You are on page 1of 24

2021 - შუალედური - ფინალური გამოცდის საკითხები

საგანი: ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები

პროფესორი: დალი სოლოღაშვილი

ასოცირებული პროფესორი: ნათელა ვაშაკიძე

თემა 1. ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი

1) რომელი საზომი ერთეულები გამოიყენება სამეურნეო აღრიცხვაში ?


სამეურნეო აღრიცხვაში გამოიყენება სამი სახის საზომი ერთეული. ესენია:
1. ნატურალური
2. შრომითი
3. ფულადი

2) რომელია სამეურნეო აღრიცხვის სახეები?


არსებობს სამეურნეო აღრიცხვის სამი სახე:
1. ოპერატიულ-ტექნიკური
2. სტატისტიკური
3. ბუღალტრული

3) რა არის ბუღალტრული აღრიცხვა ?


ბუღალტრული აღრიცხვა წარმოადგენს სუბიექტის საქმიანიბასა და
რესურსებზე გავლენის მომხდენი. ფულად ერთეულში შეფასებადი
ეკონომიკური მოვლენების ამსახველი ინფორმაციის შეგროვების,
რეგისტრაციის, შეფასების, განზოგადების და შესაბამისი ანგარიშების მწყობრ
და უწყვეტ სისიტემას.

4) რა არის ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი დამახასიათებელი


თავისებურება?
ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი დამახასიათებელი თავისებურებაა
სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი ისეთი ცვლილებების ასახვა, რომელთა
გამოსახავაც ფულადი საზომი ერთეულით შეიძლება. ის, რაც ფულადი ზომით
არ გამოისახება, ბუღალტრულ აღრიცხვას არ ექვემდებარება.
5) რა მიეკუთვნება საწარმოს სამეურნეო საშუალებათა წყაროებს?
საწარმოს სამეურნეო საშუალებათა წყაროებია ვალდებულებები და საკუთარი
კაპიტალი.

6) რას წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვა?


ბუღალტრული აღრიცხვა არის სუბიექტის საქმიანობისა და რესურსებზე
გავლენის მომხდენი , ფულად ერთეულში შეფასებადი ეკონომიკური
მოვლენების ამსახველი ინფორმაციის შეგროვების, რეგისტრაციის, შეფასების,
განზოგადების და შესაბამისი ანგარიშგების მწყობრი და უწყვეტი სისტემა.

7) რა არის ბუღალტრული აღრიცხვის საგანი?


ბუღალტრული აღრიცხვის საგანია საწარმოს სამეურნეო რესურსები, მათი
წყაროები და სამეურნეო პროცესები გამოსახული ფულადი ზომის
ერთეულით.

8) რა მიეკუთვნება საწარმოს ეკონომიკურ რესურსებს ?


აქტივები

9) რა მიეკუთვნება საწარმოს აქტივებს?


საწარმოს აქტივებს მიეკუთვნება საწარმოს განკარგულებაში არსებული
მატერიალური და არამატერიალური რესურსები, რის საფუძველზეც საწარმო
მოელის ეკონომიკური სარგებლის მიღებას.

10) რა მიეკუთვნება საბრუნავ ანუ მოკლევადიან აქტივებს ?


მიეკუთვნება ისეთი აქტივები, რომელთა გამოყენების ვადა ბალანსის
შედგენიდან 12 თვეს არ აღემატება

11) რა მიეკუთვნება გრძელვადიან აქტივებს ?


გრძელვადიან აქტივებს მიეკუთვნება ძირითადი საშუალებები,
არამატერიალური აქტივები, გრძელვადიანი მოთხოვნები და ინვესტიციები,
რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ხანგრძლივი დროის, კერძოდ
რამოდენიმე წლის განმავლობაში.
12) რა არ შედის საწარმოს აქტივებში ?
საგადასახადო ვალდებულებები

13) რა მიეკუთვნება მოთხოვნებს ანუ დებიტორულ დავალიანებებს?


მოთხოვნები კლიენტის დავალიანებებია საწარმოს მიმართ, რომელიც წინა
პერიოდში კრედიტით ( ნისიად) საქონლის გაყიდვით ან მომსახურების
გაწევით არის წარმოქმნილი. სწორედ ასეთი დავალიანებები იწოდება
დებიტორულ დავალიანებად. ასევე დებიტორულ დავალიანებად ჩაითვლება
მყიდველების დავალიანება, რომლებსაც მიმწოდებელი საწარმოსთვის არ
აუნაზღაურებიათ მიწოდებული პროდუქციის, შესრულებული სამუშაოების
და მომსახურების ღირებულება განსაზღვრულ ვადაში.

15. ბასსი-ით ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებია:


1. ორმხრივობის პრინციპი;
2. ფულადი შეფასების პრინციპი;
3. საწარმოს ავტონომიურობის (მთლიანობის) პრინციპი;
4. უწყვეტობის პრინციპი;
5. პირვანდელი ღირებულების (თვითღირებულების) პრინციპი;
6. კონსერვატიზმის (წინდახედულობის) პრინციპი ;
7. მყარი ფულადი ერთეულის პრინციპი;
8. რეალიზაციის პრინციპი;
9. არსებითობის (მატერიალურობის) პრინციპი
10. შესაბამისობის პრინციპი

16. ბასს-ით ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი დაშვებებია:


არსებობს ორი ძირითადი დაშვება
1. დარიცხვის მეთოდი;
2. ფუნქციონირებადი საწარმო.
თემა 2: ბალანსირების პრინციპები, მისი გამოყენება ბუღალტრულ აღრიცხვაში

17. რას წარმოადგენს ბალანსი?


ბალანსი წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ერთ-ერთ
ელემენტს, რომელიც საწარმოს სამეურნეო რესურსებსა და მათ წყაროებს
გამოხატავს ფულადი საზომი ერთეულით დროის გარკვეული
მომენტისათვის.

18. რომელია ბალანსის მხარეები?


ბალანსს ორი მხარე აქვს. ერთ მხარეს აქტივები აისახება, ხოლო მეორე მხარეს
– ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი.

19. როდის არის საბალანსო ტოლობა სწორი?


როდესაც
აქტივები = ვალდებულებებს + საკუთარი კაპიტალი

20. რომელია ბალანსის ელემენტები


აქტივები,
ვალდებულებები
და საკუთარი კაპიტალი.

21. რა არის ბალანსის მუხლების აქტივად აღიარების კრიტერიუმები?


ეკონომიკური სარგებლის მოტანა და საიმედოდ შეფასება.

22. რომელი პრინციპის საფუძველზე აისახება ბალანსში საწარმოს აქტივები და


მათი წყაროები ?
ორმხრივობის პრინციპი

23. რას ნიშნავს ბალანსირება?


თანასწორობას

24. რამდენ ტიპად იყოფა ბალანსში სამეურნეო ოპერაციით გამოწვეული


ცვლილებები?
ბალანსში სამეურნეო ოპერაციით გამოწვეული ცვლილებები იყოფა 4 ტიპად.

25. რას ეხება ბალანსში პირველი ტიპის ცვლილება?


პირველი ტიპის ცვლილება მხოლოდ აქტივებს ეხება. აქტივის ერთი
რომელიმე მუხლი იზრდება, იგივე თანხით აქტივის მეორე მუხლი მცირდება,
ბალანსის ვალუტა არ იცვლება, საბალანსო ტოლობა არ დაირღვევა.
26. რას ეხება ბალანსში მეორე ტიპის ცვლილება?
მეორე ტიპის ცვლილება მხოლოდ ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს
ეხება. მათი ერთი რომელიმე მუხლი იზრდება, იგივე თანხით მეორე მუხლი
მცირდება, ბალანსის ვალუტა არ იცვლება, საბალანსო ტოლობა არ
დარღვეულა.

27. რას ეხება ბალანსში მესამე ტიპის ცვლილება?


მესამე ტიპის ცვლილება ერთდროულად ეხება აქტივებს, ვალდებულებებსა
და საკუთარ კაპიტალს. აქტივების ერთი რომელიმე მუხლი იზრდება, იგივე
თანხით ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის ერთი რომელიმე მუხლი
იზრდება, ცხადია, ბალანსის ვალუტა იგივე თანხით იზრდება, მაგრამ
საბალანსო ტოლობა არ ირღვევა.

28. რას ეხება ბალანსში მეოთხე ტიპის ცვლილება?


მეოთხე ტიპის ცვლლილება ერთდროულად ეხება აქტივებს, ვალდებულებებს
და საკუთარ კაპიტალს. აქტივების ერთი რომელიმე მუხლი მცირდება, იგივე
თანხით ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის რომელიმე მუხლი
მცირდება, ცხადია, ბალანსის ვალუტა იგივე თანხით შემცირდება, მაგრამ
საბალანსო ტოლობა არ დაირღვევა

29. რა არ შეიძლება მივაკუთვნოთ აქტივებს?


დარიცხული მოთხოვნები და ვალდებულებები

30. როგორ ჯგუფდება ბალანსში აქტივის მუხლები?


ბალანსში მუხლები ლიკვიდურობის პრინციპით ჯგუფდება.

31. როგორ არის წარმოდგენილი ბალანსში ვალდებულებები?


ვალდებულებები ბუღალტრულ ბალანსში გრძელვადიან და მოკლევადიან
ვალდებულებებად ჯგუფდება.

32. რა არ შეიძლება მივაკუთვნოთ ვალდებულებებს ?


აქტივებში არსებული რომელიმე მუხლი
თემა 3. ფინანსურიანგარიშგება

33. რა არის ფინანსური ანგარიშგება ?


ფინანსური ანგარიშგება არის წარსული ოპერაციების გათვალისწინებით,
საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მისი საქმიანობის ფინანსური
შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სასარგებლო იქნება
ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად და კორპორაციული მართვის
გაუმჯობესებისათვის. ასევე ფინანსური ანგარიშგება გვიჩვენებს საწარმოს
ხელმძღვანელობის ანგარიშვალდებულებას - მისთვის მინდობილი
რესურსების უნარიანი მართვის შედეგებს. .

34. ჩამოთვალეთ ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები:


ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებია:
1. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება-ბალანსი;
2. მოგებისა და ზარალის ანგარიშგება და განცალკევებულ სრული შემოსავლის
ანგარიშგება.
3. საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება;
4. ფულადი ნაკადების ანგარიშგება;
5. განმარტებითი შენიშვნები, სადაც მოკლედ განხილულია ყველა
მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკა და სხვა განმარტებითი ინფორმაცია.

35. ჩამოთვალეთ ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები:

1. შესაბამისობა
2. არსებითობა
3. სამართლიანი წარდგენა ანუ საიმედოობა
4. შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა
5. წინდახედულობა
6. სისრულე
7. შესადარისობა
8. დროულობა

36. ჩამოთვალეთ ფინანსური ანგარიშგების ელემენტები:


აქტივები
ვალდებულებები
შემოსავლები
საკუთარი კაპიტალი
და ხარჯები
37. რომელია მოგება და ზარალის ანგარიშგების ელემენტები?
შემოსავლები და ხარჯები

38. ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებიდან რომელი არ მზადდება დარიცხვის


მეთოდით?
ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება

39. რა არ შეიძლება მივაკუთვნოთ ფინანსური ანგარიშგების კომპონენტს?


ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება

40. რა არის შემოსავალი?


შემოსავალი არის საწარმოს ეკონომიკური სარგებლის ზრდა, საანგარიშგებო
პერიიოდში აქტივების ზრდა ან ვალლდებულებების შემცირების გზით, რაც
გამოიხატება საწარმოს საკუთარი კაპიტალის გადიდებით, რომელიც
დაკავშირებული არ არის მესაკუთრეთა მიერ საკუთარ კაპიტალში
განხორციელებულ დამატებით შენატანებთან.

41. რა არის ხარჯები?


ხარჯები არის საწარმოს ეკონომიკური სარგებლის საანგარიშგებო პერიოდის
განმავლობაში, რომელიც გამოწვეულია აქტივების საწარმოს გასვლის ან
ვალდებულებების ზრდის საფუძველზე.

42. რომელია ფინანსური ანგარიშგების მომზადების ძირითადი დაშვებები?


დარიცხვის მეთოდი

43. რას განსაზღვრავს საწარმოს შემოსავლები და ხარჯები ?


საწარმოს საქმიანობის ფინანსურ შედეგს

44. რა არის საკუთარი კაპიტალი?


საკუთარი კაპიტალი არის აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა
ვალდებულების დაფარვის შემდეგ.
45. რამდენ ჯგუფად იყოფა საწარმოები ზომითი კატეგორიების მიხედვით?
4 კატეგორიად

46. რომელია საწარმოთა  ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები?


ინდივიდუალი საწარმო
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ( სპს)
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ( შპს )
კოოპერატივი
სააქციო საზოგადოება
კომანდიტური საზოგადოება

47. რომელ კატეგორიებად იყოფიან ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლები?


შიდა და გარე მომხმარებლებად

48. რას გვიხასიათებს მოგება–ზარალის ანგარიშგება?


მოგება-ზარალის ანგარიშგება გვიხასიათებს საწარმოს ფინანსური საქმიანობის
შედეგებს საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში
4. ამოცანები –1
49. ქვემოთ მოცემული საწარმოს მონაცემებით შეადგინეთ ბუღალტრული ბალანსი და
განსაზღვრეთ საწესდებო კაპიტალის თანხა

1. ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში 17 000 ლარი;

2. გადასახდელი დღგ 6000 ლარი;

3. საქონელი 4000 ლარი;

4. წინასწარ გაწეული ხარჯი 5000 ლარი;

5. საწესდებო კაპიტალი ? ლარი;

6. ვალდებულება მოწოდებით და მომსახურებით 2000 ლარი;

7. გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 8000 ლარი;

8. ოფისის აღჭურვილობა 3000 ლარი.

balansi

aqtivebi Tanxa valdebulebebi da sakuTarikapitali Tanxa

ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში 17 000 გადასახდელი დღგ 6 000

საქონელი 4 000 ვალდებულება მიწოდებიდან და 2 000


მომსახურებიდან
წინასწარ გაწეული ხარჯები 5 000 გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 8 000

ოფისის აღჭურვილობა 3 000 საწესდებო კაპიტალი 13 000

jami 29 000 jami 29 000


50. ქვემოთ მოცემული საწარმოს მონაცემებით შეადგინეთ ბუღალტრული ბალანსი და
განსაზღვრეთ გადასახდელი ხელფასების თანხა

1. ეროვნულ ვალუტა რეზიდენტ ბანკში 18 000 ლარი;

2. შენობები 20 000 ლარი;

3. გუდვილი 1000 ლარი;

4. სათადარიგო ნაწილები 4 000 ლარი;

5. ბანკის მოკლევადიანი სესხები 30 000 ლარი;

6. გადასახდელი ხელფასები ? ლარი;

7. დაუმთავრებელი წარმოება 1 000 ლარი;

8. გაუნაწილებელი მოგება 6 000 ლარი.

balansi

aqtivebi Tanxa valdebulebebi da sakuTarikapitali Tanxa

ეროვნული ვალუტა რეზიდენტ 18 000 ბანკის მოკლევადიანი სესხები 30 000


ბანკში

შენობები 20 000 გადასახდელი ხელფასები 8 000

გუდვილი 1 000 გაუნაწილებელი მოგება 6 000

დაუმთავრებელი წარმოება 1 000

სათადარიგო ნაწილები 4 000

jami 44 000 jami 44 000


51. ქვემოთ მოცემული საწარმოს მონაცემებით შეადგინეთ ბუღალტრული ბალანსი და
განსაზღვრეთ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა

1. საწესდებო კაპიტალი 12 000

2. გადასახდელი დღგ 6 000 ლარი;

3. ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში 7 000 ლარი;

4. წინასწარ გაწეული ხარჯი 5 000 ლარი;

5. ვალდებულება მოწოდებით და მომსახურებით 2 000 ლარი;

6. გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი ? ლარი.

7. ოფისის აღჭურვილობა 3 000 ლარი;

8 საქონელი 14 000 ლარი.

balansi

aqtivebi Tanxa valdebulebebi da sakuTarikapitali Tanxa

ნაღდი ფული ეროვნულ 7 000 საწესდებო კაპიტალი 12 000


ვალუტაში

წინასწარ გაწეული ხარჯები 5 000 გადასახდელი დღგ 6 000


ოფისის აღჭურვილობა 3 000 ვალდებულებები მიწოდებიდან და 2 000
მომსახურებიდან

საქონელი 14 000 გადასახდელი საშემოსავლო 9 000


გადასახადი

jami 29 000 jami 29 000


52. ქვემოთ მოცემული საწარმოს მონაცემებით შეადგინეთ ბუღალტრული ბალანსი და
განსაზღვრეთ შენობების თანხა

1. ეროვნულ ვალუტა რეზიდენტ ბანკში 12 000 ლარი;

2. შენობები ? ლარი;

3. გუდვილი 1000 ლარი;

4. სათადარიგო ნაწილები 4000 ლარი;

5. ბანკის მოკლევადიანი სესხები 30000 ლარი;

6. გადასახდელი ხელფასები 5000 ლარი;

7. დაუმთავრებელი წარმოება 1000 ლარი;

8. გაუნაწილებელი მოგება 6000 ლარი.

balansi

aqtivebi Tanxa valdebulebebi da sakuTarikapitali Tanxa

ეროვნული ვალუტა რეზიდენტ 12 000 მოკლევადიანი სესხი 30 000


ბანკში
შენობები 13 000 გადასახდელი ხელფასები 5 000

გუდვილი 1 000 გაუნაწილებელი მოგება 6 000

სათადარიგო ნაწილები 4 000

დაუმთავრებელი წარმოება 1 000

jami 41 000 jami 41 000


53. ქვემოთ მოცემული საწარმოს მონაცემებით შეადგინეთ ბუღალტრული ბალანსი და
განსაზღვრეთ არამატერიალური აქტივების ოდენობა

1. მზა პროდუქცაი 20 000 ლარი;

2. გაუნაწილებელი მოგება 20000 ლარი;

3. დაზგა-დანადგარები 10000 ლარი;

4. არამატერიალური აქტივები ? ლარი;

5. ვალდებულებები მიწოდებით 8000

6 საწესდებო კაპიტალი 10 000 ლარი

7. გრძელვადიანი სესხები 10000 ლარი;

8. ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში 12000 ლარი.

balansi

aqtivebi Tanxa valdebulebebi da sakuTarikapitali Tanxa

მზა პროდუქცია 20 000 გაუნაწილებელი მოგება 20 000


დაზგა-დანადგარები 10 000 ვალდებულებები მიწოდებით და 8 000
მომსახურებით
არამატერიალური აქტივები 6 000 გრძელვადიანი სესხები 10 000
ეროვნული ვალუტა რეზიდენტ 12 000 საწესდებო კაპიტალი 10 000
ბანკში

jami 48 000 jami 48 000


54. ქვემოთ მოცემული საწარმოს მონაცემებით შეადგინეთ ბუღალტრული ბალანსი და
განსაზღვრეთ წინასწარ გაწეული ხარჯის თანხა

1. საქონელი 4000 ლარი;

2. გადასახდელი დღგ 6000 ლარი;

3. ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში 7000 ლარი;

4. წინასწარ გაწეული ხარჯი ? ლარი;

5. საწესდებო კაპიტალი 2000 ლარი;

6. ვალდებულება მოწოდებით და მომსახურებით 1000 ლარი;

7. ოფისის აღჭურვილობა 3000 ლარი;

8 გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 8000 ლარი.

balansi

aqtivebi Tanxa valdebulebebi da sakuTarikapitali Tanxa

საქონელი 4 000 გადასახდელი დღგ 6 000

ნაღდი ფული ეროვნულ 7 000 საწესდებო კაპიტალი 2 000


ვალუტაში
წინასწარ გაწეული ხარჯი 3 000 ვალდებულება მიწოდებით და 1 000
მომსახურებით
ოფისის აღჭურვილობა 3 000 გადასახდელი საშემოსავლო 8 000
გადასახადი

jami 17 000 jami 17 000

ამოცანა 2
55.  როგორ გამოიანგარშებთ გრძელვადიანი აქტივის ოდენობას? ,

გრძელვადიანი აქტივები = მიმდინარე ვალდებულებებს + გრძელვადიანი


ვალდებულებები + საკუთარი კაპიტალი - მიმდინარე აქტივები

საწარმოს ბალანსის მონაცემებია:

მიმდინარე აქტივები - 20 000 ლარი

მიმდინარე ვალდებულებები - 15 000 ლარი

გრძელვადიანი ვალდებულებები - 10 000 ლარი

საკუთარი კაპიტალი - 25 000 ლარი

გრძელვადიანი აქტივები = 15 000 + 10 000 + ( 25 000 – 20  000 ) = 30 000 ლარი

56. როგორ გამოიანგარშებთ საკუთარი კაპიტალის ოდენობას?

საკუთარი კაპიტალი = მიმდინარე აქტივებს + გრძელვადიანი აქტივები - (მიმდინარე


ვალდებულებს + გრძელვადიანი ვალდებულებები)

საწარმოს ბალანსის მონაცემებია:

მიმდინარე ვალდებულებები - 15 000 ლარი

გრძელვადიანი ვალდებულებები - 20 000 ლარი

მიმდინარე აქტივები - 25 000 ლარი

გრძელვადიანი აქტივები - 30 000 ლარი

საკუთარი კაპიტალი = 25 000 + 30 000 – (15 000 + 20 000 ) = 20  000 ლარი

57. როგორ გამოიანგარშებთ   მიმდინარე აქტივების ოდენობას?


მიმდინარე აქტივები = მიმდინარე ვალდებულებებს + გრძელვადიანი
ვალდებულებები + საკუთარი კაპიტალი - გრძელვადიანი აქტივები

საწარმოს ბალანსის მონაცემებია:

გრძელვადიანი აქტივები - 12 000 ლარი

გრძელვადიანი ვალდებულებები - 8 000 ლარი

მიმდინარე ვალდებულებები - 10  000 ლარი

საკუთარი კაპიტალი - 12 000 ლარი

მიმდინარე აქტივები = 10 000 + 8 000 + 12 000 – 12 000 = 18 000 ლარი

58. როგორ გამოიანგარშებთ გრძელვადიანი ვალდებულებების ოდენობას ?,

გრძელვადიანი ვალდებულებები = მიმდინარე აქტივებს + გრძელვადიანი აქტივები


- ( მიმდინარე ვალდებულებები + საკუთარი კაპიტალი )

საწარმოს ბალანსის მონაცემებია:

მიმდინარე აქტივები - 55 000 ლარი

გრძელვადიანი აქტივები - 135  000 ლარი

მიმდინარე ვალდებულებები - 9 000 ლარი

საკუთარი კაპიტალი - 129 000 ლარი

გრძელვადიანი ვალდებულებები = 55 000 + 135 000 – ( 9 000 + 129 000 ) = 52 000 ლარი

59. როგორ გამოიანგარშებთ გრძელვადიანი აქტივების ოდენობას?


გრძელვადიანი აქტივები = მიმდინარე ვალდებულებებს + გრძელვადიანი
ვალდებულებები + საკუთარი კაპიტალი - მიმდინარე აქტივები

საწარმოს ბალანსის მონაცემებია:

მიმდინარე აქტივები - 55 000 ლარი

მიმდინარე ვალდებულებები - 35 000 ლარი

გრძელვადიანი ვალდებულებები - 49 000 ლარი

საკუთარი კაპიტალი - 29 000 ლარი

გრძელვადიანი აქტივები = 35 000 + 49 000 + 29 000 – 55 000 = 58 000 ლარი

60. როგორ  გამოიანგარშებთ  საკუთარი კაპიტალის ოდენობას?

საკუთარი კაპიტალი = მიმდინარე აქტივებს + გრძელვადიანი აქტივები - (მიმდინარე


ვალდებულებს + გრძელვადიანი ვალდებულებები)

საწარმოს ბალანსის მონაცემებია:

მიმდინარე აქტივები - 155 000 ლარი

გრძელვადიანი აქტივები - 235 000 ლარი

მიმდინარე ვალდებულებები - 90 000 ლარი

გრძელვადიანი აქტივები - 60 000 ლარი

საკუთარი კაპიტალი = 155 000 + 235 000 – ( 90 000 + 60 000 ) = 240 000 ლარი


+ ფინალური გამოცდა

თემა 5. პირველადი დაკვირვება.

61. რას ეწოდება პირველადი აღრიცხვა?

პირველადი აღრიცხვა ანუ დოკუმენტირება ეწოდება ეკონომიკური


მოვლენებისათვის ანუ სამეურნეო ოპერაციებისათვის დამახასაიათებელი
მონაცემების ასახვასა და გაფორმებას სპეციალური მოხაზულობის ბლანკზე.

62. რა არის დოკუმენტი?

დოკუმენტი არის წერილობითი მოწმობა ეკონომიკური მოვლენის ანუ სამეურნეო


ოპერაციის მოხდენის ფაქტის ან მისი მოხდენის უფლების შესახებ.

63. რა არის დოკუმენტის რეკვიზიტი?

რეკვიზიტი, არის დოკუმენტში დასმული კითხვა, რომელზედაც პასუხი უნდა იქნას


გაცემული.

64. როგორ ჯგუფდება შინაარსის მიხედვით დოკუმენტები?

შინაარსის მიხედვით დოკუმენტები ჯგუფდება მათში ასახული აღრიცხვის


ობიექტები მიხედვით.

მაგალითად, ძირითადი საშუალებების, მასალების, მზა პროდუქციის მოძრაობის


ამსახველი დოკუმენტები და ა.შ
65. როგორ ჯგუფდება დოკუმენტები დანიშნულების მიხედვით?

დოკუმენტები დანიშნულების მიხედვით არსებობს:

1. განკარგულებითი დოკუმენტები;
2. აღსრულებითი (გასასამართლებელი) დოკუმენტები;
3. კომბინირებული დოკუმენტები;
4. ბუღალტრული გაფორმების დოკუმენტები.

66. რა არის დოკუმენტბრუნვა?

დოკუმენტბრუნვა არის დოკუმენტების მოძრაობა მათი მიღების, შედგენის


ადგილიდან არქივში ჩაბარებამდე.

67. რა არის ინვენტარიზაცია?

სამეურნეო რესურსების ფაქტიური მდგომარეობის დადგენასა და სააღრიცხვო


ჩანაწერებში არსებულთან შედარებას ინვერტარიზაცია ეწოდება.

68. როგორ კლასიფიცირდება ინვენტარიზაცია ჩატარების დროის მიხედვით?

ჩატარების დროის მიხედვით ინვენტარიზაცია შეიძლება იყოს პერიოდული, უეცარი,


სასწრაფო.

69. როგორ კლასიფიცირდება ინვენტარიზაცია მოცულობის მიხედვით?

მოცულობის მიხედვით ინვენტრიზაცია შეიძლება იყოს სრული და ნაწილობრივი.

70. რომელ დოკუმენტში ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგები?

ინვენტარიზაციის შედეგები ფორმდება ინვენტარიზაციის უწყისით,, რომელსაც


საინვენტარიზაციო კომისია ადგენს.
71. რას უდარდება საინვენტარიზაციო უწყისი:

საინვენტარიზაციო უწყისი უდარდება ფასეულობათა ფაქტობრივი ნაშთების


სააღრიცხვო ჩანაწერებს.

72. რომელ დოკუმენტში გამოვლინდება დანაკლისი ან ზედმეტობა:

დანაკლისი ან ზედმეტობა შეიძლება გამოვლინდეს შედარების უწყისით.


თემა 6. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშები.

73. რას ნიშნავს ანგარიშის დებეტში ჩანაწერი?

აქტივებისა და ხარჯების ზრდას

74. რას ნიშნავს ანგარიშის კრედიტში ჩანაწერი?

შემოსავლებისა და კაპიტალის ზრდა

75. რას წარმოადგენს საცდელი ბალანსი ?

საწარმოს მთავარი წიგნის ყველა ანგარიშის ჩამონათვალს მის შესახებ სალდოს


მითითებით

76. რომელი ტოლობით გამოისახება ორმაგი აღრიცხვის სისტემა?

დებეტი=კრედიტი

77. რომელია ნორმალური სალდო ანუ ნაშთი პასიური ანგარიშებისათვის ?

საკრედიტო ნაშთი

78. რომელია ნორმალური სალდო ანუ ნაშთი აქტიური ანგარიშებისათვის

სადებეტო ნაშთი

79. როგორ ჯგუფდება ფინანსურ ანგარიშგებასთან დამოკიდებულების მიხედვით


ანგარიშები ?

მუდმივ და დროებით ანგარიშებად


80. ფინანსური ანგარიშგების რომელი ელემენტების ამსახველია მუდმივი ანუ
რეალური ანგარიშები?

მუდმივი ანუ რეალური ანგარიშები ასახავენ ანგარიშებს, რომლებსაც საანგარიშგებო


პერიოდის ბოლოს რჩებათ სალდო.

მუდმივი ანუ რეალური ანგარიშებია: აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის


ამსახველი ანგარიშები.

81. ფინანსური ანგარიშგების რომელი ელემენტების ამსახველია დროებითი ანუ


ნომინალური ანგარიშები?

დროებითი ანუ ნომინალური ანგარიშები ასახავენ საანგარიშგებო პერიოდის


განმავლობაში საკუთარი კაპიტალის ცვლილებას.

დროებითი ანუ ნომინალური ანგარიშებია: შემოსავლებისა და ხარჯებისა


ამსახველი ანგარშები.

82. როგორ ჯგუფდება ბუღალტრულ ბალანსთან დამოკიდებულების მიხედვით


ანგარიშები?

ბუღალტრულ ბალანსთან დამოკიდებულების მიხედვით ანგარიშები ჯგუფდება


საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშებად.

83. რას ასახავენ ძირითადი ანგარიშები?

ასახავს აქტივებს და ვალდებულებებს და საკუთარ კაპიტალს

ძირითად ანგარიშებს მიეკუთვნება ძირითადი საშუალების ანგარიშები

(ჯგუფების მიხედვით) ;

ძირითადი საშუალებების ცვეთისა და ამორტიზაციის ანგარიშები.

84. როგორ ანგარიშებს ეწოდება საკალკულაციო ანგარიშები?

საკალკულაციო ანგარიშები ეწოდება ისეთ ანგარიშებს, რომლებიც


თვითღირებულების განსაზღვრის-გაანგარიშების საშუალებას იძლევა
ბუღალტრული გატარებები:

1. შეძენილი კომპიუტერული ტექნიკა საბანკო ანგრიშიდან


დებეტი - 2160
კრედიტი - 1210

2. შეძენილია ნედლეული და მასალა შემდეგი გადახდის პირობით


დებეტი - 1620
კრედიტი - 3110

3. შეძენილია დაზგა საბანკო ანგრიშიდან


დებეტი - 2150
კრედიტი - 1210

4. დაკავებულია მუშების ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი


დებეტი - 3130
კრედიტი - 3320

5. გაგზავნილია პროდუქცია მყიდველებზე და ფული არ მიგვიღია


დებეტი - 1410
კრედიტი - 6110

6. გაცემულია სალაროდან ხელფასები


დებეტი - 3130
კრედიტი - 1110

7. გადარიცხულია საბანკო ანგარიშიდან საშემოსავლო გადასახადი


დებეტი - 3320
კრედიტი - 1210

8. მიღებულია მყიდველებიდან ვალის დასაფარად ნაღდი ფული


დებეტი - 1110
კრედიტი - 1410

9. მზა პროდუქცია მიღებულია წარმოებიდან


დებეტი - 1640
კრედიტი - 1630
10. დამფუძნებელმა საბანკო ანგარიშზე შეიტანა სადამფუძნებლო თანხა
დებეტი - 1210
კრედიტი - 5150

11. ნაღდ ანგარიშზე გაყიდულია მზა პროდუქცია


დებეტი - 1110
კრედიტი - 6110

12. ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულია ფული სალაროდან


დებეტი - 1430
კრედიტი - 1110

13. მიღებულია ანგარიშვალდებული პირისაგან სალაროში დაუხარჯავი თანხა


დებეტი - 1110
კრედიტი - 1430

14. ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე მყიდველებისაგან დავალიანების დასაფარად


დებეტი - 1210
კრედიტი - 1410

15. შეძენილია მომწოდებლისაგან შემდგომი გადახდის პირობით მიწის ნაკვეთი


დებეტი - 2110
კრედიტი - 3110

16. . საბანკო ანგარიშიდან დაფარულია ბანკის მოკლევადიანი სესხი


დებეტი - 3210
კრედიტი - 1210

You might also like