Professional Documents
Culture Documents
Geo
Geo
ადამიანთა საქმიანობაზე
ადამიანი უხსოვარი დროიდან
მოიპოვებს და მოიხმარს ბუნებრივ
რესურსებს,ადამიანის წარმოშობასა
და განახლებაზე, უძველესი
ცივილიზაციების განვითარებაზე
უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია
ბუნებრივი გარემოს ისეთმა
ელემენტებმა, როგორებიცაა
კლიმატური პირობები, წყალი და
ნიადაგები.
ბუნებრივი რესურსების ძირითადი ტიპებია: წყალი,
ატმოსფერო, ტყე, მიწა, ბუნებრივი ნედლეული,
წიაღისეული საწვავი.
მათი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური
თვისებების მიხედვით, ბუნებრივი რესურსები
იყოფა:ტყეებად, მინერალებად, მიწად, წყლად და ა.შ.
ბუნებრივ რესურსებს კი სხვადასხვა მნიშვნელობა
ჰქონდა ადამიანების
განვითარების სხვადასხვა
ეტაპზე.
ბუნებრივი რესურსები
უაღრესად მნიშვნელოვან
როლს ასრულებენ ადამიანის
ცხოვრებაში. ბუნებრივი
რესურსები პლანეტაზე
არათანაბრადაა
განაწილებული, ამის შედეგად კი სხვადასხვა
ქვეყნებსა თუ კონტინენტებს აქვთ სხვადასხვა
რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
ბუნებრივი პირობების ცვლილება ზოგ შემთხვევაში
სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანთა ცხოვრებაზე,
ზოგჯერ კი გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს.
ადამიანთა ცხოვრებისთვის სასიკეთო ცვლილებად
შეიძლება მივიჩნიოთ კოლხეთის დაბლობზე
საირიგაციო სისტემების განვითარება და ჭაობების
დაშრობა. ოდესღაც საცხოვრებლად გამოუსადეგარ
ჭაობიან ადგილებზე ქალაქები და სოფლები აშენდა.
უკან დაიხია სხვადასხვა დაავადებებმა (მაგ:
მალარიამ, რომელიც ჭაობიანი ადგილებისთვისაა
დამახასიათებელი)
გაიზარდა სახნავ სათესი სავარგულების ფართობი,
მაგრამ გარემოს ცვლილებას ყოველთვის კარგი
შედეგი არ მოაქვს ადამიანებისათვის. მაგ: კლიმატის
ცვლილება და ტყეების აქტიური გაჩეხვა უაღრესად
საზიანოა ადამიანთა ცხოვრებისათვის.
გარემოს
დაცვის
ექსპერტები