You are on page 1of 17

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I კურსის


სტუდენტის ,ზაზა მიროტაძეს,

რეფერატი

თემაზე:ტრანსნაციონალური კომპანიების განვითარება

ხელმძღვანელი;ასოც.პროფ. ხ.ბერიშვილი
სარჩევი

I.ტრანსნაციონალური კომპანნიების არსი და მნიშვნელობა............................................................3

II.ტრანსნაციონალური კომპანიების ტიპები.......................................................................................5

III.ტრანსნაციონალური კორპორაციები და საქართველო.................................................................7

IV.ჰუავეი..................................................................................................................................................10

V.მაკდონალდსი.....................................................................................................................................12

VI.მაიკროსოფტი.....................................................................................................................................15

.................................................................................................................................................................. 16

V II.მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტრანსნაციონალური კომპანია 2014 წლის


მონაცემებით...........................................................................................................................................17

ბიბლიოგრაფია...18
I.ტრანსნაციონალური კომპანნიების არსი და მნიშვნელობა

კორპორაცია, რომლის მფლობელობა, მენეჯმენტი წარმოება და საქმიანობები


მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია და სხვადასხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის
ფარგლებშია მოქცეული. მას გააჩნია სათავო ოფისი ერთ სახელმწიფოში და
ფილიალები სხვა სახელმწიფოებში. კორპორაციის ძირითადი მიზანია მსოფლიო
ბაზრებისთვის საქონლის მაქსიმალურად დაბალ ფასში წარმოება. ამ მიზნის მიღწევა
შესაძლებელია პროდუქციის წარმოებისათვის ყველაზე წარმატებული ადგილის
შერჩევით ან მასპინძელი სახელმწიფოსაგან საგადასახადო შეღავათების მიღებით.
ტრანსნაციონალურ კორპორაციებს გააჩნიათ გამორჩეული მენეჯერული ნიჭი,
ფინანსური საშუალებები და ტექნიკური რესურსები, და ისინი ეწევიან უდიდეს
საქმიანობას კოორდინირებული გლობალური სტარტეგიის ფარგლებში.
მრავალნაციონალური კორპორაციები, გილპინის აზრით, ცდილობენ განავრცონ და
გაიმაგრონ საბაზრო პოზიციები კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღების
ვერტიკალური ინტეგრაციისა და ცენტრალიზაციის გზით. ჯენერალ მოტორსი,
დაიმლერ კრაისლერი, ტოიოტა, ფორდ მოტორი, ნესტლე და სხვ. ტიპიური
მაგალითებია (The Political Economy of International Relations, Robert Gilpin,
Princeton University Press, Princeton 1987). ასეთი კორპორაციები ეკონომიკური
ურთიერთობების ინტერნაციონალიზაციის ყველაზე თვალსაჩინო მოვლენაა.
არსებითად, ეს არის კაპიტალის გატანის ერთ-ერთი ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ
ტრანსაციონალური კორპორაციები ინტენსიურად მე-20 საუკუნის 60-იანი
წლებიდან ვრცელდება, მათ წინამორბედები გააჩნდათ. მათი რიცხვი სულ უფრო და
უფრო იზრდება, ჯერ დაიწყო აშშ-ის კორპორაციების რაოდენობის ზრდა, შემდეგ
დასავლეთ ევროპისა და იაპონიის. მეოცე სუკუნის ბოლოსათვის კი
ტრანსნაციონალური კორპორაციები ჰქონდათ არა მხოლოდ მაღალგანვითარებულ
ქვეყნებს, არამედ მესამე სამყაროს ქვეყნებსაც, განსაკუთრებით ლათინური ამერიკის
და შორეული აღმოსავლეთის. ეს კორპორაციები დღეს თითქმის ყველა დარგშია.

მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სუბიექტები ტნკ-ები არიან. კომპანიების


ეკონომიკური საქმიანობა ყოველთვის ამჟღავნებდა და ამჟღავნებს მიდრეკილებას,
რომ გაფართოვდეს საწყისი ეროვნული ეკონომიკური გარემოს მიღმა. ამას
საფუძვლად უდევს იმ სარგებლის გააზრება, რომელიც ქვეყნის გარეთ ეკონომიკურ
ექსპანსიას მოდევს. ამავდროულად, კომპანიების მთავარი მამოძრავებელი მოტივი –
მაქსიმალური მოგების მიღება - უცვლელია. მოგების ზრდის წყაროების
განუწყვეტელი ძიების პროცესში კომპანიები მიზნად ისახავენ უზრუნველყონ
წარმოების დიდი მასშტაბი, მოიპოვონ ბაზრის გაზრდილი წილი და ოპტიმალური
ზომა, ასევე, მიმართავენ დივერსიფიკაციის ღონისძიებებს, რადგან ერთდროულად
მრავალ დარგში საქმიანობის წარმართვა უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ
ეფექტიანობას. მასშტაბის ეკონომია, საქონლის სტანდარტიზაციასთან ერთად,
განაპირობებს უპირატესობის მოპოვებას დანახარჯების მიხედვით, ხოლო
კონკურენციულ ბრძოლაში გადარჩენისთვის მიზანშეწონილი ხდება წარმოებისა და
კაპიტალის კონცენტრაცია გლობალური მასშტაბით. ამის უზრუნველსაყოფად ისინი
ავითარებენ გლობალურ სტრატეგიებს და ზრდიან საქმიანობის კოორდინაციისა და
ინტეგრაციის ხარისხს. ამ მიზნებისკენ სწრაფვის პროცესში შესაბამისი
სტრატეგიების ამოქმედებით იზრდება კომპანიების საერთაშორისო
წარმომადგენლობა, ძალაუფლება, გავლენის სფეროები და ისინი გლობალურ
ეკონომიკის აქტიურ სუბიექტებად და ანგარიშგასაწევ ძალებად წარმოგვიდგებიან.

II.ტრანსნაციონალური კომპანიების ტიპები


ტრანსნაციონალური კომპანიები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მხოლოდ
იმით, თუ რას აწარმოებენ, არამედ იმითაც, თუ როგორ აწარმოებენ, ტექნოლოგიის
დონით, მენეჯმენტის სტილით და მათი პროდუქციის ბაზრის სტრუქტურით.
მენეჯმენტი და მარკეტინგი ასეთ კორპორაციებში ხშირად შერეულია
(საერთაშორისო). ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში მარკეტინგის შედეგად პროდუქცია
იყიდება მთელ მსოფლიოში. უმეტეს შემთხვევაში, ტრანსნაციონალური
კორპორაციები რამოდენიმე ქვეყნის იურისდიქციას ექვემდებარება, რაც აძნელებს
მათ გაკონტროლებას ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მიერ. ტრანსნაციონალური
კორპორაციები შეიძლება დაიყოს შემდეგი მახასითებლების მიხედვით: მათი
სიდიდე, მათი ფილიალების რაოდენობა, საქმიანობის ტიპი (მოპოვებითი,
სამრეწველო, მომსახურება/სერვისი, ტურიზმი, სასტუმროები, დაზღვევა, ფინანსები,
ტრანსპორტი, შერეული, სასოფლო-სამეურნეო), უცხოურ ფილიალებთან კავშირის
ტიპი, ანუ როგორ საკუთრებაშია - მთლიანი, ნაწილობრივი, ერთობლივი.
მრავალნაციონალურ კორპორაციებში გამოირჩევა სამი ტიპი, რომლებიც
განსხვავდება მშობელი და ფილიალის კონტროლის პროპორციებით, დომინირების
ხასიათითა და ხარისხით. ● პირველი ტიპის ტრანსნაციონალური
კორპორაციებისათვის დამახასიათებელია მშობლის მიზნებისათვის ყველაფერის
დაქვემდებარება. უმეტესად ტრანსნაციონალური კორპორაციები ამჯობინებენ
სრულ მფლობელობას, რომელიც ფილიალებზე მაქსიმალურ კონტროლს ნიშნავს. ამ
კორპორაციების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია მოქნილობა და მობილურობა.
თანამედროვე ტენდენციაა სწორედ ასეთი კორპორაციების გავრცელება. ისინი
ყველაზე მომგებიანია, თუმცა ვინაიდან ამ ტიპის კორპორაციების მიზნები ხშირ
შემთხვევაში ეწინააღმდეგება მიმღები სახელმწიფოების მიზნებს, ეს ხშირად
კონფლიქტების მიზეზი ხდება; ● მეორე ტიპის ტრანსნაციონალური კორპორაციების
ფილიალები გარკვეული დამოუკიდებლობით, ავტონომიით სარგებლობენ. ისინი
უფრო მეტად ითვალისწინებენ და ექვემდებარებიან მიმღები სახელმწიფოს
იურისდიქციას და, შესაბამისად, ნაკლებად შედიან მასთან კონფლიქტში; ● მესამე
ტიპის ტრანსნაციონალური კორპორაციები ძალიან განსხვავდება პირველი რისაგან.
მის მენეჯმენტში არ არის რომელიმე ეროვნების უპირატესობა, ფილიალები
პრაქტიკულად იმ ქვეყნებს ეკუთვნიან, რომლებშიც ფუნქციონირებენ და ეწევიან
თავიანთ საქმიანობას. ეს ხდება კონტრაქტაციის ბაზაზე. [...] ტრანსნაციონალური
კორპორაციები სამ ორგანიზაციულ ტიპად იყოფა: ვერტიკალურად ინტეგრირებულ,
ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ და კონგლომერატულ ტიპებად.
ვერტიკალურად ინტეგრირებული კორპორაციები ძირითადად მინერალური
ნედლეულის მოპოვებითა და გადამუშავებით არიან დაკავებულნი,
ნავთობწარმოების სფეროში კი მათი ფუნქციები ძირითადად დისტრიბუციას
მოიცავს. ასეთი კორპორაციები ხშირად ფლობენ ბენზინგასამართ სადგურებს.
წარმოების სფეროში მომრავლდა ისეთი ტრანსნაციონალური კორპორაციები,
რომლებიც ნაწილებს ერთ ქვეყანაში ამზადებენ და სხვაგან აწყობენ. მაგალითად,
იაპონიისა და ამერიკის ელექტროსაქონლის მწარმოებელ ფირმებს ამწყობი ქარხნები
აქვთ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ტაივანი, ტაილანდი, ფილიპინები, მალაიზია,
სამხრეთ კორეა და სხვ., სადაც მათ ქვეყნებთან შედარებით იაფი მუშახელია.
ჰორიზონტალური ინტეგრაცია გულისხმობს ერთი ტიპის ქარხნების მუშაობას
სხვადასხვა ქვეყანაში, ანუ როდესაც ცენტრალური ქარხანა და მისი შვილობილი
კომპანიები იდენტური საქმიანობით არიან დაკავებულნი. კონგლომერატული ტიპის
კორპორაციები ბევრ განსხვავებულ სფეროში არიან ჩაბმულნი ერთდროულად, მაგ.,
ნავთობის, სოფლის მეურნეობის, ნარჩენების გადამუშავების, მედიის, სამმხედრო
ტექნიკის წარმოების და სხვ.

III.ტრანსნაციონალური კორპორაციები და
საქართველო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა შეფასებით ტრანსნაციონალური


კორპორაციები წარმოადგენენ მსოფლიო ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას
XX საუკუნეში. გაეროში შემუშავებულ იქნა სპეციალური კოდექსი, რომლის
მიხედვით ტრანსნაციონალური კორპორაციის სტატუსი ენიჭება ფირმას, თუ მას:

I. გააჩნია შვილობილი კომპანიები 6 ან მეტ ქვეყანაში; ამ კომპანიების იურიდიული


ფირმისა და მოღვაწეობის სფეროს მიუხედავად.

II. შექმნილი აქვს გადაწყვეტილების მიღების ისეთი სისტემა, რომელიც საშუალებას


იძლევა ერთი ან რამოდენიმე ცენტრიდან განხორციელდეს ერთობლივი პოლიტიკა.

III. აქვს 100 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალბრუნვა.

IV. უნარი შესწევს შვილობილი კომპანიების ერთმანეთთან მაქსიმალური


დაკავშირებისა, იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, რომ შვილობილი
კომპანია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდეს დანარჩენ ფირმებზე.

ტრანსნაციონალური კორპორაციები ფაქტობრივად არიან ეროვნული მონოპოლიები


მსხვილი უცხოური აქტივებით. მათი სამრეწველო, საწარმოო და სავაჭრო -
სარეალიზაციო მოღვაწეობა, ერთი სახელმწიფოს ფარგლებს სცილდება.
ტრანსნაციონალური კორპორაციის ნებისმიერი ცალკე აღებული შვილობილი
კომპანია აუცილებელია როგორც ცენტრისთვის, ასევე მთლიანად წარმოების
ორგანიზაციისათვის. ამავე დროს ეს კომპანია დამოუკიდებლად ვერ ქმნის
რეალიზაციისთვის მზა პროდუქციას; სხვა შვილობილ კომპანიებთან მჭიდრო
თანამშრომლობის გარეშე წარმოადგენს მხოლოდ უმნიშველო რგოლს.

ტრანსნაციონალურ კორპორაციათა ძირითადი ნაწილი კონცენტრირებულია აშშ-ში,


იაპონიასა და ევროპაში. დღევანდელ საქართველოს ეკონომიკას ტრანსნაციონალურ
კორპორაციებთან მინიმალური შეხება აქვს. ტრანსნაციონალური კორპორაციების
ნაწარმი შემოდის ჩვენი ქვეყნის ბაზარზე, მაგრამ პირდაპირი კონტაქტები,
როგორიცაა ადგილზე შვილობილი კომპანიების, ფილიალების შექმნა ან ეროვნული
ფირმების შესყიდვა თითქმის არ არსებობს. ეს დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის
არახელსაყრელ ეკონომიკურ პირობებთან, რაც პირველ რიგში წარმოების კრიზისით
გამოიხატება. წარმოების მასშტაბების კატასტროფულმა შემცირებამ დიდი
უმუშევრობა გამოიწვია. აღნიშნულ მოვლენებს ჯაჭვური რეაქციით მოჰყვა სამუშაო
ძალის ღირებულების მკვეთრი დაცემა. XX საუკუნის ბოლოს ევროპაში ერთ - ერთი
ყველაზე იაფი მუშახელი სწორედ საქართველოშია. ეს ტრანსნაციონალურ
კორპორაციათა მიმზიდველი ფაქტორია, მაგრამ არასაკმარისი ფაქტორი.
ტრანსნაციონალურ კორპორაციებს პირველ რიგში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა
სჭირდებათ, რომელიც ადგილზე უზრუნველყოფს კაპიტალის, ბიზნესის
უსაფრთხოებას. ჩვენი თანამშრომლობა ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან
დღეისათვის შემოიფარგლება მათ მიერ სარეალიზაციო ცენტრების:
სუპერმარკეტების, ბენზინგასამართი სადგურების და სხვათა გახსნით. საქართველოს
ტერიტორიაზე თავისი პროდუქციის წარმოების და შვილობილი კომპანიების აქ
განლაგების პერსპექტივა ნამდვილად არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში
პირდაპირი ინვესტირება და კაპიტალდაბანდებები, ჯერ - ჯერობით,
არაპოპულარულია. ჩვენი ქვეყნის ეკონომისტებზე, ბიზნესმენებზე და
პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფი ტემპით განვითარდება
ტრანსნაციონალურ კორპორაციათა ექსპანსია საქართველოში. ეს პროცესი
მომგებიანი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, ასევე მთავრობისათვის
(სახელმწიფოსათვის). ხალხი დასაქმდება, წარმოიქმნება ათეულობით ათასი ახალი
სამუშაო ადგილი, რაც მეტად მნიშვნელოვანი საქმეა. ამვე დროს, თუ პროდუქცია
ჩვენს ტერიტორაზე შეიქმნება, ჩვენთვის იგი გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე არის
ამჟამად, რადგან არ დაემატება ტრანსპორტირების და საბაჟო გადასახადები.
შესაბამისად ნაწარმს ნაკლები დანახარჯებით შექმნის და მომხმარებლამდე მიტანის
გაადვილების ხარჯზე გაიზრდება ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან თანამშრომლობისას


ნებისმიერ ქვეყანას და მათ შორის საქართველოს მართებს ზომიერი სიფრთხილის
გამოჩენა. ეკონომიკასთან მჭიდრო დაკავშირებით ტრანსნაციონალური
კორპორაციები ახერხებენ უცხო ქვეყნების პოლიტიკაზეც გარკვეული გავლენის
მოპოვებას, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოსათვის. არ
უნდა გამოგვრჩეს, რომ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ახასიათებთ რამდენიმე
უარყოფითი ნიშან - თვისებაც: - უცხო ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის არც თუ
იშვიათად გვერდის ავლა. ასე, ტრანსფერტული ფასების ჩამოყალიბების პოლიტიკის
მანიპულაციით, ტრანსნაციონალური კომპანიების შვილობილი კომპანიები, ერთი
ქვეყნიდან მეორეში დიდი ოდენობის თანხების გადაგზავნით ახერხებენ
გადასახადებისათვის თავის არიდებას, მათ დაფარვას. - მონოპოლიური ფასების
დიქტატისკენ სწრაფვა.

XXI საუკუნის დასაწყისში, ექსპერტთა აზრით, ტრანსნაციონალური კორპორაციები,


შეიჭრებიან იმ სფეროებში, რომლებიც ტრადიციულად სახელმწიფო ინტერესების
სფეროებად ითვლებოდა. ამასთან, ლაპარაკი არ არის ეკონომიკის სრულ
ინტეგრაციაზე ტრანსნაციონალურ კორპორაციათა ხელმძღვანელობით, არამედ
ტრანსნაციონალურ კორპორაციათა მოქმედებებს მივყავართ ინტეგრაციისკენ
მხოლოდ იმ ჩარჩოებში, რომელიც ხელსაყრელია მაქსიმალური მოგების მისაღებად.

IV.ჰუავეი
Huawei Technologies Co. Ltd. (ჩინ. 華為技術有限公司) — ჩინური
ტრანსნაციონალური კომპანია ტელეკომუნიკაციების სფეროში. სათავო ოფისი
მდებარეობს გუანდუნის პროვინციის  ქალაქ შენჟენში. მას შემდეგ რაც შვედურ
ერიქსონს  გაუსწრო, ჰუავეი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის უმსხვილესი
მწარმოებელია მსოფლიოში.

კომპანია 1998 წელს ყოფილმა სამხედრო ოფიცერმა რენ ჟენგფეიმ დააარსა და


გააფორმა კერძო კომპანიად, რომელსაც მასში დასაქმებულები ფლობდნენ. ჰუავეის
მთავარი საქმიანობაა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვა, ოპერაციული და
საკონსულტაციო მომსახურებისა და აღჭურვილობის წარმოება როგორც ჩინეთის,
ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ საწარმოებში; ასევე საკომუნიკაციო
მექანიზმების წარმოება სამომხმარებლო ბაზრისთვის. კომპანიაში დასაქმებულია
140 000 ადამიანი, რომელთა 46% ჩართულია კვლევისა და გაუმჯობესების (R&D)
პროცესში. იგი ფლობს 20 R&D დაწესებულებას ჩინეთში, აშშ–
ში, გერმანიაში, შვედეთში, ინდოეთში, რუსეთსა და თურქეთში. 2011 წელს ამ
სფეროში მან $3,74 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.

2010 წელს ჰუავეიმ 23,8 მლრდ ჩინური იუანის (3,7 აშშ დოლარი) მოგება ნახა. მის
პროდუქციასა და მომსახურებას იყენებენ მსოფლიოს 140–ზე მეტ ქვეყანაში.
მსოფლიოს 50 უმსხვილესი სატელეკომუნიცაციო ოპერატორიდან 45–ს ამჟამად
ჰუავეი ემსახურება.

სურათზე წარმოდგენილია „ჰუავეის“ შემოსავლები 2007-2016 წლის


ჩათვლით.როგორც ვხედავთ,კომპანიის ყოველწლიური შემოსავალი თანდათან
იზრდება.
V.მაკდონალდსი

McDonald's — სწრაფი კვების რესტორების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში. მისი


ცენტრალური ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში.

კომპანია 1940 წელს დააარსეს ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა. პირველი


რესტორანი გაიხსნა სან-ბერნარდიროში(კალიფორნია).

1954 წელს, რეი კროკმა ძმები მაკდონალდებისაგან შეიძინა ფრანჩაიზინგის


ექსკლუზიური აგენტის უფლება. 1955 წელს კროკმა გახსნა McDonald’s - ის პირველი
რესტორანი ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში. დღეს ეს რესტორანი
კორპორაციის მუზეუმია. 1955 წელს კროკმა დაარეგისტრირა კომპანია McDonald’s
System, Inc, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა McDonald’s Corporation McDonald’s
Corporation. 1961 წელს კროკმა შეიძინა კომპანიის მართვის ყველა უფლება.
2008 წლისათვის კორპორაციის ქსელში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ
შეადგინა 400 000 ადამიანი, ხოლო მოგებამ შეადგინა $23,5 მილიადრი.

2009 წელს კორპორაციის კაპიტალიზაცია შეადგენდა $64,2 მილიარდს.


კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჟდომარე და მთავარი მმართველია ჯეიმზ
სკინერი, პრეზიდენტი - დონ ტომპსონი.

2009 წელს ივნისისათვის, McDonald’s სავაჭრო ნიშნის ქვეშ მსოფლიოს 118


ქვეყანაში მუშოაბდა 32 060 რესტორანი, რომელთაგან 14 000 აშშ-ში მდებარეობს. 25
578 რესტორანი იმართებოდა ფრანჩაიზინგის პრინციპით. შედეგად, რესტორნების
ასორტიმენტი, ზომები და პორციის შემადგენლობა მკვეთრად განსხვავდება
სხვადასხვა ქვეყანაში. რესტორნების ასორტიმენტში შედის ჰამბურგერები (მ.შ. „ბიგ
მაკი“), სენდვიჩი, კარტოფილი ფრი, დესერტები, სხვადასხვა სასმელი და ა.შ.
ქვეყნების უმრავლესობაში, მაკდონალდსის რესტორნებში იყიდება ლუდიც.
ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებით უზრუნველსაყოფად
კორპორაციისათვის პრიორიტეტულია ადგილობრივი პროდუქტების გამოყენება.
თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც იყიდება მაკდონალდსის ქსელში,
წარმოებულია ადილობრივ ბაზარზე. ადგილობრივი პროდუქტების რაოდენობა
რესტორნებში მერყეობს 70%-დან 85%-მდე.კორპორაციის ერთ-ერთი კარგად
განვითარებადი პროექტია საყავეების ქსელი „McCafé“.

ცნობები ზოგიერთი ქვეყნის ქსელის შესახებ 2010 წლის 15 დეკემბრის


მონაცემებით:

რუსეთში წარმოდგენილია 261 მაკდონალდსის რესტორანი. პირველი რესტორნის


გახსნის დღეს, 1990 წლის 31 იანვარს, მას ეწვია 30 000 ადამიანი.

უკრაინა იყო რიგით 102-ე ქვეყანა, სადაც გაიხსნა მაკდონალდსის რესტორანი. აქ


კომპანიის ქსელი ვითარდება 1997  წლის 24 მაისიდან.

მოლდოვაში ფუნქციონირებს მაკდონალდსის 4 რესტორანი, ყველა


მათგანი კიშნიოვის ცენტრში მდებარეობს.

ლატვიაში მუშაობს მაკდონალდსის 8 რესტორანი, ყველა მდებარეობს რიგაში.


ისრაელში ფუნქციონირებს მაკდონალდსის 169 რესტორანი, ამ რესტორნებში
განვითარებულია „მაკდრაივის“ სერვისი, ასევე შესაძლებელია WiFi-ის სარგებლობა.

ესტონეთში არის მაკდონალდსის 8 რესტორანი: 6 ტალინში, 1 ტარტუში და


1 ნარვაში.

ბელორუსიაში მუშაობს მაკდონალდსის 5 რესტორანი, ყველა


მათგანი მინსკში მდებარეობს.

აზერბაიჯანში წარმოდგენილია მაკდონალდსის 7 რესტორანი,


ყველა ბაქოში მდებარეობს.

საქართველოში ფუნქციონირებს მაკდონალდსის 11 რესტორანი: 7 თბილისში,


1 რუსთავში, 1 ქუთაისში, 1 ბათუმსა და 1 ზუგდიდში.

სურათზე გამოსახულია „მაკდონალდსის“ შემოსავლები (2008-2012) წლის


მონაცემებით.როგორც ვხედავთ,“მაკდონალდს“ მცირეოდენი ჩავარდნა ქონდა 2009
წელში,თუმცა ამის შემდეგ კომპანიის შემოსავლები ყოველწლიურად მზარდია.
VI.მაიკროსოფტი

Microsoft Corporation (Microsoft-ის კორპორაცია) — მულტინაციონალური


კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია, რომლის სათავო
ოფისი ვაშინგტონში, რედმონდში მდებარეობს. კომპანია ამზადებს, აპატენტებს და
ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული

უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. ბოლო დროს კი, მან აპარატულ უზრუნველყოფის


წარმოებაც დაიწყო. კომპანია 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეიტსისა და პოლ
ალენის მიერ იქნა დაარსებული. დღესდღეობით Microsoft-ი მსოფლიოს უდიდესი
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიათა სიაში პირველ ადგილს იკავებს, ასევე
ის მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოს გიგანტებს შორის როგორებიც არიან Apple
Inc., ExxonMobil და IBM. 2005 წლის მონაცემებით Microsoft-ის წლიურმა შემოსავალმა
39,79 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2011 წლის მაისში, Microsoft-ის
კომპანიამ შეიძინა Skype-ის აქციები 8,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად, რაც
დღემდე Microsoft-ის უდიდეს შენაძენად ითვლება.

2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ში დასაქმებულთა რაოდენობა,


მთელი მსოფლიოს მასშტაბით 97,000 ადამიანს აღემატება, 105 ქვეყანაში.მისი
ყველაზე პოპულარული პროდუქტია Microsoft Windows საოპერაციო სისტემა
და Microsoft Officeპროგრამული პაკეტი – ორივე მათგანი თითქმის შეუცვლელი
პროდუქტი გახდა მთელ მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე.
კომპანია ასევე აწარმოებს ფართო სპექტრის კომპიუტერულ უზრუნველყოფებს, მათ
შორის არის საძიებო სისტემა Bing, Xbox და Kinect, რომლებმაც დიდი პოპულარობა
ჰპოვეს ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, ლიდერია ციფრულ მომსახურებაშიც MSN-ს
მეშვეობით, ასევე Microsoft Corporation-მა ახლახანს დაიწყო მობილური ტელეფონის
საოპერაციო სისტემის, Windows Phone OS-ის წარმოებაც. 2012 წლის ივნისს კომპანია
Microsoft-მა განაცხადა, რომ იგი მალე გაყიდვაში ჩაუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს
Microsoft Surface-ს. 2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ის შემოსავალი
77.85 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო კომპანიის დამაარესებელი,
ბილ გეითსი, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილზეა (რამდენიმე
წლის განმავლობაში ის იყო პირველ ადგილზე).

სახელი Microsoft შედგება სიტყვებისგან "microcomputer-software". პირველად 1975


წელს, ბილ გეიტსის მიერ პოლ ალენისთვის ერთ-ერთ მიწერილ წერილში იქნა
სიტყვა "micro-soft" გამოყენებული. ამჟამინდელი სახელწოდება "Microsoft"-ი იქნა
დადგენილი 1976 წლის 26 ნოემბერს ნიუ-მექსიკოს შტატში.

სურათზე წარმოდგენილია „მაიკროსოფტის“ შემოსავლები 2002-2017 წლებში.


V II.მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი
ტრანსნაციონალური კომპანია 2014 წლის მონაცემებით

2014 წლის მონაცემებით,შემოსავლის მიხედვით პირველადგილზეა ამერიკული


სუპერმარკეტების ქასელი ვოლმარტი.ამ კომპანიამ 2014 წელს 486 მილიარდი
დოლარის შემოსავალი მიიღო და დასაქმებული ყავდა 2.2 მილიონი ადამიანი.

ვოლმარტის წლიური შემოსავალი აღემატება ისეთი ქვეყნების წლიურ


შემოსავალსაც კი, როგორიცაა ავსტრია, დანია, ირანი, ისრაელი, ფინეთი, ირლანდია,
პორტუგალია და სხვა. ვოლმარტზე მეტი შემოსავალი მსოფლიოში მხოლოდ 27
ქვეყანას აქვს.
2-7 ადგილებს ნავთობის და გაზის სექტორში მოქმედი კომპანიები იკავებენ. შემდეგ
მოდის ტოიოტა და სამსუნგი. დასაქმების მიხედვით მსოფლიოში მეორე
ადგილზეაჩინეთს რკინიგზა, სადაც 2 მილიონ ადამიანზე მეტი მუშაობს.
ბიბლიოგრაფია :

1.http://www.nplg.gov.ge

3.http://intermedia.ge

4. http://wikipedia.org

5. https://www.statista.com

6. http://forbes.ge

You might also like