You are on page 1of 6

5.

ნიადაგის მოხვნის სისტემები


ნიადაგი ერთ ერთი ყველაზე ღირებული ბუნებრივი რესურსია. ნიადაგის
მენეჯმენტი ექვსი ნაწილისაგან შედგება: მოხვნის სწორი რაოდენობა და
წესი,ორგანული ნივთიერებების შენარჩუნება, მცენარეებისათვის აუცილებელი
საკვები რესურსის შენარჩუნება, ნიადაგის დაბინძურების თავიდან აცილება, სწორი
მჟავიანობის შენარჩუნება და ეროზიის კონტროლი. მსოფლიოს რესურსების
ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით დედამიწის სავარგულების 38%-ზე ნიადაგის
ეროზიის სისწრაფე აჭარბებს მისი ფორმირების სისწრაფეს. 2005 წელს ჩინეთის
მთავრობამ დაადგინა, რომ მიწის 1/3-ზე მეტი ეროდირებულია, რაც სერიოზულ
საფრთხეს უქმნის ქვეყნის სოფლის მეურნეობას. ინდოეთში ეროდირებული მიწის
ფართობი აღემატება კანადისა და აშშ-ს ფართობებს ერთად. აფრიკაში სოფლის
მეურნეობისათვის ვარგისი მიწის 3/4 -ს მიწის ზედა ფენა დეგრადირებულია, რაც
შიმშილობის ისედაც მძიმე პრობლემას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.

ნიადაგის ეროზია ნიშნავს ნიადაგის კომპონენტების (საფენი და მიწის ზედა ფენა)


გადაადგილებას ერთი ადგილიდან მეორეზე ქარისა და წყლის საშუალებით.
როდესაც ნიადაგის ზედა ფენის ეროზია კვლავწარმოქმნაზე სწრაფად მიმდინარეობს,
ის არაგანახლებად რესურსად გარდაიქმნება.

ეროზიას ორი უარყოფითი შედეგი აქვს. ერთია ნიადაგის ნაყოფიერების დაკარგვა


ნიადაგის ზედა ფენაში მცენარეთა საკვები ნივთიერებების დაკარგვის შედეგად და
მეორეა წყლის დაბინძურება ზედაპირის ახლოს ეროდირებული სედიმენტებით.

ზოგი ანალიტიკოსი მიუთითებს, რომ ნიადაგის ეროზიის მაჩვენებლები


გადაჭარბებულია, ვინაიდან არაა გათვალისწინებული ადგილობრივი ფერმერების
შესაძლებლობა აღადგინონ დეგრადირებული ნიადაგები. FAO-ს მონაცემებით, მიწის
ეროდირებული ზედა ფენა როგორც წესი, შორს არ მიდის და დეპონირდება იგივე
ფერდობზე, ხეობაში, ან დაბლობზე, საიდანაც ის მოვიდა. ამგვარად, ერთ ადგილას
შემცირებული მოსავლიანობა შეიძლება კომპენსირდეს სხვა ადგილას გაზრდილი
მოსავლით.

მსოფლიოს მთავარი აგრარული ქვეყნებიდან მხოლოდ აშშ ახერხებს ნიადაგის


დანაკარგის თავიდან აცილებას იმით, რომ კულტურების დარგვისას არ არღვევენ
ნიადაგის სტრუქტურას და ამასთან არსებობს მთავრობის მიერ დაფინანსებული
ნიადაგის კონსერვაციის პროგრამები. 1985 წლიდან ფერმერები იღებენ სუბსიდიებს
იმისთვის, რომ 10-15 წლის განმავლობაში არ გამოიყენონ ეროდირებული ნიადაგი
სახნავ-სათესად და დათესონ იქ ზედა ფენის შემნახავი ბალახოვნები ან დარგონ
ხეები. 1985 წლის შემდეგ ამგვარი მიდგომების შედეგად აშშ სავარგულებზე 40%-ით
შემცირდა ნიადაგის ეროზია ეროზია. თუმცა ნიადაგის ეფექტური კონსერვაცია აშშ-ს
აგრარული ნიადაგების მხოლოდ ნახევარზე ხორციელდება.

ნიადაგის დაზიანების მიზეზები


გაუდაბნოება

როდესაც მშრალი (არიდული ან სემიარიდული) მიწების პროდუქტიულობის


პოტენციალი 10%-ით ან მეტად ეცემა, იწყება გაუდაბნოება, ანუ
დესერტიფიკაცია.გაუდაბნოების მიზეზია კლიმატის ცვლილების (რომელიც იწვევს
გვალვების გახანგრძლივებას) და ადამიანის აქტივობების კომბინაცია, რომელიც
ამცირებს ან აზიანებს ნიადაგის ზედა ფენას. პროცესი შეიძლება იყოს ზომიერი
(პროდუქტიულობის 10-25%-ით შემცირება), მწვავე (25-50%-იანი შემცირება) ან
ძალიან მწვავე (50%-ზე მეტად შემცირება). ექსტრემალურ პირობებში გაუდაბნოებას
მივყავართ უდაბნოს ფორმირებამდე.

ორი ქვეყანა, რომელიც უკვე განიცდის დიდ დანაკარგებს გაუდაბნოების გამო, არის
ჩინეთი და ნიგერია, რომლებიც თავის მხრივ აზიისა და აფრიკის ორი ყველაზე
დასახლებული ქვეყანაა. ბოლო 50 წლის განმავლობაში გაუდაბნოებამ საცხოვრებელი
ადგილიდან აყარა ათობით მილიონი ადამიანი ჩრდილოეთ და დასავლეთ ჩინეთში.
ნიადაგების უმეტესი ნაწილი ჩრდილოეთ ჩინეთში გამომშრალია. სატელიტური
ფოტოები აჩვენებს მშრალ შტორმებს, რომლებიც ფარავენ ერთ დროს პროდუქტიულ
მიწებს. გობის უდაბნო 240 კილომეტრით მიუახლოვდა პეკინს, რაც ქვეყნის
მმართველების სერიოზული შეშფოთების საგანია. ქალაქის დასაცავად ქალაქის
მესვეურები 1 მილიარდი მარადმწვანე ხისგან აპირებენ მწვანე კედლის გაშენებას.

ნიგერიაში, სადაც 135 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ხოლო საქონლის სულადობა 66 მლნ-
ს აღწევს, ქალის საშუალო ნაყოფიერება 5.9 ბავშვია. პროგნოზის მიხედვით,
მოსახლეობის რაოდენობა 2050 წლისთვის 299 მლნ-ს მიაღწევს. სწრაფად მზარდი
მოსახლეობა და საქონელი შეყუჟულია კიდევ უფრო მცირე ზომის ტერიტორიაზე,
რომელზეც მიმდინარეობს ინტენსიური ხვნა, გადაძოვება და ყოველივე ეს ბუნებრივ
ფაქტორებთან ერთად ტერიტორიას უდაბნოდ აქცევს.

არასწორი მორწყვა

მსოფლიოს მორწყვადი სავარულების 20% წარმოქმნის მსოფლიო მოსავლის 40%-ს.


თუმცა ირიგაციას უარყოფითი მხარეც აქვს. იმის გამო, რომ წყალი კარგი გამხსნელია,
ის ხსნის ნიადაგში არსებულ მარილებს და წყალთან ერთად მიაქვს ნიადაგისა და
ქვების ზედაპირზე. წყლის ის ნაწილი, რომელიც ნიადაგის სიღრმეში არ ჩაიჟონება,
ორთქლდება და ნიადაგის ზედაპირზე მარილების კრისტალებს ტოვებს.
ყოველწლიური მორწყვა მშრალი კლიმატის მქონე ქვეყნებში იწვევს მარილების
დაგროვებას ზედაპირულ შრეებში - ნიადაგის დეგრადაციის ფორმას, სახელად
დამლაშება, ანუ სალინიზაცია. ის ხელს უშლის კულტურების ზრდას, ამცირებს
მოსავლიანობას და შეუძლია მოკლას კიდეც მცენარეები.

გაეროს მონაცემებით მწვავე დამლაშების შედეგად მსოფლიოს სარწყავი


სავარგულების ერთ მეათედზე უკვე შემცირებულია მოსავლიანობა. ყველაზე
მწვავედ დამლაშების პრობლემა აზიაში, განსაკუთრებით ჩინეთში, ინდოეთში,
ეგვიპტეში, პაკისტანსა და ერაყში აღინიშნება.

ირიგაციასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემაა ჭარბი მორწყვა. ფერმერები


მიწას ზოგჯერ ძალიან ბევრი წყლით რწყავენ, რის შედეგადაც ჭარბი წყალი ნიადაგში
იჟონება, ხსნის სიღრმეებში არსებულ მარილებს და ზევით წევს წყლის ტაბელს.
მარილიანი წყალი ღრმად აღწევს მცენარეების ფესვებში, ამცირებს მათ
პროდუქტიულობას და უჟანგბადობით კლავს მათ.

ჩვეულებრივი მოხვნა
ჩვეულებრივი მოხვნა აგრარული საქმიანობის პრაქტიკაა, რომელსაც ღრმა
ისტორიული ფესვები აქვს და მეტ ნაკლებად განსხვავებული სისტემებით
მიმდინარეობდა სხვადასხვა ქვეყანაში. სისტემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ
თესვის წინ სხვადასხვა ტექნიკის საშუალებით ხდება ნიადაგის ზედა ფენის
ამობრუნება მთელ მინდორზე. მოხვნა ძირითადად ადრე გაზაფულზე და/ან
შემოდგომით ხდება. თანამედროვე სახნავ სისტემაში გამოიყენება მსხვილი
სახნისები ნაცვლად ადრინდელი გუთნებისა და ტექნიკა სულ უფრო უმჯობესდება.
თანამედროვე სისტემები მინდორზე მეტ მცენარეულ ნარჩენებს ტოვებენ, თუმცა
მაინც ვერ ჩაითვლება კონსერვაციულ ხვნად.

წარსულში, მიწის მოხვნის შემდეგ დარჩენილი მინდვრის ზედაპირზე პრაქტიკულად


აღარ იყო ნარჩენი მცენარეულობა. ამას სუფთა მოხვნა ეწოდება. იგივე ეფექტის
მიღწევა შეიძლება კონკრეტული კულტურების მოყვანის შემდეგაც. მაგალითად,
სოიოს აღების შემდეგ დარჩენილი ნარჩენების მოშორება მინდვრიდან ძალიან
ადვილია. მიწიდან ნარჩენების მოშორება და შიშველი ნიადაგის დატოვება მკვეთრად
ზრდის ეროზიის საშიშროებას. სწორ, ვაკე მინდვრებზე ნაკლებია წყლით ეროზიის
საშიშროება, თუმცა დიდია ქარისმიერი ეროზიის საფრთხე და პირიქით,
ფერდობებზე იზრდება ნიადაგის ზედაპირის წყლით ჩამორეცხვის საშიშროება.
თუ ნიადაგი არ მოიხვნება, ეროზია შემცირდება
ნიადაგის კონსერვაციამ იცის გზები, თუ როგორ შეიძლება ნიადაგის ეროზიის
შემცირება და ნაყოფიერების აღდგენა. ეს უმეტესად ხდება ნიადაგის
მცენარეულობით დაფარვის საშუალებით.

კონსერვაციული ხვნის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ამ გზით მცირდება


ნიადაგის ეროზია და უნარჩუნდება ტენიანობა. ფერდობის შემთხვევაში
მცენარეული ნარჩენები აკავებენ ჩამონადენი წყლის ნაკადს, ხოლო ვაკე ადგილას
ამცირებენ ქარის სიჩქარეს ნიადაგის ზედაპირთან ახლოს. შიშველი, მოხნული მიწის
ზედაპირი ეროზიის სერიოზული საფრთხის წინაშეა. ეროზიის დროს ნელა, მაგრამ
მუდმივად ხდება ნიადაგის ზედა, ნაყოფიერი ფენის მოშორება, რაც დროთა
განმავლობაში ამცირებს მოსავლიანობას.

ზედაპირული ნარჩენები ეფექტურად ამცირებენ ნიადაგის ეროზიას. ცნობილია, რომ


მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი მცენარეული ნარჩენები, რომლებიც 20-30%-
ით ფარავენ მინდორს, ეროზიას 50%-ით ამცირებს შიშველ მინდორთან შედარებით;
ხოლო მინდვრის 70%-იანი დაფარვა – 90%-ით.

მოხვნაზე უარის თქმა დიდად ამცირებს ნიადაგის ეროზიას. ბევრი ამერიკელი


ფერმერი იყენებს კონსერვაციულ ფერმერულ მეთოდებს, რაც გულისხმოს
სპეციალურ სახნავ და სათეს მანქანებს, რომლებიც ნიადაგის ზედა ფენას რაც
შეიძლება ნაკლებ ზიანს აყენებს თესვის დროს და ამავდროულად ცოტა ნარჩენებს
ტოვებს მინდორზე. ფერმერობის ასეთი მოუხნავი ან ნაკლებად მოხვნადი მეთოდი
საკმაოდ ზრდის მოსავლიანობას, ამცირებს გლობალურ დათბობას იმით, რომ
ნახშირბადს ინახავს ნიადაგში და ამცირებს წყლის, პესტიციდების და ტრაქტორის
საწვავის გამოყენების მასშტაბებს.

მიწის მოუხნავად კულტივაცია სწრაფად ვრცელდება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსა და


ავსტრალიაში. პოტენციურად ამ მეთოდით შესაძლებელია ეროზიის შემცირება და
მოსავლიანობის გაზრდა აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში. აქვე
უნდა აღინიშნოს, რომ კონსერვაციული მოხვნა პანაცეა არ არის. ის საკმაოდ ძვირიან
აღჭურვილობას მოითხოვს, უკეთ მუშაობს ზოგ ადგილას და არაეფექტურია სხვაგან,
კარგად მოქმედებს ზოგ კულტურაზე და ნაკლებად სხვაზე.

ნიადაგის ეროზიის შემცირების ზოგი მეთოდი


ნიადაგის ზედაპირის დაუზიანებლად მთის დამრეც ფერდობებზე კულტურების
მოყვანის ერთ ერთი მეთოდია ტერასები. ამ დროს ფერდობები გარდაიქმნება ფართო,
ერთმანეთზე მიჯრილ ტერასებად, რომლებიც კონტურზე მიუყვებიან ფერდობს. ეს
მეთოდი ყველა დონეზე აკავებს წყალს და ამცირებს ეროზიას იმით, რომ იცავს
წყლის ჩამონადენისგან.

თუ მიწის ზედაპირი მცირედ დახრილია, შესაძლებელია კონტურული მეურნეობის


ტექნიკის გამოყენება. ის გულისხმობს მოხვნას და კულტურების დარგვას კვლებში
მიწის დახრილობის პარალელურად. თითოეული კვალი წარმოადგენს პატარა საცავს,
რომელიც შეაკავებს ნიადაგის ზედა ფენას და შეანელებს წყლის ჩამორეცხვას.

არსებობს ზოლებში დარგვის მეთოდი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა


კულტურების ერთმანეთის მიჯრით დარგვას ისე, რომ მიწის მთელი ზედაპირი
დაიფაროს. მიწის სრული დაფარვის დროს ნიადაგის ზედა ფენა ადგილზე რჩება
მაშინ, როცა ის ეროდირდება კულტურების ფაშარად დარგვის შემთხვევაში.

კიდევ ერთი მეთოდია მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენების მინდორზე დატოვება, ან


კულტურის აღებისთანავე დამფარავი მცენარეების დათესვა, მაგალითად იონჯა ან
სამყურა.

ხეივნებში თესვა, ანუ აგრომეტყევეობა მოიცავს ერთი ან მეტი კულტურის დარგვას


ზოლებში ან ხეივნებში ჩრდილის მომცემ ხეებს ან ბუჩქებს შორის. ეს მეთოდი
ამცირებს წყლის აორთქლებას, ინარჩუნებს და ნელა გამოყენებადს ხდის მიწის
სინესტეს - კარგი პრევენცია გვალვების დროს. ხეები შეიძლება გამოყენებული იქნეს
სახილედ, შეშად, ან მისი ნარჩენები გამოყენებული იქნეს დამულჩვისათვის, როგორც
მწვანე სასუქი, ან ცხოველთა საკვებად.

ზოგი ფერმერი ნიადაგის ეროზისიაგან დასაცავად მინდვრის გარშემო ქარსაცავ


ზოლებს, ან საფარებს აკეთებს. ეს მეთოდი ეხმარება ნიადაგის ტენიანობის
შემარჩუნებაში, ზრდის მოსავლიანობას 5-10%-ით, ქმნის თავშესაფარს
ფრინველებისათვის, მავნებლების მჭამელი და დამმტვერავი მწერებისა და სხვა
ცხოველებისათვის. ერთ ერთი პრობლემა ისაა, რომ ფერმერები ხშირად არ ცნობენ
ნიადაგის ეროზიისგან დამცავ ამ ღონისძიებებს. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ
ყოველდღიურად უწევთ მრძოლა თვითგადარჩენისათვის ან მეტად აინტერესებთ
სწრაფი და მოკლევადიანი შემოსავალი მაშინაც კი, თუ მას გარემოს გრძელვადიანი
დეგრადაციის გამოწვევა შეუძლია.

ტექნიკა და მუშახელი
ტექნიკასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს საჭირო ტექნიკის შეძენას და
მუშახელის დაქირავებას, ვინც იცის ამ ტექნიკასთან ურთიერთობა. ტექნიკის
ხარჯებში შედის აგრეთვე დაზღვევა, შენახვა, შეკეთება-რემონტი და საწვავი. თუმცა
ეკონომია გაკეთდება მუშახელზე, ვინაიდან საგაზაფხულო და საშემოდგომო
სამუშაოები ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს.
მიუხედავად ამ შემცირებული ხარჯებისა, მიღებული მოგების ოდენობა რამდენიმე
ფაქტორზეა დამოკიდებული.ხვნის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს ნიადაგის ტიპი
და მდებარეობა.

მოუხნავი აგრარული პრაქტიკა საჭიროებს მეტ ყურადღებას ნიადაგის


პირობებისადმი და შეიძლება გამოუსადეგარი იყოს ისეთი მინდვრებისთვის, სადაც
რამდენიმე ტიპის ნიადაგია. მოუხნავი მინდვრების ნიადაგები როგორც წესი მეტად
ცივი და ტენიანია, ვიდრე მოხნული. როგორც წესი, მოუხნავი მინდვრებისთვის
ურჩევენ თესვის რამდენიმე დღით დაგვიანებას, თუმცა ამას შეიძლება მოყვეს თსვის
დროის გადაცდენა და შესაბამისად, ნაკლები მოსავლის მიღება.

როგორც წესი, თითქმის ყველანაირი მოხვნის სისტემა შეიძლება მოვარგოთ


მინდორს, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის შეთანწყობა გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ
მოუხნავი აგრარული პრაქტიკა შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. იმის მიუხედავად,
თუ რომელი სისტემა გამოიყენება, მთავარი მიზანი უნდა იყოს ნიადაგის
ნაყოფიერების შემარჩუნება.

You might also like