You are on page 1of 10

დავალება #2 (მაქსიმალური ქულა 5)

ამოცანა 1

წარმოიდგინეთ, რომ ცხრილში მოცემულია რძის ბაზარზე მოთხოვნილი და


მიწოდებული რძის რაოდენობა (ბოთლების მიხედვით)

ფასი რძის ერთი მოთხოვნის რაოდენობა მიწოდების რაოდენობა


ბოთლისთვის (ლარი)
5 1,000 5,000
4 2,000 4,500
3 3,500 3,500
2 4,100 2,000
1 6,000 1,000

ა. რამდენია წონასწორული ფასი და წონასწორული რაოდენობა? რატომ ფიქრობთ ასე?

პასუხი: წონასწორობის წერტილში, მოთხოვნილი და მიწოდებული რაოდენობა


ერთმანეთს უდრის. შესაბამისად, ცხრილის მიხედვით წონასწაროული რაოდენობაა
3,500, ხოლო წონასწორული ფასი - 3 ლარი.

ბ. თუ მთავრობა რძის ბაზარდე დააწესებს ფასის ზედა ზღვარს 2 ლარის ოდენობით,


ბაზარზე დეფიციტი გაჩნდება თუ სიჭარბე? რამდენი იქნება მისი სიდიდე? ამ
რეგულაციის არსებობის შემთხვევაში რამდენი ბოთლი რძე გაიყიდება?

პასუხი: მთავრობა ფასის ზედა ზღვარს აწესებს მაშინ, როცა ფიქრობს, რომ
მომხმარებელები (მყიდველები) იჩაგრებიან ბაზარზე. თუ ეს ფასი 2 ლარის ტოლია,
მაშინ გამოდის, რომ მოთხოვნის რაოდენობა იქნება 4,100, ხოლო მიწოდების 2,000.
გაჩნდება დეფიციტი, რადგან მოთხოვნის რაოდ. > მიწოდ. რაოდენობაზე. ეს
დეფიციტი რიცხობრივად ტოლია მოთხოვნას - მიწოდება = 4,100 – 2,000 = 2,100.

ამ რეგულაციის პირობებში, გაიყიდება მხოლოდ 2,100 ბოთლი რძე.

ამოცანა 2

თითო ავსტრიელს შეუძლია 7 ტრაქტორის წარმოება წელიწადში, ასევე თითო


ჰოლანდიელს შეუძლია 7 ტრაქტორის წარმოება წელიწადში. რაც შეეხება ხორბალს,
ერთ ავსტრიელს წელიწადში 14 ტონა ხორბლის მოყვანა შეუძლია, ხოლო ერთ
ჰოლანდიელს - 8 ტონა ხორბლის. სიმარტივისთვის დავუშვათ, თითოეულ ქვეყანაში
ცხოვრობს 10 მილიონი ადამიანი (რომელთაც მუშაობა შეუძლიათ).
ამოცანის პირობის უკეთ აღსაქმელად, პირობა ჩავწეროთ შემდეგი სახით. წელიწადში
წარმოებული ტრაქტორებისა და ხორბლის რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
ტრაქტორი ხორბალი
(მილიონებში) (მილიონი
ტონა)
ავსტრალია 70 140

ჰოლანდია 70 80

ა. დახაზეთ თითოეული ქვეყნისათვის საწარმოო შესაძლებლობათა მრუდები,


მიუთითეთ რომელია წარმოების ეფექტური დონისათვის შესაბამისი წერტილები,
არაეფექტიანი და მიუწვდომელი წერტილები.

წარმოების ეფექტური დონისთვის შესაბამისი წერტილები არის, მაგალითად A და B


ავსტრიის შემთხვევაში და G და H ჰოლანდიის შემთხევავში (ყველა წერტილი
რომელიც მდებარეობს საწარმოო შესაძლებლობათა მრუდზე)
წარმოების არაეფექტური დონის შესაბამისი წერტილებია C,D,I (ყველა წერტილი
მრუდების ქვეშ).
მიუწვდომელი წერტილებია E,F,J,K (ყველა წერტილი მრუდებს გარეთ).

ბ. გამოთვალეთ რა არის 1 მილიონი ტონა ხორბლის წარმოების ალტერნატიული


დანახარჯი ჰოლანდიისთვის და ავსტრიისთვის ცალ-ცალკე.
ავსტრიის შემთხვევაში, თუ მხოლოდ ხორბალს აწარმოებს, უნდა დათმოს
ტრაქტორების წარმოება, რადგან სამუძაო ძალა გადაერთვება მხოლოდ ხორბლის
წარმოებაზე და სხვა პროდუქტის წარმოებისთვის რესურსები აღარ იქნება საკამარისი.
შესაბამისად, 140 მლნ ტონა ხორბლის წარმოების ალტერნატიული დანახარჯი იქნება
70 მლნ ტრაქტორი (ანუ ის რასაც ვთმობთ მხოლოდ ხორბლის წარმოებისთვის).
140 მლნ ტონა ხორბლის ალტ. დანარხარჯი - 70 მლნ. ტრაქტორი
1 მლნ ტ. ხორბლის ალტ. დანახარჯი - X მლნ. ტრაქტორი
გამოვთვალოთ პროპორციულად, X = 70/140 = ½ მლნ. ტრაქტორი იქნება პასუხი.

ჰოლანდიის შემთხვევაში, ზუსტად ანალოგიური მსჯელობით, გამოვთვალოთ 1 მლნ.


ტონა ხორბლის ალტერნატიული დანახარჯი:
80 მლნ ტონა ხორბლის ალტ. დანარხარჯი - 70 მლნ. ტრაქტორი
1 მლნ ტ. ხორბლის ალტ. დანახარჯი - X მლნ. ტრაქტორი
გამოვთვალოთ პროპორციულად, X = 70/80 = 7/8 = 0.875 მლნ. ტრაქტორი იქნება პასუხი.

ამოცანა 3
წარმოვიდგინოთ ფირმა, რომელიც აწარმოებს კუსკუსს და ყიდის ტომრებით.
დავუშვათ, ერთი ტომრის ფასია 30 ლარი. სიმარტივისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ
წარმოების რესურსი მხოლოდ მუშახელის დაქირავების ხარჯია კომპანიისთვის.
ა. გთხოვთ შეავსოთ ცხრილში გამოტოვებული უჯრები (პასუხები ავსახე ცხრილში
წითლად და ყვითლად გავაფერადე კომენტარები, ამოხსნის გზაც ვეცადე
გამოჩენილიყო)

წარმოებული შემოსავალი მუშახელის ცვალებადი ფიქსირებული მთლიანი ზღვრული


რაოდენობა =PxQ ნამუშევარი დანახარჯები დანახარჯი დანახარჯი დანახარჯი
(ტომრებით) საათების (თუ მუშის (ფიქსირებულია, (ფიქსირ. (გამოითველბა
რაოდენობა ხელფასი არის სულ ერთი და დანარხაჯისა როგორც
5 ლარი) იგივეა!) და მთლიანი
ცვალებად. დანახარჯის
დანახ. ჯამი) ცვლილება)
0 = 0 x 30 = 0 ლ 0 0 50 =50+0 = 50 -
1 = 1 x 30 = 30 ლ 2 10 50 =50+10 = 60 = 60-50 =10
2 60 ლ 5 = 5 x 5 = 25 50 =50+25=75 =75-60=15
3 90 ლ 10 = 10 x 5 = 50 50 100 =100 -75 = 25
4 120 ლ 18 = 18 x 5 = 90 50 140 = 140 -100 = 40
5 150 ლ 30 150 50 200 =200-140=60

ბ. მოცემული ინფორმაციის გამოყენებით, გთხოვთ ააგოთ საწარმოო ფუნქცია


გრაფიკულად
საწარმოო ფუნქცია ერთმანეთთან აკავშირებს გამოშვების რაოდენობასა და
წარმოებაში გამოყენებული რესურსების რაოდენობას. ამ მაგალითში წარმოების
რესურსების სახით გვაქვს მხოლოდ დაქირავებული მუშახელი. ხოლო გამოშვების
მოცულობა მოცემულია პირველ სვეტში.
ამოცანა 4
ქვემოთ მოცემული გრაფიკის მიხედვით უპასუხეთ კითხვებს:

ფასი

60

45

42

30 D

რაოდენობა
40 46 55
ა. გამოთვალეთ მოთხოვნისა და მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხდვით, როცა
ფასი იზრდება 42 ლარიდან 45 ლარამდე
მოთხოვნის შემთხვევაში, ფორმულაში ჩავსვათ გრაფიკზე მოცემული მონაცემები და
გამოვთვალოთ ელასტიკურობა. არ დაგვავიწყდეს, რომ მოთხოვნის ელასტიკურობა
ფასის მიხედვით იქნება უარყოფითი, რადგან მოთხოვნის კანონის მიხედვით, ფასსა
და რაოდენობას შორის არის უკუპროპორციული დამოკიდებლება.

მივიღეთ, რომ მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით არის (-1.85). იმისთვის,


რომ გავიგოთ მოთხოვნა ელასტიკურია თუ არაელასტიკურია, ეს რიცხვი (მოდულში
ანუ დადებითი მნიშვნელობით) უნდა შევადაროთ 1-ს. აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა
ელასტიკურია, რადგან |-1.85| > 1
მიწოდების შემთხვევაში, ვიმეორებთ ანალოგიურ ნაბიჯებს, თუმცა მონაცემებში
შეგვყავს მიწოდების შესაბამისი მონაცემები:
მივიღეთ, რომ მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით არის 2.76. იმისთვის, რომ
გავიგოთ მიწოდება ელასტიკურია თუ არაელასტიკურია, ეს რიცხვი უნდა შევადაროთ
1-ს. აღმოჩნდა, რომ მიწოდებაც ელასტიკურია, რადგან |2.76| > 1
ბ. რა არის მთლიანი დანაზოგი/ნამატი (მომხმარებლის დანაზოგს + მიმწოდებლის
დანაზოგი) ბაზარზე, როცა ბაზარი წონაწორობაშია?
მთლიანი დანაზოგი = სამომხმარებლო დანაზოგი + მწარმოებლის დანაზოგი
სამომხმარებლო და მწარმოებლის დანაზოგების გამოსათვლელად უნდა დავთვალოთ
სამკუთხედების ფართობები დიაგრამის მიხედვით.
ამოცანა 5
მოცემულია ხორცზე მოთხოვნისა და მიწოდების მრუდების განტოლებები:
Q(d) =180-25P
Q(s)=-40+30P
აღნიშნული ბაზრისთვის იპოვეთ წონასწორული ფასი და წონასწორული რაოდენობა
(აჩვენეთ ამოხსნის გზა); ასევე იპოვეთ მრუდების ფასის ღერძთან და რაოდენობის
ღერძთან გადაკვეთის წერტილები.
ტესტები (ბონუს ქულებისთვის, თითო 0.5)

1. „ჰონდას მარკის ავტომობილზე მოთხოვნა უფრო მეტად ელასტიკურია, ვიდრე


ზოგადად ავტომობილებზე“, მოცემული დებულება:
ა. სწორია, რადგან ჰონდას მარკის ავტომობილს ბევრი შემცვლელი აქვს.
შესაბამისად, ჰონდაზე ფასები თუ გაიზრდება, მომხმარებელი ადვილად
გადაერთვება სხვა შემცვლელებზე.
ბ. არასწორია, რადგან ზოგადად ავტომობილებს უფრო მეტი შემცვლელი აქვს,
ვიდრე კონკრეტულად ჰონდას მარკის ავტომობილს.
გ. არასწორია, რადგან ელასტიკურობა მანქანებზე ვერ განისაზღვრება
დ. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი

2. დროთა განმავლობაში რატომ ხდება მიწოდების მრუდი უფრო მეტად


ელასტიკური?

ა. მწარმოებლებს მეტი დრო აქვთ, რომ ცვლილებების მიხედვით შეცვალონ


წარმოების რაოდენობა

ბ. მომხმარებლებს მეტი დრო აქვთ იპოვონ პროდუქტის შემცვლელები

გ. მომხმარებლებს მეტი დრო აქვთ შეამცირონ პროდუქტის მოხმარება

დ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი სწორია

You might also like