You are on page 1of 25

90039 თუ გაცვლითი კურსია 1 დოლარზე 5 პერუს ფულადი ერთეული და სასტუმროს ნომრები

ლიმაში (პერუ) ღირს 300 პერუს ეროვნული ვალუტა, რამდენი დოლარი გჭირდებათ თქვენ
ამ სასტუროს ნომრის დაქირავებისათვის?
60 დოლარი და ეს გარიგება გაზრდის პერუს წმინდა ექსპორტს
90040 თუ ქვეყანის წმინდა ექსპორტი არის $2.4 მილიარდი და ეს ქვეყანა უცხო ქვეყნებიდან
$4.8 მილიარდი ღირებულების საქონელსა და მომსახურებას ყიდულობს, მაშინ ამ
ქვეყანაში
ექსპორტი შეადგენს $7.2 მილიარდს და იმპორტი შეადგენს $4.8 მილიარდს
90041 თუ აშშ-ს ექსპორტი შეადგენს $1.5 ტრილიონს და იმპორტი შეადგენს $2.2 ტრილიონს,
მაშინ აშშ
საზღვარგარეთიდან ყიდულობს უფრო მეტს, ვიდრე ყიდის უცხოეთში და მას აქვს
სავაჭრო დეფიციტი
90042 როდესაც ჩინეთი ყიდის შოკოლადს აშშ-ში, მაშინ აშშ-ის წმინდა ექსპორტი
მცირდება და აშშ-ის კაპიტალის წმინდა გადინება მცირდება
90043 ქვეყანას აქვს $20 მილიარდი სამამულო ინვესტიციები და $10 მილიარდი კაპიტალის
წმინდა გადინება. რამდენია დანაზოგები?
$30 მილიარდი
90044 ნომინალური გაცვლითი კურსია 2 ტაივანური ბჰატი 1 დოლარზე. სენდვიჩი აშშ-ში ღირს
$6 და 8 ჰბატი ტაილანდში. რეალური გაცვლითი კურსი შეადგენს:
3/2
90045 ჩინეთის ფირმა აშშ-ის საუნივერმაღო მაღაზიათა ქსელში ქურთუკებს ყიდის. სხვა
თანაბარი პირობების დროს ეს გაყიდვები
ამცირებს აშშ წმინდა ექსპორტს და ზრდის ჩინეთის წმინდა ექსპორტს
90046 საუდის არაბეთის მოქალაქე იყენებს თავის ეროვნულ ვალუტას, რათა იყიდოს
ამერიკული კომპიუტერი. ეს ტრანსაქცია
ამცირებს საუდის არაბეთის კაპიტალის წმინდა გადინებას და ზრდის აშშ წმინდა
ექსპორტს
90047 აშშ აფთიაქი ყიდულობს წამლებს ბრიტანული კომპანიისაგან და ამისათვის აშშ დოლარს
უხდის. ეს ტრანსაქცია
ზრდის ბრიტანეთის წმინდა ექსპორტს და ამცირებს აშშ კაპიტალის წმინდა გადინებას
90048 ქვეყანას აქვს $100 მილიონი წმინდა ექსპორტი და $170 მილიონი დანაზოგი. კაპიტალის
წმინდა გადინება არის
$100 მლნ და სამამულო ინვესტიციები არის $70 მლნ
90049 როდესაც მაიკროსოფტის ფირმა სადისტრიბუციო ცენტრს დააარსებს საფრანგეთში, აშშ
კაპიტალის წმინდა გადინება
იზრდება, რადგან მაიკროსოფტი აკეთებს პირდაპირ ინვესტიციას საფრანგეთში
90050 წარმოიდგინეთ, რომ რეალური ვალუტის გაცვლის კურსი არის ½ გალონი კანადური
ბენზინი ერთი გალონი აშშ ბენზინისათვის. ბენზინი ღირს $2.5 აშშ-ში და 6 კანადური
დოლარი კანადაში. რა არის ვალუტის ნომინალური გაცვლის კურსი?
1.20 კანადური დოლარი ერთი აშშ დოლარისათვის
90051 გერმანული კომპანია მიჰყიდის კამერებს აშშ საცალო გამყიდველს. ეს გაყიდვები თავის
მხრივ
ამცირებს აშშ წმინდა ექსპორტს და ზრდის გერმანიის წმინდა ექსპორტს
90052 თუ იმპორტი ექსპორტს აჭარბებს, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას აქვს
სავაჭრო დეფიციტი
90053 თუ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში ეცემა, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის
პირობებში ...
აშშ-ში ფასების დონე იზრდება
90054 ეგვიპტის მოქალაქე მის ხელთ არსებულ აშშ-ის დოლარებს იყენებს ამერიკული ვაშლის
შესაძენად. ეს ტრანსაქცია
შეამცირებს ეგვიპტის კაპიტალის წმინდა გადინებას და გაზრდის აშშ-ის წმინდა
ექსპორტს
90055 ვთქვათ, მექსიკური წისქვილი ყიდულობს ხორბალს ა.შ.შ-სგან და საფასურს იხდის
პესოში. მაშინ, სხვა თანაბარ პირობებში მექსიკის:
წმინდა ექსპორტი შემცირდება და ა.შ.შ-ს წმინდა კაპიტალის გადინება გაიზრდება
90056 ვთქვათ, ა.შ.შ-ს მოქალაქე ყიდულობს ფრანგული ღვინის კომპანიის ობლიგაციებს და
საფასურს იხდის ევროში. მაშინ, სხვა თანაბარ პირობებში ეს ქმედება:
გავლენას არ ახდენს ა.შ.შ-ს კაპიტალის წმინდა გადინებაზე
90057 ვთქვათ, თქვენ ხართ ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და
განიხილავთ პერუში ქარხნის აშენების პერსპექტივას. თუ დოლარის ღირებულება პერუს
პესოსთან მიმართებაში გაიზარდა, სხვა თანაბარ პირობებში:
თქვენს დაასკვინით, რომ ახლა უფრო ნაკლები დოლარი დაგჭირდებათ ქარხნის
ასაშენებლად. ეს მშენებლობა გაზრდის ა.შ.შ-ს წმინდა კაპიტალის გადინებას
90058 ირლანდიაში ლუდი ღირს 2.2 ირლანდიური პუნტი. ავსტრალიაში კი 4 ავსტრალიური
დოლარი. თუ სავალუტო კურსი არის 0.5 პუნტი ერთ ავსტრალიურ დოლარში მაშინ, რას
უდრის რეალური სავალუტო კურსი?
0.91 კათხა ირლანდიური ლუდი ერთი კათახა ავსტრალიურ ლუდზე
90059 იაპონურმა ფირმებმა იყიდეს ხის მასალა აშშ-ში და გადაიხადეს იაპონური იენები. სხვა
პორობების უცვლელობის შემთხვევში, იაპონიის
წმინდა ექსპორტი შემცირდება და აშშ-ის კაპიტალის წმინდა გადინება გაიზრდება
90060 გარკვეული წლების განმავლობაში ქვეყანის ექსპორტი შეადგენდა $50 მილიარდს,
იმპორტი $35 მილიარდს და შესყიდული იყო $30 მილიარდი დოლარის ღირებულების
უცხოური აქტივები. რას შეადგენდა უცხოელების მიერ შესყიდული ადგილობრივი
აქტივების ღირებულება?
$15 მილიარდს
90061 ქვეყანა სილვანიას $900 მშპ აქვს, ინვესტიცია $200 და სამთავრობო შესყიდვები $200 და
კაპიტალის წმინდა გადინება უარყოფითია და $100-ის ტოლი. ეს იმას ნიშნავს, რომ
მოხმარება უდრის
$600
90062 ნომინალური სავალუტო გაცვლითი კურსი არის 4 საუდის არაბეთის რიალი, 9
მაროკოული დირჰამი, 45 ინდური რუპია ან 6 ბრიტანული ფუნტი ერთი აშშ
დოლარისათვის. ორმაგი ესპრესო და დარიჩინის ნამცხვარი ღირს $6 აშშ-ში, 24 საუდის
არაბეთის რიალი, 45 მაროკოული დირჰამი მაროკოში, 250 ინდური რუპია ინდოეთში და 5
ბრიტანული ფუნტი ბრიტანეთში. ამ ციფრებიდან გამომდინარე, რომელი ქვეყნის
რეალური ვალუტის გაცვლითი კურსია ყველაზე დაბალი ამერიკულ დოლართან
მიმართებაში?
ბრიტანეთი
90063 დავუშვათ ნორვეგია $40-ად ყიდულობს ღვინოს საფრანგეთისაგან და საფრანგეთი $100-
ად ყიდულობს შალს ნორვეგიისგან. დავუშვათ სხვა სახის ვაჭრობას ქვეყნებს შორის
ადგილი არ აქვს. რას უდრის ნორვეგიისა და საფრანგეთის წმინდა ექსპორტი?
$60 და -$60
90064 დავუშვათ ქვეყანას აქვს $50 მილიარდის სავაჭრო უპირატესობა და მისი ექსპორტი
გაიზარდა $30 მილიარდით და მისი იმპორტი გაიზარდა $20 მილიარდით, მაშინ ამ
ქვეყნის წმინდა ექსპორტი იქნება
$60 მილიარდი
90065 ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების მოდელში
ფასების დონე გადაზომილია ვერტიკალურ ღერძზე. ფასების დონე შეიძლება გაზომილ
იქნეს მ.შ.პ-ს დეფლატორით
90066 როცა ფასების დონე მცირდება:
საქონლისა და მომსახურებაზე მოთხოვნის რაოდენობა და წმინდა ექსპორტი, ორივე
იზრდება
90067 სიმდიდრის ეფექტი, სარგებლის განაკვეთის ეფექტი და სავალუტო კურსის ეფექტი,
ყველა ხსნის
ერთობლივი მოთხოვნის მრუდის დახრილობას
90068 სხვა თანაბარ პირობებში, ფასების დონის ზრდა მომხმარებლებს:
თავს აგრძნობინებს ნაკლებად შეძლებულად, ამიტომ საქონლისა და მომსახურების
მოთხოვნის რაოდენობა შემცირდება
90069 როცა ფასების დონე იზრდება
მოსახლეობას სურს ნაკლები ობლიგაციებს ყიდვა და ამიტომ სარგებლის განაკვეთი
იზრდება
90070 როცა ფასების დონე მცირდება
სარგებლის განაკვეთი მცირდება და შესაბამისად საქონელზე და მომსახურებაზე
მოთხოვნის რაოდენობა იზრდება
90071 როცა ფასების საერთო დონე მცირდება,
სავალუტო კურსი მცირდება და შესაბამისად, წმინდა ექსპორტი იზრდება
90072 სხვა თანაბარ პირობებში, ფირმების მიერ შეძენილი კაპიტალის რაოდენობის ზრდა
გამოიწვევს:
თავდაპირველად ერთობლივი მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას
90073 ინვესტირების საგადასახადო კრედიტის განაკვეთის შემცირება გამოიწვევს:
ერთობლივი მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას
90074 ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი გადააადგილებს ერთობლივი მოთხოვნის მრუდს
მარცხნივ?
გადასახადების ზრდა და ყოველი მოცემული ფასის დროს მომხმარებლები თავს
გრძნობენ ნაკლებად შეძლებულებად
90075 შემდეგი მტკიცებულებებიდან რომელია მართებული?
რეცესიის პერიოდებში გაყიდვები და მოგება მცირდება
90076 გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ
თუ
ხდება ტექნოლოგიური პროგრესი
90077 ქვემოთ ჩამოთვლთაგან, რომელი გადააადგილებს გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი
მიწოდების მრუდს მარჯვნივ?
ფიზიკური ან ადამიანური კაპიტალის ზრდა
90078 ვთქვათ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ბუმი აიძულებს ადამიანებს თავი უფრო მდიდრად
იგრძნონ. სიმდიდრის ზრდამ შეიძლება ადამიანები აიძულოს
გაზარდონ მოხმარება, რაც გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ
გადაადგილებას
90079 ადამიანები მეტს დახარჯავენ, თუკი ფასების დონე
შემცირდება, რადგან ფასების შემცირება ფულის ღირებულებას ზრდის
90080 სხვა თანაბარი პირობებში, ფასების დონის შემცირება ადამიანებს აიძულებს, რომ
შეინახონ
ნაკლები ფული, მეტი გაასესხონ და საპროცენტო განაკვეთი მცირდება
90081 ერთობლივი მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება, როდესაც მთავრობა
ზრდის ფულის მიწოდებას
90082 ქვემოთ მოცემული ფრაზებიდან, რომელი გვეხმარება მოკლევადიანი პერიოდის
ერთობლივი მიწოდების მრუდის აღმავალი ფორმის ახსნაში?
ხისტი ფასების თეორია
90083 გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდის მდებარეობას განსაზღვრავს
ტექნოლოგიური ცოდნა
90084 ერთობლივი მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება, თუკი
სამთავრობო ხარჯები ან ფულის მოწოდება გაიზრდება
90085 ფასების მოსალოდნელი დონის შემცირება
გადააადგილებს მარჯვნივ მხოლოდ მოკლევადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების
მრუდს
90086 მოკლევადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდის არასწორი წარმოდგენების
ნეოკლასიკური თეორიის თანახმად, თუ ფასების დონე მოსალოდნელზე უფრო მაღალია,
მაშინ ზოგიერთი ფირმა ფიქრობს, რომ მისი პროდუქტის ფარდობითი ფასი
გაიზარდა, ამიტომ ისინი ზრდიან წარმოებას
90087 ნახაზი 33.1-ის მიხედვით, ფულის მასის მიწოდების ზრდა ეკონომიკას C წერტილიდან
გადაიყვანს
B წერტილში მოკლევადიან პერიოდში და A წერტილში გრძელვადიან პერიოდში
90088 33.1 ნახაზის მიხედვით, თუ ეკონომიკა თავდაპირველად C წერტილში იმყოფება, ფულის
მასის მიწოდების ზრდა ეკონომიკას გრძელვადიან პერიოდში გადაიყვანს
A წერტილში
90089 33.1 ნახაზის მიხედვით, თუ ეკონომიკა იმყოფება A წერტილში და ერთობლივი
მოთხოვნა მცირდება, მაშინ ეკონომიკა მოკლევადიან პერიოდში
გადავა D წერტილში
90090 33.1 ნახაზის მიხედვით, თუ ეკონომიკა იმყოფება A წერტილში და ერთობლივი
მოთხოვან მცირდება, მაშინ ეკონომიკა
გრძევადიან პერიოდში გადავა C წერტილში
90091 33.1 ნახაზის მიხედვით, თუ ეკონომიკა გრძელვადიან წონასწორობაშია მაშინ,
მოკლევადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების შემცირება ეკონომიკას გადაიყვანს
C-დან D წერტილში
90092 წარმოიდგინეთ, რომ ორი ეკონომიკა იდენტურია იმ განსხვავებით, რომ A ეკონომიკაში
დიდი ხნის განმავლობაში ფულის მიწოდება იყო 500 მილიონი დოლარი, ხოლო B
ეკონომიკაში - 1 000 მილიონი დოლარი. აქედან გამომდინარე
B ქვეყანაში ფასების დონე უფრო მაღალია, მაგრამ არა რეალური მშპ
90093 ვთქვათ აშშ ეკონომიკა გრძელვადიან წონასწორობაშია. დაბინძურების საშიშროების გამო
მთავრობა იძულებულია საკმაოდ შეზღუდოს ელექტროენერგიის გამომუშავება. ამავე
დროს დოლარის კურსი ვარდება. მოკლევადიან პერიოდში ჩვენ უნდა ველოდეთ, რომ
ფასების დონე გაიზრდება და რეალური მშპ შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს ან იგივე
დარჩეს
90094 ვთქვათ აშშ ეკონომიკა გრძელვადიან წონასწორობაშია. იმერეთის გუბერნატორმა
მოახერხა თავის რეგიონში ახალი ტრასის მშენებლობის პროექტის დამტკიცება. ამავე
დროს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ხის ჭრის ნებართვებზე საკმაოდ დიდი
შეზღუდვების დაწესება მოახერხა. მოკლევადიან პერიოდში ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ
ფასების დონე გაიზრდება და რეალური მშპ შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს ან იგივე
დარჩეს
90095 ვთქვათ ფინანსური ბაზრის ბუმი აიძულებს ადამიანებს თავი უფრო მდიდრად იგრძნონ.
სიმდიდრის ზრდამ შეიძლება ადამიანები აიძულოს გაზარდონ
მოხმარება, რაც გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას
90096 ვთქვათ აშშ ეკონომიკა გრძელვადიან წონასწორობაშია. შემდეგ დავუშვათ, რომ აშშ
დოლარის ღირებულება იზრდება. ამავე დროს, ხალხი აშშ-ში თავის მოლოდინებს ცვლის
ისე, რომ მოსალოდნელი ფასების დონე მცირდება. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ
მოკლევადიან პერიოდში ფასების დონე შემცირდება და რეალური მშპ შეიძლება
გაიზარდოს, შემცირდეს ან იგივე დარჩეს
90097 ვთქვათ ეკონომიკა გრძელვადიან წონასწორობაშია. თუკი ადგილი აქვს მინიმალური
ხელფასის მკვეთრ ზრდას, ისევე როგორც ბიზნესის მომავალი მდგომარეობის
პესიმისტური შეფასების ზრდას, შედეგად ჩვენ ველოდებით, რომ
მოკლევადიან პერიოდში რეალური მშპ შემცირდება და ფასების დონე შეიძლება
გაიზარდოს, შემცირდეს ან იგივე დარჩეს
90098 გრძელვადიან პერიოდში, ტექნოლოგიური პროგრესი
იწვევს ფასების დონის შემცირებას, ხოლო ფულის მიწოდების ზრდა იწვევს ფასების
დონის ზრდას
90099 მოკლევადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდის ხისტი ფასების თეორიის
თანახმად, ფირმების მიერ მიწოდებული პროდუქციის რაოდენობა გაიზრდება თუ
ფასების დონე მოსალოდნელზე მაღალი იქნება და წარმოება გახდება უფრო მომგებიანი
90100 ქვემოთ მოცალულთაგან, რომელი არ არის ერთობლივი მოთხოვნის კლებადობის
მიზეზი? როგორც კი ფასების დონე გაიზრდება:
ფირმებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ მათი პროდუქციის ფარდობითი ფასი გაიზარდა
90101 ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის მიხედვით, ნაღდი ფულის ფლობის
ალტერნატიული დანახარჯი არის:
სარგებლის განაკვეთი
90102 როდესაც სარგებლის განაკვეთი იზრდება, მაშინ ნაღდი ფულის ფლობის ალტერნატიული
დანახარჯი:
იზრდება და ამიტომ ფულზე მოთხოვნის რაოდენობა მცირდება
90103 ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის მიხედვით, თუ ფულზე მოთხოვნის
რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ფულის მიწოდების რაოდენობა, მაშინ სარგებლის
განაკვეთი:
გაიზრდება და ფულზე მოთხოვნის რაოდენობა შემცირდება
90104 ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის მიხედვით, თუ ფულის მიწოდების რაოდენობა
უფრო მეტია, ვიდრე ფულზე მოთხოვნის რაოდენობა, მაშინ სარგებლის განაკვეთი:
შემცირდება და ფულზე მოთხოვნის რაოდენობა გაიზრდება
90105 როგორც კი სარგებლის განაკვეთი შემცირება
ფულზე მოთხოვნის რაოდენობა გაიზრდება, რაც გამოიწვევს ჭარბი მიწოდების
შემცირებას
90106 თუ MPC = 3/5 მაშინ სახელმწიფო შესყიდვების მულტიპლიკატორი არის
5/2
90107 თუ MPC = 0.85 მაშინ სახელმწიფო შესყიდვების მულტიპლიკატორი დაახლოებით არის
6.67
90108 თუ მულტიპლიკატორი 5-ის ტოლია, მაშინ MPC უდრის
0.8
90109 ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის მიხედვით, ფულზე მოთხოვნის მრუდის
დახრილობა შემდეგნაირად აიხსნება:
ხალხი მეტი ფულის შენახვას ამჯობინებს, როდესაც მისი ფლობის ალტერნატიული
დანახარჯი ეცემა
90110 ლიკვიდურობის უპირატესობის თეორია ყველაზე უკეთ გამოდგება
სარგებლის განაკვეთის ეფექტის ასახსნელად
90111 სხვა თანაბარ პირობებში, ავტომატური სტაბილიზატორები
ზრდის სამთავრობო ხარჯებს რეცესიების დროს და ამცირებს ეკონომიკის ბუმის დროს
90112 ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის თანახმად, რომელი ცვლადი აწონასწორებს
ფულზე მოთხოვნას და ფულის მიწოდებას?
სარგებლის განაკვეთი
90113 ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის მიხედვით, ფასების დონის ზრდა
გადააადგილებს ფულზე მოთხოვნის მრუდს
მარჯვნივ, რაც ზრდის სარგებლის განაკვეთს
90114 თუ ფედ-ი განახორციელებს გაყიდვებს ღია ბაზარზე, მოკლევადიან პერიოდში
გაიზრდება
სარგებლის განაკვეთი, მაგრამ არა ინვესტიციები და ფასები
90115 გამოდევნის ეფექტის მიხედვით, სამთავრობო ხარჯების შემცირება
შეამცირებს სარგებლის განაკვეთს და შესაბამისად გაზრდის ინვესტიციებს
90116 თუ MPC ნულის ტოლია, მაშინ მულტიპლიკატორი არის
1
90117 ეკონომიკის აღმავლობის ფაზაში (რეცესიის საწინააღმდეგო მოვლენა), ავტომატური
სტაბილიზატორები სამთავრობო ხარჯებს
ამცირებს, გადასახადებს კი ზრდის
90118 ფისკალური პოლიტიკა ეკონომიკაზე გავლენას ახდენს
როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში
90119 ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელი არ არის მიზეზი იმისა, რომ
ერთობლივი მოთხოვნის მრუდი კლებადია? ფასების დონის ზრდასთან ერთად
რეალური ხელფასები მცირდება
90120 ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის მიხედვით, რომელი სიდიდის რეგულირებით
შეიძლება ფულის ბაზრის წონასწორულ მდგომარების მიღწევა?
სარგებლის განაკვეთის
90121 თუ მოსალოდნელი ინფლაცია მუდმივია და ნომინალური სარგებლის განაკვეთი
იზრდება 5 პროცენტით, რეალური სარგებლის განაკვეთი
გაიზრდება 5 პროცენტით
90122 ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის მიხედვით, ფულის მიწოდების მრუდი არის
ვერტიკალური
90123 როდესაც სარგებლის განაკვეთი იზრდება, შენახული ფულის ალტერნატიული
დანახარჯები
იზრდება, ამრიგად მოთხოვნილი ფულის რაოდენობა მცირდება
90124 მოთხოვნილი ფულის რაოდენობა
უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია სარგებლის განაკვეთთან
90125 ნახაზი 34-1-ის მიხედვით, თუ მიმდინარე სარგებლის განაკვეთი 4 %-ია
ადამიანები მეტ ობლიგაციებს გაყიდიან, რაც სარგებლის განაკვეთს გაზრდის
90126 ნახაზი 34-1-ის მიხედვით, ფულზე ჭარბ მოთხოვნას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც
სარგებლის განაკვეთი
4%
90127 ნახაზი 34-1-ის მიხედვით, როდესაც სარგებლის განაკვეთი 6%-ია
ჭარბი ფულის მიწოდება b და a-ს შორის მანძილის ტოლია
90128 ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის თანახმად, თუ ადგილი აქვს ფულის ჭარბ
მოწოდებას,
სარგებლის განაკვეთი შემცირდება
90129 ნახაზი 34-2-ის მიხედვით, ქვემოთჩამოთვლილგან რომელს შეუძლია გამოიწვიოს
ერთობლივი მოთხოვნის მრუდი AD1 -დან AD2–ში გადააადგილოს?
საფონდო ბირჟაზე ფასების შემცირებას
90130 ნახაზი 34-2-ის მიხედვით, თუკი ეკონომიკა b წერტილში იმყოფება, სწორი პოლიტიკა
სრული დასაქმების აღსადგენად იქნება
ფულის მიწოდების ზრდა
90131 ნახაზი 34-2-ის მიხედვით, ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია მართებული?
შესაძლებელია, რომ ორივემ, ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ AD1-დან AD2-
ში გადაინაცვლება გამოიწვიოს
90132 ნახაზი 34-2-ის მიხედვით, ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი არ არის მართებული?
b წერტილში ადგილი აქვს საქონელსა და მომსახურეობაზე მოთხოვნის სიჭარბეს
90133 ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის თანახმად, თუ ადგილი აქვს ჭარბ მოთხოვნას
ფულზე, ადამიანები
ნაკლებს დადებენ სარგებლიან დეპოზიტებზე და ამავე დროს იყიდიან ნაკლებ სარგებლის
მომტან აქტივებს
90134 როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ყიდულობს სახელმწიფო ობლიგაციებს,
ფულის მიწოდების მრუდი
მარჯვნივ გადაადგილდება
90135 ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელი იწვევს ერთობლივი მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ
გადანაცვლებას?
ფულის მიწოდების გაზრდა
90136 ჩავთვალოთ, რომ ფულის ბაზარი საწყის მომენტში წონასწორობაშია. თუ ფასების დონე
იზრდება, ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის თანახმად ადგილი ექნება
ჭარბ მოთხოვნას ფულზე, სანამ სარგებლის განაკვეთი იზრდება
90137 მოკლევადიანი პერიოდისათვის, ფულის მიწოდების შემცირება იწვევს სარგებლის
განაკვეთის
ზრდას და ერთობლივი მოთხოვნის მარცხნივ გადანაცვლებას
90138 ეკონომიკა გრძელვადიან წონასწორობაშია. დავუშვათ ბანკომატების მომსახურება
გაიაფდა და გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელი გახდა, რის შედეგადაც ფულზე
მოთხოვნა დაეცა. სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია რომ მოკლევადიან პერიოდში
ფასების დონე და რეალური მშპ გაიზრდება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ფასების
დონე გაიზრდება, რეალური მშპ კი არ შეიცვლება
90139 ომის პერიოდში ზოგჯერ სამთავრობო ხარჯები ჩვეულებრივზე უფრო მაღალია.
სარგებლის განაკვეთზე ამ გაზრდილი ხარჯების გავლენის შესამცირებლად ფედერალურ
სარეზერვო სისტემას შეუძლია:
გაზარდოს ფულის მიწოდება ობლიგაციების შესყიდვით
90140 აშშ-ს სენატორის თანაშემწემ გამოთვალა $ 20 მილიარდით გადასახადების შემცირების
გავლენა ერთობლივ მოთხოვნაზე. ერთობლივი მოთხოვნის რეალურად
განხორციელებული ზრდა გადასახადების ამ შემცირების შედეგად ნაკლები აღმოჩნდა,
ვიდრე თანაშემწე ელოდა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლებოდა ამ შეცდომის
წყარო ყოფილიყო?
თანაშემწე ფიქრობდა, რომ გადასახადების ეს შემცირება მუდმივი იქნებოდა, მაგრამ ის
დროებითი აღმოჩნდა
90141 რა ზომები შეიძლება იქნას მიღებული ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის ქვეყნის წმინდა
ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირების საპასუხოდ
სამთავრობო შესყიდვების გაზრდა ან ფულის მიწოდების გაზრდა
90142 დავუშვათ ქვეყანაში წმინდა ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ცენტრალურ ბანკს
სურს ეკონომიკის სტაბილიზაცია, მან უნდა
გაყიდოს ობლიგაციები ფულის მიწოდების შესამცირებლად
90143 ადამიანებს ურჩევნიათ ქონდეთ ნაკლები ნაღდი ფული თუ:
სარგებლის განაკვეთი გაიზრდება, რაც გამოიწვევს ნაღდი ფულის ფლობის
ალტერნატიული დანახარჯების ზრდას
90144 თუ ფულის ჭარბი მიწოდებაა, ადამიანები:
ფულს სარგებლიან დეპოზიტზე შეინახავენ და სარგებლის განაკვეთი შემცირდება
90145 თუ ფასების დონე დაეცემა, მაშინ:
სარგებლის განაკვეთი შემცირდება და ხარჯები საქონელსა და მომსახურებაზე გაიზრდება
90146 ლიკვიდურობის უპირატებობის თეორიის მიხედვით, ფასების დონის გაზრდა იწვევს
სარგებლის განაკვეთის:
გაზრდას, რის შედეგადაც საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის რაოდენობა
შემცირდება
90147 ვთქვათ მოცემულ ეკონომიკაში მომხმარებელი, რომლის შემოსავალი არის 100 დოლარი,
ხარჯავს 60 დოლარს. მულტიპლიკატორი უდრის 3. აქედან გამომდინარე, როდესაც
შემოსავალი არის 101 დოლარი მომხმარებლის დანახარჯი იქნება
$60.67
90148 ვთქვათ მოცემულ ეკონომიკაში მომხმარებელი, რომლის შემოსავალი არის 200 დოლარი,
ხარჯავს 145 დოლარს. მულტიპლიკატორი უდრის 6.25. აქედან გამომდინარე, როდესაც
შემოსავალი არის 230 დოლარი, მომხმარებლის დანახარჯი იქნება
$170.20
90149 ვთქვათ MPC არის 0.75. დავუშვათ, რომ მხოლოდ მულტიპლიკატორის ეფექტი
მოქმედებს. მაშინ სახელმწიფო ხარჯების 100 მილიარდი დოლარით შემცირება
ერთობლივი მოთხოვნის მრუდს გააადგილებს:
მარცხნივ $400 მილიარდით
90150 ვთქვათ MPC არის 0.625. დავუშვათ, რომ მხოლოდ მულტიპლიკატორის ეფექტი
მოქმედებს. მაშინ სახელმწიფო ხარჯების 10 მილიარდი დოლარით შემცირება
ერთობლივი მოთხოვნის მრუდს გააადგილებს:
მარცხნივ $26.7 მილიარდით
90151 ნახაზი 9-2 გვიჩვენებს კალკულატორების ბაზარს იამაიკაში. საერთაშორისო ვაჭრობის
პირობებში...
იამაიკის იმპორტი შეადგენს 250 კალკულატორს
90152 ნახაზი 9-2 გვიჩვენებს კალკულატორების ბაზარს იამაიკაში. ამ გრაფიკის თანახმად,
მთლიანი დანაზოგის ცვლილება იამაიკაში ვაჭრობის შედეგად შეადგენს:
625 დოლარს, ამ თანხით გაიზარდა საერთო დანაზოგი
90153 მარტივი ელექტრონული კალკულატორების მსოფლიო ფასია $5.00. მანამ, სანამ
სინგაპური კალკულატორებით ვაჭრობას დაიწყებდა, მისი ფასი $4.00 იყო. როდესაც
სინგაპურმა სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა დაიწყო, ეს იყო
კალკულატორიების ექსპორტი და მისი ფასი სინგაპურში გახდა $5.00
90154 ძროხის ხორცზე მსოფლიო ფასი არის $9.00. მანამ სანამ გვატემალა დაიწყებდა ძროხის
ხორცით ვაჭრობას, მისი ფასი იყო $12.00. როდესაც გვატემალამ დაიწყი ხორცით ვააჭრობა
დანარჩენ ქვეყნებთან, ეს იყო
იმპორტი და ფასი გვატემელაში გახდა $9.00
90155 ნახაზი 9-9 გვიჩვენებს კენიაში კონდენციონერების ბაზარს. ამ გრაფიკის მიხედვით,
როდესაც იწყება ვაჭრობა, Q2 - Q1 რაოდენობა არის:
კონდენციონერების ის რაოდენობა, რომელიც იმპორტირებულია კენიაში
90156 ნახაზი 9-9 გვიჩვენებს კენიაში კონდენციონერების ბაზარს. ამ გრაფიკის მიხედვით,
კენიას სარგებელი წარმოდგენილია არით, რომელიც მოიცავს წერტილებს:
(Q0, P0), (Q2, P1), და (Q1, P1)
90157 ნახაზი 9-9 გვიჩვენებს კენიაში კონდენციონერების ბაზარს. ამ გრაფიკის მიხედვით
ფიგურის ფართობი, რომელიც გრაფიკზე წარმოდგენილია წერტილებით (Q0, P0), (Q2, P1),
(Q1, P1), აღნიშნავს:
კენიის სარგებელს ვაჭრობის შედეგად
90158 ნახაზი 9-14 გვიჩვენებს ნალების ბაზარს. ამ გრაფიკის მიხედვით, ნალების ბაზარზე B არე
წარმოადგენს:
არცერთს
90159 ნახაზი 9-14 გვიჩვენებს ნალების ბაზარს. ამ გრაფიკის მიხედვით, ვაჭრობის პირობებში,
ტარიფის გარეშე, ფასი და ადგილობრივი მოთხოვნილი რაოდენობა არის
P1 და Q4
90160 ნახაზი 9-14 გვიჩვენებს ნალების ბაზარს. ამ გრაფიკის მიხედვით, ვაჭრობის პირობებში
სამომხმარებლო დანაზოგი ტარიფის გარეშე არის:
A+B+C+D+E+F
90161 ნახაზი 9-14 გვიჩვენებს ნალების ბაზარს. ამ გრაფიკის მიხედვით, სამთავრობო
შემოსავალი ტარიფის პირობებში არის:
E
90162 ნახაზი 9-3 გვიჩვენებს მარკერების ბაზარს ჩინეთში. ამ გრაფიკის მიხედვით,
საერთაშორისო ვაჭრობის გარეშე
წონასწორული ფასია $12 და წანასწორული რაოდენობა კი 300
90163 ნახაზი 9-3 გვიჩვენებს მარკერების ბაზარს ჩინეთში. ამ გრაფიკის მიხედვით,
საერთაშორისო ვაჭრობის პირობებში, ჩინეთი განახორციელებს:
250 მარკერის ექსპორტს
90164 ნახაზი 9-3 გვიჩვენებს მარკერების ბაზარს ჩინეთში. ამ გრაფიკის მიხედვით,
საერთაშორისო ვაჭრობის პირობებში, ჩინეთში მწარმოებლის დანაზოგი არის:
$2700
90165 ნახაზი 9-3 გვიჩვენებს მარკერების ბაზარს ჩინეთში. ამ გრაფიკის მიხედვით,
საერთაშორისო ვაჭრობის პირობებში, ჩინეთში მთლიანი დანაზოგის ნამატი არის:
$500
800004 აშშ-ის საჰაერო ძალები თურქეთის მოქალაქეს 30 000 აშშ დოლარს უხდის, თურქეთში
განლაგებულ აშშ-ის ბაზაზე მუშაობის სანაცვლოდ. შედეგად,
აშშ-ის სამთავრობო შესყიდვები იზრდება $30 000-ით; აშშ-ის წმინდა ექსპორტი მცირდება
$30 000-ით; აშშ-ის მშპ და მეპ უცვლელი რჩება
800007 დავუშვათ, ქვეყანაში სამომხმარებლო ხარჯები იზრდება. ამ ფაქტს, სხვა თანაბარ
პირობებში, უნდა მოჰყვეს მშპ-ს დეფლატორის:
გაზრდა მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ არა – გრძელვადიანში
800008 მშპ შეიძლება გაიზომოს, როგორც ჯამი შემდეგი სიდიდეებისა:
მოხმარება, ინვესტიციები, სამთავრობო ხარჯები, წმინდა ექსპორტი
800009 თქვენი მგობარი 2008 წლის ივნისში ყიდულობს ახალ მანქანას და მიჰყიდის მეგობარს
2009 წლის ივნისში. ამის შედეგად
მანქანის ღირებულება შევა 2008 წლის მშპ-ში, მაგრამ არ შევა 2009 წლის მშპ-ში
800010 გიორგი 2007 წელს ახალ სახლს 80 000 დოლარად ყიდულობს. 2008 წელს იგი იმავე სახლს
90 000 დოლარად ყიდის.
2007 წლის გაყიდვა 2007 წლის მშპ-ს გაზრდის 80 000 დოლარით, ხოლო 2008 წლის
გაყიდვა 2008 წლის მშპ-ს არ ზრდის
800011 დავითმა გადაწყვიტა კოლეჯში სწავლის პერიოდში დამატებით შემოსავალი მიეღო და ამ
მიზნით სათხილამურო ქუდების დამზადება და ვაჭრობა დაიწყო. 2001 წელს მან 50-ით
მეტი ქუდი დაამზადა, ვიდრე გაყიდა. 2002 წელს, მან ყველა მოცემულ წელს
დამზადებული ქუდი გაყიდა და პლიუს ის 50 ქუდი, რომელიც მან ვერ გაყიდა 2001 -ში.
შედეგად,
50 გაუყიდავი ქუდის სიდიდე ზრდის 2001 წლის მშპ-ს და არ მოქმედებს 2002 წლის მშპ-
ზე.
800012 ქართული კომპანია ფლობს ფირმას სტამბულში (თურქეთი). ამ ფირმაში წარმოებული
საქონლისა და მომსახურეობის სიდიდე
შევა თურქეთის, მაგრამ არა საქართველოს მშპ-ში
800013 თუკი ამერიკელი ოჯახი შეიძენს 50 დოლარის ღირებულების კანადურ შალის სვიტრს
აშშ-ს მოხმარება გაიზრდება 50 დოლარით, აშშ-ს იმპორტი იზრდება 50 დოლარით, მაგრამ
აშშ-ს მშპ არ შეიცვლება
800014 ნინო და თამარი, როგორც წესი, თვითონ ალაგებდნენ თავიანთ სახლებს. ნინომ
გადაწყვიტა იქირაოს თამარი თავისი სახლის დასალაგებლად. ამ გაცვლის შედეგად
მშპ გაიზრდება
800015 საცხობი ერთ კილოგრამ ფქვილს ყიდულობს 1.50 აშშ დოლარად, ხოლო ამ ფქვილისგან
გამომცხვარ პურს ყიდის 4.00 დოლარად. სასურსათო მაღაზიაში ერთი კილოგრამი
ფქვილი 2.00 აშშ დოლარი ღირს. რამდენით დოლარით იზრდება მთლიანი შიდა
პროდუქტის ღირებულება?
მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება 6.00 აშშ დოლარით
800016 ეროვნული შემოსავალი იანგარიშება შემდეგნაირად:
ქვეყნის მთლიანი შემოსავალი საქონლისა და მომსახურების წარმოებაში
800017 2000 წელს აშშ-ში ავტომობილების დილერს მარაგები 22 მანქანით გაეზარდა. 2001 წელს
იგი ყიდის 22-სავე მანქანას. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელი დებულებაა
სიმართლე?
მარაგების გაზრდილი რაოდენობა დაითვლება როგორც 2000 წლის მშპ-ს ნაწილი, მაგრამ
2001 წელს გაყიდული მანქანების რაოდენობა აღარ გაზრდის 2001 წლის მშპ-ს
800018 ჩამოთვლილთაგან, რომელი შედის აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის სამომხმარებლო
ხარჯებში?
ბუნებრივი აირის შესყიდვა ამერიკული ოჯახების მიერ
800020 გერმანიის მოქალაქე ყიდულობს ავტომანქანას, რომელიც წარმოებულია აშშ-ში იაპონელი
მწარმოებლის მიერ. შედეგად
აშშ-ს წმინდა ექსპორტი და მშპ იზრდება, იაპონიის მეპ იზრდება, გერმანიის წმინდა
ექსპორტი მცირდება, და გერმანიის მშპ და მეპ უცვლელი რჩება.
800021 დავუშვათ კონკრეტულ ეკონომიკაში, 2005 წელს ოჯახებმა დახარჯეს 1000 აშშ დოლარი
საქონლის და მომსახურების შეძენაზე; კაპიტალური აღჭურვილობის, ინვენტარის და
კონსტრუქციების შეძენაზე დაიხარჯა 350 აშშ დოლარი; საქონლის და მომსახურების
შესყიდვაზე მთავრობამ დახარჯა 450 აშშ დოლარი, ხოლო იმპორტის ღირებულებამ 50 აშშ
დოლარით გადააჭარბა ექსპორტის ღირებულებას. ესე იგი, 2005 წლის მთლიანი შიდა
პროდუქტი შეადგენს:
1750 აშშ დოლარს
800022 დავუშვათ კონკრეტულ ეკონომიკაში, მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 5000 აშშ
დოლარს, მოხმარება – 3000 აშშ დოლარს, მთავრობის მიერ განხორციელებული
შესყიდვები ინვესტიციის ტოლი იყო, ხოლო იმპორტის ღირებულება 200 აშშ დოლარით
აღემატებოდა ექსპორტის ღირებულებას. აქედან გამომდინარე, მთავრობის მიერ
განხორციელებული შესყიდვები შეადგენს:
1100 აშშ დოლარს
800023 მოცემულ ეკონომიკაში, მიმდინარე წელს მოხმარება შეადგენს 3000 აშშ დოლარს,
ინვესტიცია _ 2000 აშშ დოლარს, სამთავრობო შესყიდვები – 1500 აშშ დოლარს, ექსპორტი
– 500 აშშ დოლარს, იმპორტი – 600 აშშ დოლარს, გადასახადები – 1200 აშშ დოლარს,
ტრანსფერტული გადასახდელები – 400 აშშ დოლარს, ხოლო ამორტიზაცია – 300 აშშ
დოლარს. ამ ეკონომიკაში მთლიანი შიდა პროდუქტი არის:
6400 აშშ დოლარი
800030 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? მიწოდება-მოთხოვნის ანალიზის ძირითადი
მეთოდები მნიშვნელოვანია როგორც მაკროეკონომიკის, ისე მიკროეკონომიკის
ანალიზისათვის."
სწორია
800031 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? საქართველოს მშპ მოიცავს ისეთი
მომსახურების შეფასებებს, როგორიცაა მაგ. აუნაზღაურებელი სახლის დალაგება ან
ავტომანქანის რემონტი."
მცდარია
800032 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? მშპ შეიცავს როგორც მატერიალურ საქონლს,
ისე არამატერიალურ მომსახურებას."
სწორია
800033 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? შემოსავლები, რომლებსაც საქართველოს
მოქალაქეების საკუთრებაში მყოფი, უცხოეთში არსებული კომპანიები იღებენ, შედის
საქართვლოს მშპ-ში."
მცდარია
800034 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? შემოსავლები, რომლებსაც საზღვარგარეთ
მომუშავე საქართველოს მოქალაქეები იღებენ, არ შედის საქართვლოს მშპ-ში."
სწორია
800035 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? აშშ-ს მშპ გამორიცხავს არალეგალური
საქონლის წარმოებას."
სწორია
800036 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? როდესაც ამერიკელი ექიმი ხსნის საკუთარ
კლინიკას ბრაზილიაში, მის მიერ წარმოებული მომსახურება აშშ-ს მშპ-ს ნაწილია."
მცდარია
800037 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? მთავრობის შესყიდვები, რომელიც მშპ-ს
ნაწილია, მოიცავს გენერლებისთვის გადახდილ ხელფასებს."
სწორია
800038 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? უცხოური ფირმების მიერ მიღებული ის
შემოსავლები, რომლებსაც უცხოელი მოქალაქეები საქართველოში იღებენ, შედის
საქართვლოს მშპ-ში."
სწორია
800039 "2006 წელს ინგას ხელფასი 10 000 ლარს შეადგენდა. 2007 წელს იგი დაწინაურეს და
ხელფასის ოდენობა 50 000 ლარი გახდა. 2006 წლის ფასების ინდექსი იყო 50, ხოლო 2007
წელს _ 125. რას უდრიდა 2006 წელს ინგას ხელფასი 2007 წლის ლარებში?"
25 000 ლარი
800040 2006 წელს ინგას ხელფასი 10 000 ლარს შეადგენდა. 2007 წელს იგი დაწინაურეს და
ხელფასის ოდენობა 50 000 ლარი გახდა. 2006 წლის ფასების ინდექსი იყო 50, ხოლო 2007
წელს _ 125. რას უდრიდა 2007 წელს ინგას ხელფასი 2006 წლის ლარებში?
20 000 ლარი
800041 არტურო 1970 წელს კალკულატორს 200 დოლარად ყიდულობს. 2000 წლისათვის იგივე
კალკულატორი 1 დოლარად იყიდება და არტურო რამოდენიმეს ყიდულობს. სფი-ის
გაანგარიშებისთვის დამახასიათებელ რომელ პრობლემას ასახავს ეს სიტუაცია?
ჩანაცვლებისკენ სწრაფვას
800042 წარმოიდგინეთ მცირე ეკონომიკა სადაც მომხმარებელი მხოლოდ ორ საქონელს
ყიდულობს - ვაშლებს და მსხლებს. იმისათვის რომ გამოვიანგარიშოთ სამომხმარებლო
ფასის ინდექსი ერთმანეთის მომდევნო ორი ან მეტი წლისათვის, ჩვენ ვუშვებთ, რომ
ტიპიური მომხმარებლის მიერ ნაყიდი როგორც ვაშლების, ასევე მსხლების რაოდენობა არ
იცვლება წლიდან წლამდე
800043 სამომხმარებლო ფასების ინდექსის რომელი ცვლილება გვიჩვენებს ინფლაციის ყველაზე
მაღალ დონეს?
100-დან 125-მდე
800044 სამომხმარებლო ფასების ინდექსის რომელი ცვლილება ასახავს ინფლაციის ან
დეფლაციის ყველაზე დიდ დონეს?
100 დან 120-მდე
800045 სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) ზომავს
ტიპიური მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების მთლიან
ღირებულებას
800046 წარმოიდგინეთ, რომ 2002 წელს საწარმოო ფასების ინდექსი 5 პროცენტით იზრდება.
სავარაუდოდ, ეკონომისტები იწინასწარმეტყველებენ, რომ
სამომხმარებლო ფასების ინდექსიც გაიზრდება მომავალში.
800047 აშშ-ში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონური ავტომობილები,
რომლებზეც ფასის ზრდა, სხვა თანაბარ პირობებში აშშ-ში გამოიწვევს:
სფი-ს გაზრდას.
800048 სამომხმარებლო ფასების ინდექსის რომელი ცვლილება გვიჩვენებს დეფლაციის ყველაზე
დიდ დონეს?
150-დან 120-მდე
800051 სამომხმარებლო ფასების ინდექსის რომელი ცვლილება გვიჩვენებს ინფლაციის ყველაზე
მაღალ დონეს?
ყველა ცვლილება გვიჩვენებს ინფლაციის ერთი და იგივე დონეს.
800052 1931 წელს ბეიბე რუთის ხელფასი შეადგენდა 80,000 აშშ დოლარს. მთავრობის
სტატისტიკის მიხედვით, 1931 წელს სამომხმარებლო ფასის ინდექსი შეადგენდა 15.2,
ხოლო 2005 წელს – 195-ს. რუთის 1931 წელს დარიცხული ხელფასი ექვივალენტურია 2005
წელს დარიცხული ხელფასისა, ოდენობით:
1 026 000 აშშ დოლარი
800053 სამომხმარებლო ფასების ინდექსი და მშპ დეფლატორი არის ფასების საერთო დონის ორი
ალტერნატიული საზომი. ამ ორი საზომთან დაკავშირებით რომელი მოსაზრებაა სწორი?
სამომხმარებლო ფასების ინდექსი ასახავს საქონლისა და მომსახურების ფიქსირებულ
კალათს, მშპ დეფლატორი ასახავს საქონლისა და მომსახურეობის მიმდინარე წარმოებას.
800054 2003 წელს თქვენ ყიდულობთ ვორდის პროგრამას 50 დოლარად. 2007 წელს ამ პროგრამის
გაუმჯობესებულ ვერსიას ისევ 50 დოლარად ყიდულობთ. სფი-ის გაანგარიშებისთვის
დამახასიათებელი არსებულ რა პრობლემას უკეთებს საუკეთესოდ ილუსტრირებას ეს
სიტუაცია?
ხარისხის ცვლილების გაუთვალისწინებლობას
800055 სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოთვლისას ყავას უფრო ხვედრითი წონა ენიჭება,
ვიდრე ჩაის, თუკი
მომხმარებლები უფრო მეტ ყავას ყიდულობენ ვიდრე ჩაის.
800056 წარმოსახვით ეკონომიკაში მომხმარებელი ყიდულობს მხოლოდ ბუტერბროდებს და
ჟურნალებს. ფიქსირებული კალათა მოიცავს 20 ბუტერბროდს და 30 ჟურნალს. 2006 წელს
ბუტერბროდი ღირდა 4 აშშ დოლარი, ხოლო ჟურნალი – 2 აშშ დოლარი. 2007 წელს
ბუტერბროდი ღირდა 5 აშშ დოლარი. საბაზო წელია 2006. თუ 2007 წელს სამომხმარებლო
ფასის ინდექსი შეადგენდა 125-ს, რა ღირდა ჟურნალი 2007 წელს?
2.50 აშშ დოლარი
800057 დავუშვათ, 1955 წელს სამომხმარებლო ფასის ინდექსი შეადგენდა 95-ს, ხოლო მიმდინარე
სამომხმარებლო ფასის ინდექსი შეადგენს 475-ს. სამომხმარებლო ფასის ინდექსის
თანახმად, დღესდღეობით 100 აშშ დოლარით შეიძლება იგივე რაოდენობის საქონლის და
მომსახურების შეძენა, რასაც:
1955 წელს შეიძენდა 20.00 აშშ დოლარით.
800058 "ცხრილი მოიცავს მხოლოდ 2 პროდუქტს – წიგნებს და კალკულატორებს. ფიქსირებული
კალათა შედგება 5 წიგნისგან და 10 კალკულატორისგან.
ცხრილის მიხედვით, თუ 2006 წელს გამოვიყენებთ, როგორც საბაზო წელს,
სამომხმარებლო ფასის ინდექსი არის:

წელი წიგნების ფასი კალკულატორების ფასი


2006 24$ 8$
2007 30 12$
2008 32 15$"
2006 წელს – 100, 2007 წელს – 135, 2008 წელს – 155.
800060 "ცხრილი მოიცავს მხოლოდ 2 პროდუქტს – წიგნებს და კალკულატორებს. ფიქსირებული
კალათა შედგება 5 წიგნისგან და 10 კალკულატორისგან.
ცხრილის მიხედვით, თუ 2008 წელს გამოვიყენებთ, როგორც საბაზო წელს,
სამომხმარებლო ფასის ინდექსი არის:

წელი წიგნების ფასი კალკულატორების ფასი


2006 24$ 8$
2007 30 12$
2008 32 15$"
2006 წელს – 64.52, 2007 წელს – 87.10, 2008 წელს – 100.
800061 "ცხრილი მოიცავს მხოლოდ 2 პროდუქტს – წიგნებს და კალკულატორებს. ფიქსირებული
კალათა შედგება 5 წიგნისგან და 10 კალკულატორისგან.
ცხრილის მიხედვით, თუ 2006 წელს გამოვიყენებთ, როგორც საბაზო წელს, ინფლაციის
კოეფიციენტს შეადგენს:

წელი წიგნების ფასი კალკულატორების ფასი


2006 24$ 8$
2007 30 12$
2008 32 15$"
2007 წლისთვის 35 პროცენტს და 2008 წლისთვის 14.8 პროცენტს
800062 2000 წლისთვის სამომხმარებლო ფასების ინდექსი გამოთვლილია როგორც 2000 წლის
ტიპიური მომხმარებლის სამომხმარებლო კალათის ღირებულების ნამრავლი 100-ზე და
გაყოფილი საბაზო წლის სამომხმარებლო კალათის ღირებულებაზე
სწორია
800063 სამომხმარებლო ფასების ინდექსი გამოითვლება როგორც საქონლის საბაზრო კალათის
ღირებულება, რომლის შედგენილობას სტატისტიკური სამსახური ყოველწლიურად
ცვლის.
მცდარია
800064 თუ მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი არის 140, მაშინ საბაზისო წელთან
შედარებით ფასების დონე 40 პროცენტით გაზრდილა.
სწორია
800065 ინფლაციის დონე გამოითვლება როგორც 100 გამრავლებული (მიმდინარე წლის
სამომხმარებლო ფასების ინდექსს მინუს წინა წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსი)
გაყოფილი წინა წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსზე
სწორია
800066 ინფლაციის დონე გამოითვლება როგორც 100 გამრავლებული (მიმდინარე წლის
სამომხმარებლო ფასების ინდექსს მინუს წინა წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსი)
გაყოფილი წინა წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსზე
სწორია
800067 სამომხმარებლო ფასების ინდექსი ითვალისწინებს იმპორტირებული საქონლის ფასებს,
ხოლო მშპ დეფლატორი არა. მაშასადამე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი უფრო მეტ
საქონელსა და მომსამხურებას ასახავს, ვიდრე მშპ დეფლატორი.
მცდარია
800068 1914 წელს ჰენრი ფორდი თავის მუშებს დღეში 5 დოლარს უხდიდა, როცა
სამომხმარებლო ფასების ინდექსი იყო 10. დღეს სამომხმარებლო ფასების ინდექსი არის
177 და 5 დოლარი დღეში 88.50 დოლარის ტოლია.
სწორია
800069 გერმანული წარმოების ავტომობილი ,,მერსედესი“ დიდი პოპულარბით სარგებლობს
საქართველოს მოსახლეობაში. ,,მერსედესის“ ფასის გაზრდა, სხვა თანაბარ პირობებში
გამოიწვევს:
სფი-ს გაზრდას
800070 რობინზონი დაუსახლებელ კუნძულზე ცხოვრობს. თუკი იგი ხარჯავს 8 საათს
თევზაობაზე 24 თევზს იჭერს. მისი თევზაობის მწარმოებლურობა არის
3 თევზი ერთ საათში
800071 ტექნოლოგიური ცოდნა არის
საქონლისა და მომსახურების წარმოების საუკეთესო გზების შერჩევის უნარი
800072 დავუშვათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მწარმოებლურობა უფრო სწრაფად
იზრდებოდა ოკეანიაში, ვიდრე ფრიდონიაში, მოსახლეობა კი ორივე ქვეყანაში უცვლელი
დარჩა. სხვა თანაბარ პირობებში, აქედან გამომდინარეობს, რომ
რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო სწრაფად იზრდებოდა ოკეანიაში, ვიდრე
ფრიდონიაში
800073 განიხილეთ ორი ქვეყანა. A ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობაა 1000, საიდანაც 800
მუშაობს დღეში 8 საათს და აწარმოებს 128 000 ერთეულ საბოლოო საქონელს. B ქვეყანაში
მოსახლეობის რაოდენობაა 2000, საიდანაც 1800 მუშაობს დღეში 6 საათს და აწარმოებს 270
000 ერთეულ საბოლოო საქონელს. აქედან გამომდინარე:
A ქვეყანას უფრო დაბალი მწარმოებლურობა და ერთ სულ მოსახლეზე ნაკლები მშპ აქვს,
ვიდრე B ქვეეყანას
800074 დავუშვათ ალბანეთში გაიზარდა დანაზოგების სიდიდე. მაშინ გრძელვადიან პერიოდში
მწარმოებლურობა და ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ გაიზრდება
800076 ჩამოთვლილთაგან რომელია ფიზიკური კაპიტალი?
პიცის გამოსაცხობი ღუმელი პიცერიაში
800077 "საწარმოო ფუნქციის მასშტაბის მუდმივი უკუგება მოცემულია ფორმულით:
xY = A F(xL, xK, xH, xN). თუ დავუშვებთ, რომ x = 1/L, განტოლება მიიღებს შემდეგ სახეს:
Y/L = A F(1, K/L, H/L, N/L), სადაც Y პროდუქციის რაოდენობაა, A არის პროდუქციის
ტექნოლოგიის დონე, L შრომის რაოდენობა, H ადამიანური კაპიტალის რაოდენობა და N
ბუნებრივი რესურსების რაოდენობა. ტოლობა Y/L = A F(1, K/L, H/L, N/L) გამოსახავს"
მწარმოებლურობის ოთხი დეტერმინანტის ჯამს
800078 განვითარებადი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ქვეყანას სჭირდება ვაჭრობის
შეზღუდვების შემოღება, რათა დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს.
ეს არის შიდა ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკა და ეკონომისტთა უმრავლესობა
თვლის, რომ ის უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე
800079 ჩამოთვლილთაგან, რომელი შეიძლება იყოს თქვენი ეკონომიკის ლექტორის ადამიანური
კაპიტალის ნაწილი?
რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა
800080 "მკვეთრი ზრდის ეფექტი ემყარება იმ მოსაზრებას, რომ"
დამატებითი კაპიტალი მეტ პროდუქციას უმატებს ისეთ ქვეყნებში, სადაც კაპიტალის
რაოდენობა ცოტაა, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, სადაც კაპიტალი ბევრია
800081 მწარმოებლურობის ფუნქციისა და მენქიუს მიერ გამოყენებული აღნიშვნით K/L იზომება
ერთი მუშაკის წილი ფიზიკური კაპიტალი.
800082 საწარმოო ფუნქცია არის:
დამოკიდებულება საწარმოო ფაქტორების რაოდენობასა და წარმოებული პროდუქციის
მოცულობას შორის
800083 საქონლისა და მომსახურების წარმოების საუკეთესო გზების შერჩევა არის
ტექნოლოგიური ცონდა
800085 თუ ადგილი აქვს მუდმივ უკუგებას, საწარმოო ფუნქცია შეიძლება ჩაიწეროს როგორც:
Y/L = A F( 1, K/L, H/L, N/L)
800086 ტექნოლოგიური ცოდნა ნიშნავს:
საქონლისა და მომსახურეობის წარმოების საუკეთესი გზების შერჩევის უნარს.
800087 პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არის:
კაპიტალური ინვესტიცია, რომლის მფლობელი და წარმართველია უცხოური ფირმა
800088 მწარმოებლურობა არის:
ერთ სამუშაო საათში შექმნილი საქონლისა და მომსახურების რაოდენობა
800089 თქვენ ნამცხვრებს აცხობთ და ერთ დღეს თქვენ გააორმაგეთ ცხობაზე დახარჯული დრო,
გააორმაგეთ შოკოლადის ჩიპსების, ფქვილის, კვერცხის და სხვა მასალების რაოდენობა.
შედეგად ორჯერ მეტი ნამცხვარი გამოაცხვეთ. თქვენი ნამცხვრის საწარმოო ფუნქცია
მუდმივი უკუგებით ხასიათდება
800090 დავუშვათ, 2004 წელს ქვეყნის მოსახლეობა შეადგენდა 5000 მოსახლეს, ხოლო რეალური
მშპ 500000$. 2005 წელს ქვეყნის მოსახლეობა შეადგენდა 5100 მოსახლეს, ხოლო რეალური
მშპ 520200$. გამოდის, რომ ამ ქვეყანაში რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაზარდა
2%
800092 ერთ დღეში `ალფა კაბინეტ კომპანიამ” დაამზადა 40 მაგიდა და ამისთვის მან 320 სამუშაო
საათი დახარჯა. რა იყო მათი მწარმოებლურობა?
1/8 მაგიდა ერთ საათში
800093 წარმოვიდგინოთ ორი ქვეყანა. პირველ ქვეყანაში მოსახლეობა შეადგეს 1000, მათგან 800
მუშაობს 8 სამუშაო საათს დღეში და ამზადებს 128000 საბოლოო პროდუქტს. მეორე
ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 2000, მათგან 1800 მუშაობს 6 სამუშაო საათს დღეში და
ამზადებს 270 000 საბოლოო პროდუქტს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ:
პირველ ქვეყანას აქვს დაბალი მწარმოებლურობა და ნაკლები მშპ, ვიდრე მეორე ქვეყანას
800094 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? შესაძლებელია, რომ ქვეყანაში, სადაც არ
მოიპოვება დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსები, იყოს ცხოვრების მაღალი დონე"
სწორია
800095 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? თუ ერთი ქვეყნის მშპ უფრო მაღალია, ვიდრე
მეორეში, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მაღალი მშპ-ს მქონე ქვეყანაში
ცხოვრების დონე უფრო მაღალია."
მცდარია
800096 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? მწარმოებლურობა გამოითვლება სამუშაო
საათების რაოდენობის გაყოფით პროდუქციის მოცულობაზე"
მცდარია
800097 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას აქვს
ალტერნატიული დანახარჯი, ფიზიკურ კაპიტალში ინვესტირებას კი ალტერნატიული
დანახარჯი არა აქვს"
მცდარია
800098 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? მწარმოებლურობა ცხოვრების დონის
ძირითადი დეტერმინანტია, ხოლო მწარმოებლურობის ზრდა - ცხოვრების დონის
ზრდის ძირითადი დეტერმინანტი."
სწორია
800099 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? ფიზიკური კაპიტალი არის ეს არის ის, რაც
ჩადებული იყო წარმოების პროცესის დროს წარსულში და მისგან მიღებული იქნა
პროდუქტი საწარმოო პროცესის დახმარებით."
სწორია
800100 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? ფიზიკური კაპიტალის მსგავსად,
ადამიანური კაპიტალი არ იწვევს ქვეყნის საქონლისა და მომსახურების წარმოების
უნარის ზრდას."
მცდარია
800101 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? ეკონომისტები იყენებენ საწარმოო ფუნქციას,
რათა აღწერონ დამოკიდებულება წარმოებაში გამოყენებული რესურსების რაოდენობასა
და საბოლოო პროდუქტის რაოდენობას შორის."
სწორია
800102 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? მომავალში მწარმოებლურობის ზრდის ერთ-
ერთი საშუალებაა დღევანდელი რესურსების მეტი რაოდენობის ინვესტირება კაპიტალის
წარმოებაში."
სწორია
800103 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? იმისათვის, რომ საზოგადოებამ კაპიტალში
მეტი ინვესტირება განახორციელოს, დღეს მეტი უნდა მოიხმაროს და ნაკლები
შემოსავალი დაზოგოს."
მცდარია
800104 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? ეკონომიკური ზრდა მოითხოვს, რომ
საზოგადოებამ დათმოს საქონლისა და მომსახურების დღევანდელი მოხმარება, რათა
მომავალში მეტი მოიხმაროს."
სწორია
800105 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? მთავრობის მიერ დაზოგვისა და
ინვესტირების ხელშეწყობა ეკონომიკური ზრდისა და მოკლევადიან პერიოდში
ცხოვრების დონის ამაღლებისათვის ხელშეწყობის ერთ-ერთი გზაა."
მცდარია
800106 "სწორია თუ მაცდარია შემდეგი დებულება? თუ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა
მიმართულია ქვეყნის დანაზოგების სიდიდეს ზრდისკენ, ეს იმას ნიშნავს, რომ
სამომხმარებლო საქონლის წარმოებისთვის ნაკლები რესურსები უნდა დაიხარჯოს და
კაპიტალის მარაგი გაიზრდოს, რაც მწარმოებლურობაც და მშპ-ც უფრო სწრაფად
გაზრდის."
სწორია
800107 მოსახლეობის ზრდა:
ამცირებს მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე
800108 ეკონომიკის ზრდის ტემპის მაჩვენებელი:
გამოითვლება, როგორც მშპ-ს პროცენტული ნაზრდი წინა წელთან შედარებით
800109 ფინანსურ ბაზრებს მიეკუთვნება:
საფონდო ბირჟა
800110 სარგებლის განაკვეთისა და სასესხო კაპიტალის წონასწორული რაოდენობის შემცირება
გამოიხატება
სასესხო კაპიტალზე მოთხოვნის მრუდის მარცხნივ გადაადგილებით
800111 ჩაკეტილ ეკონომიკაში ეროვნული დანაზოგები ტოლია
ყველა პასუხი სწორია
800112 უცხოური პორტფელური ინვესტიცია ეწოდება:
ინვესტიციას, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება, მაგრამ ქვეყნის მოქალაქეების
მიერ იმართება
800113 სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დროს
ყველა პასუხი სწორია
800114 ჩაკეტილ ეკონომიკაში რას გვიჩვენებს შემდეგი გამოსახულება (Y – T – C)
კერძო დანაზოგს
800115 ობლიგაციების ბაზარი, აქციების ბაზარი, ბანკები და ორმხრივი ფონდები წარმოადგენენ
ფინანსური სისტემის ნაწილს
800116 რა მოხდება სასესხო კაპიტალის ბაზარზე, მთავრობამ რომ გაზარდოს გადასახადი
სარგებლის განაკვეთიდან მიღებულ შემოსავალზე?
სარგებლის განაკვეთი გაიზრდება
800117 დაუშვათ, ჩაკეტილ ეკონომიკაში მშპ 8000 ლარია, გადასახადები 2000 ლარი, მოხმარება
5000 ლარი, ხოლო სახელმწიფო დანახარჯები 1000 ლარი. რას უდრის ეროვნული
დანაზოგი?
2000
800118 დავუშვათ, კონგრესმა შემოიღო ინვესტირების საგადასახადო კრედიტი. ამ პოლიტიკის
შედეგად სასესხო კაპიტალის წონასწორული რაოდენობა
გაიზრდება
800120 ობლიგაცია არის
ვალდებულების სერთიფიკატი
800121 სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დროს ...
ყველა პასუხი სწორია
800122 ჩაკეტილ ეკონომიკაში რას გამოსახავს გამოსახულება (T – G)
საზოგადოებრივ დანაზოგს
800123 ჩაკეტილ ეკონომიკაში კერძო დანაზოგი არის
შემოსავლების სიდიდე, რომელსაც საოჯახო მეურნეობებს დარჩათ გადასახადების
გადახდის და თავიანთი მოხმარების ღირებულების გადახდის შემდეგ.
800124 ქვემოთმოცემული ტოლობებიდან რომელი წარმოადგენს ეროვნულ დანაზოგებს
ჩაკეტილ ეკონომიკაში ?
Y-C-G
800125 ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან რომელი წარმოადგენს ფინანსურ შუამავალს
ორმხრივი ფონდი (ურთიერთფონდი)
800126 ვთქვათ მთავრობამ ერთ-ერთ კომპანიის პროდუქტში სერიოზული დეფექტი აღმოაჩინა
და ამოიღო იგი ბაზრიდან. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ
მოთხოვნა აქციებზე (და აქედან გამომდინარე ფასი) დაიწევს
800127 თუ სარგებლის ნომინალური განაკვეთი 5 %-ია და ინფლაციის დონე 10%, სარგებლის
რეალური განაკვეთი იქნება
-5%
800128 უცხოელების დანაზოგები გამოიყენება ქვეყნის შიგნით ინვესტიციებისთვის, როდესაც
უცხოელები ახორციელებენ
უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს ან უცხოურ პორტფელურ ინვესტიციებს
800129 სასესხო კაპიტალის ბაზარზე მოთხოვნის მრუდი ასახავს
ინვესტიციებს და უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია სარგებლის რეალურ
განაკვეთთან
800130 თუკი სასესხო კაპიტალის სარგებლის განაკვეთი არსებულ ბაზარზე წონასწორულ
განაკვეთზე უფრო მაღალია,
მოწოდებული სასესხო კაპიტალის რაოდენობა გადააჭარბებს მოთხოვნილი სასესხო
კაპიტალის რაოდენობას და სარგებლის განაკვეთი შემცირდება
800131 თუკი სასესხო კაპიტალის სარგებლის განაკვეთი არსებულ ბაზარზე წონასწორულ
განაკვეთზე უფრო დაბალია,
ადგილი აქვს სასესხო კაპიტალის დეფიციტს და სარგებლის განაკვეთი გაიზრდება.
800132 ადამიანები, რომლებიც აქციებს ისეთი კომპანიებისაგან ყიდულობს როგორიცაა კოკა-
კოლა, ხდებიან
კოკა-კოლას წილობრივი თანამფლობელი და ამრიგად მისი აქციებიდან სარგებელი კოკა-
კოლას მოგებაზეა დამოკიდებული
800133 ყველაზე უფრო ცნობილი საფონდო ინდექსი არის
დოუ-ჯონსის ინდუსტრიული საშუალო ინდექსი
800134 მცირე ჩაკეტილ ეკონომიკაში ინვესტიციები შეადგენს $20 მილიარდს და კერძო
დანაზოგი $22 მილიარდს. გამოთვალეთ საზოგადოებრივი დანაზოგი და ეროვნული
დანაზოგი?
-$2 მილიარდი $20 მილიარდი
800135 წარმოიდგინეთ, რომ ჩაკეტილი ეკონომიკის დროს საზოგადოებრივი დანაზოგი არის $3
ტრილიონი, კერძო დანაზოგი კი $2 ტრილიონი. გამოთვალეთ ამ ქვეყანის ეროვნული
დანაზოგი და ინვესტიციები.
$5 ტრილიონი, $5 ტრილიონი
800136 დაუშვათ, ჩაკეტილ ეკონომიკაში მშპ 8000 ლარია, გადასახადები 2000 ლარი, მოხმარება
5000 ლარი, ხოლო სახელმწიფო დანახარჯები 1000 ლარი. რას უდრის კერძო და
საზოგადოებრივი დანაზოგები?
1000 და 1000
800137 წარმოიდგინეთ, რომ ჩაკეტილი ეკონომიკის დროს მშპ არის 11000, გადასახადები 2500,
მოხმარება 7000 და სახელმწიფო შესყიდვები 3000. გამოთვალეთ ამ ქვეყანის კერძო
დანაზოგი და საზოგადოებრივი დანაზოგი?
1500 და -500
800138 წარმოიდგინეთ, რომ ჩაკეტილი ეკონომიკის დროს მშპ არის 11000, გადასახადები 2500,
მოხმარება 7500 და სახელმწიფო შესყიდვები 2000. გამოთვალეთ ამ ქვეყნის კერძო
დანაზოგი, საზოგადოებრივი დანაზოგი და ეროვნული დანაზოგი.
1000, 500, 1500
800139 "სწორია თუ არასწორი შემდეგი დებულება? ეროვნული დანაზოგი უდრის
საზოგადოებრივ დანაზოგებს მინუს გადასახადები"
მცდარია
800140 "სწორია თუ არასწორი შემდეგი დებულება? საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილება,
რომელიც მიზნად ისახავს დაზოგვის სტიმულის ზრდას, იწვევს სასესხო კაპიტალის
წონასწორობის რაოდენობის ზრდას და სარგებლის განაკვეთის შემცირებას"
სწორია
800141 "სწორია თუ არასწორი შემდეგი დებულება? სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა
იწვევს სარგებლის განაკვეთის ზრდას და წონასწორობის რაოდენობის შემცირებას"
სწორია
800142 "სწორია თუ არასწორი შემდეგი დებულება? სასესხო კაპიტალის მიწოდება იმ
ადამიანებიდან მომდინარეობს, ვისაც გარკვეული დამატებითი შემოსავალი აქვს და
შემოსავლის დაზოგვა და გასესხება სურს."
სწორია
800143 "სწორია თუ არასწორი შემდეგი დებულება? სასესხო კაპიტალზე მოთხოვნა
მომდინარეობს იმ საოჯახო მეურნეობებიდან და ფირმებიდან, რომელთაც ფულის
სესხება სურთ ინვესტირების მიზნით."
სწორია
800144 "სწორია თუ არასწორი შემდეგი დებულება? სარგებელზე დაწესებული გადასახადი
მნიშვნელოვნად ამცირებს დანაზოგის სამომავლო უკუგებას და შედეგად, დაზოგვის
სტიმულსაც ამცირებს."
სწორია
800145 "სწორია თუ არასწორი შემდეგი დებულება? ვინაიდან ინვესტირების საგადასახადო
კრედიტი (საინვესტიციო კრედიტი) ფირმებს აძლევს ინვესტირების სტიმულს, სასესხო
კაპიტალზე მიწოდების მრუდის მარჯვნივ გადაადგილდებას იწვევს."
მცდარია
800146 " სწორია თუ არასწორი შემდეგი დებულება? როდესაც მთავრობა ეროვნულ დანაზოგებს
ამცირებს ბიუჯეტის დეფიციტის გამო, ამ დროს სარგებლის განაკვეთი იზრდება, ხოლო
ინვესტირება მცირდება."
სწორია
800147 "სწორია თუ არასწორი შემდეგი დებულება? ბიუჯეტის დეფიციტის ცვლილება ასახავს
საზოგადოებრივი დანაზოგების ცვლილებას და, აქედან გამომდინარე, სასესხო
კაპიტალზე მოთხოვნის ცვლილებას."
მცდარია
800148 "სწორია თუ არასწორი შემდეგი დებულება? ფულის მოგროვების მიზნით აქციების
გაყიდვას სესხის აღების გზით დაფინანსება ეწოდება."
მცდარია
800149 გამოდევნის ეფექტი
ამცირებს კერძო ინვესტიციებს
800150 ორმხრივი ფონდი (ურთიერთფონდი) საფინანსო სისტემის ის ინსტრუმენტია, რომელიც
ხელს უწყობს:
ფულის დაბანდების რისკის შემცირებას
800151 მთავრობის ბიუჯეტის გარდამეტი ხელს უწყობს:
სასესხო კაპიტალის გაზრდას, სარგებლის განაკვეთის შემცირებას და ინვესტიციების
სტიმულირებას
800152 სასესხო კაპიტალის ბაზარზე მოთხოვნა და მიწოდება დამოკიდებულია
სარგებლის რეალურ განაკვეთზე
800153 მთავრობის ბიუჯეტის გარდამეტი (ნამეტი) ემსახურება:
ეროვნული დანაზოგების ზრდას
800154 მთავრობის ბიუჯეტის დეფიციტი იწვევს:
სარგებლის განაკვეთის გაზრდას და ინვესტიციების შემცირებას
800156 ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია ფრიქციული უმუშევრობის მიზეზი?
მშრომელის მიერ სამუშაოდან წასვლა უფრო ხელსაყრელი სამუშაოს მოსაძებნად
800157 თუ უმუშევრობის დონეა 6%, ხოლო უმუშევართა რაოდენობაა 6 მლნ, მაშინ
დასაქმებულთა რაოდენობა იქნება
94 მლნ
800158 დიასახლისი, რომელიც ანაზღაურებას არ იღებს და ამჟამად არ ეძებს ანაზღაურებად
სამუშაოს, მაგრამ მოხალისედ მუშაობს ადგილობრივი წითელი ჯვრის დაწესებულებაში,
ჩაითვლება
სამუშაო ძალაში არმყოფად
800159 დავუშვათ, სუპერმარკეტების გამყიდველებს და სანიტრებს მანამდე არ ჰქონდათ
პროფკავშირი, ახლა კი სანიტრებმა პროფკავშირი შექმნეს. ამის შედეგად მოსალოდნელია
რომ
სანიტრების ხელფასები გაიზრდება, გამყიდველების ხელფასები შემცირდება
800160 სამუშაო ძალის ხვედრითი წილი ზრდასრულ მოსახლეობაში ასახავს (პროცენტებში)
ზრდასრული მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სამუშაო ძალაში შედის
800161 ზოგიერთ ადამიანს არ მიაკუთვნებენ სამუშაო ძალას იმის გამო, რომ მათ უკანასკნელ
დროს ინტენსიურად არ უძებნიათ სამსახური. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მათგანს
შესაძლოა სურს მუშაობა, თუმცა სამუშაოს მოძებნის იმედი დაკარგული აქვს. თუ ასეთ
ადამიანებს უმუშევრებად ჩავთვლით და არა სამუშაო ძალას არმიკუთვნებულებად, მაშინ
უმუშევრობის დონე და სამუშაო ძალის ხვედრითი წილი ზრდასრულ მოსახლეობაში
უფრო მაღალი იქნება
800162 მარია ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. ანა შვებულებაშია. რომელი ჩაითვლება
დასაქმებულად?
მარია და ანა
800164 "2004 და 2005 წლებს შორის ქვეყანაში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. ამავე დროს
ამ ქვეყანაში გაიზარდა უმუშევრობის დონე. ჩამოთვლილთაგან რომელი ხსნის ყველაზე
კარგად ამ ორ ერთდროულად მომხდარ ფაქტს?"
2004 და 2005 წლებს შორის სამუშაო ძალა გაიზარდა
800165 ზოგიერთი ადამიანი თავს უმუშევრად აცხადებს მაშინ, როდესაც იატაკქვეშა
ეკონომიკაშია დასაქმებული. ეს ადამანები რომ დასაქმებულებად ჩათვლილიყვნენ, მაშინ
უმუშევრობის დონე უფრო დაბალი იქნებოდა, სამუშაო ძალის ხვედრითი წილი
ზრდასრულ მოსახლეობაში კი უცვლელი დარჩებოდა.
800166 "ვინ იქნება შეყვანილი სამუშაო ძალაში?"
ყველა ჩამოთვლილთაგანი
800168 ფრიქციული უმუშევრობა შეიძლება იყოს შედეგი
ყველა ჩამოთვლილთაგანის
800169 დავუშვათ მამაკაცთა დიდი რაოდენობა, რომელიც მანამდე მუშაობდა ან ეძებდა
სამუშაოს, ამჟამად აღარც ერთს აკეთებს და აღარც მეორეს. თუ სხვა არაფერი შეცვლილა,
მაშინ ამის შედეგად
უმუშევართა რაოდენობა და სამუშაო ძალა შემცირდება
800170 "ნებისმიერი რამ, რაც ზრდის ეფექტიან ხელფასს წონასწორულ ხელფასთან შედარებით"
ამცირებს შრომაზე მოთხოვნის რაოდენობას და ზრდის შრომის მიწოდებულ რაოდენობას
800172 თუ ქვეყნის 5 მლნ ზრდასრული მოსახლეობიდან 0,5 მლნ უმუშევარია, 2,5 მლნ კი
დასაქმებული, მაშინ:
უმუშევრობის დონეა დაახლოებით 17%
800173 დავითმა უნივერსიტეტი დაამთავრა და ექვსკვირიანი დასვენება გადაწყვიტა ევროპის
გარშემო. როგორ შეიცვლება ამ მოვლენის შედეგად სამუშაო ძალის ხვედრითი წილი და
უმუშევრობის დონე სხვა დანარჩენი პირობების უცვლევლობის შემთხვევაში?
სამუშაო ძალის ხვედრით წილი უცვლელია და უმუშევრობის დონე უცვლელია
800174 ბრუსი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ეძებდა სამუშაოს, ბოლოს თანხმდება ერთ-
ერთ სამუშაოზე. როგორ შეიცვლება ამ მოვლენის შედეგად სამუშაო ძალის ხვედრითი
წილი და უმუშევრობის დონე სხვა დანარჩენი პირობების უცვლევლობის შემთხვევაში?
სამუშაო ძალის ხვედრითი წილი უცვლელი რჩება და უმუშევრობის დონე მცირდება
800175 დავუშვათ, რომელიმე ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობა არის დაახლოებით 50
მილიონი, სამუშაო ძალის ხვედრითი წილი არის 60%, უმუშევრობის დონე კი არის 5%.
რამდენია ამ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა და სამუშაო ძალაში მყოფთა
რაოდენობა?
28.5 მილიონი და 30 მილიონი
800176 2000 წელს აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობიდან 142 076 000 დასაქმებული იყო,
უმუშევართა რაოდენობა შეადგენდა 7 497 000 კაცს, ხოლო 76 580 000 არ მიეკუთვნებოდა
სამუშაო ძალას. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, სამუშაო ძალა და ზრდასრული
მოსახლეობა შეადგენდა:
149 573 000 და 226 153 000
800177 2000 წელს აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობიდან 142 076 000 დასაქმებული იყო,
უმუშევართა რაოდენობა შეადგენდა 7 497 000 კაცს, ხოლო 76 580 000 არ მიეკუთვნებოდა
სამუშაო ძალას. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, სამუშაო ძალის ხვედრითი წილი
შეადგენდა:
66%
800178 2000 წელს აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობიდან 142 076 000 დასაქმებული იყო,
უმუშევართა რაოდენობა შეადგენდა 7 497 000 კაცს, ხოლო 76 580 000 არ მიეკუთვნებოდა
სამუშაო ძალას. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, უმუშევრობის დონე შეადგენდა:
5%
800179 დავუშვათ რომელიმე ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობა არის დაახლოებით 50
მილიონი, სამუშაო ძალის ხვედრითი წილი არის 60%, უმუშევრობის დონე კი არის 5%.
რამდენია ამ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა?
28.5 მილიონი
800180 დავუშვათ რომელიმე ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობა არის დაახლოებით 50
მილიონი, სამუშაო ძალის ხვედრითი წილი არის 60%, უმუშევრობის დონე კი არის 5%.
რამდენია სამუშაო ძალაში მყოფთა რაოდენობა?
30 მილიონი
800181 "სწორია თუ მცდარი შემდეგი დებულება? პირი, რომელიც არ არის დასაქმებული და არ
ეძებს სამსახურს შრომის სტატისტიკური ბიუროს მიხედვით ითვლება უმუშევრად."
მცდარია
800182 "სწორია თუ მცდარი შემდეგი დებულება? ფრიქციული უმუშევრობა არსებობს იმიტომ,
რომ მუშახელს სჭირდება დრო, რათა მოძებნონ თავიანთი გემოვნებისა და
შესაძლებლობებისთვის ყველაზე შესაფერი სამსახური."
სწორია
800183 "სწორია თუ მცდარი შემდეგი დებულება? ფრიქციული უმუშევრობა განსხვავდება
უმუშევრობისგან, რომელიც გამოწვეულია მინიმალური ხელფასის დაწესებით,
პროფკავშირებით და ეფექტიანი ხელფასებით, რადგან პირველ შემთხვევაში მუშები
ეძებენ მათთვის ყველაზე შესაფერის სამსახურს, ხოლო მომდევნო შემთხვევებში ისინი
ელოდებიან ახალი სამსახურების გახსნას."
სწორია
800184 "სწორია თუ მცდარი შემდეგი დებულება? პირი, რომელიც არ არის დასაქმებული და არ
ეძებს სამსახურს, შრომის სტატისტიკური ბიუროს მიხედვით ითვლება უმუშევრად."
მცდარია
800185 "სწორია თუ მცდარი შემდეგი დებულება? ფრიქციული უმუშევრობა არსებობს იმის გამო,
რომ ადამიანებს შესაფერისი ან სასურველი სამუშაოს საპოვნელად დრო სჭირდებათ."
სწორია
800186 "სწორია თუ მცდარი შემდეგი დებულება? უმუშევრობის დაზღვევა ამცირებს
უმუშევრობის სიმძიმეს, მაგრამ ზრდის სტრუქტურულ უმუშევრობას."
მცდარია
800187 "სწორია თუ მცდარი შემდეგი დებულება? უფრო კვალიფიციური მუშახელის
მოსაზიდად ფირმებმა შეიძლება ეფექტიანი ხელფასები გადაიხადონ."
სწორია
800188 "სწორია თუ მცდარი შემდეგი დებულება? უმუშევრობა განსაზღვრულია როგორც
უმუშევართა პროცენტული რაოდენობა სამუშაო ძალაში."
სწორია
800189 ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული შემდეგი პოლიტიკა გაზრდის ფულის
მიწოდებას:
სამთავრობო ობლიგაციების ყიდვა
800190 ვთქვათ რეზერვის ნორმა 10%-ია და ბანკს გააჩნია 1000 დოლარი დეპოზიტებზე. მისი
რეზერვები არის
$100
800191 ლიკვიდურობა აღწერს
აქტივის გაცვლის საშუალებაში გადაცვლის სიმარტივეს
800194 ქვემოთ მოცემული ქმედებების წყვილებიდან რომელი ზრდის ფულის მიწოდებას?
დისკონტის განაკვეთის შემცირება, რეზერვის სავალდებულო ნორმის შემცირება
800196 რეზერვის სავალდებულო ნორმა არის 10 %, ბანკებს არ აქვთ ჭარბი რეზერვი და
ადამიანებს ფული მხოლოდ ანაბრების სახით აქვთ და არა ნაღდი ფულის სახით. როცა
ეროვნული ბანკი გაყიდის 10 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციებს, საბანკო
რეზერვები
შემცირდება 10 მილიონი დოლარით და ფულის მიწოდება საბოლოოდ შემცირდება 100
მილიონი დოლარით.
800197 ვთქვათ ბანკის რეზერვის ნორმა 10%-ია, ბანკს გააჩნია 5000 დოლარი დეპოზიტებზე და
იგი სესხად გასცემს ყველაფერს რაც კი შეუძლია რეზერვის ნორმიდან გამომდინარე მას
$500 გააჩნია რეზერვი და $4500 სესხებში
800199 თუ რეზერვის ნორმა 10 %-ა და ბანკებს არა აქვთ ჭარბი რეზერვები, როდესაც
ფედერალური სარეზერვო ფონდი შეიძენს 10 მილიონის ღირებულების სახელმწიფო
ობლიგაციებს, საბანკო რეზერვები
გაიზრდება 10 მილიონით და ფულის მიწოდება საბოლოო ჯამში გაიზრდება 100
მილიონით
800200 თუ რეზერვის დონე არის 100%, 500 დოლარის ოდენობის ქაღალდის ფულის
დეპოზიტირება ბანკში ფულის მიწოდებას გაზრდის
არცერთი არ არის სიმართლე
800201 თუ რეზერვის დონე 25%-ა და ბანკებს არა აქვთ ჭარბი რეზერვები, როდესაც
ფედერალური სარეზერვო ფონდი მიჰყიდის 40 მილიონის ღირებულების ობლიგაციებს
მოსახლეობას, საბანკო რეზერვები
შემცირდება 40 მილიონით და ფულის მიწოდება საბოლოო ჯამში შემცირდება 160
მილიონით
800202 "ქვემოთმოყვანილი ცხრილის მიხედვით ერეტვორნის ბანკში რეზერვის დონე არის
ერეტვორნის ბანკი
აქტივები ვალდებულებები
საჭირო რეზერვები 20.00$ დეპოზიტები 100.00$
სესხები 80.00$"
20%
800204 ინდექსაცია არის:
ინფლაციის ტემპის მიხედვით ხელფასების ავტომატური კორექტირება მთავრობის
შესაბამისი კანონის საფუძველზე
800205 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? ფედერალური სარეზერვო სისტემა ფულის
მიწოდების შესაცვლელად ძირითადად იყენებს ოპერაციებს ღია ბაზარზე"
სწორია
800206 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა
შეისყიდის ობლიგაციებს ღია ბაზარზე, ფულის მიწოდება შემცირდება."
მცდარია
800207 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა გამოიწვევს
რეზერვის ნორმის გაზრდას და შეამცირებს ფულის მიწოდებას."
სწორია
800208 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა
შეამცირებს სარეზერვო მოთხოვნებს, მაშინ ფულის მიწოდება გაიზრდება."
სწორია
800209 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? ფულადი მულტიპლიკატორი უდრის
1/(1- R)"
მცდარია
800210 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? M2 უფრო დიდია და უფრო ლიკვიდური
ვიდრე M1."
მცდარია
800211 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? რეზერვის ნორმის ზრდა ზრდის რეზერვების
თანაფარდობას დეპოზიტებთან და ამცირებს ფულის მიწოდებას."
სწორია
800212 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა
კერძო კომერციული ბანკია."
მცდარია
800213 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა
ძირითადად ღია საბაზრო ოპერაციებს იყენებს ფულის მიწოდების
დასარეგულირებლად."
სწორია
800214 "სწორია თუ მცდარია შემდეგი დებულება? თუ ეროვნული ბანკი მოულოდნელად
ზრდის ფულის მიწოდებას, ფულის გამსესხებლები მოიგებენ ფულის მსესხებლების
ხარჯზე."
მცდარია
800215 რეზერვების ნორმის ზრდა იწვევს:
ფულადი მულტიპლიკატორის შემცირებას
800217 ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული რომელი პოლიტიკა გაზრდის ფულის
მიწოდებას?
სამთავრობო ობლიგაციების ყიდვა
800218 დისკონტის განაკვეთი - ეს არის სარგებლის განაკვეთი, რომელსაც:
კომერციული ბანკები იხდიან სარეზერვო სისტემის მიერ გამოყოფილ სესხებზე

You might also like