You are on page 1of 220

ნინო კელენჯერიძე

აგროქიმიის სალექციო კურსი

1
უაკ 631.8.
წინამდებარე სალექციო კურსი განკუთვნილია აგრარული ფა-
კულტეტის ძირითადი და დამატებითი სპეციალობია (minor) სტუ-
დენტებისათვის. სახელმძღვანელოში მოცემულია შემდეგი თეორი-
ული საკითხები: აგროქიმიის განვითარების ისტორია, კვლევის
ობიექტები, მეთოდები; მცენარის ქიმიური შედგენილობა და კვება,
ნიადაგის თვისებები სასუქების გამოყენებასთან დაკავშირებით; სა-
სუქების კლასიფიკაცია; ძირითადი მინერალური და ორგანული სა-
სუქების თვისებები, გამოყენების პირობები და სხვ.

რეცენზენტი: გოგოლა მარგველაშვილი - სოფლის მეურნეობის მეც-


ნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოფლის მეურნე-
ობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
რედაქტორი: ნელი კელენჯერიძე - სოფლის მეურნეობის აკადემიუ-
რი დოქტორი

ISBN 978-9941-484-81-0
 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
2019 წ.

2
1. აგროქიმიის საგანი და კვლევის მეთოდები

აგროქიმია სწავლობს მცენარის, სასუქის და ნიადაგის ურთი-


ერთმოქმედების კანონზომიერებას სასოფლო-სამეურნეო კულტუ-
რების კვების პროცესში.
აგროქიმიის მთავარი ამოცანაა ნივთიერებათა წრებრუნვის
შესწავლა მიწათმოქმედებაში. ამ წრებრუნვაში ადამიანის ჩარევის
ძირითადი საშუალებაა სასუქების გამოყენება. ნიადაგში მინერალუ-
რი სასუქების შეტანა საშუალებას გვაძლევს მოცემული მეურნეობის
ნივთიერებათა წრებრუნვაში შევიტანოთ მცენარისათვის საჭირო
საკვები ელემენტების ახალი რაოდენობა, ხოლო ნაკელისა და მცენა-
რეების სხვა ანარჩენების გამოყენებით შეიძლება განმეორებით გა-
მოვიყენოთ იგივე საკვები ელემენტები, რომლებიც შედიოდა მეურ-
ნეობის ტერიტორიაზე წინა წელს მიღებულ მოსავალში. ამის შედე-
გად საშუალება იქმნება აღვადგინოთ ნიადაგიდან მოსავლის მიერ
გატანილი საკვები ელემენტები და აგრეთვე მათი არასაწარმოო და-
ნაკარგები (გამოწვეული ქარისა და წყლისმიერი ეროზიით, ნიადა-
გის გამოტუტვისა და ატმოსფეროში აორთქლებით და ა. შ.). ამგვა-
რად, საჭიროა ნიადაგის ნაყოფიერების არა მარტო შენარჩუნება,
არამედ გაზრდაც.
აგროქიმიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ყოველთვის
იყო და არის მცენარის კვება. აგროქიმია მცენარის კვების პროცესში
შეისწავლის მასში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას, რადგან მისი
მიზანია, როგორც მოსავლის გადიდება, ასევე პროდუქციის ხარის-
ხის ამაღლება.
აგროქიმიის კვლევის პირველი ობიექტია მცენარე. მისი კვების
შესწავლისა და სასუქების გამოყენების რეგულირების დროს საჭი-
როა კულტურების ბიოლოგიური თავისებურების და მათი მოვლის
აგროტექნიკის გათვალისწინება.
აგროქიმიის მეორე ობიექტია ნიადაგი. ნიადაგში საკვები ელე-
მენტების შემცველობის დინამიკის შესწავლა, მათი მცენარისათვის

3
შესათვისებლობა, შეტანილი სასუქების გარდაქმნა ნიადაგში და მა-
თი გავლენა მცენარის თვისებებზე აგროქიმიის მნიშვნელოვანი ნა-
წილია.
აგროქიმიის კვლევის მესამე ობიექტია სასუქები, რომელთა
შედგენილობის, თვისებებისა და ეფექტურობის შესწავლით აგრო-
ქიმია დაკავშირებულია არა მარტო სასოფლო-სამეურნეო წარმოე-
ბასთან, არამედ ქიმიურ მრეწველობასთანაც, რადგან სასუქების ახა-
ლი სახეებისა და ფორმების წარმოების შესახებ დაკვეთას აძლევს
სოფლის მეურნეობა.
ამგვარად, სამი ძირითადი ობიექტი, რომელსაც სწავლობს აგ-
როქიმია, არის მცენარე, ნიადაგი და სასუქები, რომლებიც ერთმა-
ნეთთან დიალექტიკურ ურთიერთკავშირში იმყოფებიან და ზემოქ-
მედებას ახდენენ ურთიერთზე.
აგროქიმია შესაბამისი სასუქების გამოყენებით ახდენს მცენა-
რის კვების რეგულირებას, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებასა
და შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანო-
ბის გადიდებას.
მცენარეს, ნიადაგსა და სასუქებს შორის ურთიერთკავშირის
გავლენის შესწავლა აგროქიმიის თეორიულ საფუძველს წარმოად-
გენს. ამ ურთიერთკავშირის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გადავ-
წყვიტოთ სასუქების გამოყენების მრავალი პრაქტიკული საკითხი.
ეს საკითხებია: ცალკეულ კულტურებში სასუქების უფრო ეფექტუ-
რი ფორმების, დოზების, ძირითადი საკვები ელემენტების შეთანა-
წყობის, შეტანის რაციონალური წესებისა და ვადების შერჩევა. სასუ-
ქების გამოყენებისას, აგრეთვე საჭირო და აუცილებელია გავითვა-
ლისწინოთ ნიადაგის დამუშავების სისტემა, თესლბრუნვის ხასია-
თი, სარწყავი წყლით უზრუნველყოფის დონე. ამიტომ აგროქიმია
მჭიდრო კავშირშია ზოგად მიწათმოქმედებასთან, მემცენარეობასა,
მელიორაციასა და აგრეთვე სოფლის მეურნეობის წარმოების ორგა-
ნიზაციასა და ეკონომიკასთან, რადგან საბოლოო ჯამში სასუქების
გამოყენება და აგროტექნიკური ღონისძიებების შეფასება ხდება ეკო-

4
ნომიკური თვალსაზრისით.
აგროქიმია მიწათმოქმედების საფუძველია, რომელიც კომ-
პლექსურ მექანიზაციასა და მელიორაციასთან ერთად განსაზღვრავს
სოფლის მეურნეობის მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს. ამასთან,
ნიადაგში ამა თუ იმ საკვები ელემენტის შემცველობის გაზრდა სა-
სუქების შეტანით და მათი ხარჯვა მოსავლისათვის რიგი პროცესე-
ბის გავლენით რთულდება. კერძოდ, ადგილი აქვს საკვები ნივთიე-
რებების დაკარგვას ნიადაგის პროფილიდან გამორეცხვით ან გრუნ-
ტის წყლებში ჩარეცხვით, ატმოსფეროში აორთქლებით, ნიადაგის
წყლისა და ქარისმიერი ეროზიით. ამავე დროს, ზოგიერთი ელემენ-
ტი ატმოსფერულ ნალექებთან ერთად და მიკროორგანიზმების ცხო-
ველმყოფელობის შედეგად (აზოტი) გროვდება ნიადაგში.
მოსავლის ოდენობაზე ასევე დიდ გავლენას ახდენს ის ნივთიე-
რებები, რომლებიც მოსავლის სასაქონლო ნაწილში შედის და ნივ-
თიერებები, რომლებიც გადის მეურნეობის ფარგლებიდან, ხოლო
მოსავლის არასასაქონლო მასაში შემავალი საკვები ელემენტები რჩე-
ბა მეურნეობაში და გამოიყენება პირუტყვის საკვებად ან საფენად.
ამიტომ არის, რომ ნივთიერებათა წრებრუნვაში სასაქონლო პრო-
დუქციით გატანილი ელემენტების ნიადაგისათვის დავრუნებას აგ-
როქიმია აქცევს მეტ ყურადღებას, ვიდრე იმ ელემენტებს, რომლე-
ბიც რჩება მეურნეობაში და უბრუნდება ნიადაგს ნაკელის სახით.
ნიადაგში საკვებ ნივთიერებათა შემცველობის დინამიკას დი-
დი მნიშვნელობა აქვს მცენარეთა კვებისათვის. ეს განსაკუთრებით
ეხება აზოტს, ფოსფორს, გოგირდს. დიდი მნიშვნელობა აქვს ნია-
დაგში მცხოვრებ მიკროორგანიზმებს, სოკოებს და წყალმცენარეებს
ატმოსფეროს მოლეკულური აზოტის ფიქსაციაში, რითაც მდიდ-
რდება ნიადაგი ორგანული აზოტოვანი ნივთიერებებით და რომლე-
ბიც ამავე დროს წარმოადგენენ მცენარეთა კვების რეზერვს.
მიწათმოქმედების ქიმიზაცია, გარდა მინერალური და ორგა-
ნული სასუქებისა, აერთიანებს აგრეთვე, მცენარეთა დაცვის საშუა-
ლებებს - პესტიციდებს, რომელთა გამოყენება მართალია ევალებათ

5
მცენარეთა დაცვის სპეციალისტებს, მაგრამ აგრონომმა აუცილებ-
ლად უნდა იცოდეს მავნებლების ბიოლოგია და ბაქტერიულ და სო-
კოვან დაავადებათა გამომწვევი მიზეზები, რაც მნიშვნელოვანია მათ
წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებისათვის.
მეცნიერების ყველა დარგი ხასიათდება გამოკვლევის თავისე-
ბური ობიექტებით და მეთოდებით. აგროქიმიის ამოცანაა გამოიკ-
ვლიოს მცენარეში ნივთიერებათა ცვლა მათ კვებასა და მოსავლია-
ნობასთან კავშირში.
მცენარე საჭირო აუცილებელ საკვებ ელემენტებს ითვისებს ჰა-
ერიდან (ნახშირმჟავა გაზს) და ნიადაგიდან (აზოტის მინერალურ
შენაერთებს და ნაცრის ელემენტებს). მიუხედავად იმისა, რომ ნახ-
შირმჟავა გაზის კონცენტრაცია ნიადაგიდან ახლომდებარე ატმოს-
ფეროს ფენაში დიდი არაა (0,03%), მაინც თითქმის მუდმივია, ამი-
ტომ ფოთლებში CO2-ის შესვლა მიმდინარეობს ყოველგვარი დაბ-
რკოლების გარეშე. CO2-ის შეთვისება დამოკიდებულია როგორც გა-
რემო არის სინათლესა და ტემპერატურაზე, ისე მცენარის მიწისზე-
და ნაწილზე - ფესვთა სისტემაზე, რომელიც შთანთქავს წყალსა და
მასში გახსნილ საკვებ ნივთიერებებს არა მარტო ნიადაგის ხსნარი-
დან, არამედ მისი მაგარი ფაზიდანაც. საკვები ნივთიერებების საერ-
თო მარაგიდან ნიადაგი ძალზე მცირე რაოდენობით შეიცავს საკვებს
(1 %-მდე) მცენარისათვის შესათვისებელ მდგომარეობაში.
ნიადაგში მცენარისათვის შესათვისებელი საკვები ნივთიერე-
ბების რაოდენობა თავის მხრივ განიცდის ცვალებადობას და დამო-
კიდებულია მასში მიმდინარე მიკრობიოლოგიური და ქიმიური
პროცესების მსვლელობაზე, არის რეაქციაზე (pH), ტენის, აერაციისა
და სითბოს რეჟიმზე, აგრეთვე მცენარეებისა და მიკროორგანიზმე-
ბის მიერ შესაბამისი იონების შეთვისებაზე.
ნიადაგში მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებების და-
ნაკლისი შეივსება სასუქების შეტანით, მაგრამ არაა სავალდებულო
გავზარდოთ მასში ყველა დეფიციტური ელემენტის შემცველობა,
არამედ საჭიროა გავადიდოთ ძირითადი საკვები ელემენტების

6
(N,P,K) რაოდენობა მცენარისათვის შესათვისებელ ფორმაში, მათი
საჭირო თანაფარდობის დაცვით.
გარდა იმისა, რომ სასუქი მცენარეზე ქიმიური მოქმედების სა-
შუალებაა, ამავე დროს იგი მოქმედებს ნიადაგში მიმდინარე მიკრო-
ბიოლოგიური პროცესების ინტენსივობაზეც, სასუქები მოქმედებენ
ნიადაგის შთანთქმადობაზე, რეაქციაზე, ბუფერობაზე და აგრეთვე
მასში შესათვისებელი საკვები ნივთიერებების შემცველობასა და
ფიზიკურ თვისებებზე. ყოველგვარი სასუქის ზეგავლენით შესაძლე-
ბელია გაიზარდოს ნიადაგში ჰუმუსის შემცველობა.
იმის მიხედვით, თუ რა მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტას
ითვალისწინებს აგროქიმია, შესაბამისად არსებობს კვლევის მეთო-
დების 4 ჯგუფი: 1) ლაბორატორიული (ქიმიური, ფიზიკურ-ქიმიუ-
რი და ფიზიკური), მცენარეული, ნიადაგისა და სასუქების ანალიზი;
2) მცენარის აღზრდის ფიზიოლოგიური ექსპერიმენტები სპეცია-
ლურ პავილიონებში (სავეგეტაციო სახლებსა და სათბურებში); 3)
მინდვრის ცდების ჩატარება სასოფლო-სამეურნეო კულტურების
მიმართ სხვადასხვა კლიმატურ და ნიადაგურ ზონაში; 4) საწარმოო
ცდების ჩატარება დიდ ფართობებზე. მეთოდების 3 უკანასკნელი
ჯგუფი მიეკუთვნება ბიოლოგიურს. ჯგუფი საკითხებისა, რომლებ-
საც სწავლობს აგროქიმია, შეიძლება დავიყვანოთ ოთხ დიდ პრობ-
ლემამდე: მცენარეთა ფესვური კვება; ნიადაგის ნაყოფიერების ქი-
მიზმი; მიწათმოქმედებაში ნივთიერებათა წრებრუნვა და სასუქების
რაციონალურად გამოყენება. სასუქების გამოყენების მიზანია მცენა-
რის კვების გაუმჯობესებასთან ერთად მიწათმოქმედებაში ნივთიე-
რებათა წრებრუნვის გონივრული რეგულირება, ეს უკანასკნელი კი
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი და მყარი მოსავლის
მიღების საფუძველია.

7
2. აგროქიმიის განვითარების მოკლე ისტორია

ადამიანმა სასუქების გამოყენება დაიწყო უფრო ადრე, ვიდრე


შემუშავებული იქნებოდა მცენარის კვების თეორია. მაგალითად,
რომაელებისათვის ცნობილი იყო არა მარტო ნაკელის, არამედ მინე-
რალური სასუქების გამოყენების წესებიც. ფარაონისდროინდელ ეგ-
ვიპტეში შემუშავებულ იქნა მწვანე სასუქების გამოყენება. რომაელე-
ბის მიღწევები სოფლის მეურნეობის დარგში შეაჯამა პეტრუს კრიჩ-
ტიუსმა და 1240 წელს წიგნად გამოსცა.
ფრანგმა ბენარ პალისმა პირველმა გამოთქვა სწორი მოსაზრება
ნიადაგზე, როგორც მცენარისათვის საჭირო მინერალური ნივთიე-
რების წყაროზე. უფრო გვიან, 1629 წელს ჰოლანდიელმა ბოტანიკოს-
მა იოჰან ბატის ვან-ჰელმონტმა ექსპერიმენტით დაადგინა, რომ მცე-
ნარის კვებისათვის საკმარისი იყო მხოლოდ წყალი. მეჩვიდმეტე სა-
უკუნის ბოლოს ინგლისელმა მეცნიერმა უდვირდმა დაამტკიცა ვან-
ჰელმონტის შეხედულების სიმცდარე მცენარის კვებაზე.
1950 წელს, გლაუბერმა ცდით დაადგინა მცენარის კვებისათ-
ვის გვარჯილის აუცილებლობა. 10 წლის შემდეგ დიოგიმ - აზოტ-
მჟავაკალიუმის უდიდესი მნიშვნელობა მცენარისათვის, ხოლო გომ-
მა 1753 წელს სავეგეტაციო ცდების ჩატარებით დაამტკიცა კალიუ-
მის აუცილებლობა მცენარისათვის.
შვედმა სწავლულმა ვალერიუსმა წიგნში „აგრონომიული ქიმი-
ის საფუძვლები“, გამოთქვა მოსაზრება, რომ მცენარე ნაცრის ელე-
მენტებს იღებს ნიადაგიდან და ჰაერიდან.
ლავუაზიე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მცენარე მისთვის სა-
ჭირო მარილებს იღებს მინერალური სამეფოდან. ლავუაზიეს ეს მო-
საზრება ძალზე უახლოვდება მცენარის მინერალური კვების თეო-
რიას, რომელიც უფრო გვიან გამოთქვა ლიბიხმა.
მ.კ. ლომონოსოვმა 1773 წელს გამოთქვა ჰიპოთეზა მცენარის
ფოთლების მიერ ჰაერიდან ნივთიერების შეწოვის შესახებ.
1761 წელს შვედი სწავლული ვალერიუსი გამოთქვამს მოსაზ-

8
რებას, რომ მცენარე იკვებება ჰუმუსით.
მცენარის ორაგნული ნივთიერებით კვების შესახებ პირველად
აზრი გამოთქვა ინგლისელმა ქიმიკოსმა ჰემფრი დევიმ 1813 წელს
წიგნში „სასოფლო-სამეურნეო ქიმიის ელემენტები“.
მცენარის ჰუმუსოვანი თეორია საბოლოოდ ჩამოაყალიბა გერ-
მანელმა მეცნიერმა ალბერტ თეერმა. მან პირველად მსოფლიოში ჩა-
მოაყალიბა უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლა. გამოსცა წიგნი
„რაციონალური მიწათმოქმედების საფუძვლები“, რომელშიც გა-
მოთქვა თავისი ჰუმუსოვანი თეორია. თეერის აზრით მცენარე მის-
თვის საჭირო საკვებს ითვისებს ორგანული ნივთიერების სახით,
ხოლო მინერალური ნივთიერება მოქმედებს როგორც მასტიმული-
რებელი.
თეერისთვის ცნობილი იყო სენებეს და სოსიურის გამოკვლე-
ვები მცენარის მიერ ატმოსფეროს CO2-ის შეთვისების შესახებ, მაგ-
რამ მაინც ასკვნიდა, რომ თუ მცენარე ფესვებით ვერ მიიღებს ნახში-
რორჟანგს, მას არ შეუძლია განვითარება. ის ნახშირორჟანგის ძირი-
თად წყაროდ ჰუმუსს თვლიდა, ხოლო ატმოსფეროში არსებულს კი
დამხმარე მნიშვნელობას ანიჭებდა. თეერი უარყოფდა აზოტისა და
ნაცრის ელემენტების მნიშვნელობას მცენარისათვის. ის არ აფასებ-
და აზოტის შემცველობას ნიადაგში და ნაკელში. თეერის ჰუმუსოვა-
ნი კვების თეორია ბატონობდა მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე.
შემდეგ მან განიცადა კრიტიკა აგროქიმიის ფუძემდებლის - ფრანგ
მეცნიერ ჟ. ბუსენგოს და გერმანელ ი. ლიბიხის მიერ. ბუსენგომ პირ-
ველმა აღრიცხა ნივთიერებათა წრებრუნვა მიწათმოქმედებაში. ის
ანალიზს უკეთებდა თესლბრუნვაში შემავალ ყველა კულტურის მო-
სავალს, ნიადაგს და გამოყენებულ სასუქებს, გამოყავდა ნივთიერე-
ბათა წრებრუნვის ბალანსი, რითაც მივიდა დასკვნამდე, აზოტის
უდიდესი მნიშვნელობის შესახებ მცენარისათვის.
ბუსენგომ 1837 წელს დააყენა ცდები ქვიშის კულტურებზე. მან
დაადგინა, რომ მცენარეს შეუძლია ორგანული ნივთიერების გარეშე
განვითარება. ამით უარყო თეერის ჰუმუსოვანი თეორია და დაას-

9
კვნა, რომ უდიდეს მოქმედებას იჩენენ ის სასუქები, რომლებიც მეტ
აზოტს შეიცავენ.
საფრანგეთში მინერალური სასუქების გამოყენების დიდ პრო-
პაგანდისტად ითვლება ჟორჟ-ვალი. იგი ამტკიცებდა, რომ მინერა-
ლური სასუქები იძლევა არა მარტო დიდ ანაზღაურებას, არამედ
ითვლება ერთადერთ საშუალებად ნიადაგის ნაყოფიერების შესა-
ნარჩუნებლად. მან შეიმუშავა მინერალური სასუქების ეფექტურო-
ბის შესასწაავლად სპეციალური სქემა, რომელიც დღესაც ფართოდ
გამოიყენება.
მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში ცნობილი გახდა, რომ მცენა-
რემ ფესვებიდან უნდა მიიღოს ელემენტები: აზოტი, ფოსფორი, გო-
გირდი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და რკინა. მე-20 საუკუნეში
კი გაირკვა, რომ მცენარეს გარდა ზემოთაღნიშნული ელემენტებისა,
მცირე რაოდენობით ესაჭიროება ე.წ. მიკროელემენტებიც - ბორი,
მანგანუმი, თუთია, სპილენძი, მოლიბდენი და სხვ.
რუსეთის აგროქიმიის ფუძემდებლად ითვლება დ. მენდელეე-
ვი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მრავალი სი-
ახლე შეიტანა სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებში, როგორიცაა:
სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგროტექნიკა, აგრონომიული
ქიმია, მეცხოველეობა, მევენახეობა, ყველის წარმოების ტექნოლო-
გია, მაგრამ მას განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის მცენარის
კვების, სასუქების გამოყენების საკითხების შესწავლაში. მან პირ-
ველმა რუსეთში 1865 წელს დააყენა მინდვრის ცდა სასუქების ეფექ-
ტურობის შესასწავლად.
აგროქიმიის განვითარებაში დიდი დამსახურება მიუძღვის პ.
კოსტიჩევს, რომელმაც ნიადაგის და მცენარეების შესწავლის საფუძ-
ველზე შეიმუშავა შავმიწა ნიადაგების ნაყოფიერების გადიდების
ღონისძიება, შავმიწების მოსავლიანობის გადიდების მთავარ საშუა-
ლებად თვლიდა ბალახების თესვას.
პ. კოსოვიჩმა პირველმა შეისწავლა პარკოსანი მცენარეების მი-
ერ აზოტის შეთვისება, ასევე წყალმცენარეების აზოტის შეთვისების

10
გზები, მასვე ეკუთვნის თავისუფალი ფიქსატორების მიერ აზოტის
ფიქსაციის არსის გარკვევა.
დ. პრიანიშნიკოვი რუსეთის აგროქიმიური სკოლის ფუძემ-
დებლად ითვლება, მისმა შრომებმა აგროქიმიას მსოფლიო სახელი
მოუპოვა. მან შექმნა ფუნდამენტალური სახელმძღვანელო „აგროქი-
მია“.
კ. გედროიცმა დიდი მუშაობა ჩაატარა ნიადაგის შთანთქმითი
უნარიანობის შესწავლის მხრივ. ამ დარგში მოგვცა დასრულებული
მოძღვრება, რომელიც ნიადაგის ქიმიური მელიორაციის თეორიულ
საფუძვლად იქცა. ამ მოძღვრებით შესაძლებელი გახდა შემუშავებუ-
ლიყო მოსავლიანობის გადიდების ისეთი ღონისძიებები, როგორი-
ცაა: მჟავე ნიადაგების მოკირიანება, ბიცობი ნიადაგების მოთაბაში-
რება, ფოსფორიტის ფქვილის უშუალო სასუქად გამოყენება.
ქართველი მეცნიერებიდან აგროქიმიის განვითარების საქმეში
დიდი წვლილი მიუძღვით პ. მელიქიშვილს, შ. ცინცაძეს, დ. გედევა-
ნიშვილს, ა. მენაღარიშვილს, ი. სარიშვილს, გ. გოლეთიანს, ი. ნაკაი-
ძეს, მ. სამადაშვილს, ი. მარშანიას და სხვ.

11
3. მცენარის ქიმიური შედგენილობა

მცენარეში არსებული მრავალი ორგანული და მინერალური


ნაერთი შეიძლება რამოდენიმე ჯგუფად დავყოთ.
ნაერთების დიდი ნაწილი მცენარეში შედის ძალზე უმნიშვნე-
ლო რაოდენობით. ასეთებია ცილა-ფერმენტი, ნუკლეინის მჟავები,
ვიტამინები და სხვა. ისინი მცენარის სასიცოცხლო პროცესებში
მნიშვნელოვნ როლს ასრულებენ.
მცენარეში არსებული ისეთი ორგანული ნივთიერებები, როგო-
რიცაა ცელულოზა, ჰემიცელულოზა, ლიგნინი სინთეზირდება საყ-
რდენი და მფარავი ქსოვილების შესაქმნელად, ამიტომ ისინი მცენა-
რის ჩალაში, მერქანში, თესლის კილში, მცენარის ბოჭკოში მნიშვნე-
ლოვანი რაოდენობითაა წარმოდგენილი.
მცენარის ორგანული ნივთიერების ნაწილი გროვდება მხო-
ლოდ მცენარის გარკვეულ ორაგნოებში (თესლში, ნაყოფში, ფესვში,
ტუბერებში) და წარმოადგენს სამარაგო ნივთიერებას. ასეთებია სა-
მარაგო ცილები, ცხიმები, სახამებელი, შაქრები.
ზოგიერთ მცენარეს ორგანული ნაერთების სინთეზის უნარი
გააჩნია. ესენია: ალკალოიდები, ეთერზეთები, ფისები, გლიკოზიდე-
ბი, კაუჩუკი, სხვადასხვა ფერმენტი, ჰიდროარომატული ნივთიერე-
ბები. მცენარის შედგენილობაში შედის აგრეთვე მრავალი მინერა-
ლური ნივთიერება.
მცენარე შედგება მშრალი ნივთიერებისა და წყლისაგან, მშრა-
ლი ნივთიერება კი - ორაგნული და მინერალური ნაერთებისაგან.
მცენარეში საშუალოდ 80-95 % წყალია, ხოლო 5-20 % მშრალი ნივ-
თიერებაა. წყალმცენარეები მეტ წყალს შეიცავენ ხმელეთის მცენარე-
ებთან შედარებით.
წყლისა და მშრალი ნივთიერების შემცველობა მცენარეში, მის
სხვადასხვა ორგანოში იცვლება მცენარის სახეობის, ასაკის, ფიზიო-
ლოგიური მდგომარეობისა და მცენარის მოშენების პირობების მი-
ხედვით, აგრეთვე - დღე-ღამის განმავლობაშიც.

12
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მშრალ ნივთიერებაში სა-
შუალოდ შედის: ნახშირბადი 42-45%, ჟანგბადი - 40-42 %, წყალბადი
- 6-7 %, ამ სამი ელემენტის ხარჯზე მოდის მთელი მშრალი ნივთიე-
რებების 90-94 %. მშრალი ნივთიერების დანარჩენი ნაწილია აზოტი
და ნატრიუმი, მშრალი ნივთიერების დაწვის შედეგად რჩება უწვავი
- ნაცარი.
მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში ცნობილი გახდა, რომ
მცენარის ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა: ნახშირბადი,
ჟანგბადი, წყალბადი, აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგ-
ნიუმი და რკინა; ეს ელემენტები, რკინის გამოკლებით, მნიშვნელო-
ვანი რაოდენობით შედის მცენარის შედგენილობაში. მათი შემცვე-
ლობა მშრალი მასის წონიდან პროცენტის მეასედიდან რამოდენიმე
პროცენტს შეადგენს და ამ ჯგუფის ელემენტებს მაკროელემენტები
ეწოდება.
მეოცე საუკუნის დასაწყისში კი დაადგინეს, რომ გარდა ზემოთ
აღნიშნული ელემენტებისა, მცენარეს ესაჭიროება: ბორი, მარგანეცი,
მოლიბდენი, სპილენძი, თუთია, ვანადიუმი, იოდი, კობალტი და
სხვ. ეს ელემენტები მცენარეში შედის პროცენტის მეათასედიდან მე-
ათიათასედ პროცენტამდე, ამიტომ მათ მიკროელემენტები ეწოდება.
მცენარეში შედის აგრეთვე, ულტრამიკროელემენტები: რუბი-
დიუმი, ცეზიუმი, კადმიუმი, სელენი, ვერცხლი, ვერცხლისწყალი
და სხვ.
აზოტი და ნაცრის ელემენტები მცენარეში იცვლება მცენარის
ბიოლოგიური თავისებურების, ასაკის, ნიადაგის, კლიმატის, განო-
ყიერების სისტემის გავლენით. მაგალითად, ღეროში და ფესვში ნაც-
რის ელემენტები ყოველთვის მეტია, ვიდრე თესლში, აზოტის შემ-
ცველობა პარკოსნის თესლში მეტია, ვიდრე მარცვლოვანებში. აზო-
ტის შემცველობა ძირითად მცენარეების მშრალ ნივთიერებაში მერ-
ყეობს 1-დან 3 %-მდე. პარკოსანი მცენარეების თესლში აზოტი შე-
დის 4-6 %-მდე. ნაცრის ძალზე დიდი შემცველობა დადგენილია
ზოგიერთ ბოსტნეულ კულტურაში.

13
საკვები ელემენტების შემცველობა მცენარეში იცვლება მცენა-
რის ბიოლოგიური თავისებურების, ნიადაგური და კლიმატური პი-
რობების, კვების რეჟიმის და სხვა ფაქტორების მიხედვით, მაგრამ
არსებობს გარკვეული კანონზომიერება, რომელიც არ იცვლება. მაგა-
ლითად, თესლში ჭარბობს ფოსფორი, ჩალაში მეტია კალიუმი და
კალციუმი, აზოტი მეტია თესლში, ვიდრე ჩალაში. ძირხვენა და ტუ-
ბერნაყოფიან მცენარეების ძირებში და ტუბერებში დიდი რაოდენო-
ბით შედის კალიუმი.
მცენარეში საკვები ელემენტების შემცველობის მიხედვით მი-
ახლოებით ვსაზღვრავთ სხვადასხვა კულტურის საკვებ ელემენტებ-
ზე მოთხოვნილებას, ამიტომ საჭიროა საკვები ელემენტების შემცვე-
ლობა აღირიცხოს არა მარტო მოსავლის სასაქონლო ნაწილში, არა-
მედ არასასაქონლოშიც, როგორიცაა ფესვები, ჩალა, ფოჩი და სხვ.
ე.ი. აღირიცხა მოსავლის მთელი მასა.
მცენარის შედგენილობაში არსებული ორგანული ნივთიერება
მშრალი ნივთიერების 80-90 %-ია. ორგანული ნივთიერებები ორგვა-
რია: უაზოტო და აზოტის შემცველი. პირველს მიეკუთვნება: ნახ-
შირწყლები, ცხიმები, ორგანული მჟავები და მთრიმლავი ნივთიე-
რებები.
აზოტის შემცველი ორგანული ნაერთებია: ამინომჟავები, ცი-
ლები, ფერმენტები, ალკალოიდები, ვიტამინები და ზრდის ნივთიე-
რებები ანუ ჰორმონები.

3.1. ძირითადი ორგანული შენაერთები მცენარეში

შაქრები. მცენარეში უმთავრესად წარმოდგენილია მონოსაქა-


რიდები - გლუკოზა, ფრუქტოზა, დისაქარიდებიდან - პენტოზა. შაქ-
რები მცენარეებში წარმოდგენილია სამარაგო ნივთიერებების სა-
ხით, გარდა ამისა, ის ყველა მცენარის ქსოვილში მოიპოვება.
გლუკოზა. ყურძნის შაქარი (C6H12O6) გვხვდება მცენარის ყველა
უჯრედში. იგი ფოტოსინთეზის პროდუქტს წარმოადგენს და დასა-

14
ბამს აძლევს მთელ რიგ სხვა ორგანულ შენაერთებს. გლუკოზა დი-
დი რაოდენობით შედის ყურძნის ნაყოფის შედგენილობაში, საიდა-
ნაც წარმოდგა მისი სახელწოდება - ყურძნის შაქარი. ის შედის აგ-
რეთვე ხეხილოვანი და კენკროვანი კულტურების ნაყოფებში. შაქ-
რის ჭარხალში თავისუფალი სახით გლუკოზის რაოდენობა 1 %-ს
აღემატება. მცენარეში გლუკოზა სუნთქვის პროცესის ძირითადი მა-
სალაა, საიდანაც მიიღება ენერგიის წყარო.
ფრუქტოზა. -ხილის შაქარი (C6H12O6). მისი ემპირიული ფორ-
მულა არ განსხვავდება გლუკოზისაგან, მაგრამ მას აქვს ატომების
სხვანაირი განლაგება სივრცეში. იგი შედის ბევრი ნაყოფის (ვაშლის,
მსხლის, კენკრების) შედგენილობაში და წარმოადგენს გარდამავალ
ნივთიერებას, საიდანაც წარმოიშვება ინულინი.
საქაროზა - ლერწმის შაქარი (C6H12O11). იგი გვხვდება ლერწმის
ღეროში, დიდი რაოდენობითაა შაქრის ჭარხლის ძირებში (საშუა-
ლოდ 18 %), სუფრის ჭარხლის, საკვები ჭარხლის და სტაფილოს ძი-
რებში; ვაშლის, მსხლის, მარწყვის და საზამთროს ნაყოფებში.
სახამებელი. მეორეული პოლისაქარიდია, მიიღება გლუკოზის
რამდენიმე მოლეკულის შემჭიდროებით. სახამებელმა რომ გადაი-
ნაცვლოს მცენარეში, ხელმეორედ უნდა გარდაიქმნას გლუკოზად,
უკანასკნელი კი გადაინაცვლებს მცენარის სამარაგო ორგანოებში და
ისევ გარდაიქმნება სახამებლად. ასეთ სახამებელს მეორეულს უწო-
დებენ. იგი გროვდება ტუბერებში, ძირებში, თესლში, ნაყოფებში და
ღეროში. სახამებელს კარგად ითვისებს ადამიანის და ცხოველის
ორგანიზმი.
ცელულოზა ანუ უჯრედისი (C6H10O5)n წარმოადგენს უჯრე-
დის კედლის მთავარ შემადგენელ ნაწილს. სახამებლისაგან განსხვა-
ვებით ის არ იხსნება ჩვეულებრივ გამხსნელებში და გამძლეა გარე-
მო რეაგენტების მიმართ, იგი მცენარეში წარმოიქმნება გლუკოზისა-
გან. ცელულოზა მცენარის გახევებულ ნაწილებში მეტია ვიდრე
ახალგაზრდაში; ფოთლებში უფრო ნაკლებია, ღეროსთან შედარე-
ბით. ცელულოზა ყველაზე მეტია ბამბის ბოჭკოში (95-98%), შემდეგ

15
- სელის თივაში (34%), ჭვავის ჩალაში (54%), შვრიის ჩალაში (40%),
ჭვავის მარცვალში (3-4%), ხოლო ქერის მარცვალში 8-10 %-ია. სუფ-
თა ცელულოზა თეთრი ნივთიერებაა, მას იყენებენ ქაღალდისა და
ქსოვილების წარმოებაში.
პექტინოვანი ნივთიერებები. მცენარეში ფართოდ გავრცელე-
ბულია ნახშირწყლების ჯგუფი, რომელსაც უნარი შესწევს მჟავების
და შაქრების თანაარსებობისას წარმოქმნან ჟელე და ლაბა. ამ ნივთი-
ერებებს უწოდებენ პექტინოვანს. ისინი მეტი რაოდენობით შედიან
(1-2%) ძირხვენებში. მცენრეების ბოჭკოში და ხეხილის ნაყოფებში.
ცხიმები მიეკუთვნება უაზოტო ორგანულ ნაერთებს. ქიმიური
თვალსაზრისით ცხიმები წარმოადგენს სამატომიანი სპირტების -
გლიცერინისა და შესაფერისი ცხიმის მჟავების რთულ ეთერებს.
მცენარეული ცხიმების მრავალფეროვნება აიხსნება ცხიმის მჟავების
რადიკალების მრავალსახეობით. მცენარეულ ცხიმს ეწოდება ზეთი,
ხოლო თვით მცენარეებს-ზეთოვნები.
ცხიმები დიდი რაოდენობით გროვდება თესლში, იგი მარაგი
ნივთიერებაა და ხასიათდება დიდი თბური ეფექტით. თესლის მომ-
წიფებასთან ერთად, იზრდება ცხიმის რაოდენობაც, გაღივებისას კი
პირიქით - მცირდება, რადგან იგი იხარჯება ახალი ორგანოების
წარმოქმნისას. ცხიმი მცენარეში წარმოიქმნება გლუკოზის ხარჯზე.
ცხიმების შემცველობა მცენარეების სახეობის მიხედვით დი-
დად მერყევია. ცხიმები (პროცენტობით) ბამბის თესლში შედის 54,
მზესუმზირისაში -63 , გოგრის - 50, სელის - 4, კანაფის - 3, სოიოს -
18, სიმინდის მარცვალში - 7, შვრიის თესლში - 6, ხანჭკოლაში -5,3,
ბარდას -3.
ცხიმის შემცველობა მცენარეში იცვლება კულტურების ჯიშის,
კლიმატურ-ნიადაგური პირობებისა და გამოყენებული სასუქების
რაოდენობის მიხედვით. მცენარეული ცხიმები დიდი კვებითი ღი-
რებულებებით ხასიათდებიან.
ზეთოვანი კულტურების მოშენებით საკმაოდ დიდი რაოდენო-
ბით შეიძლება ზეთის მიღება. მაგალითად, მზესუმზირას თესლის

16
20-25 ც/ჰა მოსავლისას და თესლში ცხიმის 30-38% შემცველობისას
ერთ ჰექტარზე მიღებული ზეთი აღწევს 700-900 კგ-ს.
მცენარეში შედის აგრეთვე ცხიმმაგვარი ნივთიერებები - ლი-
პოიდები, რომლებიც მის ცხოველმყოფელობაში დიდ როლს ასრუ-
ლებს, რადგან ლიპოიდები უჯრედის პლაზმის სტრუქტურული
კომპონენტია.
ორგანული მჟავები მცენარეში გვხვდება როგორც თავისუფა-
ლი სახით, ასევე მარილების შედგენილობაში. უჯრედის წვენი უმე-
ტეს შემთხვევაში ხასიათდება მჟავე რეაქციით. საკმარისია ვაშლის
ხის ღეროს ან ნაყოფის განაჭერს შევეხოთ ლურჯი ლაკმუსის ქაღალ-
დით, რომ ის სწრაფად გაწითლდება. უჯრედის წვენის მჟავიანობა
განპირობებულია მასში ორგანული მჟავების არსებობით, რომელთა
შორის მცენარეში უფრო მეტად გავრცელებულია რძის (C2H5COOH),
მჟაუნის (COOH), ვაშლის (C2H4(COOH)2), ლიმონის (C3H5O (COOH)3),
ღვინის (C2H4O (COOH)2), ქარვის (C2H2 (COOH)2) მჟავები.
ტანინები ანუ მთრიმლავი ნივთიერებები გვხვდება მცენარის
ქერქში (მუხა, ტირიფი, შქერი, ფიჭვი, დეკა), ფოთლებში (ჩაი, კამე-
ლია და სხვ.), სქელ ფოთლიან ფხიჭას ღეროში.
ლიგნინი ყველაზე მდგრადი და რთული შედგენილობის ორ-
განული შენაერთია მცენარეში, მას კვებითი ღირებულება არა აქვს;
მცენარეში გროვდება განვითარების გვიან ფაზებში მერქნის გახევე-
ბისას.
ცილები. ცილა ანუ პროტეინი მაღალი მოლეკულური ორგანუ-
ლი ნაერთია. ცილაში შედის ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი,
აზოტი, გოგირდი, ფოსფორი, ზოგჯერ რკინა, მანგანუმი, სპილენძი,
იოდი, თუთია და სხვ. ცილა შედის მცენარის ყველა ქსოვილსა და
უჯრედში. მცენარეში არსებული ორგანული ნაერთის გარდაქმნა
მიმდინარეობს ცილა-ფერმენტების მონაწილეობით. მათ განსაკუთ-
რებული მნიშვნელობა აქვთ მცენარის სასიცოცხლო პროცესის მარ-
თვაში. ცილების მოლეკულური შედგენილობა მეტად რთულია,
მასში შედის 20-ზე მეტი ამინომჟავა, ორი ამიდი-ასპარაგინი და

17
გლუტამინი.
არსებობს ცილების 2 ჯგუფი: 1) პროტეინები ანუ მარტივი ცი-
ლები, რომლებიც აგებულია ამინომჟავების ნაშთებისაგან და 2)
პროტეიდები ანუ რთული ცილები, რომლებიც შედგება მარტივი
ცილებისა და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაცილოვანი ნა-
ერთებისაგან. მარტივ ცილებს მიეკუთვნება: ალბუმინი, გლობული-
ნი, გლუტამინი, პოლამინი, გისტონები, პროტამინები, პროტენოი-
დები.
რთულ ცილებს ანუ პროტეიდებს არაცილოვანი ნაწილის მი-
ხედვით ყოფენ ჯგუფებად: გლუტოპროტეიდებად, ლიპოპროტეი-
დებად, ქრომოპროტეიდებად, ნუკლეოპროტეიდებად.
არაცილოვანი აზოტის ნაერთები. მცენარეში შედის არაცილო-
ვანი აზოტის ნაერთებიც, რომელთა ჯამს ხშირად „არაცილოვანი
აზოტის“ ფრაქციას უწოდებენ. მათში შედის აზოტის მინერალური
შენაერთები - ნიტრატული და ამონიაკური აზოტი, არაცილოვანი
ორგანული ნაერთები. უკანასკნელს მიეკუთვნება თავისუფალი ამი-
ნომჟავები და ამიდები.
მცენარეში გვხვდება აგრეთვე ორგანული აზოტის ნაერთები -
პეპტიდები, რომლებიც შეიცავს დაბალმოლეკულური აზოტის ნა-
ერთებს - ამინომჟავების ნაშთს.
მთავარ არაცილოვან აზოტს ორგანულ ნაერთებს მცენარეში
წარმოადგენს პირამიდინის და პურინის ნაწარმი. მათ მიიღეს პირა-
მიდინის და პირინის ფუძეების სახელწოდება.
არაცილოვანი აზოტი ყველაზე მეტია კარტოფილის ტუბერებ-
ში, ძირხვენების ძირებში და ზოგიერთ ბოსტნეულ კულტურაში.
არაცილოვან აზოტოვან ნაერთებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადა-
მიანის და ცხოველების კვებისათვის. ისინი იოლად შეითვისება ორ-
განიზმის მიერ. ცილოვანი და არაცილოვანი აზოტის ჯამს მცენარე-
ში, პრაქტიკაში უწოდებენ „ნედლ პროტეინს“.
ფერმენტები. მცენარეში არსებული ორგანული ნაერთები უჯ-
რედიდან უჯრედში გადადის მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ის ხსნა-

18
რის სახით (კრისტალურ მდგომარეობაში) იმყოფება. ორგანული ნა-
ერთების ძირითადი ნაწილი მცენარეში უხსნად (კოლოიდურ)
მდგომარეობაშია და გამოიყენება კვებისა და სუნთქვის პროცესები-
სათვის, მხოლოდ უფრო მარტივ, ადვილადხსნად ნაერთებად დაშ-
ლის (ჰიდროლიზის) შემდეგ. ასეთ გარდაქმნაში მთავარ როლს ას-
რულებს ფერმენტები - ბიოლოგიური კატალიზატორები.
დღეისათვის ცნობილია მრავალი ფერმენტი. მათ შორის მთა-
ვარია დიასტაზი, ინვერტინი, ინულაზი და სხვ. დიასტაზს სახამებე-
ლი გადაჰყავს გლუკოზაში. ის გვხვდება ფოთლებში, თესლსა და
მცენარის სხვა ორგანოებში. ფერმენტი ინვერტინი შლის ლერწმის
შაქარს გლუკოზად და ფრუქტოზად., იმყოფება სპირტის დუღილის
საფუვრებში. ფერმენტი ცელულოზა გარდაქმნის ცელულოზას შაქ-
რად, ხოლო ინულაზა ინულინს - ფრუქტოზად. ლიპაზა შლის ცხი-
მებს ცხიმმჟავებად და გლიცერინად. პროტეოლიტური ფერმენტი
(ანუ პროტეაზი) შლის ცილებს. დამჟანგავი ფერმენტი, ანუ ოქტიდა-
ზი ხელს უწყობს ნივთიერების დაჟანგვას.
ფერმენტების აქტივობაზე დიდ გავლენას ახდენს ტემპერატუ-
რა. მაღალი ტემპერატურა (80-ზე მეტი) იწვევს მათ დაშლას. მაღალი
მჟავიანობა ან ტუტიანობა, მარილების მაღალი კონცენტრაცია, ამცი-
რებს ფერმენტების აქტივობას. ფერმენტების აქტივობაზე გავლენას
ახდენს აგრეთვე მცენარის წყლის რეჟიმი, აერაცია, კვება და სხვა პი-
რობები.
მცენარის მინერალური კვება მკვეთრად მოქმედებს ფერმენტე-
ბის აქტივობაზე. მინერალური კვების გაძლიერებით ჩქარდება ფერ-
მენტების მოქმედება, იზრდება ნივთიერებათა ცვლა მცენარეში, რის
შედეგად უმჯობესდება ამ უკანასკნელის ზრდა-განვითარება.
ალკალოიდები. მცენარეში აზოტის შემცველ ორგანულ ნაერთს
მიეკუთვნება ალკალოიდები. ბევრი მცენარეული ალკალოიდი გა-
მოყენებულია მედიცინაში, როგორც სამკურნალო საშუალება, მაგ-
რამ ზოგიერთი მათგანი მომწამვლელია. მათ შემადგენლობაში, გარ-
და ნახშირბადისა, წყალბადისა და აზოტისა, შედის ჟანგბადი. უჟან-

19
გბადო ალკალოიდები მცირე რაოდენობით მოიპოვება.
მცენარეში ალკალოიდები გვხვდება მარილების სახით, რომ-
ლებიც წარმოიშვება ორგანული მჟავებისაგან. ისინი უმთავრესად
ნაყოფში, თესლსა და მცენარის ქერქშია. მცენარიდან მათი გამოყოფა
ხდება სუსტი კონცენტრაციის მჟავების ზემოქმედებით (HCl, H2SO4).
ალკალოიდები წყალში სუსტად ან სრულად არ იხსნება, სპირტში
ადვილად იხსნება, ხოლო ეთერებში, ბენზოლში, ქლოროფორმში -
შედარებით ნაკლებად. მცენარეული ალკალოიდებიდან ყველაზე
უფრო ცნობილია სოლანინი, რომელიც კარტოფილის მწვანე ფოჩსა
და ტუბერებშია, ნიკოტინი -თამბაქოს ფოთლებში, ალკალოიდი კო-
ფეინი ყავის მარცვალში (1-3 %), ჩაის ფოთოლში - (5 %), ოპიუმი -
ყაყაჩოს მშრალ რძისმაგვარ წვენში.
ვიტამინები. მცენარე შეიცავს აგრეთვე ვიტამინებს, რომლებიც
მეტად რთული, სხვადასხვა ქიმიური შედგენილობით ხასიათდება.
ისინი მცენარეში შედის მცირე რაოდენობით, მაგრამ დიდ როლს ას-
რულებს მცენარის, ადამიანის და ცხოველების ცხოველმყოფელობა-
ში. ცხოველთა ორგანიზმებში ვიტამინი არ სინთეზირდება, მათი
უკმარისობის შემთხვევაში ვითარდება მძიმე დაავადება. ვიტამინე-
ბი ცხოველურ ორგანიზმებში კატალიზატორის როლს ასრულებენ.
ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებული ფერმენტებთან, რადგან
ხშირად ფერმენტების აქტიური ჯგუფის შედგენილობაში შედიან.
ვიტამინები ქიმიური შედგენილობის მიხედვით ძალზე განსხვავდე-
ბიან. დღეისათვის მცენარეში თვლიან 40-მდე სხვადასხვა სახის ვი-
ტამინს.
მცენარეში ცნობილია შემდეგი სახის ვიტამინები:
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C). მისი უკმარისობა ადამიანის
და ცხოველის ორგანიზმში იწვევს დაავადებას -სურავანდს.
ტიამინი (ვიტამინი B1) შედის ფოსფორ-ეთერის სახით რიგი
ფერმენტის შედგენილობაში და კატალიზატორის როლს ასრულებს.
ამიტომ მცენარის და ცხოველთა ნივთიერებათა ცვლაში მონაწილე-
ობს. ადამიანის საკვებში ამ ვიტამინის უკმარისობა იწვევს პოლი-

20
ნერვიტს.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) შედის მრავალ ჟანგვა-აღდგენის
ფერმენტებში. ყველაზე მეტია საფუარებში, მარცვალში და ზოგი-
ერთ ბოსტნეულში.
ტოკოფეროლი (ვიტამინი E). ამ ვიტამინს ახასიათებს ანტისტე-
რილური აქტივობა. მისი უკმარისობა ადამიანის და ცხოველების
ორგანიზმში იწვევს ნახშირწყლების, ცილებისა და ლიპოდების
ცვლის დარღვევას
ვიტამინი K. ცნობილია რამდენიმე შენაერთი, რომელთაც გააჩ-
ნია ამ ვიტამინის აქტივობა. მათი არსებობა აუცილებელია სისხლის
შედედებისათვის. იგი მონაწილეობს ფოტოსინთეზის ჟანგვა-აღ-
დგენის პროცესში. მცენარის მწვანე ნაწილი მეტ ვიტამინ K-ს შეი-
ცავს ვიდრე თესლი.
რეტონოლი (ვიტამინი A). მცენარეში ვიტამინი A არ შედის,
მაგრამ მასში არსებობს სხვა ნივთიერება, რომელიც ხასიათდება ვი-
ტამინ A-ს აქტივობით. მას მიეკუთვნება კაროტინოიდები, რომლე-
ბიც წარმოადგენენ ყვითელ ან წითელ პიგმენტს. მათ შორის მთავა-
რი კაროტინი C40H56. კაროტინი ქლოროფილთან ერთად ყოველ-
თვის შედის მწვანე ფოთლების ქლოროპლასტებში, ყვავილებსა და
ნაყოფებში. კაროტინოიდები დიდ როლს ასრულებს მცენარის ჟან-
გვა-აღდგენით რეაქციებში და ფოტოსინთეზის პროცესში.
ვიტამინების შემცველობა იცვლება მცენარის სახეობის, კვების
პირობებისა და რეჟიმის მიხედვით.
ზრდის ნივთიერება ანუ ზრდის სტიმულატორები. მცენარეში
აღმოჩენილია მრავალრიცოვანი ზრდის ნივთიერება ანუ ზრდის
სტიმულატორები (აუქსინები, ფოტოჰორმონები). ასეთ ნივთიერე-
ბებს მიეკუთვნებიან „ა“, აუქსინი „ბ“, ჰეტეროაუქსინი და სხვ. მათ
მცირე დოზებით შეუძლიათ მცენარის ზრდის გაძლიერება, ხოლო
დიდი დოზების შემთხვევაში წყვეტენ უჯრედის გამრავლებას და
მცენარის ზრდის შეჩერებას. მათი ძლიერი კონცენტრაციის ხსნარე-
ბი მცენარის დაღუპვასას კი იწვევს, ამიტომ სტიმულატორებს იყენე-

21
ბენ სარეველებთან საბრძოლველად.
მრავალ მცენარეში მოიპოვება აგრეთვე ე.წ. ფიტოციდები და
ანტიბიოტიკები, რომლებიც მცენარეებს მავნე მიკრობებისაგან და
სოკოვანი დაავადებებისაგან იცავენ. ასეთი ნივთიერებებით მდიდა-
რია ნიორი, ხახვი და სხვა მცენარეები. ანტიბიოტიკებს იყენებენ მე-
დიცინაში. მცენარეში ზრდის ნივთიერების (სტიმულატორების) და
ანტიბიოტიკების შემცველობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახ-
დდენს მცენარის კვების პირობები.
სხვადასხვა მცენარის ქიმიური შედგენილობის ცოდნას დიდი
პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ასეთი ცოდნის საფუძველზე წყდე-
ბა სასუქების გამოყენებისა და მოსავლის ხარისხის შეფასება.

22
4. მცენარის კვება

მცენარის კვება ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნაწილია. იგი


შედგება თანმიმდევრობით - საკვები ნივთიერების გარემოდან მი-
ღების, მათი მცენარეში გადანაცვლების, ორგანული ნივთიერების
წარმოქმნის, მათი გარდაქმნისა და გამოყენების პროცესებისაგან.
მცენარის კვება წარმოადგენს მისი სიცოცხლის საფუძველს.
მცენარის მოშენების მიზანია ორგანული ნივთიერების შექმნა, რო-
მელიც მწვანე მცენარეში მიიღება ნახშირორჟანგის, წყლისა და მინე-
რალური მარილების ხარჯზე, მზის თბური ენერგიისა და ქლორო-
ფილის პიგმენტების მონაწილეობით. მაღალი საფეხურის მცენარეე-
ბი ერთდროულად სახლდებიან ლითოსფეროში და ატმოსფეროში _
ფესვებით ნიადაგში, მიწისზედა ნაწილით კი - ატმოსფეროში. მცე-
ნარე ამ ორივე არედან იღებს მისთვის საჭირო საკვებს და წარმოქ-
მნის ორგანულ ნივთიერებას. ფოთლებით ჰაერიდან CO2-ს შთან-
თქავს, ხოლო წყალს და მინერალურ მარილებს - ნიადაგიდან, ამი-
ტომ არჩევენ მცენარის ჰაეროვან და ფესვურ კვებას. მიახლოებით
გამოანგარიშებულია, რომ დედამიწაზე არსებული მწვანე მცენარეე-
ბი, დაბალი საფეხურის მცენარეები და მათ შორის წყალმცენარეები,
ყოველწლიურად ქმნიან 400 მილიარდ ტონამდე ნედლ ორგანულ
ნივთიერებას, გლუკოზაზე გადაანგარიშებით.

4.1. მინერალური კვების ელემენტები

მცენარის მშრალ მასაში ქიმიური ელემენტების საშუალო შემ-


ცველობა შემდეგი მაჩვენებლებით ხასიათდება: C – 45; O – 42; H –
6,5; N -1,5, ნაცრის ელემენტები - 5 %. მაშასადამე, ნახშირბადი, ჟან-
გბადი, წყალბადი და აზოტი შეადგენს მშრალი ნივთიერების 95%-ს.
მცენარის შედგენილობაში აღმოჩენილია 70-მდე ელემეტი.
მცენარისათვის საჭირო საკვები ელემენტები ტოლფასოვანია
და შეუცვლელია. ცალკეული ელემენტის ნაკლებობა საკვებ ხსნარში

23
მცენარეზე დამღუპველად მოქმედებს. ეს კი ნიშნავს, რომ ერთ ელე-
მენტს არ შეუძლია შეცვალოს მეორე.
საკვები ელემეტების შეფარდებითი და ზოგჯერ აბსოლუტური
შემცველობა ეცემა მცენარეში ასაკის მიხედვით.

4.2. საკვები ელემენტების მნიშვნელობა მცენარისათვის

ნახშირბადი. ნახშირბადი წარმოადგენს დედამიწის ქერქის 0,08


%-ს, ლითოსფეროში შედის 0,03 %, 1 ლიტრ ატმოსფეროს ჰაერში შე-
დის 0,3 სმ3 და მოცულობით 0,03 % CO2-ის სახით. ნიადაგის ნეშომ-
პალა მას შეიცავს 1-15%. ნახშირბადი მონაწილეობს ისეთი ორგანუ-
ლი ნაერთების წარმოქმნაში, როგორიცაა: ნახშირწყლები, ცილები,
ცხიმები, ამინომჟავები, ვიტამინები და ფერმენტები.
ჟანგბადი. ჟანგბადი წარმოადგენს დედამიწის ქერქის 47,2 %-ს.
ატმოსფეროში შედის 21 % მოცულობით. ის მონაწილეობს ნახშირ-
წყლების, ცილების, ამინომჟავების, ცხიმების, ფერმენტების, ალკა-
ლოიდებისა და ვიტამინების წარმოქმნაში. მონაწილეობს მცენარის
სუნთქვის პროცესში. სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმრავ-
ლესობა დიდ მგრძნობელობს იწვევს მარილების შთანთქმის დაცე-
მას, ქსოვილებიდან ხსნადი მარილების გამოყოფას.
წყალბადი. წყალბადი წყლისა და სხვა წყალბადის შემცველი
შენაერთების სახით შეადგენს ნიადაგის ქერქის 0,9 %-ს. მისი რაო-
დენობა ატმოფეროში უდრის 1:1500 000 (მოცულობით). იგი მშრალი
მცენარის 6,5 %-ია, ატომების რაოდენობის მიხედვით ის ცოცხალი
მცენარის მშრალი ნივთიერების 64 %-ს შეადგენს. წყალბადი შედის
მცენარეში არსებულ ყველა ორგანულ შენაერთში (ნახშირწყლები,
ცხიმები, ცილები, ვიტამინები, ფერმენტები, ალკალოიდები და
სხვ.). ის მონაწილეობს ჟანგბადთან ერთად ჰიდროლიზის და სინ-
თეზის პროცესში.
აზოტი. აზოტი აუცილებელი და შეუცვლელი შემადგენელი
ნაწილია მცენარეში არსებული ამინომჟავების, ცილების, ნუკლეი-

24
ნის მჟავების, ქლოროფილის, ლიპოიდების, ფოსფატიდების, ალკა-
ლოიდების, აზოტის შემცველი გლუკოზიდების, ფერმენტების და
ვიტამინების. გეოქიმიური თვალსაზრისით, აზოტი ატმოსფეროს ის
ელემენტია, რომელიც უმთავრესად გროვდება დედამიწის აიროვან
არეში, სადაც მისი შემცველობა 75,3 %-ია. დედამიწის შინაგან ნა-
წილში აზოტი არ არის. იგი ქიმიური თვალსაზრისით ინერტულია,
ამიტომ მისი 99% დედამიწაზე თავისუფალი სახით მოიპოვება.
მცენარე აზოტს ითვისებს ნიტრატების, ნიტრიტების, ამინების, ამო-
ნიუმის მარილების (შარდოვანა, ამინომჟავები) და აზოტის ზოგიერ-
თი ორგანული ნაერთის სახით. ერთადერთი ამიაკის გამოყენება შე-
იძლება ამინომჟავების წარმოსაქმნელად. იგი გამოსავალი ნივთიე-
რებაა ცილების სინთეზისათვის.
ფოსფორი. ის მცენარეში შედის რთული ცილების - ნუკლეოპ-
როტეიდების, ნუკლეინის მჟავების, ლიპოიდების, მრავალი გლუკო-
ზიდის სახით. ფოსფორს შეიცავს შემდეგი ფერმენტები: კაზენაზი,
კოკარ-ბოქსილაზი, სუნთქვის ფერმენტი, ვიტამინი B ანუ ლაქტოფ-
ლავინფორფაზა. ფოსფორის მნიშვნელოვანი რაოდენობა იმყოფება
მინერალურ ნაერთებში და გამოიყენება ფოსფორიდების რეაქციებ-
ში, რომლებიც ცნობილია ნახშირწყლების გარდაქმნის პროცესის სა-
ხით, ფოსფორის მჟავას მონაწილეობით. მცენარის კვების ძირითადი
წყაროა ორთოფოსფორმჟავა. ცნობილია, აგრეთვე, რომ მცენარეს შე-
უძლია გამოიყენოს კვებისათვის პირო-და მეტაფოსფატები.
კალიუმი. კალიუმი ხელს უწყობს ნახშირწყლების გადანაც-
ვლებას მცენარეში და გავლენას ახდენს მცენარეული პროტოპლაზ-
მის კოლოიდების გაუწყლიანებლობაზე, კალიუმის მნიშვნელობა
მცენარეში კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ხელს უწყობს ფოტოსინ-
თეზის ნორმალურ მსვლელობას. კალიუმით ნორმალური კვებისას
მცენარე იოლად იტანს მოკლევადიან გვალვას. კალიუმის უმეტესი
ნაწილი იმყოფება უჯრედის წვენში. მცენარის კალიუმით ნორმა-
ლური უზრუნველყოფა ადიდებს შაქრების შემცველობას ნაყოფებში
და ბოსტნეულში, სახამებელს კარტოფილის ტუბერებში, ზრდის სე-

25
ლის სოკოსადმი გამძლეობას, ადიდებს უჯრედის წვენის ოსმოსურ
წნევას, რაც თავისთავად ზრდის მცენარის ყინვაგამძლეობას. კალი-
უმის უკმარისობა იწვევს მცენარის განვითარების შეფერხებას, ამცი-
რებს მოსავალს და აუარესებს მის ხარისხს. მცენარეში კალიუმის
უკმარისობის საერთო ნიშანია ფოთლის ნაპირების შემოხმობა და
მისი მოყვითალო-ყავისფრად შეფერვა.
კალციუმი. კალციუმი გავლენას ახდენს უჯრედის კოლოიდე-
ბის მდგომარეობაზე, ანეიტრალებს ორგანულ მჟავებს, რომლებიც
წარმოიქმნება ნივთიერებათა ცვლის შედეგად მცენარეში. მაგნიუმ-
თან ერთად ის წარმოშობს ფიტინის მარილებს - ფიტადებს. კალცი-
უმი აუმჯობესებს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებას.
მაგნიუმი. შედის ქლოროფილის შედგენილობაში დ უშუა-
ლოდ მონაწილეობს მცენარის ფოტოსინთეზში, მაგრამ მაგნიუმის
როლი მარტო ამით არ ამოიწურება. იგი მცენარის უქლოროფილო
ნაწილებში მნიშვნელოვანი რაოდენობით არის. მისი შემცველობა
მარცვალში უფრო მეტია, ვიდრე ჩალაში. მაგნიუმი ააქტიურებს ზო-
გიერთ ფერმენტს, მაგალითად - ფოსფატაზას, გავლენას ახდენს ჟან-
გვა-აღდგენით პროცესებზე. მაგნიუმით შიმშილის დროს იზრდება
წყლის შემცველობა მცენარეში, რაც ადიდებს მცენარის ფოთლების
მტვრევადობას.
გოგირდი. გოგირდს შეიცავს სამი ამინომჟავა - მეტიონინი,
ცისტინი, ცისტენინი, რომლებიც შედის ცილებში. მას შეიცავს აგ-
რეთვე ზოგიერთი მცენარეული ზეთი. გოგირდის შემცველი ამი-
ნომჟავები მონაწილეობს მცენარეების ბიოლოგიურ ფუნქციებში და
გავლენას ახდენს მოსვლის რაოდენობაზე, აგრეთვე განსაზღვრავს
მის ხარისხს. გოგირდს დიდი როლი ეკუთვნის ქლოროფილის სინ-
თეზში. მისი უკმარისობისას ფოტოსინთეზი ფერხდება და ადგილი
აქვს ქლოროზს. გოგირდის რაოდენობა ერთი და იგივე მცენარის
სხვადასხვა ორგანოში ძალზე მერყეობს. მცენარის ფესვები გო-
გირდს ითვისებს SO4 2- -იონების სახით, ფოთლებს ატმოსფეროდან
შეუძლიათ შეითვისოს დაჟანგული გოგირდი SO2-ის სახით. სულ-

26
ფიდები, გოგირდის მჟავა, გოგირდწყალბადი მცენარეებისათვის
ტოქსიკურია. ნორმალური მოსავლის მისაღებად საჭირო ნიადაგში
გოგირდი იყოს 10-15 კგ/ჰა. გოგირდი ნიადაგში ძირითადად წარ-
მოდგენილია ორგანული ნაერთების სახით, ხოლო 10-15 % მინერა-
ლური ნაერთია.
გოგირდის უკმარისობის ნიშნები ძალზე წააგავს აზოტისას,
ამიტომ ზოგჯერ ძნელი გამოსაცნობია.
რკინა მეტად გავრცელებული ელემენტია. ის მნიშვნელოვანი
რაოდენობით შედის თითქმის ყველა ნიადაგის მთის ქანებში. ნია-
დაგში მისი შემცველობა მერყეობს 1-დან 5 %-მდე, სუფთა რკინის
ელემენტის სახით. მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეი-
ცავს წითელმიწა ნიადაგები, რომლებშიც მისი რაოდენობა 10-11 %-ს
აღწევს. ქვიშნარი ნიადაგები ღარიბია რკინით (1 %-მდე). რკინის შე-
სათვისებელი ფორმები ზოგიერთ ნიადაგში მცირეა. იგი აუცილებე-
ლია ქლოროფილის წარმოქმნისათვის, თუმცა ქლოროფილის შემ-
ცველობაში არ შედის. ის შედის სუნთქვის ფერმენტების შემადგენ-
ლობაში და გავლენას ახდენს სუნთქვის პროცესზე. ამრიგად, რკინა
აუცილებელი ელემენტია მცენარისათვის.
მიკროელემენტები. მცენარის განვითარებისათვის საჭიროა აგ-
რეთვე ე.წ. მიკროელემენტები, რომლებიც მცირე რაოდენობით
(0,1%) შედის მცენარეში, მაგრამ დიდ ფიზიოლოგიურ როლს ასრუ-
ლებს. ასეთ აუცილებელ ელემენტებს მიეკუთვნებიან: ბორი, მანგა-
ნუმი, თუთია, სპილენძი, მოლიბდენი და სხვა.

4.3. მცენარის კვების პირობები

მცენარის კვება იცვლება შინაგანი და გარეგანი პირობების გავ-


ლენით. შინაგან პირობებს მიეკუთვნებიან: ორგანიზმის მემკვიდ-
რული თავისებურება, ზრდის ტემპი, ფენოფაზების განვლის ხასია-
თი, გამრავლების წესი, მოსავლის ქიმიური შედგენილობა, გარემო
არესთან დამოკიდებულების თავისებურება და სხვ.

27
მცენარის არსებობისთვის აუცილებელია: წყალი, სინათლე,
სითბო, საკვები ნივთიერებები (ნახშირორჟანგი, ჟანგბადი, აზოტი,
ნაცრის ელემენტები).
4.3.1. წყლის გავლენა მცენარის კვებაზე. წყალი განსაზღვრავს ცო-
ცხალი უჯრედის ცხოველმყოფელობას. ცოცხალ უჯრედში წყლის
ძირითადი ნაწილი უჯრედის წვენში იმყოფება. მას შეიცავს აგრეთ-
ვე პროტოპლაზმის კოლოიდები. წყლის ნაკლებობისას პირველ
რიგში მისი რაოდენობა მცირდება უჯრედის წვენში და იწყება მცე-
ნარის დროებით ჭკნობა. პროტოპლაზმაში არსებული წყალი ძნე-
ლად ორთქლდება და მისი დაკარგვა იწვევს უჯრედის სასიცოცხლო
ფუნქციების დარღვევას და ბოლოს მცენარის კვდომას.
წყალი მცენარის საკვები ნივთიერების გამხსნელია. ამაშია
წყლის უდიდესი მნიშვნელობა მცენარის კვებისათვის. სხვადასხვა
ნივთიერება როგორც მაგარი, ისე გაზისებრი, მცენარის პლაზმაში
შედის მხოლოდ წყალში გახსნილი სახით.
წყალი იწვევს აგრეთვე უჯრედიდან უჯრედში მცენარისათვის
საჭირო საკვები ნივთიერებების გადაადგილებას.
მცენარის ორგანიზმში წარმოქმნილი ორგანული ნაერთების
გადანაცვლება ხდება აგრეთვე წყალში გახსნილი სახით.
წყალი მცენარისათვის საკვები ნივთიერებაცაა, ის მონაწილე-
ობს ფოტოსინთეზის პროცესში.
წყალი შედის ნახშირწყლების, ცილებისა და სხვა შენაერთების
შედგენილობაში, რომლებიც წარმოადგენენ მცენარეული უჯრედის
არსისა და პროტოპლაზმის საშენ მასალას. წყლის უდიდესი ფიზიო-
ლოგიური როლი კიდევ იმაში მდომარეობს, რომ ის მონაწილეობს
მცენარეში მიმდინარე რთულ ნივთიერებათა ცვლაში.
მცენარის მოთხოვნილება წყალზე არ განისაზღვრება მარტო
ზემოთ აღნიშნულით. წყლის ბალანსი შემოფარგლული რომ იყოს
მხოლოდ ზემოთ აღნიშნული მოვლენებით, მაშინ მცენარე დაკმაყო-
ფილდებოდა წყლის მცირე რაოდენობით. ვინაიდან აორთქლების
გზით წყლის დიდი მარაგი იკარგება, მცენარის მოთხოვნილება მას-

28
ზე ძალზე იზრდება.
წყლის ძირითად მარაგს ნიადაგისათვის წარმოადგენს ატმოს-
ფერული ნალექები. მცენარის ფესვების მიერ შთანთქმული წყლის
მიახლოებით 0,2 % იხარჯება მცენარის ორგანიზმის შენებისათვის,
დანარჩენი კი ორთქლდება ტრანსპირაციის გზით.
4.3.2. სითბოს გავლენა მცენარეთა კვებაზე. კვების ხასიათი ან რო-
გორც ამბობენ, ნივთიერებათა ცვლის ტიპი საფუძვლად უდევს მცე-
ნარის თვისებებს და მათ ნიშნებს. ნივთიერებათა ცვლით მცენარე
დაკავშირებულია გარემო პირობებთან. ნივთიერებათა ცვლის ხასი-
ათის შეცვლას მივყევართ მცენარეების და მათი ნიშნების შეცვლამ-
დე.
თბური რეჟიმი უდიდეს გავლენას ახდენს მცენარის კვებასა,
ზრდასა და პროდუქტიულობაზე. მცენარისათვის როგორც სინათ-
ლის, ასევე სითბოს წყაროა მზის თბური ენერგია.
მცენარე ვეგეტაციის პერიოდში საშუალოდ დღე-ღამეში 1 სმ2
ფართობზე ღებულობს 1 კალორია მზის თბურ ენერგიას, აქედან ნი-
ადაგი შთანთქავს მხოლოდ 43%-ს და უკან გამოასხივებს 24%-ს. ნია-
დაგში კი რჩება 19%. აღნიშნული თბური ენერგიიდან ფოტოსინთე-
ზის პროცესზე იხარჯება საშუალოდ საერთო რაოდენობის 0,8%.
მცენარის ოპტიმალური ტემპერატურა იცვლება მისი განვითა-
რების ფაზების მიხედვით. ბევრი მცენარისათვის მათი განვითარე-
ბის საწყის ფაზაში ტემპერატურის ოპტიმუმი უფრო მაღალია, ვიდ-
რე გვიან ფაზაში. მაგალითად, ოპტიმალური ტემპერატურა თესლის
გაღივებისათვის ძირითადი თავთავიანი კულტურებისათვის შეად-
გენს 250C-ს, თამბაქოსათვის -280C-ს, სიმინდისათვის და ფეტვისათ-
ვის -32-350C-ს, კიტრის, გოგრისათვის -33-350C-ს. ძირითადი კულ-
ტურებისათვის საშუალოდ ხელსაყრელი ტემპერატურა მერყეობს
15-300C ფარგლებში.
მცენარეში საკვები ნივთიერების შესვლას განსაზღვრავს ატ-
მოსფეროს და ნიადაგის ტემპერატურა. მარცვლოვანი კულტურების
მიერ ფოსფორისა და აზოტის ნორმალური შეთვისებისათვის ოპტი-

29
მალურ ტემტპერატურად ჩაითვლება 23-250C.
ტემპერატურა არსებითად მოქმედებს ფესვთა სისტემის განვი-
თარებაზე, ძლიერდება ფესვების განვითარება და საკვები ელემენ-
ტების შესვლის ინტენსივობა. მცენარეში ნიადაგის ტემპერატურის
დაცემა 5-70C-მდე ნაკლებად მოქმედებს მცენარეში კალიუმის შეს-
ვლაზე, მაგრამ ამცირებს გოგირდის, აზოტის, კალციუმის ფესვების
მიერ შეთვისებას. ატმოსფეროს ტემპერატურა მკვეთრ გავლენას ახ-
დენს ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე.
4.3.3. სინათლის გავლენა მცენარის კვებაზე. მზის სხივები მცენარე-
ზე მოქმედებს სინათლის და სითბოს ენერგიის სახით. სინათლე რო-
გორც მასალა მონაწილეობს პირდაპირ ფოტოსინთეზში, ხოლო რო-
გორც ენერგია, ის უჯრედებზე და მათში მიმდინარე პროცესებზე
არაპირდაპირ მოქმედებს. ამ პროცესისათვის გადამწყვეტია სინათ-
ლის ძალა ანუ მზის ენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ეცემა ფო-
თოლზე. სიბნელეში ნახშირორჟანგს მცენარე ვერ ითვისებს. ეს პრო-
ცესი უკეთ მიმდინარეობს სუსტი განათების პირობებში, მაგრამ რაც
უფრო იზრდება სინათლე, მით მეტი ორგანული ნივთიერება გროვ-
დება მცენარეში.
4.3.4. ნიადაგის ხსნარის გავლენა მცენარის კვებაზე. მცენარეში საკ-
ვები ნივთიერების შესვლაზე დიდ გავლენას ახდენს ნიადაგის ხსნა-
რის კონცენტრაცია, ხსნარში იონების შეფარდება, ხსნარის არეს რე-
აქცია.
საკვები ნივთიერება მცენარეს შეუძლია შეითვისოს მხოლოდ
დაბალი კონცენტრაციის ხსნარებიდან. მცენარის ხელოვნურად აღ-
ზრდის დროს იყენებენ ხსნარებს, რომელთა კონცენტრაცია არ აღე-
მატება 0,2-0,3%-ს. კულტურული ნიადაგების ხსნარების კონცენ-
ტრაცია 0,05-0,1%-ს იშვიათად აღემატება. დამლაშებულ ნიადაგებში
ხსნარის კონცენტრაცია 2 და მეტ პროცენტსაც კი აღწევს. ასეთ ნია-
დაგებში კულტურული მცენარეები ვერ ხარობენ. ხსნარის მაღალი
კონცენტრაციის გამო მცენარეში საკვების შესვლა შეფერხებულია.
დადგენილია, რომ მცენარე დაბალი კონცენტრაციის ხსნარებს უფ-

30
რო სწრაფად ითვისებს, ვიდრე მაღალი კონცენტრაციისას. ნიადა-
გის ხსნარის მაღალი კონცენტრაციის მცენარე არა თუ ითვისებს საკ-
ვებს, არამედ ადგილი აქვს მცენარიდან წყლის გადასვლას ხსნარში,
რის შედეგად მცენარე იღუპება. მცენარის დამოკიდებულება მარი-
ლების შემადგენლობაში კათიონებისა და ანიონებისადმი ერთნაირი
არაა. მაგალითად, კალიუმის ნიტრატის, სულფატის და ქლორიდის
მაქსიმალური რაოდენობა 1 ლიტრ წყალზე გრამობით შემდეგია:
KNO3 – 10, K2SO4 – 4,35, KCl – 3,75. მაშასადამე ნაკლებად მავნეა ნიტ-
რატი, ვიდრე სულფატი, ხოლო ყველაზე მავნე მოქმედებას ამჟღავ-
ნებს ქლორ-იონი. ასევე მცენარეები მეტ მგრძნობელობას ამჟღავ-
ნებს მაგნიუმის მაღალი კონცენტრაციისადმი, ვიდრე კალიუმის და
კალციუმის. მცენარეები მარილების ამტანიანობის მიხედვით, შეიძ-
ლება განვალაგოთ შემდეგ დაღმავალ რიგზე: ვაზი, მსხალი, ვაშლი,
ლიმონი, ატამი, გარგარი, ქლიავი, ხახვი, წარხალი, ქერი, ხორბალი,
იონჯა, კარტოფილი, სტაფილო, ლობიო და სხვ.
ნიადაგის ხსნარის ოსმოსურ წნევას გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს მცენარეში წყლის შესვლაზე. ხსნარის ოსმოსური წნევა კი და-
მოკიდებულია ხსნარის კონცენტრაციაზე. კულტურულ ნიადაგებში
ხსნარის ოსმოსური წნევა მერყეობს 1-2 კგ/სმ2, მაშინ როცდესაც ფეს-
ვების უჯრედების ოსმოსური წნევა რამოდენიმეჯერ მეტია. დამლა-
შებულ ნიადაგებში ნიადაგის ხსნარის ოსმოსური წნევის ზრდასთან
ერთად ხდება წყლის გადასვლა ფესვებიდან ხსნარში და მცენარე
ჭკნება და იღუპება. მცენარის მიერ საკვების შეთვისებაზე გავლენას
ახდენს არა მარტო ხსნარის კონცენტრაცია, არამედ ხსნარში ელემენ-
ტების შეფარდება. ნიადაგის ხსნარი არ უნდა შეიცავდეს მოჭარბე-
ბით რომელიმე ელემენტს, არამედ საკვები ელემენტები მასში უნდა
იყოს „ფიზიოლოგიურად გაწონასწორებულ“ მდგომარეობაში. ცალ-
მხრივად რომელიმე ელემენტის სიჭარბე აფერხებს მცენარეში საკვე-
ბი ელემენტების შესვლას, რის შედეგად მცენარე იღუპება. ცდებით
დადგენილია, რომ მცენარის აღმონაცენს წყლის კულტურაში მივ-
ცემთ მარტო მაგნიუმს, მაშინ ის დაიჩაგრება, მაგრამ საკმარისია

31
ხსნარს მივუმატოთ კალციუმის მარილი, რომ მაგნიუმის მავნე მოქ-
მედება გაქრება. ამ შემთხვევაში კალციუმი დამცველ როლს ასრუ-
ლებს მოჭარბებული მაგნიუმის კათიონების მავნე მოქმედებების წი-
ნააღმდეგ. ამ მოვლენას მცენარეთა ფიზიოლოგიაში იონთა ანტაგო-
ნიზმი ეწოდება. კალციუმი ძლიერ ანტაგონიზმად ითვლება ერთვა-
ლენტოვანი კათიონების მიმართ. გაწონასწორებულ ხსნარებად ით-
ვლება ისეთი ხსნარები, სადაც იონები იმყოფება ისეთ თანაფარდო-
ბაში, რომ შეაფერხოს ერთი რომელიმე ან რამოდენიმე იონის მოჭარ-
ბებული შესვლა მცენარეში.
ხსნარების გაწონასწორების დარღვევას ადგილი აქვს დამლაშე-
ბულ ნიადაგებში ან სასუქების ძალზე მაღალი დოზების შეტანისას.
სოფლის მეურნეობაში მინერალური სასუქების გამოყენების გადი-
დებასთან დაკავშირებით, ნიადაგის ხსნარში იონთა თანაფარდობას
უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს.
4.3.5. ნიადაგის აერაციის გავლენა მცენარის კვებაზე. მცენარის ფეს-
ვთა სისტემის განვითარება ჟანგბადის გარეშე შეუძლებელია. წყლის
კულტურებში მცენარის აღზრდის დროს სპეციალურად ახდენენ ჰა-
ერის ჩაბერვას ხსნარში. ფესვებში ჟანგბადი იხარჯება სუნთქვის
პროცესების წარმართვისათვის. დადგენილია, რომ მცენარის ფესვე-
ბის მოთხოვნილება ჟანგბადზე დღე-ღამის განმავლობაში 1 გ მშრალ
მასაზე შეადგენს 1 მგ-ს. ჟანგბადი სტრუქტურიან ნიადაგებში დიდი
რაოდენობით მოიპოვება, მაგრამ უსტრუქტურო, მძიმე მექანიკური
შედგენილობის, დაწიდულ-გამკვრივებულ ნიადაგებში და ჭარბი
წყლის დაგროვების შემთხვევაში მცენარე იჩაგრება ჟანგბადის სიმ-
ცირის გამო. ჟანგბადის სიმცირე კი იწვევს მცენარის ფესვების გან-
ვითარების შეფერხებას. ფესვებზე არ წარმოიქმნება ახალი ბუსუსა
ფესვები, რომლებიც საკვებ ნივთიერებას ითვისებს. ამის შედეგად
მცირდება საკვები ელემენტების ნორმალური შესვლა მცენარეში და
ის განიცდის შიმშილს.
სხვადასხვა მცენარე არათანაბარ დამოკიდებულებას იჩენს ჟან-
გბადის უკმარისობისადმი. ასეთ პირობებში ჭარხალი, კარტოფილი,

32
პარკოსნები და ზეთოვანი კულტურები მალე იღუპებიან, თავთავია-
ნი კულტურები ძალზე იჩაგრებიან, მაგრამ განაგრძობენ ზრდას. აღ-
მოჩნდა, რომ ამ მცენარეებს შესწევს უნარი ნაწილობრივ ფესვები-
სათვის შეითვისოს ჟანგბადი მიწისზედა ნაწილებიდან. სიმინდს,
მაგალითად, გააჩნია საჰაერო ფესვები, ასევე ბრინჯს ნიადაგის დატ-
ბორვის პირობებშიც შეუძლია თავის ფესვებისათვის საჭირო ჟანგბა-
დი საჰაერო ფესვებით შეითვისოს.
ჟანგბადის შესვლის შეფერხება მცენარეში იმ მხრივადაც არის
უარყოფითი, რომ ნიადაგის ანაერობული პირობების შემთხვევაში,
აღდგენითი პროცესის შედეგად მასში წარმოიშვება ჟანგბადის შენა-
ერთები, რომლებიც მომწამვლელად მოქმედებს მცენარის ფესვებზე.
ცდებით დადგინდა, რომ აერაციის გაძლიერებამ გამოიწვია
მცენარეში აზოტის, ფოსფორის, კალიუმის და კალციუმის შესვლის
გაძლიერება.
გამოკვლევებით დადგინდა, რომ მძიმე მექანიკური შედგენი-
ლობის დაწიდულ მდელოს ყავისფერ ნიადაგებში ჟანგბადის უკმა-
რისობის გამო ზიანდება ვაზის ფესვები, ფერხდება მცენარეში მთე-
ლი რიგი საკვები ელემენტების შესვლა. ადგილი აქვს მცენარის თან-
დათანობით დაკნინებას, ქლორიზის გამოვლინებას და ბოლოს ვა-
ზის კვდომას. ამიტომ ასეთი ნიადაგების თვისებების გაუმჯობესე-
ბის მიზნით შემუშავებულ იქნა მთელი რიგი ღონისძიებები, როგო-
რიცაა: ნიადაგის პერიოდული ღრმა დამუშავება, ნარევი ბალახების
თესვა, გოგირდის და გაჯის გამოყენება, რაც იწვევს ნიადაგის
სტრუქტურის გაუმჯობესებას, აერაციის გაძლიერებას და მცენარის
ფესვების ნორმალურ განვითარებას.
4.3.6. არეს რეაქციის გავლენა მცენარის კვებაზე. ყოველ მცენარეს გა-
აჩნია თავის ოპტიმალური არეს რეაქცია. მცენარეები არაერთნაირად
მგრძნობიარეა მჟავე და ტუტე არეს რეაქციებისადმი. ნორმალურ პი-
რობებში არეს რეაქცია არ უნდა იყოს ძლიერ მჟავე ან ძლიერ ტუტე.
ბუნებრივ პირობებში, ნიადაგში მცენარისათვის არაშესაფერისი
არეს რეაქციის არსებობისას აუცილებელი ხდება მისი ხელოვნურად

33
შეცვლა - მჟავე ნიადაგების გაკირიანების, ბიცობი ნიადაგების მო-
თაბაშირების, გოგირდის გამოყენების გზით.
არეს რეაქცია იზომება წყალხსნადი იონების კონცენტრაციის
განსაზღვრით, რომელსაც გამოხატავენ არა აბსოლუტური რაოდე-
ნობით, ე.ი. გრამობით ლიტრში, არამედ PH-ით, საიდანაც P არის
კონცენტრაციის, ხოლო H კი - წყალბად-იონების მაჩვენებელი. მაშა-
სადამე PH არის წყალბად-იონების კონცენტრაცია, გამოხატული ათ-
წილადიანი ლოგარითმის უარყოფითი ნიშნით.
საკვები ხსნარის ჭარბი მჟავიანობა და ტუტიანობა მკვეთრად
მოქმედებს მცენარის განვითარებაზე, იწვევს უჯრედის პლაზმის
დაზიანებას, რის შედეგად ფერხდება მცენარეში საკვები ნივთიერე-
ბის შესვლა, ჭარბი წყალბადისა და ჰიდროქსილის იონები აფერხებს
ნივთიერებათა ცვლას მცენარეში. მჟავე რეაქცია ხელს უშლის ცილე-
ბის წარმოქმნას და ჟანგვით პროცესებს უჯრედში, ხოლო ჭარბი ტუ-
ტე არეს პირობებში ირღვევა ნახშირწყლების წარმოქმნა.
არეს რეაქციას შეუძლია არაპირდაპირ იმოქმედოს მცენარის
განვითარებაზე. მაგალითად, ნიადაგის დამჟავების შემდეგ ალუმი-
ნისა და რკინის იონები აქტივდება, რაც თავისთავად იწვევს ადვი-
ლად ხსნადი, მცენარისათვის შესათვისებელი ფოსფორის ძნელად-
ხსნად, მცენარისათვის ძნელადშესათვისებელ ფორმაში გადაყვანას.
ასევე ტუტე არეში ბორი, რკინა, თუთია, სპილენძი, მანგანუმი გადა-
დის მცენარისათვის ძნელად შესათვისებელ ფორმაში.
არეს რეაქციისადმი დამოკიდებულების მიხედვით კულტუ-
რულ მცენარეთა რამოდენიმე ჯგუფი არსებობს. ზოგი მათგანი ვერ
იტანს არეს მჟავიანობას, იგი ნორმალურად იზრდება მხოლოდ ნე-
იტრალური ან სუსტი ტუტე რეაქციის პირობებში. ასეთია, მაგალი-
თად, იონჯა, შაქრის ჭარხალი და ქერი. მჟავიანობის შედარებით ამ-
ტანია ხორბალი, ბარდა, სამყურა, კარტოფილი, სელი, მაგრამ PH-ის
მაჩვენებლის დაბლა დაცემა მათ განვითარებას აფერხებს. კიდევ
უფრო უკეთ ეგუება მჟავიანობას მოცვი, ხანჭკოლა, ჩაის ბუჩქი და
სხვ. შვრია ითვლება ისეთ მცენარედ, რომელიც იტანს როგორც მჟა-

34
ვე, ასევე ტუტე რეაქციას. ბევრი კულტურული მცენარე საკვებ ნივ-
თიერებას კარგად ითვისებს სუსტ-მჟავე არეს პირობებში.

4.4. მცენარის ჰაერიდან კვება

საკვები ნივთიერების მიღების გზების მიხედვით ვარჩევთ მცე-


ნარის ჰაერიდან და ფესვურ ანუ ნიადაგურ კვებას და ფესვის გარეშე
კვებას.
ჰაერიდან კვებაში იგულისხმება მცენარეში მწვანე ფოთლების
მეშვეობით ატმოსფეროს ნახშირორჟანგის შესვლა და ასიმილაცია,
აგრეთვე გარკვეული რაოდენობის მარილების შეთვისება. ფესვურ
კვებაში კი - ნიადაგიდან ფესვებით წყლისა და მინერალური მარი-
ლების იონების, აგრეთვე ზოგიერთი ორგანული ნივთიერების შეთ-
ვისება. კვების ეს ორი სახე ურთიერთკავშირშია, რადგან ფოთლები
კვებავენ ფესვებს და პირიქით, ფესვები თავის მხრივ კვებავენ ფოთ-
ლებს. ფოთლებში და ფესვებში მიმდინარეობს მრავალრიცხოვანი
ორგანული ნივთიერების ბიოსინთეზი, რომელთა პროდუქტები გა-
დაინაცვლებს მცენარის მიწისზედა და მიწისქვედა ნაწილებში, მაგ-
რამ კვების ასეთი დაყოფა მაინც პირობითია, რადგან ერთი და იგივე
ნივთიერება შთაინთქმება როგორც ფესვებით, ასევე ფოთლებით.
ჰაერიდან კვებისას მცენარე მდიდრდება ნახშირბადით, ჟანგბა-
დით და წყალბადით. მათი შემცველობა მცენარეში საშუალოდ შესა-
ბამისად შეადგენს 45,42,6,5%. ეს ელემენტები მონაწილეობენ ფოტო-
სინთეზში, რომლის წარმართვისათვის მცენარე იყენებს მზის თბურ
ენერგიას და მასში მონაწილეობას იღებს პიგმენტი ქლოროფილი.
ორგანული ნივთიერების წარმოქმნის პროცესს ნახშირორჟან-
გის და წყლის მეშვეობით, მზის თბური ენერგიისა და ქლოროფი-
ლის მონაწილეობით ეწოდება ასიმილაცია ანუ ფოტოსინთეზი, ფო-
ტოსინთეზის შედეგად მიიღება პირველადი მდგრადი ორგანული
შენაერთი - გლუკოზა.

35
4.5. მცენარის ფესვური კვება

საკვები ნივთიერებების მიღებას გარემოდან ფესვებში და ორ-


განული ნივთიერების წარმოქმნის პროცესს მცენარის ფესვური კვე-
ბა ეწოდება.
მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებები ყოველთვის მო-
იპოვება კულტურულ ნიადაგებში ამა თუ იმ რაოდენობით. თუმცა
დღეისათვის შეინიშნება, ორი-სამი, ზოგჯერ მეტი საკვები ელემენ-
ტის უკმარისობის ნიშნები, რომელთა შემცველობის რეგულირების
გარეშე სასოფლო-სამეურნეო კულტურები ვერ იძლევა სასურველ
მოსავალს.
ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობის რეგულირების
ეფექტური ღონისძიებაა სასუქების გამოყენება.
სასუქების რაციონალური გამოყენება წარმოუდგენელია იმ
პროცესების ცოდნის გარეშე, რომელიც მიმდინარეობს მცენარეს, ნი-
ადაგისა და სასუქებს შორის. ამ მიზნისათვის აუცილებელია ნიადა-
გის აგროქიმიური თვისებების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების
ბიოლოგიური თავისებურებების და გამოყენებული სასუქების თვი-
სებების ცოდნა. ყველა ამ მომენტის ცოდნის საფუძველზე უნდა
დადგინდეს ნიადაგში შესატანი სასუქების დოზები, ფორმები, შეტა-
ნის ვადები და წესები, რაც უზრუნველყოფს მაღალი და მყარი მო-
სავლის მიღებას.
4.5.1. ფესვთა სისტემა. ფესვთა სისტემა მცენარესა და ნიადაგს შო-
რის დამაკავშირებელი რგოლია. მისი საშუალებით ნიადაგი გავლე-
ნას ახდენს მცენარეზე. მცენარის ფესვები ხუთ დამოუკიდებელ
ფუნქციას ასრულებს: 1. ნიადაგიდან ითვისებს წყალს და საკვებ ნივ-
თიერებებს; 2. წყალი და საკვები გადააქვს ღეროში; 3. წარმოადგენს
საკვები ნივთიერებების დაგროვების ორგანოს (ფესვნაყოფები); 4.
მცენარეს ამაგრებს ნიადაგში; 5. ფესვები ორგანული ნივთიერებების
წარმომქმნელი ორგანოა.
ფესვთა სისტემის დამახასიათებელი თავისებურებაა ქემოტ-

36
როპიზმი - ხსნადი ნივთიერების გამაღიზიანებელი მოქმედება ცო-
ცხალ პლაზმაზე. თუ ხსნარი მაღალი კონცენტრაციისაა, ადგილი
აქვს უარყოფით ქემოტროპიზმს, ხოლო დაბალის შემთხვევაში - და-
დებით ქემოტროპიზმს.
4.5.2. ფესვებით საკვები ნივთიერების შეთვისება. მცენარის ფესვე-
ბით საკვები ნივთიერების შეთვისების სამი წყარო არსებობს: ნიადა-
გის ხსნარი, გაცვლითი იონები და იოლად შლადი მინერალები. ნია-
დაგში არსებული საკვების საერთო მარაგიდან მცენარისათვის მხო-
ლოდ ნაწილია მისაწვდომი. საკვები ნივთიერების დაყოფა მცენარი-
სათვის შესათვისებელ და შეუთვისებელ ფორმად ძალზე პირობი-
თია, რადგან მცენარეების სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა უნარით
ხასიათდება ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებების შენაერ-
თების შეთვისების თვალსაზრისით.
4.5.3. ფესვების განსხვავებული აგებულება. მთავარღერძიანი და
ფუნჯა ფესვები ფესვთა სისტემის, ფესვის მოცულობისა და ფესვის
ნიადაგში განტოტვის შესაბამისად, მცენარეს მეტი ან ნაკლები საკვე-
ბი ნივთიერების ათვისება შეუძლია. ამიტომ, სხვადასხვა კულტუ-
რის ოპტიმალური ზრდისათვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებათა
კონცენტრაცია ნიადაგში განსხვავებულია. საშემოდგომო მარცვლე-
ული ძალიან კარგად ითვისებს კალიუმს თავისი წვრილი და ფარ-
თოდ განტოტვილი ფესვთა სისტემის მეშვეობით. იგივე ეხება კარ-
გად განვითარებულ მთავარღერძიან ფესვთა სისტემის მქონე მცენა-
რეებს (მაგ. შაქრის ჭარხალს), რომლებიც ფოსფორისა და კალიუმის
დიდ ნაწილს ნიადაგის სიღრმისეული ფენებიდან იღებენ. მათგან
განსხვავებით, უფრო სუსტად განვითარებული ფესვთა სისტემის
მქონე მცენარეებს კი საკვები ნივთიერებების უფრო მაღალი კონცენ-
ტრაცია ესაჭიროებათ.
რაც უფრო პატარაა ფესვი, მით მეტი სასუქის შეტანაა საჭირო
მოსავლის ერთეულის (კილოგრამი მშრალი ნივთიერება) საწარმო-
ებლად.
4.5.4. მარილების მოქმედება არეს რეაქციაზე. ნიადაგში ან საკვებ

37
ხსნარში შეტანილი მარილები იწვევს არეს რეაქციის შეცვლას. არეს
რეაქციაზე მარილების მოქმედების ორი მხარე უნდა გავარჩიოთ -
ქიმიური და ფიზიოლოგიური. სასუქებად გამოყენებული მარილე-
ბი შეიძლება იყოს ქიმიურად ნეიტრალური, მჟავე ან ტუტე. პირ-
ველს მიეკუთვნება: NaNO3, KCl, K2SO4, (NH4)2SO4. აღნიშნული მარი-
ლები წყალში გახსნილი, თითქმის არ ცვლის არეს რეაქციას. ჰიდ-
როლიზურად ტუტე მარილებია: K2COs, (NH4)2CO3, მათი ჰიდროლი-
ზის შედეგად წარმოიქმნება ძლიერი ტუტე KOH, NH4OH და სუსტი
მჟავე H2CO3; ამიტომ მარილების წყალში გახნისას არეს რეაქცია ტუ-
ტე მიმართულებით იცვლება.
არჩევენ აგრეთვე ჰიდროლიზურად მჟავე მარილებს. ასეთებია
FeCl3. მისი ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება სუსტი ტუტე -
Fe(OH)3 და ძლიერი მჟავა - HCl. არსებობს აგრეთვე ქიმიურად მჟავე
მარილები, რომლებიც შეიცავს წყალბადიონებს - Ca(H2PO4)2. ფიზი-
ოლოგიურად და ქიმიურად მჟავე მარილები იწვევს არეს რეაქციის
დამჟავებას.
არეს რეაქციაზე მარილების მოქმედების ქიმიურ მხარეს მნიშ-
ვნელობა აქვს მცენარის განვითარებისათვის, რადგან მას შეუძლია
დაამჟაოს ან გაატუტიანოს საკვები ხსნარის ან ნიადაგის არეს რეაქ-
ცია.
მარილები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიზიოლოგიური ხასია-
თის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა - მჟავე და ტუტე. მარილების ფი-
ზიოლოგიური რეაქცია დამოკიდებულია იმაზე, თუ მცენარე როგო-
რი ინეტენსივობით ითვისებს მარილის ანიონს ან კათიონს. თუ მცე-
ნარე უფრო ინტენსიურად ითვისებს კათიონს ანიონთან შედარე-
ბით, მაშინ ასეთი მარილი ამჟღავნებს ფიზიოლოგიურ მჟავიანობას
და იწვევს არეს რეაქციის მჟავე მიმართულებით შეცვლას. მაგრამ
თუ ის უფრო ინტენსიურად ითვისებს ანიონებს, ვიდრე კათიონებს,
მაშინ ავლენს ფიზიოლოგიურ ტუტიანობას, რის შედეგადაც ადგი-
ლი აქვს ნიადაგის რექციის შეცვლას ტუტე მიმართულებით. ფიზი-
ოლოგიურად მჟავე მარილებს, რომლებიც სასუქებად გამოიყენება,

38
მიეკუთვნება: (NH4)2SO4, NH4Cl, K2SO4, KCl, NH4NO3. ფიზიოლოგიუ-
რად ტუტე მარილებია: NaNO3, Ca(NO3)2, KNO3, Mg(NO3)2, Ca3(PO4)2.
გოგირდმჟავა ამონიუმიდან (NH4)2SO4 მცენარე უფრო იმტენსი-
ურად ითვისებს NH4 -ს, ვიდრე SO4-ს. ხსნარში დარჩენილი SO4 -ის
რადიკალი წარმოქმნის ძლიერ მჟავას - H2SO4 . ამიტომ ამ მარილის
ნიადაგში ან საკვებ ხსნარში შეტანის შედეგად ხდება არეს რეაქციის
შეცვლა მჟავე მიმართულებით.
ძალიან გავრცელებულ აზოტიან სასუქს მიეკუთვნება აზოტ-
მჟავაამონიუმი ანუ ამონიუმის გვარჯილა - NH4NO3 , რომელიც იწ-
ვევს ნიადაგის არეს სუსტად დამჟავებას.
ნატრიუმის ნიტრატიდან ანუ ნატრიუმის გვარჯილიდან
(NaNO3) მცენარე უფრო ინტენსიურად ითვისებს NO3-ს, ვიდრე Na-ს,
რომელიც ხსნარში რჩება და წყალთან წარმოქმნის ძლიერ ტუტეს -
NaOH-ს. ამ მარილის შეტანა იწვევს არეს რეაქციის ტუტე მიმართუ-
ლებით შეცვლას. ასევე ფიზიოლოგიურ ტუტიანობას ამჟღავნებენ
კალციუმის, კალიუმის და მაგნიუმის გვარჯილები.
არჩევენ აგრეთვე მარილების ბიოლოგიურ მჟავიანობას. იგი გა-
მოწვეულია ნიადაგში საკვებ ხსნარში ამიაკური და ამიდური ფორ-
მების აზოტშემცველი მარილებიდან, მიკროორგანიზმების მეშვეო-
ბით ამონიუმის აზოტმჟავაში გადაყვანით, რის შედეგად არეს რეაქ-
ცია მჟავიანდება. ბიოლოგიურად მჟავე მარილებს მიეკუთვნება:
NH4Cl, (NH4)2SO4,, NH4NO3, CO(NH2)2.
მარილების მოქმედებას არეს რეაქციაზე უდიდესი მნიშვნელო-
ბა აქვს სასუქების გამოყენებისათვის. სასუქებში შემავალი მარილე-
ბი სისტემატურად მათი გამოყენებისას არსებითად ცვლიან ნიადა-
გის არეს რეაქციას მჟავე ან ტუტე მიმართულებით, რითაც შეიძლება
შეფერხდეს მცენარის განვითარება. ამიტომ სასუქებში შემავალი მა-
რილების არეს რეაქციაზე მოქმედების ცოდნის საფუძველზე, შეგ-
ვიძლია შევარჩიოთ სასუქების შესაფერისი ფორმები ამა თუ იმ ნია-
დაგობრივი პირობებისათვის. აღნიშნული დებულებიდან გამომდი-
ნარე, მჟავე ნიადაგებში უნდა შევიტანოთ ფიზიოლოგიურად ტუტე

39
მარილების შემცველი სასუქები, ხოლო კარბონატულ და ნეიტრა-
ლურ ნიადაგებზე კი - ფიზიოლოგიურად და ბიოლოგიურად მჟავე
მარილები.

4.6. მცენარის ფესვგარეშე გამოკვება

ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ფრანგმა მეცნიერმა ბუსენ-


გომ დაადგინა, რომ ფოთლებიდან შესული საკვები ნივთიერება შე-
იძლება მცენარემ გამოიყენოს ისევე, როგორც ფესვებიდან შეწოვი-
ლი. ფოთლებზე შესხურებული მარილების ხსნარები შეაღწევენ ფო-
თოლში კუტიკულის გზით. ბუნებრივ პირობებში ზოგიერთი ელე-
მენტი შეიძლება შევიდეს მცენარეში ფოთლების საშუალებით. მაგა-
ლითად, ამიაკი და გოგირდის ჟანგი ატმოსფეროდან, მარილების სა-
ხით, რომლებსაც შეიცავს წვიმის წყალი. წვიმის წყალი ასევე შეი-
ცავს ზოგიერთ მიკროელემენტს, რომელიც ფოთოლზე მოხვედრის
შემთხვევაში შედის მცენარეში. შემდგომში დაადგინეს, რომ ფოთ-
ლებიდან მცენარეში შესული საკვები ნივთიერება იმდენად უმნიშ-
ვნელოა, რომ ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებს მცენარის მოთხოვნი-
ლებას საკვებ ნივთიერებებზე.
უმთავრესი მინერალური მარილები დაბალი კონცენტრაციის
დროსაც კი იწვევენ ფოთლების ამოწვას. აზოტიანი სასუქებიდან
ფოთლებზე შესხურების დროს ამოწვას არ იწვევს შარდოვანა. მარ-
ტო ფესვგარეშე გამოკვებით მცენარის ნორმალური ზრდის მიღწევა
შეუძლებელია, სასუქების გამოყენების ეს ხერხი წარმოადგენს ფეს-
ვებიდან კვების დამატებას და არა ძირითადს და მას ვიყენებთ ზო-
გიერთი მიკროელემენტით მცენარის გამოკვებისათვის.

40
5. ნიადაგის თვისებები და მათი მნიშვნელობა მცენარის კვებისა და
სასუქების გამოყენებისათვის

ნიადაგის ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს უდი-


დესი მნიშვნელობა აქვს მცენარის კვებისათვის, რადაგან ის ნიადა-
გიდან ფესვებით ითვისებს ძირითად საკვებ ელემენტებს და წყალს.
ნიადაგის თვისებები განსაზღვრავს საკვები ნივთიერებების ხსნა-
დობას, მიწათმოქმედებისათვის სასარგებლო მიკროორგანიზმების
ცხოველმყოფელობას, რაზედაც თავის მხრივ, დამოკიდებულია ნია-
დაგის ორგანული ნივთიერების მინერალიზაცია და მასში არსებუ-
ლი საკვების გადაყვანა მცენარისათვის შესათვისებელ ფორმებში.
ადამიანი სასუქებით აქტიურად მოქმედებს ნიადაგსა და მცენარეზე,
იწვევს მცენარეთა კვების რეჟიმის გაუმჯობესებას მოსავლის გადი-
დების მიზნით.
მცენარის სასუქებზე მოთხოვნილება განისაზღვრება ნიადაგში
მცენარისათვის საჭირო საკვები ელემენტების შემცველობით. შე-
სათვისებელი საკვები ნივთიერების ნიადაგში მაღალი შემცველობი-
სას ეცემა ნიადაგში შეტანილი სასუქის ეფექტი. ნიადაგში შეტანილი
სასუქების საკვები ელემენტები მთლიანად არ შეითვისება მცენარის
მიერ. ნაწილი ამ საკვები ელემენტებისა ჩაირეცხება ნიადაგის ქვედა
ფენებში ნალექებისა და სარწყავი წყლის გავლენით, ნაწილი გადაი-
ტანება ნიადაგთან ერთად ზედაპირული გადარეცხვის შედეგად, ნა-
წილი გადადის მცენარისათვის ძნელად შესათვისებელ შენაერთებ-
ში. და მხოლოდ დანარჩენი ნაწილი რჩება მცენარისათვის შესათვი-
სებელ ფორმებში. ანუ ნიადაგში შეტანილი სასუქი განიცდის გარ-
დაქმნას. ამ გარდაქმნის ინტენსივობა და ხასიათი დამოკიდებულია
ნიადაგის ფიზიკურ, ქიმიურ, ფიზიკო-ქიმიურ და ბიოლოგიურ
თვისებებზე. სხვადასხვა ნიადაგში ეს პროცესი არათანაბრად მიმ-
დინარეობს, თანაც, სასუქის გავლენით იცვლება ნიადაგის თვისებე-
ბი - არეს რეაქცია, საკვები ნივთიერებების შემცველობა ხსნარში,
მიკრობიოლოგიური პროცესების ინტენსივობა და ხასიათი. მცენა-

41
რეც ასევე გავლენას ახდენს ნიადაგის თვისებებსა და ნიადაგში შე-
ტანილი სასუქების გარდაქმნის პროცესებზე.
საკვები ნივთიერებების ჩარეცხვა ქვედა ფენებში დამოკიდებუ-
ლია ნიადაგის თვისებებზე. მაგალითად, ეს პროცესი ინტენსიურად
მიმდინარეობს ქვიშნარ ნიადაგებში, ვიდრე თიხიან და თიხნარ ნია-
დაგებში.
ასევე, სასუქის საკვები ნივთიერების გადასვლა ძნელად შესათ-
ვისებელ ფორმებში დამოკიდებულია ნიადაგის ქიმიურ, ფიზიკო--
ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებზე, რის გამოც ის სხვადასხვა ნია-
დაგობრივ პირობებში სხვადასხვა ინტენსივობით მჟღავნდება.
სასუქის საკვები ნივთიერების შეთვისება მცენარის მიერ დამო-
კიდებულია ნიადაგის თვისებებზე, რამდენადაც ხელსაყრელი პი-
რობებია ნიადაგში მცენარის ფესვთა სისტემის განვითეარებისათ-
ვის, იმდენად მეტია სასუქიდან საკვები ელემენტების შეთვისების
ხარისხი.
ნიადაგში შეტანილი ორგანული სასუქი იშლება მიკროორგა-
ნიზმების გავლენით. ამ პროცესის ინტენსივობა დამოკიდებულია
ნიადაგში ორგანული ნივთიერების დამშლელი მიკროორგანიზმე-
ბის ცხოველმყოფელობაზე, რასაც თავის მხრივ განსაზღვრავს ნია-
დაგის ისეთი თვისებები, როგორიცაა არეს რეაქცია, ფიზიკური თვი-
სებები, სტრუქტურა, ტემპერატურა, აერაცია და წყლის რეჟიმი. ამი-
ტომ ორგანული სასუქების გარდაქმნის პროცესი, მისი ეფექტურობა
დიდადაა დამოკიდებული ნიადაგის თვისებებზე.
ნიადაგში შეტანილი სასუქების ზემოთ აღნიშნული გარდაქ-
მნები სხვადასხვანაირი ინტენსივობით მიმდინარეობს სხვადასხვა
ნიადაგებში, ამით აიხსნება ერთი და იგივე სასუქის განსხვავებული
ეფექტი სხვადასხვა ნიადაგზე.
იმისათვის, რომ შევაფასოთ ამა თუ იმ სასუქის მნიშვნელობა
და ნორმალურად წარვმართოთ მცენარის კვების რეჟიმი, საჭიროა
ვიცოდეთ მცენარის მოთხოვნილება საკვებ ნივთიერებებზე და ნია-
დაგის თვისებებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასუქების ეფექტუ-

42
რობას. ნიადაგის თითქმის ყველა თვისება ამა თუ იმ ხარისხით გავ-
ლენას ახდენს სასუქის მოქმედებაზე, მაგრამ მათ შორის არიან ისე-
თები, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლიან მათ ეფეტქურობას. ეს
თვისებებია: შთანთქმის უნარიანობა, არეს რეაქცია, მჟავიანობა, ფუ-
ძეებით მაძღრობის ხარისხი და ბუფერობა.

5.1. ნიადაგის ნაყოფიერება

ნიადაგი ეწოდება დედამიწის ზედაპირის ფხვიერ ფენას, რო-


მელსაც გააჩნია ნაყოფიერების თვისება. იგი არის ნიადაგთწარმომ-
ქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების პროდუქტი.
ნიადაგის ნაყოფიერებაში უნდა გვესმოდეს ნიადაგის უნარი,
დააკმაყოფილოს მცენარის მოთხოვნილება წყალსა და საკვებ ელე-
მენტებზე; უზრუნველყოს მცენარის ფესვთა სისტემა ნორმალური
მოქმედებისათვის საკმარისი რაოდენობის ჰაერითა და სითბოთი.
ნიადაგის თვისებათა ერთიანობას, რომელიც უზრუნველყოფს
მცენარის ნორმალურ ფესვურ კვებას, ნიადაგის ნაყოფიერება ეწო-
დება.
ნაყოფიერება ნიადაგის ხარისხის არსებითი მაჩვენებელია. ნია-
დაგის ნაყოფიერება ნიადაგთწარმომქმნელი ფაქტორების ბუნებრი-
ვი განვითარების შედეგია. ამიტომ, ყოველი ნიადაგისათვის დამახა-
სიათებელია ბუნებრივი ნაყოფიერება. ის განპირობებულია: საკვები
ელემენტების პოტენციური მარაგით, ადვილად შესათვისებელი
საკვების ფორმებითა და რაოდენობით; ჰუმუსის შემცველობითა და
მისი შედგენილობით; ჰუმუსის ჰორიზონტის სიმძლავრით; ნიადა-
გის მექანიკური შედგენილობით; მიკრობიოლოგიური პროცესის
ინტენსივობით; არეს რეაქციით; წყლის, აერობული და თბური რე-
ჟიმის თავისებურებით.
ნაყოფიერი ნიადაგი საკმაო რაოდენობით უნდა შეიცავდეს
მცენარისათვის იოლად მისაწვდომ საკვებ ელემენტებს, გააჩნდეს
კარგი ფიზიკური თვისებები, რომლებიც უზრუნველყოფს მცენარის

43
მძლავრ ფესვთა სისტემის განვითარებას და მათი გავრცელების ზო-
ნაში ნორმალურ აერაციას; გააჩნდეს მცენარეებისა და მიკროორგა-
ნიზმებისათვის ხელსაყრელი არეს რეაქცია, არ შეიცავდეს მავნე და
მომწამვლელ ნივთიერებებს.
ნიადაგწარმომქმნელი პროცესისა და ნიადაგის თვისებების
შეცვლის შესაბამისად იცვლება ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერება.
ნიადაგის დამუშავების შემდეგ იგი გადაიქცევა საწარმოო საშუალე-
ბად და მისი ბუნებრივი ნაყოფიერება გამოვლინდება სასოფლო-სა-
მეურნეო კულტურების მოსავლის სახით. ნიადაგის ამ ნაყოფიერე-
ბას ეფექტური ნაყოფიერება ეწოდება. იგი დამოკიდებულია არა
მარტო მოცემული ნიადაგის ბუნებრივ ნაყოფიერებაზე, არამედ,
უმეტესად, წარმოებაში ნიადაგის გამოყენების პირობებზე.
სასუქების გამოყენების, ნიადაგის დამუშავებისა და სამელიო-
რაციო ღონისძიებების დანერგვის შედეგად იქმნება ნიადაგის ხე-
ლოვნური ნაყოფიერება.
ნიადაგის საკვები ელემენტების მობილიზაცია დიდად არის
დამოკიდებული მათი გამოყენების პირობებზე და კერძოდ, ნიადა-
გის დამუშავებაზე, რომელიც ხელს უწყობს მცენარისათვის საჭირო
საკვები ელემენტების დაგროვებას.
ნიადაგის ეფექტური ნაყოფიერება ფაქტიურად ბუნებრივ და
ხელოვნურ ნაყოფიერებათა შემაჯამებელი გამოხატულებაა. ნიადა-
გის სწორი ექსპლუატაციის შედეგად მისი ნაყოფიერება უმჯობეს-
დება.
მცენარე ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის მოითხოვს
სინათლეს, სითბოს, ჟანგბადს და საკვებ ელემენტებს. ნიადაგი უზ-
რუნველყოფს მცენარის მოთხოვნილებას ნაცრის ელემენტებზე,
აზოტზე, ტენზე, გარკვეულ თბურ რეჟიმსა და ჟანგბადზე. უკანას-
კნელი კი საჭიროა ფესვებით სუნთქვისათვის. არც ერთი მათგანის
სხვით შეცვლა არ შეიძლება. ამდენად ნიადაგის ეფექტური ნაყოფი-
ერება დამოკიდებულია ნიადაგის უნარზე, უზრუნველყოს მცენარე
ყველა აუცილებელი პირობებით. აუცილებელია იმ ძირითადი ფაქ-

44
ტორის გარკვევა, რომელზე მოქმედებაც ხელს შეუწყობს ყველა და-
ნარჩენი ფაქტორის მაქსიმალურ ეფექტურობას. მაგალითად, გვალ-
ვიან ზონაში წამყვანი ფაქტორია - მცენარეების უზრუნველყოფა
წყლით. ამ ზონაში ძირითადი მნიშვნელობა ეძლევა წყლის დაგრო-
ვებას და მის პროდუქტიულ გამოყენებას.
ტყის ზონაში მთავარი ღონისძიებაა სასუქების გამოყენება და
მოკირიანება. ჭარბი ტენის პირობებში კი მთავარია ეროზიული რე-
ჟიმის რეგულირება.
სარწყავი მიწათმოქმედების ზონაში ძირითადი მნიშვნელობა
აქვს სწორ რწყვას, რომელიც გამორიცხავს დაჭაობებას და მეორად
დამლაშებას.
ნიადაგის ეფექტური ნაყოფიერების გადიდების ძირითადი
ღონისძიება და მისი ბუნებრივი ნაყოფიერების მაქსიმალური გამო-
ყენება დაკავშირებულია ორგანული და მინერალური სასუქების,
მოკირიანებისა და მოთაბაშირების, მათი დამუშავების სისტემის,
მორწყვის, დაშრობის, ბალახის თესვის, მინდორსაცავი ზოლების,
თესლბრუნვის სწორი სისტემის, ეროზიასთან ბრძოლის ღონისძიე-
ბათა გამოყენების, მაღალმოსავლიან მცენარეთა ჯიშების დანერ-
გვასთან. კონკრეტულ ხერხს ამ ღონისძიებათა სისტემაში შეადგენს
მეურნეობის ნიადაგების თავისებურებანი და მოსაყვანი კულტურის
ბიოლოგიური მოთხოვნილებები.

5.2. ნიადაგის შედგენილობა

ნიადაგი შედგება მაგარი, თხიერი და გაზისებრი ფაზებისაგან.


მაგარი ფაზა შეიცავს სხვადასხვა სიდიდის მექანიკურ ნაწილაკებს -
მსხვილი ქვიდან უწვრილეს კოლოიდებამდე. კოლოიდებს მიეკუთ-
ვნება ნიადაგის ის ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი 0,001 მილი-
მეტრზე ნაკლებია. ნიადაგის შემადგენელი მექანიკური ნაწილაკები-
საგან წარმოიქმნება სტრუქტურული აგრეგატები.
ნიადაგის მაგარი ფაზა ქიმიური შედგენილობის მიხედვით

45
შედგება მინერალური, ორგანული და ორგანულ-მინერალური შენა-
ერთებისაგან. ნიადაგის მინერალური შენაერთები ბევრად მეტია
მის ორგანულ ნაწილთან შედარებით. აქედან გამონაკლისია ტორ-
ფიანი ნიადაგი, რომელშიც ორგანული ნივთიერება 90%-ზე მეტია.
ნიადაგის მექანიკურ ნაწილაკებსა და აგრეგატებს შორის არსე-
ბული სივრცე-ფორები ჰაერსა და ხსნარს უკავია.
ნიადაგში ყველაზე მეტია ჟანგბადი (49,0%), შემდეგ სილიციუ-
მი (33,0%), ალუმინი და რკინა ერთად შეადგენს 10,7%, ს, ხოლო და-
ნარჩენ ელემენტებზე მოდის 7%.
ნიადაგის თხევადი ფაზა წარმოადგენს ნიადაგის ხსნარს, რო-
მელიც მოთავსებულია ნიადაგის მაგარ ნაწილაკთა შორის არსებულ
სივრცეში. იგი ყველაზე უფრო მოძრავი ნაწილია, საიდანაც მცენარე
ითვისებს საკვებს. ნიადაგის ხსნარში მიმდინარეობს სხვადასხვა ქი-
მიური პროცესი. ნიადაგში მოხვედრილი წყალი შეიცავს მასში გახ-
სნილ ჟანგბადს, ნახშირორჟანგს და მცირე რაოდენობით სხვა გა-
ზებს. წყალი ეხება ნიადაგის მაგარ ფაზას, ხსნის მასში არსებულ ად-
ვილად მოძრავ ნაერთებს და გადაიქცევა ნიადაგის ხსნარად ანუ
თხევად ფაზად. ნიადაგის ხსნარში, ნიადაგის ტიპის მიხედვით, შე-
იძლება იყოს: ანიონები - NO3-, HCO3-, OH-, H2PO4-, SO42- და კათიო-
ნები - Na+, K+, NH4+, Ca2+, Mg2+, Fe3+, Al3+ და სხვა; წყალხსნადი ორგა-
ნული ნივთიერებები; ორგანული მჟავები; ნახშირწყლები. ნიადაგის
ხსნარში შედის აგრეთვე ხსნადი გაზები, როგორიცაა: ჟანგბადი, ნახ-
შირორჟანგი, ამონიაკი და სხვ. ნიადაგის ხსნარში ანიონების და კა-
თიონების გადასვლა ხდება მინერალების გამოფიტვის, ორგანული
ნივთიერებების გახრწნისა და სასუქების შეტანის შედეგად.
მცენარის კვებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს K+, Ca2+,
Mg2+, NH4+, NO3, SO42-, H2PO4- -იონების არსებობას და მათ შევსებას.
ნივთიერებათა საერთო რაოდენობას, რომელიც გახსნილია ნი-
ადაგის ხსნარში პროცენტის მეასედიდან (კორდიან-ეწეროვანი ნია-
დაგები) რამდენიმე პროცენტამდე (დამლაშებული ნიადაგები) აღ-
წევს. კულტურულ ნიადაგებში საშუალოდ ნიადაგის ხსნარში მარი-

46
ლების კონცენტრაცია 0,05%-დან 0,2%-ის ფარგლებში მერყეობს. ნია-
დაგის ხსნარში მარილების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს სასუ-
ქების შეტანით, ნიადაგის ტენის შემცირებით, ორგანული ნივთიე-
რებების მინერალიზაციით, მინერალების გამოფიტვით. ნიადაგის
ხსნარში მარილების რაოდენობა მცირდება მცენარის მიერ საკვების
შეთვისებით, ხსნადი მარილების უხსნადში გადასვლით, მარილე-
ბის გრუნტის წყლებში ჩარეცხვით.
ნიადაგის გაზისებრი ფაზა ანუ ჰაერი არის აიროვანი ნაწილი,
რომელიც ატმოსფეროს ჰაერიდან ორი ნიშნით განსხვავდება: 1. ნია-
დაგის ჰაერი წყლის ორთქლით უფრო მდიდარია; 2. ის ატმოსფე-
როსთან შედარებით შეიცავს მეტ ნახშირორჟანგს და ჟანგბადის შემ-
ცველობა შემცირებულია. უკანასკნელის შემცირება კი გამოწვეულია
ზოგიერთი ქიმიური რეაქციის, მიკროორგანიზმებისა და ფესვების
სუნთქვის შედეგად.
ატმოსფეროს ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობა 0,1-0,05%-
ია. ნიადაგის ჰაერში კი 2-3 %-ს აღწევს. მისი რაოდენობა ნიადაგის
ჰაერში დამოკიდებულია ნიადაგისა და ატმოსფეროს შორის გაზე-
ბის ცვლის ინტენსივობაზე. ნიადაგში CO2 მცენარის ფესვთა სისტე-
მისა და მიკროორგანიზმების სუნთქვის, აგრეთვე ორგანულ ნივთი-
ერებათა დაშლის შედეგად წარმოიქმნება, რომლის ნაწილი გამოი-
ყოფა ატმოსფეროში, ნაწილი კი იხსნება ნიადაგის ხსნარში. ნიადა-
გიდან CO2-ის გამოყოფის შედეგად მცენარის ვარჯის ირგვლივ იზ-
რდება მისი რაოდენობა, რაც ფოტოსინთეზის ინტენსივობას აძლიე-
რებს.
ნიადაგის ხსნარში CO2 -ის დიდი რაოდენობით დაგროვება და
ჟანგბადის შემცირება უარყოფითად მოქმედებს მცენარისა და მიკ-
როორგანიზმების განვითარებაზე. ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს
ფესვთა სისტემის დაზიანებას და საკვები ნივთიერების მცენარეში
შესვლის შენელებას.

47
5.3. ნიადაგის მინერალური ნივთიერება

ნიადაგის მინერალური ნაწილის შედგენილობა დამოკიდებუ-


ლია ქანისა და ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების ხასიათზე. ნია-
დაგის მინერალები წარმოდგენილია პირველადი და მეორეული სა-
ხით. პირველად მინერალებს მიეკუთვნება მინდვრის შპატი, კვარ-
ცი, ქარსები, რქის მატყუარა ჰიდროქანები. ნიადაგში ეს მინერალები
გვხვდება ქვიშის (0,05-დან 1 მმ-მდე), მტვრის (0,0001-დან -0,05 მმ-
მდე), მნიშვნელოვანი ნაწილი ლექის (0,001 მმ-ზე ნაკლები) და კო-
ლოიდების (0,25 მკმ2 ნაკლები) ნაწილაკების სახით.
პირველადი მინერალების ჰიდრატაციის, ჰიდროლიზის, და-
ჟანგვისა და მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგად
წარმოიქმნება ერთნახევარი ჟანგეულების ჰიდრატები - სილიციუ-
მის ჰიდრატი, სხვადასხვა მარილი და ე.წ. მეორეული ანუ თიხამი-
ნერალები -კაოლინიტი, მონტმორილონიტი, ჰიდროქარსები და სხვ.
ჟანგბადი ნიადაგის შედგენილობაში ყველაზე მეტი რაოდენო-
ბითაა წარმოდგენილი (49,0%). იგი სილიციუმთან და ერთნახევარ
ჟანგეულებთან და სხვა ნაერთებში გვხვდება.
სილიციუმი ნიადაგში უმთავრესად კვარცის, სილიკატების და
ალუმოსილიკატების სახით გვხვდება, მათ შორის კვარცი ( SiO2) ყვე-
ლაზე უფრო გავრცელებული შენაერთია. მისი რაოდენობა თითქმის
ყოველთვის 60%-ზე მეტია, ხოლო ზოგიერთ ნიადაგში 90% -ს და
მეტსაც აღწევს. ის მდგრადი, ინერტული შენაერთია და ძალზე ძნე-
ლად განიცდის დაშლას.
ალუმინსილიციუმჟანგბადის ნაერთები ანუ ალუმინსილიკა-
ტები ნიადაგში გვხვდება პირველადი და მეორეული მინერალების
სახით. პირველადი მინერალებიდან ყველაზე გავრცელებულია მინ-
დვრის შპატები: ორთოკრაზი (KAlSi3O8), პლაგოკლაზი (CaAl3Si3O8),
ალიზიტი (NaAlSi3O8); მინდვრის შპატზე ნაკლები რაოდენობითაა
წარმოდგენილი ქარსები - მუსკოვიტები - KAl2[AlSi3O10(OH)2], ფლო-
მოპლიტი - KMg3AlSi3O10(OH)2, ბიოტიტი - K(MgFe)3, მინერალები

48
რქის მატყუარა ჰიდროქანები ნიადაგში უმნიშვნელოა. მინდვრის
შპატისა და ქარსების თანდათან დაშლის შედეგად წარმოიქმნება
კალციუმის, მაგნიუმის, რკინისა და მიკროელემენტების შენაერთე-
ბი, რომლებიც მცენარის კვებისათვის გამოყენება.
მეორეული ალუმინსილიკატები შედგება სილიციუმის, ალუ-
მინის, ჟანგბადის და წყალბადისაგან. ასევე მასში მოიპოვება კალცი-
უმი, მაგნიუმი, რკინა, კალიუმი. მეორეული მინერალები კრისტა-
ლური მესრის შენებით, დისპერსიულობის ხარისხით ერთიანდები-
ან მონტმორილონიტის, კაოლინიტის და ჰიდროქარსების ჯგუფად.
მონტმორილონიტის ჯგუფს მიეკუთვნება საკუთრივ მონტმო-
რილონიტი - Al2Si2(OH)2 და შეიდელიტი - Al3Si3O5(OH)3nH2O და
ზოგიერთი სხვა მინერალი. მონტმორილონიტის თიხებისთვის და-
მახასიათებელია მაღალი დისპერსიულობა, გაჯირჯვების, წებვადო-
ბის და გაწელვის უნარი.
კაოლინიტის ჯგუფის მინერალებია: კაოლინიტი -
Al2Si2O5(OH)2 და გლუაზიტი - Al2Si2 (OH)2H2O. ამ ჯგუფის თიხებს
მონტმორილონიტებთან შედარებით ახასიათებს ნაკლები დისპერ-
სიულობა, გაჯირჯვების და წებვადობის უნარი. ეს თიხამინერალე-
ბი მნიშვნელოვანი რაოდენობით შედის წითელმიწა და ყვითელმი-
წებში, კორდიან-ეწეროვან ნიადაგებში, რომლებიც წარმოშობილია
გრანიტებზე.
ჰიდროქარსები წარმოიქმნებიან ქარსებისა და მინდვბრის შპა-
ტის პირველადი მინერალებისაგან. მათ შუალედი ადგილი უკავიათ
მონტმორილონიტსა და კაოლინიტს შორის და შედიან თითქმის
ყველა ნიადაგში. ჰიდროქარსებს მიეკუთვნებიან ჰიდრომუსკოვიტი,
ჰიდრობიოტიტი და ვერმიკულიტი.
მეორეული თიხამინერალები განსხვავდებიან კრისტალური
მესერის შენებით, დისპერსიულობით და სხვა თვისებებით. მათი
დიდი დისპერსიულობა აპირობებს კათიონების შთანთქმის დიდ
უნარს. ნიადაგის მინერალურ ნაწილში შედის აგრეთვე ისეთი ამორ-
ფული ნივთიერებები, როგორიცაა: რკინის - Fe2O3nH2O, ალუმინის -

49
Al2O3nH2O და სილიციუმის - SiO2nH2O ჟანგები, რომლებიც ნიადაგ-
ში გამოლექილია ამორფული კოლოიდური გელის სახით. აღნიშ-
ნულ შენაერთებს შეუძლია დაკარგოს წყალი და გადავიდეს კრისტა-
ლებში. სილიციუმის ჰიდრატი წარმოშობს მეორეულ კვარცს, ხოლო
ალუმინისა და რკინის ჰიდრატებიდან წარმოიქმნება: ჰიბსიტი, ბიო-
ტიტი, ჰეტიტი, ლიმონიტი. ეს მინერალები საკმაო რაოდენობით შე-
დის წითელმიწებში, ყვითელმიწებში და კორდიან-ეწეროვან ნიადა-
გებში.
პირველადი და მეორეული მინერალების გამოფიტვის შედე-
გად ნიადაგში წარმოიშვება ისეთი მარილები, როგორიცაა სულფა-
ტები, კარბონატები, ბიკარბონატი, ქლორიდები, ნიტრატები, კალი-
უმის, კალციუმის, მაგნიუმის და ნატრიუმის ფოსფატები. ამ მარი-
ლების უმრავლესობა წყალში კარგად იხსნება. გამონაკლისს წარმო-
ადგენს კალციუმის, მაგნიუმის, რკინისა და ალუმინის სამჩანაცვლე-
ბული ფოსფატები, რომლებიც წყალში სრულიად არ იხსნებიან. ნაკ-
ლებად ხსნად მარილებს მიეკუთვნებიან კალციუმის, მაგნიუმის
კარბონატები და კალციუმის სულფატები.
ნიადაგის მექანიკური ნაწილაკები სხვადასხვა მინერალების
შემცველობის გამო განსხვავდება ქიმიური შედგენილობის მიხედ-
ვით. ნიადაგის მსხვილი მექანიკური ნაწილაკები შეიცავს მეტ სი-
ლიციუმს, ნაკლებ ალუმინს და რკინას, ხოლო მექანიკური ნაწილა-
კების შემცირებასთან ერთად იზრდება ალუმინის, რკინის, კალიუ-
მის, კალციუმის და ფოსფორის შემცველობა. მცირდება სილიციუ-
მის რაოდენობა. ნიადაგის ჰუმუსი შეიცავს აგრეთვე მაღალ დისპერ-
სიულ ნაწილაკებს, რომლებიც მდიდარია მცენარისათვის საჭირო
საკვები ელემენტებით (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი).
მცენარის კვების თვალსაზრისით, ნიადაგის წვრილ, დისპერ-
სიულ ნაწილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან საკვების შემ-
ცველობა მასში დიდია. გარდა ამისა, ნიადაგის ამ ნაწილით არის
განპირობებული ადსორბციის უნარი.
ქვიშიანი და ქვიშნარი ნიადაგები შედგება კვარცისა და მინ-

50
დვრის შპატისაგან. ქვეთიხნარები შეიცავს პირველად და მეორეულ
მინერალებს, ხოლო თიხნარები კი - უმთავრესად მეორეულ თიხამი-
ნერალებს კვარცის შენარევით.
ნიადაგის მექანიკური თვისებები განსაზღვრავს მის მთავარ
თვისებას: საკვები ელემენტების - კალიუმის, მაგნიუმის, კალციუ-
მის, რკინის და ფოსფორის შემცველობს.
კვებითი ღირებულების მიხედვით თიხნარი და ქვეთიხნარი
უფრო მდიდარია საკვებით, ვიდრე ქვიშნარი და ქვიშიანი ნიადაგე-
ბი.

5.4. ნიადაგის ორგანული ნივთიერება

ნიადაგის ორგანული ნივთიერება წარმოდგენილია ჯერ კიდევ და-


უშლელი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ორგანული
ნივთიერებისა და ჰუმუსის სახით. ნიადაგში მოხვედრილი ორგანუ-
ლი ნივთიერება ქიმიური შედგენილობის მიხედვით მრავაფეროვა-
ნია, რომელიც შეიძლება 6 ჯგუფად დაიყოს:
1. ნახშირწყლები და ორგანული მჟავები. მათ მიეკუთვნება გლუკო-
ზა (C6H12O6), პენტოზა (C6H10O5), ღვინის მჟავა (C4H6O6), ლიმონის
მჟავა (C6H12O7), მჟაუნ მჟავა (C2H12O4), გარდა ამისა, სხვადასხვა
სახის ამინომჟავები: გლუკოგოლი (CH2NH2COOH), ალანინი
(CH3OH NH2COOH), ლიზინი და სხვა. ყველა ეს ნივთიერება კარ-
გად იხსნება წყალში და ასევე ადვილად გამოირეცხება მცენარეუ-
ლი ნაშთებიდან. ეს შენაერთები მიკროორგანიზმების გავლენით
ადვილად იშლება;
2. ფისები, მთრიმლავი ნივთიერებები, ცხიმები და სანთელი. ეს ორ-
განული ნივთიერებები არ იხსნება წყალში, მაგრამ კარგად იხსნე-
ბა ორგანულ გამხსნელებში - სპირტში, ბენზოლში და სხვა;
3. ცელულოზა და ჰემიცელულოზა უჯრედის გარსის მთავარი შე-
მადგენელი ნაწილია. უჯრედნის ქიმიური შედგენილობა საკმა-
ოდ რთულია. განზავებული მჟავები და ტუტეები ცელულოზაზე

51
არ მოქმედებენ, მაგრამ ძლიერ მჟავებს და ტუტეებს ის გადაჰყავს
გლუკოზაში. ჰემიცელულოზა ნაკლებად გამძლეა გარემო რეაგენ-
ტების მიმართ და განიცდის ჰიდროლიზს. ნიადაგის მიკროორგა-
ნიზმები ფერმენტების გამოყოფით იოლად შლიან ცელულოზას
და ჰემიცელულოზას, საბოლოო პროდუქტების სახით გამოიყოფა
CO2, H2 და მეთანი - CH4;
4. ლიგნინი მერქნის მთავარი შემადგენელი ნაწილია, წარმოადგენს
რთულ შენაერთს. მისი შედგენილობა იცვლება მცენარის სახეო-
ბის მიხედვით. მისი ფორმულაა H40H46O19 ან H36H28O11. მცენარეში
არსებული ყველა შენაერთიდან მხოლოდ ლიგნინია გამძლე რო-
გორც ქიმიურ, ასევე მიკროორგანიზმების ზემოქმედებისადმი;
5. პროტეინი ანუ ცილოვანი ნივთიერებანი. პროტეინების შედგენი-
ლობაში აზოტი 15-19 %-მდეა, გოგირდი 0,5-დან 1 პროცენტამდე,
ფოსფორი 0-0,8 %. იოლად იშლება მიკროორგანიზმების გავლე-
ნით;
6. ნაცრის ელემენტები. მათ მიეკუთვნება კალიუმი, კალციუმი, მაგ-
ნიუმი, ფოსფორი, გოგირდი, სილიციუმი, რკინა, მიკროელემენ-
ტები. მცენარეულ ორგანულ ნაშთებში ნაცრის შემცველობა მერ-
ყეობს 2%-დან 27%-მდე, მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით.

5.5. ორგანული ნივთიერებების დაშლა ნიადაგში

მიმდინარეობს ორი პროცესი: ორგანული ნივთიერების მარ-


ტივ, მინერალურ ნაერთებად დაშლა და ახალი ორგანული ნივთიე-
რების შექმნა - სინთეზი.
ნიადაგში არსებული მცენარეული და ცხოველური ნაშთები
მცენარის კვების მთავარი წყაროა. ისინი იხრწნება ნიადაგში და
მათში არსებული საკვები ელემენტები - აზოტი, ფოსფორო, გოგირ-
დი და სხვა, გადადის მცენარისათვის შესათვისებელ ფორმებში.
მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ნაშთები მთლიანად არ
მინერალიზდება. მათი ნაწილი განიცდის ნაწილობრივ დაშლას და

52
წარმოიქმნება მუქი ფერის ორგანული ნივთიერება, ნეშომპალას
მთავარი მასა - ე.წ. ჰუმუსოვანი ნივთიერება, რომელშიც შედის მიკ-
როორგანიზმების პლაზამა.
ორგანული ნივთიერების დაშლის პროცესში მონაწილეობს ნი-
ადაგში ბინადარი ცხოველები და მიკროორგანიზმები, ხერხემლიანი
ცხოველებიდან - ციყვები, თაგვები და სხვა მღრღნელები, უხერხემ-
ლო ცხოველებიდან კი - ჭიები, მწერები და მათი ჭუპრები, აგრეთვე
უმარტივესი ორგანიზმები, მრავალფეხები და სხვა. ცხოველების
მოქმედება ნიადაგწარმოქმნის პროცესში ორმხრივია: 1. მათ მიერ
გაფხვიერებულ მასაში სწრაფად მიმდინარეობს ქიმიური და ბიო-
ლოგიური დაშლის პროცესები, ამიტომ მის ნაწილაკებში იოლად
შედის წყალი და ჰაერი; 2. ცხოველები თავიანთ ორგანიზმში ორგა-
ნული ნივთიერების გატარებით აჩქარებენ მათი ქიმიური გარდაქ-
მნის პროცესს.
მიკროორგანიზმებიდან ნიადაგის ორგანული ნივთიერებების
გახრწნის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ სოკოები, აქიტინო-
მიცეტები, ბაქტერიები, წყალმცენარეები და უმარტივესი ორგანიზ-
მები.
ნიადაგის სახნავ ფენაში (0-20 სმ) ბაქტერიების მთელი მასის
შემცველობა 0,7-დან 2,7 ტონამდეა, რაც ნიადაგის ორგანული ნივ-
თიერების 1-2%-ს შეადგენს.
არაჰუმიფიცირებული ორგანული ნივთიერებები მცენარის
საკვებ წყაროს წარმოადგენს, რადგან ისინი ადვილად იხსნება ნია-
დაგში და მათში არსებული აზოტი, ფოსფორი, გოგირდი და სხვა
ელემენტები გადადის მცენარისათვის მისაწვდომ მინერალურ ფორ-
მებში. ორგანული ნივთიერების დაშლის, ნაშთისა და მიკროორგა-
ნიზმების პლაზმიდან მიიღება ჰუმუსი, რომელიც აგრეთვე მცენა-
რის კვების წყაროს წარმოადგენს.
ნიადაგის ჰუმუსოვანი ნივთიერებების სამ ჯგუფს ვარჩევთ:
1. ჰუმინის მჟავას; 2. ფულვომჟავებს; 3. ჰუმინებს. ეს ჯგუფები
განსხვავდებიან შედგენილობითა და თვისებებით. სხვადასხვა ნია-

53
დაგის ჰუმუსოვან ნივთიერებებში შედის: ნახშირბადი 52-62%, ჟან-
გბადი -31-39%, წყალბადი - 2,8-6,6%, აზოტი - 3,3%.
ჰუმუსის დაგროვება და განმტკიცება ნიადაგში დამოკიდებუ-
ლია მის კოლოიდურ თვისებებზე.
ჰუმუსი ძირითადად წარმოადგენს კოლოიდურ ნივთიერებას,
რომელსაც მთელი რიგი დამახასიათებელი თვისებები გააჩნია, აქე-
დან მთავარია შთანთქმის უნარიანობა, რომელსაც ძლიერ დიდი
მნიშვნელობა აქვს ნიადაგში და კერძოდ, ჰუმუსის დაგროვების საქ-
მეში.

# ჰუმუსი % ნიადაგები
1 <1 უჰუმუსო
2 1-2 ძალიან მცირე ჰუმუსიანი
3 2-4 მცირე ჰუმუსიანი
4 4-6 საშუალო ჰუმუსიანი
5 6-10 მაღალ ჰუმუსიანი
6 10-15 ძალიან მაღალ ჰუმუსიანი
7 15-30 ნეშომპალიანი
8 >30 ტორფიანი

ორგანული ნარჩენების შედგენილობისა და კლიმატური პი-


რობების მიხედვით ჰუმუსის რაოდენობა, შედგენილობა და თვისე-
ბები სხვადასხვა ნიადაგში დიდად განსხვავდება. რაც უფრო მაძღა-
რია ნიადაგი კალციუმით, მით უფრო მეტია მასთან დაკავშირებუ-
ლი ჰუმინის მჟავას შემცველობა, ნაკლებ კანონზომიერებას ამჟღავ-
ნებს ამ მხრივ ფულვომჟავები. ფულვომჟავების მეტი შემცველობა
განსაზღვრავს ნიადაგში ჰუმუსის ნაკლებ დაგროვებას, როგორც მა-
გალითად, ეწერ ნიადაგებში. ამ შემთხვევაში ჰუმუსის დაგროვება
ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფულვომჟავები ალუმინის და ნაწი-
ლობრივ რკინის ჰიდრატებთან არის დაკავშირებული (წითელმიწე-
ბი).

54
ფულვომჟავების დაგროვება შეიძლება მოხდეს აგრეთვე მათი
ურთიერთკავშირით ჰუმინის მჟავებთან რთული პოლიმერული
კომპლექსების სახით. ამიტომ შავმიწებში, ჰუმინის მჟავების დიდ
რაოდენობასთან ერთად, დამახასიათებელია ფულვომჟავების დი-
დი აბსოლუტური რაოდენობა. ეწერ ნიადაგებში, ნიადაგის ფუძეე-
ბის არამაძღრობის გამო, ვერ ხდება ფულვომჟავების დამაგრება,
არახელსაყრელი პირობებია ჰუმინის მჟავას წარმოქმნისთვისაც და
ამიტომ ნიადაგი ჰუმუსით ღარიბია. რუხ ნიადაგებში, სადაც მცირეა
ორგანული ნარჩენების რაოდენობა, ხდება მათი სწრაფი დაშლა ხან-
მოკლე ტენიან პირობებშიც და ამიტომ არ რჩება მასალა ჰუმინის
მჟავას შენაერთების სინთეზისათვის. ნიადაგი აგრეთვე ღარიბი რჩე-
ბა ჰუმუსით.
წითელმიწებში დიდია ორგანული ნარჩენების რაოდენობა და
ამიტომ, მიუხედავად მათი სწრაფი დაშლისა, ნიადაგი ჰუმუსით
მდიდარია.
ტყიან მხარეებში, სადაც ტენიანი ჰავაა, ორგანული ნარჩენების
დაშლის შედეგად წარმოიშობა “უხეში” შედგენილობის და შედარე-
ბით ხსნადი ჰუმუსი. ამას იწვევს ფულვომჟავებისა და ჰუმუსის სხვა
ხსნადი კომპონენტების მეტი შემცველობა და ორგანული ნარჩენე-
ბის შედარებით ნაკლები ჰუმიფიკაცია. ამის ყველაზე მკაფიო მაგა-
ლითს წარმოადგენს წიწვოვანი ტყე, სადაც მკვდარი საფარის ნელი
დაშლის შედეგად წარმოიქმნება უხეში შედგენილობის მჟავე და შე-
დარებით ხსნადი ჰუმუსი. ამის გამო ჰუმუსი ასეთ ნიადაგებში ცოტა
რჩება და ზედა ფენაში ჩვეულებრივად 2-3 %-ს არ აღემატება.
ყველაზე მტკიცე შედგენილობის ჰუმუსი და ამის გამო მისი
დიდი რაოდენობა ახასიათებს ზომიერად მშრალი ჰავის მდელო-ვე-
ლის მდიდარ მცენარეულ ზონას (შავმიწებს), სადაც ორგანული ნარ-
ჩენების დაშლა და ჰუმუსის დაგროვების პროცესი ოპტიმალურად
მიმდინარეობს. ჰუმუსი ამ ნიადაგებში ხშირად 10-12%-ს აღწევს და
მასში მაქსიმალურია ჰუმინის შენაერთები.
მშრალი ჰავის პირობებში მცენარეულობა ღარიბია და ამის გა-

55
მო ჰუმუსის რაოდენობა ნიადაგში მცირეა.
ჰუმუსის ხსნადობა და ზოგიერთ ნაწილში ქვედა ფენებში მისი
ჩარეცხვა დამახასიათებელია ბიცობიანი ნიადაგებისთვისაც. ამის
მიზეზია ამ ნიადაგებისათვის დამახასიათებელი სოდა (Na2CO3,
NaHCO3) და შთანთქმული ნატრიუმი, რომელიც იწვევს ჰუმუსის
პეპტიზაციას (დისპერგირებას) და ამის გამო მის გამორეცხვას.
ნიადაგის ზედა ფენას, რომელშიც გროვდება ჰუმუსი, ჰუმუსი-
ანი ჰორიზონტი ეწოდება. ეს ფენა გამოირჩევა მუქი ფერით და
სტრუქტურით.
ნიადაგის წარმოქმნის და მასთან ერთად ჰუმიფიკაციის პირო-
ბების მიხედვით სხვადასხვაა ნიადაგში ჰუმუსიანი ჰორიზონტის
სისქე და მასში ჰუმუსის რაოდენობა. ჰუმუსიანი ჰორიზონტის სის-
ქე საშუალოდ 15-20სმ-ს აღწევს, ხშირად კი ბევრად მეტია და ზოგან
50-60 სმ და მეტსაც უდრის. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა
შავმიწები. იქ კი, სადაც ჰუმიფიკაციის პროცესები სუსტად მიმდი-
ნარეობს, ჰუმუსი ხსნადია, ანდა ადგილი აქვს ნიადაგის ზედაპი-
რულ ჩამორეცხვას, ჰუმუსიანი ჰორიზონტი ნაკლები სისქისაა და
შესაძლებელია 5-8 სმ-ს არ აღემატებოდეს. ზოგან კი (ციცაბო ფერ-
დობებზე), სადაც ნიადაგის ჩამორეცხვა ძლიერია, ჰუმუსიანი ჰორი-
ზონტი შეიძლება სულაც არ იყოს. კულტურულ ნიადაგებში ღრმა
დამუშავების, ორგანული სასუქების შეტანის, ბალახების თესვის და
სხვათა შედეგად ჰუმუსიანი ჰორიზონტების სისქე მეტია, მეტია მას-
ში ჰუმუსიც.
საშუალოდ ჰუმუსის რაოდენობა ჰუმუსიან ჰორიზონტში შე-
ადგენს 3-5%-ს, ჩვეულებრივად ჰუმუსი მეტია ამ ჰორიზონტის ზე-
და ნაწილში, ქვემოთ კი თანდათან კლებულობს.
ჰუმუსის არსებობა ნიადაგში უკავშირდება მის ისეთ მნიშვნე-
ლოვან ნიშან-თვისებებს, როგორიცაა: შთანთქმის უნარიანობა,
სტრუქტურა, ფიზიკური თვისებები, საკვები ნივთიერებანი და ნია-
დაგის ბიოლოგიური თვისებები. სტრუქტურის შექმნაში ჰუმუსის
როლი ძალიან დიდია, ჰუმუსი, როგორც კოლოიდური ნივთიერება,

56
ერთმანეთს აწებებს ნიადაგის მექანიკურ ნაწილაკებს (ქვიშა, მტვე-
რი) და ქმნის ნიადაგის ზედა ფენისათვის დამახასიათებელ აგრეგა-
ტებს (კოშტები, მარცვლები).
ჰუმუსით მდიდარ და სტრუქტურიან ნიადაგს ახასიათებს საუ-
კეთესო ფიზიკური თვისებები, ჰუმუსით ღარიბი და უსტრუქტურო
ნიადაგები კი ამ მხრივ უარყოფითი თვისებებით ხასიათდება.
ძალიან დიდია ჰუმუსის მნიშვნელობა, როგორც საკვები ნივ-
თიერების მარაგისა. უშუალოდ ჰუმუსი საკვები არ არის, მაგრამ ამ
ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს. მათგან პირველ რიგში
აღსანიშნავია აზოტი, შემდეგ ფოსფორი და გოგირდი. აზოტი აქ
წარმოდგენილია სხვადასხვა ცილოვანი ნივთიერების სახით, ეს
ნივთიერება იშლება მიკროორგანიზმების საშუალებით და აზოტი
გადადის მცენარისათვის შესათვისებელ ფორმაში. ასევე თავისუფ-
ლდება ჰუმუსიდან გოგორდმჟავა და ფოსფორმჟავა მარილები.

5.6. საკვები ელემენტების შემცველობა ნიადაგებში და მათი მცენა-


რისთვის მისაწვდომობა

სხვადასხვა ნიადაგში ორგანული და მინერალური ნივთიერე-


ბები სხვადასხვა რაოდენობით შედის, ამიტომ მცენარისათვის საჭი-
რო საკვები ელემენტების საერთო შემცვეელობაც სხვადასხვა ნია-
დაგში ფართო ფარგლებში მერყეობს.
საერთო აზოტის შემცველობა ნიადაგში დამოკიდებულია ჰუ-
მუსის რაოდენობაზე, ასევე ფოსფორის საერთო რაოდენობა იცვლე-
ბა ჰუმუსის შემცველობის შესაბამისად. კალიუმის შემცველობას
განსაზღვრავს ნიადაგის მინერალური ნაწილის მექანიკური შედგე-
ნილობა. რაც მეტია ნიადაგში თიხისებრი ფრაქცია, მით მეტია საერ-
თო კალიუმი.
საკვები ნივთიერების საერთო რაოდენობის მხოლოდ მცირე
ნაწილი იმყოფება მცენარისათვის შესათვისებელ ფორმებში. აზოტს
ნიადაგი შეიცავს რთული ორგანული ნაერთების სახით, როგორიცაა

57
ჰუმუსოვანი ნივთიერებები, ცილები და სხვა. ფოსფორის დიდი ნა-
წილი შედის ძნელად ხსნად მინერალურ და ორგანულ ნაერთებში.
კალიუმის ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია არახსნად ალუმოსი-
ლიკატურ მინერალებში.
საკვები ნივთიერების საერთო მარაგის მთავარი ნაწილი გვიჩ-
ვენებს ნიადაგის პოტენციალური ნაყოფიერების დონეს, ხოლო საკ-
ვები ნივთიერების მცენარისათვის მისაწვდომი ფორმები ახასია-
თებს მის ეფექტურ ნაყოფიერებას. ნიადაგის საკვები ნივთიერების
საერთო მარაგიდან მცენარეს შეუძლია შეითვისოს წყალხსნადი,
სუსტ მჟავებში, ტუტეებში და მარილების ხსნარებში ხსნადი ნივთი-
ერებები, ასევე ჩანაცვლებად-შთანთქმული ელემენტები. ნიადაგის
პოტენციალური ნაყოფიერება ყოველთვის მიკროორგანიზმების,
ფიზიკურ-ქიმიური და ქიმიური პროცესების გავლენით გადადის
ეფექტურ ნაყოფიერებაში, რომელიც სხვადასხვა ნიადაგში არაერ-
თნაირი ინტენსივობით მიმდინარეობს და დამოკიდებული არ არის
კლიმატურ პირობებზე, ნიადაგში არსებული საკვების ნაერთების
თვისებებზე, ნიადაგის თვისებებსა და აგროტექნიკის დონეზე.
ეფექტური ნაყოფიერების დაბალი დონის შემთხვევაში აუცილებე-
ლია ნიადაგში სასუქების შეტანა. ნიადაგში მცენარისათვის შესათ-
ვისებელი საკვები ნივთიერების რაოდენობა დამოკიდებულია ნია-
დაგის ტიპზე, მისი გაკულტურების ხასიათზე და წინათ გამოყენე-
ბული სასუქების რაოდენობაზე. ამიტომ სასუქების რაციონალური
გამოყენებისათვის აუცილებელია ვიცოდეთ ნიადაგში მცენარისათ-
ვის შესათვისებელი საკვები ნივთიერების რაოდენობა.

5.7. ნიადაგის შთანთქმის უნარიანობა

ნიადაგის უწვრილეს ნაწილაკებს და განსაკუთრებით კოლოი-


დურ ფრაქციას უკავშირდება ნიადაგის მნიშვნელოვანი თვისება _
შთანთქმის უნარიანობა. შთანთქმის უნარიანობა ეწოდება ნიადაგის
თვისებას შეიკავოს ხსნარიდან მასში გახსნილი და ატივტივებული

58
ნივთიერება. თუ მაგალითად, ნიადაგზე ვიმოქმედებთ რომელიმე
მარილის ხსნარით (NH4CL, KNO3 და სხვა), დავინახავთ, რომ ნიადა-
გი შეიკავებს მარილის ფუძეს (NH4, K) და მის ნაცვლად ხსნარში გა-
დავა ის ფუძე, რომელის იყო ნიადაგში.
შთანთქმის მოვლენებში ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს ნაწი-
ლაკთა ზედაპირულ ენერგიას, რომელიც დამოკიდებულია ამ ნაწი-
ლაკთა ხვედრით ზედაპირზე, რომელიც განსაკუთრებით დიდი
აქვს კოლოიდურ ნაწილაკებს. ამის გამო შთანთქმის მოვლენების
მთავარი სახეები ნიადაგში დამოკიდებულია მისი კოლოიდური ნა-
წილის შედგენილობასა და რაოდენობაზე და ყველაზე მეტად ახასი-
ათებს ამ ნაწილაკებით მდიდარ, ე. ი. თიხით და ჰუმუსით მდიდარ
ნიადაგებს.
ნიადაგის შთანთქმის უნარიანობის თეორია ჩამოაყალიბა აკად.
გედროიცმა. მისი სქემის თანახმად არსებობს ნიადაგის შთანთქმის
უნარიანობის 5 სახე: მექანიკური, ფიზიკური, ბიოლოგიური, ქიმიუ-
რი და ფიზიკო-ქიმიური ანუ გაცვლითი შთანთქმა.
5.7.1. მექანიკური შთანთქმა წარმოადგენს შთანთქმის უნარია-
ნობის ყველაზე მარტივ სახეს. ეს არის ნიადაგის თვისება შეაკავოს
თავისი ფორების და კაპილარების საშუალებით წყალში ამღვრეული
ნივთიერება. ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის მიერ
ზედა ფენებიდან გამორეცხილი წვრილი ნაწილაკების შეკავების, აგ-
რეთვე უსუფთაობისა და სასმელი წყლის გაწმენდის საქმეში.
მექანიკური შთანთქმის შედეგად ნიადაგში შეკავდება არა მარ-
ტო მსხვილი, არამედ კოლოიდური ნაწილაკებიც, ამიტომ ამ მოვლე-
ნას დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ნაყოფიერებისათვის საერ-
თოდ. ნიადაგში შეტანილი სასუქები, რომლებიც წყალში სწრაფად
არ იხსნება (კირი, თაბაშირი, თომასის წიდა, ფოსფორიტის ფქვილი)
დროებით შეკავშირდება მექანიკური შთანთქმით, რასაც გარკვეუ-
ლი მნიშვნელობა აქვს მათი ეფექტურობის გადიდებისათვის.
მექანიკური შთანთქმის უნარი დამოკიდებულია ნიადაგის მექა-
ნიკურ შედგენილობაზე, სტრუქტურაზე და ფორიანობაზე. რაც უფ-

59
რო წვრილმიწიანია ნიადაგი, მით უფრო მეტია მექანიკური შთან-
თქმა.
5.7.2. ფიზიკური შთანთქმა. ეს დადებითი და უარყოფითი ად-
სორბციაა სხვადასხვა ნივთიერების მთელი მოლეკულებისა ნიადა-
გის ნაწილაკების მიერ. ის დამოკიდებულია ნიადაგის მაგარი ფაზის
ნაწილაკების ზედაპირის ჯამზე. დადებითი ადსორბცია ხელს
უწყობს ნიადაგში მრავალი ნივთიერების შეკავებას და ამით გავლე-
ნას ახდენს ნიადაგის გამორეცხვის პროცესებზე და მასში მცენარი-
სათვის საკვებ ნივთიერებათა მომარაგებაზე. უარყოფით ადსორბცი-
ას ყველაზე მეტად განიცდის ქლორიდები და ნიტრატები, რომელ-
თა დაკავება ვერ ხდება და მათი კონცენტრაცია მეტია ხსნარის თა-
ვისუფალ ნაწილში. ქლორიდების ჩარეცხვა დადებით მოვლენად
ითვლება, ნიტრატების კი - უარყოფითად. ამიტომ აზოტიანი სასუ-
ქების ნიტრატული ფორმები ნიადაგში შეიტანება თესვამდე ცოტა
ხნით ადრე, აგრეთვე ვეგეტაციის პერიოდში მცირე დოზებით და
ხშირად.
ფიზიკური ადსორბციის უნარი დამოკიდებულია ნიადაგის მე-
ქანიკურ შედგენილობასა და განსაკუთრებით კოლოიდების რაოდე-
ნობაზე. რაც უფრო მძიმეა ნიადაგის შედგენილობა, მით უფრო მე-
ტია მისი ადსორბციის უნარიც. ეს თვისება ნაკლებად ახასიათებს
ქვიშნარ ნიადაგებს.
ფიზიკური ადსორბციის ძალით ნიადაგში ხდება აირების, ორ-
თქლისა და სითხეების შეკავებაც.
ფიზიკური შთანთქმის მოვლენებს ეკუთვნის აგრეთვე ნიადაგის
მიერ ბაქტერიების ადსორბციაც. ეს უნარი მეტი აქვთ თიხა ნიადა-
გებს, შემდეგ თიხნარებს და უმცირესი - ქვიშებს.
5.7.3. ბიოლოგიურ შთანთქმაში იგულისხმება სხვადასხვა ნაერ-
თის დაკავება ნიადაგის ხსნარიდან და ატმოსფეროდან მიკროორგა-
ნიზმებით და მცენარეთა ფესვებით.
ბიოლოგიური შთანთქმა მიმდინარეობს ძირითადად მიკროორ-
განიზმებით, მცენარის ცოცხალი ფესვებითა და ნაწილობრივ ნია-

60
დაგში მცხოვრები ცხოველებით.
ნიადაგში მცხოვრები ამონიფიკატორები, ნიტრიფიკატორები,
თავისუფალი აზოტოფიქსატორები, ბაქტერიუმ რადიციკოლა, ფოს-
ფორობაქტერი და სხვა მიკროორგანიზმები ნიადაგის ხსნარიდან და
ატმოსფეროდან შთანთქავენ მცენარისათვის საჭირო საკვებ ელემენ-
ტებს და გადაყავთ ისინი თავისი სხეულის სხვადასხვა ორგანული
ნაერთის შედგენილობაში, რითაც საკვები დაცულია ნიადაგიდან
გამორეცხვისაგან. ნიადაგის ბიოლოგიური შთანთქმის მთავარი გან-
მასხვავებელი ნიშანია შერჩევითობა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ
მცენარის ფესვებისა და მიკროორგანიზმების მიერ ნიადაგიდან უმ-
თავრესად ის ელემენტები შეითვისება, რომლებსაც ის საჭიროებს.
ცნობილია, რომ მიკროორგანიზმების უმრავლესობა იმ ელემენტებს
იყენებს კვებისათვის და სხეულის შენებისათვის, როგორსაც მაღალ
საფეხურზე მდგომი მცენარეები. მიკრობების რაოდენობა ნიადაგში
უდიდესია. მიახლოებით დადგენილია, რომ მათი საერთო მასა შე-
ადგენს რამოდენიმე ტონას, განსაკუთრებით ბევრია ისინი იმ ზონა-
ში, სადაც ნიადაგი უშუალოდ ეხება ფესვებს (რიბოსფეროში).
მიკროორგანიზმები, რომლებიც იყენებენ ორგანულ ნივთიერე-
ბას კვების და ენერგეტიკის წყაროდ, ხრწნიან მათ და მათში არსებუ-
ლი საკვები გადაჰყავთ მინერალურში, რომლებსაც მცენარე იყენებს.
მაგრამ იგივე ორგანიზმები ამ ელემენტებს (აზოტი, ფოსფორი, კა-
ლიუმი და სხვა) ნაწილს თვითონ იყენებენ საკუთარი სხეულის შე-
ნებისათვის და ისინი კვლავ გადაჰყავთ ორგანულ შენაერთებში. ამ-
დენად მიკროორგანიზმები წარმოადგენენ მცენარის კონკურენტს.
ნიადაგში შეტანილი სასუქების საკვების ნაწილს ითვისებს მიკ-
როორგანიზმები. ბიოლოგიური შთანთქმა განსაკუთრებულ როლს
ასრულებს ნიადაგში შეტანილი აზოტიანი სასუქების გარდაქმნაში,
განსაკუთრებით ნიტრატული ფორმებისათვის, რადგან არც ფიზი-
კურად, არც ქიმიურად და არც ფიზიკო-ქიმიურად ნიტრატები ნია-
დაგში არ შთაინთქმებიან. მიკრობის კვდომის შემდეგ მისი პლაზმა
სწრაფად განიცდის მინერალიზაციას და მცენარე იყენებს მასში არ-

61
სებულ საკვებ ელემენტებს. როცა საკვები ნივთიერებების მიკროორ-
განიზმებით შთანთქმის პროცესი ძალზე ძლიერია, მას შეუძლია
არასასურველად იმოქმედოს კულტურული მცენარის კვებაზე.
ბიოლოგიური შთანთქმის ინტენსივობა დამოკიდებულია ნია-
დაგის აერაციაზე, ტენიანობაზე, ტემპარატურასა და სხვა თვისებებ-
ზე, აგრეთვე მასში ორგანული ნივთიერების რაოდენობასა და შედ-
გენილობაზე.
ნიადაგში მცხოვრები აზოტის თავისუფალი ფოქსატორები და
პარკოსან მცენარეთა ფესვებზე მცხოვრები კოჭრის ბაქტერიები იწ-
ვევენ ატმოსფეროს თავისუფალი აზოტის ფიქსაციას და მცენარეთა
განვითარების ციკლის დასრულების შემდეგ აზოტი უბრუნდება ნი-
ადაგს მცენარისათვის შესათვისებელ ფორმებში. ატმოსფეროს აზო-
ტის ბიოლოგიურ შთანთქმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მცენარის
აზოტით კვებისათვის. ნიადაგში აღმოჩენილია თავისუფალი ფიქსა-
ტორების ასამდე სახეობა, რომლებსაც შეუძლია დააგროვოს ნიადაგ-
ში 30-45 კგ აზოტი, ხოლო პარკოსან მცენარეთა ფესვებზე მცხოვრებ
კოჭრის ბაქტერიებს შეუძლია დააგროვოს 160-300 კგ აზოტი ჰექ-
ტარზე. ანუ ამ ბაქტერიების ცხოველმყოფელობის შედეგად შეიძლე-
ბა მცენარის უზრუნველყოფა აზოტით.
ბიოლოგიურ შთანთქმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
ქვიშიანი ნიადაგებისათვის, რომელთაც შთანთქმის უნარიანობა სა-
ერთოდ და შთანთქმის სხვა სახეები სუსტად ახასიათებს.
5.7.4. ქიმიური შთანთქმა წარმოადგენს შთანთქმის ისეთ სახეს,
როდესაც ხსნარში მყოფი ხსნადი მარილების ანიონები კათიონებ-
თან შეერთებით იძლევიან ძნელადხსნად ან უხსნად შენაერთებს,
რომლებიც ხსნარიდან გამოილექებიან. ამ გზით ხდება ნიადაგში
კარბონატებისა და ფოსფატების დაგროვება. Ca,Mg,Al-თან შეერთე-
ბით - CaCO3, MgCO3, Ca3(PO4)2, AlPO4 და სხვა მარილების სახით.
NO2, NO3 და Cl-ის ქიმიური შთანთქმა ნიადაგში ვერ ხდება, რადგან
ეს ანიონები არ იძლევა ძნელადხსნად მარილებს.
შთანთქმის ეს სახე უარყოფითია წყალხსნადი ფოსფორიანი სა-

62
სუქების ეფექტურობის თვალსაზრისით. ამის ცოდნას დიდი პრაქ-
ტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან მის საფუძველზე შეგვიძლია
დავადგინოთ ფოსფორიანი სასუქების ეფექტურად გამოყენების
ხერხები.
წყალხსნადი სუპერფოსფატი ნიადაგში უნდა შევიტანოთ, თუ
ფხვნილისებრია, ბუდნებში, ლენტისებურად, რომ შევამციროთ სა-
სუქის შეხების ზედაპირი ნიადაგთან, რადგან რაც ნაკლები იქნება
სასუქის შეხება ნიადაგის შთანთქმულ ფუძეებთან, მით ნაკლები გა-
დავა ძნელად ხსნადში.
სუპერფოსფატის ეფექტურობის გასადიდებლად მას მარცვლა-
ვენ.
5.7.5. ფიზიკურ-ქიმიური შთანთქმა ეწოდება შთანთქმის იმ მოვ-
ლენას, როდესაც ნიადაგის მკვრივი ფაზისა და ხსნარში მყოფ ნივ-
თიერებათა ურთიერთმოქმედებისას ხდება ნიადაგის მიერ ფუძეე-
ბის (კათიონების) დაკავება მათი ურთიერთჩანაცვლების შედეგად.
რადგან ეს მოვლენა ხდება ძირითადად ადსორბციის სახით და ამავე
დროს ადგილი აქვს სწრაფ ქიმიურ რეაქციას - ფუძეების ჩანაცვლე-
ბას, მას ფიზიკურ-ქიმიური ანუ გაცვლითი შთანთქმა ეწოდება.
ვინაიდან ნიადაგის კოლოიდების უმრავლესობა აციდოიდებს
წარმოადგენს, ე. ი. უარყოფით მუხტს ატარებს, ნიადაგში ადგილი
აქვს უმთავრესად კათიონების ადსორბციას და ეს მოვლენა მით უფ-
რო ინტენსიურია, რაც მეტია კოლოიდები ნიადაგში.
ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ ანუ ჩანაცვლებით შთანთქმას ახა-
სიათებს მთელი რიგი თავისებურებანი, რომლებსაც უდიდესი მნიშ-
ვნელობა აქვს სასუქების გამოყენებისათვის. ეს თავისებურებანია:
1. კათიონების ჩანაცვლებათი რეაქცი შექცევადია. ეს იმას
ნიშნავს, რომ ნიადაგის ხსნარიდან კათიონების შთანთქმასთან და
შთანთქმის კომპლექსიდან სხვა კათიონების გამოძევებასთან ერთად
შეიძლება ადგილი ჰქონდეს შექცევად პროცესს. ე. ი. ხსნარში გადა-
სულმა კათიონმა გამოაძევოს შთანთქმულ კომპლექსიდან ახლად
შთანთქმული კათიონი და გადაიყვანოს ხსნარში. ამ თავისებურებას

63
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნიადაგში შეტანილი ზოგიერთი სასუ-
ქის ეფექტურობისათვის. სასუქების ნიადაგში შეტანის დროს მცენა-
რისათვის საჭირო კათიონები შთაინთქმება და თავიდან იქნება აცი-
ლებული მათი ჩარეცხვა, ამავე დროს ჩანაცვლებადი რეაქციის გამო,
შთანთქმული კათიონები ხელახლა გადავა ნიადაგის ხსნარში, რო-
მელიც მცენარეს შეუძლია შეითვისოს.
2. რაც მეტია ვალენტოვნება კათიონების, მით მეტია შთან-
თქმის უნარი.
3. ერთნაირი ვალენტოვნების შემთხვევაში მეტი შთანთქმის
უნარით ხასიათდება ის კათიონი, რომლის ატომური წონაც მეტია.
4. რაც დიდია ხსნარის კონცენტრაცია, მით მეტია შთან-
თქმის უნარი.
5. ნიადაგის ხსნართან ურთიერთმოქმედება კათიონებისა
მიმდინარეობს დიდი სისწრაფით, წონასწორობა მყარდება რამდენი-
მე წუთის განმავლობაში. ჩანაცვლებითი რეაქციის ამ თავისებურე-
ბას დიდი მნიშვნელობა აქვს აზოტიანი სასუქების ამიაკური ფორ-
მის და კალიუმიანი სასუქების ეფექტურობისათვის, რადგან ნია-
დაგში შეტანილი ამ სასუქების კათიონები Na და NH4 სწრაფად
შთაინთქმებიან და არ ჩაირეცხებიან ნიადაგის ღრმა ფენებში.
ნიადაგის კოლოიდურ (დისპერსიულ) ნაწილს, რომელიც შთან-
თქმის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს და რომელშიც ხდება კათი-
ონების ჩანაცვლება, აკად. გედროიცმა ნიადაგის მშთანთქავი კომ-
პლექსი უწოდა. იგი შედგება მარტივი და რთული შედგენილობის
მინერალური, ორგანული (ჰუმუსოვანი) და ორგანულ-მინერალური
კოლოიდებისაგან. რაც უფრო მსხვილია ნაწილაკი, მით უფრო ნაკ-
ლებია მისი შთანთქმის უნარიანობა. კათიონების იმ რაოდენობას,
რომლის ჩანაცვლებაც შეიძლება მოხდეს მშთანთქავ კომპლექსში,
ეწოდება შთანთქმის ტევადობა. ყველაზე მეტი შთანთქმის ტევადო-
ბა ახასიათებს კოლოიდებით და კერძოდ, ჰუმუსით მდიდარ ნიადა-
გებს.
რაც უფრო მეტია კათიონის ვალენტოვნება, მით უფრო მეტი ინ-

64
ტენსივობით ხდება მისი შთანთქმა ნიადაგის მიერ და სხვა კათიო-
ნის გამოძევება. ამის მიხედვით, შთანთქმის ყველაზე მეტი ენერგია
აქვს ალუმინს და რკინას, შემდეგ კალციუმს და მაგნიუმს, უმცირესი
კი ამონიაკს, ნატრიუმს და კალიუმს, გამონაკლისს წარმოადგენს
წყალბად-იონი, რომლის შთანთქმის ენერგია დიდია.
ნიადაგისათვის ყველაზე დამახასიათებელი კათიონებია
Ca,Mგ,Na და K. შთანთქმულ მდგომარეობაში იმყოფება აგრეთვე
Li,NH4,Mn,Al. შთანთქმული ალუმინი ძირითადად ახასიათებს წი-
თელმიწებს.
მშთანთქავი კომპლექსის, ე. ი. მასში არსებული შთანთქმული
კათიონების შედგენილობის მიხედვით, აკად. გედროიცმა ყველა ნი-
ადაგი დაჰყო 2 ძირითად ჯგუფად: ფუძეებით მაძღარი და ფუძეე-
ბით არამაძღარი ნიადაგები.
ფუძეებით მაძღარი, გედროიცის თანახმად, ეწოდება ისეთ ნია-
დაგებს, რომელთა მშთანთქავი კომპლექსი მაძღარია კალციუმით
და მაგნიუმით და რომელთა შთანთქმის ტევადობა ამის გამო დი-
დია. ამავე ჯგუფს ეკუთვნის ის ნიადაგებიც, რომელთა მშთანთქავ
კომპლექსში კალციუმისა და მაგნიუმის გარდა მცირე რაოდენობით
არის ნატრიუმიც.
ფუძეებით არამაძღარი კი ეწოდება ისეთ ნიადაგებს, რომელთა
მშთანთქავი კომპლექსი ჩვეულებრივად ღარიბია ფუძეებით, ე. ი.
მცირეა მათი შთანთქმის ტევადობა და რაც მთავარია, მშთანთქავ
კომპლექსში კალციუმისა და მაგნიუმის გარდა არის წყალბადის იო-
ნიც.
ყველაზე მეტი შთანთქმის ტევადობა ახასიათებს შავმიწებს, უმ-
თავრესად კალციუმის ხარჯზე. კალციუმის რაოდენობა აქ უდრის
შთანთქმის ტევადობის (შთანთქმული კათიონების ჯამი) 84-90%-ს.
დიდია შთანთქმის ტევადობა ბიცობიან ნიადაგებშიც, ხოლო ამ ნია-
დაგში შთანთქმულ ფუძეთა შორის დიდი ადგილი უკავია ნატრი-
უმსაც, რომელიც შთანთქმის ტევადობის 10-22%-ს შეადგენს.
ბევრად ნაკლებია ეწერი ნიადაგის შთანთქმის ტევადობა. შთან-

65
თქმულ ფუძეთა რაოდენობა აქ შეადგენს მხოლოდ 5-20 მილიექვი-
ვალენტს, აქედან 2-6 მილიექვივალენტს ანუ შთანთქმის ტევადობის
30-40%-ს, ზედა ფენაში შეადგენს წყალბად-იონი. წითელმიწებში,
რომლებიც აგრეთვე ფუძეებით არამაძღარ ნიადაგებს ეკუთვნიან,
წყალბად-იონების რაოდენობა მეტია, მაგრამ ამ ნიადაგში წყალბად-
იონზე მეტი როლი ეკუთვნის შთანთქმულ ალუმინს.
სხვადასხვა მეცნიერთა მიერ დადგენილ იქნა, რომ ნიადაგში
ხდება ანიონების ფიზიკურ-ქიმიური შთანთქმაც. ეს თვისება ახასია-
თებს ტროპიკული და სუბტროპიკული ზონის ნიადაგებს - ლატე-
რიტებსა და წითელმიწებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს
რკინის და ალუმინის ჟანგის ჰიდრატებს და სადაც მჟავე რეაქციის
გამო, ეს კოლოიდები ბაზოიდებს წარმოადგენს.
ამ ნიადაგებში ყველაზე მეტად ხდება ფოსფორის მჟავას ფიზი-
კურ-ქიმიური შთანთქმა. ეს მჟავა ალუმინის ჟანგების კოლოიდებ-
თან წარმოშობს ძნელად ხსნად შენაერთებს ალუმოფოსფატების სა-
ხით.

5.8. ნიადაგის რეაქცია

მცენარის ზრდა-განვითარებასა და ნიადაგის მიკროორგა-


ნიზმების ცხოველმყოფელობაზე, ნიადაგში მიმდინარე ქიმიური
და ბიოქიმიური პროცესების სიჩქარესა და მიმართულებაზე
დიდ გავლენას ახდენს არეს რეაქცია.
იმის მიხედვით, თუ როგორ წარმოიქმნება ნიადაგი და
როგორია მისი შედგენილობა, ნიადაგის რეაქცია შეიძლება იყოს
მჟავე, ნეიტრალური და ტუტე. ნიადაგის რეაქცია მჭიდროდ
უკავშირდება შთანმთქავი კომპლექსის შედგენილობას, ტუტე
რეაქციას იწვევს ნიადაგში სხვადასხვა ტუტე და ტუტემიწა მა-
რილების შემცველობა, განსაკუთრებით კი
Na2CO3,NaHCO3,Ca(HCO3)2. ტუტე რეაქციას იწვევს აგრეთვე
CaCO3-ის ჭარბი რაოდენობა. ნახშირმჟავა კირისა და ნატრიუმის

66
მარილების ურთიერთრეაქციის შედეგად წარმოიქმნება სოდა:
ტუტე რეაქციას იწვევს აგრეთვე CaCO3-ის ჭარბი რაოდენობა.
ნახშირმჟავა კირისა და ნატრიუმის მარილების ურთიერთრეაქ-
ციის შედეგად წარმოიქმნება სოდა: CaCO3+Na2SO4=Na2CO3+CaSO4
ტუტე რეაქციის ამაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს წარ-
მოადგენს შთანთქმული ნატრიუმი, რომელიც წარმოშობს ნია-
დაგში NNNa2CO3 და NaHCO3 -ს, ამიტომ ყველაზე ტუტე რეაქცია
აქვს ბიცობიან ნიადაგს, რომელსაც, როგორც ვიცით, ახასიათებს
მშთანთქავ კომპლექსში ნატრიუმის შემცველობა. ნიადაგის მჟა-
ვიანობას, რომელიც ტენიანი ჰავის პირობებში განვითარებულ
წითელმიწებს, ეწერ ნიადაგებს, ზოგიერთ ჭაობიან ნიადაგებს
და სხვ. ახასიათებს, იწვევს, ერთის მხრივ, მასში მინერალური
და ორგანული მჟავებისა და მჟავე მარილების არსებობა და მე-
ორეს მხრივ, წყალბადიონი და ალუმინი. მჟავები ნიადაგში
ჩნდება ორგანულ ნივთიერებათა დაშლის შედეგად და წარ-
მოდგენილია სხვადასხვა ჰუმუსოვანი მჟავების სახით. ამ მჟავე-
ბით გამოწვეულ ნიადაგის მჟავიანობას ვგებულობთ წყლის გა-
მონაწურში. მასში გაირკვევა ამ მჟავების საერთო და დისოცი-
რებული წყალბადის რაოდენობა. მჟავიანობის ამ სახეს ეწოდება
აქტუალური მჟავიანობა.
ნიადაგის მჟავიანობა და საერთოდ რეაქცია გამოიხატება H-
იონის სხვადასხვა კონცენტრაციით და მისი შეფარდებით OH-
თან. წყალბადის ეს კონცენტრაცია პირობით აღინიშნება PH –ით.
ბუნებრივ პირობებში ნიადაგის ხსნარის რეაქცია 3-3,5-დან (სფაგ-
ნუმის ტორფი) 9-10-მდე (ბიცობი ნიადაგები) მერყეობს. მაგრამ უფ-
რო ხშირად 4-8-ს ფარგლებშია.
როდესაც PH PH =7 _ რეაქცია ნეიტრალურია _ H + = OH -

როდესაც PH <7 _ რეაქცია მჟავეა _ H + > OH -

როდესაც PH >7 _ რეაქცია ტუტეა H + < OH -.


ნიადაგის ხსნარის რეაქცია წყალბადიონის კონცენტრაციის
მიხედვით

67
ნიადაგის რეაქცია PH
ძლიერ მჟავე 3-4
მჟავე 4-5
სუსტი მჟავე 5-6
ნეიტრალური 7
სუსტი ტუტე 7-8
ტუტე 8-9
ძლიერ ტუტე 9-11

PH – ის მაჩვენებლებსა და წყალბადიონების კონცენტრაციას


შორის არის უკუპროპორციული დამოკიდებულება. იზრდება
PH–ის მაჩვენებელი 1 ერთეულით, მცირდება წყალბადიონების
კონცენტრაცია 10-ჯერ და პირიქით.
აქტუალური მჟავიანობის გარდა ნიადაგს ახასიათებს პო-
ტენციური ანუ ფარული მჟავიანობა, ის გამოწვეულია წყალბა-
დისა და ალუმინის იონებით, რომლებიც მოთავსებულია ნია-
დაგის მყარ ანუ მაგარ ფაზაში. მას აქვს 2 ფორმა: გაცვლითი
და ჰიდროლიზური. მათ შორის არსებითი განსხვავება არაა,
განსხვავდებიან მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლებით, ჰიდ-
როლიზური მჟავიანობა მეტია გაცვლითზე. გაცვლითი მჟავია-
ნობის დროს წყალბადის და ალუმინის გამოძევება ნიადაგის
მყარი ფაზიდან ხდება ნეიტრალური მარილით _ KKCl-ით
−)H + KCl ↔ −)K + HCl
ნიადაგის ხსნარში გადასულ მარილმჟავას რაოდენობას ვგე-
ბულობთ ამ ხსნარის დასატიტრად დახარჯული ტუტის რაო-
დენობით.
ჰიდროლიზური მჟავიანობა გამოწვეულია წყალბადისა და
ალუმინის იონებით, რომლებიც მოთავსებულია ნიადაგის მყარ
ფაზაში და მათი გამოძევება ხდება ჰიდროლიზურად ტუტე მა-
რილით _ ძმარმჟავა ნატრიუმით, რომელიც მთლიანად აძევებს
ამ იონებს.

68
−)H + CH3COONa ↔ −)Na + CH3COOH
გაცვლითი და ჰიდროლიზური მჟავიანობის ცოდნას ის
მნიშვნელობა აქვს, რომ ვანგარიშობთ რამდენი ტონა კირია სა-
ჭირო 1 ჰა მჟავე ნიადაგების მოსაკირიანებლად, რომლებსაც
სჭირდებათ ნაწილობრივი ან ძლიერი მოკირიანება.
სხვადასხვა კულტურა სხვადასხვაგვარად რეაგირებს ნიადაგის
რეაქციაზე. ზოგიერთი ნეიტრალურ ან სუსტ ტუტე ნიადაგს ანიჭებს
უპირატესობას, სხვები — უფრო მეტად მჟავე ნიადაგს ამჯობინებს.
თუმცა, მცენარეთა უმეტესობისთვის ოპტიმალურია pH 5,5-დან და
pH8-მდე.

5.9. სხვადასხვა ნიადაგების რეაქცია

მჟავე რეაქცია ახასიათებს ტენიანი ჰავის პირობებში ფუძეე-


ბით ღარიბ ეწერ, წითელმიწა, ჭაობიან და სხვა ნიადაგებს. ძლი-
ერ მჟავე არის ნიადაგი, რომლის მჟავიანობა 4-4,5 PH -ზე ნაკლე-
ბია, რაც ახასიათებს ძლიერ ეწერ ნიადაგებს. საშუალო მჟავიანო-
ბად ითვლება 4,5-5,5 PH რაც ახასიათებს დასავლეთ საქართვე-

69
ლოს ეწერი ნიადაგების და წითელმიწების უმრავლესობას. სუს-
ტი მჟავე რეაქცია 5,5-6,8 PH ფარგლებშია და ახასიათებს სუსტ
ეწერ, ტყის ყომრალ და სხვა ნიადაგებს, აგრეთვე ზედა ფენებში
ზოგიერთ ჩრდილოეთის (გაეწრებულ) შავმიწას, მდელოს ნიადა-
გებს და სხვა.
ნეიტრალური რეაქცია ახასიათებს ზედა ფენაში შავმიწებს,
რომლებიც ვითარდება ზომიერი ჰავის პირობებში და აგრეთვე
სხვადასხვა ტყის, ალუვიურ, დაჭაობებულ და სხვა ნიადაგებს.
არსებობს ნიადაგის სუსტი, საშუალო და ძლიერი ტუტია-
ნობა. სუსტი ტუტე რეაქცია ახასიათებს, მაგალითად წაბლა ნია-
დაგებს, რომლებიც ვითარდება მშრალი ველის ზონაში. ამ ნია-
დაგიდან წყლით გამონაწურში PH უდრის 7,5-7,8. საშუალო ტუტე
რეაქცია ახასიათებს ნახევრადუდაბნოს და დამლაშებულ ნიადა-
გებს. ძლიერი ტუტე რეაქცია (PH-8,5-9) დამახასიათებელია ბიცო-
ბიანი ნიადაგებისათვის, რომლებიც შეიცავენ მშთანთქავ კომ-
პლექსში ნატრიუმის იონს.
ნიადაგის რეაქცია მჭიდროდ უკავშირდება ნიადაგის წარ-
მოქმნის პირობებს, შედგენილობას. კარბონატულ ქანებზე განვი-
თარებულ ნიადაგებს უმეტეს შემთხვევაში ახასიათებს ნეიტრა-
ლური ან სუსტი ტუტე რეაქცია, ვიდრე იმავე პირობებში მჟავე
ქანებზე განვითარებულ ნიადაგებს.
ნიადაგის რეაქცია მნიშვნელოვნად იცვლება ნიადაგის გა-
კულტურების პროცესში და ძირითადად უკავშირდება მშთან-
თქავი კომპლექსის შედგენილობის შეცვლას.
დიდ გავლენას ახდენს ამ მხრივ ნიადაგის მორწყვა, მინე-
რალური სასუქების შეტანა და განსაკუთრებით, მოკირიანება,
რომელსაც საკმაოდ დიდი გამოყენება აქვს ეწერი ნიადაგების
გავრცელების რაიონებში. ბიცობიანი ნიადაგების ტუტიანობას
ძლიერ ამცირებს მასში თაბაშირის შეტანა. თაბაშირის კალციუმი
მშთანთქავი კომპლექსიდან აძევებს ნატრიუმს, რაც ხელს
უწყობს ნიადაგში სტრუქტურის გაუმჯობესებას და ტუტიანობის

70
შემცირებას.

5.10. ნიადაგის ბუფერობის უნარი

ნიადაგის უნარს, წინ აღუდგეს ხსნარის რეაქციის (აქტიური


რეაქციის) შეცვლას მჟავე ან ტუტე მიმართულებით, ნიადაგის ბუფე-
რობა ეწოდება. ბუფერობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნიადა-
გის ხსნარის რეაქცია მუდმივი არ არის. იგი იცვლება ბუნებრივ პი-
რობებში, ასევე ადამიანის ზემოქმედების შედეგად. ნიადაგში მიმ-
დინარე ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური პროცესე-
ბის შედეგად წარმოიქმნება მჟავები და ფუძეები, ისინი ბუნებრივ
პირობებში იწვევენ ხსნარის რეაქციის შეცვლას. ფიზიოლოგიურად
მჟავე და ტუტე სასუქები, ასევე იწვევენ ხსნარის რეაქციის შეცვლას.
მაგრამ რეაქციის ცვალებადობა ერთნაირი არ არის. ერთ შემთხვევა-
ში ნაკლებად, მეორეში უფრო ძლიერად გამოიხატება. ეს ფაქტი ნია-
დაგის ბუფერულ თვისებებთან არის დაკავშირებული.
ნიადაგის ბუფერობა მთლიანად დაკავშირებულია მყარი და
თხიერი ფაზების ბუფერულ თვისებებზე. ნიადაგის ხსნარის ბუფე-
რული უნარი განპირობებულია მასში არსებული სუსტი მჟავებით,
როგორიცაა ნახშირმჟავა, წყალხსნადი ორგანული მჟავები და მათი
მარილები.
მაგალითად, ნიადაგში CaOH2-ის არსებობისას, მოხდება მისი
ურთიერთქმედება ნახშირმჟავასთან. წარმოიქმნება უხსნადი კალ-
ციუმის კარბონატი და წყალი.
Ca(OH)2 + H2CO3 = CaCO3 +2H2O
ამ შემთხვევაში ხსნარის რეაქცია მნიშვნელოვნად არ გატუტია-
ნება.
როდესავ ნიადაგში არის კალციუმის ბიკარბონატი, მაშინ ნიტ-
რიფიკაციის შედეგად წარმოქმნილი აზოტის მჟავა ნიადაგის ხსნა-
რის გამჟავებას არ გამოიწვევს, რადგან ნიადაგი ბუფერულია.
ნიადაგის ხსნარი ძლიერ არ მჟავდება იმ შემთხვევაშიც, როცა

71
მასში მოიპოვება ორგანული მჟავები და მათი მარილები.
ნიადაგის ბუფერობის უნარში (საერთო ბუფერობა) ხსნარის
ბუფერობის როლი დიდი არ არის, ხოლო მყარი ფაზისა (კოლოი-
დური ნაწილი) კი დიდია.
ნიადაგის ბუფერობის უნარი ძირითადად მშთანთქმელ კომ-
პლექსში არსებული გაცვლითი კათიონების შემცველობასა და შედ-
გენილობაზეა დამოკიდებული. რაც მეტია ნიადაგის შთანთქმის ტე-
ვადობა, მით მეტია ბუფერობის უნარი. შემჟავების წინააღმდეგ ბუ-
ფერულად მოქმედებენ შთანთქმული კათიონები (კალციუმი, მაგნი-
უმი და სხვ.). რაც მეტია ნიადაგის ფუძეებით მაძღრობის ხარისხი
და შთანთქმის ტევადობა (შავმიწები, კარბონატული ნიადაგები),
მით მეტია ნიადაგის უნარი წინ აღუდგეს ნიადაგის ხსნარის შემჟა-
ვებას.
ფუძეებით ღარიბი ნიადაგები (კორდიანი ეწერები, სუბტრო-
პიკული ეწერი, წითელმიწები) მშთანთქმელ კომპლექსში მნიშვნე-
ლოვანი რაოდენობით შეიცავენ გაცვლითი წყალბადისა და ალუმი-
ნის იონებს. ამიტომ ისინი გატუტიანების მიმართ ბუფერული თვი-
სებებით ხასიათდებიან.
რაც მეტი ჰიდროლიზური მჟავიანობა გააჩნია ნიადაგს, მით
მეტია მისი ბუფერობა ტუტე მიმართულებით ხსნარის რეაქციის
შეცვლისა, ხოლო ფუძეებით ღარიბი ნიადაგები შემჟავების მიმართ
ვერ იჩენენ ბუფერულ თვისებებს, რადგან ხსნარში წარმოქმნილი
მჟავების გასანეიტრალებლად საკმარისი არ არის ნიადაგში არსებუ-
ლი ფუძეები.
მინერალური სასუქების გამოყენებისას დიდი მნიშვნელობა
აქვს ნიადაგის ბუფერობის უნარს.
ქვიშნარ, ქვიშიან, ჰუმუსით ღარიბ ნიადაგებზე, რომლებსაც
დაბალი ბუფერობა გააჩნია, ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქების გა-
მოყენებით შესაძლებელია ხსნარის რეაქციის იმ დონეზე შეცვლა,
რომელიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ბევრი მცენარისა და ნია-
დაგის მიკროორგანიზმებისათვის.

72
მძიმე მექანიკური შედგენილობისა და ჰუმუსით მდიდარი ნი-
ადაგები მაღალი შთანთქმის ტევადობითა და ბუფერობის უნარით
ხასიათდება. ამიტომ ფიზიოლოგიურად მჟავე ან ტუტე სასუქების
სისტემატიურად და მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაშიც
კი ხსნარის რეაქცია სუსტად იცვლება.
ორგანული სასუქების სისტემატური გამოყენება, მოკირიანე-
ბასთან შეთანაწყობით იწვევს შთანთქმის ტევადობის და ნიადაგის
ფუძეებით მაძღრობის ხარისხის გადიდებას და ბუფერობის უნარის
გაზრდას.

73
6. მცენარის მინერალური კვების დიაგნოსტიკა

მცენარის კვება დამოკიდებულია საკვები ელემენტების შესათ-


ვისებელი ნაერთების შემცველობაზე ნიადაგში. ვეგეტაციის პერი-
ოდში საკვები ნივთიერებების ხსნადი ნაერთების შემცველობა ნია-
დაგში მრავალ პირობასთან დაკავშირებით იცვლება. მათი როგორც
ნაკლებობა, ისე სიჭარბე უარყოფითად მოქმედებს მცენარეზე.
მცენარის ზრდა-განვითარების ნორმალური პირობების შესაქ-
მნელად, განოყიერების სწორი სისტემის დასადგენად, აუცილებე-
ლია ვიცოდეთ ვეგეტაციის პერიოდში რომელი საკვები ნივთიერება
აკლია მცენარეს ან რომლითაა ჭარბად უზრუნველყოფილი.
მცენარის კვების დიაგნოსტიკისათვის იყენებენ: აგროქიმიურ
კარტოგრამებს (ნიადაგის მჟავიანობა, ნიადაგში მინერალური ელე-
მენტების ხსნადი ნაერთების შემცველობა); მცენარის ქიმიურ ანა-
ლიზს (ცალკეულ ორგანოებში, განსაკუთრებით ფოთლებში საკვები
ელემენტების შემცველობა) და მცენარის გარეგან ნიშნებს (ფოთლის
შეფერვა, ფორმა, ქსოვილის კვდომა და სხვა). ისინი სარწმუნო მონა-
ცემებს იძლევიან მცენარეზე გარემო ფაქტორების ერთობლივი მოქ-
მედების შესახებ.
მცენარის კვების დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია ვიზუ-
ალური და ქიმიური დიაგნოსტიკა.

6.1. ვიზუალური დიაგნოსტიკა

ზოგიერთი საკვები ელემენტი, მაგალითად კალციუმი, თუთი-


ა, რკინა, მანგანუმი და სხვა, მცენარის ძველი ნაწილებიდან ახალ-
გაზრდა ნაწილებში არ გადაინაცვლებს. ამიტომ თუ გარემოდან მცე-
ნარის ფესვებში მათი შეღწევა არ მოხდა, მასინ ახლად წარმოქმნილი
ნაზარდები და ფოთლები მათი ნაკლებობის გამო იჩაგრება, მიუხე-
დავად იმისა, რომ მათი შემცველობა ძველ ფოთლებში შეიძლება

74
სრულიად საკმარისი იყოს.
აზოტს, კალიუმს, ფოსფორს და ზოგიერთ სხვა საკვებ ელე-
მენტს უნარი აქვთ ძველი ორგანოებიდან, განსაკუთრებით ფოთლე-
ბიდან, ახლადწარმოქმნილ ფოთლებში გადაინაცვლოს.
ვიზუალური დიაგნოსტიკის ქვეშ უნდა გვესმოდეს მცენარის
ვეგეტაციის პერიოდში ამა თუ იმ საკვები ელემენტებით უზრუნ-
ველყოფის გამოცნობა გარეგნი ნიშნების - სიმპტომების მიხედვით.
მცენარის კვების ვიზუალურ დიაგნოსტიკას არსებითი ნაკლი
გააჩნია. მცენარე ამა თუ იმ საკვები ელემენტის ნაკლებობის გარეგან
ნიშნებს ამჟღავნებს მხოლოდ მათი მკვეთრი ნაკლებობისას. ხოლო
მცენარის ზრდის დეპრესია გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე გარე-
განი ნიშნები გამოვლინდება. გარეგანი ნიშნების გამოვლინების შემ-
დეგ მიღებული ზომები - სასუქების გამოყენება, შედეგს მხოლოდ
მომავალ წელს იძლევა და მიმდინარე წლის მოსავალი იკარგება.
გარდა ამისა ნიადაგში ტენის სიმცირე, არახელსაყრელი ტემპერა-
ტურა, მავნებლებისა და დაავადებების მიერ მცენარეთა დაზიანება
ხელს უშლის ამა თუ იმ საკვები ელემენტით მცენარის უზრუნველ-
ყოფის გამოცნობას. მათი გამოცნობა გართულებულია მაშინაც, რო-
დესაც ნიადაგში აღინიშნება ერთდროულად რამდენიმე ელემეტის
ნაკლებობა. ამიტომ მცენარეზე ვიზუალური დაკვირვება ვეგეტაცი-
ის პერიოდში რამოდენიმეჯერ უნდა ჩატარდეს.

საკვები ელემენტების ნაკლებობა


სიმპტომები ელემენტები
N P K Mg Fe B Cu Mn Zn
მკრთალი/ღია მომწვანო ფე-
რის ფოთლები
მუქი მწვანე ფერის ფოთლე-
ბი
ახალი ფოთლების გაყვით-
ლება
ძველი ფოთლების ნაადრევი
გაყვითლება

75
ახალი ფოთლების ჭკნობა
მცირე ზომის ფოთლის ფირ-
ფიტა
ფოთლის ფირფიტის სიხუ-
ჭუჭე
ძარღვებს შორის ლაქები
მოკლე და წვრილი ნაზარდე-
ბი
მცენარის დაბუჩქება/ და-
ტოტვის შენელება
ყვავილობის შენელება
მცენარის ზრდის შეწყვეტა
ფოთლების ნაადრევი ცვენა
ქვედა ფოთლის კიდეების
ქსოვილების კვდომა
თესლის/ნაყოფის ნაადრევი
დამწიფება
თესლის/ნაყოფის დაგვიანე-
ბული დამწიფება
ნაყოფის ფორმის დარღვევა
მოსავლის შემცირება
ტურგორის უნარის დაკარგვა
ქარის/ჩაწოლის მიმართ წინა-
აღმდეგობის უნარის დაკარგა

ძირითადი საკვები ელემენტების ნაკლებობის სიმპტომები

ელემენტე- მგრძნობიარე მცე- სიმპტომები


ბი ნარეები
აზოტი ფოთლები მკრთალი, ღია მომწვანო
ფერისაა, ნაადრევად ყვითლდება;
ფოთლის ფირფიტის ზომა მცირეა;
ნაზარდები მოკლე და წვრილია;
მცენარის დაბუჩქება და დატოტია-
ნება სუსტად მიმდინარეობს; ძლი-

76
ერდება ყვავილებისა და ნასკვების
ჩამოცვენა, ასევე ფოთლების ნაად-
რევი ცვენა; თესლი და ნაყოფი ადრე
მწიფდება; მოსავალი მცირეა.
ფოსფორი ფოთლები მუქი მწვანე ფერის ხდე-
ბა, ზოგჯერ ცისფერიც გადაკრავს;
ქვედა ფოთლის კიდეებზე იწყება
ქსოვილების კვდომა, აქვთ მოშავო
ფერი; ახლადწარმოქმნილი ფოთ-
ლის ფირფიტის ფართობი მეტად
მცირეა; მცენარის ზრდა წყდება;
თესლისა და ნაყოფის მომწიფება
გვიანდება; მოსავალი ეცემა.
კალიუმი ძველი ფოთლები ნაადრევად ყვით-
ლდება; ფოთლის კიდეებზე იწყება
ქსოვილების კვდომა და გადადის
ძარღვთაშორისებში; მუხლთაშორი-
სები მოკლეა, იწყება ფოთლის ფირ-
ფიტის სიხუჭუჭე; ყველა ქსოვილი
კარგავს ტურგორის უნარს; ეცემა
მცენარის წინააღმდეგობა ჩაწოლისა
და ქარის მიმართ; მოსავალი მცირ-
დება.
მაგნიუმი ფოთლები უფრო ღია ფერისაა; ძარ-
ღვებს შორის ჩნდება სხვადასხვა ფე-
რის ლაქები; მცენარის განვითარება
ნელდება.
რკინა ვაშლი, მსხალი, მცენარის ზედა იარუსში ახალგაზ-
ქლიავი, ატამი, ვა- რდა ფოთლები ქლორიზირებული
ზი ხდება, ხოლო ძველი ფოთლები
მწვანე ფერს ინაჩუნებენ; ახალგაზ-
რდა ფოთლების კიდეებზე ქსოვი-
ლები კვდება, ნაზარდები კი ხმება;
ბორი ხეხილოვანი კულ- კენწეროს კვირტებისა და წვრილი
ტურები შაქრის- ფესვების კვდომა; ძლიერდება გვერ-
/საკვები ჭარხალი, დითი ტოტების ჯერ ზრდა და შემ-
მზესუმზირა დეგ ხმობა; მცირდება ყვავილობა;
ნაყოფის ფორმა დარღვეულია.

77
სპილენძი ქერი, ხორბალი, ახალგაზრდა ფოთლები ქლორიზი-
ჭვავი, შვრია, მსხა- რებული ხდება და კარგავს ტურგო-
ლი, ვაშლი, ციტ- რის უნარს, იწყებს ჭკნობას და ხმე-
რუსები, ქლიავი. ბა; ფერხდება აღერება და ნელდება
თესლის წარმოქმნა.
მანგანუმი შვრია, ჭარხალი, ფოთლის ძარღვთა შორის ჩნდება
ბარდა, ლობიო, ქლორიზი, წარმოიქმნება წვრილი
ატამი, ქლიავი, ლი- ლაქები, რომელიც განიცდის კვდო-
მონი, მანდარინი, მას; ფოთლები იწყებს გადატეხას.
ფორთოხალი,
ალუბალი, ვაშლი
თუთია პარკოსნები, ციტ- ფოთლების გაყვითლება; პარკოსანი
რუსები, ყვავილო- კულტურების კოჟრების სუსტად
ვანი კომბოსტო, განვითარება; ფოთლის ფირფიტის
პომიდორი სუსტად ზრდა; ფოთლის კიდეების
სიხუჭუჭე; მცენარის სუსტი ზრდა.

საკვები ელემენტების ნაკლებობის გარეგნული ნიშნები ლიმონის


ფოთლის მაგალითზე

საკვები ელემენტების ნაკლებობისა და სიჭარბის მიმართ ყვე-


ლა მცენარე ერთნაირი მგრძნობელობის არ არის. მცენარეებს, რომ-

78
ლებიც მეტად მგრძნობიარეა ცალკეული საკვები ელემენტების ნაკ-
ლებობის ან სიჭარბის მიმართ, მცენარე ინდიკატორს უწოდებენ.

ინდიკაორი საკვები ელემენტების ნაკლებობა


მცენარეები N P K Mg Fe B Cu Zn Mb
კარტოფილი
კომბოსტო
სიმინდი
პომიდორი
ჭარხალი
ლობიო
იონჯა
ვაშლი
მოცხარი
ჟოლო
შაქრის ჭარხალი
მზესუმზირა
სელი
ქერი
ხორბალი
შვრია
მსხალი
სოია
ციტრუსები
ყვავილოვანი კომბოსტო

მცენარის კვებისას ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, გარდა


ცალკეული საკვები ელემენტების ნაკლებობისა, შეიძლება გამოიწ-
ვიოს მათმა სიჭარბემ. მაგალითად, როცა ნიადაგში ჭარბადაა ალუ-
მინი ან მანგანუმი ან ორივე ერთად, რასაც ხშირად ვხვდებით მაღა-
ლი მჟავიანობის ნიადაგებზე, აღინიშნება ფოსფორით შიმშილის გა-
რეგნული ნიშნები. თუ მანგანუმი ჭარბობს ალუმინის შემცველობას,
მაშინ ქლორიზის ნიშნები ვლინდება. ორივე შემთხვევაში მცენარე
სუსტად იზრდება და მოსავალი ეცემა.
ნიადაგში საკვები ელემენტების ჭარბი შემცველობის გამოსავ-
79
ლენად ინდიკატორ მცენარეებად მიჩნეულია: მაგნიუმის მიმართ -
კომბოსტო და იონჯა; ალუმინის მიმართ -სიმინდი; ქლორის მი-
მართ - კარტოფილი, თამბაქო; ბორის მიმართ - ბამბა, ვაზი, კარტო-
ფილი.
ინდიკატორი საკვები ელემენტების სიჭარბე
მცენარეები Mg Al Cl B
კომბოსტო
იონჯა
სიმინდი
კარტოფილი
ბამბა
ვაზი

6.2. ქიმიური დიაგნოსტიკა

მცენარის მინერალური კვების დიაგნოსტიკისათვის მნიშვნე-


ლობა აქვს არა მარტო გარეგან ნიშნებზე დაკვირვებას, არამედ მცე-
ნარის ქიმიურ ანალიზს.
ქიმიური ანალიზი შეიძლება ჩატარდეს მცენარის სხვადასხვა
ორგანოში, მათ შორის ყველაზე სრულყოფილ პასუხს იძლება ფოთ-
ლის ანალიზი. ანალიზისთვის ფოთლის შერჩევას დიდი მნიშვნე-
ლობა აქვს. უნდა ავიღოთ ერთნაირი ასაკის, ახალგაზრდა ან ზრდა-
დასრულებული, ან ორივე ცალ-ცალკე. ფოთლის ნიმუშების აღება
უმჯობესია დილის ან საღამოს საათებში და კარგ ამინდში.
ფოთლის ანალიზის შედეგების შესამოწმებლად მიზანშეწონი-
ლია, ფოთლის ნიმუშების აღების პარალელურად, იმავე მცენარის
ქვეშ ნიადაგის სახნავი ფენის ნიმუშის აღება და მასში მცენარისათ-
ვის მისაწვდომი საკვები ნივთიერებების განსაზღვრა.
მცენარის მინერალური კვების ელემენტების ნაკლებობის შეს-
წავლა ქიმიური ანალიზის გამოყენებით ტარდება: ფოთოლში ან მის

80
წვენში; ყუნწის გადანაჭერში ან ყუნწის ძარღვსა და ნაზარდის გამო-
ნაწურში. ფოთოლში საზღვრავენ არაორგანულ (სარეზერვო) ნაერ-
თებს და ცალკეული საკვები ელემენტების საერთო შემცველობას. ამ
მეთოდს ფოთლის დიაგნოსტიკას უწოდებენ.

81
7. ნიადაგის ქიმიური მელიორაცია

მჟავე ნიადაგების შთანთქმით კომპლექსში წყალბადისა და


ალუმინის იონების, ხოლო ბიცობ ნიადაგებში ნატრიუმის კათიონე-
ბის სიჭარბე მკვეთრად აუარესებს ამ ნიადაგების ფიზიკურ, ფიზი-
კურ-ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს და ამცირებს მათ ნაყოფიე-
რებას.
მჟავიანობის ნეიტრალიზაციას ახდენენ მოკირიანებით, ხოლო
დამლაშებული ნიადაგებისას – მოთაბაშირებით.

7.1. მჟავე ნიადაგების მოკირიანება

დადგენილია, რომ მჟავე ნიადაგებზე კირის შეტანის გარეშე


ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენებითაც კი შეუძლე-
ბელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი მოსავლის მიღე-
ბა. ასევე ცნობილია, რომ კულტურული მცენარეები და ნიადაგში
არსებული სასარგებლო მიკროორგანიზმების უმრავლესობა კარგად
ვითარდებიან, როდესაც ნიადაგის არეს რეაქცია სუსტი მჟავე და
სუსტი ტუტეა ან PH 6-8-ის ფარგლებშია.
მცენარეები მჟავიანობიადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა
ზრდის პირველ პერიოდში – გაღივებისას, ხოლო შემდგომ ფაზებში
ადვილად იტანს არეს მჟავე რეაქციას, მჟავე რეაქცია ზრდის პირველ
პერიოდში იწვევს ნახშირწყლების და ცილების ცვლის დარღვევას,
უარყოფითად მოქმედებს გენერაციული ორგანოების ჩასახვაზე,
მარცვლის დამსხვილებაზე, რის გამოც მოსავალი მცირდება.

82
მცენარეები არეს რეაქციისადმი მგრძნობიარობის მიხედვით

მჟავიანობისადმი მცენარეები PH
მგრძნობელობა
განსაკუთრებით ბამბა, სამყურა, შაქრის, სუფრის 7-8
მგრძნობიარე და საკვები ჭარხალი, კომბოსტო
გადიდებული მჟავიანო- ქერი, საშემოდგომო და საგაზა- 6-7
ბისადმი მგრძნობიარე ფხულო ხორბალი, სიმინდი, სო-
ია, ლობიო
გადიდებული მჟავიანო- ჭვავი, წიწიბურა, პომიდორი, 4,5-7,5
ბისადმი ნაკლებ სტაფილო.
მგრძნობიარე
მჟავიანობის ამტანი კარტოფილი
მჟავიანობის მოყვარუ- ლურჯი და ყვითელი სამყურა, 4,5-5,0
ლი ჩაის ბუჩქი და ჩიტიფეხა, ლურ-
ჯი მოცვი

ნიადაგის მჟავე რეაქცია მრავალმხრივ გავლენას ახდენს მცენა-


რეზე:
1. ნიადაგის ხსნარის მაღალი მჟავიანობა აუარესებს ფესვის ზრდას
და დატოტვას, აფერხებს მცენარის მიერ ნიადაგის და სასუქის
საკვები ნივთიერებების გამოყენებას.
2. ხსნარის მაღალი მჟავიანობის პირობებში წყალბადის იონი ჭარბი
რაოდენობით აღწევს მცენარის უჯრედებში, იწვევს უჯრედის
წვენის გამჟავებას. შესაძლებელია უჯრედის წვენის იმ დონემდე
გამჟავება, რომ მცენარეში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები
ფერხდება.
3. მჟავე რეაქციის პირობებში მცენარეში ცილოვანი ნივთიერებების
სინთეზი ნელდება, მცირდება ცილების და საერთო აზოტის შემ-
ცველობა.
4. წყალბადი ნიადაგის ჰუმუსიდან აძევებს კალციუმს, ზრდის მის
დისპერსიულობას და მოძრაობას ნიადაგში.
მაღალი მჟავიანობის უარყოფითი გავლენა მცენარეზე იმითაც
გამოიხატება, რომ ნიადაგში მატულობს ალუმინისა და მანგანუმის
83
ხსნადობა. მათი შემცველობის გადიდება ნიადაგის ხსნარში მცენა-
რისათვის უფრო უარყოფითია ვიდრე თვით წყალბადის იონის.
მცენარეზე ნიადაგის მაღალი მჟავიანობის უარყოფითი მოქმე-
დების შემცირებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის ფოს-
ფორით უზრუნველყოფას. ფოსფორიანი სასუქების სისტემატური
გამოყენება ნიადაგში მოძრავი ალუმინის და რკინის შემცველობის
შემცირებას იწვევს, რადგან ფოსფორის მჟავასთან ურთიერთქმედე-
ბისას ისინი ძნელადხსნად მდგომარეობაში გადადიან.
7.1.1.ნიადაგის კირთან ურთიერთქმედება.
კირქვა (CaCO3), კალციუმის კარბონატი - პრაქტიკულად სუფ-
თა წყალში არ იხსნება. კარგად იხსნება ნახშირმჟავიან წყალში, სა-
დაც მისი ხსნადობა დაახლოებით 60-ჯერ დიდდება.
ნიადაგში შეტანილი CaCO3 ნიადაგის ხსნარში შემავალ ნახშირ-
მჟავას გავლენით თანდათანობით გარდაიქმნება კალციუმის ან მაგ-
ნიუმის ხსნად ბიკარბონატად:
CaCO3 + H2O + CO2 = Ca(CO3)2
კალციუმის ბიკარბონატი არამდგრადია, განიცდის დისოცია-
ციას.
შთანთქმული კომპლექსიდან კალციუმის კათიონი აძევებს
წყალბადიონებს და მჟავიანობა ნეიტრალდება.
მჟავე ნიადაგში კირის სრული დოზის შეტანით ნეიტრალდება
აქტუალური, გაცვლითი მჟავიანობა და მნიშვნელოვნად მცირდება
ჰიდროლიზური მჟავიანობა, ხოლო ამის შედეგად იზრდება ნიადა-
გის ხსნარში კალციუმის შემცველობა და ნიადაგის ფუძეებით მაძღ-
რობის ხარისხი.
მოკირიანება მრავალმხრივ დადებით გავლენას ახდენს ნიადა-
გის თვისებებზე, ქმნის ხელსაყრელ პირობებს მცენარის ზრდა-გან-
ვითარებისა და ნიადაგში მცხოვრები სასარგებლო მიკროორგანიზ-
მების ცხოველმყოფელობისათვის.
კირის ნორმალური დოზების შეტანით ნიადაგში მცირდება
ალუმინის, რკინისა და მანგანუმის ხსნადი შენაერთების შემცველო-

84
ბა, რითაც ნეიტრალდება მათი მავნე გავლენა მცენარეზე. ამასთან
ერთად, ძლიერდება ნიადაგში აზოტის ფიქსატორი (აზოტობაქტე-
რინი და სხვა) და კოჟრის ბაქტერიების მოქმედება.
მოკირიანების შედეგად უმჯობესდება აგრეთვე მცენარის ფოს-
ფორით კვება. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ბაქტერიების ცხო-
ველმყოფელობის ამაღლებაზე, რომლებიც აწარმოებენ ნიადაგის
ორგანული ფოსფატების მინერალიზაციას და მათ გადაყვანას მცენა-
რისათვის მისაწვდომ ფოსფორმჟავა კალციუმის მარილების ფორმა-
ში.
მოკირიანების დადებითი მოქმედებით იზრდება ასევე მინერა-
ლური სასუქების ეფექტურობა, განსაკუთრებით ფიზიოლოგიურად
მჟავე აზოტიანი და კალიუმიანი სასუქების.
7.1.2. კირიანი სასუქები. კირიანი სასუქებია: კირქვები, დო-
ლომიტი, კირიანი ტუფები, გლაუკონიტები, ტკილი, ცარცი, დეფე-
კაციური სასუქი (შაქრის ქარხნის ანარჩენი) და მრეწველობის ანარ-
ჩენები.
კირის შემცველი სასუქები იყოფა 3 ჯგუფად:
1. კირის მაგარი ქანები, რომლებიც საჭიროებენ დაფქვას ან გამოწ-
ვას;
2. კირის რბილი ქანები, არ საჭიროებენ დაფქვას;
3. კირით მდიდარი მრეწველობის ანარჩენები.
კირის მაგარი ქანები რომ სასუქად გამოვიყენოთ, ამისათვის
საჭიროა მათი დაფქვა. კირის მაგარი ქანები ძირითადად შეიცავს
CaCO3 და MgCO3 სხვადასხვა რაოდენობით და არახსნად ანარჩე-
ნებს (თიხა, სილა).
კირქვები გარდა CaCO3 შეიცავს MgCO3 –ს 10-15 %.
წვრილად დაფხვნილი კირქვები კარგად ერევა ნიადაგთან და
მისი ეფექტი მეტია. კირის ფქვილის ნაწილაკების ოპტიმალური
ზომაა 0,2-0,3 მმ.
გამომწვარი და ჩამქრალი კირი. კირქვებში შემავალი კალციუ-
მი და მაგნიუმის კარბონატები გამოწვის შედეგად გარდაიქმნებიან

85
კალციუმის და მაგნიუმის ჟანგად და მიიღება გამომწვარი გოროხო-
ვანი კირი:
CaCO3 = CaO + CO2; MgCO3 = MgO + CO2
მათი წყალთან ურთიერთქმედებით წარმოიქმება შესაბამისი
ჰიდროჟანგი:
CaO +H2O = Ca(OH)2; MgO +H2O = Mg(OH)2
გამომწვარი კირის ჩაქრობა შეიძლება უშუალოდ მინდორში –
ზემოდან მოაყრიან ტენიან ნიადაგს. ჩამქრალი კირი მიიღება ქარხა-
ნაში. იგი კირის ქლორიდის წარმოების ანარჩენია. ჩამქრალი კირი
სწრაფმოქმედია და ძვირფასია თიხნარი ნიადაგებისათვის.
ცარცი კალციუმის კარბონატია, რბილი ქანია, ადვილად იფ-
ქვება, ამიტომ მისი ეფექტი მაღალია ნიადაგში შეტანის პირველივე
წელს. აქვს თეთრი ფერი.
დოლომიტი შეიცავს CaCO3 - 54,4% და MgCO3, - 45,6%. ხასიათ-
დება მეტი სიმტკიცით, ვიდრე კირქვა, ძნელად ხსნადია.
ტკილები-მერგეულების მოიპოვება წალენჯიხა-ჯგალის, ჩხო-
როწყუ-თაიას, მარტვილი-თამაკონისა და სოფ დღვანის, ზუგდიდი-
ჭკადუაშის, სენაკი-ბეთლემის და სხვა მიდამოებში). უმეტესობას არ
სჭირდება დაფქვა და გამოწვა. მათში MgCo3-ის და MgCo3 3-ის შემ-
ცველობა ჯამი 45%-საც კი აღწევს, ეს აგრომადნები CaO-სთან და
Mgo-სთან ერთად ფოსფორს, გოგირდს შეიცავს.

კირქვების ანალიზის შედეგები (ცენტრი „ანასეულის“ მონაცემები)

კირქვების ად- CaCo3


N გილ მდებარეობა CaO % CaCo3 % MgO% MgC0% +MgC03
მარტვილი _ სოფ.
1 დღვნა 5,0 9,2 2,5 5,2 14,4
2 მარტვილი _ თამაკონი 5,7 10,1 4,3 9,1 19,2
3 წალენჯიხა _ მუხური 15,4 15,15 14,3 30,0 45,15

86
4 ზუგდიდი _ ჭკადუაში 3,5 6,3 3,5 7,4 13,7
5 სენაკი _ ბეთლემი 5,7 10,1 7,5 15,8 25,9
6 სენაკი _ კანთი 5,7 10,1 13,8 29,0 39,1
სენაკი _ მენჯი სახარ-
7 ბედიო 3,9 7,0 3,0 6,2 13,2
8 ჩხოროწყუ _ თაია 15,5 28,0 4,6 9,6 27,6
9 სენაკი _ ახუთი 5,4 9,6 3,5 7,4 17,0

რბილი კირიანი ქანები. კირის რბილი ქანები დიდი რაოდენო-


ბით არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაი-
ონებში, საგულისხმოა, რომ რბილი ქანების მრავალრიცხოვანი საბა-
დო გავრცელებულია იმ მინდვრების მახლობლად, რომლებიც მო-
კირიანებას საჭიროებენ. ამიტომ დანახარჯები ნაკლებია.
რბილ კირიან ქანებს მიეკუთვნება კირიანი ტუფები, გაჯი,
ტორფის ტუფები და ბუნებრივი დოლომიტის ფქვილი. ისინი დაფ-
ქვას არ საჭიროებენ, ამიტომ უფრო ეფექტურად და სწრაფად მოქმე-
დებენ ნიადაგსა და მცენარეზე, ვიდრე დაფქვილი მაგარი ქანები.
კირიანი ტუფები შეიცავს 90-98% CaCO3 -ს, ფოროვანი, ფხვიე-
რი ნაცრისფერი მასაა, ახასიათებს კარგი გაბნევის უნარი.
ტორფის ტუფები კირით მდიდარი დაბლობის ტორფია, შეი-
ცავს 10-17 % CaCO3-ს. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია
ორგანული ნივთიერებებით ღარიბი მჟავე ნიადაგების მოსაკაირია-
ნებლად.
გაჯი (ტბის კირი) შეიცავს 80-95% CaCO3, მისი საბადოები
გვხვდება შეკრული წყალსატევების მშრალ ადგილებში, სადაც წი-
ნათ მოედინებოდა კირით მდიდარი წყალი.
მჟავე ნიადაგების გაუმჯობესების ტექნოლოგიათა შორის მნიშ-
ვნელოვანია აგრეთვე ტორფ-დოლომიტიანი კომპოსტის გამოყენე-
ბა, რომლის შეტანისას ერთდროულად ხდება ნიადაგის მჟავე არის
განეიტრალება და ორგანიკით ნაყოფიერების ამაღლება.

87
ტორფ-დოლომიტიანი კომპოსტის დასამზადებლად გამოიყენე-
ბა კოლხეთის დაბლობის ტორფი.
ტორფ-კომპოსტის შეტანა ხდება ნიადაგის ძირითადი დამუშა-
ვების შემოდომა-ზამთარში 10-20 ტონა ჰა/ზე.
[მჟავე ნიადაგების მელორაციის, ნაყოფიერების ამაღლების ერ-
თ-ერთ მეთოდს წარმოადგენს “ცეო-ტორფის” გამოყენება, რომელიც
ერთ-ერთი პერსპექტიული სასუქია, როგორც ერთწლიან ისე მრა-
ვალწლიან კულტურებისათვის. “ცეო-ტორფის” დამზადებას საფუძ-
ვლად უდევს საქართველოში არსებული ცეოლიტების და ტორფის
ინტენსიურად გამოყენება. საქართველოში ინტენსიურად მიმდინა-
რეობს გამორეცხვის პროცესი, რასაც თან სდევს გრუნტის წყლების
დაჭუჭყიანება, “ცეო-ტორფის” გამოყენებით ამ პროცესის შემცირე-
ბასთანაც გვაქვს საქმე. “ცეო-ტორფის” გამოყენება აკონტროლებს
ნიადაგში კალიუმის შემცველობას.
“ცეო-ტორფი” მზადდება ტორფისა და ცეოლიტის შერევით
(1:1). ცეოლიტი ქუცმაცდება 2-5მმ-დე. შემდეგ ბუნკერებში ერთმა-
ნეთში ირევა და ფასოვდება. “ცეო-ტორფის” რეცეპტურა შემუშავე-
ბულია ცენტრ “ანასეულში”.
“ცეო–ტორფის” ფიზიკო–ქიმიური მაჩვენებლები
N ხარისხ. მაჩვენებლები ნორმა

1 გარეგნული სახე ერთგ.ფხვიერი მასა

2 ფერი შავი

3 სუნი უსუნო

4 სინესტე არაუმეტეს 60%-ისა


5 PH 6,0-6,5
6 ორგანიკა(მას.წილი) არაუმეტეს 25%

7 აზოტი / წილი 0,5-1%


8 კალიუმი/ წილი 0,5-1%
9 ფოსფორი/ წილი 1,5-2%

88
მიღებული პროდუქციის შემადგენლობა საშუალებას გვაძლევს
იგი გამოვიყენოთ სათბურებში, გაზონებზე, სტადიონებზე, ბოსტნე-
ულ კულტურებში, ვენახში, ხეხილის ბაღებში, ციტრუსის პლანტა-
ციებში და სხვა. მისი შესატანი დოზა ერთწლიან კულტურებში
ჰექტარზე 10-15 ტონაა, ხოლო მრავალწლიან კულტურებში - 20-25
ტონა ][http://agronews.ge].
მრეწველობის კირიანი ნარჩენებია დეფეკაციური ტალახი, ფი-
ქალის ნაცარი, მეტალურგილური წიდები და კირის ქარხნის ანარჩე-
ნები. აღნიშნული ნარჩენები ეფექტით არ ჩამოუვარდება კირქვების
ფქვილს, მათი გამოყენება ეკონომიურადაც უფრო ხელსაყრელია,
რადგან გამორიცხულია დამატებითი ხარჯები კირის მოპოვებასა და
დაფქვაზე.
დეფიკატი (დეფიკაციური ტალახი) შაქრის ქარხნის ანარჩენე-
ბია. CaO3 ერთად მცირე რაოდენობით შეიცავს აზოტს, ფოსფორს და
კალიუმს და ორგანულ ნივთიერებებს. მისი ახალი ანარჩენი შეიცავს
40%-მდე წყალს, გაშრობის შემდეგ მასში სინესტე მცირდება 25-30%-
მდე და ხდება ფხვიერი, რის შემდეგადაც იყენებენ სასუქად.
დომენის და მარტენის წიდები მიიღება როგორც ანარჩენი თუ-
ჯიდან ფოლადის გამოდნობისას, რომლებიც შეიცავს CaO - 30-
50%ს.
7.1.3. მოკირიანების აუცილებლობის, კირის ნორმების დადგენა
და შეტანის წესები
ნიადაგის მჟავიანობის ხარისხი, სასოფლო-სამეურნეო კულ-
ტურათა მგრძნობიარობა მჟავე რეაქციისადმი განსაზღვრავს კირის
საჭირო ნორმებს.
მოკირიანების საჭიროების დადგენა შეიძლება ზოგიერთი გა-
რეგანი ნიშნით. მაგალითად ძლიერ მჟავე ნიადაგები გამოირჩევაა
მოთეთრო-მოლურჯო შეფერვით და მკაფიოდ გამოსახული გაეწრე-
ბული ჰორიზონტით. ასეთი ნიადაგები საჭიროებს აუცილებელ მო-
კირიანებას. კირის საჭიროება შეიძლება დაახლოებით დადგინდეს
სხვადასხვა მცენარეების ამა თუ იმ ნიადაგებზე განვითარების ინ-
ტენსივობით.

89
ნიადაგის რეაქცია pH მცენარეები
მჟავე 4,5-5,0 ძიგვა, მკერვალა, იაჟუჟუნა, ყანის ბაია,
მინდვრის პიტნა, თავცეცხლა, მინ-
დვრის გვირილა, მინდვრის სპერგულა,
მინდვრის შვიტა, ჩვეულებრივი ღოლო
სუსტი მჟავე 5,0-6,0 მინდვრის ნარი, რუსული ღიღილო,
ჟუნჟრუკი, თეთრი სამყურა, ჭინჭარი,
თათაბო, ვირისტერფა, ერთწლოვანი
თივაქასრა, უსუნო გვირილა, მხოხავი
ჭანგა, ირაგა
ნეიტრალური 7,0 გაზაფხულის ცხვირისატეხელა, ხვარ-
თქალა, თეთრი ძიძო, ღიჭა
ტუტე 8,0- მინდვრის მდოგვი, თეთრი სასტვენა,
11,0 მინდვრის ყაყაჩო, ველის სოსანი

მცენარეების მიერ კირის მოთხოვნილების უფრო ზუსტად


დადგენა შეიძლება აგროქიმიური ანალიზების საფუძველზე. კერ-
ძოდ, გაცვლითი მჟავიანობით და ფუძეების მაძღრობის ხარისხის
განსაზღვრით. იმ შემთხვევაში, როდესაც PH 4,5 და უფრო დაბალია,
მაშინ კირზე მოთხოვნილება ძლიერია, როცა PH 4,6 – 5,0 - საშუა-
ლო, ხოლო როდესაც ნიადაგის ხსნარის PH 5,5 ზე მეტია, მაშინ ასე-
თი ნიადაგი მოკირიანებას არ საჭიროებს.
ფუძეებით მაძღრობის ხარისხის მიხედვით ნიადაგებს ყოფენ
სამ ჯგუფად: როდესაც V=50%-ს და ნაკლებს - ნიადაგი საჭიროებს
ძლიერ მოკირიანებას; 50-70%-ს - საშუალოდ, 70%-ზე ზევით სუსტ,
ხოლო 80%-ზე მეტის შემთხვევაში ნიადაგი მოკირიანებას არ საჭი-
როებს.
კირის საჭირო ნორმას საზღვრავენ ჰიდროლიზური მჟავიანო-
ბით. საერთოდ კი ამ მეთოდით კირის ნორმის გაანგარიშებისათვის
ჰიდროლიზურ მჟავიანობას გამოხატულს მგ/ექვ–ით 100 გ ნიადაგზე
ამრავლებენ კოეფიციენტ 1,5-ზე. მაგალითად, თუ 100 გ ნიადაგში
მჟავიანობა ტოლია 4 მგ/ექვ, მაშინ კირის ნორმა - 4 X 1,5 = 6ტ. გა-
მოკვლევებით დადგენილია, რომ ნიადაგის რეაქციის სუსტ მჟავამ-
დე დაყვანა შესაძლებელია მაშინ, თუ ჰიდროლიზური მჟავიანობის
90
2/3 –ს მოვაცილებთ. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსაკირიანებლად
იყენებენ კირის ისეთ სასუქებს, რომლებიც შეიცავენ არა CaO3, არა-
მედ MgCO3, CaO და CaOH)2, მაშინ კირის ნორმის გამოსაანგარი-
შებლად ამრავლებენ შემდეგ კოეფიციენტებზე: MgCO3 -თვის - 0,84,
CaO - 0,56 და CaOH)2 - 0,79.
საორიენტაციოდ ნიადაგის pH-ის მაჩვენებლის 1 ერთეულით
გასაზრდელად საჭიროა დაახლოებით კირქვა 1,5-2 ტ/ჰა ან კგ/10 მ2
მსუბუქი მექანიკური შედგენილობია ნიადაგებისთვის და 4,5-5,5
ტ/ჰა ან კგ/10 მ2 მძიმე მექანიკური შედგენილობია ნიადაგებისთვის.
მოკირიანების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდე-
ბული კირის ნორმებზე და მისი ნიადაგთან შერევის ხარისხზე. ნია-
დაგში კირის მექანიზებული წესით შეტანისა და ფართობზე თანაბ-
რად განაწილების მიზნით იგი წინასწარ უნდა დავაქუცმაცოთ.
კირის დადგენილი ნორმები უნდა შევიტანოთ შემოდგომაზე,
ნიადაგის მზრალად ხვნის დროს ან გაზაფხულზე - გადახვნისას. მი-
სი შეტანა დასაშვებია აგრეთვე ზამთრის პერიოდში და აგრეთვე
მწკრივებში თესვისას ან ბუდნებში ჩითილის დარგვისას. ამ შემ-
თხვევაში საჭიროა კირის მცირე რაოდენობა, მაგრამ ის საკმარისია
ფესვთა სისტემის განვითარების ზონაში ნიადაგის მჟავიანობის შე-
სამცირებლად.
ნიადაგში კირის სრული ნორმა შეაქვთ ერთჯერ ან წილადობ-
რივად - რამოდენიმეჯერ.
საშუალო და მძიმე თიხნარ ნიადაგებზე კირის სრული ნორმის
დადებითი გავლენა მოსავალზე 15-20 წელს გრძელდება, ხოლო
მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე -8-10 წელს. წი-
თელმიწა და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგების პირობებში ციტ-
რუსების, დაფნის, ტუნგის, თამბაქოსა და სხვა სუბტროპიკული
კულტურების ნარგაობაში მაღალ ეფექტს იძლევა 6-8 წლის შემდეგ
ჩატარებული განმეორებითი მოკირიანება.
მინერალური სასუქების მაღალი ნორმებით სისტემატური გა-
მოყენება, განსაკუთრებით ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქებისა, იწ-

91
ვევს ნიადაგში კალციუმისა და მაგნიუმის შემცველობის შემცირე-
ბას, ამიტომ მოკირიანებული ნიადაგიც კი სწრაფად მჟავდება, ასეთ
პირობებში საჭიროა განმეორებითი მოკირიანება უფრო მოკლე ვა-
დაში ჩატარდეს.
გარდა ნიადაგის მჟავიანობის ნეიტრალიზაციისა, კირიან სა-
სუქს იყენებენ სასუქის პოტენციური მჟავიანობის გასანეიტრალებ-
ლად. ეს ხელს უწყობს ნიადაგის შემდგომი გამჟავების შემცირებას
და სასუქის ეფექტურობის ამაღლებას. 1 ტ ამონიუმის სულფატის
მჟავიანობის ნეიტრალიზაციისთვის საჭიროა 1,3 ტ კირი, 1 ტ ამონი-
უმის გვარჯილისა - 1 ტ და სუპერფოსფატისათვის - 0,1 ტ კირი.
ხშირად არის, რომ გარკვეული კულტურის მოყვანად საჭირო
ხდება ნიდაგის მჟავიანობის მომატება.
ნიადაგის pH-ის მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს გოგირდის
დამატებით, მცენარის დარგვამდე რამდენიმე თვით ადრე.
ტუტე ნიადაგში (pH>7) წვრილმარცვლოვანი გოგირდი უნდა
შეერიოს ნიადაგის ზედა 15 სმ. ფენაში დარგვამდე სულ მცირე რამ-
დენიმე თვით ადრე, pH-ის მაჩვენებლის ოპტიმალურ ზღვრამდე
შესამცირებლად.
ნიადაგის ზედაპირზე მარცვლოვანი გოგირდის დამატებით
შემცირდება მხოლოდ ზედა რამდენიმე სმ-ის pH-ის დონე. თუმცა,
დროთა განმავლობაში, თანდათანობით შემცირდება pH-ის დონე
ნიადაგის ღრმა ფენებშიც.
საორიენტაციოდ, ნიადაგის pH-ის 1 ერთეულით შესამცირებ-
ლად საჭიროა წვრილმარცვლოვანი გოგირდი 1,5-2 ტ/ჰა ან კგ/10 მ2
მსუბუქი მექანიკური შედგენილობია ნიადაგებისთვის და 0,5-1,5
ტ/ჰა ან კგ/10 მ2 მძიმე მექანიკური შედგენილობია ნიადაგებისთვის.
ელემენტარული გოგირდის გარდა, მიწის მჟავიანობის გასაზ-
რდელად შეიძლება რკინის სულფატის გამოყენებაც. ეს მასალა
ელემენტარულ გოგირდთან შედარებით უფრო სწრაფად შედის რე-
აქციაში, როგორც წესი, დამატებიდან 3-4 კვირაში. pH-ის 0.5 ერთე-
ულით შესამცირებლად საჭიროა 36 კგ - ის დამატება 100 კვადრა-

92
ტულ მეტრზე.
ნიადაგის pH-ის დონის თანდათანობით შემცირებას ასევე ხელს
უწყობს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მეშვეობით ფოსფორმჟავის
დამატება.

7.2. ნიადაგის მოთაბაშირება

ბიცი და ბიცობი ნიადაგები ხასიათდებიან ტუტე რეაქციით,


რაც განპირობებულია ამ ნიადაგების შთანთქმის კომპლექსში ნატ-
რიუმის კათიონების დიდი რაოდენობით და ნიადაგის ხსნარში სო-
დის არსებობით.
დამლაშებულ ნიადაგებს ყოფენ 2 ჯგუფად, ისინი ერთმანე-
თისგან განსხვავდებიან მელიორაციის ხერხებით:
1. ველის დამლაშებული ნიადაგები უმეტესად გავრცელე-
ბულია წაბლა და ყომრალი ნიადაგების ზონაში, ხასიათდება ნეიტ-
რალური რეაქციით და გრუნტის წყლის ღრმად დგომით. ამიტომ
მასთან ერთად არ ამოდის მარილები მაღლა - ფესვთა სისტემის გავ-
რცელების ზონაში. ამ ნიადაგების გუმჯობესება შეიძლება თაბაში-
რის შეტანის გარეშე მელიორაციის პროცესში ნიადაგის საკუთარი
კალციუმის ჩართვის გზით.
2. მდელოს, სოდიანი ბიცობები უმთავრესად გავრცელებუ-
ლია შავმიწების ზონაში. მათ აქვთ ტუტე რეაქცია და ნიადაგის ზე-
დაპირთან ახლოს მდებარე გრუნტის წყლები. ამიტომ ისინი ექვემ-
დებარებიან მეორად დამლაშებას. ამ ნიადაგების გასაუმჯობესებ-
ლად აუცილებელია თაბაშირის შეტანა. მოთაბაშირება შეთანაწყო-
ბილი უნდა იქნეს ნიადაგის ღრმად დამუშავებასთან, ორგანული და
მინერალური სასუქების შეტანასთან, მორწყვასთან და სხვა აგრო-
ტექნიკურ ხერხებთან.
შთანთქმით კომპლექსში შემავალი შთანთქმული ნატრიუმის
მიხედვით ნიადაგებს ყოფენ შემდეგ ჯგუფებად:

93
# ნიადაგები შთანთქმული ნატრიუმი %
1 არაბიცობი 3-5
2 სუსტი ბიცობი 5-10
3 გაბიცობებული 10-20
4 ბიცობი >20

შთანთქმის ტევადობის დანარჩენი ნაწილი მოდის სხვა კათიო-


ნებზე და პირველ რიგში კალციუმსა და მაგნიუმზე.
ნიადაგის ორგანული და მინერალური კოლოიდები, ნატრიუ-
მის დიდი რაოდენობისა და წყალხსნადი მარილების მცირე შემცვე-
ლობის გამო, პეპტიზაციას იოლად განიცდის, ნაწილობრივ ზოლის
მდგომარეობაში გადადის. ამიტომ ნიადაგის აგრეგატები მტვერიან-
დება, ხდება კოლოიდების დაშლა, ისინი ნიადაგის ზედა ფენიდან
ქვედაში ირეცხება, რის გამოც წარმოიქმნება მკვრივი დამლაშებული
ჰორიზონტი.
ბიცობი ნიადაგები იყოფა სამ ჯგუფად:
1. მცირე ან ქერქიანი ბიცობები (დამლაშების ჰორიზონტის სიღრმე
7 სმ-ს არ აღემატება);
2. საშუალო (7-15 სმ);
3. ღრმა ბიცობები (15 სმ-ზე მეტი).
ბიცობი ნიადაგებისთვის დამახასიათებელია: წებოვნების-ბმუ-
ლობის მაღალი უნარი, მტვრიანობა, წყლისა და ჰაერის არახელსაყ-
რელი რეჟიმი. დამლაშებული ჰორიზონტი დატენიანების გავლე-
ნით ფუვდება, წყალს ძნელად ატარებს, წებოვანი ხდება და იზილე-
ბა. გამოშრობის შემდეგ მტკიცე, მაგარი მასა წარმოიქმნება, მისი და-
მუშავება შეუძლებელი ხდება, ფესვის სიღრმეში გავრცელებისათ-
ვვის წინააღმდეგობა იზრდება. შთანთქმულ ნატრიუმს და ნიადაგის
ხსნარის კალციუმის ბიკარბონატს ან ნახშირმჟავასთან გაცვლითი
რეაქციის შედეგად ბიცობი ნიადაგის ხსნარში წარმოიქმნება ნახშირ-
მჟავა ნატრიუმის მარილები NaHCO3 და Na2CO3. ისინი ჰიდროლი-
ზურად ტუტე მარილებია, ამიტომ ხსნარის რეაქცია ტუტე ხდება

94
(PH 9 და მეტი)
დამლაშებული ნიადაგების თვისებების ძირფესვიანად გაუმ-
ჯობესებისათვის აუცილებელია მისგან სოდის მოცილება. ეს შესაძ-
ლებელია შთანთქმის კომპლექსიდან ნატრიუმის გამოძევებით, რაც
შესაძლებელია კალციუმის (თაბაშირის) მოქმედებით. ამ შემთხვევა-
ში წარმოიქმნება ნატრიუმის სულფატი, იგი წყალში ხსნადი მარი-
ლია, ამიტომ სახნავ ფენას ადვილად ჩამოშორდება წყლის მოქმედე-
ბით.
Na2CO3 + CaSO4 = CaCO2 + NaSO4
ნიადაგის ხსნარში ნატრიუმის სულფატი მცირე რაოდენობით
წარმოიქმნება და ამიტომ არ ახდენს უარყოფით გავლენას მცენარე-
ზე. მაგრამ ბიცობ ნიადაგში, რომელიც შეიცავს ნატრიუმს მისი
შთანთქმითი ტევადობის 20%-ზე მეტს, წარმოიქმნება დიდი რაოდე-
ნობით ნატრიუმის სულფატი, რაც აუცილებლად უნდა იქნეს ნია-
დაგიდან მოცილებული მორწყვით.
თაბაშირის შეტანა იწვევს არეს რეაქციის განეიტრალებას, რის
შედეგად უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკური თვისებები და იქმნება
ხელსაყრელი პირობები ნიადაგში სასარგებლო მიკროორგანიზმების
ცხოველმყოფელობისათვის. შთანთქმული ნატრიუმის კალციუმით
შეცვით ხდება კოლოიდების კოაგულაცია, მცენარეული ანარჩენე-
ბის გახრწნით წარმოიქმნება ნეშომპალა და იგი კალციუმთან ერ-
თად ახდენს ნიადაგის კოლოიდების შეწებებას, ნიადაგი მტკიცე
მარცვლოვან სტრუქტურას იძენს. უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკუ-
რი თვისებები, აერაცია, დამუშავება ხდება იოლი.
თაბაშირი ნელა ურთიერთქმედებს ნიადაგთან, ამიტომ მისი
ეფექტი თანდათან მატულობს ნიადაგში თაბაშირის შეტანის მომ-
დევნო წლებში. მორწყვის გარეშე მოთაბაშირების სრული ეფექტი
მისი შეტანიდან 4-5 წლის შემდეგ ვლინდება.
ბიცობ ნიადაგებზე მოთაბაშირების მაღალი ეფექტის განმსაზ-
ღვრელია ნიადაგის ტენით უზრუნველყოფა. მშრალ ნიადაგზე თა-
ბაშირის გახსნა, შთანთქმით კომპლექსში ნატრიუმის შეცვლა კალ-

95
ციუმით და გამოძევებული ნატრიუმის ნიადაგის ქვედა ფენებში გა-
დანაცვლება ან არ მიმდინარეობს, ან მეტად ნელა ხდება. ამიტომ
არა სარწყავ რაიონებში მოთაბაშირების მაღალი ეფექტის მისაღწე-
ვად მიმართავენ ნიადაგის ღრმად ხვნას, თოვლის შეკავებას, ატარე-
ბენ სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობს
ფესვის გავრცელების ზონიდან ნატრიუმის ჩამოშორებას.
7.2.1.ნიადაგის მოთაბაშირებისათვის გამოსაყენებელი მასალები
ნედლად დაფქულ თაბაშირს (CaSO4.H2O) იღებენ ბუნებრივი
თაბაშირის დაფქვით. იგი თეთრი ან ნაცრისფერი ფხვნილია, შეი-
ცავს 71-73% CaSO4. წყალში სუსტად იხსნება.
მისი დაფქვის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიღებული
სტანდატებით, თაბაშირის ნაწილაკები უნდა გაიცრას 1 მმ-იან სა-
ცერში. დაფქვილი თაბაშირის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს
8%-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იზილება და შენახვის პროცესში
გოროხებად იქცევა.
ფოსფორთაბაშირი არის ფოსფორიანი სასუქის წარმოების
ანარჩენი ორმაგი სუპერფოსფატისა და პრეციპიტატის მიღების
დროს. იგი ნაცრისფერი ან თეთრი ფერის ფხვნილია, შეიცავს 70-
75% CaSO4 და მცირე რაოდენობით ფოსფორს (2-3% P2O5), რის გამოც
მას ბუნებრივ თაბაშირთან შედარებით აქვს უპირატესობა, თაბაში-
რი და ფოსფორთაბაშირი უნდა ინახებოდეს მშრალ, დახურულ შე-
ნობაში.
თიხათაბაშირს იღებენ ბუნებრივი საბადოებიდან, ჩვეულებ-
რივ ფხვიერია და არ საჭიროებს დაფქვას. შეიცავს 63-92% ჩაშO4 და
1-19% თიხას.
თაბაშირის დოზას ადგენენ შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CaSO4. H2O ტ/ჰა = 0,086 (Na – K T) Hd
სადაც: 0,086 არის 1 მლ/ექვ CaSO4.H2O (გრამობით);
H - მელიორაციული ფენის სიღრმე;
d - მელიორაციული ნიადაგის ფენის მოცულობითი წონა;
Na - გაცვლითი ნატრიუმის შემცველობა (მგ/ექვ 100 გ ნიადაგ-

96
ში);
T- მელიორაციული ფენის შთანთქმითი ტევადობა (მგ/ექვ 100
გ ნიადაგში);
K T - ნიადაგში გაცვლითი ნატრიუმის დასაშვები შემცველობა.
აუცილებელია თაბაშირის ნიადაგში ღრმად შეტანა მზრალად
ხვნის წინ, ბიცობი ჰორიზონტის მთელ სიღრმეზე უკეთესად შერე-
ვის მიზნით.
თუ ცნობილი არ არის ნიადაგში შთანათქმული ნატრიუმის
შემცველობა, მაშინ მლაშე ნიადაგების გასაუმჯობესებლად შეგვიძ-
ლია გამოვიყენოთ თაბაშირის საორიენტაციო ნორმები: ბიცობ ნია-
დაგებზე ურჩევენ 1-3ტ თაბაშირის შეტანას, საშუალო და ღრმა ბიცო-
ბებზე 3-5ტ., ქლორიდ სულფატურ ბიცობებზე - 5-8ტ., სოდიან ბიცო-
ბებზე - 8-10 ტონა და მეტი.

97
8. სასუქების გამოყენება და მათი კლასიფიკაცია

სიტყვა სასუქში იგულისხმება ყოველგვარი ნივთიერების შეტა-


ნა ნიადაგში, რომელიც გააუმჯობესებს მის ფიზიკურ, ქიმიურ და
ბიოლოგიურ თვისებებს, უზრუნველყოფს მცენარეს მისთვის საჭი-
რო საკვები ელემენტებით, მობილიზაციას უკეთებს ნიადაგში მარა-
გის სახით არსებულ საკვებ ნივთიერებებს.
სასუქებს მათი წარმოშობის, მიღების წესისა და ადგილის მი-
ხედვით ყოფენ სამრეწველო და ადგილობრივ სასუქებად.
სამრეწველო სასუქებს მიეკუთვნება ყველა მინერალური სასუ-
ქი, რომელიც მიიღება აგრომადნების დაფქვით, თერმული და ქიმი-
ური გადამუშავებით სპეციალურ ქიმიურ ქარხნებში. აგრეთვე სინ-
თეზური აზოტის მრეწველობის პროდუქტები და მეტალურგიული
და სხვა მრეწველობის ანარჩენები.
ადგილობრივ სასუქებს მიეკუთვნება ნაკელი, ტორფი, ნაცარი,
კირი, თაბაშირი, მწვანე სასუქი.
სასუქები ქიმიური შედგენილობის მიხედვით იყოფა: 1. ორგა-
ნული, 2. მინერალური, 3. ორგანულ-მინერალური, 4. ბაქტერიული
სასუქები.
ორგანული სასუქები — რომლებშიც მცენარისათვის საჭირო
მკვებავი ელემენტები არის მცენარეული და ცხოველური წარმოშო-
ბის ნივთიერებებში (ნაკელი, ტორფი, ფეკალიები, საკვები ნარჩენე-
ბი და სხვა).
მინერალური სასუქები — არაორგანული ნივთიერებებია (ძირი-
თადად მარილები), რომლებიც შეიცავენ მცენარისათვის აუცილე-
ბელ საკვებ ელემენტებს. მათი მიღება ხდება არაორგანული ნედლე-
ულის ქიმიური ან მექანიკური დამუშავებით. ისინი შემადგენლო-
ბის მიხედვით იყოფიან: აზოტოვან, ფოსფოროვან, კალიუმიან და
მიკროსასუქებად (ბორის, მოლიბდენიანი და სხვა).
ორგანო-მინერალური სასუქები — ერთდროულად შეიცავს ორ-
განულ და მინერალურ ნივთიერებებს. მათი მიღება ხდება ორგანუ-

98
ლი ნივთიერებების (ტორფის, მურა ნახშირის, ფიქალების), ამიაკის
და ფოსფორის მჟავით დამუშავების შედეგად, ან ორგანული ნივთი-
ერებების (ტორფის ან ნაკელის) ფოსფოროვან სასუქებთან შერევით.
ბაქტერიული სასუქები პრეპარატებია, რომლებიც შეიცავენ ნია-
დაგის ორგანული ნივთიერებების მაფიქსირებელ მიკროორგანიზ-
მებს (აზოტობაქტერიები, ნიადაგის ნიტრაგინი და სხვა).
მინარალური სასუქები იმის მიხედვით თუ რა საკვებ ელემენ-
ტებს შეიცავენ იყოფიან მარტივ და კომპლექსურ სასუქებად.
მარტივ სასუქებს მიეკუთვნება ისეთები, რომლებიც შეიცავენ
ერთ საკვებ ელემენტს.
კომპლექსური ანუ რთული სასუქები შეიცავენ 2 ან მეტ საკვებ
ელემენტს (კალიუმის ნიტრატი, ამოფოსი, დიამოფოსი და სხვა)
საკვები ელემენტის შემცველობა სასუქებში გამოიხატება წონით
%-ში, აზოტიან სასუქებში N-ის ანგარიშზე, კალიუმიან სასუქებში –
K2O-ზე, ფოსფორიანში - P2O5-ზე.
ნიადაგზე და მცენარეზე მოქმედების მიხედვით სასუქებს ყო-
ფენ პირდაპირ და არაპირდაპირ მოქმედ სასუქებად.
პირდაპირ მოქმედ სასუქებს მიეკუნეთვნება ის სასუქები, რომ-
ლებიც შეიცავენ მცენარისათვის საჭირო საკვებ ელემენტებს და
უშუალოდ მოქმედებან მის კვებაზე. ასეთებია: აზოტიანი, ფოსფო-
რიანი, კალიუმიანი და მიკროსასუქები.
არაპირდაპირ მოქმედ სასუქებს ძირითადად იყენებენ ნიადაგის
თვისებების გასაუმჯობესებლად და ნიადაგის ხსნარის რეაქციის შე-
საცვლელად, ნიადაგის ფიზიკური და ბიოლოგიური თვისებების
გასაუმჯობესებლად და აგრეთვე საკვები ელემენტების მობილიზა-
ციისათვის (კირი, თაბაშირი, ბაქტერიული სასუქები).
სასუქები ნიადაგის არეს რეაქციაზე მოქმედების მიხედვით
იყოფა შემდეგ ჯგუფებად: 1. ფიზიოლოგიურად მჟავე; 2. ფიზიო-
ლოგიურად ტუტე; 3. ნეიტრალურ და 4. ბიოლოგიურად მჟავე სასუ-
ქებად.
ფიზიოლოგიუდ მჟავე სასუქებია, რომლიდანაც მცენარე უფრო

99
ინტენსიურად იყენებს კათიონს, ანიონი იწვევს არეს რეაქციის გამ-
ჟავებას ((NH4)2CO4, NH4Cl,)
ფიზიოლოგიურად ტუტე სასუქებიდან მცენარე ინტენსიურად
ითვისებს ანიონს, დარჩენილი კათიონი კი იწვევს არეს რეაქციის გა-
ტუტიანებას (NaNO3, Ca(NO3)2).
აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით სასუქები შეიძლება
იყოს: მყარი, თხევადი და სუსპენზია.

100
9. აზოტიანი სასუქები

9.1. აზოტის როლი მცენარის კვებაში

აზოტი მცენარისათვის ერთ-ერთი ძირითადი საკვები ელემენ-


ტია. ის შედის ყველა იმ მარტივი და რთული ცილის შემადგენლო-
ბაში, რომელიც წარმოადგენს მცენარის უჯრედის პროტოპლაზმის
ძირითად შამადგენელ ნაწილს. ის შედის აგრეთვე ნუკლეინის მჟა-
ვების შემადგენლობაში, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ორგა-
ნიზმის ნივთიერებათა ცვლაში.
აზოტი შედის აგრეთვე ქლოროფილის, ფოსფატიდების, ალკა-
ლოიდების, ზოგიერთი ვიტამინის, ფერმენტების და მცენარის უჯ-
რედის მრვალ ორგანულ ნივთიერებაში.
მცენარის აზოტით კვების ძირითადი წყაროა აზოტმჟავას და
ამონიუმის მარილები.

9. 2. აზოტი მცენარეში

აზოტის საერთო შემცველობა ძლიერ ცვალებადია სხვადასხვა


მცენარეში და ერთსა და იგივე მცენარის სხვადასხვა ნაწილში.
ვეგეტაციური ორგანოებიდან აზოტით მდიდარია ფოთლები,
განსაკუთრებით ახალგაზრდა, ხოლო უფრო ნაკლები რაოდენობით
შეიცავენ ტოტები და ფესვები.
აზოტური კვების პირობები დიდ გავლენას ახდენს მცენარის
ზრდა-განვითარებაზე. აზოტის ნაკლებობა მკვეთრად აუარესებს
მათ ზრდას. აზოტის ნაკლებობა განსაკუთრებით ძლიერ მოქმედებს
ფოთლების განვითარებაზე – ისინი მცირე ზომისაა, ახასიათებთ
ღია მწვანე შეფერილობა, ნაადრევად ყვითლდებიან, ნაკლებად ტო-
ტიანდებიან და ტოტები აქვთ წვრილი. უარესდება აგრეთვე რეპრო-
დუქტიული ორგანოების ფორმირება –განვითარება და მარცვლის
დაპურება.

101
ამავე დროს ცალმხრივად ჭარბი აზოტური კვება ვეგეტაციის
პერიოდში ზოგჯერ ანელებს მცენარეთა მომწიფებას, ისინი ინვითა-
რებენ დიდ ვეგეტაციურ მასას, მაგრამ ნაკლებია მარცვალი ან ტუბე-
რები ძირნაყოფებში.

9. 3. აზოტი ნიადაგში

აზოტი მცენარისათვის მისაწვდომია მინერალური შენაერთე-


ბის ფორმით. მცენარეს შეუძლია უშუალოდ შეითვისოს მცირე რაო-
დენობით მხოლოდ წყალში ხსნადი ორგანული ამიდები და უმარ-
ტივესი ამინომჟავები. ნიადაგში აზოტის ძირითადი რაოდენობა მო-
იპოვება სხვადასხვა ორგანული შენაერთის სახით, მცენარისათვის
მიუწვდომელ ფორმაში. აზოტის 1 %-მდე არის მცენარისათვის მი-
საწვდომი მინერალური შენაერთების სახით, ამიტომ მცენარის აზო-
ტით ნორმალური უზრუნველყოფა დამოკიდებულია ორგანული
ნივთიერებების მინერალიზაციის სისწრაფეზე.
ნიადაგში ორგანულ ნივთიერებათა გახრწნა შეიძლება წარ-
მოდგენილ იქნეს შემდეგი სქემით: ცილები - ამინომჟავები - ამიაკი -
ნიტრიტები - ნიტრატები.
ნიადაგის ორგანულ ნივთიერებაში შემავალი აზოტის ამიაკში
გადასვლის პროცესს ამონიფიკაცია ეწოდება. ის ხორციელდება ანა-
ერობული და აერობული მიკროორგანიზმებით, რომლებიც წარმო-
ადგენენ ობის სოკოების და ბაქტერიების ფართო ჯგუფს. ამონიფი-
კაციის შედეგად მიიღება ორგანული მჟავები, სპირტები, ნახშირმჟა-
ვა და ამიაკი. ამიაკი წარმოქმნის ორგანული და მინერალური მჟავე-
ბის შესაბამის მარილებს.
ამიაკი წარმოიქმნება ყველა ნიადაგში განსხვავებული არეს რე-
აქციის პირობებში. შემდეგ ამონიუმის მარილები იჟანგება ნიტრა-
ტებამდე. ამ პროცესს ნიტრიფიკაცია ეწოდება. იგი ხორციელდება
სპეციალური ბაქტერიების მიერ, რომლისთვისაც ეს დაჟანგვა წარ-
მოადგენს ენერგიის წყაროს. ნიტრიფიკაციის პროცესი მიწათმოქმე-

102
დებაში აზოტის წრებრუნვის საქმეში დადებით მხარესთან ერთად
უარყოფით როლსაც ასრულებს, რადგან ნიტრატები ნიადაგში არა
მარტო გროვდება, არამედ სწრაფი გადაადგილების უნარის გამო შე-
საძლებელია ადვილად ჩაირეცხოს, რადგან ნიტრატები არ შთაინ-
თქმება ნიადაგის კოლოიდების მიერ.
დენიტრიფიკაცია არის პროცესი ნიტრატული აზოტის აღდგე-
ნისა გაზისებრ ფორმაში. მას თან სდევს ნიადაგიდან აზოტის დაკარ-
გვა. ის ხორციელდება დენიტრიფიკატორი ბაქტერიების მიერ. ეს
პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს იმ პირობებში, როდესაც ნია-
დაგში ჰაერი არ არის, როცა ნიადაგის რეაქცია ტუტეა და ჭარბი რა-
ოდენობით არის გაუხრწნელი ორგანული ნივთიერება.
ორგანული ნივთიერების მინერალიზაციის, ნიტრიფიკაციის
და დენიტრიფიკაციის გარდა ნიადაგში მიმდინარეობს მეორადი
სინთეზის პროცესი, რომლის დროსაც მინერალური აზოტის შემ-
ცველი შენაერთები კვლავ გადადიან ორგანულ შენაერთებში (ბიო-
ლოგიური).

9. 4. ნიადაგში აზოტის დაგროვების გზები

აზოტის დაუშრეტელი წყაროა ატმოსფერო. დედამიწის ზედა-


პირზე თითოეული ჰა-ს ზემოთ ჰაერში იმყოფება 70 ათას ტონამდე
აზოტი (მოლეკულური), მაგრამ ის მცენარისათვის მიუწვდომელია.
მათ შეუძლიათ მხოლოდ შებოჭილი აზოტის შენაერთების შეთვი-
სება. ბუნებრივ პირობებში ჰაერის მოლეკულური აზოტის შებოჭვა
და ამით აზოტის მარაგის შევსება ნიადაგში მიმდინარეობს ორი
გზით: აზოტის მცირე რაოდენობობა (3-4 კგ ყოველწლიურად 1 ჰა--
ზე) გროვდება ჭექა-ქუხილის შედეგად, რომელიც ნიადაგში ხვდება
ნალექების საშუალებით, ამიაკის ფორმით და მეორე - დიდი მნიშ-
ვნელობა აქვს ატმოსფეროს აზოტის ფიქსაციას მიკროორგანიზმების
მიერ, რომლებიც თავისუფლად ცხოვრობენ ნიადაგში, განსაკუთრე-
ბით კოჟრის ბაქტერიებს, რომლებიც სიმბიოზურად ცხოვრობენ

103
პარკოსან მცენარეებზე. კოჟრის ბაქტერიების ცხოველმყოფელობის
ხელსაყრელ პირობებში პარკოსნებს შეუძლიათ 1 სავეგეტაციო პე-
რიოდში 1 ჰა ფართობზე დააგროვონ 150-200 კგ და მეტი აზოტი.
ამასთან მისი რაოდენობა დამოკიდებულია პარკოსან მცენარეთა სა-
ხეობაზე, ნიადაგის რეაქციასა და მიღებული მოსავლის ოდენობაზე.
(იონჯა – 250-300 კგ, ხანჭკოლა - 160-170 კგ, სამყურა - 150-160 კგ,
სოია - 100 კგ, ცერცველა, ლობიო - 70-80 კგ).
აზოტის შემცველობა საშუალო ნაყოფიერების ნიადაგში შეად-
გენს 4-6 მგ/100 გ ნიადაგზე. ამაღლებული ნაყოფიერების ნიადაგებ-
ში 6-8 მგ და მაღალი ნაყოფიერებისაში 8-10 მგ/100 ნიადაგზე.

9. 5. ძირითადი აზოტიანი სასუქების ფორმები

ძირითადი აზოტიანი სასუქების თვისებები


სასუქის საკვები მიღება წყალში ჰიგ- ფიზიო- ნიადაგში შეტანის წესები
დასახე- ელე- ხსნა- როს- ლოგიუ-
ლება და მენტის დობა კო-პი- რი რეაქ-
ფორმულა შემცვე- ულობა ცია
ლობა
%
ამონიუ- 33-34 56-60%-ი- კარგად ძლიერ ნეიტრა- მცენარე მისი განვითარების
მის გვარ- (ამონი- ანი აზოტ- ხსნადი ჰიგ- ლური, პირველ ფაზაში, უფრო მე-
ჯილა აკურ- მჟავას გა- როს- სუსტი ტი რაოდენობით შეითვი-
NH4NO3 ნიტრა- ზისებრი კოპიუ- მჟავე სებს ამონიუმს, შემდეგ ფა-
ტული ამიაკით ლი ზაში კი უფრო მეტად ითვი-
ფორ- განეიტრა- სებს ნიტრატს. შეიტანება
მით) ლებით წილადობრივად, მცენარის
განვითარების ფაზების მი-
ხედვით, შედეგს იძლევა
ურწყავ, ნალექებით ღარიბ
რაიონებში
შარდოვა- 46 (ამი- ნახშირბა- კარგად ძლიერ რეაქცი- სასუქის წარმოებისას მასში
ნა დური დის დი- ხსნადი ჰიგ- ას არ წარმოიქმნება ტოქსიკური
CO(NH)2 ფორ- ოქსიდის როს- ცვლის ნივთიერება-ბიურეტი, რო-
მით) და ამია- კოპიუ- მელიც ნიადაგში მთლია-
კის ურ- ლი ნად იშლება სასუქის შეტა-
თიერ- ნიდან 10-15 დღის განმავ-
თმოქმე- ლობაში, ამიტომ იგი ნია-
დებით მა- დაგში შეტანილი უნდა იქ-
ღალი ნეს თესვამდე 1-2 თვით ად-
ტემპერა- რე. შარდოვანა გამოიყენება
ტურის და ყველა ნიადაგზე ყველა
წნევის პი- კულტურაში, როგორც თეს-
რობებში ვის წინა განოყიერებისათ-

104
ვის, ისე სავეგეტაციო გა-
მოკვებისას.
ნატიუმის 15-16 ღებულო- ხსნადი ძლიერ ტუტე სისტემატიური გამოყენება
გვარჯი- (ნიტრა- ბენ რო- ჰიგ- იწვევს ნიადაგის არის რეაქ-
ლა ტული გორც თა- როს- ციის გატუტიანებას, ნატრი-
NaNO3 ფორ- ნამგზავრ კოპიუ- უმის იონების დაგროვებას
მით) პრო- ლი და კალცუმის იონების გა-
დუქტს მოძევებას მშთანთქავი კომ-
აზოტმჟა- პლექსიდან. მიზანშეწონი-
ვას მიღე- ლია მისი გამოყენება კალ-
ბის დროს ციუმის შემცველ სასუქებ-
თან მორიგეობით. გამოიყე-
ნება იმ სასოფლო სამეურ-
ნეო კულტურებში, რომელ-
თაც სჭირდებათ შაქრის
დაგროვება. სწრაფი მოქმე-
დების გამო გამოიყენება
დამატებით განოყიერებაში.
არ არის მიზანშეწონილი
ბიცობ ნიადაგებში შეტანა
კალციუ- 13-15 მიიღება ხსნადი ძლიერ ტუტე მისი სისტემატიური გამოყე-
მის გვარ- (ნიტრა- 40-48%-ი- ჰიგ- ნება აუმჯობესებს ნიადაგის
ჯილა ტული ანი აზოტ- როს- ფიზიკურ თვისებებს, ახ-
Ca(NO3)2 ფორ- მჟავს კი- კოპიუ- დენს მჟავე რეაქციის განე-
მით) რით ან ლი იტრალებას, ამდიდრებს ნი-
ცარცით ადაგს კალციუმით, რაც გან-
ნეიტრა- საკუთრებით აკეთილშობი-
ლიზაციის ლებს ნიადაგის სტრუქტუ-
გზით რას. გამოყენებული უნდა
იქნეს მცენარეთა გამოკვები-
სათვის
ამონიუ- 20-21 1.გოგირ- კარგად ნაკლებ მჟავე ამონიუმი ნიადაგის მიერ
მის სულ- (ამონი- დმჟავას ხსნადი ჰიგ- შთაინთქმება და მისი გადა-
ფატი აკური ამიაკით როს- ადგილება ადვილად არ
(NH4)2CO4 ფორ- განეიტრა- კოპიუ- ხდება, ამიტომ უმჯობესია
მით) ლება ლი მისი გამოყენება ნალექებით
2. სინთე- მდიდარ და სარწყავ რაიო-
ტიკური ნებში. თუ აზოტიანი სასუ-
გაზისებ- ქი შემოდგომით უნდა იქ-
რი ამიაკის ნეს ნიადაგში შეტანილი,
გოგირდის მაშინ უმჯობესია ამონიუ-
მჟავათი მის შემცველი სასუქების
შთან- გამოყენება.
თქმით

საერთოდ აზოტიანი სასუქების გამოყენებისას ნორმები განი-


საზღვრება სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ბიოლოგიური თავი-
სებურებებიდან გამომდინარე, მეცნიერული კვლევებითა და ცდე-
ბით დადგენილი დოზების შესაბამისად სასუქში აზოტის (N) პრო-

105
ცენტული შემცველობის, ბიოლოგიური აზოტის რაოდენობის, ნია-
დაგში მიმდინარე მიკრობიოლოგიური პროცესების, ორგანული სა-
სუქების შეტანის ნორმების, სასოფლო სამეურნეო მცენარეების მიერ
ნიადაგიდან აზოტის გამოტანის, ერთეული პროდუქციის შექმნაზე
საჭირო აზოტის რაოდენობის და სხვათა გათვალისწინებით.
სასოფლო - სამეურნეო კულტურისათვის აზოტის დოზის გა-
ანგარიშება და მისი შეტანის ოპტიმალური ვადის დადგენის საუკე-
თესო საშუალება ნიადაგთან ერთად ფოთლის დიაგნოსტიკაა.

106
10.ფოსფორიანი სასუქები

10. 1. ფოსფორის როლი მცენარის კვებაში

ფოსფორი უდიდეს როლს ასრულებს მცენარის კვებაში. ის შე-


დის მცენარის ისეთ შენაერთებში, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშ-
ვნელობა აქვს მცენარის სასიცოცხლო პროცესის წარმართვისათვის
და ნივთიერებათა ცვლის, განსაკუთრებით კი სინთეზური პროცე-
სისათვის.
მცენარეში ფოსფორი შედის მინერალური და ორგანული ნაერ-
თების სახით. მინერალური ნაერთები მცენარეში შედის კალციუმის,
მაგნიუმის, კალიუმის და ორთოფოსფორმჟავას მარილების სახით,
მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. მცენარე ძირითადად შე-
ითვისებს ორთოფოსფორმჟავას მარილებს.
ერთვალენტიანი კათიონების ყველა მარილი, რომლებიც ნია-
დაგში გვხვდება წყალში კარგად ხსნადია და მცენარე მას შეითვი-
სებს.
ორვალენტოვანი კათიონების ორთოფოსფორმჟავას მარილები
წყალში ხსნადია ერთჩანაცვლების შემთხვევაში. ორჩანაცვლებული,
წყალში უხსნადია, მაგრამ იხსნება სუსტ მჟავებში და ფესვების გამო-
ნაყოფის ორგანულ მჟავებში, რომელიც გამოვლინდება მიკროორგა-
ნიზმების ცხოველმყოფელობის შედეგად. ხოლო ორვალენტიანი კა-
თიონების სამჩანაცვლებული ფოსფატები წყალში უხსნადია. ასევე
არ იხსნება სუსტ მინერალურ და ორგანულ მჟავებში, ამიტომ მას
მცენარეები ვერ ითვისებენ, თუმცა ზოგიერთი მცენარე მათგან შე-
ითვისებენ ფოსფორს. ესენია - ხანჭკოლა, წიწიბურა, მდოგვი, ესპარ-
ცეტი, ძიძო, ბარდა და კანაფი. ამ მოვლენას ხსნიან მცენარეების ფეს-
ვების მჟავე გამონაყოფით.
მცენარისათვის კიდევ უფრო ნაკლებად შესათვისებელია 3 ვა-
ლენტიანი კათიონების (Al, Fe) ორთოფოსფორმჟავას მარილები.
მაღალ საფეხურზე მდგომ მცენარეებს, გარდა მინერალური

107
ფოსფატებისა, აქვს უნარი ფოსფორი შეითვისოს ორგანული ნაერ-
თებიდან.
მცენარე ფოსფორის უკმარისობის მიმართ ყველაზე უფრო
მგრძნობიარეა ადრეულ ასაკში, როცა მის სუსტად განვითარებულ
ფესვებს გააჩნია დაბალი შეთვისების უნარი. ამ ასაკში ფოსფორის
უკმარისობის უარყოფითი გავლენა ვერ გამოსწორდება შემდგომში
ფოსფორის ჭარბი კვებით. ამიტომ ამ თავისებურებების გამო შეიმუ-
შავეს ფოსფორიანი სსუქების შეტანა მწკრივში თესვის დროს.
სხვადასხვა მცენარეში ფოსფორის უკმარისობის ნიშნები სხვა-
დასხვანაირად მჟღავნდება - პამიდორს ფოთლის ქვედა მხარეზე
უჩნდება წითელი შეფერვა, კარტოფილის ფოთლების ნაპირები იც-
ვლება და იღებს მუქ შეფერვას, თამბაქოს ფოთლების ფირფიტა წაგ-
რძელდება და ვიწროვდება.
მცენარის ფოსფორით ჭარბი კვებისას მცირდება სავეგატაციო
პერიოდი, ჩერდება სიმწიფის ფაზის დადგომა, ფოთლები ნაადრე-
ვად ჭკნება, რის შედეგად მცირდება სასაქონლო პროდუქცია.

10. 2. ფოსფორის შემცველობა ნიადაგში

საერთო ფოსფორის შემცველობა ნიადაგში კალიუმზე და


აზოტზე ნაკლებია. შემცველობა ნიადაგის სიღრმის მიხედვით
მცირდება. ჰუმუსით ძლიერ ღარიბ, სილნარ, კორდიან-ეწერ ნიადა-
გებში ფოსფორის შემცველობა დაბალია, ხოლო ჰუმუსით მდიდარ,
თიხნარ ნიადაგებში შედარებით მაღალია. ნიადაგის ზედა ჰუმუსით
მდიდარ ფენებში საერთო ფოსფორის რაოდენობა მეტია, ქვედა ფე-
ნებთან შედარებით, რაც გამოწვეულია მცენარის ფესვებით ქვედა
ფენებიდან ფოსფორის ზედა ფენებში გადმოტანით.

10. 3. ძირითადი ფოსფორიანი სასუქების ფორმები


ფოსფორიანი სასუქების წარმოებისათვის ბუნებრივი ნედლეუ-
ლია ფოსფორიტები და აპატიტები. ფოსფორიტები დანალექი ქანე-

108
ბია, მათში ფოსფორი ძირითადად კალციუმის ფოსფატის სახითაა
წარმოდგენილი - Ca3(PO4)2. (ლეჩხუმი, გოდოგანი). აპატიტები ვულ-
კანური ქანებია. მისი საბადოები ცნობილია შვეციაში, ესპანეთში,
სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიაში.
სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ყველა ფოსფორიანი სა-
სუქი ფოსფორმჟავა კალციუმის მარილებია. ისინი ხსნადობის მი-
ხედვით სამ ჯგუფად იყოფა: 1. წყალში ხსნადი ერთჩანაცვლებული
ფოსფატები. 2. ნახევრადხსნადი (იხსნება სუსტი კონცენტრაციის
მჟავეებში). ორჩანაცვლებული ფოსფატები 3. წყალში არახსნადი,
სუსტ მჟავეებში ნაკლებად ხსნადი სამჩანაცვლებული ფოსფატები.
ფოსფორიან სასუქებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია პირ-
ველი ჯგუფის სასუქები.
ფოსფორიანი სასუქები უნდა შევიტანოთ ადრე გაზაფხულზე,
ზამთარში ან შემოდგომაზე ნიადაგის ძირითადი დამუშავების წინ.
ნიადაგში უნდა ჩაიხნას ღრმად, რადგან მასში შემავალი საკვები
ელემენტი - P2O5- არის ძნელად მოძრავი, ძნელად გადაადგილდება
სახნავ ფენაში, გვიანობამდე ვერ აღწევს ფესვთა სისტემამდე. ფოს-
ფორიანი სასუქები შეიტანება აგროქიმიური კარტოგრამებით 3-4 წე-
ლიწადში ერთხელ შემდეგი ინდექსებით:
1. P2O5<15 მგ.100 გ.ნიადაგში - ნიადაგის ფოსფორით უზრუნველ-
ყოფის დონე ძლიერ დაბალია, ფოსფორი უნდა შევიტანოთ მთე-
ლი დოზით;
2. P2O5-15-30 მგ.100 გ.ნიადაგში - ნიადაგის ფოსფორით უზრუნ-
ველყოფის დონე დაბალია, ფოსფორი უნდა შევიტანოთ მთელი
25%-ს შემცირებით;
3. P2O5-30-50 მგ.100 გ.ნიადაგში - ნიადაგის ფოსფორით უზრუნ-
ველყოფის დონე ოპტიმალურია, ფოსფორი უნდა შევიტანოთ ნა-
ხევარი დოზით;
4. P2O5>50 მგ.100 გ.ნიადაგში - ფოსფორი არ შეიტანება.

109
ძირითადი ფოსფორიანი სასუქების თვისებები
სასუქის საკვები მიღება წყალში ჰიგ- ფიზი- ნიადაგში შეტანის წესები
დასახე- ელემენ- ხსნა- როს- ოლო-
ლება და ტის შემ- დობა კოპი- გიური
ფორმულა ცველო- ულო- რეაქ-
ბა % ბა ცია

მარტივი P2O5-16- წვრილად ხსნადი არა სუსტი ფხვნილისებრი სუპერ-


სუპერ- 20 დაფქვილი მჟავე ფოსფატი შეგვაქვს ბუდ-
ფოსფატი ფოსფორი- ნებში, ლენტისებურად,
Ca(H2PO4)2 ტის ან აპა- რათა შემცირდეს სასუქის
.H2O ტიტის და ნიადაგის შეხების ზე-
ნედლე- დაპირი, რომ ქიმიური
ულზე შთანთქმის შედეგად ნაკ-
57%-იანი ლები გადავიდეს ძნე-
გოგირ- ლადხსნადში, ან სუპერ-
დმჟავას ფოსფატს მარცვლავენ.
დამატე- გამოიყენება ყველა კულ-
ბით ტურისათვის, როგორც
ორმაგი P2O5-40- ფოსფორი- ხსნადი არა სუსტი ძირითადი განოყიერე-
სუპერფო 46 ტებისა და მჟავე ბისთვის ასევე გამოკვე-
სფატი აპატიტე- ბის დროს, უმეტესად
Ca(H2PO4)2 ბის გადა- ფუძეებით მაძღარ კარბო-
.H2O მუშავების ნატულ ნიადაგებში
შედეგად
პრეციპი- P2O5-27- ფოსფორის ნახევ- არა სუსტი მისი შერევა შეიძლება
ტატი 31 მჟავაზე კი- რად მჟავე აზოტიან და კალიუმიან
CaHPO4) რის დამა- ხსნადი სასუქებთან, გამოიყენება
.2H2O ტებით ყველა კულტურაში, უმ-
თავრესად ძირითად გა-
ნოყიერებაში, უკეთეს შე-
დეგს იძლევა მჟავე ნია-
დაგებზე

ფოსფო- P2O5-19- ფოსფორი- ძნე- არა ტუტე რეკომენდირებულია მჟა-


რიტის 20 ტის აგრო- ლად ვე რეაქციის დასავლეთ
ფქვილი მადნების ხსნადი საქართველოს წითელმი-
Ca3(PO4)2 წვრილად წა და ეწერ ნიადაგებზე,
დაქვით რაც გამხსნელად მოქმე-
დებს ფოსფორიტში შემა-
ვალ ფოსფორზე. ფოსფო-
რიტის ფქვილის ეფექ-
ტურობაზე დიდ გავლე-
ნას ახდენს თანამგზავრი
სასუქები. სასურველია
იგი გამოყენებულ იქნეს
ფიზიოლოგიურად მჟავე
სასუქებთან ერთად
(სულფატამონიუმი,
ქლორკალიუმი, და სხვ.)

110
11.კალიუმიანი სასუქები

11. 1. კალიუმის როლი მცენარის კვებაში

კალიუმი, როგორც მცენარეული ტუტე, დიდი ხნის წინათ იყო


ცნობილი. იგი სუფთა სახით მიიღო დევიმ 1807 წელს KOH –ის
ელექტროლიზის დროს. კალიუმი აზოტის და ფოსფორის მსგავსად
იმ ძირითად მინერალურ ელემენტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომე-
ლიც აუცილებელია ცხოველების, მცენარეების და მიკროორგანიზ-
მების არსებობისათვის. მაგრამ აზოტისა და ფოსფორისაგან განსხვა-
ვებით, ის არ შედის ორგანული ნაერთების შედგენილობაში. მისი
დიდი ნაწილი - 4/5 შედის უჯრედის წვენში, უმიშვნელო ნაწილი
არაგაცვლით მდგომარეობაში შთაინთქმება, მცირე _ კოლოიდების
მიერ არის ადსორბირებული. მიუხედავად ამისა, კალიუმი მაინც
ინარჩუნებს ადვილად მოძრაობის უნარს. იგი სინთლეში მცენარეე-
ბის მიერ შთაინთქმება, ხოლო ღამის საათებში ფესვებიდან ნაწი-
ლობრივ გამოიყოფა და დღისით კვლავ შთაინთქმება.
მცენარეში კალიუმი არათანაბრადაა განაწილებული. ის მეტია
მცენარის ახალგაზრდა, სიცოცლისუნარიან ორგანოთა ქსოვილებში,
ვიდრე მობერებულში.
საკვებ ხსნარში კალიუმის სიმცირისას ადგილი აქვს მის გადა-
ადგილებას ძველ ორგანოებსა და ქსოვილებისაგან, ახალგაზრდა,
მზარდ ორგანოებში, სადაც იგი განმეორებით გამოიყენება (რეუტი-
ლიზაცია).
კალიუმის ფიზიოლოგიური როლი მცენარეულ ორგანიზმში
საკმაოდ მრავალმხრივია. იგი დადებით გავლენას ახდენს პროტოპ-
ლაზმის კოლოიდების ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, ადიდებს
მათ წყლიანობასა და ჰიდროფილობას; ადიდებს მცენარის გვალვა-
გამძლეობას; ხელს უწყობს ფოტოსინთეზის ნორმალურ მსვლელო-
ბას; დადებით გავლენას ახდენს მცენარეში ორგანული მჟავებისა და
აზოტის ცვლაში.

111
კალიუმის საკმარისი რაოდენობის პირობებში იზრდება მცენა-
რის გამძლეობა სხვადასხვა დაავადების მიმართ, ასევე ყინვაგამ-
ძლეობა.

11. 2. ძირითადი კალიუმიანი სასუქები

კალიუმი ნიადაგში შედარებით მეტი რაოდენობით მოიპოვება


ვიდრე აზოტი და ფოსფორი.
საერთო კალიუმის რაოდენობასა და თიხის შემცველობას შო-
რის ნიადაგში არსებობს ერთგვარი პროპორციული დამოკიდებუ-
ლება. რამდენადაც მეტია ნიადაგში თიხის შემცველობა, იმდენად
მეტია კალიუმი.
ნიადაგში არსებული კალიუმი ხსნადობისა და შეთვისების მი-
ხედვით ოთხ ჯგუფად იყოფა: წყალხსნადი, შთანთქმული, ადვი-
ლადხსნადი (მცენარისათვის შესათვისებელი) და ძნელად ხსნადი
(ძნელად შესათვისებელი)
წყალხსნადი და შთანთქმული კალიუმი ნიადაგში საერთო კა-
ლიუმის რაოდენობასთან შედარებით მცირეა, ხოლო ადვილადხსნა-
დი ბევრად მეტია.
კალიუმიანი სასუქები არ გამოიყენება დამლაშებულ ნიადაგებ-
ზე.
კალიუმიანი სასუქების გამოყენებისას განსაკუთრებული ყუ-
რადღება უნდა მიექცეს ნიადაგში მის შემცველობას, რომლის გათვა-
ლისწინებითაც უნდა განისაზღვროს შესატანი ნორმა, რაც დამოკი-
დებულია მცენარის მიერ მის გამოტანაზე, ერთეული პროდუქციის
შექმნაზე, საჭირო რაოდენობაზე და სხვ.
კალიუმიანი სასუქების ეფექტურობა მაღალია ყველა კულტუ-
რაში და განსაკუთრებით კალიუმის მოყვარულ კულტურებზე, რო-
გორიცაა: კარტოფილი, თამბაქო, ძირხვოვანი კულტურები და სხვ.

112
ძირითადი კალიუმიანი სასუქების დახასიათება

სასუქის და- საკვები წყალ- ჰიგ- ფიზიო- ნიადაგში შეტანის წესები


სახელება და ელემენ- ში როს- ლოგიუ-
ფორმულა ტის შემ- ხსნა- კოპი- რი რეაქ-
ცველო- დობა ულო- ცია
ბა ბა
%
ქლორკალი- K2O-53- ხსნადი მცი- სუსტი კალიუმიანი სასუქები
უმი 60 რედ მჟავე უნდა შევიტანოთ ზამ-
KCl თარში ან ადრე გაზა-
კალიუმის K2O-30- ხსნადი მცი- მჟავე ფხულზე. კალიუმი ძნე-
მარილი 40 რედ ლად მოძრავი საკვები
KCl+KCl NaCl
. ელემენტია, გვიანობამდე
კალიუმის K2O-46- ხსნადი არა მჟავე ვერ აღწევს ფესვთა სის-
სულფატი 52 ტემამდე, აგრეთვე ზოგი-
K2SO4 ერთი კალიუმიანი სასუ-
კალიუმის K2O- ხსნადი არა სუსტი ქი შეიცავს მცენარისათ-
გვარჯილა 44%, მჟავე ვის მომწამვლელ ქლო-
KNO3 N-18%. რის იონებს, ქლორი არის
კალიმაგნე- K2O- ხსნადი არა მჟავე ანიონი, ნიადაგის მიერ
ზია 28%, ვერ კავდება და ნალექე-
K2CO4 MgO- ბით ადვილად ჩაირეცხე-
.MgCO4.
8%. ბა ქვედა ფენებში. კალი-
უმიანი სასუქების შეტა-
ნის შემდეგ ნიადაგი უნ-
და დაიხნას ან დაიბა-
როს.

ნაცარი
ნაცარი მიიღება სხვადასხვა ორგანული ნივთიერების წვით და
შეიცავს, როგორც ძირითად მაკროელემენტებს (კალიუმი, კალციუ-
მი, მაგნიუმი, ფოსფორი), ასევე მიკროელემენტებსაც (რკინა, ბორი,
სპილენძი). იგი ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც კალიუმიანი სა-
სუქი და ნიადაგში შეიტანება 5-10 ცენტნერი ჰექტარზე. ნაცარში კა-
ლიუმის შემცველობა 10-დან 30 პროცენტამდე მერყეობს (ყველაზე
მცირე რაოდენობითაა წიწვოვნების ნაცარში, ხოლო ყველაზე დიდი
რაოდენობით მზესუმზირის ნაცარში). ნაცარში კალიუმი შედის ნახ-
შირმჟავა მარილის - K2CO3 ფორმით. კალიუმის ეს ფორმა ყველა

113
კულტურისთვის მისაღებია, განსაკუთრებით კი ქლორისადმი
მგრძნობიარე მცენარეებისათვის - კარტოფილი, წიწიბურა, თამბაქო,
ვაზი და სხვ. საჭიროა გვახსოვდეს, რომ K2CO3 წყალში ადვილად
ხსნადია, ამიტომ ნაცრის დასველებისას მისგან იკარგება კალიუმი
და გამოტუტული ნაცარი ასრულებს მხოლოდ კირიან-ფოსფორიანი
სასუქის დანიშნულებას.
ნაცარში საკვები ნივთიერებების რაოდენობა დამოკიდებულია
იმაზე, თუ რა სახის საწვავიდანაა ის მიღებული. ბალახეული მცენა-
რეების ნაცარში კალიუმის რაოდენობა მეტია, ვიდრე მერქნიანებში,
ხოლო მერქნიანებიდან კალიუმით მდიდარია ფოთლოვანი ჯიშები.
ნაცარში ფოსფორი მცირე რაოდენობითაა, მაგრამ მცენარეების მიერ
ადვილად შესათვისებელია და სუპერფოსფატისგან განსხვავებით,
მჟავე ნიადაგებში არ ექვემდებარება ძლიერ შთანთქმას და არ გადა-
დის მცენარისათვის მიუწვდომელ ფორმაში.

სხვადასხვა მცენარის ნაცრის ქიმიური შედგენილობა


ნაცარი K2O % P2O5 % CaO %
მზესუმზირას ღეროები 40 2,5 18,5
წიწიბურას ჩალა 25-35 2,5 18,5
წივა 11 5,0 8
ფოთლოვანი ჯიშების შეშა 8,4-13,3 3,4-7,1 36,3-75,4
წიწვოვანი ჯიშის შეშა 6,9-12,9 2,0-7,3 31,8-42,3
დაბლობის ტორფი 1 1,2 20
მაღლობის ტორფი 0,3 0,5 3

კალიუმიანი სასუქები უნდა შევიტანოთ ზამთარში ან ადრე გა-


ზაფხულზე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კალიუმი ძნელად მოძრავი
საკვები ელემენტია, გვიანობამდე ვერ აღწევს ფესვთა სისტემამდე
და მეორე, კალიუმიანი სასუქები შეიცავს მცენარისათვის მომწამ-
ვლელ ქლორის იონებს, ქლორი არის ანიონი, ნიადაგის მიერ ვერ
კავდება და ნალექებით ადვილად ჩაირეცხება ქვედა ფენებში. კალი-
უმიანი სასუქების შეტანის შემდეგ ნიადაგი უნდა დაიხნას ან დაიბა-
როს.
114
კალიუმიანი სასუქები შეტანა ყოველწლიურად არაა საჭირო,
შეაქვთ 3-4 წელიწადში ერთხელ, აგროქიმიური კარტოგრამებით –
შემდეგი ინდექსებით:
1. K2O<5 მგ.100გნ. - კალიუმით უზრუნველყოფის დონე ძლიერ და-
ბალია, კალიუმი შეაქვთ მთელი დოზით;
2. K2O - 5-10 მგ.100გნ. - უზრუნველყოფის დონე არის დაბალი, კა-
ლიუმი შეაქვთ 25%-ის შემცირებით;
3. K2O - 10-15 მგ.100გნ. - K2O შეაქვთ ნახევარი დოზით;
4. K2O>25 მგ.100გნ. - კალიუმიანი სასუქები არ შეაქვთ.

115
12. მიკროსასუქები

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ამაღლე-


ბისა და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ძირითად სა-
სუქებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს მიკროსასუქების ანუ ბო-
რის, მოლიბდენის, სპილენძის, რკინის, კობალტის და სხვა მიკროე-
ლემენტების შემცველი სასუქების გამოყენებას.
მიკროელემენტები ძალიან მცირე რაოდენობით ესაჭიროება
მცენარეს, ამავე დროს მათი სწორად გამოყენება მცენარეებსა და
ცხოველებს იცავს მთელი რიგი დაავადებებისაგან. ნიადაგებში მიკ-
როელემენტების მკვეთრი სიმცირე იწვევს ისეთი დაავადებების
გავრცელებას, როგორიცაა სელის ბაქტერიოზი, ჭარხლის გულის სი-
დამპლე, მარცვლოვანების მარცვლის სიცარიელე, ქლორიზი და
სხვა.
მიკროელემენტები ხელს უწყობს მცენარეების გამძლეობას გა-
რემო არახელსაყრელი პირობებისადმი.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბორიან მიკროსასუქებს,
მაგალითად ბორის მჟავას იყენებენ თესლის დასამუშავებლად.
სპილენძიანი სასუქებია შაბიამანი (ბორდოს ხსნარი), მას იყე-
ნებენ მცენარეზე შესხურების გზით.
მანგანუმიანი სასუქები: მანგანუმის მადნის ანარჩენი – მანგა-
ნუმის შლამი, მასში 10-18 % მანგანუმია, იყენებენ როგორც ძირითა-
დი განოყიერებისათვის, ასევე ფესვის გარეშე გამოკვებისათვის.
რადგან მიკროსასუქები მცირე რაოდენობით არის შესატანი,
ამიტომ მათი თანაბრად განაწილების მიზნით საჭიროა სხვა სასუ-
ქებთან ან სილასთან შერევა.
მიკრო სასუქები უნდა შევიტანოთ ადრე გაზაფხულზე.

116
13. რთული და კომპლექსური სასუქები

რთული სასუქები იყოფა ორ ჯგუფად:


1. სასუქები, რომლებიც შეიცავენ ორ ელემენტს (ორმაგი სასუქე-
ბი): აზოტსა და ფოსფორს, აზოტსა და კალიუმს, ფოსფორსა და კა-
ლიუმს. ასეთ სასუქებს ორმაგი ეწოდება.
2. სასუქები, რომლებიც შეიცავს აზოტს, ფოსფორს და კალიუმს.
ასეთ სასუქებს სამმაგი ეწოდება.
რთული სასუქები მაღალი პროცენტული შემცველობის სასუქე-
ბია. მათი გამოყენება ძალზე ეფექტურია როგორც სასოფლოსამეურ-
ნეო კულტურათა მოსავლიანობის გადიდების და ხარისხის გაუმ-
ჯობესების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რამეთუ ბევრად
ნაკლებია მისი ტრანსპორტირების, შენახვის, ნიადაგში შეტანის
ნორმები და დანახარჯები.
რთული სასუქები შეიძლება ასევე იყოს კომპლექსური, რომლე-
ბიც მაკროელემენტებთან ერთად შეიცავენ მიკროელემენტებს სხვა-
დასხვა პროცენტული შემცველობით.

117
14. ბაქტერული სასუქები

ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებისათვის უდიდისი მნიშვნე-


ლობა აქვს მიკროორგანიზმებს, რომლებიც აუმჯობესებენ ნიადაგის
სტრუქტურას, მის ფიზიკურ ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს,
იწვევენ მცენარისათვის საჭირო შესათვისებელი ფორმის საკვები
ნივთიერებების დაგროვებას ნიადაგში. მიწათმოქმედებისათვის სა-
სარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობის გაზრდის და ნიადაგ-
ში მცხოვრები სხვა მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის გაძ-
ლიერების საშუალება ბაქტერიული სასუქების გამოყენებაა.
ნიტრაგინი
უძველესი დროიდან ცნობილია, რომ პარკოსანი მცენარეები:
იონჯა, სამყურა, ბარდა, ცერცველა, სოია, ლობიო და სხვა ნიადაგს
ამდიდრებენ აზოტით. ერთი ჰექტარი პარკოსნების ნათესი კოჟრის
ბაქტერიების მეშვეობით 100-200 კგ აზოტს ტოვებს ნიადაგში. ეს ის
რაოდენობაა, რომელსაც 20-40 ტონა ნაკელი შეიცავს. ნიტრაგინი
მზადდება როგორც ქარხნული წესით, ისე ადგილობრივად მსხვი-
ლი ვარდისფერი კოჟრებისაგან და სპეციალური ტექნოლოგიის
დაცვით მიიღება ბაქტერიული სასუქი. დღეისათვის არსებობს კოჟ-
რის ბაქტერიების 16 სახეობა, რომლებიც სხვადსხვა მცენარეებზე
სახლდება. ნიტრაგინი ნიადაგში შეიტანება თესვის დროს თესლთან
ერთად. ნიტრაგინი პირველ რიგში გამოიყენება იმ პარკოსნებისათ-
ვის, რომლებიც პირველად ითესება ნაკვეთებზე. ნიტრაგინის ეფექ-
ტიანობაზე გავლენას ახდენს ნიადაგში არსებული ორგანული ნივ-
თიერებები, რაც მეტია იგი, მით მეტია სასუქის ეფექტიანობა.
აზოტობაქტერინი
გარდა კოჟრისა, ნიადაგში მოიპოვება სხვა ბაქტერიებიც, რო-
მელთაც აქვთ ატმოსფეროდან თავისუფალი აზოტის შეთვისების
უნარი. ამ მხრივ მეტად საინტერესოა აზოტობაქტერინი. არსებობს
აზოტობაქტერინის რამოდენიმე სახეობა, რომლებიც ერთმანეთისა-
გან ფერით განსხვავდებიან. აზოტობაქტერინი ჰაერიდან საგრძნობი

118
რაოდენობის აზოტს ითვისებს. საშუალოდ ერთ ჰექტარზე 30-40 კგ
აზოტს აგროვებს. იგი გამოიყენება თითქმის ყველა სასოფლო სამე-
ურნეო კულტურაში. მარცვლეულ, ტექნიკურ და ბოსტნეულ კულ-
ტურებში, საჭიროა 3კგ ერთ ჰექტარზე, ხოლო კარტოფილის შემ-
თხვევაში - 6კგ. მარცვლეულ და ბოსტნეულ კულტურებში აზოტო-
ბაქტერინის შეტანა წარმოებს თესლთან ერთად. ამისათვის თესლი
უნდა დაინამოს, რათა აზოტობაქტერინი კარგად მიეკრას ზედ. ყო-
ველ 30-40-კგ თესლს ასხამენ ერთ ლიტრ წყალს და ხის ნიჩბით კარ-
გად აირევა და 3კგ-ის დოზით უშუალოდ თესვის წინ შეერევა 1 ჰექ-
ტარისათვის საჭირო თესლს, რომლის დათესვის საუკეთესო პერიო-
დია დილა ან საღამო. აზოტობაქტერინის შეტანა შეიძლება ბუდნა-
შიც, რისთვისაც იგი წინასწარ აირევა 100-200კგ საბოსტნე ნიადაგში
და თითოეულ ბუდნაში ჩაიყრება 5-10გრ-მდე. აზოტობაქტერინის
ეფექტიანობა დადასტურებულია უამრავი ცდებითა და გამოკვლე-
ვებით. პომიდორის მოსავლინობა იზრდება 20%-ით, კომბოსტოს
მოსავლიანობა - 20-25%-ით, კარტოფილის - 30%-მდე.
აზოტობაქტერინის ეფექტიანობა მით უფრო მაღალია, რამდე-
ნადაც დაცულია მისი გამოყენების ყველა წესი.
ფოსფორბაქტერინი
ნიადაგში ფოსფორი მინერალურ და ორგანულ შენაერთებში
იმყოფება. ერთ ჰექტარ სახნავ ფენაში საერთო ფოსფორის რაოდენო-
ბა 3-დან 9 ტონამდე აღწევს. მიუხედავად ამისა, ასეთ ნიადაგებზე
მცენარე ხშირად ფოსფორის ნაკლებობას განიცდის, რაც იმით აიხ-
სნება, რომ იგი მცენარისათვის შეუთვისებელ ფორმაშია და საჭიროა
მისი გარდაქმნა. ორგანული შენაერთების ფოსფორის მინერალიზა-
ცია ნიადაგში განსაკუთრებული ჯგუფის მიკროორგანიზმების ცხო-
ველმყოფელობის შედეგია, რომლებიც შლიან ორგანულ შენაერთებს
და წარმოშობენ ფოსფორმჟავას, რომელიც უერთდება ნიადაგში არ-
სებულ კათიონებს და წარმოშობენ მცენარისათვის როგორც ძნე-
ლადშესათვისებელ, ისე ადვილადშესათვისებელ მარილებს, რის შე-
დეგადაც უმჯობესდება მცენარის კვება ფოსფორით.

119
ფოსფორბაქტერინი ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიე-
რებების დამშლელი ბაქტერიაა. ორგანული ნივთიერებებით მდი-
დარ ნიადაგში ფოსფორბაქტერინის გამოყენება მნიშვნელოვნად
ზრდის მოსავლიანობას. ფოსფორბაქტრინი ნიადაგში შეიტანება
თესვის დროს თესლთან ერთად. თესლის ბაქტერიზაცია ხდება მზი-
საგან დაცულ ადგილას, ჩრდილში დათესვამდე 2-3 საათით ადრე.
ფოსფორბაქტერინი მაღალ შედეგს იძლევა ტორფიან, ნეშომპალა
კარბონატულ, კორდიან-ეწერი ტიპის და შავმიწა ნიადაგებში. ორგა-
ნული ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგებზე იგი გამოყენებული უნდა
იქნეს ორგანული სასუქების შეტანის შემდეგ ან მწვანე სასუქების
ჩახვნისას.
მიკორიზის სოკოები
ნიდაგში ბაქტერიების გარდა მოიპოვება ნიადაგის სოკოები.
ძირითადად სოკოები ნიადაგში არსებულ ორგანულ ნივთიერებებ-
ზე სახლდებიან. მაგრამ არის სოკოების ჯგუფი, რომელსაც შესწევს
უნარი შევიდეს მჭიდრო კავშირში მცენარესთან. მას უწოდებენ მი-
კორიზას. მცენარის სოკოებთან თანაარსებობას უწოდებენ მიკოტ-
როფიას. მცენარეებს მიკორიზის განვითარების მიხედვით 4 ჯგუ-
ფად ყოფენ:
1. მცენარეები, რომლებიც არ ვითარდებიან მიკორიზის სოკოების
გარეშე (ზოგიერთი ბალახნაირი მცენარე);
2. მცენარეები ძლიერ გამოსახული მიკოტროფიით (მუხა, წიფელი,
ფიჭვი);
3. მცენარეები, რომლებიც კარგად ვითარდებიან მიკორიზის გარეშე
(ხეხილოვანი კულტურები);
4. მცენარეები, რომლებიც კარგად ვითარდებიან მიკორიზის გარეშე,
მაგრამ ზოგჯერ გააჩნიათ უკანასკნელი (არყი, ცაცხვი).

120
15. ორგანული სასუქების მნიშვნელობა სოფლის მეურნეობისათვის

სასუქს, რომლის მშრალი მასის ძირითადი შემადგენელი ნაწი-


ლი ორგანული ნივთიერებაა, ორგანული სასუქი ეწოდება. ორგანუ-
ლი სასუქი გარდა ორგანული ნივთიერებებისა, შეიცავს ასევე მცენა-
რის კვებისათვის საჭირო ყველა საკვებ ელემენტს, ამიტომ მას
სრულ სასუქს უწოდებენ.
ორგანული სასუქები შეიცავს მცენარესათვის საჭირო ბევრ საკ-
ვებ ნივთიერებას. ისინი ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების რადი-
კალური საშუალებაა. სწორედ ამ მხრივ აქვთ მათ განსაკუთრებული
მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც რელიეფის თავისებურება-
თა და ზოგიერთ სხვა გარემოებათა გამო, მრავლადაა ეროზიული
ფართობები. ორგანული სასუქი ამაღლებს მინერალური სასუქების
გამოყენების კოეფიციენტსაც.
ორგანულ სასუქებს მიეკუთვნება: ნაკელი, წუნწუხი, ტორფი,
ფეკალი, ფრინველის ექსკრემენტი, სამეურნეო ნარჩენები, ქალაქის
მრეწველობის ნარჩენები, მწვანე სასუქები, კომპოსტები.
დაუშლელი ორგანული ნივთიერება უმეტესად შედგება ნახ-
შირბადისა და ჟანგბადისაგან. მისი დადებითი მოქმედება ნიადაგის
თვისებებზე და მცენარის ზრდა განვითარებაზე არ არის შეპირობე-
ბული მარტო ზემოაღნიშნული ელემენტების არსებობით, მცენარე
მათ ჰაერიდან და წყლიდან ითვისებს.
ორგანული სასუქების დადებითი მოქმედება ნიადაგის ნაყო-
ფიერებაზე ძირითადად აიხსნება მასში აზოტის, ფოსფორის, კალი-
უმის და ორგანული ნივთიერებების შემცველობით, აგრეთვე მი-
წათმოქმედებისათვის სასარგებლო მრავალრიცხოვანი მიკროორგა-
ნიზმების არსებობით.
ორგანული სასუქები მცენარისათვის ყველა საჭირო მინერა-
ლურ საკვებ ელემენტს შეიცავს. ორგანულ სასუქებში არსებობს აგ-
რეთვე მცენარისათვის სასარგებლო მიკროელემენტები, მაგრამ ორ-
განული სასუქები მინერალურ საკვებ ელემენტებს: აზოტს, ფოს-

121
ფორს, კალიუმს, კალციუმს მცირე რაოდენობით შეიცავს, წყალთან
შედარებით, ამიტომ მათი შეტანა დიდი რაოდენობით არის საჭირო.
ორგანული სასუქების, საკვები ელემენტების ნაკლები რაოდე-
ნობით შემცველობის გამო, შორს მანძილზე გადატანა გამორიცხუ-
ლია, იგი ძირითადად ადგილობრივ სასუქად გამოიყენება, იქ, სა-
დაც მიიღება, ყოველ შემთხვევაში, მისი მიღებიდან არც თუ დიდ
მანძილზე გადააქვთ.
საერთოდ, ორგანულ სასუქებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სა-
სოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდებაში. სა-
ქართველოში ორგანული სასუქების რეზერვებია: ყოველწლიურად
შეიძლება დაგროვდეს 1 მილიონ ტონამდე ნაკელი, საიდანაც სუფთა
საკვებ ელემენტზე გადაანგარიშებით მიიღება 6 ათასი ტონა აზოტი,
2,5 ათასი ტონა ფოსფორი და 6 ათასი ტონა კალიუმი. თუ აღნიშნულ
საკვებ ელემენტებს გადავიყვანთ მინერალურ სასუქებზე, მივიღებთ:
გოგირდმჟავა ამონიუმს 30 ათას ტონას, სუპერფოსფატს 10 ათას
ტონას, 40% კალიუმის მარილს 15 ათას ტონას. ერთ ჰექტარ მწვანე
სასუქს კარგ პირობებში შეუძლია დააგროვოს 160 კგ ბმული აზოტი.
მინერალური სასუქების გამოყენება იწვევს წრებრუნვის პრო-
ცესში ისეთი ნივთიერების ჩართვას, რომლებიც ამ წრებრუნვაში არ
შედიოდა. ორგანული სასუქი (ნაკელი, წუნწუხი და სხვა) გამოიყე-
ნება იმ საკვები ელემენტების ნაწილის განმეორებით შესატანად,
რომლებიც შთანთქმული იყო მცენარის მიერ ნაიდაგიდან და უკვე
მონაწილეობდა მოსავლის შექმნაში. მაგალითად, ცხოველების საკ-
ვების სახით წარმოებს აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და სხვა ელემენ-
ტები, რომლებიც მანამდე ამოღებული იყო ნიადაგიდან მცენარის
მოსავლით, ასევე ნაკელის შეტანის გზით ნიადაგს უბრუნდება მინე-
რალური სასუქების სახით შეტანილი ის ელემენტები, რომლებიც
შედიოდნენ ცხოველების საკვებში.
ნივთიერებათა წრებრუნვაში ჩაერთვება, აგრეთვე, ატმოსფე-
როს აზოტის დიდი რაოდენობა, რომელიც პარკოსანი მცენარის კოჟ-
რებში გროვდება. ცხოველების პარკოსანი მცენარეების კვებისას, ატ-

122
მოსფეროს აზოტის ნაწილი უბრუნდება ნიადაგს ნაკელის სახით.
ამგვარად, მინერალური სასუქების გამოყენების გადიდებისას
და პარკოსანი კულტურების ცხოველის საკვებად თესვის გადიდე-
ბით, ნაკელი წარმოადგენს მეურნეობაში გამოყენებული აზოტის,
ფოსფორისა და კალიუმის ნიადაგში პროგრესულად დაგროვების
საშუალებას.
ორგანული სასუქები არა მარტო საკვები ნივთიერებების გადი-
დების წყაროა ნიადაგში, არამედ ნახშირორჟანგით მცენარის კვების
გაუმჯობესების საშუალებაცაა. ორგანული სასუქები მიკროორგა-
ნიზმების მოქმედებით იშლება და ნიადაგში დიდდება ნახშირორ-
ჟანგის შემცველობა. ასევე იზრდება ნიადაგთან ახლოს არსებულ ატ-
მოსფეროს ფენაში მისი რაოდენობა. რაც მეტია ნიადაგში შესული
ორგანული ნივთიერებები, მით მეტი რაოდენობით გროვდება ნახ-
შირორჟანგი მცენარის ვარჯის ირგვლივ ატმოსფეროში, რითაც უმ-
ჯობესდება მცენარის ჰაერიდან კვება. მაგალითად, 30-40 ტ. ნაკელის
შეტანისას, მისი ინტენსიურად გახრწნის პერიოდში ყოველდღიუ-
რად გამოიყოფა ატმოსფეროში 1 ჰა-ზე 100-200 კმ CO2. ამ პროცესის
დიდი მნიშვნელობა იმით მტკიცდება, რომ მარცვლეული პურეუ-
ლების 20-25 ც მოსავლისას, ყოველდღიურად საჭიროა დაახლოე-
ბით 100 კგ CO2.
ორგანული სასუქები არის ენერგეტიკული მასალა და საკვები
მიწათმოქმედებისათვის სასარგებლო ნიადაგის მიკროორგანიზმე-
ბისათვის, გარდა ამისა, მრავალი ორგანული სასუქი მდიდარია
აზოტის ფიქსატორებით, ამინოფიკატორებით, ნიტრიფიკატორებით
და სხვა ჯგუფის სასარგებლო მიკროორგანიზმებით. ამიტომ ორგა-
ნული სასუქების შეტანით ნიადაგი მდიდრდება მიწათმოქმედები-
სათვის სასარგებლო მიკროორგანიზმებით. ჰუმუსით ღარიბ, სუს-
ტად გაკულტურებულ ნიადაგებზე, ორგანული სასუქები არის მცე-
ნარის არა მარტო ფესვური და ჰაეროვანი კვებისათვის საკვები ნივ-
თიერების წყარო, არამედ ნიადაგის თვისებების გაუმჯობესების სა-
შუალებაც. ასეთ ნიადაგებზე ორგანული სასუქების სისტემატურად

123
დიდი დოზებით გამოყენებით უმჯობესდება ნიადაგის აგროქიმიუ-
რი თვისებები, ნიადაგი მდიდრდება ორგანული ნივთიერებებით,
უმჯობესდება მისი ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფიზი-
კურ-ქიმიური თვისებები, წყლიერი და ჰაეროვანი რეჟიმი. ორგანუ-
ლი სასუქებით იზრდება შთანთქმის ტევადობა და ფუძეებით მაძღ-
რობის ხარისხი (Ca, Mგ, K), ნაწილობრივ მცირდება მჟავე ნიადაგე-
ბის მჟავიანობა, რკინის, ალუმინის და მარგანეცის ხსნადობა და იზ-
რდება ბუფერობა, ტენტევადობა, მძიმე ნიადაგები იოლი დასამუშა-
ვებელი ხდება, უმჯობესდება ნიადაგების სტრუქტურა. ორგანული
სასუქების გამოყენებით, მცენარისათვის ხელსაყრელი პირობების
შექმნის შედეგად. იზრდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მო-
სავლიანობა და უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი.
მინერალურ სასუქებში საკვები ელემენტების შემცველობა ათე-
ული პროცენტია, ორგანულ სასუქში-პროცენტის მეათედი ნაწილია,
ამიტომ მინერალური სასუქების ნორმა იანგარიშება კგ-ობით ჰექ-
ტარზე, ხოლო ორგანული სასუქებისა - ტ/ჰა. ამ მიზეზის გამო ეკო-
ნომიკურად არ არის გამართლებული ორგანული სასუქების შორ
მანძილზე გადაზიდვა.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე ეკვივა-
ლენტურ რაოდენობით გამოყენებული ორგანული და მინერალური
სასუქების უმეტეს შემთხვევაში ტოლფასოვანია. ორგანული სასუქე-
ბისაგან განსხვავებით ბევრი მინერალური სასუქი სწრაფად მომქმე-
დია. მათში შემავალი საკვები ელემენტები მცენარეს შეუძლია გამო-
იყენოს ნიადაგში მათი შეტანის მომენტშივე, ხოლო ორგანული სა-
სუქების შედგენილობაში შემავალი საკვები ნივთიერებების გამოყე-
ნებისათვის მცენარეს გარკვეული დრო ესაჭიროება.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი მოსავლის მიღება
შესაძლებელია ცალ-ცალკე, როგორც ორგანული, ისე მინერალური
სასუქების გამოყენებით, მაგრამ მათი ერთობლივი გამოყენებით შე-
საძლებელია ორივე სახის სასუქის სპეციფიკური ნაკლოვანი მხარეე-
ბის თავიდან აცილება. ე.ი. შესაძლებელია ამ სასუქების რაციონა-

124
ლურად გამოყენება.
ორგანული სასუქების შედგენილობაში არსებული საკვები ნივ-
თიერებების მნიშვნელოვანი ნაწილის შეთვისება მცენარის მიერ
ხდება მათი მინერალიზაციის შედეგად, ამიტომ მარტო ორგანული
სასუქების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს. მცენარეს საკვები ელე-
მენტებით, განსაკუთრებით ზრდის პირველ პერიოდში და საკვები
ელემენტების მაქსიმალური გამოყენების ფაზაში.
მარტო ორგანული სასუქების გამოყენება არ ქმნის ნიადაგში
საკვები ელემენტების ისეთ შეფარდებას, როგორიც საჭიროა მცენა-
რისათვის, ამ ნაკლოვანების რეგულირება შესაძლებელია მინერა-
ლური სასუქების ან მათი ორგანულ სასუქებთან ერთად გამოყენე-
ბით. ამავე დროს მარტო მინერალური სასუქების გამოყენება ხში-
რად იწვევს ნიადაგის ზოგიერთი თვისების გაუარესებას. მაგალი-
თად, მჟავე ნიადაგებზე ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქების გამოყე-
ნება იწვევს ნიადაგის მჟავიანობის გაზრდას, მოძრავი რკინის, მანგა-
ნუმის, ალუმინის გააქტიურებას, ფოსფატების ქიმიურ შებოჭვას,
სახნავი ფენის ფუძეებით გაღარიბებას, იზრდება ნიადაგის ხსნარის
კონცენტრაცია. განსაკუთრებით მაღალი დოზებით მინერალური
სასუქების და სხვა ორგანულ სასუქებთან ერთად მინერალური სა-
სუქების გამოყენებისას ეს პროცესები ნელდება და ხშირად ქრება
კიდეც. ამასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავა-
ლი მკვეთრად იზრდება.

125
16. ნაკელი, მისი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში

ადამიანმა ნიადაგის გამანოყიერებელი საშუალების გამოყენე-


ბას ხელი მიჰყო მას შემდეგ, რაც დაიწყო მუდმივად ერთ ადგილზე
ცხოვრება და სწორ მიწათმოქმედებაზე გადასვლა. იგი მეცხოველე-
ობის ანარჩენია, რომელიც ძირითადად შედგება პირუტყვის მაგარი
და თხიერი გამონაყოფისაგან. გარდა ამისა კონკრეტული სამეურნეო
პირობების მიხედვით, ნაკელის შედგენილობაში შედის აგრეთვე სა-
ფენი. ამის მიხედვით არჩევენ საფენიან და უსაფენო (ნახევრად თხი-
ერ) ნაკელს.
საფენიანი ნაკელი შედგება ცხოველების მაგარი, თხევადი გა-
მონაყოფისა და საფენისაგან. მშრალი ნივთიერება 25%-ია, წყალი კი
75%.
უსაფენო, ნახევრად თხევადი ნაკელი შეიცავს ცხოველის მაგარ
და თხევად გამონაყოფს. მასში მშრალი ნივთიერება 10-11%-ია, წყა-
ლი კი 89-90%. უსაფენო ნაკელში ხვდება საწარმოო ანარჩენები, ასე-
ვე ნაკელს ემატება ის წყალი, რომელიც იხარჯება ცხოველების სად-
გომიდან ნაკელის მიმღებში ჩასარეცხად, რაც ამცირებს ნაკელში
მშრალი ნივთიერების რაოდენობას და იწვევს მისი გადატანის ხარ-
ჯების გადიდებას. ასეთ ნაკელს უწოდებენ თხევადს, ნაკელის ხა-
რისხი დამოკიდებულია პირუტყვის სახეობაზე, საკვების ხარისხზე,
საფენის რაოდენობაზე, მის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებსა და შენახ-
ვის პირობებზე.
ცხოველის მაგარი გამონაყოფის რაოდენობა ძირითადად და-
მოკიდებულია პირუტყვის სახეობაზე, მაგრამ ის იცვლება აგრეთვე
საკვების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით.
ორგანულ სასუქთა შორის ნაკელი მთავარი და ყველგან გავ-
რცელებული სასუქია, შეიცავს მცენარისათვის ყველა საჭირო საკვებ
ელემენტს. ნიადაგში შეტანის შემდეგ იგი მიკროორგანიზმების გავ-
ლენით მინერალიზდება.

126
# საკვები ნაკელში მისი შემცველობა და თვისებები
ელემენტი
1 N შედის ნაკელის ყველა შემადგენელ ნაწილში, მაგრამ
მცენარეთათვის საშუალოდ მისაწვდომია მხოლოდ
თხიერი გამონაყოფის აზოტი. დანარჩენი მცენარისათ-
ვის მისაწვდომი ხდება მათი მინერალიზაციის შემ-
დეგ. ნიადაგში ნაკელის აზოტურ ნივთიერებათა დაშ-
ლის საბოლოო პროდუქტია ამიაკური აზოტი, რომე-
ლიც უშუალოდ გამოიყენება მცენარეთა და მიკროორ-
განიზმების მიერ ან ნიტრიფიცირდება. შესაძლებელია
აგრეთვე დენიტრიფიკაცია. სასუქის აზოტის ნაწილი
მიკროორგანიზმების გავლენით გადადის ნიადაგის
ნეშომპალას შემადგენლობაში. ამგვარად, ნაკელი, გან-
საკუთრებით კი სუსტად დაშლილი, აზოტის წყაროა
არა მარტო პირველი განოყიერებული კულტურისატ-
ვის, არამედ შემდეგი კულტურებისთვისაც.
2 P ძირითადად შედის პირუტყვის მაგარი გამონაყოფის
და საფენის შემადგენლობაში და თითქმის საერთოდ
არ შედის წუნწუხში. ორგანულ ნივთიერებათა მინე-
რალიზაციასთან ერთად იგი გამოიყოფა სხვადასხვა
ხსნადობის ორთოფოსფორმჟავას მარილების სახით.
ეს ფოსფატები ნაკელის ორგანულ ნივთიერებათა
დაცვითი გავლენის წყალობით გაცილებით ნაკლებად
შეიბოჭება ნიადაგის მიერ, ვიდრე სუფთა სახით შეტა-
ნილი მინერალური სასუქების ფოსფორი. ამიტომ ნა-
კელის ფოსფორის შეთვისება მცენარეთა მიერ სასუქე-
ბის მოქმედების პირველ წელს უფრო დიდია, ვიდრე
მინერალური სასუქების ფოსფორისა.
3 K იგი იმყოფება მასში ყველაზე მეტად მოძრავ ფორმაში.
ნაკელის მინერალიზაციის პროცესში იგი მთლიანად
რჩება მცენარისათვის მისაწვდომ ფორმაში. ნაკელში
კალიუმი არის უქლორო ფორმით და ამიტომ უპირა-
ტესობა აქვს ქლორისშემცველ კალიუმიან სასუქებთან
შედარებით, განსაკუთრებით ქლორისადმი მგრძნობი-
არე კულტურებისათვის (თამბაქო, კარტოფილი, ციტ-
რუსები).

127
16.1. სხვადასხვა ხარისხით დაშლილი საფენიანი ნაკელი

ნაკელის დაშლის ხარისხის მიხედვით არჩევენ: ახალ, ნახევ-


რად გადამწვარ, გადამწვარ ნაკელს და ნეშომპალას.

# დაშლის ხარისხი თვისებები


1 ახალი საფენის ჩალას შენარჩუნებული აქვს ჩალის
ტიპიური ყვითელი ფერი და სიმტკიცე. ასეთი
ნაკელის წყლის გამონაწური მოყვითალო-ყვი-
თელი ან მომწვანო ფერისაა.
2 ნახევრად გადამ- საფენის ჩალას დაკარგული აქვს სიმტკიცე, ხო-
წვარი ლო ყვითელის ნაცვლად მუქი-ყავისფერი ფერი
აქვს. მისი წყლის გამონაწური სქელია, აქვს შა-
ვი ფერი, ახალ ნაკელთან შედარებით ნახევრად
გადამწვარი ნაკელის მასა 20-30%-ით ნაკლებია.
3 გადამწვარი შავი ფერის მასაა, გააჩნია ზელადობა, არ შეიმ-
ჩნევა საფენის (ჩალა, ნამჯა) ფიზიკური ელე-
მენტები, გადამწვარი ნაკელის წყლის გამონა-
წური უფერულია. გადამწვარი ნაკელის მასა
დაახლოებით ახალი ნაკელის 50% -ს შეადგენს.
4 ნეშომპალა ორგანული ნივთიერებით მდიდარი შავი ერ-
თგვაროვანი მასა, წააგავს ნიადაგის ჰუმუსოვან
ფენას. მისი მასა დაახლოებით 25%-ია ახალი
ნაკელის მასიდან.

შენახვის პროცესში სასურველი არ არის ნაკელის ნეშომპალამ-


დე მიყვანა, თუ ეს აუცილებლობით არ არის ნაკარნახევი, რადგანაც
ამ დროს ადგილი აქვს ორგანული ნივთიერებისა და აზოტის დიდ
დანაკარგებს.
სოფლის მეურნეობაში ნაკელის სასუქად გამოყენება ხდება გა-
დამწვარი ან ნახევრად გადამწვარი სახით. ეს დამოკიდებულია ნია-
დაგურ და კლიმატურ პირობებზე, მაგალითად, მშრალი კლიმატის
პირობებში, ნიადაგის გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით გა-
დამწვარი ნაკელის გამოყენება რეკომენდებულია გაზაფხულზე.
ტენით საკმაო უზრუნველყოფილ რაიონებში, კერძოდ, ჰუმუ-
128
სით ღარიბ კორდიან-ეწერ ნიადაგებზე ნახევრად გადამწვარი ნაკე-
ლი გამოიყენება. ასეთი ნაკელი საუკეთესოა სუბტროპიკული კულ-
ტურების გასანოყიერებლად, ადრე გაზაფხულზე ნიადაგში შეტა-
ნით.
საგაზაფხულო კულტურების თესვისათვის განკუთვნილ ნაკ-
ვეთებზე საუკეთესოა, შემოდგომით, ნიადაგის მშრალად ხვნის
დროს ახალი ნაკელის გამოყენება ნალექებით უზრუნველყოფილ
რაიონებში, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში -ნახევრად გა-
დამწვარი ნაკელის შეტანა.

16.2.ცვლილებანი, რომელსაც ადგილი აქვს ნაკელში მისი შენახვის


დროს

ნაკელის შენახვისას მისი შემადგენლობა იცვლება სხვადასხვა


ინტენსივობით. საფენის, პირუტყვის მყარი და თხიერი გამონაყო-
ფის ქიმიური შედგენილობა და თვისებები სხვადასხვაა, ამიტომ
მათში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების სიჩქარეც არ არის ერ-
თნაირი. ამ პროცესებზე დიდ გავლენას ახდენს ნაკელის შენახვის
პირობები. ნაკელის შენახვისას მასში მიმდინარეობს მიკროორგა-
ნიზმების მონაწილეობით, როგორც პირუტყვის მყარი გამონაყოფი-
სა და საფენის დაშლის პროცესები, უფრო მარტივი მინერალური ნა-
ერთების წარმოქმნით, ასევე სინთეზის მეორადი პროცესები. მაგა-
ლითად, ამიაკური აზოტის გადასვლა მიკროორგანიზმების სხეუ-
ლის ცილებში. ამიაკური აზოტი გადადის ამიდურ ფორმაში. ეს
ცვლილებანი მით უფრო ღრმაა, რაც უფრო დიდხანს ინახება ნაკე-
ლი და რაც უფრო ინტენსიურია მისი აერაცია.
ამგვარად, პირუტყვის თხიერი გამონაყოფის აზოტური შენაერ-
თები ცალკე ან ნაკელის შემადგენლობში, შენახვისას შეიძლება დაი-
შალონ თავისუფალ ამიაკამდე. ეს ნაკელში აზოტის დანაკარგის
მთავარი წყაროა, განსაკუთრებით მისი არაწესიერი შენახვისას.
ყველასთვის მისაწვდომ ხერხს, რომელიც საშუალებას გვაძ-

129
ლევს მინიმუმამდე დავიყვანოთ საკვებ ნივთიერებათა დანაკარგი,
ეკუთვნის საფენის გამოყენება დაჭრილი სახით, ტორფის გამოყენე-
ბა, ნაკელის მჭიდროდ შენახვა. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა
აქვს მასში ფოსფორიტის ფქვილის მიმატებას, ნაკელის კომპოსტი-
რებას ტორფთან და სხვა მასალებთან.
ნაკელზე ფოსფორიტის ფქვილის მიმატებისას, მასში დიდდება
ფოსფორის შემცველობა, მკვეთრად ძლიერდება მიკრობიოლოგიუ-
რი პროცესები, იქმნება პირობები მიკროორგანიზმების მიერ ამია-
კური აზოტის ძლიერი შთანთქმისათვის შენახვის პერიოდში. ყვე-
ლაფერი ეს იწვევს აზოტის დანაკარგის შემცირებას შენახვისას. კომ-
პოსტებში ფოსფორიტის ფქვილი უნდა შეადგენდეს ნაკელის წონის
1-4 5-ს. ე.ი. 1 ტონაზე 10-40 კგ.

საფენიანი ნაკელის შენახვის წესები და პირობები

# შენახვის წესი პირობები


1 საქონლის ფეხქვეშ პირუტყვის საველე სადგომებში აფენენ
ტორფს ან დაჭრილ ჩალას 30-50 სმ ფენად. იქ-
მნება მისი ანაერობული დაშლის პირობები.
მიღებულ ნაკელს იღებენ 1-2-ჯერ წლის გან-
მავლობაში და მაშინვე იყენებენ სასუქად. ამ
შემთხვევაში მთელი წუნწუხი რჩება ნაკელში
და ამიაკური აზოტის დანაკარგები არ არის.
2 ტკეპნილი ნაკელს აწყობენ სანაკელეში ან მინდვრის შტა-
ბელებში ფენებად და თვითოეულ ფენას მა-
შინვე ტკეპნიან. პირველ ფენას აკეთებენ 3-4
სიგანის და 1 მ. სისქისას. სიგრძე ნებისმიერია.
დაწყობის შემდეგ ხდება მისი დატკეპნა. ასე-
თივე გზით მასზე აფენენ სულ ახალ-ახალ ფე-
ნას, მანამდე, სანამ შტაბელის სიმაღლე არ მი-
აღწევს 1,5-2,5 მ. შტაბელს გადახურავენ დაწ-
რილი ჩალით, ტორფით ან მიწის ფენით.
ტკეპნილად შენახვის დროს ნაკელი იშლება
ანაერობულ პირობებში და ადგილი აქვს მეტ-
ნაკლებად მუდმივ დატენიანებას. ტკეპნილად
130
შენახვა გაანგარიშებულია ნახევრადგადამწვა-
რი ნაკელის მიღებაზე, რომელიც წარმოიქმნე-
ბა 3-4 თვის შემდეგ. ხოლო 7-8 თვის შემდეგ -
გადამწვარი ნაკელი.
3 ფაშარ-ტკეპნილი ახალ ნაკელს ალაგებენ 1 მეტრი სისქის ფენე-
ბად. ჯერ ფაშარად - დატკეპნის გარეშე, შემ-
დეგ კი, როდესაც ტემპერატურა ფენაში 60-700
მიაღწევს, ძლიერ ტკეპნიან. ასე აწყობენ ფენას
ფენაზე, შტაბელის სრულ სიმაღლემდე. ნაკე-
ლის შენახვის პირველ სტადიაში (დატკეპნამ-
დე) შტაბელში მიმდინარეობს დაშლის ინტენ-
სიური აერობული პროცესი. თერმოფილური
ბაქტერიების მონაწილეობით. აზოტის დანა-
კარგის შემცირების მიზნით გამოიყენება სა-
ფენის გადიდებული დოზები. შენახვის მეორე
სტადიაში ტემპერატურა ნაკელში ეცემა 30-35
გრადუსამდე და იგი იშლება ანაერობულ პი-
რობებში. ნახევრად გადამწვარი ნაკელი მიი-
ღება 1,5-2 თვის შემდეგ, ხოლო გადამწვარი
ნაკელი - 4,5 თვის შემდეგ,
4 ფაშარი ასეთი შენახვის დროს შტებელებს აწყობენ და
ტოვებენ დატკეპნის გარეშე. ამიტომ ნაკელის
დაშლა ხდება აერობულ პირობებში და მაღალ
ტემპერატურაზე, რასაც მოყვება აზოტისა და
ორგანულ ნივთიერებათა დიდი დანაკარგი,
წუნწუხის დიდი რაოდენობით გამოყოფა.
ასეთი წესი დასაშვებია მხოლოდ ტორფის ნა-
კელის შენახვისას.

16.2.1.საფენიანი ნაკელის გამოყენება


საფენიანი ნაკელის გამოყენების ძირითადი საშუალება მისი
მზრალად ხვნის დროს შეტანა.
ხვნის დროს შესატანი ნაკელის დოზა მისი დაშლის ხარისხის,
კულტურების თავისებურების, ნიადაგური და კლიმატური პირობე-
ბის მიხედვით მერყეობს 15-50 ტონამდე 1 ჰა-ზე. მარცვლეული პუ-
რეულის ნათესებში შეაქვთ 15-25 ტ/ჰა.

131
სასილოსე ბოსტნეული კულტურების, კარტოფილისა და ძირ-
ხვენების ნათესებში ნაკელი შეაქვთ უფრო დიდი რაოდენობით.
ორგანული ნივთიერებანი მეტად ძვირფასია იმ კულტურები-
სათვის, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ნიადაგის ხსნარში მარი-
ლების მაღალი კონცენტრაციისადმი და ხასიათდებიან ხანგრძლივი
სავეგეტაციო პერიოდით, აგრეთვე მცენარეთათვის, რომლებიც
მგრძნობიარენი არიან ნახშირორჟანგით კვების მიმართ (კიტრი,
კომბოსტო, ჭარხალი).
ნაკელის ეფექტურობა დამოკიდებულია არამარტო შენახვისა
და დაგროვების პირობებზე, არამედ იმაზეც თუ რამდენად კარგად
და თანაბარზომიერად იყო იგი მობნეული მინდორში და რამდენად
დროულად ჩაიხნა ნიადაგში. მობნეული, მაგრამ ჯერ კიდევ ჩაუხნა-
ვი ნაკელი უკვე პირველსავე დღეებში კარგავს მთელ თავის ამიაკურ
აზოტს.
ნაკელის ჩახვნის სიღრმე კონკრეტული პირობების მიხედვით
შეადგენს 15-30 სმ-ს.
მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე საჭიროა ნაკე-
ლის შედარებით არაღრმა ჩახვნა, ხოლო მსუბუქ ნიადაგებზე კი პი-
რიქით. გვალვიან რაიონებში ან მშრალ ნიადაგში ნაკელის ჩახვნა
ხდება უფრო ღრმად, ვიდრე კარგად დატენიანებულ ნიადაგში, ტე-
ნით უზრუნველყოფილ რაიონებში.
ნაკელის ჩახვნის სიღრმე დამოკიდებულია აგრეთვე მცენარეზე,
რომლის ნათესებშიც იგი შეგვაქვს. მაგალითად, შაქრის ჭარხლისა
და სხვა შორს გასული ფესვთა სისტემის მქონე ძირხვენების ნათე-
სებში საჭიროა ორგანულ ნივთიერებათა უფრო ღრმა ჩახვნა, ვიდრე
პურეული მარცვლოვანების ნათესებზე.
16.2.2.უსაფენო ნაკელის გამოყენება
თხიერი და ნახევრად თხიერი ნაკელი საფენიანი ნაკელისაგან
განსხვავებით შეიძლება გამოვიყენოთ არა მარტო თესვისწინა განო-
ყიერების დროს, არამედ დამატებითი კვების დროსაც. აგრეთვე და-
ქუცმაცებულ ნამჯასთან ერთად ჩასახნავად. მისი შეტანა შეიძლება

132
დაწვიმებითაც.
თხიერი ნაკელი, ისევე როგორც საფენიანი, ძლიერმოქმედია,
მაგრამ თხიერი ნაკელის პირდაპირი მოქმედება პირველ გასანოყიე-
რებელ კულტურაზე უფრო ძლიერია, ხოლო შემდგომქმედება - უფ-
რო სუსტი, ვიდრე საფენის ნაკელისა. ეს აიხსნება იმით, რომ თხიერ
ნაკელში საკვებ ნივთიერებათა ხსნადი ფორმები შედის მეტი რაო-
დენობით, ვიდრე ჩვეულებრივ ნაკელში.
16.2.3.წუნწუხი და მისი გამოყენება
წუნწუხი არის პირუტყვის დადუღებული შარდი. იგი ხშირად
შეიცავს წყალს, გამოყენებულს მეცხოველეობის ნაგებობათა გასარე-
ცხად, წვიმის ან წყალს ღია სანაკელეებიდან. ამასთან დაკავშირე-
ბით, შედგენილობით წუნწუხი განსხვავდება პირუტყვის საწყისი
თხიერი გამონაყოფისაგან.
სანაკელეებში ნაკელის სხვადასხვა წესით შენახვის პირობებში
გამოიყოფა წუნწუხის სხვადასხვა რაოდენობა. რაც უფრო სწრაფად
იშლება ნაკელი, მით უფრო მეტი წუნწუხი გამოიყოფა მისგან. მისი
საერთო რაოდენობა შეადგენს საშუალოდ ახალი ნაკელის წონის 10-
15 %-ს, მისი იმ ნაწილის გამოკლებით, რომელიც შთაინთქმება ჩვე-
ულებრივი დოზით გამოყენებული საფენის მიერ. საფენის მცირე
რაოდენობისას მიიღება მეტი რაოდენობის წუნწუხი.
წუნწუხი უმეტესად აზოტ-კალიუმიანი სასუქია. მასში ყველა
საკვები ნივთიერება იმყოფება მცენარისათვის ადვილად მისაწვდომ
ფორმაში, ამიტომ იგი ითვლება სწრაფმოქმედ სასუქად. მცენარის
მიერ აზოტის და კალიუმის გამოყენების მიხედვით წუნწუხი უახ-
ლოვდება მინერალურ სასუქებს.
წუნწუხიდან ადვილად იკარგება ამიაკი, ურობაქტერიების გავ-
ლენით. ამ დროს კარგია საფენის დიდი რაოდენობით გამოყენება.
წუნწუხი სასუქად გამოიყენება სუფთა სახით და აგრეთვე სხვა
ორგანულ სასუქებთან კომპოსტირებისას. სუფთა სახით წუნწუხი
გამოიყენება ძირითად სასუქად და გამოკვებაში.

133
16.3.ნაკელის მოქმედება ნიადაგის თვისებებზე და მცენარეთა
ზრდა-განვითარებაზე

ნაკელის მოქმედება მოსავლიანობაზე დამოკიდებულია ნია-


დაგში აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემადგენლობაზე, ამიტომ
ნაკელის შენახვისას აღნიშნული ელემენტები რაც შეიძლება მეტი
უნდა შევინარჩუნოთ. 30-40 ტ ნაკელით ნიადაგში საშუალოდ შეგ-
ვაქვს: N-200 კგ, P2O5-80-100 კგ და K2O-240 კგ. საკვები ელემენტების
ეს რაოდენობა ბევრად მეტია მინერალური სასუქების ნორმებთან
შედარებით, მაგრამ მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ნა-
კელში ყველა ეს ელემენტი არ იმყოფება მცენარისათვის მისაწვდომ
ფორმებში. მცენარისათვის შესათვისებელი აზოტის ფორმები არის
ამიაკი და ნიტრატი. ხოლო ამავე ელემენტის სხვა ფორმები მცენა-
რისთვის მისაწვდომი ხდება თანდათანობით, მათი გარდაქმის შემ-
დეგ.
ნაკელის სწრაფი გახრწნა ნიადაგში და მასში შემავალი აზოტის
გადასვლა მცენარისათვის შესათვისებელ ფორმებში დამოკიდებუ-
ლია მრავალ ფაქტორზე. უფრო მსუბუქ ნიადაგებში, მძიმე თიხნარ
ნიადაგებთან შედარებით, გახრწნა წარმოებს სწრაფად. ღრმა ჩახვა
იწვევს ნაკელის უფრო ნელა გახრწნას, ამიტომ მძიმე თიხნარ ნია-
დაგში ნაკელი ღრმად უნდა შევიტანოთ. ნიადაგში ნაკელის გახ-
რწნაზე გავლენას ახდენს ნიადაგის რეაქციაც. მჟავე რეაქცია ანე-
ლებს ნაკელის გახრწნას, ამიტომ მჟავე ნიადაგების მოკირიანება, პი-
რიქით ხელს უწყობს მას.
ნაკელი ზოგჯერ ამჟღავნებს სრულ უმოქმედებას ან უმნიშვნე-
ლო მოქმედებას. ამ შემთხვევას ადგილი აქვს მაშინ, როცა ნიადაგში
შეტანილი ნაკელი მცირე რაოდენობით შეიცავს მცენარისათვის შე-
სათვისებელი აზოტის ფორმებს, ამავე დროს, თუ ის მდიდარია გა-
უხრწნელი ნახშირწყლებით. ნახშირწყლების დამშლელი ბაქტერიე-
ბი ითვისებენ ნიადაგში შეტანილი ნაკელი მცირე რაოდენობით შეი-
ცავს მცენარისათვის შესათვისებელი აზოტის ფორმებს. ამავე დროს,

134
თუ ის მდიდარია გაუხრწნელი ნახშირწყლებით. ნახშირწყლების
დამშლელი ბაქტერიები ითვისებენ ნიადაგში არსებულ ხსნად
აზოტს და გადაჰყავთ ის მცენარისათვის ძნელად შესათვისებელ
ფორმებში, რის შედეგადაც, ნაკელის დადებითი მოქმედების ნაც-
ვლად, მოსავლიანობის დაცემაა მოსალოდნელი. ამიტომ, გაუხრწნე-
ლი ნაკელის შეტანა მიზაშეწონილად უნდა ჩაითვალოს.
აქედან გამომდინარე ნაკელის გავლენა ნიადაგის აზოტის რე-
ჟიმზე, დამოკიდებულია არა მარტო აზოტის შემცველ შენაერთებზე,
არამედ უაზოტო ნივთიერების შემცველობაზეც. განსაკუთრებით კი
ისეთ ნივთიერებებზე, რომლებიც ადვილად განიცდიან გახრწნას. ეს
ნივთიერებები აძლიერებენ აზოტის შეკვრას (იმობილიზაციას), ე.ი.
ნიტრატებისა და ამიაკის გადაყვანას მცენარისათვის ძნელად შესათ-
ვისებელ ფორმებში, ამიტომ ნაკელის შენახვის დროს საჭიროა მი-
ვაღწიოთ უაზოტო ნივთიერებების სრულ გახრწნას. მცენარის მიერ
აზოტის შეთვისებაზე გავლენას ახდენს ნიადაგში ნაკელის შეტანის
დროც: გაზაფხულზე ნიადაგში შეტანისას ნაკელში არსებული ნახ-
შირწყლები არ იშლება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს აზოტურ
კვებაზე, ხოლო შემოდგომით შეტანილ ნაკელში არსებული ადვი-
ლადხსნადი ნახშირწყლები მთლიანად იშლება, რის გამოც მცენარის
ვეგეტაციის პერიოდში არა აქვს ადგილი აზოტის შეკვრას. ასეთ შემ-
თხვევაში (ნორმა 30-40 ტ) პირველ წელს ჰა-ზე მოდის 50-60 კგ აზო-
ტი, ხოლო დანარჩენის მოქმედება მეორე და მესამე წელს მჟღავნდე-
ბა. ნაკელში შემავალ ფოსფორს და კალიუმს უფრო ადვილად ითვი-
სებს მცენარე, ვიდრე აზოტს.
ნაკელის ჩვეულებრივი ნორმების შეტანისას მცენარე მთლია-
ნად უზრუნველყოფილია კალიუმით, ნაკლებად - აზოტითა და
ფოსფორით.
ნაკელი მცენარის კვების რეჟიმზე პირდაპირი მოქმედების
გარდა, გავლენას ახდენს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებზე. ერთ ჰექ-
ტარზე 40 ტონა ნაკელის შეტანისას ნიადაგის სახნავ ფენაში შედის
დაახლოებით 10 ტ. მშრალი ორგანული ნივთიერება და მისი რაო-

135
დენობა 0,33%-ით იზრდება. ნაკელის ორგანული ნივთიერების მძი-
მე თიხნარ ნიადაგებში შეტანით მცირდება წებოვნება და წარმოიშო-
ბა სტრუქტურული აგრეგატები, რის შემდეგაც უმჯობესდება ნია-
დაგის წყლისა და აერობული რეჟიმი. მსუბუქ ქვიშნარ ნიადაგებში
ორგანული ნივთიერების მოქმედებით კი, პირიქით, იზრდება მისი
ბმულობა და უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა, აგრეთვე იზ-
რდება წყალტევადობა, უმჯობესდება ნიადაგის წყლის რეჟიმი.
ნიადაგში შეტანილი ნაკელის ორგანული ნივთიერება იწვევს
მისი ფიზიკური და ქიმიური თვისებების შეცვლას. ნიადაგის ორგა-
ნულ ნივთიერებას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც წარმოი-
შობა ნაკელის გახრწნის პროცესში ჰუმუსოვანი ნივთიერების სახით,
წარმოადგენს კოლოიდები, რომლებიც მონაწილეობენ ნიადაგში
მიმდინარე შთანთქმა-ჩანაცვლების მოვლენებში. ამიტომ ნაკელის
შეტანით, ერთი მხრივ, იზრდება შთანთქმის ტევადობა - ბუფერობა,
ხოლო, მეორე მხრივ, მცირდება მისი რეაქციის რყევადობა, რაც ნია-
დაგის ხსნარის ფიზიოლოგიურ გაწონასწორებას იწვევს. მჟავე, ეწე-
რი ტიპის ნიადაგში ნაკელის შეტანამ შეიძლება არასრულად გამოამ-
ჟღავნოს ყველა ზემოთ აღნიშნული მოქმედება. ამიტომ ასეთ ნიადა-
გებზე, ნაკელის სრული მოქმედების გამოვლენისათვის, წინასწარ
უნდა ჩატარდეს მოკირიანება. მოკირიანებულ ნიადაგებში ორგანუ-
ლი ნივთიერების გახრწნის შედეგად წარმოშობილი ჰუმუსი, შეიკ-
ვრება კალციუმით, რის შედეგადაც ძლიერდება ნაკელის დადებითი
მოქმედება ნიადაგის ფიზიკურ და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე.
ნაკელის შეტანა ნიადაგში იწვევს მიწათმოქმედებისათვის სა-
სარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობის გადიდებას და მათი
ცხოველმყოფელობის ზრდას.
მცენარის კვების რეჟიმზე ნაკელის დადებითი მოქმედების კი-
დევ ერთი მხარეა ის, რომ ნაკელის ორგანული ნივთიერების გახ-
რწნის შედეგად გამოიყოფა ნახშირორჟანგი, რომელიც ადიდებს ნია-
დაგის ზედაპირის ატმოსფეროს ფენებში CO2-ის შემცველობას, რაც
თავისთავად აძლიერებს ფოტოსინთეზის ინტესივობას, რის შედე-

136
გადაც იზრდება მოსავლიანობა.
ნაკელი მოსავლიანობას ყველაზე უფრო მეტად ზრდის ეწერი
ტიპის ნიადაგებზე, რადგანაც საკვები ნივთიერების მარაგი მათში
შედარებით მცირეა, წყლის რეჟიმი კი - არანორმალური. ასეთ ნია-
დაგში ნაკელის შეტანა, ერთი მხრივ, იწვევს საკვები ნივთიერების
მატებას, ხოლო მეორე მხრივ - ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესე-
ბას, რაც ცვლის ნიადაგის ტენიანობას. გარდა ამისა, ეწერ ნიადაგში
ნაკელის შეტანით ხდება მისი ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური
თვისებების გაუმჯობესება.
ეწერი ტიპის ნიადაგზე, სადაც ნაკელის მოქმედება პირველ
წელს ძლიერია, შემდეგქმედება კი სუსტდება, შავმიწა ნიადაგებზე
პირიქით - პირველ წელს ნაკელის სუსტად მოქმედების გამო, მისი
შემდეგქმედებაა ხანგრძლივი.
ნაკელის მოქმედება დამოკიდებულია ნაკელის გახრწნაზე.
მსუბუქ ნიადაგებში ნაკელი უფრო მალე იხრწნება, ვიდრე მძიმე
თიხნარებში. ამიტომ ამ ნიადაგებზე მისი მოქმედება პირველ წელს
უფრო ძლიერია, მოქმედების ხანგრძლივობა კი ნაკლები.
მსუბუქ ქვიშნარ ნიადაგებში ნაკელი უნდა შევიტანოთ მცირე
რაოდენობით და ხშირად, მძიმე თიხნარ ნიადაგში კი, პირიქით-დი-
დი დოზებით და იშვიათად, რაც იწვევს ნაკელის შემდეგქმედების
გახანგრძლივებას.

137
17. ტორფი და ტორფიანი სასუქები

ტორფი წარმოიქმნება ჭაობის მცენარეთა დიდი მასის კვდომი-


სა და არასრული დაშლის შედეგად, ჭარბი ტენისა და ჰაერის უკმა-
რისობის პირობებში.
ტორფი შედგება არაჰუმიფიცირებული მცენარეული ნარჩენე-
ბისაგან, ნეშომპალისა და მინერალური ჩანართებისაგან. ა. მენაღა-
რიშვილის მონაცემებით საქართველოში ტორფნარები 16 ათას ჰა--
ზეა, 1 მილიარდი ნედლი ტორფის მარაგით.
ტორფს დიდი გამოყენება აქვს მრეწველობაში. მისგან ამზადე-
ბენ საიზოლაციო მასალას. კირთან, სილასთან და თიხასთან შერე-
ვით მზადდება სხვადასხვაგვარი აგური, მიიღება მაღალი სიმტკი-
ცის პლასტმასა და სხვა.
ტორფს იყენებენ მიდიცინაში, როგორც ანტისეპტიკურ საშუა-
ლებას. მისი აბაზანებით მკურნალობენ მთელ რიგ დაავადებებს.
ტორფის თერმული და ქიმიური გადამუშავებით მიიღება ისე-
თი ძვირფასი პროდუქტები, როგორიცაა სპირტი, აცეტონი, კარბო-
ლისა და ძმრის მჟავები, კრეოლინისა და პარაფინის ზეთები, საღე-
ბავები და სხვ.
ტორფი როგორც ძვირფასი სასუქი, ფართოდ გამოიყენება სოფ-
ლის მეურნეობაში. იგი არის ერთ-ერთი რეალური რეზერვი ორგა-
ნული სასუქების დეფიციტის შევსებისა, რაც განსაკუთრებით
მკვეთრად იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში.
ტორფს ნაკელთან შედარებით ზოგიერთი უპირატესობაც აქვს.
ნაკელის როლი აზოტის წრებრუნვაში, საერთოდ მიწათმოქმედება-
ში, განისაზღვრება, ერთი მხრივ მისი რაოდენობით და მეორე
მხრივ, დაგროვების გზებით, სწორედ ამ უკანასკნელს აქვს განსა-
კუთრებული მნიშვნელობა.
თუ მეურნეობაში ნაკელი გროვდება მხოლოდ საკვები კულ-
ტურების ხარჯზე (ნამჯა, საკვები ძირხვენები, სასილოსე კულტუ-
რები და სხვ.), მაშინ მას არ შეუძლია დამატებით ნიადაგის გამდიდ-

138
რება აზოტით, რადგან ხდება ნაკელში გადასული საკვები ელემენ-
ტების უკან, ნიადაგში დაბრუნება, მაგრამ თუ ნაკელი გროვდება
მრავალწლიანი ან ერთწლიანი პარკოსანი ბალახების ხარჯზე, მაშინ
ნიადაგი მდიდრდება აზოტის ისეთი იაფი წყაროთი, როგორიცაა
ატმოსფერული აზოტი.
სხვა მდგომარეობაა ტორფის სასუქად გამოყენებისას. ტორფში
შემავალი აზოტი და სხვა საკვები ელემენტები არ წარმოადგენენ იმ
ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს, სადაც ტორფიანი სასუქები შეაქვთ
და ნიადაგი დამატებით მდიდრდება საკვებით.

17.1. ტორფის სახეები და თვისებები

ტორფის სახეები და ტიპები მრავალფეროვანია. ისინი ხარის-


ხის მიხედვით არატოლფასოვანია. ამასთან დაკავშირებით სხვადას-
ხვა ტორფის სასუქად გამოყენების ხერხი ერთნაირი არ არის. ტორ-
ფის სასუქად გამოყენება მიზანშეწონილია არა ცალკე, არამედ სხვა-
დასხვა კომპონენტებთან ერთად, კომპოსტების სახით.
ტორფის ტიპს განსაზღვრავს: მისი წარმოშობის პირობები, კერ-
ძოდ, ტორფის ჭაობების განლაგება რელიეფური ელემენტების მი-
ხედვით.
ტორფის სახეობას ძირითადად განსაზღვრავს მცენარეული
ნაშთები, რომლებიც მათ შედგენილობაში შედიან.

139
ტორფის სახეები

სახეები წარმოშობა გავრცელე- თვისებები გამოყენება


ბა
წარმოიქმნება მაღლობ ფსირცხის სა- რეაქცია-მჟა- მისი გამოყე-
(ზეგან) ადგილებში და ბადო ახალ ვე, ნება კარგია
კოლბოხების სახით დაფა- ათონთან ახ- ნაცრის ელე- საფენად, ასე-
რულია თეთრი ხავსით - ლოს (გუდა- მეტები და ვე კომპოსტე-
მაღლობის

სფაგნიუმით, ამიტომ მას უთის რაიო- აზოტი-მცი- ბის მოსამზა-


ზოგჯერ ხავსის ტორფსაც ნი) და საკო- რე, დებლად
უწოდებენ. თუმცა მის ჭაოს საბადო დაშლის ხა-
წარმოქმნაში გარდა ხავსი- - აგარაკ ბა- რისხი-დაბა-
სა სხვა მცენარეებიც მონა- კურიანთან ლი
წილეობენ: მიწამაყვალა, ახლოს (ბორ-
ნაგალა ნაძვი, ნახევრად ჯომის რაიო-
ბუჩქნარი - ბუერა და სხვა ნი)
წარმოიქმნება რელიეფის დასავლეთ რეაქცია-სუს- გამოიყენება
დადაბლებულ ნაწილში საქართვე- ტი მჟავე, უშუალოდ
და დაკავშირებულია ლოში გავ- ნაცრის ელე- სასუქად,
გრუნტის წყლის გავლე- რცელებული მეტები და კომპოსტე-
ნასთან. მის წარმოქმნაში ტორფები ძი- აზოტი - დი- ბის დასამ-
მონაწილეობენ: მწვანე ხავ- რითადად დი რაოდე- ზადებლად
სი, ისლი, ლერწამი, ქასრა, დაბლობის ნობით,
დაბლობის

შვიტა, ჭილი, ლაქაშა, ჩა- წარმოშობი- დაშლის ხა-


ლამკალამი, თხმელა, არ- საა. ასეთი რისხი-მაღა-
ყი, ნაძვი, ფიჭვი, ტირიფი ტორფები ლი
და სხვა ტენის ამტანი და წარმოდგენი-
საკვები ნივთიერებები- ლია ფოთში,
სადმი მომთხოვნი ერ- ზუგდიდში,
თწლიანი და მრავალწლი- ლანჩხუთში,
ანი ბალახეული და ხე მცე- წყალოტუბო-
ნარეები ში, სოხუმში
და ქობუ-
ლეთში

140
წარმოქმნაში მონაწილეო- საქართვე- რეაქცია სუს- საუკეთესო
ბენ როგორც მაღლობის, ლოში მის სა- ტი მჟავე ან კომპონენტია
ისე დაბლობის ჭაობის ბადოებს მჟავეა, ნაც- ორგანული
გარდამავალი

მცენარეები ვხვდებით რიანობა - სასუქების –


ქობულეთში, დაბალი, კომპოსტების
ზუგდიდში - დაშლის ხა- მომზადები-
ონარია, მარ- რისხი-საშუ- სათვის
ტვილში - ალო
დიდი ჭყონი
და სხვა რაი-
ონებში

ტორფის სხვადასხვა ტიპების და სახეობების აგრონომიული


შეფასებისათვის საჭიროა ვიცოდეთ მათი ბოტანიკური შედგენილო-
ბა, გახრწნის ხარისხი, ნაცრიანობა, საკვები ელემენტების შემცვე-
ლობა, მჟავიანობა და ტენტევადობა.
ბოტანიკური შედგენილობა. ტორფის აგრონომიული შეფასე-
ბისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის ბოტანიკურ შედგენილობას.
რადგანაც მაღლობის ტორფი გამოირჩევა საკვები ელემენტების ნაკ-
ლები შემცველობით, დაბალი ნაცრიანობით, მჟავე რეაქციით და და-
ბალი ჰუმიფიკაციის ხარისხით, ამიტომ, ასეთ ტორფებს უშუალოდ
სასუქად არ იყენებენ. ამ ტორფებს ახასიათებს მაღალი ტენტევადო-
ბა და გაზების შთანთქმის უნარი, ამიტომ ფართოდ იყენებენ ბო-
სელში საფენად.
დაბლობის ტორფში ბალახეული მცენარეული ნაშთების სი-
ჭარბე ნიშნავს იმას, რომ მდიდარია საკვები ელემენტებით, გახ-
რწნის მაღალი ხარისხით. მურყანის ტორფები მდიდარია აზოტით,
რადგან მის ფესვებზე წარმოიქმნება კოჟრის ბაქტერიები, რომლებიც
ითვისებენ აზოტს ატმოსფეროდან. მაღალი ხარისხით გახრწნის გა-
მო მისი გამოყენება შეიძლება უშუალოდ სასუქად. დაბლობის ტორ-
ფი მდიდარია ჰუმუსოვანი ნივთიერებებით.
ტორფის დაშლის ხარისხი. დაშლის ხარისხის მიხედვით არსებობს:
სუსტად, საშუალოდ და ძლიერ დაშლილი ტორფი.
სუსტად ჰუმიფიცირებულ ტორფში ჰუმიფიკაციის ხარისხი 5-

141
25%-ია. ასეთ ტორფებს იყენებენ საფენად და ასევე ტორფიანი ნაკე-
ლის სახით სასუქად.
ისეთი ტორფი, რომლის ორგანული ნივთიერების დაშლის ხა-
რისხი 25-40%-ია, არის საშუალოდ დაშლილი. ამგვარი ტორფის სა-
სუქად გამოყენება უმჯობესია დაკომპოსტების შემდეგ.
ტორფები, რომელთა დაშლის, გახრწნის ხარისხი 40%-ზე მე-
ტია, ძლიერ გახრწნილ ტორფებს მიეკუთვნება და მისი გამოყენება
დაკომპოსტების გარეშე შეიძლება. ასეთ ტორფს შეაშრობენ და შე-
აქვთ მინდორში.
ტორფის დაშლის ხარისხს ამოწმებენ გარეგნული ნიშნებითაც.
კარგად დაშლილი ტორფი მუქი ყავისფერი, თითქმის შავი ფერისაა.
ხელის მოჭერისას ეკვრის ხელს, იზილება, თითებშუა გადის. სუს-
ტად დაშლილი ტორფი - ღია ყავისფერია, მასში ნათლად ჩანს მცე-
ნარეული ნარჩენების გაუხრწნელი ბოჭკოები, ხელის მოჭერით იგი
თითებშუა არ გადის, ხელს არ ეკვრის და არ სვრის.

ტორფის დაშლის ხარისხის განსაზღვრა


ტორფის პლასტი- ტორფის
მცენარეული ნარჩენე-
კურობა ხელის გამონაწურის ნიშნები დაშლის ხა-
ბის მდგომარეობა
მოჭერით რისხი %
კარგადაა შენახული, ადვილად გამოიწურე-
თითებშუა არ გა-
მისი სახეობები იო- ბა, უფერო ან სუსტად
დის, არ სვრის 20-მდე
ლად გამოირჩევა ერ- შეფერილი, ზოგჯერ
ხელს
თმანეთისაგან მღვრიე
ადვილად გასარჩევია
თითქმის არ გა-
გულდასმით დათვა- ღია ყავისფერი, მღვრიე 20-30
დის თითებშუა
ლიერებით
მუქი ნაცრისფერი ან
ძნელად გასარჩევია, ნაწილი გადის
მუქი ყავისფერი, იწუ-
იგრძნობა ნეშომპალას თითებშუა, სვრის 35-50
რება ძალის გამოყენე-
არსებობა ხელს
ბით, წვეთობით
ნაკლებად შესამჩნევია, ადვილად გადის
შეიძლება შეგხვდეს თითებშუა, ძალი- არ გამოიწურება 50-ზე მეტი
ხის ქერქის ნაჭრები ან სვრის ხელს

ტორფის ნაცრიანობა. ნაცრის შემცველობის მიხედვით არჩევენ:

142
ნორმალური შემცველობის (12%-მდე) და მაღალი შემცველობის
(12%-ზე მეტი) ტორფებს.
სხვადასხვა ტორფი სხვადასხვა რაოდენობით ნაცარს შეიცავს:
მაღლობის - 5%-მდე, გარდამავალი - 5-10%, დაბლობის - 8-10%.
ნაცრის ელემენტებიდან ყველაზე დიდი აგრონომიული მნიშ-
ვნელობა აქვს ტორფში კალციუმის და ფოსფორის შემცველობას.
კალციუმით მაძღრობის ხარისხი მაღლობის ტორფში 20%-ს არ აღე-
მატება, გარდამავალში - 20-45%-ია, დაბლობის ნორმალურ ნაცრიან
ტორფში - 45-75%-ს აღწევს შთანთქმის ტევადობიდან. განსაკუთრე-
ბით ძვირფასია დაბლობის ისეთი ტორფი, რომელიც შეიცავს კირს
ან ვივიანიტს, ასეთი ტორფი შეიძლება გამოვიყენოთ სასუქად - და-
კომპოსტების გარეშე.
ტორფის მშრალი მასიდან 10%-ზე მეტი კირის შემცველობის
მქონე ტორფი (CaO გადაანგარიშებით) გამოიყენება როგორც კირია-
ნი სასუქი.
ისეთი ტორფი, რომელშიც 30%-ზე მეტი ფოსფორი წარმოადგენს
საუკეთესო ფოსფორორგანულ სასუქს.
აგრონომიუილი მაჩვენებლებით ტორფები არსებითად გან-
სხვავდებიან ერთმანეთისაგან.
საკვები ნივთიერების შემცველობა ტორფში
საკვები ელემენტების შემცველობის მიხედვით ტორფები ერ-
თმანეთისაგან განსხვავდება. სოფლის მეურნეობაში ტორფს მრა-
ვალმხრივი გამოყენება აქვს, მაგრამ ძირითადად იგი მაინც აზოტის
შემცველ ორგანულ სასუქად გამოიყენება.
აზოტის შემცველობა ტორფის ტიპის წარმოშობის, დაშლის ხა-
რისხისა და სხვა გარემოებათა მიხედვით, საკმაოდ დიდ ფარგლებში
მერყეობს. საერთოდ, ტორფებში შემავალი აზოტი მეტად მდგრადია
და ძნელად განიცდის მინერალიზაციას. მაღლობის ტორფში აზო-
ტის მინერალური ფორმა დაბლობის ტორფებთან შედარებით მეტია
და საერთო აზოტის 14-20%-ს შეადგენს; ამავე დროს, აზოტის მინე-
რალური ნაერთი შთანთქმული ამიაკის სახითაა. დაბლობის ტორ-

143
ფებში აზოტი გაცილებით მეტია მაღლობის ტორფებთან შედარე-
ბით და საშუალოდ 2,5%-ს უდრის, ზოგჯერ კი 3.8-4.0-საც აღწევს.
მაღლობის ტორფებისაგან განსხვავებით დაბლობის ტორფებში
შთანთქმული ამიაკი ძალზე მცირეა და საერთო აზოტის 1-2%-ია.
აზოტი ტორფში წარმოდგენილია ძირითადად ორგანული შე-
ნაერთებით და მცენარისათვის მისაწვდომი ხდება ორგანული ნივ-
თიერების მინერალიზაციის შესაბამისად, რასაც აჩქარებს ტორფის
დაკომპოსტება ნაკელთან, წუნწუხთან.
ფოსფორი ტორფში მცირე რაოდენობითაა, ვიდრე აზოტი. მაღ-
ლობის ტორფში - 0,05-0,15, დაბლობის ტორფში - 0,2-0,25, გარდამა-
ვალში - 0,1-0,25. ფოსფორის ამ რაოდენობის ორი მესამედი ლიმონ-
მჟავაში ხსნადია და მცენარისათვის შესათვისებელია.
კალიუმის შემცველობა ტორფებში მცირეა, მაგრამ მთლიანად
მცენარისათვის შესათვისებელი.
ტორფის მჟავიანობა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ტორფის
ტიპისა და მისი სოფლის მეურნეობაში გამოყენების ხერხების და-
სადგენად. ტორფი, რომლის მარილის გამონაწურში PH_5,5-ზე ნაკ-
ლებია, არ გამოდგება სასუქად. იგი უნდა გამოვიყენოთ პირუტყვის
სადგომში საგებად ან დავაკომპოსტოთ ნაკელთან ან კირთან, ნაცარ-
თან ან ფოსფორიტის ფქვილთან. უფრო მჟავეა მაღლობის ტორფი,
ნაკლებად მჟავეა დაბლობის ტორფი.
ტორფის ტენტევადობა და შთანთქმის უნარი. ტორფის ამ თვი-
სებას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, როცა ტორფს საფე-
ნად ვიყენებთ. მაღალი ტენტევადობა გააჩნია ნაკლებად დაშლილი
მაღლობის ტორფს, ვიდრე დაბლობისას.

17.2.ტორფის გამოყენება სოფლის მეურნეობაში

ტორფის გამოყენება სოფლის მეურნეობაში მრავალმხრივია.


იგი გამოიყენება საფენად, როგორც სხვადასხვა კომპოსტების შემად-
გენელი ნაწილი, ტორფსარგავი ქოთნების დასამზადებლად, და-

144
მულჩვისათვის და უშუალოდ სასუქად, სუფთა სახით ან მინერა-
ლურ სასუქებთან ერთად.
ტორფის გამოყენება საფენად. ტორფი შესანიშნავი მასალაა სა-
ფენისათვის პირუტყვის ფეხქვეშ სადგომებში. მისი მაღალი ტენტე-
ვადობა აპირობებს პირუტყვის თხიერი გამონაყოფის მაქსიმალურ
შთანთქმას, ხოლო მჟავიანობა და დიდი შთანთქმის ტევადობა _
ამიაკური აზოტის შენარჩუნებას. საფენად დამზადებულ ტორფს
უნდა ახასიათებდეს 25%-მდე დაშლის ხარისხი, ნაცრიანობა _ 10-
15%-მდე, ტენიანობა _ 50%, უნდა შეიცავდეს მერქნიან ნაწილებს
(60მმ-მდე ზევით) _ 10%. ამ მოთხოვნილებას ყველაზე უკეთ პასუ-
ხობს მაღლობის სფაგნუმის ტორფი. ნაკლებად გამოსადეგია საფე-
ნად მწვანე ხავსის, ისლის და ლერწმის ტორფი. საფენად შეიძლება
გამოვიყენოთ აგრეთვე დაბლობის ჭაობის _ ისლის ტორფი, რომ-
ლის დაშლის ხარიხი 20%-ზე ნაკლებია.
ტორფის კომპოსტირება. იგი წარმოადგენს მაღალხარისხოვანი
ორგანული სასუქის მიღების მნიშვნელოვან საშუალებას. დაკომპოს-
ტებისას ტორფს უმატებენ კირს, ფოსფორიტის ფქვილს, ხსნად მინე-
რალურ სასუქებს ან ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს (ნა-
კელს, ფეკალებს, წუნწუხს).
კირთან, ფოსფორიტის ფქვილთან ან ნაცართან დასაკომპოს-
ტებლად უმჯობესია გამოვიყენოთ ტორფი, რომლის PH_5-ზე ნაკ-
ლებია, ნაცრიანობა 10%-ზე ნაკლები, ხოლო დაშლის ხარისხი 20-
25%. ნაკელთან, წუნწუხთან, ფეკალებთან და მცენარეულ ნარჩენებ-
თან შეიძლება დაკომპოსტდეს ყველა სახის ტორფი.
ტორფ-ნაკელის კომპოსტები. კომპოსტების ყველაზე გავრცე-
ლებული სახეობაა ტორფ-ნაკელის კომპოსტი. კომპოსტისათვის გა-
მოიყენება როგორც დაბლობის, ისე მაღლობის ტორფი.
ტორფ-ნაკელის კომპოსტის მომზადება წარმოადგენს მაღალხა-
რისხოვანი ორგანული ნივთიერების გადიდების ერთ-ერთ უმნიშ-
ვნელოვანეს საშუალებას. ნაკელის გავლენით ტორფის აზოტი მოკ-
ლე ხანში ხდება უფრო მოძრავი და მცენარისათვის მისაწვდომი.

145
ტორფის რეაქცია არის მჟავე, ნაკელში დიდი რაოდენობითაა მიკრო-
ორგანიზმები, რომლებიც ამცირებენ ტორფის მჟავიანობას. მეორე
მხრივ, ტორფი როგორც მაღალი ტენტევადობის და შთანთქმის ტე-
ვადობის მქონე, კარგად აკავებს წუნწუხს და ამიაკურ აზოტს, რომე-
ლიც გამოიყოფა ნაკელის დაშლისას, რაც ამცირებს მათ დანაკარგს.
შეფარდება ნაკელსა და ტორფს შორის, დამოკიდებულია მათ
უზრუნველყოფაზე, ხარისხზე და წლის დროზე. ასე მაგალითად,
ზამთრის პერიოდში მათ შორის შეფარდება უნდა შეადგენდეს 1:1,
ხოლო ზაფხულში 1:3. ტორფს და ნაკელს აწყობენ შრეებად. ერთ
ტონა ნაკელს უმატებენ 3 ტ ნაკლებად გახრწნილ ან 4-5 ტ საკმაოდ
გახრწნილ ტორფს. მჟავე ტორფის ყოველ ერთ ტონაზე უმატებენ 30
კგ კირს.
კომპოსტის ჩაწყობა ხდება შემდეგი წესით: ნიადაგზე აფენენ
30-40 სმ სისქის და 2-2,5 მ სიგანის ტორფს, რომელსაც ზემოდან აყ-
რიან ნაკელს, ამ პროცესს იმეორებენ მანამ, სანამ კომპოსტის გროვის
სიმაღლე არ მიაღწევს 1,5-2 მეტრს. კომპოსტის გროვაში სინესტე არ
უნდა იყოს 60-70%-ზე ნაკლები. საჭიროების შემთხვევაში კომპოსტი
უნდა მოირწყას. ტორფ-ნაკელის კომპოსტის გამოყენება შეიძლება
მაშინ, როდესაც მუქ ფერს მიიღებს და ხელში ადვილად მტვრევადი
ხდება. ტორფის დაკომპოსტება ხდება 2,5-4 თვის განმავლობაში.
ტორფ-მინერალური კომპოსტები. ტორფი შეიძლება დავაკომ-
პოსტოთ სხვადასხვა მინერალურ ნივთიერებასთან. მაგალითად,
კირთან _ ტორფ-კირის კომპოსტი, ნაცართან - ტორფ-ნაცრის კომ-
პოსტი, ფოსფორიტის ფქვილთან - ტორფ-ფოსფორიტის ფქვილის
კომპოსტი, ფოსფორიტის ფქვილთან და ამონიუმის გვარჯილასთან
- გამდიდრებული კომპოსტი, ამიაკურ წყალთან - ტორფ-ამიაკის
კომპოსტი და სხვა.
ტორფ-კირისა და ტორფ-ნაცრის კომპოსტი. ტორფი, რომლის
რეაქცია მჟავეა (PH-5-ზე ნაკლებია) უნდა დაკომპოსტდეს კირთან ან
ნაცართან. ტორფის შტაბელად დაწყობის დროს, მის ყოველ 15-20 სმ
ფენას მოაყრიან კირს ან ნაცარს. კირიანი სასუქებიდან უმჯობესია

146
დოლომიტის გამოყენება.
კირთან დაკომპოსტება ხელს უწყობს ჭარბი მჟავიანობის განე-
იტრალებას, კალციუმითა და მაგნიუმით გამდიდრებას. კირის ნორ-
მა უმჯობესია დავადგინოთ ტორფის 0,8 ჰიდროლიზური მჟავიანო-
ბის მიხედვით.
პრაქტიკულად ტორფის 60-70% ტენიანობის პირობებში კირის
ნორმა შეადგენს ტორფის მასის 1-3%-ს, რაც მეტად მჟავეა ტორფი,
მით მეტი კირია საჭირო.
ტორფ-კირიანი კომპოსტის მომწიფება ხდება დაკომპოსტები-
დან 4-5 თვეში. იგი მდიდარია კალციუმით, ღარიბია ფოსფორით და
კალიუმით. ამიტომ საჭიროა ამ კომპოსტის გამოყენება ფოსფორიან
და კალიუმიან სასუქთან ერთად.
ტორფის ნაცართან დაკომპოსტება მიზნად ისახავს კომპოსტის
გამდიდრებას კალიუმით, ფოსფორით და კალციუმით, ასევე მჟავია-
ნობის ნაწილობრივ შემცირებას. ამ მიზნისათვის იყენებენ ნამჯის ან
ხისა და ტორფის ნაცარს. განიავებული ტორფის ყოველ ტონაზე
იღებენ 25-30 კგ ნამჯის ან ხის ნაცარს, ან 100-200 კგ ტორფის ნაცარს.
ამგვარი კომპოსტის მოსამზადებლად არ გამოდგება ძლიერ მჟავე,
არც მაღალი ნაცრიანობის მქონე ტორფი, კარგია საშუალოდ და
ძლიერ დაშლილი ტორფი.
ტორფ-ფოსფორიტის კომპოსტი. ფოსფორიტის ფქვილთან
ტორფის დაკომპოსტება ამ სასუქის ეფექტურობის გადიდების
მძლავრი საშუალებაა. ფოსფორიტის ფქვილი ტორფს ამდიდრებს
ფოსფორით, კალციუმით, ნაწილობრივ ამცირებს ტორფის მჟავია-
ნობას. ტორფის მჟავიანობა იწვევს ფოსფორიტის ფქვილის ფოსფო-
რის ხსნადობის გადიდებას. ფოსფორიტის ფქვილის ფოსფორის 30-
60% გადადის მცენარისათვის შესათვისებელ ფორმაში, დაკომპოს-
ტებიდან ერთი თვის შემდეგ. დაკომპოსტებისათვის იყენებენ მჟავე
ტორფებს, მაგრამ ის არ უნდა შეიცავდეს მოძრავ ალუმინს. ყოველ
ტონა 65-70% ტენიანობის ტორფს ემატება 10-30 კგ ფოსფორიტის
ფქვილი. დაკომპოსტების ვადაა 2-3 თვე.

147
ტორფ-ფოსფორიტის ფქვილის კომპოსტი გამოიყენება ყველა
ნიადაგზე, განსაკუთრებით იქ, სადაც ფოსფორიტის ფქვილი არ იძ-
ლევა მაღალ ეფექტს, ასეთებია: ქვიშნარი, ქვიშიან-კირიანი, კორდი-
ან-ეწერიანი ნიადაგები, ნეიტრალური ან ტუტე რეაქციის ნიადაგე-
ბი. ეს სასუქი გამოიყენება აზოტიან სასუქებთან ერთად, რადგან
ტორფში არსებული აზოტი შეტანის პირველ წელს კიდევ ნაკლებად
შესათვისებელ ფორმებშია. თუ ასეთ კომპოსტს დაემატება 5-10% ნა-
კელი, ფეკალური მასა ან წუნწუხი, კომპოსტის გახრწნის ხარისხი
გაიზრდება და მისი მომწიფება დაჩაქრდება.
ტორფ-ნეშომპალას ქოთნების დამზადება. ტორფს იყენებენ ჩი-
თილების, საკვები კულტურებისა და ქოთნების დასამზადებლად.
მათი დამზადებისათვის გამოყენებულ ნარევებში შედის სხვადასხვა
ორგანული და მიწის მასალა (ტორფი, კომპოსტები, ნეშომპალა,
ბელტის მიწა, ლამი), მინერალური სასუქები (აზოტიანი, ფოსფორი-
ანი, კალიუმიანი და მიკრო სასუქები).
ჩითილების ქოთნების დასამზადებლად უმჯობესია გამოვიყე-
ნოთ დაბლობის ან გარდამავალი ტორფი, ნეიტრალური ან სუსტად
მჟავე რექციით; 30-40% დაშლის ხარისხით და 3-15% ნაცრიანობით.
ქოთნების დასამზადებლად არ ვარგა, როგორც სუსტად დაშლილი,
ისე ძალზე დაშლილი ტორფი.
ტორფის გამოყენება სასუქად წინასწარი კომპოსტირების გარე-
შე. მაღლობის ტორფები უშუალოდ სასუქად არ გამოიყენება, რად-
განაც მისი მცირე ნორმები მოსავალს არ ადიდებს, ხოლო დიდი
ნორმები მჟავე ნიადაგებზე მოსავლის დაცემასაც კი იწვევს. ასეთი
ტორფები საფენად საუკეთესოა. მაღლობის ტორფების დაკომპოს-
ტების შედეგად მიიღება მაღალხარისხოვანი სასუქები.
დაბლობის ტორფი საფენად და დასაკომპოსტებლად გამოიყე-
ნება, მაგრამ მას იყენებენ უშუალოდ სასუქადაც. იგი უნდა იყოს
კარგად გახრწნილი, გახრწნის ხარისხი 45-50%-ზე ნაკლები არ უნდა
იყოს, კარგია 55% გახრწნის ხარისხით. უშუალოდ სასუქად გამოიყე-
ნება წინასწარ გამომშრალი ტორფი, რომლის სინესტე 60-76%-ია.

148
უშუალოდ სასუქად ტორფს ვიყენებთ ისეთ ნიადაგებზე, რომლებიც
ცუდი ფიზიკური თვისებებით ხასიათდება. მჟავე ნიადაგებზე მათი
გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ნიადაგის წინასწარი მოკირიანე-
ბა.
დაბლობის ტორფის უშუალოდ სასუქად გამოყენებისას უმჯო-
ბესდება ნიადაგის ფიზიკური, ფიზიკურ-ქიმიური, ქიმიური და ბი-
ოლოგიური თვისებები, იზრდება ნიადაგის წყალტევადობა, შთან-
თქმის უნარიანობა, ძლიერდება მიკროორგანიზმების ცხოველმყო-
ფელობა და სხვა. ტორფი ნიადაგში შეტანისას აუმჯობესებს მის
თვისებებს და ზრდის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავ-
ლიანობას. ასე მაგალითად, 36ტ. ტორფის შეტანისას ჭვავის მოსავა-
ლი საშუალოდ იზრდება 1,5_2ც-ით ჰა-ზე, ხოლო 72ტ-ის შეტანისას
_ 2,8ც-ით. ტორფის ეფექტი არ ამოიწურება ერთი წლით, მისი მოქ-
მედება სამ წლამდე და მეტ ხანსაც გრძელდება. ტორფის სინესტის
50%-ზე ქვევით დაწევა არ არის მიზანშეწონილი, რადგან ასეთი
ტორფის შეტანამ შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის გამოშრობა და
მოსავლის შემცირება. ყველაზე უკეთესია ნიადაგში შევიტანოთ 60-
75% სინესტის მქონე ტორფი.
ტორფის შეტანა მინერალურ სასუქებთან ერთად იწვევს მისი
ეფექტიანობის მკვეთრ გადიდებას. ამიტომ ფართოდ უნდა დაინერ-
გოს წარმოებაში ტორფისა და მინერალური სასუქების ერთობლივი
გამოყენება.
ტორფის გამოყენება მულჩად. განიავებული ტორფი სუფთა სა-
ხით ძალიან კარგი მასალაა დამულჩვისათვის. განსაკუთრებით ხე-
ხილის, კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების მოყვანის დროს.
დამულჩვის მიზანია _ დავიცვათ ნიადაგის ზედა ფენაში
წყლის, ჰაერის, კვებისა და ტემპერატურის საუკეთესო პირობები.
მულჩი გამოიყენება ნიადაგის ქერქის წარმოქმნის და სარეველების
განვითარების თავიდან ასაცილებლად.
დამულჩული კულტურის აღების შემდეგ (ან რიგთაშორის და-
მუშავებისას, ან მრავალწლიანი ნარგავების შტამბის ირგვლივ და-

149
მუშავების დროს) მულჩად გამოყენებულ ტორფს ჩახნავენ მისი დაშ-
ლის დასაჩქარებლად.
ამოშრობილი ტორფნარების გამოყენება. დაშრობილი ტორ-
ფნარები გამოიყენება ტორფის მოსაპოვებლად, მაგრამ მათი გამოყე-
ნება ასევე შეასაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მო-
საყვანად.
რაც უფრო ღრმა ფენას ავიღებთ ტორფისას, მით ნაკლებად ნა-
ყოფიერი ხდება ტორფნარი, უფრო ძნელი ხდება მისი მაღალპრო-
დუქტიულ სავარგულად გარდაქმნა. ამიტომ დარჩენილი ტორფნა-
რის სიღრმე 50სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
მჟავე ტორფნარები ათვისების წინ უნდა მოკირიანდეს. კირია-
ნი სასუქების ნორმას ასეთი ნიადაგებისათვის ანგარიშობენ 0,5 ჰიდ-
როლიზური მჟავიანობის მიხედვით (CaCO3 გადაანგარიშებით).
ტორფიანი ნიადაგები გამოირჩევა ორგანული ნივთიერების მა-
ღალი შემცველობით (85-95%), შთანთქმის ტევადობისა და ტენტევა-
დობის მაღალი უნარით, მაღალი ფორიანობითა და მცირე სიმტკი-
ცით. ამ ნიადაგებში მაღალია საერთო აზოტის შემცველობა, მცირეა
კალიუმი (გამონაკლისს წარმოადგენს მდინარის ლამით გამდიდრე-
ბული ტორფნარები), ღარიბია ფოსფორით, ამ მხრივ გამონაკლისია
დაბლობის ტორფნარი, რომელიც გამდიდრებულია გრუნტის
წყლის ფოსფორით. ამოშრობილ ტორფნარებზე კულტურების განო-
ყიერებისას საჭიროა ამ თვისებათა გათვალისწინება. ამ ნიადაგებზე
მეტად ეფექტურია კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქების გამოყე-
ნება.
ტორფიანი ნიადაგები, განსაკუთრებით მაღლობისა და გარდა-
მავალი ჭაობებიდან გამოსული, აზოტს შეიცავს ძნელად მინერალი-
ზებად ფორმაში. ამავე დროს ეს ნიადაგები ღარიბია მიკროფლო-
რით, ამიტომ ასეთ ნიადაგებზე, ათვისების პირველ წელს საჭიროა
აზოტიანი სასუქების გამოყენება ფოსფორიან და კალიუმიან სასუ-
ქებთან ერთად, ხოლო ძველ ნახნავ ტორფნარებზე აზოტიანი სასუ-
ქების გამოყენება საჭირო არ არის, რადგანაც აქ ადგილი აქვს ორგა-

150
ნული ნივთიერების ენერგიულ დაშლას და აზოტის მინერალური
ნაერთების წარმოქმნას.
ტორფნარების ათვისებიდან 10 წლის შემდეგ მათზე აზოტიანი
სასუქების გამოყენება ეფექტური არ არის.
რადგან ახლად ათვისებული ტორფნარი ღარიბია მიკროფლო-
რით, მათი ნაყოფიერების ასამაღლებლად კარგია ბაქტერიული სა-
სუქების ან ბაქტერიების შემცველი ორგანული სასუქების _ ნაკე-
ლის, წუნწუხის, მცირე ნორმით - 5-8 ტ/ჰა გამოყენება. ეს ხელს
უწყობს ორგანული ნივთიერების დაშლის დაჩქარებას.
ტორფიანი ნიადაგები ღარიბია მიკროელემენტებით, განსა-
კუთრებით სპილენძით. მისი მცირე რაოდენობა გამოწვეულია
ტორფის ორგანული ნივთიერების მიერ სპილენძის ძლიერი შებოჭ-
ვით. სპილენძის მაქსიმალური რაოდენობა ტორფნარებში აღწევს 8
მგ 1კგ ნიადაგზე, ხოლო ზოგიერთ მინერალურ ნიადაგში 20-100 მგ-
ის ფარგლებშია. მცენარე სპილენძზე მაღალ მოთხოვნას ამჟღავნებს
მაშინ, როდესაც მისი შემცველობა მჟავე ნიადაგში 4-5 მგ-ზე ნაკლე-
ბია, ხოლო მოკირიანებულზე 6-7 მგ 1კგ ნიადაგზე. სპილენძის დე-
ფიციტის თავიდან ასაცილებლად ნიადაგში შეაქვთ შაბიამანი -
25კგ/ჰა ან პირიტის ნამწვავი - 50კგ/ჰა, 4-5 წელიწადში ერთხელ.
ტორფის დაკომპოსტება უშუალოდ ამოშრობილ ტორფნარებ-
ზე
როდესაც ტორფნარები გასანოყიერებელი მინდვრების ახლოს
მდებარეობს, ტორფ-კომპოსტებს ამზადებენ ადგილზე, რაც სასუქის
სატრანსპორტო ხარჯებსა და კომპოსტების თვითღირებულებას ამ-
ცირებს, ტორფის გაფხვიერებასთან ერთად, დაკომპოსტების ამ წე-
სის დროს, დაქუცმაცებულ ტორფს ურევენ ფოსფორიტის ფქვილს,
ნაკელს, წუნწუხს ან ფეკალურ მასას. შემდგომ ტორფს აგროვებენ და
დგამენ ბურტებად.
ზოგჯერ ტორფნარებში თესენ პარკოსან ბალახებს, რომელსაც
ჩახნავენ ტორფის ფრეზირების წინ, შემდეგ მასზე გადაატარებენ
დისკოებიან ფარცხს, აგროვებენ და დგამენ ბურტებად. ტორფნარში

151
შეიძლება ჩაიხნას მცენარეული მასა-ფესვები და ნაწვერალი, ხოლო
მოთიბული მასა გამოიყენება ცხოველების საკვებად. პარკოსნების
თესვისას გამოიყენება ჩვეულებრივი მინერალური სასუქები. ამი-
სათვის შემოდგომით ამომშრალ ტორფს გადახნავენ. თუ ნიადაგი
მჟავეა, მოხვნის წინ შეაქვთ 5-8 ტ კირი ჰექტარზე. გაზაფხულზე გა-
დაატარებენ დისკებიან ფარცხს, მისი საშუალებით ნიადაგში ჩააკე-
თებენ ერთ ტონა ფოსფორიტის ფქვილს, 4-5 ტ/ჰა ქლორკალიუმს.
შემოდგომით დატკეპნიან და თესენ პარკოსან კულტურას, რომელ-
თა თესლი წინასწარ დამუშავებულია ნიტრაგინით და მოლიბდენ-
მჟავა ამონიუმის ხსნარით. პარკოსნებს თიბავენ ყვავილობისა და
დაპარკების სტადიაში, რომელიც გააქვთ ცხოველების საკვებად.
დარჩენილ ნაწვერალსა და ფესვებს ჩახნავენ ნიადაგში, ზოგჯერ
მთელი პარკოსნის მოსავლის მასას ჩახნავენ.

152
18. მწვანე სასუქები და მისი მნიშვნელობა სოფლის
მეურნეობისათვის

მწვანე სასუქი ნედლი მცენარეული მასაა, ნიადაგში ჩახნული


მისი ორგანული ნივთიერებით და აზოტით გამდიდრებისათვის.
მწვანე სასუქის მცნება პირობითია, რადგან ამ ღონისძიებაში
იგულისხმება ნიადაგში არა მარტო მცენარის მწვანე მასის, არამედ
ფესვთა სისტემის, კოჟრის ბაქტერიებისა და კოჭრების ჩახვნა, რაც
აძლიერებს მწვანე სასუქის ეფექტურობას.
მწვანე სასუქი აგროტექნიკური ხერხია. ამ ხერხს სიდერაციას
უწოდებენ, ხოლო ამ მიზნისათვის გამოყენებულ მცენარეებს _ სი-
დერატებს.
სიდერატებად იყენებენ პარკოსან მცენარეებს, როგორიცაა: ხან-
ჭკოლა, საშემოდგომო ცერცველა, ძიძო, ჩიტიფეხა, სოია. ზოგჯერ
არაპარკოსან მცენარეებსაც იყენებენ მწვანე სასუქად (მდოგვი, წიწი-
ბურა), ზოგჯერ პარკოსანი და მარცვლოვანი კულტურების ნარევს.
მაგალითად ცერცველა-შვრიის ნარევს.
პარკოსანი მცენარეების გამოყენება მწვანე სასუქად მეტად
მნიშვნელოვანია. მათ უნარი შესწევთ გამოიყენონ და ნიადაგში
ბმულ მდგომარეობაში გადაიყვანონ ატმოსფეროს თავისუფალი
აზოტი.
როგორც ცნობილია, ატმოსფერული აზოტი N2 გამოირჩევა
ინერტულობითა და ძლიერ სუსტი ქიმიური აქტივობით. აზოტის
მოლეკულაში ატომები სამმაგი კავშირითაა შეკავშირებული; მათი
დისოციაციისათვის საჭიროა დიდი ენერგია. აზოტის და ჟანგბადის
NO ნაერთის მისაღებად დაჟანგვითი პროცესი უნდა წარიმართოს
ელექტრულ რკალში, რომლის ტემპერატურა 32000-ია, ამიაკის მისა-
ღებად საჭიროა აზოტისა და წყალბადის გახურება 5000 ტემპერატუ-
რამდე და 200-300 ატმოსფერული წნევით ზემოქმედება, მაგრამ არ-
სებობენ მიკროორგანიზმები, რომლებსაც თავიანთი ფერმენტებით,
ჩვეულებრივი ტემპერატურისა და წნევის დროს, შეუძლიათ ბიოქი-

153
მიურად შებოჭონ ატმოსფერული აზოტი, ასეთ ბაქტერიებს მიეკუთ-
ვნებიან ნიადაგში თავისუფლად მცხოვრები მიკროორგანიზმები
(კოჟრის ბაქტერიები).
აზოტის ბიოლოგიურ ფიქსაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს
სოფლის მეურნეობისათვის. ატმოსფერული აზოტის მარაგი პრაქ-
ტიკულად ამოუწურავია, ამავე დროს მცენარეთა უმეტესობის (პარ-
კოსნების გარდა) არ შესწევს უნარი ატმოსფერული აზოტის გამოყე-
ნებისა. ამიტომ მიკროორგანიზმების მიერ შებოჭილი აზოტი იაფი
წყაროა.
პარკოსანი კულტურების მიერ ფიქსირებული აზოტი, რომე-
ლიც ფესვებსა და სანაწვერალო ნარჩენებშია, კორდის ჩახვნის შემ-
დეგ მთლიანად გადადის ნიადაგში.
ძალზე დიდია სიდერატის როლი ნიადაგის ჰუმუსის დაგრო-
ვებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალწლიანი
პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახების ნარევი. ჰუმუსი კი, როგორც
ცნობილია ნიადაგის ნაყოფიერების განმსაზღვრელია.
ნიადაგში ჰუმუსის დაგროვება დამოკიდებულია მწვანე სასუ-
ქად გამოყენებულ მცენარეთა სახეობაზე, ჩახნული მასის რაოდენო-
ბასა და ერთსა და იმავე ნაკვეთზე მწვანე სასუქების გამოყენების
ხანგრძლივობაზე. ერთხელ გამოყენებული მწვანე სასუქი, მართა-
ლია, მოსავალს ადიდებს და ზოგჯერ შემდგომქმედებასაც ამჟღავ-
ნებს, მაგრამ ჰუმუსის მატება შეიძლება უმნიშვნელო იყოს.
მრავალწლიანი ბალახი, ჰუმუსისა და აზოტის დაგროვებასთან
ერთად ხელს უწყობს ნიადაგის ფიზიკური თვისებების გაუმჯობე-
სებას, რაც ნაყოფიერების ამაღლების მნიშვნელოვანი პირობაა. ვ. ვი-
ლიამსი აღნიშნავდა, რომ არახელსაყრელ პირობებშიც კი (კერძოდ
ტენის ნაკლებობისას) ორი წელი საკმარისია იმისათვის, რომ მრა-
ვალწლიანმა ბალახმა აღადგინოს ნიადაგის სტრუქტურა.
რთული გორაკ-ბორცვიანი რელიეფი, მთელ რიგ რაიონებში
უხვი ნალექები, აგრეთვე ტყეების უსისტემო გაჩეხვა-ძირითადი მი-
ზეზია ქარისა და წყლისმიერი ეროზიებისა. ამ ნიადაგების ნაყოფიე-

154
რების აღსადგენად მარტო მინერალური სასუქები რომ გამოვიყე-
ნოთ, ათეული წლებია საჭირო.
ვ. მაჭავარიანის მონაცემებით, მრავალწლიანი ბალახების თეს-
ვით თითქმის მთლიანად ჩერდება ეროზიული პროცესები. მინიმუ-
მამდე მცირდება ჩამონადენები. ქარისმიერი ეროზია მცირდება.
პარკოსანი ბალახები ნიადაგს მარტო აზოტით კი არ ამდიდრებენ,
არამედ ამცირებენ აზოტის გამორეცხვას ნეშომპალა-კარბონატულ
ნიადაგებიდან (4-5 ჯერ მცირდება). ტყის ყომრალ ნიადაგზე აზო-
ტის გამორეცხვა სამჯერაა შემცირებული.
ამრიგად, მწვანე სასუქი ხასიათდება შემდეგი დადებითი თვი-
სებებით:
1. ჩახნული მწვანე მასა ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივ-
თიერებით, რის შედეგადაც უმჯობესდება მისი ფიზიკურ-ქიმიური
თვისებები (წყლისა და თერმიული რეჟიმი, აერაცია და სხვ), რაც ნი-
ადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და სასოფლო-სამეურნეო მცენა-
რეთა მოსავლიანობის გადიდების ერთ-ერთი პირობაა;
2. ნიადაგი მდიდრდება მცენარისათვის აუცილებელი საკვები
ელემენტით, როგორიცაა აზოტი;
3. მცირდება ნიადაგის ეროზია და მატულობს მისი ნაყოფიე-
რება;
4. მცირდება ნიადაგის აზოტის ჩარეცხვა, რის შემდეგაც უმჯო-
ბესდება აზოტის ბალანსი;
5. იზრდება ნიადაგში თავისუფლად მცხოვრები აზოტფიქსა-
ტორი მიკროორგანიზმების აქტივობა, რასაც მოსდევს ატმოსფერუ-
ლი აზოტის ფიქსაციისა და ნიადაგის აზოტის მარაგის გადიდება;
6. ჩახნული მწვანე მასის გახრწნის შედეგად ხდება ნახშირორ-
ჟანგის გამოყოფა, რაც აძლიერებს მცენარის ფოტოსინთეზს;
7. სიდერატებად გამოყენებული პარკოსანი კულტურები ივი-
თარებენ ღრმა ფესვთა სისტემას, აფხვიერებენ ნიადაგს და ქვედა ფე-
ნებიდან ითვისებენ საკვებ ელემენტებს. სიდერატების ჩახვნის შემ-
დეგ სახნავი ფენა მდიდრდება მცენარისათვის საჭირო საკვები ელე-

155
მენტებით.
8. ზოგიერთ სიდერატს (ხანჭკოლა) შესწევს უნარი შეითვისოს
ფოსფორი ძნელადხსნადი ნაერთებიდან (რკინის, ალუმინისა და
კალციუმის სამჩანაცვლებული ფოსფატი) და დაუბრუნოს ნიადაგს
ორგანული ნაერთების სახით, რომლებიც მინერალიზაციის შედე-
გად მისაწვდომი ხდებიან სხვა კულტურებისათვის;
9. კარგად განვითარებული სიდერატები ჩაგრავენ სარეველა
ბალახებს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ეკო-
ნომიკური, ისე გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც, რადგან თავი-
დან ავიცილებთ სარეველების წინააღმდეგ შხამქიმიკატების გამოყე-
ნებას.

18.1. მწვანე სასუქის მოქმედება ნიადაგის ნაყოფიერებაზე

მწვანე სასუქი, როგორც ყველა სხვა ორგანული სასუქი დადე-


ბითად მოქმედებს ნიადაგის თვისებებსა და სასოფლო-სამეურნეო
კულტურების მოსავალზე.
პაკროსნების თესვის შემთხვევაში მწვანე სასუქის გამოყენების
ძირითადი მიზანია ნიადაგის გამდიდრება აზოტითა და ორგანული
ნივთიერებებით.
ერთი და იგივე ნიადაგობრივ და აგროტექნიკურ პირობებში
სხვადასხვა პარკოსანი კულტურა არაერთნაირი რაოდენობით ამ-
დიდრებს ნიადაგს აზოტით, ორგანული ნივთიერებით და მცენარი-
სათვის საჭირო სხვა საკვები ელემენტებით.
მწვანე სასუქის გამოყენებისას პარკოსნების მიწისზედა ნაწი-
ლების რაოდენობით არ განისაზღვრება აზოტისა და ორგანული
ნივთიერებების დაგროვება, რადგანაც ნიადაგში იხვნება პარკოსანი
მცენარეების მიწისქვედა ნაწილებიც (ნაწვერალი, ფესვები).
მწვანე სასუქებს აქვს თავისი სპეციფიკური თავისებურაბანი.
სიდერატების მწვანე მასაში იმყოფება აზოტის დაახლოებით
ისეთივე რაოდენობა (ან მეტიც), როგორც ნაკელში.

156
სიდერატების მიწისზედა ნაწილების შემადგენლობა

მცენარე მწვანე მასა მწვანე მასაში აზოტის რაოდენო-


ტ/ჰა ბა კგ
ხანჭკოლა 16-30 80-150
ცერცველა 16025 80-130
ბარდა 13-15 75-130
ჩიტიფეხა 12-28 60-140
ცულისპირა 10-18 50-90
იონჯა 14-23 85-140
სამყურა 13-26 70-140
ცერცვი 15-25 80-140

პარკოსნების მიწისქვეშა ნაწილების რაოდენობა და მასში საკ-


ვებ ნივთიერებათა შემცველობა

მცენარე მიწისქვეშა ნაწილე- აზოტი ფოსფორი კალიუმი


ბის და ნაწვერალის % % %
რაოდენობა
კგ
ხანჭკოლა 2000 50 10 12
იონჯა 5500 75 22 20
სამყურა 5000 100 47 45
ესპარცეტი 3400 60 16 24

ფოსფორი და კალიუმი მასში მცირეა, რომლის შევსება შეიძ-


ლება ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანით უშუალოდ
სიდერატების ქვეშ ან მათი ჩახვნის წინ.
მწვანე სასუქის აზოტის მცენარეების მიერ გამოყენების კოეფი-
ციენტი (მოქმედების პირველ წელს) თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე
ნაკელის აზოტისა. მწვანე სასუქის ჩახვნისას მთლიანად გამორი-
ცხულია მასში დაგროვილი აზოტის დანაკარგები, მაშინ, როდესაც
ნაკელის შენახვის, გადატანის და ნიადაგში ჩახვნისას, ძნელია აზო-

157
ტის დანაკარგების თავიდან აცილება. მწვანე სასუქი ნიადაგში იხ-
რწნება უფრო ჩქარა, ვიდრე უჯრედისით მდიდარი სხვა ორგანული
სასუქი.
მწვანე სასუქი, ჩახნული ნიადაგში, რამდენადმე ამცირებს მჟა-
ვიანობას, ამცირებს ალუმინის მოძრაობას, ადიდებს ბუფერობას,
შთანთქმის ტევადობას, ტენტევადობას, წყალგამტარობას, აუმჯობე-
სებს ნიადაგის სტრუქტურას, ნიადაგის მიკროორგანიზმების ცხო-
ველმყოფელობას. განსაკუთრებით სიდერატების ზრდის და განვი-
თარების პერიოდში შეინიშნება მათ ფესვებზე დასახლებული კოჟ-
რის ბაქტერიების გადიდებული ცხოველმყოფელობა. კოჟრის ბაქტე-
რიები ახდენენ ატმოსფეროს აზოტის ფიქსაციას და ბიოლოგიურად
სუფთა აზოტს აგროვებენ ნიადაგში.
ჩახნული მწვანე სასუქის დაშლისას ნიადაგისა და მისი ქვედა
ფენების ჰაერი ნახშირმჟავით მდიდრდება, ნიადაგში დიდი რაოდე-
ნობით გროვდება მცენარისათვის შესათვისებელი ნაცრის ელემენ-
ტები. ასევე ერთდროულად მიმდინარეობს საკვები ნივთიერების
შთანთქმა მიკროორგანიზმების მიერ, რაც მათ და კერძოდ აზოტის
ქვედა ჰორიზონტებში ჩარეცხვის შესაძლებლობას მკვეთრად ამცი-
რებს.
მწვანე სასუქების დაშლისას წარმოიქმნება CO2, რითაც მდიდ-
რდება ნიადაგი და ნიადაგის ზედაპირზე ჰაერი.
პარკოსანი მცენარეები ძლიერ ღრმად ინვითარებენ ფესვთა
სისტემას, აფხვიერებენ ნიადაგის ქვედა ფენებს და იქ არსებული
საკვები ელემენტების შეთვისების შედეგად ამოაქვთ ზედა ფენებში.
სასიდერაციო კულტურების მიერ მძლავრი ფესვთა სისტემის
განვითარებისა და ნიადაგის ზედაპირზე გართხმული დიდი მწვანე
მასის შექმნის შედეგად, მცირდება ეროზია. მწვანე სასუქის ამ მხა-
რეს დიდი მნიშვნელობა აქვს ჭარბეტიანი რაიონებისა და დაქანებუ-
ლი, მთაგორიანი ადგილებისათვის.
სიდერატის მწვანე მასის მულჩად გამოყენება აუმჯობესებს
წყლიერ და ტემპერატურულ რეჟიმს. კარგად განვითარებული სასი-

158
დერაციო მცენარეები ახშობენ სარეველებს, შთანთქავენ ნიტრატებს,
ამით წინ აღუდგებიან ნიტრატების დანაკარგს და ნიტრატებით გა-
რემოს გაჭუჭყიანებას.

# მწვანე სასუქის ფორმები გამოყენების პირო- გამოყენებული სი-


ბები დერატები
1 დამოუკიდებელი ნათე- ფართობი უკავია ლურჯი ხანჭკოლა,
სი მთელი ვეგეტაციის იონჯა, სამყურა,
პერიოდში, იყენებენ კურდღლისფრჩხი-
უმთავრესად ძლიე ლა, ლესპედეზა
ჩამორეცხილ და
დაბალნაყოფიერ
ნიადაგებზე
2 შუალე- გამოთესილი ძირითადი კულტუ- ცერცველა, ცულის-
დური რის საფარზე, პირა, ბარდა, თეთ-
მწკრივთაშორისებ- რი, ყვითელი და
ში ლურჯი ხანჭკოლა
სანაწვერალო ძირითადი კულტუ- და მათი ნარევი
რის აღების შემდეგ ქერთან, შვრიასთან
და ჭვავთან
3 საცელავი ფორმა ითესება სხვა ნაკ- მრავალწლიანი სი-
ვეთზე და მიღებუ- დერატები
ლი მწვანე მასა გასა- (ლურჯი ხანჭკოლა,
ნოყიერებელი კულ- იონჯა, წითელი
ტურისათვის გან- სამყურა, კურ-
კუთვნილ ფართობ- დღლისფრჩხილა
ზე შეაქვთ და ლესპედეზა)
4 ნაწვერალის (წამონაზარ- ნიადაგში მწვანე სა- შვრი, ცერცველა
დის) გამოყენება სუქად ნაწვერალისა
და ფესვების ჩახვნა.
ამ ფორმის მწვანე
სასუქის გამოყენე-
ბის პირობებში პირ-
ველი ნათიბი გამო-
იყენება პირუტყვის
159
საკვებად ან სხვა
ნაკვეთის გასანოყი-
ერებლად, ან მულ-
ჩად

ციტრუსების ბაღში საშემოდგომო-საზამთრო სიდერატების გა-


მოყენება იწვევს წყლისა და საკვები ელემენტების მიმართ კონკუ-
რენციას. გვიან შემოდგომასა და ზამთარში ძირითად კულტურას
ართმევს საკვებს სასიდერაციო კულტურები, რის გავლენითაც ციტ-
რუსები იძულებით გადადიან შესვენების სტადიაში და მათი ყინვი-
სადმი გამძლეობა იზრდება.
მწვანე სასუქი ძირითადი საშუალებაა ნაკლებად კულტურუ-
ლი (განსაკუთრებით ქვიშნარი და ქვიშიანი) ნიადაგების ნაყოფიე-
რების გადიდებისათვის. მის გამოყენება აუცილებელია პირველ
რიგში იმ რაიონებში, სადაც მცირეა ნაკელის რესურსები ან გაძნე-
ლებულია მათი ნაკვეთში მიზიდვა. ამ მხრივ სუბტროპიკული ზო-
ნისათვის ყველა ორგანულ სასუქთა შორის საუკეთესოა მწვანე სა-
სუქები, მის გამოყენებაზე გაწეული ხარჯები უმნიშვნელოა, ნაკელ-
თან შედარებით.

18.2. მწვანე სასუქის ფორმები

მწვანე სასუქის ფორმები იცვლება კლიმატის, ნიადაგის, მწვანე


სასუქად დათესილ მცენარის თავისებურებათა მიხედვით. იმის მი-
ხედვით, თუ წლის რომელ პერიოდში მიმდინარეობს მათი ვეგეტა-
ცია, არსებობს სიდერატები: გაზაფხულ-ზაფხულის, ზამთრისა და
საშემოდგომო.

160
# სიდერატები თესვის პე- გამოყენებული სახეობები
რიოდი
1 გაზაფხული- თებერვალი- ყვითელი და ლურჯი ხანჭკოლა,
ზაფხულის ივნისი ბრინჯისებრი ლობიო, სოია და სხვ.
2 საშემოდგომო ივლისი-აგ- ყვითელი და ლურჯი ხანჭკოლა,
ვისტო ბარდა, ცერცველა
3 ზამთრის სექტემბერი- თეთრი ხანჭკოლა, მინდვრის ბარ-
თებერვალი და, ჩიტიფეხა, ცერცველა, ცულის-
პირა

18.3.ნიადაგში მწვანე სასუქის დაშლა

სიდერატების ნიადაგში ჩახვნის ვადის განსაზღვრისას მხედ-


ველობაში უნდა მივიღოთ ჩასახნავი მცენარის განვითარების ფაზე-
ბი. ადრეულ ფაზებში ნიადაგში ჩახნული მცენარის მწვანე მასა უფ-
რო ჩქარა იხრწნება, მაგრამ გახრწნის სიჩქარის გარდა, მწვანე სასუ-
ქების ეფექტურობის მიზნით, მნიშვნელობა აქვს ნიადაგში ჩასახნავ
მწვანე მასის რაოდენობას და სიდერატებში აზოტის დაგროვებას,
რომელიც გრძელდება მცენარის სიმწიფის დასაწყისამდე. ამიტომ,
თუ მწვანე მასის გახრწნისათვის ნიადაგში პირობები არსებობს, მა-
შინ სიდერატების ჩახვნის საუკეთესო ფაზად ჩაითვლება ყვავილო-
ბისა და მწვანე პარკების ამოღების ფაზა, ადგილი არ უნდა ჰქონდეს
მცენარის ღეროს გაუხეშებას. ამ პერიოდში ჩახვნას ის უპირატესობა
აქვს, რომ ამ დროს მცენარეში დაგროვილია საკმაო რაოდენობით
აზოტი და ადვილადხსნადი ორგანული ნივთიერებები, რაც უზ-
რუნველყოფს მწვანე სასუქის მაღალ ეფექტურობას. სიდერატების
ჩახვნის სიღრმე დამოკიდებულია სიდერატების სახეობასა და ნია-
დაგის თვისებებზე.
ამასთანავე, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ მწვანე სასუქი
ქვიშიან ნიადაგზე უნდა ჩაიხნას უფრო ღრმად, ვიდრე თიხიან ნია-
დაგებზე. სიდერატების მწვანე მასაში აზოტი იმყოფება უმთავრე-
სად ცილოვანი ნაერთების სახით. ორგანული ნივთიერების გახრწნა
მიმდინარეობს ამონიფიკაციის და ნიტრიფიკაციის პროცესის შედე-
161
გად, რის გამოც მწვანე სასუქებში შემავალი აზოტი გადადის მცენა-
რისათვის შესათვისებელ ფორმაში. აზოტის შეთვისება არაერთნაი-
რია. აზოტის შესათვისებელ ფორმაში გადასვლის სიჩქარე დამოკი-
დებულია ორგანულ ნივთიერებაში ნახშირწყლების შემცველობაზე.
ნიადაგში მწვანე მასის მინერალიზაცია და მასში შემავალი აზოტის
გადაყვანა მცენარისათვის მისაწვდომ ფორმებში იზრდება ნაკელის
შეტანით, რადგანაც სიდერატების მწვანე მასაში შეაქვთ ორგანული
ნივთიერებების დამშლელი ბაქტერიები. ე.ი. თესლბრუნვაში მწვანე
სასუქის, მინერალური სასუქებისა და ნაკელის ერთდროული გამო-
ყენება ერთიმეორეს კი არ ეწინააღმდეგება, არამდე პირიქით, მათი
მოქმედება ძლიერდება.

162
19. მდინარის შლამი

მდინარის წყალში მოლივლივე ნივთიერების სასუქად გამოყე-


ნება უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგალითად, ცნობილია,
რომ მდინარე ნილოსის ნაპირებიდან წყლის დროებით გადმოვარ-
დნის შედეგად (წყალდიდობის დროს) ფართობები იშლამებოდა,
რასაც მოსახლეობა იყენებდა საუკეთესო მოსავლის მისაღებად.
როგორც მდინარე ნილოსის, ისე მრავალი სხვა მდინარის ნალე-
ქი მდიდარია მცენარისათვის საჭირო ნივთიერებით და ამ ნალექის
ფართობზე ხელოვნურად დაგროვება ნიადაგის განოყიერების ერთ-
ერთ სახეს წარმოადგენს.
წყალში მოლივლივე ნივთიერებით ნიადაგის განოყიერებას დი-
დი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივად ღარიბ, უნაყოფო ნიადაგებისათ-
ვის, განსაკუთრებით კი ქვიშნარი და ტორფნარი ნიადაგებისათვის.
წყალში მოლივლივე ნივთიერების სასუქად გამოყენება საკმაოდ
გავრცელებულია საქართველოს დასავლეთ ნაწილში განსაკუთრე-
ბით ეწერ ნიადაგებზე.
ხშირად მოსახლეობა იყენებს არხებში დაგროვილ ნალექს, რო-
მელიც გააქვთ ფართობებზე ჩვეულებრივი წესით ჩასახნავად.
რწყვას ნიადაგის გასანოყიერებლად ჩვეულებრივ შემოდგომა-
ზამთრის პერიოდში მიმართავენ, განსაკუთრებით კი, ზამთრის ბო-
ლოს და გაზაფხულის დასაწყისში, როდესაც ფართობები ჯერ კიდევ
არაა დათესილი და სარწყავ წყალში ნალექის დიდი რაოდენობაა.
რწყვას, ჩვეულებრივ, ფართობზე დატბორების წესით აწარმოე-
ბენ. აქაც ფართობი წინასწარ იყოფა ცალკეულ სარწყავ ფართობებად
იმ ვარაუდით, რომ შესაძლებელ იქნეს მთელ ფართობზე წყლის
დატბორება.
რაც უფრო თანაბარზომიერად მიმდინარეობს წყლის მიწოდება
და ფართობიდან მისი გადაშვება, მით უფრო მეტ ნალექს დატოვებს
წყალი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო მეტი
რაოდენობის წმინდა ნალექი ილექება. ყოველ შემთხვევაში, უნდა

163
გვახსოვდეს, რომ ნალექის უწვრილესი ნაწილები საკვებ ნივთიერე-
ბას ადვილად გამოსაყენებელი სახით შეიცავენ. [რ. ლორთქიფანიძე,
ნ. კელენჯერიძე-„აგროლანდშაფტების მელიორაციული ტექნოლო-
გიები“. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემ-
ლობა. ქუთაისი 2015წ. გვ.4].

164
20. სასუქების მოქმედება მოსავლის შედგენილობასა და ხარისხზე

სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მოშენების ძირითადი მიზა-


ნია გარკვეული ქიმიური ნივთიერებების მიღება: ცილების, ცხიმე-
ბის, სახამებლის, შაქრების, ვიტამინების, ალკალოიდების, ეთერზე-
თების, კაუჩუკის და ა.შ., რომლებიც გამოიყენება როგორც ადამია-
ნის კვების პროდუქტად, ასევე ცხოველებისათვის საკვებად და
მრეწველობისათვის ნედლეულად. მცენარეების მოშენებისას საჭი-
როა ვეცადოთ მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება, იმ ძვირფასი ქი-
მიური ნივთიერებების მაქსიმალური შემცველობით, რა მიზნითაც
ხდება მათი მოშენება.
მოსავლის ხარისხის შეცვლა შეიძლება დიდ ფარგლებში. ამა თუ
იმ ხარისხის მოსავლის ფორმირებამდე მიმყვანი ძირითადი პროცე-
სებია ერთის მხრივ ცილების და სხვა აზოტოვანი შენაერთების, ხო-
ლო მეორეს მხრივ - ნახშირწყლების ან ცხიმების ბიოსინთეზი. ორი-
ვე ეს პროცესი მოითხოვს სხვადასხვა პირობებს და თითქმის ცილე-
ბის ბიოსინთეზის გაძლიერებისას, ნახშირწყლების და ცხიმების
დაგროვება მცირდება, ხოლო ცილების ბიოსინთეზის პროცესების
ინტენსივობის შემცირებისას ძლიერდება მცენარეებში ნახშირწყლე-
ბის შედარებითი დაგროვება. გამოკვლეულია გარემო არეს მრავალი
ფაქტორის გავლენა მცენარის ქიმიური შედგენილობის რაოდენობ-
რივ და ხარისხობრივ ცვალებადობაზე. ასეთი ფაქტორებია: ტემპე-
რატურა, ნიადაგის და ჰაერის ტენიანობა, სინათლის რაოდენობა და
ხარისხი, ნიადაგური პირობები, აგროტექნიკა და ა.შ. ერთ-ერთ ყვე-
ლაზე ეფექტურ ფაქტორს წარმოადგენს სასუქები.
სასუქების გამოყენებით მცენარეების ქიმიურმა შედგენილობამ
და მოსავლის ხარისხმა შეიძლება განიცადონ მნიშვნელოვანი ცვა-
ლებადობა. მცენარეში შესული აზოტი მალე გარდაიქმნება ამინომ-
ჟავებად, რომლებიც აუცილებელია ცილოვანი ნივთიერებების, ნუკ-
ლეინის მჟავების, ალკალოიდების და სხვა შენაერთების ბიოსინთე-
ზისათვის. აზოტი შედის აგრეთვე ქლოროფილის, რიგი ვიტამინე-

165
ბის, ჰორმონების და ა.შ. შემადგენლობაში. ამიტომ აზოტური კვების
კარგი პირობები ხელს უწყობს მცენარეებში ამ შენაერთების უფრო
ინტენსიურად დაგროვებას.
მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ხარისხისათ-
ვის მთავარი მნიშვნელობა აქვს გამოყენებული აზოტიანი სასუქების
ფორმებს. მცენარეების ამიაკური კვებისას ნივთიერებათა ცვლა იც-
ვლება დიდი რაოდენობით აღდგენითი შენაერთების (ეთერზეთები,
ალკალოიდები) დაგროვების მიმართულებით. ხოლო ნიტრატული
აზოტის წყაროს შემთხვევაში ძლიერდება ჟანგვითი შენაერთების,
უმთავრესად ორგანული მჟავების წარმოქმნა.
ფოსფორი მცენარეში დიდ გავლენას ახდენს მრავალ ბიოქიმი-
ურ პროცესებზე, რომელიც უშუალო მონაწილეობას იღებს შაქრე-
ბის, სახამაბლის, ცილების, ცხიმების და მრავალი სხვა შენაერთების
სინთეზში და დაშლაში. იზრდება ცილების და ნახშირწყლების სინ-
თეზი.
კალიუმი დადებით მოქმედებას ახდენს ფოტოსინთეზის ინტენ-
სივობაზე და მცენარეში სახაროზის, სახამებლის და ცხიმების ბიო-
სინთეზზე.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო
კულტურებში ცილის შემცველობის გადიდებას. ყველაზე მისაწ-
ვდომი, ფართოდ გავრცელებული და იაფფასიანი ცილის წყაროა
მარცვლოვნები და მარცვლოვანი პარკოსნები. ამიტომ დიდი ყურა-
დღება ექცევა მათში ცილების შემცველობას.
მარცვლოვანი კულტურის მოსავლის ხარისხის გადიდებისათ-
ვის დიდი მნიშვნელობა აქვს აზოტიანი სასუქების შეტანის ვადებს,
როგორც ცნობილია, საშემოდგომო მარცვლოვნები ეფექტურად იყე-
ნებენ აზოტს, მისი ნიადაგში გამოკვების მიზნით შეტანისას, რომე-
ლიც გამოიყენება თესლების წარმოქმნისათვის.
სიმინდის მაღალი მოსავალის შემთხვევაშიც კი მასში ცილოვა-
ნი ნივთიერებების გაზრდისათვის აზოტიანი სასუქები საჭიროა.
პარკოსნების დიდი და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებისათ-

166
ვის აუცილებელია ისეთი პირობები, როდესაც ატმოსფეროს აზო-
ტის ფიქსაცია ინტენსიურად წარიმართება. პირველ რიგში ასეთი
პირობებია მჟავე ნიადაგების მოკირიანება და პარკოსნების შესაბა-
მისი რასის კოჟრის ბაქტერიების ინოკულაცია.
(ინოკულაცია - პარკოსანი ბალახების ფესვებზე ვითარდება კოჟ-
რები, რომლებშიც სახლობენ რიზობიუმის ოჯახის კოჟრის ბაქტერი-
ები, რომლებსაც შესწევთ უნარი ფიქსაცია გაუკეთონ ატმოსფერულ
აზოტს და ხელი შეუწყონ მის დაგროვებას ნიადაგში. თესვის წინ მი-
მართავენ თესლის დამუშავებას ამ ბაქტერიების სპეციალური შტამე-
ბით)
ცილოვანი აზოტის მთავარი წყაროა კარტოფილი. მის ტუბერებ-
ში საშუალოდ შედის 2% ნედლი პროტეინი, რომელიც 0,7-დან 3,5
%-მდე მერყეობს. ამ რაოდენობიდან ნახევარზე მეტი ცილოვან ნივ-
თიერებებზე მოდის.
კარტოფილის განოყიერება ტუბერებში ცილოვანი ნივთიერებე-
ბის შემცველობის გადიდების მთავარი ფაქტორია. განსაკუთრებუ-
ლი მნიშვნელობა აქვს აზოტიან სასუქებს. მაგრამ მისი მაღალი დო-
ზებით შეტანისას შეიძლება გაუარესდეს მისი კულინარული ხარის-
ხი.
ცილების ამინომჟავური შედგენილობის განსაზღვრა მოსავლის
ხარისხის განუყოფელი ნაწილია. ცილები შედგება 20 სხვადასხვა
ამინომჟავასაგან. მაგრამ ყოველ მათგანს არ გააჩნია ერთნაირი კვე-
ბითი ღირებულება. ბევრ ამინომჟავას შეუძლია სინთეზირება ადა-
მიანის და ცხოველების ორგანიზმში უაზოტო შენაერთებისა და ამი-
აკისაგან ან სხვა ამინომჟავებისაგან, რომელიც შემდეგ ცილების მო-
ლეკულების წარმოქმნისათვის გამოიყენება. მაგრამ ზოგიერთ ამი-
ნომჟავას არ შეუძლია ადამიანის და ცხოველის ორგანიზმში სინთე-
ზირება და იგი უნდა მივიღოთ საჭმელთან ერთად. ეს ამინომჟავე-
ბია ტრიფტოფანი, ლიზინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, მეთიონინი,
ფენილალანინი, ტრეონინი და ვალინი. საკვებში ამ ამინომჟავების
ნაკლებობის ან არარსებობისას საკვები ნივთიერებების ცვლის სერი-

167
ოზული დარღვევა შეინიშნება, რომელსაც ორგანიზმი მძიმე დაავა-
დებამდე მიჰყავს.
ცილები ძალზე მკვეთრად განსხვავდება ამინომჟაური შედგენი-
ლობის მიხედვით: ზოგიერთი ცილა შეიცავს ყველა ამინომჟავას იმ
რაოდენობით, რომელიც საკმარისია ადამიანის და ცხოველის ორგა-
ნიზმებისათვის. ასეთ ცილებს ბიოლოგიურად სრულფასოვანს უწო-
დებენ. მას მიეკუთვნება ქათმის კვერცხის ცილა, რძე. მაგრამ მრავა-
ლი ცილა, უფრო ხშირად კი მცენარეული წარმოშობის, არ შეიცავს,
ან არასაკმარისი რაოდენობით შეიცავს ერთ ან რამოდენიმე შეუც-
ვლელ ამინომჟავას. ასეთ ცილებს არასრულფასოვანს უწოდებენ.
სასუქების შეტანით ერთეული ფართობიდან ცილის საერთო
დაგროვება იზრდება 2-3-ჯერ. ხოლო ცილებში ცალკეული ამინომ-
ჟავების შედგენილობა არ იცვლება.
სასუქების მოქმედებით არსებით ცვლილებას განიცდიან არა-
მარტო აზოტიანი, არამედ სხვა ნივთიერებებიც. კერძოდ, სახამებე-
ლი. ყველაზე მთავარი მნიშვნელობა აქვს სახამებლის შემცველობის
შეცვლას კარტოფილში, რომელიც ტუბერების ხარისხის ძირითადი
მაჩვენებელია.
კარტოფილი მიეკუთვნება იმ კულტურათა ჯგუფს, რომლებიც
დიდ მოთხოვნას უყენებენ კალიუმიან კვებას. კალიუმის უკმარისო-
ბისას ტუბერებში შესული ნახშირწყლები ძალზე ნელა გარდაიქმნე-
ბა სახამებლად.
მცენარეებში სახამებლის წარმოქმნის გაძლიერებისათვის საჭი-
როა კალიუმიანი სასუქების შეტანა. მაგრამ საჭიროა თავიდან ავი-
ცილოთ ქლორის შემცველი მარილების დიდი დოზებით შეტანა,
განსაკუთრებით გაზაფხულზე, რადგან ქლორი იწვევს სახამებლის
რაოდენობის შემცირებას.
სასუქების მოქმედებით იცვლება აგრეთვე სახამებლის ხარის-
ხიც - მისი სიბლანტე, ფოსფორის და სხვა მაჩვენებლების შემცვე-
ლობა.
საქაროზა და მონოსაქარიდები მთავარი ქიმიური შენაერთებია,

168
რომელთა მიღების მიზნით მრავალი მცენარე მოჰყავთ (შაქრის ჭარ-
ხალი), ამიტომ შაქრის ჭარხლის და ბოსტნეული კულტურების მოყ-
ვანისას საჭიროა ისეთი პირობების შექმნა, რომ რაც შეიძლება მეტი
შაქრები დაგროვდეს.
ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანით, განსაკუთრე-
ბით ვეგეტაციის მეორე პერიოდში იზრდება ფესვებში შაქრების რა-
ოდენობა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ზეთოვანი კულტურების მოსავლის
ხარისხის გადიდებას.
ცხიმები მცენარეებში ნახშირწყლებიდან წარმოიქმნება და ჩვეუ-
ლებრივ ცილებსა და ცხიმების შემცველობას შორის უკუპროპორცი-
ული დამოკიდებულება არსებობს. ცხიმების მაღალი შემცველობი-
სას ცილების შემცველობა თესლებში მცირდება და პირიქით. ამი-
ტომ თესლებში ცხიმების შემცველობის გადიდებისათვის მცენარეს
ისეთი პირობები უნდა შეექმნას, რომლებიც ნახშირწყლების დაგ-
როვებას და მაშასადამე, თესლებში ცხიმების სინთეზის გაძლიერე-
ბას და ცილების შემცირებას ხელს შეუწყობს.
თესლის ზეთიანობის გადიდებას ხელს უწყობს ფოსფორიანი
და კალიუმიანი სასუქები. ამ სასუქების შეტანისას ცხიმის შემცვე-
ლობა 2-4%-ით იზრდება. აზოტიანი სასუქები ცილების სინთეზის
ინტენსივობას აძლიერებენ, რის შედეგადაც თესლში ცილების შემ-
ცველობა იზრდება, ხოლო ცხიმებისა - ეცემა.
სასუქების მოქმედებით იცვლება აგრეთვე სხვა ნივთიერებების
- ვიტამინების, ეთერზეთების, ალკალოიდების, ორგანული მჟავების
შემცველობა.

169
21. სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერება

21.1. მარცვლეული კულტურების განოყიერება

21.1.1. საშემოდგომო ხორბლის და ჭვავის განოყიერება


ჭვავი პურეულ კულტურათა შორის ნაკლებ მომთხოვნია ნია-
დაგის და კლიმატის მიმართ. ზომიერედ ცივი კლიმატის მცენარეა.
ხასიათდება ძლიერი ბარტყობით, ფესვთა სისტემას შემოდგომაზე
ივითარებს, სწრაფად იზრდება ადრე გაზაფხულზე. ეს საშუალებას
აძლევს ინტენსიურად გამოიყენოს ნიადაგში შემოდგომის წვიმების
პერიოდში დაგროვილი ტენი.
ჭვავი კარგად იტანს ნიადაგის მჟავიანობას, მაგრამ იზრდება
სუსტად ტუტე ნიადაგებზეც. საკვებ ელემენტებს შთანთქავს ბარ-
ტყობისა და აღერების პერიოდში.
ხორბალი უფრო მომთხოვნია ნიადაგის და კლიმატის მიმართ.
თუ შემოდგომა მშრალია და ცივი, მაშინ ბარტყობს ძირითადად გა-
ზაფხულზე. თბილი, ტენიანი შემოდგომის დროს კი - შემოდგომა-
ზე.
ხორბალი ცუდად ხარობს მჟავე ნიადგებზე, კარგად ვითარდე-
ბა ნეიტრალურთან მიახლოებულ ნიადაგის არეს რეაქციის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ აზოტის, ფოსფორის და კალიუმის რაოდე-
ნობები ჭვავისა და ხორბლის მოსავალში მცირედ განსხვავდება,
ხორბალი უფრო მომთხოვნია ნიადაგის კვების რეჟიმის მიმართ, ეს
გაპირობებულია მისი ფესვთა სისტემის სუსტი უნარით - შეითვი-
სოს კვების ელემენტები ძნელადხსნადი ნაერთებიდან.
განსხვავებით ინტენსიურად იხმარს ხორბალი კვების ელემენ-
ტებს აღერებისა და და დათავთავების ფაზაში. შემოდგომაზე იგი
კარგად რეაქგირებს გაძლიერებულ ფოსფორ-კალიუმიან კვებაზე, ეს
ხელს უწყობს ფესვთა სისტემის ძლიერ განვითარებას და მცენარეში
შაქრების დაგროვებას, რაც ზრდის მის ყინვაგამძლეობას.
საშემოდგომო კულტურებისათვის გამოიყენება ძირითადი

170
მწკრივული განოყიერება და გამოკვება.
ძირითადი სასუქი შეაქვთ თესვისწინ, მოუთესავ ანეულზე ან
მოთესილი ანეულის მოხვნისას, საანეულო კულტურის მოსავლის
აღების შემდეგ მოუთესავ, კარგად დამუშავებულ ანეულზე გროვ-
დება აზოტის დიდი რაოდენობა, ამიტომ ძირითად სასუქად საკმა-
რისია გამოვიყენოთ მხოლოდ ნაკელი.
დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ადრე გაზაფხულზე აზო-
ტით გამოკვებას.
საშემოდგომო კულტურები ზრდას იწყებენ ადრე გაზაფხულ-
ზე და განსაკუთრებით საჭიროებენ აზოტს, რომელიც შემოდგომაზე
და გაზაფხულზე გამოირეცხება ფესვთა განლაგების შრიდან, ხოლო
მისი დაგროვება მიკრობიოლოგიური პროცესების დათრგუნვის გა-
მო, დაბალი ტემპერატურის შედეგად სუსტად მიმდინარეობს. გა-
მოკვებისათვის შეაქვთ სარწყავ და ტენით უზრუნველყოფილ რაიო-
ნებში 1 ჰა-ზე 85-130 კგ. ამონიუმის სულფატი და 110-155 კგ. სუპერ-
ფოსფატი. ხოლო თუ ნიადაგი არ ირწყვება, შეიძლება შეტანილ იქ-
ნეს მხოლოდ აზოტიანი სასუქი 1 ჰა-ზე 20 კჰ აზოტის ანგარიშით.
21.1.2. საგაზაფხულო ხორბლის, ქერისა და შვრიის განოყიერება
საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურები სხვადასხვა მო-
თხოვნილებას უყენებს გარემო პირობებს. ხორბალი და ქერი ვერ ხა-
რობს მჟავე ნიადაგებზე. შვრია იზრდება ნიადაგის რეაქციის უფრო
ფართო ინტერვალში.
თესვის წინ მაღალი ტემპერატურის და ნალექების საკმაო რაო-
დენობის შემთხვევაში ინტენსიურად მიმდინარეობს ნიადაგის აზო-
ტის მობილიზაციის პროცესი. ასეთ პირობებში იზრდება მოსავალი
და მასში აზოტის შემცველობა.
მინერალური სასუქი ზრდის ცილის შემცველობას მარცვალში.
აზოტისა და ნაცრის ელემენტების შესვლა მარცვლოვან კულ-
ტურებში ყველაზე უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს ყვავილო-
ბამდე. რადგან საგაზაფხულო კულტურებს ახასიათებთ მოკლე სა-
ვეგეტაციო პერიოდი, ამიტომ ისინი უფრო მომთხოვნი არიან ნია-

171
დაგში საკვები ელემენტების მიმართ.
ფოსფორიანი სასუქების დოზის უდიდესი ნაწილი და კალიუ-
მიანი სასუქების მთელი დოზა უმჯობესია გამოვიყენოთ თესვამდე,
ღრმა ჩახვნით, სუპერფოსფატის მწკრივულ შეტანასთან ერთდროუ-
ლად. უმეტეს შეთხვევაში მიზანშეწონილია თესვამდე აზოტიანი სა-
სუქების გამოყენებაც.
საგაზაფხულო კულტურების თესვის შემდეგ შეტანილი სასუ-
ქების ეფექტურობა მცირდება, რადგან სასუქების შეტანა გვიხდება
ზედაპირულად, ჩახვნის გარეშე და მათი მოქმედება დამოკიდებუ-
ლია გაზაფხულზე მოსული ნალექების რაოდენობაზე.
21.1.3. სამარცვლე პარკოსანი კულტურების განოყიერება
პარკოსანი კულტურები თითქმის არ მოითხოვენ ნიადაგის
აზოტს, მხოლოდ აღმოცენების შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ არის
განვითარებული ნამდვილი ფოთლები და კოჟრის ბაქტერიები ფეს-
ვებზე, მცენარე იკვებება აზოტის მინერალური ნაერთებით. სიმბი-
ოზში კოჟრის ბაქტერიებთან პარკოსნები იყენებენ ატმოსფეროს თა-
ვისუფალ აზოტს, ამიტომ ისინი არიან ბიოლოგიური აზოტის წყარო
სოფლის მეურნეობისათვის.
პარკოსანი მცენარეები ნიადაგს აზოტით ამდიდრებენ და კარ-
გი წინამორბედები არიან სხვა კულტურებისათვის.
სამარცვლე პარკოსნები ცუდად ხარობს მჟავე ნიადაგებზე,
მათთვის გარემოს ოპტიმალური რეაქციაა სუსტი მჟავე ან ნეიტრა-
ლური.
პარკოსანი კულტურები ფესვებზე კოჟრის ბაქტერიების უქონ-
ლობის შემთხვევაში ისევე გამოიყენებენ აზოტს ნიადაგიდან, რო-
გორც სხვა მცენარეები და აზოტით ღარიბ ნიადაგებზე მიზანშეწო-
ნილია შევიტანოთ აზოტიანი სასუქების მცირე დოზები.
სამარცვლე პარკოსნებს ჩვეულებრივ არ ანოყიერებენ ნაკელით,
მათთვის უნდა გამოვიყენოთ ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქე-
ბი.

172
21.2. კარტოფილის განოყიერება

კარტოფილი წარმოადგენს, როგორც სასურსათო ისე სამრეწვე-


ლო მნიშვნელობის კულტურას. მისგან ამზადებენ სახამებელს,
სპირტს, ბადაგს და სხვ. იგი პირუტყვის ერთ-ერთი საუკეთესო საკ-
ვებია.
კარტოფილი დიდ მოთხოვნას აყენებს ტემპერატურისა და ტე-
ნისადმი, სინათლის მოყვარული მცენარეა, დაჩრდილულ ადგი-
ლებში ვერ ვითარდება. კარგად ხარობს ჰუმუსითა და საკვები ნივ-
თიერებებით მდიდარ, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის მქონე
ნიადაგებზე. რაც უფრო დიდია მოსავალი, მით უფრო მეტი საკვები
ნივთიერებები გამოაქვს ნიადაგიდან. მას კალიუმის მოყვარულ მცე-
ნარეს უწოდებენ.
ორგანული და მინერალური სასუქების ერთობლივი გამოყენე-
ბა ზრდის ტუბერების მოსავლიანობას.
კარტოფილის მოსავლის გადიდებისათვის დიდი მნიშვნელო-
ბა აქვს ადგილობრივ განოყიერებას - სასუქების შეტანას დარგვის
დროს ბუდნაში. ბუდნაში შეტანილი სასუქი საჭიროა ნიადაგთან
კარგად აერიოს. აწარმოებენ აგრეთვე გამოკვებასაც: პირველ გამოკ-
ვებას ატარებენ მაშინ, როცა მცენარე 10-15 სმ სიმაღლისაა. მეორეს-
დაკოკრების წინ.
ორგანული სასუქებიდან გამოიყენება ნაკელი, წუნწუხი, ტორ-
ფ-კომპოსტები, მწვანე სასუქები.
ძლიერ მჟავე ნიადაგებზე საჭიროა ჩატარდეს მოკირიანება.

21.3. სიმინდის და მზესუმზირას განოყიერება

სიმინდი საკვებ ნივთიერებებს შთანთქავს შედარებით მოკლე


დროის განმავლობაში, ვეგეტატიური ორგანოების ინტენსიური
ზრდის პერიოდში, ამით არის გაპირობებული მისი მაღალი მო-
თხოვნილება, მისაწვდომი საკვები ნივთიერებების არსებობაზე ნია-

173
დაგში.
აზოტი-180 კგ, ფოსფორი -45კგ, კალიუმი - 140 კგ/ჰა.
ძირითადი სასუქები უნდა შევიტანოთ შემოდგომაზე ღრმა
ხვნის დროს.
აზოტიანი სასუქები უმეტეს შემთხვევაში უკეთესია შევიტა-
ნოთ გაზაფხულზე გადახვნის ან კულტივაციის დროს. თუ თესვამ-
დე შეტანილია სასუქების სასუქების არასაკმარისი რაოდენობა, სა-
ჭიროა სიმინდის გამოკვება, მეორე თოხნის დროს.
სიმინდი დარგვის შემდეგ პირველ თვეში შთანთქავს ცოტა საკ-
ვებ ნივთიერებას, მაგრამ მათი ნაკლებობა ამ დროს, განსაკუთრებით
კი ფოსფორის, შემდგომ უარყოფითად მოქმედებს მცენარეთა ზრდა-
ზე და ტაროს წარმოქმნაზე. სიმინდის ფოსფორით კვების კრიტიკუ-
ლი პერიოდი იწყება აღმოცენებიდან 10-15 დღის შემდეგ. ამიტომ
სუპერფოსფატი შეგვაქვს თესლთან ერთად 15-20 კგ/ჰა.
მზესუმზირა
სამარცვლედ მოჰყავთ შავმიწებზე და წაბლა ნიადაგებზე, ხო-
ლო სასილოსედ-ყველა ნიადაგურ-კლიმატურ ზონაში. მის მიერ
საკვებ ნივთიერებათა შთანთქმა გრძელდება მთელი სავეგეტაციო
პერიოდის განმავლობაში. იგი კალიუმისადმი დიდი მომთხოვნია,
მაგრამ კალიუმიან სასუქებზე სუსტად რეაგირებს. რაც აიხსენაბა
ფესვების დიდი უნარით-შეითვისონ ეს ელემენტი ნიადაგიდან.
მზესუმზირაზე კარგად მოქმედებს ღრმად, მზრალად ხვნის დროს
შეტანილი სასუქები. კარგ შედეგს იძლევა გამოკვებაც.

21.4. საკვები ძირხვენა კულტურების განოყიერება

დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობისათვის


საკვები ბაზის შექმნისა და განმტკიცების საქმეში. ძირხვენა მცენა-
რეთა უმრავლესობა შეიცავს: შაქრებს, სახამებელს, ცილებს, მინერა-
ლურ მარილებს და ვიტამინებს.
საკვებს წარმოადგენს როგორც ძირები, ისე ფოთლებიც, რო-

174
მელთა გამოყენება ხდება როგორც ნედლი, ისე სილოსის სახით.
ძირხვენები არათანაბარ მოთხოვნებს უყენებენ გარემო პირობებს,
წყლისადმი დიდად მომთხოვნია თალგამი, ტურნეფსი, შედარებით
ნაკლები - სტაფილო, შუალედური ადგილი უკავია ჭარხალს.
ნიადაგისადმი ძლიერ მომთხოვნია, მისთვის გამოსადეგია ნა-
ყოფიერი და კარგი სტრუქტურის მქონე ნიადაგები.
არამჟავე, ფუძეებით მაძღარ ნიადაგებზე შეაქვთ ამონიუმის
სულფატი და KCL.
დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგებზე კი ფიზიოლოგიუ-
რად ტუტე სასუქები და ფოსფორიტის ფქვილი, საჭიროა მოკირია-
ნებაც.

21.5. თამბაქოს განოყიერება

მთავარ ორგანულ შენაერთს, რომელიც გავლენას ახდენს თამ-


ბაქოს ხარისხზე, წარმოადგენს - ნიკოტინი. თამბაქოს არომატს გან-
საზღვრავს ფოთლებში ცხიმების, ფისის, ეთერზეთების შემცველო-
ბა.
ნიადაგში მცენარისათვის შესათვისებელ ფორმებში დიდი რა-
ოდენობით აზოტის არსებობა იწვევს მოსავლის ზრდას, მაგრამ ეცე-
მა პროდუქციის ხარისხი.
მცენარეში ფოსფორის რაოდენობის გადიდება იწვევს ნახშირ-
წყლების რაოდენობის ზრდას, რაც აუმჯობესებს მის ხარისხს. მხო-
ლოდ თამბაქოს არ შეუძლია ფოსფორი ნიადაგიდან შეითვისოს ძნე-
ლადხსნადი შენაერთებიდან.
ორგანული სასუქებიდა თამბაქოსთვის გამოიყენაბ ნაკელი,
ტორფი, სიდერატები, ნაცარი.
სასუქები შეიტანება 3 ვადაში: 1) ძირითადი დამუშავების
დროს განოყიერების სახით; 2) დარგვის წინ მწკრივული განოყიერე-
ბის სახით; 3) თამბაქოს ვეგატაციის პერიოდში, გამოკვების სახით.
მწვანე სასუქების გამოყენების დროს სხვა ორგანული სასუქი

175
საჭირო არ არის. მწვანე სასუქისთვის გამოიყენება ის პერიოდი, რო-
ცა ნაკვეთი თავისუფალია ძირითადი კულტურისაგან. იგი ნიადაგ-
ში უნდა ჩაიხნას თამბაქოს დარგვამდე 20 დღით ადრე 18-20 სმ სიღ-
რმეზე.

21.6. ბოსტნეული კულტურების განოყიერების სისტემა თესლბრუნ-


ვაში

ნაკელსა და სხვა ორგანულ სასუქებს განსაკუთრებული მნიშ-


ვნელობა აქვს ბოსტნეული კულტურების მაღალი და მყარი მოსავ-
ლის მისაღებად.
ბოსტნის თესლბრუნვისათვის გამოყოფენ კარგად გაკულტუ-
რებულ ან ჭალის ნიადაგებს. ნაკელის გადიდებული დოზების გა-
მოყენება საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ბოსტნეულის მაღალი მო-
სავალი ჩვეულებრივ მინდვრის ნიადაგზეც. ნაკელისა და სხვა ორგა-
ნული სასუქების ნაკლებობის შემთხვევაში თესლბრუნვაში უნდა
გამოვიყენოთ სიდერატები. მათ უნდა შეეძლოთ მოკლე პერიოდში
ორგანული მასის საკმაო რაოდენობით დაგროვება, რომლის ჩახვნი-
სას უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკური თვისებები, მდიდრდება
აზოტით, აგრეთვე უმჯობესდება ნახშირბადით კვება.
სიდერაციის გამოყენების შესაძლო ხერხებიდან მებოსტნეობა-
ში ყველაზე უფრო მისაღებია სანაწვერალო და შეთესილი კულტუ-
რა, რადგან ბოსტნეული მცენარეებისათვის გამოყოფილი სავარგუ-
ლების დიდი მნიშვნელობის გამო, არ არის მიზანშეწონილი სიდე-
რატებით დავიკავოთ თესლბრუნვის მინდორი მთელი წლით.
ბოსტნეული კულტურები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ნაკე-
ლისა და მინერალური სასუქების შეტანაზე. ამ სასუქების მოქმედე-
ბა დამოკიდებულია როგორც მცენარეთა თავისებურებებზე, ისე ნი-
ადაგურ-კლიმატურ პირობებზე.
21.6.1. სუფრის ჭარხალი მგრძნობიარეა ნიადაგის მჟავე რეაქციის მი-
მართ. მოსავლის მატება ნაკელის შეტანის შედეგად საკმაოდ მაღა-

176
ლია. განსაკუთრებით შავმიწა ნიადაგებზე. ნაკლებად გადამწვარი
ნაკელის შეტანისას შესაძლებელია ძირხვენების ფორმის გაუარესება
(განტოტება), რაც ამცირებს მისი შენახვის უნარს. ამიტომ უშაუა-
ლოდ ჭარხლისათვის მიზანშეწონილია გამოვიყენოთ მხოლოდ კარ-
გად გადამწვარი ნაკელი. ჭარხლის შეყვანა თესლბრუნვაში ხდება
ჩვეულებრივ ნაკელის შეტანის მეორე ან მესამე წელს, მის ქვეშ მინე-
რალური სასუქების გამოყენებით. მინერალური სასუქები მაღალ
ეფექტს გვაძლევენ ჭარხლის თესვისას მწკრივში შეტანის შემთხვე-
ვაში.
21.6.2. სტაფილი მოსავლის ერთეულის შესაქმნელად იყენებს რამ-
დენადმე ნაკლებ საკვებ ნივთიერებებს, ვიდრე ჭარხალი. ნიადაგის
მჟავიანობის მიმართ იგი უფრო ამტანია.
სტაფილოს მიერ ძირითადი საკვები ელემენტების (N,P,K) შეთ-
ვისება ინტენსიურად ხდება ძირხვენების მაქსიმალური ზრდის პე-
რიოდში. სტაფილო ნაკელის შეტანის შედეგად ხშირად გვაძლევს
უკეთეს შედეგს, ვიდრე მინერალური სასუქების გამოყენების შემ-
თხვევაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა შეაქვთ გადიდებული დო-
ზით. ეს აიხსნება მისი მგრძნობიარობით ნიადაგის ხსნარის გადი-
დებული კონცენტრაციის მიმართ.
21.6.3. პომიდორის დარგვა ხდება ღია გრუნტში, სათბურებში ან
კვალსათბურებში გამოზრდილი ჩითილით.
პომიდვრის მშრალი მასის დაგროვება ხდება მთელი ვეგეტაცი-
ის მანძილზე. საკვები ნივთიერებები ინტენსიურად შედიან ორგა-
ნული ნივთიერებების მაქსიმალური დაგროვების პერიოდში. მათი
შთანთქმა პრაქტიკულად წყდება ნაყოფის უკანასკნელ აღებამდე
ბევრად უფრო ადრე. პომიდორი ნაყოფის შესაქმნელად ინტენსიუ-
რად იყენებს ვეგეტატიურ ორგანოებში დაგროვილ საკვებ ნივთიე-
რებებს.
ჩითილის გადმორგვის შემდეგ მოთხოვნილება საკვებ ელემენ-
ტებზე შედარებით მცირეა, შემდგომში მსხმოიარობის დროს იგი
დიდად მატულობს.

177
მინერალური სასუქები პომიდვრის მოსავალზე გავლენის
თვალსაზრისით არ ჩამოუვარდებიან ნაკელს, ზოგჯერ აჭარბებენ
კიდეც.
შავმიწა ნიადაგებზე უფრო ძლიერად მოქმედებს ფოსფორიანი
სასუქები. ეწერ ნიადაგებზე ეფექტურია სრული მინერალური სასუ-
ქის გამოყენება, ტორფიან ნიადაგზე საჭიროა კალიუმის გადიდებუ-
ლი დოზები აზოტთან და ფოსფორთან ერთად.
იმასთან დაკავშირებით, რომ პომიდორი განვითარების პირ-
ველ პერიოდში მგრძნობიარეა ფოსფორის ნაკლებობის მიმართ, და-
დებით გავლენას ახდენს სუპერფოსფატი, შეტანილი ბუდნაში ჩი-
თილისს დარგვისას ან მწკრივში გრუნტში თესლით თესვის დროს.
21.6.4. კიტრი ეკუთვნის ნიადაგის კვებითი რეჟიმისადმი მომთხოვნ
მცენარეთა რიცხვს. ეს აიხსნება იმით, რომ მისი ფესვთა სისტემა
განლაგებულია ნიადაგის ზედა ფენაში და სუსტად იყენებს ქვედა
ფენების საკვებ ნივთიერებებს. გარდა ამისა კიტრი გამოირჩევა სხვა
ბოსტნეული კულტურებისაგან საკვებ ნივთიერებათა შთანთქმის
საკმაოდ ჩქარი ტემპით და ნიადაგის ხსნარის მაღალი კონცენტრა-
ციისადმი უფრო დიდი მგრძნობიარობით.
აღმოცენების შემდეგ პირველ 10-15 დღეში კიტრის აღმონაცენი
ნელა შთანთქავს აზოტს და ფოსფორს და 30 დღის განმავლობაში -
კალიუმს, შემდგომში ვეგეტაციურ ორგანოთა სწრაფი ზრდის და ნა-
ყოფწარმოქმნის პერიოდში ხდება საკვებ ნივთიერებათა ინტენსიუ-
რი შთანთქმა.
ნაკელი დიდად ზრდის კიტრის მოსავალს. განსაკუთრებით
კორდიან-ეწერ რაიონებში. იგი აძლიერებს მიკროორგანიზმების
ცხოველმყოფელობას, აუმჯობესებს კიტრის კვებას ნიადაგიდან გა-
მოყოფილი ნახშირორჟანგით. ნახშირორჟანგს კიტრი თავისი ნია-
დაგზე გართხმული ფოთლებით უფრო ძლიერ იყენებს, ვიდრე სხვა
მცენარეები.
შავმიწებზე ნაკელს არ აქვს უპირატესობა მინერალურ სასუქებ-
თან შედარებით. ნაკელისა და მინერალური სასუქების ერთობლივი

178
გამოყენებისას და ძირითადი თესვის დროს შეტანის წესის შეხამე-
ბის შეთხვევაში შეიძლება მივიღოთ კიტრის მაღალი მოსავალი.

21.7. ციტრუსოვანი კულტურების განოყიერება

ციტრუსოვნები მარადმწვანე მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნები-


ან. მათ აშენებენ ძვირფასი საკვები ნაყოფის მისაღებად, რომელიც
მდიდარია ვიტამინებით. ეს ვიტამინები გამოირჩევიან მდგრადო-
ბით, რადგან ნაყოფის სიმჟავე ამუხრუჭებს მათზე ფერმენტების
დამშლელ მოქმედებას.
ციტრუსოვნები გამოირჩევიან საკვები ელემენტებისადმი დი-
დი მოთხოვნით, ისინი უფრო მომთხოვნი არიან აზოტით კვებისად-
მი, რომელიც უზრუნველყოფს მეტ სანაყოფე კვირტების წარმოქმნას
და ნაყოფთა უკეთ დანასკვას.
დოზები იცვლება ნარგაობის ასაკისა და მოსავლიანობის მი-
ხედვით. 1-3 წ- 40-60 გ/ხეზე, 4-5წ- 70-100 გ/ხეზე. 6-8წ - 150-200გ/ხე-
ზე. მაღალმოსავლიან პლანტაციაში გადიდებული დოზის შემთხვე-
ვაში მიზანშეწონილია აზოტის მთელი დოზის 3 ვადაში შეტანა: 40%
ყვავილობის წინ, 30% ივნისში და 30% აგვისტოს ბოლოს.
ციტრუსოვნები კარგად ვითარდება სუსტ მჟავე და ნეიტრალუ-
რი რეაქციის მქონე ნიადაგებზე, ამიტომ მჟავე ნიადაგებზე დიდი
მნიშვნელობა აქვს აზოტიანი სასუქების ფორმების შერჩევას.
ციტრუსოვანი მცენარეების ზრდა-განვითარებაში დიდ როლს
ასრულებს ფოსფორი. აჩქარებს ნაყოფის მომწიფებას, დადებითად
მოქმედებს ნაყოფის შენახვაზე.
ნარგაობის გაშენებამდე საჭიროა შევიტანოთ P2O5 -500კგ/ჰა-ზე,
ნიადაგის პირველად დამუშავებასთან ერთად.
სასუქების შეტანა უნდა მოხდეს აგროქიმიური გამოკვლევების
საფუძველზე. თუ ნიადაგი შეიცავს მოძრავ ფოსფორს ნაკლებს 25-
40მგ/ექვ 100გ ნიადაგზე, ითვლება ფოსფორით ღარიბ ნიადაგად. 30-
40მგ - საშუალოდ, 40-50 მგ და მეტი -ფოსფორით უზრუნველყოფი-

179
ლად და სასუქების შეტანას არ საჭიროებენ.
კალიუმი აპირობებს მდგრადობას დაავადებათა და დაბალი
ტემპერატურის უარყოფითი მოქმედების მიმართ. თუ K2O
<15მგ/100გ ნიადაგზე - ნიადაგი ღარიბია კალიუმით და უნდა შევი-
ტანოთ კალიუმიანი სასუქების სრული დოზა, 15-20მგ/100გ ნიადაგ-
ზე - საშუალოდ უზრუნველყოფილია და უნდა შევიტანოთ ნახევა-
რი დოზა, ხოლო თუ 25მგ და მეტია, მაშინ ნიადაგი უზრუნველყო-
ფილია კალიუმით და სასუქების შეტანა არაა საჭირო.

21.8. ჩაის განოყიერება

ჩაი მარადმწვანე, მრავალწლიანი, ძირითადად მწვანე მასის


მომცემი მცენარეა. მის, როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვედა მასას
ყველაზე დიდი რაოდენობით ნიადაგიდან გამოაქვს აზოტი. ამიტომ
აზოტიანი სასუქები მაღაეფექტურია, უპირატესობა ენიჭება ამონია-
კურ და ამიდურ ფორმას. ტენიანი სუბტროპიკების პირობებში დი-
დი მნიშვნელობა აქვს მინერალური სასუქების ისეთი ფორმების
შერჩევას, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანენ არაპროდუქტიულ
დანაკარგებს გამორეცხვით.
ახლად ათვისებულ ნიადაგებზე პლანტაციის გაშენებიდან 10
წლის ასაკამდე გამოიყენება ამონიუმის სულფატი. 10-დან 25 წლამ-
დე პლანტაციებში უკეთესია ამონიუმის გვარჯილის გამოყენება.
ხოლო 25 წლის შემდეგ სასურველია განოყიერდეს ამიდური ფორ-
მის აზოტიანი სასუქებით.
აზოტიანი სასუქების შეტანის ოპტიმალური ვადაა 15 მარტი-
დან 15 აპრილამდე. ფოსფორის დოზა 480კგ/ჰა (სამჯერ შეტანილი)
ითვლება ოპტიმალურად, რომელიც უზრუნველყოფს ჩაის პლანტა-
ციის მაღალ მოსავლიანობას 40-45 წლის განმავლობაში.
ფოსფორიანი სასუქები შეგვაქვს შემოდგომა-ზამთრის პერი-
ოდში 15-20 სმ სიღრმეზე.
კალიუმიანი სასუქების ოპტიმალური დოზა პირდაპირმოქმე-

180
დებისას არის 120კგ/ჰა.

21.9. ხეხილის განოყიერება

ხეხილოვანი კულტურები წარმოადგენენ მრავალწლიანებს,


რომლებიც ერთ და იმავე ადგილზე იზრდებიან რამდენიმე წლის
განმავლობაში, ამიტომ ამ კულტურებს საგრძნობი რაოდენობით გა-
მოაქვთ საკვები ელემენტები და აღარიბებენ ნიადაგს. საკვები ნივ-
თიერებებიდან ყველაზე ეფექტურია აზოტი და კალიუმი. ფოსფორი
მოსავლის ზრდაზე დიდ გავლენას არ ახდენს, რადგან ამ მცენარეებს
ახასიათებს ნიადაგში მისი ადვილად მოპოვების უნარი.
ხეხილის ნარგაობის განოყიერებაში არჩევენ:
1. დარგვისწინა განოყიერებას;
2. ახალგაზრდა ნარგაობის განოყიერებას და
3. მსხმოიარე ნარგაობის განოყიერებას. ეს უკანასკნელი ითვალის-
წინებს ძირითად განოყიერებას და გამოკვებას.
ხეხილის ბაღებში სასუქების შეტანის წესები და ვადები დამოკი-
დებულია ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებზე, სახეობებზე. ფეს-
ვთა სისტემის განვითარების სიღრმეზე, ორგანული და ფოსფორ-კა-
ლიუმიანი სასუქები შეაქვთ შემოდგომით.
მსხმოიარე ხეხილის ბაღებში, სადაც მწვანე სასუქად ითესება
პარკოსნები, აზოტიანი სასუქები შეტანილ უნდა იქნეს დოზის ნახე-
ვარი.
აზოტიანი სასუქების შეტანა წარმოებს 2 ვადაში: დოზის 2/3 ად-
რე გაზაფხულზე, წვენთა მოძრაობის დაწყების წინ და 1/3 -დამატე-
ბითი გამოკვების მიზნით, ყვავილობის დამთავრების შემდეგ.
ხეხილოვანი კულტურები ნაკლებ მგრძნობიარე არიან მჟავიანო-
ბის მიმართ, მაგრამ ძლიერ მჟავე ნიადაგებზე საჭიროებენ მოკირია-
ნებას (12-15 წელიწადში ერთხელ).

181
21.10. ვენახის განოყიერება
ვაზი მრავალწლიანი მცენარეა და ერთი და იგივე ნაკვეთზე იზ-
რდება ათეული წლების მანძილზე. რის შედეგადაც ნიადაგი ღარიბ-
დება მცენარისათვის შესათვისებელი საკვები ნივთიერებებით. საკ-
ვებ ნივთიერებათა უმეტესი ნაწილი ხმარდება ფოთლებსა და
ყლორტებს და თუ ეს უკანასკნელი ამა თუ იმ სახით შეიტანება ნია-
დაგში სასუქად, მაშინ ნიადაგს თითქმის მთლიანად დაუბრუნდება
ვაზის მიერ გამოტანილი საკვები ნივთიერებები. მაგრამ ცდებით
დამტკიცებულია, რომ მოსავლიანობის გასადიდებლად აუცილებე-
ლია შეტანილ იქნეს ვენახში ყველა საკვები ნივთიერება სასუქის სა-
ხით. სასუქი აუმჯობესებს ღვინის ხარისხსაც. მაგალითად ფოსფორ-
მჟავა ხელს უწყობს შაქრების დაგროვებას ყურძენში, აჩქარებს დამ-
წიფებას. კალიუმი ხელს უწყობს ნახშირწყლების დაგროვებას ვაზის
ორგანოებში და სძენს მცენარეს ავადმყოფობისადმი გამძლეობის
უნარს, ყურძენს აძლევს კარგ შეფერილობას. კალციუმის მაღალი
შემცველობისას ყურძენი დიდი შაქრიანობით ხასიათდება და ღვი-
ნო მზადდება უფრო მაგარი.
ვაზი კარგად ვითარდება ნეიტრალურ ან სუსტ მჟავე ნიადაგებ-
ზე, ჭარბი მჟავიანობის შემთხვევაში საჭიროა მოკირიანება.
ვაზის განოყიერებისათვის გამოიყენება როგორც ორგანული,
ისე მინერალური სასუქები. ორგანული სასუქებიდან გამოიყენება
ნაკელი, რომელიც შეაქვთ შემოდგომით ან ზამთარში 18-20 სმ სიღ-
რმეზე.
ნიადაგის თავისებურებებისა და კლიმატური პირობების მი-
ხედვით ვენახში მინერალური სასუქები შეტანილ უნდა იქნეს სხვა-
დასხვა დოზით.
ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები ნიადაგში შეიტანება 35-
45 სმ სიღრმეზე 3-4 წელიწადში ერთხელ რიგის გამოშვებით, რათა
ვაზის ფესვთა სისტემა ერთდროულად არ დაზიანდეს ორივე მხა-
რეს. ნიადაგში სასუქების ზედაპირულად შეტანა მის ეფექტს ამცი-
რებს. აზოტიანი სასუქები შეაქვთ ყველგან 2 ვადაში: დოზის 2/3-ად-

182
რე გაზაფხულზე და 1/3 გამოკვების სახით, ვაზის ყვავილობის და-
წყების ან დამთავრების შემდეგ.

21.11. სათიბების და საძოვრების განოყიერება

ბუნებრივი სათიბ-საძოვრები გვაძლევს ყველაზე უფრო იაფ საკ-


ვებს, ამიტომ ამ სავარგულთა გაუმჯობესება მნიშვნელოვანია.
მდელოების გასანოყიერებლად კარგ შედეგს იძლევა აზოტი.
ამიტომ ბალახნარებში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ პარკოს-
ნები.
აზოტიანი სასუქები მდელოებზე გამოიყენება შემდეგ შემთხვე-
ვებში:
1. როდესაც ეკოლოგიური პირობები არახელსაყრელია პარკოსნების
განვითარებისათვის და ბალახნარები მხოლოდ მარცვლოვანები-
საგან შედგება;
2. როდესაც მარცვლოვანი ბალახნარები ითიბება არანაკლებ სამ-
ჯერ;
3. როდესაც პარკოსანი ბალახების ამოვარდნის შემდეგ მარცვლო-
ვან-პარკოსანი ბალახნარების ექსპლუატაციის გახანგრძლივებაა
სჭირო.
ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების ეფექტიანობა გაცილე-
ბით მაღალია ნაჭაობარ მდელოებზე, რომლებიც მეტი რაოდენობით
შეიცავს აზოტს და ორგანული მასის მინერაიზაციის შედეგად ამა-
რაგებს ბალახეულს აზოტის შესათვისებელი ფორმებით.
კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე მდელოების მოკირიანება. ამით
ხელსაყრელი პირობები იქმნება პარკოსანი ბალახების უკეთ განვი-
თარებისა და თივის მოსავლის ამაღლებისათვის.

183
21.12. კენკროვანი კულტურების განოყიერება

21.12.1. მარწყვის განოყიერება


საორიენტაციოდ მარწყვის პლანტაციაში ყოველწლიურად უნ-
და შეტანილი იქნას მინერალური და ორგანული სასუქების შემდეგი
რაოდენობები:
 პირუტყვის ნაკელი: 10-20 ტ/ჰაზე.
 ფრინველის ნაკელი: 5-10 ტ/ჰაზე.
 აზოტი N: 100 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება).
 ფოსფორი P: 100-125 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება).
 კალიუმი K: 125-150 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება).
სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:
 პირუტყვის ნაკელი: შეიტანება სავეგეტაციო სეზონის განმავ-
ლობაში.
 ფრინველის ნაკელი: შეიტანება სავეგეტაციო სეზონის განმავ-
ლობაში.
 აზოტი N: შეიტანება სამჯერადად 33-33 კგ-ის ოდენობით პირ-
ველად -მაისში, მეორედ - ივნისში და მესამედ ივლისში.
 ფოსფორი P: შეიტანება მაისის დასაწყისში.
 კალიუმი K: შეიტანება მაისის დასაწყისში.
[მარწყვის წარმოების აგროტექნოლოგია. USAID/REAP]

21.12.2. მოცვის განოყიერება


პირველ სამ წელიწადს მცენარის გამოკვება ხდება წინასწარ მომ-
ზადებული მინერალური სასუქების შემდეგი ნაზავით:
ამონიუმის სულფატი (90 გრ).
სუპერფოსფატი (110 გრ).
კალიუმის სულფატი - ერთწლიან ბუჩქზე 10გრ, ორ წლიანზე —
20გრ, სამ წლიანზე — 30გრ, ოთხწლიანზე — 40გრ, ხუთ წლიანზე —
80გრ, ექვსწლიანზე და მეტი ასაკის ბუჩქზე — 160გრ.
სასუქების შეტანა პირველად უნდა ჩატარდეს ორჯერ: პირვე-

184
ლად ადრე გაზაფხულზე მცენარის მასიური ყვავილობისას და მეო-
რე შეტანა კი უნდა განხორციელდეს ნაყოფის გამონასკვის შემდეგ.
სასუქის შეტანის შემდეგ სასურველია, რომ მცენარე მოირწყას.
[მოცვის წარმოების აგროტექნოლოგია. USAID/REAP]

21.12.3. მოცხარის განოყიერება


საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა მოცხარის პლან-
ტაციაში შეტანილი იქნას:
• სუპერფოსფატი: 100-200 გრ. ერთ ბუჩქზე
• კალიუმის ქლორიდი: 30-40 გრ. ერთ ბუჩქზე
• აზოტიანი სასუქი: 40-50 გრ. ერთ ბუჩქზე.
მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:
• აზოტი - 40% - აპრილში, 30% - ყვავილობის დასასრულს,
30%- შემოდგომაზე
• ფოსფორი - შემოდგომაზე.
• კალიუმი - შემოდგომაზე.
გარდა ამისა, აუცილებელია პლანტაციაში გადამწვარი ნაკე-
ლის, ტორფისა და თივის ნარევით მულჩირება, 8-10 სმ-ის სი-
მაღლეზე. მუჩირება უნდა განხორციელდეს შემოდგომის, ან გა-
ზაფხულის პერიოდში.
[მოცხარის წარმოების აგროტექნოლოგია. USAID/REAP]

21.12.4. ჟოლოს განოყიერება


ჟოლოს ნიადაგის განოყიერების პროგრამა განსხვავებულია
ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ნიადაგის ფაქტურის, მოყვანის
სისტემის მიხედვით. მცენარის ზრდისთვის სასარგებლოა: ნაკე-
ლი. გრანულირებული სასუქი, თხევადი სასუქის დამატება წვე-
თოვანი სარწყავი სისტემით (ფერტიგაცია), ფოთლოვანი გამოკვე-
ბა და სხვა.
მინერალური და ორგანული სასუქების ზუსტი დოზების
დადგენა საჭიროა ნიადაგის ლაბორატორიული აგროქიმიური

185
ანალიზის საფუძველზე. საორიენტაციოდ კი ჟოლოს პლანტაცია-
ში ყოველწლიურად შეტანილ უნდა იქნას მინერალური და ორ-
განული სასუქების შემდეგი რაოდენობები:
 პირუტყვის ნაკელი: 10-20 ტ/ჰაზე,
 აზოტი: 150 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება),
 ფოსფორი: 50-60 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება),
 კალიუმი: 100-120 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება).
სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდებია:
 პირუტყვის ნაკელი: შეიტანება ნებისმიერ დროს;
 აზოტი: შეიტანება წილადობრივად, პირველი შეტანა ხდება
აპრილში და ამ დროს შეიტანება წლიური ნორმის 2/3. ხოლო
მეორე შეტანა კი ზაფხულში, ივნისის პირველ დეკადაში;
 ფოსფორი: შეიტანება ადრე გაზაფხულზე;
 კალიუმი: შეიტანება ადრე გაზაფხულზე.
[მოცხარის წარმოების აგროტექნოლოგია. USAID/REAP]

21.12.5. უეკლო მაყვლის განოყიერება


საორიენტაციოდ მაყვლის პლანტაციაში ერთ ჰექტარზე ყოველ-
წლიურად უნდა შეტანილი იქნას მინერალური და ორგანული სასუ-
ქების შემდეგი რაოდენობები:
 პირუტყვის ნაკელი: 10-20 ტ/ჰაზე.
 ფრინველის ნაკელი: 5-10 ტ/ჰაზე.
 აზოტი N: გაშენების პირველ წელს 35 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერე-
ბა) და ორწლიან პლანტაციაში კი 75-90 კგ/ჰაზე (სუფთა ნივთიე-
რება).
 ფოსფორი P: 25-30 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება).
 კალიუმი K: 50-60 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება).
სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:
 პირუტყვის ნაკელი: შეიტანება გასხვლის შემდეგ.
 ფრინველის ნაკელი: შეიტანება გასხვლის შემდეგ.
 აზოტი N: შეიტანება სამჯერადად 33-33 კგ-ის ოდენობით პირვე-

186
ლად - მაისში, მეორედ - ივნისში და მესამედ ივლისში.
 ფოსფორი P: მთლიანი დოზა იყოფა სამ ნაწილად და შეიტანება
წილადობრივად: პირველი შეტანა ხდება აპრილში, მეორედ შე-
აქვთ მაის-ივნისში და მესამე შეტანა კი საჭიროა განხორციელდეს
ივლისში.
 კალიუმი K: მთლიანი დოზა იყოფა სამ ნაწილად და შეიტანება
წილადობრივად: პირველი შეტანა ხდება აპრილში, მეორედ შე-
აქვთ მაის-ივნისში და მესამე შეტანა კი საჭიროა განხორციელდეს
ივლისში.
[უეკლო მაყვლის წარმოების აგროტექნოლოგია. USAID/REAP]

21.13. კაკლის ბაღის განოყიერება


კაკლის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დო-
ზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანა-
ლიზის შედეგების მიხედვით. ფოთლებში საკვები ელემენტების ოპ-
ტიმალური შემცველობებია:
 აზოტი N-2,5-3,3%/მშრალ ნივთიერებაზე.
 ფოსფორი P-0,10-0,30%/მშრალ ნივთიერებაზე.
 კალიუმი K-1,2-3,0%/მშრალ ნივთიერებაზე.
 მაგნიუმი Mგ-0,30-1,0%/მშრალ ნივთიერებაზე.
 კალციუმი Ca-0,6-1,4%/მშრალ ნივთიერებაზე.
საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა კაკლის ბაღში შე-
ტანილი იქნას 80-100 კგ. აზოტი, 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ.
კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).
მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:
 აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა კვირტების
დაბერვის პერიოდში, მეორე შეტანა დანორმების შემდეგ, ხოლო
მესამე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ.
 ფოსფორი P — ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერი-
ოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე,
ან გვიან ზამთარში.

187
 კალიუმი K — იგივე, რაც ფოსფორის შემთხვევაში.
ორგანული სასუქები: ყოველწლიურად შეტანის შემთხვევაში
საჭიროა 6–10 ტონა. ასევე შესაძლებელია შეტანა ყოველ ოთხ წელი-
წადში ერთხელ და ამ შემთხვევაში საჭიროა 35-40 ტონა.
[კაკლის წარმოების აგროტექნოლოგია. USAID/REAP]

21.14. თხილის ბაღის განოყიერება


თხილის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი
დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთ-
ლის ანალიზის შედეგების მიხედვით. პირველი ოთხი წლის გან-
მავლობაში სასურველია ორგანული სასუქების შეტანა 10-15 კგ-ის
ოდენობით ერთ ძირზე. ორგანული სასუქების შეტანა საჭიროა
გაგრძელდეს მომდევნო წლებშიც, იცვლება მხოლოდ შესატანი
ორგანული სასუქების დოზები: 4-დან 6 წლამდე ასაკის ბაღებში
საჭიროა შეტანილი იქნას 15-20 კგ. ორგანული სასუქი ერთ ძირ-
ზე, ხოლო 6-დან 8 წლამდე ასაკის ბაღებში კი საჭიროა 20-30 კგ.
ორგანული სასუქების შეტანა ერთ ძირზე.
მინერალური სასუქებიდან კი საორიენტაციოდ, 2-3 წელი-
წადში ერთხელ საჭიროა თხილი ბაღში შეტანილი იქნას 120
კგ/ჰა. აზოტი, 90 კგ/ჰა. ფოსფორი და 60 კგ/ჰა. კალიუმი (სუფთა
ნივთიერებები).
მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდებია:
• აზოტი — აპრილი-ივნისი.
• ფოსფორი — ნოემბერი-მარტი
• კალიუმი — დეკემბერი-თებერვალი.
ზემოთ მოცემული დოზების დაანგარიშებისას აუცილებელია
გათვალისწინებული იქნას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი:
I – სასუქების დოზები დაანგარიშებულია მხოლოდ მცენა-
რის მიერ საკვები ნივთიერებების კოეფიციენტის გათვალისწინე-
ბით და შესაბამისად მოცემული ციფრები არ ასახავს და არ მო-
იცავს უშუალოდ კონკრეტულ ნიადაგში არსებულ საკვებ ნივთი-

188
ერებათა რაოდენობებს. აქედან გამომდინარე სასუქების ზუსტი
დოზების დასაანგარიშებლად აუცილებელია ნაკვეთის აგროქიმი-
ური ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება.
II - დოზებში მოცემულია სუფთა ნივთიერებების რაოდენო-
ბები, ანუ წონები. შესაბამისად, საჭიროა სხვადასხვა სავაჭრო
დასახელების აგროქიმიკატების იმ რაოდენობებით დაანგარიშება,
რომ მათ შემცველობაში არსებული სუფთა ნივთიერებები რაო-
დენობრივი თვალსაზრისით გაუტოლდეს ზემოთ მოცემულ
რიცხვებს. ანუ 60 კგ. სუფთა ნივთიერება აზოტის შესატანად სა-
ჭიროა კონკრეტული სავაჭრო დასახელების აგროქიმიკატის იმ
რაოდენობით შეტანა, რაც უზრუნველყოფს ნიადაგში 60 კგ.
აზოტის მოხვედრას. ეს დამოკიდებულია აგროქიმიკატში სუფთა
ნივთიერება - აზოტის პროცენტულ შემცველობაზე.
[ თხილის წარმოების აგროტექნოლოგია. USAID/REAP]

21.15. სათბურისთვის გრუნტის მომზადება


სათბურისთვის საკვები ნაზავის (გრუნტის) მომზადების რამ-
დენიმე წესია ცნობილი. მათ შორის ძირითადია:
1. დაბლობის ტორფი 75%+კორდის მიწა 25%;
2. დაბლობის ტორფი 60%+კორდის მიწა 20%+ნაკელი 20%;
3. დაბლობის ტორფი 40%+ბოსტნის ნიადაგი 40%+ნაკელი 20%;
4. დაბლობის ტორფი 40%+მაღლობის ან გარდამავალი ტორფი
20%+კორდის მიწა 10%+ნაკელი 25%+სილა 59%;
5. მხოლოდ დაბლობის ტორფი 100%;
სასათბურე მეურნეობაში ყოველ კვ.მ. საჭიროა 0,20-0,25 მ3 საკვე-
ბი ნაზავი. მისი სისქე საშუალოდ 25-30 სმ უნდა იყოს.
ტორფის არქონის შემთხვევაში იყენებენ სახნავი ფენის ნიადა-
გის ნარევს ნეშომპალასთან, ნაკელთან ან ტორფ-კომპოსტთან, რო-
მელსაც გამაფხვიერებლად უმატებენ ნახერხს, წვრილად დაჭრილ
ჩალას, ნამჯას და სხვ.
სათბურის გრუნტის მოსამზადებლად რეკომენდებულია ნორ-

189
მალური ნაცრიანობის (12% ფარგლებში) დაბლობის ტორფი. იგი
უნდა ხასიათდებოდეს შემდეგი მაჩვენებლებით: დაშლის ხარისხი -
არაუმეტეს 40%, ტენტევადობა - 500-1000%, ფუძეებით მაძღრობის
ხარისხი - 65%, შთანთქმის ტევადობა -137.
სათბურისათვის გრუნტის მოსამზადებლად დაუშვებელია კი-
რიანი და ვივიანიტიანი ტორფი, ასევე ბორის მაღალი შემცველობის
მქონე ტორფი.
საკვები გრუნტის რეაქცია უნდა იყოს ნეიტრალურთან ახლოს
(PH წყლის გამონაწურში 6,5-6,8).

190
22. სასუქი და გარემო

გარემოს დაბინძურება არის ბუნებრივ გარემოში ნებისმიერი


მყარი ან გაზისებრი ნივთიერებების, მიკროორგანიზმების ან ენერ-
გიის წყაროს შეღწევა ისეთი რაოდენობით, რომელიც ბუნების კომ-
პონენტების შედგენილობასა და თვისებებში არსებით ცვლილებებს
არ იწვევს და ადამიანზე, ფლორისა და ფაუნაზე უარყოფითად მოქ-
მედებს.
წარმოშობის, ორგანიზმსა და ეკოსისტემაზე მოქმედების მიხედ-
ვით გარემოს დაბინძურების შემდეგ სახეებს გამოყოფენ: ანთროპო-
გენური, ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული დაბინძურება, ბუ-
ნებრივი (ვულკანური ამონაფრქვევი, ზვავი, ნიაღვარი, ტყის ხან-
ძრის მტვერი), მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური,
რადიაქტიული, ელექტრომაგნიტური).
გარემოს დაბინძურებას იწვევს: ატმოსფეროში მოხვედრილი ქი-
მიური ნაერთები და ნარევი, წყალში მოხვედრილი საწარმოო კომუ-
ნალური და ნავთობის პროდუქტების ანარჩენები, მინდვრების,
მდელოების, ტყეების, წყლის ობიექტების დაბინძურება პესტიცი-
დებით, მაღალი იონური რადიაცია და სხვა.

22.1. ატმოსფეროს დაბინძურება

ამჟამად ცნობილია 200-ზე მეტი ნივთიერება, რომელიც იწვევს


ატმოსფეროს დაბინძურებას. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია
ნახშირმჟავა გაზი. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქვანახშირის, ნავ-
თობის, გაზის და სხვა საწვავი ნივთიერებების წვის შედეგად ატ-
მოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა იმდენად გაიზარდა, რომ
მცენარეულობას მისი გადამუშავება არ შეუძლია და იგი მსოფლიო
ოკეანეში იხსნება.
ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გადიდებას შე-
უძლია პლანეტის ტემპერატურის აწევა.

191
გარდა CO2-სა, საშიშროებას ქმნის გოგირდის და აზოტის ჟანგე-
ბი, ფტორის ნაერთები, ამიაკი, მტვრის ნაწილაკები, კვამლი, ნაცარი
და სხვა. ისინი უარყოფითად მოქმედებენ ადამიანზე, ცხოველებზე,
მცენარეებზე, ფლორასა და ფაუნაზე.
ატმოსფეროს გაჭუჭყიანებას იწვევს სოფლის მეურნეობაში გა-
მოყენებული აზოტიანი სასუქები. დადგენილი, რომ ნიადაგში შეტა-
ნილი აზოტიანი სასუქებიდან, გარდაქმნის შემდეგ 30% N2 და N2O
სახით ხვდება ატმოსფეროში.

22.2. წყლების დაბინძურება

წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროებია: ნავთობის გადა-


მამუშავებელი, ქიმიური, ცელულოზა-ქაღალდის, მეტალურგიული
ქარხნების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებიდან ჩამონა-
დენი წყლები, თბოსადგურებიდან გამოყოფილი ცხელი წყალი, პეს-
ტიციდების და სასუქების ანარჩენები, რომლებიც თავს იყრიან
წყლის ობიექტებში. ისინი მსოფლიო ოკეანესა და ატმოსფეროს შო-
რის გაზების გაცვლას აუარესებენ, დედამიწაზე არსებული ცოცხა-
ლი ორგანიზმებისათვის საშიშროებას ქმნიან.
ყველა ქვეყანაში, სადაც მაღალი ნორმით იყენებენ აზოტიან და
ფოსფორიან სასუქებს წყლების ნიტრატებით და ფოსფატებით და-
ბინძურების საშიშროებაა.

22.3. ნიადაგის დაბინძურება

ნიადაგის დაბინძურების წყარო მრავალია: ქიმიური ნაერთები,


ტოქსიკური ნივთიერებების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის,
კომუნალური, საყოფაცხოვრებო წარმოებისა და თხიერი ანარჩენე-
ბი, ასევე სამრეწველო და ქიმიური მრეწველობის თხიერი და მყარი
ანარჩენები, გვირაბების დამუშავებისას გამოყოფილი მჟავე და გო-
გირდოვანი წყლები, ნავთობის წარმოების ანარჩენები, წიაღისეული

192
მოპოვების ანარჩენები. გარდა ამისა, ის ნივთიერებები, რომელიც
ნიადაგში ატმოსფერულ ნალექებთან ერთად ხვდება: მძიმე მეტალე-
ბი: ტყვია, ვერცხლი, კადმიუმი, მოლიბდენი, რომლებიც ატმოსფე-
როში გამოიყოფა აეროზოლისა და რადიაქტიული მტვრის სახით.
ასევე აზოტის და გოგირდის ნაერთები და სხვა.
ნიადაგის დამაბინძურებელი ნივთიერებებიდან დიდი წილი
მოდის ჰერბიციდებზე, პესტიციდებზე და სასუქებზე.
მინერალური მარილების მაღალი ნორმების შეტანა და ნიადაგის
დამლაშება იწვევს ხსნარის კონცენტრაციის გადიდებას, რაც უარყო-
ფითად მოქმედებს ყველა მცენარეზე, რადგან მაღალკონცენტრირე-
ბული ხსნარებიდან გაძნელებულია ან საერთოდ არ წარმოებს საკვე-
ბი ელემენტების შეთვისება.
მარილების ტოქსიკურობა ასეთია: MgSO4 < Na2SO4 < KNO3 < MgCl2
< CaCl2 < NaCl. მინერალური ნივთიერებების ჭარბმა შეტანამ, შესაძ-
ლებელია ტოქსიკური გავლენა იქონიოს მცენარეზე, განსაკუთრე-
ბით მაშინ, თუ ეს სიჭარბე ცალმხრივია. ისინი დიდი რაოდენობით
გროვდება ფესვებში, ფოთლებში.
სასუქებიდან ნიადაგს ყველაზე მეტად აბინძურებს აზოტიანი
სასუქების ნიტრატული ფორმები, რადგან ისინი ძლიერ ხსნადი და
ადვილად გადაადგილების უნარით ხასიათდებიან. ისინი ადვილად
ირეცხებიან ნიადაგის ქვედა ფენებში წვიმისა თუ სარწყავი წყლის
საშუალებით. ამიტომ ნიტრატული ფორმის აზოტიანი სასუქების
შეტანა ვადების, წესების, ხერხების დაცვის გარეშე და მაღალი ნორ-
მებით გამოყენების შემთხევევაში ხშირია სასმელი და გრუნტის
წყლების, აგრეთვე წყალსატევების ნიტრატებით დაბინძურება.
სასუქები ძირითად საკვებ ელემენტებთან ერთად, შეიცავენ მი-
ნარევებს, მძიმე ლითონების მარილებს, ორგანულ შენაერთებს, რა-
დიაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. მათი
შემცველობა ყველაზე მეტია ფოსფორიან სასუქში (ერთი ტონა P2O5
შემცველი სუპერფოსფატით ნიადაგში შეიტანება 30-40 კგ სტრონცი-
უმი), ყველაზე მცირე - ორგანულ სასუქში. სასუქების მაღალი ნორ-

193
მების შეტანისას ბალასტური ელემენტები ნიადაგში გროვდება მნიშ-
ვნელოვანი რაოდენობით, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმე-
დოს მის თვისებებზე, ნაყოფიერებაზე, მოსავლის ხარისხსა და რაო-
დენობაზე, გრუნტისა, სასმელი წყლების და წყალსაცავების სისუფ-
თავეზე.
კალიუმიანი სასუქები არსებით გავლენას არ ახდენენ გარემოზე,
მაგრამ მათ ბალასტში შემავალი ელემენტები - ქლორი და ნატრიუმი
ამ სასუქების სისტემური შეტანისას ნიადაგში გროვდებიან დიდი
რაოდენობით და უარყოფით გავლენას ახდენენ მის თვისებებზე და
ნაყოფიერებაზე.

22.4. მცენარეული პროდუქტების დაბინძურება

გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით, მცენარეში, შემდეგ


ადამიანისა და ცხოველის საკვებში ხვდება ნიტრატები, მძიმე მეტა-
ლები, ასევე ქლორორგანული ნაერთები და იონური რადიაცია.
სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ორგანიზმში ნიტრატების
აკუმულაციის უნარის მიხედვით, არსებითად განსხვავდება ერთმა-
ნეთისაგან. მაღალი უნარით ხასიათდება ფოთლოვანი ბოსტნეული.
მცენარეში ნიტრატების დაგროვებაზე გავლენას ახდენს ნიადაგ-
ში ჭარბი რაოდენობით ნიტრატების შემცველობა. რათა თავიდან
ავიცილოთ გარემოზე სასუქების გამოყენებით გამოწვეული შესაძ-
ლებელი უარყოფითი მოქმედება, ამისათვის დაცული უნდა იყოს
შემდეგი ძირითადი აგროტექნიკური პირობები: სასუქის ნორმა არ
უნდა აღემატებოდეს მასზე მცენარის მოთხოვნილებას; ყველა აზო-
ტიანი სასუქი 300კგ/ჰა და მეტი ნორმით, აუცილებლად უნდა შევი-
ტანოთ წილადობრივად; არც ერთი სახის სასუქი არ უნდა დავტო-
ვოთ ნიადაგში ჩახვნის გარეშე.

194
23. სასუქების გამოყენების სისტემა

სასუქების სისტემაში იგულისხმება მინერალური და ორგანუ-


ლი სასუქების ფორმები, დოზები, შეტანის წესები და ვადები, რო-
გორც თესლბრუნვის პირობებში, ასევე ცალკეული კულტურების-
თვის. სასუქების გამოყენების პირობას განსაზღვრავს ნიადაგურ-
კლიმატური პირობები, დაგეგმილი მოსავლის ოდენობა, სასოფლო-
სამეურნეო კულტურების ბიოლოგიური თავისებურებანი, კულტუ-
რათა მორიგეობა დროსა და სივრცეში და სხვ.
სასუქების გამოყენების გარდა საჭიროა ნიადაგში ტენის დაგ-
როვება, სარეველებისა და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ
ბრძოლა, ჯიშიანი თესლის თესვა და სხვა აგროტექნიკური ღონის-
ძიებების სწორად და დროულად ჩატარება. ამ პირობების დაცვით
შესაძლებელი იქნება ნიადაგში შეტანილი სასუქებიდან მაქსიმალუ-
რი ეფექტის მიღება.
სასუქების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდე-
ნად სწორად გამოიყენება ისინი ცალკეულ მცენარეთა ნათესებში.
მცენარეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი მოთხოვნილე-
ბით ნიადაგში საკვებ ნივთიერებათა შემცველობის მიმართ. რაც
უფრო ხანმოკლეა მცენარის მიერ საკვების ინტენსიური შთანთქმა,
მით უფრო მომთხოვნია იგი ნიადაგში საკვები ელემენტებისადმი.
ერთი და იგივე კულტურის სხვადასხვა ჯიში შეიძლება ძალზე
განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან კვების რეჟიმის მოთხოვნილე-
ბის მიხედვით. ადრემსხმოიარე ჯიშები უფრო მომთხოვნია კვების
პირობებისადმი, ვიდრე მინერალური კვების ელემენტების შთან-
თქმის ხანგრძლივი პერიოდის მქონე საგვიანო ჯიშები.
მცენარე მოიხმარს საკვებ ნივთიერებებს აღმონაცენის გაჩენის
მომენტიდან. მცენარეთა კვებაში არჩევენ კრიტიკულ პერიოდს და
საკვები ელემენტების ყველაზე უფრო დიდი შეთვისების პერიოდს.
სიცოცხლის დასაწყისში მცენარეს ესაჭიროება საკვებ ნივთიე-
რებათა მცირე რაოდენობა, მაგრამ მათი უკმარისობა ამ დროს, ანე-

195
ლებს შემდგომში მცენარეული ორგანიზმების განვითარებას და იწ-
ვევს მოსავლის შემცირებას. სასუქების შეტანა უფრო გვიან ფაზებში
არ აბათილებს საკვები ელემენტების უკმარისობის მავნე გავლენას
მცენარეებზე, მათი ზრდის პირველ პერიოდში. ამ დროს მცენარეს
გააჩნია ჯერ კიდევ სუსტად განვითარებელი ფესვები, რომლებიც
სუსტად შთანთქავენ კვების ელემენტებს ნიადაგიდან. ამიტომ ამ პე-
რიოდს მცენარეთა კვებაში, კრიტიკულს უწოდებენ. მცენარის
ზრდისა და განვითარების მიხედვით საკვებ ნივთიერებათა მოხმა-
რება მატულობს და აღწევს უდიდეს სიდიდეს. ეს არის მცენარის მი-
ერ საკვები ელემენტების შთანთქმის პერიოდი. ერთწლიანი მცენა-
რეები, როდესაც მომწიფების ფაზას მიაღწევენ, მათ მიერ ნიადაგი-
დან საკვები ნივთიერების მოხმარება მცირდება, ხოლო შემდეგ
წყდება. ამ დროს მცენარე გამოიყენებს ყლორტებში, ფოთლებსა და
ფესვებში დაგროვილ აზოტს, ფოსფორს, კალიუმს და სხვა ელემენ-
ტებს, მარცვლის, კარტოფილის ტუბერისა და მოსავლის სხვა ნაწი-
ლის შესაქმნელად.
ცალკეული კულტურის განოყიერებისას დიდი მნიშვნელობა
აქვს სწორად განვსაზღვროთ სხვადასხვა სასუქების დოზები, მათი
შეტანის ვადები და ჩახვნის ხერხები, ნიადაგის ნაყოფიერების, წინა-
მორბედი კულტურის მოსავლის და მის ნათესებში შეტანილი სასუ-
ქების შემდგომქმედების გათვალისწინებით.
სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მცენარეები სხვადასხვანაი-
რად რეაგირებენ საკვებ ნივთიერებათა კონცენტრაციაზე. მინდვრის
კულტურებიდან ყველაზე უფრო ადვილად იტანს ნიადაგის ხსნა-
რის მაღალ კონცენტრაციას ჭვავი, ხორბალი, ქერი და შვრია. უფრო
ნაკლებად - ბარდა და სელი. კიტრი და კარტოფილი უფრო მგრძნო-
ბიარენი არიან მაღალი კონცენტრაციის მიმართ, ვიდრე სხვა ბოს-
ტნეულები. ახალგაზრდა მცენარეები უფრო ძლიერ იჩაგრებიან
ხსნარის მაღალი კონცენტრაციის დროს, ვიდრე ზრდასრული.

196
24. სასუქების შეტანის ხერხები

24.1. ძირითადი განოყიერება

ძირითადი განოყიერების მიზანია კულტურების უზრუნველ-


ყოფა საკვები ელემენტებით სავეგეტაციო პერიოდში. სასუქებს თა-
ნაბრად ანაწილებენ ფართობზე და შემდეგ ღრმად ჩახნავენ. ასეთი
წესით შეაქვთ ორგანული სასუქები და მინერალური სასუქების 2/3
ნაწილი. ძირითადი განოყიერების დროს მინერალური სასუქები შე-
აქვთ მზრალად ხვნის დროს ან გაზაფხულზე, კულტივაციისას. არაა
სასურველი ურწყავ, მშრალი კლიმატის რაიონებში სასუქების ზე-
დაპირულად ჩახვნა. ამ დროს ნიადაგის ზედა ფენა შრება, წვრილი,
შემწოვი ფესვების ბუსუსები კვდება, უარესდება მცენარის კვება და
სასუქების მოქმედება. ნიადაგის ხვნის სიღრმე უნდა ითვალისწი-
ნებდეს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარების განლაგებას ნია-
დაგში, სასუქების თვისებებს, მათი გადაადგილების უნარს. რო-
გორც ცნობილია, ნიტრატული ფორმის აზოტიანი სასუქები ადვი-
ლად ინაცვლებს ნიადაგის სიღრმეში, ამიაკური - ცუდად. ისეთ რაი-
ონებში, სადაც მოსალოდნელია სასუქების ჩარეცხვა, შემოდგომით
არ უნდა იქნეს შეტანილი, არამედ თესვისწინა დამუშავებისას. ხო-
ლო სასუქები, რომლებიც წყალში არ იხსნებია (თაბაშირი, კირი,
ფოსფორიტის ფქვილი და სხვ) საჭიროა კარგად შეერიოს ნიადაგს,
რათა უკეთესად შევიდეს მასთან ურთიერთქმედებაში.

24.2. თესვის დროს განოყიერება

სასუქების მცირე დოზების თესვის დროს მწკრივებში ან ბუდ-


ნებში შეტანა ქმნის მცენარეების კვების ხელსაყრელ პირობებს, რის
გამოც მცენარე უფრო სწრაფად ვითარდება და უფრო ადვილად
იტანს გარემო არახელსაყრელ პირობებს, მაგალითად ტენის დროე-
ბით ნაკლებობას, მავნებლებისგან და დაავადებებისგან დაზიანებას.

197
გრანულირებული სუპერფოსფატი შეიძლება შევიტანოთ თეს-
ლთან ერთად თესვის წინ, მათი ერთმანეთში შერევის შემდეგ. სასუ-
ქები შეაქვთ აგრეთვე კარტოფილის ან ბოსტნეული ჩითილისა და
სხვა კულტურების დარგვის დროს. თესვის დროს განოყიერება გა-
მიზნულია მცენარის უზრუნველსაყოფად მისი განვითარების პირ-
ველ პერიოდში, ამიტომ ამ დროს საჭიროა სასუქების მცირე დოზე-
ბი.

24.3. გამოკვება

გამოკვება საშუალებას გვაძლევს გავაძლიეროთ მცენარეთა


კვება მათი განვითარების გარკვეულ პერიოდში.
ძალიან ეფექტურია საშემოდგომო კულტურების ადრე გაზა-
ფხულზე აზოტიანი სასუქებით გამოკვება. გამოკვების დროს გამოი-
ყენება მშრალი ან ხსნარის სახით სასუქები.
თესვის შემდეგ შეტანილი სასუქების მოქმედება დიდად არის
დამოკიდებული ამინდზე და შესაძლოა არ იყოს ეფექტური, განსა-
კუთრებით მაშინ თუ ისინი ღრმად არ არიან ჩახნული ან ზედაპირ-
ზეა მობნეული. გამოკვება აუცილებელია თუ თესვამდე სასუქები არ
იყო გამოყენებული ან შეტანილი არ იყო საკმარისი რაოდენობით.

24.4. ნიადაგურ-კლიმატური პირობების გავლენა სასუქების


გამოყენებაზე

სასუქების ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული ნიადა-


გურ-კლიმატურ პირობებზე.
მინერალური სასუქები ყველაზე მეტად ეფექტურია კორდიან-
ეწერ ნიადაგებზე, ტყის ნაცრისფერ ნიადაგებზე და გამოტუტულ
შავმიწებზე. ამ ნიადაგებზე მჟღავნდება აზოტიანი სასუქების მაღა-
ლი გავლენა, მჟავე კორდიან-ეწერ ნიადაგებზე სასუქების ეფექტუ-
რობის მნიშვნელოვანი პირობაა-მოკირიანება.

198
სასუქების მოქმედებას განაპირობებს ნიადაგის ტიპი, მისი მე-
ქანიკური და ქიმიური შედგენილობა, რეაქცია, შესათვისებელი საკ-
ვები ნივთიერებების შემცველობა და ა.შ.
ნიადაგის მექანიკური შედგენილობა მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს სასუქების გადაადგილებასა და დამაგრებაზე. მძიმე ნიადა-
გებზე სასუქების შთანთქმა და შეკავება ძლიერია ვიდრე ქვიშიან და
ქვიშნარ ნიადაგებზე.
ნიადაგის ისეთი თვისებები, როგორიცაა ჰუმუსის შემცველო-
ბა, შთანთქმის ტევადობა, შთანთქმულ ფუძეთა ჯამი, სასუქების გა-
მოყენებისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იცვლება, მხო-
ლოდ სასუქების მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებით იც-
ვლება ზოგიერთი თვისება.
კლიმატი დიდ გავლენას ახდენს სასუქების ეფეტიანობაზე. ნი-
ადაგის წყლის რეჟიმი, რომელიც დამოკიდებულია წლის განმავლო-
ბაში ნალექების ინტენსივობაზე და სავეგეტაციო პერიოდზე, მოსავ-
ლის მიღების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. სასუქები ხელს
უწყობს მცენარეთა მიერ ტენის უფრო პროდუქტიულ გამოყენებას.
ნიადაგში მისი დიდი ნაკლებობისას სასუქები ვერ ზრდიან მოსავ-
ლიანობას.

24.5. თესლბრუნვის გავლენა განოყიერების სისტემის


ეფექტიანობაზე

განოყიერების სისტემის აგროტექნიკური და ეკონომიკური


ეფექტიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული თესლბრუნვესთან.
სასოფლო-სამეურნეო კულტურები ნიადაგის საკვებ ნივთიერებებს
სხვადასხვა შეფარდებით იყენებს. მცენარეები განსხვავდებიან ძნე-
ლად მისაწვდომი ნაერთებიდან საკვები ელემენტების შეთვისების
უნარით.
კულტურები, რომლებიც შთანთქავენ საკვებ ნივთიერებებს
ძნელად ხსნადი ფორმებიდან, მათ ნაწილს ტოვებენ ნიადაგში ფეს-

199
ვებსა და ნაწვერალში. ამ ნარჩენების დაშლის შემდეგ საკვები ელე-
მენტები მისაწვდომი ხდება სუსტი შეთვისების უნარის მქონე მცე-
ნარეებისათვის, ამიტომ კულტურების სწორი მორიგეობისას თეს-
ლბრუნვაში, ნიადაგის საკვები ნივთიერებები გამოიყენება უფრო
სრულად, ვიდრე მონო კულტურების შემთხვევაში.
გარდა ამისა, თესლბრუნვაში უფრო ადვილია მცენარეების
მავნებლებთან, დაავადებებთან და სარეველებთან ბრძოლა. აუცი-
ლებელია აგრეთვე მხედველობაში მივიღოთ წინამორბედი კულტუ-
რების გავლენა სასუქების ეფექტურობაზე. ასეთ წინამორბედ კულ-
ტურებს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს პარკოსან კულტურებს. ეს
მცენარეები, როგორც ვიცით, არსებით გავლენას ახდენენ მეურნეო-
ბაში აზოტის საერთო ბალანსზე.
თესლბრუნვაში კულტურების შემადგენლობა გავლენას ახ-
დენს საკვებ ნივთიერებათა საერთო ბალანსზე და სხვადასხვა სასუ-
ქის გარკვეული შეფარდებით შეტანის აუცილებლობაზე, ვინაიდან
სხვადასხვა კულტურები შთანთქავენ ნიადაგიდან საკვები ნივთიე-
რებების არათანაბარ რაოდენობას. მაგალითად, თესლბრუნვაში,
რომელშიც ჭარბადაა წარმოდგენილი ძირხვენები, კარტოფილი და
მზესუმზირა, ძალზე იზრდება კალიუმის გამოტანა ნიადაგიდან,
ამიტომ კალიუმიანი სასუქების ეფექტურობა მატულობს.

200
25. სასუქების შენახვის, შერევის, შეტანის წესები

სასუქების შენახვა დასაშვებია მხოლოდ მათთვის სპეციალუ-


რად მოწყობილ საწყობებში.
საჭიროა გვახსოვდეს, რომ ყველა მინერალური სასუქი, თაბა-
შირის, კირის, პრეციპიტატის, ფტორგამოცლილი ფოსტაფის. ფოს-
ფორიტის ფქვილის გარდა, შეიცავს მთლიანად ან უმთავრეს წილად
წყალხსნად საკვებ ნივთიერებებს. ამიტომ თუ დავუშვით მათი დას-
ველება ან წყლით გარეცხვა, ადგილი ექნება მინერალური სასუქების
არამარტო ფიზიკური თვისებების მკვეთრ გაუარესებას (რაც ძალზე
გააძნელებს მათ მექანიზებულ შეტანას ნიადაგში), არამედ საკვები
მარილების აუცილებელ დანაკარგებსაც.
განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო ამონიუმის გვარჯილის
შენახვისას არამარტო მისი აალების, არამედ დეტონაციის უნარის
გამო. ერთ საწყობში არ უნდა ინახებოდეს ამ ნივთიერების 500ტ-ზე
მატი, უნდა გამოცალკევდეს სხვა სასუქებისგან.
სასუქების შერევა. სასუქების შერევა შეიძლება როგორც ად-
გილზე, ასევე ქარხანაში. სასუქების შერევისას უნდა დავიცვათ ერ-
თგვარი შეზღუდვები, რადგან ყველა სასუქის შერევა არ შეიძლება.
მაგალითად, არ შეიძლება განხორციელდეს სასუქების შემდეგი შე-
ხამებები: 1. არასაკმარისად მშრალი სუპერფოსფატი (Ca(H2PO4)2) და
ამონიუმის გვარჯილა (NH4NO3), რადგან უარესდება ფიზიკური
თვისებები, წარმოიქმნება ძნელად მოსაბნევი, ტენიანი ნარევები. 2.
კალიუმის მარილები, თომასის წიდა ან ფოსფატის წიდა
(2KCL+Ca(OH)2=2KOH+CaCL2) - ძლიერ ჰიგროსკოპიული მარილი. 3.
ამონიუმის სულფატი და სუპერფოსფატი წინასწარ შერევის შემ-
თხვევაში შესაძლებელია მისი „შეკვრა“ ახლადწარმოქმნილი თაბა-
შირით ((NH4)2SO4+Ca(H2PO)4 . H2O+H2O=CaSO4.2H2O+2NH4H2PO4). 4.
ამონიუმის სულფატი და KCL -წინასწარი შერევის შემთხვევაში შე-
იძლება შებელტდეს.
სასუქების ზემოთაღნიშნული 4 შეხამების შერევა წინასწარ შე-

201
საძლებელია მხოლოდ ნიადაგში შეტანის წინ.
სრულიად დაუშვებელია სუპერფოსფატის და ტუტე სასუქების
შერევა, წარმოებს ფოსფორის რეტროგრადაცია.
დაუშვებელია ყველა ამიაკური მარილის და ტუტე სასუქების
შერევა, რადგან ადგილი აქვს ამიაკის დანაკარგს.

# სასუქების შეხამება შედეგი


1 სუპერფოსფატი+ამონიუმის წარმოიქმნება ძნელად მოსაბნე-
გვარჯილა ვი, ტენიანი ნარევები
2 კალიუმის მარილები+თომა- მიიღება ძლიერ ჰიგროსკოპიუ-
სის ან ფოსფატის წიდა ლი მარილი
3 ამონიუმის სულფატი+სუპერ- წარმოიქმნება თაბაშირი და შე-
ფოსფატი იკვრება
4 ამონიუმის სულფატი+კალიუ- იბელტება
მის მარილი
5 სუპერფოსფატი+ტუტე სასუქი ფოსფორის რეტროგრადაცია
6 ამიაკური მარილები+ტუტე იკარგება ამიაკი
სასუქები

სასუქის შეტანის მეთოდები. სასუქის შეტანის სამი მეთოდი გა-


მოიყენება: ფესვიდან გამოკვება, ფესვგარეშე გამოკვება — ფოთლი-
დან, ფერტიგაცია.
სასუქი შესაძლოა შეიტანოთ ნიადაგში ან მიაწოდოთ უშუა-
ლოდ მცენარეს; სასუქის ნიადაგში შეტანის რამდენიმე ფორმა არსე-
ბობს: ნიადაგში ჩახვნა 20-25 სმ სიღრმეზე (ორგანული ან მინერალუ-
რი) ფესვთა სისტემის ძირში;
სასუქის შეტანა, სასურველ ნაკვეთზე, ყოველთვის უნდა იყოს
ზუსტად განსაზღვრული. შეტანა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ად-
გილზე, სადაც უშუალოდ მცენარეა, რადგან მისი ფართოდ გაბნევა
არაეფექტური, ეკონომიკურად წამგებიანი და ამასთან ძალიან საზი-
ანოა გარემოსათვის. სასუქის მიწოდების ფორმა უნდა იყოს იაფი,
თანაბარი და ეფექტური. სასუქის შეტანის მეთოდი დამოკიდებუ-
ლია სასუქის ტიპზე.

202
ფერტიგაცია ნიშნავს სასუქის შეტანას წვეთოვანი ან დაწვიმე-
ბის სისტემით, იგი გამოიყენება როგორც ღია, ისე დახურულ გრუნ-
ტში. ფერტიგაციის დროს აუცილებელია ორი ავზი, რომლებშიც
თავსდება სასუქი. სასურველია, გამოვიყენოთ ერთკომპონენტიანი
სასუქები.
ერთ ავზში თავსდება Ca, N, და Fe-ის შემცველი სასუქები, ძირი-
თადად, გამოიყენება მცენარის ზრდისათვის. მეორე ავზში — K, P და
მიკროელემენტები, რომლებიც გამოიყენება მცენარის ხარისხის, ყვა-
ვილობის, ნაყოფმსხმოიარობის, შენახვისუნარიანობის გაზრდისათ-
ვის. ფერტიგაციის დროს აუცილებელია ვიცოდეთ EC -დონე სარწყავ
ხსნარში, რომელიც იცვლება მცენარის განვითარების სტადიების მი-
ხედვით. EC ესაა მარილების კონცენტრაცია. იგი შეიძლება იცვლებო-
დეს 0.8-დან-2.5-მდე. EC მნიშვნელობის გაგება შესაძლებელია EC
მეტრის საშუალებით, თუმცა ფერტიგაციის დროს EC-ის ზუსტი
მნიშვნელობის დასადგენად, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სარწყავ
წყალში მარილების კონცენტრაცია, სასურველია იგი არ აღემატებო-
დეს 0.5-ს.
სარწყავ წყალში рН-ის რეგულაციისთვის კარგი პრაქტიკაა თუ
1.5 ლ. მჟავას გავხსნით 20-25 ლ. წყალში. ამ შემთხვევაში, ხსნარი იქ-
ნება ერთგვაროვანი. სასოფლო-სამეურნეო გამოყენებისათვის ყვე-
ლაზე ფართოდ გავრცელებული მჟავა არის გოგირდმჟავა, ფოსფორ-
მჟავა და აზოტმჟავა. ისინი შეიცავენ აზოტს, ფოსფორს და გოგირდს.

203
26. აგროქიმიური გამოკვლევის მეთოდი

26.1. მინდვრის ცდა სასუქებზე

მინდვრის ცდა ერთ-ერთ ძირითად მეთოდს მიეკუთვნება აგ-


როქიმიურ გამოკვლევებში.
ცდის სქემის შედგენისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის უნ-
და იყოს რაც შეიძლება მარტივი, მხოლოდ საჭირო ვარიანტებით.
ცდაში შესწავლილი სასუქების შეტანის წესებსა და შედარებისათვის
აღებული სასუქების შეტანის სტანდარტულ წესს ან მცენარის მოყვა-
ნას უსასუქოდ ეწოდება ცდის ვარიანტი. მათ ერთობლიობას კი
ცდის ცქემა.
ცდის იმ ვარიანტს, რომლის მეშვეობითაც დადგინდება მცენა-
რეების რეაგირების ხარისხი სასუქის მიმართ და სასუქის ეფექტუ-
რობა, უწოდებენ საკონტროლოს.
საცდელი ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვ-
ნებს:
1. უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში მთელი საცდელი ნაკვე-
თი დაკავებული უნდა იყოს ერთი და იგივე კულტურით;
2. საცდელ ნაკვეთზე არ უნდა იყოს ჩავარდნილი ადგილები;
3. არ უნდა იყოს ნიადაგობრივი სიჭრელე;
4. ცდისთვის შერჩეული ნაკვეთი დაცილებული უნდა იყოს გზე-
ბიდან 20-30 მეტრით.
მინდვრის ცდის სიზუსტე დამოკიდებულია დანაყოფების სი-
დიდეზე. იგი უნდა იყოს ისეთი, რომ შეიძლებოდეს ჩვეულებრივი
სასოფლო-სამეურნეო იარაღების გამოყენება. ცდებში გამოიყენება
100,200,500,100მ2 სიდიდის დანაყოფები. სარწყავ პირობებში დანა-
ყოფები განლაგებულ უნდა იქნეს წყლის დინების გასწვრივ.
ცდის სქემა მეორდება რამოდენიმეჯერ, რათა თავიდან იქნეს
აცილებული ის შეცდომები, რომლებიც წარმოშვებიან საცდელი ნაკ-
ვეთის ნიადაგისა და რელიეფის სიჭრელის, სასუქების შეტანის, ნია-

204
დაგის დამუშავების და თესვის ჩატარების უზუსტობით.
სასუქების შეტანა. სასუქების შეტანა საცდელ ნაკვეთებზე ყო-
ველთვის დიდ სიზუსტეს საჭიროებს. როგორც ორგანული ისე მინე-
რალური სასუქები შეტანისას საჭიროა დანაყოფზე შესატანი სასუქის
ნორმის გაანგარიშება. ერთ ჰექტარ ფართობზე გათვალისწინებული
მოქმედი ნივთიერების მიხედვით. ორგანული სასუქების დოზას
უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრავენ ნედლი მასის წონის მიხედვით,
ჰექტარზე 20 ტ, 30 ტ, 40 ტ და ა.შ. ამ შემთხვევაში სასუქის დოზა და-
ნაყოფზე იანგარიშება საჰექტარო დოზის გაყოფით 10000–ზე და გამ-
რავლებით დანაყოფის ფართობზე.
მაგალითი. ერთ ჰექტარ ფართობზე შესატანია 40 ტ ნაკელი.
ცდის დანაყოფის ზომაა 500მ2. დანაყოფზე შესატანი ნაკელის დოზის
გასაანგარიშებლად ვადგენთ პროპორციას: 10000 2–ზე საჭიროა 40 ტ;
500მ2–ზე საჭირო იქნება X
აქედან

მინერალური სასუქების დოზის გამოსაანგარიშებლად გამოიყე-


ნება საკვები ელემენტის ჰექტარზე საჭირო რაოდენობა. დანაყოფზე
შესატანი მინერალური სასუქების დოზები შემდეგი ფორმულით
იანგარიშება:

სადაც, X–სასუქის რაოდენობაა კგ–ობით; a–მოქმედი საწყისი დოზა 1


ჰა–ზე კგ–ობით; c–დანაყოფის ფართობი მ -ობით; b–სასუქ-
ში საკვები ნივთიერების პროცენტი.
მაგალითი. საჭიროა გავიგოთ რამდენი კგ 20%–იანი ამონიუმის
სულფატი დაგვჭირდება 200მ2–იან დანაყოფზე შესატანად, თუ ჰექ-
ტარზე შეგვაქვს მოქმედი საწყისი 70 კგ.

ცდის გეგმაში მოსავლის აღრიცხვის მონაცემების გარდა ნაჩვე-


205
ნები უნდა იყოს ნიადაგის მდგომარეობა, ყოველწლიურად მეტეო-
როლოგიური ფაქტორების აღრიცხვა, ნიადაგის დამუშავების სის-
ტემა, თესვის ვადა, ნორმები, მორწყვის თარიღი და აგროტექნიკის
სხვა პირობები.
მეთოდურად სწორად დაყენებული ცდის ერთ-ერთ პირობად
ითვლება მოთხოვნილება იმის შესახებ, რომ ცდის ვარიანტების შე-
დარებისას, მოსავალზე მოქმედი სხვა ფაქტორები, გარდა ცდაში შე-
სასწავლისა, შესადარებელ ვარიანტებზე ერთნაირი უნდა იყოს.
საცდელ ნაკვეთზე პერიოდულად მთელი ვეგეტაციის პერი-
ოდში საჭიროა დაკვირვებების ჩატარება, მისი შედეგები იწერება,
აღრიცხავენ მცენარეების საერთო მდგომარეობას, განვითარების ფა-
ზებს, ამინდის პირობებს, ნიადაგის ტენიანობას.
ცდის გეგმის შესაბამისად იღებენ მცენარისა და ნიადაგის ნი-
მუშებს.
მოსავლის აღრიცხვა. მოსავლის აღებამდე 3-5 დღით ადრე სა-
ჭიროა ნაკვეთის დათვალიერება, მისი საზღვრების აღდგენა, საჭი-
როების შემთხვევაში ახდენენ გამორიცხვას.
სააღრიცხვო ფართობიდან მოსავალს ყოველ დანაყოფზე იღე-
ბენ ერთ დღეს, ერთი და იგივე წესით.
მინდვრის ცდის შედეგების დამუშავება. მინდვრის ცდაში გან-
მეორება ცდის ცდომილების და მისი შედეგების დამაჯერებლობის
განსაზღვრის საშუალებას იძლევა. თუ ვარიანტებს შორის სხვაობა
მნიშვნელოვნად აჭარბებს ცდის ცდომილებას, მაშინ მისი მონაცემე-
ბი სარწმუნოდ შეიძლება ჩაითვალოს.
მინდვრის ცდის სიზუსტეს ადგენენ ცდის შედეგების მათემა-
ტიკური დამუშავებით, რისთვისაც იყენებენ ვარიაციული სტატის-
ტიკის მეთოდს.

206
26.2. სავეგეტაციო მეთოდი

აგროქიმიაში გამოყენებული გამოკვლევების ბიოლოგიურ მე-


თოდებს შორის, მინდვრის ცდასთან ერთად ფართოდ გამოიყენება
სავეგეტაციო მეთოდი.
სავეგეტაციო ცდა სასუქებზე, ეს არის ცდების ჩატარება ხე-
ლოვნურ პირობებში - სავეგეტაციო სახლში, ხოლო მცენარეთა აღ-
ზრდა, ხელოვნურ არეში - ჭურჭელში. მისი საშუალებით შეიძლება
აღვრიცხოთ და ვარეგულიროთ მცენარის ზრდისა და განვითარების
ისეთი სასიცოცხლო ფაქტორები, როგორიცაა ტენიანობა, ტემპერა-
ტურა, განათება, ხოლო ზოგიერთი მოდიფიკაციით (ქვიშის და
წყლის კულტურები), აგრეთვე კვების არეც.
სავეგეტაციო ცდის ძირითად და ყველაზე გავრცელებულ სა-
ხედ ითვლება ნიადაგის კულტურები. ამ მეთოდით ისწავლება ნია-
დაგისა და სასუქების თვისებები და ამ უკანასკნელთა ეფექტურობა
ამა თუ იმ კულტურის ქვეშ.
სავეგეტაციო ჭურჭლის დასატენად, როგორც წესი იყენებენ ნი-
ადაგის ზედა სახნავ ფენას, ამიტომ სავეგეტაციო ცდებში მცენარის
ფესვებისათვის მისაწვდომი საკვები ნივთიერებების რაოდენობა
ნაკლებია, ვიდრე მინდვრის პირობებში. ამას ანგარიში უნდა გაეწი-
ოს, ამიტომ სასუქები შეგვაქვს უფრო დიდი დოზებით, ვიდრე მინ-
დვრის პირობებში.
მცენარეს სავეგეტაციო ჭურჭელში უკეთესი პირობები ექმნება,
გააჩნია უკეთესი განათება, ატმოსფეროდან უკეთესად მარაგდება
ნახშირორჟანგით, დაცულია დაზიანებისაგან და იზოლირებულია
ამინდის მოვლენების, სტიქიებისაგან.
ცდისთვის აღებული ნიადაგის შესახებ უნდა გვქონდეს შემდე-
გი საჭირო ცნობები:
1. ნიადაგის აღების პუნქტის დასახელება;
2. ნიადაგის დასახელება;
3. რომელ მინდორზეა აღებული ნიადაგი;

207
4. ნაკვეთის ისტორია და ამა თუ იმ კულტურიდან მიღებული საშუ-
ალო მოსავალი.
ცდის დაყენების წინ, ნიადაგიდან ამოიკრიფება ყველა ზედმე-
ტი მინარევი. ნიადაგი მთლიანად გაიცრება 1 სმ დიამეტრის ნახვრე-
ტებიან საცერში. ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის აიღება
ნიადაგის საშუალო სინჯი 3-5 კგ წონით.
ნიადაგის კულტურების სავეგეტაციო ცდები ტარდება მიტჩერ-
ლიხის ტიპის მომინანქრებულ სპეციალურ ჭურჭელში, რომელსაც
სავეგეტაციო ჭურჭელი ეწოდება. ნიადაგის კულტურის ჭურჭლის
სიდიდე უნდა შეესაბამებოდეს საცდელი მცენარის ბიოლოგიურ
თავისებურებას, მისი ფესვთა სისტემის ნორმალური განვითარების
უზრუნველსაყოფად.
სავეგეტაციო ცდები ტარდება აღებული ნიადაგის ზონაში გავ-
რცელებული კულტურების მონაწილეობით. ამისთვის აღებულ უნ-
და იქნეს ერთგვაროვანი სელექციური ჯიშები. სოკოსა და სხვა დაა-
ვადებების თავიდან აცილების მიზნით თესლი წინასწარ უნდა და-
მუშავდეს ფორმალინის 5%-იან ხსნარში ამოვლებით, 5 წუთის გან-
მავლობაში. შემდეგ გაირეცხება წყლით და ძალიან თხელ ფენად მო-
მინანქრებულ ლამბაქზე აწყობენ, რომელიც გავსებულია კვარცის
ქვიშით, ზემოდან დაფარებულია ფილტრის ქაღალდი. ქვიშას ასვე-
ლებენ სრულ ტენტევადობამდე, თესლს აღივებენ თერმოსტატში 20-
25 გრადუს ტემპერატურაზე და თესავენ. აღმოცენების შემდეგ, პინ-
ცეტით აცლიან ზედმეტ ეგზემპლარებს. როდესაც მცენარეები წამო-
იზრდებიან, დაცვის მიზნით ჭურჭელზე ჩამოაცმევენ მეტალის კარ-
კასს.
სავეგეტაციო ცდაში მოვლის უმთავრეს ოპერაციად ითვლება
მორწყვა. წყლის რაოდენობა თანაბრად უნდა იყოს ყველა ჭურჭელ-
ში, მორწყვა ხდება გამოხდილი ან წვიმის წყლით, დილით ან საღა-
მოს.
სავეგეტაციო ცდის შედეგების აღრიცხვის ერთ-ერთი ხერხია
მისი ფოტოსურათის გადაღება.

208
26.3. წყლის და ქვიშის კულტურები

მცენარეების ფესვური კვების მრავალი საკითხის შესასწავლად


ნიადაგი, როგორც არე, ნაკლებად გამოსაყენებელია, რადგან მასში
კვების ყველა პირობის მკაცრად აღრიცხვა შეუძლებელია.
მცენარეების კვების შესწავლის მიზნით, მკაცრი კონტროლის
პირობებში უნაყოფო არეს - სუფთა კვარცის ქვიშას და გამოხდილ
წყალს იყენებენ.
ცდებისათვის გამოსაყენებელი წყალი და ქვიშა სპეციალურ გა-
სუფთავებას ითხოვს.
გამოხდილ წყალს ცდებისათვის მეორეჯერ კვარცის მაცივარში
გადადენის გზით ღებულობენ.
სუფთა ქვიშის მისაღებად, მას ჯერ კონცენტრირებულ მარი-
ლის მჟავათი რეცხავენ, რომელსაც შემდეგ გამოხდილი წყლით ხან-
გრძლივი რეცხვით აცილებენ.
წყლის კულტურის პირობებში ძნელად ხსნადი შენაერთები
ჭურჭლის ძირზე გამოილექება და მათი შეთვისება ნაკლებ ინტენსი-
ურად მიმდინარეობს. ამიტომ იმ შემთხვევაში, როდესაც შეისწავ-
ლება ძნელად ხსნადი შენაერთები ან შესაძლებელია მათი წარმოშო-
ბა ვეგეტაციის დროს, უმჯობესია ცდის ქვიშის კულტურაში ჩატარე-
ბა. იგივე მიზეზით წყლის კულტურებში მცენარეები ხშირად ქლო-
რიზით იჩაგრებიან, რკინის მარილების ჰიდროლიზის და რკინის
ჟანგის ჰიდრატების გამოლექვის ან რკინის ნაკლებად ხსნადი მარი-
ლების წარმოშობის შედეგად.
ცდის წყლის კულტურაში დაყენება ხელსაყრელია მაშინ, რო-
დესაც გამოკვლევის ხასიათის მიხედვით უფრო გარანტირებული
სუფთა არეა საჭირო, ვეგეტაციის განმავლობაში საკვები ხსნარის
სრული შეცვლაა საჭირო ან ვეგეტაციის პროცესში მცენარეების
დროებით სხვა საკვებ ხსნარზე მოთავსება.
საკვები ნარევები. წყლის ან ქვიშის კულტურებში ცდის ჩატ-
რებისას ყოველთვის საჭიროა ჭურჭლებში გარკვეული რაოდენო-

209
ბით საკვები მარილების შეტანა, რომლებიც მცენარის ნორმალურ
განვითარებას უზრუნველყოფენ. მას საკვებ ნარევს უწოდებენ. იგი
უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას: N, S, P, K,
Ca, Mg, Fe, B, Mn, აგრეთვე სხვა მიკროელემენტებს. ნარევში ყველა
საკვები ნივთიერება მცენარისათვის მისაწვდომ ფორმაში უნდა იმ-
ყოფებოდეს.
ხსნარი უნდა იყოს ფიზიოლოგიურად გაწონასწორებული 1 და
2 ვალენტიანი კათიონების მიმართ.
ქვიშის კულტურებისათვის ჭურჭელი უფრო ნაკლები სიმაღ-
ლისაა, ვიდრე ნიადაგის კულტურებისათვის, რადგან ქვიშაში
წყლის კაპილარული ასვლა სუსტია, ვიდრე ნიადაგში. ქვიშის ბუფე-
რული თვისებების გადიდებისათვის ზოგჯერ მას წონიდან 2%
ტორფს უმატებენ. ამისათვის ტორფს რეცხავენ მარილმჟავათი, შემ-
დეგ წყლით და აშრობენ. მომზადებულ ტორფს აკომპოსტებენ სხვა-
დასხვა ნარევთან, ოპტიმალური PH-ის დადგენისათვის.
ქვიშის კულტურებში, ნიადაგისგან განსხვავებით საკვები ნივ-
თიერება ცალკეული მარილების ხსნარების ნარევის სახით შეაქვთ,
ხოლო უხსნადი მარილები მშრალი სახით.
წყლის კულტურები უფრო მეტად შრომატევადია, ვიდრე ქვი-
შის. მისი ჭურჭელი 4-დან 8 ლ-მდე მოცულობის ფართოყელიანი ქი-
ლებია. მას ზემოდან ხის საცობით ხურავენ. საცობში 1,5-2 სმ რამო-
დენიმე ხვრელს აკეთებენ. ცენტრში ერთი ხვრელის დანიშნელებაა
კარკასის დამაგრება, მეორეს კი იყენებენ შუშის მილისათვის, რომ-
ლითაც ჰაერს ჩაბერავენ. ჭურჭელს ორმაგ შალითას უკეთებენ.
ცდის დაყენებისას ჭურჭლის მოცულობის 4/5 ან 3/5 გამოხდი-
ლი წყლით ავსებენ. შეაქვთ საკვები ნარევი, შემდეგ მოცულობა
წყლით დაჰყავთ საცობის შინაგანი ზედაპირიდან 1 სმ-ით ქვემოთ.
წყლის კულტურებში ჩასარგავ მცენარეების ნაზარდს უნდა გააჩ-
ნდეს 5-7 სმ სიმაღლე და ფესვების სიგრძე -6-7 სმ. ამისთვის მცენა-
რეების თესლს წინასწარ აღივებენ ქვიშაზე, ხოლო შემდეგ პარაფი-
ნირებული მარილის ბადეზე გადარგავენ, რომელიც მოთავსებულია

210
1-1,5 ლ მოცულობის კრისტალიზატორზე, რომელიც შევსებულია
წყალსადენის წყლით ან განზავებული საკვები ნარევით. აქ მცენარე-
ები იზრდება 1-1,5 კვირამდე, სანამ გადასარგავად არ გამოდგება.
დარგვის წინა ყელზე შემოახვევენ ბამბის ფენას და საცობის ხვრელ-
ში ამაგრებენ.
წყლის კულტურებში მცენარეების მოვლა მოიცავს - გამოხარ-
შვას, ყოველდღიურად 5-10 წთ-ის განმავლობაში საკვებ ხსნარში ჰა-
ერის ჩაბერვას. თუ ცდის სქემით გათვალისწინებული დონიდან გა-
დახრის შემთხვევაში რეაქციას არეგულირებენ NaOH-ის ან HCl-ის
განზავებული ხსნარის დამატებით.
ჭურჭლიდან ხსნარების აორთქლების შესაბამისად მათში საჭი-
რო დონემდე წყალს უმატებენ და ვეგეტაციის პერიოდში 3-4 ჯერ
საკვები ხსნარის შეცვლას ატარებენ.

26.4. ლიზიმეტრული გამოკვლევები

ლიზიმეტრულ მეთოდს ფართოდ იყენებენ აგროქიმიურ გა-


მოკველევებში. იგი კვლევის ბიოლოგიურ მეთოდს მიეკუთვნება.
ლიზიმეტრული მეთოდის გამოყენება საშუალებას იძლევა
განვსაზღვროთ ნიადაგიდან გამოჟონილი წყლის შედგენილობა, შე-
ვისწავლოთ ატმოსფერული ნალექების ნიადაგში ჩაჟონვის დინამი-
კა, საკვები ნივთიერებების დანაკარგი ჩარეცხვისა და გამორეცხვის
გზით, ნიადაგის ტენიანობა და სხვა.
ლიზიმეტრული კვლევის ჩატარების დროს აუცილებელია შემ-
დეგი მეთოდური მოთხოვნების დაცვა:
1. ლიზიმეტრული დაკვირვების ჩატარების პირობები მიახლოებუ-
ლი უნდა იყოს ბუნებრივ პირობებთან;
2. ლიზიმეტრული გამოკვლევებიდან სწორი პასუხი რომ მივიღოთ,
ცდაში საჭიროა არანაკლებ 10 ლიზიმეტრისა;
3. ნიადაგიდან ჩაჟონილი წყლის შესაკრებად დრენაჟის მოწყობა,
მისი შეერთება მილით მიწისქვეშა მიმღებთან დერეფანში;

211
4. ცდა შეიძლება ჩატარდეს მცენარეების გარეშე ან მათი მონაწილე-
ობით. ზოგჯერ მასში მერქნოვან მცენარეებსაც რგავენ, ამიტომ
ლიზიმეტრთა შორის მანძილი მცენარეთა ნორმალური პირობე-
ბის შექმნას უნდა პასუხობდეს;
5. ლიზიმეტრული ცდებისათვის გამოყოფილ ნაკვეთზე აუცილებ-
ლად უნდა მოეწყოს ნალექსაზომი მოწყობილობა;
6. ნაკვეთი ახლოს უნდა იყოს ლაბორატორიასთან, ანალიზის სწრა-
ფად ჩატარების უზრუნველსაყოფად;
7. ნაკვეთი კარგად უნდა იყოს დაცული ცხოველებისა და ფრინვე-
ლისაგან;
ნიადაგით გავსების ხასიათის მიხედვით არჩევენ 2 ტიპის ლი-
ზიმეტრს:
1. ბუნებრივი აღნაგობის ნიადაგით ავსებული;
2. ბუნებრივაღნაგობადაშლილი ნიადაგით ავსებული. ამ შემთხვე-
ვაში ლიზიმეტრში თავსდება გაცრილი ნიადაგი.
ლიზიმეტრულ გამოკვლევებში გამოიყენება რამდენიმე კონ-
სტრუქციის ლიზიმეტრი:
1. ბეტონის ან აგურის;
2. მეტალის;
3. ლიზიმეტრული ძაბრის;
4. პლასტმასის აპსკის.

26.5. აგროქიმიურ გამოკვლევაში მცენარის და ნიადაგის ანალიზი

მოსავლის პროდუქტიულ ნაწილს, სასუქების მოსავლის ხა-


რისხზე გავლენის შეფასებისათვის, უკეთებენ ქიმიურ ანალიზს
(მარცვალში-ცილებს, კარტოფილის ტუბერებში-სახამებელს, შაქრის
ჭარხლის ძირებში-შაქრებს, ზეთოვანი კულტურების თესლში-ცხი-
მებს).
მცენარის ანალიზი საჭიროა მცენარესა და ნიადაგს, მცენარესა
და სასუქებს შორის ურთიერთმოქმედების შესწავლისათვის.

212
ვეგეტატიური და პროდიქტიული ნაწილების მოსავლის ანა-
ლიზი აზოტის, ფოსფორის, კალიუმის და სხვა ნაცრის ელემენტების
შემცველობაზე, ემსახურება საკვები ნივთიერებების განსაზღვრას,
გამოტანილს ნიადაგიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მო-
სავლით, სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატურ და აგროტექნიკურ პი-
რობებში. ხოლო მონაცემები საკვები ნივთიერების გამოტანაზე სა-
სუქების უფრო დასაბუთებული დოზების დადგენისთვისაა აუცი-
ლებელი.
მცენარეების საკვები ნივთიერებებით მომარაგების დადგენი-
სათვის იყენებენ გამონადენი წვენის მინერალური შედგენილობის
ანალიზის მეთოდს, აგრეთვე ნედლი მცენარეული ნიმუშის ანალი-
ზის მეთოდს.
ნიადაგის აგროქიმიურ ანალიზის მეთოდებს დიდი მნიშვნე-
ლობა აქვს ნიადაგში საკვები ნივთიერებების შემცველობის, აგრეთ-
ვე შენაერთების ზოგიერთი ფორმების დადგენისათვის, რომლებიც
მცენარეების ზრდასა და განვითარებაზე მავნე მოქმედებას ამჟღავ-
ნებენ.
ქიმიური ანალიზი ხელს უწყობს ნიადაგის მრავალი თვისების
გამოკვლევას.
ნიადაგის რეაქციის დადგენა, ნიადაგის მჟავიანობის სიდიდე
და ფორმები, შთანთქმული ფუძეების ჯამი და ნიადაგის ფუძეებით
მაძღრობის ხარისხი, ნიადაგის მოკირიანების საჭიროების და კირის
ნორმების დადგენისთვის არის საჭირო.
ბიცობ და ბიცობიან ნიადაგებში გაცვლითი ნატრიუმის შემ-
ცველობის და შთანთქმის ტევადობის განსაზღვრა მოთაბაშირების
ჩატარებისთვისაა აუცილებელი.
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის აგროქიმი-
ურ მეთოდებს, მათი სასუქებზე მოთხოვნილების დადგენისათვის.

213
27. სასუქის დოზის გაანგარიშება

სასუქის დოზის გაანგარიშებისთვის უნდა ვიცოდეთ:


1. საკვები ელემენტის დოზა კგ/ჰა ან გ/ძირზე (საკვები ელემენ-
ტის დოზა იცვლება მცენარის სახეობის, ასაკის, მოსავლიანობის და
ნიადაგის ტიპის მიხედვით.
2. შესატან სასუქში საკვები ელემენტის პროცენტული შემცვე-
ლობა
სასუქის დოზას ვანგარიშობთ როგორც ფორმულით, ისე ფორ-
მულის გარეშე.
ფორმულით:

სადაც ს. დ. არის სასუქის დოზა;


ა - საკვები ელემენტის დოზა კგ/ჰა, ან გ/ძირზე;
ბ - სასუქში საკვები ელემენტის პროცენტული შემცველობა.
მაგალითი: გაიანგარიშეთ ამონიუმის სულფატის დოზა 5-
წლიან ჩაის პლანტაციაში.
ამოხსნა:
1. 5-წლიან ჩაის პლანტაციაში N-ის დოზა არის 150 კგ/ჰა.
2. ამონიუმის სულფატში (NH4)2SO4 - N 20-21%.
ე.ი.  NH 4 2 SO4  a 100  150 100  750 კგ/ჰა
b 20
ფორმულის გარეშე (იმავე მაგალითზე)
ამონიუმის სულფატში (NH4)2SO4 N არის 20-21%, ეს იმას ნიშ-
ნავს, რომ ყოველ 100 კგ ამონიუმის სულფატში არის 20 კგ N.
შესატანი გვაქვს 150 კგ.
ვადგენთ პროპორციას:
100 კგ (NH4)2SO4 -------- 20 კგ N
X -------------------------150 კგ

პასუხი: 5-წლიან ჩაის პლანტაციაში უნდა შევიტანოთ 750 კგ


ამონიუმის სულფატი.

214
გამოყენებული ლიტერატურა:

1. აბესაძე გ. ნაკაიძე ნ. –„აგროქიმია“. გამომცემლობა „განათლება“.


თბილის 1991წ.
2. თხელიძე ა., ლიპარტელიანი რ., მუმლაძე ნ., ხომასურიძე ხ., და-
ნელია გ. –„სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია და გარემო“. თბი-
ლისი 2009წ.
3. მარშანია ი. _ “აგროქიმია”. გამომც. “განათლება”. თბილისი
1991 წ.
4. კელენჯერიძე ნ.ნ., კელენჯერიძე ნ.კ. -„ორგანული სასუქები“. გა-
მომცემლობა „მოწამეთა“ ქუთაისი 2009 წ.
5. კელენჯერიძე ნ., ბზეკალავა შ. – „მწვანე სასუქების ეფექტუ-
რობა სოფლის მეურნეობაში“. სასწავლო უნივერსიტეტი „ლამპა-
რი“-ს გამომცემლობა. ქუთაისი 2015 წ.
6. კელენჯერიძე ნ. - „მიწათმოქმედება აგროქიმიის საფუძვლე-
ბით“. სალექციო კურსი. აკაკი წერეთლის სახ. უნივერსიტეტის
გამომცემლობა. ქუთაისი 2015წ.
7. კელენჯერიძე ნ. _”აგროქიმიის მოკლე ცნობარი”. შპს. ქუთაი-
სის მე-6 სტამბა, ქუთაისი 2000წ.
8. კელენჯერიძე ნ. _ “დამხმარე სახელმძღვანელო პრაქტიკულ-
ლაბორატორიული მეცადინეობისათვის საგანში “ზ/ მიწათმოქ-
მედება აგროქიმიის საფუძვლებით”. ფირმა “მზე-2006”. ქუთაი-
სი 2008 წ.
9. ლორთქიფანიძე რ., კელენჯერიძე ნ. – "აგროლანდშაფტების მე-
ლიორაციული ტექნოლოგიები". აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა. ქუთაისი 2015 წ.
10. ნაკაშიძე ნ., ჯაში დ. – „ორგანული სოფლის მეურნეობა“ სალექ-
ციო კურსის სახელმძღვანელო. გამომცემლობა „ალიონი“. ბათუ-
მი 2013 წ.
11. სმირნოვის და პეტერბურგსკის რედაქციით “აგროქიმია” (ქარ-
თული თარგმანი). ნაწილი I. თბილისი 1979 წ.

215
12. სმირნოვის და პეტერბურგსკის რედაქციით “აგროქიმია” (ქარ-
თული თარგმანი). ნაწილი II. თბილისი 19792 წ.
13. ცომაია ი. – „აგროქიმიკატების მოკლე ცნობარი“. თბილისი
2008წ.
14. ჭანიშვილი შ., ტყებუჩავა ზ., ბუცხრიკიძე გ. – „საცდელი საქმის
მეთოდიკა მემცენარეობაში“. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტი. თბილისი 2017წ.

216
სარჩევი:

1. აგროქიმიის საგანი და კვლევის მეთოდები 3


2. აგროქიმიის განვითარების მოკლე ისტორია 8
3. მცენარის ქიმიური შედგენილობა 12
4. მცენარის კვება 23
4.1. მინერალური კვების ელემენტები 23
4.2. საკვები ელემენტების მნიშვნელობა მცენარისათვის 24
4.3. მცენარის კვების პირობები 27
4.4. მცენარის ჰაერიდან კვება 35
4.5. მცენარის ფესვური კვება 36
4.6. მცენარის ფესვგარეშე გამოკვება 40
5. ნიადაგის თვისებები და მათი მნიშვნელობა მცენარის
კვებისა და სასუქების გამოყენებისათვის 41
5.1. ნიადაგის ნაყოფიერება 43
5.2. ნიადაგის შედგენილობა 45
5.3. ნიადაგის მინერალური ნივთიერება 48
5.4. ნიადაგის ორგანული ნივთიერება 51
5.5. ორგანული ნივთიერებების დაშლა ნიადაგში 52
5.6. საკვები ელემენტების შემცველობა ნიადაგებში და მათი
მცენარისთვის მისაწვდომობა 57
5.7. ნიადაგის შთანთქმის უნარიანობა 58
5.8. ნიადაგის რეაქცია 66
5.9. სხვადასხვა ნიადაგების რეაქცია 69
5.10. ნიადაგის ბუფერობის უნარი 71
6. მცენარის მინერალური კვების დიაგნოსტიკა 74
6.1. ვიზუალური დიაგნოსტიკა 74
6.2. ქიმიური დიაგნოსტიკა 80
7. ნიადაგის ქიმიური მელიორაცია 82
7.1. მჟავე ნიადაგების მოკირიანება 82

217
7.2. ნიადაგის მოთაბაშირება 93
8. სასუქების გამოყენება და მათი კლასიფიკაცია 98
9. აზოტიანი სასუქები 101
10. ფოსფორიანი სასუქები 107
11. კალიუმიანი სასუქები 111
12. მიკროსასუქები 116
13. რთული და კომპლექსური სასუქები 117
14. ბაქტერული სასუქები 118
15. ორგანული სასუქების მნიშვნელობა სოფლის
მეურნეობისათვის 121
16. ნაკელი, მისი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში 126
17. ტორფი და ტორფიანი სასუქები 138
18. მწვანე სასუქები და მისი მნიშვნელობა სოფლის
მეურნეობისათვის 153
19. მდინარის შლამი 163
20. სასუქების მოქმედება მოსავლის შედგენილობასა და
ხარისხზე 165
21. სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერება 170
21.1. მარცვლეული კულტურების განოყიერება 170
21.2. კარტოფილის განოყიერება 173
21.3. სიმინდის და მზესუმზირას განოყიერება 173
21.4. საკვები ძირხვენა კულტურების განოყიერება 174
21.5. თამბაქოს განოყიერება 175
21.6. ბოსტნეული კულტურების განოყიერების სისტემა
თესლბრუნვაში 176
21.7. ციტრუსოვანი კულტურების განოყიერება 179
21.8. ჩაის განოყიერება 180
21.9. ხეხილის განოყიერება 181
21.10. ვენახის განოყიერება 182
21.11. სათიბების და საძოვრების განოყიერება 183
21.12. კენკროვანი კულტურების განოყიერება 184

218
21.13. კაკლის ბაღის განოყიერება 187
21.14. თხილის ბაღის განოყიერება 188
21.15. სათბურისთვის გრუნტის მომზადება 189
22. სასუქი და გარემო 191
23. სასუქების გამოყენების სისტემა 195
24. სასუქების შეტანის ხერხები 197
25. სასუქების შენახვის, შერევის, შეტანის წესები 201
26. აგროქიმიური გამოკვლევის მეთოდი 204
27. სასუქის დოზის გაანგარიშება 214
გამოყენებული ლიტერატურა 215

219
კომპიუტერული უზრუნველყოფა
ლევან იობაძე

ქაღალდის ზომა 1/16


ნაბეჭდი თაბახი 13,75

დაიბეჭდა ი.მ. მარიამ იობაძის მიერ


ქუთაისი, ახალგაზრდობის 25-ა
ტელ. 579 10 13 23; 599 18 20 98; 592 02 25 55

220

You might also like