You are on page 1of 2

Კარლოს დიდის პორტრეტი

Ალბათ დამეთანხმებით, რომ ფრანკთა სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე


ძლიერი მმართველი კარლოს I დიდია, იგი 768-814 წლებში მოღვაწეობდა და
პიპინისაგან, მამამისისაგან დანატოვარი ქვეყანა ორჯერ გაზარდა და გააძლიერა.
Კარლოსმა არაერთი ომი აწარმოა საკუთარი საზღვრების გასაფართებლად და
ბევრჯერ მიაღწია კიდეც წარმატებას.

Კარლოსმა თავდაპირველად შემოიერთა აკვიტანია, საქსონია და მოგვიანებით


მთელი იტალია, დაკია, ისტრია და ბოლოს კარლოსმა შემოიერთა ყველა ველური
და ბარბაროსი ხალხი, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობდნენ და არა მარტო
გერმანიაში. Საკმაოდ ძლიერი მმართველი რომ იყო კარლოსი ამაზე ისიც
მიანიშნებს, რომ დიდი ტომები, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო, ვიდრე
ბოჰემელების, უბრძოლველად დაიმორჩილა. Ამასთანავე, კარლოსს კარგი
კავშირები და ურთიერთობები ჰქონდა გალინიისა და ასტურის მეფეებთან, გარდა
ამისა, მან სკოტების მეფეც იმდენად დაიმორჩილა, რომ ,,ბატონს’’ ეძახდნენ,
თავიანთ თავებს კი ,,მის მსახურსა და მონას’’. Მეგობრობის განსამტკიცებლად
კონსტანტინოპოლის იმპერატორებიც ცდილობდნენ, კარლოსის მეფედ
კურთხევის შემდეგ, მასთან მჭიდრო კავსირი დაემყარებინათ და კარლოსიც
უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით დაჰყვა მათ ნებას.

Საზღვრების გაფართოებასთან ერთად კარლოსი ცდილობდა, რომ


სახელმწიფოს კულტურულ განვითარებაზე ეზრუნა. Მაგალითად, მან ააშენა
ღვთისმშობლის ტაძარი აახენში, ხიდი რაინზე, მშვენიერი სასახლეები და
აღსანიშნავია, რომ კარლოსი ზრუნავდა დანგრეუი ეკლესიების აღდგენაზე.

Ნორმანული ომის პერიოდში დაიწყო ფლოტის მშენებლობა , ხომალდებს


აშენებდა მდინარეებზე, რაც საკმაოდ კარგი და სწორად გათვლლილი ნაბიჯი იყო,
ვინაიდან მტერი გამუდმებით ესხმოდა თავს სამეფოს, მეფე ცდილობდა ამ გზით
აერიდებინა საფრთხე სახელმწიფოსათვის.

Აღსანიშნავია, რომ კარლოსი საკმაოდ მომთმენი პიროვნებაა, ამას ადასტურებს


ის ფაქტი, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ქონების გაყოფას მოჰყვა
უფსკრლის გაჩენა ძმებს შორის, თუმცა კარლოსი თავისი ძმის გაკეთებულ
სიავეებს იტანდადა ელოდა დღეს, როცა მმართველი თვითონ გახდებოდა და
ძალაუფლებასაც აიღებდა ხელში .

Გამეფების შემდეგ კარლოსს რამდენჯერმე შეთქმულებაც მოუწყვეს , თუმცა


იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ისეთი სიყვარულითა და
მოთმინებით ექცეოდა თავის ქვეშევრდომებს, ამასთანავე უცხოელების
მიმართაც დიდი პატივისცემას იჩენდა, ვერავინ ვერასოდეს ვერ
დაადანაშაულებდა მას უსამართლო მრისხანებაში.

Რაც შეეხება მის ფიზიკურ პორტრეტს: კარლოსი იყო ძლიერი აღნაგობის და


საკმაოდ მაღალი ტანისა. Თავი ჰქონდა მრგვალი და მეტყველი თვალები
ამშვენებდა მის სახეს, ცხვირი საკმაოდ დიდი, თუმცა იგი ჭაღარასთან ერთად
ზალზე უმშვენებდა ყოველთვის ცოცხალსა და მხიარულ სახეს, ტანისა და სხვა
ნაწილების პროპორციულობა კი მალავდა მის ნაკლოვანებას.

Კარლოსს არ უყვარდა წვეულებების მოწყობა და იშვიათ შეთხვევაში აწყობდა,


ხოლო მისი ყოველდღიური სადილი ზედმეტად უბრალო იყო.

Კარლოსი მჭერმეტყველი ადამიანი იყო და მსუბუქად , თავისუფლად


გამოხატავდა საკუთ6არ აზრებს. Იგი არ იფარგლებოდა მხოლოდ მშობლიურ ენაზე
მეტყველებით და ბევრს მუშაობდა უცხო ენებზე, ისწავლა ლათინური და
დაეუფლა ბერძნულსაც, ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ
კარლოსი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას და მიუხედავად იმისა, რომ იგი
40 წლისა იყო ამან არ შეუშალა ხელი დაუფლებოდა წერა-კითხვას. Ყურადსაღებია
ის ფაქტიც, რომ მეფეს ქვეყანასი უცხოელი, ევროპელი სწავლულები ჩამოჰყავდა,
რათა ქვეყნის განათლების დონე გაეზარდა და მანვე დაიწყო მშობლიური ენის
გრამატიკის შედგენა.

Კარლოსი ქრისტიანული მრწამსის მიმდევარი იყო და წმინდად და ურყევად


მიჰყვებოდა მას და ყურადღებას აქცევდა ეკლესიებს, რატა არაფერი
დარღცეულიყო და წესრიგი შეენარჩუნებინა. Გამოსაყოფია ისიც, რომ კარლოსი
ძალიან კეთილი და საკუთარ ხალხზ ე მზ რუნველი პიროვნებაა , იგი ზ რუნავდა
ღარიბებზე და ქრისტიანნებს ხშირად წყალობასაც უგზავნიდა თავისი ქვეყნის
ფარგლებს გარეთ. Ერთი მხრივ, იგი იმიტომ მიისწრაფვოდა სხვა
სახელმწიფოების მეფეებთან ურთიერთობისათვის, რათა მათი ხელისუფლების
ქვეშ მყოფ ქრისტიანებს ნუგეში და შვება მიეღოთ.

Იგი 800 წელს იმპერატორად აკურთხა პაპმა წმ.პეტრეს ტაძარში და ამ


გარემოებით იგი იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ საზეიმო დღესასწაულის
მიუხედავად, არ წავიდოდა ეკლესიაში რომ სცოდნოდა. Იმპერატორის ტიტულის
მიღებისთანავე ლკარლოსმა აღმოაჩინა და დაიწყო სახელმწიფოში
ნაკლოვანებების აღმოფხვრა , კერძოდ, მან გადაწყვიტა სასამართლო
გაესწორებინა და რამდენიმე ახალი თავი დაამატა კანონებს და ისიც
დაუმტავრებელი იყო, თუმცა ბრძანა არსებული სამართლის შეგროვება და
ჩაწერა.

Სიკვდილის წინ კი სახელმწიფო შვილებს ჩააბრა, ავგუსტუსი იმპერატორად


გამოაცხადა , ხოლო მისი ძმა იმპერატორის თანამოსაყდრედ დანიშნა. Ეს მოხდა
813 წელს.

814 წელს, 28 იანვარს, კარლოსი გარდაიიცვალა. Იგი ძვირფას ტანსაცმელში


გამოაწყვეს, ეკლესიაში გადაასვენეს და მიწას მიაბარეს.

Ქრისტინე დარახველიძე

You might also like