You are on page 1of 13

რა არის 

გარემოს დაბინძურება
გარემოს დაბინძურება არის დედამიწისა და მისი ატმოსფეროს  დაბინძურება იმ
ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური კომპონენტებით, რომელიც საფრთხეს უქმნის
ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობას, გამრავლებასა და
გადარჩენას. სწორედ ამ კომპონენტებს ეწოდებათ დამაბინძურებლები.

დამბინძურებლების ნაწილი, შეიძლება, გარემოში ბუნებრივად მოხვდეს –  მაგალითად,


ფერფლი ვულკანის ამოფრქვევისას. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ადამიანის სხვადასხვა
საქმიანობის შედეგია. მაგალითად: ქვანახშირისა და ბენზინის წვა, ქიმიური ინდუსტრიის
ნარჩენების  მდინარეებსა და ოკეანეში ჩაშვება და სხვა. დამაბინძურებლები უარყოფითად
ზემოქმედებენ ჰაერის, წყლის, ნიადაგის ხარისხზე, ასევე ლანდშაფტზე. 

გარემოს დამაბინძურებლებმა შეიძლება გამოიწვიოს:


ადამიანისა და სხვა სახეობებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების
ცვლილება, ან  მათი დეგრადაცია – ანუ, თანდათანობით გაუარესება. 
ველური ბუნების, ადამიანის ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანება.
ხმაურმა, არასასიამოვნო სუნმა და გემომ და სინათლით დაბინძურებამ, შესაძლოა,
გამოიწვიოს ცირკადული რიტმის – ანუ, ორგანიზმის შინაგანი ბუნებრივი რიტმის
დარღვევა და სხვადასხვა დაავადება.
გარემოს დამაბინძურებლები ერთმანეთისგან განსხვავდება იმის მიხედვით, იშლება თუ
არა ისინი გარემოში, ან რამდენად იშლება.ბიოდეგრადირებადი დამაბინძურებლები მავნე
ნივთიერებებია, რომლებიც შეიძლება ბუნებრივი პროცესების შედეგად დაიშალოს.
მაგალითად, ასეთებია ექსკრემენტები და ქაღალდი. არადეგრადირებადი
დამაბინძურებლები კი, მაგალითად, მომწამვლელი ქიმიური ელემენტები, როგორიცაა
ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი – იმ მავნე ნივთიერებებს მიეკუთვნება, რომლებიც
ბუნებრივი პროცესების შედეგად არ იშლება.  

დამბინძურებლები  შეიძლება წარმოიქმნას ორი ტიპის წყაროდან, რომლებსაც


„წერტილოვან“ და „არაწერტილოვან“ წყაროებად ყოფენ. დაბინძურების წყაროების ტიპის 
განსაზღვრა  მნიშვნელოვანია  მათთან ბრძოლის მექანიზმების განსაზღვრისთვის. 

მაგალითად, თბოელექტროსადგურის, ან სამრეწველო ქარხნის საკვამური, ან საწარმოს


გამონამუშევარი წყლის მილი დაბინძურების წერტილოვანი, სტაციონარული წყაროებია.
ავტომობილის გამონაბოლქვი, პესტიციდების მიწის ზედაპირიდან ჰაერში გავრცელება,
სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან, გაზონებიდან, ბაღებიდან, თუ გოლფის მოედნებიდან
სასუქებისა და პესტიციდების ჩარეცხვა მდინარეებსა და ტბებში კი ითვლება
დაბინძურების მოძრავ, ანუ არაწერტილოვან წყაროებად.

მოძრავი წყაროები გაფანტულია და, ხშირად, მათი იდენტიფიცირება რთულია. ბევრად


მარტივი და იაფია დაბინძურების წერტილოვანი წყაროების გამოვლენა და კონტროლი, ან
მათ მიერ გამოწვეული დაბინძურების თავიდან აცილება.  

გარემოს დაბინძურება შეიძლება ასევე მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით,


მაგალითად, შეშის წვისას ჰაერში წარმოქმნილი დიოქსინებით, რაც  ერთ-ერთი ყველაზე
მომწამვლელი დამაბინძურებელია. დაბინძურება ხდება, სინათლით, ხმაურით, სითბური
სახითაც.

მაგალითად, წყლის დაბინძურება არა მხოლოდ ქიმიურ ნივთიერებებს შეუძლიათ.


არსებობს წყლის სითბური დაბინძურებაც: ეს შეიძლება მოხდეს
თბოელექტროსადგურების შემთხვევაში, როდესაც წყალი გამოიყენება გასაგრილებლად და
გამთბარი წყალი მდინარეში ბრუნდება. ამ პროცესის შედეგად, ეკოსისტემაში
წონასწორობა ირღვევა: ზოგიერთი თევზი წყვეტს გამრავლებას, იწყება წყალმცენარეების
ყვავილობა, რაც, თავისთავად, უარყოფითად ზემოქმედებს წყლის ეკოსისტემაზე და
წყლის ხარისხზე.

ღამით დიდი რაოდენობით ხელოვნური სინათლე იწვევს გარემოს სინათლით


დაბინძურებას. ეს ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ ღამის ცხოველების საარსებო
გარემოზე, უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზეც: არღვევს ცირკადულ რიტმებს,
მელატონინის სინთეზს და ზოგადად, ხელს უწყობს ძილის დარღვევებს.

ადამიანის გავლენა გარემოზე


ყველა ცოცხალ არსებას გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია გარემოზე. აქედან
გამომდინარე, ადამიანის გავლენა გარემოზე გარდაუვალია. თუმცა ყველა არსება- მათ
შორის ადამიანის საკუთარ ნიშანს ტოვებს მის გარშემო არსებულ სამყაროზე.

რა განსხვავებაა ადამიანებსა და სხვა ცოცხალ არსებებს შორის, ეს არის ჩვენი


შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია შევზღუდოთ გარკვეული ქმედებები და თავი ავარიდოთ
გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

უსაზღვრო და ვრცელია ინფორმაცია ადამიანის მიერ გარემოზე შესაძლო ზემოქმედების


შესახებ, თუმცა შევეცდებით მოკლედ გადმოგცეთ ამის შესახებ ინფორმაცია.
წყლის დაბინძურება

ყველაზე ნათელი მაგალითი ადამიანის მიერ გარემოზე უარყოფითი გავლენის არის წყლის
დაბინძურება. აშკარაა, რომ უნდა გადავარჩინოთ წყალი, თუმცა ძალიან ცოტაა ვინც
აცნობიერებს, თუ რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ეს და აგრეთვე ძალიან ცოტამ თუ
იცის რა ზომებია ამისთვის მისაღები. გავითვალისწინოთ გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გარემოს დაცვითი პროგრამის შედეგად მიღებული
ფაქტები:

 დედამიწაზე არსებული წყლის რესურსიდან, მხოლოდ 2.5%-ია სუფთა (მტკნარი) წყალი.


 აღნიშნული 2.5%-დან 1%-ზე ნაკლებია ჩვენთვის ხელმისაწვდომი.
 თითოეულ ადამიანს საშუალოდ 50 ლიტრი სუფთა წყალი (სასმელი, საჭმლის
მოსამზადებლად და სისუფთავის შენარჩუნების მიზნით) სჭირდება დღეში. აღნიშნულ
მონაცემში არ არის გათვალისწინებული წყლის ის უხვი რაოდენობა, რაც საჭიროა სოფლის
მეურნებისა და მეცხოველეობისათვის,
 სუფთა წყლის 70% სარწყავი დანიშნულებით გამოიყენება.

ორგანული სოფლის მეურნეობის კვლევითი ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით, სოფლის


მეურნეობის მხოლოდ 2% -ია ორგანული. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 69% სუფთა
წყლის მარაგის ბინძურდება ქიმიური პესტიციდებით, ჰერბიციდებით და მინერალური
(ქიმიური) სასუქით, აგრეთვე წყალი გაჯერებულია გამოჟონილი საწვავისა და მძიმე
მეტალების ნარჩენებით, რომელიც სამეურნეო მანქანა დანადგარების გამოყენებისაგან
არის გამოყოფილი.

აღნიშნული ქიმიური ნივთიერებები ხელს უწყობენ მჟავიან წვიმას. მჟავიანი წვიმა


საკმაოდ საშიშია ყველა ცოცხალი არსებისთვის, მას მავნე ზეგავლენა აქვს მცენარეებზე,
ცხოველებზე და წყალზე, ასევე ადამიანებზე, შენობა-ნაგებობებზე და ქანდაკებებზეც კი.
მჟავიანი წვიმა აგრეთვე აბინძურებს ჩვენს ისედაც ლიმიტირებული რაოდენობით
არსებულ სუფთა წყალს და ამრიგად წყლის დაბინძურების ციკლი გრძელდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდეგი მიზეზები და შესაძლო წყაროები მოიცავენ:


 ნალექებს, პათოგენებს და ბუნებრივი რესურსის შეცვლას, რომელიც გამოწვეულია სოფლის
მეურნეობის აქტივობის და ჰიდროლოგიური ცვლილებების შედეგად (როგორიცაა
კაშხალი);
 სოფლის მეურნეობაში ქიმიური სასუქების, პესტიციდებისა და ჰერბიციდების ჭარბად
გამოყენება, რადგან ეს ნივთიერებები წციმების შედეგად წყალსატევებში ხვდება;
 მძიმე მეტალები (პირველ რიგში ვერცხლისწყალი), ინდუსტრიული და მუნიციპალური
ნარჩენები („გადამუშავებული“ ან „გადაუმუშავებელი“ ნარჩენი წყალი გამოყოფილი
ქარხნებისა და ინდუსტრიული საწარმოების კანალიზაციის სისტემიდან, რომელიც
ჩაედინება ბუნებრივი წყლის წყაროებში).

ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს მივყავართ მომწამლავ და დაუსახლებელ გარემომდე


მცენარეებისა და წყლოვანი რესურსისათვის, ასევე გავლენას ახდენს ცხოველებზე და
ადამიანებზე, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სუფთა წყლის არსებობა
თუნდაც იმიტომ, რომ მიწა სადაც ის მცენარე იზრდება, რომელიც მათი გამოკვებისთვის
არის საჭირო, ირწყვება დაბინძურებული წყლით.

მიწის დაბინძურება

მიწის დაბინძურება, მიწის ზედაპირისა და ნიადაგის დეგრადაცია გამოწვეულია


ადამიანის მოქმედებებითა და ბუნებრივი რესურსების ბოროტად გამოყენებით. ნიადაგის
დაბინძურებისა და დეგრადაციის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს:

 ურბანული განაშენიანება: იმისათვის, რომ მოხდეს საცხოვრებელი სახლების აშენება


მოსახლეობისათვის ბუნებრივი არეალი ნადგურდება ძირითადად არაეფექტური და
არასათანადო დაგეგმარების შესაბამისად. ურბანულ განაშენიანებას, როგორც წესი მოაქვს
მიწის ფართობის გახარჯვა, სადაც რჩება პატარ პატარა ნაკვეთები, რომელთა გამოყენებაც
შემდეგ გარკვეული უსარგებლო მიზნებისათვის ხდება (როგორიცაა გზები, დეკორატიული
და უსარგებლო / გამოუყენებელი მიწის ფართობი).
 სოფლის მეურნეობის უსარგებლო მეთოდები: ცხოველთა საშენები (ცხოველთა კვება-
გამრავლების ოპერაციები) ფარგლებში, ქიმიური მკვებავი საშუალებების, ჰერბიციდებისა
და პესტიციდების გამოყენება, მონოკულტურების ზრდის მეთოდი (მხოლოდ ერთი
მოსავალი სეზონიდან სეზონამდე) და ხეტყის გაჩეხვა სოფლის მეურნეობის
გაფართოებისათვის, რაც ხელს უწყობს გარემოს დეგრადაციასა და დაბინძურებას.
 პირადი მოხმარება: თანამედროვე კულტურა უფრო მეტ, დიდ და უკეთეს „ნივთებს“
ითხოვს, ასევე ჩვენი ურთიერთობა და ქცევები ბუნების მიმართ, მრეწველობის ზრდა,
სწორედ ეს მიზეზები იწვევს მიწის დაბინძურებას და გარემოზე მავნე ზეგავლენას.
 სამრეწველო საქმიანობა: ქიმიური პლასტმასის წარმოება, დაბალი ხარისხის პროდუქცია,
გარემოს დაცვითი მიდგომები და მეთოდები (ე.წ. უკანონო ნაგავსაყრელები) და
გამონაბოლქვი არამხოლოდ მიმდებარე ტერიტორიებს აბინძურებენ, არამედ შორეულ
ტერიტორიებსაც კი სწვდება მათი მავნე ზეგავლენა.

არავინ ფიქრობს იმაზე, რომ არ იქნას ნაგავი დაყრილი უკანონოდ, შემცირდეს


საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელის ტერიტორია, გადამუშავდეს სინთეტიკური მასალა,
რადიოაქტიური ნარჩენები და სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარებაზე.
ნიადაგის დაბინძურების ყველა მიზეზი თვით ადამიანია, რაც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს
იმ გარემოს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ამრიგად მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია
აღმოვფხვრათ ეს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ორი რამ, სწორი დაგეგმარება და
ბუნებრივი რესურსის სწორი გამოყენება.

მაგალითად ორგანული და მდგრადი სოფლის მეურნეობის მეთოდების გამოყენებას


შეუძლია შეამციროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საჭიროება. სუფთა ენერგიას
მაგალითად ქარის ან მზის ენერგიას შეუძლია ნელ-ნელა ჩაანაცვლოს ნახშირის ან
ბირთვული ქარხნების არსებობა.

და, როგორც მომხმარებლებმა ჩვენც შეგვიძლია შევამციროთ ჩვენი ადამიანის გავლენა


გარემოზე სამრეწველო დანიშნულების ობიექტებისაგან უკეთესი ხარისხის პროდუქციისა
და გარემოს დაცვის ნორმების დაცვის მოთხოვნით.
ჰაერის დაბინძურება

ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს 1990 -2008 წლის


მონაცემებზე დაყრდნობით ერთი დამაიმედებელი ინფორმაცია შეგვიძლია გადმოგცეთ,
რომ ჰაერის დაბინძურება მცირდება და ჰაერის ხარისხი უმჯობესდება.

 ოზონის ხვრელი შემცირდა 14%-ით


 ტყვია შემცირდა 78%-ით
 აზოტის დიოქსიდი შემცირდა 35%-ით
 ნახშირბადის მონოქსიდი შემცირდა 68%-ით
 გოგირდის დიოქსიდი შემცირდა 59%-ით

თუმცა, 127 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს ისეთი ცხოვრების წესით სადაც
ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტი არ არის დაკმაყოფილებული. და ზოგიერთ
შემთხვევაში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტი აბსოლუტურად არ არის დაცული
მაგალითად ოზონის ხვრელის შემთხვევაში. ისმის კითხვა: ჰაერის დაბინძურების რა
ზღვრული მაჩვენებელია დასაშვები?

 საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ელექტრომობილების გამოყენება,


რკინიგზისა და ქალაქის კარგი დაგეგმარებით საწვავზე მომუშავე ავტომიბილების, საჰაერო
ტრანსპორტის ჩანაცვლება;
 არსებული ქარხნების მოდერნიზაცია ან სხვა ტიპის განახლების მოდელი, რომელშიც
გათვალისწინებული იქნება ეკოლოგიურად დამაკმაყოფილებელი მეთოდოლოგიები,
მაგალითად როგორიცაა მზის პანელები, ან ჰაერის ფილტრაციის სისტემები;
 ცხოველების ფაბრიკების დახურვა და მათი ხელოვნური კვებიდან ბუნებრივ კვებაზე
გადაყვანა, საძოვრების როტაცია, რათა შემცირდეს მეთანის გამოყოფა და დაბინძურება.

ჩვენი ჩარევითა და გარემოს დაცვითი მოქმედებების განხორციელებით ჩვენ შეგვიძლია


დადებითი გავლენა მოვახდინოთ ჩვენი სამყაროს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. მხარი
უნდა დავუჭიროთ კომპანიებს, რომლებიც იყენებენ ეკოლოგიურ ტექნოლოგიებს, სწორედ
ჩვენ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი ტენდენციას აღნიშნულ სფეროში საუკეთესო
გადაწყვეტილებამდე მისასვლელად. დაგეგმარებაში და სათანადო ზონებად დაყოფაში
ჩართულობით ჩვენ შეგვიძლია გლობალური გავლენა მოვახდინოთ ადგილობრივ
დონეზე. ნაკლები „ნივთების“ შეძენით, ცხოველთა ნაკლები პროდუქციის საკვებად
გამოყენებით და საკვების შესაბამისი ფერმებიდან შეძენით, ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ
სამყარო უკეთესი, სადაც მეგა-კორპორაციებსა და ლობისტებს, რომელთაც საერთოდ არ
აღელვებთ ეკოლოგიური მდგომარეობა შეუსუსტდებათ გავლენა და მათი პროდუქცია
ნაკლებად გაიყიდება.

ოზონის ხვერელი

ოზონი ჟანგბადის ალოტროპიული სახესხვაობაა. მას სასიამოვნო სუნი აქვს და ლურჯი


ფერისაა თხევად მდგომარეობაში. ოზონი ელვის დროს წარმოიქმნება სტრატოსფეროში.

ოზონის შრე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასა და


შენარჩუნებაში. ხმელეთზე სიცოცხლის გაჩენა 800 მილიონი წლის წინათ, შესაძლებელი
გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოზონის შრემ გარკვეულ სისქეს მიაღწია.

ბოლო ხანებში ფრეონის ფართო გამოყენებამ აეროზოლის ბალონებში, მაცივრებსა თუ


კონდიციონერებში გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე
ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ატმოსფეროში მოხვედრისას ეს აირები იშლებიან და
წარმოქმნიან ქლორს, რომელიც, თავის მხრივ, აზიანებს და ანადგურებს ოზონის შრეს.

მომატებული ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს პლანქტონს, რომელიც თავის მხრივ


თევზებისა და ზღვის ძუძუმწოვრების საკვებს წარმოადგენს და მათ არსებობას საფრთხეს
უქმნის. ულტრაიისფერი გამოსხივების გაზრდა საზიანოა თვალებისათვის და ადამიანებში
კატარაქტას იწვევს. შეიძლება კიდევ მრავალი სხვა მაგალითის დასახელება, მაგრამ
რადიაციის ყველაზე უფრო ცნობილი საზიანო შედეგია კანის სიმსივნე. სტატისტიკის
მიხედვით, ოზონის შრის 10%-ით შემცირება იწვევს კანის სიმსივნით დაავადებების 26%-
ით გაზრდას.
ადამიანის გარემოზე ზეგავლენის შედეგები

უმეტესი ჩვენგანი ვერ აცნობიერებს რა შედეგი შეიძლება მოუტანოს დედამიწას


ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებამ და ფიქრობენ, რომ ჩვენი ასეთი მიდგომით
სამყაროს განადგურება შეუძლებელია. პლანეტა ყოველთვის იარსებებს და მოერგება
ყველა პირობას.

თუმცა ჩვენ უნდა დავეყრდნოთ იმ კონკრეტულ პირობებს, რომლებიც გვაქვს. ჩვენ გვაქვს
კონკრეტული მოთხოვნები წყალზე და საკვებზე, რომლებსაც ესაჭიროება გარკვეული
ტემპერატურის დიაპაზონი და ასევე ჩვენ გვესაჭიროება სუფთა ჰაერი.

ამრიგად, კითხვა არ უნდა დაისვას გაუძლებს, თუ არა დედამიწა ადამიანის ზეგავლენას


გარემოზე, არამედ საკითხი უნდა დადგეს შემდეგნაირად: შეცვლით თუ არა ჩვენ გარემოს
მიმართ დამოკიდებულებას, თუ ჩავთვლით, რომ კაცობრიობა (ან სხვა ცოცხალი
ორგანიზმები) გადაშენების ზღვარზე დგას?
როდესაც კლიმატის ცვლილება და საწვავის ზღვარს გადაჭარბებული მაჩვენებელი
განიხილება, გარემოს დაბინძურების გავლენა ადამიანებზე და ბუნებაზე გარდაუვალია.
ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტი წყალი ბინძურდება, იკარგება ბუნებრივი
ლანდშაფტი და ცხოველები ზიანისა და გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.
ბიომრავალფეროვნების დაკარგვა ზრდის დაავადების გაჩენის რისკს, ასევე უფრო
სწრაფად ხდება ადამიანების მიერ გარემოს დაბინძურება, ვიდრე მისი აღდგენა.

ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ადამიანის გარემოზე გავლენას მოიცავს გეხმარებათ


თქვენ მიხვდეთ და შეცვალოთ თქვენი აზრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი შექმნილი მოსაზრება კი არა არამედ არის
ის თუ როგორ შეცვლით აღნიშნულით თქვენი ცხოვრების სტილს.

მკვლევართა აზრით, გლობალური სიკვდილიანობის 24% გამოწვეულია  გარემოს შეცვლილი


ფაქტორებით[2].

 გარემოს დაბინძურებით გამოწვეული


სიკვდილიანობის ტენდენცია  დაავადებათა ჯგუფების
მიხედვით, 2002–2012 [1]

 
გლობალური დათბობა და დანაკარგები მსოფლიოში

1. მსოფლიო გლობალური დათბობა და მისი მოსალოდნელი შედეგები მსოფლიო


გლობალური დათბობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ატმოსფერულ ჰაერში
ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობის დაგროვება. ბოლო რამოდენიმე ათეული წლების
განმავლობაში მთელ მსოფლიოში აღინიშნება მოსახლეობისა და ავტოტრანსპორტის
მკვეთრი მატება, ჩქარი ტემპებით ვითარდება მძიმე და მსუბუქი მრეწველობა, გრძელდება
ვულკანური ამოფრქვევები, გახშირდა სამხედრო წვრთნები და კონფლიქტები, შესაბამისად
გაიზარდა ბუნებრივი აირებისა და ნავთობპროდუქტების მოპოვება - გამოყენება, რამაც
საბოლოო ჯამში გამოიწვია ჟანგბადის (o2) აქტიური მოხმარება და შესაბამისად მოიმატა
ნახშირორჟანგის ( co2 ) რაოდენობაც. მისი ჭარბი რაოდენობა, დედამიწასა და ატმოსფეროს
შორის წარმოშობს ე.წ. ღრუბლისებურ ნისლეულს, რომელიც ხელს უშლის ჰაერის
ვენტილაციას, ამ დროს ვეღარ ხდება ტემპერატურის ნორმალური გადანაწილება
ატმოსფეროს ზედა ფენებში და ხდება ჰაერის ტემპერატურის როგორც მომატება, ასევე
ხანგრძლივად მისი შენარჩუნება, ამ პროცესის გამო დღეისათვის 1.5-2.0 გრადუსამდე უკვე
მომატებულია დედამიწის წლიური საშუალო ტემპერატურა, რომლის დაკარგვა-
განეიტრალებასაც ათასწლეულები სჭირდება. ეს მომატებული ტემპერატურა იწვევს
ატმოსფერული ჰაერის თანდათან გამოშრობასა და ფარდობითი ტენიანობის შემცირებას,
რაც ამ ბოლო ხანებში მკვეთრად აისახა მსოფლიო მასშტაბით დიდ ხანძრებში, ხანძრები
გახშირდა საქართველოშიც, მაგალითად 2017 წლის ივლის აგვისტო ხანძარმა მოიცვა
თითქმის მთელი საქართველო. საერთოდ დედამიწის ეკოლოგიურ გარემოზე, მსოფლიო
გლობალური დათბობის უარყოფითმა ზემოქმედებამ შესაძლოა მრავალი კატაკლიზმები
გამოიწვიოს, მაგალითად შესაძლოა მასიურად და სწრაფად დადნეს მრავალწლიანი
მყინვარები, როგორც მთებში, ასევე ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესა და ანტარქტიდაში. ეს
გამოიწვევს პირველ რიგში მტკნარი წყლის მსოფლიო დეფიციტს, კატასტროფულად აიწევს
საერთაშორისო წყლების დონე, შემცირდება მიწის დიდი მასივები და შემცირდება
გამწვანებაც, ამით შეიზღუდება მცენარეთა ფოტოსინთეზი, აღარ მოხდება ნახშირორჟანგის
შეთვისებისა და ჟანგბადის გამოყოფის ურთიერთ დაბალანსება, ზოგ ადგილებში დაიწყება
და უფრო ფართო მასშტაბებს მიაღწევს ტერიტორიების გაუდაბნოება, ნიადაგები
გამოიფიტება, განადგურდება მცენარეების სასარგებლო მიკრო ორგანიზმები და
შემცირდება მისი ნაყოფიერება, რაც 2 საბოლოო ჯამში გამოიწვევს თითქმის ყველა
ცოცხალი ორგანიზმის მასიურ შიმშილს და გაიზრდება სიკვდილიანობა და ა.შ. გარდა
ამისა გლობალური დათბობის გახანგრძლივებამ, მოსალოდნელია ატმოსფეროში
დააგროვოს ნახშირორჯანგის ის კრიტიკული კონცენტრაცია, რომელიც შეიძლება იყოს
დედამიწაზე მზის ენერგიის მოწოდების შეზღუდვის ის ძირითადი ბარიერი, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს დედამიწის მყისიერი გამყინვარებაც, ვინაიდან ცნობილია, რომ თუ
ციურ სხეულს არ გააჩნია საკუთარი ენერგია და მას არ ღებულობს სხვა ობიექტებიდან მისი
აბსოლუტური 0- (°C) გრადუსი არის -273 °C (გრადუსი კელვინის). ამის შესაძლო მაგალითი
შეიძლება იყოს, ის რომ 1970 იან წლებში, რუსეთის მრავალწლიანი ყინულოვანი
მზრალების ტერიტორიაზე, კერძოდ კი ციმბირში, საცხოვრებელი სახლის საძირკვლის
გათხრისას აღმოაჩინეს სპილოს ძველი წინაპრი - "მამონტი", რომლის მთლიანი
გაცოცხლება ვერ მოხერხდა, მაგრამ ლენინგრადის ერთერთი კვლევითი ლაბორატორიის
პროფესორებმა მოახერხეს მისი ზოგიერთი უჯრედების გაცოცხლება, ხოლო სხეულის
დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ "მამონტს" პირის ღრუში ჰქონდა მწვანე ბალახი, რაც
იმას ნიშნავს რომ იმ პერიოდში, კერძოდ ბალახის ძოვის დროს მოხდა დედამიწის მყისიერი
გამყინვარება. ეს შედეგი შეიძლება დამდგარიყო ჰაერში ნახშირორჟანგის კრიტიკული
რაოდენობის დაგროვებით, რაც შეიძლება გამოწვეულ ყოფილიყო ვულკანების
ამოფრქვევების სიხშირის მატებით, მწვანე მასის სიმცირით და ბალახისმჭამელი მცოხნავი
ცხოველების სიდიდითა და რაოდენობრივი სიმრავლით, ვინაიდან მათი
ცხოველმყოფელობის შედეგად გამოყოფილი ექსტრემენტები ბუნებრივი დაწვის დროს
გამოყოფენ სითბურ ეფექტს. 2. მსოფლიო გლობალური დათბობა და მის წინააღმდეგ
ბრძოლის ღონისძიებები მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა შეეცადოს ატმოსფერულ ჰაერში
მაქსიმალურად შეამციროს ნახშირორჟანგის( CO2 )-ის გამოფრქვევა, ამისათვის საჭიროა: 1)
ატომური და თბოელექტრო სადგურები უნდა ჩანაცვლდეს სხვა განახლებადი ენერგიებით,
ჰიდროელექტრო და ქარის ენერგიაზე მომუშავე სადგურებით. 2) ფართოდ უნდა
დაინერგოს მზის ენერგიის ტექნიკური გამოყენება, საცხოვრებელი სახლებისა და
სათბურების გასათბობად, დამატებითი ელექტრო ენერგიის მისაღებად და სხვა. 3)
ბუნებრივ აირზე და ნავთობპროდუქტებზე მომუშავე შიდა წვის ძრავები თანდათან უნდა
ჩანაცვლდეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე მომუშავე ძრავებით, როგორიცაა
წყალბადზე მომუშავე, ჰიბრიდული ტრანსპორტი და სხვა. 4) უნდა აიკრძალოს სოფლის
მეურნეობის კულტურების ( სიმინდი, სორგო, იონჯა, ესპარცეტი და სხვა) წარმოება
ბუნებრივი საწვავი აირების მოპოვების მიზნით 3 5) იმ ქვეყნებში სადაც მძლავრად არის
განვითარებული მძიმე მრეწველობა და ავტოტრანსპორტის წარმოება სასურველია აშენდეს
ატმოსფერული ჰაერიდან ნახშირორჟანგის შემბოჭველი საცავები. 6) მოხდეს დედამიწის
ინტენსიური გამწვანება. 3. გლობალური დათბობა და გამწვანების მნიშვნელობა ცნობილია
რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ნებისმიერ დროს, ჰაერის შემადგენლობა და მათ
შორის ჟანგბადის კონცენტრაცია არის მუდმივი. მაგალითად, მწვანე მცენარეებით
სრულიად დაუსახლებელი ან მისი შეზღუდული რაოდენობით წარმოდგენილი
ტერიტორიებზე, როგორიცაა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე, ანტარქტიდა, სხვადასხვა
სახის ოკეანეები და ზღვები, ასევე აფრიკისა და ცენტრალური აზიის უდაბნოები და იქ
სადაც არის ბუნებრივად ინტენსიური გამწვანება, მათ შორის აზიისა და სამხრეთ ამერიკის
ბუნებრივი ტყეები და გაუვალი ჯუნგლები, ზამთარ-ზაფხულ , დღე და ღამე ჰაერის
შემადგენლობა არის უცვლელი : აზოტი 78-%, ჟანგბადი 21-%, ნახშირორჟანგი 0.03-%, და
სხვა ინერტული აირები. ეს იმას ნიშნავს რომ ატმოსფერული ჰაერი არ ახდენს მცენარეების
მიერ ფოტოსინთეზის შედეგად გამოყოფილი ჟანგბადის დაგროვებას, წინააღმდეგ
შემთხვევაში სავეგეტაციო პერიოდში მომატებული იქნებოდა ჟანგბადის რაოდენობა და მას
როგორც რეზერვს, დედამიწა მოიხმარდა მაშინ როცა საერთოდ არ მიმდინარეობს
მცენარეთა ფოტოსინთეზი, მაგალითად ზამთრის პერიოდში და ღამის საათებში, პირიქით
ამ დროს უფრო გაზრდილია ჟანგბადის მოხმარება და ნახშირორჟანგის გამოყოფა, მაგრამ
ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაცია ყველგან და ყოველთვის უცვლელია, ასევე ამ პერიოდში
ადამიანი ზაფხულისგან განსხვავებით შედარებით თავს უკეთესად გრძნობს და უფრო
კარგად სუნთქავს. გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ ფოტოსინთეზის ფორმულას და იმასაც ,
რომ ჰაერში ჟანგბადის შემცვლელობა არის 21-%, ხოლო ნახშირორჟანგის კი 0.03% - 6 CO2 +
6H2O → C6H12O6 + 6 O2, დავინახავთ რომ რამდენი მოლეკულა CO2 შთაინთქმება,
იმდენივე მოლეკულა O2-ს გამოყოფს, ამდენად ნახშირორჟანგის სრული შეთვისების
შემთხვევაშიც კი, იქმნება ჟანგბადის 700-ჯერ ნაკლები დეფიციტი, რადგან 21 : 0,03=700.
აქედან შეიძლება ვივარაუდოთ რომ ჰაერში, ჟანგბადის მუდმივი კონცენტრაცია არ არის
დამოკიდებული მხოლოდ მცენარეების მიერ გამოყოფილი ჟანგბადის რაოდენობაზე.
მაშასადამე ისმება კითხვა, რა არის ატმოსფერულ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციის
მუდმივობის წყარო და რა მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე გამწვანებას. ამისათვის საჭიროა
კიდევ ერთხელ განვიხილოთ მცენარეებში ფოტოსინთეზის ფიზიოლოგიური პროცესები,
რომელიც მიმდინარეობს მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდში და ისიც მხოლოდ დღის
სინათლეზე, მზიდან გამოფრქვეული ენერგიისა და ულტრაიისფერ გამოსხივების შედეგად,
ასევე ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს +10 ≥ 37 °C ,ხოლო მისი 4 ფარდობითი ტენიანობა კი
არ უნდა იყოს 50% -ზე დაბალი, სხვა შემთხვევაში ეს პროცესი ჩერდება: 6 CO2 + 6 H2O →
C6H12O6 + 6 O2 ამ საკითხების უკეთ გასარკვევად 1970-1980-იან წლებში გამოყენებული
იქნა ჟანგბადის იზოტოპები, დაკვირვებამ აჩვენა ,რომ ფოტოსინთეზის შედეგად
გამოყოფილი ჟანგბადი მიიღება არა CO2ის, არამედ წყლის გახლეჩვის შედეგად, ხოლო
ნახშირორჟანგი, როგორც მზის შედეგად დაგროვილი ენერგია პირდაპირ აკუმულირდება
ნახშირწყლებში და მიიღება გლუკოზა და ფრუქტოზა, ასევე სხვადასხვა სახის ვიტამინები.
ამრიგად ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ რომ დედამიწის
ატმოსფერულ ჰაერში ჟანგბადის მუდმივობის ძირითად წყაროს წარმოადგენს წყალი და
შესაბამისად ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, ხოლო დედამიწაზე მცენარეების უდიდესი
დამსახურება კი არის ფოტოსინთეზის უნარი, სწორედ ეს არის ბუნების სასწაული, რომლის
შედეგადაც მიღებული ნახშირწყლები წარმოადგენს თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმის
საკვებისა და ენერგიის ძირითადი წყაროს, ხოლო ფოტოსინთეზის დროს ნახშირორჟანგის
შეთვისება და ჟანგბადის გამოყოფა კი თანმდევი ურთიერთდამაბალანსებელი პროცესია,
კერძოდ მცენარეები გარემოდან შთანთქავს ჭარბ ნახშირორჟანგს, ხოლო გამოყოფილი
ჟანგბადი საჭიროების შემთხვევაში ატმოსფერულ ჰაერში ავსებს შესაძლო არსებულ
დეფიციტს და იგი ხელს უწყობს ფარდობითი ტენიანობის რეგულირებას, რაც
გარემოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამჟამად შემცირებული გამწვანებული
ტერიტორიები ვეღარ უზრუნველყოფენ გარემოში არსებული ნახშირორჟანგის ჭარბი
რაოდენობის შეთვისებას, ამდენად მსოფლიო გლობალური დათბობის წინააღმდეგ
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მწვანე მცენარეების რაოდენობრივ ზრდას, როგორც
ნახშირორჟანგის ძირითად ბუნებრივ მომხმარებელს, რომელსაც შეუძლია ამ დარღვეული
ბალანსის აღდგენა. გარდა გამწვანების ზემოაღნიშნული დამსახურებისა, დიდ
დასახლებული პუნქტებისათვის და მათ შორის დიდი ქალაქებისათვის გარემოს
ეკოლოგიური გაჯანსაღების მიზნით, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც
შემოგარენის (ბუნებრივი ტყეები, ხელოვნური ნარგაობა) ასევე მის შიდა გამწვანებულ
ტერიტორიებს, რომლითაც იქმნება ძირითადი მიკროკლიმატი, მაგალითად ზაფხულის
ცხელ თვეებში, მცენარეები ძირითადად ღამის საათებში შეიწოვენ წყალს და მას დღის
საათებში გარემოს ტემპერატურის შესაბამისად ეტაპობრივად აორთქლებენ, ამით თავს
იცავენ როგორც გადახურებისაგან, ასევე ახდენენ ჰაერის ფარდობითი ტენიანობის
რეგულირებას. გარდა ამისა ფოტოსინთეზის შედეგად გამოიყოფა სახეობისათვის
დამახასიათებელი, სხვადასხვა სახის ბიოლოგიურად აქტიური, რთული ქიმიური
ნივთიერებები, ე.წ. ფიტონციდები, რომლებიც ჰაერს ასუფთავებს როგორც ადამიანისათვის
მავნე აირებისა და ასევე მიკრო ორგანიზმებისაგან. ასევე ფილტრავს ჰაერს მტვრის
ნაწილაკებისაგან. სწორედ ამის გამოა რომ ადამიანები თავს უფრო კარგად გრძნობენ და
ადვილად სუნთქავენ ინტენსიურად 5 გამწვანებულ ტერიტორიებზე, რაც გამოწვეულია
არაჟანგბადის კონცენტრაციის მომატებით, არამედ დატენიანებული გაჯანსაღებული
ჰაერის შეთვისებით. აქედან გამომდინარე ქ.თბილისში კლიმატური ცვლილებების
უარყოფითი ზემოქმედების წინააღმდეგ და გარემოს გაჯანსაღების კუთხით , გარდა
გამწვანებული ტერიტორიების გაზრდისა, საჭიროა გაიზარდოს ჰაერის ფარდობითი
ტენიანობის ასამაღლებლად ხელშემწყობი ფაქტორებიც, ამისათვის საჭიროა ქალაქში
წყლის ხარჯის რაოდენობის მომატება, მაგალითად უნდა მოხდეს მცენარეების და ქალაქის
ქუჩების დიდი ნაწილის ინტენსიური მორწყვა, ასევე უნდა შეიქმნას დამატებითი
ფანტანები და შადრევნები, ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს უზბეკეთის დედაქალაქი
ტაშკენტი, მიუხედავად იმისა რომ ის როგორც სამხრეთული ქალაქი უფრო ცხელია, მაგრამ
ზაფხულში იქ უფრო მაღალი ჰაერის ფარდობითი ტენიანობაა, ვიდრე თბილისში. გარდა
ამისა ქალაქის ტერიტორიები დღეისათვის ირწყვება ძირითადად სასმელი წყლით,
ამდენად ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროდ მიგვაჩნია გამოყენებულ იქნეს
თბილისის ზღვა. რომელიც არის პირველი კატეგორიის სარწყავი წყალი.

გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლა


საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველომ
აიღო მთელი რიგი ვალდებულებები ბუნებრივი გარემოს სხვადასხვა კომპონენტის
დაბინძურების შესამცირებლად.
ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მთავრობისგან დაბინძურების შემცირებას,
პრაქტიკულად, ყველა სექტორში ითხოვს. მათ შორისაა: მუნიციპალური
ინფრასტრუქტურა, მძიმე და მსუბუქი მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა,
ჯანდაცვა და სხვა.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2014-2020 წლებში, 
საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა, მათ შორის, კანონში
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ; შემუშავდა და დამტკიცდა გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსი; ნარჩენების მართვის კოდექსი,  მიმდინარეობს მუშაობა წყლის შესახებ
კანონსა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობაზე. საქართველოს
ხელისუფლება ცდილობს, ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირის სამართლებრივ
რეგულაციებს შეუსაბამოს, თუმცა, ეს პროცესი ნელა და საკმაოდ დიდი
წინააღმდეგობებით მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე იაზრებდეს, რა უარყოფითი ზემოქმედება


შეიძლება ჰქონდეს გარემოს დაბინძურებას მისი და მისი შვილების
ჯანმრთელობაზე, საცხოვრებელ გარემოზე, ეკონომიკაზე, ქვეყნის
ბიომრავალფეროვნებასა თუ კულტურულ მემკვიდრეობაზე და მკაცრად ითხოვდეს
მთავრობისგან, როგორც ასოცირების შეთანხმების, ასევე საერთაშორისო
გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებას.

You might also like