You are on page 1of 15

1. მოკლედ დაახასიათეთ რუსული მმართველობა კაკ-ელისენში.

ზაქათალის ოკრუგი 1860წლამდე ჭარ-ბელაქნის ოკრუგად იწოდებოდა. მეფისნაცვალმა


ალექსანდრ ბარიატინსკიმ გადააკეთა ის, დაბა ზაქათალი ქალაქად გამოცხადდა, ეს ოკრუგი
თბილისის გუბერნიას ჩამოშორდა და ზემო დაღესტნის ოლქის უფროსს დაექვემდებარა, ამან
განაპირობა აქ მუსლიმანონის გავრცელება და საქართველოს სხვა ნაწილებისგან
კულტურულად ჩამოშორება. ბარიატნსკის აზრით, ზაქათალის მაცხოვრებლები
კულტურული დონით მზად არ იყვნენ სამოქალაქო მმართელობისთვის, რაც იყო მიზეზი
თბილისისგან გამოყოფის. ოკრუგის სათავეში რუსი ოფიცერი დააყენეს, მას მაზრის
უფროსის უფლებები მიანიჭეს. ოკრუგის უფროსი ყველა საქმეს მართავდა. ოკრუგი სამ
უბნად იყოფოდა, რომელსაც უბნის უფროსი ედგა სათავეში, ისეთივე უფლებებით, რაც
უბნის მსაჯულებს სხვა მაზრებში ჰქონდათ. ახალ ზაქათალას პოლიცია განაგებდა. ისინი
ყველა ოკრუგის უფროს ემორჩილებოდნენ. სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები იყვნენ ქევხები და ყადიები, ისინი ადგილობრივი ადათის მიხედვით
მცირე საქმეებს არჩევდნენ, იყო სიტყვიერი სასამართლო. 1883წელს ოკრუგი სამხედრო
მმართველობიდან გამოვიდა და კავკასიის მეფისნაცვალს დაექვემდებარა. საბჭოთა კავშირის
შექმნამდე ზაქათალის ოლქის კუთვნილებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანი და
საქართველოს შორის დავა მიმდინარეობდა, საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს სადაო
ტერიტორია აზერბაიჯანს გადასცეს.

2. მესხების რეპატრიანტული მოძრაობა და თანამედროვე მდგომარეობა

1555 წლის ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყო:


აღმოსავლეთ საქართველო ერგო სპარსეთს, დასავლეთი - ოსმალეთს. სამცხე-
საათაბაგოც (მესხეთი) ორად დაინაწილეს: მისი სამხრეთი ნაწილი: ტაო-კლარჯეთი,
შავშეთი, ერუშეთი რჩებოდა ოსმალეთს, ხოლო ჩრდილოეთი - სამცხე-ჯავახეთის სახით
ირანს. სამცხეჯავახეთის ბედი გადაწყდა 1578 წელს, ჩილდირის ბრძოლაში, სადაც
ოსმალებმა ირანელები დაამარცხეს და მესხეთის ჩრდილოეთი ნაწილიც ხელში
ჩაიგდეს. ახლად შემოერთებულ სამცხე-ჯავახეთს 1579 წელს „ჩილდირის საფაშო“
უწოდეს და შეუერთეს უფრო ადრე მიტაცებული მესხეთის სამხრეთ ტერიტორიას,
რომელსაც „გურჯისტანის ვილაიეთ“-ს უწოდებდნენ. ამის შემდეგ, თურქეთის
შემადგენლობაში გაერთიანებული მესხეთის ტერიტორიაზე, ერთი უმაღლესი
ადმინისტრაციული-სამმართველო ერთეული - ახალციხის საფაშო ჩამოყალიბდა. 1828-
1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დასრულებისას, ადრიანოპოლის სამშვიდობო
მოლაპარაკების საფუძველზე, რუსეთმა ახალციხის საფაშოს ნაწილი შეიერთა, ანუ მის
მფლობელობაში აღმოჩნდა საფაშოს ტერიტორიაზე არსებული 24 სანჯაყიდან - 10. ეს
უკანასკნელი მოიცავდა ახლანდელი ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის და
ნინოწმინდის რაიონებს (სამცხე ჯავახეთს), ხოლო მესხეთის დანარჩენი ნაწილი კვლავ
თურქეთს დარჩა. ზავის ერთ-ერთ პირობას, მაჰმადიანი მოსახლეობის მესხეთიდან
თურქეთში გადასახლება წარმოადგენდა. ზავის ამ ნაწილის შესრულებაში
განსაკუთრებით აქტიურობდა თურქული მხარე, მაგრამ ეს ვარიანტი არანაკლებ
ხელსაყრელი აღმოჩნდა რუსეთისთვისაც. თუკი თურქეთი ერთმორწმუნე მუსლიმ
ქართველებს თავის მიწა-წყალზე დაასახლებდა, მათ მიერ გათავისუფლებულ მიწებზე
რუსეთს შეეძლო სურვილისამებრ დაესახლებინა უკვე მისი ერთმორწმუნე და საჭირო
შემთხვევაში დასაყრდენი ძალა. გადასახლებულთა საცხოვრებელ ადგილებზე,
ჯავახეთში, 1830 წელს მთავარმართებელმა პასკევიჩმა 30000 სომეხი ლტოლვილი
ჩამოასახლა არზრუმიდან და ყარსიდან. რუსეთმა ახლად შემოერთებულ მხარეში
ძალაში დატოვა „შარიათი“ და მუსლიმური სალოცავებიც, სადაც ღვთის მსახურებს
ანატოლიიდან იწვევდნენ. მაჰმადიანი მესხებს გვარებსაც უცვლიდნენ. 1944 წლის 15
ნოემბერს, ერთ ღამეში 220 სოფელი მესხებისგან დააცარიელეს და ცენტრალური აზიის
შორეულ გზას გაუყენეს. ერთი თავისებურება, რაც ამ გასახლებას ახლდა, იყო ის, რომ
ეროვნული ნიშნით გადასახლებას ექვემდებარებოდა ყველა მაჰმადიანი მესხი, გარდა
აღნიშნულ ეროვნებათაგანს მიკუთვნებული მდედრობითი სქესის პირებისა, რომლებიც
კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან. მათთვის
ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა მკაცრი საკომენდანტო რეჟიმი დააწესეს,
რაც ნებისმიერი მესხის თვითნებური გადაადგილების შემთხვევაში, მისი სისხლის
სამართალში მიცემას გულისხმობდა. საბჭოთა ხელისუფლებამ და ჩვენმა პარტიამ მე-
20 ყრილობის შემდეგ (1956 წ.) ჩეჩნები, ინგუშები, ყარაჩაელები, ბალყარები და სხვა
გადასახლებული ხალხი სამშობლოში კვლავ დააბრუნა. 1948 წელს საქართველოდან
გადასახლებულმა ბერძნებმაც (ურუმებმა) 1956 წელს დაბრუნების უფლება მიიღეს.
დეპორტირებული მესხებისთვის ვითარება შედარებით გაუმჯობესდა საბჭოთა კავშირის
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 28 აპრილის ბრძანებულებით, რომლითაც
ისინი სპეცგადასახლებულთა აღრიცხვიდან მოიხსნენ და მიეცათ შესაძლებლობა
გადაადგილებულიყვნენ და ეცხოვრათ საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ადგილზე, გარდა
სამშობლოსი. საკომენდანტო მეთვალყურეობისაგან გათავისუფლებისთანავე მათ ხელი
იძულებით მოაწერინეს მიმართვისთვის სადაც აღნიშნული იყო, რომ თითქოს
დეპორტირებული მოსახლეობა თანახმა იყო უარი ეთქვა სამშობლოში დატოვებულ
ქონებასა და კანონიერ უფლებებზე.
ატარებს.
3. მოკლედ დაახასიათეთ ლორე-ტაშირის ქართული ძეგლები: ახტალის მონასტერი და
ქობერი
ახტალის მონასტერი_ X საუკუნის სამონასტრო კომპლექსი სოფელ ახტალაში, ლორეს
პროვინციაშო. ამჟამად უმოქმედო ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მომასტერი. ეს
ციხე-სიმაგრე ასრულებდა დაცვის როლს საქართველოს სამხრეთი საზღვრისთვის და
წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახულ ფორტიფიკაციას. ახტალაში
საეპისკოპოსო კათედრის დაარსების ისტორია ვახტანგ გორგასლის სახელთანაა
დაკავშირებული. მან აქ დაარსა აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა და ეს იყო ქართლის ერთ-
ერთი უმნიშვნელოვანესი სასულიერო კერა დიდი ხნის მანძილზე. აღსანიშნავი ფაქტია რომ
ახტალის ტაძარში კარგადაა შემონახული ფრესკები. მოგვიანებით მას იყოფდნენ სომეხთა
ბაგრატუნები და ქართველთა სამეფო. მონასტრის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი უკავშირდება
მხაგრძელთა საქტიტორო მოღვაწეობას. მას კავკასიაში მართმადიდებლური ეკლესიების
ცენტრის მნიშვნელობაც ჰქონდა მინიჭებული. წარმოადგენდა ადგილობრივი -
მელიქიშვილების განსასვენებელს. ხოლო XX საუკუნის ოციანი წლებიდან ახტალა ამ
მხარეში არსებული ახვა ქართულ ეკლესია-მომასტრებთან ერთად სომხეთის საბჭოთა
რესპუბლიკის ტერიტორიას მიაკუთვნეს. ამის შემდეგ აქ უმუშავიათ სომეხ მეცნიერებებსა და
რესტავრატორებს, არქიტექტურისგან განსხვავებით ფრესკების რესტავრაციისას
პროფესიონალიზმის ნაკლებობამ ისინი უმეტესწილად დააზიანა.
ქობერი ადრეულ შუა საუკუნეებში დაარსებული მონასტერი. შედიოდა კვირიკიანთა სამეფო
წარმომადგენელთა მფლობელობაში და როდესაც ქართველთა XIII საუკუნის შუახანებში
სომხებისგან ისევ ქართველების ხელში გადადის მერე იწყება ქობერში აქტიური და
ფართოშემებლობა. შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი. აქ მრავლადაა ქართული
საქტიტორო წარწერები, ქართულწარწერიანი საფლავები მათი კუთვნილება
დაკავშორებულია მხაგრძელთა ოჯახის წევრებზე და აქ მოღვაწე პირებზე. ვახუშტი
ბატონიშვილის დროიდან ეს ადგილი სომხებს უკავიათ. აქ მთავარი ეკლესიისგან
განშორებით პატარა ეკლესიაზე 4 სომხური წარწერა მოიპოვება. ხოლო მთავარ ეკლესიაზე
არსებული წარწერები ეკუთვნის მანდატურთუხუცეს შანშე მხარგრძელს და მის შვილებს ბერ
გიორგის, რომელმაც განაახლა მონასტრის მთავარი ტაძარი, ასევე მხარგრძელს და მის
მეუღლე ვანენს.
4. მოკლედ აღწერეთ დაუდ-ფაშა გურჯის (მანველიშვილი) ცხოვრება და მოღვაწეობა
დაუდ ფაშა იყო ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი, წარმოშობით ქართველი. დაიბადა
1774 წელს ქვემო ქართლში. მას აქტიური კავშირები ჰქონდა ისტორიულ სამშობლოსთან.
მისი ოჯახი ორბელიანების ყმები იყვნენ. მცირე ასაკში ტყვეებით მოვაჭრეებმა გაიტაცეს და
ბაღდადის ფაშასთან მიიყვანეს. დაუდმა სასწავლებელში ყოფნისას კარგად აითვისა როგორც
საბრძოლო საქმე ისე კანონმდებლობა, აღმოსავლური ენები - სპარსული, თურქული,
არაბული. ფაშამ მას თავისუფლება უბოძა და ბეჭდის მცვლეად დანიშნა. მოგვიანებით
ხაზინა ჩააბარა და ასულიც შერთო ცოლად. 1817 წელს დაუდ გურჯს ერაყის სულთნისა და
ბაღდადის ხალიფას ტიტული მიენიჭა. დაუდ ფაშას მმართველობის პერიოდში გაიყვანეს
სარწყავი არხები, დაიწყეს ბამბის, შაქრის ლერწმის მოყვანა. შენდებოდა მანუფაქტურები.
დაუდ ფაშა პროტექციონისტულ ეკონომიკურ პოლიტიკას მიმართავდა შიდა წარმოების
გასაუმჯობესებლად. შექმნა სამდინარო და საზღვაო ფლოტი, ააგო ბიბლიოთეკები, სკოლები,
მეჩეთები, საავადმყოფოები, ბაზრები, მოეწყო პირველი სტამბა. გადარტდა სამხედრო
რეფორმა და ჯარი ევროპულ ყაიდაზე გადავიდა. 1830 წელს დაუდ ფაშა სულთანს აუჯანყდა,
თუმცა შავი ჭირის გამო მისი ჯარი თითქმის მთლიანად განადგურდა და იძულებული გახდა
კვლავ სულთნის მორჩილებაში ყოფილიყო. ის გადაასახლეს და 1834 წელს ბოსნიის
მმართველად დანიშნეს. 1838-39 წლებში იყო იმპერიის სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარე.
1839 წლიდან ანკარის გამგებელი. 1845 წელს მან საერო სამსახურს თავი დაანება და 70 წელს
გადაცილებული 1851 წელს მედინაში წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად
გარდაიცვალა.
5. საბჭოთა კავშირი და მაჰმადიანი მესხები; მესხთა დეპორტაცია
საბჭოთა კავშირმა მესხები თურქულენოვან უმცირესობად აღიარა. გაიხსნა აზერბაიჯანული
სკოლები, თანამდებობებზეც აზერბაიჯანელები ინიშნებოდნენ, ჟურნალ-გაზეთები
აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცემოდა. ამან გამოიწვია ის რომ ახალქალაქი და ახალციხე
მხოლოდ ნომინალურადღა შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. 1926 წელს მიიღეს
ბრძანება, რომლის მიხედვითაც მესხები გვარების გარეშე უნდა ჩაწერილიყვნენ. ქართული
გვარებით ვერ მოხდებოდა მათი “გაააზერბაიჯანელება”. 1944 წელს ერთ ღამეში მესხთა 220
სოფელი დააცარიელეს და იქ მცხოვრებები ცენტრალურ აზიაში - უზბეკეთში, ყაზახეთში,
ყირგიზეთში გადაასახლეს. გადასახლებულთა რაოდენობა 100 000-ს გადააჭარბა. 1956 წელს
გამოიცა ბრძანებულება და მესხებს მოეხსნათ გადასახლებულთა სტატუსი. მათ მოინდომეს
სამშობლოში დაბრუნება, თუმცა საქართველოს სსრ-მ მათ უარი უთხრა. საბოლოოდ ისინი
აზერბაიჯანში ჩასახლდნენ. 1962 წელს თბილისში ჩამოსულმა მოღვაწეებმა დააარსეს
დროებითი კომიტეტი, რომელსაც სათავეში ლატიფაშ ბარათაშვილი ჩაუდგა. უშიშროების
დევნის გამო კომიტეტი 1966 წელს დაიშალა. კომიტეტის ერთ-ერთმა ლიდერმა აღიარა რომ
“თურქი” იყო. ქართული ორიენტაციიდან თურქულ ორიენტაციაზე გადასვლით მესხები
ფიქრობდნენ რომ უფრო მარტივად შეძლებდნენ საქართველოში დაბრუნებას. მათ მიმართეს
თურქეთის მთავრობას და აღნიშნავდნენ რომ იყვნენ თურქები, განიცდიდნენ შევიწროვებას,
ითხოვდნენ მოქალაქოებას. ენვერ ოდაბაშევის არასწორმა ნაბიჯებმა გამოიწვია თურქი-
მესხების, როგორც ნაციის ჩამოყალიბება. საბჭოთა კავშირში 1968 და 1974 წელს გაიცა
ბრძანებები მესხების დაბრუნების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
6. ბაგრატიონთა სამეფო სახლის გადასახლება რუსეთში და მათი სტატუსი
ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ რუსეთის იმპერიის ხელისუფლება
შიშობდა, რომ მოსალოდნელი ანტირუსული გამოსვლების შემთხვევაში სამეფო სახლის
წარმომადგენლები სათავეში ჩაუდგებოდნენ მოძრაობას. რუსეთის ხელისუფლებამ
ბაგრატიონთა სამეფო სახლის საქართველოდან მთლიანად გადასახლება გადაწყვიტა.
იმპერატორი ალექსანდრე I მზად იყო ბაგრატიონებისათვის საუკეთესო პირობები შეექმნა
პეტერბურგში, ოღონდ სამეფო სახლის არც ერთი წარმომადგენელი არ დაეტოვებინა
საქართველოში. ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები
ძირითადად ქართლ-კახეთის ორი უკანასკნელი დედოფლის _ დარეჯანისა და მარიამის
გარშემო იყრიდნენ თავს. სწორედ ამ მიზეზით პავლე ციციანოვმა, პირველ რიგში
დედოფლების გადასახლება გადაწყვიტა. პეტერბურგში დასახლებულ დარეჯან დედოფალს,
მიუხედავად ცხოვრების ნორმალური პირობებისა, დიდხანს აღარუცოცხლია _ იგი 1807
წელს გარდაიცვალა. უფრო ტრაგიკულად წარიმართა ქართლ-კახეთის უკანასკნელი
დედოფლის, გიორგი XII-ის ქვრივის _ მარიამის გადასახლების პროცესი. 1803 წელს პავლე
ციციანოვის ბრძანებით, დედოფალს ოჯახის თანხლებით უნდა დაეტოვებინა ქვეყანა და
რუსეთში გამგზავრებულიყო. დედოფალმა ძალადობრივი გასახლების მცდელობისას მოკლა
გენერალი ივანე ლაზარევი. რუსი გენერლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მარიამ
დედოფალი ბელგოროდის დედათა მონასტერში გამოკეტეს ექვსი შვილით. 1811 წელს
ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალს იმპერატორმა მოსკოვში ცხოვრების ნება დართო.
1810 წელს პეტერბურგში ჩავიდა შვიდი წლის განმავლობაში ირანის სამეფო
კარსშეკედლებული თეიმურაზ ბატონიშვილი.
1810 წელს დღის წესრიგში დადგა იმერეთის ბაგრატიონთა სახლის წევრთა რუსეთში
გადასახლების საკითხი. 1810 წლის ნოემბერში გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით
ტფილისში წაიყვანეს სოლომონ II-ის მეუღლე _ მარიამ დედოფალი, მეფის და მარიამი,
სოლომონ II-ის ქალიშვილი _ დარეჯანი და იმერეთის სამი უკანასკნელი მეფის ოჯახობის
რამდენიმე ათეული წევრი. რუსეთის იმპერიის ხელისუფლება წყალობას არ აკლებდა
რუსეთში გადასახლებულ საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენლებს. ქართველი
ბატონიშვილების პატივი რუსეთში ეთანაბრდებოდა რუსეთის უმაღლესი
არისტოკრატიული წოდების პრივილეგიებს, ამიტომ ისინი ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
მათ გზა ხსნილი ჰქონდათ სახელმწიფო და, განსაკუთრებით, სამხედრო კარიერისაკენ.
ერთადერთი, რაც გადასახლებულებს ეკრძალებოდათ, სამშობლოში დაბრუნება იყო. ყველა
ერთნაირად ვერ ეგუებოდა უცხო ქვეყანაში პატივით ცხოვრებას და სამშობლოსთან
განშორებას. XIX საუკუნის მანძილზე და შემდგომშიც ბაგრატიონთა სამეფო სახლის
შთამომავლობის არაერთმა წარმომადგენელმა გამოიჩინა თავი როგორც საქართველოს, ისე
რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, კულტურულ სარბიელზე.
7. მოკლედ დაახასიეთეთ ჰერეთის თანამედროვე ეთნიკური სურათი
საინგილო არის ისტორიული კახეთის ჩრდ-აღმ ნაწილი, რომლის უდიდესი ნაწილი დღეს
აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, გამაჰმადიანებულ ქართველბს ინგილოებს ეძახდნენ სწორედ
აქედან მოდის საინგილო დღესდღეობით საინგილოში მკვიდრობენ როგორც ქრისტიანები
ისე მაჰმადიანი ქართველები, მაჰმადიანი ქართველების გარკვეულ ნაწილს შემორჩენილი
აქვს დედაენა, მაგრამ მიუხედავად ამისა ადგილობრივი ხელისუფლებ აქარტველბად
მხოლოდ ქრისტიან ინგილოებს ცნობს. საინგილოს ქრისტიანი ქართველები ძირითადად
ცხოვრობენ კახში, ასევე არიან მაჰმადიანებიც, დღესდღეობით ზოგიერთ სოფლებში
სალაპარაკო ენა კვლავ ქართულია მაგალითად ალიბეგლოში, ალიაბათიში და სხვა. ბოლოს
ჩატარებული აღწერის მონაცემებით აზერბაიჯანში ცხოვრობს 14000 მეტი ქართველი, ისინი
ცხოვრობენ სხვადსხვა რაიონებში მაგალიტად ზაქათალას რაიონში, კახის რაიონში
ბელაქანის რაიონში და სხვა. კახის რაიონში 2 ქართული მოქმედი ეკლესიაა ეს არის
კახინგილოს და ქერმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები, ასევე ამ ტერიტორიაზე
არის უმოქმედო ეკლესიებიც, მაგალითად წმინდა ნინოს, ქოთოქლოს სამება და სხვა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქართული სათვისტომო დაფუძნდა და ოფიციალური
რეგისტრაცია გაიარა 1999 წ 2 აპრილს, 985წ სოფ. ალიბეგლოში ფუნქციონირებს ილია
ჭავჭავაძის სახელობის ქართული თეატრი, რომელსაც 2004წ ენიჭება სახელმწიფო
აკადემიური თეატრის სტატუსი. 2001წდან კახინგილოში ფუნქციონირებს ქართული
კულტურის ცენტრი, დღეს აზერბაიჯანში 8 ქართული სკოლაა, მათ შორისაა 6 სრული
საშუალო, 6 არასრული საშუალო და 6 დაწყებითი,

8. სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი და ქართველოლოგია


XIX საუკუნე ჩნდება პირობები მეცნიერული ქართველოლოგიის განვითარებისთვის. 1812
წელს პარიზში დაარსებულმა “სააზიო საზოგადოებამ” ყურადღება მიაქცია არაბისტიკას,
სპარსულს, სომხურსა და ქართულ კულტურას. მოგვიანებით მათ წინაშე კი მარი ბროსე
ქართული კულტურის შესახებ მოხსენებით წარსდგება. იგი შეისწავლიდა ქართულ და
რუსულ ენებს. იგი თავს თეიმურაზ ბატონიშვილის მოწაფედ თვლიდა. მის სახელს არის
დაკავშირებული 1837 წელს შედგენილი ქართული მწერლობის კატალოგი,რომელშიც 100
ძეგლია შესული. პარიზში მან გამოაქვეყნა “ქეთევან დედოფლის წამება” , “გიორგი სააკაძე”,
“ცხოვრება მეფისა დავითისა”. ასევე მან,ზაქარია ფალავანდიშვილმა და დავით
ჩუბინაშვილმა გამოსცეს “ვეფხისტყაოსანი” , შემდეგ კი ვახუშტის “გეოგრაფია”. იგი
ცდილობდა პარიზში ქართული ენის კათედრა დაეარსებინა, 1837 წლიდან კი პეტერბურგის
უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული ფილოლოგიის კურსს. მოგვიანებით 50-იან
წლებში ამ უნივერსიტეტში იხსნება აღმოსავლეთმცდონეობისა და კავკასიოლოგიის
ფალულტეტი. მერე ხდება სომხურისა და ქართული სიტყვიერების კათედრათა გაერთიანება
- არმენოლოგია-ქართველოლოგიის კათედრის სახელით. მარი ბროსემ და დავით
ჩუბინაშვილმა ერთიანი ძალებით საფუძველი დაუდეს ქართველოლოგიურ სკოლას,
თვითონ ჩუბინაშვილი 27 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს და ქართული ენის
კათედრას ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის
ფაკულტეტზე. აუცილებლად სახსენებელია გამოჩენილი ფილოლოგი, როგორც
ქართველოლოგი, ისე არმენოლოგი, მეცნიერ-თეორეტიკოსი, არმენოლოგია-
ქართველოლოგიისა და ქართული სიტყვიერების კათედრის გამგე აღმოსავლური ენების
ფაკულტეტზე და მისი დეკანი - ნიკო მარი. მის სახელთანაა დაკავშირებული ექსპედიცია
ათონის მთაზე სომხური, ქართული და სირიული სალიტერატურო კავშირების დაძებნის
მიზნით. გარდა ამის ჯავახიშვილთან ერთად აწყობს ექსპედიციებს სინას მთაზე და
იერუსალიმში. ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის
სტუდენტი, მაგისტრი და პრივატდოცენტი იყო. პეტერგბურგის უნივერსიტეტში
დაარსებულ სტუდენტური სამეცნიერო წრის წევრებთან ერთად მოამზადა ქართული
უნივერსიტეტის დაარსება. რომლის გახსნაშიც მონაწილეობდა პერერბურგის
უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი იოსებ ყიფშიძე. ის რედაქტორობდა მეცნიერებათა
აკადემიის მიერ პეტერბურგის უნივერსიტეტში გამოცემულ ქართულ ბიბლიოგრაფიას. ასევე
უნდა ვახსენოთ აკაკი შანიძეც რომელმაც დაამთავრა პეტერბურგის აღმოსავლური
ფაკულტეტი და მონაწილეობას იღებდა რუსული ენციკლოპედიის შექმნაში მონაწილეობას.
ენათმეცნიერევის საზოგადოების დაარსება თბილისის, ქუთაისის და სამხრეთ ოსეთის
პედაგოგიურ ინსტიტუტებში უკავშირდება გიორგი ახვლედიანის სახელს. გიორგი
ჩუბინაშვილი კი პეტერბურგში დაბადებული ქართული საბჭოთა ხელოვნებათმცოდნრობის
ფუძემდებელია. ქართულ ენის კვლევებს , კავკასიური ენების კათედრის გამგეობას და
პროფესორობას წინ უძღვოდა კარპეზ დუნდია. მან ძმა ვარლამთან ერთად ქართველოლოგთა
პლეადა აღზარდა.
9. კავკასიური ერთიანობის მოძრაობა ევროპაში XX სს.-ის 20-30-იან წწ.-ში
1926 წ. კონსტანტინოპოლში ჩამოყალიბდა „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი“,
პარიზში - „კავკასიის გათავისუფლების კომიტეტი“. 1934 წ. შეიქმნა ნაციონალისტური
ორგანიზაცია „კავკასია“, რომელიც ანტისაბჭოთა ხასიათის იყო. ორგანიზაცია ქართულ
ენაზე გამოსცემდა ჟურნალ „კავკასიას“, რომელიც გამოდიოდა კავკასიის ხალხთა, აგრეთვე
ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, თურქულ ენებზე. 1939 წ. ორგანიზაცია დაიშალა, მანამდე
კი, 1937 წ. გერმანელებმა ამ ორგანიზაციას თავიანთ ქვეყანაში არსებობა აუკრძალეს, რაშიც
დიდი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის როლი, რომელმაც ამისათვის
მაქსიმალურად გამოიყენა თავისი კონტაქტები გერმანიაში.
10. ვინ იყვნენ მამლუქები? აღწერეთ მათი ისტორია
შუა საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მამლუქები
(არაბ. „თეთრი მონა“), არამუსლიმური წარმოშობის თეთრკანიანი ტყვე-მონები. მამლუქთა
სოციალური ფენა ძირითადად მოტაცებული ან ტყვედ ჩავარდნილი ბავშვების მეომრად
გაზრდის შედეგად იქმნებოდა. მამლუქებმა ძალაუფლება ხელთ იგდეს მე-11 ს.-ის მეორე
მახევრიდან ეგვიპტეში, ხოლო მე-18 ს.-ის შუა ხანებიდან - ერაყში. ეგვიპტეში მამლუქთა
ისტორია სულთან სალაჰ ალ-დინ იბნ აიუბის სახელთანაა დაკავშირებული. იგი მონათა
ბაზარზე დიდი რაოდენობით ყიდულობდა ძირითადად კავკასიელებს და რიცხავდა თავის
არმიაში. მამლუქთა ნაწილი დროთა განმავლობაში წინაურდებოდა და მონობიდან
თავდახსნილი თანამდებობასთან ერთად მსხვილ მიწის ნაკვეთსაც იღებდა. ასე ჩამოყალიბდა
მამლუქთა სამხედრო-ფეოდალური ფენა.
ეგვიპტეს მამლუქთა ორი დინასტია განაგებდა: ბაჰრელთა (თურქული წარმოშობის) და
ბურჯელთა (კავკასიელები, რომელთაც ზოგადად ჩერქეზებს უწოდებდნენ). სახელმწიფოს
უმაღლესი მბრძანებელი იყო სულთანი. მე-13-14 სს.-ში ეგვიპტე ყველაზე ძლიერი
სახელმწიფო იყო ახლო აღმ.-ში. მათ კარგად მოიგერიეს თათარ-მონღოლთა თავდასხმები,
განდევნეს ჯვაროსნები სირია-პალესტინიდან, გაატარეს მრავალი რეფორმა და ეგვიპტე
კიდევ უფრო განავითარეს.
1517 წელს ფეოდალური შინაომებით დასუსტებული ეგვიპტე ოსმალეთის იმპერიის ნაწილი
გახდა, რის შემდეგაც ეგვიპტის მმართველ ფაშას ოსმალეთის სულთანი ნიშნავდა. ყივჩაღ და
ჩერქეზ მამლუქთა მმართველობისას მცირე რაოდენობით ქართველი მამლუქებიც იყვნენ,
თუმცა მამლუქი არცერთი მათგანი გამხდარა. ყველაზე მაღალი პოსტი, რომელიც
ქართველებს ეკავათ, ამირას თანამდებობა იყო. ქვეყანას ოსმალეთის სულთნის
წარმომადგენელ ფაშასთან ერთად მართავდა მამლუქი ბეგების დივანი (საბჭო). დივანს
უფლება ჰქონდა გაეძევებინა ფაშა ეგვიპტიდან. ეს პრივილეგია მამლუქებს, ფაქტობრივად,
გაბატონებულ მდგომარეობას უნარჩუნებდა, მაგრამ ისინი სრული სუვერენიტეტისთვის
იბრძოდნენ. 1646 წელს ისინი დაეუფლნენ ეგვიპტის თითქმის ყველა ციხესიმაგრეს. 1769 წ.
დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, თუმცა 1773 წ. სულთანმა ნაწილობრივ აღიდგინა
ძალაუფლება. მამლუქები სულთან არ ემორჩილებოდნენ, ატარებდნენ დამოუკიდებელ
საგარეო პოლიტიკას. საბოლოოდ, სულთნის ნაცვალმა მუჰამად ალიმ 1808 წ. მამლუქებს
მიწები ჩამოართვა, ხოლო 1811 წ. მამლუქი ბეგები გაჟლიტა.
11. სომხითის და ლორე-ტაშირის მოკლე ისტორია
ტერმინი სომხითი ქართულ საისტორიო მწერლობაში იხმარებოდა და აღნიშნავდა ქვემო
ქართლის სამხრეთ, სომხეთის მოსაზღვრე ნაწილს. სომხური წყაროები ამ რეგიონს `ვრაც
დაშტ~ ანუ `ქართველთა ველს~ უწოდებენ. XVII ს-ში აქ დაასახლეს ბორჩალუს თურქული
ტომი. XIX ს-ში კი სომხები და სხვა ეროვნებები. ამგვარი ხელოვნური მიგრაციის შედეგად
მრავალი ძველი ქართული ტოპომიმი დაიკარგა და შეიცვალა. ძვ. წ. 190-65 წლებში ეს
ტერიტორია სომეხთა მმართველების კონტროლქვეშ იყო. თუმცა ახ. წ. I ს-დან ის კვლავ
დაუბრუნდა ქართლის სამეფოს.
არშაკუნიანთა ეპოქაში აქ იყო ცალკე საპიტიახშო, რომლებიც II-VI სს-ში დიდი
ძალაუფლებით სარგებლობდნენ. პიტიახში განუდგა სომეხთა მეფე არშაკს და ქართლის
სამეფოს დაუკავშირდა. IV-V სს-ში ეს მხარე განიცდის სასანიანთა ირანის და მაზდეანური
რელიგიის ძლიერ ზეგავლენას. V ს-ში, ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ,
ქვემო ქართლში ყალიბდება 4 საეპისკოპოსო (მანგლისის, ბოლნისის, რუსთავის, აგარაკის).
VIII-IX სს-ში ლორე-ტაშირი და სომხითი ექვემდებარებოდა თბილისის ამირას. IX-XI სს-ში
კი აქ არსებობდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფო, რომელსაც განაგებდა კვირიკიანთა დინასტია.
ლორე-ტაშირის სამეფოს დამაარსებლად ითვლება აშოტ მოწყალის ძე გურგენი. გურგენის
შემდეგ მეფეა დავით I, რომელმაც სატახტო ქალაქად აქცია სამშვილდე და აღაშენა ლორე. მას
სურდა ანისისგან დამოუკიდებლობა, მაგრამ დაამარცხა მეფე გაგიკმა და გააძევა. რის გამოც
უწოდეს `ანჰოლინი~ (უმიწაწყლო). შემდეგ ის შეურიგდა ანისის მეფეს, თავი მის ვასალად
ცნო. 1046 წელს შირაკის (ანისის) სამეფოს დაცემის შემდეგ კვირიკიანები ითვისებენ მეფის
და კურაპალატის ტიტულებს და ჩრდილოეთ სომხეთში სრულ პატრონებად გრძნობენ თავს.
დაახლოებით 1065 წელს ბაგრატ IV-მ სომეხთა მეფე კვირიკე და ძმა მისი სუმბატ დააჭერინა
ქვეშის ჭალაში, დაიკავა სამშვილდე და სომხითი მოხარკედ აქცია. დავით აღმაშენებელმა
თბილისის განთავისუფლებამდე ქვემო ქართლის და სომხითის სრულად დამორჩილება
განიზრახა. დავით აღმაშენებელმა სამშვილდე (1110) და ლორე (1118 წლიდან) და დმანისი
(1123 წლიდან) ერთიან საქართველოს შეუერთა. აქ ჩამოყალიბდა მრავალრიცხოვანი და
მცირე საერისთავოები.
მონღოლთა ბატონობის პერიოდში ქვემო ქართლი შედიოდა მეორე დუმანში. XIV ს-ში
თურქმანების და შემდგომ მონღოლების შემოსევებმა დიდი ზიანი მიაყენა ამ მხარეს,
ეკონომიკურად დაძაბუნდა და მოსახლეობისგან დაიცალა. საქართველოს დაშლის შემდეგ,
XVI ს-ში აქ ჩამოყალიბდა სათავადო საბარათიანო, რომელიც მოიცავდა ქციის, ალგეთის და
მაშავერას აუზებს. საბარათიანოს ცენტრი იყო სამშვილდე. XVI-XVII სს-ში დაიშალა
ცალკეულ სათავადოებად. XVII ს. II ნახევარსა და XVIII ს-ის დასაწყისში სომხითის
მოურავები იყვნენ ყაფლანიშვილები (იგივე ორბელიშვილები ანუ ორბელიანები). XVII ს.
დასაწყისში ბამბაკი შაჰ აბასმა წაართვა გიორგი X-ს, ჩაასახლა აქ ბორჩალუს ტომი და შექმნა
ბორჩალუს სახანო. ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს მხარე ძალიან დაიცალა
მოსახლეობისგან. ამიტომ ერეკლე II-მ დაიწყო აქ სხვა ეროვნებათა ჩასახლება, რამაც
მასობრივი ხასიათი მიიღო XIX ს-ში რუსული კოლონიზაციის პერიოდში, აგრეთვე
დაბრუნდნენ ძველ გადასახლებულთა შთამომავლები. 1801 წელს რუსული მმართველობის
მიერ აქ შეიქმნა ლორეს მაზრა, რომელიც 1804 წლიდან თბილისის მაზრად გადაკეთდა. 1870
წელს თბილისის მაზრის ფარგლებში ჩამოყალიბდა თრიალეთის და ლორეს საბოქაულოები.
1880 წელს კი თბილისის მაზრას გამოეყო და შეიქმნა ბორჩალოს მაზრა. 1918-1921 წლებში ეს
რეგიონი წარმოადგენდა სადაო ტერიტორიას საქართველოსა და სომხეთს შორის. 1918 წლის
ომის შემდეგ ლორეს ზონა ორად გაიყო და კონტროლი სადემარკაციო ხაზზე დიდი
ბრიტანეთის არმიას ეკავა. საბოლოოდ, 1921 წელს ლორე-ტაშირი სომეხი ბოლშევიკების
მოთხოვნით კავბიურომ სომხეთის სსრ-ს გადასცა.
12. განმარტეთ სომხური მიწების პოლიტიკური სტატუსი საქართველოს სამეფოს
შემადგენლობაში XII-XIII სს.-ში
კავკასიური ერთიანობის იდეა მე-12 სში განხორციელდასაქართველოს ჰეგემონობით,
სომხური ტერიტორიების მაჰმადიანთა ბატონობისაგან გამოხსნა ამის მორალურ და
იურიდიულ უფლებას აძლევდა საქართველოს, რომ განმანთავისუფლებლის სტატუსით
მიეერთებინა სომხური თემები, თამარის დროს იზრდება სომხური ტერიტორიების
შემოერთების რიცხისტეფანოზ ორბელის ცნობით სწორედ ამ დროს შემოვიერთეთ განძა,
კარი, ანისი, შაქი, ბარდავი, ჩარექი, გარნისი, და სხვა მრავალი პროვინცია 1211წ
საქართველომ შემოიერთა სივნიეთი 1219წ კი ოროტანი, საქართველო მაჰმადიანებისგან
ათავისუფლებდა სომხურ მიწებს მაგრამ თვითონ იწყებდ ამის ადმინისტრირებას, სწორედ
ამას ემსახურებოდა მიზნად მხარგძელთათვის სომხური ტერიტორიების გადაცემა,
ზოგიერთი ეს ტემი შემდეგ მათ მემკვიდრეობით მიიღეს, მაგალითად ზაქარიას-ანისი და
სხვა, დანარჩენ თემებში მხარგრძელები თვითონ ნიშნავდნენ იშხანებსაც და იშხანაც-
იშხანებს, ის ფაქტი რომ ასეთი დიდი ტერიტორია ერთ გვარს ჩააბარეს აიხსნება იმით რო
საჭირო იყო სომხურ თემებში ერთიანი სახელმწიფო და საეკლესიო პოლიტიკის გატარება,
ცხადია ერთი საგვარეულოს საქმიანობის კონტროლი უფრო ადვილი იქნებოდა ვიდრე
წვრილი ფეოდალებისა, თუმცა საფრთხეც იყო თუ საქარველო დასუსტდებოდა მას
გაუჭირდებოდა ასეთი გაძლიერებული ფეოდლაის მართვა თუმცა მხარგრძელთა
შემთხევაში აე არ მომხდარა. თუმცა აღსანიშნავია რომ ჰაღარწინის წარწერაში ბაგრატუნთა
ნათესავებად არიან მოხსენიებულნი მხარგრძელები, ხოლო გეღარდის წარწერაში კი ისინი
იხსენიებიან „მეფისგვარისად“. მხარგრძელთა ფარულ ოცნებაზე მიანიშნებს ანისის
მფლობელის შაჰინშაჰის ტიტულის მითვისებაც ბუნებრივია სომხებში სომხური
სახელმწიფოებრიობის აღდგენის სურვილი გაჩნდა, ეს იმედი მხარგრძელებს როგორც
გრიგორინული სარწმუნოების აღმსარულებლებს უკავშირდებათ ამიტომ ბუნებრივია ისინი
მეფეებად მოიხსენიებოდნენ. თანამედროვე სომხურ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია
ვერსია ზახარიდების სომხეთზე როგორც ავტონომიურ პოლიტიკურ ერთეულზე, თუმცა ამ
ეოზის არცერთი წყარო არ ახსენებს მას მხოლოდ რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლია სადაც
ზაქარია და ივანე მეფედ არიან ოხსენიებულნი თუმცა მე-12სის წყაროები არ იცნობენ
კავკასიაში სომეხთა სახელმწიფოს. მხითარ გოშის „სამართლის წიგნი“ მოწმობს იმას რომ
სომხეთი ორგანული ნაწილია იმპერიოდის საქართველოსი, მხითარი თამარს და ლაშას ჩვენს
მეფეებს მათ ოჭრილს ფულს კი ჩვენს ფულს უწოდებს, მე-11სში სამი სომხური გაუქმებული
სახელმწიფოს ნაცვლად ანატოლიაში ბიზანტიისაგან გადასახლებული და სელჩუკთა
ლტოვილი სომეხი მოსაცლეობა 1080წ ქმნის კილიკიის სომხურ სამთავროს, რომელიც
მეთორმეტე სუკუნის ბოლოს სამეფოდ იქცა, სწორედ ამ დროს ჩნდებიან პროქართული
ძალები, რომლებსაც სურთ საქართველოსთან მოკავშირეობა.
13. რას ნიშნავს და საიდან მოდის ტერმინი „ინგილო“?
საინგილო ეწოდება მხარეს, რომელიც საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს
და ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა. კახეთის უშუალო გაგრძელება
აღმოსავლეთით. ტერმინი “საინგილო” XIX საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით
დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამაჰმადიანებულ ქართველს მპიხსენიებდნემ ამ
სახელით - ინგლიო. რაც ქართულად “ახლად მორჯულებულის” მნიშვნელობას იძენდა.
სწორედ აქედან წარმოსდგება ეს სახელები “ინგილო” და “საინგილო”
14. მოკლედ დაახასიათეთ ჰერეთის პოლიტიკური ისტორია XI-XIX სს.-ში
ჰერეთი იგივე საინგილო ეწოდება რეგიონს რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთით
მდებარეობდა, იგი ამჟამად აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, უფრო ზუსტად ჰერეთი არის
კახეთის გაგრძელება აღმოსავლეთით. ისტორიული ჰერეთის ტერიტორია უძველესი
პერიოდიდან დასახლებული იყო ქართელური ტომებით, ძვ.წ 3-ახ.წ 5 საუკუნეებში ის
ალბანეთის შემადგენლობაში შედიოდა. უკვე მეორე საუკკუნიდან ეს მიწა თანდათანობით
იბერიის შემადგენლობაში გადმოდის. მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის
მოღვაწეობისას ეს მიწა ქართლის ერთ-ერთი საერისთავოა, ცნობებში ვხვდებით ასეთ
ინფორმაციას რომ სწორედ ჰერეთიდ ჩრდ-აღმ ნაწილში, კერძოდ წუქეთში იჯდა, მთავარი
რომლის გავლენაც ხუნძეთს ფარავდა. VIII საუკუნეში აქ ქართლის მთავარი არჩილი იწყებს
ციხე-ქალაქების კომპლექსების მშენებლობას, ასევე ეკლესია მონასტრებსაც: კასრს, ყუმის
სამეკლესიან ბაზილიკას, ლექეთის ტაძარს და სხვა. 8-9 საუკუნეებშ წარმოქნილი
ფეოდალური სამეფოებს შორის ერთ-ერთი დიდი იყო ჰერეთს იგივე რანთა სამეფო, ოდნავ
მოგვიანებით კვირიკე მეფის მოღვაწეობის დროს კი საბოლოოდ ჩამოყალიბდა კახეთ-
ჰერეთის ერთიანი სამეფო. უკვე დავით აღმაშენებლის მეფობის დროს კი ეს მიწა ერთიანი
საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედის. ერთანი სამეფოს დაშლის შემდეგ ჰერეთის
თერიტორია კახეთის სამეფოს შემადგენლობაში ითვლებოდა, თუმცა შაჰ აბასის შემოსევების
შემდეგ, მან ალექსანდრე მეფეს მისი სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილი კაკი ჩამოართვა და
ელისუს სასულთნო ჩამოაყალიბა. აწ უკვე რუსული მმართველობის დროს 1803 წელს
რუსულ-ქართული არმია იღებს ჭარ ბელაქნის ტერიტორიას, 1830 წელს გარდაიცვლება
ელისუს სულთანი, მას მიჰყვა საეჭვო მდგომარეობაში მისი მემკვიდრეც და ეს ტერიტორია
უსისხლოდ რუსული იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. 1840 წელს ბელაქნის მაზრა
ყალიბდება, 1846 წელს სამხედრო ოლქი. ჰერეთი იგივე საინგილო ეწოდება რეგიონს
რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა, იგი ამჟამად აზერბაიჯანის
შემადგენლობაშია, უფრო ზუსტად ჰერეთი არის კახეთის გაგრძელება აღმოსავლეთით.
ისტორიული ჰერეთის ტერიტორია უძველესი პერიოდიდან დასახლებული იყო
ქართელური ტომებით, ძვ.წ 3-ახ.წ 5 საუკუნეებში ის ალბანეთის შემადგენლობაში შედიოდა.
უკვე მეორე საუკკუნიდან ეს მიწა თანდათანობით იბერიის შემადგენლობაში გადმოდის.
მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობისას ეს მიწა ქართლის ერთ-ერთი
საერისთავოა, ცნობებში ვხვდებით ასეთ ინფორმაციას რომ სწორედ ჰერეთიდ ჩრდ-აღმ
ნაწილში, კერძოდ წუქეთში იჯდა, მთავარი რომლის გავლენაც ხუნძეთს ფარავდა.
VIII საუკუნეში აქ ქართლის მთავარი არჩილი იწყებს ციხე-ქალაქების კომპლექსების
მშენებლობას, ასევე ეკლესია მონასტრებსაც: კასრს, ყუმის სამეკლესიან ბაზილიკას, ლექეთის
ტაძარს და სხვა. 8-9 საუკუნეებშ წარმოქნილი ფეოდალური სამეფოებს შორის ერთ-ერთი
დიდი იყო ჰერეთს იგივე რანთა სამეფო, ოდნავ მოგვიანებით კვირიკე მეფის მოღვაწეობის
დროს კი საბოლოოდ ჩამოყალიბდა კახეთ-ჰერეთის ერთიანი სამეფო. უკვე დავით
აღმაშენებლის მეფობის დროს კი ეს მიწა ერთიანი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში
შედის. ერთანი სამეფოს დაშლის შემდეგ ჰერეთის თერიტორია კახეთის სამეფოს
შემადგენლობაში ითვლებოდა, თუმცა შაჰ აბასის შემოსევების შემდეგ, მან ალექსანდრე
მეფეს მისი სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილი კაკი ჩამოართვა და ელისუს სასულთნო
ჩამოაყალიბა. აწ უკვე რუსული მმართველობის დროს 1803 წელს რუსულ-ქართული არმია
იღებს ჭარ ბელაქნის ტერიტორიას, 1830 წელს გარდაიცვლება ელისუს სულთანი, მას მიჰყვა
საეჭვო მდგომარეობაში მისი მემკვიდრეც და ეს ტერიტორია უსისხლოდ რუსული იმპერიის
შემადგენლობაში გადავიდა. 1840 წელს ბელაქნის მაზრა ყალიბდება, 1846 წელს სამხედრო
ოლქი.
15. ქართული დიასპორები მოსკოვსა და პეტერბურგში XIX-XX სს.-ში
მოსკოვში პირველი გადადახლება არჩილ მეფეს ეკუთვნის, რომელსაც პეტრე 1-მა მოსკოვის
გარეუბანში უბოძა მამულები, სადაც არჩილმა დაივკწყა პოლიტიკა და ფაქტობრივად
ლიტერატურულ და სამეცნიერო ცხოვრებას მოჰყო ხელი. იქვე გარდაიცვალა და იქვეა
დასაფლავებული. მისმა ქალიშვილმა მოსკოვში “ყველა წმინდანის” სახელობის ეკლესია
ააგო. სადაც გადმოცემით უნდა იყოს დაკრძალული სულხან საბა კრბელიანი. ხოლო
არჩილის ძე ალექსანდრე პეტრეს ბავშვკბის მეგობარი იყო. შემდეგი ვინც ამ ტერიტორიაზე
ემკგრაციაში ვამოდის პეტრესთან არის ვახტანგ 6 თუმცა ცოცხალს ვერ უსწრებს. და სწორედ
ამ პერიოდში ვახტანგის ამალამ ჩამოაყალიბა პირველი მსხვილი დიასპორა რუსეთში. მე-18
საუკუნის შუახანებში ქარატული კოლონია მომძლავრდა. მოსკოვიდა ჩავიდა ბეჭდური
საქმკს მცოდნე ქრისტეფორე გურამიშვილი და ქარატულ შრიფტზე მუშაობდა იოსევ
სამებელი. გაიხსნა სტამბა. დაიბეჭდა რუსულ-ქართული ამბანი დ ალოცვები. დაიბეაწდა
სახარება. მოსკოვში ჩამოსულმა გიორგი პაიჭაძემ იმერეთში ჩამოიტანა სტამბჯსთვის საჭირო
ყოველგვარი მოწყობილობები და ის ქუთაისშიც გაიმართა. როდესაც საქართველოს
ავტოკეფალოა გაუქმდა რუსეთასი მოღვაწეობას ავტძელებს ანტონ კათალიკოსი და სხვა
ქართველი მეცნიერ-ისტორიკოსები ჩამოდიან აქ. რუსეთში ქართველებს ორგვარი იმტერესი
ჰქონდათ.ერეკლეს შთამომავლობამ კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში გამოიჩინა
თავი, იმერელე ბაგრატიონებს სამხედრო კარიერა აინტერესებდათ, ისინი იმპერატორის
ერთგულებით გამოირჩეოდნენ. აქ იბეჭდებიდა ბატონიშვილების თხზულებანი და
ნაშრომები. დგიმდებოდა ქართული გრამატიკა და ქართული ზმე-ჩვეულებრბი დ
ალუკტურა მიუწვდომელი აღარ იყო. ყალიბდებოდა აზრი ემიგრანტები შესახებ
ხელწერილობით და ა.შ. აქ დასახლდა სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი ეკატერინე
ჭავჭავაძე, სადაც ილოა ჭავჭავაძეს გადასცა ნიკოლოზ ბარათაშვიის ლექსები. აქ იკრიბებოდა
ქართული არისტოკრატია. პეტერბურგში მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი
კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩუვაძე. მისკ მემკვიდრეებიც დიდი ღვაწლით გამორჩევიან
ამ საქმიანობაში. პეტერბურგის პირველი სათბისტომოს ხელმძღვანელი იყო ილია ჭავჭავაძე
და ის 1861 წელს შეიქმნა. აქ არამხოლოს ზრუნავდნენ ჩასულ სტუდენტებზე არამედ
აღვივებდნემ პატრიოტულ სულისკვეთებას. მაგ გააჩნდათ ყველაფერი სალარო,
ბიბლიოთეკა, წესდება და სასამართლოც კი . აქ იბადებოდა ნელ-‘ელა თერგდალეულთა
იდეები. დროთა განმავლობაში კოლონია შეთხელდა. მე-20 საუკუნეში წევრებმა დაიწყეს
სამშობლოში დავრუნება და უკვე ახალ იერს იღებდა ატუმცა 80-იან წლებში ისევ ჩნდება
მცდელობა სათვისტომო დაარსდეს და იკრიბებიან ხოლმე პეტერბურგის ეთნოგრაფიიდ
მუზემუმის შენიბაში. ხოლო 90იან წლებში არეგისტირებენ კუკტურულ საგანმანათკებლო
საზოგადოებას ივერიას. ეს იყო რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია სანკტ-
პეტერბურგის წართული სათვისტომო ივერია.

1) რა რეკომენდაციებს მისცემდით საქართველოს მთავრობას აზერბაიჯანის ქართულ


დიასპორასთან დაკავშირებით?

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქვეყანაში ჩატარებული აღწერის მონაცემებით.


ცხოვრობს 14 877 ქართველი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქართული სათვისტონო
დაფუძნდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში ოფიციალური
რეგისტრაცია გაიარა 1999 წლის 2აპრილს. მოიცავს ბაქოს . ასევე კახის. ზაქალთალისა და
ბელაქანის რაიონებს. აქ დიასპორას ხელმძღვანელობს აზრრბაიჯანის რესპუბლიკის
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ქართველთა მხრიდან. როგორც აქამდე, ასევე ახლაც
საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს უშულოად ქართველი მოსახლეობის
მძლავრი დაფინანსება განათლების განხრით საქართველოში, მათში ქართული კულტურის
პოპულაროზაცია უნდა იყოს ფართო, მუდმივი თავის გახსენებაა საჭირო და ისეთი
პირობების შექმნა ქართველობის განხრით რომ არ გაუჩნდეთ სურვილი რაიმე სხვისკენ
გადაიხარონ , ქართულენივანმა სასწავლებლეა უნდა შესთავაზონ მაღალი ხარისხი . ფართო
გასაქანი დაანახონ. უშუალოდ ამ გზით და გაუღრმავონ ინტერესი. . შესთავაზონ თუნდაც
მაღალი ხარისხის ჯანდაცვა აგრძნობინონ მათი მნიშვნელობა ჩვენთვის.

2) როგორ შეაფასებდით მაჰმადიან მესხთა რეპატრიაციის საკითხს თანამედროვე


საქართველოსთვის?

ჩვენთვის როგორც არის ცნობილი 1944წ 15 ნოემბერს, 220 სოფელი მესხებისაგან


დააცარიელეს და დეპორტაცია გაუკეთეს უამარავ ადიანს, ერთი თავისებურება რაც ახლდა
იყო ის, რომ ეს გადასახლება ეროვნული ნიშნით გადასახლებას ექვემდებარებოდა,
სავარაუდოდ მათი რაოდენობა 100 000 მეტი იყო, დეპორტირებულ მესხებს ეკრძალებოდათ
თავიანთ სამშობლოში დასახლება მათ დასახლება შეეძლოთ საბჭოთა კავშირის ნებისნიერ
ადგილას, მათ ხელი ძალათ მოაწერებინეს თოთქოს უარი თვითონ თქვეს სამშობლოზე,
საკომენდანტო მეთვალყურეობიდან გათავისუფლებისთანავე გადასახლებულ მესხებში
დაიწყო მოძრაობა სამშობლოში დაბრუნებისთვის მას სათავეში ჩაუდგნენ მეჰლუმ
ბაირახტაროე-მგელაძე და სოფ უდეში დაბადებული მასწავლებელი ლატიფშა ბარათაშვილი.
საქართველოდან უარის მიღების შემდეგ ისინი მესხთა აზერბაიჯანში ჩასახლდნენ, იმ
პერიოდში ფაქტობრივად სსრკ უკრძალავდა საქართველოს მესხების მიღებას ამიტომ
საქარტველო ტრუსეთს მესხების გამო ვერ დაუპირისპირდებოდა, აღსანიშნავია რომ 1962 წ
თბილსიში გამოსულმა რამდენიმე მოღვაწემ დააარსა დროებითი კომიტეტი, რომელსაც
ლატიფშაჰ ბარათაშვილი ედგა სათავეში, მისი მოადგილე ამიერკავკასიაში იყო უმაროვ
გოზალაშვილი, აზიაში კი ენვერ ოდაბაშევ ხოზრევანიძე, უშიშროების კომიტეტისაგან
დევნილებმა 1966წ უშშროების კომიტეტი დაშლილად გამოაცხადეს, თან 1964წ ოდაბაშევმა
აღაიარა რომ თურქი იყო.ისინი ამბობდნენ რმ ისინი საქართველოდან გაასახლეს როგორც
თურქები და სამშობლოში სწორედ ასე უნდა დაბრუნებულიყვენნ, ამით უფრო იოლად
თვლიდნენ, რომ დაბრუნდებონენ აღსანიშნავია, ისიც, რომ ოდაბაშევმა ადამინის უფლებათა
დამცველ ანდრეი სახაროვს მესხები თურქებად წარუდგინა რითაც სათავე დაუდო „თურქ -
მესხებს“. აღსანიშნავია რომ ზვიად გამსახურდია ერთერთი მხარდამჭერი იყო მესხების
საქართველოში დაბრუნებისა თუმცა შემდეგ იცვლის პოზიციას. თანამედროვე
საქარველოსტვის ვფიქრობ რომ ამ საკითხს ვერც დადებითად შევაფასებ და ვერც
უარყოფითად, რადგან ერთი მხრივ ისინი დაუბრიუნდებოდნენ თავინთ სამშოლოს და
ქართველები ქართველებს დავიბრუნებდით ამასთან მოსახლეობის რაოდენობას
გაზრდიდნენ და ეკონომიკის მხრივაც საქართველო უფრო წინ წავიდოდა, მაგრამ მაჰმადიანი
მესხები ისნი უკვე გადაჩვეულები არიან ქართველობას და განსხვავებული შეხედულებები
აქვთ, შესაძლოა ადგილობრივ მოსახლეობასთან ჰქონოდათ კონფლიქტი, ვერ შეგუებოდნენ
კარგად ასეთ ცხოვრებას და დაპირისპირება წარმოშობილიყო, რაც საქართველოზე კარგად
ნამდვილად არ აისახება.

3) თქვენი აზრით, როგორი სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს საქართველომ


აზერბაინჯანსა და სომხეთში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლებთან დაკავშირებით?

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანს დიდი კულტურულ-პოლიტიკური


ურთიერთობები ჰქონდათ. სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბევრი ქართული
კულტურული ძეგლებია თავმოყრილი, ეს ძეგლები ბევრჯერ ყოფილა დავის საგანი,
ზოგიერთი დაზიანებულია. ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და ჩემი აზრით,
აუცილებელია საქართველომ შეინარჩუნოს ღრმა დიპლომატიური ურთიერთობა სომხეთთან
და აზერბაიჯანთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავამწვავებთ სიტუაციას და არ შეგვიძლია ამ
ძეგლების დაბრუნება, თუმცა ფინანსური დახმარება კარგი იქნებოდა, რათა მოხდეს ამ
ეკლესიებისა თუ სხვა ძეგლების რესტავრაცია, ამასთან ერთად სახელმწიფოს ძალისხმევით
უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის პოპულარიზაცია ქართველ მოსაახლეობაში, რათა ადამიანებს
სურვილი გაუჩნდეთ მისი მონახულების, რითიც ეს კულტურული ძეგლები არ დაიკარგება
ქართველი ხალხის მეხსიერებაში.

4) შეაფასეთ თანამედროვე დიასპორის როლი საქართველოს პოლიტიკურ და


კულტურულ ცხოვრებაში
დღესდღეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ არაერთი ქართული დიასპორაა
ჩამოყალიბებული. მათი უმეტესობა იძულებით გადაადგილებული ხალხის მიერაა
შექმნილი, თუმცა არის დიასპორები, ძირითადად ქართველი საეკლესიო მოღვაწეების მიერ
ჩამოყალიბებული, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ
მცხოვრებ ხალხთა კულტურულ აღზრდაში და ამასთანავე ხელს უწყობენ საქართველოს
საგარეო პოლიტიკის გაძლიერებას, მის ადგილს იმ ქვეყნების პოლიტიკურ თუ კულტურულ
ცხოვრებაში, რომლებშიც არსებობს ქართული დიასპორები. ქართველი საეკლესიო პირები
უცხოეთში აარსებენ საგანმანათლებლო ცენტრებს, საკვირაო სკოლებს და სხვა მსგავს
დაწესებულებებს, სადაც ქართველ ბავშვებს და არამარტო, შეეძლებათ განათლება მიიღონ
ქართულ ენაზე, შეისწავლონ საქართველოს კულტურა და ისტორია. ამასთანავე, ეს
დაწესებულებები ეხმარება საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების განვითარებაშიც, რაც
იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქართული
დიასპორებია (თურქეთი, ირანი, რუსეთი...), ჩამოყალიბდა სტრატეგიული პარტნიორობა.
5) შეაფასეთ საქართველოს ხელისუფლების დიასპორებტან ურთიერთობის პოლიტიკა
ბოლო ხანებში ყურადღება დაეთმო არა მხოლოდ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, არამედ
გაძლიერდა ინტერესი ისტორიული ძეგლების მიმართ, რომლებიც დღესდღეობით
საქართველოს ფარგლებს გარეთაა. ამ უკანასკნელმა კი განაპირობა ქართული დიასპორების
სიღრმისეულად შესწავლა და მათთან სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ჩვენ
ვიცით, რომ მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა მაგ., თურქეთი, ქართულ დიასპორებთან
ერთად მრავალი ისტორიული ძეგლია, რომლებიც ყურადღების მიქცევას საჭიროებენ.
საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შედეგად შიქმნა
დიასპორების სამინისტრო, დაფუძნდა ფესტივალი „ჩვენებურები“, სახელმწიფო და
კომერციული ტელეარხების დაფინანსებით გადაიღეს არაერთი დოკუმენტური ფილმი
რეგიონის კულტურის ძეგლებსა და მოსახლეობაზე, შეიქმნა კულტურულ-
საგანმანათლებლო დაწესებულებები.
6) თქვენი აზრით, მეზობელ ქვეყნებში მყოფ ქართულ დიასპორებს რა მნიშვნელობა აქვს
საქართველოსთვის?
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ არაერთი ქართული დიასპორაა
ჩამოყალიბებული, რაც სხვადასხვა გარემოებამ გამოიწვია. დღეს ქართული დიასპორებია
თურქეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში და სხვა. თურქეთსა და აზერბაიჯანში არის მრავალი
ქართული ძეგლი, ისტორიულადაც ყველაზე ბევრჯერ სწორედ ამ ქვეყნებთან გვიწევდა
ურთიერთობა, რაც ერთ-ერთი მიზეზია დიასპორების ჩამოყალიბებისა. რა მნიშვნელობა აქვს
ამ ქვეყნებში მყოფ ქართულ დიასპორებს: პირველ რიგში, მათი საშუალებით ჩვენ არ
ვწყვეტთ კავშირს ქართველ მოსახლეობასთან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო (ტყვეთა
სყიდვა იქნებოდა ეს თუ იძულებით გადაყვანა, ან ტერიტორიების დაპრყობის შედეგად
ძალაუნებურად მათ საზღვრებში მოქცევა) მოხვდნენ ამ ტერიტორებზე. დიასპორების
არსებობა საქართველოს ხელს უწყობს ჩამოაყალიბოს ამ ქვეყნებთან შესაბამისი
პოლიტიკური თუ კულტურული პოლიტიკა, დაარწმუნოს იქაური მთავრობა, რომ მათთვის
(ქართველი მოსახლეობისთვის) საჭიროა შეიქმნას ისეთი დაწესებულებები, რომლებიც ხელს
შეუწყობს მათი იდენტობის შენარჩუნებას. ამ ქვეყნებში უკვე შეიქმნა კიდეც სკოლები, სადაც
შესაძლებელია ქართული ენის შესწავლა. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ
ხელს უწყობს ქართული ენის პოპულარიზაციას. ის ფაქტი, რომ უცხოეთში ხალხს, არა
მარტო ქართველებს, არამედ იქაურ მკვიდრ მოსახლეობასაც, შეუძლია შეისწავლოს
ქართული ენა, კულტურა და ისტორია დადებითად აისახება საქართველოს პოლიტიკურ-
ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე.
7) შეადარეთ ერთმანეთს და ახსენით მე-19 და მე-20 სს.-ის რუსეთის ქართულ
დიასპორათა შორის არსებული განსხვავებების მიზეზი?
19-ე საუკუნის ქართული დიასპორის შესახებ რუსეთში: 19-ე საუკუნის ემიგრაცია რუსეთში
უფრო პოლიტიკურ ნიშნებს ატარებდა, ამაზე უნდა მიუთითებდეს პავლე ციციანოვის
მუდმივი მისწრაფება რომ ბატონიშვილთა გვარი გადაესახლებინა რუსეთში შემდგომში
მოსალოდნელი პოლიტიკური არეულობებისაგან თავის ასარიდებლად. 1803-05 წლებში
რიგრიგობით მიდიოდნენ რუსეთში სამეფო კარის მემკვიდრეები: დავითი,
იოანე,ბაგრატი,ვახტანგი,იულონი, ფარნაოზი. გაძლიერებული ბადრაგის თანმხლებით 1810
წელს რუსეთში გადადის სოლომონ II -ის მეუღლე მარიამ დედოფალი, 1811 წელს ქართლ-
კახეთს უკანასკნელი მეფის მეუღლეს იმპერატორმა რუსეთში ცხოვრები ნება დართო.
ცალსახაა ასეთი გადასახლების მიზანს წარმოადგენდა სტაბილურობის შენარჩუნება
კავკასიის რეგიონში. თუმცა უნდა ითქვვას, რომ ემიგრანტები კულტურულ მოღვაწეობასაც
ეწეოდნენ, 1805 წელს დავით ბატონიშვილმა გამოსცა თხზულება რომლითაც რუს ხალხს
აცნობდა საქართველოს ისტორიას. 1812 წელს გამოიცა ვახტანგ ბატონიშვილის ნამუშევარი
როომელიც პოლტიკის ფილოსოფიას ეხმიანება. 1810-29 წლებში გამოიცა იოანე
ბატონიშვილის კალმასობა. 30-იან წლებში ითარგმნა აქტი გონიური და ვეფხისტყაოსანი. 19-
ე საუკუნეში მომწიფდა მეცნიერული ქართველოლოგიის პირობებიც, ამ პერიოდის აქტიური
მოღვაწე მარი ბროსე კი უკვე აქტიურად ცდილობდა სხვადასხვა ქვეყნებისათვის ქართული
კულტურის გაცნობას. უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისსში კომუნიზმის დამყარებას მძმე
შედეგი ჰქონდა ქართული ემიგრაციებისათვის, მუდმივი რეპრესიები არამხოლოდ
ქართული არამედ ყველა რჯულის ადამიანისა, მართალია იყო მცირეოდენი გამონაკლისები
როდესაც ეთნიკური ქართველები პოლიტიკურ ან სამხედრო სფეროში კარიერის აწყობას
ახერხებდნენ მაგრამ ეს მთლია ნსურათს ვერ ცვლის. ვფიქრობ ეს პერიოდი არც ქართული
კულტურის კვლევაში იყო გამორჩეული, შეუთავსებელი იყო საბჭოთა
ინტერნციონალიზმთან ეროვნული თვითშეგნება. საქართველოს დამოუკიდებლობის
მოპოვების შემდეგაც დიდად არ შეცვლილა მდგომარეობა, ალბათ შეიძლება მძმე
რეპრესიებმა იკლო და რუსეთში უკვე 20-ე საუკუნის ბოლოს და 2000 იანების დასაწყისში
რუსეთში ემიგრაციის ძირითად საფუძველს მაინც სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა
განაპირობებდა, ალბათ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მაინც კულტურის კვლევა იყო რაც
ეპოქასთან ერთად შეიცვალა, ისე კი ემიგრაცია პოლიტიკური ნიშნით სულ იყო და სულ
იქნება.

You might also like