You are on page 1of 23

გამოყენებითი ეკონომიკა - ფინალური გამოცდის საკითხები/კონსპექტი

ბილეთი №1
1. რას შეისწავლის ეკონომიკა?

ეკონიმკა შეისწავლის ადამინებს ვინც წარმოებასა და გაცვლაში მონაწილეობს რათა მიიღონ


საჭირო საქონელი და მომსახურება. ეკონომიკა შეისწავლის ბაზრების, საქონლისა და
მომსახურების წარმოების გზებს. იგი არის საზოგადოებრივი მეცნიერება, რომელიც აღწერს
და აანალიზებს იმას, თუ როგორ აკეთებს საზოგადოება არჩევანს შეზღუდული რესურსებით
დაიკმაყოფილოა უსაზღვრო მოთხოვნილებები. ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი
აკეთებს არჩევანს ,როგორ გამოიყენოს შეზღუდული რესურსები .მომხმარებლების,
მეანაბრეების,საწარმოთა მფლობელების ან მენეჯერების არჩევანი ქმნის ეკონომიკას.
ეკონომიკური არჩევანი შიძლება დავყოთ 3 ჯგუფად.მათ დავარქვათ რა, როგორ და ვინ
არჩევანი.

1.რა საქონელი და მომსახურება უნდა ვაწარმოოთ და რა რაოდენობით

2.როგორ უნდა ვაწარმოოთ ეს საქონელი და მომსახურება


3.ვინ მიიღებს და მოიხმარს ამ საქონელსა და მოსახურებას არჩევანის გაკეთება ყოველთვის
მარტივი არ არის, რადგან ინფორმაცია შეზღუდულია მათთან დაკავშირებული
დანახარჯებისა და სარგებლიანობის შესახებ.ინფორმაციის შეზღუდულობისა და მასთან
დაკავშiრებული დანახარჯებისა და მომავლის გაურკვევლობის მიუხედავად, ჩვენ არჩევანის
გაკეთება მაინც გვიხდება .ამ დროს ჩვენი აზრით საუკეთესო არჩევანს ვაკეთებთ.

2.მოთხოვნა. მოთხოვნაზე მოქმედი არაფასისმიერი ფაქტორები.

1. მომხმარებელთა გემოვნების შეცვლა - ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს რეკლამასთან,


მოდის შეცვლასთან.
2. მყიდველთა (მომხმარებელთა) რაოდენობის შეცვლა ბაზარზე - მაგ. შობადობის შემცირება
კვეცს მოთხოვნას ახალშობილთა მოხმარების საგნებზე. ხოლო შრომისუნარიან ასაკს
გადაცილებულთა რიცხოვნობის გადიდება ზრდის მოთხოვნას მათ სამედიცინო
მომსახურებაზე.
3. მყიდველთა(მომხმარებელთა) შემოსავლის ცვალებადობა - ფულადი შემოსავლის ზრდა
ზრდის მოთხოვნას ძვირადღირებულ პროდუქციაზე და ამცირებს მოთხოვნას იაფფასიან
საქონელზე.
4. ფასების ცვლილება მონათესავე საქონელზე - მონათესავე საქონელზე ფასის შეცვლა
განაპირობებს თუ არა მოცემულ საქონელზე მოთხოვნის გადიდებას ან შემცირებას,
მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე,წარმოადგენს თუ არა ეს მონათესავე საქონელი
ჩვენი განსახილველი საქონლის შემცვლელს ან მის თანმხლებს.მაგ საჭმლის მოსამზადებლად
შეიძლება გამოვიყენოთ როგორც შეშის ღუმელი ისე ნავთქურა.
5. ცვლილებები მომხმარებელთა მოლოდინში - მომხმარებელთა მოლოდინს მომავალში
საქონელზე ფასის გაზრდის თაობაზე შეუძლიათ შეაგულიანონ მყიდველები ამ საქონლის
დაუყოვნებლივ ყიდვაზე.

3.მეწარმეობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები.


მეწარმეობის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმები: ბევრი მეწარმე მცირე საწარმოებს
ერთპიროვნულ მფლობელებთან ამხანაგობათა ფორმით აარსებს. თუ საწარმო საქმიანობა
წარმატებულია მოგვიანებით შეიძლება მფლობელმა საწარმოს კორპორაციის სახით
რეგისტრირება გადაწყვიტოს. ერთპიროვნული მფლობელობა ეს არის საწარმო, რომელსაც
ერთი პირი ფლობს. ასეთი საწარმოს დაარსება ადვილიცაა და იაფიც. უპირატესობები: მისი
დაარსება ადვილია, მოგება - მთლიანად მეპატრონეს რჩება. გადასახადები - საჭირო არ არის
სპეციალური საადასხადო დეკლარაცია, მოქნილობა და პირადი წარმატება. ნაკლოვანებები:
შეუზღუდავი პასუხისმგებლობა, სახსრების შეზღუდული რაოდენობა, საწარმოს არამყარი
მდგომარეობა, შეზღუდული პოტენციალი - მუშებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის
შესაძლებლობის სიმცირე.
ამხანგობა შედარებით ადვილი შესაქმნელია. იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას
პარტნიორობის შესახებ, რომელიც ყველა პარტნიორს შორს იდება,შეუძლია გაარკვიოს თუ
საკუთარი დროისა და ენერგიის რა ნაწილს მოახმარს საწარმოს საქმიანობას თითოეული
მათგანი. უპირატესობანი: პროცენტული ზრდა - პარტნიორებს საწარმოში მეტი ფული
შემოაქვთ, რაც მას ზრდის, უნარი-პარტნიორები ახალი იდეებით ეხმარებიან ერთმანეთს.
ნაკლოვანებანი: საწარმოს მუშაობაში ყველა პარტნიორი მონაწილეობს და მათ შორის
უთანხმოების შემთხვევაში საწარმოს მართვას კონფლიქტები შესაძლოა მოჰყვეს.
კორპორაცია ეს არის ბიზნესის ორგანიზაციის ფორმა და იმართება მფლობელების სახელით,
რომლებიც ფულადი სახსრებით უზრუნვეკყოფენ მას. მის შესაქმნელად სპეციალური
დოკუმენტის აღებაა აუცილებელი. უპირატესობანი: შეზღუდული პასუხისმგებლობა,
საკუთრებაში სხვისთვის გადაცემის სიიოლე - აქციონერებს საკუთარი სურვილისამებრ
შეუძლიათ შევიდინენ კორპორაციაში ან დატოვონ იგი აქციების გაყოფისა ან გაყიდვის გზით,
მოქმედების შეუზღუდავი ვადა, სახსრების მობილიზების შესაძლებლობა. ნაკლოვანებანი:
ხარჯები - კორპორცია უფრო რთული და ძვირაღირებულია ვიდრე სხვა საწარმოო ფორმები
და როგორც წესი იურიდიულ დახმარებას მოითხოვს.

4. მარკეტინგის არსი და ფუნქციები

როგორც ვიცით, ბაზარი ეს არის ორგანიზებული სისტემა, სადაც მყიდველები და


გამყიდველები აწარმეობენ გაცვალს ერთმანეთში. ეკონომისტისათვის ყველაფერი, რაც
საქონლის წარმოებიდან შეძენამდე ხდება , მარკეტინგად ითვლება. ეს ისეთი საქმიანობაა,
რომელიც მყიდველებსა და გამყიდველებს ერთმანეთს ახვედრებს. რეკლამის გარდა,
მარკეტინგი მოიცავს ყიდვას და გაყიდვას, ტრანსპორტირებას და შენახვას, პროდუქციის
გასაღებისთვის ხელის შეწყობას, მომხმარებელთა მომსახურებას, დაფინანსებას , დაზღვევას
და სხვა.

მარკეტინგის 4P: პროდუქტი, ფასი, პრომოუშენი, ადგილი

პროდუქტი - მას ისეთი თვისებები და ხარისხი უნდა აჰქონდეს, როგორსაც მომხმარებელი


მოელის გადახდილ ფასად.

ფასი - კომპანიებმა უნდა მიაგნონ ისეთ ფასს, როცა მაქსიმალურ მოგებას მიიღებენ. ეს იმას
ნიშნავს, რომ ფასმა აანაზღუროს მუდმივი დანახარჯები. შემდეგ კომპანია ამ დანახარჯებს
თავისი ნულოვანი მოგების წერტილის გამოსაანგარიშებლად იყენებს. ეს ის წერტილია, როცა
რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მუდმივი და ცვალებადი დანახარჯების ტოლია. ამ
წერტილს ერთ მხარეს კომპანია ზარალში იქნება, მერორე მხარეს კი- მოგებაში.

პრომოუშენი - პროდუქციის გაყიდვის ხელშეწყობა მარკეტინგისა და პროდუქტის


დიფერენციაციის უმნიშვლოვანესი ნაწილია. ამ გზით საწარმოები მომხმარებლებს
შეტყობინებებს უგზავნიან. თუ მომხმარებელს არაფერი ეცოდინება პროდუქციის შესახებ,
იგი მას არ იყიდის.

ადგილი - იმისთვის, რომ საქონელი სარგებლიანი იყო, იგი უნდა გამოჩნდეს მაშინ და იქ,
სადაც მას მომხმარებლები იყიდიან. ცუდად შერჩეული ადგილის გამო ბევრ საწარმოს
განუცდია კრახი

5. მთავრობის შემოსავლის წყაროები

საშემოსავლო გადასახადები მთავრობის შემოსავლის უდიდესი წყაროა. შემოსავლის


წყაროებია ასევე: კორპორაციათა გადასახადები, სააქციზო გადასახადი. სააქციზო
გადასახადი ეს არის გადასახადი, რომლითაც სპეციფიკური პროდუქციის წარმოება ან
გაყიდვა იბეგრება. შემოსავლები, რომელბიც სოციალური უზრუნველყოფის და უფასო
სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად გამოიყენება, ძირითადად ხელფასიდან
დაქვეითებით მიიღება. შემოსავლის წყაროებია უძრავი ქონებისა და ჩუქების გადასახადები,
ბაჟი და სხვა. უძრავი ქონებისა და ჩუქების გადასახადებს იხდიან ისინი ვისაც ძალზე დიდ
მემკვიდრეობას ან ძვირფას საჩუქრებს იღებს. ბაჟი იმპორტზე დაწესებული გადასახადია.
არსებობს კიდევ გაყიდვის გადასახადი, რომლის დროსაც მოქალაქე ყოველ შეძენილ
საქონელსა თუ მომსახურებაზე გარკვეულ პროცენტს იხდის. არსებობს ასევე გრანტები,
რომელსაც სხვა მთავრობები ურიცხავენ კონკრეტულ მთავრობას.

ბილეთი №2

1. მიწოდება. მიწოდებაზე მოქმედი არაფასისმიერი ფაქტორები. მიწოდება არის როდესაც


კომპანიას სურს და შეუძლია აწარმოოს საქონელის სხვადასხვა რაოდენობა, შესაძლო
განსხვავებული ფასით დროის გარკვეულ პერიოდში.

მიწოდებაზე მოქმედი არაფასისმიერი ფაქტორები-

1. ფასები რესურსებზე - მეწარმე რაც უფრო იაფად იყიდის ნედლეულს, მასალებს, ენერგიას
და რაც უფრო რაციონალურად გამოიყენებს მათ, მით უფრო მეტ ნაწარმს გამოუშვებს და
მიაწვდის ბაზარს

2. გადასახადები და დოტაციები -გადასახადების ზრდა, წარმოების ხარჯებს ზრდის და


ნაწარმის მიწოდებას ამცირებს. დოტაციები კი პირიქით. ხელსუწყოფს წარმოების
გაფართოებას და ნაწარმის მიწოდების გადიდებას

3. წარმოების ტექნოლოგიური დონე - წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფა მინიმალური


დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღების უმნიშვნელოვანესი პირობაა. რაც ხელს
უწყობს ბაზარზე საქონლის მეტი რაოდენობით მიწოდებას

4. ფასები სხვა ურთიერთ ურთიერთშემავსებელ საქონელზე - იგულისხმება შემცვლელ


საქონელზე ფასის გაზრდა ან შემცირება და მათი გავლენა მოცემული საქონლის წარმოების
გაფართოებაზე

5. მოლოდინი - ნაწარმზე ფასების მომატების მოლოდინი ბევრს შეაგულიანებს, რომ


გაზარდოს პროდუქციის წარმოება, ფასების დაცემის პროგნოზი კი უბიძგებს მათ მიწოდების
შემცირებისაკენ.
6. გამყიდველთა რაოდენობა ბაზარზე - გამყიდველთა რიცხვი განსაზღვრავს საქონლის
მიწოდების მოცულობას

7. ფაქტიურ ფასებში რეალიზაციის მოცულობა - ზოგჯერ მაღალი ფასი აფერხებს საქონლის


რეალიზაციას და რეალიზებული პროდუქციის მოცულობა არ იზრდება ან მატულობს
უმნიშვნელოდ

8. კონკურენციის დონე მოცემულ დარგში - როცა მიწოდება აღემატება მოთხოვნას, საქონლის


რეალიზაცია ფერხდება, ფასები ეცემა და იწყება მეტოქეობა მწარმოებლებს შორის
მყიდველთა მიზიდვისთვის. თუ მოთხოვნა სჭარბობს, მომხმარებლებს შორის ურთიერთობა
მეტოქეობაში გადაიზრდება.
9. სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკა - სახელმწიფო საგადასახადო შეღავათების
დადგენა მიწოდების ზრდას იწვევს
10. ვაჭრობის განვითარების დონე - საბაზრო მიწოდების მოცულობა დამოკიდებულია ასევე
ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკაზე

2. ბიზნესი და მეწარმეობრივი საქმიანობა

ბიზნესი ეწოდება კანონიერი გზით მოგების მიღების მიზნით წარმართულ მეწარმეობრივ


საქმიანობას. საბაზრო სისტემაში ბიზნესისა და მეწარმეობრივი საქმიანობის შინაარსობრივი
დატვირთვა არსებითად ერთნაირია. ბიზნეს–საქმიანობაზე მსჯელობისას მეწარმეობრივი
საქმიანობა იგულისხმება და პირიქით მეწარმეობრივ საქმიანობაზე მსჯელობისას ბიზნეს
საქმიანობა. თუმცა მოვლენების ღრმად გაანალიზებისას შეიძლება გამოიკვეთოს მათ შორის
განსხვავება გარკვეულ ნიუანსებში(მაგალითად არის ისეთი მეწარმეობრივი საქმიანობა
რომელიც არ ისახავს მიზნად მოგების მიღებას და ტრადიციული გაგებით არ განეკუთვნება
ბიზნესს)

3. ხელფასის არსი და ფორმები

ხელფასის არსი - ხელფასის არსი გაწეული შრომის სანაცვლოდ მიღებული სარგებელია.


ხელფასის გაზრდას იწვევს შრომის ნაყოფიერების გაზრდა. განსხვავებული ხელფასის
არსებობას განაპირობებს რამდენიმე მიზეზი: განსხვავება უნარში, განსხვავება ძალისხმევასა
და პროფესიებში, გამოცდილება, განათლება და პროფესიული მომზადება. ესენია
ფასისმიერი სიგნალები. თუმცა არსებობს არაფასისმიერი სიგნალებიც. მაგ: 1. დისკრიმინაცია
შრომაში . 2. სამთავრობო კანონმდებლობა. 5. პროფესიული კავშირები

საბაზრო ეკონომიკა სტიმულებსა და ინფორმაციას უზრუნველყოფს შრომის ნაყოფიერების


გასაზრდელად,მაგრამ როგორ გარდაიქმნება შრომის ნაყოფიერების ეს ზრდა გაზრდილ
ხელფასად?ამ კითხვაზე პასუხს საბაზრო ძალები იძლევა.თუ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა
მისი მიწოდების შესაბამისად იზრდება,მაშინ ხელფასის განაკვეთი
მატულობს.კომპიუტერების სფეროს გაფართოებით მეწარმეებმა ბევრი ახალი საქმიანობა და
სპეციალობა შექმნეს და ბევრი არსებულიც გარდაქმნეს.კომპიუტერულ პროგრამებს
დაუფლებულ მხატვარ-ანიმატორებს,უკვე შეუძლიათ მონაწილეობა ვიდეო თამაშების
შექმნაში,საწარმოები ამაში ხელსაყრელ კომერციულ შესაძლებლობებს ხედავენ.ამგვარი
პროფესიული უნარების მქონე მუშაკებს მოითხოვენ.ხელფასის ძველი განაკვეთის რ1 დროს
სამუშაო ძალის უკმარისობაა,რის შედეგად საწარმოები ერთმანეთს მძაფრ კონკურენციას
უწევენ შეზღუდული სამუშაო ძალის გამო და ადიდებენ ხელფასს რ2-მდე.უფრო მაღალი
ხელფასი აღმოფხვრის სამუშაო ძალის უკმარისობას.ყველა მოგებულია,საწარმოები იღებენ
რაც მოგებისთვის სჭირდებათ,მუშაკები უფრო მაღალ ხელფასს იღებენ,მომხმარებლები
ღებულობენ ახალ და გაუმჯობესებულ პროდუქციას.

4. ეროვნული ბანკის როლი ეკონომიკაში.

ფედერალური სარეზერვო სისტემა ანუ ფედი, არის ქვეყნის ცენტრალური ბანკი რომლის
როლი ეკონომიკაში მნიშვნელოვანია

1 ) ამარაგებს ეკონომიკას ნაღდი ფულით - ფედი თვალყურს ადევნებს იმას, რომ მიმოქცევაში
იყოს ქაღალდის ფულისა და მონეტების საკმარისი რაოდენობა, მოსახლეობის მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად

2) ახორციელებს საჩეკო ოპერაციებისა და თანხების ელექტრონულ გადარიცხვას

3) ინახავს რეზერვებს სადეპოზიტო დაწესებულებებისთვის

4) ასრულებს ბანკის ფუნქციებს ფედერალური მთავრობისთვის - ფედერალური სარეზერვო


ბანკები ფედერალური მთვარობის ბანკები არიან. ისინი ფულს იღებენ გადასახადების
გადამხდელთაგან, ახორციელებენ ობლიგაციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა
და დაფარვას.

5) აკონტროლებს და არეგულირებს საბანკო ინსტიტუტებს - ფედი უზრუნველყოფს ქვეყნის


საბანკო და საფინანსო სისტემის უსაფრთხოებას და იცავს მომხმარებელთა საკრედიტო
უფლებებს. ასევე აწესებს შეზღუდვებს ფულის რაოდენობაზე რომლის სესხებაც ბირჟის
ბროკერებსა და ბანკებს შეუძლიათ კლიენტთათვის

6) არეგულირებს ფულად მასას - მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა სწორედ ესაა

5. მონოპოლისტური კონკურენცია.
მონოპოლისტური კონკურენცია გვხვდება მაშინ, როდესაც საწარმოები მომხმარებელს
მსგავს, მაგრამ არა იდენტურ პროდუქტებს სთავაზობენ. ასეთ ბაზრებზე ბევრი ფირმაა და
თითოეულ ფირმას შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს თავიანთი პროდუქციის ფასი,
ვინაიდან ეს პროდუქცია სავსებით ერთნაირი არ არის. ასეთი კონკურენციის პირობებში
საწარმოები ცდილობენ დაანახონ მომხმარებელს რომ მათი პროდუქცია სხვისაზე
უკეთესია. აქედან გამომდინარე, ყველა საწარმო ცდილობს გაზარდოს საკუთარი
პრესტიჟი, კლიენტების მომსახურებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს, გასცეს
გაყიდულ პროდუქციაზე გარანტიები და ტექნიკურად უზრუნველყოს.

ბილეთი #3

1. გეგმა თუ ბაზარი?

ბაზარი – ორგანიზებული სისტემა, რომლის მეშვეობით ადამიანები ახდენენ


ურთიერთშორის საქონლისა და მომსახურების გაცვლას. ბაზრის შემთხვევაში როგორც კი
ხედავენ, რომ რამე ახალი საქონელი გამოუშვეს მაშინვე შეისყიდიან და გაყიდვაში გამოაქვთ.
ხოლო გეგმის დროს, რომ გაიგებს ერთი სტრუქტურა, მის მაღლა მდგომ რგოლთან
ათანხმებს, ის უფრო მაღალთან და ეს პროცესი ხშირად ძალიან იწელება ამიტომ უფრო
ეფექტურია ბაზარი.

რაც შეეხება პასუხს კითხვაზე გეგმა თუ ბაზარი - ისინი არა თუ არ გამორიცხავენ ერთმანეთს,
არამედ გონივრული, ოპტიმალური შეხამების შემთხვევაში ავსებენ კიდეც ერთმანეთს.

2. წონასწორული ფასი და რაოდენობა.

მოთხოვნა გვიჩვენებს, რომ როცა ფასი იზრდება მომხმარებლები ნაკლებ პროდუქტს იძენენ,
მიწოდება კი პირიქით, როცა ფასი იზრდება მწარმოებლები უფრო მეტ პროდუქტს
აწარმოებენ. შეიძლება მოგვეჩვენოს რომ მყიდველები და გამყიდველები ვერ შეთანხმდებიან
პროდუქციის რაოდენობაზე რომლის ყიდვა და გაყიდვაც მათ სურთ. მაგრამ სინამდვილეში
არის ერთი ფასი, რომლითაც გამყიდველებს იმდენივეს გაყიდვა უნდათ რამდენისაც
მყიდველებს ყიდვა. ეს არის ფასი, რომლის დროსაც მიწოდება ~მოთხოვნას უტოლდება. ამ
წერტილს ბაზრის წონასწორულ ფასს უწოდებენ. ყველა სხვა ფასის დროს ადგილი აქვს
დეფიციტს და სიჭარბეს. დეფიციტი მაშინ წარმოიქმნება როდესაც მყიდველებს უნდათ
იყიდონ იმაზე მეტი, ვიდრე გამყიდველებს უნდათ გაყიდონ. სიჭარბე კი წარმოიქმნება მაშინ,
როდესაც გამყიდველებს უნდათ გაყიდონ იმაზე მეტი, ვიდრე მყიდველებს უნდათ იყიდონ.
მყიდველთა შორის კონკურენცია ფასებს ბაზრის წონასწორული ფასის დონისაკენ ეწევა.
გამყიველთა კონკურენცია კი ფასებს დაბლა, ბაზრის წონასწორული ფასის დონემდე. ბაზრის
წონასწორულ ფორმებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ თავისუფალ მეწარმეობაზე
დაფუძნებულ ეკონომიკაში.

3.რა თვისებებს უნდა ფლობდეს მეწარმე-ბიზნესმენი

მეწარმეები ფლობენ საწარმოსდა უძღვებიან მას მოგების მიღების იმედით. მოგება რომ
მიიღონ, რესურსები ნოვატორულად და შემოქმედებითად უნდა გამოიყენონ.მათ ან საჭირო
საქონლისა და მომსახურების ახალი სახეობა უნდა შექმნან, ანდა წარმოების უფრო
ეფექტიანი გზები მონახონ. ეს კი, ხშირად, ინდივიდუალისტურობასა და არაპოპულარული
იდეების ერთგულებას ნიშნავს. ,, ყველა ჭეშმარიტად დიდებული იდეის მხარდამჭერები
თავიდან ყოველთვის უმცირესობაში არიან ხოლმე“ წარმატებას განაპირობებს
თავდაუზოგავი შრომა, მუყაითობა, შეუპოვრობა და რისკი. გეგმების ჩაშლის შემთხვევაში
მეწარმეებმა შეიძლება უამრავი ფული დაკარგონ. ბად ჰედფილდმა ერთხელ ასეთი რამ
თქვა: ბევრი წარუმატებლობა განმიცდია და მათ მაგალითზე ბევრი რამ მისწავლია“.
მეწარმეს ასევე უნდა იყოს: გაბედული, ზომიერად რისკიანი, ალღოიანი, ქველმოქმედი,
მტკიცე ნებისყოფის, გულწრფელი, პატიოსანი, დაუზარელი, შრომისმოყვარე...

4. მოსახლეობის ცხოვრების დონე და მასზე მოქმედი ფაქტორები.

რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე არ არის კეთილდღეობის მაჩვენებლის ზუსტი საზომი.
მიუხედავად ამისა ამ მაჩვენებლის დროში ცვლილება ასახავს ცხოვრების დონის
ცვლილებას. აქედან გამომდინარე, ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია
დროის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის გაზრდა.

მოსახლეობის ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორი შრომის ნაყოფიერების ცვლილებაა.


შრომის ნაყოფიერების ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეს ამაღლებს. რაც თავისთავად
ნიშნავს დაბალ ფასებს მომხმარებლებისთვის, უფრო დიდ შემოსავალს საწარმოს
მფლობელთათვის და უფრო მაღალ ანაზღაურებას.

მწარმოებლობის ზრდა ნიშნავს, რომ ყველას ვინც ერთობლივი წარმოების პროცესში


მონაწილეობს შუძლია უფრო დიდი ,, ეკონომიკური ნამცხვარი“ დაამზადოს. შესაბამისად
მათ უფრო დიდი ნაჭერი ერგებათ. ამის შედეგად რეალური ხელფასი საწარმოთა მოგებასთან
ერთად გაიზრდება.

შრომის ნაყოფიერება და მწარმოებლობა იზრდება ადამიანური რესურსების ხარისხის


გაუმჯობესებით, უკეთესი განათლებითა და პროფესიული მომზადებით, ნოვატორული
მართვის მეთოდების გამოყენებით.

5. ინფლაციის არსი და შედეგები.

ინფლაცია - ეს არის ფასების საერთო დონის ზრდა, როდესაც ფულის მყიდველობითი უნარი
ეცემა. არსებობს:

1. მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ინფლაცია - როდესაც ბევრი ფულით ცდილობენ


იყიდონ საქონელი რომლის რაოდენობაც ძალიან მცირეა. 2. დანახარჯების ზრდით
გამოწვეული ინფლაცია - ფასების გადიდება, რაც გამოწვეულია წარმოების ხარჯების
ზრდით. 3. ნედლეულის ფასის ზრდა - როდესაც ოპეკმა ნავთობის წარმოება შეზღუდა ამას
მოყვა ბენზინის, საწვავისა და სხვა ენერგოწყაროების ფასის გაზრდა 4. ხელფასისა და ფასის
სპირალი - თუ პროფკავშირები ახერხებენ ფასების გაზრდას, როცა მათი ტემპი წარმოების
ზრდის ტემპებს უსწრებს, მოგების შესანარჩუნებლად, ხელძღვანელობა ხშირად ფასებს
ზრდის. 5. ფასისა და ხელფასის სპირალი - როდესაც კომერციულ ფირმებს კონკურენციის არ
ეშინიათ, ისინი ფასებს ზრდიან. ეს კი ცხოვრების ღირებულების საკომპენსაციოდ სტარტს
აძლევს ხელფასის გაზრდის მოთხოვნებს, რასაც მრეწველობის მიერ ხელფასის
კომპენსირების მიზნით ფასების მომატების კიდევ ერთი რაუნდი მოჰყვება. ინფლაცია
აზარალებს: ფიქსირებული შემოსავლის მქონე მეანაბრეებს, კრედიტორებს. ინფლაციის
შედეგად მოგებულნი არიან სესხის ამღებნი, მთავრობა.

ბილეთი #4

1.საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და მისი ძირითადი ნიშნები.

საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება დაკავშირებულია მეურნეობის კაპიტალისტურ


სისტემასთან როდესაც საქონლურ ფულადი ურთიერთობანი საყოველთაო ხასიაTს
ღებულობს ანუ მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. დაახლოებით მე-20
საუკუნის დასაწყისამდე ბაზრის დევიზი იყო: „აწარმოე რამდენიც შეგიძლია ვინაიდან
ბაზრის მოთხოვნა არსებითად განუსაზღვრელია“ ეს დროთა განმავლობაში შეიცვალა და
გადაიზარდა გამყიდველის და მომხმარებლის დიალოგში რომელშიც პრიმატი თუ შეიძლება
ასე ითქვას მომხმარებლის მხარესაა.
საბაზრო ეკონომიკის ძირითადი ნიშნებია:
1) წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრება (იგი განსაზღვრავს საბაზრო კანონებით
მართვადი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებას)
2) საქონლურ-ფულად ურთიერთობათა საყოველთაო ხასიათი (იგულისხმება ამ ორბიტაში
როგორც დარგობრივ ისე ტერიტორიულ ჭრილში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა
სფეროს მოქცევა)
3) სრულყოფილი კონკურენცია
4) მოგებისადმი სწრაფვა
5) თავისუფალი მეწარმეობა
6) „ჰორიზონტალური კავშირები“ ეკონომიკაში
7) ძლიერი პირადი ინიციატივა და მატერიალური დაინტერესება
8) მაღალი თვითპასუხისმგებლობა
9) მცირე ბიზნესის ფართოდ განვითარება
10) ღია ეკონომიკის პრინციპი
11) განვითარებული საბირჟო სისტემა
12) მოქნილი ფულადი საკრედიტო სისტემა

2. აქციები და ობლიგაციები.

აქცია საწარმოს მსფლობელობას ნიშნავს. არსებობს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული


აქციები. ჩვეულებრივ აქციებს ყველა კორპორაცია უშვებს. ჩვეულებრივი აქცია წარმოადგენს
ყველა ხარჯის და გადასახადის გასტუმრების შემდეგ კომპანიის მოგების წილის მოთხოვნის
უფლებას. ჩვეულებრივ აქციათა მფლობელები კენჭს უყრიან კორპორაციის დირექტორთა
საბჭოს წევრებს და შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კორპორაციის სტრატეგიის
კენჭისყრაში. პრივილეგირებულ აქციებსაც ბევრი კორპორაცია უშვებს, მაგრამ ამ აქციების
უმრავლესობა არ იძლევა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. მათ ის უპირატესობა აქვთ,
რომ კორპორაციის მიერ დივიდენტების გადახდის შემთხვევაში ფულლ პირველები სწორედ
აქციის მფლობელები იღებენ.
თუ ადამიანი ობლიგაციის მფლობელია, მაშინ მის მიმართ კორპორაციას ან მთავრობას
დავალიანება აქვს, ეს დადასტურებულაი სერთიფიკატებით. ობლიგაციებს მთავრობები
უშვებენ. მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციები სხვა ობლიგაციებზე მეტად
საიმედოა, რადგან მთავრობა ობლიგაციების დაფარვის გარანტიას იძლევა.

3. სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები.

ეფექტიანობა, სამართლიანობა, სტაბილურობა.


ეფექტიანობა - საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო მოწოდებულია შექმნას
ოპტიმალური პირობები წარმოების მაღალეფექტიანი განვითარებისთვის. მხედველობაში
გვაქვს ანტიმონოპოლიურ ღონისძიებათა განხორციელება, კონკურენციის აქტივიზაცია,
რესურსების განაწილების კორექტრება, ინფრასტრუქტურის რაციონალური ფუნქციონირება,
საბაზრო მექანიზმის სრულყოფა და ა.შ. სამართლიანობა- ბაზარი ცნობს შემოსავლის
განაწილების მხოლოდ ერთ კრიტერიუმს: ესაა საქონლისა და მომსახურების ბაზარზე
კონკურენციაში მონაწილეობის შდეგი. აქედან გამომდინარე, სამართლიანად ითვლება
როგორც მაღალი შემოსავალი იმათთვის, ვინც ისახელა ,,თამაში წესების“ დაცვით
ეკონომიკურ მეტოქეობაში, ისე დაბალი შემოსავალი იმათთვის ვინც მარცხი განიცადა ამ
მეტოქეობაში. სახელმწიფოს უშუალო მოვალეობაა რეაგირება იმ ფაქტზე, რომ ბაზრის
კანონების მიხედვით შემოსავლის სამართლიანი განაწილება ზოგადსაკაცობრიო
თვალსაზრისით არცთუ იშვიათად უსამართლო განაწილებად წარმოგვიდგება. მან
ეს ,,უთანასწორობა“ ბაზრის ძირითადი ტენდენციების შეზღუდვით კი არ უნდა
აღმოფხვრას, არამედ უნდა გამოათანაბროს, კარგად დაასაბუთებული
საგადასახადოსისტემის საფუძველზე, შემოსავლის განაწილების გზით. ეკონომიკური
სტაბილურობა- იგულისხმება სახელმწიფოს მხრივ სისტემატური ზრუნვა ქვეყანაშიმყარი
ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და ვალუტის მტკიცე კურსის შესანარჩუნებლად,
რისთვისაც აუცილებელია ანტინფლაციური პოლიტიკის გატარება. ამ ფართომაშტაბიან
პრობლემებთან ერთად, სახელმწიფო კისრულობს ისეთ ფუნქციებსაც, როგორიცაა: საბაზრო
ეკონომიკის რაციონალური ფუნქციონირებისათვის სამართლებრივი ბაზრის შქმნა და
სოციალური ორიენტაცია, ბაზრის ნეგატიური შედეგების შერბილება, მცირე და საშუალო
ბიზნესისათვის მხარდაჭერა, ფისკალური პოლიტიკის გატარებადა სახელმწიფო ბიუჯეტის
ფორმირება, დიფერენციული რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება,
ფუნდამენტური მეცნიერული კვლევა- ძიების დაფინანსება, მეცნიერული-ტექნიკური
პროგრესის ისეთ მიმართულებათა განვითარების სტაბილურობა, რომლებიც საჭიროებენ
დიდძალ დაბანდებებს.

4. უმუშევრობის ფორმები.

ფრიქციული, სეზონური, სტრუქტურული, ციკლური

ფრიქციული უმუშევრობა-დროებით, გარდაუვალ უმუშვრობას ფრიქციული უმუშევრობა


ეწოდება. ყოველთვის არიან ისეთები, რომლებიც არ მუშაობენ იმ მიზეზის გამო, რომელთა
თავიდან აცილებაც ობიქტურად შეუძლებელია. მაგალიტათ, წინა სამუშაოს დატოვების
შემდეგ მუშაკებს დრო სჭირდებათ,

ვიდრე ახალ სამუშაოს იშოვიავიდნენ. ახალ ადგილას მიშაობის რეალურად დაწყებამდე


ისინი მთავრობის სტატისტიკურ მონაცემებში ,,უმუშევრებად“ ითვლებიან. ისინი, ვინც
პირველად უერთდებიან სამუშაო ძალას, მაგალითად ახალგაზრდები, ვისაც საშუალო სკოლა
და კოლეჯი ახალი დამთავრებული აქვს, უმუშევრებად ითვლებიან, სანამ თავის პირველ
სამუშაოს არ იშოვიან.

სეზონური უმუშევრობა-ისინი წელიწადის გარკვეულ დროს ნებაყოფლობითი უმუშევრობის


მდგომარებაში ატარებენ. მაგალითადოფიციანტები, რომლებიც თავს ზაფხულის ან ზამთრის
კურორტებზე მუშაობით ირჩენენ, შემოდგომისა და ზაფხულის თვეებში სტატისტიკურ
მონაცემებში უმუშევრებად ითვლებიან

სტრუქტურული უმუშევრობა- ამ დროს სამუშაო ადგილები არის, მაგრამ ადამიანებს არ


ჰყოფნით პროფესიული კვალიფიკაცია ამ ადგილების დასაკავებლად. ამგვარი შეუსაბამობა
არსებულ სამუშაო ადგილებსა და მათი დაკავების მსურველთა პროფესიულ კვალიფიკაციას
შორის შეიძლება გამოწვეული იყოს.

ციკლური უმუშევრობა- ეკონომიკური აქტივობის დაცემამ შეიზლება გამოიწივიოსციკლური


უმუშევრობა, რომელიც ხასიათდება სამუშაო ადგილების უკმარისობით მთელი ეკონომიკის
მასშტაბით.

5. რეკლამის როლი ბიზნესის საქმიანობაში.

რეკლამას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეკონომიკაში. რეკლამას შეუძლია სხვადასხვა


სახის სარგებლობა მოუტანოს როგორც მომხმარებელს ისე ეკონომიკას.. უპირველეს ყოვლისა
რეკლამა მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ფასების, საქონლისა და მომსახურების
გაუმჯობესებისა და ახალი პროდუქციის ხელმისაწვდომობის შესახებ. რეკლამა ასევე ზრდის
კონკურენციას გამყიდველებს შორის. როდესაც მომხმარებელს მეტი ინფორმაცია აქვთ
არსებული პროდუქციის შესახებ , მოსალოდნელია რომ გამყიდველები უფრო მძაფრ
კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს მომხმრებელთა მისაზიდად. რეკლამა ასევე
ანაზღაურებს ჟურნალ- გაზეთების ხარჯების დიდ ნაწილსა და კომერციული რადიო და
ტელესადგურების ყველა ხარჯს. რეკლამა ახდენს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი
ინფორმაციის მეტი ნაწილის სუბსიდირებას.რეკლამას აქვს თავისი აშკარა და ფარული
ხარჯები. რეკლამის დამზადება ძვირი ჯდება და თავისთავად ეს ზრდის სამომხმარებლო
ფასებს. რეკლამამ ადამიანს შეიძლება ისეთი რამ აყიდვინოს, რისი ყიდვაც რეკლამა რომ არა
არც მოუნდებოდა.

ბილეთი #5

1. მოთხოვნის არსი,მოთხოვნის კანონი

როდესაც ეკონომისტები ხმარობენ სიტყვა მოთხოვნას,ისინი გულისხმობენ ცალკეული


საქონლისა და მომსახურების რაოდენობას,რისი შეძენაც,გარკვეულ დროს,მომხმარებლებს
სურთ და შეუძლიათ სხვადასხვა შესაძლო ფასით.თუ დავაკვირდებით მოთხოვნის შინაგან
ძირეულ თვისებას დავინახავთ, რომ საქონელზე ფასის შემცირება მოთხოვნის შესაბამის
ზრდას იწვევს, რამდენადაც ასეთ დროს მომხმარებლები, ჩვეულებრივ მეტი რაოდენობის
ნაწარმს იძენენ და პირიქით ფასის გადიდება საქონელზე მოთხოვნის სიდიდის შემცირებას
იწვევს, ასეთ დროს მომხმარებლები ნაკლებ პროდუქტს იძენენ. მაშასადამე საქონლის ფასი
და საქონელზე მოთხოვნის სიდიდე უკუთანაფარდობაში მყოფი სიდიდეებია. ამ მუდმივ
განმეორებად უკუკავშირს თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში მოთხოვნის კანონს
უწოდებენ.

2. სრულყოფილი კონკურენცია. მოთხოვნა და მიწოდება ყველაზე ეფექტიანად


სრულყოფილი კონკურენციის დროს მოქმედებს. ეს საბაზრო სტრუქტურა ნიშნავს, როდესაც
არც ერთ გამყიდველს არ შეუძლია გავლენა მოახინოს პროდუქტზე დადგენის ფასებზე. ეს
სტრუქტურა ყველა ქვემოთ მოყვანილ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: 1) ბევრი მყიდველი
და გამყიდველი. პროდუქციას აწარმოებს ბერი სხვადასხვა საწარმო, მაგრამ ყოველი მათგანი
ბაზრის მხოლოდ მცირე ნაწილს ამარაგებს. თითოეული მომხმარებელი ბაზრის მთლიანი
მარგის მხოლოდ მცირე ნაწილს ყიდულობს. არც ერთ ცალკეულ პირს ან საწარმოს არ
შეუძლია მარტო მოახდინოს გავლენა პროდუქციის საბაზრო;ფასზე. 2) ერთნაირი საქონელი
ან მომსახურეობა. ერთი მიმწოდებლის პროდუქტი არ განსხვავდება მეორე მიმწოებლის
პროდუქტისაგან. ასეთ პროდუქტებს ხშირად ერთგვაროვან საქონელს უწოდებენ. 3) სრული
ინფორმაცია. მყიდველებმა და გამყიდველებმა ყველაფერი იციან რის ცოდნაც საჭიროა
პროდუქტების და მათი ფასის შესახებ. 4) თავისუფალი შესვლა. მყიდველებსა და
გამყიდველებს ნებისმიერ დროს მინიმალური დანახარჯებით შეუძლიათ ბაზარში შესვლა
და მისი დატოვება.

3. წარმოების არსი და ფაქტორები..

წარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკაში. წარმოება არის საქონლისა და


მომსახურების შექმნა ,რომლებიც შეიძლება სხვადასხვა მიზნისთვის იქნეს გამოყენებული.
წარმოების ფაქტორებია შრომა, მიწა , კაპიტალი, სამეწარმეო უნარი. ეს ფაქტორები შეიძლება
დავყოთ კატეგორიებად.რესურსები საქონლისა და მომსახურების საწარმოებლ;ად
გამოყენებული ძირითადი ელემენტებია. არსებობს საწარმოო რესურსების სამი ტიპი:
ბუნებრივი , ადამიანური და კაპიტალური. ბუნებრივი რესურსები-ეს არის ბუნების მიერ
ნაბოძები ისეთი უცვლელი სიმდიდრე, როგორიცაა მინერალები, ხე-ტყე და სუფთა ჰაერი.
ადამიანური რესურსები , ანუ შრომა, ის ფიზიკური და გონებრივი ძალისხმევაა , რომლებსაც
ადამიანები საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად იყენებენ. კაპიტალური
რესურსები- ის ნაგებობები, ხელმისაწყოები და მანქანებია, რომლებითაც ადამიანები სხვა
საქონელსა და მომსახურებას აწარმოებენ.ნედლი ნავთობი ბუნებრივი რესურსია, მაგრამ
ადამიანური რესურსები და კაპიტალური რესურსებია საჭირო იმისთვის, რომ იგი ამოღონ ,
გაწმინდონ და საბოლოო პროდუქტის

4. სახელმწიფო მეწარმეობა.

სახელმწიფოებრივი მეწარმეობა- საბაზრო ურთიერთობათა პირობებში ეკონომიკის


რეგულირების ფუნქციას სახელმწიფოთავისი მეწარმეობრივი საქმიენობითაც
ახორციელებს.სახელმწიფოს მეწარმეობრივი საქმიანობა, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფო
სექტორის არსებობითა და ფუნქციონირებით წარმოგვიდგება. მისი ხვედრითი წონა
შეადგენს: საფრანგეთში- 20%-ს. იტალიაში-12%-ს, ავსტრიაში-26%-ს, შვედეთში-14%. აშშ-ში
სახელმწიფოს მარეგულირებელ როლზე მიგვანიშნებს ის გარემოება, რომ იქ ყველა დონის
სახელმწიფოებრივი სტრუქტურის დანახარჯები მთლიანი ეროვნული პროდუქტის35%-ს
აღემატება.

სახელმწიფო საკუთრების ობიექტებს განეკუთვნება, უწინარეს ყოვლისა, ისეთი საწარმოები,


რომლებიც კერძო ბიზნესისათვის ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით, ნაკლევად
მიმზიდველია, მაგრმ ქვეყნის საერთო ინტერესებს შეესაბამება. ასევე, ძირითადად
სახელმწიფოს ხელშია ეკონომიკისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის დარგთა საწარმოები.
და ბოლოს , მათი სპეციფიკურობის გამო, როგორც წესი, სახელმწიფოს ეკუთვნის
საწარმოები, რომელთა საქმიენობის შედეგი განკუთვნილია ერთობლივი მოხმარებისათვის.

სახელმწიფო საწარმოთა გარკვეული ნაწილი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან


ფინანსდება. მაგრამ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში საკმაოდ ნათლად იკვეთება სახელმწიფო
საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილის საბაზრო ურთიერთობათა სისტემაში მოქცევის
ტენდენცია.

სახელმწიფო მეწარმეობის ნაირსახეობაა საკონცესიო სისტემაც. ვგულისხმობთ სახელმწიფოს


ხელში არსებული ბუნებრივი რესურსების კომერციული არენდის სახით გადაცემას კერძო
მეწარმეებისათვის, რომლებიც მათ ექსპუატაციას ახორციელებენ.

სახელმწიფო თავის ეკონომიკურ პოლიტიკას, პირველ რიგში, სახელმწიფო სექტორის


მეშვეობით ახორციელებს. ამიტომ იგი სახელმწიფოს მხრივ ეკონომიკის რეგულირების
მძლავრ ბერკეტია

5. სახელმწიფო ფასების ინდექსი.

სამომხმარებლო ფასის ინდექსი დროის გარკვეულ პერიოდში ფასების ცვლილების ყველაზე


ხშირად გამოყენებადი საზომია. სამომხმარებლო ფასის ინდექსი(სფი) ყოველთვიურად
ქვეყნდება და ზომავს დაახლოებით 400 ერთეული საქონლისა და მომსახურების ფასების
ცვლილებას.

პოლიტიკური მოღვაწეები სფი-სა და ფასის ცვლილებათა სხვა ინდიკატორებს ინფლაციის


დონის განსაზღვრავად იყენებენ. სფი ემყარება ტიპური ქალაქელი მომხმარებლის მიერ
შეძენილი საქონლისა და მომსახურების ,,სამომხმარებლო კალათას“.

სფი ფასების ცვლილების ზუსტი საზომია, მაგრამ იგი ყოველთვის ასევე კარგად ვერ ასახავს
ცხოვრების ღირებულებების ცვლილებებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ სფი არ
ითვალისწინებს მყიდველთა გემოვნების ცვლილებას. სფი ვერც პროდუქციის ხარისხის
გაუმჯობესებას ასახავს.
ბილეთი #6

1. მოთხოვნის ელასტიკურობა და მისი მახასიათებლები.

მოთხოვნა ელასტიკურია თუ საქონელზე ფასების უმნიშვნელო მომატების დროსაც


არსებითად იზრდება რეალიზებული საქონლის მოცულობა. მოთხოვნა თანაბრად
ელასტიკურია თუ ფასების 1%-ით შეცვლას თან სდევს საქონლის რეალიზაციის მოცულობის
1%-ით შეცვლა, მოთხოვნა არაელასტიკურია თუ ფასების არსებითი შეცვლა საქონლის
რეალიზაციის მოცულობის მხოლოდ უმნიშვნელოდ შეცვლას იწვევს მოთხოვნა
უსასრულოდ ელასტიკურია იმ შემTხვევაში როცა მომხმარებელი საქონელს ყიდულობს
ერთსა და იმავე (მყარ) ფასში მოთხოვნა სრულები არაელასtიკურია იმ შემთხვევაში, როცა

მომხმარებელები იძენენ საქონლის ფიქსირებულ რაოდენობას მიუხედავად მასზე არსებული


ფასისა.მოთხოვნის ელასტიკურობა განსხვავებულია სხვადასხვა საქონელსა და
მომსახუროებაზე:

• სუბსტიტუციების მისაწვდომობა

• ბიუჯეტის წილი

• დრო

2. სამომხმარებლო კრედიტი

სამომხმარებლო კრედიტი(consumer credit): საშუალებას გვაძლევს ვისარგებლოთ საქონლითა


და მომსახურებით მანამდე სანამ მათ საფასურს მთლიანად გადავიხდით. ეს არის ჩვენი
მომავალი შემოსავლის დახარჯვის გზა. კრედიტები ღია ანგარიშზე(charge accounts),
საკრედიტო ბარათები(credit cards), განვადებით ანუ ნისიად ვაჭრობა(installment plans),
მანქანის შესაძენად აღებული სესხebi(car loans) და სახლისა და ქონების დაგირავება( household
mortgages). კრედიტით შეძენისას ორი მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი:
1.უნდა გავისტუმროთ თავანი ანუ პრინციპალი-ნასესხები თანხა და 2.უნდა გადავიხადოთ
სარგებელი და სხვა საკრედიტო ხარჯები. როგორც წესი თავანი და სარგებელი
რეგურალურად, ყოველთვიურად უნდა ვიხადოთ. სხვადასხვა კრედიტორი განსხვავებულ
საკრედიტო ხარჯებს გვაკისრებს, ამიტომ სესხის საუკეთესო პირობების შესარჩევად უნდა
გავისარჯოთ. წინასწარ უნდა გავარკვიოთ რა ეღირება იგი, გვეყოფა თუ არა ფული
რეგულარული გადახდისთვის და რამდენია ერთად თავანი და სარგებელი. საკრედიტო
გადასახადი ეს არის მთლიანი თანხა რასაც კრედიტის სარგებლობისსთვის ვიხდით. მასში
შედის საპროცენტო ხარჯები და სხვა გადასახადები. გამყიდველს ან კრედიტორს შეიძლება
სესხხის გაზრდის უფლება ჰქონდეს.

კრედიტის უპირატესობანი:

დაუყონებლივ ფლობის შესაძლებლობა-კრედიტი საქონლითა და მომსახურებით


დაუყონებლივ სარგებლობის საშუალებას გაძლევთ.

მოქნილობა-კრედიტი საშუალებას გაძლევთ შენაძენისთვის შეარჩიოთ დრო და როგორც


საქონლის ყიდვა ისე სხვა სავაჭრო გარიგებები ხელსაყრელ ფასად მაშინაც
განახორციელოთ,როდესაც თქვენი ფულადი სახსრები შეზღუდულია.
უსაფრთხოება-საკრედიტო ბარათები და ღია საკრედიტო ანგარიშები უსაფრთხო და
მოსახერხებელია-მაღაზიებში სიარულის ან მოგზაურობის დროს თან არ ატაროთ დიდი
რაოდენობის ნაღდი ფული.

ფულადი სახსრები გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის-კრედიტი გაჭირვების


თალკვესია ხოლმე,როგორც მაგალითად ფული რომელიც გჭირდებათ გზაში
მოულოდნელად დაზიანებული მანქანის შესაკეთებლად

პიროვნების დახასიათება-ამა თუ იმ პიროვნების ანგარიშების დაფარვის დინამიკა


აღინუსხება და ამ ჩანაწერით შეიძლება პიროვნების დახასიათება ან მისთვის
რეკომენდაციის გაწევა.3.მთლიანი შიდა პროდუქტი და მისი კომპონენტები

მთლიანი შიდა პროდუქტი ეს გარკვეულ დროში ეკონომიკაში არსებული რესურსებით


წარმოებული მთელი გზა საქონლისა და მომსახურების ღირებულება. იგი შედგება
მომხმარებელთა(მოხმარება), საწარმოების(მთლიანი შიდა კერძო ინვესტიცია) და
მთავრობის(სამთავრობო ხარჯები) მიერ გაწეული ხარჯებისგან. იგი აგრეთვე მოიცავს
წმინდა ექსპორტს, რომელიც უდრის წარმოებული და ექსპორტირებული საქონლისა და
მომსახურეობას გამოკლებული მათი იმპორტი.

4. სახელმწიფოს ეკონომიკის ფუნქციები

ეფექტიანობა, სამართლიანობა, სტაბილურობა

ეფექტიანობა- საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო მოწოდებულია შქმნას


ოპტიმალური პირობები წარმოების მაღალეფექტიანი განვიტარებიტვის. მხედველობაში
გვაქვს ანტიმონოპოლიურ ღონისძიებათა განხორციელება, კონკურენციის აქტივიზაცია,
რესურსების განაწილების კორექტრება, ინფრასტრუქტურის რაციონალური ფუნქციონირება,
საბაზრო მექანიზმის სრულყოფა და ა.შ. სამართლიანობა- ბაზარი ცნობს შემოსავლის
განაწილების მხოლოდ ერთ კრიტერიუმს: ესაა საქონლისა და მომსახურების ბაზარზე
კონკურენციაში მონაწილეობის შდეგი. აქედან გამომდინარე, სამართლიანად ითვლება
როგორც მაღალი შემოსავალი იმათთვის, ვინც ისახელა ,,თამაში წესების“ დაცვით
ეკონომიკურ მეტოქეობაში, ისე დაბალი შემოსავალი იმათთვის ვინც მარცხი განიცადა ამ
მეტოქეობაში. სახელმწიფოს უშუალო მოვალეობაა რეაგირება იმ ფაქტზე, რომ ბაზრის
კანონების მიხედვით შემისავლის სამართლიანი განაწილება ზოგადსაკაცობრიო
თვალსაზრისით არცთუ იშვიათად უსამართლო განაწილებად წარმოგვიდგება. მან
ეს ,,უთანასწორობა“ ბაზრის ძირითადი ტენდენციების შეზღუდვით კი არ უნდა
აღმოფხვრას, არამედ უნდა გამოათანაბროს, კარგად დაასაბუთებული
საგადასახადოსისტემის საფუძველზე, შემოსავლის განაწილების გზით. ეკონომიკური
სტაბილურობა- იგულისხმება სახელმწიფოს მხრივ სისტემატური ზრუნვა ქვეყანაშიმყარი
ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და ვალუტის მტკიცე კურსის შესანარჩუნებლად,
რისთვისაც აუცილებელია ანტინფლაციური პოლიტიკის გატარება.

ამ ფართომაშტაბიან პრობლემებთან ერთად, სახელმწიფო კისრულობს ისეთ ფუნქციებსაც,


როგორიცაა: საბაზრო ეკონომიკის რაციონალური ფუნქციონირებისათვის სამართლებრივი
ბაზრის შქმნა და სოციალური ორიენტაცია, ბაზრის ნეგატიური შედეგების შერბილება,
მცირე და საშუალო ბიზნესისათვის მხარდაჭერა, ფისკალური პოლიტიკის გატარებადა
სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირება, დიფერენციული რეგიონული ეკონომიკური
პოლიტიკის გატარება, ფუნდამენტური მეცნიერული კვლევა- ძიების დაფინანსება,
მეცნიერული-ტექნიკური პროგრესის ისეთ მიმართულებათა განვითარების სტაბილურობა,
რომლებიც საჭიროებენ დიდძალ დაბანდებებს.

5.სახელმწიფოს ფისკალური არსი.

ფისკალური პოლიტიკის, ანუ საგადასახადო და ხარჯვითი პოლიტიკის განსაზღვროთ


მთავრობას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე თავისი ძირითადი ფუნქციების
შესრულებით. მას შუძლია ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკურ აქტივობაზე.

დავუშვათ, ეკონომიკა რეციესიას განიცდის. ეს ნისნავს, რომ მომხმარებლები ნაკლებს


ხარჯავენ, ხოლო საწარმოები არ ახდენენ ინვესტირებას ახალ შენობა- ნაგებობესა და
მოწყობილობაში. მათ შიძლება მუშებიც კი დაითხოვონ. ამის შედეგან მშპ, ერის წარმოების
მოცულობა მცირდება. მთავრობას შეუძლია ან ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება, ან
საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდა. თუ მომხმარებელთა, საწარმოთა ან
მთავრობათა ხარჯები გაიზრდება, გაიზრდება მშპ-ც. პრეზიდენტსა და კონგრესს შეუძლიათ
გადასახადები შეამცირონ და განაგრძონ იმავე თანხის ხარჯვა სამთავრობო პროგრამებზე.
მათ აგრეთვე შეუძლიათ გაზარდონ სამთავრობო ხარჯები, გადასახადები კი თითქმის
უცვლელი დატოვონ, ანდა ერთდროულად გაზარდონ სამთავრობო ხარჯები და შეამცირონ
საგადასახადო დაბეგვრა. გადასახადების შემცირებით ცალკეულ პირებსა და საწარმოებს
დასახარჯავად მეტი შემოსავალი უჩნდებათ. როდესაც საწარმოთა და მომხმარებელთა
ხარჯები ზრდას იწყებს, ეკონომიკა აღმავლობის ფაზაში შედის.

ფისკალური ღონისძიებების გამოიყენება ეკონომიკის ტემპების შესანელებლადაც შეიძლება.


მაგალითად, ეკონომიკის ბუმის დროს ფასები შეიძლება სახიფათო ტემპით გაიზარდოს.
ასეთ დროს პრეზიდენტი და კონგრესი მიიღებენ გადაწყვეტილებას, ფისკალური
ძალაუფლება გამოიყენონ ინფლაციის შესაჩერებლად.

ბილეთი #7

1. მიწოდების არსი და მიწოდების კანონი.

მიწოდებაში ვგულისხმობთ სარეალიზაციოდ ბაზრისათვის საქონლისა და მომსახურების


მიწოდების არა ინდივიდუალურ აქტებს, არამედ ერთობლივ პროცესს. ერთობლივი
მიწოდება ნიშნავს წარმოებული მთლიანი ეროვნული პროდუქტის ყველა ელემენტის
მიწოდების აგრეგირებულ სიდიდეს, გამოხატულს ფულში. ან კიდევ, უფრო მარტვად თუ
ვიტყვით, ერთობლივი მიწოდება განისაზღვრება შესაბამისი ფასებისთ, გამოხატული
საქონლისა და მომსახურების იმ რაოდენობით, რომელიც გამოტანილია უშუალოდ
სარეალიზაციოდ. ფასის მომატების შესაბამისად იზრდება საქონლის მიწოდების სიდიდე
ხოლო ფასის შემცირებისას თან სდევს საქონლის მიწოდესბის კლება ამ მყარ და
მუდმივგანმეორებად პირდაპირ კავშირს თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში
მიწოდების კანონს უწოდებენ.

2. რისკები და დაზღვევა.

ალბათ ბევრი ჩვენგანი გაუქურდავთ, დანაკარგი შეიძლება ყოფილიყო მცირეც და დიდიც.


თავად ის რომ ფაქტი, რომ რაღაც გაქვთ, გულისხმობს რისკს, დაკარგვის შესაძლებლობას.
მრავალი სახის რისკიდან ერთ-ერთია ქურდობა. უბედური შემთხვევა, ავადმყოფობა და
სტიქიური უბედურება სხვა შესაძლო საფრთხეებია. ზუსტად ისე, როგორც ყოველნაირად
ცდილობთ, მათ თავიდან აცილებას, შეგიძლიათ თავი დაიცვათ ამ მოვლენებით გამოწვეული
უფრო სერიოზული ფინანსური ზარალისაგან, თუკი ამ ზარალის რისკს სხვებსაც
გაუნაწილებთ დაზღვევის მეშვეობით. დაზღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:
სოცოცხლის დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ქონების დაზღვევა და მოქალაქეობრივი
პასუხისმგებლობის დაზღვევა. ვადიანი დაზღვევა გულისხმობს დაზღვევას დრიუს
განსაზღვრული ვადით(1, 5, 10 ან 20 წლით) და დაზღვევის ყველაზე იაფი ფორმაა.
სიცოცხლის დაზღვევა - უმთავრესი მიზანია ოჯახისოჯახის ფულით უზრუნველყოფა
ოჯახის მარჩენლის დაკარგვის შემთხვევაში. ჯანმრთელობის დაზღვევა - უბედური
შემთხვევებისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემებისგან იცავს. სამედიცინო დაზღვევა -
ისტუმრებს ექიმების გასამრჯელოს ან მის ნაწილს, საავადმყოფოში მომსახურების ხარჯებსა
და ქირურგიული პროცედურების გარვეულ ნაწილს. კატასტროფული შემთხვევების
დაზღვევა - ფარავს ყველაზე მძიმე დაავადებათა ან უბედურების შემთხვევებით გამოწვეულ
ხარჯებს. ინდ. ან ჯგუფური დაზღვევა - ჯგუფურ პოლისებს თავის მუშაკებს ან წევრებს
დამქირავებლები, პროფესიული ასოციაციები, კავშირები ან სხვა ორგანიზაციები
სთავაზობენ.

ქონების დაზღვევა - სადაზღვევო პოლისების მფლობელს იცავს მისი ქონების დაკარგვის ან


დაზიანებისგან. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დაზღვევა - ადამიანებს იცავს
სხვისთვის მიყენებული ზარალის ან სხვისი ქონებისთვის მიყენებული ზიანის იმ
ხარჯებისგან, რისთვისაც ისინი პასუხისმგებელნი არიან.

3. შრომის წარმოებლურობაზე მოქმედი ფაქტორები

მწარმოებლობა იზრდება ადამიანური რესურსების ხარისხის გაუმჯობესებით, უკეთესი


განათლებითა და პროფესიული მომზადებით,ნოვატორული მეთოდებით მართვის
მეშვეობით. მწარმოებლობაზე გავლენას ახდენს ხელმძღვანელობის ხარისხი.
ზრდას,აგრეთვე, ხელს უწყობს საწარმოთა ინვესტიციები,რაც მუშაკს მეტი და უკეთესი
კაპიტალური რესურსებით უზრუნველყოფს. მწარმოებლობის ზრდისათვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია,ასევე, ტექნოლოგიური ცვლილება ანუ სიახლეთა დანერგვა,ახალი იდეების
შემუშავება.

ადამიანური რესურსები-მუშაკთა განათლება, პროფესიული მომზადება და საქმისადმი


მიდგომა დიდ გავლენას ახდენს მწარმოებლობაზე

ხელმძღვანელობის ხარისხი- აშშ-ის საწარმოები მწარმოებლობას პრაქტიკაში მართვის


ახლებური იდეების დანერგვით ზრდიან. დიდი ხნის განმავლობაში პოპპულარული იყო
სხვადასხვა ფილოსოფიური მიდგომა, თვით ხარისხის სრული მართვის ჩათვლით.
მართალია, ამ ფილოსოფიურ მიდგომებს საკუთარი განმახვავებელი ნიშნები აქვთ. დღეს
მსხვილ კომპანიატა უმრავლესობამ პრაქტიკაში ის დანერგა, რაც ამ მიდგომებს საერთო
აღმოაჩნდათ. ეს არის ყურადღების გამახვილება კლიენტის დაკმაყოფილებაზე, მომუშავეთა
მაღალი კვალიფიკაცია, მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში და ერთიანი ხედვა

კაპიტალური რესურსები და მათი ხარისხი - საწარმოების მიერ თაანხების ახალ კაპიტალურ


რესურსებში დაბანდება მუშაკთა შრომის ნაყოფიერებას ზრდის. თავისუფალი მეწარმეობის
სისტემა მეწარმეებსა და საწამოეთა მფლობელებს სტიმულს აძლევს გასწიონ თავისი
დანაძოგების რისკი იმ მიძზნით , რომ გაჩნდეს ახალი იდეა, დაარსდეს ახალი საწარმეობი და
გაფართოვდეს მექმედთა საქმიანობა

4. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების არსი და პრინციპები.


მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკაზე, ხელს უწყობს
საბაზრო კონკურენციის დაცვას, საზოგადოებისთვის ისეთი მომსახურების და საქონლის
მიწოდებას, რომლის წარმოებაც ბაზრისთვის იოლი არ არის და, ასევე ბაზრის
ნაკლოვანებათა აღმოფხვრას. ბაზრის გადაწყვეტილებები საწარმოთა და მომხმარებელთა
ურთიერთქმედებითაა ნაკარნახები. · მთავრობა ცდილობს წაახალისოს კონკურენცია ·
მთავრობას ამოძრავებს გარკვეული წარმოდგენები პატიოსნებისა და სამართლიანობის
შესახებ, როგორც რესურსების ხელახალი გადანაწილების, ასევე საწარმოთა მიერ თამაშის
წესების დაცვისთვის თვალყურის დევნება. · მთავრობებს ყველა დონეზე აქვთ ბიუჯეტები,
რომლებიც ხარჯებს ზღუდავს, მაგრამ ბიუჯეტის დაცვა ყოველთვის არ ნიშნავს რესურსების
ეფექტიანად გამოყენებას. · პირდაპირი გადახდებით ან საგადასახადო შეღავათებით
მთავრობა სუბსიდიებს აძლევს ეკონომიკის მრავალ სექტორს. ეს ემსახურება საზოგადოების
ინტერესებს.

5. საერთაშორისო ვაჭრობის უპირატესობანი

ნაცვლად იმისა, რომ თვითონ აწარმოოთ, საქონლისა და მომსახურების იმპორტით,


შეგიძლიათ ძალების კონცენტრაცია იმაზე, რაც უკეთ გამოგდის. თქვენი შრომა უფრო
ნაყოფიერი გახდება და, მაშასადამე, მატს აწარმოებთ და მეტსაც გამოიმუშავებთ. ესე იგი,
შეგიძლიათ მეტი საქონლისა და მომსახურების იმპორტირება თქვენს საოჯახო მეურნეობაში.
ამის მგსავსად, საერთაშორისო გაცვლაც საშუალებას აძლევს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებს
ხელი აიღონ ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რაშიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები უკეთ არიან
დახელოვნებულები და საკუთარი ძალები იმას მოახმარონ, რაც მათ გამოსდით უკეთ. ისინი
ეწევიან ისეთი საქონლისა და მომსახურების ექსპორტს, რასაც უკეთ აწარმოებენ, ხოლო იმ
საქონლისა და მომსახურების იმპორტს რასაც სხვა ქვეყნები უკეთ აწარმოებენ. ამი შედეგად
შრომა უფრო ნაყოფიერია და უფრო მეტი საქონლისა და მომსახურების მოხმარება
შეუძლიათ.

ბილეთი #8

1. მიწოდების ელასტიკურობა და მისი მახასიათებლები

ფასის მოძრაობის შესაბამისად საქონლის მიწოდების ცვლილების მგრძნობიარობის


გამოსახატავად შეიძლება გამოვიყენოთ ელასტიკურობის ცნება.. საქონრლის მიწოდების
ელასტიკურობა გამოხატავს მისი სარეალიზაციოდ მიწოდების მოცულობაზე ფასის
ცვლილების გავლენას. ამ თვალსაზრისით ერთმანეთისაგან შეიძლება განვასხვაოთ
ელასტიკურობი მიწოდება, არაელასტიკური მიწოდება და მიწოდების თანაბარი
ელასტიკურობა. უკანასკნელი ნიშნავს რომ საქონლის ფასის 1%-ით ამაღლება ბზარზე
სარეალიზაციოდ მისი მიწოდების ასევე 1%-ჳტ გადიდებას აპირებს. ამ

შემთხვევაში მიწოდების ელასტიკურობაის კოეფიციენტი ერთის ტოლია. ელასტიკური


მიწოდების დროს იგი ერთზე მეტია. საქონლის ელასტიკურობაზე მოქმედ ფაქტორთა შორის
აღსანიშნავია : წარმოებრივ სიმძლავრეთა დატვირთვის დონე, თავისუფალი სამუშაო ძალის
რიცხოვნობა, წარმოების ერთი დარგიდან მეორეში კაპიტალის გადადინების სისწრაფე და ა.შ
. გასათვალისწინებელია ის გარემოებახ , რომ ცვლილებები საქონლის ფასში ერთბაშად კი
ვერ მოახდენს გავლენას საქონლის მიწოდებაზე. ამას გარკვეული დრო სჭირდება და რაც
უფრო ხანგრძლივია იგი, მით უფრო მეტია საქონლის მიწოდებაზე ფასის ზემოქმედების
ინტენსივობა.
2. ბიზნესი და მეწარმოებრივი საქმიანობა.

ბიზნესი ეწოდება კანონიერი გზით მოგების მიღების მიზნით წარმართულ მეწარმეობრივ


საქმიანობას. საბაზრო ურთირთობა სისტემაში ბიზნესისა და მეწარმეობრივი საქმიანობის
შინაარსობრივი დატვირთვა არსებითად ერთნაირია. ბიზნეს–საქმიანობაზე მსჯელობისას
მეწარმეობრივი საქმიანობა იგულისხმება და პირიქით მეწარმეობრივ საქმიანობაზე
მსჯელობისას ბიზნეს საქმიანობას. თუმცა მოვლენების ღრმად გაანალიზებისას შეიძლება
გამოიკვეთოს მათ შორის განსხვავება გარკვეულ ნიუანსებში (მაგალითად არის ისეთი
მეწარმეობრივი საქმიანობა რომელიც არ ისახავს მიზნად მოგების მიღებას და ტრადიციული
გაგებით არ განეკუთვნება ბიზნესს )

3. კონკურენციის არსი და ფორმები

კონკურენცია არის მეტოქეობა ცალკეულ სუბიექტებს( კონკურენტებს) შორის რაიმე


ასპარეზზე უპირატესობის მოსაპოვებლად. ეკონომიკის სფეროში იგი წარმოგვიდგება
როგორც მეწარმეთა შჯიბრება საქონლის( მომსახურების) წარმოებისა და გასაღების
ხელსაყრელი პირობებისათვის. ვინც გაიმარჯვებს ამ შჯიბრში, მას გარანტირებული აქვს
მტკიცე პოზიციაები და მაქსიმალური მოგება. იმ პირობების თავისებურებათა
გათვალისწინებით, რომლებშიც წარმოიშობა კონკურენცია, ეკონომიკურ მეცნიერებაში
გამოყოფენ საბაზრო სტრუქტურის ( ბაზრის მოდელის) 4 ძირითად ტიპს: სრულყოფილი
კონკურენცია, მონოპოლისტური კონკურენცია, ოლიგოპოლია და მონოპოლია
სრულყოფილი კონკურენციის ძირითადი მახასიათებლებია:

-ბევრი მყიდველი და გაყიდველი

-თითოელი მეწარმე მომხმარებელს სთავაზობს სტანდარტულ , სავსებით


ურთიერთშემცვლელ საქონელს მცირე პარტიით, რომელთა ხვედრითი წილი ანალოგიური
პროდუქციის წარმოების საერთო მოცულობაში უმნიშვნელოა და რაიმე არსებით გავლენას
ვერ ახდენს ბაზრის საერთო კონიუქტურაზე

- სარეალიზაციო ნაწარმზე საბაზრო ფასები ყალიბდება მხოლოდ მოთხოვნა- მიწოდების


ეკონომიკური კანონის შესაბამისად

-ფასებისა და ნაწარმის ყიდვა-გაყიდვის მოცულობის უკონტროლობა აპირობებს, საბაზრო


კონიუნქტურის ცვლილების ზეგავლენით, ამ სიდიდების მუდმივ რყევადობას

- ბაზრის კარები ღიაა ყველა მსურველისათვის

-არ რეგულირდება სახელმწიფოს მიერ მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის მოდელის


ძირითადი მახასიათებლები:

-სრულყოფილი კონკურენციის ბაზრის პირობებში არსებულთან შედარებით ნაკლები,


მაგრამ საერთოდ ბევრი საშუალო და წვრილი ფრმის მონაწილეობა. ისინი ყველანაირად
ცდილობენ დაარწმუნონ მყიდველი( მომხმარებელი) , რომ მოცემული საქონელურ ჯგუფში
ყველაზე უკეთესი სწორედ მათი საქონელია.

- ფირმები მომხმარებელს სტავაზობენ მსგავს, მაგრამ მყიდველის თვალსაზრისით


არაიდენტურ პროდუქციას

-საქონლის დიფერენციაცია მწარმოებელს ( გამყიდველს) აძლევს იმის საშუალებას , რომ,


კონკურენტების ქცევის გაუთვალისწინებლად დააწესოს შედარებით მაღალი საცალო ფასები
საქონელზე

-თითქმის ყვე მსურველს( პოტენციურ კონკურენტს) შეუძლია ხელი მოჰკიდოს ნებისმიერი


საქონლის წარმოებას და გამოიტანოს თავისი ნაწარმი სარეალიზაცოდ

ოლიგოპოლიური კონკურენციის ბაზრის მოდელის ძირითადი მახასიათებლები:

-ბაზარზე დომინირებს და ერთიმეორეს ეკონომიკურ მეტოქეობას უწევს რამდენიმე (


დაახლოებიტ 3-5) ფირმა

-ფირმები აწარმოებენ როგორც ერთგვაროვან , ისე დიფერენცირებულ პროდუქციას

-ოლიგოპოლიურ ბაზარზე ახალი ფირმების შეღწევა საგრძნობლად გაძნელებულია


მონოპოლიურ მდგომარეობაში მყოფი მსხვილი ფირმების მიერ გავლენის სფეროების
განაწილების გამო

-ბაზარზე რამდენიმე მსხვილი ფირმის მეტოქეობა განაპირობებს იმის შსაძლებლობასა და


აუცილებლობას, რომ ფასისმიერ კონკურენციასთან ერთად გამოყენებული იქნეს
არაფასისმიერი კონკურენცია

-თითოელი ფირმის ქცევა სულ უფრო მჭიდროდ დამოკიდებული ხდება კონკურენტი


ფირმების რეაქციასა და დაცვაზე

-ოლიგიპოლიის ბაზრის მოდელის სუბიექტად ეკონომიკური კავშირის ტრადიციულ


ფორმად მიიჩნევენ ,,კარტელურ შეთანხმებას“

-ოლიგოპოლიური ფირმები ატარებენ ე.წ.ფარულ ეკონომიკურ პოლიტიკა

მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის მოდელის ძირითადი მახასიათებლები:

-ერთადერთი გამყიდველის( მიმწოდებლის) როლში გვევლინება უმსხვილესი ფირმა-


მონოპოლისტი

-სარეალიზაციო პროდუქტი უნიკალურია და რადგან იგი სხვას არავის არა აქვს, მყიდველი
იძულებულია იყიდოს მონოპოლიურ მარალ ფასში

-ფირმა- მონოპოლისტი სრულიად აკონტროლებს როგორც საქონლის მიწოდებას, ისე


საბაზრო ფასებს.

-პოტენციური კონკურენტებისთვის მონოპოლისტს აღმართული აქვს ზნელად დასაძლევი


ბარიერები, ამიტომ ისინი ვერ ახერხებენ ფეხის მოკიდებას და რეალური ეკონომიკური
მეტოქეობის გაწევას

4. ბანკების როლი ეკონომიკაში

ბანკების როლი ეკონომიკაში მნიშვნელოვანია.დანაზოგი შეგიძლიათ ლოგინის ქვეშ შინხოტ


ან მაგიდის უჯრაში მრმ ამ შემთხვევაში იგი შეიძლება მოგპარონ ან გაჩენილმა ხნძრმა
იმსხვერპლოს თნაც ასე პროცენტსაც ვერ მოგიტანთ.ბანკებ კი უზრუნველყოფენ თქვენი
ფულის უსაფრთხოებს,იისინი გთავაზობენ მთავრობის ფინანსური მხრრდაჭერით
უზრუნველყოფილ დაზღვევს,რომელიც 100000დოლარმდე ოდენობით ტქვენი ნაზოების
უსაფრთხოების გარანტიას.ბანკებ ეხმარებიან მეანაბრეებს ფულის არამხოლოდ შენახვაში
არაედ სწორდ დაბანდებაშიც,ასევე მომხმარებელს აძლევენ საშუალებას იყიდონ საქონელი
და ფასი დროის გარკვეული მონაკვეთის განმვლობაში ნაწილობრივ იხადონ.

5. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერები

ტარიფები, პროტექციონისტური ტარიფები, კვოტები, სტანდარტების დაცვა, სხვაგვარი


ტაქტიკა

ტარიფები - ეს არის იმპორტზე დაწესებული გადასახადი ან ბაჟი.არსებობს მისი ორი


ძირითადი სახე: შემოსავლის ტარიფი წესდება ფულადი სახსრების მობილიზების მიზნით.
გაყიდვაზე გადასახადის მსგავსად იგი, ჩვეულებრივ, დაბალია საქონლის ფასათან
შედარებით.

პროტექციონისური ტარიფები - უფრო მეტად უცხოური კონკურენციისაგან სამამულო


წარმოების დასაცავად წესდება, ვიდრე ფულის საშოვნელად

კვოტები - გარკვეული სახის საქონლის რაოდენობის შეზღუდვას , რომელის შემოტანაც


ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შეიძლება . პროტექციონისური ტარიფების მსგავსად ,
კვოტები ძღუდავს უცხოურ კონკურენციას

სტანდარტების დაცვა - მთავრობის მიერ შემოღებულ წესებსა და ნორმებსაც შეუძლია


საქონლის იმპორტირების გაძნელება.მაგალითად, მთავრობამ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს
შეიძლება მოსთხოვოს , დაიცვან შრომითი სტანდარტები, რაც უფრო მეტ მაღალ ხელფასსა
და მეტ სოციალურ შეღავათებს გულისხმობს

სხვაგვარი ტაქტიკა - თავისუფალ ვაჭრობაზე სხვა სტრატეგიებიც ახდენენ გავლენას.


საექსპორტო სუბსიდია, ქვეყნის მიერ ექსპორტირებისთვის გადახდილი თანხა, რაც მათ
საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია საზღვარგარეთ უფრო დაბალ ფასად გაყიდონ,
ვიდრე შინ.

ბილეთი #9

1. რა არის წარმოების ფაქტორები

მწარმოებლობა შესაძლოა განისაზღვროს, როგორც წარმოებული საქონლისაა და


მომსახურების მოცულობა,გაანგარიშებული ხხარჯვის ისეთ ერთეულებზე
როგორიცაა:დრო,მომუშავეებ,კაპიტტალური რესურსები და სხვა.როდესაც მწარმოებლობა
იზრდება მუშაკები უფრო მეტ და უკეთეს პროდუქციას უშვებენ იმავე
რესურსებით.მწარმოებლობის ზრდის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია ადამიანური
რესურსებისა და ხელმძღვანელობის ხარისხი,კაპიტალური

რესურსების გადიდება და ხარისხის გაუმჯობესება და ტექნოლოგიური ცვლილება.


ადამიანური რესირსი:მუშაკთა განათლებ,პროფესიული მომზადება და საქმიანი მიდგომა
დიდ გავლენს ახდენს მწარმოებლობაზე,ხელმძღვანელობის ხარისხი:საწარმოს
ნოვატორულმა ხელმძღვანელობამ შეიძლება განასხვაოს წარმატებული საწარმო ისეთისგან
რომლის საქმეებიც ცუდად არის.ზოჯერ ხელმძღვანელის გადაწყვეტილება შეიძლება
უმნიშვნელო იყოს მაგრამ შრომის ნაყოფიერების სერიოზულლი ზრდა
გამოიწვიოს,კაპიტაური რესურსები და მათი ხარისხი:საწარმოებს მიერ ახალ კაპიტალურ
რესურსებში დაბნდება მუშაკთა შრომის ნაყოფიერებას ზრდის.დროთ განმავლობაში
საწარმოებმა მრავალი ასეთი ინვესტირება განახორციელეს რის გამოც დღევნდელი მუშაკები
გაცილებიტ მეტ ინსტრუმენტს აღჭურვილობსა და შენობა-ნგებობებს იყენებნ ვიდრე
წინათ.ტექნოლოგიური ცვლილება:იივე ინოვაციები-სიახლეთა დანერვა.გაუმჯობესებულმა
ტექნოლოგიამ შეიძლება სწრაფად იმოქმედოს შრომის ნაყოფიერებაზე, მაგრამ ამას შეიძლება
დიდი დროც დასჭირდეს.

2. ოლიგოპოლია-გამწვანებული კონკურენცია შეიძლება იყოს ისეთ დარგებში სადაც


რამდენიმე მსხვილი ფირმა დომინირებს.ოლიგოპოლია ისეთი საბაზრო სტრუქტურაა,სადაც
რამდენიმე მსხვილი საწარმო აწვდის მთელი პროდუქციის დიდ ნაწილს.ოლიგოპოლიის
დროს ეს ფირმები თანხმდებიან და ადგენენ საერთო ფასს პროდუქზიაზე. ისინი ადგენენ
წარმოების რაოდენობასაც. ისინი თანხმდებიან წარმოების მოცულობის შემცირებაზე რათა
შემდგომ ამან გამოიწვიოს ფასების გაზრდა ამა თუ იმ პროდუქციაზე.

3. გადასახადის ტიპები

გადასახადი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სადავო თემა ეკონომიკაში, მაგრამ როგორც ჯერ
კიდევ ბენჯამენ ფრანკლინმა აღნიშნა ისინი აუცილებელი ფაქტია და ამიტომ არსი უნდა
გვესმოდეს. არსებობს პროპორციული, პროგრესული და რეგრესული გადასახადები.
პროპორციული გადასახადის დროს ის ვისაც წელიწადში 100000 დოლარი შემოსავალი აქვს,
ისეთსავე საგადასახადო განაკვეთს გადაიხდის როგორსაც ის ვინც წელიწადში
25000დოლარს იხდის. proporciul gadasaxads sxvanairad erTgvarovan gadasaxadsac(flat tax)
uwodeben. Ama Tim piris Semosavlis zrdasTan erTad proporciulad izrdeba saSemosavlo gadasaxadic, rac
erTgvarovan ganakveTs(flat rate) Seadgens. ამის საპირისპიროდ პროგრესული გადასახადი უფრო
შეძლებულებს შემოსავლის უფრო მეტ პროცენტს ახევინებს. შემოსავლის ზრdის დროს მისი
საშემოსავლო გადასახადი უფრო მეტი პროპორციით იზრდება. რეგგრესული გადასახადი
დაბალშემოსავლიანი პირებისაგან შემოსავლის უფრო მაღალი პროცენტის გადახდას
მოითხოვს ვიდრე მაღალშემოსავლიანებისაგან. გაყიდვის გადასახადები რეგრესულია.

4. სახელმწიფოს მონეტარული პოლიტიკის არსი

ფულის მასასა და საქმიანი აქტივობის დონეს შორის პირდაპირი კავშირია. რეალური


თანხების გარეშე მომხმარებლებს არ შეუძლიათ ხარჯვა, ხოლო საწარმოებს - ინვესტირება.
ბანკები ფულს მომხმარებლებისათვის ან საწარმოსათვის სესხის გაცემით ,,ქმნიან“. როდესაც
საპროცენტო განაკვეთები დაბალია, საწარმოები უფრო ხშირად იღებენ სესხებს
ინვესტიციების განსახორციელებლად. მაშასადამე, პოლიტიკას, რომელიც რეცესიის დროს
კრედიტს ,,უფრო იაფს“ ხდის, შეუძლია ეკონომიკის გაჯანსაღება გამოიწვიოს. მეორე მხრივ,
ფასების ზრდის დროს კრედიტის გაძვირების პოლიტიკას ინფლაციის შემცირება შეუძლია.
მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ზემოქმედებას ახდენს საპროცენტო განაკვეთებსა და
მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობაზე, მონეტარული პოლიტიკა ეწოდება.
ფედერალური სარეზერვო სისტემის მოვალეობაა ამ პოლიტიკის შემუშავება რეცესიის ან
მეტისმეტად სწრაფი აღმავლობის შედეგების შესარბილებლად.

ღია ბაზრის ოპერაციები:

დისკონტის განაკვეთი:

რეზერვის ნორმები:
5. ტარიფები და კვოტები- ტარიფი არის გადასახადი საზღვარგარეთ ნაწარმ პროდუქციაზე,
რომლის რეალიზაციაც ხდება ადგილობრივ ბაზარზე. ტარიფი ახდენს იმპორტირებული
პროდუქციის ფასის ზრდას მსოფლიო ფასთან შედარებით. ტარიფი ამცირებს იმპორტის
რაოოდენობას და ცვლის ახალ წონასწორობას საერთაშორისო ვაჭრობამდე არსებულ
წონასწორობასთან. ტარიფის პირობებში ბაზრის მთლიანი სარგებელი მცირდება აღნიშნული
საერთო დანაკარგის ოდენობით. კვოტა არის იმპორტის რაოდენობის შეზღუდვა. კვოტა წევს
ადგილობრივ ფასს მსოფლიო ფასზე მაღლა ამ დროს მყიდველების მდგომარეობა უარესდება
ხოლო მწარმოებლების უმჯობესდება.

ბილეთი #10

1. მოთხოვნისა და მიწოდების გავლენა საბაზრო ფასებზე

გაწონასწორებული ფასი ერთადერთია, rომელიც შეიძლება შენარჩუნდეს ხანგრძლივი


დროის განმავლობაში, სრულლყოფილი კონკურენციის პირობებში, მაშინ როცა
გამყიდველებსა და მყიდველებს სრული ინფორმაცია აქვთ ბაზარზე ჩამოყალიბებული
ფასების შესახებ, როცა გამყიდველები და მყიდველები თავისუფლად შედიან ბაზარში და
ასევე თავისუფლად ტოვებენ მას. თუ პროდუქტი ღირს იაფი შესაბამისად მასზე მოთხოვნა
ბევრია, მიწოდება კი ნაკლები. ასეთ შემთხვევაში დაუკმაყოფილებელ მოთხოვნას მივყავართ
ფასების გადიდებისაკენ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მანამ სანამ მოთხოვნა არ
გაუთანაბრდება მიწოდებას. შეიძლება შეიქმნას საწინააღმდეგო სიტუაციაც, როდესაც
მიწოდება წინ უსწრებს მოთხოვნას. ჭარბი მიწოდება იწვევს ფასების დაწევას წონასწორობის
დონემდე. ამრიგად გაწონასწორებული ფასი მყარდება მაშინ, როცა ბაზარი იმყოფება
წონასწორობის მდგომარეობაში ანუ მოთხოვნის მოცულობა ემთხვევა მიწოდების
მოცულობას.

2. ბიზნესის დაფინანსების წყაროები

საწარმოები ახალ კაპიტალურ რესურსებში ინვესტირებას ხშირად გრძელვადიანი სესხებით


აფინანსებენ.თავნის ანუ ნასესხები თანხის დაბრუნება ჩვეულებრივ სესხის ვადის
ამოწურვისას ხდება,პროცენტების გადახდა კი პერიოდულად

წარმოების სესხის ვადის განმავლობაში.,მგვარ გრძელვადიან სესხებს ობლიგაციები


ეწოდება.ვინც თავისი დანაზოგების ინვესტირებას ახდენს ობბლიგაციებში და არა აქციებში
უფრო ნაკლებ რისკს წევს.საწარმოს დაარსება ისევე როორც გაფართოება კაპიტალური
რესურსების შეძენს მოითხოვს რსაც ინვესტირება ეწოდებ.მაგრმ ბევრს როი ესმის რომ
ინვესტირების ყოველი დოლარ დანაზოგის ერთი დოლარით შემცირება.ბანკებისა და
ფინანსური კომპანიებისაგან აღებული სესხები მოკლევადიანი კრედიტის ერთ-ერთი
სახეა.ხალი საწარმოები ხშირად იღებენ საკრედიტო ხაზებს,რაც ულისხმობს საწარმოებთნ
დადებულ ღია შეთანხმებს მათი მიმდინარე ფულადი საჭიროებებისათვის გარკვეული
მოცულობების თანხების სესხებაზე.ასეთი ვალი ხშირ შემთხვევში წარმოადგენს
გარანტირბულ სესხს,რომელიც დამატებით უზრუნველყოფის ამა თუ იმ ფორმას
ეფუძნებ.კრედიტების გრდა დაფინანსების მიღება ხალი მფოლბეებისგანაც შეიძლება.აქცია
ფაქტობრივად მფლობელის სინონიმია ასე რომ ბევრი ამ მეთოდს აქციების გამოშვების გზით
დაფინანსებას უწოდებს.

3. მწარმოებლურობაზე მოქმედი ფაქტორები

მწარმოებლობა იზრდება ადამიანური რესურსების ხარისხის გაუმჯობესებით, უკეთესი


განათლებითა და პროფესიული მომზადებით,ნოვატორული მეთოდებით მართვის
მეშვეობით. მწარმოებლობაზე გავლენას ახდენს ხელმძღვანელობის ხარისხი.
ზრდას,აგრეთვე, ხელს უწყობს საწარმოთა ინვესტიციები,რაც მუშაკს მეტი და უკეთესი
კაპიტალური რესურსებით უზრუნველყოფს. მწარმოებლობის ზრდისათვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია,ასევე, ტექნოლოგიური ცვლილება ანუ სიახლეთა დანერგვა,ახალი იდეების
შემუშავება.

ადამიანური რესურსები-მუშაკთა განათლება, პროფესიული მომზადება და საქმისადმი


მიდგომა დიდ გავლენას ახდენს მწარმოებლობაზე

ხელმძღვანელობის ხარისხი- აშშ-ის საწარმოები მწარმოებლობას პრაქტიკაში მართვის


ახლებური იდეების დანერგვით ზრდიან. დიდი ხნის განმავლობაში პოპპულარული იყო
სხვადასხვა ფილოსოფიური მიდგომა, თვით ხარისხის სრული მართვის ჩათვლით.
მართალია, ამ ფილოსოფიურ მიდგომებს საკუთარი განმახვავებელი ნიშნები აქვთ. დღეს
მსხვილ კომპანიატა უმრავლესობამ პრაქტიკაში ის დანერგა, რაც ამ მიდგომებს საერთო
აღმოაჩნდათ. ეს არის

ყურადღების გამახვილება კლიენტის დაკმაყოფილებაზე, მომუშავეთა მაღალი


კვალიფიკაცია, მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში და ერთიანი ხედვა

კაპიტალური რესურსები და მათი ხარისხი - საწარმოების მიერ თაანხების ახალ კაპიტალურ


რესურსებში დაბანდება მუშაკთა შრომის ნაყოფიერებას ზრდის. თავისუფალი მეწარმეობის
სისტემა მეწარმეებსა და საწამოეთა მფლობელებს სტიმულს აძლევს გასწიონ თავისი
დანაძოგების რისკი იმ მიძზნით , რომ გაჩნდეს ახალი იდეა, დაარსდეს ახალი საწარმეობი და
გაფართოვდეს მექმედთა საქმიანობა

4. ფულის სახეები და ფუნქციები

ეკონომისტები ფულის განსაზღვრისას, ხშირად ამბობენ: ,,ფული არ ის,რასაც ფული აკეთებს“


ფული კი იმას აკეთებს, რომ ასრულებს გარკვეულ ფუნქციებს და წარმოადგენს: 1)
საყოველთაოდ მიღებულ გაცვლის საშუალებას. 2) დაზოგვის წყაროს და 3) ღირებულების
საზომს ფულის ძირითად ფორმებია: ნაღდი ფული, ანაბრები მოთხოვნამდე ანუ საჩეკო
ანგარიშები და სხვა საჩეკო ანაბრები)

ნაღდი ფული- ფული, რომელსაც თქვენ ყველაზე კარგად იცნობთ , შედგება ქაღალდის
ფულისა და მონეტებისაგან. ნაღდი ფული კანონიერი საგადასახადო საშუალებაა. ეს ნიშნავს,
რომ კანონი მოითხოვს მის მიღებას ვალის გადახდისას.

ნაღდი ფული შედგება მხოლოდ ფედერალური მთავრობის მიერ გამოშვებული ქაღალდის


ფულისა და მონეტებისაგან.

საგზაო ჩეკები- ეს არის სხვადასხვა ღირებულების ჩეკები, რომლებსაც ყიდიან ბენკები,


ტურისტული სააგენტოები და ტურისტული ინდუსტრიის სხვა მომსახურე ორგანიზაციები.

ანაბრები მოთხოვნამდე- ეს არის მოსახლების საჩეკო ანგარიშები, რომლებიც კომერციულ


ბანკებში ინახება. ანაბრები მოთხოვნამდე მათ იმიტომ ეწოდებათ, რო მ ფულის მიღება
შეიძლება ,,მოთხოვნით“ ანუ ჩეკის გამოწერით

სხვა საჩეკო ანაბრები. შემნახველ-გამასესხებელ ასოციაციებს, შემნახველ ბანკებსა და


საკრედიტო კავშირებს, კომერციული ბანკების მსგავსად, თავისი მეანაბრეებისთვის აქვთ
საჩეკო ანგარიშები. ამ ანგარიშებზე არსებული ანაბრების მთლიან რაოდენობას ,, სხვა საჩეკო
ანაბრები“ ეწოდება.

5. ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი

სამთავრობო ბიუჯეტი ეს არის ფინანსური გეგმა, რომელიც აჯამებს მომავალი საფინანსო


წლისათვის სავარაუდო შემოსავალსა და ხარჯებს. როდესაც ბიუჯეტის ხარჯები შემოსავალს
აღემატება, სხვაობა მათ შორის არის დეფიციტი. სახელმწიფო ვალი ეს არის წლიური
დეფიციტის დასაფინანსებლად აუცილებელი ყველა სესხის ჯამი.

არსებობს ორი სახელმწიფო ვალი: 1. ერთიანი მთლიანი ვალი - ფედერალური მთავრობის


ყველა სავალო ვადებულება. 2. საზოგადოებისაგან აღებული ვალი - ეს არის მთლიანი ვალი,
მინუს თანხა, რომელიც სამთავრობო ორგანიზაციებს სამთავრობო ფასიან ქაღალდებში აქვთ
დაბანდებული, მაგრამ ზოგიერთი ეს ვალდებულება წარმოადგენს უბრალოდ, მთავრობის
ვალს, რომელიც მას რომელიმე ორგანიზაციის მართებს.

You might also like