You are on page 1of 3

თავი 11.

სამართალშემოქმედება და მისი შედეგი


§ 1. სამართალშემოქმედების ცნება
სამართალშემოქმედება სახელმწიფოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მხარეა. ყველა სახელმწიფოში სამართალშემოქმედებას აქვს თავისი თავისებურებანი,
მაგრამ ყველგან მისი არსი გამოიხატება ერთიანი, შინაგანად შეთანხმებული,
არაწინააღმდეგობრივი იურიდიული ნორმების შექმნასა და სრულყოფაში.

სოციალური თვალსაზრისით სამართალშემოქმედება არის კანონში სახელმწიფო


ნების განხორციელების პროცესი, მისი გაფორმება სხვადასხვა იურიდიულ აქტებში
და მათში გამოხატული ქცევის წესებისათვის ზოგადსავალდებულო ხასიათის
მინიჭება.

სამართალშემოქმედების პრინციპები:

 დემოკრატიზმი. იგი გულისხმობს საზოგადოების სხვადასხვა ფენების და


ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობას სამართალშემოქმედებაში.
 კანონიერება და კონსტიტუციონალიზმი ნიშნავს სამართლშემოქმედებით
საქმიანობაში კონსტიტუციისა და კანონების ზუსტ და განუხრელ
შესრულებას.
 ჰუმანიზმი, გამოხატული მიღებულ სამართლებრივ აქტში მოქალაქეთა
უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებაში.
 პროფესიონალიზმი- კვალიფიციური, უმაღლესი სპეციალისტების
მონაწილეობა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის ყველა სტადიაზე.
 მიღებული სამართლებრივი აქტის მუდმივი ტექნიკური სრულყოფის
პრინციპი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სამართალშემოქმედებითი
პროცესის ხარისხსა ეფექტურობის ამაღლებაში.

§ 2. სამართალშემოქმედების ფორმები
სამაღთალშემოქმედება ორი ძირითადი ფორმისაა;

 ხალხის უშუალო სამართლშემოქმედება, რომელიც ხორციელდება


რეფერენდუმის გზით. რეფერენდუმი- საყოველთო სახალხო გამოკითხვა
კენჭისყრით უშუალო დემოკრატიის ინსტიტუტია. იგი შესაძლებლობას
იძლევა გამოვლენილ იქნეს ხალხის ნება სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის საკითხებზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის
თანახმად, რეფერენდუმი სახალხო ხელისუფლებიანობის გამოვლენის
ფორმაა. რეფერენდუმის შედეგად ხალხის ნების საფუძველზე
იურიდიული ძალა ენიჭება ამა თუ იმ ნორმატიულ აქტს, გარდა კანონისა.
 სახელმწიფო სამართალშემოქმედება გამოიხატება კომპეტენტური
სახელმწიფო ორგანოების მიერ ნორმატიული სამართლებრივი აქტის
მიღებაში, მასში ცვლილებების შეტანასა ან გაუქმებაში. მას მიეკუთვნება
ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამართლშემოქმედება, რომელიც
სანქციონირებულია სახელმწიფოს მიერ. სანქციონირების შედეგად
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შექმნილი ნორმები იღებენ
სახელმწიფოს მიერ დაცული ნორმების თვისებებს.

იურიდიულ ლიტერატურაში და პრაქტიკაში განასხვავებენ დელეგირებულ და


სანქციონირებულ სამართალშემოქმედებას.

დელეგირებული სამართალშემოქმედება არის სახელმწიფო ორგანოების მიერ


სამართლშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, კომპეტენტური სახელმწიფო
ორგანოს დავალებით ან წინასწარი უფლებამოსილების მიცემით. წინასწარი
უფლებამოსილების მიცემა ასეთ აქტს აძლევს ზოგადსავალდებულო ხასიათს და
ისინი არ საჭიროებენ შემდგომ სახელმწიფო დამტკიცებას.

სანქციონირებული სამართალშემოქმედება არის სახელმწიფო ორგანოების მიერ იმ


ნორმების დამტკიცება, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების
მიერ ან ჩამოყალიბებულია საზოგადოებაში ჩვეულებების სახით. ამ შემთხვევაში
სახელმწიფო უშუალოდ არ ამზადებს და ღებულობს ნორმატიულ აქტს, არამედ
სანქციას აძლევს უკვე მიღებულ აქტს. სოციალური ნორმის სანქციონირება აძლევს
მათ იურიდიულ ძალას და ისინი სავალდებულო ხდებიან.

§ 3. საკანონმდებლო პროცესი
საკანონმდებლო პროცესი ანუ კანონშემოქმედება სამართალშემოქმედების
ძირითადი საეა. საქართველოში კანონშემოქმედებას ახორციელებს საქართველოს
პარლამენტი

საკანონმდებლო პროცესის სტადიები:

 პარლამენტისათვის კანონპროექტის ან საკამონმდებლო წინადადების


წარდგენა საკანონმდებლო ინიციატივის წესით
 კანონპროექტისა და საკანონმდებლო წინადადების განხილვა პარლამენტის
კომიტეტებში.
 კანონპროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე (სამი
მოსმენით)
 კანონპროექტის მიღება პარლამენტის მიერ და პრეზიდენტისთვის მისი
გადაცემა
 პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერა: პარლამენტისთვის დაბრუნება
ხელახალი განხილვისთვის (შეყოვნებული ვეტო)
 კანონის გამოქვეყნება.

§ 4. იურიდიული ტექნიკა
იურიდიული ტექნიკა არის სამართლებრივი აქტების შემუშავების, გაფორმების
გამოქვეყნებისა და სისტემატიზაციის პროცესში გამოყენებული საშუალებებისა და
ხერხების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული აქტების
სრულყოფილ და ეფექტრურ გამოყენებას.

იურიდიული ტექნიკის სახეები:

 საკანონმდებლო ანუ სამართალშემოქმედებითი ტექნიკა


 ინდივიდუალური აქტების შემუშავების ტექნიკა

იურიდიული ტექნიკის საშუალებები და ხერხები:

 იურიდიული ტერმინოლოგია
 იურიდიული კონსტრუქციები
 ნორმატიული იურიდიული აქტის შინაარსის გადმოცემის წესები და
ხერხები
 ნორმატიული აგება
 საკანონმდებლო სტილისტიკა

You might also like