You are on page 1of 4

ქრისტიანული თვალთახედვით,ღვთის ხატად შექმნილმა ადამიანმა თავისი

პიროვნების ამაღლებით უნდა აღადგინოს ის,რაც დაკარგა-ღვთის მსგავსება.ეს


კი ჯვარცმული ღვთის ბაძვით,ქრისტეს გზაზე თავდადებული სვლით
მიიღწევა.სწორედ ესეთი თვალთახედვა განმსჭვალავს ძველ ქართულ
მწერლობას.ქრისტიანთა ხედვით სიკეთე არის სამყაროს არსი,მშვენიერებაა ის
რაც სიკეთეა,ბოროტება წარმავალია და მას დასაბამი არ აქვს.
ქართველთა კულტურული ცხოვრება განსაზღვრა ქრისტიანობის
შემოსვლამ.ქრისტიანობამ მოიტანა ახალი თვალთახედვა,მისი შემოსვლით
შეიცვალა ყველაფერი.სწორედ ქრისტიანობამ დაგვაკავშირა ბიზანტიურ-
ბერძნულ კულტურასთან და გაიდო ხიდი ჩვენსა და ევროპულ სამყაროს
შორის.ქრისტიანობის მიღების შემდეგ აღორძინდა კულტურა.დაიწყო ეკლესია-
მონასტრების მშენებლობა.მონასტრებს,როგორც სხვა ქვეყნებში ორმაგი
დანიშნულება ჰქონდათ,საკულტო და საგანმანათლებლო.მონასტრებში
ითარგმნებოდა თეოლოგიური,ფილოსოფიური ლიტერატურული
თხუზულებები.ქართველთა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერები მთელ
კულტურულ სამყაროში იყო.ყოველივე ეს კი საქარტველოში ქრისტიანობის
შემოსვლას უკავშირდება.
ქარტულ მწერლობაში ასახულია ერის ყველაზე ამაღლებული, ყველაზე
დიადი მისწრაფებები.ქართველებს ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ
ხალხს,ლიტერატურის შექმნამდე მდიდარი ზეპირსიტყვიერება გვქონდა.ძველი
ქართული მწერლობა მდიდარი და მრავალფეროვანია.ქართულ მწერლობაში
ძველი დროიდან იყო სასულიერო მწელობა განვითარებული.მათგან
განსაკუტრებით მნისვნელოვანია ჰაგიოგრაფია და
ჰიმნოგრაფია.ჰაგიოგრაფია ეს წმინდანთა ღვაწლის ასახვაა.ასევე გამოყოფენ
ორ ქვეჟანრს ესენია „წამება“ და „ცხორება-მოქალაქეობის“ ამსახველი
თხზულებები.პირველში ასახულია იმ მოწამეთა თავდადება,რომლებმაც
სიცოცხლე შეესწირეს იდეალების ერთგულებას.მეორე,კი იმ წმინდანთა
ღვაწლს,რომლებმაც სისხლის დაუღვრელად შეძლეს მათი ცხოვრება
ქრისტიანული იდეალებისადმი მსახურების მაგალითი ყოფილიყო.
ჩვენამდე მოღწეული სამი უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები აგვიღწერს
იმ პერიოდებში არსებულ საქართველოს მდგომარეობასა და ვითარებას.იაკობ
ხუცესის ნაწარმოებში აღწერილია V საუკუნის ქართლი.ამ დროს ქვემო
ქართლის პიტიახში ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს, ეურჩებოდა და
ძლიერმფარველს სპარსეთში ეძებდა.სპარსეთის სამეფო კარს საპიტიახშოზე
გავლენა ადრეც ჰქონდა მოპოვებული.იმდოინდელი ქართლის საზოგადოება
ფენებად იყო დაყოფილი.ქართლის გაქრისტიანებიდან დაახლოებით
საუკუნენახევარია გასული და ქრისტიანული ცხოვრება წარიმართება
ქრისტიანული სამყაროს აღიარებული ცენტრების მსგავსად.
იოანე საბანისძეს ნაწარმოები აგვიღწერს VIII საუკუნის ქართლს,ამ პერიოდში
ბატონობდნენ არაბები და ავრცელებდნენ თავიანთ სარწმუნოებას.ქართლს
განაგებს არაბი მოხელე ამირა იგი აამავდროულად მსაჯულიცაა .ქართველი
ერისმთავარი ემორჩილებოდა ამირას.ისინი სასტიკ ხერხებს მიმართავდნენ
ქართველი ხალხის გადასაბირებლად და ვინც არ ემორჩილებოდა დიდ ხარკს
სთხოვდნენ,ამიტომაც მათ სიღატაკეში უწევდათ ცხოვრება.ყველა ამ
სირთულეს ემატებოდა ჩვენი გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობა ,რადგან ჩვენ
ქრისტიანული სამყაროს განაპირას ვიყავით,მეტად რთული იყო ქრისტიანობის
შენარჩუნება.ამ დროისთვის ქართველი ხალხი ლერწამივით იყო
შერყეული,არაბთა ბატონობის გამო.
გიორგი მერჩულე საკუთარ ნაწარმოებში აღერს VIII-IX საუკუნეთა
საქართველოს პოლიტიკური,სოციალური და კულტურული ყოფის ძალზე
მნიშვნელოვან მოვლენებს.ამ დროს ქვეყანაში რთული და დაძაბული
პოლიტიკური ვითარება იყო.ქვეყნის დასავლეთ ნაწილს განაგებდა
მეფე,რომელიც ბიზანტიის იმპერატორის დაქვემდებარებაში იყო.ტაო-
კლარჯეთის გამგებლების დანიშვნაც კურაპალატის წოდებით ბიზანტიის
იმპერატორთა ნებართვით ხდებოდა.
იაკობ ხუცესის ნაწარმოების მთავარი გმირი არის შუსანიკი.ავტორი მისი
თავგანწირვის ამბავს დიდი მოწოდებით,აღტაცებითა და სიყვარულით
აგვირწერს.იგი იყო ღვთისმოშიში და ასევე თავგანწირული.ამაზე მეტყველებს
ის ფაქტი,რომ შუსანიკი თავიდანვე ამბობდა,რომ მზად იყო ყველაფრისთვის
და კარგად იცოდა რა ელოდა.შუშანიკის თავმდაბლობაზე მეტყველებს ხუცესის
სიტყვები „შენ ჩვენი არა მხოლოდ დედოფალი ოდენ იყავ,არამედ,ჩვენ
ყოველთა ვითარცა შვილთა,გუხედევდ“.მიუხედავად იმისა,რომ ვარსქენი
ძალიან ცუდად მოიქცა, შუშანიკი მუდამ ლოცულობდა ვარსქენის ბუნების
შეცვლისათვის.ყოველი შუშანიკის მიერ გადადგმული ნაბიჯი მის მტკიცე
ხასიათზე მიგვითითებს.ნაწარმოებში ასევე კარგად ჩანს შუშანიკის
უკმაყოფილება ქალთა უუფლებობის გამო.ეს ფაქტი კარაგდ გამოიკვეთა
„პურობის“ სცენაში.შუშანიკი შენატრის ისეთ სამყაროს სადაც ქალსა და
მამაკაცს შორის არ იქნება უთანასწორობა,მაგარმ სჯერა,რომ ესეთი სამყარო
მხოლოდ იმქვეყნად არის.შუშანიკმა დათმო ყველაფერი და აირჩია ისეთი
გზა,რომელიც ზუსტად იცოდა დიდ ტანჯვას მოუტანდა,მაგრამ იგი სულიერი
სრულყოფის მაძიებელი პიროვნება იყო და ღვთაებრივ ქორწინებას
ესწრაფვოდა.სწორედ, ამიტომ უწოდებენ მას ქრისტეს სძალს.
იოანე საბანისძეს ნაწარმოებში მთავრაი გმირი არის არაბი ბიჭი
აბო,რომელმაც მიიღო ქრისტიანობა მას შემდეგ, რაც გაეცნო ქრისტეს
მოძღვრებას და მიხვდა,რომ აქამდე უმეცრებაში ცხოვრობდა.ამის შემდეგ,აბო
მოინათლა და გახდა ქრისტიანი სწორედ იმ დროს,როდესაც ქართველები
შიშით რთთოდნენ არაბების გამო და თავად უჭირდათ სარწმუნოების
შენარჩუნება.აბო არავის შეუშინდა და საკუთარ გადაწყვეტილებას არ
მალავდა,მტკიცედ იდგა და პირიქით ხალხს მოუწოდებდა
ქრისტიანობისაკენ.აბოს ვერ აშინებდა ვერცერთი სახის მუქარა და მისთვის
ამქვეყნიური სიმდიდრე და დიდება არ იყო მნიშვნელოვანი.მიუხედავად
ყველაფრისა მზად იყო საკუთარი თავი გაეწირა და ამბობდა,რომ საკუთარ
თავზე მეტად შეიყვარა უფალი.ის ფაქტი,რომ აბოს აზრის შეცვლა ვერავინ
შესძლო აბოს ხასიათის სიმტკიცეზე მეტყველებს.აბო იყო მაგლითი და ძალა
ქართველი ხალხისათვის.ასევე მნიშვნელოვანია ისიც,რომ აბო
მოიხსენიება,როგორც „მეთერთმეტე ჟამის მუშაკი“.
გიორგი მერჩულეს ნაწარმოების მტავარი გმირია გრიგოლ ხანძთელი.მან
ჩაუყარა საფუძველი ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრებას .იგი თავიდანვე
ძალიან გულისხმიერი იყო სწავლის მიმართ. კარგად იცოდა ბიბლიური წიგნები
და წარმართული ფილოსოფია.მისი საუბრის აღსაწერად ავტორი ამგვარ
მეტაფორას იყენებს: „სიტყუაი მისი იყო შეზავებული მარილითა მადლისაითა“.
გრიგოლმა თავიდანვე კარგად შესძლო დაემყარებინა სანიმუშო წესრიგი
ეკლესია-მონასტრებში.საკუთარი შრომითა და პიროვნული თვისებებით
უდიდესი ავტორიტეტი და პატივისცემა დაიმსახურა,როგორც სასულიერო
პირთა შორის ასევე მეფეთა და დიდებულთა შორის.
ჩვენთვის ნაცნობ სამივე ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში ვხვდებით
სახარებსეულ სახე-სიმბოლოებს.იაკობ ხუცესისა და იოანე საბანისძეს
ნაწარმოებებში ნახსენებია „უკანასკნელი ესე მეთერთმეტე მოქმედი ვენაპისაი “.
აბოს უწოდეს „მეთერთმეტე ჟამის მუშაკი“ და შუშანიკიც საკუთარ თავს
ამგვარად მოიხსენიებდა.ასევე შუშანიკის უწოდებენ ქრისტეს სძალს,რადგან
იგი ღვთაებრივ ქორწინეაბს ესწრაფვოდა.ხოლო გრიგოლ ხანძთელს
უკავშირდება „ტალანტის გამრავლება“.ნაწარმოებებში ვხვდებით უამრავ
სიმბოლოებს როგორიცაა: „ევანგელე“; „კუბასტი“; „დავითნი“; „ასერგასინი იგი
ფსალმუნნი“; „ბიბლია“ და ასევე იოანე საბანისძეს ნაწარმოებში ნახსენებია
მათეს სახარების გამოძახილი „არავინ აღანთოს სანთელი“ სწორედ ამ ფრაზას
იხმობს აბო იმის დასამტკიცებლად,რომ იგი სანთელივითაა,რომელიც ბნელს
ანათებს.ეს არის ღვთაებრივი მსხვერპლის სიმბოლო.ჩამოთვლილთაგან
თითოეულს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს.ეს სიმბოლოები კონკრეტულ
მნიშვნელობასთან ერთად სულიერ შინაარს მოიცავენ.
ჰაგიოგრაფიის მიზანია რწმენისა და იდეალებისთვის თავდადებული
ადამიანის სახის შექმნა.ქრისტიანული რელიგია თვალით ხილულ,გრძნობად
სამყაროს მიიჩნევს ადამიანის დროებით სამყოფელად,რომლის მიღმა
არსებობს „ზენა სოფელი“ ანუ მარადიული სამყარო.ადამიანის მისიაა ქრისტეს
ბაძვით ზეციურისა და მიწიერის შეკავშირება.სწორედ,ეს ყველაფერი უნდა
გავითვალისწინოთ,რომ ქრისტიანული მწერლობა გავიგოთ.ჰაგიოგრაფიულ
ნაწარმოებში სინამდვილე მხოლოდ ხილული სამყარო არ არის ,რელობაა ზენა
სოფელიც.ამ ნაწარმოებების მიზანი კი ,წმინდანის სვლის ჩვენებაა სულიერი
სამყაროსკენ.
ჩემი აზრით,დღევანდელ დღეს ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლას
უდიდესი მნიშვნელობა აქვს,რადგან მოცემული ნაწარმოებებიდან ვიგებთ, იმ
დროინდელი პოლიტიკური,სოციალური და კულტურული ყოფის ასევე
ქართველი ხალხის ფასეულობების, მისწრაფებების და თვალთახედვის
შესახებ.ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში კარგად ჩანს რამდენად რთული გზა
გაიარეს წმინდანებმა და რამხელა გავლენა იქონიეს თავიანთი ქმედებით
ქართველ ხალხზე.ისინი წარმოადგენდნენ ძალას,რომელიც ეხმარებოდა
ქართველ ხალხს განმტკიცებაში.ჩვენ ასევე უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ
ქრისტიანობის შესახებ.საბოლოოდ კი ეს ნაწარმოებები გადმოგვცემს
წარსულს,რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის,რომ ვიცოდეთ როგორ
მოვედით აქამდე.თითოეული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები გვიჩვენებს
პერიოდს,როცა ძალადობა უძლურია.

You might also like