You are on page 1of 8

მწვანე ბიზნესი ნარჩენები

ალექსანდრე თელია
დედამიწაზე უამრავი სახის ნარჩენი არსებობს. ფაბრიკა-ქარხნების,
ელექტროსადგურების და ავტომობილების მიერ გამოყოფილი უამრავი ნარჩენი
აირი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღე
ქმნიან. ადამიანების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები უდიდეს საფრთხეს უქმნის
ადამიანების და ცხოველების ჯანმრთელობას და საცხოვრებელ გარემოს.
მოსახლეობის ზრდას თან მოჰყვება ნარჩენების ზრდა.

ნარჩენი არის არასასურველი ან გამოუყენებელი მასალა . ეს არის ნებისმიერი


ნივთიერება, რომელიც გადაყრილია პირველადი გამოყენების შემდეგ, ან არის
უსარგებლო, დეფექტური.

სტატისტიკური მონაცემებით საშუალოდ 500 კილოგრამამდე


მუნიციპალურ( საყოფაცხოვრებო) ნარჩენს აწარმოებს თითოეული ადამიანი
ევროპაში. დიდი წილი ამ ნარჩენებისა გადამუშავებულია ან კომპოსტირდება
დანარჩენი კი იგზავნება ნაგავსაყრელზე. ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ნაგავი
იტკეპნება, იფარება მიწით და იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრობლემა მოგვარდა
და გარემო გასუფთავდა, მაგრამ გადამალული ნარჩენები სერიოზულ ზიანს
აყენებს გარემოს. ნარჩენების ნაწილი ლპება, რის შედეგადაც ატმოსფეროში
გამოიყოფა სხვადასხვა მავნე აირი მაგ. მეთანი, ფრეონი, ნახშირორჟანგი,
რომელიც ატმოსფეროში გაიფრქვევა. მიწით გადასწორებულ ნაგავსაყრელებზე
სადაც დაუხარისხებლადაა ნაგავი გადაყრილი, მუდმივად ჟონავს წვიმის წყალი,
რომელიც ბინძურდება იქ არსებული მავნე ნივთიერებებით. დაბინძურებული
წვიმის წყალი მდინარეებს ან გრუნტის წყლებს ერევა, რაც, თავის მხრივ
მრავალნაირი ინფექციური დაავადების გავრცელების მიზეზი ხდება.

ტოქსიკური ნარჩენები ეს არის ყველა მასალა, თხევადი, მყარი ან გაზური, რამაც


შეიძლება ზიანი მიაყენოს კანში შეჭრის, ჩასუნთქვის ან შეწოვისას. საუბარია
მოწამვლაზე, თუ ტოქსიკური ნარჩენები რაიმე გზით მიიღება ადამიანის მიერ.

ნარჩენები ტოქსიკურად ითვლება, თუ ის არის შხამიანი, რადიოაქტიური,


ფეთქებადი, კანცეროგენული, ბიოაგროვებითი, მუტაგენური ან ტერატოგენული.
ნარჩენები, რომლებიც შეიცავს საშიშ პათოგენებს, გამოყენებული ნემსების
მსგავსად, ზოგჯერ ტოქსიკურადაც ითვლება. ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული
მოიცავს ციანიდის ნაერთებს, ქლორის ნაერთებს, გამოსხივებას, პათოგენებს და
საშიშ ტოქსინებს.

ნარჩენების კლასიფიკაცია’:
საშიშროების მიხედვით წარმოშობის მიხედვით ფიზიკური
მდგომარეობის
მიხედვით

 სახიფათო  საწარმოო  მყარი


 არასახიფათო  საყოფაცხოვრებლ  თხევადი
 ინერტული ო  აირადი
 სამედიცინო
 რადიოაქტიული
 სასოფლო-
სამეურნეო

მყარი ნარჩენები: ეს არის არასასურველი ნივთიერებები, რომლებიც


უგულებელყოფილია ადამიანთა საზოგადოების მიერ. მათ შორისაა ურბანული
ნარჩენები, სამრეწველო ნარჩენები, სოფლის მეურნეობის ნარჩენები,
ბიოსამედიცინო ნარჩენები და რადიოაქტიური ნარჩენები.

თხევადი ნარჩენები: მრეწველობის რეცხვის, ჩამორეცხვის ან წარმოების


პროცესების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს თხევადი ნარჩენები ეწოდება.

აირისებრი ნარჩენები: ეს არის ნარჩენები, რომლებიც გამოიყოფა აირების


სახით მანქანებიდან, ქარხნებიდან ან წიაღისეული საწვავის დაწვიდან,
როგორიცაა ნავთობი. ისინი ერევა სხვა გაზების ატმოსფეროში და ზოგჯერ იწვევს
ისეთ მოვლენებს, როგორიცაა სმოგი და მჟავა წვიმა.

დღისთვის, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ნარჩენების დახარისხება და მათი შემდგომი


გადამუშავება იმდენად მაღალ ხარისხშია აყვანილი, რომ ნაგავსაყრელებზე ხვდება
ნარჩენების მთლიანი მოცულობის მხოლოდ მეოთხედი. დანარჩენი ექვემდებარება
გადამუშავებას. თუმცა, ევროპას ესეც არ აწყობს და ცდილობს იმდენად შეამციროს
ნარჩენების რაოდენობა და ისეთი ტექნოლოგიები გამოიყენოს მათ გადასამუშავებლად ,
რომ შეამციროს თავად ნაგავსაყრელების რიცხობრიობა. ხოლო ნარჩენების
გადამუშავების შედეგად მიიღოს ისეთი პროდუქცია, რომელიც გამოსადეგი იქნება
მოსახლეობისთვის. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს შვედეთი და ნორვეგია, სადაც
ნარჩენების წვის შედეგად მიღებული ენერგიით უკვე დიდი ხანია ათბობენ წყალსა და
ბინებს, ხოლო ქალაქებს უზრუნველყოფენ ელექტროენერგიით.

3R-ის ინიციატივა
2005 წელს იაპონიაში ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია 3R-ის ინიციატივის
განსახილველად. მაგრამ, ოფიციალურად მიღებული და მხარდაჭერილია 2008 წელს
ქალაქ ტოკიოში 8 დიდი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე. 3R ინიციატივის გზავნილია:
“ნული ნარჩენი – უდანაკარგო წარმოება“. ტერმინი 3R აღნიშნავს შესაბამისი სამი
სიტყვის პირველ ასოებს :
Reduce : შემცირება;

Reuse : ხელახალი გამოყენება;

Recycle : აღდგენა/რეციკლირება ანუ გადამუშავება.

Reduce – ნარჩენების წარმოქმნის შემცირება გულისხმობს ნაკლების ყიდვას და ნაკლების


მოხმარებას. ნარჩენების მინიმიზაცია, ანუ შემცირება არის პროცესი, რომლის დროსაც
ხდება ცალკეულ ადამიანთა ან მთლიანად საზოგადოების მიერ წარმოქმნილი ნარჩენის
შემცირება.

Reuse – ხელახალი გამოყენება გულისხმობს უკვე მოხმარებული ნივთების ხელახლა


გამოყენებას. ეს შეიძლება იყოს ნივთების იგივე ან სხვა დანიშნულებით მოხმარება.
კარგ მდგომარეობაში მყოფი ნივთების გაცვლა ან ხელახალი გამოყენება, ზოგავს
ფულს, დროს, ენერგიას და რესურსს.

Recycle – აღდგენა /რეციკლირება, ანუ გადამუშავება გულისხმობს გამოყენებული


ნივთის ან ნარჩენის გადამუშავებას სხვა პროდუქტად. 2007 წელს ევროკავშირში მიიღეს
სპეციალური კანონი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ავალდებულებს
დაახარისხონ კონკრეტული შვიდი სახის ნარჩენი და გააგზავნონ ისინი შესაბამის ადგილებში
რეციკლირებისთვის. ეს მასალებია: ალუმინი; მუყაო; მინა; ქაღალდი; პლასტმასი; ფოლადი
და ხის ნაკეთობა.

3R - ს კიდევ 2 პრინციპი დაემატა და გახდა კიდევ უფრო სრულყოფილი. აქედან პირველი ენერგიად
გარდაქმნაა (Energy Recovery) - რომლის დროსაც ხდება ნარჩენების სპეციალური ტექნოლოგიებით
დამუშავება და ენერგიის მიღება. ხოლო მეორე პრინციპი განთავსება (Disposal) - გულისხმობს
ნარჩენების კონტროლირებად დასაწყობებას.
მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკა, რომელიც ემსახურება
გარემოსდაცვითი რისკების და ეკოლოგიური სიმწირის შემცირებას .
ის მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას, გარემოს დეგრადაციის
გარეშე. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკოლოგიურ
ეკონომიკასთან, მაგრამ უფრო პოლიტიკურად მიმართულია. გაეროს
გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) განსაზღვრავს მწვანე ეკონომიკას,
როგორც დაბალი ნახშირბადის შემცველობას, რესურსების
ეფექტურობას და სოციალურად ყველასთვის ხელმისაწვდომს. მწვანე
ეკონომიკაში დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას განაპირობებს
სახელმწიფო და კერძო ინვესტიციები ისეთ ეკონომიკურ აქტივობებში,
ინფრასტრუქტურასა და აქტივებში, რაც საშუალებას იძლევა
შემცირდეს ნახშირბადის ემისიები (გამონაბოლქვი) და დაბინძურება,
გაუმჯობესდეს ენერგიისა და რესურსების ეფექტურობა და თავიდან
აიცილოს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების
დაკარგვა.

ნარჩენების მართვა საქართველოში

ნარჩენების მართვის მდგომარეობა ქვეყანაში ნამდვილად


არადამაკმაყოფილებელია, საჭიროა სამთავრობო, არასამთავრობო
და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა, რადგან გამოსავალი, რაც
შეიძლება მალე მოიძებნოს.
საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აგროვებენ ქალაქებში, რაიონულ
ცენტრებში. სოფლების დიდ ნაწილს დასუფთავების სერვისი არ
მიეწოდება. მოსახლეობა ნარჩენებს ყრის ხეობებში, მდინარეების
კალაპოტებში და წარმოიქმნება ასობით არაკონტროლირებადი
ნაგავსაყრელი. მუნიციპალურ დონეზე ნაკლებია ნარჩენების
დაგეგმვის შესაძლებლობები და გამოცდილება. მცირე ზომის
ქალაქებსა და სასოფლო დასახლებებში არ არის საკმარისი
რაოდენობით ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და
ნაგავმზიდი მანქანები. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან
ერთად, მზარდია წარმოქმნილი და შეგროვებული ნარჩენების
რაოდენობა.
ეკონომიკის განვითარებასთან ერთად პლასტმასის ნარჩენე- ბის
პრობლემაც იზრდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს
მხრიდან ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაციის, უკვე წარმოქმნილის
სეპარაციის და რეციკლირების მიმართულებით ეფექტიანი
რეგულაციების შემუშავება. ასევე, მნიშვნელოვანია, შესაბამისი
ვალდებულებები დაეკისროს კერძო სექტორს, რომელიც პლასტმასის
საწარმოო ჯაჭვში ყველაზე მსხვილი მოთამაშეა.
ოქსოდეგრადირებადი და 15 მიკრონზე ნაკლები სისქის ცელოფანის
პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკ-რძალვა
მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პლასტმასით გამოწვეული ზიანის
შესამცირებლად.საქართველოში პლასტმასის ტარის წარმოების
განვითარება (PET ბოთლებისა და მრავალი ტიპის შესაფუთი მასალის)
ძირითადად განპირობებულია ქვეყანაში კარგად განვითარებული
ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, გაზიანი, მინერალური
და სასმელი წყლის წარმოებით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს
ქვეყნიდან პლასტმასის ნაწარმის ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს.
ექსპორტი მზარდია წლიდან წლამდე. თუმცა ნარჩენების სეპარაციის
გამართული სისტემის არარსებობა, ერთი მხრივ, ართულებს და უფრო
ხარჯიანს ქმნის პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას, ხოლო მეორე
მხრივ, ზრდის ისეთი ნარჩენების რაოდენობას, რომლებიც
დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ცხოველური ცხიმებით და
საჭიროებს დამატებით ხარჯებს წინასწარი დამუშავებისათვის,
შემდგომი გადამუშავების მიზნით.
 ნარჩენების მართვის იდეაზე მუშაობა მარი ბენდელიანმა და დაჩი ჯანელიძემ,
რამდენიმე წლის წინ, საქართველოდან შორს, ერთ-ერთ საერთაშორისო
ახალგაზრდული შეხვედრიდან დაიწყეს. საქმე გამოცდილებისა და ფულადი
რესურსების გარეშე დაიწყეს. ეტაპობრივად, იდეა დაიხვეწა, განვითარდა და დღეს,
სოციალური საწარმო “მწვანე საჩუქარის” სახით გვევლინება. საწარმო 110-ზე მეტი
ორგანიზაციიდან აგროვებს მაკულატურას, რომელიც შემდეგ პარტნიორ ქარხანაში
მუშავდება. შედეგად მიღებული მეორადი ქაღალდით ეკოდამზოგავ პროდუქტებს
აწარმოებენ, სახელდობრ: კონვერტებს, ქაღალდის ჩანთებს, სასაჩუქრე ყუთებს,
შესაფუთ ქაღალდს, კალენდრებს, ბლოკნოტებს, ფლიპჩარტებს და ა.შ.
 უწესრიგოდ გადაყრილი საბურავები დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას. “თი-ერ-სის”
საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში
ნარჩენების სახით ყოველწლიურად 7 მილიონი კილოგრამი საბურავი გროვდება,
რომლის 95% იყრება გარემოში, რადგან საბურავების ნაგავსაყრელზე მიტანა
აკრძალულია, გადამამუშავებელი საწარმო კი არ არსებობს.ასე გაჩნდა საბურავების
გადასამუშავებელი კომპანიის შექმნის იდეა, რომელიც დააფინანსა “სტარტაპ
საქართველომ”. მას შემდეგ კომპანიამ გადაამუშავა 900 ტონა საბურავის ნარჩენი,
რომლისგანაც 500 ტონა კაუჩუკის გრანულა დამზადდა;
კომპანია ემსახურება დიდ და მცირე ორგანიზაციებს, აკითხავს მათ ადგილზე და
საკუთარი ხარჯით გააქვს ნარჩენი საბურავები.

You might also like