You are on page 1of 16

საქართველო-რუსეთის

პირველი კონტაქტები

გერმანე ფიფია, სეუ-ს ასოცირებული პროფესორი


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების
ისტორიული ფესვები
🠶 შუა დნეპრისპირეთის სლავური ტომების პოლიანების ურთიერთობა შავიზღვისპირეთის
უძველეს ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრებთან. პოლიანების ინტენსიური კავშირ-ურ
- თიერთობა შავი ზღვისპირეთის უძველეს ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრებთან;
🠶 პოლიანები და ხაზართა ძლიერი სახელმწიფო. პოლიანების დაქვემდებარება
ხაზარების მიერ. მთავრის ხელისუფლება პოლიანებში დაიმკვიდრეს ლეგენდარული
კიის შთამომავლებმა. (კიის მიეწერება ძვ. რუსული სახ.-ოს დედაქალაქის კიევის
დაარსება);
🠶 ხაზართა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ აღმოსავლეთ სლავებს მათთან
კავშირი არ გაუწყვეტიათ. IX ს. 40-იან წლებში რუსები დაცურავდნენ კასპიის ზღვაში, აქ
მოხვედრა მათ მხოლოდ ხაზართა სამფლობელოებზე გავლით შეეძლოთ;
🠶 რუსების (აღმოსავლეთ სლავები) ინტენსიური ვაჭრობა ხაზარებთან ხაზართა
დედაქალაქ იტილში, სადაც საცხოვრებელი უბნებიც კი ჰქონიათ. ისინი მსახურობდნენ
ხაკანის გვარდი - აშიც. ეს პერიოდი ხასიათდება სამხრეთის მიმართულებით რუსების
სამხედრო აქტივობით;
🠶 რუსების სამხედრო აქტიურობა სამხრეთის მიმართულებით თავდასხმები ყირიმის
სამხრეთ სანაპიროებზე, ლაშქრობა შავი ზღვის მცირე აზიის სანაპიროზე. მათი
გამოჩენა ეგეოსის ზღვაშიც. რუსების საასპარეზო ადგილები საქართველოს უშუალო
სიახლოვეს იყო, ამიტომ, ბუნებრივია, ცნობები რუსების შესახებ, საქრთველოშიც
ძველი ქართული წყაროები საქართველო-რუსეთის
ურთიერთობების შესახებ
🠶 გიორგი მთაწმინდელი (X-XI სს) სკვითებისა და ხაზარების შესახებ. „სკვითნი ე.ი. არს
რუსნი“, „სკვითთა ხაღანი (ხაკანი)“, ე.ი. რუსთა სამხედრო ბელადი;
🠶 ექვთიმე ათონელი (X-XI სს) „ნათესავი მწითურთა მოვალს, რომელთა ჰქვიან რუსნი“, .
„რუსნი სკვითელნი, ნათესავნი ჩრდილოელნი, რომელთა ეწოდა თურქ-პეწენიკ-
ხაზარელნი“. ეთნიკური ტერმინი „რუსი“ შეიძლება წარმოდგებოდეს ძველი რუსულ-
სლავური სიტყვი - დან „русый“, რაც ნიშნავს , ქერას, მწითურს, ღია ფერის თმიანს,
იგი ალბათ რუსების გარეგნობის აღწერიდან მომდინარეობს;
🠶 როგორც ჩანს X ს.-ის საქ.-ში უკვე იცოდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ერთ დროს
სკვი - თები მოსახლეობდნენ, შემდეგ რუსები (აღმ. სლავები) დამკვიდრებულან,
ამიტომ მათ ისევ სკვითებს უწოდებენ (ნ. ასათიანი);
🠶 ბიზანტია-საქართველოს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა.
იმავდროულად რუსი ვაჭრების ხშირი სტუმრობა ბაზანტიაში. მათი შეხვედრა ამ
მსოფლიო სავაჭრო ცენტრში სავსებით მოსალოდნელი და საგულისხმებელია.
ძველი რუსული და არაბული წყაროები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების
შესახებ

🠶 ძველ რუსულ წყაროებში საქართველოს აღსანიშნავად გამოყენებულია ტერმინები „ობეზი“ და „ავერი“;


🠶 რუსულ წყაროებს ტერმინები „ობეზი“ და „ავერი“ შეთვისებული ჰქონდათ ბიზანტიიდან;
🠶 ბიზანტიაში საქართველოს აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინები „აბ(ხ)აზი“ (ხან „ობეზი“) და „ივერია“;
🠶 ტერმინი აბხაზი მომდინარეობდა ქართველ მეფეთა ტიტულატურიდან: მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა,
კახთა და სომეხთა, შარვან-შაჰ და შაჰინ-შაჰ;
🠶 რუსი მემატიანეები ორივე ტერმინით (ობეზი და ავერი) მთელ საქართველოს აღნიშნავდნენ (ავერი ნიშნავს
ობეზს და, პირიქით);
🠶 ალ იაკუბი - არაბი ავტორი: წანარების (კახეთის ადრეფეოდალური სამთავროს მიმართვა დახმარებისათვის
„საჰიბ ასსაკალიბას“, ე.ი. სლავთა მბრძანებელს არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის;
🠶 X ს.-ში რუსებმა რამდნჯერმე გაილაშქრეს ამიერკავკასიაში და დაიკავეს ქ. ბარდავი მდ მტკვარზე (დღ.
აზერბა- იჯანი). ბიზანტიაში იმპერატორები ხშირად იყენებდნენ რუსთა დაქირავებულ სამხედრო ძალას. ამ
პერიოდის ბიზანტიის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე არაერთი ქართველი მოღვაწობდა (ბიზანტიოლოგ ჰ.
გელცერ - ის ცნობა: ყველა მნიშვნელოვანი სამხდრო თანამდებობა ქართველებსა და სომხებს ეკავათ).
ამიტომაც ამ ორი ხალხის წარმომადგენლებს ურთიერთკონტაქტები აუცილებლად ექნებოდათ (სომეხი
მემატიანის ცნობა, თითქოს თივის გამო მოხდა შეტაკება ქართველებსა და ბასილის ლაშქარში მყოფ რუსებს
შორის);
🠶 XI ს.-ის შუა წლებშიც რუსთა სამხედრო რაზმები, რომელთაც ქართული წყარო „ვარიაგებს“ უწოდებს,
აქტიურად მოქმედებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამჯერად ისინი ბაგრატ IV და ლიპარიტ ერისთავს
შორის ბრძოლებში მონაწილეობენ.
საქართველო-რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკურ-კულტურული
ურთიერთობები
🠶 თბილისში მოჭრილი მონეტები კიევის რუსეთის ტერიტორიაზე (ვლადიმირი, ფსკოვი, მინსკი,
ბალ - ტიისპირეთი), დავით III კურაპალატის მოჭრილი მონეტა დღევანდელი ესტონეთის
ტერიტორიაზე;
🠶 კიევის რუსეთის სახელმწიფომ განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია X ს.-ის ბოლოს და XI ს.-ის
დასა - წყისში. დასრულდა აღმ. სლავთა მიწების შერწყმა ერთიან სახელმწიფოდ (ვლადიმირ
სვიატოსლავის ძე). შემოერთებულ იქნა ზოგიერთი არარუსი ტომების მიწებიც. კიევის რუსეთის
საზღვრები საქართ - ველოს მოუახლოვდა, ოფიციალურად მიიღო ქრისტიანობა.., რამაც საქ.-
თან მისი ურთიერთობის ახალი გზები წარმოაჩინა;
🠶 აღსანიშნავია ისიც, რომ ბაგრატ IV დროს (1027- 1072) მეფის და ლიპარიტის შინაომის
მსვლელობაში მონაწილეობდნენ რუსთა სამხედრო რაზმები „ვარანგნი“- რუსები (სასირეთის
ბრძოლა);
🠶 სათანადო წყაროს მოშველიებით ნ. ასათიანს შესაძლებლად მიაჩნია დავით აღმაშენებლისა და
ვლა - დიმირ მონომახის თანამშრომლობის რეალობა (პავლე ალეპოელის - პატრარქ
მაკარიოსის შვილის - ცნობა, რომლის თანახმად, ყივჩაღების საქართველოში ჩამოსახლება
გადაწყდა). ყივჩაღების საქართ - ველოში ჩამოსახლება ორივე მხარის ინტერესებში შედიოდა;
🠶 მემატიანეთა ცნობებით, საქართველოს სამეფოსა და რუსული სამთავროების მესვეურებს შორის
დინასტიური ქორწინებები (ვლადიმირ მონომახის შვილიშვილის იზიასლავისა და დემეტრე I
ასულის, ვლადმირ -სუზდალის სამთავროს უფლისწულის იური ბოგოლუბსკისა და თამარის
დინასტიური ქორწინებები.
საქართველო-რუსეთის
დიპლომატიური და სამხედრო-
პოლიტიკური ურთიერთობების
დასაწყისი.
დიპლომატიური ურთიერთობების დასაწყისი
საქართველოსა და რუსეთს შორის
🠶 ვითარება მოსკოვის სამთავროში კახეთის მეფის ელჩობის წინ (1483). კახეთის მეფის
თანამედროვე მოსკოვის დიდი მთავარი ივანე III (1462-1505). ოქროს ურდოს ხანი კვლავაც
რუსეთის უმაღლესი ხელისუფალია. ივანე III სამი წლის განმავლობაში (1477-1479) ომს
აწარმოებდა დიდი ნოვგოროდის შემოერთების მიზნით, რასაც ეწინააღმდეგებოდა
პოლონეთ-ლიტვის მეფე კაზიმირ IV, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ აჰმად ხანის
მიმხრობას ცდილობდა;
🠶 ქართველი დიპლომატების მიერ პრორუსული ორიენტაციის შემუშავება. ალექსანდრე I,
კახთა მე - ფეს. (1476-1511) მკაფიოდ არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი რუსეთში არსებულ
საშინაო ვითარებ - ასა და საგ. პოლიტიკაზე. ქართული დიპლომატიის ისტორიაში გადაიდგა
საბედისწერო ნაბიჯი. სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში მესამე ძალის - რუსეთის
ჩართვა;
🠶 ქართველმა დიპლომატებმა პრორუსული ორიენტაციის შემუშავებისას დაუშვეს
სტრატეგიული შეცდომა. რუსეთის მოსვლა კავკასიაში ნიშნავდა ირან - ოსმალეთთან
რუსეთის ომს. რუსეთს ამ სახელმწიფოებთან ომები იმხნად არ შეეძლო, რადგან პოლონეთი,
ლიტვა, ლივნიის ორდენი, შვეცია მტრულად შეხვდნენ რუსეთის სახელმწიფოს
გაერთიანებასა და გაძლიერებას;
🠶 დასავლელ და ჩრდილოელ მეზობლებთან გართულებული მდგომარეობის გამო რუსეთი
სამხრე - თში აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვერ აწარმოებდა. ცნობლია, რუსეთ-ლიტვის
დიპლომატიური ურთიერთობების დასაწყისი.
ცვლილებები ივანე მრისხანეს დროს
🠶 საშინაო და საგარეო ვითარება რუსეთში კახეთის სამეფოს ელჩების მოსკოვში ჩასვლის წინ
მოსკოვის მიერ ნოვგოროდის შემოერთება (1479). რუსეთში მონღოლთა ბატონობის
დასასრული (1480);
🠶 კახეთის მეფის ელჩები მოსკოვში (1483). რუსეთში არ არსებობს (არც შეიძლებოდა
არსებულიყო) კავკასიაში რუსეთის შეღწევის გეგმის მონახაზიც კი. რუსეთის აქტიურობა
კავკასიის მიმრთულებით ზღუდავენ ყირიმის, ყაზანის, ასტრახანის მონღოლური სახანოები;
🠶 სახანოების დაპყრობის გარეშე რუსეთი ვერც ჩრდილოეთ და, მით უმეტეს, ვერც სამხ.
კავკასიაში რეალურ ძალად ვერ იქცეოდა;
🠶 ივანე მრისხანემ შეძლო ყაზანისა (1552) და ასტრახანის (1556) სახანოების დაპყრობა. ივანე
მრისხანე უმთავრესად მიიჩნევდა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებას (ბალტიისპირეთი),
მაგრამ ლივონიის ომმა (1558-1583) სასურველი შედეგი ვერ გამოიღო (მხოლოდ ორდენმა
შეწყვიტა არსებობა). მართალია, სამხრეთით ყირიმის სახანოს დაუფლება ივანემ ვერ
მოახერხა, მაინც ხელსაყრელი პირობები შეიქმნა კავკასიაში რუსეთის გააქტიურებისათვის;
🠶 ივანე მრისხანემ თერგის ხეობაში ციხე-სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო. კახეთის მეფის
ლევანის დროს (1518-1574) კახეთში რუსთა რაზმიც (სტრელეცები) გამოჩნდა. ცხადია, ამას
სათანადო ენერგიული პროტესტი მოჰყვა ირანისა და ოსმალეთის მხრიდან. რუსთა რაზმმა
სასწრაფოდ დატოვა კახეთი და თერგის ხეობაში ციხე-სიმაგრებიც მოშალეს.
პრორუსული ორიენტაციის დასამარება. „ფიცის
წიგნი“ და „წყალობის სიგელი“

🠶 „ფიცის წიგნი.“ ასტრახანელ მეთოფეთა ასისთავი რუსინ დანილოვი კახეთში. დავალება:


ვითარების დაზვერვა, ადგილობრივი ხელისუფლების დარწმუნება რუსეთის მფარველობის
მოპოვების აუცილებლობაში. კახეთის მეფის ალექსანდრე II (1574-1605) ელჩები-იოაკიმე
მღვდელი, კირილე ბერი და ხურშიტა ჩერქეზი დანილოვთან ერთად რუსეთში. მოლაპარაკება
და რუსეთის მეფის ხელდებულების ფიცის მიღება (1587);
🠶 „წყალობის სიგელი“ თევდორესაგან (1584-1598). ხელშეკრულების პირობების დამტკიცება. ამ
დოკუმენტების არც ორგინალები და არც ასლები მიკვლეული არ არის. დღემდე ისტორიოგრაფია
ეყრდნობა მწირ მასალას, რომელიც დაცულია რუსი ისტორიკოსის სერგეი ბელოკუროვის წიგნში;
🠶 მიუხედავად რუსეთის მეფის დაპირებისა, კახეთის სამეფომ რუსეთისაგან რეალური სამხედრო და
პოლიტიკური მხარდაჭერა ვერ მიიღო. კახეთის სამეფოს პრორუსული ორიენტაცია საბოლოოდ
დაასამარა მეფე თევდორეს სიკვდილის შემდეგ რუსეთში დაწყებულმა შინააშლილობამ, დიდმა
სოციალურმა ამბოხმა და ჟეჩ-პოსპოლიტასა და შვეციის აგრესიამ (1603-1610);
🠶 რუსეთის პოზიციების შესუსტება კარგად გამოიყენა ირანის შაჰმა აბას I და სასტიკად დასაჯა
კახეთის სამეფო სახლი - 1605 წელს ალექსანდრე II და მისი ვაჟი გიორგი შაჰმა მოაკვლევინა;
🠶 და, მაინც, 1587 – 1589 წლების აქტი არის პირველი ოფიციალური ხელშეკრულება, რომელიც
გაფორმდა რუსეთსა და საქართველოს შორის.
ლიტერატურა

🠶 ნ. ასათიანი, გზა აღდგომა-გამოხსნისაკენ თბ., 1983, გვ. 5-25.


🠶 ვ. გურული, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა (1483-1921), თბ., 2011, გვ.
9-18; 19-28.
🠶 ქართული დიპლომატიის ისტორია, აკად. რ მეტრეველის რედაქციით., თბ., 2003, გვ.
374-383.
🠶 მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული, რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან 1801
წლამდე, თბ., 2004, გვ. 42 - 49.
გმადლობთ
ყურადღებისათვის!

You might also like