You are on page 1of 11

თავი 23 (ტესტები)

ცხოვრების ღირებულების დადგენა ხდება მშპ-ს და სი ფი აი ინდექსის მეშვეობით:

მთლიანი შიდა პროდუქტი - ყველა იმ საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო


ღირებულება, რომელიც იწარმოება ქვეყნის შიგნით დროის მოცემულ პერიოდში.

მშპ-ში არ შედის შუალედური საქონელი.

მშპ-ს (Y) კომპონენტებია:

 მოხმარება (C
 ინვესტიცია (I)
 სახელმწიფო შესყიდვები (G) (მაგალითად : გზების დაგება, საზოგადოებრივი
სამუშაოებზე დანახარჯები)
 წმინდა ექსპორტი(NX) (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის)

Y=C+I+G+NX

ნომინალური მშპ : საქონელ-მომსახურების წარმოების მოცულობა გამოხატული მიმდინარე


ფასებში. ( როცა ვითვლით ნომინალურ მშპ-ს რამდენიმე წლისთვის, თითოეული
პროდუქტის რაოდენობას ვამრავლებთ შესაბამის წელს არსებულ ფასზე და ვკრებთ).

რეალური მშპ- საქონელ-მომსახურების წარმოების მოცულობა გამოხატული მუდმივ


ფასებში. ( რეალური მშპ-ს გამოთვლისას ვიღებთ საბაზისო წელს და იმ წლის ფასზე
ვამრავლებთ შესაბამისი პროდუქტის რაოდენობას და ვკრებთ.

მშპ დეფლატორი = ნომინალური მშპ/რეალური მშპ * 100

თავი 24

CPI ინდექსი.- ტიპური მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონელ-მომსახურების მთლიანი


ღირებულების მაჩვენებელი.

სი ფი აის გამოთვლას აქვს 5 საფეხური :

კალათის დაფიქსირება :

ფასების დადგენა: ( პროდუქტისთვის ფასების დადგენა თითოეული წლისთვის)


კალათის ღირებულების გამოთვლა : ( თითოეული წლისთვის პროდუქტის რაოდენობის
შესაბამის ფასზე წლის მიხედვით ნამრავლთა ჯამი)

საბაზო წლის არჩევა. ინდექსის გამოთვლა : ავირჩევთ რომელიმე წელს საბაზოდ და


თითოეული წლის კალათის ღირებულებას ვყოფთ საბაზო წლის კალათი ფასზე, ეს
შეფარდება რავლდება 100ზე. მიღებული რიცხვი არის სი ფი აი ინდექსი.

ინფლაციის დონის გამოთვლა : (ეს არის ფასების ინდექსის %-ული ცვლილება წინა წელთან
შედარებით)

მაგ: მოცემულია სი ფი აი ინდექსი

2005 --- 100

2006----175

2007---250

ინფლაციის დონე გამოითვლება (175-100)/100* 100%

(250-175)/175*100%

მშპ დეფლეტორი ასახავს ადგილობრივი წარმოების ყველა საქონელ-მომსახურების ფასებს,


ხოლო სი ფი აი ინდექსი მომხმარებელთა მიერ შეძენილ ყველა საქონელ-მომსახურებას.

ფული დროის სხვადასხვა ინტერვალში

დღევანდელი თანხა $ = T წლის თანხა $ * (ფასების დღევანდელი დონე/ ფასების დონე T


წელს)

ინდექსაცია - ინფლაციის ტემპის მიხედვით თანხების ავტომატური კორექტირება


მთავრობის შესაბამისი კანონის საფუძველზე.

სარგებლის ნომინალური განაკვეთი - სარგებლის განაკვეთი რომელიც არ არის


კორექტირებული ინფლაციის დონით

სარგებლის რეალური განაკვეთი- რომელიც კორექტირებულია ინფაციის დონით


( ნომინალურ განაკვეთს - ინფლაციის დონე)

თავი 25

მწარმოებლურობა - ერთ სამუშო საათში წარმოებული საქონლისა და მომსახურების


რაოდენობა.
მწარმოებლურობის განმსაზღვრელი ფაქტორები :

ფიზიკური კაპიტალი - იმ მოწყობილობებისა და შენობების მარაგი , რომელიც წარმოება/სი


გამოიყენება. ( შრომის იარაღები)

ადამიანური კაპიტალი -ადამიანის ცოდნა უნარი გამოცდილება

ბუნებრივი რესურსები - საქონელ-მომსახურების წარმოებაში გამოყენებული მასალა


რომელსაც გვაძლევს ბუნება.

ტექნოლოგიური ცოდნა - საზოგადოების უნდარი შეარჩიოს საქონლისა და მომსახურების


საუკეთესო გზები.

კლებადი უკუგება - ფაქტორის ერთი ერთეულის სარგებლობის შემცირება ფაქტორის


რაოდენობის ზრდასთან ერთად.

მკვეთრი ზრდის ეფექტი - თვისება რომელიც გულისხმობს, რომ დაბალგანვითარებული


ქვეყანა ზრდის უფრო მაღალ ტემპს აღწევს ვიდრე მაღალგანვითარებული.

მთავრობის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე :

დაზოგვისა და ინვესტირების ხელშეწყობა

უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა

განათლების გაძლიერება

საკუთრების უფლებების დაცვა და პოლიტიკური სტაბილურობა

თავისუფალი ვაჭრობის უფლება

მოსახლეობის ზრდის კონტროლი

ახალი ტექნოლოგიების განვითარება

მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა

თავი 26

ფინანსური სისტემა - ეკონომიკაში არსებული ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც


ხელს უწყობს ერთი პირის დანაზოგისა და მეორე პირის ინვესტიციების დაკავშირებას.

ფინანსური ინსტიტუტები იყოფა ფინანსურ ბაზრებად და ფინანსურ შუამავლებად.


ფინანსური ბაზრები - ფინანასური ინსტიტუტები რომელთა მეშვეობითაც დაზოგვის
მსურველებს შეუძლიათ პირდაპირ მიაწოდონ ფინანსური სახსრები სესხის მსურველებს.

ობლიგაცია არის ვალდებულების სერთიფიკატი რომელის ადასტურებს მსესხებლის


ვალდებულებებს ობლიგაციის მფლობელის წინაშე. (თამასუქია).მასში აღნიშნულია სესხის
დაბრუნების თარიღი და სარგებლის განაკვეთი. აქვს 3 თვისება. 1-ობლიგაციის ვადა. 2-
საკრედიტო რისკი. 3- გადასახარებთან დამოკიდებულება.

აქცია -ფირმის წილობრივი მფლობელობის უფლება.

განსხვავება აქციასა და ობლიგაციას შორის: აქციის მფლობელი ფირმის მეწილეა,


ობლიგაციის მფლობელი კი კრედიტორი, ობლიგაციას ნაკლები რისკი ახლავს კრიზისის
პერიოდში პირველად ობლიგაცია განაღდდება, აქციებს მაღალი უკუგება ახასიათებს.

ფინანსური შუამავლები - ფინანსური ინსტიტუტები რომელთ მეშვეობითაც დაზოგვის


მსურველებს შეუძლიათ არაპირდაპირი გზით მიაწოდონ ფული მსესხებელს. ( მაგ ბანკები
ორმხრივი ფონდები)

მნიშვნელოვანი იგივეობები

Y=C+I+G+NX მშპ

Y=C+I+G ( მშპ ჩაკეტილ ეკონომიკაში)

S=I S- დანაზოგები

S=(Y-T-C)+(T-G) ეროვნული დანაზოგი (T გადასახადები)

S=(Y-C-G) კერძო დანაზოგი

S=T-G საზოგადოებრივი დანაზოგი

T>G ბიუჯეტის გარდამეტი

T<G ბიუჯეტის დეფიციტი

სასესხო კაპიტალის ბაზარი :

მოთხოვნის მრუდზე- ინვესტიციები, მსესხებლები.

მიწოდების მრუდზე- დამზოგველები, გამსესხებლები

წონასწორობისთვის 3 სამთვრობო პოლიტიკა :


1-გადასახადები და დანაზოგები

მცირდება გადასახადები- მიწოდების მრუდი გადადის მარჯვნივ, სარგებლის განაკვეთი


მცირდება, იზრდება ინვესტიციები სესხი იაფდება.დანაზოგები იზრდება.

2- გადასახადები და ინვესტიციები

ინვესტირების სტიმულები ზრდის მოთხოვნას, და სარგებლის განაკვეთი იზრდება.

3- ბიუჯეტის დეფიციტი - გამოდევნის ეფექტი

დეფიციტის ეფექტით მიწოდება მცირდება, სარგებლის განაკვეთი იზრდება, სესხი იზრდება,


დანაზოგები მცირდება და ინვესტიციას.

თავი 28 უმუშევრობა

სამუშაო ძალა = დასაქმებულთა რაოდენობა + უმუშევართა რაოდენობა.

უმუშევრობის დონე= (უმუშევართა რაოდენობა/ სამუშაო ძალა )*100

სამუშო ძალის ხვადრითი წილი ზრდასრულ მოსახლეობაში = (სამუშაო ძალა/ზრდასრული


მოსახლეობა)*100

უმუშევრობის დონეს რომლის ირგვლივაც ხდება უმუშევრობის დონის ცვლილება


უმუშევრობის ბუნებრივი დონე ეწოდება.

ციკლური უმუშევრობა ეს არის გადახრა მისი ბუნებრივი დონიდან.

ფრიქციული უმუშევრობა- უმუშევრობა იმის გამო, რომ ადამიანები ეძებენ ისეთ სამუშაოს
რომელიც შეესაბამება მათ უნარებს და გემოვნებას.

სტრუქტურული უმუშევრობა- უმუშევრობა, რომელსაც ზოგიერთ ბაზარზე წარმოშობს


სამუშაო ადგილების სიმცირე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენბასთან შედარებით.

ეფექტიაინი ხელფასის თეორია გულისხმობს რომ ხელფასი უნდა იყოს წონასწორულზე


მაღალი.

თავი 29

ფულის ფუნქციები:
გაცვლის საშუალება ( ის რასაც მყიდველები აძლევენ გამყიდველებს როცფა საქონელ-
მომსახურების შეძენა სურთ.

ღირებულების საზომი (ერთეული რომელსაც ადამიანები იყენებენ ფასების განსაზღვირისა


და ვალების აღსარიცხად.

დაგროვების საშუალება (ადამიანების მსყიდველობითი უნარის აწმყოდან მომავალში


გადატანის განსაკუთრებული შესაძლებლობა.

ლიკვიდურობა- ( აქტივის უნარი სწარაფად გადაიცვალოს ეკონომიკაში არსებულ


ვალუტაზე.

ეკონომიკაში ფულის ბრუნვას არეგულირებს ეროვნული ბანკი.

მონეტარული პოლიტიკა- ფულის მიწოდების განსაზღვრა ეროვნული ბანკის მიერ.

თანხას რომელსაც ბანკი სესხად არ გასცემს რეზერვები ეწოდება.

რეზერვის ნორმა-დეპოზიტის ნაწილი, რომელსაც ბანკი რეზერვის სახით ინახავს.

ფულადი მულტიპლიკატორი ფულის ის რაოდენობა რომელსაც ქმნის საბანკო სისტემა


რეზერვების თითოეული დოლარიდან.

გამოითვლება როგორც რეზერვის ნორმის შებრუნებული სიდიდე. მაგ: ბანკში დეპოზიტი


არის 5000 ლარი. რეზერვის ნორმა 40 %. მაშინ რეზერვის ნორმა = 2/5 მულტიპლიკატორი=
5/2=2,5 გენერირებული ფული იქნება 5000*2,5

ოპერაციები ღია ბაზარზე - საეზერვო სისტემის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა ან


გაყიდვა.

სარეზერვო მოთხოვნები - რეზერვის მინიმალური დონე რომელსაც აწესებს ეროვნული ბანკი


დეპოზიტების სიდიდესთან მიმართებაში და რომლის შენახვაც ბანკს კანონით ევალება.

დისკონტის განაკვეთი - სარგებლის განაკვეთი იმ სესხებზე რომელთაც ფედერალური


სარეზერვო სისტემა ბანკებს გამოუყოფს.

თავი 30

მსყიდველობითი უნარი მცირდება როცა ფასების დონე იზრდება. ფასების დონე


განისაზღვრება სი ფი აი და მშპ-თი. ფასების დონის გაზრდით ლარი უფასურდება.

ფულის რაოდენობრივი თეორია - თეორია რომლის მიხედვით ფულის რაოდენობა


განსაზღვრავს ფასების დონეს, ხოლო ფულის რაოდენობის ზრდის ტემპი ინფლაციის დონეს.
ეკონომიკაში არსებული ფასების საერთო დონე თვითრეგულირდება ფულის მიწოდებისა და
ფულზე მოთხოვნის სრულ გაწონაწორებამდე. როცა ცენტრალური ბანკი ფულის მიწოდებას
ზრდის ფასების დონე იზრდება.

ნომინალური ცვლადი - ცვალდები რომლების ფულად ერთეულში გამოიხატება.

რეალური ცვლადი - ცვლადები რომლების ფიზიკურ სიდიდეებში იზომება.

კლასიკური დიქოტომია - რეალური და ნომინალური ცვლადების თეორიული განცალკევება.

მონეტარული ნეიტრალიტეტი - დებულება რომლის თნახმად - ფულის მიწოდების


ცვლილება რეალურ ცვლადებზე არ მოქმედებს.

ფულის ბრუნვის სიჩქარე V=(P*Y)/M სადაც M არის ფულის რაოდენობა, P ფასების დონე (მშპ
დეფლატორი) Y პროდუქციის რაოდენობა ( რეალური მშპ).

განაკვეთის ეკვივალენტური ცვლილება.

ანუ როცა ინფლაციის დონე იზრდება ასევე იზრდება ნომინალური განაკვეთიც.

თავი 31

ექსპორტი - ქვეყნის შიგნით წარმოებული და ქვეყნის გარეთ გატანილი საქონელ-


მომსახურება.

იმპორტი - ქვეყნის გარეთ წარმოებული და ქვეყნის შიგნით გაყიდული საქონელ-


მომსახურება.

წმინდა ექსპორტი = სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის = სავაჭრო ბალანსი

სავაჭრო უპირატესობა = ექსპორტის გადაჭრბება იმპორტზე.

ფაქტორები რომლების მოქმედებენ ექსპორტზე იმპორტზე და წმინდა ექსპორტზე

1.მომხმარებელთა გემოვნება

2.საქონლის ფასი ქვეყანაში და უცხოეთში

3.სავალუტო კურსი

4 საქონლის ტრანსპორტირების ხარჯები

5 მთვრობის პოლიტიკა საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებით.


კაპიტალის წმინდა გადინება უცხოურ აქტივებში ადგილობრივი რეზიდენტების მიერ
გადახდილი თანხისა და სამამულო აქტივებში უცხოელთა მიერ გადახდილი თანხის
სხვაობა. აღინიშნება NCO

NCO=NX

დანაზოგი = სამამულო ინვესტიცია + კაპიტალის წმინდა გადინება (S= I+ NCO)

ნომინალური სავალუტო კურსი ორი ქვეყნის ვალუტის ფარდობითი ფასია, ხოლო რეალური
სავალუტო კურსი ორი ქვეყნის საქონლისა და მომსახურების ფარდობითი ფასი.

რეალური სავალუტო კურსი = (ნომინალური სავალუტო კურსი*სამამულო ფასი)

/ უცხოური ფასი. (e გამრავლებული p)/p* სადაც p* უცხოური ფასია.

მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თეორიის თანახმად ერთ დოლარს ყველა ქვეყანაში


საქონლის ერთი და იმავე რაოდენობით ყიდვა უნდა შეეძლოს.

თავი 32

სასესხო კაპიტალის ბაზარზე სარგებლის განაკვეთი თვითრეგულირდება სასესხო


კაპიტალის მიწოდების და სასესხო კაპიტალზე მოთხოვნის სრულ გაწონაწორებამდე.

უცხოური ვალუტის ბაზარზე რეალური სავალუტო კურსი თვითრეგულირდება დოლარის


მიწოდების დოლარზე მოთხოვნის სრულ გაწონაწორებამდე. კაპიტალის წმინდა გადინება
უცხოური ვალუტის ბაზარზე მიწოდებას უზრუნველყოფს.

პოლიტიკა სამთვრობო ბიუჯეტის დეფიციტი : ამცირებს დანაზოგებს, ამცირებს სასესხო


კაპიტალის მიწოდებას, ზრდის სარგებლის განაკვეთს, რაც იწვევს კაპიიტალის წმინდა
გადინების შემცირებას, რაც უცხოური ვალუტის ბაზარზე დოლარის მიწოდებას
ამცირებს.დოლარის ღირებულება იზრდება, ხოლო წმინდა ექსპორტი მცირდება.

სავაჭრო პოლიტიკა ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს


ომპორტირებულ ან ექსპორტირებულ საქონელ-მომსახურრების რაოდენობაზე. ( ტარიფი,
ქვოტა)

კაპიტალის გაფრენა - ქვეყანაში არსებულ აქტივებზე მოთხოვნისს მკვეთრი და უეცარი


შემცირება.

თავი 33

რეცესია უმუშევრობის ზრდის და რეალური შემოსავლების შემცირების პროცესი.

დეპრესია - სასტიკი რეცესია. რეცესიის დროს რეალური მშპ შემოსავლების სხვა


მაჩვენებლები , ხარჯები და წარმოების მოცულობა მცირდება, ხოლო უმუშევრობა იზრდება.
კლასიკური ეკონომიკური თეორია ეყრდნობა დაშვებას რომ ისეთი ნომინალური ცვლადები
როგორიცაა ფულის მიწოდება და ფასების დონე არ ახდენს გავლენას რეალურ ცვლადებზე-
წარმოებასა და დასაქმებაზე.

ერთობლივი მოთხოვნის მრუდი - მრუდი რომელიც ასახავს საქონელ-მომსახურების


რაოდენობას,რომლის ყიდვასაც ირჩევენ საოჯახო მეურნეობები, ფირმები და მთავრობა
ფასების თითოეულ დონეზე.

ერთობლივი მიწოდების მრუდი - მრუდი რომელიც ასახავს საქონელ-მომსახურების


რაოდენობას რომლის წარმოებასა და გაყიდვას ირჩევენ ფირმები ფასების თითოეულ
დონეზე.

ერობლივი მოთხოვნის მრუდის კლებადობის 3 მიზეზი : 1. ფასების დონის შემცირება


ზრდის ნაღდი ფულის რეალურ ღირებულებას, რაც ხელს უწყობს სამომხმარებლო ხარჯების
ზრდას. 2. ფასების დაბალი დონე ამცირებს სოჯახო მეურნეობებისათვის საჭირო ფულის
რაოდენობას, როცა საოჯახო მეურნეობები ცდილობენ ფული უფრო საეგებლიან
ობლიგაციებად აქციონ სარგებლის განაკვეთი მცირდება. რაც საინვესტიციო ხარჯების
ზრდას იწვევს. 3. რადგან ფასების დონის შემცირება სარგებლის განაკვეთს ამცირებს ამიტომ
ვალუტის ბაზარზე დოლარის გაუფასურება ხდება, რაც წმინდა ექსპორტის ზრდას იწვევს.

ნებისმიერი პოლიტიკა რომელიც ზრდის მოხმარებას , ინვესტიციებს, სახელმწიფო


შესყიდვებსა და წმინდა ექსპორტს ფასების მოცემული დონის დროს , ზრდის ერთობლივ
მოთხოვნას.

გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდი ვერტიკალურია.

სიმდიდრის ეფექტი - ფასების დონის შემცირების გამო მომხმარებლები თვს უფრო


მდიდრებად გრძნობენ რაც მათ მეტის დახარჯვისკენ უბიძგებს.მომხმარებელთა
დანახარჯების ზრდა საქონელზე მოთხოვნის ზრდას ნიშნავს.

სარგებლის განაკვეთის ეფექტი - ფასების დონის შემცირება ამცირებს სარგებლის განაკვეთს,


ხელს უწყობს საინვესტიციო ხარჯების ზრდას და ზრდის საქონელ-მომსახურებაზე
მოთხოვნის რაოდენობას.

სავალუტო კურსის ეფექტი - ფასების დონის შემცირება იწვევს სარგებლის განაკვეთის


შემცირებას,მცირდება რეალური სავალუტო კურსიც, რას ზრდის საქონელ-მომსახურებაზე
მოთხოვნის რაოდენობას.

ერთობლივი მოთხოვნის მრუდი გადაადგილების 4 მიზეზი : 1. მოხმარების ცვლილებით


გამოწვეული გადაადგილება. 2. ინვესტიციების ცვლილებით გამოწვეული გადაადგილება. 3.
სახელმწიფო შესყიდვების ცვლილებით გამოწვეული გადააადგილება. 4 წმინდა ექსპორტის
ცვლილებით გამოწვეული გადაადგილება.

მოკლევადიანი პერიოდის მიწოდების მრუდის ზრდადობის 3 მიზეზი: 1. ხისტი ხელფასების


თეორია - ფასების მოსალოდნელზე დაბალი დონე იწვევს რეალური ხელფასის ზრდას,რაც
ფირმებს აიძულებს უფრო ცოტა მუშა დაიქირაონ. 2 ხისტი ფასების თეორია- ფასების
მოსალოდნელზე დაბალი დონის პირობებში ზოგი ფირმა სასურველზე მაღალ ფასს
ინარჩუნებს რაც ამცირებს მათ გაყიდვებს. 3. მცდარი შეხედულების თეორია - ფასების
მოსალოდნელზე დაალი დონის გამო ზოგი მიმწოდებელი არასწორად ფიქრობს, რომ
მხოლოდ მიისი საქონლის ფარდობითი ფასი დაეცა და ამ მოვლენას წარმოების შემცირებით
პასუხობს.

ეკონომიკური მერყეობების 2 მიზეზი: 1, ერთობლივი მოთხოვნის ცვლილება, როცა


ერთობლივი მოთხოვნის მრუდი გადადის მარცხნივ, მოკლევადიან პერიოდში წარმოების
მოცულობა მცირდება და ფასებიც. 2 ერთობლივი მიწოდების ცვლილება- როცა ერთობლივი
მიწოდების მრუდი გადადის მარცხნივ მოკლევადიან პერიოდში წარმოება შმცირდება და
ფასები გაიზრდება.ამას სტაგფლაცია ეწოდება.სტაგფლაცია - წარმოების შემცირების და
ფასების ზრდს პროცესი.

თავი 34

ლიკვიდურობის უპირატესი თეორია - ქეინზის თეორია რომლის მიხედვით, სარგებლის


განაკვეთს შეუძლია გააწონაწოროს ფაულის მიწოდება და ფულზე მოთხოვნა.

ფულზე მოთხოვნის მრუდი კლებადია. თუ ფასების დონე გაიზარდა, იზრდება ფულზე


მოთხოვნა,იზრდება სარგებლის განაკვეთი, ხელზე არსებულ ფულზე მოთხოვნა მცირდება
საქონელ-მომსახურებაზე მოთხოვნა მცირდება.

ერთობლივ მოთხოვნაზე მოქმედება შეიძლება მონეტარული პოლიტიკით. ფულის


მიწოდების გაზრდა იწვევს სარგებლის განაკვეთის შემცირებას ფასების თითოეულ
დონეზე.რადგან სარგებლის განაკვეთის შემცირება საინვესტიციო ხარჯების სტიმულირებაას
იწვევს ერთობლივი მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება.

ასევე ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედება შეიძლება ფისკალური პოლიტიკით:


სახელმწიფო შესყიდვების გაზრდა ან გადასახადების შემცირება ერთობლივი მოთხოვნის
მრუდს მარჯვნივ გადაადგილებს.ხოლო სახელმწიფო შესყიდვების შემცირება და
გადასახადების გაზრდა კი მარცხნივ.

მულტიპლიკატორის ეფექტი - ერთობლივი მოთხოვნის მრუდის დამატებითი


გადაადგილება რომელიც გამოწვეულია ექსპანსიონისტური ფისკალური პოლიტიკის
შედეგად შემოსავლების სამომხმარებლო დანახარჯების გაზრდით. გამოითვლება 1/ (1-MPC)
სადაც MPC არის დამატებითი შემოსავლის ინ ნაწილი რომელსაც საოჯახო მეურნეობები
სამომხმარებლო საქონელზე ხარჯავს.

გამოდევნის ეფექტი - ერთობლივი მოთხოვნის შემცირება როცა ექსპანსიური ფისკალური


პოლიტიკის შედეგად იზრდება სარგებლის განაკვეთი და შესაბამისად მცირდება
საინვესტიციო ხარჯები.

მულტიპლიკატორის ეფექტი აძლიერებს ფისკალური პოლიტიკის ზემოქმედებას ერთობლივ


მოთხოვნაზე ხოლო გამოდევნის ეფექტი კი ამცირებს ამ ზემოქმედებას.

ავტომატური სტაბილიზატორები- ეკონომიკური რეცესიის დროს ფისკალურ პოლიტიკაში


მიმდინარე ერთობლივი მოთხოვნის მასტიმულირებელი ცვლილებები რომლებიც რაიმე
საგანგებო პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე ხორციელდება.

You might also like