You are on page 1of 6

პოლიტიკა

პოლიტიკა აზარტული რამაა, რადგან ყველაფერზე ვდავობთ. ვდავობთ, როგორ


ვიცხოვროთ, ვის რა და რამდენი ეკუთვნის, როგორ გადანაწილდეს ძალაუფლება,
რას ემყარებოდეს საზოგადოება - თანამშრომლობას თუ
ურთიერთდაპირისპირებას და ა.შ. ამას გარდა დავის გადაჭრის გზებზედაც კი ვერ
შევთანხმებულვართ: როგორ მივიდეთ საერთო აზრამდე, ვის ეთქმის სიტყვა და
სხვა. სწორედ ამიტომ უწოდა არისტოტელემ პოლიტიკას „მეცნიერებათა
მეცნიერება“, ანუ ის, რისი მეშვეობითაც ადამიანები ცდილობენ ცხოვრება
გაიუმჯობესონ და შექმნან სამართლიანი საზოგადოება. პოლიტიკა
საზოგადოებრივი საქმიანობაა. იგი დიალოგია და მონოლოგს ვერ იტანს.
პოლიტიკის მეშვეობით ადამიანები თანაცხოვრებისთვის აუცილებელ ზოგად
წესებს ადგენენ, იცავენ ან ცვლიან. პოლიტიკა უკავშირდება კონფლიქტსა და
თანამშრომლობას, ერთი მხრივ, განსხვავებული აზრების შეხლა,
მოთხოვნილებების ჯიბრი და ინტერესების დაპირისპირება თავისთავად ქმნის იმ
საერთო წესებზე დავის წინაპირობას, რის მიხედვითაც ცხოვრება გვიწევს, და ,
მეორე მხრივ, ამ წესების დაცვის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობაა საჭირო.
ფართო გაგებით, პოლიტიკა მიჩნეულია კონფლიქტის გადაჭრის გზის ძიებად და
არა საბოლოო შეთანხმების მიღწევად, რადგან ყველა კონფლიქტის გადაჭრა
შეუძლებელია.
როდესაც პოლიტიკის არსის განსაზღვრას ვცდილობთ ვაწყდებით ორ მთავარ
პრობლემას. ზოგადად, ბევრს ჰგონია, რომ პოლიტიკა „ბინძური საქმეა“, რომლის
ხსენებისას არეულობა, ძალადობა, ტყუილები და ფარული ინტრიგები
ახსენდებათ. მეორე კი ისაა, რომ ყველაზე დიდი ავტორიტეტებიც კი ვერ
შეთანხმებულან, თუ რას ეხება პოლიტიკის საგანი. ზოგის აზრით, ის ძირითადი
საზოგადოებრივი წესების შემუშავებაა, ზოგის აზრით კი იგი ძალაუფლების
განხრციელება და ხალხის მანიპულაციაა.

პოლიტიკა, როგორც მართვის ხელოვნება


ტერმინი პოლიტიკა პოლისიდან წარმოდგება, რაც ქალაქ-სახელმწიფოს ნიშნავს.
ანტიკურ ხანაში საბერძნეთი იყოფოდა დამოუკიდებელ პოლისებად და
თითოეულს მართვის თავისი სისტემა ჰქონდა. ყველაზე გავლენიანი ათენი იყო.
პოლიტიკა შესაძლოა განვიხილოთ პოლისთან მიმართებაში, ანუ „ის, რაც პოლისს
ეხება“, რაც თანამედროვე სამყაროში ნიშნავს „ის, რაც სახელმწიფოს ეხება“. ანუ,
რაც კი სახელმწიფოს ეხება, ყველაფერი პოლიტიკაა. პოლიტიკის შესწავლა
ხელისუფლების შესწავლაა. პოლიტიკა სხვადასხვაგვარ ხერხებს გულისხმობს,
რომელთა საშუალებითაც მთავრობა ფართო საზოგადოების ზეწოლას პასუხობს
წახალისებით, ჯილდოებით ან დასჯით. ამ მხრივ ვასკვნით, რომ პოლიტიკა
მხოლოდ პოლიტის ფარგლებში მოიაზრება, ანუ სისტემა, რომელიც
სახელისუფლო მექანიზმზეა ფოკუსირებული. ამ მხრივ, თითქოს პოლიტიკა
ხორციელდება კაბინეტებში, სხვადასხვა დეპარტამენტებში, და ადამიანთა
რაოდენობაც შეზღუდულია - შემოიფარგლებიან პოლიტიკოსებითა და საჯარო
მოხელეებით. საგანმანათლებლო დაწესებულებები არაპოლიტიკური
სტრუქტურებია, რადგან ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობენ. მკვიდრდება
მოსაზრება, რომ საზოგადოებას არა მხოლოდ მთავრობა, არამედ საჯარო და
კერძო სექტორი მართავს. სწორედ ამიტომაა, რომ „სახელისუფლებო მართვის“
ნაცვლად „მმართველობას“ ვიყენებთ. პოლიტიკის მიმართ უარყოფითი
დამოკიდებულება იმით შეგვიძლია ავხსნათ, რომ ჩვეულებრივი ხალხის თვალში
იგი ასოცირდება პოლიტიკოსების საქმიანობასთან, ანუ ძალაუფლებას
მოწყურებულ პირთან. პოლიტიკის მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას კიდევ
უფრო, ასე ვთქვათ, უწყობს ხელს მედია საშუალებებით გაშუქებული კორუფციის
და უპატიოსნობის ფაქტები, რითაც ჩნდება ანტიპოლიტიკა - პოლიტიკურ
პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმა. ხელისუფლების მიერ ფასეულობათა
რაიმე მექანიზმი რომ არ არსებობდეს, საზოგადოება დაიშლებოდა და
სამოქალაქო ომი დაიწყებოდა - ყველა ყველას წინააღმდეგ. ამგვარად,
პოლიტიკოსებსა და პოლიტიკას კი არ უნდა მოვუღოთ ბოლო, არამედ
ვუზრუნველყოთ მისი კონტროლი, რომ ხელისუფლებამ ძალაუფლება ბოროტად
არ გამოიყენოს.

პოლიტიკა, როგორც საზოგადოებრივი საქმიანობა.


პოლიტიკის მეორე გაგება სამთავრობო მართვის ვიწრო სფეროდან მის უფრო
ვრცელ სიბრტყეზე გატანას გულისხმობს, რასაც საზოგადოებრივ ურთიერთობებს
ვუწოდებთ. სხვა სიტყვებით, განსხვავება „პოლიტიკურსა“ და „არაპოლიტიკურს“
შორის ემთხვევა „საზოგადოებრივ“ და „კერძო“ სფეროებს შორის განსხვავებას. ეს
ხედვა არისტოტელეს შრომებიდან იღებს სათავეს. სახელმწიფო ინსტიტუტები
(სასამართლო, პოლიცია, ჯარი..)შეგვიძლია, „საზოგადოებრივად“ მივიჩნიოთ,
რადგან ისინი პასუხისმგებლები არიან საზოგადოების თანაცხოვრების
კოლექტიურ ორგანიზებაზე. სამოქალაქო საზოგადოება „მცირე ჯგუფებისგან “
შედგება, ისეთი ინსტიტუციებისგან, როგორიცაა, მაგალითად, ოჯახი, სანათესაო,
კერძო საწარმოები და სხვა. ისინი „კერძოდ“ ითვლებიან, იმიტომ, რომ ისინი
იქმნებიან და ფინანსდებიან მოქალაქეების მიერ საკუთარი ( და არა
საზოგადოების) ინტერესების დასაკმაყოფილებლად. აქედან გამომდინარე,
ცხოვრების ის სფეროები, რომელთა მართვა ადამიანებს საკუთარი ძალებით
შეუძლიათ (ეკონომიკური, პირადი, კულტურული..), „არაპოლიტიკურია“
სამოქალაქო საზოგადოების გამიჯვნა სახელმწიფოსგან შეგვიძლია, თუმცა ის
მაინც მოიცავს ინსტიტუტებს, რომლებიც, ფართო გაგებით, „საზოგადოებრივად“
განიხილება - ღია სტრუქტუურებია, მუშაობენ საჯაროობის პრინციპით და
საზოგადოებისთვის მისაწვდომებიც არიან. პოლიტიკა არ ახდენს გავლენას
„კერძო“ საქმეებსა და ინსტიტუტებზე. მაგალითად, ფემინისტ თეორიტიკოსებს
მიაჩნიათ, რომ პოლიტიკა „სახლის ზღურბლზე“ მთავრდება - ის არ ეხება ოჯახს,
პირად ცხოვრებას და ურთიერთობებს.
პოლიტიკის არსებითად საზოგადოებრივ საქმიანობად აღქმამ არაერთი
დადებითი თუ უარყოფითი წარმოდგენა გააჩინა. პოლიტიკა მისი
საზოგადოებრივი ხასიათის გამო ყოველთვის კეთილშობილურ და ქველ
საქმიანობად განიხილებოდა. პოლიტიკის ერთ-ერთი გერმანელი თეორიტიკოსი
თავის ნაშრომში ამტკიცებდა, რომ პოლიტიკა ადამიანთა მოღვაწეობის
უმნიშვნელოვანესი ფორმაა, რადგან იგი თავისუფალ და თანასწორ მოქალაქეებს
შორის ურთიერთობებს გულისხმობს. თუმცა პოლიტიკა, როგორც
საზოგადოებრივი აქტივობა, ადამიანის ცხოვრებაში ჩარევის არასასურვეი
ფორმაა და ლიბერალურ წყობის მოაზროვნეები სამოქალაქო საზოგადოებას
ყოველთვის სახელმწიფოზე მაღლა აყენებდნენ. მათ „პოლიტიკურის“ სფეროს
შეზღუდვა და კერძო საქმიანობის ისეთი სფეროების პოლიტიკის მიღმა დატოვება
სურდათ, როგორიცაა ბიზნესი, სპორტი ან ოჯახური ცხოვრება. ამ მხრივ,
პოლიტიკა არაიდეალური მოვლენაა, რადგან ხელს გვიშლის ისე მოვიქცეთ,
როგორც გვსურს. შეიძლება ჩაერიოს ბიზნეს-კომპანიების მართვის საქმეებშიც,
მიიღოს გადაწყვეტილებები, როგორ აღვზარდოთ შვილები და სხვა.

პოლიტიკა, როგორც დათმობისა და თანხობის უნარი.


პოლიტიკის მესამე განსაზღვრება გადაწყვეტილების მიღებას განეკუთვნება .
პოლიტიკა განიხილება, როგორც კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო
საშუალება. ანუ არა უხეში, არამედ დათმობის მოთათბირებისა და შეთანხმებების
გზის გამოყენებით. როდესაც საუბრობენ პრობლემის „პოლიტიკურ“ გადაჭრაზე,
გულისხმობენ მშვიდობიან მოლაპარაკებებს, არბიტრაჟს და არა ძალის
გამოყენებას. პოლიტიკა, არისტოტესეული რწმენით, შერეული ფორმაა, რომელიც
მმართველობის არისტოკრატიულ და დემორატიულ ნიშან-თვისებებს ატარებს.
პოლიტიკის გასაღები ძალაუფლების ფართო გადანაწილებაა. არსებული
უთანხმოების გადაჭრა შეიძლება, რომ ძალადობისა და მუქარის გარეშე
გადაიჭრას.
პოლიტიკა უტოპია არაა, კომპრომისი ყველა მხარის დათმობაზე წასვლას
გულისხმობს, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილი ჯერ არავინ არასდროს არ
დარჩენილა, და მაინც, ის ბევრად სჯობს ძალადობასა და სისხლისღვრას. ამ
მხრივ, იგი ცივილიზირებულ და ცივილიზაციის მომტან ძალად შეიძლება
ჩავთვალოთ. პოლიტიკის, როგორც კომპრომისისა და ურთიერთგაგების
პროცესის თანმდევი სირტულეებისა და იმედგაცრუებების გაუაზრებლობამ ,
განაპირობა დემოკრატიული სკეპსისის ზრდა განვითარებული მსოფლიოს
მნიშვნელოვან ნაწილში. სტოუკერის თქმით, „პოლიტიკა იმედგაცრუებებზეა
აგებული. ხშირად მისი შედეგები ბუნდოვანი და ორაზროვანია, მაგრამ საბოლოო -
არასდროს.

პოლიტიკა, როგორც ძალაუფლება.


პოლიტიკის მეოთხე განსხვავება ყველაზე ფართო და რადიკალურია. ამ
შემთხვევაში პოლიტიკა ერთ რომელიმე სფეროს არ განეკუთვნება. მიიჩნევა, რომ
პოლიტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა კუთხეშია. პოლიტიკა ნებისმიერ
საჯარო საქმიანობას უდევს საფუძვლად. ამ მხრივ, პოლიტიკა საზოგადოებრივი
ურთიერთობის ყველა დონეზე იჩენს თავს (ოახი, სამეგობრო, ერი თუ გლობალური
გაერთიანება).
როცა მავანი სხვას რაღაც ისეთს აკეთებინებს, რასაც ეს უკანასკნელი თავად არ
გააკეთებდა, იყენებს ძალაუფლებას.
ძალაუფების სახეობებია:
1. ძალაუფლება, როგორც გადაწყვეტილების მიღება, რაც გულისხმობს იმ
გააზრებულ ქმედებებს, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებაზე
ზემოქმედებენ.
2. ძალაუფლება, როგორც ბლოკირების ტაქტიკა არის მეორეგვარი
ძალაუფლება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკური ტაქტიკისა და
კონტროლის უნარს, რითიც ფერხდება სხვადასხვა თემებისა და საკითხების
გახმაურება.
3. ძალაუფლება, როგორც არჩევანის კონტროლი სხვაზე ზემოქმედების
მოხდენის უნარი საკუთარი აზრებისა და მოთხოვნების თავსმოხვევაა.
ფსიქოლოგიური კონტროლის მეშვეობით გამოხატული ძალაუფლება.
პოლიტიკა ძალაუფლებაა: ნებისმიერი ხერხის გამოყენებით სასურველი შედეგის
მიღწევის უნარი. იგი ჭრელია და ყოველთვის კონფლიქტების ზღვარზე
ბალანსირებს, და მაინც, მისი ძირითადი მახასიათებელი რესურსების
შეზღუდულობაა, რადგან ადამიანის მოთხოვნილებები უსაზღვროა, ხოლო მათი
დაკმაყოფილებისთვის საჭირო რესურსები არასაკმარისი. ამის გამო პოლიტიკა
შეიძლება გავიგოთ როგორც ქიშპი შეზღუდული რესურსების გამო, ხოლო
ძალაუფლება - ამ მოცილეობის მთავარი ინსტრუმენტი. ამ მიდგომის მომხრეები
არიან მარქსისტები და ფემინისტები.
ფემინისტებმა პოლიტიკის მიმართ ინტერესი გამოიჩინეს და ამის მიზეზი ისაა, რომ
პოლიტიკა დღემდე გამორიცხავს ქალს პოლიტიკური ცხოვრებიდან. ფემინიზმს
„ყოვედღიურობის პოლიტიკა“ უფრო აინტერსებს. რაც შეეხებათ მარქსისტებს,
ისინი პოლიტიკას ორი მნიშვნელობით იყენებდნენ: თავად მარქსი პოლიტიკას
კლასიკური გაგებით იაზრებდა და მას სახელმწიფო აპარატთან აკავშირებდა.
ხოლო ლენინის თქმით, „პოლიტიკა ეკონომიკის უკიდურესი ფორმაა“.
თუ პოლიტიკას მხოლოდ უთანასწორობასა და უხეშ ძალაუფლებასთან
გავაიგივებთ, საზოგადოებრივ ყოფაში მისი არსებობა აზრს კარგავს. ფემინისტები
მოითოხვენ „სქესთა პოლტიკას“ ბოლო მოეღოს ისეთი საზოგადოების აშენებით,
სადაც ადამიანებს არა სქესით, არამედ პირადი ღირსებით დააფასებენ .
მარქსისტებს სჯერათ, რომ უკლასო კომუნისტური საზოგადოების დამყარებასთან
ერთად, კლასობრივი პოლიტიკაც ისტორიას ჩაბარდება და სახელმწიფოს
არსებოსას აზრი აღარ ექნება, რაც კლასიკური გაგებით პოლიტიკასაც მოუღებს
ბოლოს.

 კონფლიქტი - წინააღმდეგობადაპირისპირებულ მხარეებს შორის,


რომელიც ასახავს აზრთა სხვადასხვაობას.
 თანამშრომლობა - ერთობლივი ქმედება, მიზნის მიღწევა კოლექტიური
ძალისხმევის შედეგად.
 ხელისუფლება - კანონიერი ძალაუფლება. თუკი ძალაუფლება სხვათა
ქცევაზე ზემოქმედებას ნიშნავს, ხელისუფლება ამგვარი მოქმედების
კანონიერებას ნიშნავს.
 პოლიტი - საზოგადოების ორგანიზების ისეთი ფორმა, რომელიც
ხელისუფლების მიერ პოლიტიკური გავლენის გამოყენებას ეფუძვნება .
 პოლისი - ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო.
 მართვა - საზოგადოებრივი ცხოოვრების წარმართვის სხვადახვა
საშუალება მოიაზრება.
 ანტიპოლიტიკა - ოფიციალური პოლიტიკითა და პოლიტიკური
მექანიზმებით გამოწვეული იმედგაცრუება, უარის თქმა პოლიტიკურ
პროცესებში მონაწილეობაზე.
 სამოქალაქო საზოგადოება - „პოლიტიკური საზოგადოება“, რომელსაც
კანონი მართავს.
 კონსენსუსი - განსაკუთრებული ყაიდის თანხმობას ნიშნავს. იგულისხმება
ფართო შეთანხმება, რომლის პირობები ყველასათვის მისაღებია.
 ნორმატივი - ფასეულობათა და ქცევის წესების განმსაზღვრელი.
 ობიექტური - ხილული, თვალსაჩინო.
 ბიჰევიორალიზმი - რწმენა, რომ სოციალური თეორიები მხოლოდ
დაკვირვებისთვის ხელმისაწვდომ ქცევებზე უნდა აიგოს.
 ემპირიული - ექსპერიმენტზე და დაკვირვებაზე დაფუძნებული ცოდნა.
 დისკურსი - ურთიერთობა ადამიანებს შორის, შესაძლოა ძალისმიერი
ურთიერთობების გამოვლენადაც იქცეს.
 დეტერმინიზმი - რწმენა, ადამიანის ქმედება თუ არჩევანი გარე
ფაქტორების ზემოქმედებთაა გამოწვეული.

You might also like