You are on page 1of 48

საქართველო XIX საუკუნეში

 ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება.


1801 წლის აქტი.

XVIII ს-ის ბოლოს ახლო აღმოსავლეთის ვითარება რუსეთისათვის


ხელსაყრელი აღმოჩნდა. ნაპოლეონის ლაშქრობამ ეგვიპტეში ოსმალეთი დააშინა და
ევროპა 1799წ. რუსეთ-თურქეთის იძულებითი კავშირის მოწმე გახდა. მათ თითქოს
,,დაივიწყეს” ძველი მტრობა. მომდევნო მოვლენებმა ცხადყვეს, რომ 1806 წლამდე
თურქეთი ითმენდა რუსეთის წარმატებას ამიერკავკასიაში.
ერეკლეს გარდაცვალებისა და გიორგის გამეფებასთან დაკავშირებით (1798)
ქართლ-კახეთის საშინაო ვითარება ძალიან დაიძაბა. ერთმანეთს დაუპირისპირდა
ბატონიშვილთა უფროსი (ერეკლესგან) და უმცროსი( გიორგისგან) შტოები,
რომლებიც იულონ ერეკლის ძისა და დავით გიორგის ძის გარშემო დაჯგუფდნენ.
გიორგიმ დაარღვია მოცემული პირობა, რომ მემკვიდრედ იულონს სცნობდა და
პავლეს მისი შვილის-დავითის მეფედ დამტკიცება მოსთხოვა,რომელიც პავლე I
1799წ. 18 აპრილს დააკმაყოფილა.
იულონ და დავით ბატონიშვილების პარტიათა გარდა არსებობდა
მცირერიცხოვანი დაჯგუფება, რომელიც რუსეთთან სრული შეერთების მომხრე იყო.
თბილისელი ვაჭრების უმრავლესობა მხარ უჭერდა რუსეთის ბატონობის
დამყარებას საქართველოში. ფეოდალური ჩაგვრით შევიწროვებული და
გამუდმებულ შემოსევათა შედეგად დაბეჩავებული გლეხობა ოცნებობდა იმ ბედნიერ
დროზე, როცა მშვიდობა დამყარდებოდა და დასაწყისში გულგრილად უყურებდა
ქართლ-კახეთის სახელმწიფოს ბედს.
1799წ. ნოემბერში საქართველოში შემოვიდა ხელშეკრულებით
გათვალისწინებული დამხმარე ლეგიონი, რომელსაც გენ. ლაზარევი სარდლობდა,
მას თან მოჰყვა რუსეთის წარმომადგენელი გიორგი მეფის კარზე-მინისტრი
კოვალენსკი. 26 ნოემბერს გიორგი XII თბილისიდან 3 ვერსზე საზეიმოდ შეხვდა
ეგერთა 46 პოლკს. მთელი ქალაქი გამოეფინა რუსთა შესახვედრად. ილია ჭავჭავაძე
წერდა: ,, მეფის კარიდან დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა
სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისა და ნუგეშისამ”
1800წ. 7 ნოემბერს რუსთა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა
ომარ-ხან ავარიელის ლაშქარი მდ. იორის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. კაკაბეთთან.
ერთობლივ გამარჯვებას უდავოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ქართველი ხალხი
რუსებისადმი სიმპათიას არ მალავდა.
რუსეთმა ოსტატურად გამოიყენა საქართველოში შექმნილი ვითარება და
გიორგი XII-ის დაჟინებული მოთხოვნები იმის შესახებ, რომ მისთვის სამხედრო და
მატერიალური დახმარება აღმოეჩინათ. გიორგის გარდაცვალებიდან 12წ. შემდეგ
მთავარსარდალმა პაულიჩიმ მის საფლავზე ასეთი წარწერა გააკეთებინა: ,,მეფე
გიორგიმ თავის ქვეშევრდომთა სიკეთისათვის,... 1799წ. საქართველო რუსეთის
იმპერატორს დაუთმო...”

1
გიორგიმ მომეტებული ნდობა გამოუცხადა რუსეთის იმპერატორს და თავისი
,,სათხოვარი პუნქტებით´არა მარტო ხელი შეუწყო რუსეთის გეგმწბის რეალიზაციას,
არამედ საფუძველიც კი მისცა მის თანამედროვეთ და შემდგომი დროის
ისტორიკოსებს ბრალი დაედოთ მისთვის იმაში, რომ მან სამეფოს ინტერესებს
უღალატა.
ერეკლეს შვილიშვილის ალ. ორბელიანის (თეკლას) თქმით, გიორგი 24 საათის
განმავლობაში უმთავრესად ლოცულობდა, ჭამდა, ეძინა და მხოლოდ სამ საათს თუ
ანდომებდა საქვეყნო საქმეებს.
1799წ. 7 სექტემბერს გიორგი ელჩებს ავალებდა ,, მთლიანად გადაეცა” სამეფო
იმპერატორისათვის , და ყოფილიყო იმავე უფლებით, რომლებითაც სარგებლობენ
რუსეთში შემავალი სხვა მხარეები. იქვე გიორგი პავლესაგან მოითხოვდა
წერილობით გარანტიას ბაგრატიონთა სამეფო-სამემკვიდრეო უფლებების
დაცვისათვის. ამასვე იმეორებს იგი 1800წ. 24 ივლისის ნოტაში და თან უმატებს,
რომ ცნობს რა თავს რუსეთის ვასალად, წლიურ ჯამაგირს და რუსეთში 30 000 სულ
ყმას მოითხოვს.
გიორგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა 1800 წ. 18 დეკემბერს პეტერბურგში
შემუშავდა მანიფესტი საქართველოს შემეერთების შესახებ. ამავე დროს ელჩებს
ავალიშვილსა და ფალავანდიშვილს მოჰქონდათ პავლეს მიერ დამტკიცებული
გიორგის სათხოვარი პუნქტები. თუმცა მათ მეფეს ცოცხალს ვერ ჩამოუსწრეს, 1800 წ.
28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა.
1801 წ. 18 იანვარს პეტერბურგში გამოქვეყნდა პავლე I-ის მანიფესტი, რომლის
მიხედვითაც ქართლ-კახეთი რუსეთის გუბერნაიად გამოცხადდა.6 მარტს შეიმუშავეს
პეტერბურგში ქართლ-კახეთის ახალი მმართველობის წესები, 11 მარტს სახელმწიფო
სენატმა გენერალ-გუბერნატორად დანიშნა ცნობილი კნორინგი, ხოლო სამოქალაქო
გუბერნატორად რუსეთში აღზრდილი გენ. ორბელიანი. პავლე I საქართველოს
,,დასაკავებლად” ,,გასამართლებელ მოტივებს” ეძებდა.
1801 წ. 19 აპრილს გენ. კნორინგს დაევალა,,გამოერკვია”შეძლებდა თუ არა
ქართლ-კახეთი დამოუკიდებლად არსებობას;თუმცა ალექსანდრე არც თავის
ზრახვებს ფარავდა: ,,Не скроем мы также от вас, что достоинство империи, безопасность
нащих границ... от давних времен заставляли правительство... желать его собитие”.
გენ.კნორინგის ,,დასკვნა “წინასეარ განსაზღვრული იყო (თუმცა მის წინააღმდეგ
გამოვიდნენ რუსეთის სახელმწიფო მოღვაწეები-გრაფები ვორონცოვი და კოჩუბეი),
რასაც შედეგად მოჰყვა 1801 წ. 12 სექტემბრის ალექსანდრე I-ის მანიფესტი_ქართლ-
კახეთი რუსეთის გუბერნიად იქცა.
ალექსანდრეს მანიფესტი ისე საიდუმლოდ მომზადდა, რომ ქართველმა
ელჩებმა მხოლოდ მისი ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ გაიგეს, რაზეც პროტესტი
განუცხადეს რუსეთის მთავრობას.

2
 რუსული მმართველობის დამყარება საქართველოში

რუსული მმართველობის დამყარება ჯერ კიდევ გიორგი XII-ის დროიდან


დაიწყო, როცა მის კარზე მინისტრი კოვალენსკი მოავლინეს. ის და ჯარის სარდალი
გენ. ლაზარევი სარგებლობდნენ რა მეფის სისუსტით ერეოდნენ მის შინაურ
საქმეებში. ეს ჩარევა უფრო ძლიერდებოდა, რაც აქ რუსთა რაზმების რიცხვი
მატულობდა.
გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, მოკლე ხნით 1801წ. იანვრის
დამდეგამდე ადგილობრივ მმართველობას გენ. ლაზარევი განაგებდა .1801წ.
მაისიდან, მმართველი დავითის გადაყენების შემდეგ ე.წ. დროებითი მმართველობა
კვლავ ლაზარევის მეთაურობით ხორციელდებოდა.
ახალი მმართველობის წინაშე რუსეთის მთავრობა ფართო ამოცანებს სახავდა.
მასში ძირითადი იყო ბრძოლა რუსეთის მფლობელობის დამყარება-
განმტკიცებისათვის არა მარტო მთელ საქართველოში, არამედ მის მეზობელ
ქვეყნებშიც. მთავარსარდალს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცია ერევნისა
და Aაზერბაიჯანის სახანოებისათვის. ქრისტიანული საქართველო და სომხეთი
რუსეთს მიაჩნდა ბაზად ამიერკავკასიაში გაბატონებისათვის .განზრახული იყო მთის
ტომებში მისიონერების დაგზავნა.
ახალ მმართველობას ფართო ამოცანები ეკისრებოდა ქვეყნის შიგნითაც. მას
უნდა ეზრუნა ქართლ-კახეთის ეკონომიკური ათვისებისა და ვაჭრობა-ხელოსნობის
თუ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელის შეწყობა, რათა ,,რაც შეიძლება
უფრო მეტად”გაეზარდათ სახაზინო შემოსავალი.ისახებოდა ბუნებრივ სიმდიდრეთა
ექსპლოატაციის გეგმები. (ალექსანდრე I მანიფესტი თბილისში გამოცხადდა 1802წ.12
აპრილს.)
1802წ. 8 მაისს, თბილისში, რუსული მმართველობის საზეიმო გახსნაც კი
მოხდა. მას ,,საქართველოს მმართველობა” ეწოდა, მაგრამ იგი არაფრით
განსხვავდებოდა რომელიმე გუბერნიის მმართველობისაგან.
მმართველობის სათავეში იდგა ,,საქართველოს მთავარსარდალი”, რომელსაც
,,მთავარმმართველსაც”უწოდებდნენ,იგი ამიერკავკასიის ყოველგვარ საქმეებზე იყო
პასუხისმგებელი.მმართველობა განაწილდა 4 განყოფილებად, ანუ ,,ექსპედიციად”:
აღმასრულებელი, სამოქალაქო საქმეების , სისხლის სამართლის საქმეთა და
სახაზინო ქონებათა. ,,საქართველოს მმართველად” და ამავე დროს პირველი
გაყოფილების_აღმასრულებლის_უფროსად დაინიშნა ყოფილი მინისტრი კოვალენსკი.
მრჩეველთა სახით განყოფილებებში დაშვებულ იქნენ ქართველი თავადებიც,
მაგრამ მათი ფუნქცია მხოლოდ ხალხთან რუსი მოხელეების დაკავშირება იყო და
მმართველობაში(დასაწყისში მაინც) რაიმე გავლენა არ ჰქონიათ.
ქართლ_კახეთი ახალ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაიყო. შეიქმნა 5
მაზრა _გორის, ლორეს, დუშეთის, თელავისა და სიღნაღის. აგრეთვე რამდენიმე
საუბნო, ანუ ,,სადისტანციო” ერთეული ძირითადად ქართლის იმ რაიონებში, სადაც
თათრული მოდგმის ტომები იყო დასახლებული_ბორჩალოს, შამშადიდის, ყაზახის,
ბამბაკის და შორაგალის.

3
სამაზრო ადმინისტრაციულ ერთეულს გამოხატავდა ,,საერობო პოლიცია’’ და
,,სამაზრო სასამართლო”.მაზრების უმაღლეს მოხელეებად რუსი სამხედრო პირები ,
კაპიტანი-ისპრავნიკები ინიშნებოდა.ქალაქების მმართველობა დაეკისრათ
კომენდანტებს, რომელთაც თანაშემწეებად ქართველი პოლიცმეისტერები ჰყავდათ.
კომენდანტი აუცილებლად რუსი უნდა ყოფილიყო. პოლიცმეისტერებს ადგილობრივ
თავად-აზნაურთაგან ნიშნავდნენ.საქართველოს უმაღლესი მმართველობის ოთხ
ექსპედიციაში მრჩევლების თანამდებობებზე აირჩიეს 13 ქართველი თავადი, სამაზრო
მმართველობაში სხვადასხვა თანამდებობებზე (მსაჯული, საზინადარი,
პოლიცმეისტერი) დაინიშნა 31 ქართველი თავად-აზნაური ე.ი. 44 თავად-
აზნაური.ქართველ ფეოდალთა დიდი უმრავლესობა უადგილოდ დარჩა და
შესაბამისად იყო უკმაყოფილოც._ქელმენჩური.
ახალი მმართველობა სპობდა ძველ საუკუნეების განმავლობაში
შესისხლორცებულ სისტემის მმართველობას. ამიერიდან მართვა-გამგეობის ენა
რუსული იყო, რომელიც ხალხს არ ესმოდა.

 ბრძოლა ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის

დასაწყისში ფართო ფენები მოელოდნენ მდგომარეობის შემსუბუქებას. მაგრამ


შედეგად საპირისპირო მიიღეს. უკმაყოფილება თანდათან იზრდება. ფეოდალთა
დიდი ნაწილი უკმაყოფილო იყო ძველი პრივილეგიების დაკარგვით.
1802წ. ივლისში კახეთში, სოფ.ქელმენჩურში,თავადებმა შეთქმულება მოაწყვეს
და რუსეთის იმპერატორს 1783წ. ტრაქტატის პირობათა დაცვა მოთხოვეს. მოთხოვნას
ხელს აწერდა 69 თავადი, მათ გლეხთა ერთი ნაწილის მომხრობაც შეძლეს.ისინი
ქართლ-კახეთის მეფედ იულონს მოითხოვდნენ, და მის ერთგულებაზე ხალხს
აფიცებდნენ. თავად ჩოლოყაშვილის გამცემლობის შედეგად შეთქმულება ჩაიშალა.
ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილი ირანში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან გაიქცა.
რუსული მმართველობის დამყარებით შეშფოთებული ირანი ,,მოწყალების
ხელს” უწვდიდა ტახტისთვის მებრძოლ ბატონიშვილებს. ბაბა-ხანი იულონ
ბატონიშვილს ,,მეფედ” ამტკიცებდა, სოლომონ II-სა და ახალციხის შერიფ ფაშას
რუსთა წინააღმდეგ მოუწოდებდა. იმერეთში მყოფმა ბატონიშვილებმა იულონმა და
ფარნაოზმა ჯარი შეაგროვეს და ქართლ-კახეთში შეჭრა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.
ამ დროს ირანელთა 10 000 კოსპესიც მოადგა ერევნის საზღვრებს, მაგრამ რუსებმა
ჯარების ტაქტიკური განლაგებით საშიშროება განმუხტეს.ფეოდალთა ერთი ნაწილი
არ თანაუგრძნობდა იმ ბრძოლას, რომელიც ირანთან კავშირში მიმდინარეობდა და
ცდილობდა ავტონომიის შენარჩუნებას მაინც. ამ ჯგუფს გარსევან ჭავჭავაძე
მეთაურობდა.
რუსეთთან შეერთების მომხრე პარტია, რომელიც გიორგი XII-ის დროსვე
შეიქმნა, დღე-დღეზე იზრდებოდა და ძლიერდებოდა.

4
1802წ. სექტემბერში ქართლ-კახეთში კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა.
ქვეყნის შიგნით უკმაყოფილებას ზედ დაერთ გართულებული საგარეო
მდგომარეობა. რუსეთი სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

 მთავარსარდალი ციციანოვი(ციციშვილი) საქართველოში

რუსეთი შეეცადა კრიზისიდან ისე გამოსულიყო, რომ კურსი არსებითად არ


შეეცვალა, მხოლოდ ოსტატური მანევრი განეხორციელებინა. ფეოდალთა ზეგავლენის
ინტერესების შესაბამისად, რომლებიც მოითხოვდნენ დანიშნული მოხელეების
გადაყენებას და მათ ნაცვლად ქართველთა დანიშვნას.მოძებნილ იქნა შესაბამისი
კანდიდატურა რუსეთში საკმაოდ ცნობილი გენერალი პავლე დიმიტრის ძე
ციციანოვი (ციციშვილი) იგი გიორგი XII-ის მეუღლის მარიამ დედოფლის ნათესავი
იყო. საქართველოში ახსოვდათ მისი მამა-დიმიტრი-ვახტანგVI-თან ერთად რუსეთში
გადახვეწილი.ციციანოვთან ერთად დაინიშნა აქ მეორე ქართველი გენერალი, ასევე
ძველი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი _დიმიტრი ორბელიანი,
რომელიც ,,ციციანოვის ერთგულ თანაშემწედ ითვლებოდა”.
ნიჭიერი და საკმაო განათლების მქონე ციციანოვი ცარიზმის ერთგული
მსახური იყო. იგი მონაწილეობდა პოლონეთის ლაშქრობაში სუვოროვოს
მეთაურობით, რომელიც მას ,,მამაც გენერალს” ეძახდა. 1796წ. ირანში ზუბოვის
სარდლობით მოწყობილ ლაშქრობაში ყოფნისას ამიერკავკასიის საქმეებს
გაეცნო. ამაყი და ფიცხი ციციანოვი ხშირად მახვილი დიპლომატიითაც აღწევდა
მიზანს.
,,მრისხანე თავადი” როგორც მას კავკასიის ხალხები ეძახდნენ,
ალექსანდრეს დიდი ნდობით სარგებლობდა. 1802წ. ბოლოდან 1803წ. 1
თებერვლამდე ციციანოვი იმყოფებოდა ქ. გეორგიევსკში, რომელიც მაშინ მისი
საგანმგებლო ქვეყნების ადმინისტრაციულ ცენტრად ითვლებოდა. მაგრამ იმ
მომენტში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს უნდა მოპყრობოდა და
ციციანოვიც თბილისში მოვიდა პირველ თებერვალს. თბილისი იზრდებოდა,
ამიერ და იმიერ კავკასიის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი ხდებოდა.
ალექსანდრე I ციციანოვს ავალებდა ბატონიშვილთა რუსეთში
გადასახლებას, თუმცა ძალდატანებისთვის უკიდურეს შემთხვევაში უნდა
მიემართა. 1803 წ. აპრილში გენ. ლაზარევი კაზაკებით შეიჭრა მარიამ
დედოფლის სასახლეში და მისი გადასახლება ძალით მოინდომა. დედოფალმა
გენერალი ხანჯლით მოკლა. სარდლობამ სწრაფი მოქმედებით შეძლო
სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ დედოფალი ქ. ვორონეჟში გადაასახლეს.1803-1805
წწ. სამეფო სახლის წევრები რუსეთში გადაასახლეს და პენსიები დაუნიშნეს.
იულონი და ფარნაოზი, რომლებიც ძმისწულ დავითს მტრობდნენ და
რუსეთს ურჩობდნენ, ერთხანს იმერეთს გაიხიზნენ ცოლ-შვილით, 1805 წ. ისინი
რუსეთის გზას გაუყენეს – სანკტ-პეტესრურგს. იულონი გარდაიცვალა 1816 წ.,
ფარნავაზი – 1852 წ.

5
ერეკლეს ძე ალექსანდრე რომელიც სპარსეთს გაიქცა და რუსეთს მთელი
სიცოცხლის მანძილზე ებრძოდა, გარდაიცვალა თავრიზთან 1844წ.
1804 წ. რუსეთს გაემართა დარეჯან დედოფალი რომელიც
იმპერატრიცამ დიდი პაატივით მიიღო. გარდაიცვალა 1807 წ.
1803წ. 18 აპრილს გენერალ ლაზარევის მოკვლის გამო რუსეთს წაიყვანეს
მარიამ დედოფალი, შვილებთან : ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი, ანა და
თამართან ერთად. დააბინავეს კურსკის გუბერნიის ბელგოროდის დედათა
მონასტერში. 1811წ. გადავიდა მოსკოვში და გარდაიცვალა 1850წ. მისი გვამი
მოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს მცხეთას.
მეფის ძე თეიმურაზი წავიდა სპარსეთს, 1810წ. გაემართა რუსეთში,
სადაც 1846წ. გარდაიცვალა.
ტახტის მემკვიდრე დავითი და ბიძამისი ვახტანგი რუსეთს გაემართნენ
1803 წ. ვახტანგი გარდაიცვალა პეტერბურგში 1814 წ., ხოლო დავითი 1819 წ. 50
წლის ასაკში.
ფეოდალთა ბანაკს რომელიც ბაგრატიონთა რესტავრაციისათვის იბრძოდა
იმედად მხოლოდ ირანში მყოფი ალექსანდრე ბატონიშვილი შერჩათ.
ციციანოვი გამოეხმაურა ფეოდალთა ინტერესებს. შეადგინა ძველი სამეფოს
ფეუდალ-მოხელეთა სია, იმპერატორს წარუდგინა; პენსიები დაუნიშნა და
რუსული სამოხელეო წოდებები მიანიჭა. გაიზარდა ქართველი კადრების
მონაწილეობა ადგილობრივ მმართველობაში, თუმცა ამით მისი ხასიათი არ
შეცვლილა. თავად აზნაურებს უფლება მისცეს აერჩიათ თავისი
წარმომადგენლები ადგილებზე. ამრიგად შეიქმნა თავად აზნაურთა საგვარეულო,
რომლის პირველ წინამძღოლად არჩეულ იქნა გარსევან ჭავჭავაძე.
დაიწყეს რუსული კანონების ქართულ ენაზე თარგმნა. ციციანოვმა
აღადგინა 1804 წ. აღა-მაჰმად-ხანის მიერ განადგურებული სტამბა, გაიხსნა
პირველი აფთიაქი ა.შ.
ციციანოვმა მოხერხებულად გადაწყვიტა მოურავთა სამოხელეო
ინსტიტუტის ყოფნა-არყოფნის საკითხი. სამაზრო მმართველობის შემოღებამ
დააკნინა მოურავთა ხელისუფლება. ამ თანამდებობის მქონე ფეოდალები
უკმაყოფილო იყვნენ. ციციანოვმა მიზანშეწონილად ჩათვალა მოურავთა
თანდათანობით ლიკვიდაცია. 1804 წ. იანვრიდან სამსახურებრივი დანაშაულის
გამო მოხსნილი თუ გარდაცვლილი მოურავის მაგიერ ახალს აღარ
ნიშნავდნენ.
ციციანოვმა შემოიღო საქართველოში პროკურორის თანამდებობა,
რომელიც ერთგვარ კონტროლს აწესებდა მმართველობის ორგანოებზე. მანვე
გადააყენა ანგარებიანი და ბოროტმოქმედი ,,საქართველოს მმართველი”
კოვალენსკი და მის ნაცვლად გენ. გუჩკოვი დაინიშნა.
ქართლ-კახეთში რუსეთის ჯარების ჩაყენებით ამიერკავკასიის პოლიტიკური
ერთეულების ცხოვრებაში ახალი ხანა დაიწყო. ძალით ისინი ვერაფერს
გააწყობდნენ, ამიტომ მათ კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა
შეენარცუნებინათ რუსეთთან. 1802 წ. სექტემბერში ქ. გეორგიევსკში შეკრებილ

6
სახანოთა წარმომადგენლებს ციციანოვმა სამფარველო ხელშეკრულება გაუფორმა
და მათზე გარკვეული გავლენა მოიპოვა, თუმცა დროებით.
ამ დროს ოსმალეთი რუსეთთან სამშვიდობო ურთიერთობაში
იმყოფებოდა და ოფიციალურ ღონისძიებას რუსეთის წინააღმდეგ ვერ ბედავდა.
თუმცა ახალციხის ფაშას ხელებით მოქმედებდა, დაღესტანსა და ჭარ-ბელაქანში
ანტირუსულ მოძრაობას აღვივებდა.
1803წ. ივნისში ახალციხიდან შემოჭრილმა ქურდულმა რაზმებმა გაძარცვეს
სოფ. ქარელი, ნახირი გაირეკეს. დადევნებული რუსთა რაზმი ტყეში შეიტყუეს
და გაჟლიტეს. ციციანოვი ემუქრებოდა, რომ ,,ზღვის ფსკერიდან ამოიყვანდა”
ავაზაკებს, მან გენ. ორბელიანი ახალციხეში გაგზავნა რაზმით, შეშინებულმა
ფაშამ ქედი მოუხარა და 600 აბრაგი გადასცა დასასჯელად. ისინი ქართლსა
და კახეთში ჩამოატარეს.
საქართველოს დიდი უბედურება ადგა ჭარ-ბელაქნის მხრიდან.
ციციანოვმა კარგად უწყოდა რომ ჭარ-ბელაქანი ძველთაგან კახეთის
აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენდა, რომ იგი XVIII ს. ქართველ მეფეებს
აბრეშუმის პარკის სახით ხარკს უხდიდა. ციციანოვი მოქმედებდა პრინციპით
- ,, განა ბუზებს შეუძლიათ მოლაპარაკება არწივებთან”. მისი გეგმა
გულისხმობდა პოლიტიკური ბატონობის დამყარებას ჯარზე, შინაგანი
მმართველობა ხელუხლებელი რჩებოდა. ჭარ-ბელაქანს, ელისუს სასულთნოებთაN
EEEერთად ეკისრებოდა 220 ფუთი აბრეშუმის პარკის გადახდა. ჭარელებს
ასეთი პირობები არ მოეწონათ. რუსთა რაზმი გენ. გულიაკოვის სარდლობით
შეიჭრა და ჭარ-ბელაქანი შემოიერთა. ბრძოლებში 4500 ქართველი მონაწილეობდა
რომლებიც გახარებული იყვნენ საქართველოს დაკარგული ტერიტორიის
შემოერთებით.
ჭარის შემოერთება მაშინ დროებით დარჩა. რუსეთს არ შეეძლო იქ
მუდმივად ჯარის ჩაყენება.
1804 წ. 3 იანვარს რუსთა ჯარებმა აიღეს განჯის სახანო და 17 000 კაცი
დაატყვევეს ,, შეძრწუნდა დაღესტანი და Aზერბაიჯანი”. ლახვარი ეცემოდა
სპარსულ პოლიტიკურ გავლენას აზერბაიჯანში. 1801 წ. 12 სექტემბრის მანიფესტი
და დებულება საქართველოს ახალი მმართველობის შესახებ 1802 წ. 12 აპრილს
წაუკითხეს სიონის ტაძარში შეკრებილ (ალყა შემორტყმულ) წარჩინებულებს.
მანიფესტს პროტესტით შეხვდა ქართველობა, რასაც კნორინგმა რეპრესიებით
უპასუხა – დააპატიმრეს გევლენიანი თავადები – მაჩაბელი, ამირეჯიბი.
ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრივობის გაუქმების დღიდან იწყება
განმათავისუფლებელი მოძრაობა რიმელიც თანდათან უფრო ფართოვდებოდა.

7
 1804 წლის მთიულეთის აჯანყება

ქართლის მთიანეთი დუშეთის მაზრაში შედიოდა. 1803 წელს ციციანოვის


წინადადებით სამაზრო ცენტრი დუშეთიდან ანანურში გადაიტანეს. 1820 წელს
ერმილოვის წინადადებით სამაზრო ცენტრი კვლავ დუშეთში გადმოვიდა.
რა იყო მთიანეთის აჯანყების მიზეზი? (თუ მიზეზები-ჯ.კ.) ისტორიკოს ნ.
დუბროვინის აღიარებით ,, რუს მოხელეთა ბოროტმოქმედება უმაღლეს ხარისხამდე
ავიდა, თვითნებობა სათემო მოხელეებისა, მოუფიქრებელი და ერის ზნისა და
ხასიათის შეუფერებელი განკარგულება იყო მიზეზი, რომ საქართველოს მორჩილი
მთის ხალხი და თვით საქართველოც სრულად აღელდა და ამბოხება მოხდა.” ამას
აღიარებს ალ. ჭავჭავაძეც.
1804 წლის აჯანყების მიზეზებს, რომელიც ხუთ თვეს გრძელდებოდა ნათელს
ხდის ვოლკონსკის მიერ ციციანოვისადმი ერევანში გაგზავნილ ,, არაგვის მთიელთა
პრეტენზიები”, რომელსაც კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მასალებში ,,
მთიულთა აჯანყების მიზეზები” ეწოდა. აი, ზოგიერთი მათგანი ( სულ 11 პუნქტია):
მაგ. 2 პუნქტი ,,ჩვენგან გაკეთებულ გზაზე წვიმისგან შეიქმნა ტალახი, გვაჭრევინეს
ფიჩხი და ტალახში გვაყრევინეს, ამ დაფენილს ფიჩხში ყაზახის ცხენს ფეხი
ჩაუვარდა, მოგვდგდნენ და მათრახის ცემით ორი კაცი მოგვიკლეს... ანანურის
მაზრის უფროსი ჟამურის ხეობაში მივიდა, ,, შეიპყრო ოსები, გობში, საიდანაც
ძაღლებს აჭმევდნენ ჩაასხა ყველის გამოხდის შემდეგ დარჩენილი შრატი, ჩაყარა შიგ
დახოცილი კატები, ადამიანის განავალი და აჭამა. ამავე ოსების რვა სახლს ცეცხლი
წაუკიდა, სადაც 3 000 კოდი ქერი დაიწვა.
პუნქტი 4 მოვიდნენ ოთხმოცი სალდათი და თორმეტი ცხენოსანი ყაზახი,
ამათ უნდოდათ დღეში სალდათს ათი საკლავი და ყაზახთ ორი საკლავი. ქათამს,
ერბოს, ყველს ვინ იანგარიშებს.
პუნქტი 6) ორი დედაკაცი უღელში შეაბეს, მარხილი მოუბეს და სალდათები
უკან დედაკაცებს , მათრახითა სცემდნენ.
ამ მოთხოვნებში კარგად ჩანს ფიზიკური და ზნეობრივი შეურაცხოფა,
მატერიალური ჩაგვრა.
აჯანყების მთავარი საბაბი მთიელთა ჯარში გაწვევა იყო.8 მაისს მაზრის
მარშალი თორნიკე ერისთავი პ,ციციანოვს ატყობინებდა,რომ მაზრის ლაშქარმა
ურჩობა დაიწყო.
აჯანყების ხელმძღვანელები:ლევან ნაზღაიძე, დეკანოზი შიო ბურდული, ხევის
მამასახლისი თათარა ჩქარეული, გუდამაყრის-პაპუნა ჩებოლაური, მთიულეთის-ნინია
და ემანა(ომანა) ბედოიძენი და ნინია ბენიანიძე. ესენი დაბალი წრის არ იყვნენ.
ელიზბარ ერისთავის (რუსეთის მოხელე) ცნობით, აჯანყებაში აშკარად ირჯებოდნენ
მუჟიკებიც ე.ი. რიგითი მთიელები.
აჯანყების იდეური ხელმძღვანელები იყვნენ იულონ, ფარნაოზ და
ალექსანდრე ბატონიშვილები. იულონ ბატონიშვილი ჯერ კიდევ 1802წლის
აგვისტოში პატარა ლიახვის ხეობაში იმყოფებოდა, ბატონიშვილებმა წერილები
დაუგზავნეს თავადებს,მაგრამ ბევრმა მათგანმა მხარი არ დაუჭირა. უფრო მეტიც,

8
გიორგი ამილახვარმა წერილი ვოლკონსკის გაუგზავნა.1804 წლის 24 მყოფ იულონს
და ფარნავაზს თავს დაესხა. 20 კაცი მოუკლეს ბატონიშვილებს, იულონი შეიპყრეს,
ფარნავაზი გაიქცა .იგი მოგვიანებით ერევნისკენ წასვლას ცდილობდა და სოფ.
დემურჩალოსთან შეიპყრეს.
აჯანყებულთა პირველი დარტყმა კაიშაურის საგუშაგოზე მოხდა_1804წ.მაისის
დამდეგს კაზაკები დახოცეს, ქონება მიიტაცეს.
ციციანოვმა განკარგულება გასცა გადაეწვათ და გაენადგურებინათ
აჯანყებულთა სოფლები.პ. ციციანოვმა დიდი ნდობა გამოუცხადა ქსნის
ერისთავებს: გორის მაზრის მარშალს შანშეს_დიდი ლიახვის ხეობა დაექვემდებარა
მის ძმას ანანურის მარშალს თორნიკეს_არაგვის ხეობა, მიხეილს_ ქსნის ხეობა,
ელიზბარს_პატარა ლიახვის ხეობა.
პ.ციციანოვი იმპერატორს მოახსენებდა,, იმდენად ერთგულნი არიან (ქსნის
ერისთავები ჯ.კ) რამდენადაც მე შემიძლია ვიამაყო თქვენდამი ჩემი
ერთგულებით”_ო. მართლაც ქსნის ერისთავებმა, რომელთაც რუსეთის იმპერატორის
წყალობით 4000 კომლი ყმა დაიბრუნეს.მისი აქტიური მომხრეები გახდნენ.
აჯანყების მსვლელობაში სამი ძირითადი საბრძოლო კვანძი (უბანი)
ჩამოყალიბდა: ხევი(ყაზბეგი), ლომისი და ციხისძირი.
ხევის დაჯგუფებას დავალებული ჰქონდა ხელთ ეგდო სამხედრო
საგუშაგოები, შეეკრა დარიალის კარი და ამით რუსეთის ჯარის შემოსვლის
საშუალება მოესპო. აჯანყებულებმა მართლაც შეძლეს სხვადასხვა საგუშაგოებს
შორის კავშირის მოშლა და ივლისის 20-დან ხევში გაბატონებულ
მდგომარეობას აღწევენ. რუსეთის მხარეზე აქტიურად გამოდიოდა მაიორი
გაბრიელ ყაზბეგი (სტეფანწმინდიდან). მართლა რიგი სოფლები სტეფანწმინდა,
გერგეტი, კობი, ყანობი, არხოთი, არაში, ქურტიზი არ ემხრობოდნენ აჯანყებას,
მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. საერთო რაოდენობამ
აჯანყებულთა 3 000 კაცს მიაღწია. მათ დასახმარებლად 300 კაცით მოვიდა ოსი
დუდარუკო.
მთიულები და თაგაურელი ოსები ფიცს დებენ რუსეთის წინააღმდეგ
ერთობლივ მოქმედების შესახებ.
ციხისძირის თავდადების მიზანი ანანურის აღება იყო. მაგრამ გენერალმა
ტალიზინმა ეს დაჯგუფება გაანადგურა.
ლომისის დაჯგუფებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან
ლომისის მთაზე მნიშვნელოვანი გზები გადიოდა:ქსნის, არაგვის ხეობებზე და
ქართლისკენ. ამიტომაც იყო რომ როგორც აჯანყებულები ისე მთავრობის
ჯარები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლომისის უბანს. 3 აგვისტოს
გენერალ ტალიზინის რაზმი დამარცხდა მდ. მლეთთან რის შემდეგ აჯანყება
უფრო გაძლიერდა. აჯანყებულები ანადგურებდნენ იმ მემამულეთა და გლეხთა
სახლებს, რომლებიც მთავრობის ერთგულნი დარჩნენ. ამ დროს
აჯანყებულებთან იმყოფება ფარნაოზ ბატონიშვილი რაც ერთგვარ სტიმულს
აძლევდა მოძრაობას.

9
 1812 წლის კახეთის აჯანყება
რუსეთის ომები ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ დიდ ხარჯებ
ითხოვდა. სამხედრო საჭიროებისათვის საჭირო იყო დიდი რაოდენობით
გამწევი საქონლის მოგროვება, რომელიც იხოცებოდა; მოსახლოებიდან
გროვდებოდა პროდუქტებიც (ხშირად არასაბაზრო ფასებშიც – ჯ.კ.) ყოველივე
ამას დაემატა 1811 წ. დიდი მოუსავლიანობა, შავი ჭირი – რომელიც ტორმასოვის
ჯარს შემოჰყვა ახლციხის ლაშქრობიდან და რომელიც მოედო მთელ
საქართველოს. გაჭირვებული ხალხი ხშირად ბალახით იკვებებოდა. ასეთ დროს
კი მოხელეებს რომლებიც სურსათს აგროვებდნენ ჰქონდათ სინდისი
მთავარმართებლისთვის მოეხსენებინათ - ,,გლეხებს ხორბალი კი აქვთ მაგრამ
მალავენო”. ასეთი ინფორმაცია საკმარისი აღმოჩნდა მთავარმართებელ პაული
ჩისათვის რათა ებრძანებინა კახეთის სოფლებში ეგზუკუციის ჩაყენება.
კახეთის აჯანყება 1812წ. 31 იანვრის ახმეტის მოვლენით დაიწყო.
მოსახლეობამ სურსათის შესაკრებად მისული სამხერო რაზმი გარეკა. ახმეტის
აჯანყებულებს შეუერთდნენ მატანისა და მთიანეთის მოსახლეობა, იგი მთელ
კახეთს მოედო.
მთავრობამ სცადა მოლაპარაკებით შეეჩერებინა აჯანყება. ადგილებზე
ებრძანათ მაზრის უფროსებს – შეეჩერებინათ სურსათის შეგროვება.
აჯანყების რეალურ მიზეზს ნათელს ხდის მთავარმართებელ პაულიჩის
მიმართვის პასუხად გლეხთა შედგენილი წერილი: ,, ... არც ხელწიფის
ორგულნი ვართ და არც ფიცის გამტეხნი. თქვენ მოგვეცით მიზეზი ... ცოლსა
და შვილს გვიხოცავდით, პური წაგვართვით ... გვეუბნებოდით, ბალახი ძოვეთო
... ბეგარისგან ხარი აღარ შეგვრჩა და ტყეში შეშაც ვერ ვიშოვეთ და ეს
მწუხარება ვერ მოვითმინეთ. ჩვენ ეს ჭეშმარიტად ვიცით, რომ ხელწიფე
ხალხის ამოწყვეტას არ ინებებს, მიზეზი თქვენგან მოგვეცა ... თქვენი და ჩვენი
ერთობა აღარ იქნება.”
აჯანყებულებმა ორ თებერვალს აიღეს თელავი – თელავის კომენდანტი
მცირე რაზმით ციხეში ჩაიკეტა. 6 თებერვალს აიღეს სიღნაღი- რუსეთის
საეზეკუციო რაზმები გაანადგურეს ანაგაში, კაკაბეთში, ბოდბისხევში, მანავში.
აჯანყება ქართლის სოფლებსაც მოედო.
კახეთში დაწყებული აჯანყებისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ირანი
და ოსმალეთი. აბას-მირზამ მითითება მისცა დაღესტნის მმართველებს,
საჩუქრები და ფულიც გაუგზავნა, რათა ისინი დახმარებოდნენ რუსეთის
წინააღმდეგ აჯანყებულებს. თებერვლის პირველ რიცვებში ირანის ჯარი
ყარაბაღში შემოიჭრა საიდანაც საქართველოზე ლაშქრობას გეგმავდა, მაგრამ
პოლკოვნიკ კოტლიარევსკის რაზმის გაგზავნით აბას-მირზა შეჩერებულ იქნა.
ზომები მიღებულ იქნა ოსმალთა წინააღმდეგაც.
მთავრობამ კახეთის მიმართულებით ძალების გადასროლა დაიწყო.
აჯანყებას მიემხრო რუსეთის პოლიტიკით უკმაყოფილო თავად-აზნაურობაც. 8
თებერვალს აჯანყებას მიემხრო ფშავ-ხევსურეთი. აჯანყებულებმა აიღეს დუშეთი,
ფასანაური, ალყა შემოარტყეს ანანურს.

10
აჯანყებულთა მიზანი იყო დარიალის გზის ჩაკეტვა, თბილისის აღება
და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
10 თებერვლისთვის საქართველოს სამხედრო გზა ჩაიკეტა.
თებერვლის მეორე ნახევარში მთავრობამ აჯანყებულთა წინააღმდეგ
გადამწყვეტი ღონისძიებები დაიწყო.
1 მარტს გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ჩუმლაყთან. 4 000 აჯანყებული
გააფთრებით ეკვეთა პაულიჩის ჯარებს. აჯანყებულებმა მოკლეს ვახტანგ
ორბელიანი ( ერეკლე II-ს სიძე), დაჭრეს პაულიჩის ადიუტანტი ალექსანრდე
ჭავჭავაძე. რეგულარულმა ჯარმა გაიმარჯვა – ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს
რომელიც კახელებმა ,,მეფედ “ გამოაცხადეს დაღესტანში გაიქცა. 5 მარტს
პაულიჩმა თელავი აიღო. სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდაა დუშეთ-ანანურის
მიმართულებით. მთავრობა სასტიკ ზომებსაც მიმართავდა _თიანეთთან 8
აჯანყებული ჩამოახრჩვეს. მაგარმ აჯანყების ჩახშობის მიზნით იგი დროებით
დათმობებსაც ატარებდა_კახეთში გაუქმდა კაპიტან-ისპრავნიკის თანამდებობა და
აღდგა მოურავობა-ეს იყო დათმობა თავადაზნაურობისადმი. შეიქმნა კომისიაც,
რომელმაც,,აღიარა”, რომ კახეთის აჯანყების მიზეზი რუსული მმართველობის
უვარგისობა იყო.
10 მარტს აჯანყების პირველი ეტაპი დამთავრდა, მაგრამ კახეთი მაინ არ
წყნარდებოდა. აპრილის დასაწყისში გამოსვლები იყო ენისელში, გრემში, შილდაში
და სხვა.
1812 წლის 20 აპრილს მთავარმართებელ პაულიჩი გენერალმა რტიშჩევმა
შეცვალა.
1812 წლის ზაფხულის ბოლოს კახეთში კვლავ აჯანყებამ იფეთქა. კახეთის
თავადთა ნაწილმა მეფედ ალ. ბატონიშვილი მოიწვია-ის ერთადერთი გადაურჩა
რუსეთში მოსახლეობას. იგი ლეკთა რაზმით მოვიდა და სოფ. შილდაში გამაგრდა.
მთავრობამ დიმიტრი ორბელიანი გაგზავნა ჯარით. პირველ შეტევებში
აჯანყებულებმა გაიმარჯვეს-20 სექტემბერს, მაგრამ მეორე დღეს ალექსანდრე
დამარცხა და დატოვა შილდა. ალექსანდრე სოფ. ჩალაუბანთან გამაგრდა, სადაც
დ.ორბელიანი. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა მანავთან, 26 ნოემბერს. ლეკთა ღალატის
გამო ალექსანდრე დამარცხდა შატილში ავიდა-იგი ბრძოლას არ წყვეტდა.
ხევსურებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს რტიშჩევის გარებს ბარისახლისთან,
ლებაისკართან განს. შატილში -700 ხევსური შეეწირა შატილის ბრძოლას. 1813 წლის
31 მაისს. 3 ივლისს ხევსურებმა დატოვეს შატილი. Aლექსანდრე კვლავ ირანში
წავიდა.
გაასამართლეს 62 კაცი (მათ შორის 4 მღვდელი და 2 ქალი)29 ადამიანი
გააციმბირეს, 31-გაასალდათეს, 2 ქალი-ეკატერინე ჩოლოყაშვილი და გულქან
ნათალიშვილი კურსკის გუბერნიაში გაგზავნეს მონაზვნებად.
1813 წ. 14 იანვარს 5 გლეხი მათ შორის ერთი 75წლის მოხუცი ქალი,
ჩამოახრჩვეს. გლეხებს შეაწერეს 70 000 ფუთი პური, 35 000 ფუთი ქერი, 50 000
მანეთი_ეს კონტრიბუციად.

11
 1819-1820წწ. აჯანყება იმერეთში

XIXს-ის 10-იანი წლების მეორე ნახევარში რუსეთი კავკასიაში აქტიურ


მოქმედებაზე გადავიდა. ბუქარესტისა და გიულისტანის ხელშეკრულებებით
რუსეთმა საკმაოდ განამტკიცა პოზიციები ამიერკავკასიაში, მაგრამ ჯერ კიდევ
დაუმორჩილებელი იყო დაღესტანი და ჩეჩნეთი, რომლებიც სისტემატიურად თავს
ესხმოდნენ რუსულ ნაწილებს, მხარს უმაგრებდნენ ანტირუსულ გამოსვლებს-მაგ.
საქართველოში(ჯ.კ)
ამ ამოცანის გადაწყვეტა დაევალა მთავარმართებელ ერმოლოვს, რომელიც 1816
წელს მოვიდა თბილისში. იგი ამბობდა: ,, კავკასია უზარმაზარი ბასტიონია ,
რომელიც იცავს ნახევარმილიონიანი გარნიზონი. მისი აფეთქება ძალიან ძვირი
დაჯდება. მაშ ვაწარმოოთ ალყა”. იგი შეუდგა ჩეჩნეთში ტყეების გაჩეხვას და
ბუნებრივი თავშესაფრის ადგილზე რუსული ციხე-სიმაგრეების აგებას-მაგ. 1818წ.
ააგო ,,გროზნაია”
სწორედ ერმოლოვის ჩეჩნეთ-დაღესტანში აქტიური კამპანიის დროს იფეთქა
აჯანყებამ იმერეთში. რა იყო მისი მიზეზები?
ძირითადი მიზეზი საეკლესიო რეფორმა იყო.
საქართველოს შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობამ თვალი დაადგა
ქართული ეკლესიის ქონებას. პირველი ღონისძიება დაბალ ანუ ,,თეთრ”
სამღვდელოებას შეეხო( მღვდლები, დიაკვნები, მედავითნეები), რომელებიც
მებატონეთა დამოკიდებულებაში იყვნენ მოქცეულნი და ჩვეულებრივი ყმებისაგან
თითქმის არ განსხვავდებოდნენ. 1808წ. იმპერატორის ბრძანებულებით აღმ.
საქართველოს დაბალი სამღვდელოება სამუდამოდ გაათავისუფლეს მებატონეთა
დამოკიდებულებისაგან. მთავრობამ ეს დაასაბუთა ,,ღვთისა და ეკლესიის
პატივისცემით”
1811 წლამდე აღმ. საქართველოში არსებობდა 13 საეპისკოპო(ეპარქია): მცხეთის,
თბილისის, სამთავროს, რუისის, წილკნის, სამთავისის, ურბნისის, ნიქოზის,
ალავერდის, ნინოწმინდის, რუსთავის, ნეკრესის, ბოდბეს-799 ეკლესიით. დაბალი
სამღვდელოება შეადგენდა 1553-ს.
საეკლესიო გლეხი იყო 2855 კომლი, საეკლესიო აზნაურთა ყმა-გლეხები-470
კომლი. ( ნარკვევებში სხვა ციფრია, ,,აქტების” საფუძველზე.
1811 წელს მთავრობამ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, იგი
რუსეთის სინოდის განყოფილებას-დიკასტერიას დაექვემდებარა. კათალიკოსი
ანტონII რუსეთში გაიწვიეს, კათალიკოსობის ნაცვლად ეგზარხოსის თანამდებობა
შემოიღეს. პირველ ეგზარხოსად დაინიშნა ვარლამი-ქსნის ერისთავთა სახლის
წარმომადგენელი.
1815 წ. რუსეთის სინოდის საქართველოს დიკასტერია საქართველო-იმერეთის
სინოდალურ კანტორად გადაკეთდა, რომელსაც დაემორჩილა ჯერ კიდევ
ავტონომიური გურია-სამეგრელოს ეკლესიებიც.
ცარიზმმა დაიწყო ქართული ეკლესიის რუსულ ყაიდაზე მოწყობა, რადგან
საეპისკოპოსოების სიმრავლე დიდ ხარჯებს მოითხოვდა ( მანამ რუსეთმა ეკლესია

12
ჯამაგირზე გადაიყვანა!), მთავრობამ განიზრახა მათი შემცირება, თან მოითხოვდა
საეკლესიო ქონებისა და შემოსავლის აღრიცხვას-სურდა ეკლესიის ქონების
დაპატრონება. ქართლ-კახეთის 13 ეპარქიის ნაცვლად შეიქმნა ორი ეპარქია: ქართლის
და კახეთის.
აღმოსავლეთ საქართველოში საეკლესიო რეფორმამ მშვიდობიანად ჩაიარა,
მაგრამ ვარლამის ანალოგიური ნაბიჯი იმერეთში სერიოზულ წინააღმდეგობას
წააწყდა. ვარლამი, რომელმაც ვერ შეასრულა ეს საქმე პეტერბურგს გაიწვიეს, ხოლო
მის ნაცვლად რიაზანის ეპისკოპოსი თეოფილაქტე რუსანოვი გამოგზავნეს. ამან
ქართველ თავადაზნაურთა უკმაყოფილება გაზარდა.
რუსანოვი ,,ენერგიულად” შეუდგა როგორც რუსული ენის დამკვიდრებას, ისე
იმერეთის ეკლესიის ,,რეფორმირებას”
ამ დროს დასავლეთ საქართველოში 8 ეპარქია იყო: ქუთაისის,
გელათის, რაჭის, ხონის (იმერეთის), ჯუმათის (გურია), ჭყონდიდის, ცაიშის, ცაგერის
(სამეგრელო). რუსანოვი ტოვებდა 3 ეპარქიას: იმერეთის, სამეგრელოსა და
გურიის; ამავდროულად ეკლესიებისა და საეკლესიო მსახურთა რიცხვი
ორჯერ მცირდებოდა; საეკლესიო აზნაურები უნდა ჩაერიცხათ სახაზინო
უწყებაში და გადაესახლებინათ სახაზინო აუთვისებელ მიწებზე; დაბალი
სამღვდელოების მიმართ უნდა გატარებულიყო 1808 წლის ბრძანებულებაზ;
გლეხობისათვის წესდებოდა საეკლწსიო ფულადი გადასახადი.
ეგზარხოსი რუსანოვი თვითონ გადმოვიდა იმერეთში და აწარმოებდა
საეკლესიო ქონებისა და შემოსავლების აღწერას. ყოველივე ამან მოსახლეობა
აღაშფოთა.
მთავარმართებელი ერმოლოვი ურჩევდა რუსანოვს დროებით აეღო
იმერეთში საეკლესიო რეფორმაზე ხელი, მაგრამ ეგზახოსმა არ ,,შეისმინა”.

 1804-1813წწ. რუსეთ-ირანისა და 1806-1812წწ. რუსეთ-თურქეთის ომის


შედეგები

ამიერკავკასიაში რუსეთის გაბატონებას ვერ შეეგუებოდა ირანიც და


ოსმალეთიც. მათ ზურგს უკან კი ევროპის ქვეყნებში ( განს. ინგლისი) იდგნენ.
1812 წ. დაიძაბა ურთიერთიერთობა რუსეთსა და საფრანგეთს შორის. რუსეთს
სასწრაფოდ სჭირდებოდა ზავი ოსმალეთთან (ირანი გაცილებით სუსტი იყო) მ.
კუტუზოვმა შეძლო ,დაეწმუნებინა” ოსმალეთის წარმომადგენელი გალიბ-ეფენდი
დაზავების საჭიროებაში. 1812 წ. 5 მაისს ბუქარესტში ხელი მოეწერა წინასწარ
დაზავებას, რომელიც 16 მაისს ძირითად ხელშეკრულებად გაფორმდა. წინასწარი
ხელშეკრულება 6 მუხლისაგან შედგებოდა. რომელიც საფუძვლად დაედო ძირითადი
ხელშეკრულების 16 მუხლს.

13
ხელშეკრულებით ბესარაბია და მოლდავეთის ნაწილი რუსეთს შეუერთდა,
საზღვარი გადიოდა მდ. პრუტზე დუნაის შესართავამდე, ხოლო შემდეგ მდინარე
დუნაის გაყოლებით შავ ზღვამდე.
მოლდავეთს და ვალახეთს შეუნარჩუნდა იასის ზავით მინიჭებული
პრივილეგიია.
ოსმალეთი კისრულობდა სერბიისთვის მიეცა სრული საშინაო ავტონომია.
ძირითადად ხელშეკრულება არაფერს ამბობდა საქართველოს შესახებ.
აზიაში რუსეთის მიერ დაჭერილი ტერიტორიები, რომელიც ომამდე
ოსმალეთის ქვეშევრდომობაში იყო, მასვე უნდა დაბრუნებოდა თითქოს. მაგრამ
წინასწარი შეთანხმების მესამე მუხლი განსაზღვრავდა რომ, აზიის საზღვრებს,
საიდუმლო მუხლები-ასეთი ძირითად ხელშეკრულებას ორი მუხლი ჰქონდა.
კუტუზოვისეული ფორმულირება, ,,იარაღის ძალით” დაპყრობილი ადგილები
მისსივე ციხე-სიმაგრით ოსმალეთს უნდა დაუბრუნდესო, ოსმალთა ეჭვი არ
გამოუწვევია. ამ დროს დასავლეთ საქართველოს ყველა პროვინციას რუსეთის
ერთგულებაზე ფიცი დადებული ჰქონდა.
ამ ომის შედეგი გაცილებით მეტი მნიშვნელობის იყო ქართველი
ხალხისათვის, ვიდრე წინანდელი ომებისა.(რუსეთ-თურქეთის!-ჯ.კ.) ერთად აღებული.
ოსმალეთმა შეინარჩუნა ფოთი, ახალქალაქი და ანაპა.
ოსმალეთი გვიან მიხვდა რომ, რომ მოტყუვდა და სცადა ზავის
რატიფიკაციის დაყოვნება,მაგრამ 1812წ. 18 ივლისს ინგლის-რუსეთს შორის გაფორმდა
ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, რამაც იმოქმედა ოსმალეთზე.
ოსმალეთთან დაზავების პარალელურად რუსეთი ცდილობდა დაზავებოდა
ირანს. ირანსაც დაეკარგა რა რუსეთთან გამარჯვების იმედი, მზად იყო ზავზე
ესაუბრა.
1813წ. 1 ოქტომბერს ყარაბაღის სოფ. გულისტანში დაიდო ირანსა და რუსეთს
შორის დროებითი ზავი, ხელს აწერდნენ გენერალი რტიშჩევი ერთ მხრივ, ხოლო
ირანიდან-მირზა აბულ ხასან-ხანი. შედგებოდა 4 მუხლისაგან და იდებოდა 50 დღის
ვადით-1813წ. 21 ნოემბრამდე. მხარეები წყვეტდნენ საომარ მოქმედებას. დაზავების
ჩაშლას ცდილობდა ოსმალეთი და Fარულად ინგლისიც.
მიუხედავად ამისა 1813წ. 12 ოქტომბერს სოფ. გულისტანში გაფორმდა 11
მუხლიანი ხელშეკრულება. ირანმა აღიარა რუსეთის დაკავებული ტერიტორიების:
ყარაბაღის, განჯის, შაქის, შირვანის, დარუბანდის, ყუბის, ბაქოს, თალიშის,
დაღესტნის, აღმოსავლეთ საქართველოს და ასევე-იმერეთის, გურიის, სამეგრელოს,
აფხაზეთის რუსეთზე შეერთება. კასპიის ზღვაზე რუსეთსა და ირანის სავაჭრო
გემებს თანაბარი უფლებები ენიჭებოდა, ხოლო ირანს ეკრძალებოდა კასპიაზე
სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება.
ამ ომების შედეგები, დიდი იყო რუსეთისთვის და კავკასიისთვის.

14
 1826-28წწ. რუსეთ-ირანის და 1828-29წწ. რუსეთ-თურქეთის
ომები.
დეკაბრისტების გამოსვლა რუსეთში ირანმა ხელსაყრელ დროდ ჩათვალა
ომისათვის და 1826 წლის ივლისში ომის გამოუცხადებლად დაიწყო მოქმედება.
საქართველოზე ერევნის ხანი წააქეზა, კახეთს ლეკთა რაზმებითა და ირანის
კავალერიით ალ. ბატონიშვილი შეესია, თვით აბას- მირზა 60 000 ლაშქრით
ყარაბაღში შეიჭრა, შემდეგ განჯას მიადგა. აქ მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა 1826წ. 13
სექტემბერს. ირანის 40 000 არმია თითქმის განადგურდა-აბას-მირზა გაიქცა.
ამიერიდან საომარი მოქმედებანი ირანის ტერიტორიაზე გადავიდა.
ნიკოლოზ I ერმოლოვი, როგორც დეკაბრისტების მფარველი გადააყენა და
მთავარსარდლად თავისი მეგობარი გენ. პასკევიჩი დანიშნა. 1827წ. აპრილში დაიწყო
შეტევა ერევან-ნახჭევნის სახანოებზე. ოთხგზის იერიშის შემდეგ 1 ოქტომბერს
ერევნის ციხე აიღეს. თავი გამოიჩინა ქართველთა კავალერიამ გენ. რომან
ბაგრატიონის (პეტრეს ძმა) მეთაურობით.
ერევნის აღებით რუსეთის ჯარს გზა ეხსნებოდა თავრიზისაკენ, პასკევიჩისთვის
მოულოდნელად გენ. გ. ერისთავმა თავრიზი, რომელსაც 60 000 კაცი იცავდა,
ელვისებური დარტყმით აიღო.
1828 წ. იანვარში რუსეთის არმია თეირანს მიუახლოვდა. შაჰმა ზავი ითხოვა-
1828 წ. 10 თებერვალს ზავი გაფორმდა თურქმენჩაიში. რუსეთმა მიიღო ერევნისა და
ნახჭევნის სახანოები, კასპიის სანაპირო მდ. ასტარამდე. ირანი იხდიდა 20. მილიონ
კონტრიბუციას. ეს რუსეთის დიდი გამარჯვება და ინგლისის სერიოზუული მარცხი
იყო მახლობელ აღმოსავლეთში. ამ ზავის ორგანიზატორი იყო ალ. გრიბოედოვი. იგი
1821 წლიდან მუშაობდა ერმოლოვთან. ზავის პირობების რეალიზაციისთვის ალ.
გრიბოედოვი დაინიშნა რუსეთის ელჩად ირანში- მოკლეს 1829 წ. 30 იანვარს
თეირანში.
ახლადშემოერთებული ტერიტორიებისგან შეიქმნა სომხური ოლქი, რომლის
პირველ მმართველად დაინიშნა გენ. ალექსანდრე ჭავჭავაძე.
ირანთან ომის დამთავრების შემდეგ, 1828წ. 14 აპრილს, რუსეთმა ომი გამოუცხადა
თურქეთს. საომარი მოქმედებანი დაიწყო ორ ფრონტზე-ბალკანეთსა და კავკასიაში.
ივნისში პასკევიჩის ჯარები ყარსისკენ დაიძრნენ-23 ივნისს ეს მიუვალი ციხე-სიმაგრე
აიღეს. ერთ თვეში აღებულ იქნა ახალქალაქი, რუსები ახალციხეზე დაიძრნენ.
ახალციხის საფაშო საუკუნეთა მანძილზე ოსმალთა აგრესიის პლაცდარმი იყო
ამიერკავკასიაში. მას 40 000 კაცი იცავდა. 1828 წლის 16 აგვისტოს ახალციხე აღებულ
იქნა. მას მიჰყვა არტაანი, აწყური. 28 აგვისტოს ალ. ჭავჭავაძემ აიღო ბაიაზეთი.
ჯერ კიდევ ივლისში რუსეთის ჯარებმა აიღეს ფოთი. მამია გურიელის ქვრივი
სოფიო ოსმალეთზე იწყებს ორიენტაციას.
1828 წ. სექტემბერში რუსეთის ჯარები გურიაში შევიდა. სოფიო მემკვიდრე
დავითთან და მომხრე თავადებთან ერთად ოსმალეთში გაიქცა. ოსმალეთთან ომის
დროს გურიის ხაზის გამაგრების მიზნით. 1829 წ. 7 სექტემბერს სოფიო ტრაპზონში
გარდაიცვალა.

15
ყარსისა და ბაიაზეთის აღების შემდეგ რუსებმა აიღეს არზრუმი-1829 წლის 27
ივნისს-ამით გზა გაიხსნა შიდა თურქეთისაკენ. ამოსობაში რუსებმა აიღეს
ბალკანეთში ადრიანოპოლი-გზა კონსტანტინოპოლისკენ გაიხსნა.
ევროპა შეაშფოთა რუსეთის წარმატებებმა. ნიკოლოზ I ზავს ,, დათანხმდა”
1829 წ. 2 სექტემბერს გაფორმდა ზავი ადრიანოპოლში. ზავით რუსეთს ეძლეოდა
დუნაის შესართავი მიმდებარე კუნძულებით, შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო,
ახალციხის საფაშოს ჩრდილო ნაწილი-დანარჩენი რუსეთის ჯარრის დაკავებული
მიწები თურქეთს უბრუნდებოდა, ბოსფორი და დარდანელი ღია სრუტეებად
ცხადდებოდა, ბალკანეთის ხალხები ღებულობდნენ ფართო თვითმმართველობას:
თურქეთი რუსეთს უხდიდა 10 მლნ. ჰოლანდიურ ჩერვონეც კონტრიბუციის სახით.

 1832 წლის შეთქმულება

შეთქმულთ პირველი წრე ჩამოყალიბდა პეტერბურგში 1825წ. დიმიტრი


იულონის ძე ბაგრატიონის თაოსნობით. მასში გაერთიანებულნი იყვნენ :ელიზბარ ,
დიმიტრი, გიორგი, ზაქარია ერისთავები, ვახტანგ და დიმიტრი ორბელიანები,
ალექსანდრე, ივანე და ლუარსაბ ჩოლოყაშვილები, შოლომონ რაზმაძე, დავით
ჯორჯაძე და სხვა. შეთქმულები სისტემატიურად იკრიბებოდნენ დიმიტრი
ბატონიშვილის სახლში, იგი ამ დროს სრულიად ახალგაზრდა 25წლისა იყო, მაგრამ
კარგად იცნობდა მოწინავე ლიბერალურ იდეებს. დადებითად აფასებდა
კონსტიტუციურ მონარქიას. შეთქმულების მონაწილე დიმიტრი ერისთავი იგონებს:
რომ დიმიტრი მათ ესაუბრებოდა საქართველოს გმირულ წარსულზე და უღვივებდა
პატრიოტულ სულისკვეთებას. საქართველოს თავისუფლების მიღწევის საშუალებად
ახალგაზრდობის ფარული საზოგადოების შექმნა, განათლების გავრცელება და
სალხის გამოფხიზლება მიაჩნდა. ამ წრის აქტიური წევრის გიორგი ერისთავის
ცნობით ამ შეკრებაზე მსჯელობდნენ იმაზეც, რომ დახმარებისთვის შეიძლება უცხო
სახელმწიფოებისთვისაც მიემართათ. პეტერბურგის წრის შემდეგ, ერთი წლის
შემდეგ 1826წ. ანალოგიური წრე ჩამოყალიბდა მოსკოვში მას სათავეში ოქროპირ
გიორგის ბატონიშვილი(1795-1857) ედგა. საყურადღებოა რომ პეტერბურგიდან
მომავალი თუ პირიქით მიმავალი შეთქმულები(ს.დოდაშვილი, დ. ორბელიანი, პ.
ზავილეისკი და სხვა), მოსკოვში ხვდებოდნენ ოქროპირ ბატონიშვილს და მისგან
რჩევა-დავალებებს იღებდნენ. სწორედ ამიტომაა საგამოძიებო კომისიის ანგარიშში
ოქროპირი შეთქმულების მოთავედ და დამწყებად შეფასებული. გარდა იდეური
ხელმძღვანელობისა ოქროპირ ბატონიშვილი აპირებდა შეთქმულების მატერიალურ
მხარდაჭერასაც და ამ მიზნით გადადებული ჰქონია 200 000 მანეთი, რომელიც
პირადი მოხმარებისათვის მიეღო თავისი მეუღლის მდიდარი რუსი სენატორის
ქალიშვილისაგან. ყოველივე ამის გამო იგი შეთქმულთა შორის განსაკუთრებული
ავტორიტეტით სარგებლობდა.
შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და იდეოლოგი იყო სოლომონ
დოდაშვილი(1805-1836) 1827წ. მან წარმატებით დაასრულა პეტერბურგის
საიმპერატორო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ_იურიდიული ფაკულტეტი. იგი

16
ქიზიყელი მღვდლის შვილი იყო. 1827 წელს პეტერბუგში დაიბეჭდა მისი ცნობილი
წიგნი ,, ფილოსოფიის კურსი. ნაწ. პირველი_ლოგიკა” რუსულ ენაზე და აღიარება
მალე მოიპოვა. პეტერბურგიდან საქართველოში მომავალი სოლომონი, შეხვდა
ოქროპირ ბატონიშვილს მოსკოვში და მისგან ხანგრძლივი საუბრების შემდეგ მიიღო
ფარული დავალება_ბაგრატიონთა ტახტზე დაბრუნების, საქართველოს
თავისუფლების იდეების პროპაგანდა. ამას სოლომონი დაკითხვაზეც აღიარებდა (
1833 წლის 27 თებერვალს) დაბრუნებულმა სოლომონმა მუშაობა დაიწყო თბილისის
კეთილშობილთა სასწავლებელში ქართული სიტყვიერებისა და ლოგიკის
მასწავლებლად_წელიწადში 1600 მანეთი ჯამაგირით. 1828 წლის 4 ივლისს მისი
რედაქტორობით გამოვიდა ,, ტფილისის უწყებანის” ქართული რედაქციის პირველი
ნომერი. იგი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც_ქართული საკანონმდებლო
აქტების და სხვა.
1828 წელს საქართველოში დაბრუნდა შეთქმულების აქტიური მონაწილე
ფილადელფოს კიკნაძე (1794-1833). იგი ძალზე განათლებული ადამიანი იყო. 1826-
1827წწ. რუსეთში იმყოფებოდა კათალიკოს ანტონ II, რომელიც ავტოკეფალიის
გაუქმების შემდეგ ნიჟეგოროდში გადაასახლეს. მან შეადგინა შეთქმულთა
საპროგრამო დოკუმენტი ,,აქტი გონიური”.
1829 წლიდან შეთქმულების ცენტრმა საქართველოში გადმოინაცვლა.
1829წლის გვიან შემოდგომაზე ჩრდილო კავკასიაში მინერალურ წყლებზე
მკურნალობის შემდეგ რამდენიმე თვით თბილისში ჩამოვიდა შეთქმულების სულის
ჩამდგმელი ოქროპირ ბატონიშვილი. 1830 წ. თბილისში პეტერბურგიდან დაბრუნდა
შეთქმულების ერთ-ერთი ორგანიზატორი ელიზბარ შანშეს ძე ერისთავი.
სავარაუდოა რომ სწორედ მან დიმიტრი და ოქროპირ ბატონიშვილების
მხარდაჭერით დაარსა შეთქმულთა წრე თბილისში.
თანდათან შეთქმულებს შეემატნენ ალ. ჭავჭავაძე, გრ. ოებელიანი, ი.
ფალავანდიშვილი, მ. ორბელიანი, ხ. რაზმაძე, ზ. ჩოლოყაშვილი და სხვა.
დიდი ფიგურა იყო ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი (1802-1869), თეკლა
ბატონიშვილის უფროსი ვაჟი, ასევე აქტიურები იყვნენ მისი ძმები_ დიმიტრი და
ვახტანგ ორბელიანები. ალექსანდრე ყოფილა აჯანყების მთავარი კოორდინატორი.
კავშირი ჰქონდა მამასთან ირანში. მისი სიტყვებია_,,ან უნდა გავწყვეტილიყავით
სულ ერთიანად, ან არა და მამული გამოგვეხსნა.”
გამოძიების მასალებში იგი ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედაა მიჩნეული.
შეთქმულება დიდხანს და საფუძვლიანად მზადდებოდა. აჯანყება 1832 წლის
დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. შეთქმულ არისტოკრატებს, აჯანყების გეგმის,
„პირველი ღამის განკარგულების“ მიხედვით,წვეულებაზე უნდა მოეწვიათ მსხვილი
რუსული ბიუროკრატიის მოხელეები, განეიარაღებინათ, შემდეგ თბილისის
მოსახლეობისთვის მოეწოდებინათ და აეჯანყებინათ.საბოლოო გეგმის მიხედვით, მათ
უნდა გამოეყენებინათ 1832 წლის 20 დეკემბრისათვის დანიშნული თავადაზნაურობის
საგუბერნიო ყრილობა. აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეთქმულების ერთ-ერთმა
ხელმძღვანელმა იესე ფალავანდიშვილმა შეთქმულების შესახებ აცნობა თავის ძმას,
რომელსაც კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობა

17
ეკავა. ამ უკანასკნელმა შეთქმულება გასცა. შეთქმულები დააპატიმრეს, ყაზარმებში
გამოამწყვდიეს და მათი „ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის“ გამოსაკვლევად
საგანგებო კომისია დანიშნეს, რომელმაც 145 „დამნაშავე“ გამოამჟღავნა. რუსეთის
მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ I–მა შეთქმულებს სიკვდილით დასჯა
გადაუწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ
მხარეებში გადაასახლა. მღვდელი ფილადელფოსი გამოძიების დასრულებამდე
გარდაიცვალა ყაზარმაში.
სისასტიკით ცნობილი ნიკოლოზ I–ის ეს „გულჩვილობა“ და ქართველთა
შეწყნარება იქიდან იყო გამოწვეული, რომ რუსეთი მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ
საქართველო საკუთარი ნებით შეუერთდა რუსეთს, და ისინი მათი დამპყრობლები კი
არა, მფარველები იყვნენ. გარდა ამისა, იმ პერიოდში რუსეთს ომი ჰქონდა გაჩაღებული
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან და მათი დამორჩილება სურდა. ბუნებრივია,
რუსეთის მეფეს ქართველებთან ურთიერთობის გაუარესება კარგს არაფერს მოუტანდა,
ვინაიდან იმიერკავკასიის დაპყრობით ოპერაციებში მონაწილეობას ღებულობდა
არაერთი მაღალი სამხედრო წოდების ეთნიკური ქართველი, რომლებიც რუსეთის
სამსახურს ერთგულად ასრულებდნენ. ნიკოლოზ I თავისი იმპერიული ზრახვების
დასაყრდენს ისევ საქართველოში ხედავდა აქაური თავადაზნაურობის სახით. ამიტომ
სურდა, რომ არა დასჯილ, არამედ „შეწყალებულ“ საზოგადოებასთან ჰქონოდა საქმე.
სასამართლო პროცესიდან რამდენიმე წლის შემდეგ ყველა შეთქმული სამშობლოში
დაბრუნდა, მაგრამ მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც
შორეულ ვიატკაში დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე (31 წლის ასაკში).
ამით წერტილი დაესვა ქართველთა თავგანწირულ მცდელობას, შეიარაღებული
აჯანყების გზით თავი დაეღწიათ რუსეთის იმპერიის ბატონობისაგან და შელახული
ეროვნული ღირსება აღედგინათ.

 1841 წელის გურიის აჯანყება

გურიამ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო 1811 წელს მთავარ მამია გურიელის


დროს. მისი სიკვდილის შემდეგ 1826 წელს მთავრად დაამტკიცეს მისი შვილი -
დავითი. დავითის მცირეწლოვანობის გამო საქმეებს დედამისი - სოფიო განაგებდა;
მაგრამ მისი ხელისუფლება შეზღუდული იყო რუსეთის კეთილსაიმედო
პირებისაგან შემდგარი საბჭოს დაარსებით. სოფიომ არა ერთხელ მოითხოვა
მიენიჭებინათ სრული დამოუკიდებლობა გურიის მმართველობაში, მაგრამ
უშედეგოდ. რუსეთ-ოსმალეთის ( 1828-1829 წწ.) ომის წინ სოფიო შვილითა და
მომხრეებით ოსმალეთს გაიქცა. მისი იმედები ვერ გამართლდა და ოსმალეთში
გადახვეწილი გარდაიცვალა. გრაფ პასკევიჩის განკარგულებით გურიაში შემოიღეს ,,
დროებითი მმართველობა“ რუსის შტაბ-ოფიცრის თავმჯდომარეობით.
განსაკუთრებით მძიმე იყო შინაყმა-ქალების მდგომარეობა. ჩვეულებრივი იყო
მათი გაუპატიურება, ძალადობა, ნაბიჭვრების გაჩენა. სასამართლო მებატონის
მხარეზე იყო.

18
ყველაზე აღმაშფოთებელი გურიაში მაინც ყმების გაყიდვა იყო. ---- ს-ის
დასაწყისში გურიაში იყვნენ მოხუცები, რომელთა ყმების გაყიდვის მრავალი
ფაქტი ახსოვდათ. 1926 წ. სოფ. ჭანიეთში გარდაიცვლა 132 წლის შევარდენ
ლომჯარია. 7 წლის შევარდენი ქაიხოსრო თაყაიშვილს შინაყმად წაეყვანა. მან
აქტიური მონაწილეობა მიიღო 1841 წ. გურიის აჯანყებაში. მისი და ძილიხანი
მოიტაცა ქობულეთმა ოქროპირ-ოღლიმ გასაყიდად, მაგრამ დედის რჩევით შემდეგი
ლამაზი ქალი ცოლად შეირთო.
შევერდენის მეორე და ეკა 16 წლისა იყო როცა ახლო ნათესავმა ლევან
ვასაძემ თითქოს სოფ. აჭში წაიყვანა თხილის საკრეფად. გადაიყვანა აჭარის აჭში
და ქვაზი-ოლის გადასცა გასაყიდად. შევარდენმა მხოლოდ ადმინისტრაციის
დახმარებით დაიბრუნა ეკა.
შექეიფიანებული თავადები ხშირად ერთმანეთს წამოსძახებდნენ: ქურდი ხარ,
ყაჩაღობ, გლეხებს ოსმალეთში ჰყიდიო.
აჯანყების პირველი ნაპერწკალი ლანჩხუთის რაიონში გაჩნდა: როცა 22 მაისს
გადასახადების ამკრეფნი ახალი კანონის მიხედვით შეუდგნენ საერობო
გადასახადების მოგროვებას, სოფ. ლანჩხუთის გლეხებმა ისინი სოფლიდან
დაიფრინეს.
28 მაისს ლანჩხუთისა და აკეთის გლეხები (300 კაცი) მიადგნენ ბარათაშვილის
სახლს, გამოიწვიეს და მაზრის უფროსს მოთხოვნები წარუდგინეს.
მაზრის უფროსი იაცენკო იმის ნაცვლად, რომ გლეხთა სამართლიანი
მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, მოსაზღვრე ბატალიონებიდან რაზმი გამოითხოვა
და აკეთს გაემართა. აკეთისა და ზომლეთის მოსახლეობას წინააღმდეგობა არ
გაუწევია.
რამდენიმე დღის შემდეგ მღელვარებამ ახალი ძალით იფეთქა. აკეთის 200 კაციანი
რაზმი ვადაჭკორიების მეთაურობით სოფ. შემოქმედთან დაბანაკდა. არის ვერსია ,
რომ აჯანყებულები თავმოყრას მდ. ჩოლოქთან, ოსმალეთის საზღვარზე აპირებდნენ.
4 ივნისს შემოქმედიდან რაზმი ლიხაურში გადავიდა, საიდანაც ახალი რაზმები
შეუერთდნენ ოთარ თოიძისა და გოგიჩა გორდელაძის მეთაურობით.
აჯანყებულებმა პირვანდელი გეგმა შეცვალეს და ჩოლოქის ნაცვლად ისევ
ოზურგეთისკენ შემობრუნდნენ. გადასწვეს ოზურგეთის საბაჟო კარანტინი, ჩახერგეს
ოზურგეთიდან მიმავალი გზები.
ოზურგეთის მაზრის უფროსს მცირე ძალები ჰყავდა და ვერ გაბედა
გადამწყვეტი ღონისძიებისათვის მიემართა; თავის მხრივ აჯანყებულებიც
მოერიდნენ პირისპირ შეტაკებას და გურიანთის თემისკენ წავიდნენ.
18 ივნისს გლეხთა მღელვარებამ თავი იჩინა ჩოხატაურში.
გურიისა და იმერეთის ამბებმა ძალიან შეაშფოთა ცენტრალური სამოქალაქო და
სამხედრო ხელისუფლება.
აგვისტოს დამდეგს აჯანყების აშკარა ნიშანი მისცეს გურიანთის გლეხებმა,
მათ მიჰყვნენ ლიხაურელები.

19
9 აგვისტოს ორასი აჯანყებული თავს დაესხა ტრანსპორტს. მოკლეს 4
ჯარისკაცი, 2 ტყვედ წაიყვანეს; თავს დაესხნენ ჩოლოქის ყაზახთა პოსტს და 12
ყაზახი ტყვედ წამოიყვანეს. დაარბიეს ოსმალეთის საზღვარზე საბაჟო პოსტი.
9 აგვისტოს პირველი დიდი შეტაკება მოხდა აჯანყებულთა და ბრესილოვის
რაზმს შორის სოფ. გოგორეთთან. აჯანყებულებს მეთაურობდა აბესა ბოლქვაძე,
რომელიც ამ ბრძოლაში დაიჭრა კიდეც. ბრესილოვმა 20 კაცი დაკარგა და
ოზურგეთისაკენ დაიხია.
10 აგვისტოს 2 000 აჯანყებული აბესა ბოლქვაძის მეთაურობით თავს დაესხა
ნიკოლოზის სიმაგრეს. გარნიზონი იძულებული გახდა დანებებულიყო.
აჯანყებულებმა დიდძალი ტყვია-წამალი, იარაღი და სურსათი იგდეს ხელთ.
13 აგვისტოს დაეცა ლიხაურის პოსტიც. აჯანყება მთელ გურიას მოედო.
აჯანყებულთა რიცხვმა 7 200 მიაღწია. 14 აგვისტოს აჯანყებულებმა დაიკავეს
ოზურგეთ-ქუთაისის გზა, მეორე დღეს კი ნასაკირალის მთა. ოზურგეთი სრულიად
მოწყეტილი აღმოჩნდა.
13 აგვისტოს აჯანყებულთა წინააღმდეგ მოქმედი რაზმების უფროსად კვლავ
დაინიშნა არღუთინსკი-დოლგორუკოვი. იგი ახალციხიდან გადმოვიდა და 15
აგვისტოს გურიის საზღვართან იყო.
ოზურგეთის ალყა გრძელდება. 1 სექტემბერს გუგუნავასა და ბოლქვაძის
მეთაურობით იერიში მიიტანეს ციხეზე. მძაფრი იერიშების შედეგად აჯანყებულებმა
200 კაცი დაკარგეს და უკან დაიხიეს.
5 სექტემბერს არღუთინსკი ოზურგეთს მიადგა. ამანმ არია აჯანყებულთა
რიგები. მძაფრი შეტაკებების შემდეგ ალყა მოხსნეს ოზურგეთს. მართალია
ნასაკირალის ხეობაში აჯანყებულთა მსხვილი რაზმი რჩებოდა, მაგრამ აჯანყება უკვე
დამარცხებული იყო. დაიწყო ანგარიშსწორება.
რაკი აჯნყებულთა ძირითადი ძალები დაამარცხა, არღუთინსკიმ შეძლო გურიის
დამორჩილებაც. დამსჯელ რაზმებს სასტიკი დირექტივა ჰქონდათ მიცემული-
ნურავის დაინდობთო.
სამი დღის განმავლობაში გლეხებს უნდა შეეტანათ 1841 წლის ყველა
გადასახადთა ნაშთი და საერობო გადასახადები.
აღადგინეს რუსული ადმინისტრაციული აპარატი, კანონები. ,,რათა სისუსტედ
არავის მიეჩნია“, მთავრობა დათმობაზე არ წავიდა, მხოლოდ გადააყენეს
ოზურგეთის მაზრის უფროსი იაცენკო და საბექოს მოურავი ბესო ლორთქიფანიძე,
რომელთაც თავისი ბოროტმოქმედებით ხელი შეუწყეს ამბოხებას.
აჯანყება გურულ გლეხებს დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდა. არ დარჩენილა
არც ერთი სოფელი, რომელსაც მსხვერპლი არ ჰყოლოდა, გურია მოიფინა
ახლადგათხრილი საფლავებით, მოსახლეობა გლოვამ მოიცვა.
დაჭერის დროს მოჰკლეს აჯანყების ერთ-ერთი გამოჩენილი ხელმძღვანელი,
გლეხთა საქმის ერთგული აბესა ბოლქვაძე.
როგორც აჯანყების ხელმძღვანელები, შეიპყრეს და ქუთაისს გააგზავნეს 50
ბრალდებული. სამი მათგანი (ბეჟან ქუთაძე, ოთარ თოიძე, ლაზარე ჟოჟიაშვილი)
სასამართლომდე გარდაიცვალა.

20
ყირიმის ომი და საქართველო
კავკასია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული რეგიონი
უძველესი დროიდან იყო მსოფლიოში გაბატონების მოსურნე ახლო თუ
შორეული ქვეყნების პირველხარისხოვანი სამიზნე, ვინ არ ცდილა აქ თავისი
გავლენის დამყარებას:Lასურეთი თუ ურარტუ, სპარსეთი თუ არაბეთი,
მონღოლეთი თუ ოსმალეთი, რომი, ბიზანტია. XV-XVI საუკუნეებიდან კავკასიაში
გაბატონებისათვის სამი დიდი სახელმწიფოს: ოსმალეთის, ირანისა და რუსეთის
ინტერესები გადაიკვეთა. ისარგებლა რა XVIII საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი
ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარებით, რამდენიმესაუკუნოვანი მწვავე
დაპირისპირება XIX საუკუნის დამდეგს რუსეთის გამარჯვებით დასრულდა).
შამწუხაროს, კავკასიის პოლიტიკური ერთეულები უფრო დიდი პოლიტიკის
ობიექტები აღმოჩნდნენ, ვიდრე სუბიექტები. ოსმალეთი და ირანი არ
ურიგდებოდნენ შექმნილ ვითარებას და ევროპის ქვეყნების წაქეზებით
მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 1804-1815, 1826-1828
წლების რუსეთ-ირანისა და 1806-1812, 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომების
შედეგად რუსეთმა არა თუ შეინარჩუნა, არამედ კიდევ უფრო გააფართოვა და
განამტკიცა პოზიციები კავკასიაში. ასეთი მდგომარეობა მიუღებელი იყო ევროპის
დიდი სახელმწიფოების და განსაკუთრებით ინგლისისათვის. დიდი ბრიტანეთის
მესვეურები მიიჩნევდნენ, რომ ,,ამიერკავკასიაში დაფუძნებით რუსეთმა საფრთხის
ქვეშ დააყენა ინგლისის პოზიციები ინდოეთში. Aქედან გამომდინარე, მათ
ამიერკავკასიაში და მის მისადგომებთან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა
გადაუდებელ ამოცანად მიიჩნიეს”(ჩხეიძე,8). ამ ბრძოლის გამოხატულება იყო
ჩრდილოეთ კავკასიაში XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაწყებული ანტირუსული
მოძრაობისადმი ოსმალეთთან ერთად ინგლისის აქტიური მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ ასეთ ვითარებაში რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I
ცდილობდა აღმოსავლეთის საკითხში მიღწეული პოზიციების კიდევ უფრო
გაფართოებას. Aმის შესაძლებლობა რუსეთს მისცა თვით ოსმალეთის იმპერიაში
განვითარებულმა მოვლენებმა. კერძოდ ოსმალეთის სულტანს მაჰმუდ II ეგვიპტის
ფაშა მუჰამედ ალი აუჯანყდა. 1832 წელს ეგვიპტელთა (200 ათასიანი ) ჯარები
მუჰამედის ვაჟის იბრაჰიმ ფაშას სარდლობით ანატოლიაში შეიჭრა. მუჰამედ
ალის სულთანის ჩამოგდება და მაჰმუდ II 10 წლის შვილის აბდულ მეჯიდის
ტახტზე აყვანა სურდა. სულთანმა დახმარებისათვის ევროპის ქვეყნებს მიმართა.
ინგლისი და ავსტრია არ უჭერდნენ მხარს მუჰამედ ალის, მაგრამ არც
სულთანზე აპირებდნენ რეალური დახმარების აღმოჩენას. საფრანგეთი კი
ეგვიპტის ფაშას დახმარებით ცდილობდა თავისი გავლენის გაფართოებას ,
აღმოსავლეთში. ასეთ ვითარებაში ოსმალეთს მხარდამჭერად მოევლინა რუსეთი.
ნიკოლოზი I სულთანს პირადი წარმომადგენელი გენერალი მურავიოვი
გაუგზავნა. რუსეთი მზად იყო დახმარება გაეწია მეჰმედ II , ოღონდ სურდა, რომ
დახმარებისათვის თავად სულთანს მიემართა .1832 წლის 21 დეკემბერს
მურავიოვი კონსტანტინოპოლში ჩავიდა. სულთანი ყოყმანობდა თხოვნით
მიემართა რუსეთისათვის 1833 იანვარში ეგვიპტის ჯარები ბურსას

21
მიუახლოვდნენ. სულთანი დარწმუნდა რომ ინგლისი არ აღმოუჩენდა დახმარებას
და 30 თებერვალს ნიკოლოზ I მიმართა დახმარებისათვის. როდესაც ინგლისის
ელჩს უკითხავს თუ რატომ გადადგა სულთანმა ასეთი ნაბიჯი, მისთვის
გაუმეორებიათ მეჰმედ II სიტყვები: ,, როცა ადამიანი იხრჩობა, გადასარჩენად
გველსაც ჩაეჭიდებაო”. ამ თხოვნის შემდეგ რუსეთის ფლოტი, რომელიც
სრულ მზადყოფნაში იდგა სევასტოპოლში კონსტანტინოპოლისკენ დაიძრა და
20 თებერვალს ბოსფორში გამოჩდა. Aმან შეაშფოთა ინგლისი და საფრანგეთი.
საფრანგეთის ელჩმა რაუსენმა სა ინგლისის ელჩმა ჰონსომბიმ სულტანს
განუცხადეს თუ რუსები დაიკავებდნენ კონსტანტინოპოლს, ისინი
დატოვებდნენ ოსმალეთის დედაქალაქს. სულთანმა მათ მოსთხოვა მუჰამედ
ალის წინააღმდეგ აქტიური მხარდაჭერა. ამასობაში ეგვიპტელთა მხარდამჭერი
აქცია დაიწყო სმირნაში. სტამბულში დარწმუნდნენ, რომ ინგლის-საფრაგეთის
ძირითადი მიზანი რუსეთის ფლოტის უკან გაბრუნება იყო. მეჰმედ II
რუსეთის წარმომადგენელ ბუტენიოვს სთხოვა არ დაეტოვებინათ ოსმალეთის
ტერიტორიები. 2 აპრილს ბოსფორთან რუსეთის მეორე ესკადრა გამოჩნდა, ხოლო
რამდენიმე დღეში-მესამე ესკადრა. დაახლოებით 14 ათასი რუსი ჯარისკაცი
გადასხა ბოსფორის სანაპიროზე ინგლისისა და საფრანგეთის მესვეურები
მიხვდნენ რომ დაყოვნება აღარ შეიძლებოდა და თავიანთი ფლოტები ეგვიპტისაკენ
დაძრეს. მათ მიაღწიეს 1833 წლის მაისში ოსმალეთ-ეგვიპტის შეთანხმებას,
რომელიც ძალზედ მომგებიანი იყო მუჰამედ ალისთვის. თუმცა ამ დაზავებით
კონსტანტინოპოლი გადარჩა ყველა ხვდებოდა, რომ ეგვიპტელთა Dშეჩერება
რუსეთის ფაქტორმა განპირობა. სულთანი კმაყოფილი იყო შედეგით და უფრო
მეტად გახარებული რუსეთის საგანგებო წარმომადგენლისა გრაფ ორლოვის
ინფორმაციით, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს განზრახული ჰქონდათ
1833 წლის 11 ივლისს დაეტოვებინათ ოსმალეთის ტერიტორიები. სულთანის
მთავრობას კვლავ დასEირდებოდათ რუსეთის დახმაება. რუსეთსაც სურდა
მიეღო შედეგი დახმარებისათვის . გრაფი ორლოვის მისაიმ სერიოზულ
დიპლომატურ წარმატებას მიაღწია და 1833 წელს უნქიარ-ისქელესში ხელი
მოეწერა ოსმალეთ-რუსეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებას. Aდრიანოპოლის
ზავის შემდეგ ეს ნიკოლოზ I მეორე დიდი დიპლომატიური გამარჯვება იყო.
ხელშეკრულებით რუსეთი და ოსმალეთი ვალდებულებას Eღებულობდნენ
ამიერიდან ერთად გადაეწყვიტათ ,,ყველა საკითხი, რომელიც ეხებოდა მათ
სიმშვიდესა და უსაფრთხოებას “ მხარეები Yთანხმდებოდნენ ერთმანეთის
დახმარებაზე მესამე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში. რუსეთის იმპერატორი
ვალდებულებას იღებდა სულთანის თხოვნით აღმოეჩინა მისთვის დახმარება
სახმელეთო და სამხედრო-საზღვაო ძალებით. შეთანხმების საიდუმლო მუხლით
სანაცვლოდ ოსმალეთი კისრულობდა რუსეთის მოთხოვნის შემთხვევაში ჩაეკეტა
სრუტეები უცხო ქვეყნების სამხედრო გემებისთვის. ე სკი უზრუნველყოფდა
რუსეთის უსაფრთხოებას შავ ზღვაზე,,უნქიარ-ისქელესის ხელშეკრულება გახდა
ინგლის-რუსეთის წინააღმდეგობების გამწვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი”.

22
ხელშეკრულება გაფორმდა 8 წლის ვადით, ორი დღის შემდეგ რუსეთის
ფლოტმა დატოვა ოსმალეთის ტერიტორია.
უნქიარ-ისქელესის ხელშეკრულებამ კიდევ უფრო განამტკიცა რუსეთის
პოზიციები კავკასიაში, რამაც ,,პალმერსტონის წონასწორობიდან გამოიყვანა.
ნიკოლოზ I წინააღმდეგ ბრძოლაში ეს მისი მეორე წარუმატებლობა იყო”.
XIXს.30-იან წლებში ინგლისის მმართველწრეებში გამოიკვეთა ორი განსხვავებული
მიმდინარეობა რუსეთისა და ოსმალეთის საკითხებთან დაკავშირებით. ერთს
წარმოადგენდა თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის მიმდევარი რიჩარდ
კობდენი , ხოლო მმეორეს ლორდი პალმერსტონი, რომელსაც მხარს უჭერდა
საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების უმრავლესობა.
კობდენის აზრით რუსეთის გაბატონება ოსმალეთის გავლენის სივრცეში და მათ
შორის კავკასიაში ვერ შეუქმნიდა საფრთხეს ინგლისის მრეწველობასა და
ზღვაოსნობას , ვინაიდან რუსეთს არ შეეძლო ეკონომიკურად კონკურენცია
გაეწია ინგლისისათვის. პირიქით, იგი მიიჩნევდა რომ კონსტანტინოპოლში
რუსეთის დამკვიდრება უფრო მეტ წესრიგსა და უსაფრთხოებას მოიტანდა.
Pალმერსტონი და როგორც კონსერვატორების, ისე ვიგების უმრავლესობა მიიჩნევდა,
რო ბრიტანეთის ექსპანსია აღმოსავლეთში (განსხვავებით კავკასიაში –ჯ.კ.) და
ოსმალეთზე რუსეთის გავლენის ზრდის შეჩერება წარმოადგენდა ინგლისის
საგარეო პოლიტიკის პირდაპირ მოვალეობას და პირდაპირ ამოცანა რაც
შეეხება კავკასიას , ბრიტანელთა აზრით იგი წარმოადგენდა ერთდროულად
როგორც ბარრიერს რუსეთისათვის ოსმალეთის, ირანისა და ინდოეთისკენ, ისე
რუსეთის გასაღებს ამ ქვეყნებისაკენ. Kავკასიის ხალხები ებრძოდნენ რა რუსეთს ,
ფასდაუდებელ სამსახურს უწევდნენ ინგლისსა და ევროპას XIX საუკუნის პირველ
ნახევარში კავკასიისადმი გარკვეულ ინტერესს იჩენდა საფრანგეთიც .თუმცა მისი
პოლიტიკა ინგლისისაგან განსხვავებით იყო ნაკლებადინტენსიური და
არათანმიმდევრული, რაც განპირობებული იყო საფრანგეთის როგორც საშინაო ,
ისე საგარეო პოლიტიკის არასტაბილურობით. საფრანგეთისგან განსხვავებით
ინგლისში ნათლად ესმოდათ , რომ კავკასიის საბოლოოდ დამორჩილებით
რუსეთს გზა ეხსნებოდა როგორც უფრო სამხრეთისკენ , ასევე აღმოსავლეთისა
და დასავლეთისკენ. შემდეგ კი რუსეთს ძნელად თუ შეუშლიდა ვინმე ხელს
გამხდარიყო აზიის მბრძანებელი. შწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით ჯ-
ურჯარტი ჩერქეზებს ,,აზიის დამცველებს” უწოდებს ასეთი საფრთხის
მიუხედავად ზოგიერთი ინგლისელი ანალიტიკოსი ცარიზმის კავკასიაში
გაბატონებაში გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველსაც ხედავდა.მხედველობაში
ჰქონდათ კავკასიის რეგიონის მებრძოლი და დაუმორჩილებელი მოსახლეობა ,
თავად რუსეთის სამრეწველო ეკონომიკური ჩამორჩენილობა შეუძლებელს
გახდიდა ამ მხარის ათვისებას და კიდევ უფრო დაასუსტებდა რუსეთს. მათი
აზრით კავკასია იქნებოდა რუსეთის იმპერიის ყველაზე დაუცველი ნაწილი.
მართლაც შემდგომმა მოვლეებმა ცხადჰყო , რომ არცერთ ევროპულ ომში არ
განუცდია რუსეთს იმდენი ფიზიკური და მატერიალური ზარალი, რამდენიც
კავკასიურ ომში. Iნგლისის კავკასიური პოლიტიკის ნათელსაყოფად

23
მნიშვნელოვანია ბრიტანულ ხომალდ ,,ვიკსენთან “ დაკავშირებით განვითარებული
მოვლენები. 1836 წლის ბოლოს რუსეთის სასაღვრო დაცვამ დააკავა ბრიტანული
ხომალდი ,,ვიკსენი “, რომელსაც ამბოხებული ჩერქეზებისათვის იარაღი და
საჭირო ტვირთი გადაჰქონდა . ამ ფაქტს მოჰყვა მთავრობის მძაფრი კრიტიკა
დაადანაშაულეს იგი რუსეთისადმი არათანმიმდევრულ და შემრიგებლურ
პოლიტიკაში , რასაც მათი თქმით მოჰყვა ინგლისის ეროვნული ღირსების
შელახვა და ინტერესების ხელყოფა.
ს. 30-იან წლებში ინგლისის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი
უნქიარ-ისქელესის ხელშეკრულების გაუქმება იყო. Pალმერსტონმა განიზრახა ,,
გაეფართოებინა” ხელშეკრულება მასში ევროპის ყველა დიდი სახელმწიფოს
(ინგლისის, საფრანგეთისა და პრუსიის) ჩართვის გზით. ამ იდეის
განსახორციელებლად გეგმავდა ლონდონში სპეციალური კონფერენციის მოწვევას,
მაგრამ ნიკოლოზ I შეძლო ამ ჩანაფიქრის ჩაშლა. რუსეთმა გამოიყენა
საფრანგეთის დემონსტრაციული მხარდაჭერა ფასადმი და ინგლისთან
ურთიერთობის განმტკიცება სცადა. ნიკოლოზ I ცდილობდა გამოეყენებინა
ინგლის-საფრანგეთს შორის არსებული უთანხმოება სირიის საკითხშიც.
ამისათვის იგი მზად იყო უარი ეთქვა თვით ოსმალეთთან გაფორმებულ
უნქიარ-ისქელესის ხელშეკრულებაზე. საფრანგეთის გვერდის ავლით დაიწყო
,,აღმოსავლეთის მონარქების” (რუსეთის, ავსტრიის და პრუსიის) საიდუმლო
მოლაპარაკებები პალმერსტონთან. 1840 წ. 15 ივლისს ლონდონში ხელი მოეწერა
ოთხი სახელმწიფოს (ინგლისის, ავსტრიის, პრუსიის, რუსეთის) შეთანხმებას ,
რომელიც მიმართული იყო ეგვიპტის ფაშას წინააღმდეგ სულთანის
სასარგებლოდ.
ნიკოლოზ I ზეიმობდა. რუსეთის ელჩი ინგლისში ბრუნოვი აშკარად
აჭარბებდა აღნიშნულ დიპლომატიური წარმატების შეფასებაში. თითქოს
ამიერიდან ურთიერთობა საფრანგეთსა და ინგლისს შორის საბოლოოდ
გაფუჭდა და შეიძლებოდა ცალკე ინგლისთან შეთანხმება აღმოსავლეთის
საკითხებში. იმპერეტორმა დაავალა ბრუნოვს ეცნობინებინა პალმერსტონისათვის,
რომ საფრანგეთის თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი ინგლისის მხარს
დაიჭერდა. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ინგლისსა და რუსეთს შორის აღარ
არსებობდა. მოხერხებული და გამოცდილი პალმერსტონი ცდილობდა შეცდომაში
შეეყვანა რუსეთის იმპერატორი და ცდილობდა ხელი შეეშალა რუსეთ-
ოსმალეთს შორის გაფორმებული უნქიარ-ისქელესის 8 წლიანი შეთანხმების
გაგრძელებისათვის, რომლის ვადაც უკვე იწურებოდა. მართლაც რუსეთის
თანხმობით 1841 წლის 13 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ერთი მხრივ
ოსმალეთისა და მეორე მხრივ რუსეთის, ინგლისს,ავსტრიას, პრუსიასა და
საფრანგეთს შორის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების საკითხში.
დადგინდა, რომ ამიერიდან სრუტეები ჩაიკეტებოდა ყველა ქვეყნის სამხედრო
გემებისათვის, სანამ ოსმალეთი ომში არ იქნებოდა ჩაბმული. თვით ომიანობის
პერიოდში შეთანხმება არ ზღუდავდა სულთანს გაეტარებინა სრუტეებში იმ
სახელმწიფოს გემები, რომელსაც ჩათვლიდა საჭიროდ. ნიკოლოზ I იმ

24
ხელშეკრულების პირობებს დაეთანხმა , მიუხედავად იმისა, რომ 1841 წლის
კონვენცია არ უზრუნველყოფდა რუსეთის უსაფრთხოებას შავ ზღვაზე
რუსეთის იმპერატორი მიიჩნევდა, რომ საფრანგეთი უკვე ჩამოცილებული
იყო აღმოსავლეთის პრობლემისაგან და თავისუფლად შეიძლებოდა ინგლისთან
შეთანხმება. ასეთ ვითარებაში 1841 წლის სექტემბერში ლორდ მელბურნის
მთავრობა გადადგა, რასაც მოჰყვა საგარეო საქმეთა სტატს-მდივნის
პალმერსტონის გადადგომაც . ახალი პრემიერა გახდაკონსერვატორი ღობერტ
პილი, ხოლო საგარეო საქმეთა სტატ-მდივანი გახდა ლორდი ებერდინი.
ინგლისის ახალ მთავრობაში მიიჩნევდნენ , რომ ,, ოსმალეთის საკითხში
ინგლისსა და რუსეთს შეეძლოთ საერთო ენის გამონახვა”. ასეთი
ინფორმაციით დაიმედებული ნიკოლოზ I 1844 წლის 31 მაისს ვიზიტით ეწვია
ინგლისის დედოფალ ვიქტორიას.რუსეთის იმპერატორს ბრწყინვალე შეხვედრა
მოუწყვეს. ასეთმა ატმოსფერომ განაწყო იგი ,,გულახდილი” საუბრისათვის
ოსმალეთთან დაკავშირებით. უინძორის სასახლეში ებერდინთან შეხვედრისას
იმპერატორს უთქვამს: ,, ოსმალეთი-მომაკვდავი ადამიანია. ჩვენ რომ შევეცადოთ მის
გადარჩენას მაინც არაფერი გამოგვივა. იგი უნდა მოკვდეს და მოკვდება კიდეც.
იგივე აზრი გაიმეორა მან პრემიერ ღობერტ პილთან შეხვედრისას. რომ ინგლისმა
და რუსეთმა უნდა იზრუნონ ,,ავადმყოფი ადამიანის” მემკვიდრეობის
განაწილებაზე. იმპერატორი ინგლისიდან კმაყოფილი დაბრუნდა. 1846 წ. ივლისში
ბრიტანეთში მთავრობა შეიცვალა. პრემიერი გახდა ლორდი ჯონ რასელი
ვიგების პარტიიდან, ხოლო საგარეო საქმეთა სტატს-მდივანი პალმერსტონი. Aმან
გარკვეულად შეცვალა რუსეთისა და ინგლისის ურთიერთობები. 1846 წ.
დეკემბერში ნიკოლოზ I ვიზიტით ვენას ეწვია. მეტერნისტთან საუბარში მას
უთქვამს , რომ ოსმალეთის დაშლის შემთხვევაში რუსეთი კონსტანტინოპოლს
არავის დაუთმობსო .
მალე ევროპას რევოლუციების ტალღამ გადაუარა. გამოსვლები დაიწყო
საფრანგეთში, პარიზში 1848 წ. 22 თებერვალს. მოძრაობა სწრაფად გავრცელდა
ავსტრალიასა და პრუსიაშიც. მონარქიზმის თვალსაჩინო იდეოლოგი მეტერნისი
ვენიდან გაიქცა, ფერდინანდ I ტახტიდან გადადგა და ავსტიის იმპერატორი გახდა
18 წლის ფრანც-იოსებ II. ამას მოჰყვა რევოლუცია უნგრეთში. მარტში აჯანყება
დაიწყო ბერლინშიც. რუსეთი აქტიურად ჩაერია ამ მოვლენებში და
ლეგიატიზმის პრინციპით გამოვიდა ევროპის მონარქთა დასაცავად, რასაც
საკუთარი გავლენის გაფართოებისათვის იყენებდა. Eვროპის ხალხების
განმათავისფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ აშკარა ბრძოლამ ნიკოლოზ I და
რუსეთს ,, ევროპის ჟანდარმის” მეტსახელი დაუმკვიდრა. Nიკოლოზმა მოგვიანებით
აღიარა თავისი შეცდომა ავსტრიის საკითხში.
1854წ.სამხედრო მოქმედების გეგმით, რომელიც თვით ნიკოლოზ I მოხაზა,
დაგეგმილი იყო შეტევითი ოპერაციები აზიაში. მეფის დირექტივების საფუძველზე
ვორონცოვი შეუდგა ოპერატული გეგმის შემუშავებას. მეფის თხოვნით,
იმავდროულად, გეგმას ამუშავებდა თავადი პასკევიჩ_ვარშავსკიც. ვორონცოვსა და
მას შორის იმთავითვე დაიწყო უთანხმოება.

25
ვორონცოვმა 1854წ. 9 თებერვალს წარადგინა ამიერკავკასიაში საომარი
კამპანიის გეგმა. მისი აზრით გურიის რაზმი დამოუკიდებელი უნდა დარჩენილიყო.
ვორონცოვის გეგმით ინგლის-საფრანგეთის ფლოტის შავი ზღვის გამოჩენის
შემთხვევაში გურია-იმერეთის ფრონტის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა
გაზრდილიყო.მეფისნაცვალის გეგმა რეალურად გამოიყურებოდა და ის მოწონებულ
იქნა იმპერატორის მიერ.
ამავე პერიოდს ემთხვევა კავკასიის მეფისნაცვლის წასვლა თანამდებობიდან 9
წლის სამსახურის შემდეგ მისსივე თხოვნით.
1854წ. დასაწყისში მოკავშირეთა ფლოტის გამოჩენამ შავ ზღვაში მძიმე დღეში
ჩააყენა რუსეთის ჯარები. ამიერიდან მათ უხდებათ თურქთა შეკავება და ზურგიდან
მთიელი ტომების თავდასხმების უკუგდება, არამედ მზად უნდა ყოფილიყვნენ
მოსალოდნელი დესანტის უკუსაგდებადაც. თავის დროზე ვორონცოვი მიუთითებდა
იმის საშიშროებაზე, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ინგლის-საფრანგეთის ფლოტის
შემოსვლას შავ ზღვაში.
ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტში გურიისა და ახალციხის რაზმების
უფროსად დაინიშნა გენ-ლეიტენანტი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი.
გენ. ანდრონიკაშვილი მარტის ბოლოს ოზურგეთში ჩავიდა მიიღო რა ცნობა
გურიის წინააღმდეგ თურქების შეტევაზე გადასვლის განზრახვის შესახებ და
ეშინოდა რა თავისი რაზმის იზოლაციისა, ანდრონიკაშვილმა გადაწყვიტა დაეცვა
ჩოლოქის სანაპირო და გურიის რაზმი რიონის ახლოს-აკეთის სიმაღლეებისკენ
გადმოეყვანა.
1854წ.კამპანია ამიერკავკასიაში დაიწყო თურქების შემოტევით მარჯვენა
ფლანგზე. სელიმ-ფაშამ აიღო რა 1854წ. 11 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ ინგლის-
საფრანგეთის გამოსვლამ სასწრაფოდ დაძრა ჯარები და დაიკავა ოზურგეთი.
თითქმის იმავდროულად თურქები დესანტები გადმოსხდნენ მოკავშირეთა ფლოტის
დახმარებით რედუტკალესთან, ანაკლიაში, სოხუმთან.
გურიის , იმერეთისა და სამეგრელოს მილიცია, რომელიც იფარავდა
სასაზღვრო ზოლს, დაუღალავად მოქმედებდა. ცნობილი გახდა , რომ მოღალატე
ხასანბეგ თავდგირიძის მეთაურობით მტერმა სუფსის იქით გადაისროლა რაზმი,
რომლის რაოდენობა 15 000 აღწევდა. 26 მაისს ხასანბეგი ლანჩხუთის გავლით
სწრაფი მარშით გაეშურა ნიგოითისაკენ. 27 მაისს ნიგოითთან გაიმართა ძლიერი
ბრძოლა, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. ხასანბეგმა მიატოვა
რაზმის ნარჩენები და მცირე ამალით გაიქცა. მას დაედევნა გურული აზნაური
ერასტი ჭყონია ძმებთან და რამდენიმე გლეხთან ერთად. მტერს გზა გადაუჭრეს და
ჭყონიამ ხმლით თავი წააცალა ხასანბეგს. ნიგოითთან თურქებმა 2000 კაცი დაკარგეს
მოკლულთა და დაჭრილთა სახით.
ანდრონიკაშვილმა მიიღო რა ცნობა ნიგოეთთან 27 მაისს მოპოვებული
გამარჯვების შესახებ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ გადასულიყო შეტევაზე და
შეემუსრა სელიმ-ფაშას მთავარი ძალები.
ანდრონიკაშვილის რაზმის მოძრაობა შეუმჩნეველი არ დარჩენია სელიმ-ფაშას.
მან სასწრაფოდ დატოვა ოზურგეთი, დაიხია მდ.ჩოლოქს გაღმა და წინასწარ

26
გამაგრებულ პოზიციებზე გამაგრდა. ანდრონიკაშვილი მთელი ძალებით გადავიდა
შეტევაზე რასაც თურქები არ მოელოდნენ. სელიმ-ფაშას კორპუსი გაიფანტა. მთელი
შარაგზა, მდ. ჩოლოქიდან ლეღვამდე მტრის გვამებით იყო მოფენილი. მტერმა
დაკარგა 4000 კაცამდე, დატოვა მთელი არტილერია, 36 დროშა და ნიშანი, ალაფი,
აღალი და საჭურველი. 1854წ. 4 ივნისს ჩოლოქის ბრძოლაში გამოვნილი
გულადობისათვის მეფემ ქართველ ხალხს გიორგის დროშა უბოძა.
1855წ. შემოდგომისათვის თურქეთის საექსპედიციო არმია იდგა გურიისა და
სამეგრელოს ზღუდეებთან. ომერ_ფაშამ, რომელმაც ჩათვალა რა მისია
დამთავრებულად(ყარსის გადასარჩენად), აჭარის მთებიდან ბათუმში დაბრუნდა და
სასწრაფოდ გემით გაემგზავრა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ. მან
ყურადღება შეაჩერა სოხუმის რეიდზე_ის იქნა არჩეული თურქთა სადესანტო
პუნქტად.
ომერ-ფაშამ არჩევანი სოხუმზე შეაჩერა აქ სტრატეგიულთან ერთად
პოლიტიკური მოსაზრებითაც ხელმძღვანელობდა, მტერი ვარაუდობდა მოქნილი
პოლიტიკით განმტკიცებულიყო ამ მხარეში, მჭიდრო კავშირი დაემყარებინა
შამილთან და მის მოადგილესთან დასავლეთ კავკასიაში_მაჰმად-ემინთან, შეედგინა
,,აფხაზთა და ჩერქეზთა დამხმარე კორპუსი”_25 000 კაცის რაოდენობით.
1855წ. სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო თურქთა შენაერთების თავმოყრა
ქ.სოხუმში. ბათუმში და ქობულეთის სანჯაუში განლაფებული იყო Mმუსტაფა-ფაშას
საკმაო ძლიერი კორპუსი. ის შეტევის Dდაწყების შემდეგ სოხუმიდან უნდა
გაჭრილიყო რიონისკენ და კოდორის გადასასვლელთან შეერთებოდა ომერ-ფაშას
კორპუსს.
თურქებს საკმაოდ გულუბრყვილო წარმოდგენა ჰქონდა ადგილობრივ
მოსახლეობაზე. გურიისა და სამეგრელოს ცნობილ პირთა გადასაბირებლად მათ
გზავნიდნენ მეგობრულ ბარათებს, აღუთქვავდნენ ბედნიერებასა და პერსპექტივებს.
გურიელმა უარყო მათი წინადადება ფაშამ სცადა მიემხრო სამეგრელოს
მთავრინა_ეკატერინე დადიანი რისგანაც არაფერი გამოვიდა.
1855წ. ოქტომბრის პირველ რიცხვებში ომერ-ფაშამ დაძრა თავისი ჯარები
აფხაზეთიდან სამეგრელოს საზღვრებისკენ, მაგრამ მტრის მოძრაობის ნელი ტემპი
გაოცებს იწვევდა.
გურიის რაზმის მდგომარეობა პირდაპირ კრიტიკული იყო. თურქთა 45000
კორპუსთან შებრძოლება უაზრობა იყო, მაგრამ უბრძოლველად სამეგრელოს
დატოვება მოსახლეობაზე მოახდენდა გავლენას.
1855წ. 25 ოქტომბერს მოხდა ენგურის ცნობილი ბრძოლა.ბრძოლა სასტიკი
გამოდგა ჩვენებმა დაკარგეს 500 კაცი, თურქებმა რამდენჯერმე მეტი. გვიან ღამით
გურიის რაზმი ორგანიზებულად შეუდგა უკან დახევას , ბაგრატიონ-მუხრანსკიმ
მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება სამეგრელოს ტერიტორიიდან ჯარების
ევაკუაციის შესახებ.
ზუგდიდის დაკავების შემდეგ ომერ-ფაშა და მისი ევროპელი ,,მრჩევლები”
კვლავ ცდილობენ მოსახლეობის მიმხრობას

27
1855წ. 12 ნოემბერს ყარსის გარნიზონის უფროსმა ვასიფ-ფაშამ და ინგლისის
გენერალმა ვილიამსმა თეთრი ალამი აღმართეს. ყარსის დაცემამ დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა, იგი შემდეგ რუსებისთვის დიდი არგუმენტი იყო საზავო
მოლაპარაკებაზე.
ყარსის გარნიზონის კაპიტულაციის ცნობი მიღებისთანავე(25 ნოემბერი) ომერ-
ფაშამ სასწრაფოდ გასცა ბრძანება უკან დახევის შესახებ.
მტრის დევნისა და მათთან ბრძოლების სიმძიმე ძირითადად მოსახლეობას და
სახალხო მილიციას დააწვა. მთელი სამეგრელო და გურია ბრძოლის ასპარეზად
იქცა.
1856წ. თებერვალში თურქებმა ცეცხლს მისცეს ბარაკები, გაანადგურეს
დაკავებული სიმაგრეები და გემებით სასწრაფოდ გაეშურნენ
ტრაპიზონისაკენ.სამეგრელო დატოვა თვით ომერ-ფაშამაც.

 გლეხთა აჯანყება სამეგრელოში 1856_1857

ომიანობის მთელი სიმძიმე მშრომელ მოსახლეობას დააწვა კისერზე.


დაქვეითდა ვაჭრობა, წარმოება, დაეცა მეურნეობა, შეწყდა სასაქონლო-ფულადი
მეურნეობის განვითარება, დაეცა ფულის კურსი.
თურქთა განდევნის შემდეგ გლეხთა გლეხთა აწიოკებას ხელი მიჰყო
თავადაზნაურობამ, რომელიც მათ ხარჯზე ცდილობდა მიყენებული ზარალის
ანაზღაურებას.
ვინაიდან ზუგდიდის სასახლე ისკანდერ-ფაშამ დასწვა, ეკატერინემ დავით
ჩიქოვანს დაავალა სალხინოს სასახლის შეკეთება.ეკატერინემ ვერ გაითვალისწინა
ვერც ფეოდალურ ზედაფენაში არსებული შუღლი და ვერც ომის შედეგად
მშრომელი გლეხობის მძიმე ეონომიური მდგომარეობა.
1856წ. ივლისის ბოლოს ეკატერინე ყულევიდან მოსკოვს გაემგზავრა. მას
ახლდნენ შვილები ნიკო და სალომე, და ნინო ჭავჭავაძე, ამალაში იყო რჩეული
თავადიშვილები. საგანგებო ზეიმზე 37 წლის ეკატერინემ მოხიბლა რუსეთის
თავადაზნაურობა. თურქებთან ომში მონაწილეობისათვის ალექსანდრე II ეკატერინე
საბრძოლო მედლით დააჯილდოვა.
ამ დროს სახლთუხუცესი დავით ჩიქოვანი და საერთოდ სამეგრელოს
თავადაზნაურობა ყმათა არნახული ექსპლოატაციით ცდილობდნენ ზარალის
ანაზღაურებას. გლეხობა კი ერთად ვერ აუდიოდა საბატონო გადასახადებსა და
ომისაგან გამოწვეულ ხარჯებს. მათი მოთმინების ფილა აავსო დავით ჩიქოვანის
მოთხოვნამ_სამთავრო წისქვილში სიმინდის დაფქვისათვის მინდი გადაეხადათ.
გლეხებმა ამაზე პროტესტი განაცხადეს. ჩიქოვანმა ყურად არ იყო მათი მოთხოვნა.
რაკი მშვიდობიანი მოლაპარაკებით ვერაფერს გახდნენ, გლეხებმა მიიღეს
გადაწყვეტილება სასახლის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ.
ჩიქოვანმა განიზრახა საკუთარი ძალით დაემორჩილებინა ურჩები და ივანე
ჩიქოვანი გაგზავნა გლეხთა წინააღმდეგ, პირველი შეტაკება გლეხთა გამარჯვებით

28
დავთავრდა. ამის შემდეგ ჩიქოვანმა ზუგდიდს მიაშურა და გრიგოლ დადიანს
რაზმი სთხოვა, გრიგოლმა აქაც ინსტრუქცია მოიშველია და ურჩია დედოფლის
ჩამოსვლას დალოდებოდა.
იმავე დღეს სალხინოში აჯანყებულთა რიცხვმა 300-400 მიაღწია რომელსაც
სათავეში ჩაუდგა უტუ თოდუა. მას ესმოდა რომ აჯანყებულთა წარმატება
დამოკიდებული იყო ახლო-მახლო სოფლების გლეხთა დარაზმვაზე. ამ მიზნით მან
შიკრიკები დაგზავნა მეზობელ სოფლებში. მეორე დღეს სალხინოში თავი მოიყარა 7
სოფლის 1000-ზე მეტმა გლეხმა.
სალხინოსა და სალიპარტიანოს სოფლების აჯანყების ამბავი ელვი სისწრაფით
ვრცელდებოდა გლეხთა მდგომარეობა ყველგან მძიმე იყო, ამიტომაც ისინი
უყოყმანოდ ებმებოდნენ მოძრაობაში, მარტვილის მაზრის შემდეგ მღელვარება
მოედო ჯვარის მაზრას. მღელვარების ხანძარი დაინთო ზუგდიდის მაზრაშიც.
აჯანყების პირველ ეტაპზე შეიქმნა 4 ბანაკი, თითოეულ მათგანს ცალკეული
მეთაური ჰყავდა:
1.სალიპარტიანო_უტუ თოდუა
2.წალენჯიხა_კვარაცხელია
3.საჭილაო და უმეტესი სენაკის მაზრა_კოჩა თოდუა
4.ზუგდიდის მაზრა_გლეხი კეზუა
მალე სალხინო-სალიპარტიანოსა და წალენჯიხის ლაშქარი გაერთიანდა და
საერთო მეთაურად აღიარებულ იქნა უტუ ჯოტოს ძე მიქავა. იგი იმთავითვე
შეუდგა შეტევითი ლაშქრობისათვის მზადებას, მან აჯანყებულთა ჯარი(რაზმებად
ოცეულებად და ასეულებად დაჰყო). ოცეულს თავისი უფროსი ჰყავდა,
ასეულს_წინამძღოლი საკუთარი მედროშით.
აჯანყებულთა მოთხოვნით ხატის წინაშე ფიცის მისაღებად გამოცხადება
ევალებოდა კომლიდან ერთ გლეხს, რომელსაც იარაღის ტარება შეეძლო.ფიცის
მიღების შემდეგ შეიარაღებული(რაც ჰქონდა იმით) გლეხი ლაშქარში ირიცხებოდა
და ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო ბრძოლაში.
აჯანყებულებს ჰქონდათ თავიანთი დროებითი მმართველობა, რომელიც
აჯანყებულ სოფლებში ნიშნავდა ნდობით აღჭურვილ პირებს.
უტუ მიქავამ ეკატერინეს მოწოდების საწინააღნდეგო მოწოდებით მიმართა
ხალხს, რომ არ დამორჩილებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას. აჯანყებულებმა
იერიში მიიტანეს ზუგდიდზე რომელსაც მდივანბეგი ნიკო დადიანი იცავდა.12 მაისს
აჯანყებულებმა დაიკავეს ზუგდიდი.
შეშფოთებულმა ეკატერინემ გადაწყვიტა პირდაპირ შეხვედროდა
აჯანყებულებს. ამ მიზნით იგი ჭყონდიდელის, დავით ჩიქოვანისა და თავადების
თანხლებით 13 მაისს სალხინოსაკენ გაემართა. გლეხებმა მას თავისი მოთხოვნები
წაუყენეს.
ზუგდიდის დაკავების შემდეგ, აჯანყებულთა ერთმა რაზმმა (1000 კაცი) 15
მაისს დაიკავა სოფ. ხორგა. აქედან მას უნდა გაელაშქრა ყულევისაკენ და ხელთ
ეგდო იგი, შემდეგ ფოთი. მაგრამ ხორგელმა თავადმა ლევან დადიანმა აცნობა
ყულევის სამხედრო კომენდანტს.

29
მოვლენებმა ეკატერინე საგონებელში ჩააგდო. მან გადაწყვიტა მეფის
მთავრობისთვის მიემართა. 1857წ. 16 მაისს მან მიქაძე წერილით გაგზავნა ქუთაისის
სამხედრო გუბერნატორ კოლუბიაკინთან. ითხოვდა დონის კაზაკებს, რომელთაც
მისი მითითებით უნდა ემოქმედათ.
კოლუბიაკინი მაშინვე გამოეხმაურა. აჯანყებასთან დაკავშირებით იგი
ფიქრობდა სამეგრელოს სამთავროს ავტონომიის საკითხის გადაჭრასაც. 18 მაისს იგი
შეხვდა ეკატერინეს.
ჰყავდა რა არასაკმარისი ძალა, კოლუბიაკინმა 17, 18 და 19 მაისს თავი აარიდა
აჯანყებულთა წინააღმდეგ რადიკალური ზომების მიღებას და ვითარების შესწავლას
აწარმოებდა. ამ დროს ხობისწყლის მარჯვენა ნაპირზე აიანყებულთა ჯარი უკვე
აღწევდა 10 000 კაცს_ მეთაურობდა უტუ მიქავა.
კოლებიაკინი ცხენოსანი რაზმით გზას უღობავდა თეკლათ-ნოჯიხევის
მიმართულებით, მთავარი ბანაკისაკენ მიმავალ აჯანყებულებს ცდილობდა მოესწრო
მათი იზოლირება.
აჯანყებულებთან შეტაკების თავიდან აცილების მიზნით გენერალი გლეხებს
დაპირდა, რომ მათი საჩივარი მოხსენდებოდათ დედოფალსა და უმაღლესს
მთავრობას, მაგრამ ისინი სასწრაფოდ უნდა დაშლილიყვნენ.
ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა მაფისნაცვალ ბარიატინსკის სახელზე
გაგზავნა საიდუმლო ბარათი, რომელსაც ერთვოდა კოლუბიაკინის მოხსენებაც.
10-11 ივნისს აჯანყებულთა დიდმა ჯგუფმა მოიყარა თავი სალხინო-
სალიპარტიანოს მახლობლად. გაგარინის ცნობით მათი რიცხვი რამდენიმე ათასს
აღემატებოდა. ამ დროს ბარიატინსკის განკარგულებით დაპატიმრებული იყვნენ
უტუ მიქავა და უტუ თოდუა.
გაგარინმა ორჯერ ინახულა ეკატერინე მარტვილში და დამცინავი ტონით
ესაუბრა. დედოფალი აღაშფოთა ოლქებში მისგან დამოუკიდებლად მოქმედების
უფლებით რუსი ოფიცრების გავლენამ.
მეფის მთავრობა აჯანყების მიზეზად სამთავრო მმართველობის უვარგისობას
თვლიდა და შეუდგა ავტონომიის გაუქმების საბაბად აჯანყების გამოყენებას.
20 ივნისს მეფის ნაცვალმა წერილი გაუგზავნა იმპერატორ ალექანდრე II,
სადაც იგი მოითხოვდა სამეგრელოს დროებითი მმართველობის გაუქმების შესახებ
თანხმობას.
ივნისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში მღელვარებას ადგილი ჰქონდა
მარტვილის ოლქის სოფლებში.
აგვისტოს მეორე ნახევარში მღელვარებას ადგილი ჰქონდა თვით ზუგდიდსა
და მის ახლომახლო სოფლებში. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა სექტემბრის
დამდეგს.
მმართველობიდან გადაყენებული ეკატერინე დადიანი, ახლა ძალაუფლების
აღდგენის მიზნით ცდილობდა გამოეყენებინა აჯანყება მეფის მთავრობის
წინააღმდეგ. მაგრამ მის ამ პოლიტიკას წინ აღუდგნენ ოპოზიციურად განწყობილი
თავადები. ამასობაში მეფის მთავრობამ გამოიყენა რა საბაბად აჯანყება, ეკატერინე

30
ფაქტიურად ჩამოაშორა სამეგრელოს მმართველობას, რომელიც გადაეცა რუსებს
კოლუბიაკინის მეთაურობით.

 XIX ს. რეფორმები. ბატონ-ყმობის გაუქმება.

ბატონყმობის გაუქმებამდე გლეხთა საქმეებს მებატონეთა და საეკლესიო


უწყების მიერ დანიშნული მოურავები განაგებდნენ, სახაზინო გლეხებზე
მეთვალყურეობას კი პოლიციის აგენტები ასრულებდნენ.
1861 წ. დებულების საფუძველზე რუსეთში სოფლის საზოგადოებრივი
მმართველობა ორი ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ ფუნქციებით
განსხვავებული ერთეულისაგან შედგებოდა: თემის სამმართველო განაგებდა
სამეურნეო, ხოლო ვოლოსტის სამმართველო ( ის რამდენიმე თემს
აერთიანებდა) – ადმინისტრაციულ საქმეებს. სავოლოსტო სამმართველოსთან
არსებობდა საგლეხო სასამართლოები.
1864წ. 13 ოქტომბერს დამტკიცდა თბილისის გუბერნიის სოფლის
საზოგადოებრივი მმართველობის მოწყობის წესები, რომლის თანახმად
სასოფლო საზოგადოებაში უნდა გაერთიანებულიყო ყველა კატეგორიის
გლეხობა. სოფლის საზოგადოების მმართველობის უმაღლეს განმკარგულებელ
ორგანოდ ცხადდებოდა სოფლის ყრილობა. მის ფუნქციებში შედიოდა:
სოფლის თანამდებობის პირთა არჩევა, დადგენილების მიღება სოფლიდან
მავნე პირთა გადასახლებაზე, ოჯახის გაყოფაზე ნებართვის მიცემა, სახაზინო
და საერობო გადასახადების კომლთა შორის განაწილება და სხვ. ყრილობის
მუშაობაში მონაწილეობის უფლება ოჯახის ყველა უფროსს ჰქონდა.
დადგენილება კანონიერად ჩაითვლებოდა თუ მას ესწრებოდა მამასახლისი
და ოჯახის უფროსთა ნახევარი მაინც. მნიშვნელოვანი საკითხების
გადასაჭრელად საჭირო იყო ხმების 2/3 , ისე კი საკითხი წყდებოდა ხმების
უბრალო უმრავლესობით.
სოფლის საზოგადოებრივი მმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება
ეძლეოდა მამასახლისს. მას ევალებოდა თვალყური ედევნებინა და
ეხელმძღვანელა სოფლად ყოველგვარი ღონისძიებისათვის. სოფლის ყრილობა
დადგენილების სისრულეში მოყვანას ანდობდა მამასახლისს, მის მოადგილეს
(ნაცვალს) და გადასახადთა ამკრებს.
დებულება ითვალისწინებდა სასოფლო საზოგადოებაში საგლეხო
სასამართლოს ჩამოყალიბებასაც. სოფლის მოსამართლეებს ირჩევდა სასოფლო
ყრილობა არა ნაკლებ სამი კაცის შემადგენლობით. სასამართლო წყვეტდა
გლეხთა დავა-საჩივრებს ას მანეთამდე ღირებულების ფარგლებში. გამოეტანა
სასჯელი მცირე დანაშაულისათვის – გაეგზავნა დამნაშავე საზოგადოებრივ
სამუშაოებზე 6 დღით, დაეჯარიმებინა 100 მანეთით , ან დაეპატიმრებინა 7
დღის ვადით.
სოფლის თანამდებობის პირები (მამასახლისი, ნაცვალი, მოსამართლეები)
აირჩეოდნენ 3 წლის ვადით. არჩევნების შედეგებს გუბერნატორი ამტკიცებდა.
31
თანამდებობის პირები ფიცს დებდნენ მაზრის უფროსის წინაშე, თუ
მამასახლისი ვერ შეასრულებდა ან ბოროტად გამოიყენებდა თანამდებობას,
გუბერნატორს შეეძლო მისი გადაყენება სასოფლო ყრილობის დაუკიტხავად.
სოფლის მმართველობის რეორგანიზაცია ცვლილებებს არ იწვევდა
საგადასახადო სისტემაში, მაგრამ სახელმწიფო და საერობო გადასახადების
დამატებით გლეხობა ვალდებული იყო გაეღო თანხები საზოგადოებრივი
მმართველობის შენახვის, სახალხო განათლების და ჯანდაცვის, გზების
გაყვანა-შეკეთებისათვის და ა.შ.
ქართული პროგრესული საზოგადოებრიობა მიესალმა სოფლის
თვითმმართველოს შემოღებას, მაგრამ იმთავითვე შენიშნა მისი ნაკლოვანებებიც.
ფაქტიურად ანგარიში არ ეწეოდა გლეხების ინტერესებს და საქმეები წყდებოდა
მთავრობისა და გაბატონებული კლასების სურვილისამებრ; ხშირად თავს
ახვევდნენ სოფ სასურველ მამასახლისს რომელიც პოლიციის აგენტის როლში
გამოდიოდა.
,,დროება” სამართლიანად მიუთითებდა საგლეხო სასამართლოს
ნაკლოვანებებზე კონკრეტულ შემთხვევებში მაგრამ ამის მიზეზი თვით
კანონმდებლობაში იყო. დებულება სოფლის საზოგადოებრივი მმართველობის
ხელისუფლებას მხოლოდ გლეხებზე ავრცელებდა, მოვალეობას გლეხებს
აკისრებდა იცავდა კი გაბატონებული კლასის ინტერესებს. აკრიტიკებდა რა
კანონის ამ ცალმხრივობას ილია წერდა:,,სოფლის სასამართლოც ამ დღეშია, მას
წესდების ძალით ხელი მიუევდება მარტო გლეხკაცზე... რა წარმომადგენელია
უფლებისა იგი წყობა , რომელიც დიდის წინ ნაცრად იქცევა ხოლმე და დაბლის
წინ ცეცხლად?!... ჩვენი სოფლის სამმართველო და მისნი მოხელენი პოლიციის ბრმა
მსახურებს და დარაჯებს უფრო წარმოადგენენ, ვიდრე სოფლის საზოგადოების
ინტერესებს.”
ამ ნაკლის აღმოფხვრა ნაწილობრივ შეეძლო ყველა წოდებისათვის საერთო
სოფლის საზოგადოებრივი მმართველობის შემოღებას, რომელიც მოვალეობასაც და
უფლებასაც თანაბრად გაანაწილებდა მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენას
შორის. ასეთი წინადადება წამოაყენა კიდეც ნიკო ნიკოლაძემ და სხვა მოღვაწეებმა
მაგრამ ის მთავრობის გეგმაში არ Eშედიოდა.
თუმცა მთავრობას არ შეეძლო უგულებელეყო სასოფლო მმართველობის
ნაკლოვანებით გამოწვეული გლეხთა უკმაყოფილება. 1885წ. ამიერკავკასიის
მთავარმართებელ დონდუკოვ-კოვსაკოვის განკარგულებით შეიქმნა სპეციალური
კომისია , რომელსაც უნდა შეემუშავებინა სასოფლო მმართველობის
გამაუმჯობესებელი ღონისძიებები. შედგენილი პროექტი 1887წ. გაეგზავნა შინაგან
საქმეთა მინისტრს. პროექტში სასოფლო მმართველობის მოუწესრიგებლობაში ბრალი
გლეხობას ედებოდა. მეფის მთავრობამ თვითმმართველობის ცუდი მუშაობის
მთავარ მიზეზად მიიჩნია ის რომ თანამდებობის პირები ჯამაგირს არ
ღებულობდნენ და ამიტომ უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდნენ საქმეს. საჭიროდ იქნა
ცნობილი პატარა სასოფლო საზოგადოებათა შეერთება ისინი უფრო შეძლებდნენ
საკმაო თანხის შეკრებას მოხელეებისთვის ჯამაგირის დასანიშნავად.

32
XIXს-ის 80-იან წლებში მართლაც მოხდა სასოფლო საზოგადოებათა
გამსხვილება. მაგ.გორის მაზრის 133 სოფლის 28 510 კომლი გლეხი გაერთიანებული
იყო 120 სასოფლო საზოგადოებაში, გამსხვილების შემდეგ ჩამოყალიბდა 37
საზოგადოება გამსხვილების შედეგად საზოგადოებრივ მმართველობას საქმეები
მოემატა, მაგრამ რადგან სხვადასხვა სოფელში გაფანტულ გლეხთა ყრილობის
მოწვევა გაძნელდა, მეტი გასაქანი მიეცა მამასახლისთა და სხვა მოხელეთა
თვითნებობას.
სასოფლო საზოგადოებათა გავსხვილების შედეგად გაიზარდა საგლეხო
სასამართლოში შესული საქმეების რაოდენობა. სოფლის სასამართლოების
დადგენილება ხშირად არ აკმაყოფილებდა ან ერთ ან მეორე მხარეს. სააპელაციო
საჩივრების უმეტესობა ეხებოდა დადგენილების არსს და არა სასამართლო
წარმოების ფორმალური მხარის დარღვევას.
1892წ. მთავარმმართებლის საბჭოს წევრს იაკიმოვს დაევალა შეემოწმებინა
მომრიგებელ შუამავალთა საქმის წარმოება და მათი პრაქტიკული საქმიანობა.
ანგარიშში იაკიმოვი წერდა, რომ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში სოფლის
თვითმმართველობის საქმეები სხვა გუბერნიებთან შედარებით კარგად არის
დაყენებული, მაგრამ სრულყოფილი არ არისო. იაკიმოვის აზრით ნაკლი
განპირობებულია იმით რომ მუდამ ერთმანეთის ქიშპში მყოფი მომრიგებელი
მოსამართლეები და მაზრის უფროსები სოფლის თვითმმართველობას ვერ უწევენო
სათანადო კონტროლს და მზრუნველობას. ამიერკავკასიის სოფლის მოსახლეობას
ესაჭიროება ისეთი სოფლის უფროსი რომელიც აღჭურვილი იქნება სრული და
მრავალმხრივი ხელისუფლებით. ასეთი კი რუსეთის გუბერნიებში არის საერობო
უფროსი , რომელიც აერთიანებს ადმინისტრაციულ , სასამართლო და სამეურნეო
ფუნქციებს. იაკიმოვი ასკვნის რომ დებულება სოფლის მმართველობის შესახებ
დამაკმაყოფილებელია. ის ძალაში უნდა დარჩეს, მხოლოდ დაემატოს ახალი
მუხლები.
მმართველმა მოიწონა იაკიმოვის მოსაზრებანი და მიზანშეწონილად ჩათვალა
საერობო უფროსის ინსტიტუტის შემოშება. კანონპროექტების შემუშავება დაევალა
ახალ კომისიას, მაგრამ მეფის მთავრობას თვით 1917 წლამდე არაფერი შეუცვლია.

 სასამართლო რეფორმა

1864წ. 20 ნოემბერს ალექსანდრე II დაამტკიცა ახალი სასამართლო წესდების


პროექტი. მას საფუძვლად დაედო ბურჟუაზიული პრინციპები. ძველი წოდებრივი
სასამართლო დაწესებულებები გაუქმდა და შეიქმნა ახალი ყველა სოციალური
ფენისათვის საერთო.
რეფორმამდე სასამართლო მთლიანად მთავრობასა და პოლიციაზე იყო
დამოკიდებული. ჭიანურდებოდა საქმის წარმოება . ძველი მართლმსაჯულების
მთავარი ნაკლი ის იყო რომ საქმის გამოძიება-გარჩევა მხოლოდ დოკუმენტების
საფუძველზე წარმოებდა. სასამართლო პროცესი უმეტეს წილად არც იმართებოდა.
ბრალდებული მხოლოდ მაშინ უნდა დასჯილიყო, როცა გამოტყდებოდა

33
დანაშაულში ან საბუთები ცხადყოფდნენ მის დანაშაულს. ახალი წესდებით
სასამართლოს დამოუკიდებლობა ეძლეოდა: მთავრობას არ მოეხდინა გავლენა მასზე.
გუბერნიებში ჩამოყალიბდა საოლქო სასამართლოები. სასამართლოში იწვევდნენ
სინდისის წარმომადგენლებს_ნაფიცმსაჯულებს. დადგენილების გასამართლება
ხდებოდა სასამართლო პალატაში, რომელიც საბოლოოდ ითვლებოდა . პალატის
დადგენილება შეიძლება გასაჩივრებულიყო საკასაციო წესით_უმაღლესი საკასაციო
ინსტანციას კი სენატი წარმოადგენდა.
სასამართლო გამოეყო ადმინისტრაციას. შემოღებულ იქნა მოსამართლეთა
არჩევითობა სასამართლო პროცესისი საჯაროობა.
განაპირა მხარეებშიც და მათ შორის საქართველოშიც სასამართლო რეფორმა
შეკვეცილი სახით გატარდა . ამის მიზეზად ასახელებდნენ ,, მოსახლეობის
მოუმზადებლობას”, სინამდვილეში კი აქაც თავს იჩენდა მეფის მთავრობის
კოლონიური პოლიტიკა.
1868წ. 1 იანვრიდან საქართველოში გაუქმდა წოდებრივი სასამართლო და
ჩამოყალიბდა ყველა წოდებისათვის საერთო სასამართლო დაწესებულებანი.
მაზრებში დაარსდა მომრიგებელი განყოფილებანი მომრიგებელი
მოსამართლეებითურთ.გუბერნიებში ჩამოყალიბდა საოლქო სასამართლოები.
სასამართლო პალატა თავის კომპეტენციას მთელ ამიერკავკასიაზე ავრცელებდა და
იყო მხარის უმაღლესი სასმართლო ინსტანცია, რომლის გადაწყვეტილება მხოლოდ
იმპერიის სენატში შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო.
საქართველოში არ გატარებულა ბურჟუაზიული სასამართლოს მნიშვნელოვანი
პრინციპები_აქ არ შემოუღიათ მოსამართლეთა არჩევითობა და ნაფიც მსაჯულთა
ინსტიტუტი. მოსამართლეებს წინანდებურად მთავრობა ნიშნავდა_ე. ი. არ მომხდარა
სასამართლოს გამოყოფა ადმინისტრაციისაგან. სასამართლოს ერთი ყველაზე დიდი
ნაკლი ის იყო რომ საქმეების წარმოება რუსულ ენაზე ხდებოდა, რაც მოსახლეობის
უმრავლესობას არ ესმოდა.
ახალ სასამართლოს აკრიტიკებდნენ როგორც რეაქციონერები, ისე
პროგრესულად მოღვაწეები. პირველნი აქებდნენ ძველ სასამართლოს და ყოველგვარ
ცუდს მიაწერდნენ ახალს. ამიერკავკასიაში სასამართლო რეფორმის არასრული
ხასიათის მიუხედავად რეაქციონერები მაინც ძველს მისტიროდნენ.
პროგრესული ინტელიგენცია რეფორმას მარცხნიდან აკრიტიკებდა.
მოითხოვდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას და მოსამართლეთა
არჩევითობას, რაშიც ყოველთვის პოულობდნენ რუსეთის პროგრესული
ინტელიგენციის მხარდაჭერას.
ამიერკავკასია_საქართველოს სინამდვილეში დიდი ასპარეზი მიეცა ყველაზე
დაბალი ინსტანციის სასამართლოს_მომრიგებელ-მოსამართლეთა ინსტიტუტს.
რეფორმატორების აზრით ეს გამოწვეული იყო მოსახლეობის განვითარების დაბალი
დონით. მომრიგებელ მოსამართლეს დაეკისრა სისხლის სამართლის საქმეებზე
წინასწარი ძიების ჩატარება, მცირე სისხლის სამართლის დანაშაულთა და
სამოქალაქო სამართლის საქმეთა გარჩევა. 2000 მანეთამდე ღირებულების
ფარგლებში. ერთ კაცს არ შეეძლო ამდენი საქმის გაძღოლა და მომრიგებელ

34
სასამართლოებში გაჩნდა მოხელეთა შტატი: მოსამართლის თანაშემწე, კანდიდატი,
ბოქაული და სხვა.
ამიერკავკასიაში ფართო გავრცელება ჰპოვა ადმინისტრაციული წესით დასჯამ.
1883 წ. მთავარმმართველს უფლება მიეცა, სასამართლოს გარეშე, 5 წლამდე ვადით
გადაესახლებინა საეჭვო პირი. უფრო მოგვიანებით მთავარმმართველმა უფლება
მიიღო ყაჩაღები, აჯანყებებში და მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში მონაწილე
პირები სამხედრო სასამართლოსათვის გადაეცა.
გ.თუმანიშვილი წერდა: ,, 60-იანი წლების ფორმათა ეპოქაში კავკასიის
ისტორიას ახასიათებდა ერთი შესანიშნავი თავისებურება... ამა თუ იმ კანონის
კავკასიაში გატარების საკითხის განხილვის დროს ყოველთვის მიიღებოდა
მხედველობაში ამ მხარის ,, ადგილობრივი თავისებურებანი”...
პირველ ხანებში მეფის მთავრობა გარკვეულ ნდობას უცხადებდა
ადგილობრივი მოსახლეობის ზედა ფენიდან გამოსულ კადრებს. ნიშნავდა მათ
საოლქო სასამართლოს წევრებად, მომრიგებელ მოსამართლეებად და
გამომძიებლებად. 1883 წლიდან სასამართლო დაწესებულებებში თანამდებობებზე
,,ტუზემცების “ მიღება ძალიან შეიკვეცა_მთავრობა აღარ ენდობოდა არარუსებს.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების სარგებლიანობა აღიარა თვით
თავადაზნაურთა უმრავლესობამაც. 1898წ. ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობამ
შეადგინა ,,ბარათი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების შესახებ. მომდევნო
წელს ანალოგიური ბარათი შეადგინა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამაც.
მაგრამ ამ მოთხოვნებს, პროგრესული ინტელიგენციის საქმიანობას წარმატება არ
მოჰყოლია. საქართველოს რევოლუციამდე არ ღირსებია ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო.

 საქალაქო რეფორმა

რეფორმამდელ ხანაში საქართველოსა და ამიერკავკასიის ქალაქებს განაგებდა


პოლიცია. გამონაკლისს წარმოადგენდა თბილისი სადაც ჯერ კიდევ 1841წ.
ჩამოყალიბდა ქალაქის საზოგადებრივი მმართველობა ქალაქის თავისა და 6 ხმოსნის
შემადგენლობით. მაგრამ მას თითქმის მხოლოდ გადასახადთა გაწერა-აკრეფა
ევალებოდა. ქალაქის მეურნეობას კი პოლიცია განაგებდა. მაგრამ XIX ს. 60-იანი
წლებისათვის თბილისის ბურჟუაზია მომძლავრდა . მეფისნაცვალი იძულებული
გახდა დაესვა ქალაქის წარმომადგენლობის სფეროს გაფართოების საკითხი. 1865
წლის ამქართა აჯანყებამ დააჩქარა ამ მიმართულებით ღონისძიებათა ჩატარება.
1866წ. შემუშავდა ახალი დებულება, რომლის საფუძველზე თბილისში შეიქმნა
ასხმოსნიანი საერთო კრება. გაფართოვდა მისი მოქმედების სფერო. იგი ერთი მხრივ
იცავდა ფეოდალთა წოდების ინტერესებს, მეორე მხრივ კი შესაფერის ადგილს
აძლევდა ბურჟუაზიას ქალაქის სამეურნეო საქმეების გადაწყვეტაში.
მაგრამ ეკონომიურად აღზევებული ბურჟუაზია და ინტელიგენცია მეტს
მოითხოვდა. 1870წ. 16 ივნისს ალექსანდრე II ხელი მოაწერა ბრძანებას ახალი
საქალაქო დებულების პრაქტიკულად გატარების შესახებ.

35
1870წ. დებულება ბურჟუაზიული ხასიათის იყო. იგი აუქმებდა ქალაქის
მოსახლეობის წოდებრივ დაყოფას და საარჩევნო თანრიგებს საფუძვლად უდებდა
არა მოქალაქეთა სოციალურ წარმოშობას, არამედ ეკონომიურ მდგომარეობას.
მოქალაქე მონაწილეობდა არჩევნაბში თუ აკმაყოფილებდა შემდეგ მოთხოვნებს: იყო
რუსეთის ქვეშევრდომი, შესრულებული ჰქონდა 25 წელი, ქალაქში ფლობდა უძრავ
ქონებას და იხდიდა შესაფერის გადასახადს, მასზე ითვლებოდა ითვლებოდა
გადასახადთა ნარჩენები.
მოსახლეობის ეკონომიური კატეგორიის შესაბამისად ყალიბდებოდა სამი
თანრიგი: მსხვილი, საშუალო და წვრილი მესაკუთრენი.
საქალაქო თვითმმართველობის განმკარგულებელ ორგანოს წარმოადგენდა
სათათბირო. სათათბიროს ხმოსანთა რაოდენობა ქალაქის სიდიდის შესაბამისად 42-
დან 150 კაცამდე მერყეობდა.
სათათბირო ირჩევდა თავის წინაშე ანგარიშვალდებულ გამგეობას, რომელსაც
ეკისრებოდა აღმასრულებელი ფუნქციები. გამგეობა სამი წევრისაგან შედფებოდა და
იგი ქალაქის თავის თავჯდომარეობით მოქმედებდა. საჭიროებისამებრ სათათბირო
გამოჰყოფდა მუდმივ ან დროოებით მოქმედ კომისიებს .
სათათბიროს ხმოსნები, ქალაქის თავი სა სხვა თანამდებობის პირები
აირჩეოდნენ ოთხი წლის ვადით.
1874წ. 30 ოქტომბერს უმაღლესი ბრძანებით მეფისნაცვალს წინადადება მიეცა
ამიერკავკასიაში 1870წ. საქალაქო დებულება გაეტარებინა იმ თანმიმდევრობით,
როგორც ადგილობრივი ვითარების შესაბამისად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა.
ყველაზე ადრე საქალაქო რეფორმა თბილისში გატარდა.1874წ. 18
ნოემბრისათვის დაინიშნა სათათბიროს ხმოსანთა არჩევნები. თბილისის მოსახლეობა
დიდი იმედით მოელოდა მას.
რეფორმის გატარებისას თბილისში ხმის უფლებით სარგებლობდა 4494 კაცი
(ე.ი. მოსახლეობის 4-5%). პირველი თანრიგის ამომრჩეველთა სიაში იყო 45 კაცი ,
მეორეში-221, ხოლო მესამე თანრიგში-4228. პირველი და მეორე თანრიგის
ამომრჩევლები ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 6%, სათათბიროში ირჩევდა 48
ხმოსანს, მესამე თანრიგის ამომრჩევლები (94%) კი 24 ხმოსანს.
1875-1878წწ. თბილისის სათათბიროში შედიოდნენ: აბესალომოვი, არღუთინსკი,
ი. ბაგრატიონ-მუხრანსკი, ი. გრუზინსკი, ი. ჯაყელი, ს. ზუბალაშვილი, ნ.
ზუბალაშვილი, მანთაშევი და სხვა.
მართვა-გამგეობას მიუჩვეველმა ბურჟუაზიამ პრივილეგიური წოდების
ამომრჩევლებთან ერთად ნდობა გამოუცხადა თავად-აზნაურთა ლიდერს, დიდ
სახელმწიფო მოღვაწეს დ. ყიფიანს და იგი ქალაქის თავად აირჩია.
ქ. ქუთაისში ახალი დებულების გატარებისათვის სამზადისი 1874წ. დაიწყო.
1875წ. 16 სექტემბრისათვის დაინიშნა ქუთაისის სათათბიროს ხმოსანთა არჩევნები. 1
დეკემბერს ლივადიის სასტუმროში ჩატარდა სათათბიროს პირველი სხდომა.
თავჯდომარე-მთავრობის მიერ დანიშნული ქალაქის თავი-ნ. აბაშიძე.
1876წ. ივნისში თვითმმართველობის ორგანოები ჩამოყალიბდა ქ. ახალციხეში
ქალაქის თავი უ. ხითაროვი.

36
ქ. ფოთმა მოგვიანებით მიიღო თვითმმართველობა 1882წ. ქალაქის პირველ
თავად არჩეულ იქნა გენ. მაიორი-ივ. ვახრამოვი.
თურქთა ბატონობისგან განთავისუფლების შემდეგ ქ. ბათუმი სწრაფად
იზრდებოდა და მალე გგადაიქცა საქართველოსა და ამიერკავკასიის მსხვილ
სავაჭრო-სამრეწველო ცენტრად. 1885წ. ბათუმის მოსახლეობის ზედა ფენამ
მოითხოვა საზოგადოებრივი თვითმმართველობის შემოღება. მაგრამ მეფის მთავრობა
არ ჩქარობდა. ბათუმმა მხოლოდ 1888წ. მიიღო თვითმმართველობა.
საზოგადოებრივი თვითმმართველობა არ შემოუღიათ და საპოლიციო
მმართველობა დარჩა ქალაქებში_ თელავი, სიღნაღი, ახალქალაქი, დუშეთი, სოხუმი,
ოზურგეთი და ყველა დაბაში.

თერგდალეულები
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დავით აღმაშენებლის შემდეგ საქართველოს არ
ჰყოლია იმაზე უფრო დიდი და მრავალმხრივი ეროვნული მოღვაწე, როგორიც იყო
ილია ჭავჭავაძე. დავით აღმაშენებელი ისეთ დროს მოევლინა საქართველოს, როცა იგი
თურქ-სელჩუკთაგან სრული წალეკვის საფრთხის წინაშე იდგა. მან თავისი ტიტანური
ენერგიითა პოლიტიკით, არათუ იხსნა საქართველო, არამედ ძლიერების არნახულ
მწვერვალზეც აიყვანა – მისი საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გასწია.
დავითის მიერ საძირკველჩაყრილმა საქართველომ ერთი საუკუნე იარა
თავისუფლებისა და დიდების გზით. თვით თამარის ოქროს საუკუნეს მან მისცა
დასაბამი.
ილია თავის პუბლიცისტურ წერილებშიც დიდ როლს ანიჭებდა წინაპართა
შეცდომების მხილებას. იგი წერდა: ისტორია იმითია დიდი, რომ გვიჩვენებს ჩვენ
წინაპართა ცთომილებას, მასთანვე გვასწავლის ჭკვას, როგორ უნდა მოვიქცეთ… თუ
წინსვლა და გამარჯვება გვინდა, ნაკლისა და ხარვეზის მხილებას არ უნდა
მოვერიდოთ… ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება
ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს… აბა, ის იქნება ნამდვილი საქებარი მამულის
მოყვარე და არა ის, ვინც მეტის-მეტად დამჟავებული სიყვარულისა გამო
ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა. ბოროტების აღიარება ნახევარი გასწორებაა…
ჩვენი ეროვნული და ზნეობრივი დაცემის საილუსტრაციოდ კიდევ უფრო
საგულისხმოა ილიას „ბედნიერი ერი“. პეტერბურგში სწავლამიღებულმა და
სამშობლოში მომავალმა ილიამ გზაშივე ჩამოაყალიბა ის ეროვნული მრწამსი,
რომელიც ქვაკუთხედად დაედო მთელ მის მოღვაწეობას. ეს იყო ოთხ სიტყვაში
ჩამოყალიბებული უდიდესი შინაარსის ფრაზა – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“-ო,
რითაც ის აზრი გამოახატა, რომ თუ საქართველომ დამოუკიდებელი არსებობა არ
დაიბრუნა, იგი აუცილებლად შთაინთქმება უკიდეგანო რუსულ მორევშიო.
მუდამ მტრის თანამდევ საქართველოს ერთი დადებითი მომენტი ახლდა ხოლმე
ყოველთვის. როგორც კი დადგებოდა მისი ყოფნა-არყოფნის ჟამი, თითქოს რაღაც
ღვთიური ძალა მსხნელად მოუვლენდა ხოლმე ზებუნებრივი ნიჭითა და
ფენომენალური ენერგიით დაჯილდოებულ ზეკაცს – ხან ფარნავაზს, ხან გორგასალს,
ხან დავით კუროპალატს, ხან აღმაშენებელს, ხან გიორგი ბრწყინვალეს და მათ შორის

37
ერისა და სარწმუნოების გადარჩენისათვის მებრძოლ წამებულებს – აბოს და გობრონს,
დავითს და კონსტანტინეს, ცოტნეს და დემეტერეს, თევდორეს და ქეთევანს, ბიძინას,
შალვას და ელიზბარს…
ამჯერად კი ღმერთმა, ვითარცა ეგვიპტის მონობიდან ებრაელთა გამომხსნელი
მოსე წინასწარმეტყველი, ქართველებს რუსი ასიმილატორებისაგან მსხნელად
ილია წინასწარმეტყველი მოუვლინა.
ოღონდ, ამ შემთხვევაში, ვერ განმეორდა ჩვენში ებრაელთა მსგავსი ის სასწაული,
რომელიც გაწმენდდა საქართველოს მონობას შეგუებული ქართველებისაგან. ილია
მოკლა სწორედ იმ ქართველობამ, ვინც რუსთა მონობაში დაიბადა და ვინც სასტიკად
ეწინააღმდეგებოდა ილიას მიერ რუსთა ტყვეობიდან საქართველოს გამოყვანას. ესენი
იყვნენ რუსული ყაიდის მარქსისტები.
ილია იყო ენციკლოპედიური ჭკუითა და ცოდნით დაჯილდოებული პიროვნება
– არა მარტო დიდი მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი, არამედ დიდი ენათმეცნიერიც,
ჩინებული ეკონომისტი და ფინანსისტიც, იურისტიც და ისტორიკოსიც, მეცნიერული
ცოდნით აღჭურვილი დიდაქტიკოსიც, სოციოლოგიც და კრიტიკული აზროვნების
ბრწყინვალე ოსტატიც, უბადლო ჟურნალისტი, ღრმად მოაზროვნე პოლიტიკოსი და
დიდი სახელმწიფო მოღვაწე – ზუსტად ისეთი, როგორიც იმ დროს საქართველოს
სჭირდებოდა.
ილიას დამსახურება ქართველი ერის წინაშე ჯეროვნად რომ შევაფასოთ,
უპირველესად უნდა გავიცნობიეროთ ქართველი ერის ის ყოფა , რა სახითაც იგი
დახვდა ილიას და მის დასს, მათი ასპარეზზე გამოსვლისას.
ილია ჭავჭავაძე, თერგდალეულთა დასით, შეუდგა იმ დიდ და ძნელ ბრძოლას
ვერაგ მტერთან, რასაც საქართველოს გადარჩენა ჰქვია. ილიამ თავისი ეროვნული
მრწამსი, ანუ უბოროტესი მტრისაგან საქართველოს ხსნის პროგრამა ასე ჩამოაყალიბა:
ჩვენის დაცემული ვინაობის აღდგენა… ამ იდეის განსახორციელებლად ილიამ,
უპირველეს ყოვლისა, პრესა აამოქმედა. ფრთხილი, არაფრის მაქნისი და
კონსერვატიული ჟურნალის – „ცისკრის“ საპირისპიროდ მან ეროვნული
იდეალებისათვის უკომპრომისო მებრძოლი ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ დააარსა
1863 წელს, რომელიც 1877 წლიდან ჯერ ყოველკვირეულ, ხოლო შემდეგ
ყოველდღიურ გაზეთად გადააკეთა „ივერიის“ სახელწოდებით. ამ გაზეთმა, უფრო
გვიან დაარსებულ გაზეთ „დროებასთან“ ერთად, რომელსაც ილიას თანამებრძოლები
– ჯერ სარგეი მესხი, ხოლო შემდეგ ივ. მაჩაბელი რედაქტორობდნენ, უდიდესი როლი
შეასრულეს თითქმის უკვე გადაგვარებული ქართული ეროვნული სულის
აღორძინებაში. ეს გაზეთები, უპირველეს ყოვლისა კი „ივერია“, წლების მანძილზე
ფარად ედგნენ ქართულ ენას, ქართულ სკოლას, ქართულ თეატრს და სრულიად
საქართველოს, უკიდურესი რეაქციის ხანაში.
მოწინავე ქართველ საზოგადოებაში ჩაისახა აზრი, რომ საკუთარი ეროვნული
ფინანსების შესაქმნელად დაარსებულიყო საადგილ-მამულო ბანკი, რომელიც თავიდან
აზრად მოუვიდა დიმიტრი ყიფიანს, და რომელიც, თავდაპირველი ჩანაფიქრით,
თავადაზნაურთა მამულების შენარჩუნების საქმეს უნდა მომსახურებოდა. ამ ფაქტის
შესახებ შემდგომში ნიკო ნიკოლაძე წერდა: თუ ადრე იგი თავადაზნურობის

38
კეთილდღეობის შესანარჩუნებლად იყო ჩაფიქრებული, თერგდალეულთა ხელში
ეროვნული ცხოვრების განახლების იარაღად გადაიქცა. ქართველთა სულიერი და
მატერიალური საქმიანობის ფუძე გახდაო.
მაგრამ ასეთი ბანკის დაარსება, არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა, ვიდრე ეს მისია თავის
თავზე არ აიღო ილია ჭავჭავაძემ, თუმცა ისიც არნახულ წინააღმდეგობას წააწყდა
რუსულ ბიუროკრატიისაგან, ბანკის წესდების დამტკიცების საკითხში. ამის გამო
აღშფოთებული ილია აი, რას სწერდა რუსი მოხელეების მისამართით საქართველოში
თავის მეუღლეს: „მე ამისთანა გულშეუტკივარი ხალხი არ მინახავს… რას უზამ
ამისთანა ხალხს, რომლებისთვისაც ღმერთს არც მოტვლეპილს კეფაში ტვინი ჩაუდვია
და არც მყრალს სულში გრძნობა. ღმერთმა დაიხსნას ყოველი ქრისტიანი ამათ
ბრჭყალებიან ხელში ჩავარდნისაგან. ვერ წარმოიდგენ, რა ხალხია, ღმეჭია, ღრეჭია,
ფლიდი და მურტალი“. ილიას ასეთ ხალხთან წელიწადნახევრიანი ბძროლა
დასჭირდა, მაინც არ მოეშვა და თავისი უდრეკი ხასიათის წყალობით მიზანს მიაღწია.
1871 წლის 28 მაისს ბანკის წესდება დაუმტკიცეს, ხოლო 1875 წლის დასაწყისში
თბილისის საადგილმამულო ბანკმა ფუნქციონირება დაიწყო.
1879 წლის 15 მაისს საფუძველი ჩაეყარა მეორე დიდ ეროვნულ
დაწესებულებას. ეს იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება“, რომელსაც დიდი შემწეობა აღმოუჩინა ილიას ქვისლმა – გენერალმა
სტაროსელსკიმ (კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწემ), ილიას ნათესაობის გამო.
საზოგადოების თავმჯდომარედ გრიგოლ ორბელიანის წინადადებით არჩეულ იქნა ამ
საქმის დიდი მოჭირნახულე – დიმიტრი ყიფიანი, მოადგილედ კი – ილია ჭავჭავაძე.
საზოგადოებას საბოლოოდ, 1885 წლიდან, სათავეში ჩაუდგა ილია და იგი
უცვლელად ედგა მას სიკვდილამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საზოგადოების დაარსებით მოპოვებულ იქნა უფლება
– ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე მიეღოთ დაწყებითი განათლება (ცხადია,
რუსულთან ერთად), წინააღმდეგობა მაინც ძალზე დიდი იყო კავკასიის სასწავლო
ოლქის იმგვარ „მზრუნველთა“ მხრიდან, როგორიც იყო იანოვსკი და სხვა მისთანა
რუსიფიკატორები. თუმცა, ეს ცალკეულ მოხელეთა თვითნებობა როდი იყო.
ყველაფერ ამას ხელმღვანელობდა მზაკვარი ხელისუფლება, ერთი ხელით რომ ამ
უფლებას აკანონებდა, მეორე მხრივ, საიდუმლო ინსტრუქციებით მის ცხოვრებაში
გატარებას სასტიკად ახშობდა. და მაინც, არაჩვეულებრივად დიდია წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების როლი რუსიფიკაციისაგან საქართველოს გადარჩენის
საქმეში – უპირველეს ყოვლისა, დაწყებითი ქართული სკოლების გახსნით და იმ
ბრძოლით, რასაც ის ეწეოდა იმისათვის, რომ შენარჩუნებულიყო იქ მშობლიურ ენაზე
სწავლება.
მაგრამ საქმე მარტო ქართული სკოლების გახსნით როდი მთავრდებოდა. საჭირო
იყო სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენა ისეთის სულისკვეთებით, რომელიც
ეროვნულ გრძნობებს გაუღვივებდა ქართველ მოზარდებს. ამ მხრივ ფასდაუდებელი
შრომა გასწია იაკობ გოგებაშვილმა „დედა-ენისა“ და „ბუნების კარის“ შედგენით. ეს
სახელმძღვანელოები, დღესაც რომ ქვაკუთხედად უდევს ქართული ენისა და
ლიტერატურის სახელმძღვანელოებს, არა მარტო იმითაა გამორჩეული, რომ მოზარდის

39
გონების გასახსნელად შესანიშნავადაა შერჩეული და დალაგებული გარემომცველ
ბუნებასთან (ფლორა, ფაუნა) და ცხოვრებისეულ სინამდვილესთან დაკავშირებული
თემები, რომელიც დიდ სიყვარულსა და სითბოს აღუძრავს ბავშვს საკუთარი
სამშობლოს მიმართ, არამედ თავისი ენციკლოპედიურობითაც. აიღეთ კერძოდ
„ბუნების კარი“, რომელიც ოთხი საგნის ცოდნას აძლევს ერთბაშად ბავშვს – ბუნების,
ლიტერატურის, გეოგრაფიისა და ისტორიისაც. თანაც დაუკვირდით, რა მარტივი
ენითა და რა ღრმა შინაარსითაა ყოველივე ეს გადმოცემული. ხომ დიდი იყო
გოგებაშვილის როლი, რუსული რეაქციის შემოტევის ჟამს, ქართული ენისა და
ქართული სკოლის დაცვისა და განვითარების საქმეში, მაგრამ როცა დადგებოდა
უმწვავესი პრობლემა, ამ მხრივ, ისიც სხვებთან ერთად, ილიას მიაკითხავდა ხოლმე
მძლავრი და საკადრისი პასუხის გასაცემად. ასე იყო, როცა რუსის პირწავარდნილმა
შოვინისტმა კატკოვმა ქართული დროშა შეგვიგინა ახლადაღორძინებულ ქართულ
თეატრში, დავით ერისთავის პიესის – „სამშობლოს“ წარმოდგენისას, და ასე იყო
მაშინაც, როცა მეორე შოვინისტმა იანოვსკიმ შემოგვიტია ქართული სკოლებიდან
ქართული ენის ამოსაძირკვავად.
პირველი, ვინც შეებრძოლა ილიას მისი ეროვნული მრწამსის გამო, ეს გახლდათ
მარქსისტი – ნოე ჟორდანია. ილიასთან კამათში იგი აცხადებდა: „არცერთ ხალხს ისე
ნაკლებად არ აინტერესებს ნაციონალური საკითხი, როგორც ქართველ ხალხსო“ –
ამიტომაო, ილიას „ამდენი ხნის მუშაობამ მუქთად ჩაიარა, მისი ნაციონალური დროშა
ხალხმა ერთი დაკვრით უარყო და მის ალაგას ააფრიალა ინტერნაციონალური
დროშა“-ო.
ჯერ ერთი, ილიასა და მისი დასის მუშაობა მიმართული იყო იქით, რომ ეხსნათ
საქართველო გარუსებისაგან. მათ ეს მისია ბრწყინვალედ შეასრულეს როგორც
საადგილმამულო ბანკის შექმნით, რაც იყო ეროვნული საქმის ფინანსური
დასაყრდენი, ასევე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით,
დაწყებითი ქართული სასწავლებლების გახსნით, ქართული ეროვნული პრესის
შექმნით დამთელი რიგი სხვა ღონისძიებებით მათ ნამდვილად იხსნეს საქართველო
გადაგვარებისაგან. ასე რომ, ილიას მუშაობას, ამ მხრივ, ფუჭად არ ჩაუვლია.
რაც შეეხება ინტერნაციონალიზმის მარქსისტულ დროშას, ესეც ააფრიალა არა
ქართველმა ხალხმა, არამედ ჟორდანიასთანა თეორეტიკოსებმა. ამ მხრივ მათ
მხოლოდ გულუბრყვილოთა მცირერიცხოვანი მასა მიიმხრეს დემაგოგიური
დაპირებით, რომ სოციალიზმის დროს მუქთა ჭამა-სმა გექნებათო! აი, ეს მასა იყო –
კერძოდ, გაზეთ „კვალის“ თანამშრომლები, რომელთაც ასეთი განცხადება გააკეთეს
ჟორდანიასა და ილიას შორის კამათთან დაკავშირებით: „ახალმოსულმა“ (ილიას
ფსევდონიმი იყო) დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნ. ჟორდანიასთან პაექრობა. საერთოდ,
რა უფლებით ბედავს იგი ეკამათოს ისეთ სასახელო მოღვაწეს, როგორიც არის ნ.
ჟორდანია. ბატონი ნ. ჟორდანია შრომობს მისდა სასახელოდ და ჩვენდა
სანუგეშებლადო“. ჟორდანიამ თავისი ყოვლად უმაქნისი პოლიტიკით საქართველოც
დაღუპა და თავადაც ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა.

40
ბუნებრივია, ილია თავისი ერუდიციის წყალობით, მათ შორის მიმდინარე
პოლემიკაში ჯობდა ნოე ჟორდანიას. ეს უკანასკნელი კი ცდილობდა,
მარქსისტისათვის დამახასიათებელი დემაგოგიით გაემტყუნებინა ილია.
მარქსისტთაგან, ჟორდანიამ პირველმა დაიწყო ბრძოლა ილიას წინააღმდეგ მისი ე
როვნულ-პატრიოტული პოზიციის გამო, იმის მტკიცებით, რომ – რის ეროვნება, რა
ეროვნება, – რის ტერიტორია, რა ტერიტორია, – რისი ენა, რისი მამული, ანდა რისი
სარწმუნოება – „კაცი სადაც კუჭს გაიძღებს, იქ ექნება მას სამშობლო“-ო (იხ.
მარქსისტიდასელებისადმი მიმართული აკაკის ლექსიდან – „გარეწრები“).
მაგრამ ჟორდანიას ამგვარი კამათი რაღაც ჩარჩოში მაინც იყო ჩამჯდარი და
ერთგვარად თავშეკავებულიც იმ ხულიგნურ და ყოვლად უნამუსო ცილისმწამებლურ
გამოხდომებთან შედარებით, რომელსაც შემდგომ მიმართა მესამე დასელთა
უმცირესობამ ფილიპე მახარაძის თაოსნობით.
ილიას იდეალი, უპირველეს ყოვლისა, იყო საქართველოს განთავისუფლება
უცხოთა ბატონობისაგან და დამოუკიდებლობის აღდგენა.
ილიასათვის უპირველესი საკითხი იყო ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა
და მხოლოდ ამის შემდეგ შიდაპრობლემების მოგვარება. ქართველი ურა-
მარქსისტებისათვის კი (მსოფლიოს ყველა ეროვნებისაგან განსხვავებით), ეროვნული
საკითხი არათუ არ არსებობდა, იმპერიიდან გამოყოფისა და დამოუკიდებელი
ქართული სახელმწიფოს აღდგენის თვალსაზრისით, არამედ დამღუპველადაც კი
თვლიდნენ ქართველთაგან ამგვარ მისწრაფებას, რადგან, ჯერ ერთი, მათი
იდეოლოგიით „პროლეტარებს სამშობლო არ გააჩნიათო“, და მეორეც, იმპერიიდან
საქართველოს გამოყოფა დაასუსტებს რუსეთის პროლეტარიატსო და ასე გათიშულები
ვეღარ შეძლებენ კლასობრივი მტრის დამარცხებას და ნანატრი – კომუნისტური
წყობის დამყარებას.

 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომი და საქართველო

მტრისაგან მიტაცებული მიწა-წყლის დაბრუნებისათვის სწ-რაფვა ქართველ ერს


არასოდეს განელებია. ისტორიული ქართუ-ლი ტერიტორიების გამოხსნის საკითხი
უფრო რეალური XIX საუკუნეში, ამიერკავკასიაში რუსეთის დამკვიდრების შემდეგ
გახ-და, რომელიც ოსმალეთის მთავარ მეტოქედ მოგვევლინა კავკა-სიაში
ბატონობისათვის ბრძოლაში.
XIX საუკუნის 70-იან წლებში ბალკანეთის პრობლემის გამ-წვავებამ რუსეთ-
თურქეთის მორიგი ომი გარდაუვალი გახადა. რუსეთი ტრადიციულად მხარს
უჭერდა ბალკანეთის სლავი ხა-ლხების განმათავისუფლებელ ბრძოლას. 1875 წელს
ბალკანეთზე დაწყებულ აჯანყებას ოსმალებმა მკაცრი დამსჯელი ღონის-ძიებებით
უპასუხეს. რუსეთი აჯანყებულთა დასაცავად გამოვიდა. ქართული პრესა კერძოდ კი
„ივერია~ და „დროება~ განსაკუთ-რებული ყურადღებით მიმოიხილავდა
ბალკანეთის საკითხის ირგვლივ შექმნილ ვითარებას, მისდამი ევროპის დიდი
სახელ-მწიფოების დამოკიდებულებას. გაზეთი „დროება~ მოწინავეში „ომის საქმე~
წერდა: „ოსმალეთი არც ერთ იმ წინადადებაზე არ დათანხმებულა, რომელიც

41
სტამბოლის კონფერენციამ წარუდგინა იმას. დიდ რჩევას გადაუწყვეტია, რომ
ოსმალოს მინისტრებმა სჯაც არ უნდა იქონიონ ამ ევროპის წარმომადგენელთა
წინადა-დებაზეო, თუ ჰსურთ, შეუძლიან იმ წინადადებაზე დაიწყონ კონფერენციის
წევრებმა მოლაპარაკება, რომელიც ჩვენ წარ-ვუდგინეთო. კონფერენციას ამაზე თავის
მხრივ უარი გამო-უცხადებია და ამნაირად ამის მოვალეობა გათავებულა,... კონფე-
რენცია დათხოვნილია... ევროპამ თავისი მოვალეობა აასრულა, უნდოდა ომი
აეცილებინა თავიდან, უნდოდა ოსმალოსა და რუს-ეთს შორის შეტაკება არ
მომხდარიყო, უნდოდა და ამ ჰაზრით სტამბულის კონფერენცია შეიკრიბა, მაგრამ....
ვერა გააწყო რა... კონფერენციის დაშლა მოასწავებს იმას, რომ რუსეთი და ოს-მალო
ახლა თავის ნებაზედ იქნებიან მიშვებულნი, შეუძლიათ პირდაპირ ომი
გამოუცხადონ ერთმანეთს...“
რუსეთ-ოსმალეთს შორის ომის დაწყების შემთხვევაში კავ-კასია ომის
ასპარეზად იქცეოდა. რა მოელოდა ამ შემთხვე-ვაში საქართველოს? საერთოდ
როგორი უნდა ყოფილიყო ქართვე-ლთა დამოკიდებულება მოსალოდნელი
ომისადმი. ამ კითხვაზე პასუხს იძლევა გაზეთ „დროებაში~ დაბეჭდილი ნ.
ნიკოლაძის წერილი „საქართველო_ომი თუ იქნა“: „აღმოსავლეთის ომი თუ ატყდა,
ბრძოლა მარტო რუსეთსა და ოსმალეთს შუა კი არ და-ბოლოვდება. მარტო ერთ
შემთხვევაში შესაძლებელია ამგვარი „ომის შემოსაზღვრა.~ თუ რუსეთმა
თავდაპირველშივე ხეირიანად დაამარცხა ოსმალეთის რაზმები, ისე რომ ოსმალეთს
ომის გაგ-რძელება აღარ შეეძლოს და თუ რუსეთის დიპლომატიამ იმ წამ-სვე
წარუდგინა ოსმალეთს ადვილად მისაღები მორიგების პირო-ბა, მაშინ
შესაძლებელია, რომ ომი ადვილად და მალე დაბოლოვ-დეს... თუ ბრძოლა
გაჭიანურდა... მაშინ კი ოსმალეთის ევროპელი მომ-ხრეები მისთვის აუცილებლად
თავს გამოიდებენ და ბრძოლა მთელს ევროპას მოედება.... ჩვენს ქვეყანას დიდი
სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა მოელის აღმოსავლეთის ომში.
საქართველოთი რუსეთი პირდაპირ შედისდა პოლიტიკური მნიშ-ვნელობა აქვს
ინგლისის თვალში....“. მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ დაადასტურა
ნ.ნიკოლაძის წერილში მოცემული ანალიზის უტყუარობა.
თუ როგორი პოზიცია უნდა დაეჭირა ქართველობას, ამას-თან დაკავშირებით ნ.
ნიკოლაძე წერდა: „ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი, სიკეთე და
მომავალი ჩვენს საკუთარს საქციელზეა დამოკიდებული. ნუ შევირცხვენთ დღემდე
პატივცე-მულ სახელს,... ნუ დავიმალვით სოროში. ჩვენი გონიერი, წესიერი და
პატიოსანი საქციელი მაღლა ასწევს საქართველოს სახელს და მტერსა და მოყვარეს
დაანახებს, რომ ჩვენი ხალხი სიყვა-რულის, პატივისცემის, მორიდების და
კეთილდღეობის ღირსია“ .
როცა რუსეთისა და ევროპის სახელმწიფოების დიპლომატიურმა ნაბიჯებმა
შედეგი არ გამოიღო, ალექსანდრე II 1877 წლის 12 (24) აპრილს კიშინიოვში ხელი
მოაწერა მანიფესტს ოს-მალეთთან ომის დაწყების შესახებ. ქართველი საზოგადოება
აღ-ტაცებით მიესალმა რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყებას, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ
მას „შედეგად მოჰყვებოდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თურქთა
ბატონობისაგან განთავისუფლება~. ომის დაწყებას „ივერია“ ასე ეხმაურებოდა: „12-ს

42
აპრილს ხელმწიფე იმპერატორმა კიშინიოვში მოაწერა ხელი უმაღლეს მანიფესტსა,
რომლითაც ომი გამოუცხადა ოსმალეთს და მხედ-რობას რუსეთისას, საზღვრებზედ
შეკრებილსა, ბრძანება მიეცა ოსმალეთის იმპერიაში შესვლისათვის... ეს ხმა
ელვაზედ უმალეს მოედო მთელს ქალაქსა და ყველანი მარტო ამას კითხუ-
ლობდნენ... ორს საათზედ მთელი სიონის სობორო აივსო ხალ-ხითა, კაცითა და
ქალითა..... ბანებზედ, ჩვეულებრივ ხალხი მოგ-როვდა...~. წერილი მოწოდებით
მთავრდე-ბოდა-„ჩვენც ხმალს ხელი უნდა ვიკრათ და ჩვენს ძმებთან ერთად სისხლი
ვღვაროთ“ ქართველთა ასეთი განწყობილების მიზეზს კარგად ხსნის პ.უმიკაშვილი
წე-რილში: „ ოსმალოს საქართველო:~ „ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე,
რომ ჩვენ ერთმანეთს კვლავ შევუერთდეთ, ერთმა-ნეთი ვიძ-მოთ და ჩვენდა
სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანას, რომ იგი არ ერჩის ადამიანის
სინიდისს და დიდი ხნის განშო-რებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თავის
პატიოსანს და ლმო-ბიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს, თვალში სიხარულის
ცრემლმორეული ქართველი და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის
უწინარეს ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუდრკება და თავს არ
შესწირავს მას, რის-თვისაც ორიათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა
დიდებულთა მამა-პაპათა. (აღსანიშნავია, რომ პ. უმიკაშვილმა ადრეც სათაურით
,,ოსმალოს საქართველო’’ არა-ერთი წერილი მიუძღვნა ოსმალეთის ქვეშ მყოფი
ქართული მხა-რეების (ისტორიული სამცხე-საათაბაგოს) ისტორიას, გეოგრა-ფიას,
იქაურთა ყოფა-ცხოვრებას, რითაც ფასდაუდებელი საქმე გააკეთა – ჯ.კ.).
საომარი მოქმედებების მსვლელობისას არსებითი მნიშ-ვნელობა ჰქონდა
ოსმალთა მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრები მაჰმადიანი ქართველების
პოზიციას, მით უფრო მხარდაჭერას. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა მათი
კეთილ-განწყობის მოპოვებას, მით უფრო, რომ ოსმალთა პროპაგანდა აქტიურად
ცდილობდა მოსახლეობა რუსეთის საწინააღმდეგოდ განეწყო.Kკავკასიის
მეფისნაცვალი, დიდი მთავარი მიხეილი, რო-მელიც იმავდროულად კავკასიაში
მოქმედი ჯარების მთავარ-სარდალიც იყო, ასე მიმართავდა აჭარისა და ქობულეთის
მოსახ-ლეობას:
,,აჭარისა და ქობულეთის მცხოვრებნო!
სრულიად რუსეთის ხელმწიფე იმპერატორმა ინება და ჯა-რი ჩემდამი
მონდობილის კავკასიის მხედრობისა მოდის თქვენს ქვეყანაში.
ჩვენმა კეთილის-მყოფელმა და კაცთმოყვარემ ხელმწიფემ ამოიღო ხმალი არა
იმისათვის, რომ დაჰსჩაგროს მშვიდობის-მოყვარე მცხოვრებნი... იგი გზავნის ჯარს
ჩაგრულთა დასაფარ-ველად და მჩაგვრელთა შესაკავებლად. ხელმწიფესა სურს და-
იცვას სიმართლე და პატივი.
მაშასადამე არც მუქარით მოდის თქვენს ქვეყანაში მხედ-რობა რუსთა
ხელმწიფისა და არც რაიმე შიში მოსდევს მას მშვიდობისმყოფელ მცხოვრებთათვის.
Nნუ გეშინისთ! Yყოველს თქვენგანს, რომელიც მტრად არ მოგვექცევა, ჩვენ მივიღებთ
მეგობრად, და მის ცოლშვილსა, ოჯახსა და ქონებასა ჩვენ თვი-თონ მფარველად
ვეყოლებით. რუსის ჯარის ყოფნამ თქვენს ქვე-ყანაში უნდა გვაშოროს ერთმანეთის
მტრობა-სიძულვილი და გუ-ლით შეგვათვისოს და დაგვაახლოვოს ჩვენ თქვენთან.

43
Hჰოი, ძენო კეთილშობილის ქართველის ტომისანო, ძმანო ყოველთვის ერთგულთა
და საყვარელთა ქვეშევრდომთა რუსის იმპერატორი-სათა” .
„ივერია„ და ”დროება„ მოიპოვებდა და აქვეყნებდა ომთან და-კავშირებულ
ყველა მნიშვნელოვან მასალას: ჯარების გადაად-გილების, მათი შეიარაღების,
სიმაგრეთა მშენებლობის შესახებ. ჯერ კიდევ ომის ოფიციალურად გამოცხადებამდე
ეხებოდა რა „ოსმალოს საქართველოს„ თემას „დროება’’ იუწყებოდა: „ტრაპი-ზონს
აქეთ სულ 50000 ბაში-ბუზუკი ჰყავს ოსმალეთს დამზადე-ბული. Yყველა ამათ ახალი
სისტემის თოფები აქვთ დარიგებული. თითონ ქობულეთში 4000 კაცი აკრიბეს,
ყველას აგრეთვე თოფები დაურიგეს. Aმას გარდა თითო სოფელში ჩაუში (უნტერ-
ოფიცერი) არის დაყენებული, რომელსაც კვირაში ორჯერ გამოჰყავს მილიციაში
ჩაწერილი კაცები და თოფის ხმარებასა და სხვა სამ-ედრო წესებს ასწავლის” . ომის
დაწყების შემდეგ ხშირად იბეჭდებოდა ცნობები მეომარ მხარეთა ჯარების
რაოდენობაზე–„სულ ევროპაში ოსმალეთს შეუძლიან გამოიყვანოს 263000 კაცი.
აზიაში შეუძლიან გამოიყვანოს 130000 კაცი (მათ შორის ყარსში–18000. ბათუმში–
16000, ერზრუმში– 20000, ბაიაზეთში–7000”. საომარი მოქმედებების აღწერისას
ვრცელი მასალები იბეჭდებოდა ბალ-კანეთის ფრონტის შესახებ, ხოლო კავკასიის
ფრონტზე გან-საკუთრებით შუქდებოდა ბათუმის მიმართულებით მიმდინარე ბრ-
ძოლები: „29 აპრილს გენერალ ოკლობჟიოს მოწინავე ჯარი მუ-ხაესტატედან
დაბრუნდა და ომით დაუჭერია ძალიან კარგად გა-მაგრებული ოსმალების მიერ
ხუცუბნის მაღლობი. Aამ ომში ოსმალებისა ბევრი კაცი დახოცილა. ჩვენი 12
ჯარისკაცი მო-უკლავთ. 1 მაისს ამ ხუც-უბნის მაღლობზედ, უწინდელს საქ-
რისტიანო ტაძრის ნანგრევებზედ ჩვენებს პარაკლისი გადაუხდიათ და ღვთისათვის
მადლობა შეუწირავთ გამარჯვებისათვის”. 1877 წლის შემოდგომაზე მეორედ დარჩა
სა-ჭირო ოსმალთაგან ხუცუბნის განთავისუფლება. „15 ნოემბერს დერვიშ ფაშამ
უეცრად დაიხია უკან ხუცუბნიდამ და იქ მხოლოდ მცირეოდენი ჯარი დასტოვა.
გამთენიისას პოლკოვნიკი ყაზბეგი სამი ბატალიონი ქვეითი ჯარით, 200 ცხენოსანი
ყაზახით და რვა ზარბაზნით მიადგა ხუცუბანს და დაატოვებინა იქ დარჩენილ
ჯარს ეს პოზიცია. ოსმალები მდინარე კინტრიშს გაღმა გაიქცნენ და ჩვენებმა
სამებამდინ და ციხისძირამდინ სდიეს იმათა” .
ოსმალეთთან ომში წარმატების შემთხვევაში რუსეთი გეგ-მავდა ყირიმის ომის
შედეგად დაკარგული სამხრეთ ბესარაბიის დაბრუნებას და ბათუმის შემოერთებას.
ბათუმი რუსებისათვის მნიშვნელოვანი Dდა სასურ-ველი მხოლოდ ნავსადგურით
როდი იყო. იგი არანაკლებ აინტე-რესებდათ სტრატეგიული თვალსაზრისით.
„დროება” მოწინავეში წერდა: „არზრუმის დამორჩილების შემდეგ (არზრუმი
რუსეთის ჯარმა 1877 წ. 6 ნოემბერს აიღო–ჯ.კ), ყველაზე პირველად ჩვენ ბათუმს
უნდა მივაქციოთ ყურადღება–ბათუმის დაპყრობა მარტო იმიტომ კი არ არის
ჩვენთვის საჭირო, რომ ეს ჩინებული ნავსად-გური ჩვენთვის დავინარჩუნოთ, არამედ
იმისთვისაც, რომ შემდეგ რიონის მხარეს აქედამ არასოდეს არავითარი შიში აღარ
ჰქონდეს . სწორედ ამიტომ კავკასიის ფრონ-ტზე რუსეთის სტრატეგიული გეგმის
ცენტრში ბათუმის საკითხი იდგა მიუხედავად ასეთი გეგმისა და არაერთგზის

44
შეტევისა, რუსეთის ჯარმა ციხისძირის გადალახვა და ბათუმის განთავისუფლება
ომის მსვლელობაში ვერ შეძლო.
ქართველობა ამ ომში არნახულ ენთუზიაზმს ავლენდა, გან-საკუთრებით
აქტიურობდნენ გურიის მცხოვრებნი. ,,დროება’’ წერ-და: ,,გურულები ძალიან
მხნეობასა და შესამჩნევ სურვილს ბრძოლაში მონაწილეობისას იჩენენ. Aამას წინათ
რამდენიმე 12-16 წლის ყმაწვილები მივიდნენ თურმე ჯარის უფროსთან და ით-
ხოვეს, რომ საცა ჩვენი მამები და ძმები არიან, ჩვენც იქ უნდა ვიყვეთო. თოფი
მოგვეცით და ჯარში ჩაგვაყენეთო.
რუსეთის წარმატებებმა ბალკანეთსა და კავკასიაში ოსმალე-თი აიძულა ზავი
ეთხოვა. 1878წლის 19 თებერვალს (3 მარტს) სან-სტეფანიაში ხელი მოეწერა დროებით
საზავო ხელშეკრულებას, რომლის XIX სტატიით ოსმალეთს ევალებოდა გადაეხადა
რუ-სეთისათვის 1410 მლნ. მანეთი. Mმაგრამ მძიმე ფინანსური მდგომა-რეობის გამო
რუსეთის იმპერატორი თანხმდებოდა დიდი ნაწილი (1. 100 მლნ. მანეთი) შეეცვალათ
ტერიტორიული დათმობებით, მათ შორის რუსეთს ეძლეოდა კავკასიაში – არდაგანი,
ყარსი და ბთუმი შეთანხმების აღნიშნული პუნქტი ძალაში დატოვა ბერლინის
კონგრესმაც. რუსეთის ჯარებს დიდი წარმატებები ჰქონდა ბალკანეთში, სადაც აიღეს
პლევნა და კონსტანტინოპოლს მიუახლოვდნენ. გადამწყვეტი წარმატება იქნა
მიღწეული კავკასიის ფრონტის ძირითად მიმართულებაზე _აღებულ იქნა ძლიერი
ყარსის ციხესიმაგრე. ყარსისა და პლევნის დაცემის შემდეგ ოსმალეთმა დაჰკარგა
ომის წარმატებით დასრულების იმედი და ევროპის სახელმწიფოებს მიმართა
რუსეთთან საზავო მოლაპარაკებაზე შუამდგომლობის თხოვნით .
რუსეთის მხარემ თავისი მოთხოვნები გადასცა მოწინააღმდეგე მხარეს,
ოსმალეთს უნდა დაეტოვებინა არზრუმი, ბაიაზეთი და ბათუმი. მოლაპარაკებებისას
გრძელდებოდა საომარი ოპერაციები, რომელშიც წარმატებით შეტევას განაგრძობდა
რუსეთის არმია. ამან აიძულა სულთანი დაეკმაყოფილებინა გამარჯვებულის
მოთხოვნები. 19 (31) იანვარს ადრიანოპოლში მხარეებმა ხელი მოაწერეს ომის
შეწყვეტისა და მომავალი საზავო ზელშეკრულების საფუძველებზე შეთანხმებას .
1878 წლის თებერვალში სან-სტეფანოში დაიწყო საზავო ხელშეკრულებაზე
მოლაპარაკება. რუსეთის მხარეს წარმოადგენდა ნ. იგნატიევი და პ. ნელიდოვი,
ხოლო ოსმალთა მხარეს საფვეტ-ფაშა და სადულაჰ-ფაშა. ოსმალეთის დიპლომატები
ცდილობდნენ გაეჭიანურებინათ მოლაპარაკების პროცესი, რადგან იმედოვნებდნენ
წინასწარი შეთანხმების პირობების გადასინჯვას ევროპის ქვეყნების მხარდაჭერით.
თავის მხრივ რუსული დიპლომატიაც ხვდებოდა, რომ ხელშეკრულების გაფორმება
აიძულებდა ევროპას ეცნო მისი პირობები. რამდენიმე დღის დაძაბული
დაპირისპირების შემდეგ, 1878 წლის 19 თებერვალს (3 მარტს) გაფორმდა საზავო
ხელშეკრულება, რომლის პირობები სავსებით შეესაბამებოდა გამარჯვებული
რუსეთის ინტერესებს.
სან-სტეფანოს საზავო პირობებით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ვითარება
რუსეთის მოთხოვნების შესაბამისად წყდებოდა – სერბია, ჩერნოგორია და
რუმინეთი დამოუკიდებლობას ღებულობდა. ბულგარეთს ენიჭებოდა სამთავროს
სტატუსი (დამოუკიდებელი მთავრობით) ოსმალეთის მფარველობაში.

45
ომის შედეგად მიღებული ზარალისათვის რუსეთმა მოითხივა და ბრწყინვალე
პორტა ვალდებულობას ღებულობდა გადაეხადა:
ა) 900 მილიონი მანეთი სამხედრო ხარჯებისათვის (არმიის შენახვის,
სურსათის, სამხედრო დაკვეთების ხარჯები)
ბ) 400 მილიონი მანეთი რუსეთის სამხრეთზე მიყენებული ზარალისათვის
(ვაჭრობაზე, მრეწველობასა და რკინიგზაზე მიყენებული ზიანისათვის)
გ) 100 მილიონი მანეთი კავკასიაში შეჭრის დროს მიყენებული ზარალისათვის
დ)10 მილიონი მანეთი თურქეთში რუსეთის ქვეშევრდომებსა და რუსულ
დაწესებულებებზე მიყენებული ზიანისათვის.
სულ ათას ოთხას ათი მილიონი მანეთი .
ითვალისწინებდა რა ოსმალეთის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას და სულთნის
სურვილს, იმპერატორი დათანხმდა გადასახდელი თანხის დიდი ნაწილის
სანაცვლოდ მიეღო ტერიტორიული დათმობები. ოსმალეთი გადასახდელი თანხის
2/3 სანაცვლოდ უთმობდა რუსეთს სამხრეთ ბესარაბიას, ხოლო კავკასიაში ყარსს,
არდაგანს, ბაიაზეთსა და ბათუმს . აღნიშნული ტერიტორიები ეძლეოდა რუსეთს
ათას ასი მილიონი მანეთის სანაცვლოდ .
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების XXI სტატიით რუსეთისათვის
გადაცემული ტერიტორიების მოსახლეობას, რომელთაც სურვილი ექნებოდა
გადასახლების, შეეძლოთ გაეყიდათ თავისი უძრავი ქონება ხელშეკრულების
რატიფიკაციიდან 3 წლის განმავლობაში.
ამგვარად, რუსეთმა აიძულა თურქები დაეთმოთ ის ტერიტორიები, რომელზეც
საუბარი იყო პირველი კავკასიური პროექტით: ბათუმი, ყარსი, ბაიაზეთი და მთელი
ტერიტორია სოღანლუღის მთების ჩათვლით .
სან-სტეფანოს საზავო პირობები რუსეთის სერიოზულ წარმატებებს აკანონებდა,
როგორც ბალკანეთში, ისე კავკასიაში.. რაც მიუღებელი იყო ევროპის
სახელმწიფოებისათვის, განსაკუთრებით ინგლისისათვის. მას მხარს უჭერდნენ
ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთი. ევროპის სახელმწიფოთა უკმაყოფილება მხოლოდ
პროტესტით არ შემოიფარგლებოდა, მათ ომისათვის დაიწყეს მზადება. პრემიერ-
მინისტრ ბიკონსფილდის (დიზრაელის) შუამდგომლობით დედოფალმა ვიქტორიამ
1878 წლის მარტის ბოლოს თადარიგში მყოფთა მობილიზაცია გამოაცხადა.
ინგლისის გემები დარდანელისაკენ დაიძრნენ . რუსეთი ახალი დიდი ომის
საფრთხის წინაშე აღმოჩნდა – ამიტომ დათანმხმდა სან-სტეფანოს საზავო პირობების
გადასინჯვას ევროპის სახელმწიფოთა კონგრესზე. რუსეთის ხელისუფლებამ თავის
ელჩს ინგლისში გრაფ შუვალოვს დაავალა დაეზუსტებინა თუ რა დათმობებს
მოითხოვდა ინგლისი რუსეთისაგან. 1878 წლის 18 (30) მაისს ლონდონში შუვალოვმა
და სოლსბერიმ ხელი მოაწერეს ინგლის-რუსეთის შეთანხმებას სან-სტეფანოს
ხელშეკრულების ცვლილებების თაობაზე. `ეს შეთანხმება განსაზღვრავდა რუსეთის
დათმობებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამიერკავკასიაზე მოდიოდა .
თურქეთს უბრუნდებოდა ალაშკერტის ველი, არზრუმი და ბაიაზეთი, მაგრამ
ინგლისი ამ წარმატებას არ დასჯერდა და 4 ივნისს ოსმალეთთან გაფორმებული

46
ხელშეკრულებით ვალდებულობას ღებულობდა საჭიროების შემთხვევაში სამხედრო
ძალით დახმარებოდა მას.
ასეთ ვითარებაში, 1878 წლის 1 (13) ივნისს ბერლინში გაიხსნა ევროპის
სახელმწიფოთა კონგრესი, რომელსაც უნდა გადაესინჯა სან-სტეფანოს ზავის
პირობები. ესწრებოდნენ რუსეთის, თურქეთის, ინგლისის, გერმანიის, ავსტრია-
უნგრეთის, საფრანგეთისა და იტალიის დელეგაციები. კონგრესის მსვლელობისას
გამოირკვა, რომ რუსეთი ფაქტიურად საერთაშორისო იზოლაციაში მიექცა და
იძულებული გახდა სერიოზულ დათმობებზე წასულიყო. განსაკუთრებით
სერიოზული წინააღმდეგობა წარმოიშვა ბათუმის საკითხის გამო. ინგლისს არ
სურდა ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეკონომიკური ცენტრი რუსეთს
გადასცემოდა. საბოლოოდ ბათუმი რუსეთს გადაეცა პორტო_ფრანკოს –
თავისუფალი სავაჭრო ნავსადგურის სტატუსით. ინგლისის დელეგაცია დათანხმდა
ბათუმის პორტო-ფრანკოდ გამოცხადებას იმ მიზნით, რომ მომავალში ქალაქი
რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო და ეკონომიკური შეტევისათვის გამოეყენებინა .
მაგრამ ბათუმი ჯერ კიდევ ოსმალთა ხელში რჩებოდა. ბათუმის გადაცემის
საკითხის საბოლოოდ შესათანხმებლად შედგა რუსეთ-ოსმალეთის ერთობლივი
კომისია. შერეული კომისიის სხდომა გაიმართა ქალაქ ქუთაისში 12-20 აგვისტოს.
ოსმალეთის მხარე კისრულობდა ბათუმიდან ჯარები გაეყვანა 25 აგვისტოსათვის.
შეთანხმების მიხედვით რუსეთს უნდა დაეკავებინა ჩურუქსუ, სამება და კვირიკე –
17 აგვისტოს, ციხისძირი 21 აგვისტოს, ჩაქვი – 24 აგვისტოს. რუსეთს უნდა
გადასცემოდა სახელმწიფო დაწესებულებათა დოკუმენტები და არქივები.
მიუხედავად შეთანხმებისა ოსმალებმა გაიტაცეს ისინი. 19 აგვისტოს რუსეთის
ჯარებმა დაიკავეს ქობულეთი, (ჩურუქ-სუ) . 25 აგვისატოს 11 საათზე რუსთა და
ქართველთა ჯარი ბათუმში შევიდა. იმავე დღეს რუსთა მეორე კორპუსი ტრეიტერის
მეთაურობით შევიდა ხულოში, ფურტიოში, ჭვანაში და დაიძრა ბათუმისაკენ
სვიატოპოლ-მირსკის ჯარებთან შესაერთებლად . თურქთა უკანასკნელი ნაწილები
დევრიშ ფაშას სარდლობით ბათუმს ტოვებდა. კავკასიის მეფისნაცვალმა დიდმა
მთავარმა მიხეილ ნიკოლოზის ძემ იმპერატორ ალექსანდრე II დეპეშით მიულოცა:
`Имею счастье поздравить ваше императорское величество с занятием Батума~ .
ბათუმის მშვიდობიანად განთავისუფლებას ასე ეხმაურებოდა `ივერია~: `აი,
ბათუმიც დაუცალა ოსმალებმა რუსეთს და მადლობა ღმერთს არავითარი
ვაივაგლახი და სისხლის ღვრა არ მოჰყვა ამ გარემოებას. . . დრო არის დამშვიდდეს
და ცოტა მაინც დალაგდეს ცხოვრება. მშვიდობიანობას, ნამდვილ მშვიდობიანობას
თანდათან ფეხი შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში და უნდა ვინატროთ, რომ დიდი ხნით
მაინც გვეწვიოს, თუ არა სამუდამოდ .
აჭარის განთავისუფლებას და დედა სამშობლოსთან დაბრუნებას აღტაცებით
მიესალმა ქართული მოწინავე ინტელიგენცია. ი. ჭავჭავაძე წერდა: ` ბერლინის
ხელშეკრულებამ ჩვენ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა... ჩვენი ძმები, ჩვენი
სისხლხორცი, ჩვენთან ერთად მებრძოლნი შავი ბედისა, ჩვენი გმირების ბუდე,
ჩვენი ძველი საქართველო, ჩვენი განათლებისა და სწავლების აკვანი, დღეს ჩვენ
შემოგვიერთდა~ .

47
მიუხედავად ცარიზმის დამპყრობლური გეგმებისა, 1877-1878 წლის რუსეთ-
თურქეთის ომის შედეგად ბათუმისა და აჭარის განთავისუფლება უდიდესი
მნიშვნელობის ისტორიული მოვლენა იყო. ასრულდა ქართველი ხალხის
საუკუნოვანი ოცნება – მისი ძირძველი მხარე დედა საქართველოს დაუბრუნდა.

48

You might also like