You are on page 1of 12

ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები - შუალედური

1) რომელი საზომი ერთეულები გამოიყენება სამეურნეო აღრიცხვაში?


- სამეურნეო აღრიცხვაში ძირითდად გამოიყენება 3 სახის საზომი
ერთეულები: ნატურალური, შრომითი და ფულადი;
2) რომელია სამეურნეო აღრიცხვის სახეები?
- სამეურნეო აღრიცხვის 3 სახე არსებობს: ოპერატიულ-ტექნიკური,
სტატისტიკური და ბუღალტრული;
3) რა არის ბუღალტრული აღრიცხვა?
- ბუღალტრული აღრიცხვა სამეურნეო სუბიექტის ფინანსური ინფორმაციის
შეგროვბის, გაზომვის, დამუშავებისა და გადაცემის სისტემას წარმოადგენს;
4) რა არის ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი დამახასიათებელი
თავისებურება?
- ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი დამახასიათებელი თავისებურებებია
სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი ისეთი ცვბლილებების ასახვა,
რომელთა გამოსახვაც ფულად საზომი ერთეულით შეიძლება;
5) რა მიეკუთვნება საწარმოს სამეურნეო საქმიანობის ძირითად
ვალდებულებებს?
- კაპიტალი;
6) რას წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვა?
- ბუღალტრული აღრიცხვა წარმოადგენს საწარმოს სამეურნეო საქმიანობისა
და მისი ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვების,
განზოგადებისა და წარდგენის საშუალებას;
7) რა არის ბუღალტრული აღრიცხვის საგანი?
- საწარმოს სამეურნეო რესურსები და მაღი წუაროები გამოხატული ფულადი
საზომი ერთეულით;
8) რა მიეკუთვნება საწარმოს ეკონომიკურ რესურსებს?
- აქტივები;
9) რა მიეკუთვნება საწარმოს აქტივებს?
- საწარმოს განკარგულებაში არსებული მატერიალური და არამატერიალური
რესურსები, რის საფუძველზეც საწარმო მომავალში ეკონომიკური
სარგებლის მიღებას მოელის;
10) რა მიეკუთვნება საბრუნავ ანუ მოკლევადიან აქტივებს?
- ფულადი საშუალებები, სასაქონლო მატერიალური ფასეულობები;
11) რა მიეკუთვნება გრძელვადიან აქტივებს?
- ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები;
12) რა არ შედის საწარმოს აქტივებში?
- კრედიტორული დავალიანება;
13) რა მიეკუთვნება მოთხოვნებს ანუ დებიტორულ დავალიანებას?
- საწარმოს მიმართ კლიენტების დავალიანება, რომელიც წარმოქმნილია
კრედიტ საქონლის გაყიდვით ან მომსახურების გაწევით;
14) ბასსი-ით ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებია:
- ორმხრივობის, უწყვეტობის, თვითღირებულების;
15) ბასსი-ით ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი დაშვებებია:
- დარიცხვის მეთოდი და ფუნქციონირებადი საწარმო;
16) რას წარმოადგენს ბალანსი?
- საწარმოს სამეურნეო რესურსებს და მათ წყაროებს გამოხატავს ფულადი
საზომი ერთეულით დროის გარკვეული მომენტისათვის;
17) რომელია ბალანსის მხარეები?
- ბუღალტრულ ბალანსს აქვს 2 მხარე: 1) აქტივები; 2) ვალდებულებები და
საკუთარი კაპიტალი;
18) როდის არის საბალანსო ტოლობა სწორი?
- აქტივები = ვალდებულება + საკუთარი კაპიტალი;
19) რომელია ბალანსის ელემენტები?
- აქტივები, ვალდებულება და კაპიტალი;
20) რა არის ბალანსის მუხლების აქტივად არიარების კრიტერიუმები?
- როდესაც ველოდებით ან აქვს ეკონომიკური სარგებლის მიღებას;
21) რომელი პრინციპის საფუძველზე აისახება ბალანსში საწარმოს აქტივები
და მათი წყაროები?
- ორმხრივობის;
22) რას ნიშნავს ბალანსირება?
- თანასწორობას;
23) რამდენ ტიპად იყოფა ბალანსში სამეურნეო ოპერაციით გამოწვული
ცვლილებები?
- 4 ტიპად;
24) რას ეხება ბალანსში პირველი ტიპის ცვლილება?
- პირველი ტიპის ცვლილება მხოლოდ აქტივებს ეხება. აქრივის ერთი
რომელიმე მუხლი იზრდება, იგივე თანხით აქტივის რომელიმე მუხლი
მცირდება, ბალანსის ჯამი არ იცვლება, საბალანსო ტოლობა არ ირღვევა;
25) რას ეხება ბალანსში მეორე ტიპის ცვლილება?
- მეორე ტიპის ცვლილება მხოლოდ ვალდებულებებსა და საკუთარ
კაპიტალს ეხება. მათი ერთი რომელიმე მუხლი იზრდება, იგივე თანხით
მეორე მუხლი მცირდება. ბალანსის ჯამი არ იცვლება, საბალანსო ტოლობა
არ ირღვევა;
26) რას ეხება ბალანსში მესამე ტიპის ცვლილება?
- მესამე ტიპის ცვლილება ერთდროულად ეხება აქტივებს, ვალდებულებებსა
და საკუთარ კაპიტალს. აქტივების ერთი რომელიმე მუხლი იზრდება, იგივე
თანხით ვალდებულებებისა და კაპიტალის რომელიმე მუხლი იზრდება.
ცხადია ბალანსის ჯამი იგივე თანით გაიზრდება, მაგრამ საბალანსო
ტოლობა არ ირღვევა;
27) რას ეხება ბალანსში მეოთხე ტიპის ცვლილება?
- მეოთხე ტიპის ცვლილება ერთდროულად ეხება აქტივებს,
ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს. აქტივების ერთ რომელიმე
მუხლი მცირდება , იგივე თანხით ვალდებულებებისა და კაპიტალის
რომელიმე მუხლი მცირდება. ბალანსის ჯამი იგივე თანხით მცირდება,
მაგრამ საბალანსო ტოლობა არ ირღვევა;
28) რა არ შეიძლება მივაკუთვნოთ აქტივებს?
- დარიცხული ვალდებულებები;
29) როგორ ჯგუფდება ბალანსში აქტივის მუხლები?
- ლიკვიდურობა მოკლევადიან და გრძელვადიან აქტივებად ჯგუფდება;
30) როგორ არის წარმოდგენილი ბალანსში ვალდებულებები?
- მოკლევადიან და გრძელვადიან ვალდებულებებად;
31) რა არ შეიძლება მოვაკუთვნოთ ვალდებულებებს?
- ფულადი საშუალებები, ნედლელი და მასალები;
32) რა არის ფინანსური ანარიშგება?
- საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმო ფინანსური
მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების
სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ფინანსური სურათი;
33) ჩამოთვალეთ ფინანსური ანგარიშგების კომპონენტევი:
- ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ანგარიშგება საკუთარ კაპიტალში
ცვლილებების შესახებ, სააღრიცხვო პოლიტიკა და ახსნა განმარტებითი
შენიშვნები;
34) ჩამოთვალეთ ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები:
- აღქმადობა, შესადარისობა, საიმედობა და შესაბამისობა;
35) ჩამოთვალეთ ფინანსური ანგარიშგების ელემენტები:
- აქტივები, ვალდებულებები, საკუთარი კაპიტალი, შემოსავალი და ხარჯები;
36) რომელია მოგება და ზარალის ანგარისგების ელემენტები?
- შემოსავლები, ხარჯები;
37) ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებიდან რომელი არ მზადდება
დარიცხვის მეთოდით?
- ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება;
38) რა არ შეიძლება მივაკუთვნოთ ფინანსური ანგარიშგების კომპონენტს?
- საცდელი ბალანსი;
39) რა არის შემოსავალი?
- საწარმოს მიერ ეკონომიკური სარგებლის ზრდა საანგარიშგებო პერიოდში,
აქტივების ზრდა ან ვალდებულებების შემცირების გზით;
40) რა არის ხარჯები?
- საწარმოს ეკონომიკური სარგებლის შემცირება საანგარიშგებო პერიოდის
განმავლობაში აქტივების საწარმოდან გაცვლის ან ვალდებულებების
ზრდის საფუძველზე;
41) რომელია ფინანსური ანგარიშგების მომზადების ძირითადი დაშვებები?
- დარიცხვის მეთოდი და ფუნქციონირებადი საწარმო;
42) რას განსაზღვრავს საწარმოს შემოსავლები და ხარჯები?
- საწარმოს საქმიანობის ფინანსურ შედეგს;
43) რა არის საკუთარი კაპიტალი?
- საკუთარი კაპიტალი არის საწარმოს აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება
ყველავალდებულებების დაფავის შემდეგ;
44) რამდენ ჯგუფად იყოფა საწარმოები ზომითი კატეგორიების მიხედვით?
- პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებად;
45) რომელია საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები?
- ინდივიდუალური საწარმო, სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი;
46) რომელ კატეგორიებად იყოფიან ფინანსური ინფორმაციის
მომხმარებლები?
- შიდა და გარე მომხმარებლებად;
47) რას გვიხასიათებს მოგება-ზარალის ანგარიშგება?
- საწარმოს ფინანსური საქმიანობის შედეგს;
ამოცანები

48) ქვემოთ მოცემული საწარმოს მონაცემებით შეადგინეთ ბუღალტრული


ბალანსი და განსაზღვრეთ საწესდებო კაპიტალის თანხა.
1. ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში 7000 ლარი;
2. გადასახდელი დღგ 6000 ლარი;
3. საქონელი 4000 ლარი;
4. წინასწარ გაწეული ხარჯი 5000 ლარი;
5. საწესდებო კაპიტალი ? ლარი;
6. ვალდებულება მოწოდებით და მომსახურებით 2000 ლარი;
7. გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 8000 ლარი;
8. ოფისის აღწურვილობა 3000 ლარი;
ბალანსი:

აქტივები თანხა ვალდებულებები და საკუთარი თანხა


კაპიტალი
ფული 7000 ვალდებულება მოწოდებით და 2000
მომსახურებით
საქონელი 4000 გადასახდელი საშ. გადასახადი 8000
წინასწარ 5000 გადასახდელი დღგ 6000
გაწეული ხარჯი
ოფისის 3000 საწესდებო კაპიტალი 3000
აღჭურვილობა
ჯამი 19000 ჯამი

რადგან აქტივები ტოლი უნდა იყოს პასივების ამიტომ 19000-16000


16000 მივიღეთ (2000+8000+6000)
19000-16000=3000 პას: კაპიტალი არის 3000

49) ქვემოთ მოცემული საწარმოს მონაცემებით შეადგინეთ ბუღალტრული


ბალანსი და განსაზღვრეთ გადასახდელი ხელფასის თანხა.
1. ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში 15000 ლარი;
2. შენობები 20000 ლარი;
3. გუდვილი 1000 ლარი;
4. სათადარიგო ნაწილები 4000 ლარი;
5. ბანკის მოკლევადიანი სესხები 30000 ლარი;
6. გადასახდელი ხელფასი ? ლარი;
7. დაუმთავრებელი წარმოება 1000 ლარი;
8. გაუნაწილებელი მოგება 6000 ლარი;
ბალანსი:

აქტივები თანხა ვალდებულებები და თანხა


საკუთარი კაპიტალი
ეროვნული ვალუტა 15000 გადასახდელი ხელფასები 5000
რეზიდენტ ბანკში
დაუმთავრებელი 1000 ბანკის მოკლევადიანი სესხი 30000
წარმოება
სათადარიგო 4000 გაუნაწილებელი მოგება 6000
ნაწილები
შენობები 20000
გუდვილი 1000
ჯამი 41000 ჯამი 41000-36000=5000 41000

50) ქვემოთ მოცემული საწარმოს მონაცემებით შეადგინეთ ბუღალტრული


ბალანსი და განსაზღვრეთ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი თანხა.
1. საწესდებო კაპიტალი 2000 ლარი;
2. გადასახდელი დღგ 6000 ლარი;
3. ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში 7000 ლარი;
4. წინასწარ გაწეული ხარჯი 5000 ლარი;
5. ვალდებულება მოწოდებით და მომსახურებით 2000 ლარი;
6. გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი ? ლარი;
7. ოფისის აღჭურვილობა 3000 ლარი;
8. საქონელი 4000 ლარი;
ბალანსი:

აქტივები თანხა ვალდებულებები და საკუთარი თანხა


კაპიტალი
ნაღდი ფული 7000 ვალდებულება მოწოდებით და 2000
ეროვნულ მომსახურებით
ვალუტაში
საქონელი 4000 გადასახდელი საშემოსავლო 9000
გადასახადი
წინასწარ 5000 გადასახდელი დღგ 6000
გაწეული ხარჯი
ოფისის 3000 საწესდებო კაპიტალი 2000
აღჭურვილობა
ჯამი 19000 ჯამი 19000-10000=9000

51) ქვემოთ მოცემული საწარმოს მონაცემებით შეადგინეთ ბუღალტრული


ბალანსი და განსაზღვრეთ შენობების თანხა.
1. ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში 15000 ლარი;
2. შენობები ? ლარი;
3. გუდვილი 1000 ლარი;
4. სათადარიგო ნაწილები 4000 ლარი;
5. ბანკის მოკლევადიანი სესხები 30000 ლარი;
6. გადასახდელი ხელფასები 5000 ლარი;
7. დაუმთავრებელი წარმოება 1000 ლარი;
8. გაუნაწილებელი მოგება 6000 ლარი;

აქტივები თანხა ვალდებულებები და საკუთარი თანხა


კაპიტალი
ეროვნული ვალუტა 15000 გადასახდელი ხელფასი 5000
რეზიდენტ ბანკში
სათადარიგო ნაწილები 4000 ბანკის მოკლევადიანი სესხი 30000
დაუმთავრებელი 1000 გაუნაწილებელი მოგება 6000
წარმოება
შენობები 20000
გუდვილი 1000
ჯამი 41000-21000=20000 41000 ჯამი 41000

52) ქვემოთ მოცემული საწარმოს მონაცემებით შეადგინეთ ბუღალტრული


ბალანსი და განსზღვრეთ არამატერიალური აქტივების ოდენობა.
1. მზა პროდუქტი 20000 ლარი;
2. გაუნაწილებელი მოგება 20000 ლარი;
3. დაზგა-დანადგარები 10000 ლარი;
4. არამატერიალური აქტივები ? ლარი;
5. ვალდებულებები მიწოდებით 8000 ლარი;
6. გრძელვადიანი სესხები 10000 ლარი;
7. ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში 12000 ლარი;
ბალანსი:

აქტივები თანხა ვალდებულებები თანხა


და საკუთარი
კაპიტალი
ეროვნული 12000 ვალდებულებები 18000
ვალუტა მიწოდებით
რეზიდენტ ბანკში
მზა პროდუქცია 20000 გრძელვადიანი 10000
სესხები
დაზგა- 1000 გაუნაწილებელი 20000
დანადგარები მოგება
არამატერიალური 38000-
აქტივები 33000=5000
ჯამი 38000 ჯამი 38000

53) ქვემოთ მოცემული საწარმოს მონაცემებით შეადგინეთ ბუღალტრული


ბალანსი და განსაზღვრეთ წინასწარ გაწეული ხარჯის თანხა.
1. საქონელი 400 ლარი;
2. გადასახდელი დღგ 6000 ლარი;
3. ნაღდი ფული ეროვნულ ვალტაში 7000 ლარი;
4. წინასწარ გაწეული ხარჯი ? ლარი;
5. საწესდებო კაპიტალი 2000 ლარი;
6. ვალდებულება მიწოდებით და მომსახურებით 1000 ლარი;
7. ოფისის აღჭურვილობა 3000 ლარი;
8. გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 8000 ლარი;
ბალანსი:

აქტივები თანხა ვალდებულება თანხა


და საკუთარი
კაპიტალი
ფული 7000 ვალდებულება 1000
მიწოდებით და
მომსახურება
საქონელი 4000 გადასახდელი 8000
საშემოსავლო
გადასახადი
წინასწარ 17000- გადასახდელი 6000
გაწეული ხარჯი 14000=3000 დღგ
ოფისის 3000 საწესდებო 2000
აღჭურვილობა კაპიტალი
ჯამი ჯამი 17000

54) საწარმოს ბალანსის მონაცემებია: მიმდინარე აქტივები 20000 ლარი;


მიმდინარე ვალდებულება 15000 ლარი; გრძელვადიანი ვალდებულება 10000
ლარი; საკუთარი კაპიტალი 25000 ლარი; განსაზღვრეთ გრძელვადიანი
აქტივის ოდენობა.
- აქტივებბი= ვალდებულება + საკუთარი კაპიტალი, ამიტომ
ვალდებულებისა და კაპიტალის ჯამი ერთად არის 50000 ლარი, ხოლო
აქტივებს 50000 ლარამდე სჭირდება 30000 ლარი, რადგან 20000 ლარი არის
მიმდინარე. ამიტომ გრძელვადიანი აქტივი იქნება 30000 ლარი;
55) საწარმოს ბალანსის მონაცემებია: მიმდინარე ვალდებულება 15000 ლარი;
გრძელვადიანი ვალდებულება 20000 ლარი; მიმდინარე აქტივები 25000 ლარი;
გრძელვადიანი აქტივები 30000 ლარი; განსაზღვრეთ საკუთარი კაპიტალი.
- საკუთარი კაპიტალი= აქტივი - ვალდებულება, ამირომ რადგან აქტივების
ჯამი სულ 55000 ლარია, ხოლო ვალდებულებების ჯამი სულ 35000 ლარი,
მაშინ საკუთარი კაპიტალი არის 20000 ლარი;
56) საწარმოს ბალანსის მონაცემებია: გრძელვადიანი აქტივები 12000 ლარი;
მიმდინარე ღირებულება 10000 ლარი; გრძელვადიანი ვალდებულებები 8000
ლარი; საკუთარი კაპიტალი 12000 ლარი; განსაზღვრეთ მიმდინარე აქტივები.
- აქტივები = ვალდებულება + კაპიტალი, ამირომ ვალდებულებისა და
კაპიტალის ჯამი ერთად არს 30000 ლარი, ხოლო აქტივები რომ
გაუთანაბრდეს 30000 ლარს უნდა 18000 ლარი, რადგან გრძელვადიანი
აქტივი არიდს 12000 ლარი. მაშინ მიმდინარე აქტივი იქნება 18000 ლარი;
57) გამოიანგარიშეთ გრძელვადიანი ვალდებულებების ოდენობა, თუ
ცნობილია, რომ: მიმდინარე აქტივები ტოლია 55000ლარის, გრძელვადიანი
აქტივები - 135000 ლარი, მიმდინარე ვალდებულებები - 9000 ლარი, საკუთარი
კაპიტალი - 129000 ლარი;
- აქტივები = ვალდებულება + საკუთარი კაპიტალი, ამიტომ აქტივების
მთლიანი ჯამი არის 190000 ლარი. ჯამში ვალდებულებაც და კაპიტალის
ჯამი უნდა წარმოადგენდეს 190000 ლარს.
129000 + 9000 = 138000
190000 – 138000 = 52000
ანუ გრძელვადიანი ვალდებულება არის 52000 ლარი;

58) გამოიანგარიშეთ გრძელვადიანი აქტივების ოდენობა , თუ ცნობილია,


რომ : მიმდინარე აქტივები ტოლი 55000 ლარის, მიმდინარე ვალდებულებები-
35000 ლარი, გრძელვადიანი ვალდებულბები- 49000 ლარი, საკუთარი
კაპიტალი- 29000 ლარი;
- აქტივები = ვალდებულება + კაპიტალი, ამიტომ ვალდებულებისა და
კაპიტალის ჯამი ერთად უნდა იყოს 113000 ლარი, აქტივებიც უნდა იყოს
ამის ტოლი. მიმდინარე აქტივი გვაქვ 55000 ლარი, ხოლო 113000 – 55000
=58000ლარი. გრძელვადიანი აქტივი არის 58000ლარი;
59) გამოიანგარიშეთ საკუთარი კაპიტალის ოდენობა, თუ ცნობილია, რომ:
მიმდინარე აქტივები ტოლია 155000 ლარის, გრძელვადიანი აქტივები- 235000
ლარი, მიმდინარე ვალდებულება- 90000ლარი, გრძელვადიანი ვალდებულება
60000 ლარი;
- საკუთარი კაპიტალი= აქტივებს - ვალდებულება. აქტივების ჯამი არი
390000 ლარი, ვალდებულებების ჯამი არის 150000 ლარი, მაშინ 390000-
150000= 240000. კაპიტალი არის 240000 ლარის ტოლი;

You might also like