You are on page 1of 9

რეფერატი

ფული მასის ზრდა და ინფლაცია

ავტორი: ზურაბ სოფრომაძე

ლექტორი:ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი

გორი

2019

1
შესავალი

ნაშრომი შეეხება ინფლაციის მიზეზებსა და მასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.


ინფლაციის გამომწვევ ფაქტორებს. რომელი ორგანო და როგორ იწვევს ინფლაციას
ქვეყანაში. მისგან მიღებულ დადებით და უარყოფით შედეგებს . მისგან გამოწვეულ
შედეგებს, როგორც მომხმარებლის , ასევე მიმწოდებლისათვის და თუ როგორ ცვლის
ის ადამიანთა ქცევას.

2
ძირითადი ნაწილი

ჩვენს ეკონომიკაში ფასების უმეტესობა თანდათან იზრდება. ფასების საერთო


დონის ზრდას ინფლაცია ეწოდება.ამბობენ რომ ინფლცია გარდაუვალი პროცესია ,
მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.მეცხრამეტე სუკუნეში იყო პერიოდი როდესაც
ფასების უმეტესობა შემცირდა, ამ პროცესს დეფლაცია ეწოდება.ამის გამო ბევრმა
ფერმერმა თუ მეწარმემ იზარალა, ამიტომ მათ მოითხოვეს დეფლაციის პროცესის
საპირისპირო მიმართულებით შემობრუნება. ბოლოხანებში ინფლაცია ჩვეულებრივი
მოვლენა იყო , მაგრამ ფასები ხშირად მნიშვნელოვნად იცვლებოდა. 1970- იან წლებში
ფასები წელიწადში 7 პროცენტით იზრდებოდა , წაც ათწლიან პერიოდში ფასების
გაორმაგებას ნიშნავს. საზოგადოება ასეთ მაღალ ინფლაციას ეკონომიკურ
პრობლემად თვლიდა. არსებობდა პერიოდი როდესაც ინფლაცია განსაკუთრებულად
სწრაფად იზრდებოდა , ასეთ პროცესს ჰიპერინფლაცია ეწოდება.

ინფლაციის კლასიკური თეორია

ინფლაციის შესწავლა ფულის რაოდენობრივი თეორიის ჩამოყალიბებიტ


იწყება,ამ თეორიას ხშირად კლასიკური ეწოდება, რადგან მისი წარმოშობა
ეკონომიკურ მოაზროვნეთა ადრეულ თაობას ეკუთვნის. პირველი აზრი, რაც
შეიძლება გაჩნდეს ინფლაციაზე მსჯელობისას , ისაა, რომ ინფლაცია უფრო ფულის
ღირებულებასთანაა დაკავშირებული ვიდრე საქონლის ღირებულებასთან. ეს აზრი
ინფლაციის თეორიისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება.ეკონომიკაში
არსებულ ფასების საერთო დონეს ორი კუთხით შეგვიძლია შევხედოთ,აქამდე ფსების
დონეს განვიხილავდით როგორც საქონლისა და მომსახურების კალათის ფასს,
როდესაც ფასების დონე იზრდება, ადამიანებმა საქონელსა და მომსახურებაში მეტი
უნდა გადაიხადონ.მაგრამ ფასების დონე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ფულის
ღირებულების მაჩვენებელი. ფასების დონის ზრდა ფულის ღირებულების
შემცირებას ნიშნავს, რადგან ჩვენ ფულს ნაკლები საქონლისა და მომსახურების
ყიდვა შეუძლია.

3
ფულის ღირებულებას მიწოდება და მოთხოვნა განსაზღვრავს.ფულის
მიწოდება და მოთხოვნა განსაზღვრავს მის ღირებულებას.ღია ბაზარზე
განხორციელებული ოპერაციების მეშვეობით ფედერალურ სარეზერვო სისტემას
შეუძლია ბანკებისთვის სავალდებულო რეზერვების რაოდენობის შეცვლა,რაც ცვლის
ფულის რაოდენობას რომლებსაც ბანკები ქმნიან.ფულის მოთხვნაზე მრავალი
ცვლადი მოქმედებს , მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკაში არსებული
ფასების საშუალო დონე.ადამიანები ფულს საქონლისა და მომსახურების
ყიდვისთვის იყენებენ,ხოლო რა რაოდენობას დახარჯავენ ისინი საქონლისა და
მომსახურების ფასზეა დამოკიდებული.

ფულის რაოდენობრივი თეორია ხსნის , თუ როგორ განსაზღვრება ფასების


დონე და რატომ იცვლება ეს დონე დროში. რაოდენობრივი თეორიის თანახმად,
ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა ფულის ღირებულებას განსაზღვრავს,
ფულის რაოდენობის ზრდა კი ინფლაციის ძირითადი მიზეზია.

მონეტარული ინექციის პირველი შედეგი ჭარბი ფულის


მიწოდებაა.ინექციამდე ეკონომიკა წონასწორულ მდგომარეობაშია.მაგრამ მას შემდეგ
რაც მთავრობა ბევრ ფულს დაბეჭდავს ,ფასების იმავე დონის პირობებში, ფულის
მიწოდების რაოდენობა მოთხოვნის რაოდენობას გადააჭარბებს.ხალხს ბევრი ფული
აქვთ რაც ზრდის მოთხოვნას საქონელსა და მომსახურებაზე, თუმცა ეკონომიკის
უნარი , აწარმოოს საქონელი და მომსახურება , არ იცვლება. ამიტომ , გაზრდლი
მოთხოვნა საქონლისა და მომსახურების ფასს ზრდის,ფასების ზრდა კი ფულის
მოთხოვნას ზრდის.საბოლოოდ კი ეკონომიკა ახალ წონასწორობას მიაღწევს, სადაც
ფულზე მოთხოვნა ფულის მიწოდების რაოდენობის როლი იქნება.

იუმი და მისი თანამედროვენი თვლიდნენ რომ ყველა ეკონომიკური


ცვლადიორ ჯგუფად უნდა დავყოთ.ნომინალური ცვლადები- რომლებიც ფულადი
ერთეულებითაა გამოხატული. რეალური ცვლადები- რომლებიც ფიზიკური
ერთეულებითაა გამოხატული.ხოლო ცვლდების რეალურ და ნომინალურ ჯგუფებად
დაყოფას კლასიკური დიქოტომია ეწოდება.კლასიკური დიქოტომია სასარგებლოა
ეკონომიკის ანალიზისთვის,რადგან რეალურ და ნომინალურ ცვლადებზე სხვდასხვა
ძალები მოქმედებს. ნომინალურ ცვლადებზე დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკის
მომეტარული სისტემის განვითარება.ფულის მიწოდების ცვლილება , კლასიკური
ანალიზის მიხედვით გავლენას ახდენს ნომინალურ და არა რეალურ
ცვლადებზე.მონეტარულ ცვლილებებზე რეალური ცვლადების დამოუკიდებლობას
მონეტარული ნეიტრალიტეტი ეწოდება.

4
მონეტარული ნეიტრალიტეტის პრინციპის თანახმად. ფულის რაოდენიბის
მატება ინფლაციას ზრდის, მაგრამ რეალურ ცვლადებზე არ მოქმედებს. ფულის ,
ინფლაციის და სარგებლის განაკვეთების შორის არსებობს კავშირი , რომლის
გასაგებადაც საჭიროა გავიხსენოთ რა განსხვავება სარგებლის ნომინალურ და
რეალურ განაკვეთებს შორის. სარგებლის ნომინალური განაკვეთი ისაა რასაც ბანკში
გვამცნობენ, ხოლო რეალური განაკვეთი ახდენს ნომინალურის
კორექტირებას.სარგებლის რეალური გნაკვეთი სარგებლინ ნომინალური განაკვეთისა
და ინფლაციის დონის სხვაობის ტოლია.როდესაც ფედერალური მთვრობა ფულის
რაოდენობას სწრაფად ზრდის , იზრდება როგორც ინფლაციის დონე , ის სარგებლის
ნომინალური განაკვეთი. ინფლაციის დონის ცვლილების შედეგად სარგებლის
ნომინალური განაკვეთის ასეთ ცვლილებას ფიშერის ეფექტი ეწოდება.

ინფლაციის დანახარჯები

ინფლაციას დიდი ყურადღება ექცევა და მრავალი დისკუსია ეძღვნება ,


ვინაიდან ის სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემად ითვლება.ნებისმიერ ადამიანს
რომ ვლითხოტ ინფლაცია ცუდია, რადგან იგი მისი ნაშოვნი ფულის მსყიდველობით
უნარს ამცირებს, მაგრამ ამასთანავე მომწოდებელი უფრო მეტ ფულს ღებულობს.
ადამიანი კი შემოსავალს თავისი შრომის გაყიდვის შედეგად შოულობს, ამიტომ
შემოსავლის ინფლაცია ფასების ინფლაციასთან ერთად მოძრაობს. ამგვარად ,
ინფლაცია ადამიანთა რეალურ მსყიდველობით უნარს არ ამცირებს.დანახარჯებს,
გამოწვეულს ხელზე არსებული ნაღდი ფულის რაოდენობის შემცირებისაკენ
მიმართული ძალისხმევით, გაცვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯები ეწოდება. იგი
ერთი შეხედვით უმნიშვნელოა , მაგრამ იმ ქვეყნებში , სადაც ჰიპერინფლაციას
განიცდიან ეს დანაკარგები ძალიან დიდია.იშვიათია ფირმა , რომელიც თავისი
პროდუქციის ფასს ყოველდღიურად ცვლიდეს. ისინი ფასებს იშვითად ცვლიან
რადგან ის ხარჯებთანაა დაკავშირებული. ფასების ცვლილებასთან დაკავშირებულ
დანახარჯებს მენიუს დანახარჯები ეწოდება. ინფლაცია კი ზრდის მენიუს
დანახარჯებს.რადგან ინფლაცია ხშირად იცვლება , იგი ფარდობითი ფასების იმაზე
მეტ ცვლილებას იწვევს , რაც ინფლაციის არარსებობისას იქნებოდა. ამის მიზეზია
შეზღუდული რესურსების განაწილებაში ეკონომიკის ფარდობით ფასებზე
დაყრდნობა.

5
თითქმი ყველა გადასახადი ადამიანს ქცევის შეცვლისკენ უბიძგებს , მაგრამ
მრავალი გადასახადი კიდევ უფრო პრობლემური ხდება ინფლაციის პირობებში ,
რადგან კანონების შექმნისას კანონმდებლები ინფლაციას არ ითვალისწინებენ.იმის
ერთ ერთი მაგალითი თუ როგორ ამცირებს ინფლაცია დაზოგვის სტიმულებს, არის
გადასახადების ზეგავლენა კაპიტალიდან მიღებულ სარგებლობაზე - მოგებაზე,
რომელიც მიიღება აქტივის იმ ფასზე მეტად გაყიდვით , რა ფასადაც იქნქ ეს აქტივი
შეძენილი. მისი კიდევ ერთი მაგალითია გადასახადის გავლენა სარგებლის
განაკვეთზე. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება დანაზოგის სარგებლის
ნომინალური განაკვეთით მიღებული შემოსავალი, თუმცა სარგებლის ნომინალური
განაკვეთის ნაწილი ინფლაციის კომპენსირებაზე იხარჯება. იდეალურ სამყაროში
საგადასახადო კანონები არც ერთი ადამიანის რეალურ გადახდისუნარიანობას არ
უნდა ცვლიდეს . მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული საგადასახადო კანონები შორსაა
სრულყოფილებისაგან.

ფული როგორც ეკონომიკაში არსებული ღირებულების მაჩვენებელი ,


ფასების დაწესებასა და საბუღალტრო აღრიცხვაში გამოიყენება. ამ მხრივ
ფედერალური სარეზერვო სისტემის ამოცანაა საყოველთაოდ მიღებული ზომის
ერთეულების სანდოობის უზრუნველყოფა. როცა ის ფულის მიწოდებას ზრდის და
ინფლაციას წარმოშობს , ღირებულების მაჩვენებლის რეალური ღიებულება
მცირდება. ძნელია იმ უწესრიგობისა და არეულობის შეფასება , რომელსაც ინფლაცია
იწვევს. გარკვეულწილად , ინფლაციის შედეგად მცირდება ინვესწორების უნარი ,
წარმატებული ფირმები წარუმატებლობისაგან განასხვაონ , რაც ამცირებს ფინანსური
ბაზრების როლს ალტერნატიული ტიპის ინვესტიციებზე ეკონომიკის რესურსების
ეფექტიანად განაწილებაში.

ჩვენ მიერ განხილული ინფლაციის დანახარჯები მაშინაც კი არსებობს ,


როდესაც ინფლაცია მყარი დაპროგნოზირებადია. მაგრამ ინფლაციას დამატებითი
დანახარჯებიც ახლავს , თუ ის მოულოდნელია. მოულოდნელი ინფლაცია
სიმდიდრეს ისე ანაწილებს მოსახლეობაზე , რომ ამას არაფერი აქვს საერთო ადრც
დამსახურებასთან და არც საჭიროებასთან. ასეთი განაწილების მიზეზი ისაა , რომ
ეკონომიკაში არსებული მრავალი სესხი გამოხატულია ზომის ერთეულით
ფულით.განვიხილოთ მაგალითი როდესაც ადამიანს 1000დოლარის რაოდენობის
სესხი 7 პროცენტიანი განაკვეთით გამოაქვს , ატი წლის მერე მას გადასახდელი 2000
დოლარი ექნება . მისი ვალის რეალური ღირებულება ამ პერიოდში მიმდინარე
ინფლაციაზე იქნება დამოკიდებული. თუ ინფლაცია მაღალი იქნება ამ ვალის
გადახდა უფრო გაიოლდება, მაგრამ დეფლაციის პირობებში მისი გადახდა

6
გაცილებით რთული იქნება. ამიტომ მსესხებელიც და გამსესხებელიც რისკის წინაშე
დგანან, რომლისგანაც თავის არიდება ორივეს ურჩევნია.თუ ქვეყანა მაღალი
ინფლაციის მონეტარულ პოლიტიკას მისდევს, ის იძულებულია , არა მხოლოდ ის
დანახარჯები გაიღოს რომლებიც მაღალ, მაგრამ პროგნოზირება ინფლაციასთანაა
დაკავშირებული , არამედ ის დანახარჯებიც, რომლებიც დაკავშირებულია
მოულოდნელი ინფლაციის დროს სიმდიდრის შემთხვევით განაწილებასთან.

7
დასკვნა

ინფლაციის მიზეზებისა და მასთან დაკავშირებული დანახარჯებზე


საუბრიდან გამომდინარე, ინფლაციის ძირითადი მიზეზი ფულის რაოდენობის
ზრდაა. ფულის მიწოდებაზე ცენტრალურმა ბანკმა მკაცრი კონტროლი უნდა
განახორციელოს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ინფლაციის დანახარჯები
ძალიან რთული თემაა, რომელი დანახარჯებიც მოიცავს გაცვეთილი ფეხსაცმლის,
მენიუს დანახარჯებს, ფასების გაზრდილ ცვალებადობას , საგადასახადო
ვალდებულებების მოულოდნელ ცვლილებას , მოუწესრიგებლობასა და სიმდიდრის
შემთხვევით გადანაწილებას. საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ ინფლაცია დიდ
პრობლემას უქმნის სახელმწიფოსა და მის შიგნით მცხოვრებ ხალხს , მან
შესაძლებელია ქვეყანა ისეთ რთულ სიტუაციაში ჩააყენოს როგორიცაა სიღარიბე ,
უმუშევრობა და სხვა, ამიტომ მას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პასუხისმგებელი
ორგანოების მიერ.

8
გამოყენებული ლიტერატურა:

1. გრეგორი მენქიუ, მიკროეკონომიკის საფუძვლები,დიოგენე , 2000წ,


თავი 30, გვ:629-652.

You might also like