You are on page 1of 32

მარიამ ჩხარტიშვილი

შესავალი ისტორიის მეცნიერებებში


ლექცია 5. “ქქართული ისტორიოგრაფია ისტორიის
პროფესიონალიზაციის ეპოქაში”
ეპოქაში
წინათქმა

 ისტორია როგორც მეცნიერება საქართველოში, ისევე


როგორც ევროპაში და რუსეთშიც ჩამოყალიბებას იწყებს
მეთვრამეტე საუკუნეში. თუმც საქართველოში ის
ფუძნდება გაცილებით უფრო რთულ ვითარებაში. აქ
ძალიან დიდხანს შედარებით ევროპასთან არ არსებობდა
საერო უმაღლესი სასწავლებlები (საერთოდ უმაღლესი
სასწავლებლები). რუსეთიც კი წინ იყო: მაგალითად,
მეცნიერებათა აკადემია აქ 1725 წელს გაიხსნა, ხოლო
მოსკოვის უნივერსიტეტი–1755. მაშინ, როცა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა მხოლოდ 1918 წელს,
ხოლო საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოება,
რომელსაც თავისი ფუნქციით თუ რეალური
მნიშვნელობით აკადემიას ადარებდნენ, მხოლოდ 1907
წელს.
შესავალი

 ისტორიისადმი პირველი სამეცნიერო მიდგომის ფაქტი საქართვლოში


უკავშირდება სამეფო კარის ინიციატივას, კერძოდ, ვახტანგ მეექვსის მიერ
„სწავლულ კაცთა“ კომისიის შექმნას. რუსეთშიც სხვათა შორის ეს ასე იყო: პეტრე
პირველის ბრძანებით გადაწყდა რუსეთის ისტორიის დაწერა და წმინდა სინოდმა
მოაგროვა ეპარქიების მიხედვით ხელნაწერები, რომელთა რიცხვი სულაც არ იყო
ბევრი და წმინდა ისტორიული შინაარსის კიდევ უფრო ცოტა იყო. პირველი
ნაშრომი, რომელიც რუსეთის ისტორიას სისტემატიზებულ სახით წარმოადგენდა
ეკუთვნოდა ტატიშჩევს (1686-1750 წწ.),რომელიც პროფესიით ისტორიკოსი არც
ყოფილა. ეს იყო მატიანეთა მონაცემების კრებული. ქართველებს კვლავ „ქართლის
ცხოვრება” ჰქონდათ, ოღონდაც ახლა უკვე რედაქტირებული, დადგენილი
ტექსტით და ახალი მასალით შევსებული, აგრეთვე გაგრძელებული
რედაქტორთა დრომდე.
 ევროპა ამ დროს გიბონს (1737–1794) კითხულობდა და იქ ცოტა ხანში იწყება
პროფესიონალიზაციის ეპოქა ისტორიის სფეროში. პროფესიონალიზაცია
გულისხმობდა მრავალ სხვადასხვა ფაქტს: პირველ რიგში, ცხადია, ეს იყო
სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით დაწერილი ნაშრომები, ისტორიოსოფიური
დისკურსები, სამეცნიერო მედიის გაჩენა, უმაღლესის სასწავლებლების
კურიკულუმში ისტორიის კურსების ჩართვა, პროფესიონალ ისტორიკოსთა ფენის
გაჩენა, ისტორიკოსთა საზოგადოებების წარმოშობა. .
ქართული სინამდვილე და ისტორიის პროფესიონალიზაცია

 ამ პერიოდის ისტორიკოსებია: ვახუშტი (1696–1757);


დავით ბაგრატიონი (1767–1819); ნიკო დადიანი (1780–
1829); თეიმურაზ ბაგრატიონი (1782–1846); პლატონ
იოსელიანი (1809–1875); სულხან ბარათაშვილი (1821–
1866); დიმიტრი ფურცელაძე (1825–1891); დიმიტრი
ბაქრაძე (1826–1890); თედო ჟორდანია (1854–1916); მოსე
ჯანაშვილი (1855–1934); ალექსანდრე ყიფშიძე (1862–1916);
ექვთიმე თაყაიშვილი (1863–1953); ივანე ჯავახიშვილი
(1876–1940).
 შენიშვნა:
 ვახუშტის გარდაცვალების თარიღად მარი ბროსე 1770
წელს ასახელებდა, მაგრამ ზოგი მკვლევრის აზრით, იგი
გაცილებით ადრე გარდაიცვალა, კერძოდ, 1757 წელს.
ვახუშტი ბაგრატიონი
ვახუშტის “აღწერა
აღწერა სამეფოსა საქართველოსა”
საქართველოსა

 “მკითხველთათჳს სიტყუა რაჲსათჳს არს


შრომა ესე”
 იტყჳს ბრძენი პლინი სთოიკი, რამეთუ
"ყოველი ჟამი იგი წარწყმდეს, რომელიცა
სწავლასა ზედა არასაჴმარ ვყოთ". ჭეშმარიტ
არს სიტყუა ესე, ვინაჲთგან ჟამ მლტოლვარე
არს. არავის ძალუძს მოქცევად, და
წარწყმდეს ჩუენგან, უკეთუმცა არა მოვიღოთ
ნაყოფი მისი ჟამსა მისსა;
მკითხველთათჳს სიტყუა რაჲსათჳს არს შრომა
ესე

 არამედ ჩუენ ვისმინოთ დამასკელის თქმული და პლინი


სტოიკის სიტყუა, ვინაჲთგან არა განსაგდებელ არს გარეშენიცა
წიგნნი, და ვითარისა უჯეროსაგანცა მოვიგებთ სარგებელსა,
რავდენით უმჯობეს არს რომელნიცა წარმოვსთქვით
მათნიკითხვანი, და რაოდენ სასარგებლო და შესაწყნარებელ არს
წიგნნი მატიანეთა (რომლისათჳს იტყჳს ბრძენი ციცერონ:
"უკეთუმცა ყოველი ღვთისმეტყუელება, ფილასოფია, ფიზიკა და
რიტორებანი შევიკრძალოთ და არა მატიანენი ბუნებისანი
ნერგთა და ცხოველთა, ვერა რაჲმე შევიგრძნათ"). რამეთუ
მატიანე მოგვაჴსენებს დასაბამითგანსა ჟამსა, წელსა და
საუკუნოსა; მატიანე განარჩევს კეთილსა და ბოროტსა; მატიანე
აღამაღლებს კეთილის ქმნულებასა და გმობს უკეთურთ
ქმნულებასა, მატიანე მეტყუელებს ჭეშმარიტსა და არა სცბის, და
მოწმობს სხუათა და სხუათა; მატიანე განამჴნობს კაცსა და
ერთგულ ჰყოფს ქუეყნისად; მატიანე აცნობებს ნათესავთ-
ჩამომავლობასა, და დასდებს თავსა სარწმუნოებისათჳს, და
მოყუარულ ჰყოფს მოყუასსა მოყუსისა მიმართ.
ვახუშტი ისტორიის შესახებ

 არამედ ესე მატიანე განიყოფების ოთხწილად:


ადგილის აღწერად, ნათესავმეტყუელებად,
წლისმრიცხუელობად და მოქმედების აღწერად,
და ესეცა განიყოფების ორად - საეკლესიოდ და
სამოქალაქოდ. საეკლესიო არს წმიდათა
ცხორება და ქმნულება მათნი, ხოლო
სამოქალაქო - ქმნულება სოფელსა-შინანი
დიდთა და მცირეთა. არამედ ვინაჲთგან
ესოდენი კეთილობანი მას შინა მოიპოებიან, არა
არს განსაგდებელი არა თუ უმეცართა მიერ,
გარნა სურვილით შეტკბობა.
ვახუშტის მიერ ქართული ისტორიოგრაფიის
დახასიათება

 ხოლო უკეთუ ჩუენ ქართველთა მატიანე


შემოიპყრობს სამსა მას წილსა მატიანისასა, არამედ
წლისმრიცხუელობასა და ნათესავმეტყუელებასა
მცირედ, ხოლო მოქმედების აღწერასა
განავრცელებს, გარნა ამასაც ეკლესიის მატიანეს
შეამოკლებს და სამოქალაქოსა მოგვითხრობს
შესხმით და ვრცლად ადგილით ადგილად და
ოდესმე შემოკლებით ნოედამ ვიდრე ბრწყინვალეს
მეფის გიორგისამდე, ხოლო შრომა ჩუენი ამისთჳს
არს: ვინაჲთგან ორნი წილნი იგინი გამოუჩენელ
არიან, რათა გამოვაცხადოთ, და მესამისა
განვრცელებული შევამოკლოთ, რათა მკითხველთა
არა საწყინოდ და ადრე საცნობელი იყოს.
დიმიტრი ბაქრაძე(1826–1890)
ბაქრაძე
დიმიტრი ბაქრაძის მოღვაწეობა

 ბაქრაძის ინიციატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის


მოყვარულთა საზოგადოება (1873), რომლის ბაზაზე მისივე
თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასის ისტორიისა და
არქეოლოგიის საზოგადოება (1881-1886).
 ბათუმის ოლქის შესახებ“, „ყარსის ოლქის ისტორიულ-
ეთნოგრაფიული ნარკვევი“ და სხვა. 1881 წელს მისი
თაოსნობით თბილისში ჩატარდა რუსეთის არქეოლოგთა V
ყრილობა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი საქართველოს
ისტორიის კვლევის გაფართოებას. 1879 წელს ბაქრაძემ
დიმიტრი ყიფიანთან და ილია ჭავჭავაძესთან ერთად
აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-
კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში.
1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა
თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
კერა რევოლუციამდელ საქართველოში – თბილისის
საეკლესიო მუზეუმი.
დ.ბაქრაძის
ბაქრაძის სხვა საქმიანობა

 ბაქრაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის


„კალმასობა“ (ნაწ. 1, 1862), ვახუშტის „საქართველოს ისტორია“
(1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი
(1887) და სხვა. იგი წერდა ნარკვევებს საქართველოს ისტორიის
ცალკეულ საკითხებზეც; 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი
„ისტორია საქართველოსი“ (უძველესი დროიდან X საუკუნის
დასასრულამდე). 1880-იან წლებში გამანადგურებელი პასუხი
გასცა ქერობე პატკანოვს, რომელიც ხელაღებით უარყოფდა
„ქართლის ცხოვრების“, როგორც ისტორიის წყაროს
მნიშვნელობას. თავის ნაშრომებში ბაქრაძე დიდ ყურადღებას
უთმობდა ნივთიერი კულტურულ ძეგლებს, მათ აღწერას,
სალექსიკონო მასალას. 1875 წელს ლექსიკონის სახით შეადგინა
„კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში“ (რუსულ ენაზე),
რომელიც შეიცავს ცნობებს საქართველოს და სომხეთის
ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, სათანადო
ბიბლიოგრაფიითურთ.
ექვთიმე თაყაიშვილი (1863–1953)
“საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი”

 1890 წელს, დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვლაების


შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილის ჟორდანიასთან
კონფლიქტის გამო საეკლესიო მუზეუმს
ჩამოშორდა.
 „საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-
მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს
კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად
მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე
თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა
დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც
ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი.
საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე.
სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები
გავიჩინე - ექვთიმე თაყაიშვილი“
ხელნაწერთა შეგროვება და გამოცემა

 თაყაიშვილმა შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის


სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი
ქართლისაის“ ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891
წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ.
ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის
 მოქცევისა“. 1906 წელს მან გამოსცა „ქართლის ცხოვრების“
მარიამ დედოფლისეული ვარიანტი, რომლს ხელნაწერი
დიმიტრი ბაქრაძეს ჰქონდა აღმოჩენილი. საქართველოს
ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ
აღმოჩენილი „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერი. ეს
ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს
გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ხელმწიფის
კარის გარიგება“ მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით
გამოსცა. ასევე გამოსცა „სიბრძნე ბალავარისა“ (1895),
„მელის წიგნი (1899) და სხვ.
ისტორიული კვლევის ეტაპი: წყაროთა მოძიება

 „საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი


მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც,
პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა
 მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ
ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . . .
რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი
რამ მაინც ვერ მოვასწარი . . . . არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის
მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის ექვთიმე
თაყაიშვილი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრებს
შორის მნიშვნელობა და გემო! . . რუსთველის გამზირზე
სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან
ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . .
. თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად
ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-
პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას! -
ექვთიმე თაყაიშვილი“
საზოგადოებრივი მოღვაწეობა

 1910-იანი წლებში ექვთიმე თაყაიშვილი მონაწილეობდა საქართველოს


მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა წელს,
ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თაყაიშვილმა უარი განაცხადა
საკათალიკოსო საბჭოს წევრად არჩევაზე. ექვთიმე თაყაიშვილი იყო
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი
დამფუძნებელი 1917 წელს. ამავე წლის ნოემბერში მონაწილეობდა
საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში.
 დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის დაარსებაში.
დაარსებაში იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად
იმთავითვე იყო არჩეული „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“
კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე
თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო.
1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე
თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო
კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა
საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად
მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო
ისტორიას, იყო არქეოლოგიის კათედრის გამგე.
პოლიტიკური მოღვაწეობა

 მისი ხელმოწერა დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის


აქტზე.
 1919-1921 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული
პარტიიდან. ამ პარტიამ სულ 8 მანდატი მიიღო. 1919 წლის 18 მარტს
თაყაიშვილი არჩეული იქნა კრების თავმჯდომარის მოადგილედ, იყო
განათლების კომისიის წევრი. 1919 წლის 22 ივლისს მას დაევალა
ეკლესია-მონასტრების მდგომარეობისა და სიძველეების აღწერა.
თაყაიშვილ სიძველეების აღწერასთან ერთად,
ერთად მდიდარი ფოტომასალა
შეაგროვა. თაყაიშვილი მთავრობისგან ითხოვდა ეკლესიისთვის მიწების
დაბრუნებას, ფოტოების გამოცემას ალბომის სახით, ეკლესიების მოვლა-
პატრონობას, ხოლო წირვა-ლოცვისას გამოუყენებელი სიძველეების
დაბინავებას მუზეუმებში. 1920 წლის არჩევნების შემდეგ თაყაიშვილი
კვლავ აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო წევრი
სატერიტორიო კომისიისა, რომელსაც სომხეთ-საქართველოს სადავო
ტერიტორიების საკითხის შესწავლა ევალებოდა.
ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს
დამფუძნებელი კრების წევრებს შორის
ემიგრაცია (1921-1945)
 ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის
შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს
პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა
 წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. გახიზნულმა
მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად
განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის
მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-
მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები,
ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა,
განძეულობა გელათისა და
მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა,
ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. თაყაიშვილი და მისი
მეუღლე არ აუშვეს გემ „ერნს რენანზე“, რომელზეც განძეულობა იყო,
რადგან გემი სამხედრო იყო. ისინი სხვა გემით გაყვნენ ხომალდს
კონსტანტინიპოლამდე, სადაც განძეულობა გადატანილი იქნა გემზე
„ბიენჰოა“. ექვთიმე თაყაიშვილი ამ გემზე დაუშვეს. ისინი ტუნისის
გავლით ჩავიდნენ მარსელში.მარსელში მოხდა განძეულობისგან
სამუზეუმო მნიშვნელობის მქონე ქონების გამოყოფა და 39 დაბეჭდილი
ყუთი შენახულ იქნა ბანკში.
საქართველოს ეკლესიის წმინდანი –ექვთიმე
ღვთისკაცი
ივანე ჯავახიშვილი (1876– 1940
ზოგი ნაშრომი
 . ივანე ჯავახიშვილი, Государственный строй древней Грузии и древней
Армении. Т. I. СПБ. 1905. Тексты иразыскания по армиано-грузинской
филологии, Кн. VIII;
 ივანე ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია, წიგნი
პირველი, ტფ. 1907 წ.;
 ივანე ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, წიგნი მეორე,
ნაკვეთი პირველი, ტფ., 1928 წ.;
 ივანე ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, წიგნი მეორე,
ნაკვეთი მეორე, ტფ., 1929 წ.;
 ივანე ჯავახიშვილი, საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია ტფ,
1905;
 ივანე ჯავახიშვილი, ჩვენი ამოცანები ენათმეცნიერებისა და კულტურის
ისტორიის სფეროში, წიგნში: ივანე ჯავახიშვილი, ქართული ენისა და
მწერლობის ისტორიის საკითხები, თბ., 1956;
 ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თბ., 1960; ს.
ყაუხჩიშვილის რედაქტორობით;
უნივერსიტეტის დამაარსებელი

 ცარიზმის დამხობის შემდეგ, ჯერ კიდევ შორეულ პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა
და მისმა თანამებრძოლებმა იგრძნეს, რომ დგებოდა მათი დიდი ხნის ოცნების — თბილისში
ქართული უნივერსიტეტის შექმნის — პრაქტიკული განხორციელების დრო. ივ. ჯავახიშვილი
ჩამოდის თბილისში და სათავეში უდგება ქართველ მოღვაწეთა იმ ჯგუფს, რომელმაც მალე,
1918 წლის 26 იანვარს მიაღწია კიდეც ქართული უნივერსიტეტის დაარსებას თბილისში.
გადასალახავი აღმოჩნდა უამრავი, მათ შორის ფინანსური ხასიათის დაბრკოლება, აგრეთვე
ბევრის სკეპტიკური დამოკიდებულება ამ წამოწყებისადმი. ბევრი თვით ქართველ
საზოგადოებაშიც ეჭვის თვალით უყურებდა ქართული უნივერსიტეტის დაარსების იდეას,
რასაც ასეთი გატაცებით იცავდა იმ დროს ივ. ჯავახიშვილი. "რამდენი იყო ჩვენში 1917 წელს
— ამბობდა შემდეგში იგი, — ისეთი განათლებული ქართველი, რომელსაც ან მთელი ეს
კამათი სასაცილო გულუბრყვილობად მიაჩნდა, ანდა მის გაგონებაზე ღიმილი მოსდიოდა.
რამდენი გვყავდა ბრძენი დამრიგებელნი, ჭკუის მასწავლებელნი და წინასწარმეტყველნიც კი,
რომელნიც, მათი ღრმა რწმენით, სრულებით უნიადაგო და უიმედო განზრახვისაგან ხელის
აღებას გვირჩევდნენ. ისეთებიც ხომ იყვნენ, მათ შორის მეცნიერებიც კი, რომელთაც მთელი ეს
გეგმა და დაწყებული საქმე თვით ქართველებისათვისავე დამღუპველად ჰქონდათ პრესაშიც
კი აღიარებული: კულტურული დაქვეითების მეტი არაფერია საქართველოს მეცნიერული
აზროვნებისათვის ამ გეგმის განხორციელებისაგან მოსალოდნელიო და, ამავე დროს, იგი
პეტერბურგში (აწ ლენინგრადში) დიდი გაჭირვებითა და ხანგრძლივი მუშაობით შექმნილი
სომხურ-ქართული ფილოლოგიის ერთ-ერთი კერის გავერანებას უდრისო". ივ. ჯავახიშვილი
გამოდის ლექცია-მოხსენებებით და საზოგადოებას უმტკიცებს ქართული უნივერსიტეტის
დაარსების აუცილებლობას. "დაბალსა და საშუალო ეროვნულ სკოლას, — აღნიშნავდა იგი, —
ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან თუ რომ ეროვნულ განათლებას უმაღლესი
სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს".
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო
საზოგადოება

 1907 წელს შეიქმნა


 საბჭოს თავმჯდომარე არჩეულ იქნა
თაყაიშვილი
 მთელი ქართული კულტურული ელიტა
გაერთიანებული იყო.
 ჰქონდა წესდება
 ჰქონდა საკუთარი გამოცემები
 ფაქტობრივად მეცნერებათა აკადემიის
ფუნქცია ჰქონდა.
შეჯამება 1
 ისტორიის პროფესიონალიზაციის პროცესი თავისებურად შეეხო
საქართველოს. დასავლეთ ევროპაში ეს პროცესი
გარკვეულწილად დაუკავშირდა ერი–სახელმწიფოს მშენებლობის
პროცესს. ასე მოხდა, მაგალითად, გერმანიაში, სადაც
ჩამოყალიბდა პირველი სამეცნიერო ისტორიოგრაფიული სკოლა
ემპირიცისტებისა ანუ სთეითისტების. საქართველოში ეს არის
ეროვნული კონსოლიდაციის პერიოდი, რომელიც მეოცე
საუკუნის პირველი მეოთხედში ეროვნული სახელმწიფოს
ჩამოყალიბებით სრულდება.
 მოძრაობა ახალი ისტოროგრაფიისათვის დაიწყო ვახტანგ
მეექვსემ. მისმა „სწავლულ კაცთა“ კომისიამ ისტორიული
კრიტიკის გზაზე მტკიცე ნაბიჯები გადადგა. შეავსო „ქართლის
ცხოვრების“ ბევრი ნაკლული ადგილი, დაადგინა და გამართა
ტექსტები, დაწერა გაგრძელება. მაგრამ ამ კომისიას არ
გაუკეთებია მთავარი: არ დაუსახავს მიზნად და, ცხადია, ამიტომ
არც განუხორციელებია „ქართლის ცხოვრების“ რეპრეზენტაციის
ახალი სქემის შექმნა.
შეჯამება 2
 ვახუშტის ნაშრომში ცვლილება კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო.
ვახუშტიმ გამოკვეთა ქართული კოლექტიური–კულტურული
იდენტობის მარკერები. პოლიტიკური ისტორია შეავსო კულტურულ–
ანთროპოლოგიური ხასიათის ინფორმაციით, დაამატა გეოგრაფიული
მონაცემები, დაადგინა ქრონოლოგია. მაგრამ მანაც არსებითად გაიმეორა
„ქართლის ცხოვრების“ არსებული სქემა ძველი პერიოდისათვის.
 მიუხედავად ამ წარმატებისა, ისტორიის პროფესიონალიზაციის
პროცესი დაწყებულადაც კი არ შეიძლებოდა ჩაგვეთვალა. სამეფო კარის
ინიციატივები არა იმდენად დარგის განვითარებისათვის ხელშეწყობის
სურვილად უნდა აღვიქვათ, არამედ მმართველთა სურვილად ნათელი
წარმოდგენა ჰქონოდათ იმ ქვეყანაზე, რომელსაც მართავდნენ.
 შემდეგშიც აქტიურობენ სამეფო სახლის წარმომადგენლები: დავით
ბატონიშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი. ახალი პერიოდის აღწერა
უმთავრეს ამოცანად გახადეს. ძველის დადგენასაც, ახალი წყაროებით
მის შევსებასაც ცდილობენ, თუმც ეს ნაკლებად ინოვაციურად
გამოუდიოდათ. ვახუშტის ჰქონდა ისტორიული ფილოსოფიის
შემცველი დისკურსი. ეს ჰქონდა თეიმურაზ ბატონიშვილსაც. თუმც
ცხადია, მათ მიერ გამოყენებული არაა ჰეგელის ისტორიის ფილოსოფია.
შეჯამება 3
 ასევე დიდგვაროვნების ერთგვარი სამოყვარულო გატაცების
შედეგად იქმნება სხვადასხვა ისტორიები. მხედველობაში მაქვს
ს.ბარათოვისა და ნ.დადიანის ნაშრომები. ახალი პერიოდისათვის
უაღრესად საინტერესო ნაშრომებია. თუმც ისინი თავს ვერ
აღწევენ „ქართლის ცხოვრების“ შუასაუკუნეობრივ სქემას.
 უკეთესი ნაშრომები იქმნებოდა, როცა ისტორიკოსები მიზნად
ისახავდნენ არა მთელი საქართველოს ისტორიის
რეპრეზენტირებას (ამას ისინი აშკარად ვერ ახერხებნენ
სრულფასოვნად), არამედ ცალკეულ თემებს. მაგალითად,
ეკლესიის ისტორიის შესახებ ძალიან საინტერესოა
დ.ფურცელაძისა და პ.იოსელიანის ნაშრომები. ცალკეულ
თემებზე აშკარად უკეთესი რეპრეზენტაციები გვაქვს.
 კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობისას ისტორიკოსები
ეხებოდნენ მეთოდურ საკითხებს, მსჯელობდნენ გეოგრაფიული
გარემოს როლზე, ფოკლორული წყაროების მნიშვნელობაზე და
ა.შ. აქცევენ ყურადღებას.
შეჯამება 4
 პროფესიონალიზაციის პროცესის ერთგვარ პერსონიფიკაციად და
გამოხატულებად დიმიტრი ბაქრაძე შეიძლება ჩაითვალოს. ჯერ ერთი, მისი
ნაშრომები გვაძლევს საქართველოს ისტორიის დასაწყისი ნაწილის ახლებურ
რეპრეზენტაციას, მეორეც, მისი აქტიურობა ხელს უწყობს ისტორიკოსთა
თანამეგობრობის ჩამოყალიბებას მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით და
საქართველოს ჩართვას მასში.
 თუმც საერთო ჯამში ისტორიკოსები ჯერ კიდევ მოყვარულებად რჩებოდნენ,
სპეციალური განათლება, მხოლოდ ე.თაყაიშვილის ჰქონდა მიღებული.
ე.თაყაიშვილი გაურბოდა ისტორიოსოფიურ პრობლემატიკას ან თუნდაც
ფართომასშტაბიან რეპრეზენტაციას. თავისი საქმიანობით ის წყაროთა
გამოვლენას, შეგროვებას და პუბლიკაციას უწყობდა ხელს. ამგვარი მოღვაწეობა
მას გარკვეულად პრინციპის რანგში ჰქონდა აყვანილი, შეგნებულად გაურბოდა
განმაზოგადებელ ნაშრომებს, რადგან თვლიდა, რომ ჯერ ამის დრო არ იყო. ანუ
აშკარად პოზიტივისტური მიდგომა ფიქსირდება. „საისტორიო და
საეთნოგრაფიო საზოგადოება“ იყო ფაქტობრივად ისტორიის კვლევის
ინსტიტუცია. ერთგვარი აკადემია. მისი საქმიანობა, მისი გამოცემები უკვე
აშკარად აჩვენებს პროფესიონალიზაციის დაწყებას საქართველოში. ასეთივე იყო
ნაწილობრივ საეკლესიო მუზეუმი და „წერა–კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება“. მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო უმაღლესი სასწავლებელი.
შეჯამება 5
 მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დაარსებით იქმნება ისტორიის დარგში
პროფესიონალიზაციის შესაფერისი პლატფორმა.
 ჯავახიშვილია გამოხატულება პროფესიონალი
ისტორიკოსის. თავისი ბიოგრაფიითაც თუნდ სწავლით,
თუნდ ხარისხებით. მრავალფეროვანია მისი შემოქმედება.
იგი მოიცავს კვლევებს არა მარტო პოლიტიკური
ისტორიაზე, არამედ ყველა სფეროზე იქნება ეს ეკონომიკა,
სოციალური განვითარება თუ კულტურა.
 საქართველოში ისტორიის პროფესიონალიზაცია ხდებოდა
ძნელბედობის ვითარებაში. ამიტომ, ბუნებრივია, შეიმჩნევა
გარკვეული ჩამორჩენა შედარებით ევროპის ქვეყნების
ვითარებასთან. თუმც ეს ჩამორჩენა მაინც არ არის ისე
დიდი, როგორც შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო.
საშინაო დავალება

 ამ პრეზენტაციის გულდასმით გაცნობა და


დასწავლა
 ქ.ნადირაძე. ქართული ისტორიოგრაფია, თბ.,
უნივერსალი, 2012, გვ.116–121 გაცნობა და
დასწავლა.
 საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო
საზოგადოების ფბ–ზე ატვირთული
გამოცემების გადათვალიერება იმის გასაგებად
თუ რა იბეჭდებოდა იმ დროს საქართველოში
ისტორიის დარგში.
მადლობა
ყურადღებისათვის!
ყურადღებისათვის

2020

You might also like