You are on page 1of 4

დღეს მე გესაუბრებით რაჭის ისტორიაზე.

ის ერთ-ერთი უძველესი და კულტურულად


მდიდარი მხარეა და არ ჩამოუვარდებოდა სხვა ქართულ საერისთავოებს.ჩვენ
ვალდებულები ვართ არ დავივიწყოთ მრავალსაუკუნოვანი მატიანე რაჭისა ,შევიმეცნოთ
ძირფესვიანად და გავაცნოთ ხალხს მის შესახებ. როგორც ილია იტყოდა: „ ისტორია...
იგია მთხრობელი მისი,თუ რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ
კვლავადაც“.

დიდი ხანია რაც რაჭის წარსულით დაინტერესდნენ ქართველი თუ უცხოელი


მეცნიერები.მათუაღრესად ღირებული,მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული
უამრავი მასალა დაუტოვეს არქეოლოგიას,ისტორიას და სხვა დარგებს.

რაჭის როგორც ისტორიულ ტერიტორიული ერთეულის ჩამოყალიბება


ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა საერთო ქართულ გარემოში.
ბრინჯაოს ხანის დასაწყისიდან დასავლეთ საქართველოს ტერიტორია თავისი
მთიანი ზოლით კავკასიონის ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთების ჩათვლით
ქართული ტომებით იყო დასახლებული.

არსებობს ვარაუდი რომლის თანახმადაც შორეულ წარსულში რაჭასა და იმერეთში


მკვიდრობდნენ ტომები რომლებსაც ჰქონდათ საერთო ენობრივი სისტემა და
კულტურა.

რაჭის ტერიტრიაზე აღომეჩენილი იქნა სხვადასხვა ხანის მრავალი არტეფაქტი.


საყურადღებოა 1946 წელს ქვიშარის მახლობლად აღმოცენილი განძი. მასში
არსებული სპილენძის ცულები, რომლებიც თარიღდებიან ძვ.წ. ll ათასწლეულის
დასასრულით, საინტერესონი არიან,როგორც თავის ფორმითა და მასალით ასევე
დანიშნულებით. მათი პირები ძალიან თხელია და მისი წონა ზომასთან შედარებით
მცირეა. ცულები საკულტო დანიშნულების უნდა ყოფილიყო და თვითონ აღმოჩენის
ადგილიც სამსხვერპლო ადგილად უნდა ჩაითვალოს. ამრიგად ცულების
აღმოჩენის ადგილი უნდა მივიჩნით ყველაზე ძველ საკულტო ადგილად მთელ
კავკასიაში.

ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლება უნდა ყოფილიყო სოფელ


ხიმშის მახლობელი ადგილი ნასახიზრევი. სადაც მეოცე საუკუნეში სახნავ სათესი
სამუშაოებისას მრავლად იქნა აღმოჩენილი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

ადრეფეოდალურ ხანაში რაჭის ტერიტორია გვხვდება სხვადასხვა ქართული


სამეფოების შემადგენლობაში.

რაჭა ჯერ ლაზიკის, შემდეგ ეგრის-აფხაზეთის სამეფოებში შემავალი თაკუერის


საერისთავოს შემადგენელი ნაწილი იყო.იმ პერიოდის რაჭის მატერიალური
კულტურის ძეგლები ნაკლებადაა შესწავლილი.ამ მიმართულებით არქეოლოგიური
კვლევა-ძიება ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომაც არ გვაქვს საშუალება ნათლად
წარმოვიდგინოთ რაჭველთა ყოფა ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები.ამას
ემატება წერილობითი ცნობების სიმწირეც.ერთადერთი რამ, რაც ცნობებს
გვაწვდის იმ ეპოქის შესახებ არის ქრისტიანული ტაძრების ნაშთები, რომლებიც
ნათლად წარმოაჩენენ იმდროინდელი მოსახლეობის მაღალ სულიერ და
მატერიალურ დონეს.

მეათე საუკუნის ბოლოს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ,ბაგრატ


მესამემ, ჩამოაყალიბა რაჭის საერისთავო.ოფიციალუად გამოიკვეთა
საქართველოს ისტორიული მხარე-რაჭა. მის პირველ ერისთავად დანიშნა რატი
ლიპარიტის ძე ბაღვაში.ამ საერისთავოს შექმნამ გაამყარა რაჭველთა ერთობა
როგორც სოციალურ-ეკონომიკურად,ისე ტერიტორიულადაც.

რატი ერისთავმა რეზიდენციად სოფელი წესი აირჩია და ააგო კარის ეკლესია-


ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი.

ბაგრატ მესამის გარდაცვალების შემდეგ რატი მუდამ გვერდში ედგა მეფის


ახალგაზრდა ვაჟს გიორგი პირველს და იცავდა ქვეყანას მტრებისგან.ის 1021
წელს გმირულად დაიღუპა შირიმის დიდ ბრძოლაში.

გიორგი პირველმა რაჭის ახალ ერისთავად დანიშნა რატის შვილი


კახაბერი,რომელმაც ფართოდ მიჰყო ხელი აღმშენებლობას.

1031 წელს კახაბერი ბერად აღიკვეცა და წოდება მის ვაჟს რატი კახაბერის ძეს
გადაეცა, რის შემდეგაც მამის სახელი კახაბერი გაგვარდა და რაჭის პირველი
დინასტიის ერისთავები იწოდებოდნენ კახაბერისძეებად.

ტაძრებთან ერთად ერისთავებმა მრავალი შთამბეჭდავი ნაგებობა


ააგეს.ბარაკონის მიმდებარედ, მაღალ კლდოვან გორაკზე აშენდა „მინდა
ციხე“,სოფელ წესში,რიონის მარჯვენა ნაპირას „ნიანიას ციხე“, სოფელ სხვავაში
„კვარა ციხე“ და სხვა.

თამარის მეფობაში რაჭის საერისთავო კიდევ უფრო გაფართოვდა და თაკუერსაც


მოიცავდა.იმ დროს ერისთავად იხსენიება კახაბერ კახაბერისძე. ამ განთქმული
ერისთავის სახელს მუდამ მოწიწებით მოიხსენიებდნენ არა მარტო
რაჭაში ,არამედ მთელ საქართველოში და თავდადებული გმირის სინონიმად
მიაჩნდათ. შემდეგი რაჭის ერისთავი აქტიურად მონაწილეობდა დავით ნარინის
რუსუდან დედოფლის თანამოსაყდრედ გამოცხადებაში.ის მონღოლთა წინააღმდეგ
ცნობილ აჯანყებაში მონაწილეობდა.

1259 წელს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით ულუ დასავლეთ


საქართველოში გადავიდა,სადაც დამხვედრთა შორის იყო მისი სიმამრი,რაჭის
ერისთავი კახაბერ კახაბერისძე.როდესაც დავით ულუ დასავლეთ საქართველოში
გადასულ მამიდაშვილს დავით ნარინს დაუპირისპირდა , კახაბერი სიძეს
მიემხრო.რამოდენიმე წლის შემდეგ უკვე მომძლავრებულმა ნარინმა რაჭის
ერისთავის დასჯა გადაწყვიტა.მას თვალები ამოშანთა და ცალი ფეხი და ხელი
მოჰკვეთა,ერისთავის ორი შვილი კი კონსტანტინოპოლში განდევნა.ამით
დასრულდა კახაბერისძეებთა მმართველობა რაჭაში.რაჭა მეფის სახასო მამულად
გამოცხადდა.

მეთოთხმეტე საუკუნის დასასრულს მეფე გიორგი მეშვიდემ რაჭაში ერისთავობა


აღადგინა.მეორე ხანის ერისთავებად ჭარელიძეთა საგვარეულოს
წარმომადგენლები არიან, რომელთა წარმომავლობაზეც არაფერია ცნობილი.
მათი ერისთავობა თითქმის საუკუნე გაგრძელდა.

მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს ერთიანი საქართველო სამეფო სამთავროებად


დაიშალა.რაჭა იმერეთის სამეფოს შემოადგენლობაში შევიდა.ამ პერიოდს
ემთხვევა ერისთავთა მესამე დინასტიის-ჩხეტიძეთა საგვარეულოს
დამკვიდრება.ისინი იწყებენ ყმა მამულებისა და სოფლების შემოკრებას ყველა
მიმართულებით( ამ პერიოდში შემოუერთდა რაჭის საერისთავოს დღევანდელი
მთის რაჭა).

ამრიგად მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში რაჭის საერისთავოს საზღვარი


კავკასიონის მათავარ ქედს მიადგა და ქართლის სამეფოს შემადგენლობაში მყოფ
დვალეთს დაუმეზობლდა.ამის შემდეგ რაჭის ერისთავები უკვე უშუალოდ
აკონტროლებდნენ კავკასიონის
ზეკარს(მამისონი,ნოწარა,კირტისო,ფასა,ზოფხითო).

1679 წელს რაჭას თურქები შემოესივნენ და სასტიკად ააოხრეს განსაკუთრებით


ქვემო რაჭის სოფელბი.1716 წელს კვლავ ილაშქრეს თურქებმა რაჭის
მიმართულებით მაგრამ ვერ შეძლეს შემოღწევა.

მეტად მნიშვნელოვანია 1717 წელს შოშიტა რაჭის ერისთავისა და ბეჟან დადიანის


მიერ დადებული პირობის წიგნი“დღეის უკან შვენ ტყვე აღარ გავყიდოთ, არც ჩვენს
ყმასა და ჩვენ ხელქვეიდ კაცს არ გავასყიდინოთ“

1749 წელს რაჭის ერისთავის ტიტული როსტომ შოშიტა მესამის ძემ მიიღო. მისი
მმართველობის დასაწყისშივე ამოწყვიტა თავად-აზნაურთა ნაწილი (ჯაფარიძეები,
იაშვილები, აგიაშვილები) , ზოგიც გააძევა(წულუკიძეები), მათი მამულები მიიტაცა,
სამეფო მიწებსაც დაეპატრონა და ამრიგად მთელ რაჭას დაეუფლა.

როსტომმა ხიდიკრის კოშკები გაამაგრა და 500 შეიარაღებული მეომარი


ჩააყენა.თოფის წამალი ერისთავის სასახლეში მზადდებოდა. მან 1753 წელს
ბარაკონში კარის ახალი ეკლესია ააშენა. 1754 წელს ველტყევის ეკლესია ააგო.
1755 წელს იერუსალიმში ააშენა დედათა მონასტერი. ზედიზედ ასეთ
მშენებლობათა წარმოება ერისთავის დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე
მეტყველებს. კაპიტან იაზიკოვის ჩანაწერების მიხედვით როსტომი იმერეთის მეფე
სოლომონზე ბევრად უფრო მდიდარი იყო. ერისთავი თავის დროის მიხედვით
განსწავლული თავადი გახლდათ,მან ზეპირად იცოდა წმინდა წერილი და
„ვეფხისტყაოსანი“.ჰქონდა მდიდარი წიგნსაცავი.ბარაკონში დაარსა სტამბა, სადაც
იბეჭდებოდა როგორც სასულიერო ასევე საერო წიგნები.

როსტომისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მისი დაპირისპირება სოლომონ


პირველთან.მან 1752 წელს, ლევან აბაშიძესთან ერთად, ტახტიდან ჩამოაგდო
მეფე,თუმცა სოლომონმა მალევე დაიბრუნა მეფობა და შურისძიება
გადაწყვიტა.მან რამდენჯერმე ილაშქრა რაჭაში როსტომის შესაპყრობად,მაგრამ
უშედეგოდ.სოლომონმა მისი შეპყრობა შეძლო 1769 წელს, როდესაც ერისთავი
მოტყუებით მიიპატიჟეს იაშვილებმა.ერისთავსა და მის შვილებს თვალები
დასთხარეს. თვითონ როსტომი კი 1773 წლამდე დაპატიმრებული
ყავდათ(გარდაიცვალა 1790 წელს).თვალების ამოშანთვას ერისთავის შვიდ
შვილთაგან მხოლოდ უფროსი ვაჟი,გიორგი, გადაურჩა, რომელმაც თურქეთს
შეაფარა თავი და მხოლოდ სოლომონის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა.

როსტომის დასჯის შემდეგ სოლომონმა გააუქმა რაჭის საერისთავო.ერისთავთა


ყმა-მამულის ნაწილი თავის სახასო მამულად დაამტკიცა, ნაწილი კი მისადმი
ერთგულ იმერეთის თავადებს დაუნაწილა.

სოლომონის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის მეფე დავითმა აღადგინა რაჭის


საერისთავო

1784 წელს დავით მეფემ ერისთავობა გიორგი როსტომის ძეს.1786 წელს რაჭის
ფეოდალთა ნაწილი, რომელიც თავს შევიწროვებულად გრძნობდა, მოაწყო
აჯანყება ერისთავისა და მეფის წინააღმდეგ. მათ დასახმარებლად რაჭას მივიდა
დაქირავებული ლეკთა და თურქთა ლაშქარი.ბრძოლა გაიმართა სხვავის
მიდამოებში, სადაც აჯანყებულები სასტიკად დამარცხდნენ.

1889 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე ავიდა სოლომონ მეორე რომელმაც მალევე
გააუქმა რაჭის საერისთავო ამჟამად უკვე საბოლოოდ.ამით დასრულდა რაჭის
საერისთავოს მრავალ საუკუნოვანი მატიანე.

როგროც მოისმინეთ მეტად საინტერესო და მრავალფეროვანია ჩვენი კუთხის


ისტორია. მრავალი რამ იქნა გამოკვლეული მაგრამ კიდევ ბევრი რამ იმალება
რაჭის მთათა წიაღში, რომლებიც აღმოსაჩენი და შესასწავლია.

You might also like