You are on page 1of 6

შესავალი: მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელი

ეს ლექცია გაგაცნობთ ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე საწყის და ამასთანავე მნიშვნელოვან


მოდელს: მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელს. ეს მოდელი არის მარტივი, მაგრამ ძლიერი,
რომელსაც შეუძლია ახსნას ეკონომიკის ბევრი მოვლენა. ეს ლექცია თავდაპირველად
გაგაცნობთ ეკონომიკის ორ ყველაზე მნიშვნელოვან კონცეფციას, მიწოდებასა და მოთხოვნას.
შემდეგ ისწავლით, თუ როგორ გამოსახოთ ეს კონცეფციები ციფრებში. და ბოლოს, ისწავლით
რა განსხვავებაა მოთხოვნისა და მიწოდების მრუდების გადაადგილებასა და მრუდების
გასწვრივ მოძრაობას/გადაადგილებას შორის, ისწავლით ფასი და რაოდენობა როგორ
აყალიბებს წონასწორობას ბაზარზე და მოთხოვნა-მიწოდების მრუდების გადაადგილება
როგორ გავლენას ახდენს ფასსა და რაოდენობაზე.

ძირითადი კონცეფციები: მოთხოვნა და მიწოდება


მოთხოვნა არის საქონლის ფასსა და საქონლის რაოდენობას შორის უარყოფითი
დამოკიდებულება. ის გრაფიკზე გამოისახება როგორც დაღმავალი მოთხოვნის მრუდი.
 
ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, თუ რა იწვევს მოთხოვნის მრუდის გასწვრივ
მოძრაობას/გადაადგილებას და რა თავად მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას.

 მოთხოვნის მრუდის გასწვრივ გადაადგილება (მრუდზე მოძრაობა) ხდება როდესაც


მაღალი ფასი ამცირებს მოთხოვნილი საქონლის რაოდენობას ან როდესაც დაბალი ფასი
ზრდის მოთხოვნილი საქონლის რაოდენობას. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ეს
გამოსახულია როგორც A წერტილიდან გადაადგილება B ან C წერტილში.

 მოთხოვნის მრუდის გადაადგილება ხდება როცა ფასის გარდა სხვა ფაქტორების


ქმედებით იცვლება მოთხოვნილი საქონლის რაოდენობა, რისი ყიდვაც სურთ
მომხმარებლებს. მოთხოვნა იზრდება მაშინ როცა მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება და
პირიქით - მცირდება, როცა მოთხოვნის მრუდი მარცხნივ გადაადგილდება.
მოთხოვნის მრუდის გასწვრივ და მოთხოვნის მრუდის გადაადგილებები:

მიწოდება არის საქონლის ფასსა და ფირმების მიერ მიწოდებული საქონლის რაოდენობას


შორის დადებითი დამოკიდებულება. გრაფიკზე იგი გამოისახება როგორც აღმავალი
მიწოდების მრუდი.

როგორც მოთხოვნის შემთხვევაში, აქაც შეგვიძლია განვასხვავოთ მიწოდების მრუდის


გასწვრივ გადაადგილება და მიწოდების მრუდის გადაადგილება.

 მიწოდების მრუდის გასწვრივ გადაადგილება ხდება მაშინ, როცა გაზრდილი ფასი


ზრდის მიწოდებულ რაოდენობას ან შემცირებული ფასი ამცირებს მიწოდების
რაოდენობას. ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე როგორც გადაადგილება D
წერტილიდან E ან F წერტილში.

 მიწოდების მრუდის გადაადგილება ხდება როცა ფასის გარდა სხვა ფაქტორების


ქმედებით იცვლება ფირმების მიერ ბაზარზე გასაყიდად მიწოდებული საქონლის
რაოდენობა. მიწოდების ზრდა იწვევს მიწოდების მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას,
ხოლო მიწოდების შემცირება კი მიწოდების მრუდს მარცხნივ გადაადგილებს.
მიწოდების მრუდის გასწვრივ გადაადგილებისა და მიწოდების მრუდის გადაადგილების
მაგალითები
ძირითადი კონცეფცია: საბაზრო წონასწორობა
წონასწორული ფასი და წონასწორული რაოდენობა განისაზღვრება მიწოდებისა და
მოთხოვნის მრუდების გადაკვეთით. გადაკვეთის წერტილში მიწოდების რაოდენობა ტოლია
მოთხოვნის რაოდენობისა - ბაზარზე არ არის დეფიციტი (ნაკლებობა) ან სიჭარბე
(ზედმეტობა).

წონასწორობის ფასი და რაოდენობა

როცა მყიდველები და გამყიდველები ურთიერთქმედებენ ბაზარზე, წონასწორობის ფასი


მოთხოვნისა და მიწოდების გადაკვეთის წერტილს ემთხვევა. ამ წერტილზე, მიწოდების
რაოდენობა ტოლია მოთხოვნის რაოდენობის. წონასწორობის რაოდენობაც განისაზღვრება ამ
წერტილით. მაღალი ფასის შემთხვევაში მოთხოვნის რაოდენობა ნაკლები იქნება, ვიდრე
მიწოდების რაოდენობა. ბაზარზე იქნება სიჭარბე. დაბალი ფასის შემთხვევაში, მოთხოვნის
რაოდენობა უფრო მეტი იქნება ვიდრე მიწოდების რაოდენობა. ბაზარზე იქნება დეფიციტი.

ფასის კორექტირება უბიძგებს ბაზარს წონასწორობისკენ. იმ შემთხვევაში როცა დეფიციტია,


ანუ საქონელზე მოთხოვნა ჭარბია, ფასი გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება მიწოდებული
საქონლის რაოდენობა და შემცირდება მოთხოვნის რაოდენობა. იმ სიტუაციაში კი, როცა
სიჭარბე, ანუ საქონლის მიწოდების ზედმეტობაა, ფასი შემცირდება, რაც შეამცირებს
მიწოდებული საქონლის რაოდენობას და გაზრდის მოთხოვნის რაოდენობას.

მოთხოვნა-მიწოდების მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ, რათა გავაანალიზოთ იმ


ფაქტორების ცვლილება, რაც გადაადგილებს მოთხოვნისა ან მიწოდების მრუდს ან ორივეს
ერთდროულად. მიწოდების ან მოთხოვნის მრუდების გადაადგილებით, შეიძლება ახსნილ
იქნას ფასის მონაცემები და ასევე გაკეთდეს სამომავლო ფასების პროგნოზირება.

როცა მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ (მარცხნივ) გადაადგილდება, ორივე - წონასწორული


ფასი და წონაწორული რაოდენობა გაიზრდება (შემცირდება). როცა მიწოდების მრუდი
გადაადგილდება მარჯვნივ (მარცხნივ), წონასწორული ფასი შემცირდება (გაიზრდება), და
გაიზრდება წონასწორული რაოდენობა (შემცირდება).

დასკვნა: მოთხოვნა-მიწოდების მოდელი


ამ ლექციაში თქვენ შეისწავლეთ მოთხოვნისა და მიწოდების ძირითადი განმარტებები. ასევე,
თქვენ ისწავლეთ როგორ გაანალიზოთ მოთხოვნა და მიწოდება გრაფიკულად. მოთხოვნა
არის ორი ეკონომიკური ცვლადის ურთიერთქმედება: (1) კონკრეტული საქონლის ფასი და
(2) საქონლის ის რაოდენობა, რომლის შეძენის სურვილი მომხმარებლებს გააჩნიათ იმ ფასად
რაც იმ კონკრეტულ მომენტშია მოცემული, სხვა ფაქტორების უცვლელობის შემთხვევაში.
მოკლედ, პირველ ცვლადს ვეძახით ფასს და მეორე ცვლადს მოთხოვნის რაოდენობას.
მოთხოვნის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის არსებულ ურთიერთკავშირს ეწოდება
მოთხოვნის განრიგი. ურთიერთკავშირი აჩვენებს რომ ფასი და მოთხოვნის რაოდენობა
ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრაობენ. მიწოდება კი არის შემდეგი ორი ცვლადის
ურთიერთქმედება: (1) კონკრეტული საქონლის ფასი და (2) ის რაოდენობა, რომლის
გაყიდვის სურვილიც გააჩნიათ ფირმებს მოცემული ფასის პირობებში, სხვა ფაქტორების
უცვლელობის პირობებში. მოკლედ, პირველ ცვლადს ვუწოდებთ ფასს და მეორე ცვლადს
მიწოდების რაოდენობას.

ზოგჯერ ეკონომისტები მიუთითებენ მოთხოვნასა და მიწოდებაზე, როგორც მოთხოვნის


კანონი და მიწოდების კანონი. მოთხოვნის კანონი გვეუბნება, რომ რაც უფრო მაღალია ფასი,
მით უფრო ნაკლები რაოდენობაა მოთხოვნადი ბაზარზე; და რაც უფრო დაბალია ფასი, მით
უფრო მაღალია მოთხოვნის რაოდენობა ბაზარზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოთხოვნის
კანონი გვეუბნება, რომ მოთხოვნის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის უარყოფითი
დამოკიდებულება არსებობს, სხვა ფაქტორების უცლელობის პირობებში. მიწოდების კანონი
კი გვეუბნება, რომ რაც უფრო მაღალია ფასი, მით უფრო მეტის მიწოდება ხდება ბაზარზე;
ხოლო რაც უფრო დაბალია ფასი, მით უფრო ნაკლების მიწოდება ხდება. სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, მიწოდების კანონი გვეუბნება, რომ მიწოდების ფასსა და მიწოდების
რაოდენობას შორის დადებითი დამოკიდებულება არსებობს, სხვა ფაქტორების
უცვლელობის პირობებში.

ამ ლექციამ ასევე გვაჩვენა, თუ როგორ გამოვიყენოთ მოთხოვნისა და მიწოდების მოდელი


რათა გავიგოთ, თუ როგორ განისაზღვრება წონასწორული ფასი და რაოდენობა ბაზარზე,
სადაც მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ურთიერთქმედება თავისუფლად
მიმდინარეობს. მოთხოვნა-მიწოდების მოდელი ალბათ ყველაზე ხშირად გამოყენებადი
მოდელია ეკონომიკაში, და იგი თითქმის ისეთივე სახით არსებობს როგორც ეს საუკუნეების
წინ არსებობდა. რაც დრო გავა და ისწავლით მეტ ეკონომიკის შესახებ, მით უფრო მეტად
დააფასებთ ამ მოდელს. მოდელის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ წონასწორული
ფასი და რაოდენობა დგინდება მოთხოვნისა და მიწოდების გადაკვეთის წერტილში.
მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ რათა გავაანალიზოთ მოთხოვნისა და მიწოდების
მრუდების გადაადგილებაზე მოქმედი ფაქტორების ცვლილება თუ რა გავლენას ახდენს
ბაზარზე არსებულ წონასწორულ ფასსა და წონასწორულ რაოდენობაზე.

You might also like