You are on page 1of 5

მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო!

სილაბუსის მიხედვით შუალედურ გამოცდამდე (შვიდ კვირაში) გათვალისწინებულია 9 - დან 5


თემის შესწავლა

გთავაზობთ პირველი თემის მიხედვით კვირის განმავლობაში შესასრულებელ საშინაო დავალებით


გათვალისწინებულ პასუხგასაცემ ტესტებს და სავარჯიშოებს.

გთხოვთ შესრულებული საშინაო დავალება გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე:


malkhaz.partsvania@tsu.ge შემდეგნაირად - ტესტებს მოაშოროთ (წაუშალოთ) არასწორი
პასუხები ან გააშავოთ სწორი პასუხი, ხოლო სავარჯიშოებში პასუხებისთვის დატოვებულ
ადგილებში განახორციელოთ სათანადო ჩანაწერები.

დამატებითი კითხვებისთვის მომმართეთ ტელ.595 478 444.

ტესტები:

1. ანგარიშსწორების ანგარიშზე ფულის შეტანა შესაძლებელია შემდეგი საბუთის საფუძველზე:

ა) საანგარიშსწორებო ჩეკი;

ბ) ფულადი ჩეკი;

გ) განაცხადი ფულის შეტანის შესახებ.

2. ანგარიშსწორების ანგარიშიდან ფულის გამოტანის შესაძლებელია შემდეგი საბუთის


საფუძველზე:

ა) საანგარიშსწორებო ჩეკი;

ბ) ფულადი ჩეკი:

გ) ორივე პასუხი სწორია,

3, უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ხორციელდება:

ა) ოფიციალური გასაცვლელი კურსით;

ბ) თავისუფალი გასაცვლელი კურსით;

გ) მიახლოებითი გასაცვლელი კურსით.

4. საპროცენტო შემოსავლების ჩარიცხვა ანგარიშსწორების ანგარიშზე აისახება ბუღალტრული


გატარებით:

ა) დებეტი 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში

კრედიტი 1820 მისაღები პროცენტი

ბ) დებეტი 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში


კრედიტი 8210 საპროცენტო შემოსავალი

გ) დებეტი ორივე პასუხი სწორია

5. საბანკო ამონაწერში (ავიზოში) ფულადი სახსრების ნაშთი და თანხის ჩარიცხვა აისახება:

ა) ავიზოს დებეტში;

ბ) ავიზოს კრედიტში;

გ) ორივე პასუხი სწორია.

სავარჯიშოები:

სავარჯიშო N 3 სალაროს ანგარიშზე არსებული ნაშთი 1 იანვარს შეადგენდა 10000 ლარს. თვის
განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემდეგ ოპერაციებს:

ა) გამოტანილია საბანკო ანგარიშიდან 1000 ლ;+

ბ) გაიცა საქვეანგარიშოდ 1000 ლ. (წინა კვარტლის საიჯარო დავალიანების დასაფარად);-

გ) მიღებულია ავანსად მყიდველისგან 1000 ლ.;+

დ) ბანკიდან გადარიცხულია სახელფასო დავალიანება 1000 ლ.;

ე) გაყიდულია საქონელი ნაღდი ანგარიშსწორებით 1000 ლ.;+

ვ) მიღებულია მყიდველისაგან კრედიტით გაყიდული საქონლის ღირებულება 1000 ლ.

დავალება: 1) გთხოვთ ზემოაღნიშნული სამეურნეო ოპერაციები (პასუხებისთვის დატოვებულ


ადგილებში) სათანადო ანგარიშების (ოთხნიშნა კოდების მიხედვით ) კორესპონდეციით ასახოთ
შესაბამისი ბუღალტრული გატარებებით :

პასუხი:

მაგალითად: ა) დებეტი 1110 1000 კრედიტი 1210 1000;

ბ) დებეტი 1430 1000 კრედიტი 1110 1000;

გ) დებეტი 1110 1000 კრედიტი 3120 1000;

დ) დებეტი 3130 1000 კრედიტი 1210 1000;

ე) დებეტი 1110 1000 კრედიტი შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან 6110


1000;

ვ) დებეტი 1210 1000 კრედიტი 1410 1000.

2) განსაზღვრეთ სალაროს ნაშთი 1 თებერვლის მდგომარეობით


პასუხი: 10000 + 3000 - 1000 = 12 000 ლ.

სავარჯიშო N 6. საწარმოს სალაროს ანგარიშზე 1 იანვრის მონაცემებით ნაშთი შეადგენდა 1000 ლარს.
თვის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი სამეურნეო ოპერაციები (გთხოვთ ფრჩხილებში
მითითებული წერტილების ნაცვლად ჩასვათ შესაბამისი სამეურნეო ოპერაციის (ბუღალტრული
გატარების) ამსახველი ანგარიშების ოთხნიშნა კოდები):

1. მიღებულია ჩეკით ანგარიშსწორების ანგარიშიდან 1000 ლარი.

(დებეტი 1110 1000 კრედიტი 1210 1000) ;

2. სალაროდან საქვეანგარიშოდ გაიცა 800 ლარი.

(დებეტი 1430 800 კრედიტი 1110 800) ;

3. ანგარიშვალდებულმა პირმა წარმოადგინა 600 ლარის კომუნალური დავალიანების გადახდის და


100 ლარის საკანცელარიო საქონლის შეძენის დამადასტურებელი საბუთები.

(დებეტი 7490 600 დებეტი 7425 100 კრედიტი 1430 700):

4. ანგარიშვალდებულმა პირმა დააბრუნა სალაროში 100 ლარი.

(დებეტი 1110 100 კრედიტი 1430 100)

5. თვის ბოლოს ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია და აღმოჩნდა ნაღდი ფული 1100 ლარი.

დავალება: 1) დაადგინეთ ინვენტარიზაციის შედეგი.

( პასუხი: დანაკლისი 200 ლარი);

2) ასახეთ აღნიშნული შედეგი ბუღალტრული გატარებით.

(პასუხი: დებეტი 8220 კრედიტი 1110 ).

სავარჯიშო N 9. საწარმოში საანგარიშგებო პერიოდში ადგილი ჰქონდა შემდეგ სამეურნეო ოპერაციებს:

1. საქვეანგარიშოთ გაიცა 4000 ლარი;

2. ანგარიშვალდებულმა პირმა საქონლის შესყიდვაზე წარმოადგინა სასაქონლო ზედნადები და


საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი - 3000 ლ. აგრეთვე ანგარიშ-ფაქტურები და გადახდის ქვითრები:
ელექტროენერგიის - 300 ლარი და ტელეფონის 200 ლარი;

3. ანგარიშვალდებულმა პირმა საკანცელარიო საქონლის შეძენაზე წარმოადგინა ნხოლოდ სასაქონლო


ზედნადები 400 ლარი.
დავალება: განსაზღვრეთ მოთხოვნა ანგარიშვალდებულ პირის მიმართ, კრედიტორული
დავალიანების და ხარჯების სიდიდე.

პასუხი: ზემოხსენებული სამეურნეო ოპერაციების გათვალისწინებით მოთხოვნა


ანგარიშვალდებული პირის მიმართ შეადგენს 4000-(3000+300+200)=500 ლარს, საწარმოს
კრედიტორული დავალიანება 400 ლარს და საწარმოს ხარჯები 400+300+200=900 ლარს.

სავარჯიშო N 10. საანგარიშგებო პერიოდში საწარმოში ადგილი ჰქონდა შემდეგ სამეურნეო


ოპერაციებს:

1) ანგარიშვალდებულ პირზე გასაცემად ანგარიშსწორების ანგარიშიდან სალაროში მიღებულია


1000 ლარი.

( დებეტი 1110 1000 კრედიტი 1210 1000);

2) სალაროდან გაცემულია ანგარიშვალდებულ პირზე განბაჟებული საქონლის გადმოსატვირთად


1000 ლარი.

(დებეტი 1430 1000 კრედიტი1110 1000).

3) ანგარიშვალდებულმა პირმა შეიძინა საქონელი და გადაიხადა 472 ლარი მ.შ. დღგ 18% ანუ 72
ლარი.

( დებეტი 1610 400 დებეტი 3340??? 72 კრედიტი 1430 472);

4) საქონლის ტრანსპორტირებისთვის ანგარიშვალდებულმა პირმა დაიქირავა ავტომანქანა და


გადაიხადა 100 ლარი.

(დებეტი 7490 100 კრედიტი.1430 100);

5) ანგარიშვალდებულმა პირმა დახარჯულ თანხებზე წარმოადგინა საავანსო ანგარიში და დააბრუნა


დაუხარჯავი ნაშთი 428 ლარი.

დავალება: სათანადო ბუღალტრული გატარებით ასახეთ ანგარიშვალდებული პირის მიერ


თანხის დაბრუნება.

დებეტი 1110 კრედიტი 1430 .

სავარჯიშო N 14. სავარო ცენტრის ოპერაციები:

1 დეკემბერი - გაყიდვები ნაღდი ანგარიშსწორებით 10000 ლარი, პლასტიკური ბარათებით - 50000


ლარი.
2 დეკემბერი - ანგარიშსწორების ანგარიშზე , ბანკის მიერ ამონაგების ჩარიცხვა. ბანკის საკომისიო
შეადგენს 2 %-ს.

დავალება: ასახეთ სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრული გატარებით

პასუხი:

1 დეკემბერს დებეტი 1110ნაღდი ფული 10 000ლარი, დებეტი 1295 ექვაირინგი 50000ლარი


კრედიტი 6110 შემოსავალი 60 000ლარი ;

2 დეკემბერს დებეტი 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში 49  000ლარი ;დებეტი 7490
ადმინისტრაციული ხარჯი 1000ლარი კრედიტი 1295 ექვაირინგი 50 000 ლარი.

50 000*2%=1000ლარი

50 000*98%=49 000 ლარი

You might also like