You are on page 1of 11

ეთილის სპირტი

ეთილის სპირტი ფართოდ გამოიყენება ქიმიურ, ფარმაკოლოგიურ და


სასურსათო ტექნოლოგიაში, გარდა ამისა ბოლო დროინდელი ტენდენციების
გათვალისწინებით შესაძლებელია ენერგეტიკული რესურსების სერიოზული
წყაროც გახდეს.

ეთანოლიდან იღებენ ეთილენს, რომელიც ორგანული სინთეზის


ტრადიციული ნედლეულია. 3,6 კგ. შაქრიდან შესაძლებელია 1,7 კგ. ეთანოლის
მიღება, ხოლო მისგან - 1კგ. ეთილენი მიიღება. ეთანოლს, როგორც თხევად
საწავავს, ჯერ კიდევ არ შეუძლია ბენზინთან კონკურენციის გაწევა, რადგანაც ის
2-3 ჯერ ძვირია ვიდრე ბენზინი. თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში არსებობენ
ნაციონალური პროგრამები სადაც საავტომობილო ტრანსპორტისთვის ბენზინის
20% უნდათ, რომ ჩაანაცვლონ ეთანოლით, რაც საშუალებას მისცემთ, რომ
შეამცირონ ქვეყანაში ნავთობის იმპორტი.

ბრაზილია ჯერ კიდევ 1992 წელს გეგმავდა ლერწმის შაქრიდან მიეღო 3,8
მილიარდი ლიტრი ეთანოლი, რათა შეემცირებინა ნავთობის იმპორტი ქვეყანაში
და დაეზოგა 4 მილიარდი დოლარი, რაც ნაწილობრივ მოახერხა.
რექტიფიცირებული ეთილის სპირტი წარმოადგენს გამჭვირვალე უფერო
სითხეს, გარეშე სუნითა და გემოთი. 20 °С-ტემპერატურაზე ეთილის სპირტის
სიმკვრივეა — 0,78927 გრ/სმ3

ეთანოლი მიეკუთვნება ძლიერ ჰიგროსკოპიულ ნივთიერებებს, ამიტომ მას


თუ არ შევინახავთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, არა მარტო სპირტს
დავკარგავთ აორთქლების გზით, არამედ ჰაერიდან აიღებს აგრეთვე წყალს ტენის
სახით და შედეგად დაიწევს მისი სიმაგრეც.

ეთილის სპირტი ეკუთვნის ადვილად აალებად სითხეებს. მისი წვისას


წარმოიქმნება ნახშირორჟანგი და წყალი. ეთანოლოს ხანძარსაშიში კატეგორია
ხასიათდება მისი აალების ტემპერატურით, რომელიც ტოლია 13°С, აფეთქების
ქვემო ზღვარი ტოლია 11 °С-ს, ხოლო ზედა ზღვარი 41 °С-ის. ეთანოლის
დუღილის ტემპერატურაა +78,3 °С, გაყინვის ტემპერატურა—117 °С. წყალ-სპირტ
ხსნარში, სადაც სპირტის მოცულობითი წილი 40 %-ია, გაყინვის ტემპერატურა —
28 °С. -ია. სპირტის ორთქლი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ჰაერში
სპირტის ორთქლის მაქსიმუმი დასაშვები კონცენტრაციაა 1მ.გრ/დმ3-ია.

გამოსახავენ საერთო ქიმიური ფორმულით: С 2Н 60, რომელიც 1807 წელს


დაადგინეს. დასაწყისში განიხილავდნენ როგორც ეთილენის ჰიდრატს: С 2Н 4 • Н 20,
ხოლო შემდეგ გაირკვა მასში С 2Н 5 რადიკალის და - ОН ჯგუფის არსებობა. მას
შემდეგ, რაც სინთეზის გზით იქნა მიღებული ეთილის სპირტი საბილოოდ
დადგინდა მისი ქიმიური ფორმულა: СН 3СН 2ОН.

ეთილის სპირტის მოლეკულური მასა შეადგენს 46,07. როგორც ფორმულიდან


ჩანს ეთილენი ალიფატური რიგის - ეთანის წარმოებული ნაჯერი
ნახშირწყალბადია, რომელსაც ერთი ატომი წყალბადი - ОН ჰიდროქსილის
ჯგუფით აქვს ჩანაცვლებული. აქედან გამომდინარე ის ერთატომიან სპირტებს
ეკუთვნის და არნიშნული ჰიდროქსილის ჯგუფი განაპირობებს ეთილის სპირტის
ქიმიურ თვისებებს სარეაქციო შესაძლებლობებს.

ეთილის სპირტი წილობრივად ნაკლები რაოდენობის ნახშირბადის ატომებს


შეიცავს და აგებულების მიხედვით ძალიან გავს წყლის მოლეკულას, ამიტომაც
ეთანოლი წყალს ნებისმიერი თანაფარდობით ერევა. სუფთა ეთილის სპირტის
რეაქცია ნეიტრალურია. სამრეწველო პირობებში მიღებულ რექტიფიცირებულ
სპირტს კი, რომელიც უმნიშვნელო რაოდენობით ორგანულ მჟავებს შეიცავს,
სუსტად გამოხატული მჟავე რეაქცია აქვს.
მთელი ტექნოლოგიური ციკლის ინტერვალში: ხორბლის მიღებიდან
რექტიფიკაციის ჩათვლით, მიმდინარეობს ურთულესი ბიოქიმიური, მექანიკური
და ქიმიური პროცესები. თითოეული მათგანი გარკვეულწილად მოქმედებს
საბოლოო პროდუქტის - ეთილის სპირტის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე.

ნედლეული

ნედლეულის ხარჯვის მიხედვით ეთილის სპირტის წარმოება ერთ-ერთი


დიდი ბიოტექნოლოგიური წარმოებაა მსოფლიოში, მაგრამ ამავდროულად
წარმოებული ერთიანი პროდუქციის ფასის მიხედვით, ეთანოლის წარმოება
მესამე ადგილზეა მრავალტონიანი პროდუქციის მწარმოებელ საწარმოთა შორის.

გარდა ეკონომიური და ეკოლოგიური მოთხოვნებისას ნედლეულის მიმართ


არის კიდევ სხვა მოთხოვნებიც: პროდუქციის ხარისხიდან გამომდინარე,
საჭიროა დავიცვათ ნედლეულის ხარისხის გარკვეული დონე, ამვე დროს
ნედლეული განახლებადი უნდა იყოს ყოველწლიურად და საკმარისი
რაოდენობით. უნდა მიიღებოდეს კონცენტრირებულად და ჰქონდეს
ნახშირწყლების მაქსიმალურად მაღალი შემცველობა. ნედლეული უნდა
ინახებოდეს კარგად გადამუშავებამდე.

ეთანოლის წარმოებისათვის სხვადსხვა ქვეყნებში გამოიყენება ეროვნულად


გავრცელებული და ხელმისაწვდომი ბუნებრივი ნედლეული. მაგალითად;
პოლონეთი, უკრაინა, ბელორუსია და ევროპის სხვა ჩრდილოეთის ქვეყნები
იყენებენ - მარცვლეულს, კარტოფილს და შაქრის ჭარხლის მასას (ან შაქრის
წარმოების ნარჩენს მელასას), სამხრეთის ქვეყნები იტალია, საბერძნეთი -
ყურძენს, ხილს და ა.შ., ამერიკის კონტინენტის ქვეყნები - საქაროზას და შაქრის
ლერწმის მელასას, აზიის ქვეყნები; იაპონია, ჩინეთი, ვიეტნამი და სხვა - ბრინჯს.

უახლოეს მომავალში მოიაზრება, რომ ეთანოლის წარმოებისთვის


გამოყენებული იქნება ნებისმიერი მცენარეული ნედლეული: ცელულოზა, ჩალა,
ტორფი და ა.შ. ცელულოზა-ქაღალდის წარმოების ნარჩენები ფართო გამოყენებას
პოვებენ სპირტის წარმოებისთვის, რომლებზეც მიიღებენ სოკოს ბიომასას-
საპროფიტულ მიკროორგანიზმებს Paecilomyces varioti, როგორც ეს ფინეთშია
მიღებული. ასევე ლაპარაკია წყალმცენარეების გამოყენებაზე, რომლებიც უხვად
არის დედამიწის წყლის საფარის ქვეშ.
მცენარეული ნედლეულიდან კარტოფილი ყველაზე კარგად პასუხობს
ტექნოლოგიურ მოთხოვნებს: ის სწრაფად და ადვილად გადამუშავდება,
სწრაფად და ადვილად მიმდინარეობს მისი ჩახარშვა და აშაქრება, საკმარისად
შეიცავს აზოტოვან ნივთიერებებს საფუარების საკვებად. შეიცავს საკმაო
რაოდენობით სახამებელს და იძლევა სპირტის მაღალ გამოსავლიანობას.

1.2 კარტოფილი

ჩვენი ქვეყნისათვის კარტოფილი შედარებით ახალგაზრდა კულტურაა, ჩვენს


ქვეყანაში ჩამოსახლებული უცხო ტომებისაგან კარტოფილის კულტურას, მის
მოვლა-მოყვანის პირობებსა და მნიშვნელობას ყველაზე უკეთ გერმანელები
იცნობდნენ. კერძოდ ვიუტემბერგში მე-19 საუკუნისათვის კარტოფილის მოყვანას
უკვე 100 წლიანი ისტორია ჰქონდა. საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანელთაგან
ერთი ჯგუფი - 40 ოჯახი თბილისში ამჟამინდელ დავით აღმაშენებლის
პროსპექტზე დასახლდა და მას „ახალი თბილისი“ უწოდეს, მეორე ჯგუფი (23
ოჯახი) დიდუბეში („ალექსანდრესდორფის“ სახელწოდებით), 65 ოჯახი მოეწყო
ასურეთში, 17 ოჯახი შეუერთდა სართიჭალის ახალშენს და 116 ოჯახი დასახლდა
ბორჩალოს ყოფილ მაზრაში - ბოლნისში, გადმოსახლებულ თითოეულ ოჯახს 35-36
დესენტინა ვარგისი მიწა გამოუყვეს.
საქართველოში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა საფუძველი ჩაუყარეს
კარტოფილის წარმოებას და ბაზარზე სხვა ბოსტნეულთან ერთად კარტოფილიც
გამოჩნდა. კარტოფილის კულტურისადმი ასეთი დამოკიდებულება განაპირობა
მისმა მრავალმხრივმა მნიშვნელობამ, უპირატესად მისმა კვებითმა ღირებულებამ,
მასში შემავალმა ცხიმებბა, ცილებმა, ვიტამინებმა (A,B,C) და სხვა.

კარტოფილის აგებულება
კარტოფილი, (Solanum tuberosum) ერთ ერთი ძირითადი ნედლეულია
სახამებლის საწარმოებლად. გამოიყენება მხოლოდ მისი ბოლქვები 2, სადაც
ძირითადში გროვდება სახამებელი. ბოლქვები მცენარეზე მიმაგრებულია სქელი
ღეროს გაგრძელებადი ყუნწით 1, ხოლო მთელი მცენარე იკვებება ფესვებით 3.
კარტოფილი სამხრეთ ამერიკული მრავალწლიანი მცენარეა, მაგრამ ევროპულ
კონტინენტზე მას როგორც ერთწლიან მცენარეს ისე იყენებენ. გამრავლება ხდება
ბოლქვების საშუალებით. სათესლე მასალად ერთ ჰექტარზე დაახლოვებით
საჭიროა 1-2 ტონა კარტოფილი. ის ყველაზე კარგი ნედლეულია სახამებლის
საწარმოებლად და საკმაოდ ხარისხიანი სახამებელიც მზადდება. სახამებლის
საწარმოებლად უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მისი ბოლქვი
დაახლოვებით 75% წყალს შეიცავს, რაც სახამებლის ქარხნებს წონით ბალანსში არ
აწყობთ. ხოლო საწარმოო გადამუშავებისას ინახება 120 – 150 დღე. გაჭრილი
კარტოფილის ბოლქვი, მრგვალი ან ელიფსური ფორმისაა, რომელიც შედგება:

კარტოფილის სახამებლის მარცვლები

კანისგან 1, თავის მხრივ კანი შედგება რამდენიმე ფენა მკვდარი კანის


უჯრედებისაგან (დამოკოდებულია კარტოფილის ჯიშზე). შემდეგ მოდის
რამდენიმე ფენად წარმოდგენილი კორპის შრე 2 (ეგრეთ წოდებული პერიდერმა).
ყურადღებით დაკვირვებისას შევამჩნევთ ძარღვიან კაპილარულშრეს საიდანაც
გამოდიან გამოდიან კონები ღეროებისკენ, რითავ ბოლქვი ემაგრება მცენარეს.
ბოლქვში ასევე განასხვავებენ გულის დარე 4 და შიდა ნაწილს 5.

ქიმიური შემადგენლობა

კარტოფილის მახასიათებლებიდან გამომდინარე ჯიშები ოთხ ჯგუფად იყოფა:


სუფრის, საკვები, სამრეწველო და უნივერსალური. სასუფრე ჯიშებს უნდა
ახასიათებდეს მრგვალი ფორმა, გლუვი ზედაპირი, თხელი კანი, კარგი ხარშვის
უნარი,მცირე რაოდენობის თვლები, გამძლეობა დაავადებებისა და შენახვის
პირობებისადმი.
საკვები ჯიშები უნდა შეიცავდეს მშრალი ნივთიერების და ცილების მეტ
რაოდენობას ვიდრე სუფრის, უნდა იყოს უხვ მოსავლიანი, უნდა ჰქონდეს
იმუნიტეტი დაავადებების მიმართ, შენახვის კარგი უნარი, ტუბერების ფორმას,
ფერს მნიშვნელობა არ აქვს.
საქარხნო ჯიშები უნდა იყოს მაღალმოსავლიანი, ხასიათდებოდეს სახამებლის
კარგი გამოსავლიანობით. სპირტის წარმოებისათის აუცილებელია ისეთი ჯიშები,
რომლებსაც სახამებელის მსხვილი მარცვლები ახასიათებთ.
უნივერსალური ჯიშების გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს რამოდენიმე
მიზნით, კერძოდ სასუფრე-საქარხნო ჯიშის გამოყენება სუფრისთვისაც და
საქარხნოდაც.
გარდა ზემოთ თქმულისა კარტოფილის ჯიშებს სავეგეტაციო პერიოდის
ხანგრძლივობითაც აჯგუფებენ, კერძოდ ანსხვავებენ საადრეო, საშუალო და
საგვიანო ჯიშებს. საადრეოსათვის დამახასიათებელია 70-90 დღე, საშუალოსათვის
120-130, საგვიანოსათის კი სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 180-მდე
გრძელდება. ამ დროისათვის მსოფლიოში 190 მლნ. ჰა-ის ფართობზე 320 მილიონ
ტონაზე მეტი კარტოფილი მოჰყავთ.

კარტოფილის გორგლები შეიცავს 70-80% წყალს, 24% სახამებელს, 2% ცილოვან


ნივთიერებებს, 0.46 – 1.72% შაქარს - გლუკოზა, ფრუქტოზა და სახაროზას სახით,
0,94 - 0,3 ცხიმს, 0,74-0,95% პექტინურ ნივთიერებებს, 0,09 – 0,3% ორგანულ
მაჟავებს ვიტამინებს: C, A, B1, B2, B6, PP. კარტოფილის ცილა ძალიან
სასარგებლოა, ადვილად შეიწოვება ორგანიზმში.
მარცვლეული კულტურები

ეთილის სპირტის წარმოებისთვის მარცვლეული კულტურებიდან ყველაზე


მეტად გამოიყენება: ქერი, შვრია, ხორბალი, სიმინდი. კარტოფილის მასასთან
შედარებით 3,5 – 4,8%, ხოლო მარცვლეულის მასასთან შედარებით 9 – 10%
ხარისხიანი მარცვალი მიდის ალაოს მოსამზადებლად.

2.1 სიმინდი, მისი აგებულება, ქიმიური შედგენილობა

სიმინდი ერთწლიანი მცენარეა Zea Mays. მიეკუთვნება მარცვლოვანთა ოჯახს. სხვა


მარცვლოვანებისაგან განსხვავებით ერთსახლიანი მცენარეა. მამრი ყვავილედი მცენარის
თავზეა განლაგებული. მცენარე 1.5 – 3.5 მეტრამდე იზრდება. ეს დამოკოდებულია სიმინდის
ჯიშზე და კლიმატურ პირობებზე. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. სათესი მასალა 1
ჰექტარზე 15-25 კგ-მდე იხარჯება. ტაროში მარცვალზე მოდის 75-80% ტაროს წონის.
მარცვლის შედგენილობა დამოკიდებულია სიმინდის ჯიშზე და საგძნობლად
მერყეობს. მარცვალში საშუალოდ ჩანასახის წილად 10-14% მოდის მარცვლის მასასთან
შედარებით. ენდოსპერმზე 81-84%-ია. მარცვლის კანზე, მარცვლის მასის 5-6% მოდის
2 და 3 კანის რქოვანასმსგავსი ნახევრად გამჭვირვალე ნაწილებია; 1 და 5 ფხვიერი
ფქვილისებრი მასა. აქ არის მოთავსებული სახამებლის ძირითადი მასა. მარცვლის
ქვემოთა ნაწილში არის ჩანასახი მომავალი ფოთლსა და ღეროს მგავსი ნაწილებით.
იმ ნაწილს სადაც მარცვალი ტაროს ეკვრის შალითა ქვია 8.

ძირითადი მინერალური ნივთიერებები კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და ა.შ.


თავმოყრილია ჩანასახში და კანში. ასევე ჩანასახშია დიდი რაოდენობით ზეთი 3,5 – 4,5%-
მდე.

სიმინდის გარდა, სახამებლის და შემდგომ სპირტის მისაღებად ხშირად გამოიყენება


ხორბლის მარცვალი

აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში სახამებლის საკმაო რაოდენობის მასას და შესაბამისად


სპიერტსაც ბრინჯიდან ამზადებენ. ბრინჯის არაყს „საკეს“ უწოდებენ
1. ნედლ ეულის 2. ნედლ ეულის 3. ნედლ ეულის 4. მომზადებული
მიღ ება, აღ რიცხვა, გასუფთავება, აწონა. მომზადება, დაქუცმაცება. ნედლ ეულ ის წყალ თან
შენახვა. შელ ესვა.

5. სახამებლ იანი მასის 6. ჩახარ შულ ი მასის 8. ტკბილ ის გაცივება


7. აშაქრ ება.
ჩახარ შვა 115-144C0 გაციება 55-65C0 30-32C0

10. დადუღ ებული 11. სპირტწყალ ხსნარ ის 9. სპირტულ ი 12. სპირტის საცავი და
მასის გამო ხდა. რ ექტიფ იკაცია. დუღილ ი. რ ეალ იზაცია.

You might also like