You are on page 1of 20

მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

პასუხები ამოცანათა კრებულისათვის

თემა 1
სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?
1 - სიმართლეა
2 - სიმართლეა
3 - მცდარია
4 - მცდარია
5 - მცდარია

ტესტები
1–ბ
2–გ
3–ა
4–დ
5–გ
6–გ
7–ა
8–ა
9–ა
10 – გ

სავარჯიშო 1
ა - გეგმიურ-მრძანებლური
ბ - ტრადიციული
გ - ტრადიციული
დ - გეგმიურ-მრძანებლური
ე - საბაზრო (შერეული)
ვ - გეგმიურ-მრძანებლური

სავარჯიშო 2
მართალია ჰერმონი, რადგან იგი ახდენს ზღვრული დანახარჯისა და ზღვრული სარგებლის
ურთიერთშედარებას და გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე იღებს.

სავარჯიშო 3
„---------------“

სავარჯიშო 3
5000 ლარის მაშინვე დახარჯვის ალტერნატიული დანახარჯია ის თანხა რასაც მივიღებდით
თანხის ბანკში დეპოზიტზე შენახვით. ე.ი. 5000*0.09=450 ლარი.

სავარჯიშო 4
გიორგისთვის მიზანშეწონილია თუ არა მაღალმთიან დასახლებაში მუშაობა
(დაბალანაზღაურებადი სამუშაო) დამოკიდებულია იმაზე, რა არის მისთვის ამ სამუშაოს

1
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

ალტერნატიული დანახარჯი. ეს არის 7000 – 5500 = 1500 ლარი. თუ ბათუმში მუშაობის


ალტერნატიული დანახარჯი მეტია 1500 ლარზე, მაშინ გიორგი გადაწყვეტს გურიაში
მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იქნება ბათუმში.

თემა 2
სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?
1 - სიმართლეა
2 - სიმართლეა
3 - მცდარია
4 - მცდარია
5 - მცდარია

ტესტები
1–ა
2–ა
3–ა
4–ბ
5–ა
6–ა
7–ა
8–ა
9–დ
10 – ბ

სავარჯიშო 1

ა - მარიამი (საოჯახო მეურნეობები), მაღაზია (ფირმები). გარიგება მოხდება საქონლისა და


მომსახურების ბაზარზე, სადაც მაღაზია 1 პურს გასცემს მარიამზე და სანაცვლოდ მარიამი 1
ლარს გადაუხდის ფირმას.

2
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

ბ - გიორგი (საოჯახო მეურნეობები), კაფე (ფირმები).გარიგება მოხდება საწარმოო


ფაქტორების ბაზარზე, სადაც კაფე 8 ლარს (ხელფასს) გასცემს გიორგიზე და სანაცვლოდ
გიორგი შრომას მიაწოდებს კაფეს.
გ - ლევანი (საოჯახო მეურნეობები), ინტერნეტ პროვაიდერი (ფირმები).გარიგება მოხდება
საქონლისა და მომსახურების ბაზარზე, სადაც ინტერნეტ პროვაიდერი ინტერნეტს აწოდებს
ლევანს და სანაცვლოდ ლევანი საათში 2 ლარს უხდის ინტერნეტ პროვაიდერს.
დ - კლიენტი (საოჯახო მეურნეობები), სილამაზის სალონი (ფირმები).გარიგება მოხდება
საქონლისა და მომსახურების ბაზარზე, სადაც სილამაზის სალონი სტილისტის
მომსახურებას აწოდებს კლიენტს და სანაცვლოდ კლიენტი საათში 12 ლარს უხდის
სილამაზის სალონს.
ე - კაპიტალის მიმწოდებელი (საოჯახო მეურნეობები), ფირმა (ფირმები).გარიგება მოხდება
საწარმოო ფაქტორების ბაზარზე, სადაც ფირმა თანხას გასცემს კაპიტალის მიმწოდებელზე
და სანაცვლოდ კაპიტალის მიმწოდებელი ახალ ტექნოლოგიებს მიაწოდებს ფირმას.

სავარჯიშო 2
1 – პოზიტიური
2 – პოზიტიური
3 – ნორმატიული
4 – ნორმატიული
5 – პოზიტიური

სავარჯიშო 3
ა - მეტი განათლების ალტერნატიული დანახარჯები გამოითვლება ნახაზზე შესაბამისი
„დათმობილი“ ეროვნული თავდაცვის ხარჯზე.
ბ - როცა მეტი განათლებით საზოგადოების „გაჯერება“ ხდება, მისი ალტერნატიული
დანახარჯები იზრდება (ვინაიდან, „ნაკლები“ თავდაცვა ახლა უფრო ფასეული ხდება)
გ - რესურსების შეზღუდულობიდან გამომდინარე, მათი სხვადასხვა კომბინაციებით
გადანაწილება ალტერნატიული დანახარჯების ცვლილებას იწვევს.

სავარჯიშო 4
1 – BD1
2 – AA1
3 – CC1
4 – X წერტილი: მიუღწეველი დონე არსებული რესურსებისა და ტექნოლოგიების პირობებში
5 – Y წერტილი: არაეფექტიანი წარმოების დონე

თემა 4
სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?
1 - მცდარია
2 - მცდარია
3 - სიმართლეა
4 - სიმართლეა
5 - მცდარია

3
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

ტესტები
1–დ
2–გ
3–დ
4–ა
5–დ
6–ბ
7–გ
8–ბ
9–გ
10 –ბ

სავარჯიშო 1
ა - PE=1,5 ლარი, QE=80 ათასი ლიტრი
ბ - PE=1,75 ლარი, QE=110 ათასი ლიტრი
1 ლიტრის ფასი (ლარი) მოთხოვნის რაოდენობა მიწოდების რაოდენობა
(ათასი ლიტრი) (ათასი ლიტრი)
1.25 170 50
1.50 140 80
1.75 110 110
2.00 80 140
2.25 70 170
2.50 62 180
გ - P =2 ლარი, Q =80 ათასი ლიტრი
E E

1 ლიტრის ფასი (ლარი) მოთხოვნის რაოდენობა მიწოდების რაოდენობა


(ათასი ლიტრი) (ათასი ლიტრი)
1.25 170 0
1.50 140 20
1.75 110 50
2.00 80 80
2.25 70 110
2.50 62 120

დ - „---------------“

სავარჯიშო 2
ა - მოთხოვნის მრუდი (D) გადაადგილდება მარჯვნივ და ზემოთ, წონასწორული ფასი (PE)
გაიზრდება, წონასწორული რაოდენობა (QE) გაიზრდება
ბ - მიწოდების მრუდი (S) გადაადგილდება მარცხნივ და ზემოთ, წონასწორული ფასი (PE)
გაიზრდება, წონასწორული რაოდენობა (QE) შემცირდება
გ - მოთხოვნის მრუდი (D) გადაადგილდება მარჯვნივ და ზემოთ, წონასწორული ფასი (PE)
გაიზრდება, წონასწორული რაოდენობა (QE) გაიზრდება

სავარჯიშო 3

4
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

არა, რადგან კომპიუტერებზე მოთხოვნის ზრდა იწვევს მოთხოვნის მრუდის (D)


გადაადგილებას მარჯვნივ და ზემოთ, რასაც მოყვება მიწოდების რაოდენობის ზრდა.
(შეხსენებისთვის, მოთხოვნის ან მიწოდების ზრდა მრუდის გადაადგილებას ნიშნავს, ხოლო
მოთხოვნის ან მიწოდების რაოდენობის ზრდა მრუდის გასწრივ მოძრაობაში აისახება).

თემა 5
სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?
1 - სიმართლეა
2 - მცდარია
3 - სიმართლეა
4 - მცდარია
5 - მცდარია

ტესტები
1–დ
2–გ
3–ბ
4–ა
5–ბ
6–დ
7–ა
8–ა
9–გ
10 – ა

სავარჯიშო 1
ა-

EB = = = =- | | 0.23 არაელასტიკური მოთხოვნა

ET = = = =- | | 1.28 ელასტიკური მოთხოვნა

ბ - ტურისტებისთვის მოთხოვნა ელასტიკურია, ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის კი


არაელასტიკური, ვინაიდან ამ უკანასკნელისთვის დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია და
ბილეთის ფასი ნაკლებად აწუხებთ, ხოლო ტურისტები მზად არიან ხელსაყრელი ბილეთის
მისაღებად თემაანთი დრო შესწირონ ოღონდ კი თანხა დაზოგონ.

სავარჯიშო 2
ა - P1E=60 და Q1E=350, P2E=60 და Q2E=350
ბ - Y1=P1xQ1=60x350=21 000 და Y2=P2xQ2=60x350=21 000
გ - P1E=72 Q1E=325 Y1=72x325=23 400, P2E=65 Q2E=300 Y1=65x300=19 500
დ - ნახაზზე 1, მიწოდების 100 ერთეულით გაზრდას ფასის 60-დან 72-მდე გაზრდა და
შემოსავლის 21 000-დან 23 400-მდე გაზრდა მოყვა რაც იმის გამო მოხდა, რომ მოთხოვნა

5
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

არაელასტიკური იყო ე.ი. ფასის ზრდის შედეგად რაოდენობა უფრო ნაკლებად შემცირდა,
როგორც ფასი გაიზარდა.
ნახაზზე 2, მიწოდების 100 ერთეულით გაზრდას ფასის 60-დან 65-მდე გაზრდა და
შემოსავლის 21 000-დან 19 500-მდე შემცირება მოყვა რაც იმის გამო მოხდა, რომ მოთხოვნა
ელასტიკური იყო ე.ი. ფასის ზრდის შედეგად რაოდენობა უფრო დიდზე შემცირდა, ვიდრე
ფასი გაიზარდა.

სავარჯიშო 3
ფასდადების ორდონიანი სტრატეგია უნდა გამოვიყენოთ: მოზრდილებისთვის გავზარდოთ
ფასი (რადგან არაელასტიკურია მათი მოთხოვნა, რაოდენობა დიდად არ შემცირდება და
ჯამში, შემოსავალი გაიზრდება), ხოლო ბავშვებისთვის შევამციროთ ფასი (რადგან
ელასტიკურია მათი მოთხოვნა და ფასის შემცირებას ისინი რაოდენობის უფრო დიდად
გაზრდით უპასუხებენ. შედეგად, შემოსავლები გაიზრდება).

სავარჯიშო 4
მოიმატებს თუ არა უნივერსიტეტის შემოსავლები, დამოკიდებულია ფასის მიხედვით
მოთხოვნის ელასტიკურობის სიდიდეზე. თუ უნივერსიტეტში სწავლაზე მოთხოვნა სწავლის
საფასურის მიმართ არაელასტიკურია, მაშინ სწავლის გადასახადის მომატება
უნივერსიტეტში სწავლაზე მოთხოვნას დიდად არ შეამცირებს და საერთო ჯამში, გაზრდის
შემოსავლებს უნივერსიტეტისთვის, ხოლო თუ უნივერსიტეტში სწავლაზე მოთხოვნა
სწავლის საფასურის მიმართ ელასტიკურია, მაშინ სწავლის გადასახადის მომატება
უნივერსიტეტში სწავლაზე მოთხოვნას უფრო მეტად შეამცირებს და საერთო ჯამში,
შეამცირებს შემოსავლებს უნივერსიტეტისთვის.

თემა 6
ტესტები
1–დ
2–ა
3–ბ
4–გ
5–ა
6–გ
7–ბ
8–ა
9–ა
10 – ბ

სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?


1 - სიმართლეა
2 - მცდარია
3 - სიმართლეა
4 - მცდარია
5 - მცდარია

6
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

სავარჯიშო 1
1 – PE=2500 ლარი და QE=20,000 ადამიანი
2 – ფასის ზედა ზღვარი P=3500 (2500+1000) არ არის შემზღუდავი. ამიტომ ახალი საბაზრო
ფასი ისევ იქნება 2500 ლარი.
3 – ფასის ზედა ზღვარი P=2000 (2500-500) შემზღუდავია. ამიტომ ახალი საბაზრო ფასი
იქნება 2000 ლარი. არსებულ ფასზე მოთხოვნის რაოდენობა არის 25 000 ადამიანი, ხოლო
მიწოდების რაოდენობაა 15 000 ადამიანი. ადგილი აქვს დეფიციტს 10 000 ადამიანის
ოდენობით.

სავარჯიშო 2
ა - PE=10 და QE=100
ბ - t=11-8=3
გ - მყიდველის „ტვირთი“ = 11-10 = 1
დ - გამყიდველის „ტვირთი“ = 10-8 = 2
ე - ბაზარზე საქმიანობა შემცირდება 10 ერთეულით (100 – 90)
ვ - მყიდველების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა არის 1*90 = 90
ზ - გამყიდველების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა არის 2*90 = 180
თ - ვინაიდან მეტი გადასახადის გადახდა გამყიდველებმა „იტვირთეს“, ამიტომ ფასის
მიხედვით მიწოდება არაელასტიკურია, ხოლო მოთხოვნა ელასტიკური.

სავარჯიშო 3
ა - ბაზარზე გაჩნდება ყურძნის სიჭარბე. ფასის ქვედა ზღვარი იქნება წონასწორული ფასის
მაღლა.
ბ - შესაძლებელია. როგორც ჩანს, ფასის მიხედვით ყურძენზე მოთხოვნა ელასტიკური
ყოფილა და როდესაც ფასი გაიზარდა, ამან შეძენილი ყურძნის რაოდენობა საგრძნობლად
შეამცირა. შედეგად კი, ფერმერების მიერ მიღებული შემოსავალი (რომელიც ფასისა და
რაოდენობის ნამრავლია), რაოდენობის შემცირების ხარჯზე, ისიც შემცირდა.
გ - ისარგებლებს გლეხი რომელიც მაღალ ფასად ყიდის ახლა. დაზარალდება მთავრობა,
რომელიც ფასნამატის გადამხდელია. თუმცა ვინაიდან ამ თანხების გაღება ბიუჯეტიდან
ხდება, საბოლოო ჯამში დაზარადლება მთლიანად საზოგადოება, ვინაიდან საბიუჯეტო
შენატანები ამ საზოგადოების მიერ არის გაღებული.

სავარჯიშო 4
ა - მოთხოვნის მრუდი (D) გადაადგილდება მარცხნივ და დაბლა. წონასწორული რაოდენობა
და ფასი შემცირდება.
ბ - მიწოდების მრუდი (S) გადაადგილდება მარცხნივ და მაღლა. წონასწორული რაოდენობა
შემცირდება, წონასწორული ფასი გაიზრდება.
გ - ფასის ქვედა ზღვარი იქნება შემზღუდავი და მრუდზე მოთავსებული იქნება
წონასწორული ფასის მაღლა. წონასწორული ფასი გაიზრდება, წონასწორული რაოდენობა
შემცირდება.
დ - მოთხოვნის მრუდი (D) გადაადგილდება მარცხნივ და დაბლა. წონასწორული
რაოდენობა და ფასი შემცირდება.

7
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

თემა 7

სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?


1 - სიმართლეა
2 - სიმართლეა
3 - მცდარია
4 - მცდარია
5 - სიმართლეა

ტესტები
1–ა
2–ა
3–ა
4–ა
5–ბ
6–ა
7–გ
8–ა
9–ბ
10 – ა

სავარჯიშო 1
ა - „---------------“
ბ - მეგი იყიდის 5 ცალ ღვეზელს, როცა ფასი 0.20 ლარია.
გ - როცა ფასი 0.20 ლარია, მეგის სამომხმარებლო დანაზოგი არის: CS=(0.6-0.2)*1 + (0.5-0.2)*2 +
(0.4 – 0.2)*3 + (0.3-0.2)*4 = 1 ლარი
დ - როცა ფასი იზრდება 0.40 ლარამდე, მეგი შეიძენს 3 ცალ ღვეზელს. მისი სამომხმარებლო
დანაზოგი შემცირდება 0.70 ლარით, ვინაიდან ახალი სამომხმარებლო დანაზოგი გახდება
0.30 ლარი: CS=(0.6-0.2)*1 + (0.5-0.2)*2 = 0.3 ლარი. =1.00–0.30=0.30

სავარჯიშო 2
ა - „---------------“
ბ - ვაშლზე გადასახადის დაწესების შედეგად მიწოდების მრუდი მარცხნივ და ზემოთ
გადაადგილდება ტარიფის სიდიდით. ამას მოჰყვება სამომხმარებლო დანაზოგის შემცირება,
მწარმოებლის დანაზოგის შემცირება, მთავრობის შემოსავლის გაზრდა, საერთო
დანაკარგების გაჩენა.

სავარჯიშო 3
ა - მიწოდების მრუდი მარჯვნივ და დაბლა გადაადგილდება. შედეგად წონასწორული ფასი
შემცირდება, წონასწორული რაოდენობა გაიზრდება, მომხმარებლის დანაზოგი გაიზრდება,
მწარმოებლის დანაზოგი შემცირდება ან გაიზრდება. მიუხედავად იმისა, მწარმოებლის
დანაზოგი შემცირდება თუ გაიზრდება, მთლიანი კეთილდღეობა მაინც გაიზრდება ორივე
შემთხვევაში.

8
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

ბ - მოთხოვნის მრუდი მარცხნივ და დაბლა გადაადგილდება. შედეგად წონასწორული ფასი


შემცირდება, წონასწორული რაოდენობაც შემცირდება, მომხმარებლის დანაზოგი
შემცირდება ან გაიზრდება, მწარმოებლის დანაზოგი შემცირდება. მიუხედავად იმისა,
მომხმარებლის დანაზოგი შემცირდება თუ გაიზრდება, მთლიანი კეთილდღეობა მაინც
შემცირდება ორივე შემთხვევაში.
გამომთვლელი მანქანების მწარმოებლებზე კომპიუტერების ტექნოლოგიური განვითარება
უარყოფითად იმოქმედებს (შეამცირებს მასზე მოთხოვნას), ვინაიდან ეს ორი საქონელი
ერთმანეთის ჩამნაცვლებლები არიან.
გ - მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ და მაღლა გადაადგილდება. შედეგად წონასწორული ფასი
გაიზრდება, წონასწორული რაოდენობაც გაიზრდება, მომხმარებლის დანაზოგი შემცირდება
ან გაიზრდება, მწარმოებლის დანაზოგი გაიზრდება. მიუხედავად იმისა, მომხმარებლის
დანაზოგი შემცირდება თუ გაიზრდება, მთლიანი კეთილდღეობა მაინც გაიზრდება ორივე
შემთხვევაში.
პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებზე კომპიუტერების ტექნოლოგიური
განვითარება დადებითად იმოქმედებს (გაზრდის მასზე მოთხოვნას), ვინაიდან ეს ორი
საქონელი ერთმანეთის შემავსებლები არიან.

სავარჯიშო 4
QS= 4PS – 80 QD= 100 – 2PD
P = 20 + 0.25Q
S S PD= 50 – 0.5QD
ა - წონასწორული რაოდენობა არის ის რაოდენობა, სადაც QS = QD, ე.ი. 4P – 80= 100 – 2P. ამ
ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნით შესაძლებელია გავიგოთ წონასწორული ფასი: PE=30
ლარი. შემდეგ მოთხოვნის ან მიწოდების რომელიმე განტოლებაში შეტანით შეგვიძლია
ვიპოვოთ წონასწორული რაოდენობა: QE= 4*30 – 80 = 40 ტონა ყურძენი.
ბ - სამომხმარებლო დანაზოგი (CS), მწარმოებლის დანაზოგი (PS) და მთლიანი დანაზოგი
(TW) არის სამკუთხედის ფართობის ტოლი სიდიდე:
CS = 0.5*(50-30)*(40-0) = 0.5*20*40 = 400 ლარი
PS = 0.5*(30-20)*(40-0) = 0.5*10*40 = 200 ლარი
TW = 0.5*(50-20)*(40-0) = 0.5*30*40 = 600 ლარი, ან TW = CS + PS = 400 + 200 = 600 ლარი
გ - სუბსიდირება გამოიწვევს მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ და ზემოთ გადაადგილებას, რაც
გაზრდის როგორც წონასწორულ რაოდენობას, ასევე გამყიდველის მიერ მიღებულ ფასს.
მომხმარებლებისთვის კი ფასი შემცირდება, ვინაიდან მთავრობა ახდენს სუბსიდირებას.
დ - სუბსიდირების გამო მომხმარებლის ფასის განტოლება ახლა 12 ლარით გაიზრდება
ყოველ ერთეულ ტონა ყურძენზე. ე.ი ამჟამად წონასწორობა რომ შენარჩუნდეს სამართლიანი
იქნება ტოლობა: PS= PD + 12, (20 + 0.25QS) = (50 – 0.5QD)+ 12. ამ განტოლების ამოხსნით
ვიპოვით ახალ წონასწორულ რაოდენობას Q= 56 ტონა ყურძენს, რომელიც წინა
რაოდენობაზე (40 ტონა) მეტია.
ხოლო ამ სიდიდის მიწოდების განტოლებაში ჩასმით ვიპოვით ახალ წონასწორულ ფასს:
PS= 20 + 0.25*56 = 34 ლარი. თუმცა ეს თანხა იქნება მწარმოებლის მიერ მიღებული საფასური
ყოველ ერთ ტონა ყურძენში. მომხმარებელი აქედან მხოლოდ 22 ლარს გადაიხდის (PD=PS-12),
ხოლო დანარჩენი 12 ლარი მთავრობის მიერ გადახდილი სუბსიდია იქნება.

9
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

თემა 8

სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?


1 - მცდარია
2 - სიმართლეა
3 - მცდარია
4 - სიმართლეა
5 - სიმართლეა

ტესტები
1–ბ
2–ა
3–ა
4–ბ
5–გ
6–ა
7–დ
8–დ
9–გ
10 – ბ

სავარჯიშო 1
ა - „---------------“
ბ - გადასახადის ტვირთი მყიდველებს მეტად დაეკისრებათ, ვინაიდან არაელასტიკურია
მოთხოვნა.
გ - გადასახადის დაწესება გაზრდის მყიდველის მიერ გადახდილ ფასსა და შეამცირებს
გამყიდველის მიერ მიღებულ ფასს.
დ - საგადასახადო შემოსავალი T=t*Q= 1*8000=8000 ლარი.
ე - საერთო დანაკარგები DWL = 0.5*t* = 0.5*1*(10000-8000) = 1000 ლარი

სავარჯიშო 2
QS= 10+PS QD= 70 – 2PD
PS= QS - 10 PD= 35 – 0.5QD

ა - QS= QD, 10+PS = 70 – 2PD , P=20 ლარი, Q= 10+20 = 30 ლარი


ბ - მომხმარებელზე 9 ლარის ოდენობის გადასახადის დაწესების შედეგად მოთხოვნის
მრუდი მარცხნივ და ქვემოთ გადაადგილდება ტარიფის სიდიდით. ე.ი.
PD – 9 = PS
(QS – 10) – 9 = 35 – 0.5QD
Q = 24 ერთეული, PS= 24 – 10 = 14 ლარი, PD = 9 + 14 = 25 ლარი.
გ - საგადასახადო შემოსავალი T=t*Q= 9*24=216 ლარი.
დ - მომხმარებლის საგადასახადო ტვირთი 9 ლარიდან არის 5 ლარი (25-20), ხოლო
მწარმოებლის ტვირთი არის 4 ლარი (20 – 14). მომხმარებელი ბიუჯეტში იხდის 5*24=120

10
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

ლარს, ხოლო მწარმოებელი 4*24=96 ლარს. აქედან ჩანს, რომ მიწოდება ელასტიკურია და
მოთხოვნა - არაელასტიკური.

სავარჯიშო 3
ა - მომხმარებელი გადაიხდის უფრო მეტს, ვიდრე მწარმოებელი
ბ - მწარმოებელი გადაიხდის უფრო მეტს, ვიდრე მომხმარებელი

თემა 13

სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?


1 - სიმართლეა
2 - სიმართლეა
3 - მცდარია
4 - სიმართლეა
5 - სიმართლეა

ტესტები
1–ა
2–ბ
3–გ
4–გ
5–ა
6–ბ
7–ა
8–გ
9–დ
10 – გ

სავარჯიშო 1
ა-
წარმოების საშუალო ცვალებადი საშუალო მუდმივი საშუალო მთლიანი მთლიანი ზღვრული
მოცულობა დანახარჯები დანახარჯები დანახარჯები დანახარჯები დანახარჯები
Q AVC AFC ATC TC MC
1 17 45 62 62 -
2 15 22.5 37.5 75 13
3 14 15 29 87 12
4 17 11.25 28.28 113 26
5 15 9 24 120 7
6 29 7.5 36.5 219 9

ბ - მოკლევადიან პერიოდში ფირმას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს კაპიტალურ


დანახარჯებზე (მაგ., შეცვალოს საწარმოს ზომა). თუ ფირმა მოისურვებს გაზარდოს
გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა, მაშინ მან უნდა გაზარდოს დაქირავებული შრომის
რაოდენობა (ცვალებადი ხარჯები). ამ დროს კი შრომის ზღვრული ხარჯები იზრდება,
ვინაიდან გაზრდილი რაოდენობის მუშახელს იგივე ოდენობის მანქანა-აღჭურვილობებთან

11
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

მუშაობა უხდებათ და მათი ეფექტიანობაც იკლებს, მათი შრომის ზღვრული პროდუქტი


მცირდება.

სავარჯიშო 2
ა - OC
ბ - მასშტაბის არაეკონომიკურობა, ვინაიდან OC-ზე უფრო მეტად წარმოების მოცულობის
ზრდა გრძელვადიან საშუალო მთლიანი დანახარჯების ზრდას იწვევს (LATC მრუდი
ზრდადია ამ ნაწილში)
გ - მეორე მასშტაბი, ე.ი. ის რომელსაც ახასიათებს SATC2 მოკლევადიანი საშუალო მთლიანი
დანახარჯების მრუდი.
დ - მოკლევადიან პერიოდში ვინაიდან ფირმა მოუქნელია მას მოუხდება ძველ SATC2 – ზე
დარჩენა და მაღალი ხარჯებით წარმოება, თუმცა, დროთა განმავლობაში მას აქვს საშუალება
გადავიდეს უფრო დაბალდანარჯიან მასშტაბზე (მესამე მასშტაბი) და აწარმოოს SATC3
დანახარჯების მიხედვით.
ე - მის ფორმას განაპირობებს მასშტაბის ეკონომიურობა: რადგან წარმოების დასაწტისში
ფირმას ახასიათებს მასშტაბის ეკონომიკურობა, გრძელვადიანი საშ. მთლიანი დანახარჯების
მრუდი დაღმავალია, შემდეგ მასშტაბის მუდმივ ეფექტის დროს, ის ჰორიზონტალურია და
ბოლოს, ძალიან დიდი რაოდენობით წარმოებისას როდესაც ფირმა არის მასშტაბის
არაეკონომიკურ ნაწილზე, მრუდი აღმავალია.

სავარჯიშო 3
1 - HQ2
2 - OABQ1
3 - OF ან GQ0
4 – OCEQ2
5 - FGDC

თემა 14

ტესტები
1–ა
2–ა
3–გ
4–ბ
5–დ
6–ბ
7–ა
8–დ
9–ა
10 – დ

სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?


1 - სიმართლეა
2 - მცდარია

12
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

3 - სიმართლეა
4 - სიმართლეა
5 - სიმართლეა

სავარჯიშო 1
ა - ფასის OB დონემდე დაცემის დროს, იქ სადაც P=AVC (K წერტილში)
ბ - ფასის OD მნიშვნელობის დროს ფირმის ეკონომიკური მოგება ნულოვანია. ე.ი. იქ, სადაც
P=ATC (R წერტილში)
გ - CDRP. მთლიანი მუდმივი დანახარჯი = FC = AFC*Q = (ATC-AVC)*Q = CD*CP
დ - ვინაიდან OD ფასის დროს მოგება ნულოვანია, მასზე ნაკლები ფასის შემთხვევაში ფირმას
აქვს ზარალი. და იგი გააგრძელებს ზარალიან წარმოებას მოკლევადიან პერიოდში მანამ
სანამ შეეძლება საშუალო ცვალებადი ხარჯების დაფარვა, ე.ი. მანამ, სანამ ფასი არ დაეცემა
AVC-ზე დაბლა. მაშასადამე, BD დიაპაზპონში გააგრძელებს ზარალიან წარმოებას
მოკლევადიან პერიოდში, რადგან ამ დიაპაზონში ფასი ფარავს საშუალო ცვალებად ხარჯებს.
ე - ფირმის მიწოდების მრუდი არის MC მრუდის ის ნაწილი, რომლისთვისაც P>AVC -ზე. ე.ი.
MC და AVC-ს გადაკვეთის წერტილიდან მოყოლებული, MC მრუდის ზედა ნაწილი.
მაშასადამე, ფირმამ საქონლის მიწოდება რომ დაიწყოს ბაზარზე, ფასი სულ მცირე OB-ს
ტოლი უნდა იყოს.
ვ - ვინაიდან ნულოვანი მოგების ფასი იყო OD, მასზე მაღალი ნებისმიერი ფასის პირობებში
ფირმა მოკლევადიან პერიოდში მიიღებს დადებით ეკ. მოგებას (P>OD).

სავარჯიშო 2
1 - სიმართლეა. ამ წერტილში ფირმა ვერ ახდენს ზარალის მინიმიზაციას, ვინაიდან
მინიმიზაციის დროს MC=ATC, ხოლო აღნიშნულ მრუდზე ისინი ერთმანეთის ტოლი არაა.
2 - მცდარია. ვინაიდან ამ წერტილში ფირმას გააჩნია დადებითი ეკ. მოგება (P>ATC)
3 - სიმართლეა. ორივე ფირმას აქვს ATC და AVC მრუდები ანალიზისთვის.
4 - სიმართლეა
5 - სიმართლეა
6 - მცდარია. მთლიანი შემოსავალი OPBQ0 ფართობის ტოლია და არა OZAQ0 -სა.
7 - სიმართლეა
8 - სიმართლეა
9 - სიმართლეა
10 - მცდარია. პირიქით, მოთხოვნა სრულიად ელასტიკურია (ჰორიზონტალური წრფე)
11 - სიმართლეა
12 - მცდარია
13 - სიმართლეა

სავარჯიშო 3
1.
წარმოების მუდმივი ცვალებადი მთლიანი ზღვრული საშუალო
მოცულობა დანახარჯები დანახარჯები დანახარჯები დანახარჯები მთლიანი
Q FC VC TC MC დანახარჯები
ATC
1 16 1 17 - 17
2 16 4 20 3 10

13
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

3 16 9 25 5 8.3
4 16 16 32 7 8
5 16 25 41 9 8.2
6 16 36 52 11 8.7

2. წარმოება ხდება იქ სადაც P=MC. ანუ, თუ P=10, მაშინ MC=9 წერტილი შეირჩევა, სადაც
წარმოება ერთი ფირმის მიერ 5 ერთეულია. მთლიანი მიწოდებული საბაზრო რაოდენობა
იქნება 100*5=500 ერთეული.
3. მიმდინარე ფასზე თითოეულ ფირმას დადებითი ეკ. მოგება გააჩნია, ამიტომ გრძელვადიან
პერიოდში ახალი ფირმები შევლენ ბაზარზე და კონკურენციის გამო ფასი დაიწყებს
დაკლებას, მანამ სანამ ეკ. მოგება ნულამდე არ შემცირდება.
4. მიწოდებული საქონლის რაოდენობა გაიზრდება, ფასი შემცირდება, ხოლო შემცირებულ
ფასად მოთხოვნილი საქონლის რაოდენობა გაიზრდება.
5. თითოეული ფირმის მიერ მიწოდებული საქონლის რაოდენობა შემცირდება.

სავარჯიშო 4
მოგების მაქსიმიზაცია ხდება იქ სადაც MR=MC-ს. ვიცით, რომ MR=P=30-ს, ხოლო MC= (TC1-
TC0):(Q1-Q0) = (ATC1*Q1-ATC0*Q0):(Q1-Q0) = (21*21 – 20*20):(21-20) = (441-400)=41
ვინაიდან დამატებითი 21-ე ერთეულის ზღვრული ხარჯია 41 ლარი, ხოლო ზღვრული
შემოსავალია მხოლოდ 30 ლარი, ამიტომ არ უნდა ვაწარმოოთ დამატებითი ერთეული.

თემა 15

ტესტები
1–დ
2–გ
3–გ
4–ა
5–გ
6–დ
7–ბ
8–გ
9–დ
10 – ბ

სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?


1 - მცდარია
2 - სიმართლეა
3 - სიმართლეა
4 - სიმართლეა
5 - სიმართლეა

სავარჯიშო 1
TR=P*Q, MR = ∆TR: ∆Q = ∆TR:1 = ∆TR

14
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

TR(10)=10*100=1000
TR (11) =11*99, 5=1094, 5
MR=∆TR=94, 5
სავარჯიშო 2
Q=700 – 2P, P=350-0.5Q
P(300) = 350 – 0.5*300 = 200 P(400) = 350 – 0.5*400 = 150
TR (300)=200*300=60000 TR(400)=150*400 = 6000
MR = TR(400) - TR (300) = 0
ვინაიდან ამ მაგალითში უგულებელყოფილია დანახარჯები (MC ნულად არის მიჩნეული),
მოგების მაქსიმიზაციის ანალიზი გულისხმობს შემოსავლის მაქსიმიზაციის ანალიზს.
როგორც ვხედავთ, მოგება (შემოსავალი) მაქსიმალური იქნება იქ სადაც MR=MC და უდრის 0-
ს. ე.ი. 400 ერთეულის წარმოება ყოფილა მოგების მმაქსიმიზირებელი გადაწყვეტილება და
წარმოების მეტად გაზრდა შეამცირებს მოგებას.

სავარჯიშო 3
ა - TR = P*Q = (200 – Q)*Q = (200 -20)*20 = 3600 ლარი
ბ - PROFIT (19)= TR – TC = P*Q – TC = (200 – Q)*Q – (100+3Q) = (200-19)*19 – (100+3*19) = 3282
PROFIT (20)= TR – TC = P*Q – TC = (200 – Q)*Q – (100+3Q) = (200-20)*20 – (100+3*20) = 3440
∆ PROFIT = 158
გ - როგორც ხვედავთ, წარმოების 1 ერთეულით გაზრდამ მოგება გაზარდა.

სავარჯიშო 4
1 - ელასტიკურ ნაწილზე, ვინაიდან იქ სადაც MR=0, ელასტიკურობა არის ერთეულოვანი.
ხოლო S წერტილი მდებარეობს მის მარცხნივ მოთხოვნის მრუდზე, ანუ იქ სადაც მოთხოვნა
ელასტიკურია.
2 - ანალოგიური ლოგიკით, ეს წერტილიც ელასტიკურ ნაწილზე მდებარეობს
3 - მოკლევადიან პერიოდში, ვინაიდან წარმოდგენილია AVC და ATC მრუდები
4 - გრძელვადიან პერიოდში, ვინაიდან მხოლოდ ATC მრუდია წარმოდგენილი
5 - მაქსიმალურ მოგებას
6 - ვინაიდან ამ წერტილში MR=0, ეს არის მაქსიმალური შემოსავლის (და ერთეულოვანი
ელასტიკურობის) წერტილი
7 - ფირმას აქვს დადებითი, თუმცა არა მაქსიმალური, მოგება
8 - დიახ, შეუძლია, რადგან ამ წერტილში MR=0, ეს არის მაქსიმალური შემოსავლის (და
ერთეულოვანი ელასტიკურობის) წერტილი
9 – WP1AB
10 - ზღვრული შემოსავალი უარყოფითია, ხოლო მოთხოვნა არაელასტიკური
11 - არა, ვინაიდან TR მაქსიმალურია, როცა MR=0-ს
12 - არა, ვინაიდან მთლიანი შემოსავლის მაქსიმიზაციის წერტილში წარმოების დონე არის
Q1, ხოლო წარმოების ამ დონეზე MC>MR და ATC>P2, ე.ი. მას ექნება უარყოფითი ეკ. მოგება,
ანუ ზარალი.

15
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

თემა 16

ტესტები
1–ა
2–გ
3–ა
4–გ
5–ა
6–დ
7–გ
8–დ
9–ა
10 – ბ

სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?


1 - სიმართლეა
2 - მცდარია
3 - სიმართლეა
4 - სიმართლეა
5 - მცდარია

სავარჯიშო 1
ა - $60
ბ - $60, 9 000 მომხმარებელი
გ - TR=60*9000=540 000 TR1=TR2=540000:2=270000 PR1=PR2=270000-100000 = 170000
დ - 12 000 მომხმარებელი

სავარჯიშო 2
ა - $4
ბ - Q=120 გალონი წყალი (ე.ი. ის რაოდენობა სადაც P=MR=MC=0)
გ - Q=120 გალონს

სავარჯიშო 3
ა - „მაღალი ტარიფი“, ვინაიდან უკრაინის ორივე სტრატეგიულ მოქმედება (დაბალი
ტარიფი, მაღალი ტარიფი) საქართველო პასუხობს „მაღალი ტარიფის“ პოლიტიკით
ბ - ანალოგიური ლოგიკით, უკრაინისთვისაც „მაღალი ტარიფი“-ა დომინანტური.
გ - ნეშის წონასწორობაა იქ სადაც საქართველოც და უკრაინაც მაღალ ტარიფს აწესებენ.
შესაბამისი სარგებლებია: 20 მილიარდი ლარი და 20 მილიარდი ლარი. სავაჭრო
პოლიტიკისთვის ნეშის წონასწორობა არასასურველია, ვინაიდან მაღალი ტარიფის
დაწესებით ქვეყნებს შორის ვაჭრობა იზღუდება და სახოგადოება კეთილდღეობის
დანაკლისს განიცდის. აჟამად საზოგადოება მთლიანად 40 მილიარდი ლარის ტოლ
კეთილდღეობას იღებს, მაშინ როდესაც ორივე ქვეყნის მიერ დაბალი ტარიფის დაწესების
დროს მთლიანი კეთილდღეობა 50 მილიარდი ლარი იქნებოდა.

16
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

სავარჯიშო 4
ა - რაოდენობა 12 000, ფასი $1000 (P=MR=MC=1000)
ბ - ფირმის MR არის $2000 და MC=$1000. ფირმა აწარმოებს ამ მოცემულობის შესაბამის 6000
ერთეულს და დააწესებს ფასს $7000. ფირმა არ გაზრდის წარმოებას მეტად, იმიტომ რომ
შემდეგი წარმეობის დონისთვის MR=0-ს, რაც ფირმისთვის წამგებიანია (ვიცით,MC=1000)
გ - ფასი $ 7000, რაოდენობა 6 000
დ - მოცულობა იქნება 3000, მოგება კი P*Q –TC=P*Q–MC*Q =7000*3000 – 1000*3000 = 18000000
ე - წარმოების დონეები იქნება 4000 და 3000. მთლიანი რაოდენობა 7000, მისი შესაბამისი ფასი
6000 (როგორც ვხედავთ, ფასი დაიკლებს). სამხრეთ აფრიკის მოგება გაიზრდება 20 მლნ-მდე:
მოგება = 6000*4000-1000*4000= 20000000
ვ - მოგების მიღების მოტივით.

თემა 17

ტესტები
1–ა
2–ბ
3–ბ
4–დ
5–ა
6–დ
7–გ
8–დ
9–ა
10 – ბ

სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?


1 - სიმართლეა
2 - მცდარია
3 - სიმართლეა
4 - სიმართლეა
5 - სიმართლეა

სავარჯიშო 1
ა - „-----------“
ბ - გრძელვადიან პერიოდში მოქმედი ფირმის მოგება იქნება ნულოვანი
გ - „-----------“
დ - გაიზრდება წარმოებული ყვავილების რაოდენობა, გაიზრდება სამომხმარებლო
დანაზოგი. შესაბამისად, გაიზრდება მომხმარებლის კეთილდღეობა.

სავარჯიშო 2
MR = 20-2Q, MC = 3Q – 10, ATCmin=11
MR=MC 20-2Q = 3Q – 10  Q=6 (მონოპოლისტური კონკურენციის დროს მოკლევადიან პერიოდში)
ATCmin=MC 3Q – 10=11  Q=7 (მონოპ. კონკურენციის ფირმა გრძელვადიან პერიოდში)

17
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

საწარმოო სიმძლავრეთა სიჭარბე იქნება 7 - 6 =1 ათასი ცალი ბიჟუტერია

სავარჯიშო 3
1 - დიახ, იგი ოპერირებს ATC-ს კლებად ნაწილზე და აქვს ნულოვანი ეკ. მოგება
2 - არა, ვინაიდან ამ წერტილში MR არ უდრის ნულს. საჭიროა რაოდენობის გაზრდა რომ MR
გაუტოლდეს ნულს.
3 - არა, ვინაიდან ნახაზზე მოცემულია AVC მრუდიც
4 - ფირმას აქვს ეკონომიკური მოგება
5 - არა, ვინაიდან ამ დროს MR არ უდრის MC-ს
6 - მეორე ფირმას აქვს q1-q0 რაოდენობით
7 - P1P2AB
8–0
9 - P0P1BC
10 – OP0CQ0

თემა 18

სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?


1 - სიმართლეა
2 - მცდარია
3 - მცდარია
4 - სიმართლეა
5 - სიმართლეა

ტესტები
1–ა
2–დ
3–ბ
4–ა
5–დ
6–გ
7–დ
8–ა
9–გ
10 – ბ

სავარჯიშო 1
ა - 3 მკერავი

სავარჯიშო 2
ა - გაიზრდება მოთხოვნა (მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება). გაიზრდება
წონასწორული ფასიც და რაოდენობაც.
ბ - რადგან რაოდენობა გაიზარდა, შრომის ზღვრული პროდუქტი შემცირდება, ხოლო
რადგან ფასი გაიზარდა, შრომის ზღვრული პროდუქტის ღირებულება გაიზრდება

18
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

გ - მოთხოვნა ციტრუსების მკრეფავებზე გაიზრდება (შრომაზე მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ


გადაადგილდება). შესაბამისად, გაიზრდება მათი ხელფასებიც.

სავარჯიშო 3
VMPL = W = 6, MPL= VMPL:P = 6:3 = 2

სავარჯიშო 4
შრომაზე მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება, გაიზრდება დასაქმებული
ადამიანების ხელფასები

თემა 21

სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულებები?


1 - სიმართლეა
2 - მცდარია
3 - სიმართლეა
4 - სიმართლეა
5 - სიმართლეა

ტესტები
1–ა
2–ბ
3–ბ
4–გ
5–დ
6–გ
7–დ
8–ბ
9–ბ
10 – დ

სავარჯიშო 1
ა - „-----------“
ბ - იგივე დარჩება ნახაზი და შერჩეული ოპტიმალური რაოდენობაც როგორც (ა) კითხვაში
იყო.

სავარჯიშო 2
ა - საბიუჯეტო შეზღუდვის ის ბოლო რომელიც ლიმონათთან მღავრდება, გადაინაცვლებს
გრაფიკის შიგნით კოორდინატთა სათავისკენ
ბ - ლიმონათის ფასის გაძვირებას ახლავს 2 ეფექტი:
შემოსავლის ეფექტის მიხედვით ანას თავი ზოგადად ღარიბი ჰგონია და შეამცირებს ორივე
საქონლის მოხმარებას.

19
მირანდა სვანიძე მიკროეკონომიკის პრინციპები

ჩანაცვლების ეფექტის მიხედვით ანა შეეცდება „გაძვირებული“ ლიმონათი „იაფი“


ხაჭაპურით ჩაანაცვლოს. ე.ი. იგი შეამცირებს ლიმონათის რაოდენობას და გაზრდის
ხაჭაპურის რაოდენობას.
როცა ჩანაცვლების ეფექტი აჭარბებს შემოსავლის ეფექტს, ლიმონათის ფასის გაზრდას ანა
უპასუხებს ახალ საბიუჯეტო წირზე ისეთი კომბინაციის მონიშვნით სადაც ლიმონათი
შემცირებულია და ხაჭაპურის რაოდენობა გაზრდილი.
გ - როცა შემოსავლის ეფექტი აჭარბებს ჩანაცვლების ეფექტს, ლიმონათის ფასის გაზრდას ანა
უპასუხებს ახალ საბიუჯეტო წირზე ისეთი კომბინაციის მონიშვნით სადაც ლიმონათის
რაოდენობაც და ხაჭაპურის რაოდენობაც შემცირებულია

სავარჯიშო 3
ა - გადაადგილეთ საბიუჯეტო შეზღუდვის წირი მარჯვნივ პარალელურად X-ის 20 და Y-ის
10 ერთეულამდე
ბ - საბიუჯეტო შეზღუდვის ბოლო რომელიც X საქონელზე ბოლოვდება უცვლელი
დატოვეთ, Y საქონელთან დაბოლოებული ნაწილი კი გადააადგილეთ გარეთ 4-დან 10
ერთეულამდე.
გ - საბიუჯეტო შეზღუდვის ბოლო რომელიც Y საქონელზე ბოლოვდება უცვლელი
დატოვეთ, X საქონელთან დაბოლოებული ნაწილი კი გადააადგილეთ შიგნით 8-დან 5
ერთეულამდე.

20

You might also like