You are on page 1of 17

კეთილდღეობის ეკონომიკა დასკვნითი გამოცდის თეორიული საკითხები:

1.თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ შრომის მიწოდების


გადაწყვეტილება TANF-ის ფარგლებში (ნახ. 6.2);

ქვემოთ მოყვანილ ნახაზზე განვიხილავთ შრომის მიწოდების გადაწყვეტილებას


TANF-ის ფარგლებში. TD წრფე წარმოადგენს საბიუჯეტო შეზღუდულობას.
ვერტიკალურ ღერძზე მოცემულია ადამიანის შემოსავლები ხოლო
ჰორიზონტალურზე თავისუფალი დრო. დავუშვათ რომ სმითის უპირატესობა/
არჩევანი თავისუფალ დროსა და შემოსავალს შორის შესაძლებელია გამოვსახოთ
სტანდარტული განურჩევლობის მრუდით. მას შეუძლია TANF პროგრამაში მიიღოს
მონაწილეობა. მის შტატში დახმარება 100$ ია ხოლო არაცხადი დასაბეგრი
განაკვეთი კი 25% . ანუ თუ ის შემოსავალს მიიღებს მას დახმარება
შეუმცირდება.საზოგადოდ ადამიანის გადაწყვეტილება შრომის შესახებ მისი
განურჩევლობის მრუდის ფორმაზეა დამოკიდებული. პირველ შემთხვევაში სმიტი
FT საათის განმავლობაში იმუშავებს, (პირველი განურჩევლობის მრუდის კვეთა
შეზღუდულობის წრფესთან) მეორე შემთხვევაში (მეორე განურჩევლობის მრუდის
კვეთა) სმითი უფრო ნაკლებს მუშაობს, ვიდრე TANFის პროგრამის ბენეფიციარად
გახდმომადე მუშაობდა.
2.თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ ინდივიდის
გადაწყვეტილება სამუშაო საათების რაოდენობის შესახებ 100%-იანი
საგადასახადო განაკვეთის პირობებში (ნახ. 6.5);

დახმარების მიმღებს შეუძლია იმუშაოს იმდენი, რამდენიც სურს. თუ ინდივიდი


გადაწყვეტს, დახმარებით სარგებლობის პროცესში არ იმუშაოს, ეს მხოლოდ მისი
ნება იქნება. აღნიშნული ტენდენციის ალტერნატიულ სქემას შრომითი მომზადება
წარმოადგენს. ცხადია, დახმარების პროგრამა, სადაც 𝑡 = 100% ინდივიდს
ყოველთვის უსაქმურობისკენ არ უბიძგებს. ნახაზი ასახავს ჯოუნსის არჩევანს.
აღსანიშნავია. რომ ჯოუნსს სმითის ანალოგიური საბიუჯეტო შეზღუდულობა აქვს,
თუმცა, ის სარგებელს 𝐸2-მდე ზრდის. ამ წერტილში ჯოუნსი ყოველთვიურად 𝑀𝑇
საათის განმავლობაში მუშაობს. როგორც ამერიკელი მკვლევარები აღნიშნავენ,
100% განაკვეთის პირობებშიც კი, პროგრამა რეციპიენტებს არ უხშობს შრომის
სტიმულს ვინაიდან ბენეფიციარმა იცის, რომ დახმარების პროგრამა დროებითია.

3.თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ განათლება და


სოციალური ოპტიმუმი . (ნახ. 7.1)

საზოგადოდ განათლებიდან მიღებული სიკეთე პირადულია: განათლებული


ადამიანი ნაყოფიერად მუშაობს და შესაბამისად მეტ ხელფასს იღებს. თუმცა,
პირადი სარგებლის გარდა განათლებას დადებითი გარე ეფექტებიც ახასიათებს:
1) მცოდნე მოსახლეობა ინფორმირებულ ამომრჩეველს ნიშნავს, ეს კი უკეთესი
მთავრობის არჩევას გულისხმობს;
2) მცოდნე მოსახლეობა აუმჯობესებს კრიმინოგენულ სიტუაციას;
3) განათლებული საზოგადოება ხელს უწყობს ტექნოლოგიური მიღწევების
გავრცელებას, ეს უკანასკნელი კი ყველას შრომის ნაყოფიერებასა და ხელფასის
დონეს აამაღლებს.
ნახაზზე ნაჩვენებია, რომ მოთხოვნის მრუდი არ ასახავს პროდუქტის
(განათლების)საზოგადოებრივ შეფასებას. იმის გამო, რომ განათლების
სოციალური ღირებულება აღემატება კერძოს, სოციალური ღირებულების მრუდი
და მიწოდების მრუდი (რაც ღირებულებას ასახავს) გადაიკვეთება. ამდენად,
სოციალურად ოპტიმალური რაოდენობა მეტია, ვიდრე კერძო ბაზრის მიერ
განსაზღვრული რაოდენობა. ამ შემთხვევაში მთავრობას შეუძლია გამოასწოროს
საბაზრო ჩავარდნა ბაზრის მონაწილეების სტიმულირებით, გაითვალისწინონ
დადებითი გარე ეფექტი. იმისათვის, რომ საბაზრო წონასწორობა საზოგადოებრივ
ოპტიმუმთან დააახლოოს, დადებით გარე ეფექტს სუბსიდირება სჭირდება,
სწორედ ამიტომ ახდენს მთავრობა განათლების სფეროს სუბსიდირებას.
საზოგადოდ უარყოფითი გარე ეფექტი ბაზრებს სოციალურად მისაღებზე უფრო
მეტი რაოდენობის პროდუქტის წარმოებისკენ უბიძგებს. დადებითი გარე ეფექტი
ბაზრებს სოციალურად მისაღებზე უფრო ნაკლები რაოდენობის პროდუქტის
წარმოებისკენ უბიძგებს. იმისთვის, რომ პრობლემა მოაგვაროს, მთავრობამ უნდა
გაითვალისწინოს გარე ეფექტები იმ პროდუქტების დაბეგვრით, რომელსაც
უარყოფითიგარე ეფექტი მოაქვს და იმის სუბსიდირებით, რომელსაც დადებითი
გარე ეფექტი მოყვება.
4. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ მორალური რისკი
სამედიცინო მომსახურების ბაზარზე (ნახ. 8.1)

დაზღვევა ინდივიდის ქცევას ამახინჯებს. ინდივიდი, რომელმაც იცის, რომ


დაზღვეულია, ნაკლებად ეცდება, რისკი აიცილოს. დაზღვეულმა ინდივიდმა
შესაძლოა ცხოვრების არაჯანსაღ სტილს მისდიოს ასეთი ქმედების ყველა შესაძლო
უარყოფით შედეგს დაზღვევა გაანეიტრალებს. გარდა ამისა, დაზღვეულ ინდივიდს
სურს, ჭარბი სამედიცინო დახმარებით ისარგებლოს, რადგან სადაზღვევო კომპანია
იხდის ყველა ან ზოგიერთი მომსახურების გადასახადს. აღნიშნული ფენომენი
მორალური რისკის სახელწოდებითაა ცნობილი. მორალური რისკის ანალიზი
შესაძლებელია განვახორციელოთ მოთხოვნა-მიწოდების პირობითი დიაგრამის
საშუალებით. ნახაზზე წარმოდგენილია სამედიცინო მომსახურებაზე საბაზრო
მოთხოვნის მრუდი 𝐷𝑚. დავუშვათ, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევის
ზღვრული ღირებულება 𝑃0 მუდმივია. მიწოდების მრუდი - 𝑆𝑚 წარმოადგენს 𝑃0-
ის ჰორიზონტალურ მონაკვეთს. როგორც ყოველთვის წონასწორობა მოთხოვნის და
მიწოდების მრუდების გადაკვეთის წერტილში მიიღწევა: ფასი 𝑃0 და რაოდენობა
𝑀0. სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული მთლიანი დანახარჯი უდრის
ერთეულის ფასის ნამრავლს ერთეულთა რაოდენონობაზე, ანუ 𝑂𝑃0 ∙ 𝑂𝑀0 = 𝑃0𝑂𝑀0𝑎
მართკუთხედს. სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ დაზღვევა დანახარჯების 80%-ს
ანაზღაურებს დანარჩენ 20%-ს კი იხდის პაციენტი. თუ საავადმყოფოს დღიური
ხარჯი არის 800$ პაციენტი იხდის მხოლო 160$-ს. ნახაზზე ეს ნაჩვენებია როგორც
0,2 Po, ასეთი დაბალი ფასის პირობებში მოთხოვნილი სამედიცინო მომსახურების
რაოდენობა იზრდება M1-მდე ხოლო პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებაზე
გაწეული დანახარჯი კი შეადგენს OjhM1 მარკუთხედით გამოსახულ ფართობს.
მაგრამ ამას ასევე ემატება სამედიცინო მომსახურებაზე სადაზღვეო კომპანიის
დანახარჯებიდა ჯამში შეგვიძლია ვთქვათ რომ მთლიანი დანახარჯები იზრდება
aMoM1b მართკუთხედით. ეს ზრდა თავისთავად მოთხოვნის მრუდზე არის
დამოკიდებული. საშუალოდ ცნობილია რომ სამედიცინო მომსახურებაზე 10%
ფასის ზრდას შეუძლია მასზე მოთხოვნის 2 % ით შემცირება.

5. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად


გამოსახეთ ინფორმაცია და უსაფრთხო პროდუქტი (ნახ. 8.2)

ინფორმაციის უზრუნველყოფა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჯანდაცვის


სისტემაში არის მოსახლეობისთვის მედიკამენტების შესახებ სრულყოფილი
ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა. ნახაზზე გამოსახულია მიწოდების 𝑆
მრუდი წამლისთვის, რომელიც პოტენციურად საზიანოა ჯანმრთელობისთვის. 𝐷
არის მოთხოვნის მრუდი, როცა მომხმარებელმა არ იცის წამლის საშიშროების
შესახებ. 𝐸 წერტილში წონასწორობისას 𝑄 რაოდენობა იწარმოება და მოიხმარება.
საშიშროების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე ხალხი იყიდის ამ
წამლის ნაკლებ რაოდენობას. 𝐷1 მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს მომხმარებლის
ზღვრულ სარგებელს სრულყოფილი ინფორმაციის შემთხვევაში. ახალი 𝐸1
წონასწორობა თავიდან აიცილებს წამლის ჭარბი წარმოებით გამოწვეულ 𝐸𝐸1𝐹
სამკუთხედის ტოლ დანახარჯებს. თუ ინფორმაციის მოძიება იოლი იქნებოდა,
ყველას ეცოდინებოდა ნამდვილი რისკის შესახებ. საზოგადოებრივი მოგებიდან
უნდა გამოვრიცხოთ ის რესურსები, რომელსაც ადამიანები ხარჯავენ ამ
ინფორმაციის მოპოვებისას. თავისუფალი ბაზრის წონასწორობა აღინიშნება 𝐸
წერტილში.

6.თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ გარე ეფექტის პრობლემა


(ნახ. 9.1)
დავუშვათ, ლიზა ფლობს მდინარეს. მას შეუძლია, ბარტს მდინარის დაბინძურების
გამო, რაც უარყოფითად აისახება მის მიერ დაჭერილ თევზზე, თანხა
გადაახდევინოს. ბარ- ტი საწარმოო გადაწყვეტილებათა მიღების დროს ამ
გადასახადებს გაითვალისწინებს და მდინარეს ასე არაეფექტიანად აღარ
გამოიყენებს. მეორე მხრივ, თუ ბარტი მდინარის მესაკუთრე იქნება, მას შეეძლება,
ლიზას თევზჭერის გამო გადაახდევინოს და ამ გზით იშოვოს ფული.
საკითხის უფრო დეტალურად განხილვის მიზნით დააკვირდით გარე ეფექტის
შემდეგ მახასიათებლებს: 1. გარე ეფექტის გამოწვევის უნარი აქვს როგორც
ინდივიდს, ისე ფირმას. ადამიანი, რომელიც ხალხით სავსე ოთახში სიგარას ეწევა,
საზოგადოებრივი რესურსის სუფთა ჰაერის გამოყენების შედეგად სხვათა
კეთილდღეობას ამცირებს 2. გარე ეფექტი ორმხრივია. ჩვენს მაგალითში ბუნებრივი
იქნება, ბარტი „დამბინძურებლად“ მივიჩნიოთ. თუმცა ასევე შეგვიძლია
ჩავთვალოთ, რომ ლიზა თევზჭერის მოწყობილობით „აბინძურებს“ მდინარეს, რაკი
ზრდის ბარტის წარმოების სოციალურ დანახარჯს. თევზჭერის ალტერნატივა
მდინარეში ნარჩენთა უტილიზაცია - სოციალური თვალსაზრისით აშკარად
უარესი ქცევა არ არის. ნახაზი აანალიზებს ზემოთ განხილულ ბარტისა და ლიზას
მაგალითს. ჰორიზონტალური ღერძი ზომავს პროდუქტის რაოდენობას - Q-ს,
რომელსაც ბარტის ქარხანა აწარმოებს, ხოლო ვერტიკალური ღერძი თანხას
(დოლარს) ითვლის. MB (Marginal Benefit — MB) მრუდი წარმოების ყველა დონეზე
ბარტის ზღვრულ სარგებელს გვიჩვენებს; იგი წარმოების ზრდასთან ერთად ეცემა'.
წარმოების ყველა დონეზე გვხვდება ზღვრული კერძო დანახარჯი, რომელიც MPC-
ითაა (Marginal Private Cost MPC) წარმოდგენილი. წარმოების თითოეულ დონეზე
დაბინძურების შედეგად ლიზასთვის მიყენებული ზღვრული ზიანი MD სხივითაა
აღნიშნული. ბარტი პროდუქტის თითოეულ ერთეულს ისე აწარმოებს, რომ
ზღვრული შემოსავალი მისივე ზღვრულ დანახარჯს აჭარბებდეს. ბარტი აწარმოებს
Q1 რაოდენობას.

7. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ


წარმოების ეფექტიან დონეზე გადასვლით მიღებული მოგება და ზარალი (ნახ. 9.2)
დავუშვათ, ლიზა ფლობს მდინარეს. მას შეუძლია, ბარტს მდინარის დაბინძურების
გამო, რაც უარყოფითად აისახება მის მიერ დაჭერილ თევზზე, თანხა
გადაახდევინოს. ბარტი საწარმოო გადაწყვეტილებათა მიღების დროს ამ
გადასახადებს გაითვალისწინებს და მდინარეს ასე არაეფექტიანად აღარ
გამოიყენებს. მეორე მხრივ, თუ ბარტი მდინარის მესაკუთრე იქნება, მას შეეძლება,
ლიზას თევზჭერის გამო გადაახდევინოს და ამ გზით იშოვოს ფული სოციალური
თვალსაზრისით ეფექტიანობა პროდუქტის მხოლოდ იმ ერთეულთა წარმოებას
მოითხოვს, რომლებისთვისაც MB > MSC. ამდენად, წარმოება Q* წერტილში უნდა
იყოს, სადაც ორი სხივი გადაიკვეთება. ანალიზი ორ დაკვირვებაზე მიგვითითებს.
პირველი: გარე ეფექტის არარსებობისგან განსხვავებით, კერძო ბაზარს სოციალური
თვალსაზრისით ეფექტიანი პროდუქტის წარმოება არ ესაჭიროება, განსაკუთრებით
- როდესაც პროდუქტი ნეგატიურ გარე ეფექტებ თან ასოცირდება; ეს გულისხმობს,
რომ დაბინძურება ამ პროდუქტის წარმოების შედეგია'. მეორე: მოდელი არა
მხოლოდ იმას უჩვენებს, რომ ეფექტიანობა Q1-დან Q*-მდე მოძრაობის შედეგად
გაიზრდება, არამედ ასეთი მანევრით მიღებული შემოსავლის გამოთვლის
მექანიზმსაც უზრუნველყოფს. თუ წარმოება Q1-დან Q*-მდე შემცირდა, ბარტი dcg
არეალს დაკარგავს, ხოლო ლიზა cdhg არეალს მოიგებს. საზოგადოების
პოზიციიდან, თუ ბარტის ერთი დოლარი ლიზას ერთი დოლარის
ეკვივალენტურია, Q,-დან Q"-მდე მოძრაობა საზოგადოებას მოუტანს წმინდა
მოგებას, რომელიც cdhg-სა და dcg-ს შორის განსხვავებაა და არის dhg არეალი.
ნახაზზე პროდუქტის ყოველი ერთეულით შემცირების შედეგად ლიზას მოგებას
MD-სა და ჰორიზონტალურ ღერძს შორის ვერტიკალური მანძილი ასახავს.
ამდენად, ლიზას მოგება პროდუქტის წარმოების Q1-დან Q*-მდე შემცირების
შემთხვევაში ზღვრული ზიანის მრუდის MD-ს (Q*-დან Q1-მდე) ქვეშ არსებული
არეალია.ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნახაზზე მოცემული
პროცედურის შესრულება ბიოლოგების, ინჟინრების, ეკოლოგებისა და ექიმების
უნარ-ჩვევების გამოყენებას საჭიროებს. დაბინძურების პრობლემის გამოკვლევა
მკაცრ დისციპლინათშორის მიდგომა-საც მოითხოვს.
8. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად
გამოსახეთ დაბინძურების უფლების ბაზარი (ნახ. 9.6)

გარემოს დაბინძურებაზე დაწესებული კონტროლის არსებობა შეიძლება საკამათო


იყოს, მაგრამ შესაძლებელია მსჯელობა იმის შესახებ - არის თუ არა დაბინძურების
კონ- ტროლის მოქმედი მექანიზმი მგრძნობიარე ნახაზის შესაბამისად, მთავრობა
აცხადებს, რომ Z* რაოდენობით დამბინძურებლის გარემოში გამოშვებისთვის
ნებართვას გაყიდის (დამბინძურებლების რაოდენობა Q* წარმოებას უკავშირდება).
ფირმები აღნიშნული ნებართვის მოსაპოვებლად ბრძოლას დაიწყებენ და
ნებართვასაც უმაღ- ლეს ფასად მიიღებენ. დაკისრებული გადასახადი ბაზარს
ყოველგვარ პასუხისმგებლობას უხსნის დაბინძურების რაოდენობა სახელმწიფოს
მიერ დაწესებულ რაოდენობას უტოლდება. ნახაზი გვიჩვენებს, თუ როგორ
მოქმედებს ნებართვა რეალური სამყაროში გოგირდის ოქსიდის ბაზარზე.
ჰორიზონტალურ ღერძზე გოგირდის ოქსიდის წარმოების უფლებაა აღნიშნული,
ხოლო ვერტიკალურზე - ამ უფლების მოპოვებისთვის გადახდილი საფასური.
სახელმწიფო აცხადებს, რომ იგი აუქციონის წესით გაყიდის ნებართვებს Z*-ით
დაბინძურების უფლებაზე. ფაქტობრივად დაბინძურების უფლებათა
უზრუნველყოფა Z*-ის მიმართ აბსოლუტურად არაელასტიკურია. დაბინძურების
უფლებაზე მოთხოვნა D, კლებადია, ხოლო ფასი ერთეულზე P1-ია. ფირმები,
რომლებსაც არ სურთ დაბიძურების თითოეული ერთეულისთვის P ფასის
გადახდა, ან ამცირებენ წარმოებას ან სრულყოფილ ტექნოლოგიას ნერგავენ.

9. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ ორი


დაბინძურებლის რეგულირება (ნახ. 9.7)

დაბინინძურების რეგულიირების მიხედვით, თითოეულმა დამბინძურებელმა


დაბინძურების დონეს გარკვეული მასშტაბით უნდა ამცირებდეს, ან წინააღმდეგ
შემთხვევაში იურიდიულ სანქციას უნდა ექვემდებარებოდეს. რეგულირება
მრავალი განსხვავებული ფირმის შემთხვევაში ეფექტიანი არ არის.
წარმოვიდგინოთ ორი ფირმა X და Z. ორივე მათგანი უშვებს ნახშიროჟანგს (CO2),
ქიმიკატს რომელსაც გლობალურ დათბობაში წვლილი შეაქვს. ჰორიზონტალურ
ღერძზე გამოსახულია ფირმათა მიერ დაბინძურების წარმოების რაოდენობა, ხოლო
ვერტიკალურზე კი დაბინძურების ღირებულება. MB (Marginal Benefit) კი
წარმოადგენს მათ ზღვრულ სარგებელს, ორივე ფირმას აქვს იდენტური ზღვრული
კერძო დანახარჯები MPC (Marginal Private Costs) ,მოგებაზე ორიენტირებული
წარმოება კი სწორედ იქ არის სადაც ეს დანახარჯები და სარგებელი ერთმანეთს
გადაკვეთს X 1=Z 1 დავუშვათ, ცნობილია, რომ მთლიანი წარმოების ეფექტიანი
დონის შემთხვევაში გარემოზე მიყენებული ზღვრული ზიანი d$-ს უდრის.
ეფექტიანობის მისაღწევად თითოეულმა ფირმამ იმ წერტილამდე უნდა აწარმოოს,
რომელშიც ზღვრული სარგებლის მრუდი ზღვრული კერძო დანახარჯის მრუდსა
და d-ს ჯამს გადაკვეთს. სწორედ ამიტომ ეფექტიანი წარმოებები ფირმებისათვის
აღნიშნულია X*- ით და Z*-ით, დაკვირვების საოცარი შედეგი ის არის რომ
ეფექტიანობის მისაღწევად არ არის საჭირო ფირმებმა ნახშიიროჟანგის წლიური
წარმოება შეამცირონ. Z-ის მიერ შემცირებული წარმოება X-ის შემცირებას აჭარბებს
რაც გამომდინარეობს მისი ზღვრული სარგებლიანობის მრუდის
ელასტიკურობიდან. ამდენად რეგულირებას, რომელიც ფირმას უფლებას აძლევს,
თანაბარი ოდენობისთ შეამციროს წარმოება, შედეგად მოაქვს ის რომ ზოგიერთი
ფირმა ძალი ბევრ პროდუქტს უშვებს ზოგი კი უკიდურესად ცოტას.

10. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ


სუსტი მდგრადობა („ა“) და ძლიერი მდგრადობა („ბ“) (ნახ. 9.8)

თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკისგანვითარებისადმი ერთ-ერთი მიდგომა,


რომელიც წითელ ზოლად გასდევს ყველა სახეობის სტრატეგიასა თუ პოლიტიკას,
ეკონომიკის მდგრადი განვითარებაა. მდგრადი განვითარებისათვის მოძრაობის
თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყო 1987 წელს გაერო-ს დაცვისა და განვითარების
მსოფლიო კომისიის მოხსენების „ჩვენი საერთო მომავალი“-ს გამოქვეყნებთ. ამ
მოხსენებიდან მთავარი დასკვნაა რომ გარემოსა და განვითარების ჩვენი გაგება
ინტეგრირებული უნდა იყოს რათა დამკვიდრდეს მდგრადი განვითარება
რომელიც გულისხმობს თანამედროვეთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას
მომავალი თაობების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებთან
კომპორმისის გათვალისწინებით. შეგვიძლიათ განვიხილოთ მდგრადი
განვითარების ორი მოდელი: სუსტი მდგრადობა და ძლიერი მდგრადობა.
აქტიური დისკუსია მიმდინარეობს სუსტი და ძლიერი მდგრადობის შესახებ.
განიხი- ლება ორი მოდელი' (იხ. ნახაზი „ა“ და „ბ“). ნახაზიდან ჩანს, რომ სუსტი
მდგრადობა (ნახ. „ა“) გულისხმობს ეკონომიკის, სოციალურ-პოლიტიკური და
ეკოლოგიის სფეროების თანაკვეთას, რომელიც საკმაოდ მცირე ფართობია. ძლიერი
მდგრადობის პირობებში (ნახ „ბ“) კი, ეკონომიკის სფერო მოთავსებულია
სოციალურ-პოლიტიკურში და ეს ორივე სფერო წარმოადგენს ეკოლოგიის სფეროს
შემადგენელ კომპონენტებს, რაც იმაზე მიუთი- თებს, რომ ძლიერი მდგრადობა
ცდება ერთი ქვეყნის საზღვრებს და თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიო
პრობლემების გადაწყვეტაში.

11. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ


PPF –ის აგება (ნახ. 10.2)

დავუშვათ გვაქვს ორი დარგი: საკვების წარმოება და კინომრეწველობა. თითოეულს


აქვს ორი ფაქტორი: კაპიტალი და შრომა. დავუშვათ რომ კაპიტალი არის მუდმივი
ხოლო შრომა კი ცვალებადი ფაქტორია. ნახაზზე წარმოდგენილია ასეთი
ეკონომიკის PPF ა ნახაზში წარმოდგენილია ფილმების წარმოების
დამოკიდებულება შრომაზე ბ-ში კი საკვების წარმოების დამოკიდებულება
შრომაზე. ამ ორი ნახაზიდან კარგად ჩანს რომ ყოველი მომდევნო შრომის
ერთეული ნაკლებად ზრდის წარმოების მოცულობას. თუ მთლიანი შრომა
ფილმებს მოხმარდება მაშინ პირველი გრაფიკიდან გამომდინარე იქნება
ნაწარმოები ფილმების OE მოცულობა და არცერთი საკვები. ხოლო თუ პირიქით
მოხდება და ეს შრომა საკვებს მოხმარდება მაშინ გამოშვებული იქნება OF საკვები
და არცერთი ფილმი. დავუშვათ რომ ფილმების წარმოებაში ვიყენებთ მთელ
სამუშაო ძალას და ერთი მუშა გადაგვყავს საკვების წარმოებაში. ამ ერთი მუშის
გამომსახველი მანძილი პირველ ნახაზზე არის AL, OC მანძილი კი საკვების
წარმოებაში. ფილმების ბაზარზე დასაქმება რჩება OA და გამოშვებული იქნება OB
მოცულობის ფილმი. საკვების ბაზარზე დასაქმებული იქნება OC და ნაწარმოები
იქნება OD საკვები. ეს შედეგი გაერთიანებულია მესამე “გ “ნახაზის G1 წერტილში.
საბოლოოდ PPF მიიღება სამუშაო ძალის თანდათან გადაყვანით ფილმის
წარმოებიდან საკვების წარმოებაში. მაგალითად G2 წერტილი შეესაბამება ორ მუშას
საკვების წარმოებაში სადაც OC’ დასაქმების დონე უშვებს OD’ საკვებს და OA’
დასაქმების დონე უშვებს OB’ ფილმს.

12.თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ


ეფექტიანი განთავსება (ნახ. 10.3)

მოხმარება და რესურსების ეფექტიანი განთავსება (ალოკაცია). 𝑃𝑃𝐹 გვიჩვენებს


პროდუქტების კომბინაციებს, რომელთა ეფექტიანად წარმოება შეიძლება, მაგრამ
სწორად მოხმარებისას ვიღებთ მოგებას. რომ განვსაზღვროთ ეფექტიანია თუ არა
განაწილება და ამით ავხსნათ, 𝑃𝑃𝐹-ზე რომელი წერტილია საზოგადოებრივად
ეფექტიანი, უნდა გავაანალიზოთ მოხმარება და გემოვნება. ნახაზი წარმოადგენს
𝑃𝑃𝐹-ს რომელიც 𝐸𝐹-ით არის აღნიშნული. აქ მოცემულია აგრეთვე განურჩევლობის
მრუდთა რუკა ერთი მომხმარებლისათვის. ანალიზის დროს უნდა გავიხსენოთ
პროდუქტების მოხმარებისას მათი ჩანაცვლების ზღვრული ნორმა ნახაზი ასევე
გვიჩვენებს განურჩევლობის სამ მრუდს. 𝑈2 მიუღწეველია. საწყის 𝑈0-ზე არსებული
არჩევანიც არაეფექტიანია, ვინაიდან უფრო მაღალი სარგებლიანობის დონის
მიღწევაა შესაძლებელი. არჩევანი ეფექტიანია 𝑈1 განურჩევლობის მრუდის 𝐴
წერტილში, რაც შეესაბამება ფილმების 𝑂𝐵 რაოდენობას და საკვების 𝑂𝐷
რაოდენობას.

13.თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ


საწარმოო შესაძლებლობებისზღვარი (ნახ. 10.4)

ნახაზი გვიჩვენებს, რომ 𝑃𝑃𝐹 წარმოდგენილია 𝐸𝐹 მრუდით.ავუშვათ, რომ


მომხმარებელი ხვდება საბიუჯეტო 𝑃𝑃 წრფეს. Მომხმარებლის არჩევანის თეორიის
მიხედვით, ვიცით, რომ ინდივიდი ირჩევს ბიუჯეტის წრფისა და განურჩევლობის
უმაღლესი მრუდის შეხების წერტილს. ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ საბიუჯეტო
წრფის 𝑃𝑃-ის დახრილობა ასახავს ფილმისა და საკვების ფასების თანაფარდობას.
მისი დახრილობა (− 𝑃𝐹⁄𝑃𝑀)-ის ტოლია. რაც უფრო ძვირია ფილმი საკვებთან
შედარებით, მით უფრო უარყოფითია 𝑃𝑃 საბიუჯეტო წრფის დახრილობა და
მომხმარებელს შეუძლია მეტი საკვების შეძენა ერთ ფილმის სანაცვლოდ .
ჩანაცვლების ზღვრული ნორმა (𝑀𝑅𝑆) განურჩევლობის მრუდის დახრილობის
საზომია. იგი გვიჩვენებს - სარგებლიანობის თანაბარი დონის შენარჩუნების
პირობებში, რა რაოდენობით უნდა შეიძინოს მომხმარებელმა ერთი პროდუქტი,
მეორე პროდუქტის ერთ ერთეულზე უარისთქმის საკომპენსაციოდ. 𝑀𝑅𝑆 = − 𝑃𝐹⁄𝑃𝑀
`-~ -ს ნიშანი იმაზე მიგვითითებს, რომ განურჩევლობის მრუდიც და საბიუჯეტო
წრფეც ორივე კლებადია, ანუ ერთი პროდუქტის რაოდენობის მატება, იწვევს
მეორეზე უარისთქმას.

14. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ


PPF მიმდინარე და სამომავლო მოხმარებას შორის და კაპიტალდაბანდება და
მოგების ნორმა (ნახ. 10.5 „ა“ და „ბ“)

ნახაზი 10.5 `ა~ გვიჩვენებს ეკონომიკის 𝑃𝑃𝐹-ს მიმდინარე და სამომავალო


მოხმარების 𝐴𝐴′-ს შესაძლო კომბინაციებისთვის. რადგან 𝑃𝑃𝐹-ს უარყოფითი
დახრილობა აქვს (−𝑀𝑅𝑇), სამომავლო მოხმარება მიიღწევა, მიმდინარე
მოხმარებიდან ერთი ერთეულის გადატანით - კაპიტალდაბანდებაში. 𝐴 წერტილზე
ეკონომიკა მაქსიმუმამდე ზრდის მიმდინარე მოხმარების დონეს და სამომავლო
მოხმარებისათვის საერთოდ არ ზოგავს; 𝐴′-ზე კი საზოგადოება უარს ამბობს
მიმდინარე მოხმარებაზე, რათა მაქსიმუმამდე გაზარდოს სამომავლო მოხმარება.
ნახაზზე `ა~ არსებულ 𝐵 წერტილზე არჩევანის გაკეთებით საზოგადოების
მიმდინარე მოხმარებაა 𝑂𝐷, ის ზოგავს 𝐷𝐴-ს საიმისოდ, რომ მომავალში მოიხმაროს
𝑂𝐹. `ა~ - 𝑃𝑃𝐹-ის გასწვრივ ხდება გადაადგილება 𝐴-დან 𝐴′ წერტილამდე, უფრო
მეტი და მეტი რესურსი გადადის დღეს არსებული მოხმარების წარმოებიდან,
საწარმოო საშუალებათა წარმოებაში. `ბ~ - გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს
მოგების ნორმა საინვესტიციო ცვლილებებზე, როცა გადაადგილება ხდება 𝑃𝑃𝐹-ის
გასწვრივ 𝐴-დან 𝐴′-სკენ. 𝐴 წერტილთან ახლოს უკუგების ნორმა მაღალია, ვინაიდან
ინვესტიციები ცოტაა და მოთხოვნის პირობებში უკუგების ნორმა მაღალია.

15. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ


მიმდინარე და სამომავლო მოხმარების ეფექტიანობის ნორმები (ნახ. 10.6).

რომ განვსაზღვროთ, 𝑃𝑃𝐹-ის რომელ წერტილს ემთხვევა წარმოება, ნახაზზე


გამოვიყენებთ მომხმარებლის გემოვნებას. მიმდინარე და სამომავალო მოხმარება
ორივე სასურველია და განურჩევლობის მრუდები კლებადია. ნახაზი გვიჩვენებს, რომ
ეფექტიანი განთავსება ხდება 𝐸 წერტილში.ზოგადი წონასწორობით დანაზოგი უნდა
უტოლდებოდეს კაპიტალდაბანდებას. დანაზოგი არის არსებული შემოსავლის
რაოდენობა, რაც ოჯახებს სურთ გადადონ მომავალი მოხმარებისათვის.
კაპიტალდაბანდება კი არის არსებული გასავლების რაოდენობა, რაც ფირმებს სურს
დაუმატონ ძირითად კაპიტალს.ნახაზზე 10.6 არსებულ 𝑬 წერტილზე წონასწორობის 𝒓
სარგებლის განაკვეთი აღწევს დანაზოგისა და მოხმარების ეფექტიან განაწილებას.
რადგან სარგებლის განაკევთი ასახავს მოგებას, რომელიც მიიღება ამჟამინდელი
პროდუქტის გაცვლით სამომავლო პროდუქტზე როგორც წარმოებაში, ისე
სარგებლიანობაში, ზოგჯერ სარგებლის განაკვეთს დროის ფასს ვუწოდებთ. ამგვარად,
შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ დასკვნა: ეკონომიკაში სარგებლის განაკვეთი მთავარი
დროთაშორისი ფასია. ის გავლენას ახდენს მოხმარება-დაგროვების
გადაწყვეტილებებზე საოჯახო მეურნეობებში და საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე
- ფირმებში. სარგებლის განაკვეთი აწონასწორებს სესხებასა და გასესხებას,
კაპიტალდაბანდებასა და დაგროვებას, მიმდინარე მოხმარებაზე მოთხოვნასა და
მიწოდებას. ზოგადი წონასწორობის პირობებში ეს ყველაფერი ერთმანეთის ტოლია.

წარმატებები

You might also like