების აქტიური ჩართვა, საკანონმდებლო ტექნიკის პრინციპებისა და
საფუძვლების ზედმიწევნით ცოდნა. შესაბამისად, სამართლებრივი დოკუმენტი უნდა
მოამზადოს კომპეტენტურმა ხალხმა და პროფესიონალებმა.
6. სამართალშემოქმედებითი კომპეტენციის მკაცრი დიფერენციაციის პრინციპი - ამ
პრინციპის რეალიზება მნიშვნელოვად არის დაკავშირებული ხელისუფლების
დანაწილების პრინციპის რეალიზებასთან, შეკავის და გაწონასწორების სისტემებთან.
დაუშვებელია ძალაუფლების მიტაცება და კომპეტენციის აღრევა, რადგან ამას შედეგად
შეიძლება მოჰყვეს არასტაბილურობა, სახელისუფლებო კრიზისები, სამართლებრივი
ნიჰილიზმი საზოგადოებაში და სხვა. ყველა ორგანომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში
უნდა იმოქმედოს.
7. დაგეგმვის პრინციპი - საკანონმდებლო პროცესი უნდა იყოს დაგეგმილი, რათა უკეთ
მოხდეს კონცენტრირება სამართალშემოქმედებითი საქმიანობის პრიორიტეტულ
სფეროებზე. დაგეგმვა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ გაუაზრებელი
სამართლებრივი აქტების მიღება, ნორმათა დუბლირება და სხვა. აუცილებელია წინასწარ
იყოს გათვლილი თუ რა რის მერე მოხდება.
8. ჰუმანურობის პრინციპი - გამოიხატება ისეთი სამართლებრივი აქტების შემუშავებით და
მიღებით (გამოცემით), რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა უფლებებისა და
თავისუფლების მაქსიმალური რეალიზებისა და დაცვისაკენ, მათი მატერიალური და
სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ. სამართალშემოქმედება არ უნდა იყოს
არაადამიანური და უნდა იყოს ადამიანებზე მორგებული.
9. დროულობის პრინციპი - გამოიხატება სამართლებრივი აქტის შემუშავებისა და მიღების
(გამოცემის) დროის სწორი განსაზღვრით. აუცილებელია გათვალისწინებული იყოს თუ
რამდენად მზადაა საზოგადოება ამა თუ იმ სიახლისათვის.
10. შესრულების მიღწევის პრინციპი - გულისხმობს იმის განსაზღვრას თუ რამდენადაა
უზრუნველყოფილი სამართლებრივი აქტის რეალური ფუნქციონირება ფინანსური,
ორგანიზაციული და სამართლებრივი თვალსაზრისით.

დიდი გერბი

საქართველოს პრეზიდენტი

ბრძანებულება N62. 03.05.2023წ. ქ.თბილისი.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების თარიღის განსაზღვრის შესახებ

1.საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის გ)ქვეპუნქტის თანახმად, განისაზღვროს საქართველოს


ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების თარიღად 2023 წლის 24
ოქტომბერი;

2.ეთხოვოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გააცნოს


აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოებს;

3.ეთხოვოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უზრუნველყოს კანონით დადგენილი


პროცედურების განხორციელება კანონით განსაზღვრულ ვადებში;

4.ეთხოვოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გააცნოს ეს ინფორმაცია საზოგადოებას;

5.აღნიშნული ბრძანებულება ამოქმედდეს 2023 წლის 20 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ხელმოწერა სალომე ზურაბიშვილი

ბეჭედი

You might also like