You are on page 1of 11

მოსავლის როტაცია (თესლბრუნვა)

ორგანულ ფერმებზე
ისტორიული მიმოხილვა
ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის, რომის და ჩინეთის მოქალაქეებს მსგავსი
წარმოდგენები ჰქონდათ მოსავლის როტაციის შესახებ. მათ გამოცდილებით
იცოდნენ, რომ ერთსადაიგივე მონდორზე წლიდან წლამდე ერთი კულტურის
მოყვანა ნიადაგის გამოფიტვას და მოსავლის შემცირებას იწვევდა და რომ
კულტურების შეცვლით მოსავლიანობა საგრძნობლად მაღლდებოდა. მათ იცოდნენ
აგრეთვე, რომ მოსავლის როტაცია ნაკელით განოყიერებასთან და დამფარავ
მცენარეებთან ერთად საგრძნობლად ზრდიდა ნიადაგის ნოყიერებას.

ასე გრძელდებოდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მოსავლის როტაცია ნიადაგის


ნაყოფიერების ასამაღლებლად და მავნებლების დასათრგუნად პრაქტიკულად ყველა
ფერმერის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.

ადრეული ეპოქის ევროპასა და ცენტრალური აღმოსავლეთში სავარგულები


იყოფოდა ორ მინდვრად ან მინდვრების ჯგუფად. ერთ ჯგუფზე თესდნენ ხორბალს,
ფეტვს, ან შვრიას, ხოლო მეორეს ასვენებდნენ. მოსავლის აღების შემდეგ პირველ
მინდორს ასვენებდნენ და საქონელს ნება ეძლეოდა ის საძოვრად გამოეყენებინა, თან
ამავდროულად გაენოყიერებინა ნიადაგი.

მე-8 საუკუნიდან მდინარეების ლუარასა და რაინის ხეობებში ორმინდვრიანი


როტაცია სამმინდვრიანმა სისტემამ შეცვალა. სამმინდვრიან სისტემაში
გამოიყენებოდა მინდვრის მხოლოდ ერთი მესამედი. შემოდგომით მიწის მესამედზე
ითესებოდა შვრია, ფეტვი ან პარკოსნები, რომლებიც აიღებოდა გვიან ზაფხულში.
პარკოსნები აძლიერებდნენ ნიადაგს აზოტის ფიქსაციის უნარით და ამავდროულად
აუმჯობესებდნენ ადამიანის საკვებ რაციონს.

ვინაიდან გაზაფხულის კულტურებს ზაფხულის წვიმები სჭირდება, სისტემამ


გაამართლა ლუარასა და ალპებში. წელიწადში ორი მოსავლის მიღებით მცირდებოდა
მოუსავლიანობის და შიმშლობის რისკი.

მე-17 ს-ის ბოლოს ინგლისში, ნორფოლკში დაინერგა ნორფოლკის ოთხკურსიანი


სისტემა. სისტემის თავისებურება იყო ის, რომ ადრეული სისტემებისაგან
განსხვავებით ის მოიცავდა მხოლოდ კულტურების როტაციას და არ გულისხმობდა
ნიადაგის დასვენებას. ამ სისტემის მიხედვით, პირველ წელს მოყავდათ ხორბალი,
მეორე წელს მას მოსდევდა თალგამი, მესამე წელს ითესებოდა ფეტვი სოიოსთან
ერთად, ხოლო მეოთხე წელს იონჯა გამოიყენებოდა საქონლის საძოვრად. თალგამი
საქონლის და ცხვირს საკვებად გამოიყენებოდა ზამთარში. სისტემა განსაკუთრებით
მომგებიანი აღმოჩნდა იმით, რომ საქონლის კარგად გამოკვება ზრდიდა ნაკელის
ოდენობას და ნოყიერებას, რომელიც მცირე იყო მანამდე. ძოვების დროს ცხვარი
ექსკრემენტებით ანოყიერებდა მინდორს, რაც მომავალ წელს მარცვლეულის მეტი
მოსავლის წინაპირობა იყო.

სისტემა ფართოდ გავრცელდა 1800-იანი წლების ფერმებში და სტანდარტულ


პრაქტიკად იქცა მთელ ბრიტანეთში. მე-19 საუკუნის დასაწყისში სტანდარტი მთელ
ევროპაში გავრცელდა.

როტაციის პირველი მეცნიერული ექსპერიმენტები დაიწყო მე-19 ს-ის შუა წლებში


ინგლისში, როთამსტედის სადგურზე. ამ კვლევებმა მეცნიერულად დაადასტურა
თესლბრუნვის ეფექტურობა.

ბევრი ფერმერი დღესაც მიმართავს თესლბრუნვას, თუმცა მოკლე ციკლით.


მაგალითად აშშ-ს მოსავლის 80% მიიღება ორწლიანი როტაციით სოიოთი და
სამწლიანი თესლბრუნვით სოიოთი და ხორბლით. ეს მოკლე, ორ- სამწლიანი
ციკლები იშვიათად მოიცავენ საძოვრებს, გადამფარავ მცენარეებს ან ნაკელს. ამასთან,
თესლბრუნვის ეს სისტემები ნაკლებ აღჭურვილობას საჭიროებს, რადგან
კულტურები ნაკლებად მრავალფეროვანია.

ემ ტიპის პრაქტიკამ გაზარდა მოსავლიანობა, თუმცა ბოლო 50 წლის ინტენსიური


აგრონომიის შედეგად ზიანი მიადგა გარემოს და განსაკუთრებით აგრარულ
ნიადაგებს. დღეისათვის ფერმერების ყველაზე დიდი რისკებია ნიადაგის ხარისხის
კლება და გარემოს დეგრადაციის ზრდა. შედეგად მკვლევარები მიუბრუნდნენ
როტაციას როგორც პირდაპირ გზას მიიღონ მოსავლის მდგრადი პროდუქცია,
გაიზარდოს მოსავლიანობა და მიღებული შემოსავალი მოხმარდეს რეგიონის
ეკონომიკის გაუმჯობესებას.

როტაცია ერთკულტურიანი პრაქტიკის ნაცვლად


როგორც აღვნიშნეთ, როტაციის ძირითადი მიზანია ნიადაგის სტრუქტურისა და
ნაყოფიერების გაუმჯობესება. წლებია საჭირო ისეთი ნიადაგის მისაღებად, რომელიც
ქვემოთ მოყვანილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს:

 საკვები ნივთიერებები და წყალი ინახება ნიადაგის მარაგში და მისაწვდომია


მცენარეებისთვის როგორც მოკლევადიანი ისე გრძელვადიანი
მოხმარებისათვის
 ნიადაგში არის ჯანსაღი მიკრობული გარემო, რომლებიც განაპირობებნ
ნივთიერებების მიმოცვლას ნეიტრალური რეზერვუარებიდან მცენარეთა
ფესვებისკენ.
 შეიქმნა ბუნებრივი ეკოსისტემა, რომელიც ეკოლოგიურ ფილტრს
წარმოადგენს. ეს ფილტრი იცავს აგროეკოსისტემას არასწორი აგრარული
საქმიანობისა და გარემოს ცვლილებებისაგან.

ნიადაგის ორგანული ფენა


ორგანული ფერმერები ხშირად აკონტროლებენ ნიადაგში ორგანული მასის
შემცველობას. ნიადაგის ორგანული ფენა ჰქვია ცოცხალი და მკვდარი ორგანული
მასის დაგროვებას ნიადაგის ზედაპირთან, რომელიც ბრუნავს და გადამუშავდება
ყოველ ერთ ან ორ წელიწადში. აქტიური ორგანული ფენა მცენარეთა საკვების
მთავარი რეზერვუარია. ამ რეზერვუარში ბალანსის შენარჩუნება ხრწნისა და
განახლების პროცესებს შორის მეტად რთული და სენსიტიური პროცესია. ნიადაგის
საკვები ნივთიერებები დინამიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა
მიკროორგანიზმების პოპულაციები, რომლებიც ქმნიან ბიოლოგიურ საცავს. ისინი
მონაწილეობას იღებენ აგრეთვე ნიადაგის სტრუქტურის შენებაში, რომელიც
ერთდროულად ინარჩუნებს და ცვლის საკვებ ნივთიერებებს და წყალს ნიადაგში,
სადაც მცენარეთა ფესვთა სისტემებია მოთავსებული.

ჩვეულებრივი ხვნა
ადვილი შესამჩნევია თუ რა გავლენას ახდენს ნიადაგის ფაქიზ სტრუქტურაზე
სხვადასხვა აგრარული სისტემა. წარმოიდგინეთ რა მოხდება ნიადაგის
ნაყოფიერების, სტრუქტურის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, როდესაც
რეგულარულად მიმდინარეობს ნიადაგის ამოტრიალება და არევა. მრავალმა კვლევამ
აჩვენა, რომ ჩვეულებრივი მოხვნისას ნიადაგის ნაყოფიერება იკლებს. მიუხედავად
იმისა, რომ ნიადაგი ინარჩუნებს ორგანული მასის სამარაგო ნაწილს, აქტიური
ორგანული მასა იკარგება.

ექსტენსიური ხვნა იწვევს ნიადაგი მიკრობული მასის სტიმულაციას იმით, რომ


მიკროორგანიზმებს ხვნის დროს მიეწოდებათ ჟანგბადი, რომელსაც ისინი იყენებენ
ორგანნული ნივთიერებების დაშლისა და შთანთქმისათვის. მიკროორგანიზმთა
პოპულაციები სწრაფად იზრდება და სწრაფად შლიან ნაშალს, ნაკელს ან
კულტურების ნარჩენებს, რომლებიც ამობრუნდა მოხვნის დროს.

იმის გამო, რომ ნაკელი და საფურაჟე კულტურები ხშირად არ გამოიყენება, ერთი


კულტურის გრძელვადიან მოყვანას და მოკლე თესლბრუნვას (ორ- სამ წლიანი
როტაცია) მოსდევს ნიადაგის სტრუქტურის დაქვეითება და ნაყოფიერების კლება.
ნიადაგის ეფექტური როტაცია
როტაცია მეტად ეფექტურია როცა ხდება მისი კომბინაცია მწვანე სასუქით
განოყიერებასთან, კომპოსტირებასთან, გადამფარავ მცენარეებთან და ძოვების მოკლე
ციკლებთან. ამ საშუალებების ერთობლიობა იწვევს ნიადაგის ხარისხის
გაუმჯობესებას რაც გამოიხატება ჯამურ სტაბილურობაში, ნიადაგის ზედაპირის
მსხვრევადობის შემცირებაში და გრანულების სტრუქტურის ზრდაში. როტაცია,
რომელიც მოიცავს საძოვრებს ან სათივე კულტურებს, ასევე ზრდის ნიადაგის მასის
სიმჭიდროვეს და ხელს უწყობს ფეხვების ზრდასა და ნივთიერებათა ცვლას.
შესაბამისად, მენეჯმენტის სისტემები, რომლებიც ზრდიან ან ინარჩუნებენ ნიადაგის
ორგანულ მასას, პოტენციურად ხელს უწყობენ ნიადაგის ნაყოფიერების და
პროდუქტიულობის ზრდას.

როტაცია და ნიადაგის ეროზია

ფერმერები რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ეწევიან მოსავლის როტაციას,


მნიშვნელოვნად ამცირებენ ნიადაგის ეროზიას თავიანთ ნაკვეთზე. ამის კარგი
მაგალითია აშშ-ში 1988 წელს ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ამ ტიპის
ნაკვეთზე ნიადაგის ზედა ფენა 12 სანტიმეტრით იყო გაზრდილი, ვიდრე მიმდებარე
ჩვეულებრივი წესით დამუშავებულ ნაკვეთზე.

7700 აკრის ფართობის მქონე ორგანული ფერმა მუშავდებოდა სინთეზური სასუქების


გარეშე პესტიციდების ლიმიტირებული გამოყენებით. ამ ფერმის ნიადაგი პირველად
1909 წელს მოიხნა. მკვლევარებმა შეადარეს ორგანული ფერმის ნიადაგის ზედა ფენა
მიმდებარე ჩვეულებრივი წესით დამუშავებული ფერმის ნიადაგს, რომლის ფართობი
1400 აკრს შეადგენდა, პირველად 1908 წელს მოიხნა, სასუქის მიღება დაიწყო 1948
წელს, ხოლო პესტიციდებისა - 1950-იანი წლების დასაწყისში.

განსხვავებამ ნიადაგის ზედა ფენის სისქეში ორ ფერმას შორის აჩვენა მნიშვნელოვნად


მეტი ეროზია ჩვეულებრივ ფერმაზე 1948-1985 წლებში. მკვლევარებმა ეს განსხვავება
მოსავლის როტაციას დაუკავშირეს, ვინაიდან ორგანული ფერმერები როტაციაში
მწვანე სასუქის წარმომქმნელ კულტურებს იყენებდნენ, ჩვეულებრივი ფერმერები კი
არა.

თესლბრუნვა და ნიადაგის ნაყოფიერება


ფერმერებს შესაძლოა მოკლე ხანში არც ჰქონდეთ სხვა არჩევანის გაკეთების
საშუალება გარდა თესლბრუნვისა. ნიადაგსა და წყალში აზოტის დონის საშიშ
ზღვრამდე მომატება უკავშირდება ქიმიური აზოტისა და ფოსფორის შემცველი
სასუქის გამოყენებას. მსგავს პრობლემებს შესაძლოა მოჰყვეს კანონმდებლობის
შემუშავება, რომელიც აიძულებს ფერმერებს გამოიყენონ საკვები ნივთიერებების
ცვლის უკეთესი პრაქტიკა.

აზოტი

ნივთიერებათა ცვლის უკეთესი პრაქტიკაა როდესაც როტაციაში გამოიყენება


პარკოსნები, რომლებიც ბიოლოგიური გზით ახდენენ ატმოსფერული აზოტის
ფიქსაციას და გამოიყენებიან როგორც არაორგანული აზოტოვანი დანამატი. აზოტის
რაოდენობა პარკოსნებში სხვადასხვაა სხვადასხვა სახეობაში, თუმცა თითო აკრზე 20-
დან 90 კგ-მდე მოსავალს იძლევიან. დროის შემდეგ ეს აზოტი მინერალიზდება ისე,
რომ ნარჩენები არ ჩაედინება ზედაპირულ ან გრუნის წყლებში. ქიმიური აზოტოვანი
სასუქი როგორ წესი, სწრაფად მისაწვდომია, მაგრამ ნარჩენები ჩაირეცხება ან
მიწისქვეშ ჩაიჟონება. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პარკოსნების აზოტის 40-75%
მისაწვდომია მცენარეებისათვის გარემოს პირობების მიხედვით.

გარდა ამისა, არსებობს მცენარე-ხაფანგები, როგორებიცაა მცირე ზომის


მარცვლოვნები. მათ შეუძლიათ ძირითადი კულტურების აღების შემდეგ მორჩენილი
აზოტის ათვისება. ამ მცენარეებს აქვთ კარგად გაშლილი, ბოჭკოვანი ფესვთა სისტემა,
რომლებსაც ეფექტურად შეუძლიათ ნიადაგში მისაწვდომი აზოტის მოძიება.
ნიადაგში არსებული ნარჩენი აზოტის დაჭერითა და შენახვით ეს მცენარე-ხაფანგები
აღკვეთენ აზოტის გადინებას ფერმიდან.

ფოსფორი და კალიუმი

კულტურების როტაციის გავლენა ნიადაგში აზოტის, ფოსფორის, კალიუმის და


ნახშირბადის შემცველობაზე კომპლექსურადაა შესასწავლი. ფერმერების თქმით,
ღრმაფესვიანი კულტურების ჩართვა თესლბრუნვაში ხელს უწყობს ფოსფორისა და
კალიუმის ასვლას ნიადაგის სიღრმეებიდან და ზედაპირისკენ, სადაც სხვა
კულტურები ადვილად მისწვდებიან.

ორგანული ფერმერები მიუთითებენ თესლბრუნვის დადებით გავლენაზე ნიადაგში


ფოსფორის შემცველობაზე. მათი თქმით, როტაციის დროს მოყვანილ კულტურებს
უკეთ უვითარდებათ ფესვთა სისტემა, რაც ხელს უწყობს ნიადაგიდან ფოსფორის
უკეთ შთანთქმას. როტაცია, რომელიც მოიცავს მწვანე სასუქს, ზრდის ნიადაგის
მიკრობულ აქტიურობას და მცენარეებისათვის მისაწვდომ ფოსფორს. დაბოლოს,
როტაციით გამოწვეული ნივთიერებათა ცვლა ზრდის მცენარეთათვის მისაწვდომი
ფოსფორის ორი ფორმის რაოდენობას: ბიომასის ფოსფორსა და არამყარ ორგანულ
ფოსფორს.
მსუბუქად და ძლიერ მკვებავები
ორგანული ფერმერები როტაციის დროს ხშირად აქცევენ ყურადღებას მსუბუქად
მკვებავია მათი მცენარე თუ მძიმედ. კულტურები განსხვავდებიან უნარით ამოიღონ
ნიადაგიდან წყალი და საკვები ნივთიერებები. ფაშარი ფესვთა სისტემის მქონე
მცენარეები ნიადაგის ზედაპირთან იკვებებიან; სხვები ნიადაგში ღრმად ჩადიან.
ფაშარფესვებიანი კულტურების შემდეგ, როგორებიცაა ხახვი ან სტაფილო,
ფერმერებს შეუძლიათ დარგონ ღრმაფესვიანი კულტურები, როგორებიცაა
მარცვლეული რათა მათ ამოიღონ ის ნივთიერებები, რომელთა გამოყენება ვერ
მოახერხეს ფაშარფესვიანმა კულტურებმა. იგივე პრინციპით, ღრმაფესვიანი
კულტურების შემდეგ რგავენ ფაშარფესვიან კულტურებს, რომელბიც ნიადაგის
ზედაპირზე მიწვდებიან იმ ნივთიერებებს, რომლებიც გამოუყენებელი დარჩათ
ღრმაფესვიან მცენარეებს.

მსუბუქად და მძიმედ მკვებავი მცენარეების მაგალითები

ზოგი მცენარე მძიმე მკვებავია და შლის ნიადაგს. ზოგი კი -მსუბუქად მკვებავი და


აღადგენს ნიადაგს.

ნიადაგის დამშლელი მცენარეები


ხორბალი,სოიო, ბოსტნეული, კარტოფილი
ნიადაგისადმი ნეიტრალური ან შემნახავი მცენარეები
ქერი, შვრია, ფეტვი
ნიადაგის აღმდგენი მცენარეები
პარკოსნები - იონჯა, სამყურა; ბალახები- სტეპის ბალახეულობა, საძოვრების
ბალახეულობა, მინდვრის ბალახი

დამფარავი მცენარეები
თბილი სეზონის პარკოსნები, რომლებიც ნიადაგის დასაფარად მოყავთ, როტაციის
პრაქტიკულად ყველა სისტემაში ფიგურირებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი
აზოტის პიდაპირი წყაროა როტაციის სხვა შემადგენელი მცენარეებისათვის.
ზამთრის პარკოსნები, როგორიცაა Vicia villosa ან სამყურა, აზოტის წყაროა
საზაფხულო მცენარეებისათვის. ორგანული როტაციის დროს პარკოსნები როგორც
წესი გაზაფხულის კულტურების შემდეგ ან საშემოდგომო კულტურების თესვის წინ
მოყავთ.
იმის მიხედვით, თუ რა დროა საჭრო კონკრეტული დამფარავი მცენარის
გახრწნისათვის ნიადაგში, ორგანული ფერმერებს კონკრეტული კულტურის შემდეგ
მსუბუქად ან მძიმედ მკვებავი მცენარე მოყავთ. თუ დამფარავი მცენარის ბიომასის
დაშლა სწრაფად ხდება და ბიომასაში აზოტის რაოდენობა მაღალია (როგორც ეს
ხდება სუკულენტ ზამთრის პარკოსნებში, რომლებსაც შუა მაისში იღებენ), ფერმერმა
შეიძლება არჩევანი მძიმედ მკვებავ კულტურაზე გააკეთოს. თუ დაშლა ნელა ხდება
(როგორც ზრდასრულ მარცვლოვან მცენარეებში) ან ბიომასის პროდუქციულობა
დაბალია (როგორც მარტში ასაღებ პარკოსნებში), ფერმერმა შეიძლება მსუბუქად
მკვებავი კულტურა არჩიოს.

მაგალითად, ვთქვათ ფერმერს უნდა რომ მოიყვანოს მძიმედ მკვებავი მცენარე


პომიდორი, გვიან გაზაფხულზე, როდესაც მოყინვის საშიშროებამ გაიარა.
პომიდორის დარგვამდე ფერმერი Vicia villosa-ს თესავს, რომელიც ნიადაგს
ორგანული ნივთიერებებით და აზოტით ამდიდრებს.

Vicia villosa-ს არჩევა დამფარავ მცენარედ გაპირობებულია ფერმერის ცოდნით, რომ


პომიდორს ზრდის საწყის სტადიაზე აზოტი სჭირდება. Vicia villosa, რომლის
ნახშირბად-აზოტის ბალანსი (C:N) აზოტის სასარგებლოდაა გაადხრილი და
ამავდროულად სწრაფად იხრწნება, ფერმერისთვის იდეალური მცენარეა.

რა მოხდებოდა, ფერმერს რომ სატაცური დაეთესა? სატაცური პომიდორზე ადრე


ითესება. ხოლო Vicia villosa-ს მსგავსი პარკოსნები ძირითად ბიომასას მას შემდეგ
აგროვებენ, როცა წესით, სატაცური უნდა დაითესოს.

ამ შემთხვევაში ფერმერი წინა შემოდგომაზე მცირე ზომის მარცვლოვანს დათესდა.


მაგალითად, შვრიას. შვრია კარგად აღადგენს გასული ზაფხულის შემდეგ დარჩენილ
აზოტს. ეს აზოტი ხელმისაწვდომი იქნება სატაცურისათვის როდესაც ჯერ კიდევ
შედარებით მწვანე შვრია სწრაფად გაიხრწნება ადრე გაზაფხულზე.

მრავალფეროვნების დადებითი მხარეები ორგანული


ფერმერებისათვის
 ფერმერებს, რომლებსაც ორგანული ბოსტნეული მოყავთ, თავიანთი გეგმების
შეცვლა შუა სეზონზეც შეუძლიათ; მაგალითად, მწვანე სასუქის არასაკმარისი
აზოტიანობის დროს მათ შეუძლიათ არჩევანის გაკეთება ბოსტნეულის
მრავალფეროვან სახეობებს შორის, რომლებსაც საკვებ ნივთიერებებზე
განსხვავებული მოთხოვნები აქვთ. ამგვარად, როტაცია სწრაფად მოერგება
შექმნილ სიტუაციას.
 ბევრი ბოსტნეული, როგორიცაა მაგალითად სატაცური, მინდორზე
შედარებით მცირე ხნით რჩება, რაც რამდენიმე კულტურის მოვანის
საშუალებას იძლევა.
 ერთ სეზონზე ორი ან სამი კულტურის მოყვანა უფრო მომგებიანია, ვიდრე
მინდვრის აღსადგენად დასვენება ყოველ მესამე ან მეოთხე წელს.
 ბევრი მცირე ან საშუალო ბაზარზე გათვლილი ფერმისთვის რამდენიმე მცირე
ნაკვეთის ქონა საშუალებას აძლევს ყურადღება მიაქციოს თითოეული
ნაკვეთის ნაყოფიერებას ან სხვა ფიზიკურ საჭიროებას.

როტაცია და მავნებლების მართვა


წარმოიდგინეთ მწერების, პათოგენების, სარეველების, მცენარეთა დაავადებების
მრავალფეროვნება და მიხვდებით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თესლბრუნვას ამ
მავნებლების მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად. ფერმერებმა, რომლებსაც
კარგი მოსავლის მიღება სურთ, ყურადღება უნდა მიაქციონ ორ საკითხს:

 რა მოგებას ნახავს კულტურა მისი წინამორბედი კულტურისაგან


 როგორ ავირიდოთ ამ კულტურებისთვის საერთო მავნებლები

იმის გამო, რომ ორგანულ ფერმერებს არ შეუძლიათ მავნებლების წინააღმდეგ


ქიმიური პესტიციდების გამოყენება, მათ სხვა ფერმერებზე უკეთ უნდა ესმოდეთ
მავნებლების სასიცოცხლო ციკლი და ფუნქციონირება. მათ უნდა აჯობონ
მავნებლებს თესლბრუნვის სწორი სტრატეგიის არჩევით.

მავნებლების ქცევის ცოდნა

კულტურების როტაციის დასაგეგმად აუცილებელია მავნებლების ქცევის ცოდნა.


ბევრი მწერი და დაავადება მცენარეთა რამდენიმე ოჯახზე მოქმედებს და თუ
მომდევნო კულტურას იგივე მავნებელი ან დაავადება ჰყავს, სხვადასხვა ოჯახის
როტაცია ნაკლებად ეფექტურია. მაგალითად, სიდამპლე, Sclerotium rolfsii,
ბოსტნეული კულტურების უმეტესობას აზიანებს ოჯახის, გვარის ან სახეობის
მიუხედავად. თუ მინდორზე ეს პათოგენი არსებობს, მენეჯერს შესაძლოა დასჭირდეს
ორი-სამი წლით თესლბრუნვაში სახნავი კულტურების ჩართვა, როგორიცაა
ხორბალი, სათივე ან საძოვარი ბალახი

ნიადაგისმიერი დაავადებების კონტროლი

ორგანულ ფერმერებს უნდა შეეძლოთ აგრეთვე ნიადაგის პათოგენებთან გამკლავება,


რომლებიც ნიადაგში ვითარდებიან მაშინ, როდესაც წლიდან წლამდე ერთიდაიგივე
სახეობის, ან ოჯახის კულტურა მოყავთ.
კულტურების ოჯახები. დაუწერელი კანონია, რომ ერთიდაიგივე ოჯახის
კულტურები არ უნდა ცვლიდნენ ერთმანეთს როტაციის დროს. კიტრი-ნესვი-გოგრა
როტაცია პრობლემურია. კონკრეტული ოჯახის კულტურებს მინიმუმ ორწლიანი
როტაცია უნდა აშორებდეს სხვა ოჯახებს. მაგალითად, მისაღები თესლბრუნვაა
კომბოსტოსნაირების (კომბოსტოები)შემდეგ რთულყვავილოვნების (სატაცური,
ბაღის ყვავილები), ძაღლყურძენასებრთა (პომიდორი, კარტოფილი, წიწაკა,
ბადრიჯანი) და შემდეგ გოგრისნაირების (გოგრა, კიტრი, ნესვი, საზამთრო) მოყვანა.

როტაციის ხანგრძლივობა. როტაციის ხანგრძლივობის და კონკრეტული კულტურის


შეცვლის დრო დიდადაა დამოკიდებული ნიადაგის პათოგენების
სიცოცხლისუნარიანობაზე. ოთხწლიან როტაციას სხვადასხვა პათოგენისადმი
მგრძნობირე კულტურებით მინიმუმამდე დაყავს ნიადაგისმიერი დაავადებების
რისკი. იმისათვის, რომ ეს სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანია,
რომ ხდებოდეს პათოგენისადმი მიდრეკილი სარეველების და შემთხვევითი
მცენარეების მინდვრიდან გატანა.

ამ წესიდან გამონაკლისია ჯვაროსნების ფესვის გალები, სატაცურის თეთრი ობი და


ჭკნობის ობი (ბევრი ბოსტნეულის დაავადება). ამგვარი დაავადებების თავიდან
ასაცილებლად რეკომენდებულია ოთხ და მეტწლიანი როტაცია. იქ, სადაც
პრობლემას ხანგრძლივად მცხოვრები პათოგენები ქმნიან, მისაღებია შემდეგი
პრაქტიკა:

 ნიადაგის სოლარიზაცია (მინდორი იფარება ცელოფნით, რომ მზემ აწიოს


ნიადაგის ტემპერატურა ისეთ დონეზე, რაც საკმარისია პათოგენების
გასანადგურებლად)
 კომპოსტის დამატება
 მდგრადი ჯიშების გამოყენება და
 გრძელვადიანი თესლბრუნვა.

ორწლიანი როტაცია ამცირებს ფოთლების დაავადებების ალბათობას, ვინაიდან


ინფექციის პირველადი წყარო წინა წლის კულტურის ინფიცირებული ქსოვილია.
როგორც წესი, ეს ქსოვილი სრულიად იშლება ორ წელიწადში და მასთან ერთდ
გაქრება ინფექციის გამომწვევიც. მაგალითად, პომიდვრის ადრეული სიდამპლის,
კიტრისნაირების ცერკოსპორა და ფოთლოვანი დაავადებების უმეტესობა შეიძლება
აღმოიფხვრას ნარჩენების განადგურებით და ერთწლიანი მოცდით ახალ
დათესვამდე.

მოხვნის პრაქტიკა. მოხვნის სხვადასხვა სტრატეგიას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს


დაავადების კონტროლზე ან თესლბრუნვაზე. მაგალითად, სამხრეთის სიდამპლის
პათოგენი ორი წლის განმავლობაში ცოცხლობს ნიადაგის ზედა 5-6 სმ-იან ფენაში.
უფრო ღრმად დათესვა ამ პრობლემის თავიდან აცილების ეფექტური გზაა.
ფერმერები ყურადღებას აქცევენ აგრეთვე, თუ რა გავლენას ახდენს თესლბრუნვაზე
მოხვნის სხვადასხვა სისტემები. მაგალითად, თუ მენეჯმენტის გეგმები დაემთხვა
მოუხვნელ პერიოდს, შესაძლოა დაგვიანდეს მცენარეული ნარჩენების შეტანა და
როტაციისათვის ვარგისი მცენარეების რაოდენობა შემცირდება. მოხვნის
საშუალებები, რომლის დროსაც ძლიერდება ნიადაგის დრენაჟი, მცირდება თესვის
თანამდევი დაავადებები.

ნემატოდების მენეჯმენტი

როტაციის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე პარაზიტული


ნემატოდების ფაქტორი. პარაზიტული ნემატოდების მრავალი სახეობა არსებობს და
მათი უნარი დააინფიცირონ ბოსტნეული კულტურები იცვლება ნემატოდებისა და
კულტურის სახეობის მიხედვით.

როგორც წესი, როტაციის დროს უნდა გამოცალკევდეს კონკრეტული


ნემატოდისადმი (ვთქვათ, ფესვის გალებიანი ნამატოდისადმი) მგრძნობიარე
კულტურები იმ კულტურებისაგან, რომლებიც ადვილად არ ინფიცირდებიან
ნემატოდებით. ასეთ შემთხვევაში შუალედურ წლებში ნემატოდების პოპულაციის
რიცხოვნობა იკლებს ეკონომიკური ზარალის მომტანი ზღვრის ქვემოთ. როდესაც
ნემატოდების რიცხოვნობა ამ ზღვარს ქვემოთ იკლებს, შეიძლება კულტურის
შეცვლა.

მწვანე სასუქი კულტურები, რომლებიც არ წარმოადგენენ პრობლემატური


ნემატოდების მასპინძლებს, ზოგჯერ გამოიყენებიან როგორც შუალედური
კულტურები. ტარდება კვლევები ბოსტნეული და მწვანე სასუქის ფუნქციის მქონე
კულტურების შეთავსებაზე, რათა შემცირდეს ნემატოდების მიერ მოტანილი ზიანი.
ამ მიზნით ხშირად გამოიყენება მდოგვიც, რომელიც არაა მგრძნობიარე
ნემატოდებისადმი და ხშირად გამოიყენება ორგანული ფერმერების მიერ როგორც
ნიადაგის „ნემატოდებისაგან გამწმენდი“ ზამთრის თვეებში. ზოგიერთ დამფარავ
მცენარესაც აქვს ნემატოდების სუპრესიის უნარი.

სარეველების კონტროლი

თესლბრუნვის დაგეგმვა შეიძლება იმგვარად, რომ მოხდეს სარეველების კონტროლი.


ნიადაგის სტრუქტურის დარღვევა დოზირებული მოხვნით არასტაბილურ გარემოს
ქმნის სარეველების გაზრდისათვის. ზოგი კულტურა თრგუნავს სარეველებს იმით,
რომ იმარჯვებს წყლისა და საკვები ნივთიერებებისათვის კონკურენციაში ან
უჩრდილავენ მათ მზის სინათლეს.
მაგალითად, თუ ფერმერს უნდა მინდორზე სატაცურის მოყვანა, ის ადრე
გაზაფხულზე სატაცურის მოყვანის შემდეგ ზაფხულში რგავს სწრაფად მზარდ
მცენარეს, როგორიცაა მაგალითად სოიო, შემდეგ კი, შემოდგომით - კომბოსტოს. ამ
შემთხვევაში ვერ მოხერხდება სარეველების თესლის გაბნევა და მომავალ
გაზაფხულზე სატაცურს სარეველების პრობლემა არ ექნება.

მწერების მართვა

მწერების მართვა პესტიციდების გამოყენების გარეშე საკმაოდ რთული ამოცანაა.


მავნებლების წინააღმდეგ ხშირად მიმართავენ თესლბრუნვის პრაქტიკას. ამისათვის
ფერმერები კარგად უნდა იცნობდნენ მწერს, დაავადებსა და სარეველების
სასიცოცხლო ციკლს, ასევე კონკტროლის კულტურულ საშუალებებს. ფერმერმა ასევე
უნდა იცოდეს მავნებლის კვების თავისებურებები და ჯიშები, რომლებიც არ მოწონთ
იმ რეგიონში გავრცელებულ მავნებლებს.

რა თქმა უნდა, როტაცია ვერ გადაჭრის ყველა მავნებლის პრობლემას. მაგალითად,


თესლბრუნვას ნაკლები ეფექტი აქვს მობილურ მწერებზე, ვინაიდან ეს მწერები
გამუდმებით შემოდიან მეზობელი ფერმებიდან ან სხვა ტერიტორიებიდან. ყველაზე
კარგია, თუ შეირჩევა ისეთი კულტურები, რომლებსაც სრულიად განსხვავებული
მავნებლები ყავს და არ ჰგვანან ერთმანეთს სხვა ასპექტშიც.

You might also like