You are on page 1of 12

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის

ფაკულტეტი აგროინჟინერიის დეპარტამენტი

სასწავლო კური - ირიგაცია

ლექცია 1

შესავალი. სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის არსი და ძირითადი ამოცანები.


მელიორაციის განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა, რწყვა ძველად
საქართველოში და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. წყლის რესურსები და მისი გამოყენების
პერსპექტივები. ჰიდროტექნიკური მელიორაციის სახეები და მათი გამოყენების პირობები.
მორწყვითი, დაშრობითი, მლაშე ნიადაგების მელიორაციია და ბრძოლა წყლის მექანიკურ
მოქმედებასთან წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია. ნიადაგის ჰიდრო-ფიზიკური
თვისებები.

საგნის წამყვანი პედაგოგი პროფესორი ოლღა ხარაიშვილი

2021-2022 სასწავლო წელი


ლექცია 1

შესავალი. სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის არსი და ძირითადი ამოცანები.


მელიორაციის განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა, რწყვა ძველად
საქართველოში და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. წყლის რესურსები და მისი გამოყენების
პერსპექტივები. ჰიდროტექნიკური მელიორაციის სახეები და მათი გამოყენების პირობები.
მორწყვითი, დაშრობითი, მლაშე ნიადაგებთან ბრძოლის ღონისძიებები. წყლისმიერი და
ქარისმიერი ეროზია. ნიადაგის ჰიდრო-ფიზიკური თვისებები.

სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის არსი და ძირითადი ამოცანები.

სოფლის მეურნეობის დარგში ძირითადი ამოცანაა წარმოების ისეთი დონის მიღწევა,


რომელიც შესაძლებელს გახდის სავსებით დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მოთხოვნილებანი
სურსათზე, ხოლო მრეწველობისა – ნედლეულზე და უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფოს
ყველა საჭიროება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მხრივ.ამ საპატიო ამოცანის
გადაწყვეტა შესაძლებელია ბუნებრივ მოვლენათა შეცნობა-ახსნისა და პრაქტიკულ
გამოყენებაში აგრობიოლოგიური მეცნიერების საფუძველზე. აგრობიოლოგიურ
მეცნიერებათა სისტემაში კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სასოფლო-სამეურნეო
მელიორაციას ეკუთვნის.
სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიზანს შეადგენს როგორც გამოუყენებელი
ფართობების გაუმჯობესება, ისე უკვე გამოყენებული ფართობების ნაყოფიერების გადიდება.
თვით ტერმინი „მელიორაცია“ წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან „melior“, რაც ნიშნავს
„უკეთესად“, და ამ შემთხვევაში, იხმარება როგორც „გაუმჯობესება“.ყოველ ცალკე
შემთხვევაში, გამოყენებული ღონისძიების მიხედვით, გაუმჯობესება შეიძლება იყოს
დროებითი ხასიათის, მოკლე ვადით, რომელიც დროგამოშვებით საჭიროებს ღონისძიების
განმეორებას ან, პირიქით, გაუმჯობესებას შეიძლება ჰქონდეს საკმაოდ ხანგრძლივი ხასიათი.
ყველა სახის გაუმჯობესება, ეხება იგი გამოუყენებელ თუ უკვე გამოყენებულ ფართობს,
მიწაში კაპიტალის ახალი დაბანდებით შეიძლება იქნეს მიღებული.მაგრამ კაპიტალი
შეიძლება მიწაში იქნეს ჩამაგრებული, მიწას შეუერთდეს ნაწილობრივ შედარებით მოკლე
ვადით, როგორც ამას ადგილი აქვს, როცა წარმოებს გაუმჯობესება ქიმიური თვისებისა,
მიწის გაპოხიერება და სხვა, ნაწილობრივ უფრო ხანგრძლივი ვადით, როგორც ამას ადგილი
აქვს საშრობი არხების გაყვანის, სარწყავი ნაგებობის მოწყობის და სხვა შემთხვევაში.
ეგრეთ წოდებული მუდმივი მელიორაცია, რომელიც ცვლის მიწის ფიზიკურ და
ნაწილობრივ ქიმიურ თვისებებს ისეთი ოპერაციებით, რაც კაპიტალის დახარჯვას იწვევს, და
რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც კაპიტალის შეერთება მიწასთან – ეს
მელიორაცია თითქმის ყველა მოასწავებს იმას: რომ განსაზღვრულ მიწის ნაკვეთს, მიწას
განსაზღვრულ შეზღუდულ ადგილზე ისეთი თვისებები მიეცეს, რომლებიც მეორე მიწას,
სხვა ადგილად, ხშირად სულ ახლო მდებარეს, ბუნებით აქვს. ერთი მიწა ბუნებით არის
მოშანდაკებული, მეორე ჯერ კიდევ უნდა იქნეს მოშანდაკებული; ერთს წყლის ბუნებრივი
სადენი აქვს, მეორისათვის ხელოვნური დრენაჟია საჭირო; ერთს ბუნებით აქვს ღრმა სახნავი
ფენა, მეორეზე იგი ხელოვნურად უნდა იქნეს გაღრმავებული; ერთ თიხნარ ნიადაგს ბუნებით
შერეული აქვს ქვიშის სათანადო რაოდენობა, მეორეზე ეს პროპორცია ჯერ კიდევ
ხელოვნურად უნდა იქნეს შექმნილი; ერთი მინდორი ბუნებრივად ირწყვის ან ლამით არის
დაფარული, მეორეზე კი ეს მიღწეული იქნებ შრომით ანუ კაპიტალის საშუალებით.
აღნიშნულ ღონისძიებათა ფართოდ გამოყენება და მელიორაციის განვითარება ძირითადად
არსებულ აგრო-ეკონომიკურ პირობებზეა დამოკიდებული. როდესაც მიწის ექსპლუატაციას
მოიჯარადე ეწევა, ცხადია, უკანასკნელი, ცოტად თუ ბევრად ხალისიანად მხოლოდ
მოკლევადიან გაუმჯობესებას მიმართავს, რათა იჯარის ვადის გასვლამდე დაიბრუნოს მის
მიერ გაწეული ხარჯები.
ამგვარად, სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია გულისხმობს აგრო-ეკონომიკურ და
ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსს, რომლის ამოცანას შეადგენს ამა თუ იმ ტერიტორიის
არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების (ნიადაგობრივი, კლიმატური, ჰიდროლოგიური)
ხანგრძლივი ვადით გაუმჯობესება სოფლის მეურნეობის წარმატებით განვითარებისათვის
და მტკიცე და მაღალის მოსავლის მისაღებად.
მელიორაციის ზოგიერთი სახე, განსაკუთრებით კი რწყვა, უძველეს დროიდანვეა
ცნობილი.მელიორაცია უნდა შეესაბამებოდეს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფორმებს,
მეურნეობის სპეციალიზაციის გათვალისწინებით (მარცვლეულობის, მევენახეობის,
მეხილეობის და სხვ.). ის მაქსიმალურად ხელს უნდა უწყობდეს სოფლის მეურნეობის ყველა
სახის სამუშაოს მექანიზაციის განვითარებას და შრომის ნაყოფიერების თანამიმდევრული
გადიდებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ამასთან ერთად, მექანიზებული უნდა
იქნეს თვით სამელიორაციო სამუშაოები.
მაგრამ მელიორაციის განვითარება შეუძლებელია მემცენარეობის დარგში მიღწეული
შედეგების გამოყენების გარეშე, რამდენადაც მელიორაციის საბოლოო მიზანია მცენარის
ზრდა-განვითარების პირობათა გაუმჯობესების გზით მოსავლიანობის გადიდება.
ნათქვამია: „სარწყავ და დამშრობ არხთა ქსელი მხოლოდ ჩარჩოა, რომელშიაც უნდა ჩავსვათ
მინდვრების, ბაღების, სათიბებისა და ტყეების სურათი“.
აქედან ცხადია, რომ მელიორაცია ვერ მოგვცემს ნაყოფიერ შედეგს აგრონომიისა და
აგრონომის მონაწილეობის გარეშე და სარწყავ რაიონში აგრონომის ნორმალური მუშაობაც
წარმოუდგენელია მელიორაციის გარეშე.
აგრონომის მოვალეობას შეადგენს – მელიორაციის მიღწევების გამოყენება და სოფლის
მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო მელიორაციული ღონისძიებებითა და
ნაგებობებით სარგებლობა.
სასოფლო-სამეურნეო ჰიდროტექნიკური მელიორაციის ძირითადი ამოცანები- ყოველი
ცალკე რაიონისათვის მელიორაციის საჭიროება განისაზღვრება როგორც მეურნეობრივი
მოთხოვნილებებით, ისე რაიონის ბუნებრივი პირობებით. ბუნებრივ პირობებს შეადგენს:
სინათლე, სითბო, წყალი, ჰაერი და საკვები ნივთიერება.
ადამიანის მიერ აღნიშნული ფაქტორების გამოყენებაზე დამოკიდებული მცენარის
ცხოველმოქმედება და მოსავლიანობა. მაგრამ, ადამიანი არა მარტო იყენებს ბუნებრივ
ძალებს, არამედ, ახდენს რა იგი გავლენას ბუნებრივ პირობებზე, ახორციელებს ღო-
ნისძიებათა მთელ სისტემას, რათა კულტურულ მცენარეს შეუქმნას საუკეთესო პირობები
მოსავლიანობის გადიდებისათვის. ამგვარ გავლენას ადამიანი ახდენს სხვადასხვა
ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად, ნიადაგის ტენიანობისა და ჰაერის
შეფარდების გაუმჯობესება რწყვის ან დაშრობის საშუალებით, მლაშე ნიადაგების
გამორეცხვა, წყლის მექანიკურ მოქმედებასთან ბრძოლა, ნიადაგის ზედაპირის მოსწორება
(მოშანდაკება), ამოძირკვა და სხვ.
ჩამოთვლილ ღონისძიებათა უმეტესი ნაწილი წყლის რეგულაციის საკითხს გულისხმობს და,
მათი განხორციელებისათვის აუცილებლად საჭიროებს საკმაოდ რთულ ტექნიკურ
მოწყობილობას (სარწყავ და დამშრობ ქსელს თავისი ნაგებობებით, ტერასებს და სხვ.) და
მათი გამოყენების ცოდნას.
სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია განსაკუთრებით განიხილავს აღნიშნული ჯგუფის
ღონისძიებებს, ე.წ. ჰიდროტექნიკურ ღონისძიებებს, და თვით საგანსაც, ხშირად „სასოფლო-
სამეურნეო ჰიდროტექნიკურ მელიორაციას“ უწოდებენ, ხოლო ჩვეულებრივ მოკლედ მას
„სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია“ ეწოდება.
1.2. მელიორაციის განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა-მელიორაცია
გამოყენებულია უძველესი დროიდან და იგი განიცდიდა როგორც განვითარებას, ასე
დაქვეითებას ამა თუ მი ქვეყნის სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობისა და მელიორაციული
ტექნიკის დონის მიხედვით. ჯერ კიდევ 10000 წლის წინათ ჩვენ წელთაღრიცხვამდე რწყვას
აწარმოებდნენ შუა აზიის მდინარე ტეჯენისა და მურგაბის რაიონებში. უხვი რწყვით,
აყვავებული მურგაბის რაიონი, არაბული და ინდური ლეგენდების მიხედვით, ცნობილი
იყო, როგორც ზღაპრული სამოთხის ადგილი. დაახლოებით ამავე დროიდან ცნობილია
ახლანდელი ამიერკავკასიის ტერიტორიაზე მეტად მაღალი მელიორაციული ტექნიკა.
მდინარე ტიგროსისა და ევფრატის რაიონებში, საკმაოდ დიდი ხნის წინათ, სარგებლობაში
ყოფილა ღია დამშრობის ქსელი, ხოლო 2000 წლის წინათ დახურულ დრენაჟსაც ჰქონია
ადგილი, სადაც სადრენაჟო მასალად თიხის მილები ყოფილა გამოყენებული.
ეგვიპტეში მელიორაცია წარმოიშვა დაახლოებით 4500 წლის წინათ ჩვენ წელთ-
აღრიცხვამდე. მდინარე ნილოსის დაბლობი ჭაობს წარმოადგენდა, რის გამოც მოსახლეობა
ცხოვრობდა მაღლობ ადგილებზე. ჭაობების დაშრობის შემდეგ განვითარდა რწყვა მეტად
რთული და მძლავრი სარწყავი სისტემების საშუალებით. ცნობილია იმდროინდელი 420 კმ
სიგრძის სარწყავი არხი და წყალსაცავი, რომლის ფართობი 1200 კმ2-ს უდრიდა, ხოლო
მოცულობა 3–4 მილიარდ მ3-ს. დაახლოებით 300 წლის წინათ ჩვენ წელთაღრიცხვამდე,
ძველმა მელიორაციულმა სისტემებმა დაშლა განიცადეს.
ინდოეთში ცნობილი იყო რწყვა ეგრეთ წოდებული ხელოვნური დატბორების საშუალებით
(5000 წლის წინათ). დიდი ისტორია აქვს მელიორაციას ჩინეთშიაც. ჩინეთის „დიდი არხის“
(რომლის ნაწილი ამჟამადაც მოქმედებს და რომლის სიგრძე 1280 კმ უდრის) მშენებლობა
დაწყებული იყო 605 წლის წინათ ჩვენ წელთაღრიცხვამდე, ხოლო დამთავრდა ჩვენი ჩვენ
წელთაღრიცხვის 1283 წელს, ე.ი. მშენებლობა 1888 წელიწადს გრძელდებოდა.
ჩინეთთან შედარებით მელიორაცია უფრო ახალია იაპონიაში. აქ დამახასიათებელია დიდი
რაოდენობის ფერდობების ხელოვნურად დატერასება.
მელიორაცია განვითარებული იყო კორეაში, ალჟირში, მექსიკაში და სხვა ადგილებში.
იტალიაში 389 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაშრობილი იყო ალბანის ტბა, ხოლო 312 წელს
დაიწყო 76000 ჰა ფართობზე პონტიის ჭაობის დაშრობა.
ინგლისში უძველესი დროიდანვე ცნობილი იყო მდელოების რწყვა ნიადაგის გათბობის
მიზნით. შედარებით გვიან ესპანეთში დ მასზე უფრო გვიან საფრანგეთში შემოღებული იყო
რწყვა.
მელიორაციის დარგში მეტად ჩამორჩენილი იყო მეფის რუსეთი. მელიორაციის
ორგანიზაციულად წარმოების დასაწყისად იქ 1817 წელი უნდა ჩაითვალოს, როდესაც
პირველად დაისვა საკითხი პეტერბურგის მიდამოების დაშრობის შესახებ.
13.რწყვა ძველად საქართველოში და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა.

აღმოსავლეთ საქართველოს მიწათმოქმედება უძველესი დროიდანვე რწყვასთან არის


დაკავშირებული. ამასთან, სარწყავი არხების მშენებლობა და საერთოდ, ირიგაციული
ტექნიკა ძველადაც მაღალ დონეზე მდგარა.
რწყვა თავიდანვე ნიადაგის ხარისხის ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებლად იყო მიჩნეული.
პროფესორ ნ.ნ. კეცხოველის გამოკვლევის მიხედვით, სარწყავ არხებთან ყოფილა და არის
დაკავშირებული ქართლში, მარნეულსა და გარე კახეთში ვენახი, ნიგვზნარი, თუთნარი და
ჭალის ტყის გარე არსებული სასარენი და საკაფნი.
სარწყავი არხების სიუხვე საქართველოში ყოველთვის იქცევდა გარეშე მკვლევართა
ყურადღებას.
სოფლის მეურნეობის განვითარებაში წყალს გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ეძლეოდა,
ამის დამადასტურებელია ის გარემოებაც, რომ წყლის მფლობელობის შესახებ მტკიცე
კანონებიც არსებობდა და ვახტანგ VI-ს კანონმდებლობაში ამ საკითხს სათანადო ადგილი
ჰქონდა დათმობილი.
მორწყვის საკითხ საქვეყნო მნიშვნელობა ჰქონდა და ამ საქმეს სათავეში თვით მეფე
ედგა.არხის მეთვალყურესაც კი (მერაბს) თვით მეფე ან ის პირი ნიშნავდა, რომელსაც მეფე
მიანდობდა.
საქართველოს ძველი სარწყავი არხების შესახებ მეტად მდიდარი და ძვირფასი მასალა
მოგვეპოვება, ხოლო ძირითად წყაროს წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის შესანიშნავი
შრომა – „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.იგი ხშირად ამა თუ იმ არხის გაყვანის მთავარ
ინიციატორს ასახელებს და იმ დროისათვის არხის მდგომარეობასაც აღწერს.მის ერთ-ერთ
საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს სოფ. წილკანის რუ, რომლის შესახებ ვახუშტი ბატონიშვლი
ამბობმ: „ტყვიალიანიდამ ისო წილკანელმა, იგ მამათაგანმან, წამოიღო ყავარჯნის თრევით
რუ, რომელსაც მოსდევდა უმუშაკოთ წყალი. და მიიღო წილკან და დის დღემდე. დაფლული
არს წმინდა ისო მუნ, ხოლო ირწყვის მინდორი ამისი რუთა მით და ნაყოფიერებს
ფრიად“.ისო წილკანელი იმ 13 (იგ) მამათაგანს ეკუთვნის, რომლებიც VI საუკუნეში მოღ-
ვაწეობდნენ. ამგვარად, წილკანის რუ გაყვანილი ყოფილა VI საუკუნეში და ის, როგორც ჩანს
XVIII საუკუნეშიც კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდა.აღწერს რა ახლანდელ მარნეულის
რაიონში მდინარე ბერდუჯის (დებედა) მნიშვნელობას, ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს,
რომ „კვალად ამოიღებენ რუთა და ირწყვიან ამიერ და იმიერ ველნი, სადაც ნაყოფიერებენ
ყოველთა მარცვალთა თესლნი...“. მდინარე ბერდუჯი ახლა ცნობილია მისგან გამომდინარე
სარწყავ არხთა მდიდარი ქსელით.
საქართველოში უძველესი დროიდან არსებული მდიდარი სარწყავი ქსელის ნაწილი
დროთა ვითარებამ გაანადგურა და უკვე დავიწყებულია, ხოლო ზოგ მათგანს რამდენიმეჯერ
განუცდია აღდგენის პროცესი და ჩვენამდიც მოუღწევია.ასეთი აღდგენის ერთ-ერთ
მაგალითს აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ახლანდელ მარნეულის რაიონში: „და ქციის
(მდინარე ხრამი) სამხრეთ ველი იყო უწყლო. გაიღო ჟდ მეფემან ვახტანგ (ვახტანგ VI) ძველი
რუ, და აწ ირწყვის მით და ნაყოფიერებს ფრიად“.
როგორც ვხედავთ, მეფე ვახტანგ VI მიერ აღდგენილი ყოფილა რაიონისათვის ერთ-ერთი
მეტად მნიშვნელოვანი ძველი არხი.
ვახტანგ VI-ს ეკუთვნის აგრეთვე მდინარე ქციიდან არხის გაყვანა ხუნანის ველის
მოსარწყავად, რომლის შესახებ თვით ვახტანგ VI ამბობს – „ქციის რუ ხუნანს წავიღე,
გაღმითად მოვრწყე ველანი“.ძველის არხის აღდგენის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს XIX
საუკუნეში გაყვანილი გარდაბნის არხი, რომლის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს,
რომ „ნაგებიდამ გაიღო ჟდ მეფემან ვახტანგ რუ მტკვრისაგან...“. ნაგების შესახებ ვახუშტი
ბატონიშვილი შემდეგ განმარტებას იძლევა – „კვალად იაღლუჯისა (მარნეულის რაიონშია)
აღმოსავლეთით და მტკვრის გაღმართ არს ბოსტან-ქალაქი, რომელი არს რუსთავი, ხოლო აწ
ნაგები“, ე.ი. ნაგები ძველად რუსთავად ყოფილა წოდებული, ცხადია სარწყავი რუს გაყვანის
გამო.ამიტომ უნდა ვიფიქროთ, ეს არხი არა ვახტანგ VI დროს, არამედ ბევრად უფრო ადრე
ყოფილა გაყვანილი.ამავე საკითხის შესახებ ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრება“
შემდეგს გადმოგვცემს: „ხოლო მან (მეფე თერდატ, 405 წ.) გამოიღო რუსთავი და აღაშენა
ეკლესია“.
ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არხი მეხუთე საუკუნეში უკვე გაყვანილი ყოფილა;
შემდეგში იგი განადგურებულა, ხოლო ვახტანგ VI (ჟდ) როგორც ეს მას არა ერთ–ხელ
გაუკეთებია სხვა ძველი არხების მიმართაც, აღუდგენია იგი; მაგრამ XIX საუკუნემდე მაინც
ვერ მიუღწევია და ათას რვაას სამოციან წლებში უკანასკნელად აღდგენილ იქნა რუსეთის
მეფის ხელისუფლების მიერ მარინეს არხის სახელწოდებით.
მეტად საინტერესოა თბილისი ზემოთ მდებარე საბურთალოს ველის მორწყვის საკითხი.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით საბურთალო ირწყვებოდა მდინარე ვერედან გამოყვანილი
არხით.ეს მომენტი საინტერესოა იმით, რომ მდინარე ვერე, რომელიც ახლა მის ხეობაში
მდებარე ბაღ-ბოსტნების რამდენიმე ჰექტარს ვერ აკმაყოფილებს, ოდესღაც საბურთალოსაც
უხვად აწვდიდა სარწყავ წყალს.ვახუშტი ბატონიშვილი აგვიწერს დღემდე არსებულ მდინარე
ტანადან გამოყვანილ დოესის რუს. აქვე მას მოყავს მდინარე ძამადან გაყვანილი წრომის
არხის აღწერილობა.მდინარე ქსნის ხეობაში ვახუშტი ბატონიშვილი აგვიწერს ამჟამადაც
არსებულ ქსოვრისისა და ქსნის რუს.ახლანდელი ტირიფონის არხის მოქმედების არეზე,
ტირიფონის ველზე, ვახუშტი ბატონიშვილი აგვიწერს მდინარე მეჯვდის მარცხენა
ნაპირიდან გაყვანის მეჯვდის რუს და მდინარე ლიახვიდან გაყვანილ მთელ რიგ სარწყავ
არხებს.
აღწერილია მდინარე ლიახვიდან მარჯვენა მხარეზე თამარის დროს გაყვანილი ორი რუ.
ერთი მათგანი, სალთვისის რუ, რომელსაც განუცდია განადგურება და ვახტანგ V მიერ (1658–
1975 წ.წ.) ყოფილა აღდგენილი.
ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, საკმაოდ მდიდარ სარწყავ ქსელს აკმაყოფილებდა
წყლით მდინარე იორიც.უფრო გვიან შეგროვილი მასალების საფუძველზე ს.ა. ვეისენგოვს
მოყავს XII საუკუნეში თამარის დროს არაგვიდან გაყვანილი თამარის არხის აღწერილობა. ამ
არხის სათავე ქალაქ დუშეთის ზემოთ, სოფელ ჟინვალთან იწყებოდა, იგი რწყავდა არაგვის
მარცხენა ნაპირზე შედარებით ვიწრო ზოლს, შემდეგ საგურამოს ველს, ავჭალის მინდვრებს,
გადადიოდა თბილისის ზემოთ და გარდაბნის ველს აღწევდა. არხის კვალი ამჟამად მხოლოდ
ზოგიერთ ადგილას არის შერჩენილი.
ძველად არსებული სამგორის არხის აღწერილობას იძლევა ალ. ლოსაბერიძე. არხი სოფ.
უჯარმის მახლობლად, ივრის მარჯვენა ნაპირიდან იღებდა წყალს. XVIII საუკუნის დამლევს
მეფე ერეკლეს ბრძანებით ამ არხის აღდგენა დაუწყიათ, მაგრამ 1795 წელს საქართველოში
მტრის შემოსევის გამო, მუშაობა შეჩერებულა და მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევარში
ყოფილა აღდგენილი. შემდეგში ეს არხი ისევ გაუქმებულა სათავო უბნის დაზიანების გამო.
ამჟამად აქ გაყვანილია სამგორის ზედა და ქვემო მაგისტრალური არხი.
XII საუკუნეშივე მდინარე ალაზნიდან გაყვანილი ყოფილა ალაზნის ძველი არხი, რომლის
კვალი ალაგ-ალაგ ეხლაც კარგად ჩანს. ამ არხის ადგილი დაიკავა ალაზნის ახალმა არხმა.
1938 წელს თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ (ალ. მამულაშვილი)
ჩატარებული მუშობის შედეგად ალაზნის მარცხენა მხარეს აღმოჩენილია ძველი სარწყავი
არხის (გრემის არხი) კვალი.ეს არხი თავისი მოცულობით შედარებით პატარაა, მაგრამ მეტად
რთულია და თითქმის ყველა სახის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მქონე, წყალს მდინარე
ლოპოტიდან (სოფ. ნაფარეულთან) იღებდა და გრემის მინდვრებზე გადმოდიოდა.ამ არხსაც
ადგილობრივ თამარ მეფის არხს უწოდებენ, ხოლო ოფიციალურად ცნობილია გრემის არხის
სახელწოდებით.
ამ არხის დანიშნულება ყოფილა, აგრეთვე, ძველი სატახტო ქალაქის გრემი წყლით
მომარაგებაც.
საქართველოს სარწყავი ქსელის შესახებ საკმაოდ მდიდარ მასალას იძლევა „საქართველოს
სიძველენი“, რაც ადასტურებს ქსელის სიხშირეს შიდა და ქვემო ქართლში და ნაწილობრივ
საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარზე.
აღნიშნული მასალების მიხედვით ალაზნისა და ივრის შესართავში, სადაც ეხლა წყლის
ნაკლებობას აქვს ადგილი, ძველად საკმაოდ მდიდარი ქსელი ყოფილა, ხოლო 1764 წელს
მეტად დიდი მოცულობის ღრმა არხს ერეკლე II-ის ჯარიც კი შეუჩერებია საქართველოს
საზღვრებიდან მტრის განდევნის დროს.სარწყავი არხის ნაშთს ჩვენ ვხვდებით საქართველოს
ერთ-ერთ უძველეს ცენტრში – სამშვილდეში, ახლანდელ თეთრი წყაროს რაიონში;
ზემო ქართლშიც მორწყა არა ნაკლებ გავრცელებული ყოფილა და არსებული მასალების
მოწმობს, რომ უკვე XVI საუკუნეში საკმაოდ მდიდარი სარწყავი ქსელით სარგებლობდნენ
ახლანდელ ახალციხის რაიონში. ასე, მაგალითად, ს. ჯიქიას მიერ თურქულიდან თარგმნილი
„გურჯისტანის ვილიაეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, XVI საუკუნეში თურქების მიერ
ჩატარებული აღწერის დროს აღნიშულია მდინარე ბორბოლას წყლით სარგებლობა
ვენახებისა და ბაღების მოსარწყავად და სხვ
1.4.წყლის რესურსები და მისი გამოყენების პერსპექტივები.-საქართველოს წყლის
რესურსების თავისებურებანი განპირობებულია გეოლოგიური და კლიმატური პირობებით.
მდინარეთა ქსელის სიხშირე ტერიტორიულად თანაბრად არ არის განაწილებული ზოგადად
დასვლ-ეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ნალექების შემცირებასთან ერთად ქსელის
სიხშირე მცირდება დასავლეთ საქაართველოში სიხშირის საშუალო სიდიდე 1,07კმ/კმ 2-
ია ,აღმოსავ-ლეთში- 0,68კმ/კმ2.საშუალო წლიური ჯამური ჩამონადენი, რომელიც უშუალოდ
საქარველოს ტერიტორიაზე ფორმირდება, 52,7 კმ3-ს შეადგენს. ჩამონადენის დაახლოებით
410 კმ3 მიწისქვეშა წყლების წილზე მოდის. გარდა ამისა, მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის
საშუალოდ 8,68 კმ3 წყალი წელიწადში, აქედან მტკვრისა და ჭოროხის საშუალებით
თურქეთიდან შემოდის 7,75 კმ3 წყალი.

მთლიანად, საქართველოს მტკნარი წყლის რესურსები

1.ზედაპირული ჩამონადენი 31,1%


2. მყინვარები 30,1%
3. მიწისქვეშა ჩამონადენი 21,7%
4. ტრანზიტული ჩამონადენ 8,68%
5. წყალსაცავები 3,175%
6. სხვა 2,635%
7. ჭაობები 1,890%
8. ტბები 0,723%
სულ 100%

მტკნარი წყლის ეს რესურსები წარმოადგენენ განახლებად რესურსებს, რომლებიც


ატმოსფერული ნალექების ხარჯზე ფორმირდებიან, ხოლო მყინვარებში მოქცეული წყლის
მარაგის 96% წარმოადგენს საუკუნოვან მარაგს, რომელიც არ მონაწილეობს წყლის
ყოველწლიურ წრებრუნვაში.

საქართველოში 26060 მდინარეა და მათი საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათას კმ-ს


შეადგენს. , შავი ზღვის აუზის მდინარეების რაოდენობაა 18109, კასპიის ზღვის აუზის 7951.
მდინარეთა ქსელის სიხშირე ტერიტორიულად თანაბრად არ არის განაწილებული.
დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ნალექების შემცირებასთან ერთად, ქსელის
სიხშირე მცირდება. დასავლეთ საქართველოში სიხშირის საშუალო სიდიდე 1,07 კმ/კმ2-ია,
აღმოსავლეთ საქართველოში -0,68 კმ/კმ2.

საქართველოს მდინარეთა წყლის რესურსები შედგება ადგილობრივად ფორმირებული და


მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ჩამონადენისაგან. საქართველოს ტერიტორიაზე
ტრანზიტული წყალი შემოდის თურქეთიდან-დებედით. საქართველოს მდინარეთა წყლის
რესურსები ტრანზიტული ჩამონადენის გათვალისწინებით 61,45 კმ3-ს შეადგენს. დასავლეთ
საქართველოს წყლები ჩაედინება შავ ზღვაში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს წყლები,
კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანის და რუსეთის ტერიტორიების გავლით. ამასთან ერთად,
დასავლეთ საქართველოს მდინარეთა წყლის საერთო რესურსი 3,5-ჯერ აღემატება
აღმოსავლეთ საქართველოს წყლის რესურსს.

საქართველოს ფარგლებში ყველაზე უხვწყლიანი მდინარეა რიონი, რომლის საშუალო


წლიური ჩამონადენი -12,66 კმ3-ია. მას მოსდევს მდ. მტკვარი (საქართველოს ფარგლებში) _
9,39 კმ3; ჭოროხი - 8,73 კმ3, ენგური -6,04 კმ3, კოდორი -3,94 კმ3.

მდინარეთა წლიური ჩამონადენი წლის განმავლობაში არათანაბრადაა განაწილებული.


ჩამონადენის შიგაწლიურ მსვლელობას განსაზღვრავს კლიმატური ფაქტორები, პირველ
რიგში, ნალექები, ჰაერის ტემპერატურა და აორთქლება, წყალშემკრები აუზის რელიეფი,
გეოლოგიური აგებულება, ნიადაგის და მცენარეული საფარის ხასიათი და სხვ.

მდინარეთა საზრდოობის წყაროებისა და ჩამონადენის დროში განაწილების, ჩამონადენის


სიდიდისა და მასზე ბუნებრივი ფაქტორების გავლენის მიხედვით, საქართველოს
ტერიტორიაზე პირობითად შეიძლება გამოიყოს ოთხი ძირითადი რაიონი:

1.კოდორ-ენგურის ზემო წელის რაიონი, სადაც მდინარეები, ძირითადად, მყინვარული


წყლებით საზრდოობენ. გაზაფხულის ჩამონადენი წლიური ჩამონადენის 25%-ს აღწევს.

2.შავი ზღვისპირა -ალაზნის რაიონი, სადაც მდინარეებს შერეული საზრდოობა აქვთ.


გაზაფხულის ჩამონადენი წლიური ჩამონადენის 25-50%-ს შეადგენს.

3.მტკვარ-იორის -მდინარეებს აქვთ შერეული საზრდოობა; გაზაფხულის ჩამონადენი


წლიური ჩამონადენის 26,75%-ს შეადგენს.

4.ტბიან-წყაროებიანი რაიონი -მდინარეებს აქვთ შერეული საზრდოობა; გაზაფხულის


ჩამონადენის 26,50%-ს შეადგენს.
საქართველო პატარა ტბების ქვეყანაა-860 ტბაა. ტბების წყლის რესურსები სამრეწველო
წყალ-მომარაგებისა და მოსახლეობის წყალმოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად
თანამედროვე პერიოდში უმნიშვნელოდ გამოიყენება. ვინაიდან, ტბის წყლის ყოველწლიური
განახლება უმნიშვნელოა, (არ აღემატება 1,5%-ს), ამიტომ ტბები, ძირითადად, გამოიყენება
ტრანსპორტის, თევზის მეურნეობისა და რეკრეაციული მიზნებისთვის. საქართველოს
ტბების სარკის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 170 კმ2-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მთელი
ტერიტორიის 0,24 %-ია.

საქართველოს წყალსაცავებში აკუმულირებულია წყლის რესურსების მნიშვნელოვანი


ნაწილი. დღეისათვის ექსპლუატაციაშია 44 წყალსაცავი, თითოეული მოცულობით 0,5 მლნ.მ3
და მეტი. მათი საერთო მოცულობა-3,32 კმ3-ს შეადგენს,ყოველწლიურად განახლებადი
სასარგებლო მოცულობა -2,27 კმ3-ს.

მიწის ქვეშ იმყოფება წყლის რესურსების დიდი ნაწილი (თითქმის იმდენივე, რაც მსოფლიო
ოკეანეში) ყველა სახის მიწისქვეშა წყალი პირობითად იყოფა ყოველწლიურად განახლებად
(დინამიკურ) და საუკუნოვან (სტატიკურ) წყლებად. დინამიკური მიწისქვეშა წყლების მარაგი
შეადგენს 12 000 კმ3-ს. ეს არის ე. წ. აქტიური წყალგაცვლის ზონა, რომელიც ამოდის მიწის
ზედაპირზე წყაროების, ნაკადულების, ორთქლის წყლის შადრევნების-გეიზერების სახით,
ანდა დრენირდება მდინარეების მიერ და საბოლოო ჯამში, ქმნიან მდინარეთა ჩამონადენის

ჭაობებს მიეკუთვნება ჭარბტენიანი, ამოუშრობი ფართობები, რომლებიც დაფარული არიან


არაუმცირეს 30 სმ ტორფის ფენით. ტორფს თავისი სტრუქტურის მეშვეობით უნარი აქვს
დააკავოს წყლის დიდი რაოდენობა ,ამიტომ ისინი გარკვეულ როლს თამაშობენ ტერიტორიის
ჰიდროლოგიური რეჟიმის შექმნაში. ამ წყლების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მათი
დაშრობის შემდგომ. ამას მოჰყვება უარყოფითი ეკოლოგიური ცვლილებანი _ ჭაობების
წყლების გამოყენება გაუმართლებელია.უახლოეს წარსულში საქართველოში ჭაობებს
მნიშვნელოვნი ფართობი ეკავათ, განსაკუთრებით კოლხეთის დაბლობზე. საკუთრივ
ტორფიანი ჭაობები საქართველოში ცოტა იყო, მაგრამ ჭარბტენიან მიწებთან ერთად მათი
ფართობი 256 ათას ჰექტარს შეადგენდა; აქედან, დასავლეთ საქართველოზე მოდიოდა 225
ათასი ჰექტარი.

საქართველოში სულ აღრიცხულია 734 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობი 511,12 კმ2-ია,
რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,73%-ს შეადგენს. მყინვართა უმეტესი ნაწილი
თავმოყრილია დასავლეთ საქართველოში.საქართველოს მყინვარების უმეტესობა პატარა
ზომისაა (1 კმ2). მყინვარები, რომელთა ფართობი 10 კმ2-ზე მეტია, წარმოდგენილია შემდეგი
მდინარეების აუზებში: მდ. ენგურის აუზში _ ჭალაათი (12,3 კმ2), ლეხზირი (35,8 კმ2),
ტვიბერი (24,7 კმ2), ხალდე (10,5 კმ2), ყვითლოდი (12,1 კმ2), ადიში (10,2 კმ2), ქვიში (19,3 კმ2)
და მდ. თერგის აუზში _ სუათისი (11,1 კმ2).

1.5 ჰიდროტექნიკური მელიორაციის სახეები და მათი გამოყენების


პირობები.მორწყვითი,დაშრობითი, მლაშე ნიადაგებთან ბრძოლის ღონისძიებები.

მელიორაციის სახესა და მოცულობაზე, ყოველ ცალკე შემთხვევაში, ძირითად გავლენას


ახდენს ბუნებრივი წყლის ბალანსის მდგომარეობა და დინამიკა.ამასთან დაკავშირებით
მელიორაციულ ღონისძიებათა გამოყენების მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ მელიორაციის
შემდეგი სახეები:
1. მორწყვითი მელიორაცია (ირიგაცია). მორწყვით მელიორაციას მივმართავთ იმ
შემთხვევაში, როდესაც ნიადაგში წყლის დაგროვების პროცესი გაცილებით სუსტია, ვიდრე
აორთქლება მცენარის მიერ და ნიადაგის ზედაპირიდან, როდესაც ნიადაგში ჭარბობს ჰაერი
და მინიმალურად იმყოფება წყალი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნიადაგში ხელოვნურად შეგვაქვს
წყალი, ანუ ვაწარმოებთ მორწყვას.
მორწყვითი მელიორაციის გავრცელების რამონს ახასიათებს ნიადაგის წყლის აღმავალი
დენის სიჭარბე, ზოგჯერ ზედა ფენებში ადვილად ხსნადი მარილების დაგროვება (ნიადაგის
დამლაშება) და ორგანული ნივთიერების შედარებით სწრაფი დაშლა. ქვენიადაგის წყალი აქ,
უმეტეს შემთხვევაში, დიდ სიღრმეზე მდებარეობს და ხშირად მდიდარია ადვილად ხსნადი
მარილებით.
მორწყვითი მელიორაციის ქვესახეს წარმოადგენს – მორწყვა ნიადაგის გასანოყიერებლად,
როგორც ხსნად მდგომარეობაში მყოფ, ისე წყალში მოლივლივე ნივთიერებით.
2. დაშრობითი მელიორაცია. ამ სახის მელიორაციას, პირიქით, მივმართავთ მაშინ,
როდესაც ჭარბობს ნიადაგში წყლის დაგროვების პროცესი და მინიმალურია მასში ჰაერი.
ასეთ ნიადაგებს ახასიათებს წყლის დაღმავალი დენა, ადვილად ხსნადი ნივთიერებების
ღრმად ჩარეცხვა, ორგანული ნივთიერების არასრული დაშლა და მისი დიდი რაოდენობით
დაგროვება, სხვადასხვა ინტენსივობით დაჭაობება და დამჟავება.
ქვენიადაგის წყალიც შედარებით ახლო მდებარეობს ზედაპირთან და ხელს უწყობს
დაჭაობებას.
3. მლაშე ნიადაგების გამორეცხვა. ამ სახის მელიორაციას მივმართავთ დამლაშებული
ნიადაგების გავრცელების ზონაში. მის საჭიროება იწვევს ნიადაგის ზედა ფენებში დიდი
რაოდენობით ადვილად ხსნადი მარილების არსებობა.
4. ბრძოლა წყლის მექანიკურ მოქმედებასთან. ზემოაღნიშნული შემთხვევების გარდა,
წყალი არახელსაყრელ გავლენას ახდენს ნიადაგზე უშუალო მექანიკური მოქმედებითაც.
ასეთ საზიანო მექანიკურ ზემოქმედებას ახდენს როგორც ზედაპირული, ისე ქვენიადაგის
წყლები. ფერდობზე ჩამონადენი ზედაპირული წყალი ადვილად იწვევს ნაღვარევის
წარმოშობას, დახრამვას, ნიადაგის ჩამორეცხვას. ასეთივე არახელსაყრელი გავლენა
ახასიათებს, ზოგიერთ შემთხვევაში, ქვენიადაგის წყლებსაც, რომლებიც დაქანებულ
ადგილებში ზოგჯერ ხელს უწყობს მეწყრის წარმოშობას. წყლის მექანიკური მოქმედება,
უმთავრესად, გავრცელებულია მთაგორიან ადგილებში, განსაკუთრებით კი ის ძლიერია
ატმოსფერული ნალექებით მდიდარ ადგილებში.
1.6.ნიადაგის ეროზია და მასთან ბრძოლის ღონისძიებები. მიწის ნიადაგური საფარის
მექანიკურ დაშლას და ჩამორეცხვას წყლის დინებით და მათი წვრილი ნაწილაკების
გაფანტვას და გატანას ქარის ზემოქმედებით, ნიადაგის ეროზია ეწოდება.
ნიადაგების (წყლისმიერი და ქარისმიერი) ეროზია

საერთოდ სოფლის მეურნეობაში არჩევენ ორი სახის ეროზიას - წყლისა და ქარისმიერს.


თავისმხრივ წყლისმიერი ეროზია იყოფა ზედაპირულ (მიწის ნიადაგური საფარის გარეცხვას
წყლის მრავალრიცხოვანი წვრილ-წვრილი ნაკადებით, რასაც ძირითადად ადგილი აქვს
სახნავ ფართობებზე) და სიღრმით ეროზიად (ღრმა და გრძივი ხრამების წარმოქმნა).
ნიადაგის ეროზიის ძირითად გამომწვევ მიზეზად უნდა ჩაითვალოს მიწის ფართობების
არაწესიერი დამუშავება და რწყვა, ტყის გაჩეხვა, დიდქანობიან ფართობებზე ქანობის
მიმართულებით სახნავი კულტურების თესვა და ა.შ.ნიადაგების ეროზიას მეტად დიდი
ზარალი მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის. სახელდობრ, წყლისმიერი ეროზიის შედეგად
ძლიერ მცირდება ნიადაგის ნაყოფიერი ჰუმუსისეული ფენის სისქე და მისგან გამომდინარე
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა. ქარისმიერი ეროზიაც ასევე დიდ ზიანს
აყენებს სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, რაც
გამოიხატება ნიადაგის ნაყოფიერი - ჰუმუსოვანი ფენის წვრილი ნაწილაკების გამოფიტვასა
და მათ უმიზნოდ გაფანტვაში. ქარისმიერი ეროზიის სედეგად ხშირად ადგილი აქვს მიწის
დიდი მასივების გამოქარვას (გამოფიტვას), რის გამოც ძალზე ძნელდება ან კიდევ ზოგ
შემთხვევაში შეუძლებელი ხდება, მათი ათვისება.

წყლისა და ქარისმიერი ეროზიის წარმოქმნის საწინააღმდეგოდ აუცილებელია მთელი რიგი


კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება. მაგალითად: ნიადაგის ჩამორეცხვისას დასაცავად
ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ფერდობების მოხვნა გარდიგარდმო, რაც ანელებს
ზედაპირულ ჩამონადენს და ხელს უწყობს ნიადაგის მიერ ნალექების სრულყოფილად
ათვისებას. ფერდობის გარდიგარდმო გატარებული ყოველი კვალი იცავს ნიადაგს
ჩამორეცხვისაგან და ამავე დროს ხელს უწყობს ტენის დაგროვებას ნიადაგში.

იმ შემთხვევაში, როდესაც ფერდობის გარდიგარდმო დამუშავება და სხვა აგროტექნიკური


ღონისზიებათა კომპლექსის გატარება საკმარისი არაა ნიადაგის ჩამორეცხვისაგან დასაცავად,
მიმარტავენ მასთან ბრძოლის სპეციალურ ჰიდროტექნიკურ წესებს, რაც ძირითადად
გულისხმობს სხვადასხვა სახის ტერასების მოწყობას.

ქარისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთ აუცილებელ ღონისძიებად მიჩნეულია


ქარსაცავი ზოლების მოწყობა, რომელიც უნდა მოეწყოს მინიმუმ 5 რიგად. რიგები
ერთიმეორისაგან მოშორებული უნდა იყოს არაუმეტეს 300 მ-ით. იმ რაიონებში სადაც
ძლიერი ქარები იცის, აუცილებელია გრეთვე თესვის წესებისა და ვადების ზუსტად დაცვა;
ფერდობებზე ხვნა-თესვა უნდა წარმოებდეს გარდიგარდმო, ჰორიზონტალების მიყოლებით,
ვაკეზე კი თესვა აუცილებელია მიმდინარეობდეს გაბატონებული ქარების მიმართულების
მართობულად.

1.7.ნიადაგის ჰიდრო-ფიზიკური თვისებები.

ნიადაგის ტენი წარმოადგენს მცენარისა და მოკროფლორის, მიკროფაუნისათვის


მისაწვდომი წყლის ძირითად წყაროს და ამოტომ იგი ნიადაგის ნაყოფიერების
განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამასთან, ნიადაგში წყალი
სხვადასხვა ძალების ზეგავლენით, არაერთგვაროვან მდგომარეობაში იმყოფება და აქედან
გამომდინარე, იცვლება მისი თვისებები, მოძრაობა ნიადაგში და მცენარისათვის
მისაწვდომობა
ნიადაგის მაქსიმალური ჰიგროსკოპიულობის განსაზღვრა-ნიადაგის უნარს, უწვრილესი
ნაწილაკების ზედაპირული დაჭიმულობის ძალით შთანთქას ჰაერიდან წყლის ორთქლი,
ნიადაგის ჰიგროსკოპიულობაა. ნიადაგის მაქსიმალური ჰიგროსკოპიულობაა, როდესაც
ნიადაგის ნაწილაკები მთლიანად იფარება წყლის მოლეკულათა შრით.
როდესაც ნიადაგი მოთავსებულია წყლის ორთქლით გაუჟღენთავ ჰაერში, ე.ი. როდესაც
ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა ნაკლებია 100%-ზე, მაშინ ნიადაგის ნაწილაკების
ზედაპირი მთლიანად არ იფარება წყლის მოლეკულებით.
ამ დროს ნიადაგის ჰიგროსკოპული წყლის რაოდენობა ცვალებადია და დამოკიდებულია
ჰაერის წყლის ორთქლით გაჟღენთვის ხარისხზე. თუ ნიადაგი მოთავსებულია წყლის
ორთქლით მაძღარ ატმოსფეროში, ე.ი. როდესაც ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 100%-ია,
ნიადაგი შთანთქავს წყლის იმ მაქსიმალურ რაოდენობას, რომლის შთანთქმაც მას შეუძლია.
ამ დროს ნიადაგის ნაწილაკები მთლიანად იფარება წყლის მოლეკულათა შრით. ამ
მდგომარეობას ეწოდება მაქსიმალური ჰიგროსკოპულობა.
მაქსიმალური ჰიგროსკოპულობა კანონზომიერად იცვლება ნიადაგის მექანიკური
შედგენილობის ცვალებადობასთან ერთად. რაც უფრო წვრილმარცვლოვანია ნიადაგი და
რაც უფრო მეტია მასში კოლოიდური ნაწილი, ჰუმუსი და თიხა, მით უფრო მეტია მისი
ზედაპირული არე, ზედა-პირული დაჭიმულობა და მეტია მისი მაქსიმალური
ჰიგროსკოპულობა.
ქვიშა-ნიადაგებში ის ტოლია 1÷2%-ის, თიხნარებში 3÷7%-ის, თიხებში 7÷10%-
ის.მაქსიმალური ჰიგროსკოპულობის სიდიდეზე მკვეთრ გავლენას ახდენს ნიადაგის
ბიცობიანობა და ადვილად ხსნადი მარილების არსებობა. მაგალითად, დამლაშებული თიხა
ნიადაგის ჰიგროსკოპულობა ჩარეცხვამდე იყო 27,0%, ჩარეც¬ხვის შემდეგ – 14,4%;
დამლაშებული მძიმე თიხნარი ნიადაგის ჰიგროსკოპულობა იყო ჩარეცხვამდე 16,5%,
ჩარეცხვის შემდეგ კი – 6÷7%
ნიადაგის მაქსიმალური მოლეკულური ტენის განსაზღვრა -ნიადაგის მაქსიმა-ლური
მოლეკულური ტენი შეეფარდება აპკისებური წყლის რაოდენობას და წარმოადგენს იმ წყლის
რაოდენობას, რომელიც ნიადაგის მაგარ ნაწილებთან მოლეკულური მიზიდვის ძალებით
არის დაკავშირებული.მაქსიმალური მოლეკულური ტენი ჭკნობის კოეფიციენტის ტოლია და
მცენარეს მისი გამოყენება არ შეუძლია.

You might also like