You are on page 1of 23

თავი 1

ეკონომიკის ფუნდამენტური იდეა


რასაც ახლა მოგიყვებით ნამდვილი ისტორიაა. 1996 წლის გაზაფხულზე 19 წლის ასაკში,
კოლეჯის მეორეკურსელი სტუდენტი, რომელმაც იმხანად დაასრულა ეკონომიკის შესავალი
კურსი, შემდეგი არჩევანის წინაშე იდგა: მომავალი 2 წლის განმავლობაში გაეგრძელებინა
კოლეჯში სწავლა, თუ შეეწყვიტა კოლეჯში სიარული და მთელი თავისი დრო გოლფის
პროფესიონალურ დონეზე თამაშისთვის დაეთმო. იმ დროისათვის იგი უკვე 3-ჯერ იყო აშშ-ის
ჩემპიონი მოყვარულთა შორის. ერთდროულად კოლეჯში სწავლა და გოლფის თამაში, დროის
შეზღუდულობის გამო ვერ მოხერხდებოდა. რადგან ორივე მათგანისთვის სტუდენტს დრო არ
რჩებოდა, მას აუცილებლად არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ამასთანავე, ერთი მათგანის არჩევით
იგი ავტომატურად უარს იტყოდა მეორეზე. გოლფის თამაშზე არჩევანის გაკეთება
სამსახურებრივ კარიერაზე უარის თქმას გულისხმობდა, რაც არც თუ იოლად მისაღები
გადაწყვეტილება იქნებოდა ეკონომიკის კარგად მცოდნე სტუდენტისთვის. ხოლო არჩევანის
კოლეჯზე შეჩერება, გოლფის თამაშისთვის თავის დანებებას, ტურნირების მოგების
შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას და რეკლამებში გამოჩენაზე უარის თქმას ნიშნავდა. ამ
სტუდენტის სახელია ტაიგერ ვუდსი. მან გააკეთა არჩევანი, იგი გოლფის პროფესიონალი
მოთამაშე გახდა.

წლების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ტაიგერ ვუდსმა სწორი არჩევანი გააკეთა. 1996
წელს იგი აშშ-ის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა; 1997-ში მან მასტერსის
პრესტიჟული ტიტული, ხოლო მომავალი 10 წლის განმავლობაში ჯამში 54 ტურნირი, 12
ჩემპიონატი და პრიზის სახით $65 მილიონი დოლარი მოიგო. თუმცა, მისი რეალური
შემოსავალი გაცილებით მეტი იყო; ტაიგერ ვუდსმა დაახლოებით $500 მილიონი დოლარი
გამოიმუშავა მისი კარიერის პირველ ათწლეულში; მასზე ამბობდნენ, რომ იგი გახდებოდა
ისტორიაში პირველი სპორტსმენი, რომლის ჯამური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს
გადააჭარბებდა.

ტაიგერ ვუდსმა ამ შემოსავლის გამომუშავება ადამიანებთან ურთიერთობის უნარის


დახმარებით შეძლო. გოლფის ფანებს ძალიან სიამოვნებდათ მისი თამაშის ყურება.
ადამიანებს სურდათ მის თამაშზე წინა რიგებში მოხვედრა და მასთან ურთიერთობის
შესაძლებლობა, რისთვისაც ისინი ფულს იხდიდნენ. ისეთი კომპანიების წამყვანი მენეჯერები,
როგორიცაა Nike, American Express და General Motors მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ
და მათი პროდუქციის რეკლამირების სანაცვლოდ ტაიგერს თანხას უხდიდნენ. ტრენერები და
მასწავლებლები მას თავდაჯერებულობის ზრდასა და რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში
ეხმარებოდნენ. ურთიერთთანამშრომლობა სარგებლის მომტანი გახლდათ როგორც ტაიგერ
ვუდსისთვის, ისე ამ ადამიანებისთვის.

ტაიგერ ვუდსის ისტორია ნათლად წარმოგვიჩენს ეკონომიკის ფუნდამენტურ იდეას:


ადამიანები გადაწყვეტილებებს იღებენ შეზღუდული რესურსების პირობებში და ამ
გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი ეკონომიკურ გარიგებებს დებენ ერთმანეთთან.
ეკონომიკა შეისწავლის თუ როგორ იყენებენ ადამიანები შეზღუდულ რესურსებს.

1
შეზღუდულობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანების ხელთ არსებული რესურსები
ლიმიტირებულია. ადამიანები ყოველთვის დგანან ამა თუ იმ სახის შეზღუდულობის წინაშე -
ისეთ მდიდარ ადამიანსაც კი, როგორიც ტაიგერ ვუდსია, შეზღუდული აქვს დრო.
შეზღუდულობა ადამიანს აიძულებს გააკეთოს არჩევანი ერთ საგანზე, მეორე საგნის
სანაცვლოდ. ხშირ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება ბევრად რთულია, ვიდრე ეს ტაიგერ
ვუდსის მაგალითში იყო. სტუდენტმა უნდა გადაწყვიტოს კოლეჯში სიარულის ნაცვლად
მოძებნოს თუ არა სამუშაო და დაეხმაროს თუ არა ოჯახს; მუშამ უნდა გადაწყვიტოს გავიდეს
თუ არა პენსიაზე; მშობელმა უნდა გადაწყვიტოს სახლში დარჩეს შვილებთან, თუ იმუშაოს.
ახლა, ამ წიგნის კითხვისას შესაძლოა საკუთარი გადაწყვეტილებები გაგახსენდეთ. როდესაც
უნივერსიტეტში აბარებდით თქვენ უნდა გადაგეწყვიტათ: რომელი უნივერსიტეტი აგერჩიათ;
ეკონომიკა გესწავლათ თუ ბიოლოგია და ა.შ.

ადამიანები ეკონომიკურ გარიგებებს დებენ მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთში ცვლიან


ამა თუ იმ პროდუქტს. მაგალითად, როდესაც სტუდენტი უნივერსიტეტში იღებს განათლებას,
ამის სანაცვლოდ კი იგი უნივერსიტეტს უხდის სწავლის საფასურს. თინეიჯერმა საკუთარი
შრომა შესაძლოა მიჰყიდოს დამსაქმებელს, რის სანაცვლოდაც იგი ანაზღაურებას მიიღებს.
ოჯახის წევრები შესაძლოა შეთანხმდნენ, რომ ერთი მათგანი მოამზადებს სადილს, მეორე კი
გარეცხავს ჭურჭელს. როგორც წესი, ეკონომიკური გარიგებები ხორციელდება ბაზარზე.
ბაზარი ესაა ადგილი, სადაც მყიდველები და გამყიდველები ხვდებიან ერთმანეთს და
ახორციელებენ საქონლისა და მომსახურების ურთიერთგაცვლას. აშშ-ში მრავალი ბაზარი
არსებობს: ნიუ იორკის ფასიანი ქაღალდების ბაზრით დაწყებული, საკრამენტოში
ძველმანების ადგილობრივი ბაზრით დამთავრებული. აუცილებელი არაა, რომ მყიდველსა და
გამყიდველს შორის გარიგება პირისპირ შეხვედრისას შედგეს; ტელეფონი, რადიო,
ტელევიზია და ინტერნეტი - ყოველი მათგანი ხელს უწყობს ეკონომიკური გარიგებების
განხორციელებას.

გარშემო მიმდინარე ეკონომიკური პროცესები დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა


არჩევანზე. მაგალითად, 2008 წელს ფინანსური კრიზისის გამო გართულდა საცხოვრებლის,
მანქანის და სხვა საგნების შესაძენად საჭირო სესხის აღება. ადამიანების ნდობა გარემოსადმი
შემცირდა. მათ დაიწყეს პროდუქტების ნაკლები რაოდენობით შეძენა. განსაკუთრებით
შეამცირეს ძვირადღირებული საქონლის - ავტომობილების - მოხმარება. შედეგად General
Motors-სა და სხვა ავტომწარმოებლებს გაყიდვები შეუმცირდათ, შემცირდა ამ კომპანიების
შემოსავლები და მათ განიცადეს ფინანსური დანაკარგები, რის გამოც მოუხდათ დანახარჯების
შემცირების გზებზე მუშაობის დაწყება. 2008 წლის ნოემბერში General Motors-მა განაცხადა,
რომ ტაიგერ ვუდსთან Buicks-ის სარეკლამო კონტრაქტს წყვეტდა. ტაიგერ ვუდსი 2000
წლიდან ატარებდა გოლფის ჩანთას Buicks-ის ემბლემით და ამისათვის General Motors მას
წლიურად $7 მილიონ აშშ დოლარს უხდიდა, თუმცა ამიერიდან ტაიგერი აღარ გააკეთებდა
Buicks-ის რეკლამას და General Motors-ც აღარ გადაუხდიდა მას თანხას. მრავალმა, შედარებით
დაბალშემოსავლიანმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა კრიზისის უარყოფითი
შედეგები; მათ დაკარგეს სამსახურები და ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა.

2
ამ სემესტრში ჩვენი მიზანია გავეცნოთ ეკონომიკას ისე, რომ თქვენ გქონდეთ საკმარისი
ცოდნა იმისათვის, რათა გესმოდეთ თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში და როგორ განსაზღვრავს
ამ ყველაფერს ადამიანების მიერ შეზღუდულობის პირობებში გაკეთებული არჩევანი.
ეკონომიკის საფუძვლიანად შესწავლა თქვენ, როგორც რიგით ადამიანს, დაგეხმარებათ
გააანალიზოთ თუ რა შესაძლებლობებისა და რა გამოწვევების წინაშე დგახართ; დაგეხმარებათ
პასუხი გასცეთ შეკითხვას: უნდა გააგრძელოთ თუ არა სწავლა იმ შემთხვევაში, თუკი
ქვეყანაში სუსტი ეკონომიკა გვაქვს და სამუშაოს პოვნა ძნელია? კურსი ასევე დაგეხმარებათ
გახდეთ უკეთესი მოქალაქე, ვიდრე აქამდე იყავით. მოქალაქე, რომელიც ინფორმირებულია
მთელი ერის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. მოქალაქეს, რომელსაც შეეძლება პასუხი
გასცეს შეკითხვას: ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უნდა
განახორციელოს თუ არა მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირება? კურსის დაწყებიდან ძალიან
მალე თქვენ აღმოაჩენთ, რომ სამყაროს ახლებურად, ეკონომიკური თვალთახედვით უყურებთ.
მეგობრებმა შესაძლოა გითხრან, რომ თქვენ ეკონომისტის მსგავსად აზროვნებთ და თქვენ ეს
კომპლიმენტად უნდა მიიღოთ.

პირველ რიგში ინტუიციურად უნდა მიხვდეთ, თუ როგორ არსებობს ჩვენს რეალობაში


შეზღუდულობა, როგორ ვაკეთებს არჩევანს და ვდებთ ეკონომიკურ გარიგებებს. ამ თავის
მიზანიც სწორედ ესაა.

შეზღუდულობა და არჩევანი
საკმაოდ იოლია ცხოვრებისეული მაგალითების მოძებნა შეზღუდულობის პირობებში
ადამიანების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ. მაგალითად, როდესაც თქვენ ეკონომიკის
სწავლას იწყებთ უნდა აირჩიოთ რამდენი დრო დაუთმოთ ეკონომიკაში მეცადინეობას და
რამდენი დრო დახარჯოთ სხვა აქტივობებზე. თუ თქვენს დროს მთლიანად ეკონომიკაში
მეცადინეობას დაუთმობთ, შესაძლოა საბოლოო შეფასებად 100 ქულა მიიღოთ, თუმცა
ბიოლოგიაში შესაძლოა ამის გამო საბოლოოდ 0 ქულა გყავდეთ. ამის საპირისპიროდ, თუკი
მთელს თქვენს დროს ბიოლოგიაში მეცადინეობას დაუთმობთ, შესაძლოა საბოლოოდ 100
ქულა მიიღოთ ამ საგანში, პარალელურად კი 0 ქულა გყავდეთ ეკონომიკაში. ადამიანების
უმეტესობა ასეთი არჩევანის გაკეთებისას დროს დაბალანსებულად ანაწილებს, ისე რომ ყველა
საგანში დამაკმაყოფილებელი ნიშანი მიიღოს. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ბიზნესით,
მაშინ ალბათ მეტი დრო უნდა დაუთმოთ ეკონომიკაში მეცადინეობას.

მოდით ეს მარტივი პრინციპი განვავრცოთ 2 ფუნდამენტურ ეკონომიკურ საკითხზე:


არჩევანის გაკეთებაზე იმის შესახებ თუ რა მოვიხმაროთ და რა ვაწარმოოთ. ამ საკითხების
განხილვისას ჩვენ პირველ რიგში ვაჩვენებთ თუ როგორ მოქმედებს შეზღუდულობა
არჩევანზე და ამის შემდეგ განვიხილავთ როგორ ღებულობენ ადამიანები სარგებელს, სხვა
ადამიანებთან ეკონომიკური გარიგების დადებით.

მომხმარებლის არჩევანი
განვიხილოთ მარიას მაგალითი, რომელიც მზიან ამინდში პარკში გასეირნებას აპირებს.
მას ძალიან სურს ჰქონდეს თავისი სკოლის ლოგოთი დამშვენებული კეპი და მზის
სათვალეები პარკში სასეირნოდ. მარიას სულ $20 დოლარი აქვს. პარკის მახლობლად
მაღაზიაა, რომელსაც „ორი ერთის ფასად“ აქცია აქვს. მარიას შეუძლია $20 დოლარად 2 კეპი ან

3
2 ცალი სათვალე იყიდოს. რა თქმა უნდა, მას ურჩევნია თავისი ფულით ერთი ქუდი და ერთი
მზის სათვალე შეიძინოს, თუმცა ეს შეუძლებელია. მარიას ფინანსები შეზღუდულია და იგი
იძულებულია არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე გააკეთოს. ამ შემთხვევაში, მარიას $20
დოლარიანი ლიმიტი საბიუჯეტო შეზღუდვის მაგალითია. საბიუჯეტო შეზღუდვა
გულისხმობს ფინანსური სახსრების შეზღუდულობას; მარია იმაზე მეტს ვერ დახარჯავს
ვიდრე მას აქვს. მისი არჩევანი დამოკიდებულია მის გემოვნებაზე. ამ შემთხვევაში დავუშვათ,
რომ საბიუჯეტო შეზღუდვის გამო მარია იძულებულია არჩევანი გააკეთოს და იგი მზის
სათვალეზე შეაჩერებს თავის არჩევანს.

 ალტერნატიული დანახარჯი. მარიას გადაწყვეტილება სათვალის შეძენის შესახებ იმ


ეკონომიკური პრობლემის ილუსტრირებაა, რომლის გადაჭრაც ყველა ადამიანს უწევს:
საბიუჯეტო შეზღუდვა აიძულებს ადამიანებს არჩევანი გააკეთონ იმ საგნებს შორის,
რომლის ფლობაც მათ სურთ. ერთი ნივთის არჩევა ავტომატურად გულისხმობს სხვა
ნივთზე უარის თქმას. ნივთის ფლობის ალტერნატიული დანახარჯი არის ის, რაც უნდა
დავთმოთ ამ ნივთის ფლობის სანაცვლოდ. მარიასთვის კეპის ფლობის
ალტერნატიული დანახარჯი არის მზის სათვალე, რომელზეც მან უარი თქვა. ყოველ
არჩევანს თან ახლავს ალტერნატიული დანახარჯი. მაგალითად, დილით 8 საათზე
გაღვიძების და მიკროეკონომიკის ლექციაზე დასწრების ალტერნატიული დანახარჯია
ის ძილი, რომელზეც თქვენ უარს ამბობთ. ტაიგერ ვუდსისათვის კოლეჯში სწავლის
გაგრძელების ალტერნატიული დანახარჯი იყო ის მილიონობით დოლარი, რომელიც
მან გოლფის თამაშიდან შემოსავლის სახით მიიღო. მრავალ შემთხვევაში, როდესაც
რესურსების შეზღუდულობის გამო არჩევანის გაკეთება გვიწევს, არა ზუსტად ორი,
არამედ ბევრად მეტი ალტერნატივა არსებობს, რომელთაგან ერთი უნდა ავირჩიოთ.
ნაყინის ყიდვისას თუ თქვენ აირჩევთ ნაყინს ვანილის არომატით, თქვენ უარს ამბობთ
ყველა სხვა არომატის მქონე ნაყინზე; ამ შემთხვევაში ვანილის ნაყინის
ალტერნატიული დანახარჯი იქნება ის ნაყინი, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად
მოგწონთ ვანილის ნაყინის სანაცვლოდ დათმობილ ნაყინებს შორის. შესაძლოა ეს იყოს
მარწყვის ნაყინი. მარტივად რომ ვთქვათ, ვანილის ნაყინის ალტერნატიული
დანახარჯი იქნება ვანილის შემდეგ, ყველაზე კარგი არომატის მქონე ნაყინი; ე. ი. მეორე
საუკეთესო ნაყინი.
ახლა დავუშვათ, რომ მარია არაა ერთადერთი ადამიანი ვისაც მზიან ამინდში პარკში
გასეირნება სურს. ვთქვათ პარკში ასევე სეირნობს ადამიც, რომელსაც დასახარჯად
ასევე $20 დოლარი აქვს. მარიას მსგავსად, ადამსაც ძალიან სურს მზის სათვალისა და
კეპის ფლობა, მაგრამ მას მზის სათვალეზე მეტად კეპი მოსწონს. რადგან ადამიც
იძულებულია გააკეთოს არჩევანი, იგი შეიძენს კეპს. მარიას მსგავსად მისი
გადაწყვეტილებაც განპირობებულია საბიუჯეტო შეზღუდვით და ამ
გადაწყვეტილებასაც თან ახლავს ალტერნატიული დანახარჯი.

4
 სარგებელი ვაჭრობიდან:
რესურსების უკეთესი განაწილება.
დავუშვათ, რომ მარია და ადამი პარკში
ხვდებიან ერთმანეთს. განვიხილოთ მათ
შორის ეკონომიკური გარიგების
შესაძლებლობები. მარიას ორი ცალი
მზის სათვალე აქვს, ხოლო ადამს ორი
კეპი, ისინი ერთმანეთში ვაჭრობენ.
მარიას შეუძლია გაუცვალოს ადამს
ერთი ცალი მზის სათვალე, ქუდის
სანაცვლოდ, როგორც ეს ნაჩვენებია 1
ნახაზზე. ასეთი გარიგების დადებით
მარიასაც და ადამსაც შეუძლიათ
გაიუმჯობესონ თავიანთი მდგომარეობა.
ვაჭრობის შედეგად ნივთები ისე
გადანაწილდება გარიგების მონაწილე
მხარეებს შორის, რომ ორივე მხარის
მდგომარეობა უმჯობესდება; ამგვარად
არსებობს სარგებელი ვაჭრობიდან. გარიგება ხორციელდება იმის გამო, რომ მარიას
სურს მზის სათვალის გაცვლა კეპის სანაცვლოდ, ხოლო ადამს ქუდის გაცვლა სურს
მზის სათვალის სანაცვლოდ. რადგანაც ასეთი გარიგება ორივესათვის სასარგებლოა,
ისინი თავისი ნებით დადებენ ამ გარიგებას, თუ რა თქმა უნდა მათ გარიგების დადების
შესაძლებლობა მიეცემათ. თუკი რომელიმე მათგანი ამ გარიგებით მოგებული არ
დარჩებოდა, გარიგებაც არ შედგებოდა.
ვაჭრობის ეს მაგალითი კარგად ასახავს რეალურ სამყაროში ეკონომიკური გარიგებების
შედეგად ნივთების რეალოკაციას (გადანაწილებას) და გარიგების მონაწილე მხარეების
მდგომარეობის გაუმჯობესებას. ვაჭრობის შედეგად არსებული საქონლის რაოდენობა
უცვლელი რჩება. სათვალეებისა და კეპების რაოდენობა ჯამში ვაჭრობის შემდეგაც
იგივე დარჩა, რაც ვაჭრობამდე იყო. ვაჭრობის შედეგად მხოლოდდამხოლოდ
არსებული საქონლის რეალოკაცია (გადანაწილება) ხდება.
მარიასა და ადამს შორის ვაჭრობა იმ ეკონომიკური გარიგებების ტიპიური მაგალითია,
რომლებსაც ჩვენ ამ კურსში შევისწავლით. ამ მაგალითის ეკონომიკურად გააზრება
ნიშნავს თქვენ გაიაზროთ, რომ საქონლის ნებაყოფლობითი ურთიერთგაცვლა
გარიგების მონაწილე ორივე მხარის მდგომარეობას აუმჯობესებს. მიუხედავად იმისა,
რომ რეალობაში ეკონომიკური გარიგებები ბევრად გართულებულია, ყველა გარიგება
თავისი არსით მზის სათვალისა და კეპის ურთიერთგაცვლის ანალოგიურია.

მწარმოებლის გადაწყვეტილებები
ახლა განვიხილოთ ორი მწარმოებელი: პოეტი ემილი და მისალოცი ბარათების მბეჭდავი
ჯონი. ორივე მათგანი შეზღუდულობის წინაშე დგას და ორივემ არჩევანი უნდა გააკეთოს.
განსხვავებული განათლების, შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების გამო ემილის ბევრად

5
უკეთ გამოსდის ლექსების წერა, ვიდრე ჯონს. ხოლო ჯონს ბევრად უკეთ გამოსდის მისალოცი
ბარათების ბეჭდვა, ვიდრე ამას ემილი გააკეთებდა.

თუკი ემილი დღის განმავლობაში მთელს თავის დროს ლექსების წერას დაუთმობს, იგი
შეძლებს დღეში 10 ლექსის დაწერას. მაგრამ, თუკი მას სურს თავისი ლექსები მისალოც
ბარათებზე დაწეროს და ამისათვის მისალოცი ბარათებიც დაამზადოს, დღის განმავლობაში
მან გარკვეული დრო უნდა დაუთმოს მისალოცი ბარათების ბეჭდვას; რაც იმას ნიშნავს, რომ
მას ნაკლები დრო დარჩება ლექსების წერისთვის. ამასთანავე ემილი არც ისე ყოჩაღია
ბარათების ბეჭდვაში, რის გამოც 1 მისალოცი ბარათის დაბეჭდვა მას იმდენ დროს ართმევს,
რომ დღის განმავლობაში 10-ის ნაცვლად იგი მხოლოდ 1 ლექსის დაწერას ასწრებს.

თუკი ჯონი მთელს თავის დროს ბეჭდვას დაუთმობს, იგი შეძლებს დღის განმავლობაში
10 სხვადასხვა მისალოცი ბარათი დაამზადოს. თუმცა, მისალოც ბარათებზე მან ლექსებიც
უნდა დაწეროს. ჯონს იმდენად არ ეხერხება ლექსების წერა, რომ თუკი იგი დღის
განმავლობაში 1 ლექსს დაწერს, დარჩენილ დროში მას 10-ის ნაცვლად მხოლოდ 1 მისალოცი
ბარათის დაბეჭდვა შეეძლება.

ქვემოთ მოყვანილია იმ ალტერნატივების შეჯამება, რომლის წინაშეც დროისა და


რესურსების შეზღუდულობის გამო ემილი და ჯონი დგანან.

პოეტი ემილი მბეჭდავი ჯონი


მთელს თავის ლექსების მთელს თავის ბეჭდვასთან
დროს მოახმარს წერასთან დროს მოახმარს ერთად წერს
ლექსების წერას ერთად ბეჭდავს მისალოცი ლექსებს
ბარათებს ბარათების
ბეჭდვას

ბარათების 0 1 10 1
რაოდენობა

ლექსების 10 1 0 1
რაოდენობა

განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ემილის და ჯონს ერთმანეთში გარიგების დადება არ


შეუძლიათ. თითოეული მათგანი დღის განმავლობაში დაწერს 1 ლექსს და დაამზადებს 1
მისალოც ბარათს. ამის სანაცვლოდ, ემილის შეეძლო დაეწერა მხოლოდ 10 ლექსი და არ
დაემზადებინა მისალოცი ბარათები, ხოლო ჯონს შეეძლო დაემზადებინა 10 მისალოცი
ბარათი და არ დაეწერა არცერთი ლექსი. თუმცა, მისალოცი ბარათების გარეშე ემილი თავის
ლექსებს ვერ გაყიდიდა, ხოლო ჯონი ლექსების გარეშე მისალოც ბარათებს ვერ გაყიდიდა; ამ
შემთხვევაში ვერცერთი მათგანი ვერ მიიღებდა შემოსავალს. სწორედ ამიტომ, თითოეული
მათგანი არჩევს დაამზადოს 1 მისალოცი ბარათი და დაწეროს 1 ლექსი. საერთო ჯამში ეს ორი
ადამიანი დაამზადებს 2 მისალოც ბარათს და ამ ბარათებზე დაწერილ 2 ლექსს.

6
 სარგებელი ვაჭრობიდან: წარმოების ზრდა. ახლა განვიხილოთ ემილის და ჯონს შორის
ეკონომიკური გარიგების დადების შესაძლებლობა. დავუშვათ ემილის და ჯონს
შეუძლიათ ერთმანეთში ვაჭრობა. მათ შეუძლიათ შეთანხმება დადონ ლექსებისა და
ბარათების ურთიერთგაცვლის შესახებ. ასეთი შეთანხმების შემთხვევაში ემილის
შეეძლება მთელი თავისი დრო ლექსების წერას მოახმაროს, ხოლო ჯონს შეეძლება
მთელი დღეების განმავლობაში მისალოცი ბარათები ბეჭდოს. საერთო ჯამში ამგვარი
შეთანხმების შედეგად მათ შეუძლიათ დაამზადონ 10 მისალოცი ბარათი ზედ
დაწერილი 10 ლექსით. შეგახსენებთ, რომ გარიგების დადების გარეშე ორივე მათგანი
ჯამში 2 ცალ მისალოც ბარათს აწარმოებდა ზედ დაწერილი 2 ლექსით.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩვენს მაგალითში გარიგება შედგა ბაზარზე: ჯონმა ემილის
თავისი შრომა - მისალოცი ბარათების ბეჭდვის სერვისი - მიჰყიდა. იგივე რამ
შეიძლებოდა სხვანაირადაც მომხდარიყო, თუკი ემილი და ჯონი თავიანთ წარმოებას
გააერთიანებდნენ და შექმნიდნენ ფირმას; ამ შემთხვევაში მათ შორის ეკონომიკური
გარიგება ფირმის შიგნით შედგებოდა და ბაზარზე საკუთარი შრომის გაყიდვა არცერთ
მათგანს არ მოუწევდა.
ამ მაგალითში არ აქვს მნიშვნელობა სად და როგორ მოხდება ეს გარიგება, ბაზარზე თუ
ფირმის შიგნით; ნებისმიერ შემთხვევაში ვაჭრობას სარგებელი მოაქვს. ვაჭრობის
მეშვეობით ემილის და ჯონს შეუძლიათ მთლიანი წარმოების 2 ერთეულიდან 10
ერთეულამდე გაზრდა.
 სპეციალიზაცია, შრომის დანაწილება და შედარებითი უპირატესობა. ამ მაგალითიდან
ასევე ჩანს, რომ ეკონომიკური გარიგებები იძლევა სპეციალიზაციის შესაძლებლობას.
სპეციალიზაცია გულისხმობს, რომ ადამიანები აკეთებენ იმ საქმეს, (სპეციალიზდებიან
იმ საქმის კეთებაში) რომელიც მათ უკეთ გამოსდით. ემილი სპეციალიზდება ლექსების
წერაში, ხოლო ჯონი - ბარათების ბეჭდვაში. სპეციალიზაცია ქმნის შრომის
დანაწილებას. შრომის დანაწილება ვლინდება მაშინ, როდესაც ზოგიერთი
დასაქმებული სპეციალიზდება ერთი ამოცანაზე, ხოლო დანარჩენები
სპეციალიზდებიან სხვა ამოცანებზე. შედეგად მთლიანი წარმოება იყოფა ნაწილებად,
რომელთაგან ზოგიერთი მუშა ასრულებს სამუშაოების ერთ ნაწილს (მაგ. ბეჭდვას),
ხოლო დანარჩენები ასრულებენ სხვა სამუშაოებს (მაგ. ლექსების წერას).
ლექსების წერისა და ბარათების ბეჭდვის ზემოთმოყვანილი მაგალითი ასევე
გვაჩვენებს შედარებითი უპირატესობის კონცეფციის არსს. შედარებითი უპირატესობა
რომელიმე კონკრეტული საქონლის წარმოებაში ერთ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს
აქვს მაშინ, როდესაც ამ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ამ საქონლის წარმოება შეუძლია
სხვა ადამიანებთან შედარებით ნაკლები ალტერნატიული დანახარჯით. მაგალითად,
ჯონთან შედარებით ემილის აქვს შედარებითი უპირატესობა ლექსების წერაში. ხოლო
ემილისთან შედარებით, ჯონს აქვს შედარებითი უპირატესობა მისალოცი ბარათების
ბეჭდვაში. როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, თუკი ადამიანები სპეციალიზდებიან იმ
საქმიანობაში, რომელშიც მათ აქვთ შედარებითი უპირატესობა, შედეგად მთლიანი
წარმოება გაიზრდება; ესე იგი თუკი ემილი სპეციალიზდება ლექსების წერაში, ხოლო
ჯონი სპეციალიზდება ბარათების ბეჭდვაში, მთლიანი წარმოება გაიზრდება.

7
საერთაშორისო ვაჭრობა
ჯერჯერობით ჩვენ არაფერი გვითქვამს იმის შესახებ, თუ სად ცხოვრობენ და მუშაობენ
ემილი და ჯონი. ისინი შესაძლოა ცხოვრობდნენ ერთიდაიგივე ქვეყანაში, მაგრამ ისინი ასევე
შესაძლოა ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. ემილი შესაძლოა ცხოვრობდეს ამერიკაში,
ხოლო ჯონი - გერმანიაში. თუკი ეს ასეა მაშინ, როდესაც ემილი ყიდულობს ჯონისაგან
ბეჭდვის მომსახურებას, ადგილი აქვს საერთაშორისო ვაჭრობას, რადგან ვაჭრობა ხდება
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს შორის.

საერთაშორისო ვაჭრობიდან (სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს შორის


ვაჭრობიდან) ზუსტად იგივენაირად მიიღება სარგებელი, როგორც ეს ხდება ქვეყნის შიგნით
ვაჭრობით (ერთიდაიგივე ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს შორის ვაჭრობით). ვაჭრობის
შედეგად ადამიანებს შეუძლიათ უკეთ დაიკმაყოფილონ თავიანთი სურვილები (ისე, როგორც
მარიასა და ადამის შემთხვევაში) და შეუძლიათ უკეთ გამოიყენონ თავიანთი შედარებითი
უპირატესობა (ისე, როგორც ემილის და ჯონის შემთხვევაში). ნებისმიერ შემთხვევაში,
ვაჭრობიდან ორივე მხარე მოგებული რჩება.

შეჯამება
 ყოველი ადამიანი დგას ამა თუ იმ სახის შეზღუდულობის წინაშე. შეზღუდულობა
ადამიანებს არჩევანის გაკეთებას აიძულებს. არჩევანის გაკეთებას თან ახლავს
ალტერნატიული დანახარჯი, რადგან ყოველთვის არსებობს სხვა არჩევანის გაკეთების
შესაძლებლობა.
 ადამიანები სარგებლობენ ერთმანეთთან ეკონომიკური გარიგებების დადების -
საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის - შედეგად.
 საქონლისა და მომსახურების განაწილება შესაძლებელია იმგვარად, რომ ადამიანები
მეტად კმაყოფილები დარჩნენ. სწორედ უკეთეს განაწილებას უზრუნველყოფს ვაჭრობა
და ამიტომ მოაქვს მას სარგებელი.
 ვაჭრობა სარგებლის მომტანია იმის გამოც, რომ იგი იძლევა სპეციალიზაციის
შესაძლებლობას შრომის დანაწილების მეშვეობით. ადამიანებმა უნდა მოახდინონ
სპეციალიზაცია იმ საქმიანობაში, რომელშიც მათ გააჩნიათ შედარებითი უპირატესობა.

შეზღუდულობა და არჩევანი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის


ისევე როგორც თითოეული ადამიანი, მთლიანი ეკონომიკაც დგას შეზღუდულობისა და
არჩევანის წინაშე. რესურსების მთლიანი რაოდენობა ეკონომიკაში - მუშები, მიწა, მანქანა-
დანადგარები, ქარხნები - შეზღუდულია. ამგვარად, ქვეყნის ეკონომიკას არ შეუძლია
აწარმოოს ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა და სხვა საქონელი და მომსახურება უსასრულო
რაოდენობით. არჩევანი უნდა გაკეთდეს. მოდით, პირველ რიგში განვიხილოთ
შეზღუდულობისა და არჩევანის ცნებები მთლიანი ეკონომიკისათვის და ამის შემდეგ
გავაანალიზოთ არჩევანის სხვადასხვა შესაძლებლობები.

წარმოების შესაძლებლობები
საკითხის გამარტივებისთვის დავუშვათ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში იწარმოება მხოლოდ 2
სახის საქონელი. დავუშვათ, რომ ეკონომიკას შეუძლია აწარმოოს ან კომპიუტერები, ან

8
ფილმები. არჩევანი ფილმებისა და კომპიუტერების წარმოებას შორის სიმბოლურად ასახავს
ერთ-ერთ ფუნდამენტურ ეკონომიკურ პრობლემას, რომლის წინაშეც დგას ნებისმიერი
ინდივიდი, ნებისმიერ საზოგადოებაში. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: ერთი მხრივ
შემოსავლის რა ნაწილი უნდა მიმართოს ადამიანმა ინვესტიციაზე იმისათვის, რათა
სამომავლოდ უფრო მეტი რაოდენობისა და უკეთესი ხარისხის პროდუქტი აწარმოოს და
მეორე მხრივ შემოსავლის რა ნაწილი დახარჯოს დღევანდელ მოხმარებაზე. კომპიუტერები
ეხმარება ადამიანებს აწარმოონ უფრო მეტი რაოდენობის და უკეთესი ხარისხის ფილმები.
ფილმები კი მხოლოდ სამომხმარებლო საქონლის ერთ-ერთი სახეა. ჩვენს მაგალითში
ფილმებისა და კომპიუტერების ნაცვლად შეგვეძლო საქონლის სხვა წყვილი შეგვერჩია. ამ
შემთხვევაში ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

შრომითი რესურსებისა და კაპიტალის შეზღუდულობის პირობებში არჩევანი უნდა


გაკეთდეს თუ რომელი საქონელი ვაწარმოოთ და რომელი არ ვაწარმოოთ. ჩვენს მაგალითში
არჩევანი უნდა გაკეთდეს კომპიუტერებისა და ფილმების წარმოებას შორის. თუკი ეკონომიკა
აწარმოებს მეტი რაოდენობით ერთ საქონელს, მაშინ ნაკლები რაოდენობით იწარმოება მეორე
საქონელი. 1 ცხრილში მოცემულია წარმოების შესაძლო ალტერნატივები კომპიუტერებისა და
ფილმებისათვის. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ მაგალითში არსებობს 6 სხვადასხვა არჩევანის
შესაძლებლობა; მათგან ზოგიერთი მეტი რაოდენობით კომპიუტერებისა და ნაკლები
რაოდენობით ფილმების წარმოებას, ხოლო ზოგიც ნაკლები რაოდენობით კომპიუტერებისა
და მეტი რაოდენობით ფილმების წარმოებას გულისხმობს.

1 ცხრილი გვიჩვენებს თუ რა ხდება, როდესაც ეკონომიკის


რესურსები კომპიუტერების წარმოების ნაცვლად გამოიყენება
ფილმების წარმოებისთვის და პირიქით, როდესაც რესურსები
ფილმების წარმოების ნაცვლად გამოიყენება კომპიუტერების
წარმოებისთვის. თუკი რესურსები კომპიუტერების
წარმოებიდან გადაინაცვლებს ფილმების წარმოებაში, ნაკლები
რაოდენობით კომპიუტერებისა და მეტი რაოდენობით
ფილმების წარმოება მოხდება. მაგალითად, ცხრილის მიხედვით
თუკი ყველა რესურსი გამოყენებული იქნება კომპიუტერების
წარმოებისათვის, მაშინ 25 000 ერთეული კომპიუტერის წარმოებას და 0 ერთეული ფილმის
წარმოებას მივიღებთ. ხოლო, თუკი ყველა რესურსი გამოყენებული იქნება ფილმების
წარმოებისათვის, კომპიუტერების წარმოება აღარ მოხდება. რა თქმა უნდა ეს ორი უკიდურესი
შესაძლებლობაა. თუკი 100 ერთეული ფილმის წარმოება მოხდება, მაშინ დარჩენილი
რესურსებით 2400 ერთეული კომპიუტერის წარმოება იქნება შესაძლებელი. ხოლო თუკი 200
ერთეული ფილმის წარმოება მოხდება, მაშინ კომპიუტერების წარმოება 2200-მდე უნდა
შემცირდეს.

ზრდადი ალტერნატიული დანახარჯი


1 ცხრილში მოცემული წარმოების სხვადასხვა ალტერნატივები მთლიანი
ეკონომიკისათვის ახდენს ალტერნატიული დანახარჯის ცნების დემონსტრირებას.
დამატებითი ფილმების წარმოების ალტერნატიული დანახარჯია კომპიუტერების ის

9
რაოდენობა, რომლის წარმოებაზეც უარი ვთქვით, ფილმების წარმოების სანაცვლოდ.
მაგალითად, 100-ის ნაცვლად 200 ერთეული ფილმის წარმოების ალტერნატიული
დანახარჯია 2000 ერთეული კომპიუტერი.

ალტერნატიულ დანახარჯებთან დაკავშირებით 1 ცხრილი მნიშვნელოვან ეკონომიკურ


კანონზომიერებას გვიჩვენებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ 1 ცხრილის ქვედა სტრიქონების
შესაბამისი უჯრები შეესაბამება მეტი რაოდენობით ფილმების წარმოებას. ყოველი ახალი
სტრიქონის შესაბამის უჯრაში ფილმების წარმოება ერთიდაიგივე სიდიდით - 100 ერთეულით
- იზრდება. ამასთანავე, დამატებითი ფილმების წარმოებისას, კომპიუტერების წარმოება
იკლებს. ცხრილის პირველიდან მეორე სტრიქონების შესაბამის უჯრებში გადაადგილებისას
კომპიუტერების წარმოება 25000-დან 24000-მდე - 1000 ერთეულით - მცირდება. მეორედან
მესამე სტრიქონში გადაადგილებისას კი კომპიუტერების წარმოება 24000-დან 22000-მდე -
2000 ერთეულით - მცირდება. მაშასადამე, რაც უფრო მეტი რაოდენობით ვაწარმოებთ
ფილმებს, სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობით უნდა შევამციროთ კომპიუტერების
წარმოება. როდესაც ფილმების წარმოებას 400 ერთეულიდან 500 ერთეულამდე ვზრდით,
კომპიუტერების წარმოება 13000 ერთეულით გვიმცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
ალტერნატიული დანახარჯი ზრდადია; ამ შემთხვევაში ყოველი დამატებითი ერთეული
ფილმის წარმოება, კომპიუტერების წარმოების სულ უფრო მეტი რაოდენობით შემცირებას
გულისხმობს. რაც ჩვენ ახლახან ამ მაგალითში აღვწერეთ, ცნობილია ზრდადი
ალტერნატიული დანახარჯის სახელით.

რატომ იზრდება ალტერნატიული დანახარჯები? შეგიძლიათ აღნიშნულ საკითხს ამ


კუთხით შეხედოთ: ზოგიერთი რესურსი უფრო გამოსადეგია ფილმების წარმოებისათვის,
მაშინ როდესაც სხვა რესურსები უფრო გამოსადეგია კომპიუტერების წარმოებისათვის.
მაგალითად მუშები, რომლებიც კომპიუტერების წარმოებაში არიან დასაქმებულები,
შესაძლოა არც ისე კარგი მსახიობები იყონ. რაც უფრო მეტი რაოდენობით ვაწარმოებთ
ფილმებს, იძულებული ვხდებით უფრო და უფრო მეტი ისეთი რესურსი გამოვიყენოთ
ფილმების წარმოებისათვის, რომლებიც გაცილებით უფრო გამოსადეგნი იქნებოდნენ
კომპიუტერების წარმოებაში. ამგვარად სულ უფრო მეტად უნდა შევამციროთ კომპიუტერების
წარმოება იმისათვის, რათა ერთი დამატებითი ერთეულით გავზარდოთ ფილმების წარმოება.
კომპიუტერების დამზადებაში სპეციალიზებული ადამიანების გადაყვანა ფილმების
წარმოებაში, მსახიობებად, დიდ ალტერნატიულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
კომპიუტერების წარმოების სპეციალისტების ფილმების გადამღებ ჯგუფში გადაყვანა
გამოიწვევს კომპიუტერების წარმოების მკვეთრად შემცირებას და ფილმების წარმოების
უმნიშვნელოდ გაზრდას.

10
საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი
1 ცხრილში წარმოდგენილი რიცხვების გრაფიკული ილუსტრაცია წარმოდგენილია 2
ნახაზზე. აღნიშნული გრაფიკი კარგად წარმოაჩენს ზრდად ალტერნატიულ დანახარჯებს.
ჰორიზონტალურ ღერძზე ჩვენ აღებული გვაქვს ფილმების წარმოება, ხოლო ვერტიკალურ
ღერძზე - კომპიუტერების წარმოება. 1 ცხრილში მოცემული რიცხვების ყოველ წყვილს
გრაფიკზე შეესაბამება კონკრეტული წერტილი. მაგალითად, გრაფიკზე A წერტილი
შეესაბამება 1 ცხრილის A სტრიქონში მოცემულ რიცხვთა წყვილს. B წერტილი შეესაბამება
ცხრილის B სტრიქონში მოცემულ რიცხვთა წყვილს და ა. შ.

თუკი 2 ნახაზზე მოცემულ ამ წერტილებს შევაერთებთ, მივიღებთ საწარმოო


შესაძლებლობათა მრუდს. იგი გვიჩვენებს კომპიუტერების წარმოების მაქსიმალურ
რაოდენობას, ფილმების წარმოების თითოეული რაოდენობისათვის. ყურადღება მიაქციეთ,
რომ საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი დაღმავალია და იგი ამოზნექილია კოორდინატთა
სათავის მიმართ. მრუდის ამოზნექილობა მიუთითებს, რომ ფილმების წარმოების
ალტერნატიული დანახარჯი იზრდება ფილმების წარმოების ზრდასთან ერთად.
კომპიუტერების წარმოებიდან რესურსების ფილმების წარმოებაში გადატანა გულისხმობს,
რომ ყოველი დამატებითი ფილმის წარმოება სულ უფრო მეტი რაოდენობით შეამცირებს
კომპიუტერების წარმოებას.

 წარმოების არაეფექტიანი, ეფექტიანი და მიუღწეველი დონეები. საწარმოო


შესაძლებლობათა მრუდი გვიჩვენებს შეზღუდულობისა და არჩევანის ეფექტებს
მთლიანი ეკონომიკისათვის. 2 ნახაზზე სამი სხვადასხვა მდგომარეობა შეიძლება

11
გამოვყოთ, იმის მიხედვით წარმოება საწარმოო შესაძლებლობათა მრუდის შიგნითაა,
ზუსტად მრუდზეა თუ მრუდს მიღმაა.
პირველ რიგში, განვიხილოთ მდგომარეობა, როდესაც წარმოება I წერტილშია. ეს
წერტილი შეესაბამება 100 ფილმისა და 18000 კომპიუტერის წარმოებას და იგი
საწარმოო შესაძლებლობათა მრუდის შიგნით, გაფერადებულ არეალში მდებარეობს.
საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი გვეუბნება, რომ შესაძლებელია იგივე
რესურსებით ვაწარმოოთ უფრო მეტი რაოდენობის კომპიუტერებიც და ფილმებიც. I
წერტილში ეკონომიკა რაღაც მიზეზით კარგად ვერ მუშაობს. მაგალითად,
შესაძლებელია ნიჭიერი კინორეჟისორი კომპიუტერების ქარხანაში მუშაობდეს იმის
გამო, რომ მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჯერ სტუდიის ხელმძღვანელებს არ
უნახავთ; ასევე შესაძლოა ფინანსური კრიზისის გამო კომპიუტერის მწარმოებელი
კომპანიები სესხს ვეღარ იღებენ, რის გამოც კომპიუტერის მეხსიერების ბარათების
წარმოებას პრობლემები შეექმნა. I წერტილის მსგავსად, მრუდის შიგნის მდებარე
ყველა სხვა წერტილი არაეფექტიანი წერტილებია, რადგან ეკონომიკას შეუძლია
აწარმოოს უფრო მეტი რაოდენობის ფილმები და კომპიუტერები და I წერტილის
ნაცვლად შესაძლებელია, რომ იმყოფებოდეს მაგალითად D ან B წერტილებში.
საწარმოო შესაძლებლობათა საზღვრის (მრუდის) შიგნით მდებარე ყოველი წერტილი
შესაძლებელი, თუმცა არაეფექტიანი წერტილებია.
ახლა განვიხილოთ საწარმოო შესაძლებლობათა მრუდზე მდებარე წერტილები.
მრუდზე მდებარე ყველა წერტილი ეფექტიანი წერტილებია. მრუდზე მდებარე
წერტილები შეესაბამებიან მოცემული რესურსების პირობებში წარმოების მაქსიმალურ
მოცულობებს. თუკი ეკონომიკა ოპერირებს საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარზე
(მრუდზე) მდებარე რომელიმე წერტილში, მაშინ ერთი პროდუქტის წარმოების
მოცულობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ მეორე პროდუქტის წარმოების
შემცირების ხარჯზე.
და ბოლოს, განვიხილოთ საწარმოო შესაძლებლობათა მრუდის მიღმა მდებარე
წერტილები. 2 ნახაზზე ამის ერთ-ერთი მაგალითია J წერტილი. აღნიშნული
წერტილები მიუღწეველი წერტილებია. არსებული რესურსების პირობებში
ეკონომიკას არ შეუძლია აწარმოოს ამ წერტილების შესაბამისი პროდუქციის
რაოდენობები.
 საწარმოო შესაძლებლობათა მრუდის გადაადგილებები. საწარმოო შესაძლებლობათა
მრუდი შესაძლოა გადაადგილდეს, როგორც შიდა ისე გარე მიმართულებით.
მაგალითად, 3 ნახაზზე ნაჩვენებია აღნიშნული მრუდის გარე მიმართულებით
გადაადგილება. რესურსების რაოდენობის ზრდა - მაგალითად, მუშების ან კამერებისა
და სტუდიების რაოდენობის ზრდა - საწარმოო შესაძლებლობათა მრუდს გარე
მიმართულებით გადააადგილებს. ახალი ტექნოლოგიის გამოგონება, რომელიც
ფილმების უფრო სწრაფად რედაქტირების შესაძლებლობას მოგვცემდა, მრუდს ასევე
გარე მიმართულებით გადაადგილებს. როდესაც საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი
გარე მიმართულებით გადაადგილდება ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა იზრდება, რადგან
უფრო მეტი რაოდენობით საქონლისა და მომსახურების წარმოება ხდება
შესაძლებელი. აუცილებელი არაა, რომ საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი ყველა

12
მიმართულებით თანაბარი სიდიდით გადაადგილდეს. მაგალითად შესაძლებელია,
რომ მრუდი მარჯვნივ უფრო მეტად გადაადგილდეს ვიდრე ზემოთ.
საწარმოო შესაძლებლობათა მრუდის გარე მიმართულებით გადაადგილება ნიშნავს,
რომ ის წერტილები რომლებიც აქამდე მიუღწეველი იყო, ახლა მიღწევადია.
მაგალითად, წარმოების ის დონე, რომელიც მიუღწეველი იყო აშშ-ის ეკონომიკისათვის
1975 წელს, დღეისათვის მიღწევადია. ხოლო ის რაც მიუღწეველია დღეს, მიღწევადი
იქნება 2035 წლისათვის. ამგვარად, ტერმინი „მიუღწეველი“ მხოლოდ დროებითია.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კომპიუტერებისა და ფილმების გარკვეული
რაოდენობების წარმოება შეუძლებელია, ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ იგი სამუდამოდ
შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ ვგულისხმობთ, რომ ეს ამ მომენტისთვის არის
მიუღწეველი.

ნახაზი 3. საწარმოო
შესაძლებლობათა მრუდის
გადაადგილებები

როდესაც კომპიუტერებისა
და ფილმების წარმოების
შესაძლებლობა იზრდება,
საწარმოო შესაძლებლობათა
მრუდი გარე
მიმართულებით
გადაადგილდება.
ტექნოლოგიების
გაუმჯობესება, მეტი
რაოდენობით მანქანა-
დანადგარები ან მეტი
რაოდენობით მუშახელი
შესაძლებლობას იძლევა
ეკონომიკამ მეტი
რაოდენობით პროდუქცია
აწარმოოს.

 შეზღუდულობა, არჩევანი და ეკონომიკური პროგრესი. რამდენად მიღწევადი იქნება


მომავალში დღეისათვის მიუღწეველი წარმოების დონე დამოკიდებულია
შეზღუდულობის პირობებში გაკეთებულ ჩვენს არჩევანზე. თუკი ჩვენ დღეს ნაკლებ
ინვესტიციას განვახორციელებთ - ნაკლებ მანქანა-დანადგარებს, ნაკლებ
ტექნოლოგიას, ნაკლებ განათლებას - და მხოლოდ იმაზე ვიფიქრებთ, თუ რა
მოვიხმაროთ დღეს, მაშინ მომავალში ნაკლები შესაძლებლობები გვექნება. თუკი
კომპიუტერებსა და ფილმებს სიმბოლურად განვიხილავთ, როგორც ინვესტიციასა და
მოხმარებას, მაშინ მეტი ინვესტიციის განხორციელება საწარმოო შესაძლებლობათა
მრუდის დიდ გადაადგილებას გამოიწვევს ისე, როგორც ეს ნაჩვენებია 4 ნახაზზე. მეტი

13
ინვესტიცია საშუალებას აძლევს ეკონომიკას მეტი რაოდენობის პროდუქტი აწარმოოს
მომავალში.
საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი გვიჩვენებს ჩანაცვლების შესაძლებლობებს,
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩანაცვლების შედეგად მხოლოდ ადამიანთა ნაწილი დარჩება
მოგებული და დანარჩენები დაზარალდებიან. იმისათვის, რომ საწარმოო
შესაძლებლობათა მრუდი გარე მიმართულებით გადაადგილდეს აუცილებელი არაა
ვინმე დაზარალდეს. მრუდის გარე მიმართულებით გადაადგილება ნიშნავს, რომ
ორივე პროდუქტის წარმოება იზრდება. იმის მიუხედავად, რომ საწარმოო
შესაძლებლობათა მრუდის გარე მიმართულებით გადაადგილება შესაძლოა
ზოგიერთი ადამიანისთვის უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდეს, ვიდრე სხვებისთვის,
აუცილებელი არაა რომ ამ პროცესის შედეგად ვინმე დაზარალდეს; პირიქით,
შესაძლებელია, რომ ყველა მოგებული დარჩეს. თუკი ეკონომიკა ოპერირებს წარმოების
არაეფექტიან წერტილში (მაგალითად 2 ნახაზზე, I წერტილში) მაშინ შესაძლებელია,
რომ ორივე საქონლის წარმოება ერთდროულად გაიზარდოს. ამ შემთხვევაში მეტად
სავარაუდოა, რომ ეკონომიკაში ყველა მოგებული დარჩება.

ნახაზი 4. საწარმოო შესაძლებლობათა მრუდის გადაადგილება დამოკიდებულია არჩევანზე.

მარცხენა გრაფიკზე, ინვესტირებისთვის მცირე რესურსები იხარჯება; შესაბამისად საწარმოო


შესაძლებლობათა მრუდი მცირედით გადაადგილდება. მარჯვენა გრაფიკზე კი შედარებით
მეტი რესურსები იხარჯება ინვესტირებისთვის და ნაკლები - მოხმარებისთვის. შესაბამისად
საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი დიდი მანძილით გადაადგილდება.

14
შეჯამება

 ქვეყნის ეკონომიკაში საწარმოო რესურსები შეზღუდულია. რესურსების


შეზღუდულობის პირობებში არჩევანი უნდა გაკეთდეს იმის შესახებ, თუ რომელი
პროდუქტი ვაწარმოოთ. საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი სწორედ ამ არჩევანის
შესაძლებლობებს წარმოგვიდგენს. საწარმოო შესაძლებლობათა მრუდზე, როდესაც
ერთი პროდუქტის წარმოებას ვზრდით, აუცილებლად ვამცირებთ მეორეს. ერთი
პროდუქტის დამატებითი ერთეულის წარმოების ალტერნატიულ დანახარჯი არის
მეორე პროდუქტის ის რაოდენობა, რომლის წარმოებაზეც უარი ვთქვით ამ ერთეულის
წარმოების სანაცვლოდ.
 საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი კოორდინატთა სათავის მიმართ ამოზნექილია,
რადგან ალტერნატიული დანახარჯები ზრდადია.
 საწარმოო შესაძლებლობათა მრუდის შიგნით მდებარე წერტილები, წარმოების
არაეფექტიანი წერტილებია; მრუდზე მდებარე წერტილები ეფექტიანი წერტილები,
ხოლო მრუდს მიღმა მდებარე წერტილები მიუღწეველი წერტილებია.
 როდესაც რესურსების რაოდენობა იზრდება, საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი გარე
მიმართულებით გადაადგილდება.
 ერთი პროდუქტის წარმოების ზრდა ყოველთვის მეორე პროდუქტის წარმოების
შემცირების ხარჯზე არ ხდება, რადგან ზოგჯერ არსებობს საწარმოო შესაძლებლობათა
მრუდის გარე მიმართულებით გადაადგილების და/ან არაეფექტიანი წერტილებიდან
ეფექტიან წერტილებზე გადასვლის შესაძლებლობები.

საბაზრო ეკონომიკა და ფასების სისტემა


ყოველმა ეკონომიკურმა სისტემამ, იქნება ეს დიდი ქვეყნის ეკონომიკა თუ მცირე ზომის
ეკონომიკა, პასუხი უნდა გასხეს 3 არსებით შეკითხვას:

 რა ვაწარმოოთ: ფილმები, კომპიუტერები, იარაღი, კარაქი, მისალოცი ბარათები,


ჯანდაცვის მომსახურება თუ რამე სხვა? სხვა სიტყვებით, საწარმოო
შესაძლებლობათა მრუდის რომელ წერტილში უნ და იმყოფებოდეს ეკონომიკა?
 როგორ ვაწარმოოთ: სხვა სიტყვებით, როგორ უნდა გამოიყენოს ეკონომიკამ
არსებული რესურსები ისე, რომ საწარმოო შესაძლებლობათა მრუდის შიგნით
მდებარე, არაეფექტიან წერტილზე არ ოპერირებდეს?
 ვისთვის ვაწარმოოთ: მზის სათვალისა და კეპის მაგალითიდან ჩვენ ვიცით, რომ
პროდუქციის განაწილება ადამიანების კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას. ის
ეკონომიკა, სადაც მარიას არ შეუძლია ადამთან გარიგების დადება, შედარებით
ცუდად მუშაობს, ვიდრე ეკონომიკა რომელშიც ასეთი გარიგების დადება
შესაძლებელია. უფრო მეტიც, ეკონომიკა სადაც ადამიანთა ერთი ნაწილი
ღებულობს ყველაფერს რაც სურს, ხოლო დარჩენილ ნაწილს არაფერი აქვს, ასევე
არ მუშაობს გამართულად.

15
ზოგადად რომ ვთქვათ, არსებობს ორი ალტერნატიული ეკონომიკური სისტემა, ესენია:
საბაზრო ეკონომიკური სისტემა და მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკური სისტემა.
საბაზრო სისტემაში გადაწყვეტილებები იმის შესახებ თუ რა, როგორ და ვისთვის ვაწარმოოთ
განისაზღვრება ინდივიდუალური მომხმარებლების, ფირმების, მთავრობებისა და სხვა
ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ერთმანეთთან ბაზარზე დებენ გარიგებებს. მბრძანებლურ-
ადმინისტრაციულ სისტემაში, რომელსაც ზოგჯერ გეგმიურ ეკონომიკასაც უწოდებენ,
გადაწყვეტილებები იმის შესახებ თუ რა, როგორ და ვისთვის ვაწარმოოთ, მიიღება მთავრობის
მაღალჩინოსნების მიერ; რომელთაც თავის მხრივ დაგეგმილი აქვთ თუ რა უნდა გაკეთდეს და
ამ გეგმის მიხედვით წარმართავენ ადამიანთა ქმედებებს.

დღეისათვის მბრძანებლურ ადმინისტრაციული ეკონომიკური სისტემა ნაკლებად


გავრცელებულია. თუმცა ნახევარი საუკუნის წინ ეს ასე სულაც არ იყო; დაახლოებით
მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სსრკ, ჩინეთი - სწორედ
მბრძანებლურ ადმინისტრაციულ ეკონომიკურ სისტემაში ცხოვრობდა. საბოლოოდ ამ
სისტემის ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ იგი არაეფექტიანი იყო. მბრძანებლურ-
ადმინისტრაციულ სისტემაში პროდუქციის წარმოების შესახებ გადაწყვეტილებებს
სახელმწიფო და/ან ცენტრალური მგეგმავები ღებულობენ. ამის გამო ბაზარზე ხშირად ხდება
ამა თუ იმ პროდუქტის დეფიციტი ან სიჭარბე, რაც თავის მხრივ პოლიტიკური
არასტაბილურობის წინაპირობაა. 1990 წლიდან მოყოლებული, მბრძანებლურ-
ადმინისტრაციული სისტემის მქონე ქვეყნების უმეტესობაში დაიწყო მუშაობა საბაზრო
ეკონომიკის სისტემაზე გადასასვლელად. თუმცა ზემოაღნიშნული ერთი სისტემიდან
მეორეზე გადასვლა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული; მბრძანებლურ-
ადმინისტრაციული სისტემის მქონე ქვეყნებში თითქმის არ არსებობდა საბაზრო ეკონომიკის
ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სოციალური, სამართლებრივი და პოლიტიკური
ინსტიტუტები. ამ ქვეყანათაგან საბაზრო ეკონომიკის დანერგვის ყველაზე წარმატებული
მაგალითია ჩინეთი. ჩინეთის ეკონომიკურ სისტემას თავად ჩინელები უწოდებენ
„სოციალიზმს, ჩინეთის თავისებურებებით“. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩინეთში
ერთდროულად არსებობდა როგორც საბაზრო, ისე მბრძანებლურ-ადმინისტრაციული
ეკონომიკური სისტემების ელემენტები; 1990-იან წლებში კი საბაზრო ეკონომიკის მექანიზმმა
ამ ქვეყანაში დომინანტური პოზიცია დაიკავა. დღეისათვის ჩინეთის პოლიტიკური სისტემა
მკაცრად ცენტრალიზებული, ხოლო ეკონომიკა დეცენტრალიზებულია. მრავალი ადამიანის
აზრით, ჩინეთის სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიზეზი ამ ქვეყნის ეკონომიკური სისტემის
წარმატებული ტრანსფორმაციაა.

საბაზრო ეკონომიკის საკვანძო ელემენტები


მოდით ყურადღებით დავაკვირდეთ საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის
საჭირო ელემენტებს.

 თავისუფალი ფასწარმოქმნა ბაზარზე. საბაზრო ეკონომიკაში ფასების უმეტესობა -


მაგალითად კომპიუტერების ფასები - განისაზღვრება შეზღუდვის გარეშე, ბაზარზე
მყიდველებისა და გამყიდველების გარიგების შედეგად. პროდუქტებზე თავისუფალი
ფასწარმოქმნა საბაზრო ეკონომიკის არსებითი მახასიათებელია. ამის საპირისპიროდ,

16
მბრძანებლურ-ადმინისტრაციულ ეკონომიკურ სისტემაში პროდუქტების
უმრავლესობაზე ფასები წესდება მთავრობის მიერ, რაც ეკონომიკაში არაეფექტიანობას
იწვევს. მაგალითად, საბჭოთა კავშირში მთავრობის მიერ დაწესებული პურის ფასი
იმდენად დაბალი იყო, რომ პურს ფერმებში პირუტყვის გამოსაკვებად იყენებდნენ.
პირუტყვის პურით გამოკვება ეკონომიკური რესურსების გაფლანგვაა, რადგან მათი
გამოკვება ხორბლითაც შეიძლება. ხორბლისგან პურის დასამზადებლად საჭიროა მისი
გადამუშავება, დამატებითი შრომა და სხვა რესურსები. საქონლის პურით
გამოკვებისას კი ეს რესურსები არაეფექტიანად იხარჯება. ასეთი სიტუაცია შეესაბამება
2 ნახაზზე მოცემულ I წერტილს.
რეალურად, საბაზრო ეკონომიკაში ყველა პროდუქტის ფასი ბაზარზე თავისუფლად არ
განისაზღვრება, ზოგიერთი პროდუქტის ფასს მთავრობა აკონტროლებს; მაგალითად
ზოგ ქალაქში ბინის გაქირავების ფასს ქალაქის მერია აკონტროლებს. ასეთი
გამონაკლისების შესახებ ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. საბაზრო ეკონომიკაში
პროდუქტების უმრავლესობაზე ფასები თავისუფლად, მყიდველებისა და
გამყიდველების გარიგებებით განისაზღვრება.
 საკუთრების უფლებები და სტიმულები. საბაზრო ეკონომიკის კიდევ ერთი საკვანძო
ელემენტია საკუთრების უფლებები. საკუთრების უფლება ადამიანს შესაძლებლობას
აძლევს საკუთრებაში იქონიონ, იყიდონ ან გაყიდონ მათ ხელთ არსებული ქონება.
საბაზრო ეკონომიკაში საკუთრების უფლება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც
სწორედ საკუთრებაა პროდუქტების ყიდვა-გაყიდვის საფუძველი. საკუთრების
უფლების გარეშე ყველას ექნებოდა შესაძლებლობა უფასოდ აეღო ნებისმიერი რამ, რაც
მოესურვებოდა. შედეგად კი ადამიანებს მოუწევდათ გარკვეული დროისა და სხვა
რესურსების დახარჯვა საკუთარი შრომით შექმნილი პროდუქტების სხვა
ადამიანებისგან დასაცავად.
უფრო მეტიც, ადამიანებისთვის მათივე შრომით შექმნილ პროდუქტზე საკუთრების
უფლების მიცემა, ისევე როგორც მათ შეცდომებზე მათთვის პასუხისმგებლობის
დაკისრება, იძლევა სტიმულს. მაგალითად, თუკი გამომგონებელს საკუთარ
გამოგონებაზე არ მივცემთ საკუთრების უფლებას, მას ძალიან მცირე, ან საერთოდ
ნულოვანი სტიმული ექნება ახალი გამოგონების შესაქმნელად. ასეთ შემთხვევაში
ძალიან ცოტა გამოგონება იარსებებდა და ჩვენ ყველანი უარეს პირობებში
ვიცხოვრებდით. საკუთრების უფლების გარეშე ადამიანებს არ ექნებოდათ შრომის
დანაწილებისა და სპეციალიზაციის სტიმული. შრომის დანაწილებითა და
სპეციალიზაციით გამოწვეული ყველა ეკონომიკური სარგებელი დაიკარგებოდა.
 თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. როგორც ამ თავში ვნახეთ,
ადამიანებს შორის ეკონომიკური გარიგებები იძლევა ყველას მდგომარეობის
გაუმჯობესების შესაძლებლობას. საბაზრო ეკონომიკის კიდევ ერთი საკვანძო
ელემენტია თავისუფალი გარიგებები ბაზარზე - თავისუფალი ვაჭრობა. თავისუფალი
ვაჭრობა არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნებს შორისაც შეიძლება
არსებობდეს.
საერთაშორისო ვაჭრობა სარგებლის მიღების შესაძლებლობებს ზრდის. ეს საკითხი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნებისათვის, რომელთაც არ

17
შეუძლიათ ყველა პროდუქტის თავად წარმოება. თუმცა, თავისუფალი ვაჭრობიდან
სარგებლის მიღება დიდ ქვეყნებსაც შეუძლიათ.
 მთავრობის როლი. ის ფაქტი, რომ საბაზო ეკონომიკაში პროდუქტებზე არსებობს
თავისუფალი ფასწარმოქმნა და, რომ ადამიანები თავისუფლები არიან, სულაც არ
ნიშნავს იმას, რომ საბაზრო ეკონომიკაში მთავრობა საჭირო არაა. მაგალითად, საბაზრო
ეკონომიკაში მთავრობა უზრუნველყოფს თავდაცვისა და საპოლიციო მომსახურებას.
მთავრობა ასევე აკანონებს საკუთრების უფლებებს. მაგრამ, რამდენად დიდი შეიძლება
იყოს მთავრობის როლი საბაზრო ეკონომიკაში? უნდა უზრუნველყოს თუ არა
მთავრობამ იმ ადამიანების დახმარება, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს, ან მათი, ვინც
გაკოტრდა, ან ვინც უმუშევარია? ეკონომიკის შესწავლა შესაძლებლობას მოგვცემს
პასუხი გავცეთ ამ და სხვა მსგავსი სახის შეკითხვებს. ზოგიერთ შემთხვევებში,
რომელთაც საბაზრო ჩავარდნა ეწოდება, საბაზრო ეკონომიკის სისტემა არ იძლევა
დამაკმაყოფილებელ პასუხს შეკითხვაზე „რა, როგორ და ვისთვის ვაწარმოოთ“; ასეთ
შემთხვევებში კი მთავრობას შეუძლია ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა,
საბაზრო ჩავარდნის შემთხვევაშიც კი მთავრობის ჩარევამ შეიძლება გაუმჯობესების
ნაცვლად გააუარესოს მდგომარეობა; ასეთ შემთხვევას ეკონომიკაში მთავრობის
ჩავარდნა ეწოდება.
 კერძო ორგანიზაციების როლი. საბაზრო ეკონომიკაში მრავალი ეკონომიკური გარიგება
ადამიანებს შორის არა ბაზარზე, არამედ ორგანიზაციების შიგნით ხორციელდება;
მაგალითად ფირმებში, საოჯახო მეურნეობებში, საქველმოქმედო ორგანიზაციებში და
ა. შ. ზოგიერთი გარიგება, რომელიც ხორციელდება ორგანიზაციის შიგნით, ასევე
ხორციელდება ბაზარზეც. მაგალითად, მრავალ მსხვილ ფირმას მუდმივ
თანამშრომლად აჰყავს იურისტები. სხვა ფირმები კი თანამშრომლად აყვანის ნაცვლად
იურისტის სერვისს ყიდულობენ ბაზარზე; მაგალითად, იმ შემთხვევაში თუკი ფირმას
სურს უჩივლოს ვინმეს, ან თუკი ვინმე უჩივის ამ ფირმას, საკუთარი ინტერესების
დასაცავად ფირმას შეუძლია იურისტის დაქირავება.
ფირმის შიგნით განხორციელებული ეკონომიკური გარიგებები განსხვავდება ბაზარზე
დადებული ეკონომიკური გარიგებებისაგან. მსხვილი ფირმებში მომუშავე
იურისტებისთვის განსაზღვრულია წლიური ანაზღაურება, რომელიც პირაპირ
კავშირში არაა ამ იურისტების ნამუშევარი საათების რაოდენობასა და მათ მიერ
მიღწეულ წარმატებებთან. ამის საპირისპიროდ, ბაზარზე დაქირავებულ იურისტებს
ანაზღაურებას ნამუშევარი საათებისა და მიღწეული წარმატების მიხედვით უხდიან.
ორგანიზაციის შიგნით არსებული სტიმულები იმდენადვე მნიშვნელოვანია,
რამდენადაც ბაზარზე არსებული სტიმულები. თუკი ფირმაში მომუშავე იურისტებს
ანაზღაურება მიეცემათ წარმატებით დასრულებულ საქმეთა რაოდენობის მიხედვით,
მათ საქმის უკეთ გაკეთების სტიმული ექნებათ. ზოგიერთი ფირმა საბაზრო
კონკურენციის მსგავსი მექანიზმის დანერგვას ცდილობს საკუთარი
თანამშრომლებისათვის მეტი სტიმულის მისაცემად.
რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ეკონომიკური გარიგება ბაზარზე ხორციელდება, სხვა
გარიგებები კი ფირმის შიგნით დაიდება? ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა,
რონალდ ქოუზმა ნობელის პრემია მიიღო ეკონომიკის დარგში სწორედ ამ კითხვაზე

18
პასუხის გაცემისთვის. ქოუზმა აჩვენა, რომ ფირმების შექმნის პირველმიზეზი ბაზარზე
ტრანზაქციული ხარჯების არსებობა, ხოლო მათი შექმნის მიზანი ამ ხარჯების
შემცირებაა. ბაზარზე პროდუქტების ყიდვა-გაყიდვას თან ახლავს ტრანზაქციული
ხარჯები; ტრანზაქციული ხარჯების მაგალითია ბაზარზე მყიდველისა და
გამყიდველისათვის ერთმანეთის მოძებნასთან და მათ შორის შეთანხმების
მიღწევასთან დაკავშირებული დროის და სხვა რესურსების ხარჯები. თუკი ბაზარზე
ტრანზაქციული ხარჯები მაღალია, გარიგებები უფრო ხშირად ხორციელდება ფირმის
შიგნით. მაგალითად, თუკი ფირმისათვის ბაზარზე კარგი იურისტის მოძებნა დიდ
დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ფირმას ურჩევნია იურისტი მუდმივ
თანამშრომლად აიყვანოს; მით უმეტეს თუ კრიზისულ სიტუაციაში ფირმამ ბაზარზე
კარგი იურისტი შესაძლოა ვერც მოიძიოს.

ფასების სისტემა
საბაზრო ეკონომიკურ სისტემაში თავისუფალი ფასწარმოქმნა განსაზღვრავს რა, როგორ
და ვისთვის იქნეს წარმოებული. ამ ნაწილში ჩვენ ვაჩვენებთ თუ რამდენად დიდი მოცულობის
სამუშაოს ასრულებს ფასების სისტემა: (1) ფასები იძლევა სიგნალს თუ რა ვაწარმოოთ და რა
მოვიხმაროთ იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანების გემოვნებები და არსებული
ტექნოლოგიები ცვლილებას განიცდის, (2) ფასები სტიმულს აძლევს ადამიანებს შეცვალონ
მოხმარება ან/და წარმოება და (3) ფასები გავლენას ახდენს შემოსავლების განაწილებაზე, ანუ
იმაზე თუ ვინ რას ღებულობს ეკონომიკაში.

განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ, რომ სტუდენტებს შორის მოულოდნელად ძალიან


პოპულარული გახდა ქუჩაში ველოსიპედებით გადაადგილება და ნაკლებად პოპულარული
გახდა მანქანით სიარული. რა დაემართება ასეთ შემთხვევაში ფასებს და როგორ დაეხმარება
ფასები ადამიანებს გადაწყვიტონ რა გააკეთონ აღნიშული ცვლილების საპასუხოდ?

 სიგნალები. პირველ რიგში განვიხილოთ თუ როგორ გადაეცემა ინფორმაცია საფასო


სიგნალების მეშვეობით ველოსიპედების და ავტომობილების მწარმოებლებს.
რადგან სტუდენტები უფრო მეტ ველოსიპედებს ყიდულობენ, ველოსიპედების
ფასები გაიზრდება. გაზრდილი ფასის პირობებში ველოსიპედის წარმოება უფრო
მომგებიანია; შედეგად ფირმები მეტი რაოდენობით ველოსიპედს აწარმოებენ.
ამასთანავე გაიზრდება ველოსიპედების ნაწილების ფასებიც (მაგალითად,
გაიზრდება ველოსიპედის დასამზადებლად საჭირო მსუბუქი მეტალის ფასი).
მსუბუქი მეტალის ფასის ზრდა სიგნალს აძლევს მეტალის მწარმოებლებს, რომ
მსუბუქი მეტალის წარმოება გაიზარდოს. მეტალის ფასის ზრდასთან ერთად,
შესაძლოა მეტალის წარმოებაში დასაქმებული მუშების ხელფასიც გაიზარდოს.
ამგვარად, ფასები სიგნალს აძლევს ყველას, რომ მეტი რაოდენობით ველოსიპედის
წარმოებაა საჭირო. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ფასები იძლევა
სიგნალს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არცერთი კონკრეტულ ადამიანი არ ფლობს იმ
ინფორმაციას, რისი გადაცემაც ფასების მეშვეობით ხდება. ყოველ ეკონომიკაში
არსებობს ინფორმაციის შეზღუდულობა, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანებმა არ

19
იციან ამა თუ იმ პროდუქტზე ფასების ცვლილების ზუსტი მიზეზი. ნამდვილად
გასაოცარია, რომ ფასები სიგნალს გვაძლევს ამ ინფორმაციის შესახებ.
 სტიმულები. იმის საჩვენებლად, თუ როგორ ზემოქმედებს ფასები სტიმულებზე, კვლავ
ზემოთ განხილული მაგალითი გამოვიყენოთ. ველოსიპედის ფასის ზრდა,
ველოსიპედის წარმოების ზრდის სტიმულს აძლევს ფირმებს. ფირმები გაზრდიან
ველოსიპედის წარმოებას, რადგან გაზრდილი ფასის პირობებში ისინი მეტ შემოსავალს
მიიღებენ თითოეული გაყიდული ველოსიპედიდან. თუკი ველოსიპედზე ფასები
საკმარისად გაიზრდება ისე, რომ ფასის ზრდა დროებითი არ იყოს, შესაძლებელია
ბაზარზე ველოსიპედის მწარმოებელი ახალი ფირმების გამოჩენაც. ამის
საპირისპიროდ, ავტომობილებზე ფასები შემცირდება და ავტომწარმოებლები
შეამცირებენ ავტომობილების წარმოებას.
 შემოსავლების განაწილება. რა გავლენას ახდენს ფასები შემოსავლების განაწილებაზე?
ჩვენი მაგალითის მიხედვით, ერთი მხრივ ველოსიპედებზე ფასების ზრდას შედეგად
მეტი რაოდენობით ველოსიპედების წარმოება მოჰყვება; რაც თავის მხრივ
გულისხმობს, რომ ველოსიპედების წარმოებაში დასაქმებული მუშები მეტ შემოსავალს
გამოიმუშავებენ. მეორე მხრივ კი ავტომობილების წარმოებაში დასაქმებული მუშების
ხელფასები შემცირდება, რადგან ისინი ნაკლები რაოდენობით ავტომობილებს
აწარმოებენ. ასევე შემცირდება მათი შემოსავლები, ვინც ველოსიპედის საყიდლად
გაზრდილი ფასი უნდა გადაიხადოს. მაგალითად, პიცის ადგილზე მიტანის სერვისის
მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ველოსიპედებს იყენებენ,
დანახარჯები გაეზრდებათ.

ფინანსური კრიზისები და რეცესიები


ზოგჯერ ეკონომიკაში ფინანსური კრიზისი ხდება. 2001 წლის 11 სექტემბერს, როდესაც
აშშ-ში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაზე ტერორისტების შეტევა მოხდა, ნიუ იორკის
ფინანსურმა ბაზრებმა მუშაობა შეწყვიტა, რადგან ფინანსური გარიგებების დადებისათვის
საჭირო ოთახები და ელექტრო გაყვანილობა ტერორისტული აქტის შედეგად განადგურდა.
თუმცა, ყველაფერი მალევე აღადგინეს და ფინანსურმა ბაზრებმა მუშაობა რამდენიმე დღეში
განაახლა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში ფინანსური კრიზისი მისი დაწყებიდან მალევე
დასრულდა.

2007 წლის აგვისტოში კიდევ ერთი ფინანსური კრიზისი დაიწყო, რომელიც გაცილებით
დიდხანს გაგრძელდა. ამ უკანასკნელის გამომწვევი მიზეზები გაცილებით რთული
გასაანალიზებელია. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ აღნიშნული კრიზისის მიზეზი გახდა
2006 წელს საცხოვრებელ სახლებზე ფასების ვარდნა და შემდგომ, 2007 წელს აღნიშნული
ფასების მკვეთრი ზრდა, რის შემდეგაც ადამიანებმა შეწყვიტეს საცხოვრებელი სახლის
საყიდლად აღებული იპოთეკური სესხის მომსახურება; თავის მხრივ, ამის გამო ბანკებმა და
სხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეზღუდეს სესხების გაცემა. შედეგად კი მთელს ეკონომიკაში
ადამიანებს გაურთულდათ სესხის აღება და მათ შეამცირეს პროდუქტების მოხმარება. ამის
გამო ნაკლები რაოდენობით პროდუქტი იყიდებოდა ბაზარზე და ფირმებს მოუხდათ
წარმოების შემცირება. შემცირებული წარმოების პირობებში ფირმებმა თანამშრომელთა

20
ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 2007 წლის დეკემბერში დაიწყო ეკონომიკური
რეცესია - პერიოდი, როდესაც ეკონომიკაში წარმოება და დასაქმება მცირდება.

ასეულობით წლების განმავლობაში არაერთი რეცესია მომხდარა. მათგან, აშშ-ის


ისტორიაში ყველაზე მასშტაბური 1930-იან წლებში მომხდარი „დიდი დეპრესია“ გახლავთ.
აშშ-ის გარდა მძიმე ფინანსურ კრიზისებს ადგილი ჰქონდა სხვა ქვეყნებშიც, რომელთაგან
აღსანიშნავია ლათინურ ამერიკაში, აზიასა და რუსეთში 1990-იან წლებში მომხდარი
ფინანსური კრიზისები. 1980-იანი და 1990-იანი წლები აშშ-სთვის უჩვეულოდ, ფინანსურად
მშვიდი და მცირე ეკონომიკური რეცესიების პერიოდი იყო. ფინანსური კრიზისების
მიზეზების შესახებ დღემდე დიდი კამათი მიმდინარეობს; ეკონომისტები განიხილავენ იყო
თუ არა შესაძლებელი მომხდარი კრიზისების თავიდან არიდება; იყო თუ არა ეს კრიზისები
საბაზრო ჩავარდნის შედეგი და შეუძლია თუ არა მთავრობას კრიზისის უარყოფითი
შედეგების შემცირება; ხომ არ იყო მთავრობის არასწორი ქმედებები კრიზისების გამომწვევი
მიზეზი და აქვს თუ არა ადგილი მთავრობის ჩავარდნას.

შეჯამება
 რა, როგორ და რისთვის ვაწარმოოთ - ამ საკითხების გადასაწყვეტად არსებობს 2
ალტერნატიული ეკონომიკური სისტემა: საბაზრო ეკონომიკური სისტემა და
მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკური სისტემა.
 საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელია რამდენიმე საკვანძო ელემენტი:
თავისუფალი ფასწარმოქმნა ბაზარზე, საკუთრების უფლებები და თავისუფალი
ვაჭრობა როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ.
 იმისათვის, რომ საბაზრო ეკონომიკურმა სისტემამ გამართულად იმუშაოს, საჭიროა
ბაზარზე იყოს კონკურენცია, ხოლო საბაზრო ჩავარდნის შემთხვევაში მთავრობამ
გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
 ფასები იძლევა სიგნალებს, ქმნის სტიმულს და გავლენას ახდენს შემოსავლების
განაწილებაზე.
 საბაზრო ეკონომიკის გამართულად ფუნქციონირება ზოგჯერ ფინანსური კრიზისისა
და რეცესიის გამო ფერხდება. ფინანსური კრიზისისა და რეცესიის თავიდან
ასარიდებლად, ან მათი უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად მთავრობას
შეუძლია გარკვეული ქმედებები განახორციელოს.

შეჯამება
ეკონომიკის ამოსავალი წერტილი ერთი მარტივი იდეაა: ადამიანები შეზღუდულობის
წინაშე დგანან, ხოლო შეზღუდულობა არჩევანის გაკეთებას აიძულებს მათ; ამ არჩევანის
გაკეთებისას ისინი ეკონომიკურ გარიგებებს დებენ ერთმანეთთან.

ამ თავში ჩვენ მოვახდინეთ აღნიშნული იდეის ილუსტრირება. ჩვენ გავეცანით ტაიგერ


ვუდსის ისტორიას, თუ როგორ მოუხდა მას არჩევანის გაკეთება სწავლის გაგრძელებასა და
სპორტულ კარიერას შორის. ამის შემდეგ განვიხილეთ წარმოებისა და მოხმარების შესახებ
გადაწყვეტილებების მიღების მარტივი მაგალითები.

21
აღნიშნული ფუნდამენტური იდეიდან მრავალი სხვა იდეა გამომდინარეობს, რომლებიც
სქემატურად შეჯამებულია ამ თავის ბოლოს, 5 ნახაზზე. არჩევანის გაკეთებას ყოველთვის თან
ახლავს ალტერნატიული დანახარჯი. ადამიანები სარგებელს იღებენ ვაჭრობიდან, რადგან
ვაჭრობის შედეგად მიიღწევა რესურსების უკეთესი განაწილება და ამასთან, ვაჭრობა
საშუალებას იძლევა ყველამ აწარმოოს ის, რის წარმოებაშიც მას აქვს შედარებითი
უპირატესობა. ყველა საზოგადოება დგას არჩევანის წინაშე, რომელის ჩვენ ზემოთ საწარმოო
შესაძლებლობათა მრუდით აღვწერეთ. ყოველი საზოგადოება დგას 3 ფუნდამენტური
შეკითხვის წინაშე: რა, როგორ და ვისთვის ვაწარმოოთ. საბაზრო ეკონომიკა - რომლისთვისაც
დამახასიათებელია თავისუფალი ფასწარმოქმნა, საკუთრების უფლებები, თავისუფალი
ვაჭრობა და გარკვეული როლი მთავრობისა და კერძო ორგანიზაციებისთვის - ამ სამ
შეკითხვაზე პასუხებს იძლევა. ფასების სისტემა საბაზრო ეკონომიკის გამართულად
ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესია; ფასები იძლევა სტიმულებს, გვაწვდის სიგნალს
და გავლენას ახდენს შემოსავლების განაწილებაზე. ეკონომიკის შესწავლასთან ერთად თქვენ
ბევრჯერ შეხვდებით ეკონომიკის ამ ფუნდამენტურ იდეას.

ნახაზი 5. ერთი ფუნდამენტური იდეიდან მრავალი სხვა იდეა გამომდინარეობს.


ეკონომიკის შესწავლასთან ერთად თქვენ კიდევ ბევრჯერ შეხვდებით ამ ფუნდამენტურ
იდეას. ნახაზზე სქემატურადაა გამოსახული ამ თავში განხილული იდეების
ურთიერთკავშირი.

ადამიანებს შეუძლიათ
ყოველი საზოგადოება დგას სარგებელი მიიღონ ვაჭრობიდან;
არჩევანის წინაშე, ამ არჩევანს არჩევანს ყოველთვის თან ახლავს ვაჭრობის მეშვეობით
ჩვენ საწარმოო შესაძლებლობათა ალტერნატიული დანახარჯი შესაძლებელია რესურსების უკეთ
მრუდით გამოვსახავთ განაწილება და შედარებითი
უპორატესობის გამოყენება

ეკონომიკის ფუნდამენტური იდეა მდგომარეობს


იმაში, რომ ადამიანები შეზღუდულობის წინაშე
დგაგან; შეზღუდულობა აიძულებს მათ გააკეთონ
არჩევანი, ხოლო არჩევანის გაკეთების პროცესში
ადგილი აქვს ეკონომიკურ გარიგებებს

საბაზრო ეკონომიკისთვის
დამახასხიათებელია
ეკონომიკური გარიგებები,
ყოველი საზოგადოება დგას თავისუფალი ფასწარმოქმნა
როგორც წესი ბაზარზე
შემდეგი 3 შეკითხვის წინაშე: რა, ბაზარზე, საკუთრების
ხორციელდება. ფასები სტიმულს
როგორ და ვისთვის ვაწარმოოთ უფლებების არსებობა,
აძლევს მყიდველებს და
თავისუფალი ვაჭრობა,
გამყიდველებს, იძლევა სიგნალს
მთავრობისა და კერძო
გემოვნებისა და ტექნოლოგიების
ორგანიზაციების გარკვეული
ცვლილებების შესახებ და
როლი. საბაზრო ეკონომიკური
გავლენას ახდენს შემოსავლების
სისტემა იძლევა პასუხებს
განაწილებაზე
შეკითხვებზე თუ რა, როგორ და
ვისთვის ვაწარმოოთ

22
საკვანძო საკითხები
1. ყველა ადამიანი დგას გარკვეული შეზღუდვის წინაშე. როგორც წესი ადამიანები
შეზღუდულნი არიან დროსა და სხვა რესურსებში.
2. შეზღუდულობას მივყავართ არჩევანის საჭიროებამდე. არჩევანს კი თან ახლავს
ალტერნატიული დანახარჯი.
3. ვაჭრობა სასარგებლოა, რადგან იგი შესაძლებლობას იძლევა ადამიანებს შორის
პროდუქტები განაწილდეს ისე, რომ ყველა მათგანის კეთილდღეობა გაიზარდოს.
4. ვაჭრობა სასარგებლოა იმის გამოც, რომ იგი იძლევა სპეციალიზაციის შესაძლებლობას.
შედეგად კი ყველას შეუძლია აკეთოს ის, რისი კეთებაც უკეთ გამოსდის.
5. საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი შეჯამებას უკეთებს არჩევანის შესაძლებლობებს,
რომლის წინაშეც რესურსების შეზღუდულობის გამო დგას მთლიანი ეკონომიკა.
6. ეკონომიკა ეფექტიანად ოპერირებს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი საწარმოო
შესაძლებლობათა მრუდზე იმყოფება; ხოლო თუ იგი საწარმოო შესაძლებლობათა
მრუდის შიგნითაა, მაშინ წარმოება არაეფექტიანია.
7. საწარმოო შესაძლებლობათა მრუდს მიღმა მდებარე წერტილები წარმოების
მიუღწეველი წერტილებია. თუმცა, მეტ ინვესტიციას, მეტი რაოდენობით მუშახელს ან
უკეთეს ტექნოლოგიებს შეუძლიათ საწარმოო შესაძლებლობათა მრუდის გარე
მიმართულებით გადაადგილება და ამგვარად შესაძლებელია წარმოების მიუღწეველი
წერტილების მიღწევა.
8. 3 ფუნდამენტური შეკითხვა, რომლის წინაშეც დგას ყოველი ეკონომიკა: რა, როგორ და
ვისთვის ვაწარმოოთ.
9. გამართულად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკური სისტემა თავისუფალი
ფასწარმოქმნით, საკუთრების უფლებების დაცვით, თავისუფალი ვაჭრობით,
მთავრობისა და კერძო ორგანიზაციების გარკვეული როლებით პასუხებს იძლევა
აღნიშნულ შეკითხვებზე.
10. საბაზრო ეკონომიკაში ფასების მეშვეობით ხდება სიგნალების გადაცემა. ფასები
იძლევა სტიმულებს და გავლენას ახდენს შემოსავლების განაწილებაზე. თუკი ფასები
არასწორად დაწესდება მთავრობის მიერ, შედეგად მივიღებთ ეკონომიკურ
დანაკარგებსა და არაეფექტიანობას - ისეთს, როგორიც პირუტყვების პურით
გამოკვებაა.

23

You might also like