You are on page 1of 2

1.

სამართალი და ეკონომიკური კანონზომიერები

ეკონომიკას აქვს განვითარების საკუთარი კანონზომიერებები, რომელიც


აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს კანონმდებელმა და სამართლის
შემფარდებელმა. ეკონომიკისთვის დამახასიათებელი რაციონალურობა თავის
გამოხატულებას პოულობს ეკონომიურობის პრინციპში, რომლის თანახმად
მინიმალური დანახარჯებით უნდა იქნეს მიღწეული მაქსიმალური ეფექტი.

ეკონომიკურ ურთიერთობათა სუბიექტები მოქმედებენ სამართლის მოთხოვნათა


დაცვით, ხოლო ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო საზღვრებში,
კანონით დადგენილ საგადასახადო რეჟიმში. შრომისსამართლებრივი
ურთიერთობები, ზომა-წონის ერთეულები და დრო( როგორც ეკონომიკური
საქმიანობის აუცილებელი პირობა), ასევე კანონითაა მოწესრიგებული.

ეკონომიკური საქმიანობა, ისევე როგორც ადამიანის ნებისმიერი გონივრული


ქცევა, შეიძლება შეფასდეს მორალური კატეგორიებით. ეკონომიკამ უნდა
უზრუნველყოს ადამიანისთვის ღირსეული ყოფის ჩამოყალიბება. ეკონომიკა ასევე
უნდა ითვალისწინებდეს ბუნებრივი რესურსებისადმი გონივრულ მოპყრობას,
ეკოლოგიურ ასპექტებს და სხვა.

2.სამართალი და საბაზრო ეკონომიკა

საბაზრო ეკონომიკა ექვემდებარება განვითარების საკუთარ კანონზომიერებს.


მისთვის უცხოა მიწოდება-მოთხოვნილების მომწესრიგებელი ცენტრალური
ინსტანცია. ბაზარი არ ნიშნავს ქაოსს. ბაზრის ქაოსი მოწესრიგებულია მასში
მონაწილე მხარეების რაციონალური მოქმედებებითა და კონკურენციით.
კონკურენცია უბიძგებს ბაზრის სუბიექტებს, რომ მიაღწიონ მაქსიმალურ წარმატებას.
ბაზარი კოორდინაციულ ფუნქციასაც ასრულებს. 

ბაზარი ფუნქციონირებს განსაზღვრულ სამართლებრივ ჩარჩოებში. ბაზრის


ელემენტარული წინაპირობაა სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება და კერძო
საკუთრების სამართლებრივი დაცვის გარანტიები. თავისუფლება და საკუთრება
საბაზრო ეკონომიკის ფუძემდებლური პრინციპია.

სახელმწიფო შედარებით ნაკლებად ერევა წარმოების პროცესში. უფრო


მასშტაბურია სახელმწიფოს ჩარევა განაწილების პროცესში. სახელმწიფო
განსაზღვრავ შემოსავლების დაბეგვრის პოლიტიკას, იცავს ეკონომიკურად სუსტ
სუბიექტებს. სახელმწიფო, როგორც ეკონომიკური სუბიექტი, თავადაც მონაწილეობს
საბაზრო ურთიერთობებში როგორც მიმწოდებელი ან მომხმარებელი. სახელმწიფო
ბიუჯეტი ყალიბდება არა საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე, არამედ ითვალისწინებს
სახელმწიფოს ფუნქციებს.
3.სამართლის ეკონომიკური ანალიზი

სამართლის ეკონომიკური ანალიზი როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო


მიმართულება მე-20 ს-ში ჩამოყალიბდა აშშ-ში. მის განვითარებაში დიდი როლი
შეასრულა აშშ-ს სასამართლო გადაწყვეტილებებმა, რომლებიც ორიენტირებულები
იყვნენ სარგებლიანობასა და საშუალებათა ეფექტური გამოყენების კრიტერიუმებზე.

თანამედროვე პერიოდში, სამართლის ეკონომიკური ანალიზი განსაკუთრებით


პოპულარულია ჩრდ.ამერიკაში. იგი არაა შემოფარგლული სამართლის რომელიმე
კონკრეტული დარგით და მოიცავს საჯარო და კერძო სამართალს. იგი მოიცავს ასევე
კანონშემოქმედებას და შეფარდების პროცესსაც. კანონმდებელმა უნდა შეიმუშავოს
ეკონომიკურად ეფექტიანი კანონები. სამართლის შემფარდებელმა უნდა
უზრუნველყოს ნორმათა ეფექტიანი აღსრულება.

სამართლის ეკონომიკური ანალიზი არკვევს, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს


სამართალმა თავისუფალი ბაზრის ნორმალური ფუნქციონირება. იგი შეისწავლის
ეკონომიკაზე სამართლის შემოქმედების კანონზომიერებებს, სამართლის ცალკეული
ინსტიტუტების ეკონომიკურ ფუნქციებს.

სამართლის ეკონომიკური ანალიზი არაა ნორმატიული, იგი დესკრიფციული


თეორიაა. იგი ადგენს როგორ უნდა მოიქცეს ეკონომიკური სუბიექტი იმ პირობებში,
როდესაც მისი მოქმედების თავისუფლება განსაზღვრულ სამართლებრივ ჩარჩოებშია
მოქეული და რა ეკონომიკური შედეგები ექნება ასეთ ქცევას.

You might also like