You are on page 1of 19

თავი 1-2

ფასსა და რაოდენობას შორის არის ყოველთვის უკუპროპორციული კავშირი. ანუ ფასი თუ


იზრდება, მცირდება მოთხოვნათა რაოდენობა და პირიქით, ფასი თუმცირდებ, იზრდება
მოთხოვნათა რაოდენობა.

მოთხოვნის მრუდი არის ქვემოთ მიმართული სამი მიზეზის გამო:

1) შემცვლელების ( სუბსტიტუტების ) გავლენა


ფასის ცვლილება მოტივაციას აძლევს მყიდველს, შეიძინოს პროდუქტის
შემცვლელები, რომლებიც უფრო ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი.
2) შემოსავლების ( ხელფასის ) გავლენა
პროდუქტის ფასის ცვლილება გავლენას ახდენს მომხმარებლის
მსყიდველუნარიანობაზე.
3) პროდუქტის გამოყენება თანდათან კარგავს სარგებლიანობას.

თუ მოთხოვნა მცირდება, მაშინ მრუდი გადაინაცვლებს მარცხნივ (ქვემოთ).

თუ მოთხოვნა იზრდება, მაშინ მრუდი გადაინაცვლებს მარჯვნივ (ზემოთ).

მოთხოვნა იცვლება ხუთი მიზეზით:

1) უპირატესობის მინიჭება
2) მომხმარებელთა რაოდენობა
3) მსგავსი პროდუქტის ფასი ( კონკურენცია, შემცვლელები)
4) შემოსავალი
5) მოლოდინები ( მაგალითად, თუ ვიცი, რომ რძის ფასი შემცირდება მომავალ კვირაში,
დღეს ვიყიდი ნაკლები რაოდენობით, ანუ მოთხოვნათა რაოდენობა შემცირდება.
ხოლო თუ პირიქით, ველოდები რძის ფასის ზრდას მომავალ კვირაში, ახლა შევიძენ
გაცილებით მეტს, ანუ მოთხოვნათა რაოდენობა გაიზრდება )

A დაB ერთი მრუდი, C - მეორე. ცვლილება A-სა და B-ს შორის არის მოთხოვნათა
რაოდენობის ცვლილება, ხოლო ცვლილება A-სა და C-ს შორის არის მთლიანად მოთხოვნის
ცვლილება.

როცა ფასი იზრდება, მოთხოვნა არ იცვლება, მოთხოვნათა რაოდენობა კი მცირდება.

როცა ფასი მცირდება, მოთხოვნა არ იცვლება, მოთხოვნათა რაოდენობა კი იზრდება.

ფასსა და მიწოდებას შორის არის პირდაპირპროპორციული კავშირი. მაგალითად, როცა ფასი


იზრდება რძეზე, იზრდება რძის მიწოდებაც. მიწოდების მრუდი მიმართულია ზემოთ.
მიწოდების ზრდისას მრუდი გადაიწევს მარჯვნივ, შემცირებისას კი - მარცხნივ.

მიწოდების ცვლილების ხუთი მიზეზი:

1) რესურსების ფასი ( მათზე ფასის მომატება იწვევს მიწოდების შემცირებას)


2) მწარმოებელთა რაოდენობა ( მათი რაოდენობის ზრდა იწვევს მიწოდების ზრდას)
3) ტექნოლოგია ( ახალი, განვითარებული ტექნიკა ზრდის მიწოდებას)
4) გადასახადები და სუბსიდიები ( გადასახადები ამცირებს მიწოდებას, სუბსიდიები-
პირიქით )
5) მოლოდინი ( თუ მწარმოებელი თვლის, რომ ერთ თვეში გაცილებით მეტ მოგებას
მიიღებს პროდუქტისგან, მაშინ ის დროებით შეამცირებს მიწოდებას )

თუ ფასი იზრდება, არ იცვლება მიწოდება, იზრდება მხოლოდ მიწოდებათა რაოდენობა.

თუ ფასი მცირდება, არ იცვლება მიწოდება, მცირდება მხოლოდ მიწოდებათა რაოდენობა.

როდესაც იზრდება ფასი, მცირდება მოთხოვნათა რაოდენობა, მაგრამ იზრდება მიწოდებათა


რაოდენობა. სწორედ ამ შემთხვევაში წარმოიქმნება სიჭარბე. სიჭარბე = წარმოებული
პროდუქციის რაოდენობას - გაყიდული პროდუქციის რაოდენობა. სიჭარბე დროთა
განმავლობაში აღმოიფხვრება. სავარაუდოდ, შემცირდება ფასი.

როდესაც მცირდება ფასი, იზრდება მოთხოვნათა რაოდენობა, მაგრამ მცირდება მიწოდებათა


რაოდენობა. ამ შემთხვევაში წარმოიქმნება დეფიციტი. დეფიციტი = მოთხოვნილი
პროდუქტის რაოდენობას - მიწოდებული პროდუქტის რაოდენობა. დეფიციტი დროთა
განმავლობაში აღმოიფხვრება. სავარაუდოდ, გაიზრდება ფასი.

ფასის ზრდა იწვევს სიჭარბეს, ფასის შემცირება იწვევს დეფიციტს.

ეფექტიანობა, გაცვლა და შედარებითი


უპირატესობა

სიმდიდირე არის ის რასაც ადამიანები აფასებენ და აუცილებლად არ განისაზღვრება მისი


ფულადი ღირებულებით. ვაჭრობა ქმნის სიმდიდრეს , ვინაიდან მისი საშუალებით ხდება
ნაკლებად ღირებულის გაცვლა მეტად ღირებულ ნივთში.

ეფექტიანობა = შედეგის ღირებულება / დანახარჯების ღირებულებასთან

შედარებითი უპირატესობა არის ადამიანის „ნიჭი“ შესაძლებლობები.საკუთრების უფლებაზე


და გაცვლის მინიმალურ შეზღუდვაზე დაფიძნებილი საძოგადოებრივი სისტემა ადამიანებს
ეხმარება გაიგონ თუ რა მიმართულებით ეძებონ საკუთარი შედარებითი უპირატესობის
გამოყენების პერსპექტივა. სპეციალიზაცია გვაძლევს საკუთარი შედარებითი უპირატესობის
გამოყენების საშუალებას.

ტრანსაქციული დანახარჯები არის ის ხარჯები რომლებიც ჩვენ უნდა გავიღოთ


ურთიერთხელასაყრელი გაცვლის განსახორციელებლად მაგალითად მანძილი და
ინფორმაციის უქონლობა.

თავი 3

შემცვლელები ჩვენს გარშემო: მოთხოვნის ცნება


დოვლათის ფასის ზრდას თან ახლავს შესყიდვების საერთო მოცულობის შემცირება და
პირიქით.
მარგინალიზმი - ეკონომიკური აზროვნება, დაფუძნებული ზღვრულ ანალიზზე.
გადაწყვეტილების მიღებისას ეკონომისტები ითვალისწინებენ არა სრულ, არამედ ზღვრულ
ხარჯებსა და მოგებას. ზღვრული ხარჯები ან მოგება არის დამატებითი ხარჯები ან მოგება
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

მოთხოვნა- კავშირი ფასსა და რაოდენობას შორის. მოთხოვნის სიდიდე- მრუდის ერთი


წერტილისკენ მოძრაობა (ანუ იცვლება პროდუქტის რაოდენობა და არა-ფასი). ერთადერთი
ცვლილება, რომელიც მოთხოვნის ცვლილებას არ გამოიწვევს, არის ფასის ცვლილება.
იცვლება მოთხოვნის რაოდენობა, მოთხოვნა კი არის მთელი მრუდი. მოთხოვნის ზრდამ
შესაძლოა გაზარდოს ფასი და მაინც, ახალ პირობებში მოთხოვნის სიდიდე მაღალი ფასის
დროს უფრო მცირე იქნება, ვიდრე დაბალი ფასის დროს.

ინფლაცია - ყველა პროდუქტის საშუალო ფულადი ფასის ზრდა.

ფასების ცვლილებისას მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება მით უფრო მეტი იქნება, რაც მეტ
ხანს გაგრძელდება შეგუება.

ელასტიურობა - რეაქციის ინტენსიურობა. თუ ფასის უმნიშვნელო ცვლილება ძლიერ ცვლის


შესყიდვების მოცულობას, მაშინ მოთხოვნა ელასტიურია. თუ ფასების ძალიან დიდი
ცვლილება მხოლოდ უმნიშვნელოდ ზრდის შესყიდვების მოცულობას, მაშინ მოთხოვნა
არაელასტიურია.

რა აქცევს მოთხოვნის მრუდს ელასტიურად ან არაელასტიურად?

1) კარგი შემცვლელების არსებობა

2) რა ადგილი უკავია მყიდველის ბიუჯეტში პროდუქტს

3) კონკურენცია (განაპირობებს ელასტიურობას).

თუ ფასის ცვლილებას ერთობლივი შემოსავლის საწინააღმდეგო ცვლილება მოსდევს, მაშინ


მოთხოვნა ელასტიურია. ერთობლივი შემოსავალი= ფასი X რაოდენობა. რაც უფრო უკეთესი
შემცვლელები გააჩნია პროდუქტს, მით უფრო დიდი იქნება მასზე მოთხოვნის
ელასტიურობა, ანუ ფასის მცირე ცვლილება გამოიწვევს მოთხოვნის რაოდენობის მკვეთრ
კლებას.

მოთხოვნის საფასო ელასტიურობა = რაოდენობის % ცვლილება /ფასისი % ცვლილებასთან

თავი 4

ალტერნატიული დანახარჯები (ალტერნატიული


ღირებულება) და საქონლის მიწოდება
ნებისმიერი მოქმედების ფასი არის იმ გამოუყენებელი შესაძლებლობების ღირებულება,
რომლებზედაც ამ ქმედებების განხორციელებისას უარის თქმა მოგვიხდა. ანუ თუ
გადავწყვეტ, რომ ვიყიდო ტელევიზორი, ჩემი დანახარჯი იქნება არა ის ფული, რომელსაც
ტელევიზორზე დავხარჯავ, არამედ ყველა იმ ნივთის ღირებულება, რომელიც შემეძლო
ტელევიზორის ნაცვლად მეყიდა. შესაბამისად, დანახარჯი არის ალტერნატიული
შესაძლებლობების ღირებულება, რომელიც მსხვერპლად უნდა გავიღოთ.

ფულის რაოდენობა, რომელიც მეწარმემ ნებისმიერ, ადამიანურ თუ ფიზიკურ, რესურსში


უნდა გადაიხადოს, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოელის ამ რესურსის მფლობელი
სხვისგან და, რას მოუტანს ეს რესურსი ნებისმიერ სხვას. ანუ რაც უფრო მეტია მოთხოვნა
კონკრეტულ პროდუქტზე, რესურსზე, ან სამუშაო ძალაზე, დამქირავებელი მზად არის მით
უფრო მეტი თანხა გადაიხადოს.

მაგალითად მე ვაწარმოებ ველოსიპედებს, მაგრამ თავისუფლად შემეძლო მეწარმოებინა


კომპიუტერები, მაგიდები ან სხვა რამ, თუმცა ავირჩიე ველოდისიპედები და უარი ვთქვი
ყველა სხვა სახის პროდუქტის წარმოებაზე. არარეალიზებული ალტერნატიული
შესაძლებლობების ფასი გადაიქცევა ველოსიპედის წარმოების ხარჯებად.

ყველა პროდუქტისა და ადამიანის ღირებულება დამოკიდებულია მისი შემცვლელების, ანუ


ალტერნატიული შესაძლებლობების ღირებულებაზე. მაგალითად, კვალიფიციური მუშა მეტ
ანაზღაურებას მიიღებს, ვიდრე არაკვალიფიციური მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ სხვა
ადგილას მის კვალიფიკაციას მეტი ფასი ექნება.

არსებობს ისეთი სფეროებიც, სადაც შრომის მწარმოებლურობა არასოდეს არ მაღლდება,


მაგალითად, დალაქების სამუშაო. ამ შემთხვევაში ადამიანები თავად წევენ ფასს ხარისხიანი
შედეგის მისაღებად.

უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ყველა ამ შემთხვევაში ეკონომიკური აზროვნება


განიხილავს საგნების სუბიექტურ და არა ობიექტურ ღირებულებას. შეიძლება გარკვეული
ნივთი რეალურად უფრო ღირებული იყოს, ვიდრე მეორე, მაგრამ ჩემთვის არანაირ
ფასეულობას არ წარმოადგენდეს. თანაც, ყიდვა არის ქმედება, რომელიც გულისხმობს
ალტერნატიულ შესაძლებლობებზე უარის თქმას, რაც განაპირობებს დანახარჯებს.
ხარჯებთან კი დაკავშირებულია ქმედებები და არა თავად საგნები. ამავდროულად, ერთსა
და იმავე ქმედებას სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა ხარჯები მოაქვს. კოლეჯს არ აქვს
არანაირი ღირებულება, ჩვენ მხოლოდ უნდა გავარჩიოთ განათლების მიღების ხარჯები და
მისი მიწოდების ხარჯები.

არ არსებობს ,,ობიექტური'' ხარჯები. ყველა დანახარჯი გამოხატავს ვიღაცის მიერ


დაკარგული შესაძლებლობის ღირებულებას.

ყველა დანახარჯი ეკუთვნის მომავალს.

ეკონომისტებისთვის პროდუქტში გადახდილი ფასი არის აუნაზღაურებელი დანახარჯი და


ის არავითარ გავლენას არ ახდენს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. ერთადერთი
დანახარჯი, რაც გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე, არის ზღვრული ხარჯები და
ისინი ყოველთვის მომავალზეა გათვლილი.

აუნაზღაურებელი ხარჯი= გადახდილი ფასი - ხელახალი გაყიდვის ფასი (მაგალითად,


ვიყიდე მოტოციკლეტი და მაშინვე ვინანე. ხელახალი გაყიდვის ფასი არის ის თანხა, რასაც
მივიღებდი, ეს მოტოციკლეტი რომ გამეყიდა). თუმცა ეკონომიკურ აზროვნებაში ეს უკვე
აღარანაირ დანახარჯს არ წარმოადგენს, რადგან ეკუთვნის წარსულს და არ არის
დაკავშირებული არჩევანის არც ერთ შესაძლებლობასთან.

პროდუქციის ღირებულება ყოველთვის განისაზღვრება, როგორც ზღვრული. დამატებითი


დანახარჯი და ზღვრული დანახარჯი ერთი და იგივე რამაა, სხვადასხვა კუთხით დანახული.
დამატებითი ხარჯები ყურადღებას ამახვილებს გამოუყენებელი შესაძლებლობების
სიდიდეზე, ხოლო ზღვრული ხარჯები კი ცვლილებებზე, რაც ქმედებას მოჰყვება. სრული
სახელწოდება ნებისმიერი დანახარჯისა, რაც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მისაღებად,
არის ზღვრული დამატებითი დანახარჯი.

ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ზღვრული და საშუალო დანახარჯები. მაგალითად 42


სუვენირის წარმოება ჯდება 4200 დოლარი, 43 სუვენირის - 4257 დოლარი. საშულო
დანახარჯი არის სრული ხარჯი გაყოფილი რაოდენობაზე, ანუ 42 სუვენირის შემთხვევაში
100 დოლარი, 43 სუვენირისთვის კი - 99 დოლარი. 43-ე სუვენირის ზღვრული დანახარჯი
არის 57 დოლარი (4257-4200).

ნებისმიერი გადაწყვეტილებისას მოსალოდნელი ხარჯები იგივეა, რაც ზღვრული ხარჯები.


ზღვრული დანახარჯი - მოქმედების შედეგი. დამოუკიდებლად იმისა, აზროვნებენ თუ არა
ბიზნესმენები საშუალო სიდიდის ტერმინებით, მათი გადაწყვეტილებები მართულია
მოსალოდნელი ზღვრული ხარჯებით.

ხარჯები ყოველთვის მიწოდებისა და მოთხოვნის ქმედებათა შედეგს წარმოადგენს.

მიწოდების მრუდები გვიჩვენებენ ზღვრულ დანახარჯებს, რომლებიც დაფარული უნდა


იქნას, რათა პოტენციურმა მიმწოდებელმა საქონელი ხელმისაწვდომი გახადოს.

მიწოდების მრუდები წარმოადგენენ ზღვრული შეუქცევადი დანახარჯების მრუდებს


პროდუქციის ხელმისაწვდომობის შესაქმნელად.

მაგალითად, თუ მე მთავაზობენ მასწავლებლობას საათში 12 დოლარის ანაზღაურებით,


მაგრამ მე ვმუშაობ მთარგმნელად საათში 15 დოლარად, მე არ დავთანხმდები სამსახურს
მანამ, სანამ ერთი საათის ანაზღაურება არ გაუტოლდება ან გადააჭარბებს 15 დოლარს.

მიწოდების საფასო ელასტიურობა არის მიწოდებული რაოდენობის პროცენტული


ცვლილების ფარდობა ფასის პროცენტულ ცვლილებასთან. მიწოდების შემთხვევაში ფასები
და რაოდენობა ერთი და იმავე მიმართულებით იცვლება, ასახავს რა იმ ფაქტს, რომ მაღალი
ფასი უბიძგებს მიმწოდებლებს მიაწოდოს მეტი რაოდენობა. მიწოდება შედარებით
ელასტიურია, თუ მიწოდებული რაოდენობის პროცენტული ცვლილება უფრო მეტია, ვიდრე
ფასის პროცენტული ცვლილება და შედარებით არაელასტიურია, თუ მიწოდებული
რაოდენობის პროცენტული ცვლილება ნაკლებია, ვიდრე ფასის პროცენტული ცვლილება.

მიწოდების საფასო ელასტიურობა= რაოდენობის პროცენტული ცვლილება/ ფასის


პროცენტული ცვლილება.

არ არსებობს იდეალურად არაელასტიური მოთხოვნის მრუდი. მაშინ,

როდესაც საქონელზე ფასების ზრდისას, მოთხოვნის შემცირებას დიდი დრო არ სჭირდება,


საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო სჭირდება იმას, რომ საქონელზე ფასების გაზრდისას
მიწოდებაც გაიზარდოს. საქონლის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა თავდაპირველად არ იწვევს
მიწოდებული საქონლის რაოდენობის შესაბამის

ზრდას. ეს მოხდება მაშინ, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ, პოტენციური


მიმწოდებლები მოიძიებენ

შესაძლო რესურსებს და, შესაბამისად, მზად იქნებიან გაზრდილი რაოდენობა უფრო მაღალ
ფასად გაყიდონ. თუ იმ რესურსების დამატებითი რაოდენობა, რომელიც საჭიროა
განსაკუთრებული საქონლის დასამზადებლად, დაუყოვნებლივ მოიპოვება იმავე ან უფრო
ნაკლებ ფასად, საქონლის მიწოდების მრუდი უფრო ახლოს იქნება სრულიად ელასტიურთან.
ამ შემთხვევაში ფასების უმნიშვნელო ზრდა გამოიწვევს გაყიდვისთვის მიწოდებული
საქონლის რაოდენობის დიდ ზრდას.

მიწოდების მრუდები გადახრილია ზემოთ და მარჯვნივ, ვინაიდან აუცილებელია


რესურსების მფლობელებს

მივაწოდოთ უფრო მაღალი ფასი, რათა დავარწმუნოთ ისინი წინა საქმიანობაზე უარის თქმის
შესაძლებლობაში.

თავი 5

მოთხოვნა და მიწოდება: კოოპერაციის


პროცესი
სპეციალიზაცია არის მდიდარი საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი.

საბაზრო სისტემები მომხმარებლებისა და მიმწოდებლების მიერ არის შექმნილი, რომლებიც


განახორციელებენ მათთვის საინტერესო პროექტებს და მოილაპარაკებენ იმის შესახებ, თუ
რას მიიღებენ გარანტირებულად მათგან, ვისაც სანაცვლოდ საჭირო საქონელს მიაწვდიან.
მოთხოვნისა და მიწოდების პროცესები არის კონკრეტულ ურთიერთშეთავაზებათა
მიმდინარე ერთობლიობა.

მოთხოვნა არ არის საკმარისი მიმწოდებლის ხარჯების დასაფარად.

ტრანსაქციური დანახარჯის შედეგი – მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის


მოსალაპარაკებელი კონტრაქტის ფასი.

კერძო საკუთრება მფლობელებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გაცვალონ აუცილებელი


რესურსები, სწრაფად და ნაკლებ ფასში მიაწოდონ მას, ვისაც ეს სჭირდება. ხალხი ხშირად და
რეგულარულად ახორციელებს ტრანსაქციებს მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანსაქციების
დანახარჯი დაბალია. ხალხს შეუძლია კოორდინირება არა იმიტომ, რომ იცის მოთხოვნა ამა
თუ იმ პროდუქტზე, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ინტერესები გააჩნია. მათი ძალისხმევა
ერთიანდება, რადგან კოორდინირება ხდება ფასების ცვლადი სიგნალების საშუალებით.
ფასების ცვლილებისას ადამიანები ცვლიან ქცევას, რათა ისარგებლონ მოგებით, რაზედაც
სიგნალს ახალი ფასები იძლევა. სწორედ ამას მოჰყავს ბაზარი წონასწორობაში და საკუთარი
მიზნების მიღწევას საერთო თანამშრომლობად გადააქცევს.გაცვლაზე მოქმედი უმთავრესი
ფაქტორები, ჩვეულებრივ, შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს – მოთხოვნაზე მოქმედი
ფაქტორები და მიწოდებაზე მოქმედი ფაქტორები.

რომელი უფრო მეტად იზრდება – მიწოდების ფასი თუ რაოდენობა? ეს დამოკიდებულია


მიწოდების ელასტიურობაზე.

თუ ფასის მცირე ზრდა იწვევს მიწოდების რაოდენობის დიდ პროცენტულ ზრდას, მიწოდება
ელასტიურია. ამ შემთხვევაში მოთხოვნის დიდი ზრდა ხორბლის ფასს მხოლოდ მცირედ
გაზრდის, მაშინ, როდესაც გასაყიდი ხორბლის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მეორე მხრივ, თუ ფასების მეტად დიდი პროცენტული ზრდა იწვევს გაყიდვის რაოდენობის
მხოლოდ მცირე მატებას, მიწოდება არაელასტიურია და მოთხოვნის დიდად გაზრდის
შედეგად დადგინდება ბევრად მაღალი ფასი, მაგრამ იმავდროულად ხორბლის შესასყიდი
რაოდენობა მხოლოდ ოდნავ გაიზრდება.

ფასების ფიქსაცია სოციალური კოორდინაციის მექანიზმის გამოთიშვის ტოლფასია. სწორედ


ფასების ცვლილებას აქვს მაკოორდინირებელი ფუნქცია ბაზარზე.

ვინაიდან მოთხოვნის რაოდენობა გადააჭარბებს მიწოდების რაოდენობას, გამყიდველები


მოუმატებენ ფასს. ფასი გაიზრდება იმ დონემდე, რომელიც გაათანაბრებს მოთხოვნისა და
მიწოდების რაოდენობას. ეკონომისტები ამ ფასებს ხშირად წონასწორულ ფასს უწოდებენ. ეს
არის ფასი, რომლის პირობებშიც მომხმარებელთა მიერ მოთხოვნილი რაოდენობა ტოლია
მიმწოდებელთა მიერ მიწოდებული რაოდენობისა.

იშვიათობა იწვევს ნორმირებას, ნორმირება იწვევს კონკურენციას. კონკურენცია გაზრდის


საერთო დანახარჯებს, ფულადსაც და არაფულადსაც, გაზრდის მანამდე, სანამ მოთხოვნის
სიდიდე არ გაუტოლდება მიწოდების სიდიდეს.
კონკურენცია იმ ადამიანებს შორის, რომელთა ჯამური მოთხოვნა სრულად ვერ
კმაყოფილდება ფასების არსებული დონის დროს, მიგვიყვანს შეძენის ხარჯების ზრდამდე.
ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციაში იზრდება ფულადი ფასი.
დეფიციტები არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფულად ფასს არ შეუძლია
კონკურირებად მყიდველებს შორის იშვიათი პროდუქტის განაწილების ფუნქციის
შესრულება. რეალურად დეფიციტს ვაწყდებით მაშინ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ საქონლის
შესაძენად გაწეული არაფულადი ხარჯები იზრდება, რათა მოხდეს იშვიათი პროდუქციის
ნორმირებული განაწილება.

დეფიციტისგან თავდაცვა შეიძლება ფასების აწევით.

ფუჭი დანახარჯები - მომხმარებლის დანახარჯები, რომელსაც არ მოაქვს მოგება


მიმწოდებლისთვის.

თუკი მიმწოდებლებს შეუძლიათ მოგების ნახვა ფუჭი ხარჯებიდან, ისინი მოისურვებენ ამის
გაკეთებას ყოველთვის, როდესაც შეუძლიათ პროდუქტის ფასის ზრდა. მათ ხელთაა ასეთი
გარდაქმნის მარტივი საშუალება.
ფასების სისტემის იდეალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის ცოდნის უკმარისობა, საბაზრო
ძალაუფლება, ფარული შეთანხმებები საკუთრების უფლებების შესახებ, შეუთანხმებლობა
და არათანასწორუფლებიანობა.
ფასების კონტროლი ქმნის დეფიციტს (თუ ფასი დაბალ დონეზე დაფიქსირდა) ან სიჭარბეს
(თუ ფასი მაღალ დონეზე დაფიქსირდა)

ფარდობითი ფასების ცვლილება ქმნის ქცევის ცვლილების სტიმულებს – მოიხმარონ


ნაკლები და აწარმოონ მეტი ფასების ზრდისას, მოიხმარონ მეტი და აწარმოონ ნაკლები
ფასების დაცემისას. როდესაც პროდუქტი უფრო იშვიათი ხდება, ხოლო მისი ფასის გაზრდა
შეუძლებელია, წარმოიქმნება დეფიციტი. მოთხოვნის სიდიდე ამ ფიქსირებული ფასის
შემთხვევაში აჭარბებს მიწოდების სიდიდეს.

სიჭარბე წარმოიქმნება მაშინ, როცა მიწოდების სიდიდე აჭარბებს მოთხოვნის სიდიდეს


არსებული ფასის დროს. თუკი ფასი საკმაოდ მაღალ დონეზე დაფიქსირდა, წარმოიქმნება
პროდუქტის ჭარბი მიწოდების რაოდენობა, იმისდა მიუხედავად, როგორი იშვიათიც უნდა
იყოს ეს პროდუქტი. თუ კონკურენციას არ შეუძლია ფასების მომატება, ის გაზრდის შეძენის
ხარჯების სხვა კომპონენტებს. ეს ხარჯები ხშირ შემთხვევაში ფუჭია - ფულადი
გადახდებისგან განსხვავებით, ასეთ დანახარჯებს მიმწოდებლებისთვის მოგება არ მოაქვთ.

თავი 7-11

7
124(გრაფიკი) 127(გრაფიკი)132(ფიუჩერსეის ბაზარი)

Caveat emptor-ეშინოდეს მყიდველს

Caveat venditor-ეშინოდეს გამყიდველს

ვაჭრობა რომელიც არღვევს ერთგულების ვალდებულებას თაღლითობაა.

შესაძლებლობა რომლის შესახებაც არაფერი ვიცი,შესაძლებლობას არ წარმოადგენს.

ინფორმაცია ფასეული რესურსია,რომელიც საშუალებას გვაძლევს გავმდიდრდეთ.

ინფორმაცია არის იშვიათი პროდუქტი,რომლის წარმოებაც ხარჯებთანაა დაკავშირებული.

თუ ეფექტიანად გვინდა გადაწყვეტილების მიღება უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია იქამდე


სანამ მისი წარმოების ზღვრული დანახარჯი არ იქნება მისი წარმოების შედეგად მიღებულ
ზღვრულ სარგებელზე მეტი.

შუამავალი რომელსაც ხშირად ლანძღავენ,ძირითადად ინფორმაციის წარმოების


სპეციალისტს წამოადგენს.

მაგალითად უძრაი ქონებით მოვაჭრე ბროკერი ეხმარება გამყიდველს შესაბამისი კლიენტის


პოვნაში,მყიდველს კი შესაბამისი საქონლის პოვნაში.ამით ის ამცირებს ორივე მხარის
ტრანსაქციულ დანახარჯებს და ზუსტად ამის გამო მოითხოვს საკუთარი მომსახურების
საფასურს,რაც ხშირად ტრანსაქციულ დანახარჯებთან შედარებით არც თუ ისე დიდია.

ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ ეს შუამავალი უბრალო ყაჩაღია და ხალხს ატყუებს,თუმცა


ასეთი წარმოდგენა მხოლოდ ისეთ ადამიანებს აქვთ რომლებსაც ინფორმაცია ჰგონიათ
ნულოვანი ფასის პროდუქტი.

ყველა ვინც გადაწყვეტილებას იღებს ისე რომ არ გააჩნია სრული ინფორმაცია მომავლის
შესახებ სპეკულანტია,აქედან გამომდინარე ყველა ადამიანი სპეკულანტია.

თუ ადამიანს გააჩნია რაიმე ინფორმაცია მომავლის შესახებ ის შეეცდება პროდუქტი


გადაიტანოს ნაკლები იშვიათობის მდგომარეობიდან მეტი იშვიათობის მდგომარეობაში.თუ
მან ეს მოახერხა ის გამდიდრდება.თუ ის შეცდა მოუწევს პასუხისგება საკუთარი კაპიტალით.

ფასები წარმოადგენს იშვიათობის განზოგადებულ მაჩვენებელს,აქედან გამომდინარე ისინი


გვაწვდიან საჭირო ინფორმაციას.ადამიანები რომელთა შესყიდვები და გაყიდვები
აყალიბებენ ფასს,თავისდაუნებურად აწარმოებენ საჭირო ინფორმაციას.

ადამიანს რაც უფრო მეტად შეუძლია საკუთარი შეცდომები სხვას გადააბრალოს , მით უფრო
ნაკლები სტიმული გააჩნია ინფორმაციის შეგროვებისათვის.ის ვინც იძულებულია თითონ
აგოს პასუხი საკუთარ შეცდომებზე ეცდება თავი დაიზღვიოს მათგან,ეს კი ასევე
ხარჯებთანაა დაკავშირებული,მაგრამ ადამიანები ძირითადად მზად არიან ეს ხარჯები
გასწიონ.

ინფორმაციის წარმოების ხარჯები ყველასათვის ერთნაიი არ არის.ადამიანები ცდილობენ


აწარმოონ ისეთი ტიპის ინფორმაცია , რომლის წარმოებაშიც მათ შედარებითი უპირატესობა
გააჩნიათ.

8
149(გრაფიკი)

მონოპოლია ძალზედ გაუგებარი მცნებაა.ის სიტყვასიტყვით ერთადერთ გამყიდველს


ნიშნავს,მაგრამ არ ერთი და იგივე გამყიდველი შეიძლება მოიაზრებოდეს როგორც
მონოპოლისტად ასევე ოლიგოპოლისტად.გააჩნია რა კუთხით შევხედავთ.მსგავსი
პროდუქტის გამყიდველი ბაზარზე მრავალია ანუ ისინი ოლიგოპოლისტები არიან,თუმცა
ასევე შეგვიძლია ვთვათ,რომ მათი პროდუქტი უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც განსხვავდება
ერთმანეთისაგან,ესე იგი არია მონოპოლისტები.აქედან გამომდინარე ერთი და იგივე
გამყიდველ შეიძლება იყოს როგორც მონოპოლისტი ასევე ოლიგოპოლისტი.ამ
ბნდოვანებიდან გამომდინარე ამ ტერმინების განმარტება არ არის მკაცრად განსაზვრული.

სიტყვა მონოპოლია მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან.სადაც ის ადრეულ


პერიოდში იხმარებოდა იმ ორგანიზაციების დასახასიათებლად რომლებსაც სახელმწიფომ
განსაკუთებული პრივილეგიები მიანიჭა.

ოლიგოპოლია ნიშნავს იმას,რომ ბაზარზე ერთი და იგივე პროდუქტის რამდენიმე


მიმწოდებელია.ოლიგოპოლისტი არის ერთერთი ამ მიმწოდებელთაგან.

ნეგატიური დამოკიდებულება სიტყვისადმი „მონოპოლია“ გამოწვეულია იმ გაგებით რომ


მონოპოლიის პირობებში ხალხს ა აქვს არჩევანის საშუალება და იძულებულია მოიხმაროს
მონოპოლისტის პროდუქტი,ეს მოსაზრება ემყარება იმ აზრს რომ მონოპოლიის პირობებში
მონოპოლისტის პროდუქტს არ აქვს შემცვლელი,თუმცა რეალურად არ არსებობს პროდუქტი
რომელსაც არ გააჩნია სუბსიტორი.

რაც უფრო მეტი სუბსიტორი გააჩნია პროდუქტს მით უფრო ელასტიურია მისი მოთხოვნა და
მი უფრო ნაკლები ძალაუფლება გააჩნიათ მიმწოდებლებს.ეს გამოწვეულია იმით რომ ამ
შემთხვევაში მყიდველ ნაკლებადაა დამკიდებული ამ პროდუქტზე და მცირე
უკმაყოპილების შემთხვევაშიც კი შეუძლია შეცვალოს ის მისი სუბსტიტორით.

ფასთმიმღები - ისინი იძულებულნი არიან მიიღონ ბაზრის მიერ ნაკარნახევი


ფასები.მყიდველებს გააჩნიათ ისეთი შესანიშნავი შემცვლელები,რომ ფასების გაზრდის ან
გაყიდვის პირობების ცვლილების მცირე მცდელობის შემთხვევაშიც კი მას საერთოდ
კლიენტის გარეშე დაოვებს და გააკოტრებს.

ფასთმაძიებელი - მას შეუძია პროდუქტის სხვადასხვა რაოდენობა სხვადასხვა ფასად


გაყიდოს და ამიტომ უნდა ეძებოს ყველაზე მომგებიანი ფასები

კონკურნცია წარმოებას იმ წერტილისაკენ უბიძგებს რომელშიც ფასები წარმოების ზღვრული


დანახარჯების ტოლია.როდესაც ფასი ზღვრულ ხარჯებზე მეტია ზოგიერთი პროდუქტის
წარმოება შეწყდება მიუხედავად იმისა რომ ფასთიმღებების ბაზარზე მასზე მაინც დიდი
მოთხოვნა იქნება.

9
160(ცხრილი)

წარმატებული ფასისმიერი დისკრიმინაციის სამი პირობა:

1. გამყიდველს უნდა შეეძლოს მოთხოვნის სხვადასხვა ელასიურობის მქონე


მყიდველები
2. თავიდან აიცილოს შეღავათიანი ბილეთების ხელმეორედ გაყიდვა გაზრდილ ფასად.
3. თავიდან აიცილოს მომხმარებელთა უკმაყოფილება

თუ მოგების მაქსიმიზაცია გსურთ გაყიდეთ მხოლოდ ის ერთეულები რომელთა ზღვრული


შემოსავალი ზღვრულ დანახარჯზე მეტი იქნება.

ფასის შემცირებას მოაქვს გარკვეული შემოსავალი რადგან უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს
პროდუქტს და ასევე მოაქვს გარკვეული შემოსავლის დანაკარგიც რადგან მყიდველები
უფრო ნაკლებ ფასს იხდიან.

ფასთმაძიებლები ცდილობენ ისეტი ფასი დაადონ პროდუქტს რომ სწრაფად გაასაღონ ისეი
ერთეულები რომელთა ზღვრული შემოსავალი ზღვრულ დანახარჯზე მეტია.

ადამიანთა უმრავლესობას გონია რომ ფასების დადგენა ხდება ასე


ფასი=დანახარჯებს+დანამატი.თუმცა ისნი ცდებიან.პროდუქტის ფასი დამოკიდებულია მის
მოთხოვნაზე.

ფასთმაძიებლისათვის მნიშვნელოვანია ის რომ გაყიდოს მაღალ ფასად ის ერთეულები


რომლებზეც მოთხოვნა დიდია და გაყიდოს მცირე ფასად ის ერთეულები რომლებიც სხვა
ფასში ვეგარ გაიყიდებოდა.თუმცა მნიშვნელოვანია ასევე ის რომ დაბალ ფასად გასაყიდმა
ერთეულებმა ხელი არ შეუშალონ სხვა ერთეულების მაღალ ფასში გაყიდვას.

ეკონომისტების აზრი ასეთია.უნდა დავაწესოტ ისეთი ფასი რომ გაყიდვიდან მიღებული


დამატებითი შემოსავალი დამატებითი ხარჯების ტოლი იყოს.უფრო მარტვად ომ ვთქვათ
ზღვრული დანახარჯი უნდა იყოს ზღვრული შემოსავლის ტოლი.თუმცა რეალობაში
გამყიდველებს არ აქვთ მოთხოვნის რეალური მრუდები და მათ არ შეუძლიათ ზუსტად
განსაზღვრონ ზღვრული შემოსავალი ძღვრულ დანახარჯებთან შესადარებლად.

როგორ ადგენენ ფასებს მწარმოებლები:

1. ადგენენ ზღვრულ დანახარჯებს და ზღვრულ შემოსავალს


2. ადგენენ პროდუქციის მოცულობას ,რათაგაყიდონ მხოლოდ ის
ერთეულებირომლებისთვისაც ზღვრული შემოსავალი ზღვრულ დანახარჯებზე
მეტია.
3. აწესეენ ისეთ ფასებს,როლებიც მათ საშუალებას მისცემს გაყიდონ მთელი
წარმოებული პროდუქცია.

10
ერთადერთი რაც აბრკოლებს ბაზრის წინასწარ დაყოფას და კონკურენციის მოსპობას არის
ძალზედ დიდი დანახარჯები რომლებიც საჭიროა ამის მისაღწევად.

სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციაზე ზრუნვა არ არის იგივე რაც კონკურენტებზე


ზრუნვა.პირიქით ეს ორი მცნება ერთმანეთს გამორიცხავს.

პროდუქტის ფასსა და მისი წარმოების ზღვრულ დანახარჯებს შორის განსხვავება


პოტენციური უპირატესობის წყაროა.კონკურენცია მხოლოდ მაშნ არსებობს როდესაც
ადამიანები ამ განსხვავებას ხედავენ.კონკურენციას ძალზედ ბევრი სახე აქვს.

კონკურენციას ახასიათებს პროდუქციის მიწოდებიდან მიღებული სარგებლობის


გადანაწილება მყიდველებსა და სხვა მიმწოდებლებს შორის,ამიტომ ფირმები
კონკურენტების მოსაცილებლადხშირად ცდილობენ მიიღონ მთავრობის მხარდაჭერა.

დემპინგი - ეწოდება პროდუქტის დანახარჯებზე დაბალ ფასად გაყიდვას.(იგულისხმება


ზღვრული დანახარჯი). ეს კანონით აკრძალულია და ხშირად ამ ბრალდებას უყენებენ
უცხოელ კონკურენტებს.ხშირად ეს ბრალდება უაზროა რადგან კონკურენტებს ძალზედ
ცოტა ინფორმაცია გააჩნიათ ერთმანეთის წარმოების შესახებ.სწორედ ესაა კონკურენციის
აზრი.

მთავრობა არ იქნება სწორი რომ წარმოვიდგინოთ მონოპოლიებისაგან ხალხის


დამცველად.რადგან ნებისმიერი მთავრობა ქმნის რაღაც განსაკუთრებულ პირობებს რაიმე
კონკრეტული კომპანიებისათვის რაც ჯანსაღ კონკურენციას უშლის ხელს.

თუ კომპანიებს ეკრძალებათ ისეთი ქმედებები რომლებიც მიმართულია მათი ბაზრის წილის


გაზრდისკენ,მაშინ კონკურენცია რეალურად არ არსებობს რადგან ნებისმიერი კომპანიის
მიზანი არის ბაზრის რაც შეიძლება დიდი წილის მოპოვება.

ჰორიზონტალური შერწყმა-ისეთი კომპანიების შერწყმა რომლებიც ერთი და იმავე


საქმიანობას ეწევიან და ერთმანეთის კონკურენტები არიან

ვერტიკალური შერწყმა-ისეთი კოპანიების შერწყმა რმლებიც ერთმანეთისათვის


მიმწოდებელ-მომხმარებელს წარმოადგენენ.

კონგლომერატული შერწყმა-ისეთი კომპანიების შერწყმა რომლებსაც ერთანეთთან საერთო


არაფერი აქვთ.

11
მოგება=წმინდა შემოსავალი=დანახარჯების ასტუმრების შემდეგ დარჩენილი თანხა

მფლობელის დროის ალტერნატიული ღინებულება დანახარჯების ნაწილი აფლისრ არის.

მანქანა დანადგარების ქირის სიდიდე არს დანახარჯების ნაწილი

თუ მიწა ჩვენ გვეკუთვნის მაშინ რენტა არ არის დაახარჯი.ის არს ალტერნატიული


დანახარჯი.

კაპიტალის ფლობაზე უფრო მნიშვნელოვანი წარმოებაში არის გამოყენებული შრომის


ფლობა.
კაპიტალის ან გამოყენებული შრომის არასწორად გამოყენების შედეგად მიღებული
დანაკარგი ალტერნატიული ღირებულებაა და არა დანახარჯი

გამოუყენებელი შეობების ა გაქირავება აის წარმოების რეალური დანახარჯი.

მსყიდველობითი აქტივის შესაძენად გადახდილი ფული დანახარჯი არ არის.

სარგებელი არ არის ფულის ფასი ან მისი გამოყენების სანაცვლოდ გადახდილი თანხა.

ფულის სესხების შემთხვევაში სარგებელი=უკან დასაბრუნებელი თანხა/დღეს აღებლ


თანხაზე.

ადამიანები სარგებელს იხდან იმისათვის რომ დღესვე შეძლონ რესურსებით სარგებლობა.

ჩვენ გადავიხდით სარგებელს იქამდე სანამ მისი განაკვეთი იქნება იმაზე ნაკლები რა მოგების
მიღებასაც ჩვენ ვვარაუდობთ ამ რესურსის გამოყენებისას.

დროითი პრეპერენცია=მომავალში მისაღები თანხა რომელსაც დავთანხმდით/თანხა


რომელსაც ამ მომენტშივე გვაძლევენ

დროითი პრეფერენციების სხვადასხვაობა გამოწვეულია ადამიანთა


ოპტიმისტური/პესიმისტური განწყობა

დროითი პრეფერენციების შესახებ საუბრისას ამ შემთხვევაში არ ვითვალისწინებთ


ინფლაციას.

რისკისათვის ფულის გამსესხებელი მოითხოვს დამატებით პრემიას,როელიც გამოიხატება


რისკის ფაქტორის შესაბამისად სარგებლის განაკვეთის ცვლილებაში.რაც უფრო დიდ რისკზე
მიდის გამსესხებელი მით უფრო მაღალ პროცენტში იძლევა სესხს.ამ პრემიის გარეშე
გამსესხებელი არ იქნებოდა დაინტერესებული მაღალი რისკის ფაქტორის მქონე
სუბიექტისათვის მიეცა სესხი.როდესაც სახელმწიფო აწესებს ზედა ზღვარს სარგებლის
განაკვეთისათვის.მაშნ ის უფრო მსესხებლებს ზღუდავს ვიდრე გამსესხებლებს,რაგდან
გამსესხებელი უბრალოდ აღარ ასესხებს იმ სუბიექტს რომლის რისკის ფაქტორის
გათვალისწინებისას კანონით დაწესებულზე დიდი სარგებლის განაკვეთის მოთხოვნა
მოუწევს.

სარგებლის რეალური განაკვეთი საბაზრო განაკვეთისა და ინფლაციის მოსალოდნელი


დონის სხვაობის ტოლია.

განუსაზღვრელობა-მოგების მიღებისათვის აუცილებელი პირობა,რადგან თუ სარფიანი


საქმის შესახებ ინფორმაციას ყველა მიიღებს მაშნ ის აღარ იქნება სარფიანი.

თუ რაღაც საქმეში დანახარჯებზე ბევრად მეტი შემოსავლის მიღება შეიძლება ყველა ამ


საქმეს მიაწყდება და კონკურენცია იმდენად დიდი იქნება რომ შემოსავალსა და დანახარჯებს
შორის სხვაობა აღარ იარსებებს.

საბოლოო გადაწყვეტილებისათვის მზადყოფნა გადაწყვეტილების მიღების


უფლებამოსილებას გულისხმობს.ეს უფლებამოსილება კი თავისთავად გულისხმობს
ლიდერობას ანუ ხელმძღვანელობას.

ხელმძღვანელობა გულისხმოს რისკის საკუთარ თავზე აღებას.კომპანიის წარუმატებლობის


შემთხვევაში მთელი პასუხისგებლობა აწვება ხელმძღვანელს,დანარჩენებისათვის კი
ხელფასი მაინც გადასახდელია.აქედან გამომდინარე მუშაკებისათვის არაფერი იცვლება
კომპანიის წარმატება/წარუმატებლობით ხოლო ხელმძღვანელი წარმატების შემთხვევაში
მთელ მოგებას საკუთარ ჯიბეში ათავსებს ხოლო წარუმატბლობის შემთხვევაში მთელ
ზარალს საკუთარი ჯიბიდან ფარავს.

საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ანუ ხელმძღვანელი ერთადერთია,ვისაც აქვს იმის


სტიმული,რომ გაითვალისწინოს ყველაფერი, რაც კი დაკავშირებულია დანახარჯებთან და
შემოსავალთან.

არამომგებიაი ინსტიტუტების სავალალო მდგომარეობა განპირობებულია იმით,რომ მათ არ


ჰყავთ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები.(სწორედ ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის
ძირითადი მიზეზი)

კაპიტალიზმი ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას.კაპიტალიზი საშუალებას


გვაძლევს ვაწარმოოთ მოლაპარაკებები,შევთანხმდეთ და შემდეგ დავიცვათ
მოლაპარაკებების შედეგები.

საზოგადოება რომელიც მოგებას კრძალავს საკუთარი წევრების პასუხისმგებლობას


ასუსტებს.

მოგება/წაგებაზე არ უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ ფულის მიხედვით და მატერიალური


თვალსაზრისით.

პროდუქტის ფასის აწევა ბაზარზე განაპირობებს ამ პროდუქტის წარმოების დანახარჯების


ზრდას.

რომელიმე საქმიანობის შემზრუდველი ლიცენზიები ამ საქმიანობის დანახარჯების ზრდას


იწვევს.

მოგება და წაგება განუზღვრელობის შედეგია და მის გარეშე არ არსებობს.იქ სადაც


ყველაფერი ზუსტადაა ცნობილი,მოგებისათვის გამართული კონკურენცია ამ მოგებას
თავადვე სპობს-ის ან მოგებას ამცირებს,ან დანახარჯებს ზრდის.

დისკონტირება და მიმდინარე ღირებულებები


დისკონტირება-მომავალი საქონლის დღევანდელი ღირებულების განსაზღვრა.

PV=FV/(1+i)

FV=PV*(1+i)

FV= future value-სამომავლო ღირებულება

PV= present value-დღევანდელი ღირებულება

I= interest-ინტერესტი(სარგებლის განაკვეთი)

აუცილებელია

სარგებელი რომელსაც ხშირად მოგებაში ურევენ არის დანახარჯი იმისთვის,ვინც მას


იხდის,რომ მივიღოთ რესურსები დღეს,ანუ ესაა დღევანდელი და მომავალი საქონლის
ღირებულებებს შორის სხვაობა.სარგებელი როგორც წესი,დაკავშირებულია ფულად
სესხებთან იმიტომ,რო ფული გამოსახავს დღევანდელი და მომავალი საქონლის გამოყენების
შესაძლებლობას.
სარგებლის განაკვეთი ითვალისწინებს მოლაპარაკებებისა და სესხების დაზღვევის
დანახარჯებს და აგრეთვე ,ინფლაციის მოსალოდნელ დონეს.

საზგადოებაში სარგებლის განაკვეთი ჩვეულებრივ დადებითია რადგან ადამიანები


დღევანდელ საქონელს უფრო მეტად აფასებენ ვიდრე მომავალს.

კონკურენციის ფორმები ნებისმიერ საზოგადოებაში „თამაშის წესებით“ ნ საკუთრების


უფლებით განისაზღვრება, რაც რესურსების განთავსებისა და მათი გამოყენებისგან მიღებულ
მოგებას განაპირობებს.

თავი 11

მოგება

როდესაც მფლობელი თავად უძღვება წარმოებას დანახარჯების ნაწილს მისი საკუთარი


შრომა წარმოადგენს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მიმდინარე დანახარჯებში არ
ითვალისწინებს საკუთარ ხელფასს და საკუთარ სახელზე ყოველკვირეულ ქვითრებსაც არ
გასცემს. იმ შესაძლებლობების ღირებულება, რომელზეც მფლობელი უარს ამბობს საკუთარ
საწარმოში შრომის სანაცვლოდ, რა თქმა უნდა დანახარჯია.

ტერმინი ,,კაპიტალი'' ეკონომიკაში ნიშნავს ,,წარმოებულ საქონელს, რომელიც გამოიყენება


მომავალი საქონლის წარმოებისთვის''. მანქანადანადგარები ამის სტანდარტული
მაგალითია. მაგრამ შემოსავალი, რომელსაც კაპიტალის მფლობელი იღებს იმისგან, ვისაც
საკუთრების გამოყენების ნებას აძლევს, არის რენტა, ანუ ქირა. ეს წარმოების გარკვეული
სახის დანახარჯია. კაპიტალის, ან შრომის არაოპტიმალურად გამოყენების გამო დაკარგული
შემოსავალი ალტერნატიული ღირებულებაა და არა მოგება.

გამოუყენებელი ქირა წარმოების რეალური დანახარჯია, როდესაც შენობა საწარმოს


მფლობელის საკუთრებაშია, ისევე, როგორც მაშინ, როდესაც ის შენობას სხვისგან ქირაობს.

თუ საწარმოს მფლობელი მსყიდველობით უნარს საკუთარი დანაზოგებიდან იღებს, ის


კარგავს იმ სარგებელს, რომელსაც ეს დანაზოგი მოუტანდა. ის ალტერნატიულ
ღირებულებას იხდის. თუ მწარმოებელს დანაზოგი არა აქვს, მაშინ უნდა ისესხოს, რათა
საჭირო მსყიდველობითი უნარი ჰქონდეს და სარგებელი უნდა იხადოს. თითოეულ
შემთხვევაში სარგებელი დანახარჯია და არა – მოგება.

არც ერთი ჩვენგანი არ იხდის სარგებელს იმ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის.
სარგებელს ვიხდით მხოლოდ მაშინ, როდესაც ფულს ვსესხულობთ. დაბრუნებული თანხისა
და სესხად აღებული თანხის შეფარდება განსაზღვრავს სწორედ სარგებლის განაკვეთს.
სარგებელი ფასია, რომელსაც ადამიანები იხდიან იმისთვის, რომ რესურსები დღესვე მიიღონ
და არ ელოდონ, როდის გამოიმუშავებენ იმდენ ფულს, რომ ამ რესურსების შეძენა შეძლონ.
ყველაფერს აჯობებს, სარგებელი განვიხილოთ, როგორც დანამატი იმისთვის, რომ გვქონდეს
საშუალება, რესურსით დღესვე ვისარგებლოთ. მსესხებლებს არა იმდენად ფული, არამედ
მსყიდველობითი უნარი სჭირდებათ.

თუ დღევანდელ 1000 დოლარს იმავე ღირებულებას ანიჭებთ, რასაც მომავალი წლის 1250
დოლარს, მაშინ თქვენი დროითი უპირატესობების მიმდინარე ნორმა 25 პროცენტის ტოლია.

სარგებლის გადახდა იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანებმა უარი თქვან რესურსების


მიმდინარე გამოყენებაზე. ეს არის ფასი, რომელიც გამსესხებლებს უნაზღაურებს დაკარგული
შესაძლებლობების ფასს და ფასი, რომლის გადახდისთვის მზად არიან მსესხებლები იმ
შესაძლებლობების სანაცვლოდ, რომელსაც მათ სესხი აძლევს. სარგებლის განაკვეთები
საზოგადოების დროითი უპირატესობების მიმდინარე ნორმას ასახავს. ამას გარდა, ისინი
შეიცავენ სხვადასხვა სიდიდის პრემიებს რისკისთვის და იმ დანახარჯებს, რომლებიც
სესხებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს თან ახლავს.

როდესაც კანონმდებლები აფიქსირებენ `წლიური სარგებლის~ ზედა ზღვარს, ისინი არა


იმდენად სარგებლის განაკვეთს ამცირებენ, არამედ მსესხებლების ზოგიერთ კატეგორიას
ართმევენ სესხის მიღების შესაძლებლობას.

შემოსავალი, რომელსაც ითხოვს გამსესხებელი სესხის გაცემის სანაცვლოდ,


დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი მიღება შეეძლო მას, სესხი სხვა მსესხებლისთვის რომ
მიეცა და, აგრეთვე, ამ კონკრეტულ სესხთან დაკავშირებულ რისკზე.

სარგებლის განაკვეთში შედის დამატებითი თანხა, ფულის მსყიდველობითი უნარის


მოსალოდნელი შემცირების შემთხვევაში გამსესხებლის საკომპენსაციოდ.

გაცვლაგამოცვლა ხდება არა ფულით, არამედ მსყიდველობითი უნარით.

სარგებლის რეალური განაკვეთი საბაზრო (ნომინალური) განაკვეთისა და ინფლაციის


მოსალოდნელი დონის სხვაობის ტოლია. გარანტირებული შემოსავალი, რომელიც
დანახარჯებზე მეტია, აუცილებლად მიიზიდავს ახალ ფირმებს. დარგში მათი შეღწევა
პროდუქციის მოცულობას გაზრდის და, მოთხოვნის კანონის თანახმად, საქონლის ფასს
შეამცირებს, რითაც შემცირდება სხვაობა მთლიან შემოსავალსა და მთლიან დანახარჯებს
შორის. ეს სხვაობა შესაძლოა შემცირდეს მეორე მხრივაც, თუ ახალი ფირმები გაზრდიან
მოთხოვნას და დანახარჯებს იმ რესურსებზე, რომლებიც ამ კონკრეტული საქონლის
წარმოებას სჭირდება. როდესაც სხვაობა მთლიან დანახარჯებსა და მოსალოდნელ მთლიან
შემოსავალს შორის გაქრება, ანუ როდესაც მოგება განულდება, ახალ ფირმებს მოცემულ
სფეროში შეღწევის სტიმულები აღარ ექნებათ.

მაგრამ მოგება არსებობს და იარსებებს კონკურენციის შედეგად მისი შემცირების


ტენდენციის მიუხედავად. მაგრამ ეს ხდება განუზღვრელობის გამო, ურომლისოდაც
ყველაფერი, რაც კი მოგებასთანაა დაკავშირებული, ყველასთვის ცნობილი გახდებოდა.
ადამიანები მოგების მიღების ყველა შესაძლებლობას გამოიყენებდნენ და, აქედან
გამომდინარე, მოგება თანდათან ყველგან განულდებოდა.

განუზღვრელობა რომ არ არსებობდეს, არც მოგება იქნებოდა და არც დანაკარგები. ამიტომ


შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოგება (ან დანაკარგები) განუზღვრელობის შედეგია. ამგვარად,
მოგება არ გახლავთ ამა თუ იმ რესურსის დაუფლების საფასური. ეს არის ნაშთი, ანუ ის, რაც
რჩება შემოსავლიდან, როცა ყველა დანახარჯი დაფარულია. ეს არის სხვებზე ზუსტი
სამომავლო პროგნოზის მიხედვით მოქმედების შედეგი.

ქონების დაგროვება შეიძლება ისეთი საქონლის წარმოებით, რომელიც წარმოების


დანახარჯებზე გაცილებით მეტ ფასად გაიყიდება, ან ისეთ საწარმოში ინვესტირებით,
რომელიც მოგებას მოიტანს. მაგრამ, მეტად მნიშვნელოვანია, რომ შედეგი განუზღვრელი
იყოს.

ანტრეპრენიორები ანუ მწარმოებლები, როდესაც განუზღვრელობა ქრება, კონკურენტული


ვაჭრობის შედეგად მიღებული მოგება გადაიქცევა წარმოების დანახარჯებად.

როდესაც მთავრობა ცდილობს ფერმერების შემოსავლის გაზრდას და ხორბლის მაღალ ფასს


აწესებს, მიწა უფრო ღირებული ხდება და, შესაბამისად, მისი ფასიც იზრდება. ფერმერ-
მოიჯარეები მეტ ქირას იხდიან, ხოლო ის ფერმერები, რომელთაც მიწის ნაკვეთების შეძენა
სურთ, იძულებულნი არიან, ამისთვის მეტი გადაიხადონ. ფერმერების `მოგების~ ზრდა,
რომელიც მთავრობის ასეთი ქმედების მიზანი იყო, იწვევს ხორბლის წარმოების
დანახარჯების ზრდას, რაც მიწის გამოყენების დანახარჯების ზრდითაა განპირობებული.
რომელიმე საქმიანობის შემზღუდველი ლიცენზიები ამ საქმიანობის დანახარჯების ზრდას
იწვევს.

იქ, სადაც ყველაფერი ზუსტადაა ცნობილი, მოგებისთვის გამართული კონკურენცია ამ


მოგებას თავადვე სპობს – ის ან მოგებას ამცირებს, ან დანახარჯებს ზრდის.

დისკონტირების პროცესი, რომელიც მომავალი საქონლის დღევანდელი ღირებულების


განსაზღვრის საშუალებას იძლევა, ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად
მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

თავი 13

გარეგანი ეფექტები და საკუთრების უფლებათა კონფლიქტი

სხვა ადამიანების მიერ მიღებულ სარგებელსა და დანახარჯებს მხოლოდ მაშინ ენიჭება


მნიშვნელობა, როდესაც ეს სარგებელი და დანახარჯები გადაწყვეტილების მიმღებზეც
მოქმედებს. გადაწყვეტილების მიღებისას სხვა ადამიანებისათვის მიყენებულ
გაუთვალისწინებელ დანახარჯებს ეკონომისტები ქმედებების გარე დანახარჯებს ანუ
უარყოფით გარეგან ეფექტებს უწოდებენ. უარყოფითი გარეგანი ეფექტების მთლიანად
გამორიცხვა შეუძლებელია.

უარყოფითი გარეგანი ეფექტების პრობლემების შემცირების ყველაზე გავრცელებული ხერხი


მოლაპარაკებაა. მაგრამ, მოლაპარაკებები ეფექტიანი ვერ იქნება, თუ საკუთრების უფლებები
მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული. ნებისმიერი ნებაყოფლობითი გაცვლა კარგად მხოლოდ
იმ შემთხვევაში მუშაობს, როდესაც მასში ჩართული ყველა მონაწილე ეთანხმება იმას, თუ
ვის რა ეკუთვნის.

გარეგანი ეფექტების შემცირების კიდევ ერთი ხერხი არის სასამართლო გადაწყვეტილებები.

გარეგანი ეფექტების პრობლემისადმი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიდგომაა


ერთიანი შეზღუდვების დადგენა – ,,უბრძანე და აკონტროლე". კონკრეტული თარიღის
შემდეგ არავის აქვს უფლება, ჰაერში ან წყალში გაუშვას კონკრეტული ნივთიერების
კონკრეტულ რაოდენობაზე მეტი. ეს მიდგომა, ჩვეულებრივ, არ იწვევს დაბინძურების
შემცირების დანახარჯების მინიმიზაციას. ის უგულებელყოფს სხვადასხვა მეთოდებს,
რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მოცემული მიზნის მიღწევა და მწარმოებლებს
უმცირებს სტიმულს, ყველაზე იაფი ალტერნატიული შესაძლებლობების მოსაძებნად და
დასანერგად.

ფიზიკური შეზღუდვები, ნებისმიერი სახის ,,ბრძანებისა და კონტროლის" მეთოდები,


ჩვეულებრივ, ჩამოუვარდება გადასახადებს, როგორც დაბინძურების კონტროლის მეთოდს.
საგადასახადო მიდგომა ცდილობს ფულადი ხარჯების ისეთნაირად შეცვლას, რომ ისინი
ასახავდნენ ახალ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ ვის რა უფლებები აქვს. მაგრამ,
მომავალში იგი ყველა მხარეს გაცვლების თავისუფლების შანსს უტოვებს მათივე საკუთარი
შედარებითი უპირატესობების საფუძველზე, რათა ახალი საზოგადოებრივი მიზნების
მიღწევა უზრუნველყოს ყველაზე ეფექტიანი გზით.
მოთხოვნა რომელიმე საქონელზე არასდროსაა სრულად არაელასტიური – ისეთი საქონლის
შემთხვევაშიც კი, როგორიც სუფთა ჰაერია. იმის გადაწყვეტისას, თუ რამდენი გვინდა,
მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ მეტის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ
უარს ვიტყვით ჩვენთვის სასურველი სხვა საქონლის უფრო დიდ რაოდენობაზე.

ადამიანებს იმდენი თავისუფლება უნდა მივცეთ, რომ მათ პირადი შეთანხმების გზების
არჩევა გაუადვილდეთ.

ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ საკუთრების ურყევ უფლებებს. როდესაც


ადამიანებმა იციან, თუ რა წესები მოქმედებს და შეუძლიათ ამ წესებს დაეყრდნონ,
ტრანსაქციული ხარჯები კლებულობს და ეფექტიანი თანამშრომლობა იზრდება.

თავი 15

ეკონომიკური სისტემების ზოგადი დახასიათება

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (ცნობილი, როგორც მსოფლიო


ბანკი) რეგულარულად აქვეყნებს ანგარიშებს მსოფლიოს განვითარების შესახებ, სადაც ის
ცდილობს განაზოგადოს ყველა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების ეფექტიანობა.
მსოფლიო ბანკი ქვეყნებს ჰყოფს როგორც მაღალშემოსავლიან, საშუალოშემოსავლიან,
დაბალშემოსავლიან ეკონომიკებს.

დაბალშემოსავლიანი ეკონომიკის მქონედ ითვლებიან ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა


ათას აშშ დოლარზე ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებს ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში.

კრიტერიუმს, რომელიც გამოიყენა მსოფლიო ბანკმა ამ ქვეყნების კლასიფიცირებისთვის,


წარმოადგენს მთლიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე.

მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოადგენს მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით


წარმოებული ყველა საბოლოო პროდუქტის საბაზრო ღირებულებათა ჯამს. შეიძლება
მთლიანი შიდა პროდუქტი გავზომოთ სხვაგვარად – როგორც ყველა იმ ღირებულებათა
ჯამი, რომელიც იქმნება წარმოების პროცესის ყოველ ეტაპზე.

მშპ-ს შესაძლოა შევხედოთ, როგორც მთლიან ეროვნულ შემოსავალს. ეროვნული


შემოსავალი წარმოადგენს იმ შემოსავლების ჯამს, რომლებსაც იღებენ წარმოების პროცესის
მონაწილეები: სამუშაო ძალის, კაპიტალის და სხვა რესურსების მფლობელები. საერთო
გამოშვების ღირებულება აუცილებლად უნდა უტოლდებოდეს ეროვნულ შემოსავალს
იმიტომ, რომ ყოველი დოლარი დახარჯული გამოშვებისთვის სხვებისთვის შემოსავალს
წარმოადგენს. გამონაკლისს წარმოადგენს დამატებითი ღირებულების გადასახადი.

მთლიანი შიდა პროდუქტი=ყველა მწარმოებლის მიერ შექმნილი დამატებითი


ღირებულება=ყველა მწარმოებლის მიერ მიღებული შემოსავალი=ახლად წარმოებული
საბოლოო პროდუქციის საერთო შესყიდვები.

ითვლება, რომ გაუყიდავი საქონლის მყიდველები თვით მათი მწარმოებელი ფირმებია და


ისინი ფირმის მარაგებს ემატება.

მაშასადამე, შესაძლებელია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი სამი მეთოდით გაიზომოს, და


ყოველი მეთოდი ერთი და იგივე შედეგს გვაძლევს, თუ გამოთვლებში შეცდომა არ იქნა
დაშვებული: (1) ღირებულება, დამატებული ყოველი მწარმოებლის მიერ საბოლოო
პროდუქტის საერთო გამოშვებაში მონაწილების პროცესში; (2) საერთო შემოსავალი,
მიღებული ხელფასის, პროცენტის, რენტის და მოგების სახით, მათ მიერ ვინც საკუთარი
რესურსის გამოყენებით მონაწილეობდა საერთო გამოშვებაში; (3) საბოლოო პროდუქციის
საერთო შესყიდვები განხორციელებული საოჯახო მეურნეობების, სახელმწიფოს, ფირმების
მიერ, პლუს უცხოელების მიერ ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციის შესყიდვებს
დაკლებული უცხოელების მიერ ქვეყნის შიგნით წარმოებული გაყიდვები. თუ გაუყიდავი
საქონელი აღირიცხება როგორც დამატებითი მარაგები და ემატება ფირმების საერთო
შესყიდვებს, საოჯახო მეურნეობების, სახელმწიფოს, ბიზნესის და უცხოელების მიერ
გაწეული (წმინდა) ხარჯები საბოლოო პროდუქტზე უნდა ემთხვეოდეს წარმოებული
პროდუქციის საერთო ღირებულებას.

ყოველი ქვეყნის მშპ, რომელიც დათვლილია ამ ქვეყნის ეროვნულ ვალუტაში უნდა გაიყოს ამ
ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე და შემდეგ მიღებული შედეგი გადაყვანილ იქნას აშშ
დოლარებში მიმდინარე გადაცვლის კურსის მიხედვით.

ეკონომიკური ზრდა იყო კომერციული საზოგადოების ევოლუციის შედეგი, იმ


საზოგადოებისა, სადაც ყოველი წევრი დასპეციალიზირებულია და ცხოვრობს მისი გაცვლის
ხარჯზე.

ადამიანები არ გააკეთებენ ინვესტირებას მომავალში, არ მოახდენენ სარგებლიანობის


მომტანი პროექტების განხორციელებას, ან ზოგადად არ გაწევენ ხარჯებს, თუ არ არსებობს
გონივრულად დაცული და უზრუნველყოფილი საკუთრების უფლებები.

გონივრულად ჩამოყალიბებული საკუთრების უფლებები და მისი მნიშვნელოვანი შედეგი –


ამ უფლებების თავისუფლად გაცვლა-გამოცვლა – აუცილებელი პირობაა კომერციული
საზოგადოების ევოლუციისათვის, სადაც ადამიანები ეფექტიანად კოოპერირებენ იმისათვის,
რომ შექმნან და გამოიყენონ რესურსები თავიანთი და სხვათა მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად ისე, რომ ადგილი ჰქონდეს ეკონომიკურ ზრდას.

ერთობლივი გამოშვება და შესაბამისად ერთობლივი შემოსავალი, განსაკუთრებით


განვითარებულ ქვეყნებში, მნიშვნელოვან რყევებს განიცდის.

აუცილებელია მშპ-ს დაკორექტირება ფასების ცვლილებების ანუ ინფლაციის


გათვალისწინებით. ეკონომიკური ანალიზის სამსახური `დეფლირებას~ უკეთებს მონაცემებს
მშპ-ში იმისათვის, რომ გამოთვალოს როგორი იყო მშპ წლიდან წლამდე ფასების
უცვლელობისას. სამსახური ირჩევს ბოლო წელს, როგორც საბაზისო წელს და ითვლის რა
იქნებოდა საერთო გამოშვების მიმდინარე ღირებულება არჩეული წლის ფასებში. ამ
მონაცემებს იგი არქმევს რეალურ მშპ-ს, იმისათვის, რომ განასხვავოს ის ნომინალური მშპ-
გან. რეალური მშპ წარმოადგენს წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით წარმოებული
საბოლოო პროდუქტის ღირებულებას საბაზისო წლის ფასებში. ეს არის წარმოების
მოცულობის ცვლილების ყველაზე თანამედროვე საზომი.

მშპ-ს დეფლატორი = (ნომინალური მშპ/რეალური მშპ)×100.

დღეისათვის, მშპ-ს დეფლატორი ფულის მსყიდველობითი უნარის ცვლილების ყველაზე


თანამედროვე საზომია, მაგრამ იგი ნაკლებად ცნობილია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების
ინდექსი (სფი), რომელიც წარმოადგენს ტიპური მომხმარებლის სამომხმარებლო კალათაში

შეტანილი პროდუქტების ფასების ცვლილების საზომს.


თუ ინფლაცია სინამდვილეში არ აძვირებს ცხოვრებას, მაშინ რატომაა ის პრობლემა?
პრობლემა, რომელსაც ინფლაცია წარმოშობს, თითქმის მთლიანად განუსაზღვრელობასთანაა
დაკავშირებული. პრობლემას ის ფაქტი კი არ წარმოქმნის, რომ ფულის ღირებულება ორჯერ
შემცირდა, არამედ ის, რომ შეუძლებელია ფულის მომავალი ღირებულების პროგნოზირება.
ინფლაციის მაღალი, მაგრამ სტაბილური, ტემპი უფრო ნაკლებ პრობლემებს ქმნის, ვიდრე
დაბალი, მაგრამ არაპროგნოზირებადი ტემპი.

დეფლაცია, რომელიც ფულის მსყიდველობითი უნარის ზრდას წარმოადგენს, ისეთივე


პრობლემაა საზოგადოებისთვის, როგორც ინფლაცია, იმის გამო, რომ მასაც
განუსაზღვრელობა შემოაქვს დაგეგმვის პროცესში.

ის მრუდი, რომელიც გამოხატავს მშპ-ს დეფლატორს უნდა დაეცეს ნულის ქვევით, რომ
ასახოს რეალური დეფლაცია, ან ფასების დონის ვარდნა. თუ მხოლოდ იკლებს, მაშინ ის
დეზინფლაციაა.

სტაგფლაცია - რეცესია ინფლაციასთან ერთად.

საერთო შემოსავალი ყოველთვის საერთო გამოშვების ტოლია.

იმის გამო, რომ ყოველი დახარჯული თანხა ვიღაცისთვის შემოსავალია, ხოლო შემოსავალი,
თავის მხრივ, განსაზღვრავს რამდენს დახარჯავენ ადამიანები, ამიტომ გადაწყვეტილებამ
დახარჯო მეტი ან ნაკლები, რომელიც სავარაუდოდ ნაკარნახევია მოსახლეობის
მომავლისადმი შერყეული რწმენით, შესაძლებელია გამოიწვიოს სპირალისებური ეფექტი.

You might also like