You are on page 1of 5

http://www.eiec.gov.

ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B
%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.aspx

კლიმატის ცვლილება

დღესდღეობით კლიმატის ცვლილება აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


გამოწვევა. კლიმატი, ფაქტობრივად, გასაშუალოებული ამინდია, რომელიც მთლიანად
დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის საშუალო ამინდის ხანგრძლივ ცვლილებას აღნიშნავს.
 
მთავარი მიზეზი, რის გამოც დღესდღეობით კაცობრიობა ამ პრობლემის წინაშე დგას არის
ადამიანის აქტიური საწარმოო საქმიანობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სწრაფ
ინდუსტრიალიზაციას. ასევე კლიმატის ცვლილება უკავშირდება  ბუნებრივ ცვილებებს,
როგორიც არის კონტინენტებისა და ოკეანეების ზომების ცვლა და მათი ორმხრივი
განლაგება, მზის ნათების ცვლა, დედამიწის ორბიტის პარამეტრების შეცვლა, ატმოსფეროს
გამჭვირვალობის შეცვლა, ატმოსფეროს სათბურის აირების კონცენტრაციის ცვლა (СО2 და
CH4), ალბედოს გამოსახულების შეცვლა, ოკეანის სიღრმეში არსებული სითბოს რაოდენობის
ცვლა და სხვ.

 
კლიმატის ცვლილების მავნე შედეგები მოიცავს მყინვარების დნობას მთებზე და ყინულის
ფენების განლევას ოკეანეებში, ე.წ. „სიცხის ტალღებს”, გვალვებს ერთი მხრივ, და ძლიერ
წვიმებს მეორე მხრივ, ოკეანის დონის აწევას, დატბორვების, წყალდიდობების,
ღვარცოფების, მეწყერების, ზვავების გახშირებას, ცუნამების, სხვადასხვა ქარიშხლების
გაძლიერებასა და გახშირებას. კლიმატის შეცვლის შედეგად იცვლება ბუნება, ეკოსისტემები,
რომელთაგან მრავალი ვერ ასწრებს ადაპტაციას და გადაგვარდება; იზრდება ადამიანთა
დაავადების რისკი, მათ შორის, ეპიდემიების გავრცელებისაც. „სათბურის ეფექტით“
გამოწვეული მავნე შედეგები სულ უფრო მეტ მრავალფეროვნებასა და ინტენსივობას ავლენს
წლიდან წლამდე, გაზრდილია ექსტრემალური მოვლენების ინტენსივობა და სიხშირე, შავი
ზღვის სანაპირო ზონაში გაძლიერდა ნაპირის ეროზიისა და ჩარეცხვის პროცესი, რაც კიდევ
უფრო ამძაფრებს და სასწრაფოს ხდის პრობლემის მოგვარების აუცილებლობას.
 
გამომდინარე იქიდან, რომ კლიმატური სისტემის გლობალური დათბობა არის რეალური
პრობლემა, რის წინაშე დგას ყოველი ქვეყანა და სათბური გაზების  ემისიის შემცირების
შეფერხებით კლიმატის ცვლილების ნეგატიური  ზემოქმედების რისკის გაძლიერების
ალბათობა მაღალია, საქართველო აქტიურად ახდენს ეროვნული რესურსებისა და
საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას, რათა უზრუნველყოს დაბალემისიიანი და
კლიმატისადმი მდგრადი განვითარება.

ამის მოსაგვარებლად აუცილებელია დროული ქმედებები, რომელიც მაქსიმალურად


შეამცირებს ზიანს და ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.
კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკის წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველოში და მათი
გადაჭრის გზები

http://weg.ge/sites/default/files/energy-and-climate-change_geo.pdf

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას აქვს როგორც გლობალური, ასევე ლოკალური


ხასიათი გამომდინარე დათბობის პროცესის გლობალურობიდან და მისი შედეგების
კონკრეტული გამოვლინებების ლოკალური სპეციფიურობიდან. შეიძლება ითქვას, რომ
სათბურის გაზების შემცირებას (მითიგაციას) უფრო გლობალური მნიშვნელობა აქვს, ხოლო
ადაპტაციას -- უფრო ლოკალური. კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა ორივე ამ
მიმართულებით, - მის შესაჩერებლად (მითიგაცია) და მისი შედეგების შესარბილებლად
(ადაპტაცია), - არა მარტო კონვენციის მოთხოვნაა მისი წევრისახელმწიფოებისათვის,
არამედ, უბრალოდ, რეალობით განპირობებული აუცილებლობაც. თუმცა გამომდინარე
ქვეყნების ეკონომიკური, გეოგრაფიული, პოლიტიკური და სხვა თავისებურებებიდან მათი
ინდივიდუალური ძალისხმევა შეიძლება იყოს სპეციფიური, მაგალითად, მითიგაცია-
ადაპტაციას შორის აქცენტირების თვალსაზრისით, რამდენადაც მითიგაცია უფრო
აქტუალურია დიდი ემიტორი ქვეყნებისათვის, მცირე ქვეყნებში კი უფრო აქტუალური
ადაპტაციაა. კლიმატის ცვლილებისათვის დამახასიათებელი მოვლენები დედამიწაზე
განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და ყოველწლიურად
უფრო და უფრო მძაფრ ხასიათს იღებს, რაც დიდ ზიანს აყენებს პლანეტის როგორც
ეკოლოგიას, ისე ეკონომიკას და მოსახლეობას. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში
კლიმატური ცვლილებების ინტენსიფიკაციის პერიოდი დაემთხვა საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ ძვრებს და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ
კრიზისს, რამაც დიდად შეუწყო ხელი ტყიანი საფარის განადგურებას და ბუნებრივი
რესურსების უკონტროლო გამოყენებას; ამან კი, თავის მხრივ, გაზარდა ბუნების
ექსტრემალური მოვლენების მავნე შედეგების სიმძაფრე. სამწუხაროდ, გლობალური
დათბობის შედეგები კვლავ დიდხანს განაგრძობს ზიანის მოყენებას მას შემდეგაც კი,
როცა/თუ მოხერხდება მისი შეჩერება, რისთვისაც უდიდესი ძალისხმევა იხარჯება მთელი
მსოფლიოს მიერ. არსებული მდგომარეობისა და მისი პერსპექტივაში განვითარების
გაუთვალისწინებლობას შეუძლია მრავალი უსიამოვნო სიურპრიზის მოწყობა. მსოფლიოს
მრავალი სხვა ქვეყანა, და მათ შორის საქართველოც, უკვე დგას კლიმატის მიმდინარე
ცვლილების შედეგების სერიოზული ანალიზისა და საკუთარი განვითარების გეგმებში
სათანადო კორექტივების შეტანის აუცილებლობის წინაშე. ეს არის საკმაოდ შრომატევადი
სამუშაო, რომელიც უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და უნდა მოიცავდეს კლიმატის
ცვლილების მიერ წარმოქმნილი გამოწვევების ანალიზსა და მათი გადაჭრის სტრატეგიული
კურსის დასახვას. ამ მხრივ, უპირველეს ყურადღებას მოითხოვს ენერგეტიკის სფერო,
რომელსაც ყველაზე პირდაპირი კავშირი აქვს ატმოსფეროში სათბურის გაზების
კონცენტრაციასა და, აქედან გამომდინარე, კლიმატის ცვლილებასთან. დღესდღეობით,
საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სტრუქტურა ენერგეტიკის სფეროში
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა, ხოლო გარემოს დაცვის
სამინისტრო, თავისი შესაბამისი ერთეულით (ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის
ცვლილების სამმართველო), მუშაობს კლიმატის ცვლილების პრობლემატიკაზე ,
პასუხისმგებელია ქვეყნის პოლიტიკაზე კლიმატის ცვლილების დარგში და კლიმატის
ცვლილების კონვენციის პრინციპების გატარებაზე ქვეყანაში. მხოლოდ ამ ორივე
სამინისტროს ჩართულობით/თანამშრომლობით შეიძლება დაიძლიოს ენერგეტიკის
სფეროში კლიმატთან მიმართებაში არსებული და მომავალში შესაძლო პრობლემები.

ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება

ენერგეტიკის განსაკუთრებულ როლს კლიმატის ცვლილების პრობლემის განხილვისას


განაპირობებს მისი უნივერსალური ხასიათი და მისი ზეგავლენა ეკონომიკის პრაქტიკულად
ყველა სფეროზე; ამას გარდა ენერგეტიკა ყველაზე დიდი ემიტორია ეკონომიკის სექტორებს
შორის. რადგან ითვლება, რომ კლიმატის ამჟამინდელი ცვლილება გამოწვეულია
ანთროპოგენული ფაქტორებით, კერძოდ, ადამიანის ინტენსიური ინდუსტრიული
საქმიანობით, ხოლო ენერგეტიკა საფუძვლად უდევს ყოველგვარ საწარმოო პროცესს,
გასაკვირი არაა, რომ იგი ლიდერობს ეკონომიკის ყველა სექტორებს შორის სათბურის
გაზების გაფრქვევაში. გლობალური სათბურის გაზების 65% ენერგეტიკაზე მოდის.
„ენერგეტიკული“ სათბურის გაზების ძირითადი წყარო წიაღისეული საწვავის მოხმარებაა,
რომლის შედეგად წარმოშობილი ნახშირორჟანგი შეადგენს ლომის წილს სათბურის
გლობალური გაზების ემისიებში. ნახშირორჟანგის კონცენტრაცია 2005 წლისათვის 35%-ით
იყო მომატებული მე-19 საუკუნის შუა წლების ანუ პრე-ინდუსტრიულ დონესთან
შედარებით. ეს მატება განსაკუთრებით მკვეთრია ბოლო წლებში და 1995-2005 წლებში
შეადგენდა წელიწადში 1.9 ppmv (parts per million in volume). გარდა იმისა, რომ ენერგეტიკა
ყველაზე დიდი კონტრიბუტორია სათბურის გაზებში, არსებობს კიდევ ერთი ასპექტი,
რომელიც აუცილებელია აღინიშნოს კლიმატის ცვლილებასა და ენერგეტიკას შორის
დამოკიდებულებაში: გლობალური დათბობა განსაკუთრებულ გამოწვევებს უყენებს
ენერგეტიკას თავისი მავნე შედეგების შერბილებისა და მათთან ადაპტაციის
უზრუნველსაყოფად: მოითხოვება უფრო და უფრო მეტი ენერგეტიკული რესურსები
შეცვლილი გარემოებებისადმი შესაგუებლად, რამაც შეიძლება ენერგეტიკული
უზრუნველყოფის პრობლემა წარმოშვას, როგორც ეს მოხდა ევროპაში 2006 წელს, როცა ამ
კონტინენტს „ცხელმა ტალღებმა“ გადაუარა და აღმოჩნდა, რომ ასეთი დატვირთვისთვის
ენერგეტიკული სისტემა მზად არ იყო. ეს გამოწვევა ენერგეტიკის სექტორისადმი უფრო და
უფრო მწვავდება მთელს მსოფლიოში და მოითხოვს სათანადო ყურადღებას.

გვ. 6

კლიმატის ცვლილების შედეგებია ატმოსფერული ცირკულაციის ცვლილება - ქარები,


მუსონები, ქარიშხლები, ატმოსფეროს ტენიანობის ცვლილება და ნალექების ცვლილება,
ოკეანის ზედაპირული და სიღრმისეული ცირკულაციის ცვლილება - ოკეანის დონემ 1900
წლიდან 2010-მდე აიწია 19 სანტიმეტრით, მცურავი ყინულოვანი საფარის შემცირება და
გათხელება, ოკეანის მარილიანობის შემცირება და მჟავიანობის ზრდა, ხმელეთის
მყინვარების დნობა და სხვა. კლიმატის ცვლილების დაკვირვებადი შედეგებია ასევე: ჻
გაძლიერებული და გახშირებული ქარიშხლები და შტორმები ჻ ციური „მდინარეებით“
გამოწვეული კატასტროფული წყალმოვარდნები და წყალდიდობები ჻ სიცხის ტალღები,
განსაკუთრებით ქალაქებში ჻ ტყის ხანძრების გახშირება ჻ გვალვა და გაუდაბნოება ჻
დაავადებათა გავრცელება უნდა აღინიშნოს, რომ რომელიმე იზოლირებული მოვლენა
ძნელად შეიძლება ჩაითვალოს კლიმატის ცვლილების მაჩვენებლად. კლიმატის ცვლილებას
აჩვენებს მათი ერთობლიობა, სიხშირე და ინტენსივობის ზრდა.

მედეა ინაშვილი, კლიმატის ცვლილების გამოვლინებები და შედეგები. კლიმატის ცვლილება


და მდგრადი განვითარება, სალექციო მასალების კრებული, 2016

გვ. 23

ისტორიულად ცნობილია კლიმატის გლობალური ცვლილების რამდენიმე მოვლენა, მაგრამ


ამჟამინდელი კლიმატის ცვლილება განსაკუთრებულია, რადგან, სხვებისგან განსხვავებით,
იგი გამოწვეულია ადამიანის ინტენსიური საწარმოო საქმიანობით, განსაკუთრებით,
წიაღისეული საწვავის ინტენსიური მოხმარებით. ამ ჰიპოთეზას ადასტურებს შედარებები
ამჟამინდელ და პრეინდუსტრიული ხანის კლიმატური პარამეტრების მნიშვნელობებს
შორის.

გვ. 25

კლიმატის ცვლილება და მისი ზემოქმედება კლიმატის ცვლილების გამოვლინება


დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე და მათ ურთიერთქმედებაზე. კლიმატის ცვლილების
ზეგავლენა ამა თუ იმ სისტემაზე გამოვლინდება მხოლოდ მაშინ, თუ იგი 1) ხვდება
კლიმატის ცვლილების ზემოქმედების არეალში (მაგ. მყინვარები ანდა მსოფლიო ოკეანე),
ამასთან 2) იგი მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ და 3) ეს ცვლილება ხდება (მაგ.
მიმდინარეობს დათბობა).

გვ. 27

კლიმატის ცვლილების გამოვლინებებს ხშირად კომპლექსური ხასიათიც აქვთ, სხვადასხვა


სისტემის ჩართულობით და ნელი და უეცარი პროცესების ურთიერთკავშირით. ეს
კომპლექსურობა განსაკუთრებით ართულებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგებას მათ
შორის და მოითხოვს ჰოლისტიკურ ხედვას ადაპტაციის ღონისძიებების სწორად
განსაზღვრის და დალაგების თვალსაზრისით. გლობალური გამოვლინებები ამჟღავნებენ
გარკვეულ სპეციფიურობას რეგიონების მიხედვით, მეტ-ნაკლებობის თვალსაზრისით. ასე,
მაგალითად, წყლის რესურსების შემცირება უფრო რელევანტურია აფრიკის
კონტინენტისათვის, ხოლო ცუნამები და ტაიფუნები - სამხრეთაღმოსავლეთ აზიისათვის,
ოკეანის დონის აწევა კი ყველაზე მეტად აისახება მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებზე.

გვ. 36

ეკოსისტემების მოშლა, რესურსების შემცირება და განუწყვეტელი და გახშირებული


ექსტრემალური მოვლენებით გამოწვეული ზარალი უდიდეს დარტყმას აყენებს ეკონომიკას
მთელს მსოფლიოში. გლობალური დათბობით გამოწვეული ცვლილებები აისახება
ეკონომიკის ყველა დარგზე და საბოლოო ჯამში გამოიხატება ეკონომიკური ზარალით
წლიდან წლამდე. გარდა იმ ზიანისა, რომელიც უშუალოდ ეკოლოგიას ადგება კლიმატის
ცვლილების შედეგად, და იმ ფინანსური დანახარჯისა, რაც ყოველწლიურად მიდის ამ
ზიანის აღდგენაზე ან/და პრევენციაზე, ანუ სხვადასხვა ეკოსისტემების გასაჯანსაღებლად
მიმართული წმინდად ეკოლოგიურ (საადაპტაციო) ღონისძიებებზე (მაგალითად, მდინარის
ჯებირების აღდგენა, დატბორვით დაზიანებული არეების, სანაპიროს, სხვადასხვა სტიქიით
მიყენებული ზიანის აღდგენა), სერიოზულ პრობლებს აწყდება ეკონომიკის მრავალი დარგი,
რომლებსაც უწევთ გადაეწყონ შეცვლილ გარემო პირობებზე და გაუძლონ მათზე გაზრდილ
ზეწოლას. თითოეული ეს დარგი დგება სპეციფიური გამოწვევების წინაშე, რომლებიც სწრაფ
და ადეკვატურ გადაწყვეტას მოითხოვს კლიმატის ცვლილების პროცესის ინტენსიფიკაციის
კვალდაკვალ.

You might also like