You are on page 1of 6

სასმელი წყლის

დეფიციტი
 მიუხედავდ იმისა, რომ დედამიწის ზედაპირის 3/4 წლითაა დაფარული, მხოლოდ
3%-ია სასმელად ვარგისი. მეტიც, აქედან მხოლოდ 0.3% მოდის მდინარეებსა,
ტბებსა და მიწისქვეშა წყლებზე, ხოლო დანარჩენი მყინვარების სახითაა
ლოკალიზებული. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მსოფლიოს მრავალ
ქვეყანაში წყლის დეფიციტია. თუ გლობალური დათბობისა და მიწების
გაუდაბნოების ტემპი ასეთი სიხშირით გაგრძელდა, 2025 წლისთვის დედამიწის
მოსახლეობის 2/3-ს შეექმნება სასმელი წყლის დეფიციტი.
 სასმელი წყლის დეიფიციტი თავის მხრივ, უამრავ პრობლემას წარმოშობს. მათ
შორისაა ანტისანიტარია, რომელიც მრავალი დაავადებისა თუ ეპიდემიის
გამომწვევი მიზეზია. ასევე წყლის დეიფიციტი ორგანიზმში იწვევს სერიოზულ
დაავადებებს. უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 4500 ბავში იღუპება
სასმელი წყლის დეფიციტის გამო, რომელთაგან უმეტესობა 5 წლამდე ასაკისაა.
გარდა ამისა, განვითარებად ქვეყნებში წყლის მოსატანად უმეტესად ქალები
დადიან, ასევე გოგონებიც, რაც მათ განათლების მიღების შესაძლებლობას
უზღუდავს.
 რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, მათგან უმთავრესი გლობალური
დათბობაა. ასევე, მიწებს სწრაფი გამოფიტვა და გაუდაბნოება, რომელიც საფრთხეს
უქმნის ხმელეთის 1/4-ს. აღნიშნული პრობლემა მოსახლეობის რეკორდული ზრდის
შედეგია. გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობა უფრო მეტ საკვებ რესურს მოითხოვს,
რაც ზრდის კიდეც მიწების გამოფიტვისა და გაუდაბნოების შანსებს. სწორედ ამიტომ,
ყოველი წლის 17 ივნისს აღინიშნება მსოფლიო გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღე,
რომლის მიზანი გაუდაობნოების ტემპის შემცირებაა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც,
რომ ყოველ 20 წელიწადში მტკნარ წყალმე მოთხოვნა ორმაგდება, რაც გამოწვეულია
არამარტო მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, არამედ ცხოვრების დონის
ამაღლებითაც. მაგალითად, მეოცე საუკუნეში ადამიანთა რაოდენობა გაორმაგდა,
ხოლო წყალზე მოთხოვნა 6-ჯერ გაიზარდა
 პირველ რიგში, აუცილებელია გლობალური დათბობის ტემპის შემცირება, ისევე
როგორც გაუდაობნოების ტემპისა. რესურსები უნდა მოვიხმაროთ უფრო
ეფექტიანად და არ მოხდეს მათი უაზრო ფლანგვა. ამ პრობლემაზე აქტიურად
მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელიც ავტორია
მთელი რიგი სტანდარტებისა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში.
გამოყენებული ლიტერატურა:

 https://www.isoconsulting.ge/single-post
 https://www.worldwildlife.org/threats/water-scarcity

You might also like