You are on page 1of 4

27.

ატმოსფეროს ეკოლოგია
როგორია ატმოსფეროს შედგენილობა და რომელი ძირითადი შრეებისაგან შედგება
იგი?

ატმოსფეროს არსებობა დედამიწის ზედაპრის სითბურ რეჟიმს განსაზღვრავს და მას


კოსმოსური და მზის ულტრაისფერი გამოსხივებისაგან იცავს. ატმოსფეროში მიმდინარე
ცირკულაციური პროცესები გავლენას ახდენს კლიმატურ პირობებზე და, აქედან
გამომდინარე, მდინარეთა რეჟიმზე, ნიადაგ-მცენარეულ საფარსა და
რელიეფწარმომქმნელ პროცესებზე.
ადამიანთა დაუდევრობამ მისი გაჭუჭყიანება გამოიწვია და დედამიწას ემუქრება:
 „სათბურის ეფექტი“
 კლიმატის გლობალური ცვლილება
 ოზონის ფენის გათხელება
 მჟაური წვიმები
რამ გამოიწვია ატმოსფეროს გაჭუჭყიანება?
ჰაერში მტვრის, ქიმიური ნივთიერებების და სხვა ორგანიზმების მოხვედრამ გამოიწვია.
რის შედეგად „დაავადდა“ ატმოსფერო?
ინდუსტრიის და ტრანსპორტის განვითარებამ
რა არის სათბურის ეფექტი?
„სათბურის აირებს“ მიეკუთვნება:
 ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი, წყლის ორთქლი.
 აღნიშნული აირები შთანთქავენ დედამიწიდან ატმოსფეროში გაფრქვეულ
ინფრაწითელ გამოსხივებას და აბრუნებენ მას დედამიწაზე. ეს პროცესი არის ე. წ.
„სათბურის ეფექტის“ საფუძველი და იწვევს ტემპერატურის მატებას დედამიწაზე.
ტემპერატურის მატებას ყველაზე მეტად ხელს უწყობს ნახშირორჟანგი , შემდეგ
მეთანი, აზოტის ორჟანგი, და სხვა აირები.

კიოტოს ოქმი
კიოტოს ოქმი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც გაეროს კლიმატის
ცვლილების ჩარჩო - კონვენციის ფარგლებში იაპონიის ქალაქ კიოტოში 1997 წელს
გაფორმდა. ოქმი განვითარებულ და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს სითბური
აირების ატმოსფეროში გაფრქვევის კონკრეტულ ლიმიტებს უწესებს. მიზანი
ატმოსფროში სითბური აირების კონცენტრაციის იმ დონეზე შენარჩუნებაა, რაც
დედამიწის კლიმატს საფრთხეს არ შეუქმნის. ოქმი უკვე 192 ქვეყანაშია
რატიფიცირებული. გამონაკლისს აშშ წარმოადგენს. საქართველო კიოტოს ოქმს 1999
წელს შეუერთდა.
დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენა რასთან არის დაკავშირებული?
ოზონის ფენის წარმოქმნასთან, ბოლო ხანებში საფრთხე დაემუქრა. აეროზოლის
ბალონებში, მაცივრებსა თუ კონდინციონერებში ფრეონის ფართო გამოყენებამ ამ აირის
იმაზე მეტი დაგროვება გამოიწვია, ვიდრე ატმოსფეროს მისი შეწოვა შეუძლია.
ატმოსფეროში მოხვედრისას ეს აირები იშლებიან და ქლორს წარმოქმნიან,
რომელიც, თავის მხრივ, აზიანებს და ანადგურებს ოზონის შრეს.
ოზონის შრის რღვევის ძირითადი მიზეზები:
 ნახშირორჟანგი, რომლის მომატებასაც იწვევს ნავთობპროდუქტები
 ორგანული ნარჩენები
 ხანძრები
 მეთანი, რომელსაც იწვევს: ცხოველური ნარჩენები, ბუნებრივი აირი, კარიერები
და ჭაობები, აზოტის ჟანგი.
 ოზონის ხვრელი წლების მიხედვით იზრდება.
როდის და სად გამოჩნდა პირველად ოზონის შრე?
1985 წელს ანტარქტიდის თავზე, 10 წლის შემდეგ გრენლანდიაზე.
ოზონის შრის ცვლილება

მჟაური წვიმები
მჯავე წვიმები ბევრი რეგიონისთვის გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ -
ერთი მნიშვნელოვაი პრობლემაა. ეს დასახელება ისეთ მოვლენებს აერთიანებს,
როგორიცაა მჟავე ნისლი, მჟავე თოვლი და ა.შ. თითოეული მათგანი ატმოსფერულ
ტენში მჟავეთა არსებობას და გარემოზე მათ დამაზიანებელ მოქმედებას გულისხმობს.
მაგალითად, სამრეწველო წვიმების არსებობა დიდ პრობლემას უქმნის ჩინეთსა და
რუსეთს.
მჯავე წვიმის ორი მთავარი კომპონენტია გოგირდმჯავა და აზოტმჟავა. ზოგჯერ
მჟავე წვიმები საკმაოდ შორს მიდის იმ აგდილებიდან, სადაც პირველადი
დაბინძურებული ნაერთების წყაროა. ამრიგად, მჟავე წვიმების პრობლემა ამა თუ იმ
ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება, რადგანაც ატმოსფერული დამაბინძურებლები
დიდი მასშტაბით გადაადგილდებიან. მაგალითად მჯავე წვიმის უმეტესობა, რომელიც
ნორვეგიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში მოდის, ევროპის სხვა ქვეყნებში
გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება.
მჯავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ
სამყაროზე. გაზრდილი მჯავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს.
თევზების სახეობათა მხოლოდ მცირე რიცხვს შეუძლია გადარჩეს და მჟავე არეში
რეპროდუქცია განახორციელოს.
ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია
მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რის შედეგადაც ტყის მასივების შემცირების
ტენდენცია შეინიშნება.
მხუთავი აირები: ნახშირჯანგი, გოგირდის ორჯანგი და სხვა, მათი მომატება იწვევს
გულისა და ფილტვების დაავადებათა მომატებას.

You might also like