You are on page 1of 44

1.ბიზნესის არსი, წარმოშობა და განვითარება.

როგორი თანაფარდობაა
საქართველოში და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მსხვილ, მცირე
და საშუალო ბიზნესს შორის?
ქართულ ენაში სიტყვა ,,ბიზნესი’’ ორადი მნიშვნელობით გამოიყენება.

1)ინგლისური სიტყვის- ,,ბიზნესის’’ სინონიმია ,,საქმე’’ , ანუ ადამიანის სამეურნეო


საქმიანობა მოგების ან რაიმე ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით.(რეალური
ეკონომიკური მოვლენა).

2) ,,ბიზნესი’’ გამოხატავს სასწავლო დისციპლინას, ანუ სამეურნეო საქმიანობის ორგანიზების


ცოდნას. (საკუთარი საქმის კეთების ცოდნის მწყობრი სისტემა).

ბიზნესს ვხვდებით ჯერ კიდევ პირველყოფილ თემურ საზოგადოებაშიმ როდესაც ტომებს


შორის დაიწყო ბარტერული გაცვლები და ვაჭრობა, ე.წ საქონელ-ეკვივალენტის მეშვეობით.
ე.ი საქმეს (ბიზნესს), ფართო გაგებით, საფუძველი ჩაეყარა მეურნეობის საქონლური
ორგანიზაციის პირობებში. ბიზნესი ფართო გაგებით არის საქონელწარმოება, ანუ
სამეურნეო საქმიანობა, რომლის შედეგადაც დოვლათი ან მისი ნაწილი იწარმოება არა
საკუთარი მოხმარებისათვის , არამედ გასაცვლელად და ამ გზით რაიმე სარგებლის
მიღებისთვის. ხოლო ვიწრო გაგებით, ბიზნესი კაპიტალიზმის (საბაზრო ეკონომიკის)
პირმშოა, რომლის დროსაც დაქირავებული შრომის საფუძველზე მთელი პროდუქცია
იწარმოება გასაყიდად მაქსიმალური მოგების მიღებისთვის.

თვით ტერმინი ,,ბიზნესი’’ და ,,მეწარმეობა’’ სამეცნიერო და სამეურნეო ბრუნვაში მე-18


საუკუნეში შემოვიდა. ტერმინი ,,ბიზნესი’’ იშვა ინგლისში და გავრცელდა აშშ-ში. ტერმინი
,,მეწარმეობა’’ საფრანგეთში იშვა და გავრცელდა გერმანიასა და ავსტრიაში. მე-20 საუკუნის
50-ან წლებამდე ,ორივე ვაჭრობას, მისი მეშვეობით გამდიდრებას ნიშნავდა.
(ბიზნესი=მეწარმეობა)

დღევანდელი გაგებით, კი ,,მეწარმეობა’’ შინაარსით უფრო ფართოა , ვიდრე ,,ბიზნესი’’.


მეწარმეობა=ბიზნესი+შემოქმედებითი ბიზნესი. რაოდენობრივი თვალსაზრისით კი
პირიქით, ბიზნესი უფრო მეტია ვიდრე მეწარმეობა, რადგანაც რუტინული და
შემოქმედებითი ბიზნესიც, ორივე ბიზნესია.

ბიზნესმა თავისი განვითარების თვისებრივად ახალ საფეხურს მიაღწია კაპიტალიზმის , ანუ


საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როდესაც წარმოების ყველა ფაქტორი (მიწა, შრომა,
კაპიტალი) ყიდვა-გაყიდვის ობიექტია და მთელი პროდუქცია იწარმოება გასაყიდად
მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით. ე.ი ბიზნესი ვიწრო გაგებით კაპიტალიზმის
პირმშოა, რომელიც მასთან ერთად იზრდება და ვითარდება.
ისტორიულად ბიზნესის წარმოშობა განაპირობა ორმა ფაქტორმა 1)იურიდიულად და
ეკონომიკურად თავისუფალმა ძალამ, 2)კაპიტალის დაგროვებამ გარკვეული ადამიანის
ხელში და ამ კაპიტალის გამოყენებამ წარმოების ორგანიზებისთვის. დაქირავებულ შრომაზე
დამყარებული კაპიტალისტური საქონელწარმოება წარმოშვა- მე16-მე-17სს მოვლენებმა . ამ
დროს გლეხებს შორის სუსტების დამარცხემაბ და გამარჯვებულების გამდიდრებამ ხელი
შეუწყო გლეხებისა და ხელოსნების დაქირავებას.

საბჭოთა კავშირის დროს ,,ბიზნესი’’ იკრძალებოდა და ,, მეწარმეობა’’ , ,,საქმოსნობა’’


სალანძღავ სიტყვად იხმარებოდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში 25 წელია , რაც სიტყვა ,,ბიზნესი’’
პირველად გაისმა , თუმცა რეალურად ჯანსაღი ბიზნესი 2011 წლიდან დაიწყო, როდესაც
საგადასახადო ადმინისტრირება ელექტრონულზე გადავიდა. საქართველოს კერძო სექტორში
რაოდენობრივად მსხვილი ბიზნესი მხოლოდ 5%-ია, დანარჩენი 95% კი მცირე და საშუალო
წარმოებისაა. თუმცა, მცირე და საშუალო ბიზნესზე მ.შ.პ-ის მხოლოდ 17% მოდის, რაც
ძალიან ცოტაა, რადგან აქ დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 45%. თუმცა , თუ
გადავხედავთ სტატისტიკას, ვნახავთ , რომ მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის
მამოძრავებელი ძალა მცირე და საშუალო ბიზნესია და არა მსხვილი კომპანიები. აშშ-ში მისი
წილი მ.შ.პ-ში 25%, ევროპაში 70-75%-ს, საქართველოში 17%-ს შეადგენს.

2. სუფთა (წმინდა), სპეკულაციური და ფუნდამენტური რისკი ბიზნესში

ზოგადად რისკი, ეს არის ზიანის ან ზარალის მიღების შესაძლებლობა რაიმე საქმის


წამოწყების დროს. ბიზნესში გამოყოფენ რისკების სამ მთავარ კატეგორიას: სუფთა (წმინდა),
სპეკულაციური და ფუნდამენტური რისკები. ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე:

სუფთა (წმინდა) რისკი --- ესაა რისკი, რომლის შედეგიცაა ზარალი ან უზარალობა, მაგრამ
არა მოგება. ამის მაგალითებია ხანძაი შენობაში, კომპანიის მთავარი მოქმედი პირის
სიკვდილი, გაქურდვა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და სხვ. თუ ანალოგიური
მოვლენები ხდება კომპანია კარგავს ქონებას, ფულს, სამუშაო ძალას და სხვას. ხოლო თუ არ
ხდება - კომპანია არ იგებს არაფერს. მეწარმეს ძალიან ცოტა რამის გაკეთება თუ შეუძლია
წმინდა რისკის თავიდან აცილებისათვის.

სპეკულაციური რისკი --- როგორც ითქვა, სუფთა რისკის დროს მეწარმე განიცდის ზარალს ან
საუკეთესო შემთხვევაში რჩება მოგების გარეშე. ე.ი. სუფთა რისკის დროს მოგების მიღების
შესაძლებლობა გამორიცხულია. სპეკულაციური რისკის დროს კი მეწარმე ან იგებს ან აგებს
(ზარალობს). მაგალითად, მეწარმე გადაწყვიტა ფულის დაბანდება მიწის ნაკვეთში იმ
იმედით, რომ მიწის ფასი აიწევს. მაგრამ გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო
შესაძლებელია ამ მიწის ღირებულების შემცირებაც, ე.ი. ზარალიც. ამგვარი ინვესტიციები
შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სპეკულაციური, რამდენადაც მოგების მიღების
მიზნიტ თავად მეწარმე და არა რაიმე ბრმა შემთხვევა უქვემდებარებს საწარმოს დანაკარგების
რისკს. ზუსტად ასევე, ჩვეულებრივი აქციების შეძენაძე გაღებულ ინვესტიციებს, იპოდრომზე
ან ტოტალიზატორზე დადებულ ფსონს შეუძლია მოგების, ან ზარალის მოტანა.

ფუნდამენტური რისკი --- ფუნდამენტური რისკი განსვავდება როგორც სუფთა, ისე


სპეკულაციური რისკებისაგან თავისი გაუპიროვნებელი ხასიათის გამო. სხვა სიტყვებით,
ფუნდამენტურ რისკს არ ჰყავს ფავორიტები. განგება არ გამოყოფს ერთ რომელიმე საწარმოს
და ყურადღების გარეშე არ ტოვებს სხვა დანარჩენს. პირიქით, ფუნდამენტური რისკი ეხება
ყველა კომპანიას. როგორც წესი, ის კავშირშია საზოგადოებაზე ზემოქმედ ეკონომიკურ,
პოლიტიკურ, სოციალურ და ბუნებრივ ძალებთან. რისკის ამ სახეობას მიეკუთვნება
წყალდიდობა და მიწისძვრა, ინფლაცია, ომები და ა.შ.

3. ბიზნესის მენეჯმენტის არსი. სახესხვაობები და დონეები


ცხადია, ბიზნესის სწორად ფუნქციონირებისათვის საჭიროა სწორად გავიაზროთ
მენეჯმენტის არსი. მისი სახეობები და დონეები. ბიზნესის მენეჯმენტის საფუძველი სწორედ
ადამიანების მართვაა ანუ შემუშავებული მიზნების სხვა ადამიანების მეშვეობით მიღწევა.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ სიტყვა „მენეჯერი“ ინგლისური წარმომავლობისაა და


თავდაპირველი გაგებით ის იარაღის გამოყენების ფლობას და ცხენისა და ეტლის მართვის
უნარს ნიშნავდა. ამჟამად კი „მენეჯერი“ პროფესიონალ მმართველს, ანუ მართვის
სპეციალისტს გამოხატავს. იგი ისეთივე დაქირავებული მუშაკია, როგორც მღარავი
ზეინკალი, დურგალი და იღებს ხელფასს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საბჭოთა ხელისუფლების დროს მენჯემენტის


პრობლემა დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა, რამეთუ მბრძანებლურ-ეკონომიკურ სისტემის
პრეროგატივა შემდეგში მდგომარეობდა: კითხვაზე - რა ვაწარმოოთ? პასუხს იძლეოდა
სახელმწიფო საგეგმო კომიტეტი; როგორ ვაწარმოოთ? - განსაზღვრავდა დარგობრივი
სამინისტრო; რა ფასად გავყიდოთ? - ამის შესახებს ინფორმაციას იძლეოდა ფასწარმოქმნის
სახელმწიფო კომიტეტი, რომელიც ამტკიცებდა ფასების ცნობარებს და რომელიც არ
იცვლებოდა ათწლეულების განმავლობაში. ამ და ამგვარ კიდევ უამრავ შეკითხვაზე პასუხს
სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოები სცემდენ.

საბაზრო მეურნეობის პირობებში კი, როცა საწარმოთა ხელმძღვანელები გადაწყვეტილებეს


დამოუკებლად იღებენ იმასთან დაკავშირებით თუ რა, როგორ და რისთვის აწარმოონ,
მკვეთრადაა გაზრდილი მოთხოვნები პრინციპულად ახალი ტიპის პროფესიონალ
მენეჯერზე, მმართველზე. ეს იმიტომ, რომ დღეისათვის ფირმის სიცოცხლისუნარიანობა და
ეფექტიანობა დიდადაა დამოკიდებული მენეჯმენტის ეფექტიანობაზე. ხოლო თავად
მენეჯმენტის ეფექტიანობა - მენეჯერის კომპეტენტურ გადაწყვეტილებებზე.
სწორედ „მენეჯერისგან“ წარმოსდგება სიტყვა „მენეჯმენტი“ ანუ მართვა. „მენეჯმენტის“,
როგორც რეალური მოვლენის აღმოცენების აუცილებლობა XIX-XX საუკუნეებს
უკავშირდება. მართვას კი, როგორც მეცნიერებას, დასაბამი დაუდო XX საუკუნეში მოღვაწე
ამერიკელმა ფ. ტეილორმა და ფრანგმა ა. ფაიოლმა. მათ დაასაბუთეს, რომ მართვა ეს არის
დამოუკიდებელი დისციპლინა, რომლესაც თავად შესწევს უნარი გარკვეული წვლილი
შეიტანოს ორგანიზაციის წარმატებასა და განვითარებაში.

აქედან გამომდინარე, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართვა (მენეჯმენტი) არის


დასახული მიზნის მიღწევა სხვა ადამიანების შრომის, ინტელექტის და ქცევების მოტივების
გამოყენებით. სხვა სიტყვებით, მენეჯმენტი არის გადაწყვეტილების მიღებისა და მათი
რეალიზაციის ერთიანი სისტემა, რომელიც ფირმის მატერიალური, შრომითი და ფინანსური
რესურსების გამოყენიების მრავალი კომბინაციიდან ყველაზე ოპტიმალურის შერჩევისა და
მოგების მიღებისკენ არის მიმართული.

ბიზნესის მენეჯმენტს გააჩნია სახესხვაობები:


ა) საწარმოო მენეჯმენტი: განსაზღვრავს გამოსაშვები პროდუქციის ოპტიმალურ
მოცულობასა და სტრუქტურას; გამოყენებულ ტექნოლოგიას; მოწყობილობის შენახა-დაცვის
რაციონალურ წესს; კადრების განლაგებას; პერსონალის მართვას; გაუმართაობისა და
შეფერხების აღმოფხვრის წესებს.
ბ) მომარაგება-გასაღების მენეჯმენტი: მოიცავს სამეურნეო ხელშეკრულების ხელმოწერის
ორგანიზებას. ნედლეულის, მასალების, მაკომპლექტებლების შესყიდვას, მოზიდვასა და
შენახვას; საბოლოო პროდუქტის შენახვასა და მყიდველთან გაგზავნას.
გ) ინოვაციური მენეჯმენტი: მიმართულია სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის,
გამოყენებითი ხასიათის სამუშაოების მართვისაკენ; საცდელი ნიმუშების შქმნისაკენ;
წარმოებაში ინოვაციების დანერგვისაკენ.
დ) მარკეტინგ-მენეჯმენტი: დაკავებულია ბაზრების გამოკვლევით, პროდუქციაზე არსებული
და პოტენციური მოთხოვნის განსაზღვრით; საწარმოს საფასო და სარეკლამო პოლიტიკის
განსაზღვრით.
ე) პერსონალის მართვა: დაკავებუილა პერსონალის შერჩევით, სწავლებით. თანამშრომელთა
მოტივირების მეთოდების განსაზღვრით. საწარმოში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის
შექმნით; მუშაკთა შრომისა და ყოფის გაუმჯობესებით.
ვ) ფინანსური მენეჯმენტი: საწარმოს ფინანსური გეგმის (ბიუჯეტის) შედგენა, რესურსების
ფორმირება-განაწილება; საწარმოს ამჟამინდელი და პერსპექტიული ფინანსური
მდგომარეობის შეფასება;
ზ) ექაუნთინგ-მენეჯმენტი: დაკავებულია საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაციის
შეკრებით, დამუშავებითა და ანალიზით.ასევე. კონკურენტების შედეგებთან შედარებით
ფირმის სუსტი ადგილებისა და პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით;
თ) რისკ-მენეჯმენტი: დაკავებულია რისკების შეფასებისა და განსაზღვრით.
როგორც თავში ავღნიშნეთ, გამოყოფენ ფირმის მენეჯმენტის დონეებს. არსებობს სამი დონე:
მაღალი, საშუალო და დაბალი.

დაბალი დონე - ამ დონის მენჯერებს დასავლეთში სუპერვაიზორებს (ზედამხედველებს)


უწოდებენ. მათ მიეკუთვნებიან უბნისა და ცვლის უფროსები. ისინი მმართველთა
რაოდენობაში უმრავლესობას წარმოადგენენ. ისინინ აგრეთვე პასუხს აგებენ წარმოების
პროცესის უწყვეტობაზე, მწარმოებლურობაზე, პროდუქციის ხარისხზე და სხვ. მათი
მუშაობის კოორდინაციასა და კონტროლს საშუალო რგოლის მენეჯერები ახდენენ.

საშუალო დონე - მსხვილსა და ფუნქიონალრ განყოფილებებს (მარკეტინგი, ფინანსური,


ადამიანური რესურსების მენეჯმენტი)- ამ დონის მენეჯერნი სწორედ ამას ხელმძღვანელობენ
და ისინი ერთგვარად დაბალისა და მაღალი დონის მენეჯერებს შორის დამაკავშირებლის
როლს ითვისებენ. საშუალო დონის წარმომადგენლები ემსახურებიან კომპანიის გეგმებისა
და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ეპოქაში,
ამ რგოლის წარმომადგენელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა კომპიუტერული ტექნიკის
მასშტაბურად გამოყენებისა ინფორმაციის გაცილებით მარტივად მოძიების ხერხების გამო.

მაღალი დონის ტოპ-მენეჯერები - ესენი არიან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი,


დირექტორები, და მათი მოადგილენი. ამ დონეზე მუშავდება კონცეფციები, სამომავლო
მიზნები და სტრატეგიები. სწორედ ამიტომ, მათი წვლილი ძალიან დიდია ფირმის
წარმატება-წარუმატებლობაში. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი ყველა სახეობის
მენეჯმენტზე ფირმის მეპატრონეების წინაშე.

4.მარკეტინგის არსი და სტრუქტურა ბიზნესში


როგორც მოგვეხსენება, ბიზნესის მიზანი ადამიანთა მოთხოვნილებების მაქსიმალური
დაკმაყოფილებით მაქსიმალური მოგების მიღებაა, რაც მისი მარკეტინგული
უზრუნველყოფით მიიღწევა. სწორედ მარკეტინგი შეისწავლის ბაზარს და განსაზღვრავს
მომხმარებელთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად თუ რა ფასეულობა (საქონელი,
მომსახურება), რამდენი, რა ფასში, როდის იქნას წარმოებული და როგორ იქნას იგი
დაყვანილი მომხმარებლებამდე.

ტერმინი მარკეტინგი აშშ-ში წარმოიშვა XX საუკუნის დასაწყისში, როგორც რეაქცია


რეალიზაციის პრობლემაზე და მოიცოავდა მხოლოდ გასაღების სფეროს. იმ ხანად
მარკეტინგი წარმოებას ექვემდებარებოდა, რადგანაც გულისხმობდა უკვე წარმოებული
საქონლის გასაღებას.

მარკეტინგის ობიექტური აუცილებლობა მაშინ ჩნდება, როდესაც ბაზარი საქონლით


გაჯერებულია და მთავარია გასაღების პრობლემა. ამის გამო მარკეტინგს ზოგჯერ საქონლის
გასაღებასთან აიგივებენ. თუმცა, სინამდვილეში თუ გსაღების სისტემის ფუნქია იმაში
მდგომარეობს, რომ მომხმარებელი დავაწმუნოთ შეიძინოს უკვე წარმოებული საქონელი,
მარკეტინგული საქმიანობა მიმართულია იმ საქონლისა და მომსახურების წარმოებაზე,
რომელიც ესაჭიროება მომხმარებელს, ამასთან, არა მარტო დღეს, არამედ მომავალშიც.

მარკეტინგის მთავარი ფორმულაა ფირმამ აწარმოოს ის, რაც ნამდვილად უნდა მომხარებელს,
დაეხმაროს მას შეიცნოს თავისი მოთხოვნილებანი და ჩამოაყალიბოს მოთხოვნა ნაწარმზე და
მომსახურებაზე, რომელიც მას დააკმაყოფილებს შედარებით მაღალი ზომით. მოკლედ,
მარკეტინგი არის მყიდველთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გამოვლენა და მათი
დაკმაყოფილება მოგენის მიღების მიზნით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სხვა
სიტყვებით, მარკეტინგი გულისხმობს საჭირო საქონლის მიწოდებას საჭირო დროს, საჭირო
ადგილას და საჭირო ფასითა და რაოდენობით.

რასაკვირველია, ბაზარზე ორიენტაციისთვის საჭიროა მარკეტინგის მართვის პროცესი,


მმართველური ღონისძიებები, რომელშიც შეიძლება გამოიყოს შემდეგი მნიშვნელოვანი
სტადიები:
1) ფირმის მიერ საბაზრო შესაძლებლობების ზუსტად განსაზღვრა
2) ფირმის მარკეტინგული შესაძლებლობების ანალიზი
3) მიზნობრივი ბაზრების, სეგმენტების შერჩევა და საქონლის პოზიციონირება
4) მარკეტინგული კომპლექსის შემუშავება და მისი მეშვეობით მიზნობრივ ბაზარზე
ზემოქმედება
ყოველივე ამისათვის საჭიროა რო კარგად ვერკვეოდეთ მარკეტინგის კომპლექსში, რადგანაც
მრავალი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც მოგიწევთ მარკეტინგის სფეროში, ეხება მის
ამათუიმ სტრუქტურულ ელემენტს.
მარკეტინგის კომპლექსის სტრუქტურული ელემენტებია - საქონელი(პროდუქტი),
სამოქმედო ადგილმდებარეობის განსაზღვრა, საქონლის წინსვლა ანუ რეკლამა და ფასი, ანუ
სწორი ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავება.

1) საქონელი: საქონელსა და მომსახურებასთან მიმართებაში აუცილებელია


გადაწყვეტილების მიღება შემდეგი პუნქტების მიხედვით: როგორი ნიშან-თვისებები უნდა
ჰქონდეს საქონელს და როგორ უხამდება იგი სხვა პროდუქტებს? როგორი ინსტრუქცია უნდა
გაკეთდეს მისი გამოყენებისათვის? უნდა ჰქონდეს თუ არა გარანტია საქონელს? როგორ უნდა
შეიფუთოს იგი და ა.შ.

2) სამოქმედო ადგილმდებარეობის ანუ პოზიციის სწორად შერჩევა: სად ყიდულობენ თქვენი


მომხმარებლები თქვენი პროდუქციის ანალოგიურს? იყენებთ თუ არა გსაღების იმავე
ხერხებს, რასაც თქვენი კონკურენტები? გადიხართ თუ არა უშუალოდ მომხმარებელზე და ა.შ
3) საქონლის რეკლამასთან ანუ მომხმარებელთა ინფორმირებასთან დაკავშირებით: გაქვთ
თუ არა შენობაზე ნათელი და კარგად შესრულები ფირნიში? აღბეჭდილია თუ არა თქვენს
მანქანაზე თქვენი ფირმის სახელწოდება? როგორ შთაბეჭდილებას ახდენენ კლიენტებზე
თქვენივე თანამშრომლები საუბრისას? სწორედ ესა და ამგვარ კითხვებზე დადებითი პასუხის
შემთხვევაში იქნება თქვენი ფირმა წარმატებული.

4) ფასი: ფასწარმოქმნა გულისხმობს, არა უბრალოდ ნაწარმის ხარჯების დათვლას და მასზე


საშუალო მოგების დამატებას, არამედ იმის გათვალისწინებაც, თუ რამდენს ითხოვენ
კონკურენტები და რამდენის გადახდა სურს ბაზარს. უნდა გასცეთ პასუხები კითხვებს თუ
რამდენად მიესადაგება თქვენი ფასი ბაზარს, პროდუქტის სასიცოცხლო ციკლს და
კონკურენტულ სიტუაციას? ბიზნესში მარკეტინგული საქმიანობა სწორედ კონცეფციების
საფუძველზე უნდა განხორციელდეს და მასში მეწარმე აკრგად უნდა ერკვეოდეს.

5.მცირე საწარმო, ფრენჩაიზი და ვენჩერული ფირმა

მცირე ბიზნესი არის მცირე საწარმოების ერთობლიობა, რომელსაც შედარებით მცირე


კაპიტალდაბანდებით შეუძლია სწრაფად გაზარდოს ეკონომიკაში საქონელმწარმოებელთა
რაოდენობა და ოპერატიულად დააკმაყოფილოს საქონელზე და მომსახურებაზე
მოსახლეობის გაზრდილი და მრავალფეროვანი მომსახურება. მცირე ბიზნესი ჩაისახა და
განვითარდა აშშ-ში. მცირე საწარმოების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ შეულიათ
შეზღუდული ბაზრის პირობებშიც კი მოძებნონ და დაიკავონ ნიშა და იმუშაონ მომგებიანად.
მათი უპირატესობაა მოქნილობა და საბაზრო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება.

საკუთარი საწარმოს ჩამოყალიბება შესაძლებელია 3 გზით :


ა) უკვე არსებული საწარმოს (მზა ბიზნესის) შესყიდვით;
ბ)ახალი საწარმოს ცარიელ ნიადაგზე შექმნით;
გ)გარკვეული თანხის საფასურად ფრანჩაიზის შეძენით.

კონკურენტული სტრატეგიიდან გამომდინარე, შეიძლება გამოიყოს მცირე საწარმოს ორი


ტიპი:
1) ტრადიციული ანუ მეპატრონის არსებობის უზრუნველმყოფი მცირე საწარმო, რომელიც
გადარჩენაზეა ორიენტირებული (ბიზნესი-პროგრამა მინიმუმი) მაგ: საპარიკმახეროები, არც
ისე დიდი კაფეები, მაღაზიები და სხვ. მისი ნიშაა ლოკალური მოთხოვნილებების მომსახურე
დარგები.

2) სწრაფად მზარდი მცირე საწარმო, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული (ბიზნესი-


პროგრამა მაქსიმუმი).
მცირე საწარმოები თავიანთი ფუნქციებით ხელს უწყობენ:

1)მონოპოლიების დემონოპოლიზაციას, გამსხვილებული საწარმოების დეკონცენტრაციიას,


პრივატიზებას და ამ გზით დამოუკიდებელ საქონელმწარმოებელთა გამრავლებას, ანუ
საბაზრო, კონკურენტულ ურთიერთობაზე გადასვლას;
2) სიახლის გამოცდას და ახალი საქონლის გამოშვებაზე გადასვლას;
3)მომხმარებლის მოთხოვნილებისადმი ოპერატიულ რეაგირებას და მის შესაბამისად
ეკონომიკური სტრუქტურის ,მართვის ფორმების გარდაქმნას, ანუ სამომხმარებლო ბაზრის
სტაბილიზაციას;
4) ახალი სამუშაო ადგილების, კარიერის შექმნას;
5) მსხვილი კომპანიების მომსახურებას;
6) ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის სამეურნეო საფუძვლების განმტკიცებას
და თვითუზრუნველყოფადი ეკონომიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას.
7) ქვეყანაში საშუალო კლასის ფორმირებას, რომელიც არის ეკონომიკური უსაფრთხოებისა
და სიღარიბის დაძლევის, სტაბილიზაციის გარანტი;
8) ემანსიპაციის გამო მცირე ბიზნესში ქალთა ჩაბმას.

მცირე ბიზნესს აქვს გარკვეული სუსტი მხარეებიც:წარუმატებლობის მაღალი მაჩვენებელი


(განპირობებულია: საწარმოს შექმნის სიადვილით და ცუდი მართვით)

 მმართველური გამოცდილების უქონლობა


 ეროვნულ უმცირესობათა სუსტი წარმომადგენლობა
 საზოგადოებაში წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი.
არსებობს მცირე ბიზნესის კრახის ორი ძირითადი მიზეზი:
1) სუსტი მენეჯმენტი
2)არაადეკვატური დაფინანსება (კაპიტალის დეფიციტი, გასაღების დაბალი დონე)

ამჟამად საქართველოში ყოველ 1000 მცხოვრებზე 15 მცირე საწარმოა. განვითარებულ


ქვეყნებში კი ყოველ 30-35 კაცზე და ზოგგან 15ზეც ერთი მცირე საწარმო მოდის.

ფრენჩაიზი - ეს მსოფლიოში მცირე ბიზნესის წამოწყებისა და ფართოდ გავრცელების


საუკეთესო ფორმაა. ამ დროს დამწყები მეწარმე ცნობილი და მსხვილი კომპანიისაგან
(ფრანჩაიზერისგან) ნულიდან მილიონ დოლარამდე იძენს ფრანჩაიზს (ლიცენზიას),
რომელიც მას უფლებას ანიშებს გამოიყენოს სათაო საწარმოს მდიდარი გამოცდილება,
საფირმო სახელი, ბრენდი და ამით სტარტზევე მკვეთრად გაზარდოს შემოსავლები და
შეამციროს რისკი. ფრანჩაიზინგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამერიკის ეკონომიკაში და
მალე შეიძლება საცალო ვაჭრობაში გაბატონებული ფირმა გახდეს.

როგორც ვთქვით, ფრანჩაიზინგი დამწყებ მეწარმეებს დიდ უპირატესობას ანიჭებს. კერძოდ,


წვრილ მეწარმეებს, რომელტაც არ გააჩნიათ დამატებითი ფულადი საშუალებანი და
სათანადო გამოცდილება, მსხვილი ფირმების ქვეშ ახდენენ კრედიტის მიღებას, ნაკლები
დანახარჯით საკუთარი საქმის მოწყობას, ეზოგებათ სახსრები რეკლამებზე, ორგანიზაციულ
და სხვა საკითხებზე. ფრანჩაიზერი უცხოეთის ბაზარზე მოგებას იღებს პირდაპირი
ფინანსური ინვესტიციების გარეშე.

საქართველოში ფრანჩაიზინგული სისტემის განვითარების შესაძლებლობანი დიდია. ჩვენს


ქვეყანაში ფრანაჩაიზის მაგალითია დირმა „მაკდონალდსის“ რესტორანი, „კოკა-კოლა“ და
სხვა.

მცირე ბიზნესის საწარმოების სახესხვაობაა ვენჩერული ფირმა, რომელიც მისდევს


ნოვატორულ წამოწყებათა -ტექნიკურ სიახლეთა დანერგვას, პროდუქციის ახალ სახეობათა
გამოშვებას, ახალი სახეობის მომსახურების გაწევას. ისინი როგორც წესი, ფინანსურად
ძლიერი ფირმების დაკვეთით მოქმედებენ. უნდა ითქვას , რომ სარისკოა ახალი
პროდუქტების დაფინანსება. წარუმატებლობის შემთხვევაში , ცხადია კაპიტალი
დაკარგულია. წარმატების შემთხვევაში კი მსხვილი კორპორაცია თვითონ იწყებს ამ
პროდუქციის მასშტაბურ წარმოებას.

6.ბიზნესისა და ბიზნესმენის ცნება. ბიზნესი კონცეფციები (პოზიტიური,


კრიტიკული და პრაგმატული)

ბიზნესი არის ინვესტირება, მოგების მიღბის მიზნით. საზოგადოების მოთხოვნის შესატყვისი


საქონლისა და მომსახურების წარმოების ორგანიზება. ბიზნესმენი კი ის, ვინც ბიზნესს ეწევა.

ბიზნესის შესახებ არსებობს სულ სამი კონცეფცია: კრიტიკული, პოზიტიური, პრაგმატული.

კრიტიკული გულისხმობს მეწარმის ინტერესების მიხედვით წარმოებას, ანუ მაქსიმალურ


მოგებას. ასეთი კონცეფცია ყოველთვის უკმაყოფილების მიზეზია.იგი დომინირებდა
კომუნისტურ ქვეყნებში, თუმცა ახლა მან თავისი რესურსი ამოწურა და ისტორიის კუთვნილ
მოვლენად დარჩა.

პოზიტიური კონცეფცია კი ითვალისწინებს მხოლოდ მომხმარებლის ინტერესებს და არაა


ორიენტირებული მოგების მიღებაზე. იგი არასაწინააღმდეგო ხასიათისაა.

პრაგმატული კონცეფცია გულისხმობს მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების


საფუძველზე მიღებულ შემოსავალს (მოგებას); არაწინააღმდეგობრივი ხასიათისაა
7. ბიზნესის მენეჯმენტის მიზანი, პრიმციპები, მეთოდები და ფუნქციები

ყველას კარგად მოეხსენება, რომ მიზანი არის ის საბოლოო მდგომარეობა, სასურველი


შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს ნებისმიერი საწარმო. საწარმოს მომგებიანი,
ეფექტიანი მუშობა კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი სტრუქტურირებული
და დარეგულირებულია მართვის პრინციპებისა და მის შესაბამისად შემუშვებული
მეთოდების საფუძველზე.

მენეჯმენტის მიზნების მახასიათებლები:

 მიზნის სიზუსტე და მკაფიოება

 მიზნის რაოდენობრივი გაზმოვის შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა


დღევანდელი შეუდარდეს ხვალინდელს

 მიზნის რეალურობა ანუ მისი განხორციელების შესაძლებლობა

 მიზნის შესრულებისატვს დროის განრიგის მითითება

 ურთიერთხელშემწყობი მიზნები. გადაწყვეტილებები და მოქმედებები, რომელიც


აუცილებელია ერთი მიზნის მისაღწევად, ხელს არ უნდა უშლიდეს სხვათა მიღწევას

ბიზნესის მენეჯმენტის პრინციპებია:

 შემოქმედებიტობისა და მეცნიერული უზრუნველყოფის შეხამება;


მიზანდასახულობა; სპეციალიზაციისა და უნივერსალიზაციის შეხამება;
თანმიმდევრულობა; უწყვეტობა; მუშაკთა ინდივიდუალურ თავისებურებებზე
ყურადღების კონცენტრირება; მმართველური გადაწყვეტილების მიღებაში მშომელთა
ფართოდ ჩაბმა;

ქელქვეითებზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ მენეჯმენტის (მართვის)


სამ მეთოდს:

1) ეკონომიკური (მუშაკთა ქცევის რეგულირება ეკონომიკურად - ხე;ფასი, პრემია ა.შ.)


2)ადმინისტრაციული (აკრძალვა, ნებართვა, იძულება)
3) მორალურ -ფსიქოლოგიური (ქცევების რეგულირება მორალური სტიმულირებით)

მენეჯმენტის (მართვის) ძირითადი ფუნქციებია:

 დაგეგმვა (რომლის შედეგია ბიზნეს-გეგმა).

 ორგანიზება (გულისხმობს მთლიანი სამუშაოს განაწილებას ცალკეულ ქვეგანაყოფზე)


 მოტივაცია (ამ ფუნქციითხორციელდება ფირმის მიზნების მიღწევისათვის
მომუშავეთა პირადი ინტერესების რეგულირება მატერიალური და მორალურ-
ფსიქოლოგიური სტიმულებით)

 კონტროლი (ამ ფუნქციის ამოცანაა განსაზღვროს რა იყო დასახული მიზნად და


როგორ იქნა მიღწეული)

8. სახელმწიფოს როლი საერთაშორისო ბიზნესის რეგულირებაში

საერთაშორისო ბიზნესში სახელმწიფო მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკური და


პოლიტიკური ინტერესების დაცვისათვის. ამ მიზნით კი იგი პროტექციონისტულ
პოლიტიკას მიმართავს, რათა სამამულო წარმოება დაიცვას იმპორტული საქონლის
კონკურენციისგან. აღნიშნული პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტებია: საბაჟო ტარიფები,
კვოტა, ემბარგო, სუბსიდიები, სტანდარტების შემოღება და ანტიდემპინგური გადასახადი.

საბაჟო ტარიფი - ესაა გადასახადი, რომელიც წესდება საექსპორტო, საიმპორტო და


სატრანზიტო საქონელზე, რომელსაც უწევს ქვეყნის საზღვრების გადალახვა. მას ყველა
იხდის, ვინც ანხორციელებს საქონელბრუნვასთან დაკავშირებულ ოპერაციებს. განასხვავებენ
ფისკალურ, პროტექციონისტულ, პრეფერენციულ და ანტიდემპინგურ გადასახადებს:

ფისკალური საბაჟო გადასახადის უმთავრესი ფუნქციაა სახელმწიფო ბიუჯეტის


შემოსავლების გაზრდა. ეს გადასახადი დიდი არ არის. იგი წესდება საქონელზე, რომელიც
მოცემულ ქვეყანაში არ იწარმოება;
პროტექციონისტული საბაჟო გადასახადები გულისხმობს სამამულო წარმოებუის დაცვას.
თუმცა, ამ სახის ბაჟი იმდენად მაღალი არ არის, რომ უცხოური საქონლის იმპორტი შეწყდეს.
მაგრამ უცხოელ მწარმოებლებს საშინაო ბაზარზე არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს;
პრეფერენციალური საბაჟო გადასახადი ანუ შერავათიანი საბაჟო გადასახდი წესდება იმ
საქონელზე, რომლის შემოტანით დაინტერესებულია ქვეყანა. ეს პირველ რიგში შეეხება
უახლეს ტექნიკასა და ტექნოლოგიას, ან ისეთ პროდუქციას, რომელიც ქვეყნის შიგნით
საერთოდ არ იწწარმოება. პრეფერენციალური გადასახადები მიმართულია ქვეყნისათვის
სასურველი იმპორტის წახალისებისკენ.
ანტიდემპინგური გადასახადები - ზოგადად, დემპინგი ნიშნაცს უცხოურ ბაზარზე საქონლის
ხელოვნურად დაბალ ფასებში გაყიდვას იმ მიზნით, რომ კონკურენტები გააკოტროს და
შემდეგ გაზრდილ ფასებში საქონლის რეალიზაციით მერი მოგება მიიღოს. სწორედ ამგვარი
ქმედების წინასწარ გამომრიცხველ საშუალებად იყენებენ ანტიდემპინგურ ბაჟებს.
კვოტები - ტარიფთან ერთად გამოიყენება კვოტაც. ისინი ზღუდავენ ქვეყანაში
იმპორტირებული პროდუქციის მოცულობას. მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია
საქართველოში ხორბლის იმპორტი შეზღუდოს 1მლნ ტონამდე. კვოტები, ჩვეულებრივ,
ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე წესდება.

სუბსიდიები - სამამულო წარმოების დაცვა-სტიმულირებისათვის იყენებენ სუბსიდიებს, რაც


მათ შესაძლებლობას აძლევს, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმა პროდუქცია აწარმოონ უფრო
დაბალი ღირებულებით, ვიდრე მათა უცხოელმა კონკურენტებმა. ჩვეულებრივ, ყველაზე
დიდი რაოდენობით სუბსიდიები სოფლის მეურეობისთვის გამოიყოფა. სახელმწოფო
ზოგჯერ სამამულო წარმოების მხარდაჭერას სუბსიდიებით ახორციელებს, რაც საქონლის
ქექსპორტიორებს თავიანთ პროდუქციაზე უფრო დაბალი ანუ დემპინგური ფასების
დაწესების საშუალებას აძლევს.

სტანდარტების შემოღება - ეს იმპორტის შეზღუდვის კიდევ ერთი გზაა. აღნიშნული


ადგილობრივ მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ პირობებში აყენებს. მსოფლიოს ქვეყნები
აწარმოებენ ლიცენზიების უცხოელებისადმი მიყიდვას საქმიანობის მთელ რიგ სფეროებში.
მსოფლიოს იმპორტის 90 %-თვის ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ზღუდეა.

ემბარგო - ესაა კვოტის უკიდურესი ფორმა, როცა კვოტა ნულს უტოლდება. მაგალითად,,
უკვე მრავალი წელია აშშ-ს კუბისათვის ემბარგო აქვს დაწესებული. ასევე, მსოფლიო
ქვეყნების დიდ ნაწილს ემბარგო აქვს გამოცხადებული თვითგამოცხადებული აფხაზეთის
რესპუბლიკის მიმართ.

9. ინდივიდუალური საწარმო და მისი ღირსება ნაკლოვანებები


ინდივიდუალური საწარმო - ბიზნესის ორგანიზებულ-სამართლებრივი ფორმაა, რომელსაც
მართავს ან განაგებს ერთი ფიზიკური პირი და მისი ოჯახი. ე.ი ერთი ფლობს, ერთი მართავს.

იმის გამო, რომ მფლობელი არის ფიზიკური პირი, მისი პირადი ქონება არ არის
გამოცალკევებული . ამიტომ, ზარალის, ან ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში მფლობელი
თავისი პირადი ქონებით აგებს პასუხს. მოგებას მესაკუთრე თავად იტოვებს და ბიზნესთან
დაკავშირებულ ყველა რისკს თავად ეწევა.
დადებითი: 1) იოლია ორგანიზება-მოწყობა; 2) მაქსიმალური თავისუფლება; 3) საწყის
ეტაპზე დაბალი მოგება; 4) საიდუმლოებების დაცვის გარანტი; 5) საორგანიზაციო ხარჯების
სიმცირე; 6) არ არსებობს ორმაგი დაბეგვრა.

ინდ. საწარმო ერთობ მოქნილი და მობილურია .

უარყოფითი: 1) პრობლემები დიდი კაპიტალის მოზიდვაში; 2) საქმიანობის ხანგრძლივობა


გაურკვეველია; 3)ვალების დაფარვაზე განუსაზღვრელი პასუხისმგებლობა;
4)პროფესიონალიზმის განუსაზღვრელი პასუხისმგებლობა; 5)რესურსების მცირე პარტიების
შეძენა (რაც უფრო ძვირი ჯდება) .

10. დაუზღვევადი და დაზღვევადი რისკები

ბიზნესში არსებობს დაუზღვევადი და დაზღვევადი რისკები.

დაუზღვევადია რისკები, რომელსაც თავის თავზე არ იღებს სადაზღვევო კომპანია იმის


გამო, რომ მაღალი საფრთხეების შემცველი და ძნელად პროგნოზირებადია. ამასთან ერთად,
მათთან დაკავშირებული ზარალის სიდიდისა თუ ალბათობის წინასწარმეტყველება
თითქმის წარმოუდგენელია. ამიტომაცაა, რომ ამ რისკების დაზღვევას სადაზღვევო
ორგანიზაციები თავს არიდევე. ესაა: საბაზრო რისკები, რომელიც შეიძლება განიცადოს
საწარმომ საქონელზე ფასების, კონკურენციის, ინფლაციის, მოდის და მოთხოვნის
ცვლილებათა გამო; პოლიტიკური რისკები ანუ ზარალი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს
საომარმა მოქმედებებმა, მთავრობის შეცვლამ და ა.შ. პირადი რისკები - დაკავშირებულია
სამუშოს დაკარგვასთან, სიღარიბესთან; ზოგიერთი საწარმოო რისკი, რომელიც გამოწვეულია
ნედლეულის დეფიციტითა და უხარისხობით, ფიზიკური კაპიტალის მორალური
დაძელებით, მოწყობილობების არაეფექტიანობით, გაფიცვებით, საწარმოო შიდა
კონფლიქტებითა და სხვ.

დაზღვევადი რისკებია, რომელთაც სადაზღვევო კომპანიები აზღვევენ იმის გამო, რომ მათზე
მოსალოდნელი დანაკარგები და ზარალი ადვილად პროგნოზირებადი და ანაზღაურებადია.
წმინდა რისკების დიდი ნაწილი ექვემდებარება დაზღევას, ხოლო სპეკულაციური
დაუზღვევადია.

დაზღვევადია რისკი, როცა პასუხობს შემდეგ 4 კრიტერიუმს:


1) დანაკარგები ექვემდებარება ზუსტ აღრიცხვა-შეფასებას;
2) დანაკარგები გამოწვეულია რაიმე არაკონტროლირებადი, გაუთვალისწინებელი
მოვლენებით;
3) რისკი კავშირშია კლიენტთა დიდი რაოდენობის საფრთხესთან;
4) დანაკარგები არის ისე სერიოზული, რომ მეწარმე დამოუკ. ვერ აუდის მის დაფარვა.
11.მენეჯერის სამი ძირითადი ტიპის უნარ-ჩვევა და მართვის
ორგანიზების ხაზური სტრუქტურა ბიზნესში
ორგანიზაციის სახეობისა და სიდიდის მიუხედავად მენეჯერები უნდა ფლობდნენ სამი
ძირითადი ტიპის უნარ-ჩვევებს: ტექნიკური, კომუნიკაციური და ანალიტიკური. ამ უნარ -
ჩვევების ფლობისა და გამოყენების აუცილებლობა დამოკიდებულია მართვის იერარქიაში
მათ მიერ დაკავებულ დონეზე (საფეხურზე). შევნიშნავთ, რომ კომუნიკაციის უნარი ანუ
ადამიანებთან საქმიანი კონტაქტების, კავშირებისა და ურთიერთობების უნარი
აუცილებელია მართვის ყველა დონეზე; ანალიტიკური - მაღალ დონეზე. ტექნიკური კი -
განსკაკუთრებით დაბალ და მეტნაკლებად სხვა დონეებზე. ტექნიკური უნარ-ჩვევები ესაა
განსაზღვრული სამუშაოს შესრულების უნარი. ყველა მმართველი მეტანკლებად უნდა
ფლობდეს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს. ესაა: კომპიუტერზე ტექსტის დაბეჭდვა-წაკითხვა,
საინტერესო მასალის მოძიება, ინფორმაციის მიღება-გაგზავნა და სხვ; კომუნიკაციის უნარი
აუცილებელია იმისათვის, რომ კარგად გაუგოთ სხვა ადამიანებს და ეფექტურად
იურთიერთოთ მათთან. ეს არა მხოლოდ თქმის(მეტყველების), არამედ მოსმენისა და აზრთა
გაცვლის საშუალებაა. ანალიტიკური უნარ-ჩვევები არის უნარი, ხედავდე ორგანიზაციას
მთლიანობაში და ერკვეოდე მის ნაწილებს შორის ურთიერთკავშირებში. მასში შედის:
ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება-ანალიზის, პრობლემების გამოვლენა, დასკვნების
ფორმულირება, გადაწყვეტილების მიღებისა და გეგმების შედგენის უნარი.

საწარმოს მართვის ორგანიზების სტრუქტურა არის მის წინაშე მდგარი მიზნებისა და


ამოცანების რეალიზაციის საშუალება. მართვის ორგანიზების სტრუქტურა უნდა
პასუხობდეს რიგ მოთხოვნებს. ესაა: ოპტიმალურობა, ოპერატიულობა და ეკონომიურობა.

პრაქტიკაში გავრცელებულია მართვის ორგანიზების ხაზური სტრუქტურა, რომელიც


ჩვეულებრივ გამოიყენება იმ საწარმოებში, სადაც ათამდე მუშაკია და ადგილი არ აქვს რთულ
წარმოებასა და წარმოებებს შორის კოოპერაციულ კავშირებს. გარდა ამისა, ამ სახის
სტრუქტურის დროს ადგილი აქვს ხელქვეითზე ხელისუფლების ძალით ზემოქმედებას -
„გააკეთე ესა და ეს, ახლავე!“ და ერთპიროვნულობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ
ყოველი მუშაკი ექვემდებარება მხოლოდ ერთ ხელმძღვანელს.

მართვის ხაზობრივი სტრუქტურა, როგორც წესი, გამოიყენება მცირე და საშუალო


საწარმოებში, სადაც ადგილი არ აქვს რთულ წარმოებას და საწარმ,ოებს შორის არსებობს
ფართო კოოპერაციული კავშირები.

მართვის ხაზური სტრუქტურა 5 საფეხურისაგან შედგება. მას თავში მოქცეული ჰყავს


საწარმოს ხელმძღანელი. მის შემდეგ მოდის საამქროს უფროსი, რომლის მითითებებსაც
ასრულებს საწარმოს უბნის ოსტატი. კიდევ უფრო ქვედა საფეხურზეა ბრიგადირი, ხოლო მის
უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება უშუალო შემსრულებელი.
12. ბაზრის კომპლექსური შესწავლა

მარკეტინგული კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ბაზრის გამოკვლევა. რადგან


ამგვარი გამოკვლევა ხელს უწყობს ბაზრის შესახებ ინფორმაციაზე მოთხოვნილების
დაკმაყოფილებას და შესაძლებლობას იძლევა პასუხი გაეცეს კითხვებს: რა ვაწარმოოთ?
როდის? რამდენი? და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ მარკეტინგული გამოკვლევის ხარისხზე
დიდადაა დამოკიდებული მთლიანად საწარმოს გადარჩენა-განვითარება. საწარმოსათვის
უაღრესად მნიშვნელოვანია გამოკვლევა ჩატარდეს არა მხოლოდ საქმიანობის დასაწყისში,
არამედ მთელი მისი ფუნქციონირების მანძილზე.

სწორედ ამ საქმიანობას ეწოდება ბაზრის გამოკვლევა, ანუ მყიდველთა ინტერესების, ბაზრის


შესძლებლობებისა და მდგომარეობის, ასევე გარემო-პირობების შესახებ ინფორმაციის
შეგროვება.

ნებისმიერი მარკეტინგული გამოკვლევის მიზანია არსებული სიტუაციის ობიექტური


შეფასება და ბაზრის განვითარების სწორი პროგნოზი. ბაზრის ანალიზი უწინარეს ყოვლისა
საქონლით იწყება, საიდანაც უნდა გაირკვეს: მოცემული საქონლის ღირსებები და
კონკურენტების საქონლის მიმართ უპირატესობანი; მისი შესაბამისობა ადგილობრივ
კანონმდებლობასა და წესჩვეულებებთან და ა.შ.

ბაზრის მარკეტინგული კვლევის პროცესის ოპერაციებია (ეტაპებია):

 პრობლემისა და მის შესახებ საჭირო ინფორმაციის განსაზღვრა

 ინფორმაციის მოძიება-შეგროვება

 მეორადი ინფორმაციის ანალიზი

 პირველადი ინფორმაციის ანალიზი

 კვლევის შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება

13. ბიზნეს გეგმის არსი, ფუნქციები, სახეობები, ობიექტური


აუცილებლობა და მისი შემადგენელი ნაწილების მოკლე დახასიათება

ბიზნეს-გეგმა არის ოფიციალური დოკუმენტი რომელიც აღწერს

1) ფირმის თანამედროვე მდგომარეობას;


2) მის წინაშე დასახულ მიზნებს;
3) მათი მიღწევის გზებს;
4) საქმიანობიდან სავარაუდო ფინანსურ შედეგებს .
უფრო მარტივად, ბიზნეს-გეგმა არის ფორმირებადი ან უკვე ფუნქციონირებადი საწარმოს
მიზნებისა და მათი მიღწევის ღონისძიებებისა და სავარაუდო ფინანსური შედეგების
ამსახველი დოკუმენტი, რომელიც კრედიტორებისა და ინვესტორებისაგან სახსრების
მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა.

ბიზნეს გეგმის ფუნქციები:


I. ბიზნეს-გეგმა საწარმოს ეკონომიკური მიზანშეწონილობის დამაჯერებელი
დასაბუთება უნდა იყოს, რომლის გამოყენება შესაძლებელია 10-15 წლიანი პერიოდის
სტრატეგიული დაგეგმვისათვის.
II. ბიზნეს-გეგმის დანიშნულების შესანარჩუნებლად მოგება-ზარალის ანგარიშის
საფუძველზე სისტემატიურად უნდა კონტროლდებოდეს ბიზნესის მდგომარეობა
განვლილი თვის, კვარტლისა თუ წლის განმავლობაში.
III. უნდა იყოს დინამიური.
IV. საქმის რეალურ მდგომარეობას ზუსტად და უტყუარად უნდა ასახავდეს.
V. მასში საკითხები კონკრეტულად, სხარტად, ნათლად და შთამბეჭდავად უნდა იყოს
გადმოცემული. მასში მოცემული ინფორმაცია პროექტის განსხვავებული დონის
მონაწილეთათვისაც კი ხელმისაწვდომი და იოლად გასაგები უნდა იყოს.

ბიზნეს-გეგმას შეიმუშავებს თვით ბიზნესმენი ან მინიმუმ მისი თანამონაწილოებით უნდა


შემუშავდეს. ყველას არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი ბიზნეს-გეგმაზე, რადგან ეს წარმოადგენს
კომერციულ საიდუმლოებას, ინტელექტუალურ საკუთრებას და საიდუმლოდ უნდა იქნას
დაცული.. ბიზნეს -გეგმა გათვალისწინებული უნდა იქნას:
1) ფირმის მესაკუთრეებისთვის;
2) ფირმის მენეჯერებისთვის
3) გარე ინვესტორებისთვის
4) სხვა საქმიანი პარტნიორებისთვის.

განასხვავებენ ბიზნეს-გეგმის ორ სახეობას:


ბიზნეს გეგმა არის შიდა და გარე სახის.
-----შიდა (სამუშაო) საწარმოს მესაკუთრეებისთვისაა, მუშავდება საკუთარი ბიზნესის
თვითდაფინანსების შემთხვევაში.
-----გარე ბიზნეს-გეგმა გარე ინვესტორებისა და სხვა საქმიანი პარტნიორებისათვისაა.

ბიზნეს-გეგმა უნდა იყოს საწარმოს ეკონომიკური მიზანშეწონილობის


(სიცოცხლისუნარიანობის) დამაჯერებელი დასაბუთება; მოგება -ზარალის ანგარიშის
საფუძველზე სისტემატიურად უნდა კონტროლდებოდეს ბიზნესის მდგომარეობა ; უნდა
იყოს დინამიური; საქმის რეალურ მდგომარეობას ზუსტად და უტყუარად უნდა
გამოხატავდეს; საკითხები კონკრეტულად და ნათლად უნდა იყოს გადმოცემული.
ბიზნეს-გეგმის ოფიციალურად შედგენას , მით უფრო დამტკიცებას, არავინ მოითხოვს..
14.აქციონერული საზოგადოება და მისი ღირსება ნაკლოვანებები

აქციონერული საზოგადოება -არის ფირმა , რომელიც თავის საწესდებო კაპიტალს აქციების


გამოშვებით და რეალიზაციით აყალიბებს. (ას)-ის საწესდებო კაპიტალი მინიმუმ 15 ათას
ლარს უნდა შეადგენდეს .აქციონერები თავიანთი კუთვნილი აქციების ფარგლებში ეწევიან
რისკს აქციონერული საზოგადოების საქმიანობისთვის.

აქცია არის საკუთრების ტიტული, რომელიც მოწმობს მისი მეპატრონის მონაწილეობას


სააქციო საზოგადოების კაპიტალში.აქცია მის მფლობელს ანიჭებს მესაკუთრის და
მმართველის უფლება-მოსილებას:
ა) აქციონერს უფლება აქვს მიიღოს საზოგადოების მოგებიდან წილი (დივიდენდი);
ბ) საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს დარჩენილი ქონების
განაწილებაში;
გ) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების მართვაში.

კორპორაციის ყოველდღიურ ხელმძღვანელობას დირექტორები ეწევიან, რომლებსაც


სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს.

ღირსებები:

 აქციონერული საზოგადოება ხელს უწყობს მსხვილი დამატებითი კაპიტალის


მოზიდვას;
 სახსრების მოზიდვა ხდება გამსესხებლის მინიმალური რისკის პირობებში, რაც
წაახალისებს მეწარმის ნოვატორულ აქტიურობას;
 აქციონერულ საზოგადოებაში მესაკუთრისა და მმართველის ფუნქციის გამიჯვნა ,
პროფესიული, თანამდებობრივი ზრდის და შრომის ანაზღაურების კარგი პირობები,
ხელს უწყობს მაღალი რანგის მმართველების მოზიდვას და ამის ხარჯზე წარმობის
საერთო ეფექტიანობის ამაღლებას;
 მუდმივი და სტაბილურია . აქციონერის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეზე გადადის
მისი აქციები.

ნაკლოვანებები:

 მნიშვნელოვანი სახსრებია საჭირო;


 ორმაგი დაბეგვრა ;
 მკაცრი რეგლამენტირება;
 აქციების ბევრი მეპატრონის ჩამოცილება სააქციო საზოგადოების მართვისაგან
 აქციები განთავსებულია მრავალრიცხოვან მეპატრონეებს შორის. ეს ერთმანეთისგან
მიჯნავს მესაკუთრისა და მმართველის ფუნქციას და ზოგჯერ წინააღმდეგობას
წარმოშობს.
15. მართვის ორგანიზების ფუნქციონალური და ხაზობრივ-
ფუნქციონალური სტრუქტურა ბიზნესში

მართვის ორგანიზების ფუნქციონალური სტრუქტურა ბიზნესში საკმაოდ დიდ როლს


ასრულებს. ჩვეულებრივ, საქმის წამოწყება-გაძღოლისათვის მეწარმეს ესაჭიროება:
ბუღალტერი - ფინანსური ანგარიშგების წარმოებისათვის; იურისტები - სამართლებრივ
საკითხებზე რჩევის მიღებისათვის; საბანკო საქმის სპეციალისტები - ფინანსურ საქმიანობაზე
რეკომენდაციების მიღებისათვის; სადაზღვევო აგენტები - იმ საფრთხეებისაგან საწარმოს
დაცვის გარანტირებისათვის, რომელთა გათვალისწინება და გაკონტროლება შეუძლებელია;
კომპიუტერის კონსულტანტი - კომპიუტერების გამოყენებასთან დაკავშირებით
რეკომენდაციებისათვის და სხვ.
ფუნქციონალური სტრუქტურის დროს სამეურნეო საქმიანობის წარმართვა მისი ცალკეული
მიმართულების მიხედვით ხდება. მაგალითად, საგეგმო განყოფილება ახორციელებს
დაგეგმვას; შრომისა და ხელფასის განყოფილება მოტივაციისა და კონტროლის ფუნქციას და
ა.შ.

საწარმოში ათზე მეტი მუშაკის არსებობის შემთხვევაში აუცილებელი ხდება ხაზობრივ-


ფუნქციონალურ სტრუქტურაზე გადასვლა. სამწუხაროდ ასეთ გადასვლას ხშირად თან სდევს
პრობლემები, განსაკუთრებით სწრაფად მზარდ საწარმოშუ, როდესაც, მაგალითად, მეწარმე
ერთ-ერთ ტავის პოსტს უთმობს ახლად დაქირავებულ ბუღალტერს ან ბაზრის კვლევის
სპეციალისტს. არნიშნული ცვლილება საწარმოს ვეტერანმა მუშაკებმა შეიძლება აღიქვან
უკმაყოფილებით და დაძაბონ კოლექტივის შიდა მორალურ-ფსიქოოგიური ატმოსფერო.
მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინდაწინ უნდა შემუშვდეს ორგანიზაციული სქმეა,
სადაც მითითებული იქნება როგორც ხაზობრივი, ისე შტაბური (ფუნქციური)
თანამდებობები, თანამდებობრივი ინსტრუქციები და მათი ურთიერთდაქვემდებარება
(სუბორდინაცია). ხაზობრივ-ფუნქციონალურ სტრუქტურას ზოგჯერ კომბინირებულ
სტრუქტურასაც უწოდებენ, რადგანაც მასში ერთდროულად ვხვდებით ხაზობრივი და
ფუნქციური სტრუქტურის ელემენტებს. ამ დროს შენარჩუნებულია განყოფილების
სპეციალიზაცია რომელიმე ფუნქციაზე და ხაზობრივი ხელმძღვანელობისთვის
დამახასიათებელი ერთმმართველობა, რის გამოც მაღლდება მენეჯმენტის დონე.

16. ინფორმაციის როლი მარკეტინგში

ბიზნესის ეფექტიან წარმართვაში უაღრესად დიდია ინფორმაციის როლი და მნიშვნელობა.


განასხვავებენ პირველად და მეორად ინფორმაციებს.
პირველადი მონაცემები - ეს არის ინფორმაცია, რომელიც შეკრებილია პირველად, რაიმე
კონკრეტული საკვლევი პრობლემის ან საკითხის გადაწყვეტისათვის.
პირველადი ინფორმაციის მოპოვება-შეგროვება ხორციელდება ოთხი ძირითადი მეთოდით:
1. გამოკითხვა - ამ დროს ხდება მომხმარებლების, მოსახლეობის აზრის სისტემატიური
შესწავლა უშუალოდ, ტელეფონით ან ანკეტური მეთოდებით.
2. დაკვირვება - ამ მეთოდის დროს მომხმარებელს აფასებენ გაყიდული ქვითრების
მიხედვით, ასევე, იმის მიხედვით, თუ რომელ საქონელზეა მაღალი და მომგებიანი
ფასი და რომელი საქონელი იყიდება სწრაფად.
3. ექსპერიმენტი - ამ მეთოდის შემთხვევაში მარკეტინგის სხვა ელემენტების
უცვლელობის პირობებში ხდება მისი ერთ-ერთი ელემენტის ცვლა. მაგალითად, თუ
გვსურს დავადგინოთ ახალი შეფუთვის ვარგისიანობა, ახალი ვარიანტები
აუცილებელია გაიგზავნოს რამდენიმე მაღაზიაში, სადაც იმავე საქონელი ძველი
შეფუთვით იყიდება.
4. იმიტაცია - ეს არის კომპიუტერების გამოყენებაზე ორიენტირებული მეთოდი,
რომელიც სხვადასხვა მარკეტინგული ფაქტორის გამოყენებით შესაძლებლობას
იძლევა ქაღალდზე და არა რეალურ სინამდვილეში. დასაწყისშ იგება ფირმასთან
შეხებაში მყოფი კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი ფაქტორების მოდელი.
შემდეგ მათი სხვადასხვა თანაფარდობა შეიტანება კომპიუტერში, რათა
განისაზღვროს თითოეულის გავლენა მარკეტინგის საერთო სტრატეგიაზე.

პირველად მონაცემს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები. მაგალითად,


ღირსება ისაა, რომ ადვილად შესაძლებელია მონაცემების მოპოვება და კონკურენტებისაგან
მათი დაცვა; არ არსებობს წინააღმდეგობანი სსხვადასხვა წყაროებით მოპოვებულ მონაცემებს
შორის; მაღალია მათი საიმედოობის დონე. უარყოფითი თვისებები კი ისაა, რო მ მათი
შეგროვება დიდ დროსა და დანახარჯებს მოითხოვს; ზოგი ინფორმაცია მოპოვების
თვალსაზრისით შეზღუდულია.

მეორადი ინფორმაცია შეიძლება იყოს შიგა და გარე.


შიგა მეორადი ინფორმაციის წყაროებია: შიგა საფირმო ანგარიშგების ფორმები, რომლებსაც
ამზადებს: ბუღალტერია; საწარმოო განყოფილება; გასაღების განყოფილება და სხვ. შიგა
მეორადი ინფორმაციით მარკეტოლოგი ეცნობა ცალკეული სახეობის პროდუქციის
რეალიზაციის მოცულობას, მოგების ნორმას, მიწოდებას და სხვას.
გარე მეორადი ინფორმაცია შეიძლება იყოს: ოფიციალური და არაოფიციალური. გარე
ოფიციალურს მიეკუთვნება მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაცია:
ფასების, ვალუტის კურსის, მოსახლეობის რაოდენობის და სხვათა შესახებ; გარე
არაოფიციალურს კი: გაზეთებით, დარგობრივი ჟურნალებით, ცნობარებით, ბროშრებით და
სხვათა მეშვეობით გავრცელებული სპეციალური ინფორმაცია.

მეორად ინფორმაციას გააჩნია რიგი დადებითი და უარყოფითი მხარეები: კერძოდ, მისი


შეგროვება იაფია რადგანაც არ ითხოვს ინფორმაციის საკუთრივ ფირმის შეგროვებას;
ინფორმაცია შეიძლება შეგროვდეს შეზღუდულ დროში ზედმეტი დანახარჯების გარეშე
დასხვ. უარყოფითი მხარეები - ამ სახეობის ინფორმაცია ზოგჯერ მოძვლებულია.
მაგალითად, ამერიკაში მოსახლეობის აღწერა ათ წელიწადში ერთხელ ტარდება, ამიტომ ეს
მონაცემები, დაკავშირებული მოსახლეობის რიცხოვნობასთან, ასაკობრივ-სქესობრივ
სტრუქტურასთან და სხვა, გარკვეულ წილად პირობითია.

17. ბიზნესზე პირდაპირი ზემოქმედების გარე გარემოს ფაქტორები

გარე გარემოში მოიაზრება ბიზნესის გარემომცველი ყველა ის ფაქტორი და პირობა,


რომელიც მოქმედებს მის ფუნქციონირებაზე და მისგან შესაბამის რეაგირებას აპირობებს.

ბიზნესზე პირდაპირი ზემოქმედების გარე ელემენტებია: ეკონომიკური რესურსების


(ნედლეული, მასალები) მომწოდებლები, მომხმარებლები, კონკურენტები, ბაზარზე
არსებული სიტუაცია, კანონები და სახელმწიფო რეგულირების ორგანოები-მიკრო გარემო .

ბიზნესის გარე გარემო ხასიათდება რიგი თავისებურებებით :

1) ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულება- ერთი ფაქტორის ცვლილებამ შეიძლება


გამოიწვიოს ურთიერთდაკავშირებული ცვლილებების ტალღა და შეიცვალოს
ბიზნესზე მათი ზემოქმედების ხასიათი.
2) სირთულე- ფაქტორთა სიმრავლის და მრავალფეროვნების გამო მათზე რეაგირება
რთულდება, ამიტომ უნდა გამოიყოს მნიშვნელოვანი ფაქტორები და პირველ რიგში
მათზე მოხდეს რეაგირება;
3) დინამიურობა- გარემოს ცვლილებების შეფარდებითი სიჩქარე. ბიზნესი უნდა იყოს
მოქნილი და შეეძლოს შეგუება მუდმივად ცვალებად გარემოზე;
4) გაურკვევლობა, ანუ გარემოს შესახებ ინფორმაციის რაოდენობისა და საიმედოობის
არასაკმარისობა.

მომწოდებლები - როგორც ითქვა, ფირმა არის ერთგვარი მექანიზმი, რომელიც გარედან


შემოსულ ეკონომიკურ რესურსებს (ნედლეული, მასალები) გარდაქმნის საქონლად და
მომსახურებად და ისევ გარე გარემოს უბრუნებს. ფირმას ჩამოთვლილი რესურსებით
სწორედ მომწოდებლები უზრუნველყოფენ.

მომხმარებლები - თანამედროვე ბიზნესის უმთავრესი მიზანი მომხმარებლის პოვნაა და მისი


მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. მომხარებელი ბიზნესის მთავარი
წარმმართველი ძალაა. ეს იმიტომ, რომ მეწარმე სწორედ მომხარებლებისგან შეიტყობს თუ რა
და როგორი სახეობის საქონელია მისთვის სასურველი და როგორი ფასებია მისაღები.

კონკურენტები - ბიზნესზე კონკურენტების გავლენის შეუფასებლობა შეუძლებელია,


ვინაიდან სწორედ ისინი უბიძგებენ ფირმას მუშაობის გაუმჯობესებისკენ, ან ზღუდავენ მის
განვითარებას. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ მეწარმეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ იგი არ
დააკმაყოფილებს მომხარებლის მოთხოვნილებას ისევე ეფექტიანად, როგორც ამას
კონკურენტები აკეთებენ, მაშინ მისი ორგანიზაცია დიდ ხანს ვერ იარსებებს.

ბაზარზე არსებული სიტუაცია - ბიზნესზე დიდ გავლენას ახდენს ბაზარზე არსებული


სიტუაცია ანუ კონიუნქტურა. სწორედ ამიტომ მეწარმეებმა დიდი ყურადღება უნდა
დაუთმონ მის ანალიზს. ბაზრის კონიუნქტურის ძირითადი ელემენტებია მიწოდება,
მოთხოვნა მათი თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბებული ფასი.

კანონები და სახელმწიფოებრივი რეგულირები ორგანოები - საქმიანი ორგანიზაციები


ვალდებულნი არიან დაიცვან არამარტო სახელმწიფო კანონები, ვთქვათ, მუშაკის სამუშაოზე
მიღება და განთავისუფლება განხორციელდეს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად,
არამედ შეასრულონ სახელმწიფო რეგულირების მოთხოვნებიც. მაგალითად, ეკოლოგიის ან
მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

18. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და კომანდიტური


საზოგადოება.
სპს არის საზოგადოება , რომელშიც რამდენიმე ფიზიკური პირი (მინიმუმ ორი)
ერთობლივად , ერთიანი საფირმო სახელწოდებით , ეწევა არა ერთჯერად და
დამოუკიდებელ მეწარმეობას და პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისთვის
კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები-უშუალოდ,
პირდაპირ, მთელ ვალდებულებებზე, შეუზღუდავად მთელი თავისი ქონებით. მისი
პარტნიორები შეიძლება იყვნენ ფიზიკური პირები.

სპს-ს მიერ მიღებული მოგებიდან კი არ გადაიხდება გადასახადი, არამედ ცალკეული წევრი


იხდის მიღებული შემოსავლიდან წილიდან გადასახადს.

სპს-ს წესდება უნდა შედგეს წერილობითი ფორმით და დამოწმდეს სანოტარო წესით.

სპს-ს უნდა ჰქონდეს დასახელება, სადაც უნდა მიეთითოს საზოგადოებიდან თუნდაც ერთის
გვარი.

თუ სპს-ში ორი წევრია , ერთის გასვლის შემდეგ ეს საწარმო ან ინდივიდუალურად უნდა


გადაკეთდეს, ანდაც გაუქმდეს.

თუ ინდივიდუალური მეწარმე მხოლოდ საკუთარ შეცდომებზეა პასუხისმგებელი, სპს-ში


პასუხისმგებლობა პარტნიორთა შეცდომებზეც ვრცელდება, ანუ პასუხისმგებლობა
სოლიდარულია: ,,ერთი ყველასთვის, ყველა - ერთისათვის“, რაც ზოგჯერ კონფლიქტს
იწვევს. კონფლიქტის საგანი ხდება, აგრეთვე, პარტნიორებს შორის მართვის ფუნქციების
გადანაწილება, ლიდერობისთვის ბრძოლა.
ამიტომაცაა, რომ სპს უმრავლეს ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) ყველაზე
ნაკლებგავრცელებული ფორმაა.

პარტნიორული მეწარმეობის ნაირსახეობაა- კომანდიტური საზოგადოება. (კ.ს)- არის


საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით
ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას.

კ.ს შედგება ერთი ნამდვილი -კომპლემენტარი და მინიმუმ ერთი მეპაიე- კომანდიტორი


წევრისაგან. მისი საფირმო სახელი უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთი კომპლემენტარის გვარს
.კომანდიტი შეიძლება როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი, მათ შორის
სახელმწიფოც.

კომპლემენტარი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი. სწორედ ამიტომ მისი ან მათი
პასუხისმგებლობა შეუზღუდავია. (ე.ი ვრცელდება , როგორც სამეწარმეო, ისე პირად
ქონებაზე). კომანდიტი ზარალის მოზიარე მხოლოდ თავისი წილი კაპიტალისა და ჯერ
კიდევ გადაუხდელი შენატანის ოდენობით. კ.ს -ში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ
მხოლოდ პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს (კომპლემენტარებს).

19. საერთაშორისო ბიზნესის შესწავლის ობიექტური აუცილებლობა

არსებობს ძალიან ბევრი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იცოდეს თანამედროვე


სპეციალისტმა საერთაშორისო ბიზნესის შესახებ. მაგალითად მომავალი მენეჯერისათვის
პირველი სამუშაო დავალება შეიძლება იყოს იმ გუნდის მუშაობაში მონაწილეობა, რომელიც
დაკავებულია ერთ-ერთი საერთაშორისო ბიზნეს-პროექტის რეალიზაციით. რუსეთიდან,
თურქეთიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ა.შ. საერთაშორისო ბიზნესის საფუძვლების ცოდნა
კი დაეხმარება მათ უფრო ღრმად გაერკვნენ ამ გუნდის ჩამოყალიბების მიზეზებში და მათ
წინაშე მდგარ პრობლემებში.

საერთაშორისო ბიზნეს სფეროში სულ უფრო მეტად ერთვებიან მცირე კომპანიები. ვაჭრობის
ელვისებურმა განვითარებამ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით
ახალი შესაძებლობა გახსნა მცირე კომპანიებისთვის.

საერთაშორისო ბიზნესის დაუფლება აუცილებელია იმიტომაც, რომ საქმის კურსში იყოთ,


თუ რა ბოლო მიღწევებია მართვის ტექნოლოგიების სფეროში, რომელთაგან ბევრი
შემუშავდა,ვთქვათ, საქართველოს ფარგლებს გარეთ. მაგალითად, იაპონიაში შემუშავდა და
პრაქტიკაში გამოყენებული იქნა მატერიალური მარაგების მართვის პროგრესული
მეთოდები, რომელმაც მიიღო სახელწოდება „ზუსტად დროში“. ამ სისტემის მიხედვით
მუშაობისას, მომწოდებლები ვალდებულნი არიან საჭიროების შემთხვევაში ამოსავალი
რესურსებით უზრუნველყონ კომპანია.

საერთაშორისო ბიზნესის შესწავლის აუცილებლობის ბოლო ასპექტი, რომელსაც, ასევე, აქვს


არანაკლები მნიშვნელობა, ესაა მომავალი მენეჯერების კომპეტენტურობის ამაღლება
კულტურის საკითხებში. იმის კვალობაზედ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის
კულტურული ცხოვრება და პოლიტ. სისტემები, სულ უფრო ურთიერთდაკავშიირებული
ხდევა, სხვადასხვა ხალხებს შორის საერტო და განმასხვავებელი მახასიათებლების ღრმა
გაგება სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.

და ბოლოს, ეკონომიკის გლობალიზაციისა და ლიბერალიზაციის თანამედროვე პირობებში,


როდესაც კომპანიებისათვის ხელმისაწვდომი ხდება მათგან დაშორებით მყოფი ქვეყნების
რესურსებისა და საქონლის გასაღების ბაზრები, საერთაშორისო ბიზნესი განსაკუთრებულ
აქტუალობას იძენს. ~

20. კლიენტი თანამედროვე ბიზნესში

თანამედროვე ბიზნესის სისტემაში ცენტრალური ფიგურაა კლიენტი.

ეს უკანასკნელნი არიან ისინი, ვისგანაც მეწარმე იგებს, თუ რა, რამდენი, როდის, როგორ და
რა ფასად უნდა აწარმოოს და გაყიდოს.

ყველა გონიერ ხელმძღვანელს საკუთარი პერსონალური კომპიუტერის ცალკე ფაილში აქვს


იმ კომპანიებისა და კლიენტების სია, რომელსაც ემსახურება ან მომავალში მოემსახურება.
როგორც წესი, ამ სიის სათავეში არიან მყიდველები და საწარმოო პერსონალი. მყიდველები
იმიტომ, რომ სწორედ ისინი ანაღდებენ კომპანიის ყველა ანგარიშს, ხოლო საწარმოო
პერსონალი იმიტომ, რომ სწორედ ისინი აღასრულებენ მომხმარებელთა სურვილებს.

ხშირად კლიენტი და მომხმარებელი ერთი და იგივე სუბიექტია. მაგალითად, ხართ


რესტორნის მეპატრონე. ამ შემთხვევაში კლიენტი და მომხმარებელი ერთი და იგივეა. თუმცა
ველოსიპედების მწარმოებელი კომპანიის შემთხვევაში მყიდველები, პირველ რიგში, არიან
საცალო მაღაზიები. სწორედ ისინი შეისყიდიან ველოსიპედებს და შემდეგ ყიდიან საბოლოო
მომხმარებელზე.

უკეთესად რომ განვასზღვროთ კლიენტებისა და მომხმარებლების ცნება ვთქვათ, რომ


კლიენტებს, როგორც გადამხდელებს. უპირატესად ამოძრავებთ დაბალი ფასი,
მომხმარებლებს კი საქონლის სასარგებლო თვისებები, ანუ სახმარი ღირებულება. საქმის
წარმატებისთვის აუცელებელია ორუვე ჯგუფუს შესახებ კარგად ვიყოთ ინფორმირებულნი.
კარგი კლიენტები -ის კლიენტები, რომელთა წილადაც მოდის თქვენი კომპანიის გაყიდვების
უდიდესი რაოდენობა. კლიენტების დაახლოები 25% უზრუნველყოფს კომპანიის მოგების
95%-ს.

ცუდი კლიენტები - ისინი, რომლებიც ხშირად არ ყიდულობენ, დროულად ან საერთოდ არ


იხდიან, ან მუდმივად აბრუნებენ ნაყიდს.

21. ბიზნესზე არაპირდაპირი ზემოქმედების გარე გარემოს ფაქტორები

არაპირდაპირი ზემოქმედების გარე გარემოს ფაქტორებია: პოლიტიკური გარემო,


ეკონომიკური გარემო, სოციალურ-კულტურული გარემო, სამეცნიერო-ტექნიკური გარემო,
ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო, დემოგრაფიული გარემო.

1) პოლიტიკური გარემო- ბიზნეს გარემოს ძირითადი და მნიშვნელოვანი მდგენელია;


მასში იგულისხმება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეჟიმი, სტაბილურობა და
არასტაბილურობა, საშინაო და საგარეო ურთიერთობები, ხელისუფლების
კრიმინალიზაციის დონე, ლობიზმი და სხვა.
2) ეკონომიკური გარემო-ბიზნესის წარმატება სხვა ფაქტორებთან ერთად
დამოკიდებულია ქვეყნის საშინაო და საგარეო ეკონომიკურ მდგომარეობაზე.სწორედ
ამიტომ , მეწარმე უნდა დაინტერესდეს როგორც მსოფლიო, ისე საკუთარი ქვეყნის
ეკონომიკური მდგომარეობით და მათი გათვალისწინებით შეიმუშაოს მმართველური
გადაწყვეტილებები.
3) სოციალურ-კულტურული გარემო- სამეწარმეო საქმიანობაში წარმატება თუ
წარუმატებლობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად
ითვალისწინებს ფირმა თავის საქმიანობაში ამ ადამიანების შეხედულებებს, ქვეყნის
კულტურულ ფასეულობებს, ტრადიციებს, შეხედულებებს, ქცევის წესებს და სხვ.
4) სამეცნიერო-ტექნიკური გარემო- ბიზნესში დიდ როლს ასრულებს ტექნოლოგიები.
ამიტომ რაც უფრო განვითარებულია სამეცნიერო -ტექნიკური გარემო , მით უფრო
მზარდი იქნება ბიზნესიც.
5) ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო- ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსები,
ეკოლოგიური მდგომარეობა, კლიმატური და სეზონური ცვლილებები.
6) დემოგრაფიული გარემო- გულისხმობს ქვეყნის მოსახლეობის ასაკობრივ და
სქესობრივ შედგენილობას, შობადობისა და მოკვდაობის მდგომარეობას, მიგრაციულ
პროცესებს, დასახლების სიმჭიდროვეს, ოჯახის ტიპებს და ა.შ. ყველა ეს ფაქტორი
გათვალისწინებული უნდა იქნას საწარმოს საქმიანობაში, კერძოდ ბიზნეს-გეგმის
დასაქმების ნაწილში.
22. მეწარმე-სუბიექტები და მათი რეგისტრაცია

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად


მეწარმე სუბიექტები არიან:

 ინდივიდიუალური მეწარმე (იმ) - ეს არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიან


ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს,
როგორც ფიზიკური პირი. რეგისტრაცია: ინდ.მეწარმე 1)სარეგისტრაციო განცხადება;
2)პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; 3)რეგისტრაციისთვის მომსახურების
საფასურის გადახდის დოკუმენტი.(20 ლარი ერთ დღეში; 50 იმ დღესვე)

 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) - იურიდიული პირის


სტატუსის მქონდე საწარმო (კომპანია). შესაქმნელად აუცილებელია მინიმუმ 2 წევრი;
კომპლემენტარი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი;

 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) - იურიდიული პირის


სტატუსის მქონდე საწარმო (კომპანია). შესაქმნელად აუცილებელია მინიმუმ 2 წევრი;
კომპლემენტარი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი; შპს-ის დაარსება შეუძლია
მხოლოდ ერთ პირსაც.

 აქციონერული საზოგადოება (ას) - იურიდიული პირის სტატუსის მქონდე საწარმო


(კომპანია). შესაქმნელად აუცილებელია მინიმუმ 2 წევრი; კომპლემენტარი შეიძლება
იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი;

 კომანდიტური საზოგადოება (კს) - იურიდიული პირის სტატუსის მქონდე საწარმო


(კომპანია). შესაქმნელად აუცილებელია მინიმუმ 2 წევრი; კომპლემენტარი შეიძლება
იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი;

 კოოპერატივი (კ) - იურიდიული პირის სტატუსის მქონდე საწარმო (კომპანია).


შესაქმნელად აუცილებელია მინიმუმ 2 წევრი; კომპლემენტარი შეიძლება იყოს
მხოლოდ ფიზიკური პირი;

იურიდიული პირის სტატუსის მქონე სუბიექტები შ.პ.ს ; კ.ს ; კ ; სპს; ას


დასარეგისტრირებლად ესაჭიროებათ:
1) სარეგისტრაციო განცხადება
2) საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუში
(ნოტარიულად დამოწმებული)
3) მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. (100 ლარი)

23. პერსონალის მართვის პროცესი ბიზნესში

კადრები ან პერსონალი ეწოდება საწარმოებში და ფირმებში მომუშავე ადამიანებს. ზოგად


ჭრილში პერსონალის მართვა გულისხმობს დასახული მიზნიდან გამომდინარე
პროფესიებზე მოთხოვნილების განსაზღვრას, შტატების დაკომპლექტებას და მუშაობის
მაჩვენებლების შეფასებას.

მოკლედ, პერსონალის მართვის პროცესში შედის ყველაფერი - დაწყებული სამუშაოზე


მიღებიდან დამთავრებული თანამშრომელთა დათხოვნით. ესაა:
ა) პერსონალის დაქირავება და განთავისუფლება
ბ) თანამშრომელთა პროფესიული ზრდა-განვითარება
გ) პერსონალის შრომის ანაზღაურებისა და დაწინაურების სისტემა
დ) კოლექტივში კეტილსასურველი კლიმატის ჩამოყალიბება-შენარჩუნება.

უფრო კონკრეტულად პერსონალის მართვის ეტაპებია:

1. პერსონალზე მოთხოვნილების დაგეგმვა-პროგნოზირება და შემდგომ ამ


მოთხოვნილების დაკმაყოფილება

2. შრომის ბაზარზე საჭირო კადრებზე მოთხოვნა-მიწოდების ანალიზი

3. კადრების მოძებნა და შეკრება და ყველა თანამდებობაზე პოტენციური კანდიდატების


რეზერვის შექმნა

4. პრეტენდენტებისგან სტანდარტული ანკეტებისა და ცნობების მიღება. მათთან


გასაუბრება, ტესტირება, შეფასება და ა.შ.

5. კადრების სწავლება და ორგანიზაციაში ადაპტირება

6. მათთვის ხელფასებისა და შეღავათების განსაზღვრა

7. მუშაკთა შრომითი საქმიანობის შეფასება და ატესტაცია

8. მომუშავეთა სტატუსის ცვლა: დაწინაურება, დაქვეთება, სხვა ადგილას გადაყვანა და


სხვ.
მეწარმის უპირველესი ამოცანაა მუშა კოლექტივის ფორმირება. მაგალითად, მცირე ბიზნესში
საჭიროა ერთი, ორი ან რამდენიმე თანაშემწე, უფრო დიდ ბიზნესში - ფირმის კოლექტივი,
მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა შეირჩეს საქმიანი ადამიანების გუნდი.

როგორც ავღნიშნეთ, პერსონალის მართვის ერთ-ერთი ეტაპია კადრების მოზიდვის


(შეკრების) ეტაპი. ეს ერთ -ერთი მთავარი პროცესია ბიზნესში. ამ დროს ფირმა იწვევს
ადამიანთა ჯგუფს, რომელიც მოცემულ თანამდებობაზე აცხადებს პრეტენზიას. კადრების
მოზიდვა „შიდა“ და „გარე“ წყაროების საფუძველზე ხდება.

კადრების გადაადგილება ფირმის შიგნით შედარებით იაფი ჯდება. ის გულისხმობს თვით


ორგანიზაციაში ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ასევე თანამშრომელთა
რეკომენდაციის საფუძველზე სამუშაოდ მათი მეგობრებისა და ნაცნობების მოწვევას და ა.შ.

კადრების მოზიდვის გარე წყაროს მიეკუთვნება: განცხადებები გაზეთსა თუ ჟურნალში,


შრომითი მოწყობის სააგენტო, შრომის ბირჟები და სხვ.

კადრების პროფესიული ზრდის ზაქმეში დიდ როლს ასრულებს მათი შრომის ეფექტიანობის
შეფასება. ეს სამ ძირითად მიზანს ემსახურება:
1. ადმინისტრაციული ფუნქცია - სამსახურში დაწინაურება, დაქვეითება და ა.შ.
2. ინფორმაციული ფუნქცია - ყოველი თანამშრომელი ეცნობა თავის სუსტსა და ძლიერ
მხარეებს და ამის საფუძველზე განსაზღვრავს მუშაობის გაუმჯობესების მიმართულებას
3. მოტივაციური ფუნქცია - მოტივაცია ხელს უწყობს შრომით ააქტიურობას. მუშაკთათვის ეს
ძალიან მნიშნელოვანია.

კიდევ ერთი გადამწვეტი მნიშნელობა ენიჭება კადრების სწავლებასა და პროფესიულ


განვითარებას. სწავლება შეიძლება: მუშაობის პროცესში წარმოებისგან მოუწყვეტლად და
წარმოებისგან მოწყვეტით. ასევე კომპანიის გარეთ.

24. საქონლის სასიცოცხლო ციკლი და მარკეტინგული სტრატეგიები


ბიზნესში

ბიზნესის მარკეტინგულ უზრუნველყოფაში მნიშნელოვანია ფასწარმოქმნა. ფასის


დაწესებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მრავალი ფაქტორი. კერძოდ, ბიზნესის მიზანი,
გარე ფაქტორები (კონკურენტები, მომხმარებლები, საქონლის სასიცოცოცხლო ციკლი და
სხვ.) და შიდა ფაქტორები (საწარმოო ხარჯები, ვიწრო ადგილები და ა.შ.)

ფასწარმოქმნის ამოცანებია: მოგების მაქსიმიზება; ახალი შეკვეთების მოზიდვა; არსებულ


მომხმარებელთა შენარჩუნება; სარეზერვო შესაძლებლობების გამოყენება; ბაზრის
მნიშვნელოვანი წილის დაუფლება; კონკურენტებისაგან თავდაცვა და ა.შ.
როგორც ვახსენეთ, ფასწარმოქმნისას მეწარმეს მრავალი ფაქტორის გათვალისწინება უხდება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საქონლის სასიცოცხლო ციკლი. ეს არის საქონლის
ბაზარზე ყოფნის დრო, რომელიც მოიცავს ბაზარზე მისი გამოჩენიდან ბაზრიდან მის
გაქრობამდე პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მწარმოებლისათვის მას მოაქვს გარკვეული
მოგება.
საქონლის უმრავლესობას თავის სასიცოცხლო ციკლი აქვს, რომლის დასულების შემდეგ
საქონელი მოდიდან გადის და მასზე მოთხოვნილება და მოთხოვნა მცირდება.

საქონლის სასიცოცხლო ციკლი მოიცავს რამდენიმე სტადიას:


დანერგვა; ზრდა; მოწიფულობა და დაცემა.
თითოეულ მათგანს გაანია თავისი დამახასიათებელი ნიშნები.
დანერგვა - ეს არის ახალი საქონლის ბაზარზე გატანისა და პოზიციების დამკვიდრების
სტადია, რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს. მისი მიზანია ახალი საქონლის ბაზრის
შექმნა. ამ დროს ვაჭრობა, როგორც წესი, წამგებიანია, ვინაიდან გაყიდვის მოცულობა მცირეა,
ხოლო მარკეტინგული ხარჯები მაღალი.
ზრდა - ამ ეტაპზე, თუ მომხმარებელმა აღიარა საქონელი, მაშინ რეალიზაციის მოცულობა
სწრაფად მატულობს. ის იმიტომ, რომ პირველ შემსყიდველებთან ერთად შეძენის პროცესში
ერთვება მასობრივი მომხმარებელი, რადგანაც საქონლის შესახებ მათ დადებითი
გამოძახილი აქვთ. ამ სტადიაზე კიდევ რამდენიმე ფირმა შედის მომგებიან ბაზარზე,
ძლიერდება კონკურენცია, რის გამოც მიმართავენ დარწმუნებითი რეკლამის გამოყენებასაც.
მოწიფულობა - დამახასიათებელია ის, რომ პოტენციური მყიდველების უმრავლესობამ
საქონელი უკვე შეიძინა, ბაზარი გაჯერდა, რასაც შედეგად მოსდევს სასაქონლი მარაგების
ზრდა და კონკურენციის გამწვავება. ამის გამო ფირმები ამცირებენ ფასებს, ზრდიან
რეკლამისა და საქონის გასაღების სტიმულირების ხარჯებს. მოგება სტაბილურდება ან
მნიშვნელოვნად მცირდება კიდეც და უფრო სუსტი კონკურენტები ეთიშებიან ბრძოლას.
საქონლის გაყიდვის ტემპების შემცირება სიმწიფის ეტაპის დაწყების მაჩვენებელია. და
აქედან გამომდინარე ხშირად საქონელს ყიდიან დაბალ ფასში.
დაცემა - ეს სტადია ხასიათდება საქონლის გასაღებისა და მოგების მკვეთრი შემცირებით.
საქონლის გაყიდვის დაცემის პროცესი შეიძლება დროებით შეჩერებული იქნას სხვადასხვა
მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებით. მოგების მკვეთრი შემცირების გამო
გარდაუვალი ხდება არსებული საქონლის ჯერ ბაზრიდან, შემდეგ კი საერთოდ წარმოებიდან
მოხსნა.

საქონლის სასიცოცხლო ციკლის თითოეულ სტადიაზე საჭიროა სხვადასხვა მარკეტინგული


სტრატეგიის განხოციელება.
კონკურენციის დონეზე ორიენტირებული ფასწარმოქმნის სტრატეგიებია:
„ფასების მისაღებ დონეზე“ დაწესების სტრატეგია - ეს გულისხმობს კარგი ხარისხის
პროდუქტზე ფასების დაწესებას კონკურენტების საშუალო საბაზრო ფასების დონეზე.
პრემიალური ფასნამატის სტრატეგია - ამ დროს ფირმის მიერ ფასი დგინდება
კონკურენტების ფასის საშუალო დონეზე მაღლა. ის შეიძლება გამოვიყენოთ, როდესაც
ვაწარმოებთ და ვვაჭრობთ ფართო მოხმარების მოდური საქონლით, რომლის ხარისხის
უფრო მაღალია, ვიდრე კონკურენტისა
ფასდაკლების სტრატეგია - ამ დროს ჩვენი პროდუქციის ხარისხი ისეთივეა. როგორიც
კონკურენტისა, ფასი კი კონკურენტების ფასების საშუალო დონეზე დაბალი.
გაბერილი ფასების სტრატეგია - ფირმა საქონელზე აწესებს მის ხარისხთან შედარებით
მაღალ ფასს. ეს სტრატეგია ძალაშია იქამდე, ვიდრე მომხმარებელი არ მიხვდება. რომ მას
ატყუებენ.

25. მიკრო ბიზნესისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მეწარმე ფიზიკური


პირი.
მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს
დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას,
რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის
განმავლობაში არ აღემატება 30,000 ლარს. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის
საშემოსავლო გადასახადს. მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, გაუქმება, სერტიფიკატის
გაცემა ხდება ფინანსთა მინისტრის მიერ, საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის
ადგილის მიხედვით.

მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, თუკი ეკონომიკური
საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი წლის განმავლობაში არ აღემატება 100,000 ლარს.

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთებია: 1) მცირე ბიზნესის


დასაბეგრი შემოსავალი , იბეგრება 5%-ით. 2)იბეგრება 3%-ით, თუ, ა) ერთობლივი
შემოსავლის 60% ოდენობის ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს და ბ) თუ მცირე
ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე საქმიანობს მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ზონის
ტერიტორიაზე.

მიკრო და მცირე ბიზნესის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა ხდება საგადასახადო


აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
26. ადამიანური ურთიერთობები, მოტივაცია, ხელმძღვანელის სტილი
და პერსონალის მართვის სისტემის ეფექქტიანობა ბიზნესში
ორგანიზაციაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალური მორალურ-
ფსიქოლოგიური კლიმატის ჩამოყალიბებეას, რადგანაც ადამიანური ურთიერთობები არა
ნაკლებ ზემოქმედებს მის ეფექტიანობაზე, ვიდრე შრომის რაციონალურად მოწყობა და
მოტივაცია.

იმისათვის, რომ მენეჯერმა ფირმაში შექმნას ნორმალური ადამიანური ურთიერთობის


ატმოსფერო მას უნდა გააჩნდეს: ხელმძღვანელობის უნარი, ანუ საერთო მიზნის მიღწევის
პროცესში ადამიანთა მობილიზების უნარი; კომუნაკიციის უნარი; მოტივაციის უნარი;

განასხვავებენ მოტივაციის კლასიკურ თეორიას, რომლის თანახმად შრომითი აქტივობების


ერთადერთი სტიმულია ფული; მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდას, რომლის
მიხედვითაც ადამიანის მოტივატორია: ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების, სოციალური,
პირადი აღიარებისა და თვითრეალიზაციის მოთხოვნილებანი; ლოდინის თეორიას, რომლის
მიხედვითაც შრომის რაოდენობა, რომელიც იხარჯება გარკვეული ამოცანის
შესრულებისათვის დამოკიდებულია მოსალოდნელ ანაზღაურებაზე და ა.შ;

აგრეთვე, განასხვავებენ ხელმძღვალობის სამ სტილს:


ავტორიტარული - გულისხმობს გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებასა და ამ
პროცესში სხვათა უგულებელყოფას. მართვის ამგვარი სტილი მისაღებია მაშინ, როდესაც
საჭიროა ოპერატიულად გადაწყვეტილების მიღება.
დემოკრატიული - გულსხმობს მმართველური გადაწყვეტილების მიღებას
თანამშრომლებთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით.
ლიბერალური სტილი - თანამშრომლები გადაწყვეტილებას იღებენ დამოუკიდებლად,
ხელმძღვანელთა ჩარევის გარეშე. ხელმძღვანელი მხოლოდ კონსულტანტად გვევლინება.
ორგანიზაციაში, სადაც აუცილებელია შემოქმედებითი აქტიურობის წახალისება
მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას ლიბერალური სტილი.

და ბოლოს, პერსონალის მართვის სისტემის ეფექტიანობის შეფასება რამდენი კრიტერიუმით


ხდება.
1) კომპეტენტურობა - კადრების მართვა ეფექტიანია, თუ არსებობენ შესაბამისი უნარისა და
და კვალიფიკაციის მქონე ადამიანები. საკადრო მუშაკის კომპეტენტურობის აუცილებელი
ელემენტებია: მოქნილობა და ადაპტირების უნარი.
2) ერთგულება და ჰარმონია - პერსონალის მართვა ეფექტიანია, თუ კომპანიის
თანამშრომელნი მისი ერთგულნი არიან. და ფირმის ერთგულება სწორედ მაშინ ყალიბდება,
როდესაც კომპანიის მიზნებსა დამომსახურეთა მიზნებს შორის ჰარმონიაა.
3) საკადრო მუშაობა რენტაბელური უნდა იყოს - თანამედროვე სამყაროში „რაც შეიძლება
მეტის გამომუშავება“ არ არის საკითხის გადაჭრა.
27. პროდუქციის დიზაინი(შეფუთვა). ბრენდი და PR ბიზნესში

პროდუქციის დიზაინი (შეფუთვა) მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. იგი


უზრუნველყოფს პრდოუქტის შენახვას მისი გამოშვების მომენტიდან გაყიდვამდე;
ინფორმაციას აწვდის მყიდველს პროდუქტის ზომა-წონისა დაშემადგენლობის შესახებ;
პროდუქცია უფრო მიმზიდველს ხდის და ამით ზრდის რეალიზაციის მოცულობას;

საქონლის დიდი ნაწილი მომხმარებელს შეფუთული მიეწოდება. შეფუთვა -ეს არის


სპეციალური სათავსის შექმნა, რაშიც თავსდება საქონელი. იგი შეიცავს თვით ტარას,
ეტიკეტსა და სხვა ჩანართებს.
განასხვავებენ საქონლის შინაგან, გარეგან და სატრანსპორტო შეფუთვას.
შინაგანი შეფუთვა -ეს არის საქონლის უშუალო სათავსი, სადაც იგი გამთავსებულია.
მაგალითად, სუნამოს შინაგანი შეფუთვა არის ბითლი, რომელშიც იგი ასხია.
გარეგანი შეფუთვა - იმავე სუნამოსათვის ეს იქნება მუყაოს კოლოფი გარეგანი გაფორმებით,
რომელიც მას იცავს დამსხვრევისაგან და ხელს უწყობს სუნამოს რეკლამირებასა და
გასაღების სტიმულირებას.
სატრანსპორტო შეფუთვა - სუნამოსთვის გაფორმებულია მუყაოს ყუთი, რომელშიც
თავსდება რამდენიმე ათეული კოლოფი სუნამო. სატრანსპორტო შეფუთვის მიზანია
საქონლის ტრანსპორტიებისათვის მოხერხებული პირობების შექმნა და გაქურდვა-
დაზიანებისაგან დაცვა მისი შენახვის დროს.

ბრენდი - ეს არის ერთგვაი სახელი, ნიშანი, ან სიმბოლო გამოყენებული გამყიდველის


პროდუქციის იდენტიფიკაციისთვის და კონკურენტის პროდუქციისგან განსხვავებისთვის.
მოკლედ, ბრენდინგის შემშვეობით ფირმა თავის პროდუქციას აცნობს და აყვარებს
მომხმარებელს.
ბრენდით ხდება პოზიციონირება ანუ გარკვეული ადგილის დაკავება მომხმარებლის
ცნობიერებაში. მაგალითად, „სნიკერსის“ სავაჭრო მარკა თავის პროდუქციას ახასიათებს,
როგორც „შიმშილის მოკლის საუკეთესო საშუალებად“.

PR (Pubic Relations) – „პიარი“ ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელიც


თანამედროვე სამყაროში უდიდეს როლს ასრულებს იზნესის ეფექტიანად წარმართვაში. PR
რეკლამისგან განსხვავებით მიმართულია არა პროდუქტის, არამედ უპირატესად საწარმოს
პოპულარიზაციაზე. PR-ის სპეციალისტებსა და მენეჯერებს შესაძლებლობა ეძლევათ
ბეჭდვითი სიტყვით, ფირმის ხელმძღვანელებთან ინტერვიუს ორგანიზებით,
პრესკონფერენციებით, რადიო და ტელე და მრავალი სხვა საშუალებებით იმოქმედონ
საზოგადოებრივ აზრზე, რაც აამაღლებს საწარმოს რეპუტაციას. PR შეიძლება ოყოს თეთრი
(საკუთარი ღირსებების წარმოჩენა) და შავი (მოწინა აღმდეგის ძაგება, სახელის გატეხვა).
28. ბიზნესში ფულად საშუალებებზე მოთხოვნილების განსაზღვრა და
მისი დაფინანსება
ნამდვილი მეწარმისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ
განსაზღვროს ფულად საშუალებებზე მოთხოვნილებანი და როგორ მოიზიდოს ისინი.

ფულად საშუალებებზე მოთხოვნილების განსაზღვრის ყველაზე რაციონალური წესი ბიზნეს-


გეგმის შედგენაზე დაიყვანება, რომლის ცენტრალური რგოლია ხარჯთაღრიცხვის ნუსხა.
„ნუსხა“ ფირმის შესაბამისი სამსახურების მიერ შედგენილი საწარმოო, ორგანიზაციული,
მარკეტინგული იურიდიული და სხვა ოპერატიული გეგმების ტრანსფორმირებაა ფულად
თანხაში. იგიი ასახავს ფულად საშუალებებზე მოთხოვნილებას საწარმოს ფუნქციონირების
დაწყებამდე და მას შემდეგ.

რასაკვირველია, ბიზნეს-გეგმის შედგენა მეწარმის მიერ კრედიტორებისა ინვესტორებისაგან


საჭირო ფულადი საშუალებების მიღების გარანტია არ არის, მაგრამ იგი ზრდის ამის შანსს.
„ნუსხას“ იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თანამედროვე პირობებში ბევრი
კრედიტორი და ინვესტორი ერიდება სახსრების გამოყოფას საკრედიტო განაცხადთან ერთად
მისი წარდგენის გარეშე.

ყოველი მეწარმე ვალდებულია სათანადოდ ერკვეოდეს ფინანსურ მენეჯმენტში. ეს


უკანასკნელი ემსახურება ფულის მოზიდვას და ფირმის მიზნებისა და ამოცანების
შესაბამისად მის ეფექტიან ინვესტირებას მოგების მისაღებად.

ბიზნესის დაფინანსება - ეს არის სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებისა და მისი ზრდა-


განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა.
ბიზნესი ფინანსურ უზრუნველყოფას საჭიროებს როგორც საწყის, ისე შემდგომ სტადიებზე.
კერძოდ, საწყისი, ანუ სტარტ კაპიტალი საჭიროა სადამფუძნებლო დოკუმენტაციის
შემუშავებისთვის, მისი რეგისტრაციისთვის, ლიცენზიისთვის, ოფისის, ავეჯის,
ტექნოლოგიების შესყიდვისთვის და ა.შ.

მეწარმეთა მოთხოვნილებანი საფინანსო რესურსებზე იყოფა გრძელვადიან და მოკლევადიან


მოთხოვნილებებად. გრძელვადიანი საფინანსო რესურსები საჭიროა ხანგრძლივი დროის
განმავლობაში და ხშირად დაკავშირებული ძირითადი კაპიტალის, ასევე, ახალი
მოწყობილობის პატენტის გამოყენების უფლების შეძენასთან.
მოკლევადიანი საფინანსო რესურსები საჭიროა მიმდინარე ოპერაციების
განსახორციელებლად და დაკავშირებულია საბრუნავი საშუალებების ხარჯებთან.
29.საერთაშორისო ბიზნესში კომპანიების მონაწილეობის მოტივები და
ხელშემწყობი ფაქტორები
საერთაშორისო ბიზნესში კომპანიების მონაწილეონბის ძირითადი მოტივებია:
1) საქონლის (მომსახურების) გასაღების ბაზრის გაფართოება
2) რესურსების (მუშა -ხელი, მიწამ ნედლეული, მასალები), მაკომპლექტებლების,
ნახევარფაბრიკატებისა და სხვათა საზღვარგარეთ უფრო იაფად შეძენა
3) მომარაგება-გასაღების წყაროების დივერსიფიკაცია ეკონომიკური ციკლის სხვადასხვა
ფაზაზე მყოფი ქვეყნების მიხედვით
4) საკვანძო კომპეტენციის უფრო ფართო გამოყენება, რომლის განვითარება კომპანიამ შეძლო
საშინაო ბაზარზე (შეგვიძლია „ნოკიას“ მაგალითი მომვიყვანოთ. კომპანიაში შემუშავებული
ტელეფონის წარმოების უახლესი ტექნოლოგია ადგილობრივმა ფინეთის ბაზარმა
დადებითად მიიღო და ფირმის მენეჯერებმა გადაწყვიტეს, რომ ძალები საერთაშორისო
ასპარეზზეც ეცადათ.)

საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებაზე შესაძლოა გავლენა იქონიო შემდეგმა ეკონომიკურმა


ფაქტორებმა: მოსახლეობის შემოსავლის დონე, გაცვლითი კურსი, ტარიფი, ქვოტა, ემბარგო.
სუბსიდიები ექსპორტის წახალისებისათვის, დემპინგური ფასები, ინფლაცია, საგადასახადო-
საბაჟო სისტემა და სხვ.
ანგარიშგასაწევია არაწმინდა ეკონომიკური ხასიათის ფაქტორებიც: პოლიტ. სტაბილურობა,
რესურსების რაოდენობა, კულტურა, კანონები, ტექნოლოგიური განვითარების დონე და ა.შ.

30.ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფის გარე წყაროები


არსებობს ბიზნესის დაფინანსების 2 წყარო.
შიდა წყარო - აქ მოიაზრება ის შემოსავლები, რომელიც დაკავშირებულია ფირმის
საქმიანობისა და მისი საკუთარი ქონების გაყიდვა-გაიჯარების შედეგებთან.
გარე წყარო - მასში შედის

1. პირადი და ოჯახის წევრების დანაზოგები

2. კრედიტი (ამ შემთხვევაში ხდება ბიზნესის ვალით დაფინანსება)

3. ფირმის მიერ აქციების გაყიდვა (კორპორაციის შემთხვევაში) ან ფირმის პოტენციურ


მფლობელთანგან დამატებითი სახსრების მოზიდვა (ერთპიროვნულო
მფლობელობისა და პარტნიორიბის შემთხვევაშ). ამ ორივე შემთხვევაში ფულის
ინვესტორები, კრედიტორებისგან განსხვავებით, ფირმის ნაწილობრივი
მფლობელებიც გახდებიან

4. უნაცვალგებო (მუქთა) დაფინანსება.


პირადი და ოჯახის წევრების დანაზოგები - ბუნებრივია ეს ყველაზე მარტივი და საიმედო
წყაროა. ამ შემთხვევაში მცირე ბზნესის დაწყება ხდება დაუყოვნებლივ, ამასთან
შესაძლებელია თანდათანობით დაგროვილი იქნას გამოცდილება და საშუალებანი მისი
გაფართოებისთვის.

კრედიტი - თუკი ბიზნესის დაწყებისა და გაძღოლისათვის საჭიროა მსხვილი თანხა, მაშინ


შეგიძლიათ მიმართოთ საბანკო კრედიტს. ეს არის ფულის სესხად გაცემა დაბრუნებადობის,
ვადიანობის, მიზნობრიობისა და სარგებლის გადახდის პირობით. პროცენტი არის
კრედიტით საგებლობის საფასური.

კრედიტების მრავალი ფორმა და სახე არსებობს. მაგალითად, საქონლის შეძენას საფასურის


გადახდის გადავადებით კომერციული კრედიტი ეწოდება. ამისგან საქონლის გამყიდველი
იგებს იმით, რომ აჩქარებს საქონელბრუნვას, ყიდის უფრო მეტ საქონელს და ამით ზრდის
თავის მოგებას. მყიდველი კი იძენს საჭირო საქონელს იმაზე ადრე, ვიდრე დააგროვებს
აუცილებელ სახსრებს შესყიდვისათვის.

დღეისათვის, ბიზნესის დაფინანსების ყველაზე ფართოდ გავრცელებადი წყაროა ფულადი


კრედიტი. ფულადი კრედიტი შეიძლება იყოს: მოკლევადიანი ( 1 წლამდე ვადით); საშუალო
ვადიანი (1-დან 5-წლამდე); გრძელვადიანი (5 წელზე მეტი ვადით);

ბანკები მოკლევადიან კრედიტს გასცემენ ხელფასის გასაცემად, მზა პროდუქციის გასაყიდად


და ა.შ.
საშუალო და გრძელვადიანი კრედიტი კი გაიცემა ფაბრიკა-ქარხნების, დაზგა-დანადგარების,
მოწყობილობების შეძენისათვის და სხვა. მეწარმე აღებული კრედიტის დაბრუნებას როგორც
წესი მოგებით ახდებს.

ასევე, კრედიტი შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი, ანუ


საბლანკე.
უზრუნველყოფილია კრედიტი, რომლის დაბრუნებაც უზრუნველყოფილია დაგირავებული
მატერიალური ფასეულობებით. გირაო არის ქონება, მიცემული გირაოდ კრედიტორისათვის,
რათა მისგან მიღებული იქნას სესხი. თუ მსესხებელს არ შეუძლია სესხის დაფარვა, მაშინ
კრედიტორს უფლება აქს დაეუფლოს მის ქონებას ან გაყიდოს იგი, რათა აინაზღაუროს
გაცემული სესხი პროცენტითურთ. ამ სახის კრედიტის სახეობებია ასევე საიპოთეკო და
სალომბარდო სესხებ.
საიპოთეკოა სესხი, რომელიც მიიღება მიწის ფართის ან გირაოს ქვეშ, ხოლო სალომბარდო
სესხის მაგალითია სესხი, რომელიც გაიცემა სამკაულის ან სხვა ძვირფასი საგნის
დაგირავებით.
არაუზრუნველყოფია კრედიტი, რომელიც გაცემულია ყოველგვარი მატერიალური
უზრუნველყოფის გარეშე. ამგვარი სესხი იშვიათია და გაიცემა მხოლოდ მაღალი
კრედიტუნარიანობისა დარეპუტაციის მქონე მსესხებლებზე.
ფირმის მიერ აქციების გაყიდვა ან ფირმის პოტენციურ მფლობელთანგან დამატებითი
სახსრების მოზიდვა - აქციონერული საზოგადოებები გარე სახსრების მოზიდვის მთავარ
გზად მიიჩნევენ აქციებისა და ობლიგაციების გამოშვებას. აქციები და ობლიგაციები
ერთმანეთისგან სხვადასხვა თვისებით განსხვავდებიან.
-აქციები მათ მფლობელებს აქციონერული საზოგადოების თანამესაკუთრის უფლებას
აძლევს.
-ობლიგაციების მყიდველი მესაკუთრე კი არ ხდება, არამედ აქციონერულ საზოგადოებას
უბრალოდ სესხს სთავაზობს და გამოდის კრედიტორის როლში. ობლიგაცია - ეს მხოლოდ
მოწმობაა, რომელიც სესხის ფაქტს ადასტურებს.
-აქციებთან შედარებით ობლიგაციები ნაკლებად უკავშირდება რისკებს, რადგან მათ
მფლობელებს ენიჭებათ გარკვეული უპირატესობა აქციონერთან შედარებით, ისინი ფირმის
ლიკვიდაციის შემთხვევაშიც კი მიიღებენ განაკვეთს.

სუბსიდირება, ანუ უნაცვალგებო (მუქთა) დაფინანსება - ასეთი სუბსიდიები გაიცემა


სახელმწიფოს მიერ მეწარმეობის იმ სახეობებზე და ფორმებზე, რომელთა განვითარებითაც
თავად სახელმწიფოა დაინტერესებული. სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის უნაცვლაგებო
დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი ფულადი დახმარების, ან ფულადი
დოტაციის სახით.
მეწარმეობის ირიბი სახელმწიოებრივი დაფინანსების ფორმად შეიძლება ჩაითვალოს
საგადასახადო შეღავათების დაწესება, ვთქვათ, ფერმერებისათვის.

31.წარმოების პროცესი, მისი განვითარება და მარაგების მართვა


წარმოება, ამ სიტყვის ფართო გაგებით, არის რესურსების საქონლად და მომსახურებად
გარდაქმნის პროცესი. სხვაგვარად, წარმოების პროცესი არის ნედლეულისა და მასალების
საქონლად და მომსახურებად თანმიმდევრულად გარდაქმნის ანუ კონვერსიის პროცესი.

კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანები ეძებდნენ მწარმოებლურობის


ამაღლების გზებს. ამ მიზნით, წარმოების პროცესის გაუმჯობესებას და მასობრივი წარმოების
დანერგვას საფუძვლად დაედო პირველი სამრეწველო რევოლუცია, რომლის დროსაც
განხორციელდა ცვლილებები წამოების საშუალებებში. ესაა: მექანიზაცია, ანუ ხელიტ
შრომის მექანიკური საშუალებებიტ შეცვლის პროცესი.
სტანდარტიზაცია - ერთგვაროვანი საქონლისა და დეტალების შექმნის პროცესი (მაგ,
ავტომობილების მასიური წარმოება).
კონვეიერული წარმოების დანერგვა - ამის კარგი მაგალითია ჰენრი ფორდი, რომელმაც
შემოიღო კონვეიერი, ანუ ამწყობი ხაზი და მანქანას მუშისკენ გადაადგილებდა და არა
პირიქით.
ავტომატიზაცია - ავტომატური წარმოება მანქანური წარმოების განსაკუთრებული, მაღალი
ეტაპია, რომელიც ახალი ტიპის შრომის იარაღებს-ავტომატების გამოყენებას ემყარება.
ავტომატური მოწყობილობა შრომის ისეთი იარაღია, რომელიც არა მარტო ასრულებს
ნედლეულის გარდამქმნელ მექანიკური ზემოქმედების ფუნქციას, არამედ ამოძრავების
შემდეგ ადამიანი ჩაურევლად მოქმედებს.
რობოტიზაცია და კომპიუტერიზაცია - მათ საშუალება მოგვცეს დაზგების რბილი
გადართვით გამოვუშვათ მრავალფეროვანი ასორტიმენტის პროდუქცია. რობოტებისა და
ტექ. მოწყობილობების კონტროლის მიზნით კომპიუტერების გამოყენებას
კომპიუტერიზებული წარმოება ეწოდა.

საწარმოს ტექნოლოგიის გაუმჯობესებამ განაპირობა: ეფექტიანობის ამაღლება;


კონკურენტუნარიანობის ამაღლება; საწარმოო პროცესის გაუმჯობესება და პროდუქციის
მაღალი ხარისხი.

ოპერაციულ მენეჯმენტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სასაქონლო-მატერიალური


მარაგების მართვას.

არსებობს მარაგების სამი ძირითადი ტიპი: ძირითადი მასალების; მაკომპლექტებელი


დეტალებისა და სხვათა მარაგები; დაუმთავრებელი წარმოების მარაგები; მზა პროდუქციი
მარაგები;
მარაგების არსებობა შესაძლებბლობას იძლევა: თავიდან იქნას აცილებული კლიენტთა
დანაკარგები მარაგების უქონლობის გამო; კლიენტმა შეისწავლოს საქონელი მის
შესყიდვამდე; გამოყენებულ იქნას ნედლეულის ფასების შესაძლო ზრდა და შემცირება;
დაცული იქნას თავი გაფიცვებისაგან და ა.შ.

რესურსების შესყიდვისა და მარაგების მართვის ამოცანაა: საჭირო ხარისხისა და რაოდენობის


საქონლისა და მომსახურების შეძენა; მათი შეძენა საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე და
საჭირო მომწოდებლისგან; მათი შეძენა, აგრეთვე, კარგ ფასად.

32. სამეწარმეო დანაკარგების ძირითადი მიზეზები და სახეობები


სამეწარმეო რისკებს(დანაკარგებს) აპირობებს შემდეგი ძირითადი მიზეზები:
1) სტიქიური უბედურებანი (მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ეპიდემიები, ხანძარი,
ავარიები და ა.შ.) მათი წინასწარმეტყველება რთულია.
2) გაუთვალისწინებელი პოლიტ. მოვლენები, რომლის შედეგადაც იცვლება კანონები,
სამეურნეო საქმიანობის ნორმები და წესები. ამგვარი მოვლენების განჭვრეტა თითქმის
შეუძლებელია.
3) სამეწარმეო ოპერაციების მონაწილეთა ავადმყოფობა და სიკვდილი
4) არაკომპეტენტურად შედგენილი ბიზნეს -გეგმა
5) მოწყობილობის მოულოდნელი მწყობრიდან გამოსვლა, ელექტრო-ენერგიის
მიუწოდებლობა
6) შრომის ანაზღაურების ფონდის გადახარჯვა, მუშაკთა როდენობისა და ხელფასის დონის
გადჭარბება ნავარაუდევთან შედარებით ანუ წარმოების ხარჯების ზრდა.

სამეწარმეო საქმიანობაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მატერიალურ, შრომით, ფინანსურ,


დროის დანაკარგებს და დანაკარგების სპეციალურ სახეობებს.
მატერიალური დანაკარგები - აღმოცენდებიან გათვალისწინებულზე დამატებით
დანახარჯებში, მატერიალური ობიექტების, საქონლის, მასალები, ნედლეულის და ენერგიის
სახით.
შრომითი დანაკარგები - მათი ფულად ღირებულებებში გადაყვანა ხდება, შრომა - საათი
რაოდენობის ერთი საათის ფასზე გამრავლებით
ფინანსური დანაკარგები - ადგილი აქვს ფულის პირდაპირი დანაკარგების შემთხვევაში,
ფულის გადახარჯვასთან და გაუთვალისწინებელი ჯარიმების გადახდასთან დაკავშირებით
დროის დანაკარგები - ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სამეწარმეო საქმიანობის პროცესი
მიმდინარეობს იმაზე ნელა, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო. დროის დანაკარგები ფულად
ფორმაში რომ გადავიყვანოთ საჭიროა გაირკვეს მოგების რა დანაკარგები გამოიწვია
შემთხვევითმა დანაკარგებმა.
დანაკარგების სპეციალური სახე - ვლინდება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის,
ასევე, მეწარმის პრესტიჟის დაკარგვაში.

33. საერთაშორისო ბიზნესის არსი და მისი განსხვავება ქვეყნის შინა


საქმიანი ოპერაციებისგან

საერთაშორისო ბიზნესიარის მოგების მიღების მიზნით ქვეყნის საზღვრებს გარეთ


რესურსების და საქონლის (მომსახურების) გადაადგილებასთან დაკავშირებული საქმიანობა.
სხვა სიტყვებით, საერთაშორისო ბიზნესში მოიაზრება ისეთი საქმიანი ოპერაციები,
რომლებიც ერთზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ მხარეებს შორის ხორციელდება. ასეთია
მაგალითად, ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების შესყიდვა ერთ ქვეყანაში და
მათი გადაზიდვა სხვა სახწელმწიფოში შემდგომი გადამუშავებისა ან აწყობისთვის.

რით განსხვავდება საერთაშორისო ბიზნესი ქვეყნის შინა საქმიანი ოპერაციებისგან? -


შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშინაო მეწარმეობაში იგულისხმება საქმიანი ოპერაცია, რომელიც
არ სცდება ერთი სახელმწიფოს ფარგლებს. საერთაშორისო საქმიანი ოპერაცია კი
ხორციელდება მოცემული ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ამას გარდა, ქვეყნის შინა საქმიანი
ოპერაციებისგან საერთაშორისო ბიზნესი განსხვავდება მასში ჩართული ქვეყნების
სხვადასხვა ვალუტებით, სამართლებრივი სისტემებით, კულტურებითა და რესურსებზე
ხელმისაწვდომობით.

ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო და შინა ბიზნეს-ოპერაციებში ჩართულ მენეჯერთა საბაზო


ცოდნა და უნარ-ჩვევები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

34. ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის საბოლოო პროდუქტები.


ფირმის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებლები

ბუღალტრული აღრიცხვის საუკეთესო სისტემა არის ის, რომელიც: საწარმოს მიმდინარე


ფინანსურ საქმიანობას იოლად უდარებს წინანდელს და დაგეგმილ ფინანსურ მიზნებს;
შესაძლებლობას იძლევა სწრაფად მოინახოს აუცილებელი მონაცემები და შედგეს
საგადასახადო დეკლარაციები და ფინანსური ანგარიშგებები; იძლევა მაღალი ხარისხის
ინფორმაციას და მისი სისრულის გარანტიას და ა.შ.

ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის საბოლოო პროდუქტია:


მოგება-ზარალის ანგარიში, რომელიც იძლევა პასუხს კითხვაზე-რამდენად ეფექტური იყო
საქმიანობა და რამდენად მომგებიანი?
საბალანსო ანგარიში, რომელიც იძლევა პასუხს კითხვაზე- რამდენად ფინანსურად
მდგრადია საწარმო მოცემულ მომენტში და როგორია მისი ფასი?
საკასო ბიუჯეტი, რომელიც ახდენს საწარმოში ფულადი საშუალებების მოდინებისა და
გადინების პროგნოზს, პასუხს იძლევა კითხვებზე: რამდენად მეტი ფულადი საშუალებანი
იქნება საჭირო დაგეგმილი გაყიდვების განსახორციელებლად და სხვ.

ფირმის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად იყენებენ შემდეგ


მაჩვნებლებს: მომგებიანობა, საერთო და ფაქტორული ეფექტიანობა, ფირმის ლიკვიდურობა,
მდგრადობა და ა.შ.
მოგება - ეს არის სხვაობა ფირმის მთლიან შემოსავლებსა და მთლიან ხარჯებს შორის.
არსებობს მოგების მიღების ორი გზა: ა) ფასების უცვლელობის პირობებში ხარჯების
შემცირება; ბ) ხარჯების უცვლელობის პირობებში ფასების გაზრდა;
ნულოვანი მოგების შემთხვევაში ფირმას არ გააჩნია განვითარების წყარო და შეიძლება
გაკოტრდეს.

განასხვავებენ საწარმოს ფაქტორულ და საერთო ეფექტიანობას.


ფაქტორული ეფექტიანობის გამოთვლისას, როგორც ითქვა, წარრმოების შედეგს უფარდებენ
წარმოების ერთ რომელიმე ფაქტორს (შრომას, კაპიტალს, ნედლეულს).
წარმოების საერთო ეფექტიანობის მაჩვენებელია რენტაბელობა, რომელიც უდრის მოგების
შეფარდებას წარმოების ხარჯებთან და ამ შეფარდების 100-ზე ნამრავლს.

ფირმის ეკონომიკურ მდგომარეობას ასევე ახასიათებს აქტივების ლიკვიდურობა. ფირმის


ატივები უდრის საკუთარ კაპიტალს პლუს ვალდებულებები.
აქტივების ლიკვიდურობა გულისხმობს ფირმის აქტივების ფულად გადაქცევას სწრაფად და
უდანაკარგოდ, ანუ ფირმის გადახდისუნარიანობას. მისი დონის შესაფასებლად ვიყენებთ
დაფარვის კოეფიციენტსა და ვადიანობის კოეფიციენტს.

ფირმის მდგრადობის მაჩვენებელი ტოლია საკუთარი საშუალებებისა და ნასესხი სახსრების


ფარდობისა.

35. დაზღვევის სახეობები

ცნობილია დაზღვევის სამი სახეობა: 1) ქონების დაზღვევა; 2) პასუხისმგებლობის დაზღვევა;


3) პირადი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა;

1) ქონების დაზღვევისას მოქალაქეს შეუძლია დააზღვიოს პირადი ქონება (სახლი,


ავტომანქანა, ავეჯი და სხვა). ხელშეკრულებაში აღინიშნება, რომ ამ ქონების მოპარვისას,
ხანძრისგან დაწვი ან ნებისმიერი სტიქიური თუ ავტოკატასტრიფული უბედურების
შემთხვევაში სადაზღვევო ორგანიზაცია კისრულობს ვალდებულებას, დაზარალებულს
გადაუხადოს მიყენებული ზარალის თანხა. დაზღვეულმა პირმა კი ყველა შემთხვევაში
დაზღვევის ვადის გასვლამდე უნდა იხადოს გარკვეული თანხა სადაზღვევო
მომსახურებისთვის. დამზღვევის მიერ სადაზღვევო მომსახურების შეძენაზე გადახდილი
ფული მთლიანად გადადის მზღვეველი-მეწარმის ხელში და უკან არ ბრუნდება.

ქონების დაზღვევა იცავს დააზღვეულს ქონების ფიზიკური დაზიანებისა ან


განადგურებისაგან.

2) პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომლის რამდენიმე ფორმა არსებობს: პროდუქციის


უხარისხობით და პროფესიული შეცდომებით მიყენებული ზარალის დაზღვევა, ასევე,
კომპენსაციები მუშაკთა პროფესიული ტრავმებისა და დაავადების გამო და სხვ.

მისი დაზღვევის ქვეშ იგულისხმება, აგრეთვე, დავალიანებების , ანუ მოვალეთა


პასუხისმგებლობის დაზღვევა. მაგალითად, ბანკმა მისცა მსესხებელს კრედიტი, თუმცა
არსებობს რისკი, რომ ეს კრედიტი პროცენტითურთ უკან ვერ დაბრუნდეს. ამიტომ, ბანკი
მოითხოვს, რომ მსესხებელმა სესხის გაცემამდე გააფორმოს ხელშეკრულება სადაზღვევო
კომპანიასთან და თუ თავად ვერ შეძლებს კრედიტის დაბრუნებას, მაშინ ამის გაკეთება
სადაზღვევო კომპანიას მოუწევს.

3) პირადი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა - სიცოცხლის დაზღვევის მთავარი


მიზანია ადამიანის გარდაცვალებისას ოჯახისადმი მატერიალური თანადგომა. სიცოცხლის
დაზღვევის ნაირსახეობებია დაზღვევა განსაზღვრული ვადით, რომელიც ითვალისწინებს
დაზღვეულის მემკვიდრისათვის თანხის გადახდა. აგრეთვე, ანაბრის სახით. თუ
დაზღვეული გარდაიცვლება დაზღვევის ვადის გასვლამდე თანხას, რომელსაც ბენეფიციარუ
ეწოდება დაზღვეულის მემკვიდრე მიიღებს.

პირადი ჯანმრთელობის დაზღვევის მიზანი ავადმყოფობისა ან უბედური შემთხვევის


შედეგად წარმოშობილი მატერიალური სიძნელეების შემსუბუქებაა.

გამოყოფენ პირადი ჯანმრთელობის დაზღვევის ორ სახეობას, ესაა: სამედიცინო


მომსახურების დაზღვევა და შრომისუნარობის დაზღვევა. სამედიცინო დაზღვევა
გულისხმობს სტაციონალური მკურნალობის, ფსიქიატრიული მომსახურების და სხვა
დაზღვევას.

36. ფინანსური და მმართველური აღრიცხვა და აუდიტორული დასკვნა


ბიზნესში

ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია იყოფა: საგარეო ანუ ფინანსურ აღრიცხვად და შიდა


ანუ მმართველობით აღრიცხვად.
ფინანსური აღრიცხვა და მის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ემსახურება ისეთ გარე
მომხმარებლებს, როგორიცაა: საგადასახადო სამსახური, საკრედიტო დაწესებულებები,
ინვესტორები და ა.შ. სწორედ ამიტომ, ფინანსური აღრიცხვის მონაცემები ატარებს საჯარო
ხასიათს და ექვემდებარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნებას.

მმართველური აღრიცხვის ინფორმაცია საშინაო დანიშნულებისაა. მასში ფინანსური


აღრიცხვის მონაცემების გარდა, ვხვდებით ფირმის კომერციულ საიდუმლოებებს,
წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებსაც, სწორედ ამიტომ მმართველური აღიცხვის
ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.

აღრიცხვის ორივე სახეობა უნდა ასახავდეს სინამდვილეს და იყოს უტყუარი. სწორედ ამ


საქმეს ემსახურება აუდიტორული შემოწმება. აუდიტორული შემოწმება სოციალისტური
რევიზიისაგან იმით განსხვავდება, რომ რეიზია ემსახურებოდა მხოლოდ გარღვევების
გამოვლენას, აუდიტი კი, ზემოთ ხსენებულთან ერთად, გულისხმობს გარღვევების
აღმოფხვრასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებასაც.

აუდიტორული შემოწმების ბოლოს შემმოწმებლის მიერ ფორმდება დასკვნის აქტი. დასკვნა


შეიძლება იყოს ოთხი სახის:
1) დადებითი დასკვნა
2)პირობითი დასკვნა ( გარღვევებზე დგება აქტი და ეძლევა მითითება გასწორების შესახებ)
3)უარყოფითი დასკვნა
4)არ ეძლევა დასკვნა (შეიძლება საწარმოს ყველაფერი კარგად ჰქონდეს, მაგრამ ფილიალები
გააჩნდეს საზღვარგარეთ, რომლებიც დიდად განსაზღვრავენ საწარმოს ფინანსურ
მდგომარეობას, მაგრამ ვერ ამოწმებენ მათ)
37. ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფის შიდა წყაროები

როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ბიზნესის დაფინანსების შიდა და გარე წყაროები.


ვისაუბროთ ვრცლად შიდა წყაროზე.

შიდა წყაროში მოიაზრება ის შემოსავლები, რომელიც დაკავშირებულია ფირმის საქმიანობის


და მისი საკუთარი ქონების გაყიდვა-გაიჯარების შედეგებთან. ესენია:
ფირმის საკუთარი სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავალი;
ამორტიზაციის ფონდი
საკუთარი ქონების რეალიზაციიდან და იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი

1. ბიზნესის დაფინანსების ყველაზე დიდი შიდა წყაროა ფირმის საკუთარი სამეურნეო


საქმიანობიდან შემოსავალი ანუ გარკვეულ პერიოდში საქონლისა და მომსახურების
რეალიზებიდან ამონაგები (ნავაჭრი). ამ შემოსავლის ერთი ნაწილი ხმარდება საქონლის
წარმოებისა და მიმოქცევის ხარჯების ანუ პროდუქციის თვითღირებულების დაფინანსებას,
ხოლო მეორე ნაწილი -წმინდა მოგებაა. დარჩენილი მეწარმის განკარგულებაში მოგებიდან
გადასახადის გადახდის შემდეგ, შეიძლება განაწილდეს მთლიანად პარტნიორებს შორის ან
მთლიანად მოხმარდეს ბიზნესის შემდგომ განვითარებას.

2. ამორტიზაციის ფონდი - ეს არის ის თანხა, რომელიც ხმარდება ძირითადი კაპიტალის


შეკეთება-აღდგენას, რისი აუცილებლობაც წარმოიშვება მათი ცვეთის კვალობაზე. როგორც
ყველაფერი, ისე ძირითადი კაპიტალი დროებითია და მას ექსპლუატაციის გარკვეული ვადა
აქვს. სანა მ ძირითადი კაპიტალი სრულად არ გამოისყიდის თავის თავს, მეწარმეს ამ
ამორტიზაციის ფონდის გამოყენება შეუძია ბიზნესის დაფინანსებისთვის,

3. საკუთარი ქონების რეალიზაციიდან და იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი -


ამჟამად საქართველოში, ძალიან ბევრ საწარმოს გააჩნია ჭარბი მიწის ნაკვეთი ან სხვა
კაპიტალი, რომელთა გაყიდვითა და გაქირავებით მათ შეუძლიათ მიიღონ შემოსავალი, რაც
წარმოადგენს ბიზნესის დაფინანსების ერთ-ერთ შიგა წყაროს.

38. რეკლამის არსი, ფუნქციები და გამოყენების ეფექტიანი გზები


ბიზნესში

რეკლამა წარმოდგება ლათინური სიტყვისგან „რეკლამარე“ და ნიშნავს შეძახილს, საქონლის


ბაზარზე არსებობის, ხარისხისა და სარგებლიანობის შესახებ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ,
რეკლამა არის საკუთარი საქონლის ღირსებების მომხმარებელთათვის გაცნობა, მოწონება და
მისი ყიდვის მონდომოება. წარმოებასა და მოხმარებას შორის კომუნიკაციური კავშირის
სახეობა გაყიდვის სტიმულირების მიზნით.
რეკლამის გავრცელების ხერხებია: პირდაპირი რეკლამა (ფოსტით, პირადად გადაცემული
სარეკლამო მასალებით), რეკლამა პრესაში, ბეჭდვითი რეკლამა, ეკრანული რეკლამა და ა.შ.

რეკლამა თავისი არსიდან გამომდინარე ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:


ა) მომხმარებელთა ინფორმირება საქონლისა და მომსახურების არსებობისა და ღირსებების
შესახებ. ასეთი რეკლამა საქონლისა და მომსახურების პროპაგანდის კარგი საშუალებაა.
ბ) მომხმარებლის დარწმუნება მოცემული საქონლის შეძენაში.
გ) შეხსენებითი რეკლამა, რომლის მიზანია აღადგინოს არსებული, მაგრამ დავიწყებული
მოთხოვნა და გაააქტიუროს მყიდველის დამოკიდებულება მისთვის ცნობილი საქონლის
მიმართ. ამგვარი რეკლამა მნიშვნელოვანია სეზონური და პერიოდულად განახლებადი
საქონლისათვის.

რეკლამა ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც:


ა) სარეკლამო განცხადებაში წარმოდგენილია რარაც კონკრეტული სავაჭრო წინადადება და
მითითებულია იმის შესახებაც, თუ რა სარგებელს ნახავს მყიდველი ამის ყიდვის
შემთხვევაში.
ბ) წინადადება კონკურნეტთათვის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს. მისი ორიგინალობა
კავშირში უნდა იყოს, რომ დააინტერესოს მომხმარებელთა დიდძალი არმია. მოიზიდოს არა
მარტო ძველი, არამედ ახალი კლიენტებიც.

და ბოლოს - ორი მთავარი კანონი:


-- რეკლამა ასტიმულირებს კარგი საქონლის გასაღებას და აჩქარებს ცუდის ჩაწოლას
-- სარეკლამო განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს საქონლის ისეთ მიკროსკოპიულ
სარგებლიანობას, რომლის აღმოჩენა მომხმარებელს არ ძალუძს, აჩქარებს, როგორც საქონლის
ისე მისი მეპატრონის „ჩაწოლას“.

39. საერთაშორისო ბიზნესის ფორმები

საერთაშორისო ბიზნესის ფორმებია: ექსპორტი, ლიცენზირება, პირდაპირი ინვესტიცია


უცხოეთში, ერთობლივი საწარმო და ტრანსეროვნული კორპორაცია.

ექსპორტი - აღსანიშნავია, რომ კომპანიების უმრავლესობა საერთაშორისო ბიზნესს


ექსპორტით იწყებს, ვინაიდან იგი საგარეო ბაზარზე გასვლის ყველაზე იაფი და ეფექტიანი
გზაა. ამ მიზნით იქმნება დამოუკიდებელი სავაჭრო კომპანია, რომელიც აადვილებს უცხოელ
მყიდველებთან დაკავშირებას.
საქართველოდან ექსპორტი იმას ნიშნავს, რომ ხდება ქართული საქონლის გაგზავნა
საზღვარგარეთელ მომხმარებლებთან და იმათგან მიიღება უცხოური ვალუტა. ქართული
საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნაირანობა დიდადაა დამოკიდებული ლარის
კურსზე სხვა ქვეყნების ვალუტის მიმართ.
ლიცენზირება - ფრანჩაიზის მსგავსად, ლიცენზირება ნებართვის შეძენაა. მაგალითად,
მსხვილ კომპანიას შეუძლია სპეციალური შეთანხმების საფუძველზე საკუთარი მარკის
გამოყენების ან პროდუქციის წარმოების ლიცენზია (ნებართვა) მიჰყიდოს უცხოურ კომპანიას
ან სახელმწიფოს.
სანაცვლოდ ლიცენზიის გამყიდველი ირებს სალიცენზიო გადასახდელს. ლიცენზიის
გამცემი თავისი სავაჭრო მარკის საერთაშორისო ბაზარზე გამოყენებიდან შემოსავალს იღებს
ყოველგვარი ინვესტირების გარეშე.

პირდაპირი ინვესტიციები - ესაა კაპიტალის დაბანდება უცხოურ კომპანიებში მისი


აქტივებისა და საკუთრებაზე მკაცრი კონტროლის განხორციელების მიზნით. ქვეყნიდან
კაპიტალის გატანის ძირითადი მიზეზია მისი სიჭარბე, რის გამოც მასზე დიდი მოთხოვნაა
და რჩება იქ, სადაც მას კარგად ეპყრობიან, ანუ სადაც არის ხელსაყრელი საინვესტიციო
კლიმატი.

საერთაშორისო ბიზნესის კიდევ ერთი ფორმაა ერთობლივი საწარმო. მრავალეროვნულ


კორპორაციაში სათაო კომპანია ეკუთვნის ორი ან მეტი ქვეყნის კაპიტალს, ხოლო პირდაპირი
უცხოური ინვესტიციები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ერთობლივი, ანუ რამდენიმე
ქვეყნის ეროვნული კაპიტალით ჩამოყალიბებული საერთაშორისო საწარმოს (კორპორაციის)
მოტივი ისაა, რომ პარტნიორებმა კონკურენციის ნაცვლად მომავალში ერთობლივად
მიაღწიონ მიზანს.
ერთობლივი კორპორაციის მაგალითია „ფოლკსვაგენის“ მიერ ახალი მოდელი მსუბუქი
ავტომანქანის გამოშვება „შკოდის“ ქარხნების ბაზაზე.

ტრანსეროვნული კორპორაცია არის მასშტაბური გაერთიანება ბიზნესის სფეროში, რომელიც


კაპიტალის წარმომავლობის მიხედვით ეროვნულია, ხოლო საქმიანობის არეალით-
საერთაშორისო. სხვაგვარად, ტრანსეროვნულ კორპორაციაში სათაო კომპანია ეკუთვნის ერთ
ქვეყანას, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ტეკ არის სამეურნეო სტრუქტურა, რომელიც მოიცავს დედა-კომპანიას და მის


საზღვარგარეთელ ფილიალებს.

ტეკ უცხოური კაპიტალით ქმნის საწარმოებს შემდეგი ფორმებით:


ა) ფილიალი - საწარმო, რომელიც მთლიანად ეკუთვნის დედა-კომპანიას
ბ) შვილობილი, ანუ ქალიშვილი კომპანია, რომელშიც დედა-კომპანია ფლობს 50%-ზე მეტ
კაპიტალს
გ) ასოცირებული კომპანია, რომელშიც დედა-კომპანია ფლობს 10-დან 50%-მდე კაპიტალს
40. სამეწარმეო რისკების ზონები და გაზომვა-შეფასების მეთოდები

ნებისმიერი სამეწარმეო რისკი ხასიათდება მეტ-ნაკლები რისკით. რისკის ხარისხის


მიხედვით მეწარმეობის სფეროებს ყოფენ ზონებად.

საქმიანობის სფეროს, სადაც მოსალოდნელი დანაკარგები ნულის ტოლია, ანუ ნავარაუდევი


მოგება სრულად მიიღება, არასარისკო (ნულოვანი დანაკარგების) ზონა ეწოდება.

საქმიანობის სფეროს, სადაც შესაძლოა დაიკარგოს ნავარაუდევი მოგების ნაწილი ან


მთლიანად მოგება - დასაშვები რისკის ზონა ეწოდება. ამ ზონაში სამეწარმეო საქმიანობა
დასაშვებია, რადგანაც რისკით გამოწვეული დანაკარგები მოგებას არ აღემატება.

თუ მაგალითად, საქმეში დააბანდეთ 3000 ლარი, ხოლო ამოაგეთ 2000 ლარი, მაშინ სახეზე
კრიტიკული რისკის ზონა. ამ შემთხვევაში არა მარტო მოგებას კარგავთ, არამედ ხარჯებსაც
ვერ ფარავთ.

ხოლო, თუ სამეწარმეო პროექტი გაკარგვინებთ ქონებას და ფულად საშუალებებს მთლიანად,


მაშინ სახეზეა კატასტროფული რისკის ზონა.

არსენონს რისკის გაზომვა-შეფასების სტატისტიკური, ექსპერტული და კომბინირებული


მეთოდი.

რისკის სტატისტიკური მეთოდით შეფასებისას სწავლობენ კონკრეტული საქმიდან მოგება-


ზარალის სტატისტიკას.
ექსპერტული შეფასებისას რისკს აფასებენ არსებული ცოდნა-გამოცდილების და ინტუიციის
საფუძველზე. ამ მეთოდს მიმართავენ ინფორმაციის დეფიციტის პირობებში.

საერთოდ სტატისტიკურ და საექსპერტო მეთოდებს მიმართავენ მაშინ, როდესაც რისკი


დასაშვები ან კრიტიკულია, ხოლო თუ რისკი კატასტროფულია მაშინ აუცილებელია
როგორც სტატისტიკური, ისე საექსპერტო მეთოდების კომბინაცია.

You might also like