You are on page 1of 6

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ლობჟანიძე ლუკა

საქართველოს კანონი "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის


შესახებ": ანალიტიკური ესე

ნაშრომი შესრულებულია გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მართვა


კურსის ფარგლებში

კურსის ხელმძღვანელი: გვანცა სივსივაძე

2021
საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ (საქართველოს
პარლამენტი, 2021) არეგულირებს გარემოსთვის მიყენებულ ზიანს,
„დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. მსგავსი კანონის მიღება
ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი ასევე ეხმიანება
მდგრადი განვითრების პრინციპებს, რაც გულისხმობს ისეთ განვითრებას, რითაც
მომავალი თაობების არსებობის უფლებები არ იქნება შელახული. ამის მიუხედავად
კანონში ბევრი საეჭვო დებულება შევნიშნე, რომელსაც უფრო დეტალურად ქვემოთ
განვიხილავ. აღსანიშნავია, ისიც, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი არგუმენტები
შეზღუდულია, ვინაიდან გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესახებ საკმარისი
ცოდნა არ გამაჩნია.

სამწუხაროდ, კანონში თავიდანვე აღნიშნული ის უამრავი სიტუაცია, რომელზეც


ხსენებული კანონი არ ვრცელდება. აქედან ნაწილი სავსებით მისაღებია, მაგალითად
შეიარაღებული კონფლიქტი, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე
მიყენებული ზიანი ან თუნდაც ვითარება, როდესაც პირის იდენტიფიკაციაა
შეუძლებელი. კანონის ეს მუხლი აღნიშნავს, რომ ფორსმაჟორული სიტუაციაც მსგავს
მოვლენებში გადის. კანონისვე განმარტებით ფორსმაჟორული სიტუაცია
გულისხმობს კონკრეტულ ტერიტორიაზე მომხდარ სტიქიურ მოვლენას.
საინტერესოა რა ხდება როდესაც ესა თუ ის სტიქიური მოვლენა სწორედ
გარემოსთვის მიყენებული ზიანის საფუძველზე გამოწვეული? რატომ არ უნდა
ეკისრებოდეს წყალსაცავის მაკონტროლებელ ორგანოს პასუხისმგებლობა, თუკი მისი
დაზიანებით იქნება წყალდიდობა გამოწვეული? მსგავსი შემთხვევები ბუნებრივია,
იშვითია თუმცა მაინც ხდება, მაგალითად 2009 წელს ინდონეზიაში, გინტუნგის
წყალსაცავის გახეთქვამ 98 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (BBC, 2009). კარგია რომ
გათვალისწინებულია ტყის ჩეხვა, რომელიც ასევე შეიძლება გახდეს წყალდიდობისა
თუ მეწყერის გამომწვევი მიზეზი.
ცუდია, რომ არ ხდება ხმაურის რეგულირებაც. ამის მიზეზი შესაძლოა ფინანსური
მხარე იყოს, ვინაიდან ხმაური ზუსტი დონის დადგენა შესაბამის ტექნოლოგიას
მოითხოვს. არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს რომ დიდი ხმაური,
განსაკუთრებით ქალაქებში, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იწვევს როგორც
ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ პრობლემებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ
1995 წელს სპეციალური გაიდლაინიც გამოაქვეყნა, თუ როგორ უნდა მოხდეს
საზოგადოებრივ ხმაურთან განმკლავება (WHO, 1995).

ყველაზე საინტერესო მაინც ატმოსფერული დაბინძურების უგულვებელყოფაა, მით


უმეტეს, რომ საქართველო ბევრი იმ კონვენციის წევრი ქვეყანაა, რომელიც
ითვალისწინებს ჰარეში სახიფათო ნივთიერებების გაშვების შეზღუდვას (მაგ კიოტოს
კონვენცია; მონრეალის პროტოკოლი). ჰაერის დაბინძურება სახიფათოა როგორც
გარემოსთვის, ისე ადამიანებისთვისაც, ამიტომ ამის რეგულირებაც არანაკლებ
მნიშვნელოვანია. ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს 2012 წელს გამოქვეყნებული
ინფორმაციით გარდაცვალები 13% ისეთ ფაქტორების მიეკუთვენბოდა როგორიცაა
ჰაერის დაბინძურება და სითბური ტალღები (Abnett, 2020). მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციის 2014 წლის მონაცემებით კი 7 მილიონი ადამიანი სწორედ ჰაერის
დაბინძურების გამო დაიღუპა ნაადრევი სიკვდილით, რაც გულისხმობოს რომ
ყოველი 8 გარდაცვლილიდან ერთი ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. (WHO,
2014).

ასევე არალოგიკურია რატომ არ ეხება გარემოსდაცვითი ზიანის შესახებ კანონი


სასარგებლო წიაღისეულისთვის მიყენებულ ზიანს. შესაძლოა ამ საკითხს რომელიმე
სხვა კანონი მოიცავს, მაგრამ ამ საკითხის უგულვებელყოფაც დაუშვებელია.
განახლებადი სასარგებლო წიაღისეულის ფართოდ მოპოვება შესაბამისი ზომების
მიღების გარეშე მათ განახლებადობას კითხვის ქვეშ აყენებს. ჭარბი თევზჭერა
(overfishing) და დეფორესტაცია ამის კარგი მაგალითებია, როდესაც რესურსის
მოპოვება ხდება იმ სიხშირით, რომ ის ვერ ახერხებს განახლებას. კიდევ ერთხელ
ავღნიშნავ, რომ კარგია ხე-ტყის ჩეხვაზე რეგულაციის არსებობა, თუმცა არ იქნებოდა
ურიგო კანონს სხვა ტიპის განახლებადი რესურსებიც მოეცვა. არაგანახლებადი
რესურსების სრულად ამოწურვაც არ არის დადებითი მოვლენა, რადგან შესაბამისი
მინერალების არარსებობა ხშირად ეროზიას უწყობს ხელს.

მთლიანად ტექსტში აღნიშნულია რომ ვალდებულება გააჩნია ზიანის მიმყენებელ


პირს და არა დაწესებულებას ანდა კომპანიას, როდესაც სწორედ მათზე მოდის
გარემოს დაზიანების უმეტესი წილი და არა ინდივიდებზე. სხვადასხვა კვლევებით
მსოფლიო ემისების 70-80% მხოლოდ 100 კომპანიაზე მოდის (Tess, 2017), რაც ბევრად
აღემატება რიგითი ადამიანების მიერ მიყენებულ ზიანს. ეს შესაძლოა ენის
სიმარტივის გამოა ასე აღნიშნული, მაგრამ, ვთვლი რომ უფრო მკვეთრად უნდა
მოხდეს ამ ორ მხარეს შორის გამიჯვნა. კომპანიაზე გაცილებით მეტი
პასუხისმგებლობა უნდა მოდიოდეს, ან პასუხისმგებლობა შესაბამისი უნდა იყოს
მიყენებული ზიანის. მაგალითისთვის თუკი მოხდა გადაშენების პირას მყოფი
ცხოველის განადგურება მოხდება ჯარიმის დაკისრება თითოეულ ცხოველზე, თუ
თანხის გადახდა მოხდება ერთჯერადად? ვინაიდან შეუძლებელია მსგავსი ტიპის
გარემოს დაზიანების აღდგენა.

ამ კანონის მიხედვით ერთი შეხედვით არის მცდელობა, რომ მხოლოდ ფინანსური


სახით არ მოხდეს მიყენებული ზიანის გადაფარვა, რადგან ეს ქმნის საფრთხეს, რომ
პირს აქვს შესაძლებლობა იყიდოს უფლება გარემოს დაზიანებაზე. თუმცა კი
საბოლოოდ მაინც ფინანსებამდე მივდივართ, ვინაიდან თანხის გადარიცხვა ხდება
სახელმწიფო ბიუჯეტში, თუკი არ მოხდა ინფორმაციის მიწოდება ან შესაბამისი
ღონისძიებების გატარება. თუმცა კი იგივე დარღვევის განმეორების შემთხვევაში
ხდება გადასახდელი თანხის გაორმაგება.

თანხის უშუალოდ ბიუჯეტში შეტანაც არ მიმაჩნია მართებულად, რადგან არ


არსებობს კონკრეტული გარანტია, რომ ეს თანხები მიმართული იქნება
დაზიანებული გარემოს გამოსასწორებლად, რომელის გამოსწორებაზეც ჯარიმის
გადამხდელი ამბობს უარს. ბევრად უკეთესი იქნებოდა თუკი რეგიონის ბიუჯეტი
იქნებოდა უზრუნველყოფილი ამ ფინანსებით რადგან მათ უფრო უშუალოდ
აწუხებთ მათ რეგიონში არსებული დაზიანებული გარემო. თუმცა ეს ბუნებრივია
დეცენტრალიზების მაღალ დონეს გულისხმობს, რომელიც სამწუხაროდ
საქართველოს თვითმმართველობებს არ გააჩნიათ.

კითხვებს აჩენს სხვა მუხლებიც. მაგალითად რამდენად მართებულია, რომ მდინარის


დაშრეტა ითვლება გარემოს დაზიანებად 500 მეტრის ზემოთ, როდესაც მდინარის
სიგრძიდან გამომდინარე 100 მეტრიც კი უცვლის მას პირვანდელ სახეს,
საქართველოში კი მოკლე მდინარეები საკმაოდ დიდ რაოდენობითაა. არ არის სხვა
წყლის სახეები უშუალოდ გამიჯნული, თუმცა არ უნდა მოხდეს მათი ციფრებზე
გაყვანა, არამედ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული,
რადგან ზოგიერთი ტბის მცირედად დაშრობამაც შესაძლოა იქ არსებულ
ბიომრავალფეროვნებას დიდი საფრთხე შეუქმნას.

დადებითია ის ფაქტი, რომ კანონში გამოყოფილია დაინტერესებული პირების


ჩართულობაც. თუკი გარემოზე ზიანის მიმყენებლი პირი არ ითვალისწინებს
დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ მოსაზრებას მას აქვს ვალდეუბლება
ოფიციალურად წარადგინოს უარის დასაბუთება. ეს ხელს უწყობს მოსახლეობის
ჩართულობას, თუმცა საჭიროა ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც. კარგია ასევე
რომ იქმნება ცალკე სააგენტო, რომელიც მიყენებული ზიანის გამოსასწორებელ
ღონისძიებებს უშუალო ზედამხედველობას გაუწევს, და არ არის სააგენტო
რომელიმე არსებულ დაწესებულებაზე მიბმული.

დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ არსებული კანონის მიღება


ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მისმა უშუალოდ გაანალიზებამ
უამრავი კითხვა გააჩინა კანონის მართებულობასთან დაკავშირებით. ამის
მიუხედავად, თუკი არსებული მარეგულირებელი ორგანო და სააგენტო შესაბამისად
და პროფესიონალურად იმუშავებს, გარემოს ბევრად უფრო დაცული იქნება.
გამოყენებული ლიტერატურა

1. Abnett, K. (2020, September 8). One in eight deaths in Europe linked to pollution, environment,
EU says. Retrieved from Reuters.eu: https://www.reuters.com/article/us-eu-health-
environment/one-in-eight-deaths-in-europe-linked-to-pollution-environment-eu-says-
idUSKBN25Z1L8

2. BBC. (2009, March 28). Indonesian dam burst toll rises. Retrieved from http://news.bbc.co.uk/:
http://news.bbc.co.uk/2/hi/asia-pacific/7969397.stm

3. Tess, R. (2017, July 10). Just 100 companies responsible for 71% of global emissions, study says.
Retrieved from theguardian.com:
https://www.theguardian.com/sustainable-business/2017/jul/10/100-fossil-fuel-companies-
investors-responsible-71-global-emissions-cdp-study-climate-change

4. WHO. (1995). Guidelines for community noise. Retrieved from


https://apps.who.int/iris/handle/10665/66217

5. WHO. (2014, March 14). 7 million premature deaths annually linked to air pollution. Retrieved
from https://web.archive.org/web/20140326015904/http://www.who.int/mediacentre/news/
releases/2014/air-pollution/en/

6. საქართველოს პარლამენტი. (2021 წლის 02 მარტი). გარემოსდაცვითი


პასუხისმგებლობის შესახებ. მოპოვებული
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5109151?publication=0-დან

You might also like