You are on page 1of 6

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

საინჟინრო ეკონომიკის მედია ტექნოლოგიების


ფაკულტეტის სტუდენტ დათა ტიკარაძის

საკურსო პროექტი ეკოლოგიურ ჟურნალისტიკაში თემაზე:


„შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები“

თბილისი
2024
1
თემის აქტუალურობა - შავი ზღვა საქართველოსთვის არაერთი დადებითად
დამახასიათებელი თვისებით გამოირჩევა, ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია
დამაკავშირებელი გზები რასაც დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს, ასევე
არის შავიზღვისპირა ფლოტის ძირითადი სამხედო ბაზები. შავი ზღვის წყალს
ძველი დროიდან მედიცინაში სამკურნალოდ იყენებენ, თავიდან მას კუჭ-
ნაჭლავის დაავადებებზე სამკურნალოდ იყენებდნენ, ასევე აჯანსახებს კანს,თმას,
ფრჩხილებს და ავსებს სასარგებლო მინერალებით. თუმცა დღეს იგი უამრავი
ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას, რისი გამომწვევი მიზეზიც
საყოფაცხოვრებლო ნარჩენები, საკანალიზაციო სისტემა, ჩამდინარე მდინარეები
და სხვა მრავალია. თუმცა საზოგადოების უმეთესობა ამ საკითხს გაგებით უდგება
და ნელ-ნელა იკლებს დაბინძურება შავ ზღვაზე.
კვლევის მიზანია - მოპოვებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით შევისწავლო
შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული ინფორმაციები,
დავაკვირდე იმ პრობლემებებს რასაც ზიანი მოაქვს ეკოლოგიისთვის და
განვიხილო ეს პრობლემები.
კვლევის ჰიპოთეზა - შავი ზღვა არის მნიშვნელოვანი ყველა იმ მეზობელი
სახელმწიფოსთვის რომელიც ესაზღვრება მას და მისი დაბინძურება დიდ ზიანს
აყენებს ყველა ჩვენთაგანს. ინტერნეტ მედიაში მარტივად ხელმისაწვდომი უნდა
იყოს ინფორმაცია რომელიც ამ პრობლემის გადაჭრის გზებს დაეხმაება.
კვლევის მეთოდია დაკვირვების მეთოდი, ვაკვირდები თუ რამდენად ხშირად
საუბრობენ ამ პრობლემის მოგვარებაზე. რამდენად ხშრირად გადმოცემენ
ინფორმაციას ამ შავი ზღვის ეკოლოგიურ დაბინძურებაზე.
[1] „ევროკავშირისა (EU) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი
ცენტრი“ინტერნეტ სივრცეში აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ შავი ზღვის
ეკოლოგიური პრობლემები და მონიტორინგი “. პროექტში არის საუბარი შავი
ზღვის გაწმენდის მეთოდებზე როგორიცაა ნარჩენების გაწმენდის ბუნებრივი
2
სისტემების შექმნა და ხელოვნური ჭაობები, რათა შეძლონ ჩამდინარე
წყლებისგაწმენდა სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე. ხელოვნური ჭაობი
ადამიანის მიერ შექმნილი სისტემაა რომელიც ბუნებვრივი ჭაობის იმიტაციაა.
წლების დაგვიანების პრობლემა იზრდება მოსახლეობის ზრდასთან ერთად. შავი
ზღვის მდინარეები ძირითადად დაბინძურებულია აზოტის ნაერთებით,
ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე ლითონებით. ხოლო შავი ზღვის აჭარის რეგიონის
მდინარეებინავთობით.
[2] „LIBERALI.GE“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „როგორ შევამციროთ შავი
ზღვის პლასტმასით დაბინძურება“. ავტორი დათო ფარულავას ინფორმაციას
საკმაოდ გასაგებ ენაზე გადმოგვცემს. ის საუბრობს მიზეზებზე თუ რა იწვევს
წყლის დაბინძურებას და რა შედეგებამდე მივყავართ ამას. ავტორის თქმით შავ
ზღვაში აღმოჩენილი ნარჩენების 80% პლასტმასია ხოლო დანარჩენი 20% ის
საყოფაცხოვრებო ნარჩენებია რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ასევე ხაზს
უსვამს რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რის მიხედვითად ხმარებიდან
ამოიღეს ერთჯერადი პლატმასის ნაწარმი, როგორიცაა თეფშები, კოქტეილის
ჩხირები, დანა-ჩანგლები და სხვა. ამით უფრთხილდებიან წყალქვეშა მცენარეებს
და ბინადრებს. მას მოჰყავს ფაქტები, რაოდენობები და ცოფრები, თუ სად, როდის
და რა მაჩვენებლითაა წყლის დაბინძურება დაფიქსირებული, რაც სტატიისათვის
აუცილებელია, ეს ყველაფერი ავტორის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას კიდევ
უფრო მარტივად გასაგებს ხდის. გარდა ამისა საუბარია იმაზეც რომ შემუშავდეს
კანონი რომლიც გარემოზე მიყენებულ ზიანს 22 მილიარდი ევროთი შეამცირებს
და ეს 2029 წლამდე პლასტმასის ბოთლების შეგროვებას გულისხმობს.
[3] ,, რადიო თავისუფლება“ ზე გამოიქვეყნებულია სტატია სახელწოდებით „შავი
ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური პერსპექტივა“, სტატიის
ავტორია კახა მჭედლიძე, მისი გამოკითხვით მოსახლეობა ფიქრობს რომ შავი
ზღვა არის ეკოლოგიური საფრთხის წინაშე და ამის მიზეზად ასახელებენ რომ
ფოთში არ არის გამწმენდი ნაგებობა რის შედეგადათ მთელი ფეკალური
ნივთიერებები ჩაედინება შავ ზღვაში. კახა მჭედლიძის სტატიაში ნათქვამია, რომ
1997 წელს
3

ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ შავი ზღვა ეკოლოგიურად ერთ-


ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ზღვაა. ამის მრავალი მიზეზი არსებობს,
თუმცა ერთ- ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ შავი ზღვას ძალიან სუსტი
კავშირი აქვს ოკეანესთან. გარემოს დაცვის სამინისტროს ბათუმის ქვეუწყების
უფროსის რამაზ მიქელაძის თქმის მთელ საქართველოში დაიწყო კანალიზაციის
სისტემის რეაბილიტაცია. შეიძლება ითქვას ბათუმზში და ქობულეთზე ამას
სერიოზული ყურადღება ექცევა. ამისთვის 70 მილიონიანი პროგრამა
ხორციელდება.”

[4] „LIBERALI.GE“-ს ააქვს სტატია გამოქვეყნებული სახელად „შავი ზღვის


ეკოლოგიური მდგომარეობა“. სტატიაში გადმოცემულია ის დამახასიათებელი
თვისებები რაც შავ ზღვას გააჩნია. სტატიაში საუბრობს გარემოს დაცვის
სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატი. ის საუბრობს რომ „ბუქარესტის კონვენციის“
მიხედვით ქვეყანავალდებულია შეინარჩუნოს ეკოსისტემა, ნაპირფორმირებისა და
მოსახლეობის უსაფრთხოება. ის ასევე ადასტურებს, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთ
ნაწილში სისტემატური და კომპლექსური მონიტორინგი დიდი ხნის
განმავლობაში. არ წარმოებდა შესაბამისი დაფინანსების, კვლევითი გემების,
სათანადო ხელსაწყოებისა და თანამედროვე მეთოდოლოგიების არარსებობის
გამო, თუმცა ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ განხორციელდა კვლევები, ჩატარდა
ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზი. კვლევების შედეგად შავის ზღვის ფსკერზე
ნაპოვნი იქნა 2100-ამდე დამაბინძურებელი ნივთირება. თუმცა ამდენ უარყოფით
ინფორმაციასთან ერთად ფიქსირდება დადებითი ინფორმაციაც რაც მოიცავს
თევზებს რომლებიც აქამდე შავი ზღვის სანაპიროში არ ფიქსირდებოდა, ესენია:
ლაქებიანი მწვანულა და ზღვის ნემსთევზა. სტატია ვრცელი და მარტივად
გასაგებია რაც მკითხველს ტექსტის მარტივად გააზრებაში ეხმარება.
4

გამოყენებული წყაროები

(1) „შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები და მონიტორინგი“


https://rec-caucasus.org/wp-content/uploads/2020/08/1557343856.pdf

(2) „როგორ შევამციროთ შავი ზღვის პლასტმასით დაბინძურება“


https://liberali.ge/articles/view/44728/rogor-shevamtsirot-shavi-zghvis-plastmasit-
dabindzureba

(3) „შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური პერსპექტივა“


https://www.radiotavisupleba.ge/a/1555073.html

(4) „შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა“.


https://liberali.ge/news/view/32273/salome.ge
5

You might also like