You are on page 1of 4

ნიადაგთმცოდნეობა

ნიადაგთმცოდნეობა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნიადაგების წარმოშობას


(გენეზისს), მათ შედგენილობას, აგებულებას და ძირითად თვისებას - ნაყოფიერებას, მისი
გაუმჯობესების ღონისძიებებს.
ჰავის, რელიეფის, მცენარეულობის და სხ/სხ ფაქტორების გავლენით ნიადაგის სახე
სხვადასხვანაირია. ნიადაგი რამდენიმე ფენისაგან შედგება და მისი ზედა ფენა ყოველთვის
გამოირჩევა ორგანული ნივთიერებების შემცველობით ანუ ნიადაგი წარმოადგენს
დედამიწის ქერქის ზედა ფხვიერ ნაწილს, რომელიც წარმოქმნილია ქანის ნაშალისაგან მასზე
სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ქანისაგან ნიადაგს განასხვავებს ბევრი
ფაქტორი და რაც მთავარია - ნაყოფიერება.
მცენარის ზრდა-განვითარების ძირითადი ფაქტორებია: სითბო, სინათლე, წყალი,
ჰაერი და საკვები ნივთიერებები. ნიადაგის თვისებას - ამა თუ იმ ხარისხით უზრუნველყოს
მცენარის მოთხოვნილება ამ ფაქტორებისადმი, ეწოდება ნიადაგის ნაყოფიერება. ის
უზრუნველყოფს მცენარეს მისი სიცოცხლის მთელ პერიოდში წყლით და საკვები
ნივთიერებით. ნაყოფიერება საჭიროა, რომ მივიღოთ მაღალი მოსავალი. ამისათვის
აუცილებელია: ნიადაგის დამუშავება, სასუქების შეტანა, თესლბრუნვა, მელიორაცია
(დაშრობა, მორწყვა) და სხვა.
ამ ღონისძიებების გატარების შედეგად ნიადაგი კულტურდება. გაკულტურების დონეს
განსაზღვრავს გატარებულ ღონისძიებათა კომპლექსი და მათი მოქმედების ხანგრძლივობა.
ამ ფაქტორებს შორის უნდა დასახელდეს ადამიანიც, რომელზეც დამოკიდებულია ნიადაგის
კულტურული მდგომარეობა.
ნიადაგთმცოდნეობის მნიშვნელობა სხვადასხვა დარგისათვის. ნიადაგთმცოდნეობის
მნიშვნელობა და გამოყენება ძალიან დიდია სოფლის მეურნეობაში. კულტურების
განლაგების სწორი გეგმის შედგენა მოითხოვს შესასწავლი რაიონის ნიადაგური პირობების
ზუსტ აღრიცხვას, თუ რომელი კულტურისათვის როგორი ნიადაგია ხელსაყრელი, რაც
საჭიროებს ნიადაგების შესწავლას. ამისათვის ტარდება ნიადაგების საველე და
ლაბორატორიული გამოკვლევები.
ნიადაგთმცოდნეობამ დიდი გამოყენება ჰპოვა სატყეო მეურნეობის დარგში, გზათა
მშენებლობაში და სხვა, აგრეთვე მხარეთმცოდნეობის და გეოგრაფიის სხვადასხვა
დარგისათვის.

ნიადაგთმცოდნეობის განვითარების ისტორია

პირველი ცნობები ნიადაგისა და მისი ნაყოფიერების გადიდების ხერხების შესახებ ჯერ


კიდევ ანტიკურ პერიოდში იყო მოცემული ძველი საბერძნეთისა და რომის მოღვაწეთა
ნაშრომებში.
წარმოდგენამ ნიადაგზე, როგორც მხოლოდ მცენარის კვების არეზე - ხელი შეუწყო
ნიადაგთმცოდნეობის აგროქიმიური მიმართულების განვითარებას და საფუძველი ჩაუყარა
მინერალოგიური სასუქების ფართოდ გამოყენებას.
მე-19 საუკუნის შუა წლებიდან (გერმანიაში) განვითარდა ნიადაგთმცოდნეობის
აგროგეოლოგიური მიმართულება, რომლის მიხედვით ნიადაგი განიხილებოდა, როგორც
ქანის გამოფიტვის მასალა. ვერც ამან შეუწყო ხელი მის განვითარებას.
როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, ნიადაგთმცოდნეობა ჩამოყალიბდა რუსეთში
მე-19 ს. 80-იან წლებში. მისი ფუძემდებელი იყო ვასილ ვასილის ძე დოკუჩაევი, რომლის
განმარტებით - ნიადაგი არის დედამიწის ქერქის ზედა ფხვიერი ნაწილი, რომელიც
წარმოქმნილია ქანების, ბიოსფეროს, ჰავის, ხნოვანების და რელიეფის ურთიერთქმედების
შედეგად ე. ი. ნიადაგი წარმოქმნილია ქანისაგან, რომლის დაშლა და ნიადაგად გარდაქმნა
მოხდა მასზე ჰავის, ბიოსფეროს და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით.
რუსეთში ნიადაგური პირობების აღრიცხვა და ვარგისიანობის მიხედვით დახარისხება
დაწყებული იყო მე-15-17 სს. სხვადასხვა ნიადაგის წარმოქმნის და თვისებების შესწავლა
დაიწყო დოკუჩაევის ხელმძღვანელობით. მან პირველმა აღნიშნა, რომ ნიადაგწარმომქმნელ
ფაქტორებთან ერთად იცვლება ნიადაგიც.
დოკუჩაევმა დაამუშავა და მოგვცა ნიადაგების პირველი კლასიფიკაცია და ნიადაგური
რუკების შედგენის მეთოდი. მისი მოწაფე იყო სიბირცევი, რომლის დაწერილია
ნიადაგთმცოდნეობის პირველი სახელმძღვანელო.
დოკუჩაევთან ერთად ფუძემდებელი ნიადაგთმცოდნეობისა არის კოსტიჩევი. მან
ნიადაგის შესწავლა დაუკავშირა მცენარის ზრდა-განვითარებას. განსაკუთრებულ
ყურადღებას აქცევდა ნაყოფიერებას, ეროზიისა და განოყიერების საკითხებს.
საქართველოს ნიადაგების შესახებ პირველი ცნობები მოცემული აქვს ვახუშტი
ბაგრატიონს. ნიადაგების გამოკვლევის დაწყება უკავშირდება ჩაის კულტურის გაშენების
პირველ ნაბიჯებს.
საქართველოს ნიადაგების შესწავლაში დიდი ღვაწლი მიუძღვის პროფ. ზახაროვს,
რომელმაც მოგვცა საქართველოს ნიადაგების პირველი მიმოხილვა. აგრეთვე საქართველოში
ამ მხრივ დიდი დამსახურება მიუძღვით აკად. საბაშვილს, ურუშაძეს, პროფ. ტალახაძეს,
გედევანიშვილს, დარასელიას, ანჯაფარიძეს და სხვა.

ნიადაგთწარმოქმნის პირველადი პროცესი

ნიადაგთწარმოქმნა იწყება ქანებზე ცოცხალი ორგანიზმების დასახლების მომენტიდან.


პირველმოსახლე ცოცხალ ორგანიზმს ქანზე ბაქტერიები წარმოადგენს. სხვადასხვა
ფაქტორების მოქმედებით ქანები განიცდიან დაბზარვა-დანაპრალებას. ნაპრალში ჩამდგარი
წყალი გაყინვის შემდეგ კიდევ უფრო აფართოებს მას და ხელს უწყობს ქანის უფრო მეტად
დაშლა-დაქუცმაცებას, რის შედეგადაც მიიღება უხეშდისპერგირებული ნაშალი. ამ ნაშალზე
გარემო ფაქტორების მოქმედება გრძელდება. მისი წარმომქმნელი ქანისაგან განსხვავებით
უხეშდისპერგირებულ ნაშალს განვითარებული აქვს წყლის მიღების და გატარების უნარი,
რის გამოც ნაშალში არსებული საკვები ელემენტები გამოირეცხებიან და ჩაირეცხებიან
ზღვებსა და ოკეანეებში. აქ ისინი ილექებიან და კვლავ წარმოიქმნებიან დანალექი ქანების
სახით. ნივთიერებათა ასეთ ბრუნვას
qani _ naSali _ qani
უწოდებენ did geologiur brunvas, რომელიც ხორციელდება გეოლოგიური
ეპოქების მანძილზე.
უხეშდისპერგირებული ნაშალი შემდგომში კვლავ განიცდის დაშლა-დაქუცმაცებას და
მიიღება წვრილდისპერსიული ნაშალი. მასზე სახლდებიან ბაქტერიები, რომელთა
ცხოველმყოფელობისა და სიკვდილის შემდეგ ჩნდება გარკვეული რაოდენობის ორგანული
ნივთიერება. ნაშალში არის მცენარის განვითარებისათვის აუცილებელი ყველა ნივთიერება.
განვითარებისა და სიკვდილის შემდეგ მცენარე ორგანულ ნივთიერებად უბრუნდება ნაშალს.
ნივთიერებათა ასეთი ბრუნვა
niadagi – mcenare – niadagi
ცნობილია ნივთიერებათა mcire biologiuri wrebrunvis სახელწოდებით.

ნიადაგების გამოკვლევა ბუნებრივ პირობებში

ნიადაგის გენეზისის (წარმოშობის) თუ სხვა თვისებების შესწავლისათვის ხდება


ნიადაგების გამოკვლევა ჯერ მინდვრად (საველე პირობებში), შემდეგ ლაბორატორიულ
პირობებში.
ჭრილის გასაკეთებელი ადგილის შერჩევა საყურადღებო საქმეა, რადგან მასზეა
დამოკიდებული გამოკვლევით მიღებული შედეგების სისწორე
შერჩეულ ადგილზე სრული ჭრილის გასაკეთებლად იღებენ სწორკუთხედის ფორმის
ორმოს, რომლის სიგრძე 160 სმ, სიგანე - 70 სმ, სიღრმე 200 სმ-მდე. ისე კეთდება ორმო, რომ
ერთი ვერტიკალური კედელი მზის პირდაპირაა მოქცეული და ცნობილია ნიადაგის
პროფილის სახელწოდებით. მის მოპირდაპირე მხარეს კი აკეთებენ საფეხურებს ორმოში
ჩასასვლელად.
ჭრილის გაკეთების დროს ამოყრილი მიწა ჭრილის მარჯვენა და მარცხენა მხარეს უნდა
დაიყაროს.
პროფილზე შეიმჩნევა ფერით ერთმანეთისაგან განსხვავებული ფენები, რომელთაც
გენეზისური ჰორიზონტები ეწოდება.
ნიადაგის გამოკვლევისათვის აკეთებენ ჭრილებს, რომლებიც სამი სახისაა: სრული ანუ
ძირითადი; ნახევარჭრილი ანუ საკონტროლო და ამონაბარი ანუ ზედაპირული.
სრული ანუ ძირითადი ჭრილი მოიცავს ნიადაგის მთელ ვერტიკალურ პროფილს -
ყველა გენეზისურ ჰორიზონტს დედაქანის ჩათვლით. მას აკეთებენ ნიადაგის
მორფოლოგიური აღწერისათვის, გენეზისური ჰორიზონტებიდან ნიმუშების ასაღებად,
ფიზიკური თვისებების შესასწავლად და სხვა. მისი სიღრმე 1 მეტრზე მეტია.
ნახევარჭრილის სიღრმე შედარებით ნაკლებია, 50 სმ-70 სმ-მდე. მას აკეთებენ ნიადაგის
რომელიმე თვისების დამატებით შესწავლისათვის.
ამონაბარი ჭრილი შედარებით მცირე სისქისაა. მას აკეთებენ 50 სმ სიღრმეზე.
ნიადაგს ზემოდან დაფენილი აქვს ჩამონაცვენი მცენარეული ნაშთები, ფოთლები,
ტოტები, რომელსაც მკვდარი საფარი ეწოდება და ქმნის ორგანულ მასას. მას აღნიშნავენ A
ასოთი და უწოდებენ აკუმულაციურ ანუ დაგროვების ჰორიზონტს. იმის მიხედვით, სად
კეთდება ნიადაგური ჭრილი, აკუმულაციურ ჰორიზონტს შეიძლება ქონდეს შემდეგი
ინდექსები Aსახნავი, Aკორდიანი, Aტორფიანი.
შემდეგ მოდის გარდამავალი გამორეცხვის ჰორიზონტი, რომელსაც აღნიშნავენ B
ასოთი ანუ ელუვიური ჰორიზონტი (E). მას მოსდევს ჩარეცხვის - ილუვიური (i) ჰორიზონტი,
აღნიშნავენ C ასოთი. და დედაქანი, რომელსაც აღნიშნავენ D ასოთი.
გენეზისური ჰორიზონტების გამოყოფის შემდეგ ახდენენ მათ აღწერას
მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით. ყველა მონაცემი შეტანილი უნდა იქნეს საველე
ჟურნალში.
ნიადაგის მორფოლოგიურ ნიშნებს მიეკუთვნება: ფერი, მექანიკური შედგენილობა,
ფესვთა სისტემის გავრცელება, ტენიანობა, სტრუქტურა და სხვა.
აღწერის შემდეგ ვახდენთ თითოეული გენეზისური ჰორიზონტიდან საანალიზო
ნიმუშების აღებას 1-1,5 კგ რაოდენობით, რომელსაც ვყრით მატერიის ან ქაღალდის პარკში
და ვდებთ შიგ ეტიკეტს, რომელზეც აღნიშნულია: ადგილმდებარეობა, ჭრილის ნომერი,
ნიმუშის აღების სიღრმე, მკვლევარის გვარი და თარიღი. ნიმუშები იგზავნება საანალიზოდ
ლაბორატორიაში
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჭრილი უნდა შეივსოს.

You might also like